ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
ფორუმი » Fanfiction » საკუთარი შემოქმედება » 30 კალიბრიანია, 9ასოიანი და იწყება ც-ზე
30 კალიბრიანია, 9ასოიანი და იწყება ც-ზე

☆AnasteishA☆თარიღი: ორშაბათი, 2010-12-27, 9:59 AM | შეტყობინება # 1
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
სახელწოდება: 30კალიბრიანია, 9ასოიანი და იწყება ც-ზე
ავტორი: AnasteishA
დისკლეიმერი: პერსონაჟებზე საავტორო უფლებები მეკუთვნის მე
ჟანრი: კომედია, მელოდრამა
სტატუსი: დასრულებულია

ავტორისგან: ეს არის ამბავი 15-16 წლის და-ძმაზე, მათ მხიარულებით, ხრიკებით, თანადგომით აღსავსე ცხოვრებაზე. ეს რომანი 15 წლის ასაკში დავწერე და მკითხველებს ვთხოვ, გაითვალისწინოთ ეს. ვფიქრობ, რომ ამ ასაკის, ან უფრო პატარები უფრო კარგად მიიღებთ ამ რომანს, რადგან ახლა რომ ვკითხულობ რაღაცეები არ მესმის მეთვითონ, მაგრამ თქვენხელა ალბათ, ასე ვფიქრობდი. ახლა კი, და-და-და-დააააამ!


თავი 1

თავი 2

თავი 3

თავი 4

თავი 5

თავი 6

თავი 7

თავი 8

თავი 9

თავი 10

თავი 11

თავი 12

თავი 13

თავი 14

თავი 15

თავი 16

თავი 17

თავი 18

თავი 19

თავი 20

თავი 21

თავი 22

თავი 23

თავი 24

თავი 25

თავი 26

თავი 27

თავი 28

თავი 29

თავი 30

თავი 31

თავი 32

თავი 33

გადმოსაწერი ლინკი


პირველი თავი

ჯანდაბა! ისევ დამაგვიანდა სკოლაში! მაღვიძარამ რატომ არ დარეკა?
_დედაააა! მაღვიძარა შენ გამომირთე?
_გამოგირთე? როდის დააყენე რომ გამომერთო?
_ჯანდაბა!
_წესიერად ილაპარაკე! და დროზე ჩაიცვი, დაგაგვიანდა!
სწრაფად წამოვხტი და სკამზე სათუთად გადაფენილ სკოლის ფორმას ვეცი. სასწრაფოდ ჩავიცვი, თმები სარკეში ჩაუხედავად გავიკვანძე უკან ცხენის კუდივით, ჩანთას დავტაცე ხელი და ჰერი-ჰერი სკოლისაკენ!
როგორც ყოველთვის, დამაგვიანდა! მასწავლებელს მშვენიერი ზღაპარიც ვაგემე, რომ დილით დედა ცუდად გახდა და სასწრაფოს მანქანით მისი საავადმყოფოში წაყვანა მოგვიხდა და მარტო ვერ გავუშვი, ამიტომ იძულებული გავხდი მეც გავყოლოდი. თან დავამატე, რომ არ გამოვრიცხავდი დედა ფეხმძიმედაც ყოფილიყო. ის იყო მასწავლებელმა თანაგრძნობით შემომხედა (ხანდახან მიმართლებს გულუბრყვილო მასწავლებლებში) და ჩემ ადგილზე მიმითითა დაჯექიო, რომ ჩვენი კლასის ყველაზე მეტიჩარა გოგომ, თამთამ ჩუმად ჩამისისინა:
_დაკო, დედაშენი ისე ხშირად „ხდება“ ცუდად, ყველა ჯერზე თუ ფეხმძიმედ იყო, ახლა წესით მთელი საფეხბურთო გუნდი უნდა გყავდეთ სახლში,-ცბიერი ღიმილით დააბოლოვა.
_ჰაჰა, რა ხუმარა ხარ!-დავეჯღანე თავხედს.
_ერთხელაც იქნება დედაშენი გაიგებს რა ხშირად „ხდი ცუდად“ და მერე დახმარებისთვის ჩვენ არ მოგვმართო,-ეს ჩემი სამეგობროს ტვინიკოსა, სახელად ნინო იყო.
_გაკვეთილს უსმინე!-მასწავლებელზე ვანიშნე თვალებით და ისეთი გამომეტყველება მივიღე, თითქოს იმ წუთში მისის „მჭევრმეტყველი იდიოტის“ ლექციაზე მეტად არაფერი მაინტერესებდა...
_აბა, მოგვიყევი რა მოხდა?-მთხოვა ლანჩის დროს ჩემსავით გადარეულმა, ცალკიკინიანმა რუსამ.
_დამეძინა!-გოგოებს სიცილი აუტყდათ.
_ჰო, რა იყო, თქვენ არ დაგძინებიათ?
_ნუ იბუტები. ნახე ვინ მოდის!-სიყვარულის საკითხებში გამოცდილმა სოფომ ჩემი ფავორიტისკენ გამახედა.
_ააუ, რა ლამაზია ეს დამპალი!-აღმომხდა და თვალები მიმელულა მის დანახვაზე. ამ ბიჭზე მას შემდეგ ვაფრენ რაც იმ წელს შიდა სასკოლო ტურნირში ფეხბურთის ფინალში მის თამაშს ვუყურე. თავს რომ აიქნევდა და ოფლიან თმებს უკან გადაიყრიდა, მაგაზე ხომ სულ ვდებილდებოდი. ამის მერე მთელი კვირა გაშტერებული დავდიოდი. მოკლედ, ეს ბიჭი იდგა ჩემგან მოშორებით, გვერდულად და ვიღაცას (ბიჭს) ელაპარაკებოდა (მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ თურმე ეს „ბიჭი“ ჩემი ძმა იყო, მანამდე ჩემს რჩეულს ვუთვალთვალებდი, მეორისთვის სად მეცალა?!).
_არა, შეხედეთ რა ლამაზი თითები აქვს! გრძელი, თხელი თითები და ლამაზად გაკეთებული ფრჩხილები... ჩემ ძმას კი არ ჰგავს ხერხით გადახერხილს რომ უგავს ხოლმე...-დავამატე.
_უკვე ფრჩხილებზე გადავედით? მე მეგონა ფეხის ზომაზე ვიყავით გაჩერებულები,-დამცინა სოფომ. თვითონ საკმაოდ ხშირად იცვლიდა შეყვარებულებს მე კი პირველად მომწონდა სერიოზულად ვიღაც და მას ალბათ აკვირვებდა, რომ ეს „მოწონება“ ასეთი ძლიერი და მათი ტვინების წამღები იყო.
_არა, მართლა ნახე!-არ მწყენია მისი ირონია. ეს ბიჭი მთლიანად მომწონდა, თავისი ვარცხნილობით დაწყებული და სავსებით ჩვეულებრივი ჩანთითა და სკეიტბორდით დამთავრებული. მის შავგვრემან სახეს, ლურჯ თვალებს და ვნებიან, ანც ტუჩებს ჭკუიდან გადავყავდი. ის კი მგონი, საერთოდაც ვერ მამჩნევდა.
_ოეე, პირი დახურე, სირცხვილია...-მუჯლუგუნი მითავაზა რუსამ. ის იყო დახურვა დავაპირე, რომ შევამჩნიე არც მქონია ღია. გემრიელი ჩქმეტით ვუპასუხე.
_არა, მაინც რა საქმე აქვს ნეტა ასეთი, შენს ძმასთან?
_ვის?
_ვის და შენ რომეოს! გაიღვიძეე!-შუბლზე მომიკაკუნა სოფომ.
_ჩემი ძმა!-ახლაღა დავინახე ვის ელაპარაკებოდა სკოლის პოპულარული ბიჭი- სანდროს, ჩემ ძმას!-არაა, ნამდვილად ჩემზე ელაპარაკება! ალბათ უნდა უთხრას... ნუ... ნებართვა სთხოვოს, რომ მასთან ერთად გავატარო საღამო! ჰო, ნამდვილად მასე იქნება!-თვალები გამიბრწყინდა ჩემი აღმოჩენით გახარებულს და ფეხზე წამოდგომა დავაპირე (ოთხივე სკოლის ეზოში, ხის ჩრდილში ვისხედით გორაკზე), მაგრამ გოგოებმა უკან დამსვეს.
_ან იქნებ უბრალოდ სანდროს სკეიტბორდის თხოვება უნდოდა?-შემომაპარა ნინომ.
_რაა?-კიდევ ერთხელ გადავხედე ბიჭებს და დავინახე როგორ მისცა ჩემ ძმას სკეიტბორდი.-ო, არა! რატომ მაინცდამაინც მე? რა დავაშავე? რა დამსახურებისთვის მერგო ჩემი ძმისნაირი იდიოტი?
_რას გულისხმობ?
_იმას, რომ სახლში მისვლამდე 15-ჯერ მაინც წამაქცევს სანდრო იმ თავისი სკეიტბორდით. სუფთა ბავშვია რა!
_შენზე ერთი წლით დიდია!
_ბავშვია!-დავსვი ბეჭედი და გაბრაზებული წამოვდექი. დღეს მძიმე დღე გელის! მაგრად დადექი დაკო!


შეტყობინება შეასწორა AnasteishA - ორშაბათი, 2010-12-27, 10:16 AM

Jack♥sparrowთარიღი: შაბათი, 2011-01-01, 3:28 PM | შეტყობინება # 61
I saw him. I kissed him. I love him.
1232
124  +
   ±
Offline
............................................................................. ubralod araferi .... imitom rom chems gareshec ar gaklia AnasteishA, komplimentebvi me ubralod erts davamateb 0nichieriii uzmod nichierii ..


dodoთარიღი: შაბათი, 2011-01-01, 4:10 PM | შეტყობინება # 62

267
66  +
69  ±
   ±
Offline
magariaaaa:*kimagam ver vxvdebi deko ase rato iqcevaaa?:[[[[[

დამატებულია (2011-01-01, 4:10 PM)
---------------------------------------------
arapers sixaruloo me dzaalian miiiy:***]]]]

დამატებულია (2011-01-01, 4:10 PM)
---------------------------------------------
magariaaaa:*kimagam ver vxvdebi deko ase rato iqcevaaa?:[[[[[

დამატებულია (2011-01-01, 4:10 PM)
---------------------------------------------
magariaaaa:*kimagam ver vxvdebi deko ase rato iqcevaaa?:[[[[[


★Gvanca★თარიღი: შაბათი, 2011-01-01, 4:35 PM | შეტყობინება # 63
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
AnasteishA,magari xar ra dzaan magari tavebi iyo saxaliso wasakitxi da dzaan bevri vicine dako dzaan magrad momwons .saertod ar movelodi movlenebi ase tu ganvitardeboda dzaan magrad wer snegurochka snegurochka


------თარიღი: შაბათი, 2011-01-01, 5:23 PM | შეტყობინება # 64
from porcelain, to ivory, to steel.
1183
49  +
   ±
Offline
ძალიან საინტერესოდ წერ. მიყვარს ასეთების კითხვა.
გელოდები მაინტერესებს (ისეთუდაწერილიგაქვსრასგვტანჯავვერგავიგედადეყველასმაილი) biggrin

saaaliთარიღი: შაბათი, 2011-01-01, 5:27 PM | შეტყობინება # 65
Life sucks either way
990
39  +
85  ±
   ±
Offline
AnasteishA, dzalian magari tavebia biggrin lizi mokled usayvarlesia da sandro ki kargi machankalia.. yochag shen or axal tavs namdvilad ar velodebodi happy happy happy

www.caribbeanpirate.ucoz.com

www.gossipgirl.ucoz.org

dodoთარიღი: შაბათი, 2011-01-01, 9:03 PM | შეტყობინება # 66

267
66  +
69  ±
   ±
Offline
anasteisha ici ra mainteresebs ratom qvia am romans es saxelcodebaa?tu saidumlo araa ra tqmaundaa:D

elle____თარიღი: შაბათი, 2011-01-01, 9:24 PM | შეტყობინება # 67
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
AnasteishA, dzaaaaaaaaaan shakaleli tavebiaaaaa :*:*:*:*:* eees ra daemartaaa ver gaaaaviigeeee ra ujmuria ra ari biggrin :D biggrin dzaaaan gamikvirda egre ro daiwyooo : ))) mokledddd sheni innntrigaaa kideee moqmedeeeebssss biggrin :D gelodeeebiii da velloddeeebiii shemdeeeg taveeebss :*:*:*:*:*:*:&*:*


bachia_bachia555თარიღი: შაბათი, 2011-01-01, 9:54 PM | შეტყობინება # 68

206
19  +
33  ±
   ±
Offline
vai...sami tavi ar mqonda wakitxuli da ertianat wavikitxe : ))) momewona romelia umagresia nu ravi ra davewro exla rac ar dauweriat bavshebs biggrin biggrin biggrin

dodoთარიღი: კვირა, 2011-01-02, 10:49 AM | შეტყობინება # 69

267
66  +
69  ±
   ±
Offline
momenatraa ukvee aaaxali tavi minda ukve samjer cavikitxe es tavebiii:**]]]] smile smile smile smile smile biggrin biggrin biggrin

☆AnasteishA☆თარიღი: კვირა, 2011-01-02, 5:16 PM | შეტყობინება # 70
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
smileysmiley, happy happy გაიხარეეე
dodo, ჰოო, რავიცი აბა... არც მე არ ვიცი რატო იქცევა biggrin ახლა ვდებ ახალ თავს, მიხარია, რომ ასე მოგწონს
snegurochka snegurochka სახელწოდებას რაც შეეხება, ცოტა დებილურია ხო? მარა ვერაფერი მოვიფიქრე ისეთი. ცოტა ხანში გაიგებთ რატომ ქვია ასე... ან არც ისე ცოტა ხანში.. biggrin :D
eXceptional, გაიხარეეე, მიხარია რომ საინტერესოდ მიიჩნევ. რაც შეეხება შენს სმაილს biggrin biggrin დაწერილი მაქვს ფურცელზე და აქ აკრეფას დრო ხო უნდა? თორე ბავშვებმა იციან რო სადისტი არ ვარ და არ გაგაწვალებდით რომ შემეძლოს snegurochka რაც შემიძლია სწრაფად ვკრიფავ
saaali, snegurochka snegurochka გაიხარეე. ერთი ლიზისნაირი კი უნდა გყავდეს ადამიანს ოჯახში biggrin
elle____, ჰოო... აი ცოტა უცნაური და დაულაგებელი რამეა თქო მაგიტო ვთქვი, მარა ნელ-ნელა დალაგდება snegurochka
bachia_bachia555, გაიხარეე. მიხარია ძალიან ძალიან, რომ მოგწონს... იმედია ბოლომდე აქ იქნები და წაიკითხავ ხოლმე snegurochka snegurochka დიდი მადლობა

დამატებულია (2011-01-02, 5:16 PM)
---------------------------------------------
მეთორმეტე თავი

მივედით სახლში.
_რა ფილმს უნდა უყუროთ? ჩვენთვის შეიძლება?-ვკითხე სანდროს მას შემდეგ, რაც კარები გავაღე, გასაღები შემოსასვლელში კარადაზე დავაგდე, ბექამ ზღარბი დასვა და ჩანთები იქვე დავყარეთ ოთხივემ.
_შენთვის-კი, ამ მაწაკისთვის-არა,-ენა გამოუყო ლიზის სანდრომ.
_რატომ? მასეთი რა არის?-ლიზი დავიცავი მე.
_ვხუმრობ, დებილო, მაცადე, ვატირო,-მიჩურჩულა სანდრომ და მუჯლუგუნი გამკრა.
_დაანებე თავი, იცოდე, დედას ვეტყვი!-დავემუქრე.
_იცოდე, დედას ვეტყვი,-დაიჭყანა სანდრო და გამცინა.-დედას ვეტყვი, დედას ვეტყვი... რა წაიღე ტვინი! მიდი და უთხარი! გამიფუჭა ხასიათი!-თქვა წარბშეკრულმა სანდრომ და კიბეებს აუყვა, ბექაც თან გაიყოლა.
_ჩვენ? არ ჩართო ჯერ!-ავძახე.
_შენ გირჩევნია სადილს მიხედო, თორემ დედასთან ჩემ ჩაშვებას ვეღარ მოასწრებ, მანამდე გაგაძრობს ტყავს!-ჩამომძახა სანდრომ ზედა სართულიდან, უკვე გამხიარულებული ხმით.
_შენ თუ გინდა ყურება ადი... მე საჭმელი უნდა გავაკეთო,-ვუთხარი ლიზის.
_ალა, თენთან ვიქები.
_რატომ? აღარ გინდა ფილმის ყურება?
_შანდლო იშევ შემაშინებშ...-თქვა საცოდავად ზღარბმა და ქვედა ტუჩი გაბუსხულმა გამოსწია წინ.
_არა, არა... ნუ გეშინია. წამოდი!-ხელი მოვკიდე და კიბეზე ავედით.
_ვაჟბატონო! ლიზისაც აცადე ფილმის ყურება, ხელი არ შეუშალო და არ შეაშინო, თორემ მართლა ვეტყვი დედას! გასაგებია?
_გასაგებია, კაპიტანო!-ჯარისკაცივით მიიდო შუბლზე ხელი სანდრომ.
_მოდი, ჩემთან დაჯექი,-ხელი გაუწოდა ბექამ ლიზის და გვერდზე მოისვა.
_ჩემ დებთან ფლირტს მოეშვი!-სერიოზული ხმით წაიბუზღუნა უცებ სანდრომ. მე უკვე კიბეზე მქონდა ფეხი ჩადგმული და ჰაერში გამიშეშდა.

სადილად პიურე და კატლეტები მოვამზადე.
_დაკო! რამდენჯერ უნდა გითხრა, რომ კატლეტს ხახვი უნდა?-ეს დედაა, შენიშვნები დაიწყო.
_რამდენჯერაც გინდა, იმდენჯერ მითხარი, მე ხახვიან საჭმელს ვერ ვჭამ და რესტორნის მზარეული კი არ ვარ სხვებს გავუკეთო საჭმელი და მე მშიერი დავრჩე?-ჩემი პასუხი სანდროს მოეწონა და ხელი გამომიშვირა დაარტყიო. თვალები დავუბრიალე და ჭამა გააგრძელა.
_არა, ცუდი მართლაც არ არის. გემრიელია, ყოჩაღ, დაკო!-თქვა ბექამ, რომელიც სადილზეც ჩვენთან დარჩა.
_გმადლობ,-ჩავილაპარაკე ისე ჩუმად, რომ მარტო ტუჩების მოძრაობით თუ მიხვდებოდა ადამიანი რა ვთქვი.
_ჩემთან უმეტესწილად ნახევარფაბრიკატებით ვიკვებებით ან მზა საკვებს ვყიდულობთ.
_აუჰ, რა კარგია, მთელი დღე გაზქურასთან დგომას გადავრჩებოდი!
_სულაც არაა კარგი! ძალიან მენატრება ის დრო, როცა დედა თვითონ ამზადებდა სადილს და შუადღეზე ასე თქვენსავით ყველა ერთად ვიკრიბებოდით... ახლა კი: მამა აღარ არის, დედა მთელი დღე სკოლაშია,- დედამისი ჩვენი სკოლის დირექტორია.-ამიტომ უმეტესწილად მე და ჩემი და ვართ სახლში... ასე, რომ მადლობა ამ უგემრიელესი სადილისთვის, დაკო...
_ხედავ? ესეც მე ვარ? გითხარი, მშვენივრად ამზადებს-მეთქი!-მიუბრუნდა მამა დედას.
_ნატუკა არც დღეს არ მოვიდა!-გადმომხედა დედამ, თითქოს მამას ნათქვამი არც გაუგონია.
_ჰო, შეყვარებულთანაა,-თავი დავუქნიე.
_გადამრევს ეგ გოგო!
_მგონი ჩვენი წასვლის დროა, ხო?-ფეხზე წამოდგა ბექა.
_ჰო, ჰო...
_აე, თავგასიებულო, მორჩი ჭამას და შენი ფორმა მოძებნე!-ვუთხარი სანდროს.
_აუ, ჰო! რამ დამავიწყა! ჯიგარი ხარ!-წამოხტა და კიბეებისკენ გაიქცა. ბექა ადგილზე დარჩა და დარწმუნებული ვიყავი, თვალმოუშორებლად მიყურებდა.
_მეჩ წამოვალ ლა...-სპორტული ჟაკეტის საყელოზე დაქაჩა ლიზიმ.
_რა?-გაკვირვებული დააცქერდა ბექა.
_მეჩ წამოვალ! იქ... შტადიონზე და გიგულსემატკივრებთ...-ბექამ ვერაფერი ვერ უპასუხა. მარტო დედაჩემს და მამაჩემს გადახედა შეცბუნებული მზერით.-მეჩ წამოვალ, მეჩ წამოვალ,-ხვეწნით დაიწყო ხტუნვა ზღარბმა.
_რაო, რა მინდაო მაგ ხვლიკმა?-ოთახში დაბრუნდა სანდრო.
_მე ჟღალბი ვალ, ხვლიკი სენ ხალ!-შეურაცხყოფად მიიღო ლიზიმ.
_ჰო, პატარა მავნე ზღარბი ხარ!-ცხვირზე ხუმრობით დაჰკრა თითი სანდრომ.-რა მინდაო?-მიუბრუნდა ბექას.
_მეც წამოვალო...
_სადო? ფეხბურთის სათამაშოდო?
_არა, საყურებლადო!-მივუბრუნდი მე.
_ლიზი, შენთვის იქ წამოსვლა არ შეიძლება, იმიტომ, რომ იქ არის ერთი კაცი, რომელიც შენისთანა პატარა გოგოებს დაიჭერს და...-შემაშინებლად დაიწყო სანდრომ.
_სანდრო! ნუ აშინებ ბავშვს!-გაბრაზდა დედა.-იცოდე, დაისჯები და აღარც შენ წახვალ! წაიყვანე ბავშვი! დაკო, შენც გაყევი! აქაურობას, რომ დაბრუნდები მერე მიხედავ.
_დედა! მე სკოლაში ვსწავლობ! გაკვეთილები არ მომიმზადებია!
_დარწმუნებული ვარ, არც სანდროს არ მოუმზადებია...
_არც მე!-ჩააკვეხა ბექამ ორი სიტყვა.
_...და რომ დაბრუნდებით ერთად მოამზადებთ!
_ოო, დედაა!-აღმომხდა უკმაყოფილოდ.
_მიდი, მიდი! ბავშვს მიხედე. თუ გინდა, შენც ჩაიცვი ფორმა და ითამაშე,-დამცინა დედამ. პირი გავაღე რაღაცის სათქმელად, უკნიდან სანდრო მომადგა და ჩამჩურჩულა:
_რა ყველა შენ გეკაიფება...-ახვიხვინდა.
_დავაი რა...-ხელი ვკარი და მაღლა ავირბინე.
_წავალთ და დაგვეწიეთ!-ამომძახა სანდრომ.
_არა! დამელოდეთ!- ჩავძახე კატეგორიულად, თან გამწარებული ვეძებდი ჩემ შორტებს. დედას გამოწვევა მივიღე- თამაშს ვაპირებდი.
_ოჰოო... გაკნაჭულ მუხლებს გვახარბებ?-დამცინა სანდრომ.
_შენი მუხლების პატრონი მაგას არ უნდა ამბობდე.
_თამაშს აპირებ?-გაკვირვებულმა მკითხა ბექამ.
_რა იყო, არ შეიძლება? გენდერული თანასწორობის წინააღმდეგი ხარ?-გაბრაზებულმა ვკითხე.
_არა, სულაც არა.
_ჰოდა, ძალიან კარგი. მოდი, ლიზი, ჩემთან,-ჟაკეტი მოვაცვი, რომელიც წუთის წინ ზემოდან ჩამოვუტანე.
_ოო, ა მჩივა!-გააპროტესტა სასწრაფოდ.
_მერე შეგცივდება, საღამოს.
_ზღაბში თამიდე და ლო თემთივდება თავითვამ.
_წავედით?-მაჩქარებს სანდრო.
_ერთი წუთით!-გავიქეცი, ლიზის ზღარბი ავიღე, შიგნით ჟაკეტი ჩავტენე და ზურგზე მოვკიდე. ჩემს ზურგჩანთაშიც თავისუფლად ჩაეტეოდა, მაგრამ ერთხელ ისეთი წივილ-კივილი ატეხა ამის გამო, რომ განმეორების სურვილი აღარ მქონდა. მეც ჩემი ჩანთა ზურგზე მოვიგდე, სპორტული, კაპიშონიანი ჟაკეტი წელზე მოვიკარი და სახლიდან გავვარდით.
_კარგად თამაშობს?-გადაუჩურჩულა ბექამ სანდროს, მაგრამ მახვილ სმენას რა გამოეპარება?!
_ჰო, კარგად ვთამაშობ, მაგრამ დიდი ხანია არ მითამაშია.
_ეგ არაფერი, მეც კარგა ხანია არ მითამაშია,-დამაიმედა ბექამ.
_იმის მერე... არ გითამაშია?-ტრავმაზე ვკითხე.
_პირველი იქნება დღეს...
_ძალიან კარგი, უპირატესობა ჩემ მხარესაა,-ვთქვი გახარებულმა.
_წაქცეულს არ ურტყამენ!-გაეცინა ბექას.
_“ისინი“ არ ურტყამენ, რაც შემეხება მე...-ამაყად გადავხედე.
_რაც შეგეხება შენ, წაქცეულებთან ხარ მაგარი, თორემ ფეხზე თუ წამოდგნენ, ვინღა დაგარტყმევინებს?-დამცინა სანდრომ და გემრიელი ჩატყაპუნებაც მიიღო თავში.
_დამელოდეთ!-მოგვაძახა ზღარბმა. უკან მივიხედე და ლიზი დავინახე: ტროტუართან ჩაცუცქულიყო და ფეხსაცმლის თასმებს იკრავდა თავის ჭკუით (არადა, შეკვრა არ იცის). რა დროს ჩამოგვრჩა, ვერ მივხვდი. მივედი, დავიხარე და ორივე ფეხზე კარგად დავუმაგრე თასმები.
_წავალთ ჩვენ!
_არა! ყველანი ერთად მივალთ!-მივაძახე, ხელი ჩავკიდე ლიზის და მალევე დავეწიეთ.
_რომელი უფრო მალე მივა, გინდათ?-შემოგვთავაზა ბექამ.
_ლიზი წაიქცევა, ან დაგვეკარგება,-ცივი წყალი გადავასხი.
_არ დაიკარგება,-ბექა გაჩერდა, ლიზისთან მივიდა, მოკიდა ხელი და კისერზე შეისვა. ლიზი აღფრთოვანდა თავისი ახალი ადგილ-სამყოფელით და მხიარულად აკისკისდა.
_აჩუ, აჩუ,-თმებში ჩაავლო ხელი.
_ლიზი, წესიერად!
_კარგად ჩამებღაუჭე, მიდი!-უთხრა ბექამ.-აა, ოღონდ თმაში არა!-შესძახა ტკივილისგან.-ტანსაცმელზე და ფეხების კარგად მომიჭირე. თავზე კარგად მომეხვიე,-ლიზიმ შეასრულა მისი რჩევები.
_გადმოვარდება, ორივე დაიმტვრევით!-გადავუწურე იმედი.-დასვი.
_ოო, ნუ ითარსები! არაფერიც არ ჩამოვარდება! თანაც ბექა სწრაფად ვერ ირბენს და ჩვენ მივასწრებთ, უფრო სწორად მე!-განაცხადა სანდრომ.
_ალ თამოვალდები!-დამაჯერებლად განაცხადა ზღარბმა.
_ერთი... ორი... სამი! წავიდააა!!!-დაიძახა ბექამ და სამივე გავიქეცით. მე და სანდრო ქარივით მივქროდით, ბექა კი ჩამოგვრჩა, რადგან ზღარბზე ნერვიულობდა არ ჩამოვარდესო და სწრაფად ვერ გარბოდა. 100 მეტრი გვქონდა დარჩენილი, როცა ფეხები საშინლად ამტკივდა, ვეღარ ვსუნთქავდი. სანდრო ოდნავ ჩემზე წინ იყო, ვეღარ ვეწეოდი, უკანასკნელ ძალას ვიკრებდი, რომ არ გავჩერებულიყავი... ჩემ თავს ვამხნევებდი: ცოტაც... ცოტაც...
ზედ თავისუფალი საფეხბურთო მოედნის შესასვლელში ვისკუპე და სანდროს ზურგზე დავეტაკე. პირქვე დაეხეთქა და მეც ზემოდან დავეცი. სიცილი ამიტყდა.
_გადადი, გადადი!-აყვირდა სანდრო. გვერდზე გადავგორდი, ისიც ამოტრიალდა. ორივე ვქშინავდით დაღლილობისგან.
_გამიბრტყელდა ცხვირ-პირი, რა ძროხა ხარ!-შემამკო სანდრომ.
_გეჩვენება! შენ მთელი ცხოვრება მასეთი სახე გაქვს,-დავცინი. მუჯლუგუნი მითავაზა მუცელში. არც მე დავუთმე და ბექამ რომ მოირბინა, ორივე მტვერში ვგორაობდით ერთმანეთში ჩახლართულები. ბექამ ოლიმპიური სიმშვიდით ჩაგვირბინა, მოედნის შუაგულამდე მიირბინა და ყვირილი დაიწყო:
_ჩვენ მოგასწარით! დაარტყი ხელი, ლიზი!-ხელი გაიწოდა მაღლა. მე და სანდრომ თავები წამოვყავით:
_რაოო?-ვთქვით ორივემ. ჯერ ბექას შევხედეთ, მერე ერთმანეთს.
_გვეკაიფება?-ძალიან სერიოზულად მკითხა სანდრომ.-გამიშვი ხელი...-მშვიდად მითხრა.
_აჰა!-გავუშვი.
_მეორეც...-მეორეც გავუშვი.
_ახლა ადექი!
_ჯერ შენ!-გავაპროტესტე.
_შენ!
_არა, შენ!
_ერთად!
_მიდი,-წამოდგა, მე ხელი არ გავუშვი და წამომაყენა. ბექასკენ და ზღარბისკენ წავედით.
_თუ მეხსიერება არ მღალატობს, ჩვენ მოვედით აქ პირველები!-დავუძახე შორიდანვე.
_უფრო სწორად, მე!-შემისწორა სანდრომ.-მერე შენ დამახტი თავზე!
_თქვენ კარებში გაეჩხირეთ, ჩვენ კი მოედანზე პირველები შემოვედით!-გვახარა ბექამ.
_ჰო, პილველები თემოვედით!-დაამატა ზღარბმა.
_ამის მერე, კიდევ მეტყვი ნუ აშინებო?-გადმომხედა სანდრომ.
_თვითონაც კარგად იცით, რომ ჩვენც მოგასწარით!-ვთქვი.
_სულაც არა!-თვალი ჩამიკრა ბექამ.
_თულათ ალა!-ენა გამომიყო ზღარბმა.
_ახლა დავხოცავ ამ თუთიყუშებს!- სიცილით დაიმუქრა სანდრო.
_წინ!-შევძახე და ორივე მივვარდით ბექას და ლიზის.



dodoთარიღი: კვირა, 2011-01-02, 5:47 PM | შეტყობინება # 71

267
66  +
69  ±
   ±
Offline
au magari taviaa dzalian genacvalee miyyy:* shig-gul-*shi happy happy happy happy smile smile smile

დამატებულია (2011-01-02, 5:47 PM)
---------------------------------------------
chavbjirdiii:*** ara satauri ki dzalian momcons:**** magari xar raa:*amdeni xani nu gvalodineb xolme da xom ar ici am romanshi ramddeeni tavi iqnebaa?au rogor mainteresebs bolooo>.? hmmm ... miyy::*** anasteisha magariaaa!


saaaliთარიღი: კვირა, 2011-01-02, 6:12 PM | შეტყობინება # 72
Life sucks either way
990
39  +
85  ±
   ±
Offline
AnasteishA, magari tavi iyo happy happy dzalian vixalise kitxvis dros da damchirdeba namdvilad tan exla mdzime pilm unda vuyuro da biggrin biggrin

www.caribbeanpirate.ucoz.com

www.gossipgirl.ucoz.org

★Gvanca★თარიღი: კვირა, 2011-01-02, 6:45 PM | შეტყობინება # 73
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
AnasteishA, magari xar dzaan magari tavi iyo bevri vicine zgarbi dzaan sayvarelia mec minda egeti da biggrin biggrin biggrin dzaan magrad wer da dzaan miyvarxar snegurochka snegurochka happy happy


♥vampiressa♥თარიღი: კვირა, 2011-01-02, 8:30 PM | შეტყობინება # 74
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
dzaan magari iyo an, yochag dzaan magra wer, unichieresi xar da dzalian miyvarxar. 5tavi ertad wavikitxe da kargadac vixalise, magram ar momwons dakos "megobrebis" saqcieli, rac ar unda moxdes jer dakos icnobdnen xo. rato iqcevian egre ar mesmis. yochag dzaan magari xar. miyvarxar happy happy happy happy happy happy happy happy


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

☆AnasteishA☆თარიღი: კვირა, 2011-01-02, 8:32 PM | შეტყობინება # 75
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
dodo, vaime ra sayvareli xar gogoo. ara, namdvilad ar vici ramdeni tavi gamova. furcelze dayofili ar maqvs, aq vwyvet xolme shedarebit shesaferis momentshi. hoo, boloze maxsovs karga xans vimtvrie tavi biggrin biggrin madloba, chemo kargo, mag komentaristvis snegurochka
saaali, ra mdzime films unda uyuroo??? gvitxari aba, mec vuyureb smile snegurochka
bella-bella, mec minda egeti da biggrin biggrin biggrin mara sadaaa... nu shvili mainc myavdes egeti netav... biggrin biggrin madloba didi, mec miyvarxarrrr


ფორუმი » Fanfiction » საკუთარი შემოქმედება » 30 კალიბრიანია, 9ასოიანი და იწყება ც-ზე
ძებნა: