ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 20
  • 21
  • »
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
ფორუმი » Fanfiction » საკუთარი შემოქმედება » 30 კალიბრიანია, 9ასოიანი და იწყება ც-ზე
30 კალიბრიანია, 9ასოიანი და იწყება ც-ზე

☆AnasteishA☆თარიღი: ორშაბათი, 2010-12-27, 9:59 AM | შეტყობინება # 1
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
სახელწოდება: 30კალიბრიანია, 9ასოიანი და იწყება ც-ზე
ავტორი: AnasteishA
დისკლეიმერი: პერსონაჟებზე საავტორო უფლებები მეკუთვნის მე
ჟანრი: კომედია, მელოდრამა
სტატუსი: დასრულებულია

ავტორისგან: ეს არის ამბავი 15-16 წლის და-ძმაზე, მათ მხიარულებით, ხრიკებით, თანადგომით აღსავსე ცხოვრებაზე. ეს რომანი 15 წლის ასაკში დავწერე და მკითხველებს ვთხოვ, გაითვალისწინოთ ეს. ვფიქრობ, რომ ამ ასაკის, ან უფრო პატარები უფრო კარგად მიიღებთ ამ რომანს, რადგან ახლა რომ ვკითხულობ რაღაცეები არ მესმის მეთვითონ, მაგრამ თქვენხელა ალბათ, ასე ვფიქრობდი. ახლა კი, და-და-და-დააააამ!


თავი 1

თავი 2

თავი 3

თავი 4

თავი 5

თავი 6

თავი 7

თავი 8

თავი 9

თავი 10

თავი 11

თავი 12

თავი 13

თავი 14

თავი 15

თავი 16

თავი 17

თავი 18

თავი 19

თავი 20

თავი 21

თავი 22

თავი 23

თავი 24

თავი 25

თავი 26

თავი 27

თავი 28

თავი 29

თავი 30

თავი 31

თავი 32

თავი 33

გადმოსაწერი ლინკი


პირველი თავი

ჯანდაბა! ისევ დამაგვიანდა სკოლაში! მაღვიძარამ რატომ არ დარეკა?
_დედაააა! მაღვიძარა შენ გამომირთე?
_გამოგირთე? როდის დააყენე რომ გამომერთო?
_ჯანდაბა!
_წესიერად ილაპარაკე! და დროზე ჩაიცვი, დაგაგვიანდა!
სწრაფად წამოვხტი და სკამზე სათუთად გადაფენილ სკოლის ფორმას ვეცი. სასწრაფოდ ჩავიცვი, თმები სარკეში ჩაუხედავად გავიკვანძე უკან ცხენის კუდივით, ჩანთას დავტაცე ხელი და ჰერი-ჰერი სკოლისაკენ!
როგორც ყოველთვის, დამაგვიანდა! მასწავლებელს მშვენიერი ზღაპარიც ვაგემე, რომ დილით დედა ცუდად გახდა და სასწრაფოს მანქანით მისი საავადმყოფოში წაყვანა მოგვიხდა და მარტო ვერ გავუშვი, ამიტომ იძულებული გავხდი მეც გავყოლოდი. თან დავამატე, რომ არ გამოვრიცხავდი დედა ფეხმძიმედაც ყოფილიყო. ის იყო მასწავლებელმა თანაგრძნობით შემომხედა (ხანდახან მიმართლებს გულუბრყვილო მასწავლებლებში) და ჩემ ადგილზე მიმითითა დაჯექიო, რომ ჩვენი კლასის ყველაზე მეტიჩარა გოგომ, თამთამ ჩუმად ჩამისისინა:
_დაკო, დედაშენი ისე ხშირად „ხდება“ ცუდად, ყველა ჯერზე თუ ფეხმძიმედ იყო, ახლა წესით მთელი საფეხბურთო გუნდი უნდა გყავდეთ სახლში,-ცბიერი ღიმილით დააბოლოვა.
_ჰაჰა, რა ხუმარა ხარ!-დავეჯღანე თავხედს.
_ერთხელაც იქნება დედაშენი გაიგებს რა ხშირად „ხდი ცუდად“ და მერე დახმარებისთვის ჩვენ არ მოგვმართო,-ეს ჩემი სამეგობროს ტვინიკოსა, სახელად ნინო იყო.
_გაკვეთილს უსმინე!-მასწავლებელზე ვანიშნე თვალებით და ისეთი გამომეტყველება მივიღე, თითქოს იმ წუთში მისის „მჭევრმეტყველი იდიოტის“ ლექციაზე მეტად არაფერი მაინტერესებდა...
_აბა, მოგვიყევი რა მოხდა?-მთხოვა ლანჩის დროს ჩემსავით გადარეულმა, ცალკიკინიანმა რუსამ.
_დამეძინა!-გოგოებს სიცილი აუტყდათ.
_ჰო, რა იყო, თქვენ არ დაგძინებიათ?
_ნუ იბუტები. ნახე ვინ მოდის!-სიყვარულის საკითხებში გამოცდილმა სოფომ ჩემი ფავორიტისკენ გამახედა.
_ააუ, რა ლამაზია ეს დამპალი!-აღმომხდა და თვალები მიმელულა მის დანახვაზე. ამ ბიჭზე მას შემდეგ ვაფრენ რაც იმ წელს შიდა სასკოლო ტურნირში ფეხბურთის ფინალში მის თამაშს ვუყურე. თავს რომ აიქნევდა და ოფლიან თმებს უკან გადაიყრიდა, მაგაზე ხომ სულ ვდებილდებოდი. ამის მერე მთელი კვირა გაშტერებული დავდიოდი. მოკლედ, ეს ბიჭი იდგა ჩემგან მოშორებით, გვერდულად და ვიღაცას (ბიჭს) ელაპარაკებოდა (მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ თურმე ეს „ბიჭი“ ჩემი ძმა იყო, მანამდე ჩემს რჩეულს ვუთვალთვალებდი, მეორისთვის სად მეცალა?!).
_არა, შეხედეთ რა ლამაზი თითები აქვს! გრძელი, თხელი თითები და ლამაზად გაკეთებული ფრჩხილები... ჩემ ძმას კი არ ჰგავს ხერხით გადახერხილს რომ უგავს ხოლმე...-დავამატე.
_უკვე ფრჩხილებზე გადავედით? მე მეგონა ფეხის ზომაზე ვიყავით გაჩერებულები,-დამცინა სოფომ. თვითონ საკმაოდ ხშირად იცვლიდა შეყვარებულებს მე კი პირველად მომწონდა სერიოზულად ვიღაც და მას ალბათ აკვირვებდა, რომ ეს „მოწონება“ ასეთი ძლიერი და მათი ტვინების წამღები იყო.
_არა, მართლა ნახე!-არ მწყენია მისი ირონია. ეს ბიჭი მთლიანად მომწონდა, თავისი ვარცხნილობით დაწყებული და სავსებით ჩვეულებრივი ჩანთითა და სკეიტბორდით დამთავრებული. მის შავგვრემან სახეს, ლურჯ თვალებს და ვნებიან, ანც ტუჩებს ჭკუიდან გადავყავდი. ის კი მგონი, საერთოდაც ვერ მამჩნევდა.
_ოეე, პირი დახურე, სირცხვილია...-მუჯლუგუნი მითავაზა რუსამ. ის იყო დახურვა დავაპირე, რომ შევამჩნიე არც მქონია ღია. გემრიელი ჩქმეტით ვუპასუხე.
_არა, მაინც რა საქმე აქვს ნეტა ასეთი, შენს ძმასთან?
_ვის?
_ვის და შენ რომეოს! გაიღვიძეე!-შუბლზე მომიკაკუნა სოფომ.
_ჩემი ძმა!-ახლაღა დავინახე ვის ელაპარაკებოდა სკოლის პოპულარული ბიჭი- სანდროს, ჩემ ძმას!-არაა, ნამდვილად ჩემზე ელაპარაკება! ალბათ უნდა უთხრას... ნუ... ნებართვა სთხოვოს, რომ მასთან ერთად გავატარო საღამო! ჰო, ნამდვილად მასე იქნება!-თვალები გამიბრწყინდა ჩემი აღმოჩენით გახარებულს და ფეხზე წამოდგომა დავაპირე (ოთხივე სკოლის ეზოში, ხის ჩრდილში ვისხედით გორაკზე), მაგრამ გოგოებმა უკან დამსვეს.
_ან იქნებ უბრალოდ სანდროს სკეიტბორდის თხოვება უნდოდა?-შემომაპარა ნინომ.
_რაა?-კიდევ ერთხელ გადავხედე ბიჭებს და დავინახე როგორ მისცა ჩემ ძმას სკეიტბორდი.-ო, არა! რატომ მაინცდამაინც მე? რა დავაშავე? რა დამსახურებისთვის მერგო ჩემი ძმისნაირი იდიოტი?
_რას გულისხმობ?
_იმას, რომ სახლში მისვლამდე 15-ჯერ მაინც წამაქცევს სანდრო იმ თავისი სკეიტბორდით. სუფთა ბავშვია რა!
_შენზე ერთი წლით დიდია!
_ბავშვია!-დავსვი ბეჭედი და გაბრაზებული წამოვდექი. დღეს მძიმე დღე გელის! მაგრად დადექი დაკო!


შეტყობინება შეასწორა AnasteishA - ორშაბათი, 2010-12-27, 10:16 AM

★Gvanca★თარიღი: ორშაბათი, 2010-12-27, 10:10 AM | შეტყობინება # 2
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
AnasteishA, dzaan magari fikia momewona dasawyisi tan dzaan sasaciloa bevri vicine


bella-vampireთარიღი: ორშაბათი, 2010-12-27, 12:25 PM | შეტყობინება # 3

842
83  +
   ±
Offline
AnasteishA, biggrin biggrin dzalian saxaliso motxrobaa happy advilad ikitxeba da ragacnairia. haerovani biggrin biggrin (sxva sityva ver movdzebne) biggrin ukve dzalian momwons. vatyob, rom win didi mxiaruleba gvelis smile imedia tavebs mal-male dadeb xolme xo? dasrulebuli rom gaaqvs biggrin biggrin happy

♥vampiressa♥თარიღი: ორშაბათი, 2010-12-27, 12:43 PM | შეტყობინება # 4
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
vaime aniii lol ro gadamabjire es sicxiani bavshvii lol chemma daqalma wamikitxa, me vera, tvalebi mewvis. dzaan magari xar, yochag :kiss: awi shegawuxeb xolme komentebiit :* ani tyuila ki ar xar gogo narkotiki, chamakaife exla da debilurad vicinii :love: :kiss:


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

saaaliთარიღი: ორშაბათი, 2010-12-27, 12:50 PM | შეტყობინება # 5
Life sucks either way
990
39  +
85  ±
   ±
Offline
AnasteishA, dzalian sayvareli da saxaliso motxorbaaa biggrin biggrin biggrin biggrin dzalian momwons happy happy winasgan sruiliad gansxvavebuli aris da ravi xshirad dade xolme.. amashic ertguli viqnebi rogorc adre happy happy happy

www.caribbeanpirate.ucoz.com

www.gossipgirl.ucoz.org

mileyთარიღი: ორშაბათი, 2010-12-27, 12:50 PM | შეტყობინება # 6

93
17  +
31  ±
   ±
Offline
au dzaaan magaria sityvebit ver gadmovcem dz dz biggrin biggrin biggrin biggrin shemdegi tavi rodis iqneba??


☆AnasteishA☆თარიღი: ორშაბათი, 2010-12-27, 12:51 PM | შეტყობინება # 7
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
bella-bella, win kidev bevri maimunobebi gvelis... happy happy imedia cota mainc gagegimebat xolme
bella-vampire, hoo, msubuqia dzalian. odnav mainc gaagimebs adamians. ro vwerdi metviton vikrichebodi xolme chemd dawerilze biggrin biggrin ai komptan tu damsvaven xolme ro avkrifo (rveulebshi miweria) mal-male davdeb xolme.
natuka, gifts gifts mixaria tu eg movaxerxee snegurochka xooda sheni narkotiki shentan iqneba suul! da ecdeba axali "kaifebit" mogamaragos biggrin biggrin biggrin biggrin miyvarxarrrr



♥vampiressa♥თარიღი: ორშაბათი, 2010-12-27, 12:52 PM | შეტყობინება # 8
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
AnasteishA, mec magis imedi maqvs snegurochka snegurochka snegurochka snegurochka snegurochka snegurochka snegurochka snegurochka


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

☆AnasteishA☆თარიღი: ორშაბათი, 2010-12-27, 12:54 PM | შეტყობინება # 9
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
saaali, ki ki absoluturad gansxvavebulia. jer imito ro saqartvelozea (samwuxarod amerikuli realobit). ki xshirad davdeb xolme, dzalian gamexardeba tu xshirad vnaxav shen komentars happy happy
miley, happy happy happy happy madlobaaaa... shemdegi tavi xval... tu movaxerxe sheidzleba dgesac avkrifo mara meechveba sad xval uechveli. mixaria rom mogwons



elle____თარიღი: ორშაბათი, 2010-12-27, 2:59 PM | შეტყობინება # 10
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
AnasteishA, dzaaaaaaaaaan mixaria shens fiks rom vxedav :*:*:*:*:* darwmunebuli var esec iseti iqneba rogorc "tavdayira bindi" :*:*:* chemi nichieri googooo xar sheeeeen :*:* dzaaaan damainteresa da icode aqac kaqi baia iyavi da axali tavi male dadeeeee happy happy happy biggrin snegurochka snegurochka snegurochka snegurochka snegurochka snegurochka snegurochka snegurochka snegurochka


☆AnasteishA☆თარიღი: ორშაბათი, 2010-12-27, 3:28 PM | შეტყობინება # 11
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
მეორე თავი

მე-5 გაკვეთილის შემდეგ ბექას კლასში შევიხედე. ბექა კარისკენ ზურგშექცევით იჯდა და ვიღაცას (თავის კლასელს) ელაპარაკებოდა. მის მერხზე ბიოლოგიის წიგნი დავინახე...

_გამარჯობა!
_გამარჯობა!
_ეს შენი ხომ არ არის?-ბიოლოგიის წიგნი გავუწოდე.
_არაა
_არა?-ნირი წამიხდა.
_სად იპოვე?
_თქვენ კლასთან გავლისას... ძირს ეგდო,-უკვე ტყუილის სპეციალისტი გავხდი.
_და რატომ იფიქრე, რომ ჩემია? შიგნით თამო სეხნიაშვილი აწერია,-პირდაღებული დავრჩი. სანამ მოვიპარავდი (დროებით) ყდაზე მაინც შემეხედა.
_იქიდან, რომ... რომ... -ჩემი ტვინი გამალებით ამუშავდა.-ყველას ვკითხე შენ კლასელებს და არავისი არ აღმოჩნდა. ალბათ თამოს ეგონა, რომ წიგნი ჩანთაში ედო.
_არამგონია... ბოლო ორი გაკვეთილია ეძებს. ბიოლოგიის გაკვეთილის მერე ვერ იპოვა... იქნებ იმიტომ გეგონა ჩემი, რომ ჩემს მერხზე დაინახე?
_რა? არაა. საიდან მოიტანე?-ეშმაკურად ჩაიცინა ჩემ დაბნეულობაზე და მოწყალე მზერით დამაჯილდოვა.
_მომეცი, წიგნს მე დავუბრუნებ პატრონს. ასეა თუ ისე, გმადლობ!-თვალი ჩამიკრა და გაბრუნდა (არა, მანამდე ჩანთა მოიგდო ზურგზე).

