მეორე თავი მე-5 გაკვეთილის შემდეგ ბექას კლასში შევიხედე. ბექა კარისკენ ზურგშექცევით იჯდა და ვიღაცას (თავის კლასელს) ელაპარაკებოდა. მის მერხზე ბიოლოგიის წიგნი დავინახე... _გამარჯობა!
_გამარჯობა!
_ეს შენი ხომ არ არის?-ბიოლოგიის წიგნი გავუწოდე.
_არაა
_არა?-ნირი წამიხდა.
_სად იპოვე?
_თქვენ კლასთან გავლისას... ძირს ეგდო,-უკვე ტყუილის სპეციალისტი გავხდი.
_და რატომ იფიქრე, რომ ჩემია? შიგნით თამო სეხნიაშვილი აწერია,-პირდაღებული დავრჩი. სანამ მოვიპარავდი (დროებით) ყდაზე მაინც შემეხედა.
_იქიდან, რომ... რომ... -ჩემი ტვინი გამალებით ამუშავდა.-ყველას ვკითხე შენ კლასელებს და არავისი არ აღმოჩნდა. ალბათ თამოს ეგონა, რომ წიგნი ჩანთაში ედო.
_არამგონია... ბოლო ორი გაკვეთილია ეძებს. ბიოლოგიის გაკვეთილის მერე ვერ იპოვა... იქნებ იმიტომ გეგონა ჩემი, რომ ჩემს მერხზე დაინახე?
_რა? არაა. საიდან მოიტანე?-ეშმაკურად ჩაიცინა ჩემ დაბნეულობაზე და მოწყალე მზერით დამაჯილდოვა.
_მომეცი, წიგნს მე დავუბრუნებ პატრონს. ასეა თუ ისე, გმადლობ!-თვალი ჩამიკრა და გაბრუნდა (არა, მანამდე ჩანთა მოიგდო ზურგზე).
_აუ, რა ბიჭია!-აღმომხდა, როცა ეს ყველაფერი ჩემ გოგოებს მოვუყევი (ჩემ გოგოებში, რა თქმა უნდა, ნინო, სოფო და რუსა იგულისხმება).
_რა სულელურად მოქცეულხარ! ის მიხვდა რაც გააკეთე და ცუდი წარმოდგენა დარჩებოდა შენზე!-დამტუქსა ნინომ.
_სულაც არა, მადლობაც კი გადამიხადა!
_არა, დაკო! ნინო მართალია, მასე არ უნდა მოქცეულიყავი,-დამიმატა რუსამ.
_საერთოდაც, ჯობია, ჩვენთან შეათანხმო ხოლმე მასეთი მოქმედებები!-ეს უკვე სოფო იყო („ჩვენ“-ში, რა თქმა უნდა, საკუთარ თავს გულისხმობდა).
_კარგით რა. ნუ მეჩხუბებით! რაც მთავარია, ამ ხნის განმავლობაში პირველად გამოველაპარაკე. თვალიც კი ჩამიკრა!
_ვაა, რამხელა რამე მომხდარა! მალე ალბათ გაგიღიმებს კიდეც!-სოფომ დამცინა.
_შენი წასვლის დროა!-შევუბღვირე. უკვე იმ გზაჯვარედინთან ვიყავით, სადაც ერთმანეთს ვშორდებოდით ხოლმე, რადგან ყველა სხვადასხვა მხარეს ვცხოვრობთ, მხოლოდ სოფოს და ნინოს უწევდათ ერთად წასვლა.
_კარგად!
_ხვალამდე!
_დამირეკეთ!
_აბა ჰე!-ესეც ჩვენი დამშვიდობება.
მე გზა პირდაპირ განვაგრძე და ის იყო ამოვისუნთქე (შვებით), რომ ჩემი ძმა ვერ დამეწეოდა, რადგან არსად ჩანდა, რომ გვერდზე სახლის მოფარებული ნაწილიდან რაკეტის სისწრაფით გამოიქროლა ჩემმა საყვარელმა ძამიკომ, დამეჯახა და ჰაერში ამატრიალა. თვითონაც დაეცა და სანამ ავდგებოდით მუშტები ვუთავაზე ყბაში და მკერდში.
_იდიოტო! კრეტინო! რით ვეღარ უნდა გაიზარდო?-მტვერში ამოგანგლული ბორძიკით წამოვდექი. ის კი ისევ ძირს ეგდო და ხორხოცებდა.
_აუ, ვიდეოკამერა უნდა ვიყიდო და დავაფიქსირო ხოლმე შენი სახე ჩემ დანახვაზე. ზუსტად მასეთი სახე ჰქონდათ ალბათ დრაკულას დანახვაზე მის მსხვერპლებს. მაგარი ხარ რა!-სიცილს ვერ იკავებს და ნელა დგება. ხელი ვკარი და ისევ წავაქციე. არ გაბრაზებულა, ისევ სიცილი დაიწყო. გამოვბრუნდი და გზა გავაგრძელე. სპეციალურად არ გავრბივარ, მინდა ვაჩვენო, რომ არ მეშინია მისი. თან უკან გახედვაც მინდა, მაინტერესებს რა დისტანციაზე მომყვება, მაგრამ თავს ძალას ვატან და მედიდურად მივაბიჯებ. ყიჟინი მომესმა. უკან გავიხედე და დავინახე როგორ მოჰქროდა სკეიტზე ამხედრებული ჩემი ძმა, სადაცაა დამეჯახებოდა, რომ... გვერდზე გახტომა მოვასწარი. სანდროს სიჩქარე არ შეუნელებია ისე დაეტაკა ვიღაც გოგოს ზურგიდან მუხანათურად (სწორედ ისე, როგორც მე მიპირებდა წუთის წინ) და ორივენი აყირავდნენ. სწრაფად მივირბინე მათთან.
_ჰეი, ხომ არაფერი იტკინე?-გოგონა წამოვაყენე. ჩვენი ახალი მეზობალი სალი აღმოჩნდა. ამ დროს ჩემი ძმაც წამოდგა. ერთმანეთს დებილებივით უყურებდნენ თვალებში.
_სანდრო, ეს სალია, ჩვენს მოპირდაპირედ ცხოვრობს. სალი, ეს სანდროა, ჩემი ძმა,-მე მგონი, ჩემთვის უფრო ვლაპარაკობდი, ჩემ ნათქვამზე რეაქცია არ ჰქონიათ, ისევ ისე მიშტერებოდნენ ერთმანეთს.-სალი, სანდროს შენ ნომერს თუ მისცემ გაეხარდება. წამოეთრიე, თავგასიებულო!-მივეხმატკბილე ჩემ ძამიკოს, ხელი ვტაცე და ჩვენი სახლისკენ წავათრიე. სალის რომ გავცილდით, არ ვიცი, გამოფხიზლდა თუ რა იყო, ხელში შერჩენილი სკეიტბორდი უცებ ძირს დააგდო, ხელი ჩამავლო და მობზრიალება დამიპირა, მაგრამ მე სწრაფად აღვიქვი არსებული ვითარება (საერთოდ მეხერხება ასეთები) და მიწაზე მედგრად დავდექი.
_გამიშვი!-დავიჭყავლე.-ამისთვის არ მცალია, ძალიან ბევრი საქმე მაქვს. ზღარბი ბაღიდან უნდა გამოვიყვანო, ჭურჭელი უნდა დავრეცხო და დღეს მე ვამზადებ სადილს.
_გაგიშვებ, თუ იმას გააკეთებ ჩვენ რომ ვიცით.
_სანდრო, დედამ დამიბარა რაც უნდა გავაკეთო. თან ფულიც არ მაქვს კიბორჩხალის სალათის ინგრედიენტებისთვის. შენ თუ გაქვს, წადი, იყიდე და იქნებ გაგიკეთო კიდეც.
_ფულს მოგცემ და შენ იყიდე, მე ფიზიკის წრეზე დამაგვიანდება.
_და ზღარბს ვინ გამოიყვანს? ვერ მოვასწრებ!-„ზღარბი“ ჩემი პატარა დაიკო ლიზია. მისი ხუჭუჭა, ულამაზესი თმის გამო შევარქვით ასე. ის ახლა 4 წლისაა და ისე მივაჩვიეთ „ზღარბს“, რომ ლიზის როცა ეძახიან აღარც იხედება ხოლმე.
_მე გამოვიყვან!
_როდის? 9 საათზე? ფიზიკიდან ცურვაზე რომ მიდიხარ, დაგავიწყდა?
_ფიზიკიდან სახლში რომ დავბრუნდები სადილად მაშინ, გენიოსა!
_ოოოჰ, რა მოუშორებელი ჭირი ხარ რა! კარგი, გამიშვი, გამიშვი!-დავნებდი და მისი ხელებისგან დავიხსენი თავი. როგორც იქნა, მივაღწიეთ სახლს.
_ჩემი გასაღები სად წავიდა?-ჩანთაში ვიქექები გამწარებული.
_აჰა, ჩემით გააღე!-მხარზემოთ მაწვდის ძმა, თან იკრიჭება.
_ჩემი გასაღები!-შევძახე და ის იყო ხელი უნდა მეტაცა, რომ ცხვირწინ ამაცალა.-მომეცი! დროზე!-ავყვირდი.
_აიღე, თუ დამიჭერ!-ეშმაკურად მიღიმის. ზურგი ვაქციე და გულ-ხელი დავიკრიფე:
_არა გაგიკეთებ იმ შენ სალათს.
_კარგი, კარგი... აჰა, აიღე. ვიხუმე, რა იყო...-მაშინვე დაჭკვიანდა. ჯერ გამორთმევა დავაპირე, მაგრამ...
_შენთვითონ გააღე! რა დროს ამომაცალე, რომ ვერ გავიგე?
_ეგ პროფესიული საიდუმლოებაა!-შემომცინა და სახლში შემიძღვა.
_ჰო, ეგ ან შენი პროფესიონალიზმის დამსახურებაა, ან...
_...ან შენი სიბენტერის!-მომაძახა, ჩანთა იქვე დააგდო და თვითონ თავისი ოთახისკენ მოკურცხლა. ჩამეღიმა. ვგიჟდები ჩემ ძმაზე. მასაც ძალიან ვუყვარვარ, მაგრამ არცერთი არ ვამჟღავნებთ, სულ ასე ვჩხუბობთ. გასაღები შემოსასვლელში, კარადაზე დავდე, სარკეში ჩავიჭყიტე, ურჩი თმები შუბლიდან გადავიყარე, ჩანთა იატაკზე დავაგდე და სამზარეულოში ვდურთე თავი.
დამატებულია (2010-12-27, 3:28 PM)
---------------------------------------------
elle____, es dzalian msubuqia. iq mteli emociebi da grdznobebi iyo chaqsovili. es ki ufro xasiatze mosayvani da gasartobi tipisaa. imedi maqvs esec mogewoneba