ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
ფორუმი » Fanfiction » საკუთარი შემოქმედება » 30 კალიბრიანია, 9ასოიანი და იწყება ც-ზე
30 კალიბრიანია, 9ასოიანი და იწყება ც-ზე

☆AnasteishA☆თარიღი: ორშაბათი, 2010-12-27, 9:59 AM | შეტყობინება # 1
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
სახელწოდება: 30კალიბრიანია, 9ასოიანი და იწყება ც-ზე
ავტორი: AnasteishA
დისკლეიმერი: პერსონაჟებზე საავტორო უფლებები მეკუთვნის მე
ჟანრი: კომედია, მელოდრამა
სტატუსი: დასრულებულია

ავტორისგან: ეს არის ამბავი 15-16 წლის და-ძმაზე, მათ მხიარულებით, ხრიკებით, თანადგომით აღსავსე ცხოვრებაზე. ეს რომანი 15 წლის ასაკში დავწერე და მკითხველებს ვთხოვ, გაითვალისწინოთ ეს. ვფიქრობ, რომ ამ ასაკის, ან უფრო პატარები უფრო კარგად მიიღებთ ამ რომანს, რადგან ახლა რომ ვკითხულობ რაღაცეები არ მესმის მეთვითონ, მაგრამ თქვენხელა ალბათ, ასე ვფიქრობდი. ახლა კი, და-და-და-დააააამ!


თავი 1

თავი 2

თავი 3

თავი 4

თავი 5

თავი 6

თავი 7

თავი 8

თავი 9

თავი 10

თავი 11

თავი 12

თავი 13

თავი 14

თავი 15

თავი 16

თავი 17

თავი 18

თავი 19

თავი 20

თავი 21

თავი 22

თავი 23

თავი 24

თავი 25

თავი 26

თავი 27

თავი 28

თავი 29

თავი 30

თავი 31

თავი 32

თავი 33

გადმოსაწერი ლინკი


პირველი თავი

ჯანდაბა! ისევ დამაგვიანდა სკოლაში! მაღვიძარამ რატომ არ დარეკა?
_დედაააა! მაღვიძარა შენ გამომირთე?
_გამოგირთე? როდის დააყენე რომ გამომერთო?
_ჯანდაბა!
_წესიერად ილაპარაკე! და დროზე ჩაიცვი, დაგაგვიანდა!
სწრაფად წამოვხტი და სკამზე სათუთად გადაფენილ სკოლის ფორმას ვეცი. სასწრაფოდ ჩავიცვი, თმები სარკეში ჩაუხედავად გავიკვანძე უკან ცხენის კუდივით, ჩანთას დავტაცე ხელი და ჰერი-ჰერი სკოლისაკენ!
როგორც ყოველთვის, დამაგვიანდა! მასწავლებელს მშვენიერი ზღაპარიც ვაგემე, რომ დილით დედა ცუდად გახდა და სასწრაფოს მანქანით მისი საავადმყოფოში წაყვანა მოგვიხდა და მარტო ვერ გავუშვი, ამიტომ იძულებული გავხდი მეც გავყოლოდი. თან დავამატე, რომ არ გამოვრიცხავდი დედა ფეხმძიმედაც ყოფილიყო. ის იყო მასწავლებელმა თანაგრძნობით შემომხედა (ხანდახან მიმართლებს გულუბრყვილო მასწავლებლებში) და ჩემ ადგილზე მიმითითა დაჯექიო, რომ ჩვენი კლასის ყველაზე მეტიჩარა გოგომ, თამთამ ჩუმად ჩამისისინა:
_დაკო, დედაშენი ისე ხშირად „ხდება“ ცუდად, ყველა ჯერზე თუ ფეხმძიმედ იყო, ახლა წესით მთელი საფეხბურთო გუნდი უნდა გყავდეთ სახლში,-ცბიერი ღიმილით დააბოლოვა.
_ჰაჰა, რა ხუმარა ხარ!-დავეჯღანე თავხედს.
_ერთხელაც იქნება დედაშენი გაიგებს რა ხშირად „ხდი ცუდად“ და მერე დახმარებისთვის ჩვენ არ მოგვმართო,-ეს ჩემი სამეგობროს ტვინიკოსა, სახელად ნინო იყო.
_გაკვეთილს უსმინე!-მასწავლებელზე ვანიშნე თვალებით და ისეთი გამომეტყველება მივიღე, თითქოს იმ წუთში მისის „მჭევრმეტყველი იდიოტის“ ლექციაზე მეტად არაფერი მაინტერესებდა...
_აბა, მოგვიყევი რა მოხდა?-მთხოვა ლანჩის დროს ჩემსავით გადარეულმა, ცალკიკინიანმა რუსამ.
_დამეძინა!-გოგოებს სიცილი აუტყდათ.
_ჰო, რა იყო, თქვენ არ დაგძინებიათ?
_ნუ იბუტები. ნახე ვინ მოდის!-სიყვარულის საკითხებში გამოცდილმა სოფომ ჩემი ფავორიტისკენ გამახედა.
_ააუ, რა ლამაზია ეს დამპალი!-აღმომხდა და თვალები მიმელულა მის დანახვაზე. ამ ბიჭზე მას შემდეგ ვაფრენ რაც იმ წელს შიდა სასკოლო ტურნირში ფეხბურთის ფინალში მის თამაშს ვუყურე. თავს რომ აიქნევდა და ოფლიან თმებს უკან გადაიყრიდა, მაგაზე ხომ სულ ვდებილდებოდი. ამის მერე მთელი კვირა გაშტერებული დავდიოდი. მოკლედ, ეს ბიჭი იდგა ჩემგან მოშორებით, გვერდულად და ვიღაცას (ბიჭს) ელაპარაკებოდა (მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ თურმე ეს „ბიჭი“ ჩემი ძმა იყო, მანამდე ჩემს რჩეულს ვუთვალთვალებდი, მეორისთვის სად მეცალა?!).
_არა, შეხედეთ რა ლამაზი თითები აქვს! გრძელი, თხელი თითები და ლამაზად გაკეთებული ფრჩხილები... ჩემ ძმას კი არ ჰგავს ხერხით გადახერხილს რომ უგავს ხოლმე...-დავამატე.
_უკვე ფრჩხილებზე გადავედით? მე მეგონა ფეხის ზომაზე ვიყავით გაჩერებულები,-დამცინა სოფომ. თვითონ საკმაოდ ხშირად იცვლიდა შეყვარებულებს მე კი პირველად მომწონდა სერიოზულად ვიღაც და მას ალბათ აკვირვებდა, რომ ეს „მოწონება“ ასეთი ძლიერი და მათი ტვინების წამღები იყო.
_არა, მართლა ნახე!-არ მწყენია მისი ირონია. ეს ბიჭი მთლიანად მომწონდა, თავისი ვარცხნილობით დაწყებული და სავსებით ჩვეულებრივი ჩანთითა და სკეიტბორდით დამთავრებული. მის შავგვრემან სახეს, ლურჯ თვალებს და ვნებიან, ანც ტუჩებს ჭკუიდან გადავყავდი. ის კი მგონი, საერთოდაც ვერ მამჩნევდა.
_ოეე, პირი დახურე, სირცხვილია...-მუჯლუგუნი მითავაზა რუსამ. ის იყო დახურვა დავაპირე, რომ შევამჩნიე არც მქონია ღია. გემრიელი ჩქმეტით ვუპასუხე.
_არა, მაინც რა საქმე აქვს ნეტა ასეთი, შენს ძმასთან?
_ვის?
_ვის და შენ რომეოს! გაიღვიძეე!-შუბლზე მომიკაკუნა სოფომ.
_ჩემი ძმა!-ახლაღა დავინახე ვის ელაპარაკებოდა სკოლის პოპულარული ბიჭი- სანდროს, ჩემ ძმას!-არაა, ნამდვილად ჩემზე ელაპარაკება! ალბათ უნდა უთხრას... ნუ... ნებართვა სთხოვოს, რომ მასთან ერთად გავატარო საღამო! ჰო, ნამდვილად მასე იქნება!-თვალები გამიბრწყინდა ჩემი აღმოჩენით გახარებულს და ფეხზე წამოდგომა დავაპირე (ოთხივე სკოლის ეზოში, ხის ჩრდილში ვისხედით გორაკზე), მაგრამ გოგოებმა უკან დამსვეს.
_ან იქნებ უბრალოდ სანდროს სკეიტბორდის თხოვება უნდოდა?-შემომაპარა ნინომ.
_რაა?-კიდევ ერთხელ გადავხედე ბიჭებს და დავინახე როგორ მისცა ჩემ ძმას სკეიტბორდი.-ო, არა! რატომ მაინცდამაინც მე? რა დავაშავე? რა დამსახურებისთვის მერგო ჩემი ძმისნაირი იდიოტი?
_რას გულისხმობ?
_იმას, რომ სახლში მისვლამდე 15-ჯერ მაინც წამაქცევს სანდრო იმ თავისი სკეიტბორდით. სუფთა ბავშვია რა!
_შენზე ერთი წლით დიდია!
_ბავშვია!-დავსვი ბეჭედი და გაბრაზებული წამოვდექი. დღეს მძიმე დღე გელის! მაგრად დადექი დაკო!


შეტყობინება შეასწორა AnasteishA - ორშაბათი, 2010-12-27, 10:16 AM

elle____თარიღი: ხუთშაბათი, 2011-01-13, 1:59 PM | შეტყობინება # 241
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
Quote (bella-vampire)
auu shemdeg tavshi shearigeb?

shemdeg tavshi wesit ar unda shearigos seriali xo ar ari biggrin :D



bella-vampireთარიღი: ხუთშაბათი, 2011-01-13, 2:22 PM | შეტყობინება # 242

842
83  +
   ±
Offline
elle____, biggrin biggrin aba me kide erti tirlis tavi ar maqvs daaaa biggrin biggrin biggrin biggrin

★Gvanca★თარიღი: ხუთშაბათი, 2011-01-13, 2:23 PM | შეტყობინება # 243
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
AnasteishA, dzaan sevdiani tavi iyo sad sad sad dakos daqalebic ver arian ra magis gamo daqals rogor unda echxubo da dashorde . bolo nawili dzaan magari iyo imedia male shearigeb sad shemdegi tavi rodis iqneba? snegurochka snegurochka


dodoთარიღი: ხუთშაბათი, 2011-01-13, 3:58 PM | შეტყობინება # 244

267
66  +
69  ±
   ±
Offline
ici exla ra magra vtirivar sawyali zuraaa cry cry cry cry uyvars da ra qnaaaasss? cry cry cry lizi dzanlian sayvareliaaa miyvarsss cry cry cry cry cry cry au axal tavs dges ver dadeb? cry cry cry cry

☆AnasteishA☆თარიღი: ხუთშაბათი, 2011-01-13, 5:43 PM | შეტყობინება # 245
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
ara shemdeg tavshi ar sherigdebian. axal tavs vdeb axla... cudia, rom itiret mara boroti var da gulshi mixaria tu magxela emocia gamoiwvia tqvenshi am tavma. miyvarxart baiebo happy happy happy


☆AnasteishA☆თარიღი: ხუთშაბათი, 2011-01-13, 5:45 PM | შეტყობინება # 246
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
30-ე თავი

იმ დღის შემდეგ, ზურა აღარ მინახავს. არ ვიცი, სანდროს მუქარამ გაჭრა, ჩემმა გულცივობამ თუ სხვა რამემ, მაგრამ აშკარა იყო, რომ მან მართლა დამანება თავი.
სამაგიეროდ, ირაკლი გააქტიურად. მადლიერების გამო მეც თბილად ვექცეოდი, თანაც მისი საწინააღმდეგო არც არაფერი მქონდა. ყოველთვის თილად და ზრდილობიანად მექცეოდა, მაგრამ მასზე, როგორც შეყვარებულზე ფიქრიც არ მინდოდა. ის სილაღე, სითამამე და უდარდელობა, რაც ადრე მქონდა, ვერაფრით დავიბრუნე. სულ მოწყენილი დავდიოდი, ოღონდ არ ვიცოდი, რატომ... არა, ვიცოდი, მაგრამ თავს არ ვუტყდებოდი. სკოლაში რომ მივდიოდი, სულ ზურას ვეძებდი თვალებით, მაგრამ არ ჩანდა. რომ დამენახა, ალბათ ისევ ისეთი ჯიუტი ვიქნებოდი, მაგრამ ყველაფერზე თანახმა ვიყავი, ოღონდ მენახა. თუნდაც გვანცასთან ერთად ყოფილიყო...რაც შეეხება გვანცას, ბაბუამისის დაკავების შემდეგ, ყველას ისტერიკებს უმართავდა. ძალიან ვეცადე, მის ყბაში არ ჩავვარდნილიყავი, განა იმიტომ, რომ მეშინოდა, უბრალოდ მაგის ნერვები არ მქონდა, ვიცოდი თავს ვერ მოვთოკავდი და იატაკზე, მტვერში კოტრიალი მოგვიწევდა.
სასწავლო წელი დამთავრდა. შეთანხმების თანახმად, დედა, მამა და ზღარბი მთაში წავიდნენ; ლაშა და ნატუკა პარიზში, იქ აპირებდნენ დაქორწინებას. მე და სანდრო ზღვაზე გაგვიშვეს. ზღარბი ცოტა კი გამოგვეტირა მე და სანდროს, ჩვენთან უფრო უნდოდა, მაგრამ ბოლოს მაინც მათ წაჰყვა. იმ ყველაფრის შემდეგ, ჩვენი ოჯახი უფრო შეიკრა, დედა და მამაც უფრო დათბნენ ჩემი და სანდროს მიმართ. განა ამას არ ადასტურებდა ის ფაქტიც, რომ მთელი დანაზოგი ჩვენ მოგვცეს? ყველაზე ადრე ლაშა და ნატუკა გაემგზავრნენ, მერე მშობლები და ლიზი. ბოლოს ჩვენ დავრჩით სახლში. როცა ყველაფერი ვიყიდეთ, რაც ზღვაზე დაგვჭირდებოდა, ჩვენც წავედით. ეს 2 დღის შემდეგ იყო. გამგზავრების წინა საღამოს, სანდრო სალისთან შესახვედრად წავიდა. სახლში მარტო დავრჩი და საშინლად მოვიწყინე. ირაკლიმ დამირეკა და ცოტა ხანი ვილაპარაკეტ. შემომთავაზა გამოგივლი და სადმე წავიდეთო, მაგრამ უარი ვუთხარი. სახლი დავკეტე და ქუჩაში გამოვედი. ცხელი დღის შემდეგ საღამო ცოტა გრილი იყო, მაგრამ სასიამოვნო თბილი ნიავი ქროდა. ქუჩას გავუყევი, თან ჩემ თავს ვანუგეშებდი:“აი, დაკო, ხვალ ზღვაზე წახვალ... მერე იქ ვინმე სასიამოვნო გარეგნობის საყვარელ ბიჭს გაიცნობ... შეგიყვარდება... შეუყვარდები და ყველაფერი რაც წელს მოხდა, ცუდი სიზმარივით დარჩება წარსულში... აი, ასე... შენ ნურაფერზე ნუ ინერვიულებ... ყველაფერი კარგად იქნება...“-ცრემლები შევიმშრალე და ჩამოშლილი თმები ყურსუკან გადავიწიე. სანამ მოვდიოდი ასფალტს ვუყურებდი, ახლაღა ავწიე თავი. სწორედ აქედან უხვევდა ხოლმე ზურა თავისი სახლისკენ, მე და სანდრო კი გზას ვაგრძელებდით. შესახვევში შევუხვიე დაახლოებით 100 მ გავიარე, თან ჩამწკრივებულ სახლებს ვათვალიერებდი. ნაცნობი ჯიპი დავინახე სახლთან, ნომერიც იგივე იყო. ზურა შინ იყო... ბუჩქის ცოცხალი ღობე ერტყა სახლს გარშემო. ჭიშკრის მხრიდან მოვუარე და დავინახე...
ბაღში წნულ საკმზე იჯდა, წინ მინის მაგიდა ედგა, ზედ რაღაც ფურცლები ეყარა, ხელში კალამი ეჭირა, მაგრამ არაფერს წერდა, ცალი ხელი იდაყვში მოხრილი აეშვირა ზემოთ. იდაყვით მაგიდაზე ეყრდნობოდა. შუბლი კი ცალ ხელში ჰქონდა ჩარგული... რამხელა ხელი, რა ლამაზი თითები ჰქონდა... ვიგრძენი, რომ საშინლად მომნატრებოდა... მის პროფილს მზერით ვეალერსებოდი. რამდენიმე წუთს ორივე ასე ვიყავით გაშეშებულები, მერე თავი აწია, თითქოს აბეზარ ფიქრებს იშორებს თავიდანო ისე გაიქნია. შემეშინდა არ დავენახე და უკან გამოვიწიე. სახლში ისე დავბრუნდი, მასზე ფიქრი ვერაფრით მოვიშორე თავიდან.

დილით ადრე წავედით სახლიდან. ასე რომ, ნაშუადღევს უკვე ერთ-ერთ ზღვისპირა ქალაქში ვიყავით. ბარგი სასტუმროში დავტოვეთ და ქალაქის დასათვალიერებლად წავედით. ორიოდ საათში დავბრუნდით, ზღვისთვის გამოვეწყვეთ და პლაჟზე წავედით.
ორ დღეში მომწყინდა ზღვა და ასეთი დასვენება. არადა მთელი თვე ვაპირებდით იქ დარჩენას. თავს საშინლად ვგრძნობდი, უკვე აღარაფერი მართობდა. სანდროსაც კი ვუფუჭებდი ხასიათს, მაგრამ მის ბედად, სალი და დედამისიც ჩამოვიდნენ და ჩვენს სასტუმროში დაბინავდნენ. ერთი სიტყვით, სანდროს ეშველა! მე კი პირიქით, რახან მთელი დღე გასული იყო სანდრო, საღამოს მათთან პლაჟზე გასვლა მეზარებოდა და მთელ დროს ნომერში ვატარებდი. ასე გავიდა ერთი კვირა. გადავწყვიტე, რომ რამდენიმე დღეში სახლში დავბრუნდებოდი, თუ აქ ვეღარ გავძლებდი. ბოლოსდაბოლოს, ზურასთან უფრო ახლოს მაინც ვიქნებოდი. ამ გადაწყვეტილებამ დამამშვიდა და ღამით ლამაზი სიზმარიც ვნახე... ლამაზი რა, ზურა მესიზმრა... მომღიმარი მიყურებდა და ჩემ საყვარელ ნუგბარს მაწვდიდა, მე სახე ავარიდე.
_ისევ მიბრაზდები?-ალერსიანად მკითხა.
_არა, უბრალოდ დიეტაზე ვარ...-ვუპასუხე და თბილად გავუღიმე. ის იყო ხელები გავიწვდინე მისკენ და უნდა ჩავხუტებოდი, რომ...
_დაკო!-ჩამესმა სანდროს ხმა.-დროზე ადექი!-ცოტა ხანი ეცლია, რა იქნებოდა?!
_რა ხდება?-ამოვიბურტყუნე.
_მე და სალი სასეირნოდ მივდივართ...-ძლივს გახელილი თვალები ისევ დავხუჭე.
_ძალიან კარგი, წარმატებებს გისურვებთ!-გვერდი ვიცვალე.
_აეე, ადექი!-საბანი გადამაძრო მოთმინებადაკარგულმა.-შენც ჩვენთან ერთად მოდიხარ! თუ არ წამოხვალ, იცოდე ჩემი ხელით ჩაგახრჩობ ზღვაში!-ისეთი სერიოზული ხმა ჰქონდა, ლამის მართლა შემეშინდა.
_კარგი რა, მეზარება...-მოვიღუშე. შებრუნდა და რაც პირველი მოხვდა ხელში ტანსაცმლისნაირი, მესროლა.-ჩაიცვი!
_უჩემოდ უკეთესად გაერთობით...-დავადევნე კარისკენ მიმავალს.
_მა-ლე!-მომაძახა მხარსზემოდან და კარი გაიხურა. უხალისოდ წამოვდექი. ათიოდე წუთში მოვწესრიგდი. ნომრის კარი დავკეტე და დაბლა ჩავედი. გასაღები კონსიერჟს ჩავაბარე.
_რესტორანში გელოდებიან!-მითხრა მან და ხელი პირდაპირ, სასტუმროს სასადილოსკენ გაიშვირა. მეც იქით წავედი.
_დილამშვიდობისა, მშვენიერო!-ღიმილით შემომეგება ოფიციანტი. ამან ხო ტვინი შემიჭამა რა! პირველი დღიდან გადამეკიდა.
_დილამშვიდობისა, მმ... იდიოტო!-დავეჯღანე და სანდროსკენ წავედი.
_დაჯექი!-ხელი დამიქნია სანდრომ. უხალისოდ დავებერტყე მის გვერდით.
_როგორ გეძინა?-თანაგრძნობით გამიღიმა სალიმ.
_მშვენივრად, სანამ სანდრო შემომივარდებოდა ნომერში,-რახან სახლში ერთ ოთახში გვიწევდა ძილი, აქ გავჯეჯილდით და ცალ-ცალკე ნომრებში ვცხოვრობდით.
_რას მიირთმევ?-ზრდილობიანი ხმა ჰქონდა სანდროს. როგორც მივხვდი, ისინი უკვე ამთავრებდნენ საუზმობას.
_არც არაფერს. არ მშია,-ვუპასუხე.
_ეს ბავშვი გამაგიჟებს!-აღშფოთდა სანდრო.-რამდენი დღეა არაფერი გიჭამია?
_სანდრო ნუ დაიწყე, გთხოვ! გუშინ ვჭამე! ორი ვაშლი...-დავამატე ჩუმად.-თქვენ თუ მორჩით, ჯობია წავიდეთ. რაც მალე წავალთ, მით მალე დავბრუნდებით...-ჩავიბურდღუნე. სამივე წამოვდექით. მე და სალი წინ მივდიოდით, სანდრო ჩამოგვრჩა, სანამ ანგარიში მიუტანეს.
_ეგ სარაფანი ძალიან გიხდება,-თბილად გამიღიმა სალიმ. გაკვირვებული სახე მივიღე.
_მადლობ...?-ბრეტელებიან, წვეტიან-გულიან, გრძელ, თავისუფალ და მგონი საორსულო კაბაზე დავიხედე. სანდრო წამოგვეწია და შუაში ჩაგვიდგა.
_საით მივდივართ?-ვიკითხე, როცა შენობიდან გავედით.
_ნახავ!-თვალი ჩამიკრა სანდრომ. უკმაყოფილოდ ამოვიოხრე.
_დედაშენი სადაა?-ყალბი ინტერესით ვკითხე რამდენიმე წუთის შემდეგ სალის, რომ სიჩუმე დიდხანს არ გაგრძელებულიყო.
_დეიდამისთან,-ხალისიანად მიპასუხა.-მისი სოფელი აქვე ახლოსაა. დილაადრიან წავიდა. მეც მეპატიჟებოდა, მაგრამ არ გავყევი,-უფრო მაგრად მიეკრა სანდროს, რაც ძალიან ესიამოვნა ბიჭს...
საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ ქალაქის სავაჭრო ნაწილში მივდიოდით. ორივე მხარეს ჩამწკრივებული ვიტრინებიანი მაღაზიებით სავსე ქუჩებზე დამატარებდნენ. ცოტა გამახალისა და დამაინტერესა ამ საქმიანობამ. მგონი ყველა მდედრი გახალისდებოდა მინის მიღმა ნაირ-ნაირი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სამკაულები, აქსესუარები და კიდევ ათასი რამ რომ ეთვალიერებინა. ერთგან, ზუსტად ჩემნაირი სარაფანიც კი ვნახეთ. სანდრო და უფრო მეტად კი სალი, ყველაზე დიდხანს საქორწინო სამოსის მაღაზიის წინ შეჩერდნენ და „პატარძალ“ მანეკენებს დაუწყეს თვალიერება. მე განზე გავდექი და მათ აღფრთოვანებას გვერდიდან ვუყურებდი.
_ბავშვები!-ჩავილაპარაკე უკმაყოფილოდ და იქით-აქეთ ყურება დავიწყე. მზერა გამეყინა. ფიქრის უნარი დავკარგე. სუნთქვა და გულისცემა სრულიად შემიწყდა... იქვე კაფიდან ბიჭი გამოვიდა. ჩემგან გვერდულად იდგა, მაგრამ მაინც ვიცანი. ზურას ბრგე აღნაგობას, სახეს, თვალებს, ტუჩებს რა დამავიწყებდა?! მან სათვალე გაიკეთა და ჩემგან საპირისპირო მიმართულებით წავიდა.
_სანდრო! სანდრო! ნახე!-შევყვირე გაოგნებულმა, იმაზე არ მიფიქრია, რომ შესაძლოა ზურასაც გაეგო ჩემი ხმა და ხელი იქით გავიშვირე, საითაც ის წავიდა. სანდრო მოტრიალდა, ჩემ ხელს გააყოლა თვალი და შეცბუნებული მომიბრუნდა.
_რა?
_ვერ ხედავ?-ორივემ ჩემი გაშვერილი ხელისკენ გავიხედეთ, მაგრამ „ის“ აღარსად ჩანდა. ქუჩაზე ბევრი ხალხი ირეოდა, მაგრამ არც იმდენი, რომ ის ვერ დაგვენახა. გავოგნდი.
_იქ იყო, სად გაქრა?!-ნირწამხდარმა ვთქვი.
_რა იყო იქ?-მოუთმენლობა შეეპარა ხმაში სანდროს. სალი გაოცებულ-შეშფოთებული მოგვჩერებოდა.
_რა კი არა, ვინ! ბექ... ზურა იყო, ვერ დაინახე?-სანდროს სახე დაუსერიოზულდა. თვალმოუშორებლად მიყურა ერთხანს, მერე კი ძლივსგასაგონად მითხრა:
_დაივიწყე ეგ ადამიანი და სისულელეებს მორჩი!
აღარაფერი მიპასუხია, გაბრაზებულმა დავხარე თავი. სალი და სანდრო წავიდნენ, მეც მალე შევუერთდი მათ.




შეტყობინება შეასწორა AnasteishA - ხუთშაბათი, 2011-01-13, 5:45 PM

bachia_bachia555თარიღი: ხუთშაბათი, 2011-01-13, 6:03 PM | შეტყობინება # 247

206
19  +
33  ±
   ±
Offline
rato ar arigeb? cry cry rodemde unda iyvnen nachxubrebi sad sad ?

★Gvanca★თარიღი: ხუთშაბათი, 2011-01-13, 6:11 PM | შეტყობინება # 248
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
AnasteishA, sawyali dako mochvenebebi daewyo tu martla dainaxa ? me upro meore mgonia biggrin biggrin orive dzaan itanjeba male shearige ra cry cry cry natuka da lasha tu daqorwinebas daapirebdnen amas ver warmovidgendi biggrin biggrin aba velodebi shemdeg tavs happy happy snegurochka snegurochka


dodoთარიღი: ხუთშაბათი, 2011-01-13, 7:19 PM | შეტყობინება # 249

267
66  +
69  ±
   ±
Offline
cry cry cry cry cry vaime eseni rodis sherigdebian ra cry cry cry kai tavi iyo momewona natuka dalasha....:D:D sandros movklavv angry angry cry cry cry shemdge tavs velodebi icode chemi suntqva shenzea damokidebuli exla chavisuntqav da axali tavi ro iqneba amovisuntqqav mara didi xaniar malodino... ise yovelishemtxvevistvisgitxarri smile happy

elle____თარიღი: ხუთშაბათი, 2011-01-13, 7:23 PM | შეტყობინება # 250
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
gogo bodishi exla vnaxe : ((((
vaimeeeeeeeeeeeee me dakos adgilze dzalit gamovedebodi ragacas xma ro gaegoooo biggrin : (((((( au ra codoaa , dzaan mecodebaa : ((( imedi maqvs molandebebi ar daewyo da martla iqaa beq.... zuraaa : )))) yochag sayvarelo male shearige tore vegar vudzleeeeeeeeeeeeb cry cry cry cry cry cry cry cry cry cry



♥vampiressa♥თარიღი: ხუთშაბათი, 2011-01-13, 10:22 PM | შეტყობინება # 251
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
au aan, ori tavi ertad wavikitxe exla da vitiree cry cry cry au dzaan kai tavebi kia, magram tan dzaan emociuria. shearige ra malee, tore codoebi arian isinic da chvenc. axali tavi rodis iqneba? snegurochka


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

☆AnasteishA☆თარიღი: პარასკევი, 2011-01-14, 1:12 PM | შეტყობინება # 252
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
gaixaret bavshveboo. mixaria ase rom gagelvebt amati sherigeba-arsherigebis sakitxi happy happy
elle ra bodishio nu gadamriee angry biggrin
axal tavs vddeb da amoisuntqe dod biggrin biggrin snegurochka
natuka, happy happy hmmm biggrin



☆AnasteishA☆თარიღი: პარასკევი, 2011-01-14, 1:14 PM | შეტყობინება # 253
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
31-ე თავი

ამის შემდეგ სასტუმროში მალევე დავბრუნდით. სანდრომ და სალიმ ისადილეს და პლაჟზე წავიდნენ. მე რაღაც საქმე მოვიმიზეზე და დავრჩი. მაგრამ დავპირდი ცოტა ხანში შემოგიერთდებით-მეთქი. თუმცა ისე მოსაღამოვდა, არც კი გამხსენებია პლაჟზე წასვლა. ჩემი ტანსაცმელი ჩანთაში ჩავაბარგე. გადაწყვეტილი მქონდა მომდევნო თუ არა, მესამე დღეს მაინც დავბრუნებულიყავი სახლში. სანდროს როგორმე დავითანხმებდი, რომ თვითონ სალისთან დარჩენილიყო. ჯერ ერთი, არ მინდოდა მისთვისაც ჩამეშხამებინა არდადეგები და მერე მეორეც, მე თვითონ, მარტო ყოფნა მერჩივნა. კარადაში ერთადერთი ჯინსი და მაისური დავტოვე, დანარჩენი ყველაფერი სამგზავრო ჩანთაში ჩავჩურთე და შემდეგ პირად ნივთებს მივუბრუნდი. მაგიდის უჯრიდან ჩემი დღიური ამოვიღე. ფანჯრის რაფაზე შემოვსკუპდი, ზურგით ჩარჩოს მხარეს მივეყრდენი და ფეხებიც შემოვალაგე ღია ფანჯრის პარალელურად. ძველი ნაწერების თვალიერება უკვე ათასმეერთეჯერ დავიწყე. საშინლად მსიამოვნებდა ზურასთან გატარებული დროის განცდების ანარეკლის შეგრნება. თან თუ ღრმად შევყვებოდი ზოგჯერ რეალობასაც მავიწყებდა. ალაგ-ალაგ განსაკუთრებით საინტერესო მომენტები გადავიკითხე და ბოლოს იმ ჩანაწერამდე მივედი, რომელიც იმ საბედისწერო საღამოზე წასვლამდე დავწერე. ამ ფურცლებს შორის ზუსტად ის სურათი მედო, სანდრომ რომ გადამიღო. ო, რა მხიარული ვიყავი, როცა ამას ვწერდი! ნაწერსაც ეტყობოდა ჩემი სიხალისე. მაშინ იმედი მქონდა, რომ იმ საღამოს ჩვენი ურთიერთობა უფრო სერიოზულ ეტაპზე გადავიდოდა... ხოდა გადავიდა კიდეც! დაშორებაზე სერიოზული რა შეიძლებოდა ყოფილიყო? სურათი ავიღე ხელში და დავაკვირდი. სერიოზული გამომეტყველება მქონდა, მაგრამ თვალები მიბრწყინავდა, ის წითელი კაბა მართლა მიხდებოდა. მისი ნათქვამი გამახსენდა, ამ სურათს მაშინ დავაფასებ, როცა გვერდით არ მეყოლებიო... საინტერესოა, ხშირად ათვალიერებს ხოლმე? თუ სადღაც უგდია ისე, რომ არც ახსენდება. ან შეიძლება სულაც დახია და ნაკუწები გადაყარა ან დაწვა ჩემი გულცივობით იმედგაცრუებულმა. თვალები სინანულით დავხუჭე და სურათის ფურცლებს შორის დაბრუნებას ვაპირებდი, რომ... ხელიდან გამისრიალდა და ფანჯრიდან გადავარდა!
_ჯანდაბა!-თვალები დავხუჭე და სიმწრისგან ამოვიღმუვლე. დღიური დავხურე, რაფიდან ჩამოვხტი, დღიური უჯრაში ჩავაგდე, ნომრიდან გამოვედი, კარი ჩავკეტე და ლიფტისკენ არც გამიხედია, ისე დავუყები კიბეებს.
საბედნიეროდ, ქარიანი ამინდი არ ყოფილა. ნიავიც კი არ იძვროდა. იმედი მომეცა, რომ სურათს ჩემი ფანჯრის ქვეშ ვიპოვიდი. სწრაფად შემოვუარე შენობას და გახარებული გავიქეცი მისკენ, როცა დიდი ქვის ფილებით მოკირწყლულ ქუჩაზე დავინახე, რომ რაღაც ეგდო. მივედი, ჩემი სურათი იყო. გახარებულმა ავიღე, ხელი გადავუსვი, რომ მტვერი მომეშორებინა და ფრთხილად ჩავიდე ჯინსის ჯიბეში, რომელიც სეირნობიდან მოსვლის შემდეგ ჩავიცვი. უსაშველოდ გრძელი სარაფანი ძალიან მოუხერხებელი იყო ჩემთვის, ამიტომაც პირველი ზუსტად ეგ ჩავაგდე გასამგზავრებელ ჩანთაში. ზემოდან ჩემი საყვარელი ვარდისფერნაქარგებიანი კრემისფერი, მოკლემკლავიანი პერანგი მეცვა. თავი რომ ავწიე, ულამაზესი მზის ჩასვლა მომხვდა თვალში. ნომერში აბრუნება გადავიფიქრე. გადავწყვიტე, ცოტა პლაჟზე გამესეირნა, თუ მომინდებოდა ქვიშაშიც ჩავმჯდარიყავი და ისე მეყურებინა მზის ჩასვლისთვის. თან მეფიქრა, მეოცნება. პლაჟისკენ მიმავალ ქუჩას დავუყევი, თან შუადღისას მომხდარზე ვფიქრობდი. იმაზე, რაც ვნახე და რამდენიმეწუთიანი დედუქციური მსჯელობის შემდეგ დავასკვენი, რომ ის, რაც ვნახე, უბრალოდ ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო. ზურა აქ ვერ იქნებოდა, მე უბრალოდ ძალიან მენატრებოდა ის და მეტი არაფერი. ამ ფიქრებში გართული მივედი პლაჟზე. გამოსაჩენ ადგილზე ჩავჯექი ქვიშაში. ფეხებ წინ მოვიხარე და მზის ჩასვლას დავუწყე ყურება, მაგრამ ცოტა ხანში ესეც მომწყინდა. მომეჩვენა, რომ მზე ჩასვლას აჭიანურებდა, ჩადიოდა და ვერც ჩადიოდა. გული საშინლად მქონდა დამძიმებული და გაბოროტებულმა მზესაც კი შევუბღვირე. მარჯვენა ხელს დავეყრდენი და ისე წამოვდექი. შარვალი დავიფერთხე და უნებლიედ მარჯვნივ გავიხედე, სულ რაღაც ერთი წამით ან ნაკლებით, ისევ მოვაბრუნე თავი და შარვალზე დავიხედე, ქვიშა ხომ არ მქონდა, მაგრამ ისევ გამეყინა მზერა. დღეს უკვე მეორედ. შარვალს ვუყურებდი და არ მჯეროდა წამის წინ ნანახის. თვალები დავხუჭე და შევეცადე ამომესუნთქა. მერე ძალიან ნელა, ქურდულად გავაპარე მზერა მარჯვნივ. ის იყო! ზუსტად ისე იჯდა ქვიშაში, როგორც წუთის წინ მე. მაგრამ ის მზეს არ უყურებდა. ორივე ხელით ეკავა სურათი და მარცხენა ცერით ეფერებოდა. ჩემი სურათი! გამიელვა თავში. იქ არსებული უამრავი ხალხის მიუხედავად, თითქოს მხოლოდ მე და ის დავრჩით. სამყაროში ორნი ვიყავით: მე და ჩემი ტკბილი ჰალუცინაცია. თვალები რაც შემეძლო მაგრად დავხუჭე.
_გაქრი! გაქრი!-ჩავიბუტბუტე ჩემთვის. თვალები გავიხილე, მაგრამ ის ისევ იქ იჯდა. თავის განცდებში ჩაფლული და გარშემო ვერავის ამჩნევდა. ახლა, როცა დავრწმუნდი, რომ ის აქ იყო, ჯერ სულ გამიჩერდა გული, მერე ორმაგი ტემპით ამიმუშავდა. ენით აუხსნელი სითბო ჩამეღვარა სხეულში რომ ის აქ იყო, ჩემგან რამდენიმე ნაბიჯზე, თან ჩემს სურათს ეფერებოდა! რამდენიმე წუთი თუ წამი ასე ვტკბებოდი მისი ყურებით და მის თითოეულ ნაკვთს, მოძრაობას ვიმახსოვრებდი, შემდეგ კი რაღაცამ- წარმოდგენა არ მაქვს რამ- მაიძულა, ზურგი შემექცია და პლაჟიდან წავსულიყავი. შევბრუნდი, გაუბედავად გადავდგი რამდენიმე ნაბიჯი, შემდეგ უფრო თამამად და ამ დროს...



☆AnasteishA☆თარიღი: პარასკევი, 2011-01-14, 1:14 PM | შეტყობინება # 254
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
meore tavs aucileblad davdeb sagamos. es patara tavi gamovida da tan vici rom intrignulad gavwyvite, amitom.... me vzrunav chem mkitxvelze ise ki araa biggrin biggrin biggrin biggrin miyvarxart


bachia_bachia555თარიღი: პარასკევი, 2011-01-14, 1:30 PM | შეტყობინება # 255

206
19  +
33  ±
   ±
Offline
zaan sayvareli tavia :***imedia dako ar wava da darcheba zgvaze smile smile velodebi sagamos :*****
ფორუმი » Fanfiction » საკუთარი შემოქმედება » 30 კალიბრიანია, 9ასოიანი და იწყება ც-ზე
ძებნა: