ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
ფორუმი » Fanfiction » საკუთარი შემოქმედება » 30 კალიბრიანია, 9ასოიანი და იწყება ც-ზე
30 კალიბრიანია, 9ასოიანი და იწყება ც-ზე

☆AnasteishA☆თარიღი: ორშაბათი, 2010-12-27, 9:59 AM | შეტყობინება # 1
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
სახელწოდება: 30კალიბრიანია, 9ასოიანი და იწყება ც-ზე
ავტორი: AnasteishA
დისკლეიმერი: პერსონაჟებზე საავტორო უფლებები მეკუთვნის მე
ჟანრი: კომედია, მელოდრამა
სტატუსი: დასრულებულია

ავტორისგან: ეს არის ამბავი 15-16 წლის და-ძმაზე, მათ მხიარულებით, ხრიკებით, თანადგომით აღსავსე ცხოვრებაზე. ეს რომანი 15 წლის ასაკში დავწერე და მკითხველებს ვთხოვ, გაითვალისწინოთ ეს. ვფიქრობ, რომ ამ ასაკის, ან უფრო პატარები უფრო კარგად მიიღებთ ამ რომანს, რადგან ახლა რომ ვკითხულობ რაღაცეები არ მესმის მეთვითონ, მაგრამ თქვენხელა ალბათ, ასე ვფიქრობდი. ახლა კი, და-და-და-დააააამ!


თავი 1

თავი 2

თავი 3

თავი 4

თავი 5

თავი 6

თავი 7

თავი 8

თავი 9

თავი 10

თავი 11

თავი 12

თავი 13

თავი 14

თავი 15

თავი 16

თავი 17

თავი 18

თავი 19

თავი 20

თავი 21

თავი 22

თავი 23

თავი 24

თავი 25

თავი 26

თავი 27

თავი 28

თავი 29

თავი 30

თავი 31

თავი 32

თავი 33

გადმოსაწერი ლინკი


პირველი თავი

ჯანდაბა! ისევ დამაგვიანდა სკოლაში! მაღვიძარამ რატომ არ დარეკა?
_დედაააა! მაღვიძარა შენ გამომირთე?
_გამოგირთე? როდის დააყენე რომ გამომერთო?
_ჯანდაბა!
_წესიერად ილაპარაკე! და დროზე ჩაიცვი, დაგაგვიანდა!
სწრაფად წამოვხტი და სკამზე სათუთად გადაფენილ სკოლის ფორმას ვეცი. სასწრაფოდ ჩავიცვი, თმები სარკეში ჩაუხედავად გავიკვანძე უკან ცხენის კუდივით, ჩანთას დავტაცე ხელი და ჰერი-ჰერი სკოლისაკენ!
როგორც ყოველთვის, დამაგვიანდა! მასწავლებელს მშვენიერი ზღაპარიც ვაგემე, რომ დილით დედა ცუდად გახდა და სასწრაფოს მანქანით მისი საავადმყოფოში წაყვანა მოგვიხდა და მარტო ვერ გავუშვი, ამიტომ იძულებული გავხდი მეც გავყოლოდი. თან დავამატე, რომ არ გამოვრიცხავდი დედა ფეხმძიმედაც ყოფილიყო. ის იყო მასწავლებელმა თანაგრძნობით შემომხედა (ხანდახან მიმართლებს გულუბრყვილო მასწავლებლებში) და ჩემ ადგილზე მიმითითა დაჯექიო, რომ ჩვენი კლასის ყველაზე მეტიჩარა გოგომ, თამთამ ჩუმად ჩამისისინა:
_დაკო, დედაშენი ისე ხშირად „ხდება“ ცუდად, ყველა ჯერზე თუ ფეხმძიმედ იყო, ახლა წესით მთელი საფეხბურთო გუნდი უნდა გყავდეთ სახლში,-ცბიერი ღიმილით დააბოლოვა.
_ჰაჰა, რა ხუმარა ხარ!-დავეჯღანე თავხედს.
_ერთხელაც იქნება დედაშენი გაიგებს რა ხშირად „ხდი ცუდად“ და მერე დახმარებისთვის ჩვენ არ მოგვმართო,-ეს ჩემი სამეგობროს ტვინიკოსა, სახელად ნინო იყო.
_გაკვეთილს უსმინე!-მასწავლებელზე ვანიშნე თვალებით და ისეთი გამომეტყველება მივიღე, თითქოს იმ წუთში მისის „მჭევრმეტყველი იდიოტის“ ლექციაზე მეტად არაფერი მაინტერესებდა...
_აბა, მოგვიყევი რა მოხდა?-მთხოვა ლანჩის დროს ჩემსავით გადარეულმა, ცალკიკინიანმა რუსამ.
_დამეძინა!-გოგოებს სიცილი აუტყდათ.
_ჰო, რა იყო, თქვენ არ დაგძინებიათ?
_ნუ იბუტები. ნახე ვინ მოდის!-სიყვარულის საკითხებში გამოცდილმა სოფომ ჩემი ფავორიტისკენ გამახედა.
_ააუ, რა ლამაზია ეს დამპალი!-აღმომხდა და თვალები მიმელულა მის დანახვაზე. ამ ბიჭზე მას შემდეგ ვაფრენ რაც იმ წელს შიდა სასკოლო ტურნირში ფეხბურთის ფინალში მის თამაშს ვუყურე. თავს რომ აიქნევდა და ოფლიან თმებს უკან გადაიყრიდა, მაგაზე ხომ სულ ვდებილდებოდი. ამის მერე მთელი კვირა გაშტერებული დავდიოდი. მოკლედ, ეს ბიჭი იდგა ჩემგან მოშორებით, გვერდულად და ვიღაცას (ბიჭს) ელაპარაკებოდა (მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ თურმე ეს „ბიჭი“ ჩემი ძმა იყო, მანამდე ჩემს რჩეულს ვუთვალთვალებდი, მეორისთვის სად მეცალა?!).
_არა, შეხედეთ რა ლამაზი თითები აქვს! გრძელი, თხელი თითები და ლამაზად გაკეთებული ფრჩხილები... ჩემ ძმას კი არ ჰგავს ხერხით გადახერხილს რომ უგავს ხოლმე...-დავამატე.
_უკვე ფრჩხილებზე გადავედით? მე მეგონა ფეხის ზომაზე ვიყავით გაჩერებულები,-დამცინა სოფომ. თვითონ საკმაოდ ხშირად იცვლიდა შეყვარებულებს მე კი პირველად მომწონდა სერიოზულად ვიღაც და მას ალბათ აკვირვებდა, რომ ეს „მოწონება“ ასეთი ძლიერი და მათი ტვინების წამღები იყო.
_არა, მართლა ნახე!-არ მწყენია მისი ირონია. ეს ბიჭი მთლიანად მომწონდა, თავისი ვარცხნილობით დაწყებული და სავსებით ჩვეულებრივი ჩანთითა და სკეიტბორდით დამთავრებული. მის შავგვრემან სახეს, ლურჯ თვალებს და ვნებიან, ანც ტუჩებს ჭკუიდან გადავყავდი. ის კი მგონი, საერთოდაც ვერ მამჩნევდა.
_ოეე, პირი დახურე, სირცხვილია...-მუჯლუგუნი მითავაზა რუსამ. ის იყო დახურვა დავაპირე, რომ შევამჩნიე არც მქონია ღია. გემრიელი ჩქმეტით ვუპასუხე.
_არა, მაინც რა საქმე აქვს ნეტა ასეთი, შენს ძმასთან?
_ვის?
_ვის და შენ რომეოს! გაიღვიძეე!-შუბლზე მომიკაკუნა სოფომ.
_ჩემი ძმა!-ახლაღა დავინახე ვის ელაპარაკებოდა სკოლის პოპულარული ბიჭი- სანდროს, ჩემ ძმას!-არაა, ნამდვილად ჩემზე ელაპარაკება! ალბათ უნდა უთხრას... ნუ... ნებართვა სთხოვოს, რომ მასთან ერთად გავატარო საღამო! ჰო, ნამდვილად მასე იქნება!-თვალები გამიბრწყინდა ჩემი აღმოჩენით გახარებულს და ფეხზე წამოდგომა დავაპირე (ოთხივე სკოლის ეზოში, ხის ჩრდილში ვისხედით გორაკზე), მაგრამ გოგოებმა უკან დამსვეს.
_ან იქნებ უბრალოდ სანდროს სკეიტბორდის თხოვება უნდოდა?-შემომაპარა ნინომ.
_რაა?-კიდევ ერთხელ გადავხედე ბიჭებს და დავინახე როგორ მისცა ჩემ ძმას სკეიტბორდი.-ო, არა! რატომ მაინცდამაინც მე? რა დავაშავე? რა დამსახურებისთვის მერგო ჩემი ძმისნაირი იდიოტი?
_რას გულისხმობ?
_იმას, რომ სახლში მისვლამდე 15-ჯერ მაინც წამაქცევს სანდრო იმ თავისი სკეიტბორდით. სუფთა ბავშვია რა!
_შენზე ერთი წლით დიდია!
_ბავშვია!-დავსვი ბეჭედი და გაბრაზებული წამოვდექი. დღეს მძიმე დღე გელის! მაგრად დადექი დაკო!


შეტყობინება შეასწორა AnasteishA - ორშაბათი, 2010-12-27, 10:16 AM

bachia_bachia555თარიღი: ოთხშაბათი, 2010-12-29, 3:21 PM | შეტყობინება # 31

206
19  +
33  ±
   ±
Offline
martlac zaan sainteresoa :**

☆AnasteishA☆თარიღი: ოთხშაბათი, 2010-12-29, 3:46 PM | შეტყობინება # 32
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
მეექვსე თავი

დილას რატომღაც ადრე გამეღვიძა. საწოლში კარგა ხანს ვიჯექი. ქუჩას გავცქეროდი ფანჯრიდან და სანდროს ხვრინვას (გულწრფელს) ვუსმენდი. თან საათს ვუთვალთვალებდი, რომ დროზე ავმდგარიყავი. ბოლოს ვეღარ გავჩერდი საწოლში და პიჟამოიანი ჩავედი დაბლა, სამზარეულოში. იქ ნატუკა დამხვდა.
_ამ დილაადრიან აქ რას აკეთებ?-ესეც მისალმება.
_შენ?
_მე ვირბინე. ფორმაში უნდა ვიყო. ერთი-ორი კილოგრამის დაგდებაც არ მაწყენდა. ჩემი ახალი საზაფხულო კაბა ვიწროდ მაქვს,-არადა ძალიან მაგარ ფორმაშია, თხელი ტანი აქვს, ლამაზი ფორმებით. მაგრამ მე, როგორც ყოველთვის, მინდა ხასიათი გავუფუჭო.
_ჰო, ამბოლო დროს, რაღაც ძალიან გასუქდი. არცაა გასაკვირი... იმდენს ჭამ...-პირთან მიტანილი კარაქიანი პური ჰაერში გაუშეშდა.
_მართლა მასე ფიქრობ?-საცოდავად შემომხედა. კარგი, დღეიდან დიეტაზე ვარ! არავითარი ცხიმები და ქოლესტერინი!-კარაქიანი პური თეფშზე დააბრუნდა.-მხოლოდ და მხოლოდ ვიტამინები!-მწვანე ვაშლს დაავლო ხელი და ღიღინით ავიდა თავის ოთახში. ზუსტად ვიცოდი, ეს სიმშვიდე მოჩვენებითი იყო, თავისი ოთახის კარს მიხურავდა თუ არა, მაშინვე სასწორზე შედგებოდა და სარკის წინ დაიწყებდა ტრიალს- ძალიან მეტყობა რომ გავსუქდი თუ არაო.
ჩაიდანი გაზქურაზე შემოვდგი. ძალიან მიყვარს საუზმედ ჩაი. მერე ნატუკას კარაქიან პურს ვტაცე ხელი და გადავსანსლე უსირცხვილოდ, დამშვიდებული სინდისით. ის იყო ჭიქა გამოვიღე ჩემი ჩაისთვის, რომ დედა წამომადგა თავზე.
_მიკვირს, ასე ადრე რომ აბრძანებულხარ,-„დილამშვიდობისა“-ს მოგანატრებენ ადამიანს.
_მეც.
_რა შენც?
_მეც მიკვირს, ასე ადრე რომ ავბრძანებულვარ.
_ადი სანდრო გააღვიძე, ჩაის მე გაგიმზადებ. ლიზისაც დაეხმარე ჩაცმაში, დღეს შენი მორიგეობაა, შენ მიგყავს ბაღში.
_მე რომ არ ვარსებობდე, რა ეშველებოდა ამ ხალხს?-ჩავიბურტყუნე და კიბეებს ავუყევი. ჯერ მე ჩავიცვი სკოლის ფორმა, შემდეგ სანდროს მივუბრუნდი:
_სანდროო! ბატონო ალექსანდრეე! ღრმად პატივცემულო... თავგასიებულო, გაიღვიძე, სკოლაში დაგაგვიანდება!
_მოიცა რა... ცოტა ხანიც...-თვალი არ გაუხელია, ისე მეპასუხება.
_ახლავე! ცოცხლად! იცოდე წყალს გადაგასხავ!
_ოო, რა! შენ ხო არ მოასვენებ ადამიანს!-წამოჯდა როგორც იქნა და საწოლიდან ფეხები გადმოყო.
მშობლების საძინებელში შევედი. მამა დიდი სარკის წინ იდგა და ჰალსტუხის კვანძს იკეთებდა. ლიზის საწოლის ქვეშ შეეყო თავი და საჯდომ-აბზეკილი რაღაცას ეძებდა მუხლებზე დამდგარი.
_ლიზი, დაკარგე რამე?-მივუახლოვდი.
_ქო.
_და რა, თუ საიდუმლო არაა?
_თემი დათუნია.
_რომელი დათუნია?
_ყავიშფელი.
_ადე, ადე. ეგ დათუნია სანდრომ დაგიმალა გუშინ. სანამ დაიძინებდი, მანამდე ვერ შეამჩნიე?
_ველა.
_ახლა რად გინდა და ბაღიდან რომ დავბრუნდებით, დაგახვედრებ, კარგი?
_კალგი.
_მოდი, ჩავიცვათ,-ჩაცმაში ვეხმარები და ხელჩაკიდებული ჩამყავს სამზარეულოში.
_სად ხარ ამდენი ხანი? ჩაი გაგიცივდა,-მეუბნება დედა.
_ბაჰამის კუნძულებზე ვისვენებდი შეყვარებულთან ერთად! დაგავიწყდა, რა მისიით გამაგზავნე ზედა სართულზე?
_მოდი, დაჯექი და დროზე ისაუზმე.
_სანდროო! ზღარბის ბაღში მისაყვანად ხომ გამომყვები?
_რატომ უნდა გამოგყვე?-დამცინავად მეკითხება.
_იმიტომ, რომ მე კარგი ტყუილი გამოვუცხო შენს საყვარელ ქიმიის მასწავლებელს, რომ ბოლო გაკვეთილზე გაგანთავისუფლოს,-ჩუმად გადავულაპარაკე, რომ დედას და მამას არ გაეგოთ. შემდეგ ხმამაღლა გავაგრძელე.-ნატუკა სად არის?
_თავის ოთახში, იცვამს,-მაცნობა დედამ.-დროზე მორჩი ჭამას, ლიზის მიყვანას ვეღარ მოასწრებ.
_მანქანით გაგვიყვანე...
_მერე მე დამაგვიანდება. მაგას ჯობია თქვენ დაგაგვიანდეთ.
_წავედით?-ვკითხე სანდროს და ასადგომად წამოვიწიე.
_მოიცა რა, ჭამა მაცადე,-ხელით ისევ სკამზე დამსვა.
_მა-ლე!



★Gvanca★თარიღი: ოთხშაბათი, 2010-12-29, 4:29 PM | შეტყობინება # 33
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
AnasteishA, vaime bolo ori tavi exla wavikitxe da orive dzaan magari iyo bevri vicine biggrin biggrin biggrin .magari ojaxia ra velodebi shemdeg tavs aba shen ici snegurochka snegurochka


elle____თარიღი: ოთხშაბათი, 2010-12-29, 5:41 PM | შეტყობინება # 34
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
kide kai saxlshi eget situacia araa tore tavs moviklavdi yvelafers me ro mavalebdnen :S :S :S magari tavebia ase gaaagrdzele sayvareeeloo :*:*


saaaliთარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-30, 10:07 AM | შეტყობინება # 35
Life sucks either way
990
39  +
85  ±
   ±
Offline
AnasteishA, magari tavi iyo.. mokled dzalian lamazad da mxiarulad aris wasakitxi.. momwons sheni weris stili da imedia esee gaagrdzeleb.. happy happy happy happy

www.caribbeanpirate.ucoz.com

www.gossipgirl.ucoz.org

♥vampiressa♥თარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-30, 2:02 PM | შეტყობინება # 36
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
ani martla dzaan magari tavi iyo, yochag happy happy happy happy happy happy happy happy happy happy happy happy happy happy happy happy happy happy happy happy happy


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

dodoთარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-30, 5:54 PM | შეტყობინება # 37

267
66  +
69  ±
   ±
Offline
dzaan kai tavi iyooooo:*] shemdegs rodis velodot?:*]

SLYTHIთარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-30, 7:08 PM | შეტყობინება # 38

259
11  +
   ±
Offline
Quote (AnasteishA)
_მე რომ არ ვარსებობდე, რა ეშველებოდა ამ ხალხს?-ჩავიბურტყუნე და კიბეებს ავუყევი.

surprised
rogor mgavs lol
dzalian magrad wer ann biggrin
rac ar unda cud xasiatze viyo martobs es sandro snegurochka biggrin

☆AnasteishA☆თარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-30, 7:46 PM | შეტყობინება # 39
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
მეშვიდე თავი

3 გაკვეთილის შემდეგ ლანჩი. მომდევნო გაკვეთილები გვიცდებოდა, რადგან სწორედ იმ დღეს იყო საფეხბურთო მატჩი ჩვენს კერძო სასწავლებელსა და პრესტიჟულ სახელმწიფო სკოლას შორის.
მთელი ლანჩის განმავლობაში აქტიურად ვეძებდი თვალებით ბექას. იმდენად აქტიურად, რომ კინაღამ კისერი ვიღრძე. ზუსტად ვიცოდი, უეჭველად ითამაშებდა იმ დღეს, მაგრამ მთელი დილა ვერსად მოვკარი თვალი.
_ალბათ გასახდელშია... ან მოედანზე,-ვარაუდი გამოთქვა ნინომ. მიხვდა რატომაც ვათვალიერებდი კაფეტერიას ასე გამწარებული.
_იქნებ, სულაც არ არის სკოლაში?-თქვა რუსამ.
_არაა, შანსი არაა ამ თამაშს დააკლდეს!-ვთქვი მტკიცედ.
_მართალი ხარ,-მხარი დამიჭირეს გოგოებმა.
_წამო, გარეთ გავიდეთ.
იარუსებად განლაგებული სკამებისკენ გავემართეთ. ჯერ-ჯერობით ცოტა ხალხი ირეოდა, მაგრამ რამდენიმე წუთში აქ ამბავი ატყდებოდა... შეძლებისდაგვარად კარგი ადგილები დავიკავეთ. მე არ დავმჯდარვარ, მწვრთნელივით ანერვიულებული გავყურებდი მოედანს და ვცდილობდი ამომეცნო იქ მოხტუნავე და მორბენალ ბიჭთაგან, ბექა რომელი იყო.
_აი, დავინახე!-აღმომხდა სიხარულისგან და კინაღამ ხტუნვა დავიწყე.
_აბა, სად?-წამოხტნენ გოგოებიც.
_აი, იქ!-ხელი გავიშვირე და სწორედ ამ დროს არ გამოიხედა ჩვენსკენ?! ხელიც დაგვიქნია. პირი დამღცა ღია.
_დაუქნიე ხელი! დროზე,-მუჯლუგუნი წამკრა რუსამ. ხელი ავწიე და გაუბედავად დავუქნიე. გავიგონე ჩემს უკან როგორ გაიცინა ვიღაცამ. ერთი საზიზღარი გოგო, სახელად გვანცა უქნევდა ხელს ბექას და მეც უხერხულად წავიღე ხელი თმისკენ. ვითომ ამ განზრახვით ავწიე.
როგორც იქნა, დაიწყო თამაში. ბექა საოცრად თამაშობდა (ან მე მეჩვენებოდა ასე). გოგოები გაბმულად უსტვენდნენ, სამწუხაროდ მე არ ვიცოდი სტვენა. სამაგიეროდ, გაუჩერებლად ვბღავივარ ჩემი სკოლის სახელწოდებას. პირველი ტაიმი დასრულდა. ანგარიში არ გახსნილა. წამოვდექი და იარუსებიდან დაბლა ჩამოვედი. ვითომ წყლის საყიდლად, სინამდვილეში კი ბექას ნახვის იმედი მქონდა, რადგან გასახდელის წინ მიწევდა გავლა. ჩავლისას ფრთხილად შევიჭყიტე გასახდელში, მაგრამ ბექა იქ არ აღმოჩნდა. ტკბილი სასმელების და სასუსნავის ჯიხურთან მივედი და კოლა მოვითხოვე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მატჩისთვის ვერ მომზადებულიყვნენ და ცოტა გაზიანი წყალი ჰქონდათ და რაც ჰქონდათ, უკვე გაეყიდათ.
_ჰეი!-მომესმა ძახილი და მოვბრუნდი.
_აი, აიღე!-ბექა მიღიმოდა და თავის კოლას მიწვდიდა.
_რა?
_აიღე.
_რატომ?-რა „გონივრული“ კითხვა იყო. რატომ შეიძლება გაძლევდეს ადამიანი კოლას. თავის გადასაბანად რომ არა, ამას თქმაც არ უნდა. მაგრამ ბექასთან ასე ახლოს ვიდექი, თვალებში ვუყურებდი და ჩემი დაბნევა რა გასაკვირი იყო?
_ხომ გინდოდა კოლა? აღარ არის და ჩემსას გითმობ.
_არ მინდა, შენ უფრო გჭირდება. მაგარი დაღლილი იქნები...
_არაფერი მიჭირს, მიჩვეული ვარ. აიღე, თორემ გადავაგდებ.
_ავიღებ, მხოლოდ იმ პირობით, რომ შენც დალევ.
_კაარგი,-ერთჯერადი პლასტმასის ჭიქა ვიყიდე და ცოტა იმაში ჩავასხი, დანარჩენი ბექას გავუწოდე. ბექამ ჭიქა გამივსო და დანარჩენი თვითონ მოიყუდა.
_გმადლობ,-ვთქვი მას შემდეგ, რაც ორიოდე ყლუპი მოვსვი.
_ჩემი წასვლის დროა, სადაცაა მეორე ტაიმი დაიწყება.
_წარმატებას გისურვებ!-ვუთხარი და გავუღიმე.
_გმადლობ! შეძახილები არ დაგავიწყდეს, პირველ ტაიმზე ძალიან მამხნევებდა,-ა?!-მატჩის მერე შევხვდებით,-მითხრა და გასახდელისკენ წავიდა.
_აბა, თუ მიხვდებით ვის გამოველაპარაკე?
_არ არსებობს!
_ბექას?
_ჰოო!
_რაო? რა გითხრა?-დაწვრილებით მოვუყევი ყველაფერი.
_აშკარაა, მაგრად მოსწონს მაგ ბიჭს!-დაასკვნა რუსამ.
_ვითომ? აბა, ამდენი ხანი სად იყო?-დაინტერესდა სოფო.
_იქნებ დაკოს ინიციატივას ელოდებოდა და მას შემდეგ რაც დაკომ წიგნთან დაკავშირებული სისულელე გააკეთა, გადაწყვიტა ემოქმედა?-ვარაუდი გამოთქვა ნინომ.
_ჰეეი, მეც აქ ვარ!-შევახსენე თავი გოგოებს. ამ დროს გამოაცხადეს, რომ მეორე ტაიმი დაიწყო.
_რაღაც ენერგია-მოზღვავებული მეჩვენება ბექა,-ამბობს სოფო.
_ჰმ... ცხვირწინ ააცალე ბურთი! მე რაღაც ვერ ვატყობ ენერგიის მოზღვავებას,-ამოიბურტყუნა რუსამ.
ნახევარი საათის განმავლობაში ისევ ფრე იყო, მაგრამ შემდეგ...
_ნახე, რა ოსტატურად ატყუებს მოწინააღმდეგეებს...-მივჩერებივარ სტადიონს აღფრთოვანებული.
_ცხოვრებაშიც თუ მასე ოსტატურად იტყუება...-ამბობს ნინო.
_გოოლ!-წამოვხტი სიხარულისგან და ხტუნვა დავიწყე.-გოლი! ბექამ გოლი გაიტანა! ჩვენი სკოლა იგებს!-ფეხბურთელებიც ერთად შეჯგუფდნენ, ბექას შემოეხვივნენ გარს.
ანგარიშის გახსნით გამწარებული მოწინააღმდეგეები გაუხეშდნენ თამაშში. შანსს არ უშვებდნენ ხელიდან, რომ ჩემი სკოლელებისთვის რამე ევნოთ თუკი ეს მსაჯისთვის შეუმჩნეველი დარჩებოდა.
_დაინახე, რა გააკეთა? ხედავ? რა უსამართლობაა! ეი, იდიოტო, ვერ დაინახე ფეხი როგორ ჩაარტყა? წითელი ბარათი აჩვენე!-ვყვიროდი აღშფოთებული და ბოლოს მსაჯსაც კი დავუყვირე, მაგრამ მას, რა თქმა უნდა, ყურადღება არ მოუქცევია, ალბათ არც გაუგონია იმ ყაყანში: ყველა თავისას გაიძახოდა და აღშფოთებას გამოთქვამდა მომხდარის გამო. დაზარალებული ერთი ჩემი ჯგუფელი იყო, უცხო ენის გაკვეთილი ერთად გვიტარდებოდა ხოლმე. მაგრამ ამ ბიჭს მიყენებულმა ზიანმა და ტკივილმა სტიმული უფრო მისცა და სულ რამდენიმე წუთში მოწინააღმდეგის კარში გოლი გაიტანა. სიხარულისგან ფეხზე ვეღარ ვიდექი. უკვე 2:0 იყო ანგარიში ჩვენს სასარგებლოდ! გოგოებს ვეხუტებოდი და გამარჯვებას ვულოცავდი. მეორე ტაიმის დასრულებამდე ორი წუთი იყო დარჩენილი, რომ მოხდა ისეთი რამ, რამაც სულით ხორცამდე აღმაშფოთა და იარუსები დამატოვებინა...

დამატებულია (2010-12-30, 7:46 PM)
---------------------------------------------
pawuka intrigsavit chavurte. exla viwyeb shemdegi tavis akrefvas da tu movaswari imasac davdeb. tu arada xval. mixaria, rom gamxiarulebt chemi fiki da misi bote personajebi biggrin biggrin



★Gvanca★თარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-30, 7:52 PM | შეტყობინება # 40
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
AnasteishA, dzaan magari tavi iyo vaime ramdeni vicine biggrin :D biggrin :D au mainteresebs ra moxda rato datova iarusebi velodebi shemdeg tavs snegurochka :snegurochka:



შეტყობინება შეასწორა bella-bella - ხუთშაბათი, 2010-12-30, 9:16 PM

elle____თარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-30, 11:07 PM | შეტყობინება # 41
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
Quote (AnasteishA)
_დაუქნიე ხელი! დროზე,-მუჯლუგუნი წამკრა რუსამ. ხელი ავწიე და გაუბედავად დავუქნიე. გავიგონე ჩემს უკან როგორ გაიცინა ვიღაცამ. ერთი საზიზღარი გოგო, სახელად გვანცა უქნევდა ხელს ბექას და მეც უხერხულად წავიღე ხელი თმისკენ. ვითომ ამ განზრახვით ავწიე.

es magari iyo biggrin :D biggrin :D biggrin magari tavia da shen da sheni intrigaaaaaaaaaaa :S biggrin :D gelodeeebiii icodeeee magari xar sayvareloooo :*:*:*:*:*



bella-vampireთარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-30, 11:26 PM | შეტყობინება # 42

842
83  +
   ±
Offline
AnasteishA, surprised surprised me megona aq mainc ar iqneboda intriga surprised bavshvobidanve intrigani yofilxar lol tongue bevri vicine lol aramgonia beqas martla moswondes. biggrin ooo. ram daatoveniba iarusebi ani? angry biggrin beqas rame mouvida albat xo? biggrin biggrin da esec gaeqna misken biggrin biggrin

dodoთარიღი: პარასკევი, 2010-12-31, 9:05 AM | შეტყობინება # 43

267
66  +
69  ±
   ±
Offline
magarii xar :**** sheni pani var:*] chemi azrit iarusebi imito datova beqaas ragac daemarteboda:D:D:D albattt:D ra intrigaa:D shemdge tavs velodebiiit:*** smile smile smile smile

saaaliთარიღი: პარასკევი, 2010-12-31, 10:01 AM | შეტყობინება # 44
Life sucks either way
990
39  +
85  ±
   ±
Offline
AnasteishA, vaimee dzalian dzalian dzalian ... magari tavi iyo.. shignit iyo aii yvelaperi mxiaruebac, intrigac da idiotebmac wamoyves tavi (gvancas saxit biggrin ) martla unagresi iyo es tavic da sheni pani rom var eg ukve gadasarevad ici da ara marto am fikidan dzvelidan moyolebuli ertguli mkitxveli da sul ese iqneba sanam am saitze shens fikebs dadeb.. happy happy happy happy

www.caribbeanpirate.ucoz.com

www.gossipgirl.ucoz.org


შეტყობინება შეასწორა saaali - პარასკევი, 2010-12-31, 10:01 AM

RoZy_HaLeთარიღი: პარასკევი, 2010-12-31, 12:08 PM | შეტყობინება # 45
Some People Call Me "Loony", Actually..
765
30  +
91  ±
   ±
Offline
vaideda ramdeni vicnine biggrin :D:D:D au magari xar raa biggrin :D

ფორუმი » Fanfiction » საკუთარი შემოქმედება » 30 კალიბრიანია, 9ასოიანი და იწყება ც-ზე
ძებნა: