ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
ფორუმი » Fanfiction » საკუთარი შემოქმედება » 30 კალიბრიანია, 9ასოიანი და იწყება ც-ზე
30 კალიბრიანია, 9ასოიანი და იწყება ც-ზე

☆AnasteishA☆თარიღი: ორშაბათი, 2010-12-27, 9:59 AM | შეტყობინება # 1
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
სახელწოდება: 30კალიბრიანია, 9ასოიანი და იწყება ც-ზე
ავტორი: AnasteishA
დისკლეიმერი: პერსონაჟებზე საავტორო უფლებები მეკუთვნის მე
ჟანრი: კომედია, მელოდრამა
სტატუსი: დასრულებულია

ავტორისგან: ეს არის ამბავი 15-16 წლის და-ძმაზე, მათ მხიარულებით, ხრიკებით, თანადგომით აღსავსე ცხოვრებაზე. ეს რომანი 15 წლის ასაკში დავწერე და მკითხველებს ვთხოვ, გაითვალისწინოთ ეს. ვფიქრობ, რომ ამ ასაკის, ან უფრო პატარები უფრო კარგად მიიღებთ ამ რომანს, რადგან ახლა რომ ვკითხულობ რაღაცეები არ მესმის მეთვითონ, მაგრამ თქვენხელა ალბათ, ასე ვფიქრობდი. ახლა კი, და-და-და-დააააამ!


თავი 1

თავი 2

თავი 3

თავი 4

თავი 5

თავი 6

თავი 7

თავი 8

თავი 9

თავი 10

თავი 11

თავი 12

თავი 13

თავი 14

თავი 15

თავი 16

თავი 17

თავი 18

თავი 19

თავი 20

თავი 21

თავი 22

თავი 23

თავი 24

თავი 25

თავი 26

თავი 27

თავი 28

თავი 29

თავი 30

თავი 31

თავი 32

თავი 33

გადმოსაწერი ლინკი


პირველი თავი

ჯანდაბა! ისევ დამაგვიანდა სკოლაში! მაღვიძარამ რატომ არ დარეკა?
_დედაააა! მაღვიძარა შენ გამომირთე?
_გამოგირთე? როდის დააყენე რომ გამომერთო?
_ჯანდაბა!
_წესიერად ილაპარაკე! და დროზე ჩაიცვი, დაგაგვიანდა!
სწრაფად წამოვხტი და სკამზე სათუთად გადაფენილ სკოლის ფორმას ვეცი. სასწრაფოდ ჩავიცვი, თმები სარკეში ჩაუხედავად გავიკვანძე უკან ცხენის კუდივით, ჩანთას დავტაცე ხელი და ჰერი-ჰერი სკოლისაკენ!
როგორც ყოველთვის, დამაგვიანდა! მასწავლებელს მშვენიერი ზღაპარიც ვაგემე, რომ დილით დედა ცუდად გახდა და სასწრაფოს მანქანით მისი საავადმყოფოში წაყვანა მოგვიხდა და მარტო ვერ გავუშვი, ამიტომ იძულებული გავხდი მეც გავყოლოდი. თან დავამატე, რომ არ გამოვრიცხავდი დედა ფეხმძიმედაც ყოფილიყო. ის იყო მასწავლებელმა თანაგრძნობით შემომხედა (ხანდახან მიმართლებს გულუბრყვილო მასწავლებლებში) და ჩემ ადგილზე მიმითითა დაჯექიო, რომ ჩვენი კლასის ყველაზე მეტიჩარა გოგომ, თამთამ ჩუმად ჩამისისინა:
_დაკო, დედაშენი ისე ხშირად „ხდება“ ცუდად, ყველა ჯერზე თუ ფეხმძიმედ იყო, ახლა წესით მთელი საფეხბურთო გუნდი უნდა გყავდეთ სახლში,-ცბიერი ღიმილით დააბოლოვა.
_ჰაჰა, რა ხუმარა ხარ!-დავეჯღანე თავხედს.
_ერთხელაც იქნება დედაშენი გაიგებს რა ხშირად „ხდი ცუდად“ და მერე დახმარებისთვის ჩვენ არ მოგვმართო,-ეს ჩემი სამეგობროს ტვინიკოსა, სახელად ნინო იყო.
_გაკვეთილს უსმინე!-მასწავლებელზე ვანიშნე თვალებით და ისეთი გამომეტყველება მივიღე, თითქოს იმ წუთში მისის „მჭევრმეტყველი იდიოტის“ ლექციაზე მეტად არაფერი მაინტერესებდა...
_აბა, მოგვიყევი რა მოხდა?-მთხოვა ლანჩის დროს ჩემსავით გადარეულმა, ცალკიკინიანმა რუსამ.
_დამეძინა!-გოგოებს სიცილი აუტყდათ.
_ჰო, რა იყო, თქვენ არ დაგძინებიათ?
_ნუ იბუტები. ნახე ვინ მოდის!-სიყვარულის საკითხებში გამოცდილმა სოფომ ჩემი ფავორიტისკენ გამახედა.
_ააუ, რა ლამაზია ეს დამპალი!-აღმომხდა და თვალები მიმელულა მის დანახვაზე. ამ ბიჭზე მას შემდეგ ვაფრენ რაც იმ წელს შიდა სასკოლო ტურნირში ფეხბურთის ფინალში მის თამაშს ვუყურე. თავს რომ აიქნევდა და ოფლიან თმებს უკან გადაიყრიდა, მაგაზე ხომ სულ ვდებილდებოდი. ამის მერე მთელი კვირა გაშტერებული დავდიოდი. მოკლედ, ეს ბიჭი იდგა ჩემგან მოშორებით, გვერდულად და ვიღაცას (ბიჭს) ელაპარაკებოდა (მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ თურმე ეს „ბიჭი“ ჩემი ძმა იყო, მანამდე ჩემს რჩეულს ვუთვალთვალებდი, მეორისთვის სად მეცალა?!).
_არა, შეხედეთ რა ლამაზი თითები აქვს! გრძელი, თხელი თითები და ლამაზად გაკეთებული ფრჩხილები... ჩემ ძმას კი არ ჰგავს ხერხით გადახერხილს რომ უგავს ხოლმე...-დავამატე.
_უკვე ფრჩხილებზე გადავედით? მე მეგონა ფეხის ზომაზე ვიყავით გაჩერებულები,-დამცინა სოფომ. თვითონ საკმაოდ ხშირად იცვლიდა შეყვარებულებს მე კი პირველად მომწონდა სერიოზულად ვიღაც და მას ალბათ აკვირვებდა, რომ ეს „მოწონება“ ასეთი ძლიერი და მათი ტვინების წამღები იყო.
_არა, მართლა ნახე!-არ მწყენია მისი ირონია. ეს ბიჭი მთლიანად მომწონდა, თავისი ვარცხნილობით დაწყებული და სავსებით ჩვეულებრივი ჩანთითა და სკეიტბორდით დამთავრებული. მის შავგვრემან სახეს, ლურჯ თვალებს და ვნებიან, ანც ტუჩებს ჭკუიდან გადავყავდი. ის კი მგონი, საერთოდაც ვერ მამჩნევდა.
_ოეე, პირი დახურე, სირცხვილია...-მუჯლუგუნი მითავაზა რუსამ. ის იყო დახურვა დავაპირე, რომ შევამჩნიე არც მქონია ღია. გემრიელი ჩქმეტით ვუპასუხე.
_არა, მაინც რა საქმე აქვს ნეტა ასეთი, შენს ძმასთან?
_ვის?
_ვის და შენ რომეოს! გაიღვიძეე!-შუბლზე მომიკაკუნა სოფომ.
_ჩემი ძმა!-ახლაღა დავინახე ვის ელაპარაკებოდა სკოლის პოპულარული ბიჭი- სანდროს, ჩემ ძმას!-არაა, ნამდვილად ჩემზე ელაპარაკება! ალბათ უნდა უთხრას... ნუ... ნებართვა სთხოვოს, რომ მასთან ერთად გავატარო საღამო! ჰო, ნამდვილად მასე იქნება!-თვალები გამიბრწყინდა ჩემი აღმოჩენით გახარებულს და ფეხზე წამოდგომა დავაპირე (ოთხივე სკოლის ეზოში, ხის ჩრდილში ვისხედით გორაკზე), მაგრამ გოგოებმა უკან დამსვეს.
_ან იქნებ უბრალოდ სანდროს სკეიტბორდის თხოვება უნდოდა?-შემომაპარა ნინომ.
_რაა?-კიდევ ერთხელ გადავხედე ბიჭებს და დავინახე როგორ მისცა ჩემ ძმას სკეიტბორდი.-ო, არა! რატომ მაინცდამაინც მე? რა დავაშავე? რა დამსახურებისთვის მერგო ჩემი ძმისნაირი იდიოტი?
_რას გულისხმობ?
_იმას, რომ სახლში მისვლამდე 15-ჯერ მაინც წამაქცევს სანდრო იმ თავისი სკეიტბორდით. სუფთა ბავშვია რა!
_შენზე ერთი წლით დიდია!
_ბავშვია!-დავსვი ბეჭედი და გაბრაზებული წამოვდექი. დღეს მძიმე დღე გელის! მაგრად დადექი დაკო!


შეტყობინება შეასწორა AnasteishA - ორშაბათი, 2010-12-27, 10:16 AM

dodoთარიღი: კვირა, 2011-01-02, 8:37 PM | შეტყობინება # 76

267
66  +
69  ±
   ±
Offline
arapers ubralod dzalian miiiiiy:***** happy happy happy happy happy

☆AnasteishA☆თარიღი: კვირა, 2011-01-02, 9:12 PM | შეტყობინება # 77
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
მეცამეტე თავი

ყველა ერთმანეთში ავირიეთ, ვისი ხელი სად იწყებოდა და ფეხი სად მთავრდებოდა ვერ გაარკვევდა კაცი. საცოდავი ლიზი სულ გაიჭყლიტა. ცოტა მივეხმარე და, როგორც იქნა, გამოძვვრა. ახლა იქვე დამდგარი გვგულშემატკივრობდა და დაგვცინოდა.
_გამიშვი, მეტკინა!-შევყვირე უცებ შემზარავად. ისე მომჭყლიტეს, ძლივსღა ვსუნთქავდი.
_გაუშვი!-შეუბღვირა სანდრომ ბექას.
_მე რა გავუშვა, შენ თვითონ გამიშვი!
_სანდრო, მომტყდა ხელი! აეგდები თუ დაველოდოთ სანამ შეხორცდება?-ამოვიკნავლე ისევ.
_ადექი! მე ხელი არ მიკიდია!-მითხრა სანდრომ და მეც წამოვიწიე იმით გახარებულმა, რომ ჩემმა ხერხმა გაჭრა. ცალი ხელით ბექას დავეყრდენი სახეზე (და ყბა მოვუნგრიე მგონი), მეორე ხელით მიწაზე და შემთხვევით ერთი ფეხი სანდროს დავაბიჯე მუხლის უკან და ცოტა ქვემოთ რბილობზე. სანდრომ შეჰყვირა და კინაღამ ძირს დამცა ისევ, ძლივს მოთოკა ნერვები.
_ბოდიში, ბოდიში, არ მინდოდა!-გულწრფელად ვუთხარი და ლიზის გვერდით ჩავჯექი მიწაზე. ისინიც წამოჯდნენ ჩვენს პირდაპირ.
_დავიღალე!-ვთქვი, თან ისევ ვხვნეშოდი დაღლილობისგან.
_დაღლა ჩვენ გვკითხე!
_ბექა!-გაისმა უცებ. ყველამ სტადიონის შემოსასვლელისკენ გავიხედეთ და ორი გოგო და სამი ბიჭი დავინახეთ, ზუსტად იმ წუთას შემოსულიყვნენ. ერთადერთი, ვინც ვიცანი, გვანცა იყო და ღმერთს მადლობა ვუთხარი, რომ მათ მოსვლამდე დავასრულეთ მტვერში კოტრიალი.
_ცოტნე!-დაუძახა ბექამ და ფეხზე წამოდგა.-დაგაგვიანდათ!
_ჰო გვანცა დაგვაგვიანა! ნახევარი საათი იკაზმებოდა,-თქვა იმ ბიჭმა, ვისაც ბექამ ცოტნე დაუძახა. მის ხსენებაზე გვანცა გაინაზადა მორცხვად გაიღიმა. მეორე გოგოს გადავხედე- რა თქმა უნდა! გვანცას მუდმივი თანმხლები და საუკეთესო მეგობარი, თიკა იყო. მე და სანდროც წამოვდექით.
_ბავშვებო, ეს სანდრო და მისი და- დაკოა, გაიცანით!-თქვა ბექამ, შემდეგ კი ჩვენ მოგვიბრუნდა.-ესენი ჩემი ძმაკაცები, ცოტნე და გუგა არიან. ეს ირაკლია, გვანცას ძმა. გვანცას და თიკას მგონი იცნობთ ხო სკოლიდან?
_სასიამოვნოა...-ჩავილაპარაკე და სადად გავუღიმე ბიჭებს, მერე კი გვანცას თვალი თვალში გავუყარე.
_ჩვენთვისაც,-ერთდროულად თქვეს ბიჭებმა.
_ყველამ უნდა ვითამაშოთ?-პრეტენზიული ხმით იკითხა გვანცამ და მხარზე კეკლუცად ჩამოყრილი ლამაზი კულულები ზურგსუკან გადაიყარა.
_კი, ყველამ გარდა...-თქვა ბექამ, მერე რაღაც გაახსენდა, უკან მობრუნდა და ლიზი შერჩა ხელში.-ლიზის გარდა. ლიზი ჩვენი მაყურებელი იქნება, ხო, ლიზი?
_ქო,-დაუდასტურა ზღარბმა და ფოფინა თვალები შეანათა.
_თქვენი დაა?- მე და სანდროს შემოგვხედა ირაკლიმ და ლიზისთან დაიხარა.
_რა საყვარელი თმები გაქვს!-პასუხს არ დალოდებია, ისე გააგრძელა.-იცი, რომ ძალიან ლამაზი და საყვარელი ხარ?
_ალა.
_რა გქვია?
_ლიზი ჰქვია,-ვუპასუხე, სანამ ლიზი „ზღარბ“-ის სათქმელად პირის გაღებას მოასწრებდა.
_შემოგევლე,-უთხრა ირაკლიმ და ლოყები ჩაუკოცნა.
_ირაკლი! ჩვენ მგონი სათამაშოდ მოვედით აქ!-შეახსენა გვანცამ.
_თქვენ განაწილდით და მე ამ პატარა ზღარბუნიას...-მე და სანდრომ ერთმანეთს გადავხედეთ და ჩაგვეღიმა.-...კარგ ადგილზე დავსვამ და მოვალ,-მაღლა აღმართული სკამებისკენ წაიყვანა ლიზი და, თქვენ წარმოიდგინეთ, გუგა და ცოტნეც მათ გაჰყვა, თან ლიზის თმაზე ეფერებოდნენ.
_ვინღა უნდა გავნაწილდეთ?-გაეცინა ბექას.
_შენი და რატომ არ წამოვიდა? არ უყვარს ფეხბურთი?-ვკითხე.
_ჰო, არ უყვარს. არ უყვარს კი არა, ვერ იტანს. ზოგი აქ მყოფიც მხოლოდ ხათრის გულისთვის მოვიდა...-თქვა და გვანცას და მის მეგობარს გადახედა. ისინი ცოტა კი შეიშმუშნენ, მაგრამ გვანცა არ შეეპუა სიტუაციას და ცოტა ხმამაღლა განაცხადა:
_აბა, ვინ ვის მხარეზე იქნება?
_მოიცა, მოვიდნენ ჯერ და...-უთხრა ბექამ, მერე ბიჭებს გახედა და ხელი დაუქნია, მოდითო
_მე და დაკო უეჭველი ერთ გუნდში ვართ, მოსულა?-თქვა სანდრომ.
_მოსულა!-გაეცინა ბექას.
_ჰოდა, თუ „მოსულა“, აქ ისეთებს ჩაგიტარებთ ახლა...-გაიცინა სანდრომაც და ორივე ხელისგული წინ გამოიშვირა, მეც დავარტყი. ამ დროს, ბიჭებიც მოვიდნენ.
_რა ხდება?
_სანდრო და დაკო ერთ ჯგუფში არიან. თიკა და გუგა იქნებიან მათთან, კარგი?-თქვა ბექამ.
_კარგი,-ჩვენსკენ დადგნენ დასახელებულნი. თიკას არ ესიამოვნა მაინცდამაინც, სევდიან მზერას არ აცილებდა გვანცას, ის კი კმაყოფილი იყო იმით, რომ ბექას მხარეს ითამაშებდა.
_ვაპროტესტებ!-თქვა სანდრომ.-ჩვენ გუნდში ორი გოგოა!
_სამაგიეროდ, გუგაა თქვენს მხარეს, ძალიან მაგრად თამაშობს.
_კარგი, კარგი...-დაყაბულდა სანდრო. ბექამ ბურთი ამოიღო ზურგჩანთიდან. თამაში დაიწყო. ჩვენ დავიწყეთ. კარში თიკა ჩავაყენეთ, მაგრამ გვანცას ორი გოლი უპრობლემოდ რომ გაუშვა, მერე კი იკადრა სანდრომ კარში ჩადგომა. მე ჩამაყენებდნენ, სანდროს რომ არ სცოდნოდა, რომ კარში დგომას ვერ ვიტან. შემტევი ფეხბურთი მიყვარს. გუგა მართლა მაგრად თამაშობდა. ირაკლის თითო გოლი გავუტანეთ. 2:2 იყო ანგარიში. ბურთით ბექა იყო, ვემატავებოდი და წამაქცია, თან დამცინოდა. ლიზის კისკისის ხმა მომესმა, ავხედე- წყნარად იჯდა თავისთვის და ჩემზე იცინოდა. სწრაფად წამოვხტი. გუგა დაეწია ბექას და ჩაუჭრა, ბურთი გვერდზე გავარდა, მე და გვანცა გავეკიდეთ. ხელი მკრა, მაგრამ ვერ დამაგდო, გავუსწარი, ბურთი წინ გავიგდე, ირაკლის კარისკენ. გუგას მივეცი პასი, გუგამ-თიკას. ის აშკარად არ ელოდა და დაიბნა. ამ დროს, გვანცა მივარდა და ბურთი აართვა. სანდროსკენ მიჰქროდა.
_შეწყდა თამაში! ერთი წუთით!-დაიძახა სანდრომ, მაგრამ ვინ მოუსმინა? გვანცამ კარში დაარტყა, მაგრამ სანდრომ იოლად აიღო ბურთი.
_ერთი წუთით!-დაიძახა ისევ.-ასე არ გამოვა! ის გოგონა აჯობებს თქვენ გუნდში იყოს და სამმა ხუთზე ვითამაშოთ! თქვენ მოთამაშეს უწყობს ხელს! ჯერ ორი გოლი გაატანინა და ახლა პასი მისცა.
_პასი არ მიმიცია!-გესლიანად ჩაილაპარაკა თიკამ.
_ჰო, არ მიგიცია, უბრალოდ ბურთი დაუთმე. დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ!-არ შეეპუა სანდრო.
_სამი ხუთზე არ გამოვა, მე ვიქნები თქვენს მხარეს!-ჩვენთან მოირბინა ირაკლიმ.
_ირაკლი!-თვალები დაუბრიალა ძმას გვანცამ. ალბათ ღალატად თვლიდა მის ნათქვამს.
_ეე, მაგას რა აზრი აქვს? შენ მაგის ძმა ხარ...-გაიცინა სანდრომ.
_არა, მე და ჩემი და სხვადასხვა პოლუსზე ვართ, ხელი რატომ უნდა შევუწყო?!-გაეცინა ირაკლის.
_კარგი, მასე იყოს,-ხმა ამოიღო ბექამაც და თამაში განახლდა. დაღამებამდე ვითამაშეთ და კარგად დავიღალეთ. სიმართლე რომ გითხრათ, დიდად ვისიამოვნე ამ თამაშით. ანგარიში 8:4 იყო ჩვენს სასარგებლოდ. ის ორი გოლიც ბექამ გაგვიტანა. ცოტნე კარგ პასებს იძლეოდა, მაგრამ გოგოები უფუჭებდნენ. ერთი-ორი პასი მეც გავუფუჭე ირაკლის და გუგას, მაგრამ თამაში რომ დავამთავრეთ, მაინც მაქეს და მადიდეს მაგრად თამაშობო. სანდრო კარიდან მგულშემატკივრობდა.
_მიდი, დაკო, მიდი! აი, ეგრე! ყოჩაღ! ნახეთ, რა მოატყუა? ჩემი დაა!-სიამაყით ყვიროდა აღფრთოვანებული.
_აღარ დავამთავროთ?-დავიძახე.
_კი, როცა ანგარიშს გავათანაბრებთ და გაგისწრებთ!-მიპასუხა ბექამ.
_მაშინ ძალიან დიდხანს მოგვიწევს თამაში. დარწმუნებული ხარ, რომ შენი თანაგუნდელები მაგდენ ხანს გაძლებენ?-ვკითხე და სიცილი ამიტყდა: თიკა კარის ძელს ეკონწიალებოდა, გვანცა ძირს იყო ჩამჯდარი, ცოტნეს ბექასთვის ჰქონდა ხელი გადახვეული და სულს ძლივს ითქვამდა. არც ჩვენ ვიყავით უკეთეს დღეში, მაგრამ ლაპარაკის ხალისი ჯერ კიდევ შემომრჩენოდა. ბექას გახედა გვანცას და თიკას, ცოტნესაც მოხედა და მერე თქვა:
_კარგი, დღეისთვის საკმარისია! სამარცხვინო ანგარიში კია, მაგრამ... არაუშავს, სხვა დროს, უკეთესად მოვემზადებით,-თქვა გულდაწყვეტილმა და მაყურებლისთვის განკუთვნილი სკამებისკენ წავიდა. დანარჩენებიც მას მიყვნენ. ზემოდან ლიზიმ ჩამოირბინა და ბექას მიუჯდა გვერდით:
_დაიგალე?-ჰკითხა.
_ჰო, დავიღალე, თან მაგრად...-ყველანი სკამებზე დასხდნენ, მე კი მათ წინ, მიწაზე. მანამდე ჩემი ზურგჩანთა მოვათრიე და იქიდან პატარა პირსახოცი ამოვაძვრინე.
_კარგი იყო, არა?-თქვა გუგამ, ცოტა სული რომ მოვითქვით.
_მე მაგრად მომეწონა,-ვთქვი.-იმედია, კიდევ ვითამაშებთ სხვა დროს.
_აუცილებლად,-დაამატა ცოტნემ.
_აბა რა, რევანში ხომ უნდა ავიღოთ?-მხიარულად თქვა ბექამ.
_ოღონდ უჩვენოდ!-განაცხადა დაბოღმილმა გვანცამ. ის და თიკა ფეხზე წამოდგნენ.-ირაკლი, მოდიხარ სახლში?
_ჯერ არა.
_მარტო გამიშვებ?
_მე გაგაცილებთ,-ფეხზე წამოდგა ცოტნე.
_ასე ადრე რატომ მიდიხართ? ცოტა ხანი ვიყოთ და მერე ყველა ერთად წავიდეთ!-შესთავაზა ბექამ.
_არა, მეჩქარება! საზიზღარი ოფლის სუნი ამდის, სასწრაფოდ წყალი უნდა გადავივლო!-თქვა და თიკასთან ერთად წაცუხცუხდა, ცოტნეც მათ მიყვა.
_რამ გააბრაზა?-ჰკითხა ბექამ ირაკლის.
_რა ვიცი, ეგ სულ ეგეთი ბუზღუნაა.
_მგონი, ჩემი წასვლის დროც მოვიდა!-ვთქვი და წამოვიწიე.
_გაგაცილებ!
_გაგაცილებ!-ერთდროულად თქვეს ირაკლიმ და გუგამ. პირი დამრჩა ღია.
_მმ... ისა... ჩემი ძმა აქაა, გაცილება არ მინდა...-სანდრომ ეჭვით გადახედა ბიჭებს.
_წავედით?-წამოდგა ბექა, თან უცნაურად ეღიმებოდა.
_წავიდეთ!-ფეხზე წამოდგა სანდროც. ბექამ ლიზის მოკიდა ხელი და გასასვლელისკენ წაიყვანა.
_უუკაცრავად!-დავიძახე დამფრთხალმა.-ხომ არაფერი გავიწყდებათ?
_ეგენი გამოგაცილებენ!-იყო პასუხი.
_მაპატიეთ... მეჩქარება... სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა, კარგი თამაში იყო... იმედია, კიდევ გნახავთ... აბა, კარგად...-ვთქვი, ჩანთას ხელი ვტაცე და ბექას და სანდროს გავეკიდე.
_სუფთა იდიოტები ხართ!-შევამკე.
_რატომ?
_ორ უცნობს შემატოვეთ ხელში.
_მერე რა, არ იკბინებიან!-მითხრა ბექამ. მრისხანებით გადავხედე, მერე სანდროს დავუდექი გვერდზე და სახლში მისვლამდე ხმა არ ამომიღია.
_კარგად ბრძანდებოდეთ!- ვთქვი ისე, რომ არც შემიხედია ბექასთვის და კარის სახელური ჩამოვწიე. ცალი ფეხი უკვე სახლში მქონდა შედგმული, რომ მკლავში ჩამავლო ხელი ბექამ.
_მოიცა!-გაკვირვებულმა მოვხედე.
_წამოდი, ლიზი, შენი ძილის დროა...- სანდრომ სახლში შეიყვანა ლიზი, თან თვალი ჩამიკრა.
_კაქათ!-უთხრა ლიზიმ ბექას. კარები რომ მიიხურა, მერეღა მივუბრუნდით ერთმანეთს მე და ბექა.
_რა დაგემართა?-მკითხა მან.
_რას გულისხმობ?
_ყველაფერს!
_მაინც?
_სკოლაში რა იყო ის?
_რა „ის“?
_ვითომ ვერ ხვდები!
_არაფერი არ ყოფილა.
_იდიოტს ვგავარ?-შემეკითხა.
_გულწრფელად გითხრა?-დავცინე.
_მისმინე, გინდა ჩემთან ურთიერთობა, თუ არა?
_რა?-ვიფიქრე, ხომ არ მომეყურა-მეთქი.
_ჩემი დანახვა ხომ არ გაღიზიანებს-მეთქი?
_არა, რატომ?
_ჰოდა, ძალიან კარგი, მაშინ ხვალამდე!-თქვა და გაბრუნდა, მე კი გაკვირვებული შევედი სახლში...



------თარიღი: კვირა, 2011-01-02, 9:16 PM | შეტყობინება # 78
from porcelain, to ivory, to steel.
1183
49  +
   ±
Offline
AnasteishA, aa, ar vicodi akrefili tu ar gqonda,me aqve vbechdav xolme da happy
axali tavic dzalian momcons, yochag happy semdegs velodebi happy

saaaliთარიღი: კვირა, 2011-01-02, 10:06 PM | შეტყობინება # 79
Life sucks either way
990
39  +
85  ±
   ±
Offline
AnasteishA, magari tavi iyo esec.. ara ra es gvanca ra yvelapershi ekvexeba biggrin biggrin biggrin Requiem for a dream ese qvia im pilms da cota ar iyos mdzime sayurebelia.. winaswar gagaprtxile mainc smile smile dramaa

www.caribbeanpirate.ucoz.com

www.gossipgirl.ucoz.org

bachia_bachia555თარიღი: კვირა, 2011-01-02, 10:37 PM | შეტყობინება # 80

206
19  +
33  ±
   ±
Offline
zaan momewona...velodebi gagrzeleba:***

elle____თარიღი: კვირა, 2011-01-02, 10:43 PM | შეტყობინება # 81
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
dzaaaaaaaaaan shakaleli taviaaaa :*:*:*:*:* jgalbi magari rojaa dzaaaan :*:*:*:*:* yochaaag sayvareloooo happy happy happy happy happy happy happy happy


dodoთარიღი: კვირა, 2011-01-02, 11:27 PM | შეტყობინება # 82

267
66  +
69  ±
   ±
Offline
au dzaan magari xar anasteishaa miiy:*] au am beqasac kargad hyvarebia tavis dapaseba? miyvars beqa happy happy happy happy happy happy dakos movklav ra ra saqcielia exla ess happy happy happy xo miigo kidevac:D:D:D:d dzaan magari tavi iyooo coool smile smile smile smile smile smile smile smile smile

დამატებულია (2011-01-02, 11:24 PM)
---------------------------------------------
au dzaan magari xar anasteishaa miiy:*] au am beqasac kargad hyvarebia tavis dapaseba? miyvars beqa happy happy happy happy happy happy dakos movklav ra ra saqcielia exla ess happy happy happy xo miigo kidevac:D:D:D:d dzaan magari tavi iyooo coool smile smile smile smile smile smile smile smile smile

დამატებულია (2011-01-02, 11:24 PM)
---------------------------------------------
au dzaan magari xar anasteishaa miiy:*] au am beqasac kargad hyvarebia tavis dapaseba? miyvars beqa happy happy happy happy happy happy dakos movklav ra ra saqcielia exla ess happy happy happy xo miigo kidevac:D:D:D:d dzaan magari tavi iyooo coool smile smile smile smile smile smile smile smile smile

დამატებულია (2011-01-02, 11:27 PM)
---------------------------------------------
shemdeg tavs velodebi moutmenlaad happy happy happy imedia xvalamde akrifav biggrin biggrin smile smile smile gifts gifts gifts gifts newyear newyear newyear newyear newyear newyear beard

დამატებულია (2011-01-02, 11:27 PM)
---------------------------------------------
shemdeg tavs velodebi moutmenlaad happy happy happy imedia xvalamde akrifav biggrin biggrin smile smile smile gifts gifts gifts gifts newyear newyear newyear newyear newyear newyear beard


♥vampiressa♥თარიღი: ორშაბათი, 2011-01-03, 0:28 AM | შეტყობინება # 83
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
aniiiii chemi nichieri gogooooo happy happy happy happy happy happy happy vaime ra magari iyoo aaa, ai dzalian magari magra momewona. au gvanca ra dzerskiaaa lol miyvarxar sixarulii


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

★Gvanca★თარიღი: ორშაბათი, 2011-01-03, 11:46 AM | შეტყობინება # 84
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
AnasteishA,yochag Ani dzaan magari tavi iyo momewona is gvanca ra degenerati vigacaa chemi sexnia mainc ar iyos biggrin biggrin biggrin biggrin velodebi shemdeg tavs happy happy snegurochka snegurochka


dodoთარიღი: ორშაბათი, 2011-01-03, 1:20 PM | შეტყობინება # 85

267
66  +
69  ±
   ±
Offline
velodebit anushkebiisss:************ chemi siforcxlee

bella-vampireთარიღი: ორშაბათი, 2011-01-03, 2:21 PM | შეტყობინება # 86

842
83  +
   ±
Offline
AnasteishA, vaimeeeeeeeee aniiiiiiii. ra magari tavi iyooo. dzaan momewonaaaa :love: daboloeba xom saertoood. ra sayvarelia beqa happy im or bichtan ertad rogor miatovees biggrin iraklis da gugas moewonat dako? biggrin auu lizisnairi da mec minda raaaa. ra sayvarelia :love: da ise sandroc magari tipia. egeti dzmac minda biggrin biggrin movindome raaa biggrin biggrin gvanca ra sazizgaria angry biggrin mooutmenlad velodebi axal taaavs. genacvale, dzalian nichieri xar anii snegurochka snegurochka snegurochka

♥vampiressa♥თარიღი: ორშაბათი, 2011-01-03, 2:33 PM | შეტყობინება # 87
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
anuki sixarulo axali tavi rodis iqneba? nu mtoveb xolme ra lomkashii biggrin


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

☆AnasteishA☆თარიღი: ორშაბათი, 2011-01-03, 5:23 PM | შეტყობინება # 88
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
[color=purple]მეთოთხმეტე თავი[/color]

მეორე დღეს დილიდანვე ვცდილობდი გოგოებს გამოვლაპარაკებოდი.ბოლოს როგორც იქნა მომცეს „ყველაფრის ახსნის“ საშუალება (რა უნდა ამეხსნა, დღემდე არ ვიცი...), მაგრამ ვინ გაცალა? ბექა დაგვადგა თავზე, გოგოებს მიესალმა და მერე მე მომიბრუნდა:
_აბა, როგორა ხარ? გუშინდელს მერე, ალბათ გაგიჭირდა დილას ადგომა,-შემომცინა გულღიად.
_არა, სულაც არ გამჭირვებია!-მოვუჭერი და გოგოებისკენ შემოვბრუნდი, მაგრამ ისინი უკვე წასულიყვნენ, სკოლის შენობაში შედიოდნენ.
_რას იბღვირები, ცუდ ხასიათზე ხარ?
_ვერ დაინახე? ველაპარაკებოდი!
_მერე, მე გავაქციე?
_არ გვაცადე ლაპარაკი და...
_კარგი, კარგი. მაგას ჯობია მკითხო აქ რატომ ვარ.
_რას ნიშნავს აქ რატომ ხარ? დღეს სასწავლო დღეა!
_ეგ ხო, მაგრამ... რატომ მოვედი შენთან, ეგ მკითხე-მეთქი.
_გისმენ.
_არა, მკითხე,-რაღაც ძაან აცანცარებული მეჩვენა.
_რატომ მოხვედი ჩემთან?-ვკითხე, უკვე მოთმინების ფიალა მევსებოდა.
_ჩვენს სკოლას გოგოების ფეხბურთის გუნდი არ ჰყავს...
_ეგ ვიცი, მერე?
_მოვითხოვე ჩვენს გუნდში გოგოებიც დაეშვათ...
_რაა?-გულწრფელად გამიკვირდა. ამაზე ვერც კი ვიოცნებებდი...
_გუშინ შენი თამაში ვნახე. შენნაირად ჩვენი გუნდის ბევრი ბიჭი ვერ თამაშობს.
_მერე, რა გითხრეს?
_10 წუთში სტადიონზე უნდა იყო. შეგამოწმებენ და მერე შეიძლება მიგიღონ. როგორც თქვეს, განაწესში არ წერია გოგოები არ დაიშვებიანო.
_ანუ... მე შანსი მაქვს...
_შანსი კი არა, ჩათვალე უკვე გუნდში ხარ!-დამაიმედა.-მე წავალ, შენს მასწავლებელს გავაფრთხილებ რომ დაგაგვიანდება და სტადიონზე მოვალ.
_დაგელოდები და ერთად...-შევთავაზე.
_არა, არა. არ უნდა დააგვიანო. მათთვის დიდი მნიშვნელობა აქვს...
_კარგი,-გავაწყვეტინე.-მალე მოდი,-სტადიონისკენ წავედი. ფეხბურთზე არ ვგიჟდებოდი, მაგრამ თამაში ძალიან მსიამოვნებდა და ბევრჯერ მიოცნებია ჩვენ სკოლას გოგოების გუნდიც ჰყოლოდა, ახლა კი...
სტადიონზე მივედი და ჩვენი ფიზ. კულტურის მასწავლებელს და საფეხბურთო გუნდის მწვრთნელს მივესალმე.
_დაკო!-გაუკვირდა მასწავლებელს.-ბექას არ უთქვამს, რომ ეს შენ იყავი.
_დაავიწყდა ალბათ,-ჩავიბურტყუნე.-...თქმა,-დავამატე მოგვიანებით.
_ცოტა გავხურდეთ და ბექაც შემოგვიერთდება,-სათითაოდ მესროდნენ პასებს. მერე მწვრთნელი კარში ჩადგა და გოლების გატანა დამავალა. ძალიან მაგარი მეკარე იყო, ჩემ ყველა განზრახვას მიხვდა, თუმცა ერთი გოლის გატანა მაინც მოვახერხე.
_ყოჩაღ! ყოჩაღ! ბექა, ეს რა გოგო მომიყვანე?-დაუძახა მწვრთნელმა ბექას, რომელიც სწორედ იმ წუთას მოსულიყო.
_რაზე ამბობთ? მე ხომ ერთი გოლი ძლივს გაგიტანეთ?-ამოვიკნავლე დარცხვენილმა.
_რამდენჯერ სცადა?-გაეცინა ბექას.
_20-ჯერ.
_რაა?-გაოცდა ბექა.-20-დან ერთი გაუტანე მერაბ ჭითანავას?-ყურებს არ უჯერებდა ბექა.
_ჰო, რა ვქნა, მეტი ვერ მოვახერხე,-ძალიან ვნერვიულობდი, უკვე ხელი ჩავიქნიე გუნდში მოხვედრაზე.-წავიდე?-ვთქვი საცოდავად, ჩემი იმედები, უეცრად წამოჭრილი ოცნებები ერთბაშად ჩაიფუშა. ჩემ ნათქვამზე სამივემ სიცილი დაიწყეს.
_მე, პირველად რომ მოვედი, ამ სტადიონზე 50 ცდიდან ვერცერთი გოლი ვერ გავიტანე,-ამიხსნა ბექამ.-მართლა ყოჩაღი ხარ!
_დავიწყოთ?-თქვა მერაბმა.
_ფორმა რომ არ აცვია ხელს შეუშლის, თან ცოტა ნერვიულობს... ასე რომ, დღეს მგონი ყველაფერი ეპატიება,-წინასწარ გააფრთხილა ბექამ ისინი. ფეხზე დავიხედე, ჩემი თავის მადლობელი ვიყავი, რომ დილით სპორტული ფეხსაცმელი ჩავიცვი.
_კარგი. თქვენ იქნებით და მე და გოგი,-თქვა მერაბმა და ის და მასწავლებელი მოედნის მეორე მხარეს გადავიდნენ.
_თქვენ დაიწყეთ!-ბურთი გაგვიგორა გოგიმ.

ცდები კარგად დამთავრდა. მერაბი და გოგი აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ, ბექაც ამაყობდა ჩემით.
_როგორ მოგეწონა?-მკითხა ბექამ ვარჯიშზე, როცა შენობაში ვბრუნდებოდით.
_მაგარი იყო!
_რა ზომა გაქვს ფეხი?
_რა?-მეგონა მომესმა.
_ფეხი... რა ზომა გაქვს?
_38, რა არის?
_გასახდელში წავიდეთ, ვინმეს ბუცი მოიზომე და იმის მიხედვით შეუკვეთავენ შენთვის.
_კარგი,-გასახდელისკენ წავედი.
_ახლა ჯობია მოვიცადოთ ცოტა ხანი...-შემაჩერა.-ახლა ალბათ იცვლიან ბიჭები, 12 საათზე ვარჯიშია დანიშნული.
_კი, მაგრამ... გაკვეთილები?
_ჰო, ეგ საქმეც მოსაგვარებელია. ამ დროს ყველას „ფანჯარა“ უნდა ჰქონდეს. ყველა ვარჯიშზე გაკვეთილის გაცდენა გამორიცხულია.
_მე რომ არ მაქვს ახლა „ფანჯარა“?
_რა გაკვეთილი გაქვს?
_ეგვიპტოლოგია.
_ალბათ სხვა საგანზე გადაცვლა მოგიწევს, შენი რომელიმე დაქალის ჯგუფში რომ გადახვიდე?
_არა, ჯობია ერთი საგანი სულ ამოვიღო, მაგრამ არა ეგვიპტოლოგია. ძალიან მიყვარს ეს საგანი.
_კარგი, მოვიფიქრებთ რამეს. წამოდი, უკვე დროა,-თქვა მას შემდეგ, რაც საათზე დაიხედა. პირველის 15 წუთი იყო. ხელი ჩამკიდა და ფრთხილად გავირბინეთ დერეფანში- ხმაური ისჯებოდა. მივაღწიეთ გასახდელს. მაგრამ ჩემი ფეხის ზომის არავინ აღმოჩნდა.
_რამხელა ფეხები აქვთ, რა ამბავია!-წუწუნებდა ბექა.-არაუშავს. ვთხოვ და ჯერ სასინჯ ბუცს გამოაგზავნიან, მერე მუდმივად ერთიდაიგივე ზომას მოგვაწვდიან.
_კარგია,-გავუღიმე და გასახდელიდან გამოვედით.
_დღეს რას აპირებ?
_რაზე მეკითხები?
_რამე გაქვს დაგეგმილი?-გაკვირვებულმა შევხედე.
_მგონი არა...-ვუპასუხე.
_კარგია. საღამო მე და ჩემი მეგობრები კინოში ვაპირებთ წასვლას... რას იტყვი, წამოხვალ?
_შენ და შენი მეგობრები?- ცოტა იმედი გამიცრუვდასავით.
_ჰო.
_არამგონია მოვახერხო... გაკვეთილები დამიგროვდა... არ გეწყინოს,-მოვუბოდიშე.
_არაუშავს, სხვა დროს იყოს მაშინ.
_ჰო, სხვა დროს იყოს.
_კარგი... დროებით მაშინ, გაკვეთილებზე დაგაგვიანდება...-დამემშვიდობა და წავიდა.
_დროებით...-დავადევნე მეც და ჩემი კლასისკენ გავტრიალდი.

გაკვეთილების შემდეგ გოგოებს წამოვეწიე.
_რა გნებავს? მკითხეს გულგრილად.
_მინდა დაგელაპარაკოთ და ყველაფერი გავარკვიოთ...
_არ გვცალია, სხვა დროს იყოს.
_არა! ახლავე თქვით რატომ ხართ მისე გაბერილები ბოღმისგან?-სანამ ამას ვეტყოდი, სწრაფი ნაბიჯით მიდიოდნენ, მე კი მათ მივდევდი. ამის მერე გაჩერდნენ და მომიბრუნდნენ:
_იმიტომ, რომ ცუდად მოიქეცი, მერე მოგვატყუე აღარ მაინტერესებსო, დღეს კი აღმოჩნდა, რომ საღამო მასთან ერთად გაგიტარებია!-გაბრაზებული ბატივით სისინებდა ნინო და თან ბოროტად უელავდა ლამაზი თვალები სათვალის მიღმა.
_რა სისულელეა!-აღმოხდა გულწრფელად.
_აბა, ის რა იყო „გუშინდელს მერე ალბათ გაგიჭირდა ადგომა“,-ბექას გასცინა სოფომ. რუსა რატომღაც გვერდზე იყო გამდგარი და ჩვენ არც კი გვიყურებდა. ბოლოს თქვა:
_როგორ არ მოგბეზრდათ?! როგორ შეგიძლიათ...-ბოლო სიტყვებზე ნინომ და სოფომ თვალები გადაუბრიალეს და ისიც გაჩუმდა.-მე წავედი!-ხელები დანებების ნიშნად ასწია რუსამ და წავიდა. მისმა საქციელმა გამაკვირვა. თითქოს არ ემხრობოდა დანარჩენებს, მაგრამ არც ის მირიგდებოდა.
_ყველაფერს აგიხსნით და მიხვდებით,-წამოვიწყე ისევ.
_ცოტა დაუჩქარე, მაგდენი დრო არ გვაქვს!-ეს ნინო იყო.
_ჩემ ძმასთან ერთად მოვიდა ბექა სახლში. ფეხბურთის სათამაშოდ მიდიოდნენ და მეც გავყევი, სულ ეს იყო. ვითამაშეთ და მაგიტომ მითხრა, გუშინდელს მერე ალბათ ადგომა გაგიჭირდაო. მაგრად დავიღალეთ და...
_გჯერა?-ჰკითხა სოფომ ნინოს.
_არა, შენ?-ახლა ნინო შეეკითხა მას.
_არც მე.
_მაშინ წავედით!-უთხრეს ერთმანეთს და ზედაც აღარ შემოუხედავთ, ისე გაბრუნდნენ.
_გოგოებო!-დავადევნე, მაგრამ აღარ მოუხედიათ. გავბრაზდი! გადავწყვიტე, აღარ მეხვეწა. თუ ჩემთან მეგობრობა არ უნდათ, არც დავაძალებ-მეთქი. ისიც კი გავიფიქრე, იქნებ მიზეზს ეძებდნენ, რომ დამშორებოდნენ? ვინ იცის...
სანდროს დაველოდე სკოლის ეზოში რომ უკან ერთად დავბრუნებულიყავით. ბაღის მერხზე ვიჯექი და ჩემთვის ვფიქრობდი რაღაცას, რომ ბექა მომისკუპდა გვერდით.
_ვინმეს ელოდები?
_სანდროს. შენ?
_მე კი თითქმის ვიფიქრე, რომ შენც გუგას ელოდებოდი.
_გუგას? იმას, გუშინ რომ...-გამახსენდა შავგვრემანი შავთვალა ბიჭი.
_ჰო.
_ისიც აქ სწავლობს? რაღაც მანამდე არ მახსოვს შემენიშნოს...
_დღეს მესამედაა.
_ააა, ახლა ყველაფერი გასაგეია. აი, სანდროც!-ვთქვი მის დანახვაზე და ფეხზე წამოვდექი.
_რა გეჩქარებათ? დავსხდეთ, დავილაპარაკოთ,-თქვა ბექამ.
_თქვენ რა პაემანი მოგიწყვიათ აქ?!-შორიდანვე დაგვცინა სანდრომ.
_წავედით?-არ მივაქციე ყურადღება.
_მე წავედი, მარა თქვენ იყავით თუ გინდათ, იჟღურტულეთ, გვრიტებო!-ხვიხვინი ატეხა. ჩანთა მოვუქნიე და თავში მოვატყი.-შენ მძიმეჩანთიანი, უხეში გვრიტი ხარ!-მაინც ვერ შეიკავა სიცილი.
_ნეტა, რას გელოდებოდი!-მივაძახე გაბრაზებულმა და ზურგი შევაქციე, სახლისკენ წავედი.
_კარგად!-მომაძახა ბექამ.
_კარგად!-არ მივბრუნებულვარ ისე დავიძახე.

_რა უხეში ხარ!-დამცინა სანდრომ, როცა სახლში მივდიოდით.
_რატომ ვარ უხეში?
_აბა, როგორ ექცევი ადამიანს?
_როგორ?
_ცივად!
_სულაც არა.
_რა არა...-ხანგრძლივი მონოლოგისთვის მოემზადა სანდრო, მაგრამ ვინ აცალა?
_ახლა შენც არ დაიწყო!-გავაწყვეტინე.
_მეც? კიდე ვინ „დაიწყო“?-დაინტერესდა.
_გოგოები აღარ მელაპარაკებიან ბექას გამო, წარმოგიდგენია?
_აა, ახლა ყველაფერი გასაგებია...
_რა არის გასაგები?
_ეგ შენი მეგობრები დადიან და შენი ლანძღვის მეტს არაფერს აკეთებენ.
_რაა?
_ჰო, ათას სისაძაგლეს ამბობენ შენზე.
_მერე შენ დგახარ და უსმენ?
_არა, ვზივარ და ყურებს ვხუჭავ ხოლმე!-დამცინა.
_არაფერს არ ეუბნები?
_ჩემ დაზე ჭორაობას მოეშვით, თორემ სათითაოდ გაგტყიპავთ-მეთქი ვუთხარი.
_მერე?
_მერე სხვაგან წავიდნენ საჭორაოდ.
_დამპლები! ესეც შენი ერთგული მეგობრები!-ნერვები მომეშალა.
_ჰო, მეგობრების არჩევა ნამდვილად გეხერხება!-მაინც რა ენა აქვს?!

დამატებულია (2011-01-03, 5:23 PM)
---------------------------------------------
shemogevlet bavshveboo, mdloba didi! miyvarxart dzalian yvelani! ukve sul ertidaigives vwer tqveni komentarebis pasuxad mara ra davwero sxva? gulit mixaria, rom kitxulobt da mogwont, xalisobt da karg xasiatze dgebit
bella-vampire, eh mec ro minda maseti da-dzma imito davwere magatze sad biggrin
natuka, aqa vart me da morigi doza biggrin :D biggrin biggrin miyvarxar naaaaaaat




შეტყობინება შეასწორა AnasteishA - ორშაბათი, 2011-01-03, 5:18 PM

★Gvanca★თარიღი: ორშაბათი, 2011-01-03, 5:47 PM | შეტყობინება # 89
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
AnasteishA, dzaan magari tavi iyo dakos sashineli megobrebi yolia tu sandrom martali utxra rom choraobdnen dakoze aset megobrebs aravis vusurveb. yochag dzaan magari xar happy happy snegurochka snegurochka


♥vampiressa♥თარიღი: ორშაბათი, 2011-01-03, 5:54 PM | შეტყობინება # 90
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
rogorc yoveltvis dzaan magari tavi iyo, ui tavi ki ara doza kaco biggrin umaglesi doza biggrin mara boloshi ise momeshala nervebi ro ra, ra degenerati "megobrebi" yolia. fuf! tutucebi! dry miyvarxar sixarulo yochag happy happy happy


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka
ფორუმი » Fanfiction » საკუთარი შემოქმედება » 30 კალიბრიანია, 9ასოიანი და იწყება ც-ზე
ძებნა: