მე-20 თავი ჩემს ოთახში ავედი და გაკვეთილებს ჩავუჯექი. თვალი მოვკარი ჩემი კარის წინ ჩრდილმა როგორ გაიარა. ოდნავ გამოვაღე კარი და დავინახე როგორ მიიპარებოდა ბექა დერეფანში. გამიკვირდა.
_ბექა! რას აკეთებ?-ჩურჩულით ვკითხე. იმხელაზე შეხტა, შემეშინდა.
_და...დაკო...-ენა დაება.-მე...მე უბრალოდ, სააბაზანოში მინდოდა შესვლა...
_სტუმრების სააბაზანო ქვემოთაა. შენ კი აქ მოიპარებოდი. რომ არ გიცნობდე, ქურდი მეგონებოდი,-ვუთხარი გულახდილად.
_მე... სანდრომ მითხრა ზემოთ ადიო... აქ კი... შენი და დავინახე სააბაზანოში... უხერხულ პოზაში და... არ მინდოდა შემერცხვინა... ჩუმად მინდოდა გაპარვა...
_ნატუკა?-გამიკვირდა. ბექას დაბნეული ლაპარაკი ეჭვს ბადებდა ჩემში.
_ჰო.
_კარგი...-მშვიდად ვუთხარი.-წამოდი, მე გაჩვენებ აბაზანას,-და პირველ სართულზე ჩავიყვანე. უკან რომ ვბრუნდებოდი, მაშინ გამოვიდა ნატუკა თავისი ოთახიდან და სააბაზანოში შევიდა...
მერე კიდევ რამდენჯერმე დავფიქრდი მომხდარზე, მაგრამ ახსნა ვერ მოვუზებნე ბექას საქციელს. [size=12][color=green]_დაკო!-დედა მეძახის.
_ჰააა.
_ჰა კი არა, ჩამოდი!-ზლაზვნით წამოვდექი და დაბლა ჩავედი.
_მე ინგასთან მივდივარ, ბიძაშენის დაბადების დღეზე დაგვპატიჟეს. მამაც პირდაპირ იქ მოვა. შეიძლება ცოტა შეგვაგვიანდეს და ნუ დაგველოდებით. იცოდე, შენი იმედი მექნება. ნატუკას მიხედე, თუ რამე დასჭირდება მიეხმარე. ზღარ... ფუჰ, მეც თქვენს ჭკუაზე გადამიყვანეთ, ლიზის 9... 10 საათზე ყველა ვარიანტში უნდა ეძინოს, გასაგებია?
_არის, კაპიტანო!-გახალისებულმა ჯარისკაცივით მივიდე შუბლზე ხელი.
_ნეტავ, რა გიხარია ასე ძალიან?-ჩაილაპარაკა დედამ და კარი გაიხურა.
_ბედიც ამას ჰქვია!-ჩავილაპარაკე გახარებულმა. ყველაფერი ჩემი გეგმის სასარგებლოდ ხდებოდა. ერთი ის იყო, ჩემ საყვარელ ზღარბუნიას 9-ზე კი არა, 8 საათზე მოუწევდა დაძინება... ინგა ჩემი მამიდა იყო, კობა მისი ქმარი და მე იმ საღამოს გულში დავლოცე ისინი, რომ ჩემ გეგმას უნებურად ხელს უწყობდნენ.
_მოვიდა!-ოთახში შემოვარდა ბექა!
_რა? სადაა?-ავფორიაქდი.
_მანქანა დავინახე თუ არა, გამოვვარდი.
_კარგი! ხომ ყველაფერი კარგად გახსოვს? ჩვენს გეგმაში მხოლოდ ის შეიცვალა, რომ ჩემი მშობლები ხელს აღარ შეგვიშლიან.
_აუუ... დაკო! არ შემიძლია რა... სანდროს შენ დააჯერებ მერე, რომ ეს შენი გულისთვის გავაკეთე?
_მორჩი, მორჩი! მე გთხოვე და შენ დამთანხმდი. უკან დასახევი გზა აღარ გვაქვს. რეკავს! წავალ, გავუღებ,-კარისკენ წავედი.
_ლაშა? არ გელოდით... ნატუკას არ უთქვამს, რომ...-მგონი ბუნებრივად გამომივიდა.
_ჰოო... საით არის?-ოთახში შემოაბიჯა.
_წევს, თავის ოთახშია...-კიბისკენ გაემართა ლაშა.-მოიცა, მოიცა, საით გაგიწევია?-მხარში მოვებღაუჭე.-ავალ, ვეტყვი, რომ მოხვედი. გამოეწყობა და ჩამოვა.
_კაარგი...-გაუკვირდა ლაშას ჩემი თავაზიანობა. იმ ერთადერთხელ, როცა ვნახე მაინცდამაინც ზრდილობით არ გამოვირჩეოდი მის მიმართ.
_აქეთ წამოდი!-სასტუმრო ოთახში შევიყვანე.
_ეს ბექაა, სანდროს მეგობარი. ბექა, ეს ლაშაა ნატუკას...მმ... „მეგობარი“. მე წავალ ნატუკას ვეტყვი, რომ მოხვედი,-ვთქვი და ოთახიდან გამოვიპარე.
_15 წუთი...-ჩავილაპარაკე ბექას გასაგონად. იმან ოდნავ დამიქნია თავი.
_რა?-იკითხა ლაშამ.
_რა მოხდა?-მოვუბრუნდი.
_მომეჩვენა, რაღაც 15 წუთიო...
_მოგეჩვენა...-გავუღიმე და კარი გავიხურე. გარაჟისკენ გავვარდი, სანდრო გზაში შემხვდა.
_ბექა სად დაიკარგა? ამდენი ხანი რა წყალს სვავს?
_სანდროო, შეგიძლია ზღარბი დააძინო? ბექას მინდა დაველაპარაკო. დედამ დაიბარა 9-ზე დააძინეთო.
_მერე ჯერ რა დროს 9 საათია? 8 არ გამხდარა?!
_რა 8 არ გამხდარა, კარგად ხარ?! შეხედე!-დერეფანში ტელეფონის მაგიდაზე დადგმულ საათს წამოვავლე ხელი.
_9-ს აკლია 10 წუთი? კი, მაგრამ... ჩემ საათზე ახლა ხდება 8!-გაოგნდა სანდრო.
_ალბათ ელემენტი დაუჯდა...-ვუთხარი უდარდელად.
_რომ მუშაობს?!-ყურთან მიიდო მაჯის საათის ციფერბლატი.
_არ ვიცი, ჩამორჩა ალბათ. მიდი რა ლიზისთან, დედას და მამას ოთახში იქნება.
_კარგი!-ლმობიერად გამიღიმა სანდრომ და კიბეს აუყვა.
_კიდევ კარგი, საათის გადაწევა არ დამავიწყდა!-სამზარეულოში შევედი. იქ, როგორც ვფიქრობდი, ბექა დამხვდა. დაბალ, მუცელგამობერილ ჭიქებში რომი ჩაესხა.
_სად ხარ ამდენ ხანს? წამალი ვერ ვიპოვე! თან ძლივს დავითანხმე დალევაზე,-აჩურჩულდა.
_ხომ გითხარი, ზედა კარადა, ციცქნა სამარილე!-პატარა შუშის ფლაკონივით რაღაც გამოვიღე და მასში არსებული ფხვნილი მთლიანად ჩავცალე ერთ-ერთ სასმისში.
_რა ამბავია! ცხენის დოზა ჩაყარე!
_მიდი, მიდი! ისეთი სადღეგრძელო შესთავაზე, რომ ბოლომდე დალიოს!
_კარგი!-უხალისოდ დამეთანხმა და ლაშასთან დაბრუნდა. მე მაღლა გავემართე, ჯერ სანდრო შევამოწმე, ლიზის ეჯდა სასთუმალთან და რაღაცას უყვებოდა, ისიც თვალებგაფართოებული მისჩერებოდა. მერე ნატუკასთან შევედი.
_ნატ, გძინავს?-სიბნელე იყო, შუქი არ ამინთია.
_არა, შემოდი. უბრალოდ ვფიქრობდი. ხომ იცი, სიბნელეში და სიწყნარეში ფიქრი მიყვარს,-სრულიად გამოჯანსაღებული, ჩვეული ხმა ჰქონდა.
_ჰოო... იცი... აქ ლაშაა... დაბლა...
_ლაშა?-წამოიძახა ნატუკამ. მაშინვე აანთო ღამის ნათურა და საწოლზე წამოჯდა.
_ჰო, შენ არ შერიგებიხარ?
_არა! მაგის დანახვაც არ მინდა!
_ისე, მეც გამიკვირდა... შენ არც უხსენებიხარ, მაშინვე ბექა იკითხა.
_ბექა? ვინ ბექა?
_სანდროს მეგობარია ერთი... დღეს აქ რჩება. სანდრომ სთხოვა...
_არ ვიცოდი ლაშა სანდროს მეგობრებს თუ იცნობდა...
_როგორც ჩანს, კარგად იცნობენ ერთმანეთს... ლაშამ დაინახა თუ არა ბექა, ჩაეხუტა...
_ჩაეხუტა?-უაღრესად გაოცებულმა ამომხედა ნატუკამ.
_ჰო...-გულუბრყვილოდ ვუპასუხე. საწოლიდან ადგა და ხალათი მოიცვა.
_სად მიდიხარ?-წინ გადავუდექი.
_როგორ გაბედა იმ ყველაფრის შემდეგ ჩემ სახლში მოსვლა?
_... მაგრამ თუ შენთან არ მოსულა?
_რას ნიშნავს, ჩემთან არ მოსულა?
_როგორც ჩანს, ბექასთან მოვიდა.
_რაღაც არ მახსოვს, მისთვის ჩემი მისამართი მეთქვას... არა, როგორ მომაგნო?-ჩემი ნათქვამი არც გაუგონია, თავისი გააგრძელა.
_ალბათ არც მოსულა შენთან! მგონი ბექასთან მოვიდა!-ხმას ავუწიე და შევეცადე გარკვევით მეთქვა.
_ბექასთან? არ მჯერა!-თქვა მკვახედ.-გამატარე...-გვერდზე მიმწია და ჩქარი ნაბიჯით გავიდა დერეფანში. მეც მას მივყევი, კიბეებზე სწრაფად ჩაირბინა. სასტუმრო ოთახის კარებთან გაჩერდა, თმები შეისწორა და გრაციოზულად შეაღო კარი. გაოცებული სახით მომიბრუნდა:
_აქ არავინ არაა.
_არა?-მის მხარს ზემოთ ფეხისწვერებზე აწეულმა შევიხედე ოთახში.
_ვა, სად წავიდნენ ნეტა?-ვთქვი გაკვირვებულმა. ნატუკას ეჭვით დაუვიწროვდა თვალები.
_“გამეკაიფე“?-ლამის ლაწირაკოც დამიძახა, მაგრამ დროზე შეიკავა თავი.-ჩემი ტელეფონი! აი, თურმე სად ყოფილა! რამდენი ვეძებე!-ხელი სტაცა ტელეფონის მაგიდაზე დასვენებულ მობილურს.
_რა „გაგეკაიფე“? წავიდენ ალბათ. მე მასეთ რაღაცეებზე არ ვხუმრობ...-წინადადების დასრულება ვერ მოვასწარი, რომ საშინელი მსხვრების ხმა გაისმა.
_რა ხდება?-დაბნეულმა მიმოიხედა. მსხვრევა გრძელდებოდა.
_ტუალეტიდან ისმის!-საბაზანოსკენ გავიქეცი. ნატუკაც მომყვა. სახელური ჩამოვწიე-კარი არ გაიღო. მუშტები დავუშინე ხის მასიურ კარს. ნატუკაც ამყვა. დაცემის ხმა გაისმა და სიჩუმე ჩამოწვა.
_რა ხდება? ვერაფერი გავიგე,-ვთქვი და ყვირილი გავაგრძელე.-გააღეთ! ახლავე გააღეთ!-კარი გაიღო.
_აქ... აქ რა მოხდა?-გაოგნებულმა შევაბიჯე ოთახში: იქაურობა დამტვრეული იყო, სარკე ჩალეწილი, უნიტაზი და პირსაბანი ნიჟარა ადგილ-ადგილ ჩამომტვრეული... სავარცხელი, კბილის პასტა, პირსახოცები, სხვადასხვა სახის კრემები, კბილის ჯაგრისი ირგვლივ იყო მიმოფანტული. ცარიელ აბაზანაში კი კეფაგასისხლიანებული ეგდო ლაშა. ბექა ტანსაცმელშემოხეული, თმაგაბურძგნული, წარბგახეთქილი და დამფრთხალი იდგა კარებთან.
_რა მოხდა??-მე ბექას მივვარდი, ნატუკა ლაშას.
_მას... მას...მმმმ.... ჩემი გაუპატიურება უნდოდა... მე უბრალოდ... თავს ვიცავდი...-საოცარი სანახავი იყო, დაკუნთული, მხარბეჭიანი ბექა საკუთარი ლამის-გაუპატიურების ამბავს დამფრთხალი როგორ ყვებოდა.-მართლა არ მინდოდა რამე დამეშავებინა... არ ვიცოდი, გეი თუ იყო, თორემ ახლოს არ გავეკარებოდი...
_ლაშა! ლაშა! რა მოგივიდა?-ჩასძახოდა ნატუკა ლაშას და სახეზე ფრთხილად უსვამდა ხელს. „გეი“-ს გაგონებაზე შეძრწუნებული სახით მოგვიბრუნდა.-რას ნიშნავს გეია? თქვენ ხომ არ გაგიჟდით?
_მებდღვნა და ძლივს გავინთავისუფლე თავი... ნამდვილი მანიაკია... ჯერ ვერ მივხვდი რა უნდოდა... რას მერჩოდა... მაგრამ მერე...
_გაჩუმდი! ახლავე გაჩუმდი! აღარაფერი თქვა!-აბაზანის წინ დაჩოქილი ნატუკა ფეხზე წამოხტა და სააბაზანოდან გავარდა.
_მგონი ზედმეტი მოგივიდა... უნიტაზის ჩამომტვრევა ჩხუბის დროს, ცოტა ფანტასტიკა ხომ არაა?-ვუჩურჩულე ბექას.
_რას გეტყვი, იცი? რაც გავაკეთე, იმაზეც მადლობელი იყავი! ისედაც თავი მეზიზღება იმის გამო, რაც ვთქვი და რაც გავაკეთე...-პირი გავაღე საპასუხოდ, მაგრამ სანდრო შემოიჭრა ოთახში და შეშინებულმა დაამუხრუჭა სარკის ნამსხვრევებზე.
_ეს რა... რა უბედურებაა? მგონი სახლი შემეშალა...-წასასვლელად შებრუნდა.
_მოიცა, რა დროს ეგაა!-მკლავში წავავლე ხელი.-ბექას მიეხმარე ლაშას ამოყვანაში.
_ლაშა? რა მოუვიდა?-აბაზანასთან მივიდა და ხელებში ჩაავლო ხელი ლაშას, ბექამ ფეხებში და სააბაზანოდან გამოიყვანეს. სასტუმრო ოთახისკენ გავუძეხი და დივანზე მივუთითე:
_აქ დააწვინეთ,-მუცელზე დააწვინეს. მე პირსახოცით შევუდექი „სისხლის“ მოწმენდას.
_არ იტყვით რა მოხდა?
_არაფერი არ მომხდარა, თავი დაარტყა,-დამასწრო ბექამ.
_შენ წარბი დაარტყი, არა? ნეტა ხედავდე, რას გავხარ!-შეამკო სანდრომ.
_არა, მე ნამსხვრევებზე წავიქეცი.
_იცი რაა? გუშინ არ დავბადებულვარ, რომ ეგ ნაბოდვარი დავიჯერო... თუ არ გინდათ მითხრათ, თქვით.
_მოგვიანებით ყველაფერს მეთვითონ მოგიყვები, კარგი?-ვუთხარი სანდროს, ბექას შევხედე და თავი დავუქნიე იმის ნიშნად, რომ მართლა სიმართლის თქმას ვაპირებდი სანდროსთვის.
_ოღონდ მართლა სიმართლე უნდა უთხრა!-გამაფრთხილა ბექამ.
_ჰო, აბა რა!-ვუთხარი.-სახვევებს მოვიტან,-ვთქვი და ბექას რაღაცის სათქმელად დაღებული პირისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, ზემოთ ავირბინე, სააბაზანოდან აფთიაქი ჩამოვარბენინე და სპირტიანი ბამბა მოვუსვი წითელსითხიან ადგილზე.
_რა დღეშია ხედავთ? სპირტით მოწმინდე და რეაქცია ნოლი. მე ერთი მეტრის რადიუსში რომ მომიტანო სპირტიანი ბამბა ჭრილობასთან, თავქუდმოგლეჯილი გავრბივარ,-გაკვირვებულმა თქვა სანდრომ.
_ჰო, შენი „სიმამაცის“ ამბავი ყველამ იცის,-ვუკბინე.
_შენ ვის ეუბნები...-ჩემი „სიმამაცეების“ მოყოლას აპირებდა, როცა წამოვიძახე:
_ტომატი რაღამ მოგაფიქრა?-მივაჩერდი ბექას, ბამბეთ წმენდის დროს, წითელი სითხე გაქრა და სრულიად უვნებელი კანი დავინახე.
_მეტი ბუნებრიობისთვის...
_სახლში ვინ წაიყვანს ამას?-უხალისოდ იკითხა სანდრომ.
_მე სიამოვნებით, მაგრამ... მართვის მოწმობა არ მაქვს,-განვაცხადე.
_ტარება არ იცი და იმიტომ!-დამეჭყანა სანდრო.
_შენზე უკეთესად ვიცი!
_არაფერიც!
_ჰოდა თუ არაფერიც, მოიკიდე ზურგზე ეს ვაჟბატონი და გარაჟისკენ ჰერი-ჰერი...
_გარაჟისკენ ისა...-დაიბნა სანდრო და დამნაშავესავით ჩაღუნა თავი.
_რა იყო?-მივაჩერდი გაოცებული. პასუხი არ გამცა.-შენ რა... მანქანა დაამტვრიე?-ეჭვით დამივიწროვდა თვალები.
_არაფერიც არ დამიმტვრევია...-ამოიბურტყუნა, მაგრამ მას მშვენივრად ვიცნობდი და მივხვდი, რომ ეს თანხმობას უფრო ნიშნავდა.
_მე წავიყვან ჩემი მანქანით,-წამოდგა ბექა.-ოღონდ მისამართი მითხარით.
_მე დავინახე ერთხელ ნატა და ლაშა, ოღონდ არ მახსოვს რა ქუჩა იყო. რომ წავიდე, შეიძლება მივაგნო.
_რა ბოთე ხარ რა!-დავეჯღანე და მაღლა ავედი.
_ნატა! გააღე ერთი წუთით, საქმე მაქვს! ნატუკააა! გძინავს? ერთი წუთით გამიღე კარები! ნატა!-ნახევარი საათი ვუბრახუნე (ოღონდ არა მთელი ძალით, რადგან გვერდზე ოთახში ზღარბს ეძინა) კარებზე, მაგრამ შენც არ მომიკვდე!
_ამდენი ხანი ქალაქის რუკას გიხატავდა?-მომეგება სანდრო.
_კარი არ გამიღო.
_რატომ არ მიკვირს ნეტავ?-მშვიდად თქვა სანდრომ.
_იქნებ გასაგებად ამიხსნა სად ნახე ისინი?
_ოო, არ მახსოვს და რა ვქნა?
_მაშინ შენ თვითონ წაიყვანე! ხომ თქვი, რომ წავიდე მივაგნებო?
_მე ვთქვი, შეიძლება მივაგნო-მეთქი.
_ასეა თუ ისე, ერთადერთი ხარ, ვისაც ამის წაყვანა შეუძლია... მგონი ყველასთვის აჯობებს თუ დედა და მამა ამას აქ არ ნახავენ!
_მართალი ხარ,-დამეთანხმა სანდრო და წამოდგა. მერე ლაშასთან მოვიდა, რომელიც ისევ პირქვე ჩამხობილი იწვა გაუნძრევლად და ბექას უთხრა.-წავიყვანოთ გარეთ,-ამ დროს ჩემი ყურადღება ფანჯრიდან შემოსულმა მკვეთრმა შუქმა მიიქცია, მანქანის ფარები ანათებდა. ფანჯარასთან მივირბინე. მანქანამ ჩაიარა. უცებ თვალი შავი ფერის ბმვ-ს მარკის ბოლო მოდელს მოვკარი.
_ლაშა შავი ბმვ-თი მოვიდა?-ვიკითხე.
_მგონი ჰო, რა არის?-მიპასუხა ბექამ.
_ჰოდა თავისივე მანქანით წააბრძანე. სადმე ჯიბეში ექნება გასაღები,-შარვლის ჯიბეეში მოვუქექეს და გასაღებების ასხმა იპოვეს.-მე წავალ კარებს გავაღებ, თქვენ გამოიყვანეთ,-ბრძანებასავით გავეცი და გარეთ გავედი. მანქანასთან მივედი, გასაღები მოვარგედა გადატრიალება ვერ მოვასწარი, რომ გული კინაღამ გამისკდა! მანქანა აწიკვინდა!
_ჯანდაბა! სიგნალიზაციის ხმას ვერ ვიტან!-შევძახე გაცეცხლებულმა და როგორც იქნა პულტზე საჭირო ღილაკი ვიპოვე. გასაღებით გაღება აღარც დამჭირდა. ბიჭებმა ლაშა გამოიყვანეს და უკანა სავარძელზე დააწვინეს. სანდრო საჭეს მიუჯდა.
_იცოდე, ამ მანქანას არაფერი დამართო, თორემ მაგრად დაგვერხევა!-გავაფრთხილე.
_გპირდები, ნელა ვივლი,-დამამშვიდა სანდრომ და მანქანა დაქოქა. მე და ბექამ თვალი გავაყოლეთ მანქანას მანამ, სანამ ქუჩის კუთხეში არ შეუხვია.
_წამოდი...-კარისკენ შევბრუნდი და ხელი მოვკიდე ხელზე. ჯერ მე შემომხედა თვალებში, მერე მის ხელზე მოკიდებულ ჩემ ხელს. მაშინვე გავუშვი.-ჭრილობას დაგიმუშავებ...
_წარბს გულისხმობ?-გაეღიმა. სახლში შევედით.-უბრალო განაკაწრია...უნიტაზი რომ ჩამოვამტვრიე, წამოდგომისას პირსაბანის ჩამოტეხილ ნაპირს გამოვკარი წარბი.
_ყველაფერი ბუნებრივარ გამოვიდა, ყოჩაღ!-დივანზე დავსვი.
_ჰო... მაგრამ იცი, რა საზიზღრად ვგრძნობ თავს? ღირდა მაინც ამხელა აურზაური მაგ შურისძიებად?-ამ დროს სპირტიანი ბამბა მაგრად მოვუსვი წარბზე და მისი თვალების ბრიალიც დავიმსახურე.
_მაპატიე...-ვუჩურჩულე. ბექასთან ასე ახლოს პირველად ვიყავი: ის დივნის კუთხეში იჯდა, მე კი მის გვერდზე, დივანზე მუხლებით დამდგარი და მისკენ შებრუნებული მის წარბსა და შუბლზე საქმიანად ვაფათურებდი ხელს მიუხედავად იმისა, საჭიროა იყო ეს, თუ არა და ეს პროცესი საჭიროზე მეტად მსიამოვნებდა. როგორც ჩანს ბექასაც... რადგან გაყურსული იჯდა. ვცდილობდი მზერა ამერიდებინა მისი მომზირალი თვალებისთვის. პლასტირს ქაღალდები მოვაძვრე და წარბზე დავაკარი.
_გიხდება...-ვუთხარი და დივანზე მიმოყრილი სისხლიანი ბამბების, პლასტირის ქაღალდების წამოკრეფა დავიწყე. ბექა თვალს მადევნებდა როგორ მოვიქციე მუჭში ეს ყველაფერი.
_რა?-მკითხა შემდეგ გაკვირვებულმა.
_გახეთქილი წარბი და ზედ პლასტირი...
_გმადლობ...-გაეღიმა.-სად შეიძლება, რომ პირი ჩამოვიბანო? ცოტას გამოვფხიზლდები, თორემ მომხდარის შემდეგ გაბრუებული ვარ.
_მაღლა. გინდა გაჩვენო? თუ მიაგნებ დილის შემდეგ?
_მივაგნებ,-წამოდგა.
_კარგი,-მეც წამოვდექი და სამზარეულოსკენ წავედი, ის კიბეებს აუყვა.
მაცივრიდან ლუდი გამოვიღე. ჩიპსები გაშლილ თეფშზე დავყარე და სასტუმრო ოთახში პატარა, დაბალფეხება მაგიდაზე დავაწყვე. ორიოდე წუთში ბექაც ჩამოვიდა. გახალისებულ-გამხნევებული მეჩვენა.
_როგორც ჩანს, წყლის თერაპიამ გიშველა!-შევღიმე.
_ნამდვილად,-დამიდასტურა.
_მე მცირე ვახშამი დაგახვედრე. შენ ეს ნამდვილად დაიმსახურე!
_გმადლობ!-გამიღიმა და გვერდით მომიჯდა. ცოტა ხანი ხმისამოუღებლად ვახრამუნებდით ჩიპსებს, მერე ისევ მე ვუთხარი:
_მინდა, მადლობა გადაგიხადო ყველაფრისთვის. არც კი მეგონა თუ დამთანხმდებოდი.
_არც მე...უბრალოდ დაუფიქრებლად დაგეთანხმე, მერე კი სიტყვა ვეღარ გავტეხე,-უხალისოდ მიპასუხა.
_ხომ იცი, ამის შესახებ ვერავინ გაიგებს...
_მეც მაგის იმედი მაქვს. სხვას რომ ეთხოვა ამდაგვარი რამ...
_არ დათანხმდებოდი, ვიცი!-დავასწარი.
_ჰმ...-ჩაეცინა.-არ დავთანხმდებოდი კი არა, ისეთს მიიღებდა ყბაში, სულ გაუქრებოდა ლაპარაკის უნარი და სურვილიც.
_ე.ი. ძალიან გამიმართლა...-ყბაზე ჩამოვისვი ხელი შეშფოთებულმა.
_...ან პირიქით...-წამოცდასავით.
_რას გულისხმობ?
_არაფერს, ისე ვთქვი.
_კარგი...-უცებ რაღაც აზრი მომივიდა თავში.-ტელეფონი გაქვს?
_მობილური?-ჯიბიდან ამოიღო.-კი, მაგრამ რად გინდა?
_ნატუკას თავისი მობილური ოთახში ექნება და დავუმესიჯებ, რომ პირი არ გააღოს და დედას და მამას არაფერი უთხრას.
_აიღე,-გამომიწოდა. ნატუკას ნომერი ავკრიფე და მივწერე:“ვიცი, რომ არ გძინავს. ტუალეტში რაც მოხდა, იმაზე არავის არ მოუყვე. ასე აჯობებს. რაც მთავარია, დედამ და მამამ არაფერი არ უნდა გაიგონ! დაკო.“ ცოტა ხანში პასუხი მოვიდა:“არც ვაპირებდი ვინმესთვის მეთქვა.“ ვუპასუხე:“ჰოდა ძალიან კარგი, ძილინებისა.“
_გამომართვი!-დავუბრუნე მობილი.-ყველაფერი მოგვარებულია. სანდრო სადღა დაიკარგა ამდენი ხანი?
_შეიძლება ვერ მიაგნო...-ვარაუდი გამოთქვა ბექამ.
_ან შორს ცხოვრობდა ის იდიოტი ლაშა და უკან დაბრუნებისას ფეხით სიარული დიდხანს მოუწია!-ოთახში შემოაბიჯა სანდრომ.
_სად ხარ ამდენ ხანს?-დავეტაკე.
_დაკო, როცა ვლაპარაკობ რომ მისმინო, ხოლმე უკეთესად გაიგებ რას ვამბობ. ფეხით მოვდიოდი და შემაგვიანდებოდა, აბა რა.
_ზუსტად იცი, რომ სწორად მიიყვანე?
_ვერ მივაგენი სადაც მაშინ ვნახე ერთად ეგენი, მაგრამ სამაგიეროდ აქედან შორს დავტოვე თავის მანქანაში. დილას რომ გაიღვიძებს, იმედია, სახლამდე გააგნებს.
_კარგია.
_მე ქუჩა-ქუჩა დავწანწალებ და ამათ აქ ნადიმი გაუმართავთ,-ჩვენი „ნასუფრალი“ მოათვალიერა სანდრომ. შემდეგ ჩიპსის ნაფშხვენები ჩაიყარა პირში.
_სააბაზანოს რა ვუყოთ?-თქვა, როცა ლუკმა გადაყლაპა.
_სააბაზანო!-ახლაღა გამახსენდა მილეწილ-მოლეწილი ტერიტორია.
_მაგას მე მივხედავ,-თქვა ბექამ.-მე დავამტვრიე და მევე გავაკეთებ.
_რა სისულელეა! იმიტომ დაამტვრიე, რომ მე გთხოვე,-შევეპასუხე.
_მერე რა? მთავარია, რომ მე დავამტვრიე.
_დაკო მართალია! შენ რა შუაში ხარ?! როგორც მივხვდი, თქვენ მოაწყვეთ ეს ყველაფერი და დაკომ გთხოვა იქაურობის მილეწვა, ჰოდა ჩვენ თვითონ გავაკეთებთ,-მხარი დამიჭირა სანდრომ.
_კარგი, მაგრამ მშობლებისგან დაფარულად როგორ გააკეთებთ? შეურაცხყოფად ნუ მიიღებთ, მაგრამ არამგონია მაგდენი ფული გქონდეთ მოგროვებული... თქვენ ხომ არ მუშაობთ? ხელფასი არ გაქვთ და სამარცხვინო არაფერი. გაქვთ მაგდენი ფუი?-მე და სანდრომ ერთმანეთს გადავხედეთ, მერე თავები დავხარეთ და ვთქვით:
_არა.
_მაშინ მე გავაკეთებ...-მშვიდად გაგვიღიმა.
_კარგი, ოღონდ იმ პირობით, რომ ვალს აუცილებლად დაგიბრუნებთ,-უთხრა სანდრომ.
_შენ ჩემი მეგობარი ხარ...-დაიწყო ბექამ.
_მაშინ არაფერსაც არ გააკეთებ! გაიგონ დედამ და მამამ და მოხდეს რაც მოსახდენია!-გაიბუსხა ჩემი ძმა.
_კარგი, კარგი.. ჩავთვალოთ, რომ გასესხეთ,-დათანხმდა ბექა.-მაგრამ მე არ გავალდებულებთ, რომ...
_როგორც კი შევძლებთ დაგიბრუნებთ!-შეჰპირდა სანდრო.
_დღე ხომ მუშაობენ თქვენი მშობლები?
_კი, მაგრამ ზოგჯერ მოდიან სადილზე. ხან სულ რჩება ხოლმე დედა. დღეს დარჩა, ხვალ რას იზამს, არ ვიცით,-ვუპასუხე.
_კარგი, მაშინ ასე მოვილაპარაკოთ, ხვალ სკოლიდან გამოგყვებით და თუ არ იქნებიან სახლში, ჩემს ნაცნობ სან-ტექნიკოსებს დავურეკავ.
_კარგი,-უპასუხა სანდრომ.
_კარგი... მგონი ჩემი წასვლის დროა, უკვე გვიანია,-კარისკენ წავიდა. მე და სანდროც მივყევით.
_ღამე მშვიდობისა,-ჯერ სანდროს შეხედა, შემდეგ მე გადმომხედა.
_მადლობა დახმარებისთვის!-დავადევნე.
_ხვალ გნახავთ!-მიაძახა სანდრომ. ბექა მანქანაში ჩაჯდა და წავიდა. ჩვენ შემოვბრუნდით.-წამოდი, მომეხმარე, ნამსხვრევები გადავყაროთ,-ვუთხარი.
არ მახსოვს რამდენი ხანი ვჯახირობდით და თან ვლოცულობდით, ჩვენები არ დაბრუნებულიყვნენ. სარკის ნამსხვრევები და კერამიკის ნატეხები ტაშტებში და ვედროებში ჩავყარეთ და ისე გავიტანეთ გარეთ, მერე კი იქვე მდგარ ურნებში ჩავუძახეთ. დილას მანამდე გაიტანდნენ ნაგავს, სანამ დედა რაიმეს ზედ დამატებას და ნამსხვრევების აღმოჩენას მოასწრებდა. როგორ იქნა, იატაკი მოვასუფთავეთ, სხვადასხვა სახის კრემები და სხვა სააბაზანო მოწყობილობა აბაზანაში ჩავუძახე, სანამ ახალ სარკეს დაკიდებდნენ, სხვა ადგილს ვერ მივუჩენდი. აბაზანის წყალგაუმტარი ჩამოგლეჯილი ფარდა დავახვიე, სამზარეულოში გავედი, სანაგვე ვედრიდან ნაგვის პარკი ამოვიღე, ფარდაც შიგნით ჩავჩურთე და თავი მოვუკარი.
_მორჩა?-შემოსასვლელში დამხვდა სანდრო.
_ტუალეტის კარებე შენებურად სახრანხისით დაკეტე და მორჩა. მანდ არ შედან ჩვენები, მაგრამ შემთხვევით რომ არ შეეხეტონ. იმედია გაგვიმართლებს და სახელურს არ შეამოწმებენ, თორემ განგაშს ატეხენ, ვინ დაკეტაო. მე ამ ნაგავსაც გადავყრი და დავწვეთ, თორემ ლამისაა ფეხზე მდგარს ჩამეყვინთოს.
_შენ მე მკითხე... მაგრამ სანამ ყველაფერს არ მომიყვები, ვერ დაიძინებ!
_კარგი, კარგი...-კარი გავიხურე და რამდენიმე მეტრში მდგარ ურნაში ჩავ
უძახე ნაგავი.
_როგორც იქნა! -საოცრად მესიამოვნა ჩემს რბილ და თბილ საწოლში შეძვრომა. სანდროც საეჭვოდ გაიტრუნა. რაღაც გამახსენდა და საწოლში წამოვჯექი.
_რა იყო?-სიბნელეში ჩემი მოძრაობა შენიშნა სანდრომ.
_წავა, ზღარბს დავხედავ...-დავიჩურჩულე და ოთახიდან გავედი.
_ლიზი, გძინავს?-ხმადაბლა ვთქვი.
_დაკო, სენ ხალ?-მაშინვე გამომეპასუხა-ესეც სანდროს დაძინებული!
_არ გძინავს? ამდენი ხანი რატომ არ გძინავს?-ღამის ნათურა ავანთე.
_მეჯინა, მაგლამ დაბლიდან საშიში ხმები გამოდიოდა და შემეშინდა და ვეღარ დავიძინე...-მართლა შეშინებული ლაპარაკობდა ზღარბი.
_რა ხმები? მსხვრევის?
_ქო, მსხვლევის...
_იმის მერე გღვიძავს?-გამიკვირდა.
_ლიშ მელე?
_ლიზი... ალბათ დაგესიზმრა... ქვემოთ არავინ არაა... მე და სანდრო დიდი ხანია ვწევართ,-მოვატყუე ჩემი პაწია დაიკო.-სიზმრებმა აღარ უნდა შეგაშინოს, უკვე დიდი გოგო ხარ! დაიძინე ახლა, კარგი? სადაცაა დედა და მამა მოვლიან და გაღვიძებული რომ დახვდე გაბრაზდებიან.
_კაქი... დავიძინებ...
_გინდა დავრჩე?-გვერდზე მივუწექი.-ჩავეხუტე ჩემ დაიკოს და თვალები დავხუჭე, თან კულულებზე ვეფერებოდი.
_მიკალქალ...-ჩუმად მითხრა და ნაზად მაკოცა ლოყაზე.
_მეც მიყვარხარ, ჩემო პატარა ანგელოზო...-მეც ვუჩურჩულე და მთელი სახე დავუკოცნე, პატარა საყვარელი, ნაზი ხელებიც. რამდენიმე წუთში ლიზიმ გულწრფელი, ბავშვური ფშვინვა ამოუშვა, მე კი ვერ დავიძინე, ჩემ საწოლს ვიყავი მიჩვეული. უცებ გავიგონე შემოსასვლელი კარი როგორ გაიღო. მივაყურადე, იქნებ რამე მომესმა-მეთქი. მაგრამ მეორე წამს გავიგონე შემოსასვლელში ტელეფონის მაგიდაზე მდგარ ბროლის ვაზაში რგოორ ჩაჩხრიალდა გასაღები-მახვილი სმენა მქონდა! თანაც ისეთი სიწყნარე იყო, ასე მეგონა მათ სუნთქვასაც კი გავიგონებდი. „მოვიდნენ!“ გავიფიქრე და ფრთხილად გამოვძვერი საწოლიდან, რომ ლიზი არ გამეღვიძებინა. სწრაფად შევირბინე ჩემი და სანდროს საძინებელში და საწოლში შევძვერი.
_რა ხდება?-წამოიყვირა სანდრომ, ალბათ ძილბურანში წასული, ჩემი ფეხის ხმამ გააღვიძა.
_მოვიდნენ!
_აა. გული კინაღამ გამიხეთქე! მიდი, ყველაფერი მომიყევი!
_არ გეძინება?
_კი, მაგრამ ძალიან მაინტერესებს!
_მოგიყვები, მაგრამ არ დაგეძინოს! თვალები გახელილი გქონდეს და მკითხე ხოლმე რაღაცეები. არ მინდა, ჩაგეძინოს და მე ჩემ თავს გავუბა დიალოგი.
_დაიწყე.
_ნატუკას ტელეფონი მოვიპარე დილას და...
_ჰო, ეგ მეც ვიცი. სკოლაში წამოიღე, მერე?
_მერე ლაშას დავუმესიჯე ნატუკას სახელით, რომ ვითომ ყველაფერს ვპატიობდი და...
_რას პატიობდი, შენ ხომ არ იცი, რაზე იჩხუბეს?-გაუკვირდა სანდროს.
_არ ვიცი, მაგრამ მესიჯობის დროს გაირკვა, რომ ლაშას ბრალი იყო რა...ხოდა ვუთხარი მომენატრე-მეთქი და ასე შემდეგ...-ჩამეცინა.-და შეხვედრა დავუნიშნე...
_ჩვენს სახლში!-დააბოლოვა სანდრომ.-მერე?
_ჯერ კიდევ არ მქონდა მოფიქრებული არაფერი, ბექა რომ დავინახე. მერე უცებ რაღაც იდეა დამებადა თავში. ბექასთან მივედი. დილიდან ნაჩხუბრები ვიყავით და ჯერ ბოდიში მოვუახდე უხეშობისთვის- გაუკვირდა! როგორც ჩანს, კარგად გამიცნო. მერე ვუთხარი ჩემი გეგმის შესახებ. გეგმა ასეთი იყო:ლაშა ჩვენს სახლში მოვიდოდა, აქ ბექა სასმელში რამე სწრაფმოქმედ საძილე წამალს ჩაუყრიდა, მე ამასობაში ნატუკას ვეტყოდი, რომ ლაშა მოვიდა. მას, რა თქმა უნდა, გაუკვირდებოდა, მე ჩავაწვეთე, რომ ბექასთან მოვიდა და რომ ნატუკა არც უხსენებია... ამას ისიც დაემატა, რომ ნატუკას გაახსენდა ლაშასთვის ჩემი მისამართი არ მითქვამსო. მოკლედ, ნატუკა ასე თუ ისე დავაჯერე, რომ ლაშა ბექას სანახავად მოვიდა. მერე დაბლა ჩამოვედით, ტუალეტიდან მსხვრევის ხმა მოგვესმა, ტუალეტის კარები ბექამ გაგვიღო და შენც დაინახე, რას გავდა!-გულიანად გავიცინე.-ისიც დაინახე, იქაურობა რა დღეში იყო. ლაშაც ისე ეგდო აბაზანაში. ბექამ თქვა ჩემი... გაუპატიურება უნდოდაო!-გამეცინა.
_რაოო?-სანდროც ახარხარდა.
_სსუუ...-გავაჩუმე. ჩუმად განაგრძო ხითხითი.
_ეგე გეგმის ნაწილი იყო? ანუ შენ უთხარი, რომ მასე ეთქვა?
_ჰო, აბა რა!
_მოიცა, მოიცა, ბექა მაგაზე დაგთანხმდა?
_როგორც ხედავ, კი! ისე, მეც ძალიან გამიკვირდა. რომ ვუთხარი ამის შესახებ, დაბნეული ჩანდა, საღამომდე გეტყვი პასუხსო მითხრა და შემდეგ დასვენებაზე მოვიდა და გამომიცხადა კარგი, დაგეხმარებიო. თანაც, მითხრა, სწორედ ახლა მთხოვა სანდრომაც, რომ თქვენთან მოვსულიყავიო. ოღონდ არ მითხრა, რატომ იბარებდი.
_არ მითქვია და იმიტომ. ტუალეტის „გალამაზებაც“ შენი იდეა იყო?
_ცოტა ხომ უნდა დამსგავსებოდა „ბრძოლის ველს“? მთლად მასეც არ მითქვია, რაც გააკეთა, მაგრამ... ცოტა აურიე-მეთქი რა...
_გასაგებია... მერე ეგ ყველაფერი ნატუკამ დაიჯერა?
_შენ არ დაიჯერებდი?
_პრინციპში... ისეთი ტალანტის წინაშე, როგორიც დაკო დაიაურია, „საღი გონება“ უძლურია! -ბედსშეგუებული კაცის ხმით თქვა სანდრომ. ორივეს გაგვეცინა. დაახლოებით 10 წუთი ორივე ჩუმად ვფიქრობდით.
_დაკო! გძინავს?-დაიჩურჩულა სანდრომ.
_არა, რა არის?
_რაღაც არ მჯერა, რომ ეგ ყველაფერი ბექას დანახვაზე სულ რაღაც 2-3 წუთში მოიფიქრე, ან 10-ში, ან თუ გინდა, ნახევარი საათი იყოს.
_ოოჰ, კარგი, კარგი. სადღაც ფილმში ვნახე ასეთი რამ და ამაზე იმ დღიდან ვფიქრობდი, რაც ნატუკა „ამოვიღეთ მიზანში“.
_ვერაფერს იტყვი, მაგარი ფილმი იქნებოდა! როგორ დამთავრდა?
_ვინც ეს ყველაფერი მოაწყო, მკვლელობისთვის დააპატიმრეს.
_რაა? რატომ?
_სხვა დროს მოგიყვები მაგ ფილმს. ახლა ჯობია დავიძინოთ... მთავარია, რომ ჩვენს შემთხვევაში, არავინ ქცეულა მსხვერპლად...
_შენს ადგილას მე მასეთი დარწმუნებული არ ვიქნებოდი... ჯერ კიდევ წინაა ყველაფერი... ნატუკა, რომ გაიგებს...
_მმ... სანდრო, მეძინება... ძილინებისა...-გავაწყვეტინე სასწრაფოდ და გვერდი ვიცვალე.
_ძილინებისა!-სიცილითთქვა სან[/size]დრომ.[/color]
დამატებულია (2011-01-06, 8:41 PM)
---------------------------------------------
vaimee ra giganturi tavi gamovida. damdzvra xelebi.
madloba yvelas rom kitxulobt...