მეჩვიდმეტე თავი სანდროს კი ვუთხარი დედა ან ნატუკა მომცემს ფულს-მეთქი, მაგრამ დედას რომ ვუთხარი საათის ფული თქვენ უნდა მომცეთ-მეთქი ეს მიპასუხა:
_კარგი, ოჯახში გადასაყრელი ფული რომ გვექნება, მაშინვე შენ მოქცემ! ახლა ნება მომეცი ნატუკასთან ავიდე, ის შენგან განსხვავებით სათამაშოზე კი არა, ადამიანზე ნერვიულობს!
_ის საათი სათამაშო არ ყოფილა! ბაბუამ მჩუქა!- დავედევნე კიბეზე მიმავალს. თვალები დამიბრიალა.
_ბაბუას ნაჩუქარი ფულით არ ვიყიდე? რა მნიშვნელობა აქვს?-გაკვირვებული სახე მივიღე.
_ჩვენ რო გაგვეტეხა მისი რომელიმე სუნამო ან უბრალოდ ნივთი, ერთი თვე შინაპატიმრობაში ვიქნებოდით,- თქვა სანდრომ როცა ვუთხარი დედას პასუხის შესახებ.
_ჰო... ზოგჯერ მეჩვენება, რომ ჩვენზე მეტად ნატუკა უყვარს...-ვთქვი სევდიანად.
_მხოლოდ ზოგჯერ?-გაიკვირვა სანდრომ.
_მეჩ,-ხმა ამოიღო ზღარბმაც.
_ეს აქ რას აკეთებს?-აყვირდა სანდრო.-სუფთა ჩამშვები ხარ! მე გითხარი, არავის არ უთხრა, ისე აწაპნე ნატუკას ყველაზე მაგარი სუნამო-მეთქი და შენ კიდე მის ოთახში შესვლისთანავე მოახსენე ქალბატონს „შანდლოს უნდა შენი შუნამოო“. შედეგად კი ის მივიღეთ, რომ თავისი ოთახიდან ფეხს არ ადგამს და როცა გამოდის, მაშინაც გასაღებით კეტავს! ჩამშვებო!-თავში წამოარტყა ხელი ზღარბს.
_ეე! დაანებე თავი!-დავიცავი ლიზი.-აბა, შენ რა გეგონა, 4 წლის ბავშვს აჯანყებაში ჩართავდი? თანაც მე ხომ გთხოვე, ჯერ ერთად მოვიფიქროთ და კარგად დავგეგმოთ შურისძიება-მეთქი?
_მერე, ვინ გითხრა, რომ შურისძიების მიზნით მინდოდა ის სუნამო?
_აბა?-თვალები შუბლზე ამიცოცდა.
_სალისთვის მინდოდა მეჩუქებინა... ნატუკას ისე უყვარს ეგ სუნამო და ისე უფრთხილდება, სულ ორჯერ თუ ექნება გამოყენებული. ლამაზად შევაფუთინებდი და...
_...სალისაც გაახარებდი და ნატუკასაც გაამწარებდი!-დავასრულე მისი ფრაზა.
_ჰო.
_ჰოდა ჩვენი შურისძიების პირველი ეტაპი უკვე მოფიქრებულია!-ვაცნობე საზეიმო ხმით.
მეორე დღეს, როცა ნატუკა სარბენად წასვლას აპირებდა, ზუსტად იმ დროს (ვითომ შემთხვევით) გამოვედი ჩემი ოთახიდან. თავისი კარების გასაღებით ჩაკეტვას რომ აპირებდა, ზუსტად იმ დროს შემნიშნა.
_დაკო...
_ვა, ნატუკა?-გავიოცე.
_იცი... მართლა არ მინდოდა...
_რაზე ამბობ? აა, ისევ იმ საათზე ნერვიულობ?
_ჰო. ხო ვიცი როგორ გიყვარდა... ბაბუას ნაჩუქარი იყო...
_ბაბუას მოცემული ფულით ნაყიდი,-შევუსწორე.-მერე რა მოხდა? სხვას ვიყიდი. ყველას შეიძლებოდა გატეხვოდა. ცუდად იყო და მიკვირს მეთვითონ როგორ არ გადმომივარდა აქამდე...-ოხ, რა აფერისტი ვარ!
_სერიოზულად ამბობ?-გახალისდა ნატუკა.-როგორ გამახარე! მეგონა, ჩემზე ნაწყენი იყავი. ძალიან ვინერვიულე შენს საათზე...-„კი, რგორ არა!“ გავიფიქრე ჩემთვის.
_დამშვიდდი, ყველაფერი კარგადაა...-გავუღიმე.
_მართლა? მისმინე, არ გინდა ჩემთან ერთად ირბინო?-შემომთავაზა ცხოვრებაში პირველად. კინაღამ მომილბა გული და გადავიფიქრე შურისძიება, მაგრამ მერე წარმოვიდგინე რას მეტყოდა აქამდე რომ მეთხოვა შენთან ერთად ვირბენ-მეთქი.
_დედა! მომაცილე ეს ღლაპი! მეტი საქმე არ მაქვს, ამ ლაწირაკთან ერთად გამოვჩნდე ხალხში!-თითქოს მისი გაბრაზებული წიკვინა ხმაც ჩამესმა და ისევ შურისძიებაზე დავიწყე ფიქრი.
_არა, დღეს არ მცალია, გუშინ ვერ მოვასწარი და ახლა უნდა დავწერო საშინაო დავალება.
_კარგი, როგორც გინდა. თუ მოგინდება, არ მოგერიდოს თქმა,-გამიღიმა თბილად (ესეც ცხოვრებაში პირველად) და კიბეებზე დაეშვა. მალე კარიც გაჯახუნდა.
_არის!-ჩავიჩურჩულე და ნატუკას ოთახის კარებს მივუბრუნდი. გასაღები კარებში იყო! ოთახში შევედი, მისი საყვარელი სუნამო ავიღე, კარები დავკეტე და გასაღები კიბის ძირში მოვისროლე. მერე სანდრო გავაღვიძე და სუნამო მივეცი.
_ეს რა არის?-ჯერ კიდევ ეძინა მგონი.
_სუნამო! სალისთვის რომ გინდოდა ის!
_რაა?-თვალები გაუბრწყინდა და სიხარულისგან პირი ყურებამდე ჩაეხა.
_ვაა, დაკო, შენ აღარ ხუმრობ! როგორ მოახერხე?
_პროფესიული საიდუმლოა!-გავიჯგიმე.-ოღონდ კარგად შეინახე, არ დაინახოს, რომ შენ გაქვს. სარბენად არის წასული და რომ დაბრუნდება, ალბათ მაშინვე დაუწყებს ძებნას.
_ჰოდა, ჯობია მის მოსვლამდე გავასწროთ.
_ეს რა არის?-გაისმა დედის ხმა.
_იპოვა...-ჩამეღიმა.
_რა იპოვა?-მკითხა სანდრომ.
_ნატუკას ოთახის გასაღები.
_ვერაფერი გავიგე.
_ისე გავაკეთე, რომ ნატუკას კარებში ჩარჩა გასაღები. მე სუნამო გამოვიტანე, კარი დავკეტე და გასაღები კიბის ძირში დავაგდე, ვითომ შემთხვევით დაუვარდა კიბეზე რომ ჩარბოდა. ახლა დედამ იპოვა და ნატუკას მოახსენებს კიბესთან დაგვარდნიაო.
_ვა, შენ რა მაგარი ხარ!
_ისწავლე, სანამ ცოცხალი ვარ!-თვალი ჩავუკარი, მერე ფეხზე წამოვაგდე და ოთახიდან გავისტუმრე.-უნდა ჩავიცვა!
ჩემი შურისძიების მეორე ეტაპი რატომღაც მინდოდა, რომ ლაშას შეხებოდა. ბევრი ვიფიქრე, მაგრამ ისეთი ვერაფერი მოვიფიქრე. ბოლოს გადავწყვიტე, ნატუკას ტელეფონი ჩამეგდო ხელში. ჯერ მინდოდა ჩანთიდან ამომეცლია, მეორე დღეს შეიძლებოდა ისე წასულიყო ჩემი ბენტერა დაიკო სასწავლებელში, რომ არც შეემოწმებინა ტელეფონი ჩანთაში ჰქონდა თუ არა. მაგრამ როგორც კი ნახევარ მეტრში მივუახლოვდი მის საამაყო ჩანთას, მაშინვე თავზე წამომადგა.
_მოგწონს?
_რა?-შევცბუნდი და ძალიან შევეცადე დანაშაულზე წასწრებულის სახე არ მქონოდა.
_ჩანთა.
_რააა? აა, კი! კი, აბა რა! ძალიან ლამაზია!
_შენი იყოს...-გულუხვი დაიკოსავით თბილად მითხრა.
_რააა?-კინაღამ ორბიტიდან გადმომცვივდა თვალები.
_გჩუქნი, რატომ გაგიკვირდა? რა, აქამდე არაფერი არ მიჩუქნია? აი, თუნდაც შარშან... თუ შობას... თუ როდის იყო...-გამალებით ფიქრობდა, მაგრამ რაც არ მომხდარა რას გაიხსენებდა?!-რა მნიშვნელობა აქვს?! მთავარია, რომ მოგწონს. მაგის გარდა მე კიდევ ბევრი მაქვს.
_მაგრამ ეს ხომ ყველაზე ძალიან გიყვარს?
_ჰოდა ჩემი დაიკოსთვის, ყველაფერ საუკეთესო მემეტება...-ისევ ამიჩუყდა გული... მაგრამ მერე მივხვდი, რომ ამას დანაშაულის გრძნობის გამო აკეთებდა და გამიარა სისუსტემ... ჩანთა სუფთა სინდისით გადავიკიდე მხარზე და ჩემი ოთახისკენ მოვკურცხლე.
მეორე მცდელობაც ჩამიფლავდა. დაბლა რომ ჩამოვედი, ოთახები მოვიარე, ნატუკა არსად იყო. ალბათ თავის ოთახში ავიდა-მეთქი გავიფიქრე და უპატრონოდ მიტოვებული მობილურის ასაღებად გავიწვდინე ხელი, რომ კარზე ზარი გაისმა.
_დაკო, გააღე!-გაისმა სანდროს ხმა ზემოდან.
_შენ გააღე!-დავუბრუნე პასუხი.
_შენ უფრო ახლოს ხარ!-წამოაყენა არგუმენტი. პასუხად ვერაფერი მოვიფიქრე და კარისკენ წავლასლასდი. თან იმაზე ვნერვიულობდი, ნატუკამ ტელეფონი არ აიღოს ჩემ დაბრუნებამდე-მეთქი. თან ისიც გავიფიქრე, თუ დედა ან მამა არიან, გასაღებით რატომ არ გააღეს კარი-მეთქი.
_ბექა!-ყბა ჩამომივარდა მის დანახვაზე.
_გაგიკვირდა ჩემი დანახვა?-გაეღიმა ცემს დაბნეულობაზე.
_გაგიკვირდება და კი. არ გელოდი. სანდრო მაღლაა...-გავიწიე, რომ სახლში შემომეშვა.
_ძალიან კარგი, მაგრამ მე შენთან მოვედი.
_ჩემთან?
_ჰო.
_გისმენ...-ცნობისმოყვარედ მივაჩერდი.
_რას მისმენ, დროზე ჩაიცვი!
_ახლა არ ვარ ჩაცმული?-ტანზე დავიხედე გაკვირვებულმა.
_აა, მასე მოდიხარ?-ისიც გაკვირვებული ჩანდა, ხელახლა შეათვალიერა სანდროს ფართო ჯინსის შორტები (რომელიც იმჟამად მე მეცვა) და ნაცრისფერი, სადა საშინაო მაისური.
_სად?
_სანდრომ არ გითხრა? გვანცას დაბადების დღეზე.
_გასულ ხუთშაბათს არ ჰქონდა გვანცას დაბადების დღე?
_კი.
_მერე?
_ე.ი. სანდროს არ უთქვია...
_რა უნდა ეთქვა?
_დავურეკე და ვთხოვე შენთვის გადმოეცა, რომ გვანცამ წვეულება დღეისთვის გადმოდო. მშობლები დასასვენებლად წავიდნენ და გადაწყვიტა, რომ დღეს უკეთესად გავერთობოდით. არ გითხრა სანდრომ, რომ დღეს მოვიდოდი?
_არა, არ უთქვამს...
_მე მითხრა აუცილებლად წამოვაო.
_დღეს რა მნიშვნელობა აქვს? მაშინ თუ არ მოვდიოდი, ახლა რა შეიცვალა? გვანცასთან ვერც მაშინ, ვერც დღეს და ვერც ვერასდროს ვერ წამოვალ.
_კარგი რა.
_მაპატიე, მაგრამ ჯიუტი ვარ.
_მე შენზე ჯიუტი ვარ! ახვალ, გამოიცვლი თუ ასევე წაგიყვანო?-ამ სიტყვებით ამიტაცა, მხარზე გადამიკიდა და გარეთ გაყვანა დამიპირა. კივილი მოვრთე:
_გაგიჟდი?! დამსვი! დამსვი! სულ გაუბერე?!
_ე.ი. მოდიხარ?
_ჰოჰო, ახლავე დამსვი!-დავყაბულდი, მაგრამ შენც არ მომიკვდე! ძირს დასმის ნაცვლად, მოტრიალდა, სახლში შემაბრუნა, კიბეზე ამიყვანა და ჩემი და სანდროს საძინებელში შემიყვანა. სანდრო თავის საწოლზე მხართეძოზე გაწოლილი ლაპარაკობდა ტელეფონზე (სავარაუდოდ, სალის ელაპარაკებოდა). ჩვენს დანახვაზე სიცილი აუტყდა „მალე დაგირეკავო“ ყურმილში ჩასძახა და ოთახიდან გავიდა ახარხარებული.
_ძმაც ამას ჰქვია!-ჩავილაპარაკე გამწარებულმა. ბექამ ჩემს საწოლზე დამსვა და დამიბარა:
_ნახევარ საათს გაძლევ. ნახევარ საათში შემოვალ და შიშველი რომ იყო, შიშველს წაგიყვან გვანცასთან, ასე რომ თუ შერცხვენა არ გინდა, დროზე გაემზადე. კარების ჩაკეტვას აზრი არ აქვს, თუ დამჭირდა შემოვამტვრევ. სანდროც დამეხმარება,-თქვა და კარი გაიხურა. იმ ნახევარი საათიდან 15 წუთი ოთახის არევას მოვანდომე. ყველაფერს ძირს ვყრიდი: სათუთად დალაგებულ ჩემს ნივთებს თუ სანდროს ათასნაირ მოწყობილობას. საწოლებიც სულ ავურიე გამწარებულმა. საშინლად ვიყავი ბექაზე გაბრაზებული. მერე უცებ ხმაური მომესმა გარედან და შემეშინდა მართლა შიშველი არ წამიყვანოს-მეთქი და ვიკადრე ტანსაცმლის მოძებნა. თეთრი, ვარდისფერყვავილებიანი საზაფხულო კაბა მოვძებნე, ცოტა დაჭმუჭნული იყო, მაგრამ არ შევიმჩნიე, დიდი ამბავი, თუ შეამჩნევდნენ, რომ საგანგებოდ სულაც არ მოვმზადებულვარ ამ საღამოსთვის და რომ ბექამ ძალით წამათრია. წამწამები ავიპრიხე, ჩემ ბუნებრივ ტუჩისფერზე ოდნავ მუქი პომადა წავისვი, თმა გავიშალე, საყურეებიც და ჩემი საყვარელი ბეჭედიც ავისხი და ის იყო დაბალძირიანი კეტასები უნდა ჩამეცვა, რომელიც მშვენივრად ეხამებოდა კაბას ფერებით, რომ ბექამ უცერემონიოდ შემოაღო კარი, ცივი სახით დაიხარა და ისევ მხარზე გადამიკიდა.
_ეე, ეე, მოიცა, ფეხსაცმელი!-ავწივლდი.
_გზაში ჩაიცვამ...-ფრთხილად დაიხარა რომ არ ჩამოვვარდნოდი და ჩემი კეტუკები აიღო, მერე როგორღაც მე მომაწოდა ხელში (მის თავზემოთ გადატარებისას ფეხსაცმელები სპეციალურად ჩავანათე ცხვირ-პირში, მაგრამ არაფერი უთქვამს). მის მანქანას რომ მივუახლოვდით კარები გააღო, შიგნით ფრთხილად შემსვა, რომ თავი არ მიმერტყა, მერე კარი მომიხურა და გვერდით მომიჯდა.
_იდიოტი ხარ!-ჩავიბურტყუნე.
_გმადლობ, შენც მშვენივრად გამოიყურები!-დამცინა ბექამ და მანქანა დაძრა.
დამატებულია (2011-01-05, 5:19 PM)
---------------------------------------------
მადლობა ბავშვებო დიდი! ვეღარ ვახერხებ ხოლმე რო ჩავუჯდე და კომენტარებზე პასუხები დაგიწეროთ, მარა ვკითხულობ ხოლმე ყველას. მადლობა რომ კითხულობთ. აუუ, ამ ფიფქების გამო ყანყალებს კომენტარის შესწორების ფანჯარა? ტვინი გამილაყდა, შეწყვიტეთ თოვა რააა თუ მაგიტოა