_აუ, რა ბიჭია!-აღმომხდა, როცა ეს ყველაფერი ჩემ გოგოებს მოვუყევი (ჩემ გოგოებში, რა თქმა უნდა, ნინო, სოფო და რუსა იგულისხმება).
_რა სულელურად მოქცეულხარ! ის მიხვდა რაც გააკეთე და ცუდი წარმოდგენა დარჩებოდა შენზე!-დამტუქსა ნინომ.
_სულაც არა, მადლობაც კი გადამიხადა!
_არა, დაკო! ნინო მართალია, მასე არ უნდა მოქცეულიყავი,-დამიმატა რუსამ.
_საერთოდაც, ჯობია, ჩვენთან შეათანხმო ხოლმე მასეთი მოქმედებები!-ეს უკვე სოფო იყო („ჩვენ“-ში, რა თქმა უნდა, საკუთარ თავს გულისხმობდა).
_კარგით რა. ნუ მეჩხუბებით! რაც მთავარია, ამ ხნის განმავლობაში პირველად გამოველაპარაკე. თვალიც კი ჩამიკრა!
_ვაა, რამხელა რამე მომხდარა! მალე ალბათ გაგიღიმებს კიდეც!-სოფომ დამცინა.
_შენი წასვლის დროა!-შევუბღვირე. უკვე იმ გზაჯვარედინთან ვიყავით, სადაც ერთმანეთს ვშორდებოდით ხოლმე, რადგან ყველა სხვადასხვა მხარეს ვცხოვრობთ, მხოლოდ სოფოს და ნინოს უწევდათ ერთად წასვლა.
_კარგად!
_ხვალამდე!
_დამირეკეთ!
_აბა ჰე!-ესეც ჩვენი დამშვიდობება.
მე გზა პირდაპირ განვაგრძე და ის იყო ამოვისუნთქე (შვებით), რომ ჩემი ძმა ვერ დამეწეოდა, რადგან არსად ჩანდა, რომ გვერდზე სახლის მოფარებული ნაწილიდან რაკეტის სისწრაფით გამოიქროლა ჩემმა საყვარელმა ძამიკომ, დამეჯახა და ჰაერში ამატრიალა. თვითონაც დაეცა და სანამ ავდგებოდით მუშტები ვუთავაზე ყბაში და მკერდში.
_იდიოტო! კრეტინო! რით ვეღარ უნდა გაიზარდო?-მტვერში ამოგანგლული ბორძიკით წამოვდექი. ის კი ისევ ძირს ეგდო და ხორხოცებდა.
_აუ, ვიდეოკამერა უნდა ვიყიდო და დავაფიქსირო ხოლმე შენი სახე ჩემ დანახვაზე. ზუსტად მასეთი სახე ჰქონდათ ალბათ დრაკულას დანახვაზე მის მსხვერპლებს. მაგარი ხარ რა!-სიცილს ვერ იკავებს და ნელა დგება. ხელი ვკარი და ისევ წავაქციე. არ გაბრაზებულა, ისევ სიცილი დაიწყო. გამოვბრუნდი და გზა გავაგრძელე. სპეციალურად არ გავრბივარ, მინდა ვაჩვენო, რომ არ მეშინია მისი. თან უკან გახედვაც მინდა, მაინტერესებს რა დისტანციაზე მომყვება, მაგრამ თავს ძალას ვატან და მედიდურად მივაბიჯებ. ყიჟინი მომესმა. უკან გავიხედე და დავინახე როგორ მოჰქროდა სკეიტზე ამხედრებული ჩემი ძმა, სადაცაა დამეჯახებოდა, რომ... გვერდზე გახტომა მოვასწარი. სანდროს სიჩქარე არ შეუნელებია ისე დაეტაკა ვიღაც გოგოს ზურგიდან მუხანათურად (სწორედ ისე, როგორც მე მიპირებდა წუთის წინ) და ორივენი აყირავდნენ. სწრაფად მივირბინე მათთან.
_ჰეი, ხომ არაფერი იტკინე?-გოგონა წამოვაყენე. ჩვენი ახალი მეზობალი სალი აღმოჩნდა. ამ დროს ჩემი ძმაც წამოდგა. ერთმანეთს დებილებივით უყურებდნენ თვალებში.
_სანდრო, ეს სალია, ჩვენს მოპირდაპირედ ცხოვრობს. სალი, ეს სანდროა, ჩემი ძმა,-მე მგონი, ჩემთვის უფრო ვლაპარაკობდი, ჩემ ნათქვამზე რეაქცია არ ჰქონიათ, ისევ ისე მიშტერებოდნენ ერთმანეთს.-სალი, სანდროს შენ ნომერს თუ მისცემ გაეხარდება. წამოეთრიე, თავგასიებულო!-მივეხმატკბილე ჩემ ძამიკოს, ხელი ვტაცე და ჩვენი სახლისკენ წავათრიე. სალის რომ გავცილდით, არ ვიცი, გამოფხიზლდა თუ რა იყო, ხელში შერჩენილი სკეიტბორდი უცებ ძირს დააგდო, ხელი ჩამავლო და მობზრიალება დამიპირა, მაგრამ მე სწრაფად აღვიქვი არსებული ვითარება (საერთოდ მეხერხება ასეთები) და მიწაზე მედგრად დავდექი.
_გამიშვი!-დავიჭყავლე.-ამისთვის არ მცალია, ძალიან ბევრი საქმე მაქვს. ზღარბი ბაღიდან უნდა გამოვიყვანო, ჭურჭელი უნდა დავრეცხო და დღეს მე ვამზადებ სადილს.
_გაგიშვებ, თუ იმას გააკეთებ ჩვენ რომ ვიცით.
_სანდრო, დედამ დამიბარა რაც უნდა გავაკეთო. თან ფულიც არ მაქვს კიბორჩხალის სალათის ინგრედიენტებისთვის. შენ თუ გაქვს, წადი, იყიდე და იქნებ გაგიკეთო კიდეც.
_ფულს მოგცემ და შენ იყიდე, მე ფიზიკის წრეზე დამაგვიანდება.
_და ზღარბს ვინ გამოიყვანს? ვერ მოვასწრებ!-„ზღარბი“ ჩემი პატარა დაიკო ლიზია. მისი ხუჭუჭა, ულამაზესი თმის გამო შევარქვით ასე. ის ახლა 4 წლისაა და ისე მივაჩვიეთ „ზღარბს“, რომ ლიზის როცა ეძახიან აღარც იხედება ხოლმე.
_მე გამოვიყვან!
_როდის? 9 საათზე? ფიზიკიდან ცურვაზე რომ მიდიხარ, დაგავიწყდა?
_ფიზიკიდან სახლში რომ დავბრუნდები სადილად მაშინ, გენიოსა!
_ოოოჰ, რა მოუშორებელი ჭირი ხარ რა! კარგი, გამიშვი, გამიშვი!-დავნებდი და მისი ხელებისგან დავიხსენი თავი. როგორც იქნა, მივაღწიეთ სახლს.
_ჩემი გასაღები სად წავიდა?-ჩანთაში ვიქექები გამწარებული.
_აჰა, ჩემით გააღე!-მხარზემოთ მაწვდის ძმა, თან იკრიჭება.
_ჩემი გასაღები!-შევძახე და ის იყო ხელი უნდა მეტაცა, რომ ცხვირწინ ამაცალა.-მომეცი! დროზე!-ავყვირდი.
_აიღე, თუ დამიჭერ!-ეშმაკურად მიღიმის. ზურგი ვაქციე და გულ-ხელი დავიკრიფე:
_არა გაგიკეთებ იმ შენ სალათს.
_კარგი, კარგი... აჰა, აიღე. ვიხუმე, რა იყო...-მაშინვე დაჭკვიანდა. ჯერ გამორთმევა დავაპირე, მაგრამ...
_შენთვითონ გააღე! რა დროს ამომაცალე, რომ ვერ გავიგე?
_ეგ პროფესიული საიდუმლოებაა!-შემომცინა და სახლში შემიძღვა.
_ჰო, ეგ ან შენი პროფესიონალიზმის დამსახურებაა, ან...
_...ან შენი სიბენტერის!-მომაძახა, ჩანთა იქვე დააგდო და თვითონ თავისი ოთახისკენ მოკურცხლა. ჩამეღიმა. ვგიჟდები ჩემ ძმაზე. მასაც ძალიან ვუყვარვარ, მაგრამ არცერთი არ ვამჟღავნებთ, სულ ასე ვჩხუბობთ. გასაღები შემოსასვლელში, კარადაზე დავდე, სარკეში ჩავიჭყიტე, ურჩი თმები შუბლიდან გადავიყარე, ჩანთა იატაკზე დავაგდე და სამზარეულოში ვდურთე თავი.

დამატებულია (2010-12-27, 3:28 PM)
---------------------------------------------
elle____, es dzalian msubuqia. iq mteli emociebi da grdznobebi iyo chaqsovili. es ki ufro xasiatze mosayvani da gasartobi tipisaa. imedi maqvs esec mogewoneba snegurochka



elle____თარიღი: ორშაბათი, 2010-12-27, 4:27 PM | შეტყობინება # 12
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
sayvareli tavia dzaaan : )))) drakulas mainc ragaca moudzebne da mainc chans biggrin :D mec egeti sutuacia maqvs chems dzmastan biggrin dzaaan mecno situacia : D biggrin ase gaagrdzele sayvarelo ::*:*


SLYTHIთარიღი: ორშაბათი, 2010-12-27, 6:19 PM | შეტყობინება # 13

259
11  +
   ±
Offline
Quote (AnasteishA)
es dzalian msubuqia. iq mteli emociebi da grdznobebi iyo chaqsovili. es ki ufro xasiatze mosayvani da gasartobi tipisaa. imedi maqvs esec mogewoneba

mee momwons ess !!
dzalian sayvareliaa snegurochka
xoo biggrin da sheni natqvamis ar iyos martla xasiatze mosayvanii happy happy

DiiiK♥თარიღი: ორშაბათი, 2010-12-27, 10:57 PM | შეტყობინება # 14
You're just too good to be true ...
1004
113  +
   ±
Offline
AnasteishA, პრიკოოლიიიი biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin აი მთლიანად პრიკოოლიიიი!!! ვაიმე, რა საყვარეელი მოთხრობააა happy happy happy happy გამახსენა არც ისე შორეული წარსული... ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს კითხვისას happy
მართალია ეს შედარებით მსუბუქია (პირველს რომ შევადაროთ, რათქმაუნდა) მაგრამ ძალიან სახალისოა და სამაგიეროდ ბევრს ვიცინიი... biggrin biggrin biggrin თან მალადეც, ნამდვილად ყოჩაღ, ძალიან კარგად წერდი თავიდანვეე snegurochka snegurochka snegurochka snegurochka snegurochka snegurochka snegurochka snegurochka snegurochka
ალბათ ძამიკომ სალის დაადგა თვალი... მმმ.... biggrin biggrin biggrin biggrin მინდა გამოგიტყდე, რომ ადრე მეც ვწერდი ამდაგვარ რაღაცას და იქ ძმას ახალი მეზობელი უყვარდებოდა biggrin ნუ რაღავ დამთხვევა არმოვაჩინე გაცნობის ეპიზოდში და გამახსენდა.. biggrin ყველა ბავშვი ერთნაირად აზროვნეებს biggrin biggrin biggrin biggrin biggrin



Rob♥Stenთარიღი: ორშაბათი, 2010-12-27, 11:15 PM | შეტყობინება # 15
MrS.Cullen
1458
37  +
   ±
Offline
AnasteishA, surprised surprised surprised surprised surprised surprised surprised surprised surprised surprised surprised davrchi asetad biggrin magaria dzaan biggrin happy happy happy

ფორუმი » Fanfiction » საკუთარი შემოქმედება » 30 კალიბრიანია, 9ასოიანი და იწყება ც-ზე
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 20
  • 21
  • »
ძებნა: