ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
ფორუმი » Fanfiction » საკუთარი შემოქმედება » 30 კალიბრიანია, 9ასოიანი და იწყება ც-ზე
30 კალიბრიანია, 9ასოიანი და იწყება ც-ზე

☆AnasteishA☆თარიღი: ორშაბათი, 2010-12-27, 9:59 AM | შეტყობინება # 1
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
სახელწოდება: 30კალიბრიანია, 9ასოიანი და იწყება ც-ზე
ავტორი: AnasteishA
დისკლეიმერი: პერსონაჟებზე საავტორო უფლებები მეკუთვნის მე
ჟანრი: კომედია, მელოდრამა
სტატუსი: დასრულებულია

ავტორისგან: ეს არის ამბავი 15-16 წლის და-ძმაზე, მათ მხიარულებით, ხრიკებით, თანადგომით აღსავსე ცხოვრებაზე. ეს რომანი 15 წლის ასაკში დავწერე და მკითხველებს ვთხოვ, გაითვალისწინოთ ეს. ვფიქრობ, რომ ამ ასაკის, ან უფრო პატარები უფრო კარგად მიიღებთ ამ რომანს, რადგან ახლა რომ ვკითხულობ რაღაცეები არ მესმის მეთვითონ, მაგრამ თქვენხელა ალბათ, ასე ვფიქრობდი. ახლა კი, და-და-და-დააააამ!


თავი 1

თავი 2

თავი 3

თავი 4

თავი 5

თავი 6

თავი 7

თავი 8

თავი 9

თავი 10

თავი 11

თავი 12

თავი 13

თავი 14

თავი 15

თავი 16

თავი 17

თავი 18

თავი 19

თავი 20

თავი 21

თავი 22

თავი 23

თავი 24

თავი 25

თავი 26

თავი 27

თავი 28

თავი 29

თავი 30

თავი 31

თავი 32

თავი 33

გადმოსაწერი ლინკი


პირველი თავი

ჯანდაბა! ისევ დამაგვიანდა სკოლაში! მაღვიძარამ რატომ არ დარეკა?
_დედაააა! მაღვიძარა შენ გამომირთე?
_გამოგირთე? როდის დააყენე რომ გამომერთო?
_ჯანდაბა!
_წესიერად ილაპარაკე! და დროზე ჩაიცვი, დაგაგვიანდა!
სწრაფად წამოვხტი და სკამზე სათუთად გადაფენილ სკოლის ფორმას ვეცი. სასწრაფოდ ჩავიცვი, თმები სარკეში ჩაუხედავად გავიკვანძე უკან ცხენის კუდივით, ჩანთას დავტაცე ხელი და ჰერი-ჰერი სკოლისაკენ!
როგორც ყოველთვის, დამაგვიანდა! მასწავლებელს მშვენიერი ზღაპარიც ვაგემე, რომ დილით დედა ცუდად გახდა და სასწრაფოს მანქანით მისი საავადმყოფოში წაყვანა მოგვიხდა და მარტო ვერ გავუშვი, ამიტომ იძულებული გავხდი მეც გავყოლოდი. თან დავამატე, რომ არ გამოვრიცხავდი დედა ფეხმძიმედაც ყოფილიყო. ის იყო მასწავლებელმა თანაგრძნობით შემომხედა (ხანდახან მიმართლებს გულუბრყვილო მასწავლებლებში) და ჩემ ადგილზე მიმითითა დაჯექიო, რომ ჩვენი კლასის ყველაზე მეტიჩარა გოგომ, თამთამ ჩუმად ჩამისისინა:
_დაკო, დედაშენი ისე ხშირად „ხდება“ ცუდად, ყველა ჯერზე თუ ფეხმძიმედ იყო, ახლა წესით მთელი საფეხბურთო გუნდი უნდა გყავდეთ სახლში,-ცბიერი ღიმილით დააბოლოვა.
_ჰაჰა, რა ხუმარა ხარ!-დავეჯღანე თავხედს.
_ერთხელაც იქნება დედაშენი გაიგებს რა ხშირად „ხდი ცუდად“ და მერე დახმარებისთვის ჩვენ არ მოგვმართო,-ეს ჩემი სამეგობროს ტვინიკოსა, სახელად ნინო იყო.
_გაკვეთილს უსმინე!-მასწავლებელზე ვანიშნე თვალებით და ისეთი გამომეტყველება მივიღე, თითქოს იმ წუთში მისის „მჭევრმეტყველი იდიოტის“ ლექციაზე მეტად არაფერი მაინტერესებდა...
_აბა, მოგვიყევი რა მოხდა?-მთხოვა ლანჩის დროს ჩემსავით გადარეულმა, ცალკიკინიანმა რუსამ.
_დამეძინა!-გოგოებს სიცილი აუტყდათ.
_ჰო, რა იყო, თქვენ არ დაგძინებიათ?
_ნუ იბუტები. ნახე ვინ მოდის!-სიყვარულის საკითხებში გამოცდილმა სოფომ ჩემი ფავორიტისკენ გამახედა.
_ააუ, რა ლამაზია ეს დამპალი!-აღმომხდა და თვალები მიმელულა მის დანახვაზე. ამ ბიჭზე მას შემდეგ ვაფრენ რაც იმ წელს შიდა სასკოლო ტურნირში ფეხბურთის ფინალში მის თამაშს ვუყურე. თავს რომ აიქნევდა და ოფლიან თმებს უკან გადაიყრიდა, მაგაზე ხომ სულ ვდებილდებოდი. ამის მერე მთელი კვირა გაშტერებული დავდიოდი. მოკლედ, ეს ბიჭი იდგა ჩემგან მოშორებით, გვერდულად და ვიღაცას (ბიჭს) ელაპარაკებოდა (მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ თურმე ეს „ბიჭი“ ჩემი ძმა იყო, მანამდე ჩემს რჩეულს ვუთვალთვალებდი, მეორისთვის სად მეცალა?!).
_არა, შეხედეთ რა ლამაზი თითები აქვს! გრძელი, თხელი თითები და ლამაზად გაკეთებული ფრჩხილები... ჩემ ძმას კი არ ჰგავს ხერხით გადახერხილს რომ უგავს ხოლმე...-დავამატე.
_უკვე ფრჩხილებზე გადავედით? მე მეგონა ფეხის ზომაზე ვიყავით გაჩერებულები,-დამცინა სოფომ. თვითონ საკმაოდ ხშირად იცვლიდა შეყვარებულებს მე კი პირველად მომწონდა სერიოზულად ვიღაც და მას ალბათ აკვირვებდა, რომ ეს „მოწონება“ ასეთი ძლიერი და მათი ტვინების წამღები იყო.
_არა, მართლა ნახე!-არ მწყენია მისი ირონია. ეს ბიჭი მთლიანად მომწონდა, თავისი ვარცხნილობით დაწყებული და სავსებით ჩვეულებრივი ჩანთითა და სკეიტბორდით დამთავრებული. მის შავგვრემან სახეს, ლურჯ თვალებს და ვნებიან, ანც ტუჩებს ჭკუიდან გადავყავდი. ის კი მგონი, საერთოდაც ვერ მამჩნევდა.
_ოეე, პირი დახურე, სირცხვილია...-მუჯლუგუნი მითავაზა რუსამ. ის იყო დახურვა დავაპირე, რომ შევამჩნიე არც მქონია ღია. გემრიელი ჩქმეტით ვუპასუხე.
_არა, მაინც რა საქმე აქვს ნეტა ასეთი, შენს ძმასთან?
_ვის?
_ვის და შენ რომეოს! გაიღვიძეე!-შუბლზე მომიკაკუნა სოფომ.
_ჩემი ძმა!-ახლაღა დავინახე ვის ელაპარაკებოდა სკოლის პოპულარული ბიჭი- სანდროს, ჩემ ძმას!-არაა, ნამდვილად ჩემზე ელაპარაკება! ალბათ უნდა უთხრას... ნუ... ნებართვა სთხოვოს, რომ მასთან ერთად გავატარო საღამო! ჰო, ნამდვილად მასე იქნება!-თვალები გამიბრწყინდა ჩემი აღმოჩენით გახარებულს და ფეხზე წამოდგომა დავაპირე (ოთხივე სკოლის ეზოში, ხის ჩრდილში ვისხედით გორაკზე), მაგრამ გოგოებმა უკან დამსვეს.
_ან იქნებ უბრალოდ სანდროს სკეიტბორდის თხოვება უნდოდა?-შემომაპარა ნინომ.
_რაა?-კიდევ ერთხელ გადავხედე ბიჭებს და დავინახე როგორ მისცა ჩემ ძმას სკეიტბორდი.-ო, არა! რატომ მაინცდამაინც მე? რა დავაშავე? რა დამსახურებისთვის მერგო ჩემი ძმისნაირი იდიოტი?
_რას გულისხმობ?
_იმას, რომ სახლში მისვლამდე 15-ჯერ მაინც წამაქცევს სანდრო იმ თავისი სკეიტბორდით. სუფთა ბავშვია რა!
_შენზე ერთი წლით დიდია!
_ბავშვია!-დავსვი ბეჭედი და გაბრაზებული წამოვდექი. დღეს მძიმე დღე გელის! მაგრად დადექი დაკო!


შეტყობინება შეასწორა AnasteishA - ორშაბათი, 2010-12-27, 10:16 AM

dodoთარიღი: ორშაბათი, 2011-01-03, 5:55 PM | შეტყობინება # 91

267
66  +
69  ±
   ±
Offline
au am tavma gamabraza da vapshe ar sheidzleba dakos magivrad me viyo:D:D:D:d dakos qceva ar momcons raa angry angry angry angry angry angry

♥vampiressa♥თარიღი: ორშაბათი, 2011-01-03, 5:56 PM | შეტყობინება # 92
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
Quote (dodo)
dakos qceva ar momcons raa

dod dako ra shuashia? nu cota civad ki eqceva beqas magram aba egreve zed xo ar sheaxteba?



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

dodoთარიღი: ორშაბათი, 2011-01-03, 8:22 PM | შეტყობინება # 93

267
66  +
69  ±
   ±
Offline
xo martli xar natushk genacvalee:** exla davpiqrdi mara egre mainc ar unda iqceodess:*

elle____თარიღი: ორშაბათი, 2011-01-03, 9:43 PM | შეტყობინება # 94
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
egre unda beqas : ) dakos xo awvalebda da tviton da tvitonac daitanjos : ))) xo ar sheaxteba exla ver gavige zed biggrin :D diaxac, kargad iqceva : )))) es daqalebic magrebi yolia biggrin :D biggrin dzaaan kai tavebia jer dako ar moalbo awame beqa !!!!! biggrin :D : D velodebi shemdeg tavs happy happy happy happy


☆AnasteishA☆თარიღი: ორშაბათი, 2011-01-03, 11:59 PM | შეტყობინება # 95
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
მეთხუთმეტე თავი

მომდევნო დღეს მგონი გაუკვირდათ კიდეც ჩემს ყოფილ „მეგობრებს“, რომ აღარ მივედი მათთან და მუხლებზე დამდგარმა არ დავუწყე ხვეწნა-მუდარა მაპატიეთ და შემირიგდით-მეთქი. ბექა მშვენიერ ხასიათზე ჩანდა, სამაგიეროდ მე გამიფუჭდა ხასიათი, როცა გვანცასთან ერთად დავინახე.
_გამარჯობა!-შორიდან დამიძახა ბექამ და ხელი ამიწია. გვანცამ ცხვირი ამიბზუა, ზედაც არ შემოუხედია ისე ჩაიარეს. ორი გაკვეთილის შემდეგ, ჩემთვის ვიჯექი კლასში ჩემს მერხთან და რაღაც წიგნს ვკითხულობდი.
_რა გაბუტულივით ზიხარ?-თავზე დამადგა ბექა.
_წიგნს ვკითხულობ,-ისე ვუპასუხე, თავი არ ამიწევია.
_რა იყო, ჩემზე ნაწყენი ხარ?-მკითხა და ჩემს წინ ჩამოჯდა.
_არა, ნაწყენი რაზე უნდა ვიყო. მალე გაკვეთილი დაიწყება და დაგაგვიანდება.
_შენ მაგაზე არ ინერვიულო... დილას გვანცასთან რომ დამინახე, იმიტომ იბუტები?
_რაა? რა სისულელეა!-თავი ავწიე გაკვირვებულმა.-საიდან მოიტანე?
_ე.ი. მასე არაა, ხო?
_არა,-ისევ წიგნში ჩავრგე თავი.
_ძალიან კარგი. წავალ მაშინ...
_კარგად,-დავასწარი დამშვიდობება.

„რატომ მკითხა, გვანცასთან რომ დამინახე იმიტომ ხარ ნაწყენიო? რამეს ხვდება? ჯანდაბა!“
_ჯანდაბა? რა იყო, გაგაბრაზეს?-თავზე წამომადგა სანდრო. ჩემთვის ვფიქრობდი და როგორც ჩანს, ბოლო სიტყვა ხმამაღლა წარმოვთქვი. იმედია, მხოლოდ ბოლო.
_არა, არავის გავუბრაზებივარ!-ვიუარე.
_ჰაა, გამოტყდი!
_გამარჯობა!-წამოგვეწია ბექა. „რას გადაგვეკიდა?“ გავიფიქრე.
_გამარჯობა?-გაუკვირდა სანდროს ბექას დანახვა და მერე ჩემზე გადმოიტანა ეჭვიანი მზერა.
_რას მომჩერებიხარ?-შეუმჩნევლად ვუჯიკე.
_სახლში მიდიხართ?-გვკითხა.
_ჰო, შენც ალბათ?-გამოვთქვი ვარაუდი.
_კი, მეც.
_მანქანით რატომ არ ხარ?
_ჩემ დას ვათხოვე, საქმე მქონდა რაღაც და...
_გასაგებია... მამიკოს მანქანაც გასაკეთებლადაა. შენ მგონი იქით მიდიხარ, ხომ?-მიმართულება ვაჩვენე.
_ჰო, კარგად იყავი!-გულდაწყვეტილმა გაუხვია, მერე მომიბრუნდა და სანდროს შეხედა.-რომ მოიცლი, დამირეკე, კარგი?
_დაგირეკავ!-უპასუხა სანდრომ და გზა გავაგრძელეთ.
_რა უნდა ნეტა?-ვთქვი, როცა გავშორდით.
_შენი ხელი უნდა მთხოვოს!-დამცინა სანდრომ.-ჩვენ მეგობრები ვართ, ცნობისთვის.
_რა მაგრა ხუმრობ!-ენა გამოვუყავი და სახლში შევედი.

_ეს ბავშვი გადამრევს! რამდენი ხანია ჩვენთან ერთად აღარ უსადილია...-წუწუნებს დედა (ნატუკაზე ამბობს).
_მე რატომღაც არ განვიცდი უიმისობას...- ეს, რა თქმა უნდა, სანდროა.
_დაკო!
_ჰო, დედა.
_რატომ არ არის?
_მოიცა, რა გამოვტოვე? როდის აქეთ დანიშნა ნატუკამ დაკო თავის პრესსპიკერად?-ახვიხვინდა სანდრო.
_პლეშპიკა ლა ალი?-გაუკვირდა ზღარბს.
_ცუდი სიტყვაა, ნუ ამბობ!-სერიოზული სახით გააფრთხილა სანდრომ.
_ალ ვიჩოდი!-შეშინებულმა გადახედა ზღარბმა მშობლებს.
_გააგიჟებთ თქვენ ამ ბავშვს!-არარსებულ ულვაშებში ეღიმება დედას.-მოკლედ, რატომ არ არის ნატუკა დღეს?
_არ ვიცი!-ისედაც ცუდ ხასიათზე მყოფს, მოთმინების ფიალა ამევსო.
_რა გაყვირებს?
_ცუდ ხასიათზე ვარ,-ამოვიბლუკუნე.
_მაგას ჩვენც ვხედავთ. რა გჭირს?
_ჩემი ბრალია! მე გავაბრაზე...-დამნაშავესავით თქვა სანდრომ. გაოცებულმა გადავხედე.
_რაო? დაისჯები იცოდე! დაანებე თავი შენს დებს! ნუ აბრაზებ!-ეს მამამ აღიმაღლა ხმა.
_დაანებე თავი, თვითონ მორიგდებიან,-მხარზე ხელი მოუთათუნა დედამ.
_გმადლობ!-თავის დაქნევით ვანიშნე სანდროს. მან პასუხად გამიღიმა.

ჩემი უხასიათობის მიზეზი, რა თქმა უნდა, ბექა იყო, ეს სანდრომაც იცოდა და სანამ ჩემები პანიკას ატეხდნენ, თავის თავზე დაიბრალა. მე კი იმაზე ვფიქროდი:“თუ არ მოვწონვარ, რატომ ტრიალებს სულ ცემს გარშემო, რატომ მიყურებს ასეთი საყვარელი თვალებით? თუ ჩემს მიმართ სიმპათიები აქვს, მაშინ გვანცასთან რაღა უნდა?“
_აუუ, მაგარია რა!-დაუკაკუნებლად შემოაბოტა სანდრომ ჩვენს საძინებელში.
_რა იყო?-უხალისოდ ვკითხე.
_წინასწარმეტყველური ნიჭი აღმოვაჩინე ჩემში!-მედიდურად განაცხადა. უკმაყოფილო სახით გადავხედე და მათემატიკის წიგნი დავხურე.
_რას მაიმუნობ?
_ბექას ველაპარაკე.
_მერე?
_შენი წაყვანის ნებართვა მთხოვა.
_ჩემი წაყვანის?
_ჰო, ჩვენი კლასელი წვეულებას აწყობს. ჯერ მე დამპატიჟა, მაგრამ ხომ იცი, ხუთშაბათობით როგორი დაკავებული ვარ,-„დაკავებულს“ ხაზი გაუსვა, რადგან ამ დღეს იმ თავის „პრინცესას“ ხვდებოდა ხოლმე.-მერე კი მთხოვა, დაკოს გამოვუვლი ხუთშაბათს ექვს საათზე და წავიყვან. 10 საათზე მეთვითონ დავაბრუნებ უკნო.
_რაო, რაოო? „მეკაიფები“?
_ამჯერად არა. მართლა ასე მითხრა.
_მერე, შენ რა უპასუხე?
_დაკოს დაელაპარაკე-მეთქი.
_კარგად გითქვია, გმადლობ.
_ჰო, ამ ბოლო დროს ძლიან ბევრ სიკეთეს გიკეთებ. ნეტა, ხო არ ვბერდები?-გაგვეცინა.

საღამოს ბექამ დამირეკა.
_საღამომშვიდობისა! სანდრომ უკვე გადმოგცა...
_კი, გადმომცა,-გავაწყვეტინე.
_მერე, რას იტყვი?
_ვის დაბ. დღეზე მეპატიჟები?
_გვანცასი.
_რაა?
_რატომ გაგიკვირდა?
_ყველაზე ვიფიქრებდი, მაგის გარდა.
_რატომ?
_იმიტომ, რომ... რამდენ კითხვას სვამ?
_კარგი, კარგი. წამოხვალ თუ არა?
_არა.
_არა?-ნირი წაუხდა.
_არა.
_და რატომ?
_მე გვანცას არც ნაცნობი ვარ, არც მეგობარი და საერთოდაც არ გვეხატეა ერთმანეთი გულზე.
_ვიცი.
_ნუთუ?
_ვიცი, მაგრამ მინდა ჩემი ხათრით წამოხვიდე.
_მაპატიე, მაგრამ...
_არავითარი „მაგრამ“. ხუთშაბათს 6-ს რომ 10 წუთი დააკლდება, შენთან ვიქნები.
_ტყუილად ნუ მოხვალ, არ წამოვალ.
_კარგი რა!
_მაპატიე.
_თუ არ წამოხვალ, არ გაპატიებ!
_მეძახიან, უნდა წავიდე...-მოვიტყუე.
_მოიცა!-წამოიძახა უცებ.
_რა არის?
_რას აკეთებ? გცალია?
_მმ... მეცადინეობას უკვე მოვრჩი... თითქმის.
_მაშინ... წამოხვალ კინოში? მარტო მე და შენ...
_კინოში?-კივილი პირში ჩატენილი მუშტით გავაჩერე.
_ჰო, გამოგივლი.
_მმ... მმ...-ყოველგვარმა უხასიათობამ გამიარა. ეს უკვე პაემანს გავდა!-კარგი!
_15 წუთი გეყოფა?
_კი.
_მაშინ 10 წუთში მანდ ვარ!
_კარგი!-ვუთხარი და სიცილით დავკიდე ყურმილი.
_რაო?-ცნობისმოყვარედ მომაჩერდა სანდრო, როგორც კი ჩვენს ოთახში ავედი.
_რაო და ოთახიდან უნდა გაბრძანდე ვაჟბატონო! ბექამ უნდა გამომიაროს, კინოში მივდივართ. უნდა მოვემზადო!
_ოჰოო, ყოჩაღ, ბექა!-გაეცინა სანდროს და მორჩილად გავიდა.
სადად ჩავიცვი, ლურჯი საზაფხულო კაბა, ჯინსის ქურთუკი მოვიცვი, თმები გავიშალე (სადღაც წავიკითხე გრძელი თმები მოსწონთ ბიჭებსო) და დაბლა ჩავედი. ბექა უკვე მოსული იყო და დაბლა იცდიდა სანდროსთან ერთად. კიბეებზე ჩამოვედი და ბექას რეაქციას დაველოდე, მაგრამ... განსაკუთრებული არაფერი. წამოდგა, გამიღიმა და ჩემსკენ წამოვიდა. ზემოდან დამყურებდა. ჯინსები, ნაცრისფერი მაისური და შავი ქურთუკი ეცვა. ლურჯ თვალებში შევყურებდი და ველოდი, რას მოიმოქმედებდა. იმ ბოთეს გაეცინა და თმა მომიჩეჩა პატარა ბავშვივით.
_წავედით?-თბილად გამიღიმა და ხელი გამომიწოდა ჩასაკიდად.
_სან, 10-ზე სახლში ვიქნები, დედას და მამას რამე უთხარი...-დავიბარე და კარი გავიხურეთ.
_არაა პრობლემა,-მომაძახა სიცილით სანდრომ.
_მანქანით არ მოვედი, ვიფიქრე, ფეხით გავივლით-მეთქი.
_კარგად გიფიქრია,-ვუთხარი და ყურსუკან გადავიწიე თმა, თან თვალებში ვაცქერდებოდი ის კი ყველაფერს უყურებდა ჩემ გარდა...
საერთოდ არ შემიმჩნევია რომელი ფილმი ავირჩიეთ და დარბაზში შევედით. ფილმი რომ დაიწყო მერე აღმოვაჩინე, რომ კომედია-მელოდრამის ნარევი იყო. ბექა მშვენიერ ხასიათზე ბრძანდებოდა, კარგად იმხიარულა. მე კი იმედგაცრუებული ვიყავი. ის თავისთვის იცინოდა, მე კი გულ-ხელი დავიკრიფე და უინტერესო მივაჩერდი ეკრანს. უკანა რიგებში არ დავმსხდარვართ, მაგის პრეტენზია არ მქონია, მაგრამ ცოტა მეტ ყურადღებას კი ველოდი.
_გაიგე, დაკო? აუ, რა „კაიფი“ რამეა!-იცინოდა თავშეუკავებლად.
_ჰოო, აბაა...-უხალისოდ ვუპასუხე და ხელები სახელურებზე დავალაგე. მაგრამ მდგომარეობა ძირეულად შეიცვალა, როცა თითქმის სიყვარული აუხსნა ბიჭს მთავარმა პერსონაჟმა ქალმა, შემდეგ კი ატირებული გავარდა ოთახიდან. ბიჭი გაშტერებული დარჩა, შემდეგ უცებ გონება გაუნათდა და გაეკიდა. სცენა ვნებიანმა კოცნა დააგვირგვინა, მე კი უცებ, სახელურზე დასვენებულ ხელზე თბილი ხელის შეხება ვიგრძენი. გაკვირვებულმა გავხედე ბექას, მაგრამ ისე ბნელოდა, რომ ვერაფერი დავინახე. გული სიხარულით ამევსო. ფილმის ბოლომდე აღარ აუღია ხელი და დარბაზიდანაც ხელჩაკიდებულნი გამოვედით.
_მშვენიერი საღამო იყო, გმადლობ,-ვუთხარი, როცა სახლს მივუახლოვდით.
_ჩემთვისაც... ძალიან სასიამოვნო დრო გავატარე შენთან ერთად... დიდი სიამოვნებით წავიდოდი კიდევ...-ოჰოო.-მისმინე, ხუთშაბათს ხომ წამოხვალ?-მკითხა მუდარით და თვალებში ჩამაცქერდა. როგორც იქნა.
_მმ...არა...მაპატიე, მაგრამ არ შემიძლია.
_დაკოო! კარგი რა, ნუ ბავშვობ!
_წავედი, წავედი... ღამემშვიდობისა! სახლში არ შემოგიპატიჟებ, უკვე გვიანია, თან ჩემები...
_კარგი, კარგი,-გამაწყვეტინა.-ხუთშაბათს მაინც გამოგივლი! ღამემშვიდობისა!-ლოყაზე ნაზად მაკოცა, მეც გადავკოცნე და სახლში შევედი.



★Gvanca★თარიღი: სამშაბათი, 2011-01-04, 0:15 AM | შეტყობინება # 96
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
AnasteishA, dzaan magari tavi iyo zgarbi dzaan sayvarelia egeti da rom myavdes chavylapavdi biggrin biggrin beqasi veraperi ver gavige tu dako moswons gvancastan raga unda imedia beqa dakos male auxsnis siyvaruls happy happy snegurochka snegurochka yochag ani myvarxar


dodoთარიღი: სამშაბათი, 2011-01-04, 0:37 AM | შეტყობინება # 97

267
66  +
69  ±
   ±
Offline
au es tavi mevasaa:***** dako cota gamoketda:D venacvale amat...exla asiani am bequshas ragac aqvs chapiqr ebuli asiani:*** gvancas ver vitan angry sagol anushkebi shemdeg tavs velodebi:*miyvarxar

♥vampiressa♥თარიღი: სამშაბათი, 2011-01-04, 2:14 AM | შეტყობინება # 98
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
au dzaan magari tavi iyo sixarulo, dzaan sayvareli. da isa am personajebis yidva an chuqeba ar sheidzleba? tu sheidzleba erti sandrosnairi dzma amiwone raa da zgarbi kide, ogond daiko zgarbi da ara chveulebrivi biggrin ee reebs vbodialob, metyoba albat rogorc chamakaifa axalma dozam. vin miyvarso yvelaze dzaliano? vin da chemi anukioo happy happy happy happy happy happy happy happy happy happy happy snegurochka snegurochka snegurochka


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

dodoთარიღი: სამშაბათი, 2011-01-04, 10:58 AM | შეტყობინება # 99

267
66  +
69  ±
   ±
Offline
nat es gogo martla umagresia araa? happy happy happy happy happy

elle____თარიღი: სამშაბათი, 2011-01-04, 11:49 AM | შეტყობინება # 100
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
ohoooo ar movelodiii : ))) mara am gvancas dab.dgeze am ogos dapatijeba raga iyo ver mivxvdi : ( egec ar iqneba problema imedi maqvs happy happy happy happy


dodoთარიღი: სამშაბათი, 2011-01-04, 4:20 PM | შეტყობინება # 101

267
66  +
69  ±
   ±
Offline
ravici ra ici? vici ra vici vici? me ar momewona beqam dakoc ro dapatija mara chemi azrit exla magas aechvianebs:D:D:D:D

☆AnasteishA☆თარიღი: სამშაბათი, 2011-01-04, 6:05 PM | შეტყობინება # 102
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
მეთექვსმეტე თავი

ბექას კი განვუცხადე სასტიკი უარი, მაგრამ ჩემ ფიქრებში მაინც ვყოყმანობდი. მინდოდა ბექასთან ერთად ვყოფილიყავი, მაგრამ ყველგან გვანცას სახლის გარდა. ბოლოს იმ აზრმა დამამშვიდა, რომ უარი უკვე ნათქვამი იყო და მე ვეღარაფერს შევცვლიდი, ან თუ შევცვლიდი თავის დამცირების ფასად, რასაც მე ნამდვილად არ ვაპირებდი.
ხუთშაბათიც მალე მოვიდა. ბექას იმ ზარის მერე არ დავლაპარაკებოდი. სკოლიდან რომ გამოვედი, გავიგონე ვიღაც მეძახდა. მოვიხედე, ბექა იყო. მე კიდე ფეხს ავუჩქარე რომ არ დამწეოდა და მხოლოდ მაშინ ამოვისუნთქე შვებით როცა სახლის კარი შევაღე, თუმცა ამ „შვებამ“ დიდხანს არ გასტანა, რადგან რაც უფრო ახლოვდებოდა 6 საათი, უფრო და უფრო ვნერვიულობდი. წამდაუწუმ გარეთ ვიყურებოდი, მაგრამ ბექა არ ჩანდა. ზღარბს ვეთამაშებოდი, მანაც კი შემატყო რომ ვღელავდი. საათს გავხედე- 17:53 იყო. ზარის ხმა გაისმა. გულში გამეღიმა და ბექას მცდელობისთვის, რომ თან წავეყვანე, უარის სათქმელად მოვემზადე. ნელა წავედი კარის გასაღებად, სახელური ჩამოვწიე და საკეტიც ფრთხილად გადავატრიალე. კარი ოდნავ გავაღე თუ არა, ვიღაცამ ხელი კრა გარედან და საოცარი სისწრაფით შემოვარდა სახლში.
_...ჩემთან დარეკა აღარ გაბედო!-ჩასძახა ატირებულმა ნატუკამ მობილურში, მერე იქვე ისროლა აპარატი და თავისი ოთახისკენ გაიქცა (უფრო სწორად, კიბეზე აირბინა). მე პირდაღებული დავრჩი, ბოლოს, როგორც იქნა, მოვისაზრე რომ კარები ჯერ კიდევ ღია იყო. გარეთ გავიხედე გულდაწყვეტილმა და კარი მივხურე.
_იმ გადაპრანჭულ ქათამს რაღა დაემართა?-მკითხა გაკვირვებულმა სანდრომ, რომელიც კიბეებზე ჩამოდიოდა.
_ალბათ ლაშას ეჩხუბა!
_ისე განიცდის, თითქოს მისი პირველი შეყვარებული იყოს ეს ლაშა!
_სანდრო, მოკეტე, თორემ რომ ჩამოვალ, ტაფის ფორმას მიგაღებინებ!-ნამტირალევი ხმით ჩამოგვძახა ზემოდან გაბრაზებულმა ნატუკამ.
_შენ იგლოვე ჯერ და წლისთავი რომ გავა, მერე მიმაღებინე ტაფის ფორმა!-ასძახა სიცილით სანდრომ.
_ვაიმეეე! ახლა ამას რას ვუზამ!!!-დაიწივლა ნატუკამ და მსხვრევის ხმა გაისმა. მე და სანდრომ შეშინებულებმა გავხედეთ ერთმანეთს.
_გაგიჟდა!-დასვა დიაგნოზი სანდრომ.
_ლა ხდება?-შეშინებული გამოვიდა დერეფანში ზღარბი.
_ნატუკა გაგიჟდა, მაგრამ შენ ნუ გეშინია, ხალიჩებს შეჭამს და დაწყნარდება...-სერიოზული ხმით ეუბნება სანდრო. ზღარბს თვალები გაუფართოვდა და შუბლზე აუცოცდა.
_გატყუებს, ლიზი, ნუ უსმენ მაგას. სანდრო, დედას დაურეკე,- გავეცი ბრძანება.
_კარგი და შეიძლება ისიც წამომცდეს რომ... -ფიზიკის 2 გაკვეთილი გააცდინა სალის გამო და სწორედ მაგით დავემუქრე.
_ვურეკავ! ვურეკავ!-ყურმილი მოიმარჯვა სანდრომ, მე ჩამეღიმა. საათს შევხედე 7-ის 10 წუთი იყო. ფანჯარასთან მივირბინე. არც ბექა ჩანდა, არც მისი მანქანა. გული დამწყდა. უარი კი ვუთხარი, მაგრამ ხომ მითხრა მაინც მოვალო? ალბათ დღეს რომ არ დავუცადე სკოლასთან რომ მეძახდა, ეგ ეწყინა-მეთქი ვფიქრობდი.
_რა იყო, არ მოვიდა შენი პრინცი?-დამცინის სანდრო.
_რაო დედამ?
_საგიჟეთში დარეკეთ, მეც მალე მოვალო!-ახვიხვინდა.
_ოო, სულ როგორ უნდა იცინიდე?! მოვა?
_ჰო. ახლავე წამოვალო. შენ რაღა დაგემართა? ბექა რომ არ მოვიდა...
_მე უარი ვუთხარი, რატომღა უნდა მოსულიყო?-გავაწყვეტინე.
_მაშინ რატომ ნერვიულობ?
_დაკო!-უცებ დამიძახა ნატუკამ, გამიკვირდა. ზემოთ ავედი.
_რა არის?-ვკითხე. ჩემი და სანდროს ოთახში იყო.
_მაპატიე, დაკო, არ მინდოდა... მართლა არ მინდოდა ლაშ... დედას ვფიცავარ...-დამნაშავის ხმით დაიწყო.
_რას...- რას მებოდიშები-მეთქი უნდა მეკითხა, რომ... ნატუკა შემობრუნდა და ჩემს საწოლთან ნამსხვრევები და პატარა გუბე შევნიშნე.
_ეს რა...-დავიწყე გაოცებულმა. მერე ნამსხვრევებში ჩემი უსაყვარლესი ფაიფურში ჩასმული ანტიკვარული საათი შევნიშნე. შევკივლე და მუხლებზე დავეცი.-ეს რა არის, ნატუკა? რა უქენი? თავისთვის იდგა, გიშლიდა რამეს?-ყვირილი დავუწყე თან ცრემლები წამომცვივდა.
_მაპატიე რა, დაკო. არ მინდოდა, შემთხვევით მომივიდა... სანდროს საყვარელი სუნამო მინდოდა ამეღო და დამემტვრია. გავბრაზდი რაღაცეებს რომ გეუბნებოდა დაბლა და მინდოდა გამწარებულიყო. შემთხვევით გამოვკარი ხელი შენს საათს და გადმოვარდა. სუნამოს ფლაკონიც გატყდა და საათიც.
_დამპალოო! იდიოტო! გაეთრიე!-დავწივლე და ოთახიდან ხელის კვრით გავაგდე. ისევ ნამსხვრევებთან ჩავიმუხლე.
_რა იყო, რა გაკივლებდა?-თავი შემოყო ოთახში გაოცებულმა სანდრომ.
_ნახე, რა ქნა...-შემოვბრუნდი და დავანახე ნატუკას ნამოქმედარი.
_ შენი საათი გატეხა?-შებრუნდა სანდრო.
_ჰო და არამარტო...- მისი სუნამოს ნამსხვრევებზე მივუთითე.
_ჩემი სუნამო?!
_ჰო!
_ახლა ნახე, მაგას რა ვუქნა!- გამწარებული წამოხტა ჩემს გვერდით დაჩოქილი სანდრო.-ყელში ამომივიდა მისი ქცევები! დედა და მამა ყოველთვის ყველაფერს პატიობს, ჩვენ ნერვებს გვიშლის, მაგრამ პასუხს არავინ სთხოვს. მოკლედ, ძალიან აუვარდა თავში და დროა მივხედო მისი „აღზრდის“ საქმეს...
_მოიცა!- ხელით გავაჩერე.- ჯობია ჯერ დავგეგმოთ შურისძიება კარგად და მერე დავტკბეთ, როცა კარგად გამწარდება.
_შენც მართალი ხარ!
_ოოხ! რას უშავებდა ერთი ეს საათი?
_ან ჩემი სუნამო...-ორივე ნამსხვრევებს დავაჩერდით. მერე ისევ სანდრომ თქვა.-სკეიტბორდისთვის რომ ვაგროვებდი ფულს მოგცემ და ახალი იყიდე...
_მერე სკეიტბორდი?-გამიკვირდა.
_არაუშავს. ამდენ ხანს თუ ვიცდიდი, ცოტას კიდევ მოვიცდი.
_არა, არა. ხომ არ გაგიჟებულხარ? ამდენ ხანს აგროვებდი... დედას ვეტყვი და ისინი მომცემენ ფულს. შენ რატომ უნდა მომცე? შენ სკეიტბორდი იყიდე... ბოლოსდაბოლოს მე რითი უნდა გავისეირნო ხოლმე ამ ზაფხულს?-ორივეს გაგვეცინა.



★Gvanca★თარიღი: სამშაბათი, 2011-01-04, 6:26 PM | შეტყობინება # 103
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
AnasteishA, dzaan magari tavi iyo magram patara smile smile natuka kide ra degeneratia dzaan mainteresebs dakos da sandros shurisdzieba rogori iqneba ise sandros dzaan ketili guli qonia happy happy moutmenlad velodebi shemdeg tavs snegurochka snegurochka


elle____თარიღი: სამშაბათი, 2011-01-04, 6:31 PM | შეტყობინება # 104
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
au ra dampalia is gogoooo fuuuff : ((((( sawyali bavshveebii : (( chemtvis ro eqna egreeeee.... vegar gadarcheboda : )) dilit ro gaigvidzebda da sarkeshi chaixdeboda , baaaxxx.. sarke gatydeboda iset ragaceebs gavuketebdi dampaaalii... biggrin :D biggrin ashkarad borotul xasiatze var biggrin : D:D


♥vampiressa♥თარიღი: სამშაბათი, 2011-01-04, 6:37 PM | შეტყობინება # 105
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
au an dzaan magari tavi iyo rogorc yoveltvis. natuka ragacnairad shemecoda, magram mainc nervebi momishala angry ai sandro ki ra sayvareliaa happy happy axali tavi rodis iqneba sayvarelo? miyvarxar snegurochka


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka
ფორუმი » Fanfiction » საკუთარი შემოქმედება » 30 კალიბრიანია, 9ასოიანი და იწყება ც-ზე
ძებნა: