ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
ფორუმი » Fanfiction » საკუთარი შემოქმედება » 30 კალიბრიანია, 9ასოიანი და იწყება ც-ზე
30 კალიბრიანია, 9ასოიანი და იწყება ც-ზე

☆AnasteishA☆თარიღი: ორშაბათი, 2010-12-27, 9:59 AM | შეტყობინება # 1
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
სახელწოდება: 30კალიბრიანია, 9ასოიანი და იწყება ც-ზე
ავტორი: AnasteishA
დისკლეიმერი: პერსონაჟებზე საავტორო უფლებები მეკუთვნის მე
ჟანრი: კომედია, მელოდრამა
სტატუსი: დასრულებულია

ავტორისგან: ეს არის ამბავი 15-16 წლის და-ძმაზე, მათ მხიარულებით, ხრიკებით, თანადგომით აღსავსე ცხოვრებაზე. ეს რომანი 15 წლის ასაკში დავწერე და მკითხველებს ვთხოვ, გაითვალისწინოთ ეს. ვფიქრობ, რომ ამ ასაკის, ან უფრო პატარები უფრო კარგად მიიღებთ ამ რომანს, რადგან ახლა რომ ვკითხულობ რაღაცეები არ მესმის მეთვითონ, მაგრამ თქვენხელა ალბათ, ასე ვფიქრობდი. ახლა კი, და-და-და-დააააამ!


თავი 1

თავი 2

თავი 3

თავი 4

თავი 5

თავი 6

თავი 7

თავი 8

თავი 9

თავი 10

თავი 11

თავი 12

თავი 13

თავი 14

თავი 15

თავი 16

თავი 17

თავი 18

თავი 19

თავი 20

თავი 21

თავი 22

თავი 23

თავი 24

თავი 25

თავი 26

თავი 27

თავი 28

თავი 29

თავი 30

თავი 31

თავი 32

თავი 33

გადმოსაწერი ლინკი


პირველი თავი

ჯანდაბა! ისევ დამაგვიანდა სკოლაში! მაღვიძარამ რატომ არ დარეკა?
_დედაააა! მაღვიძარა შენ გამომირთე?
_გამოგირთე? როდის დააყენე რომ გამომერთო?
_ჯანდაბა!
_წესიერად ილაპარაკე! და დროზე ჩაიცვი, დაგაგვიანდა!
სწრაფად წამოვხტი და სკამზე სათუთად გადაფენილ სკოლის ფორმას ვეცი. სასწრაფოდ ჩავიცვი, თმები სარკეში ჩაუხედავად გავიკვანძე უკან ცხენის კუდივით, ჩანთას დავტაცე ხელი და ჰერი-ჰერი სკოლისაკენ!
როგორც ყოველთვის, დამაგვიანდა! მასწავლებელს მშვენიერი ზღაპარიც ვაგემე, რომ დილით დედა ცუდად გახდა და სასწრაფოს მანქანით მისი საავადმყოფოში წაყვანა მოგვიხდა და მარტო ვერ გავუშვი, ამიტომ იძულებული გავხდი მეც გავყოლოდი. თან დავამატე, რომ არ გამოვრიცხავდი დედა ფეხმძიმედაც ყოფილიყო. ის იყო მასწავლებელმა თანაგრძნობით შემომხედა (ხანდახან მიმართლებს გულუბრყვილო მასწავლებლებში) და ჩემ ადგილზე მიმითითა დაჯექიო, რომ ჩვენი კლასის ყველაზე მეტიჩარა გოგომ, თამთამ ჩუმად ჩამისისინა:
_დაკო, დედაშენი ისე ხშირად „ხდება“ ცუდად, ყველა ჯერზე თუ ფეხმძიმედ იყო, ახლა წესით მთელი საფეხბურთო გუნდი უნდა გყავდეთ სახლში,-ცბიერი ღიმილით დააბოლოვა.
_ჰაჰა, რა ხუმარა ხარ!-დავეჯღანე თავხედს.
_ერთხელაც იქნება დედაშენი გაიგებს რა ხშირად „ხდი ცუდად“ და მერე დახმარებისთვის ჩვენ არ მოგვმართო,-ეს ჩემი სამეგობროს ტვინიკოსა, სახელად ნინო იყო.
_გაკვეთილს უსმინე!-მასწავლებელზე ვანიშნე თვალებით და ისეთი გამომეტყველება მივიღე, თითქოს იმ წუთში მისის „მჭევრმეტყველი იდიოტის“ ლექციაზე მეტად არაფერი მაინტერესებდა...
_აბა, მოგვიყევი რა მოხდა?-მთხოვა ლანჩის დროს ჩემსავით გადარეულმა, ცალკიკინიანმა რუსამ.
_დამეძინა!-გოგოებს სიცილი აუტყდათ.
_ჰო, რა იყო, თქვენ არ დაგძინებიათ?
_ნუ იბუტები. ნახე ვინ მოდის!-სიყვარულის საკითხებში გამოცდილმა სოფომ ჩემი ფავორიტისკენ გამახედა.
_ააუ, რა ლამაზია ეს დამპალი!-აღმომხდა და თვალები მიმელულა მის დანახვაზე. ამ ბიჭზე მას შემდეგ ვაფრენ რაც იმ წელს შიდა სასკოლო ტურნირში ფეხბურთის ფინალში მის თამაშს ვუყურე. თავს რომ აიქნევდა და ოფლიან თმებს უკან გადაიყრიდა, მაგაზე ხომ სულ ვდებილდებოდი. ამის მერე მთელი კვირა გაშტერებული დავდიოდი. მოკლედ, ეს ბიჭი იდგა ჩემგან მოშორებით, გვერდულად და ვიღაცას (ბიჭს) ელაპარაკებოდა (მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ თურმე ეს „ბიჭი“ ჩემი ძმა იყო, მანამდე ჩემს რჩეულს ვუთვალთვალებდი, მეორისთვის სად მეცალა?!).
_არა, შეხედეთ რა ლამაზი თითები აქვს! გრძელი, თხელი თითები და ლამაზად გაკეთებული ფრჩხილები... ჩემ ძმას კი არ ჰგავს ხერხით გადახერხილს რომ უგავს ხოლმე...-დავამატე.
_უკვე ფრჩხილებზე გადავედით? მე მეგონა ფეხის ზომაზე ვიყავით გაჩერებულები,-დამცინა სოფომ. თვითონ საკმაოდ ხშირად იცვლიდა შეყვარებულებს მე კი პირველად მომწონდა სერიოზულად ვიღაც და მას ალბათ აკვირვებდა, რომ ეს „მოწონება“ ასეთი ძლიერი და მათი ტვინების წამღები იყო.
_არა, მართლა ნახე!-არ მწყენია მისი ირონია. ეს ბიჭი მთლიანად მომწონდა, თავისი ვარცხნილობით დაწყებული და სავსებით ჩვეულებრივი ჩანთითა და სკეიტბორდით დამთავრებული. მის შავგვრემან სახეს, ლურჯ თვალებს და ვნებიან, ანც ტუჩებს ჭკუიდან გადავყავდი. ის კი მგონი, საერთოდაც ვერ მამჩნევდა.
_ოეე, პირი დახურე, სირცხვილია...-მუჯლუგუნი მითავაზა რუსამ. ის იყო დახურვა დავაპირე, რომ შევამჩნიე არც მქონია ღია. გემრიელი ჩქმეტით ვუპასუხე.
_არა, მაინც რა საქმე აქვს ნეტა ასეთი, შენს ძმასთან?
_ვის?
_ვის და შენ რომეოს! გაიღვიძეე!-შუბლზე მომიკაკუნა სოფომ.
_ჩემი ძმა!-ახლაღა დავინახე ვის ელაპარაკებოდა სკოლის პოპულარული ბიჭი- სანდროს, ჩემ ძმას!-არაა, ნამდვილად ჩემზე ელაპარაკება! ალბათ უნდა უთხრას... ნუ... ნებართვა სთხოვოს, რომ მასთან ერთად გავატარო საღამო! ჰო, ნამდვილად მასე იქნება!-თვალები გამიბრწყინდა ჩემი აღმოჩენით გახარებულს და ფეხზე წამოდგომა დავაპირე (ოთხივე სკოლის ეზოში, ხის ჩრდილში ვისხედით გორაკზე), მაგრამ გოგოებმა უკან დამსვეს.
_ან იქნებ უბრალოდ სანდროს სკეიტბორდის თხოვება უნდოდა?-შემომაპარა ნინომ.
_რაა?-კიდევ ერთხელ გადავხედე ბიჭებს და დავინახე როგორ მისცა ჩემ ძმას სკეიტბორდი.-ო, არა! რატომ მაინცდამაინც მე? რა დავაშავე? რა დამსახურებისთვის მერგო ჩემი ძმისნაირი იდიოტი?
_რას გულისხმობ?
_იმას, რომ სახლში მისვლამდე 15-ჯერ მაინც წამაქცევს სანდრო იმ თავისი სკეიტბორდით. სუფთა ბავშვია რა!
_შენზე ერთი წლით დიდია!
_ბავშვია!-დავსვი ბეჭედი და გაბრაზებული წამოვდექი. დღეს მძიმე დღე გელის! მაგრად დადექი დაკო!


შეტყობინება შეასწორა AnasteishA - ორშაბათი, 2010-12-27, 10:16 AM

★Gvanca★თარიღი: პარასკევი, 2011-01-14, 1:51 PM | შეტყობინება # 256
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
AnasteishA, dzaan magari da amavdroulad emociuri tavi iyo sawyali dako da zura rogor itanjebian . martlac rom dzaan intrigul adgilze gawyvite aba velodebi sagamos rom axali tavi wavikitxo happy ^_^ happy biggrin :D snegurochka



შეტყობინება შეასწორა bella-bella - პარასკევი, 2011-01-14, 2:04 PM

elle____თარიღი: პარასკევი, 2011-01-14, 2:18 PM | შეტყობინება # 257
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
vaimeeeeeeee ra kai tavi iyoooo : ((( chaucurda tu ara mashinve vifiqre uechveli is bichi unda gamochndes tqo magram bolo jamshi mainc titqmis egre gamovida biggrin :D ai dzaaan kai taviaa : (( imedi maqvs amasac mochvenebebi ar eweyeba rogorc bellas daewyo new moonshi : (( rogor shemecoda zuraaa... titqebit ro eferebodaa : ((( cudadd varrr ; (((( erti suli maqvs rodis dadeb shemdeeg taaavs :*** : (((


dodoთარიღი: პარასკევი, 2011-01-14, 2:36 PM | შეტყობინება # 258

267
66  +
69  ±
   ±
Offline
cry cry cry cry cry cry cry cry cry cry cry cry au dzalian emociuri taviiaaaa cry cry cry chemi dako da zura xo xedavt xalxo ukve dako da zura vtqvii happy cry cry cry velodebi shemdeg tavssssssssss cry happy happy happy happy happy vaime mec guli ormagi tempit amimushavda amis wamkitxvareee cry cry

☆AnasteishA☆თარიღი: პარასკევი, 2011-01-14, 6:13 PM | შეტყობინება # 259
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
32-ე თავი

_დაააკო!-საჭიროზე ხმამაღლა დამიძახა „ვიღაცამ“. გავშეშდი. მხრებში მოვიხარე, შემცივნულივით მოვიბუზე მისი რეაქციის მოლოდინში. „რა ჯანდაბამ გამოახედა აქეთ?“ გაბრაზებულმა გავიფიქრე. როგორც ჩანს, ჩემსკენ გამოიქცა, რადგან იმავწამს მხარზე ხელის შეხება ვიგრძენი... თვალები დავხუჭე. თითქოს ამეწვა კანი იმ ადგილას, სადაც შემეხო. მხარი შევიშმუშნე. მანაც მაშინვე აიღო ხელი. ოხ, რა ხასიათი მაქვს! რა მინდოდა? დებულიყო ის ხელი, რას მიშლიდა? თან ხომ ასე მსიამოვნებდა მისი სითბო?
_ვიცოდი, რომ როცა იქნებოდა გნახავდი...-ისე ჩუმად თქვა, რომ მეც კი ძლივს გავიგონე. არაფერი ვუპასუხე, ასე ზურგშექცეული დიდხანს ვერ ვიდგებოდი, ამიტომ დროის გაჭიანურებას რა აზრი ჰქონდა? ნელა შემოვბრუნდი, ქვიშაზე მიპყრობილი თვალებით. მისი მზერა სახეს მიწვავდა და თვალის გასწორებას ვერ ვახერხებდი. სიჩუმე გაიწელა.
_როგორ ხარ?-როგორც ჩანს მეტი ვერაფერი მოიფიქრა. ფანტაზიის სიჭარბეს არც მანამდე განიცდიდა.
_ნორმალურად,-ძლივს ამოვიბლუკუნე. სამაგიეროდ, სპეციალურად არ შევუბრუნე იგივე კითხვა.
_მოგწონს აქ, კარგად ერთობი?-ღმერთო, რა კითხვებია? თითქმის სულ დამეკარგა მასზე წარმოდგენა... რა შეხვედრაა და აქ როგორ ერთობიო მეკითხება. არაფერი მიპასუხია, მგონი ჩემმა გამომეტყველებამ საკმარისად გამოხატა იმედგაცრუება.
_თვალს რატომ ვერ მისწორებ?-მკითხა ისევ. ამ შეკითხვამ გამაღიზიანა. გამოწვევასავით ჟღერდა და თუნდაც ასე არ ყოფილიყო, რა უნდა მეპასუხა? ნელა ავაყოლე მზერა და თვალებამდეც მივედი. მის თვალებში ჩახედვის შემდეგ, შეუძლებელი იყო მის გულწრფელობაში ეჭვი შეგპარვოდათ.
_იცი, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ენა გადაყლაპე!-ლაღად გაიღიმა. ისევ დამცინის!
_არაფერიც არ გადამიყლაპია!-ვერ ვიტან, როცა გაბუტულ ბავშვს ვემსგავსები.
_კარგი, ჰო, ნუ იბუტები... მისმინე, სადმე გეჩქარება? წავიდეთ, სადმე დავსხდეთ, ვისაუბროთ...
_მეჩქარება,-მოვუჭერი. მეთვითონაც არ ვიცი, რატომ.
_ძალიან ძალიან?-აშკარად ერთობოდა ჩემს დაბნეულობაზე.
_კარგად იყავი!-გაბრაზებული შემოვბრუნდი. საქმის ასე შემობრუნებას არ ელოდა.
_მოიცა!-მკლავით დამიჭირა. მოვბრუნდი და თვალებში ავხედე უხმოდ.
_ხვალ? ხვალ გეცლება?-სერიოზულად მკითხა.
_არა, ხვალ სახლში ვბრუნდები,-წამოვროშე. ჩემმა პასუხმა გააკვირვა, მაგრამ მალევე მოეგო გონს.
_კარგი, ერთად წავიდეთ!-კი არ შემომთავაზა, განაცხადა.
_ასე უბრალოდ ადგები და ჩემი გულისთვის წამოხვალ?-ვერ შევძელი გაოგნების დამალვა.
_დაკო, მე აქ შენ გამო ვარ!-მომახსენა.
_რა?-მეგონა მომესმა. სანამ მაგას მეტყოდა დაბლა ვიყურებოდი, შემდეგ კი თვალებში ავხედე.
_მთელი კვირაა აქ ვარ, მაგრამ ვერაფრით გიპოვე. როგორ ჩანს, დღეს გამიმართლა,-ჩემი გაკვირვებული სახე რომ შენიშნა, დაამატა.-ირაკლიმ მითხრა, რომ აქ წამოხვედით...
_აა,-მეტი ვერაფრის თქმა ვერ შევძელი.
_პლაჟზე მაინც გავისეირნოთ, კარგი?-ისეთი მავედრებელი თვალები ჰქონდა... მაგრამ:
_უკვე გვიანია, ათასი გიჟი დაეხეტება ამ დროს...-გარშემო ხალხი მოვათვალიერე და უცებ შევკრთი. ფუ, რა სისულელე ვთქვი! მე ხომ ახლა ჩემს პირად მცველთან ვიყავი, ეს კი ნიშნავდა, რომ საფრთხე ნულის ტოლფასი იყო. როგორც ჩანს, დედაჩემის საზღვაო ინსტრუქციებიდან ერთ-ერთი განსაკუთრებით-რომ მზის ჩასვლის შემდეგ პლაჟზე არ მებოდიალა- საშვილიშვილოდ ჩამებეჭდა გონებაში. ზურას ჩემ ნათქვამზე გულწრფელად გაეცინა:
_არ გრცხვენია, მაგას მე რომ მეუბნები? ბოლოსდაბოლოს, სხვა თუ არაფერი, ეგ ხომ მაინც დაგიმტკიცე, რომ როცა ჩემთან ხარ შეგიძლია თავი უსაფრთხოდ იგრძნო...-დაამატა სევდიანად. სადა ღიმილით გავიღიმე და პირველი გავუყევი ზღვისპირს, ისიც მალევე ამომიდგა მხარში. ერთხანს ჩუმად მივაბიჯებდით, მე თავდახრილი, ის ხანდახან გამომხედავდა ხოლმე.
_რას იტყვი, კარგია აქ?-მკითხა ბოლოს.
_მართლა გაინტერესებს თუ ისე მეკითხები?-ღიმილი ვერ შევიკავე.
_ისე გეკითხები,-გაეღიმა მასაც.
_მაშინ სანდროს ჰკითხე, ის უკეთეს დროს ატარებს აქ,-უხალისოდ ვუპასუხე. მერე კი რაღაც გამახსენდა.-დღეს ბევრი იხეტიალე ქალაქში?
_კი. რაც ჩამოვედი, მას შემდეგ სულ დავხეტიალობდი ქალაქში შენს ძებნაში...-მის ბოლო ორ სიტყვას ყურადღება არ მივაქციე, ისე დავუსვი შემდეგი შეკითხვა.
_ეგ არ მაინტერესებს. მე გეკითხები, დღეს თუ იყავი იქ... სადაც...
_სად იქ?-გამაწყვეტინა.
_...-ვიტრინებიან მაღაზიებჩამწკრივებული ქუჩის სახელწოდება ვუთხარი.
_კი, ბარში ვიყავი მანდ ცოტა ხანი... ერთი კათხა ლუდი დავლიე...-გაიხსენა. გაკვირვებული გამომეტყველება ჰქონდა. მე გამარჯვებულის სახე მივიღე. ე.ი. ჰალუცინაციები არ მქონდა! ალბათ სხვა ქუჩაზე გადავიდა, სანამ სანდოს დავუძახებდი და იმიტომ ვეღარ დავინახეთ...-რატომ მკითხე?-დაინტერესდა.
_დღეს გნახე მანდ...
_მართლა?-აღფრთოვანდა.
_ჰო, მაგრამ არაფერი მითხრა!-ხელები გავასავსავე.
_არც ვაპირებდი. არც მქონდა იმედი, რომ თუ დამინახავდი, მოხვიდოდი...-გულდაწყვეტილი ჩანდა.
_არადა ვაპირებდი...-წამომცდასავით. გახარებულმა შემომხედა, მზერა ავარიდე, აღარაფერი უთქვამს.
_შენსკენ რა ხდება?-ვითომ ძალიან მაინტერესებდა.
_ზრდილობის გულისთვის მეკითხები, თუ მართლა გაინტერესებს?
_ერთიც და მეორეც.
_თსუდ-ში დამაწინაურეს.
_კიდევ ერთი წარმატებით დაგვირგვინებული საქმისთვის?-ცოტა ირონიულად გამომივიდა.
_ჰო, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ... ანუ, რა თქმა უნდა, მიხარია, რომ არავინ დაშავებულა, მაგრამ ჩემმა პროფესიამ ჩემი სიყვარული შეიწირა...-არაფერი ვუპასუხე. რა მქონდა სათქმელი? რომ არაფერიც არ შეუწირავს და ყველაფერი კარგად იყო? არაა, ასე ადვილად გასატეხი არ ვიყავი. მომეჩვენა, რომ ნახევარი საათი უხმოდ მივაბიჯებდით და როგორც იქნა, ამოღერღა ბოლოს.-ისევ მიბრაზდები?
_გიბრაზდები? მგონი არა. რახან ახლა აქ ვარ და გელაპარაკები, ე.ი. ბრაზმა გამიარა, მაგრამ რაც გააკეთე, იმას მაინც ვერ ვივიწყებ,-გულახდილად ვუთხარი.
_გმადლობ...-პაუზის მერე მითხრა. გაოცებულმა შევხედე.
_მადლობას რისთვი მიხდი?
_იმისთვის, რომ მელაპარაკები და არ გარბიხარ.
_შეიძლება გაგარტყა?-ვკითხე უცებ.
_რა?-გაოგნდა.
_გაგარტყავ, რომ რაც დამრჩა, იმ წყენამაც გამიაროს,-გაოცებულმა შემომხედა და მხრები აიჩეჩა. მაგ დროს უკვე გაჩერებულები ვიყავით. გაშლილი მარჯვენა ხელი მთელი ძალით მოვუქნიე და მარცხენა ლოყაზე მოვადენინე ტკლაცანი. თითები მეტკინა და დავიჭყანე. იმან ლოყაზე მიიდო ხელი, ჯერ კიდევ ვერ მოსულიყო გონს. გაოგნებული მიყურებდა.
_მოგეშვა?-დაბნეულმა მკითხა და იმავ წამს მეორე ლოყაც გავუსილაქე მწარედ.
_აი, ახლა კი მომეშვა!-ვუპასუხე. მძვინვარე და განცვიფრებული გამომეტყველებით მომაჩერდა.
_ეს იმისთვის, რომ ჩემ სურათზე დგახარ,-ავუხსენი უდარდელად. მაშინვე გასწია ფეხი და ფრთხილად აიღო სურათი, რომელიც რამდენიმე წუთის წინ ჯიბიდან ამოუვარდა და დაუდევრობით ზედაც დააბიჯა. მე გზა გავაგრძელე. ლოყებაწითლებული გამომყვა...




შეტყობინება შეასწორა AnasteishA - პარასკევი, 2011-01-14, 6:25 PM

☆AnasteishA☆თარიღი: პარასკევი, 2011-01-14, 6:22 PM | შეტყობინება # 260
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
vigacas galawuneba ro undoda, mqonia ukve galawuneba da agar maxsovda biggrin biggrin biggrin mesame lawani agar chavurte, oric eyofa mgoni biggrin biggrin biggrin


bachia_bachia555თარიღი: პარასკევი, 2011-01-14, 6:23 PM | შეტყობინება # 261

206
19  +
33  ±
   ±
Offline
rigdebian happy happy sila zaan momewona am tavshi....zaan magari tavi iyo:*******

★Gvanca★თარიღი: პარასკევი, 2011-01-14, 6:24 PM | შეტყობინება # 262
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
AnasteishA, dzaan magari tavi iyo sawyali zura shemecoda sila rom gaawna magram mainc saxaliso momenti iyo da bevri vicine biggrin biggrin imedia sherigdebian happy happy happy velodebi shemdeg tavs snegurochka snegurochka


dodoთარიღი: პარასკევი, 2011-01-14, 6:26 PM | შეტყობინება # 263

267
66  +
69  ±
   ±
Offline
cry cry cry cry cry cry cry cry cry cry cry rogor cema chemi zuraaaaaa happy happy happy happy happy cry cry cry cry cry cry cry dako kai gogoa sami chai dalia ga...... smile smile smile smile smile smile smile smile smile smile dzlivs ar gamoidara dakommm vaa miyvarxar annnn:*

☆AnasteishA☆თარიღი: პარასკევი, 2011-01-14, 6:30 PM | შეტყობინება # 264
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
bachia_bachia555, snegurochka snegurochka snegurochka მეც მომწონს ეგ გასილაქება, მიხარია რომ კითხულობ
bella-bella, კიი, სახალისო მომენტია. თან მე რაღაც სმაილი მახსენდება ბიჭი უჩურჩულებს რაღაცას გოგოს და ის სილას გააწნავს და ბიჭი საწყლად რო იდებს ლოყაზე ხელს. ეს სმაილი მახსენდება და ვხითხითებ ხოლმე biggrin
Quote (bella-bella)
velodebi shemdeg tavs
შემდეგ არა უკვე ბოლო თავს...
snegurochka snegurochka



bella-vampireთარიღი: პარასკევი, 2011-01-14, 6:40 PM | შეტყობინება # 265

842
83  +
   ±
Offline
AnasteishA, ვაიმეეეე ანიიიი. რა მაგარი იყოოოოოოოოოოო. მერამდენჯერ გადავიკითხე ეს თავი უკვე ვეღარ ვითვლიი biggrin დაკოსი არ იყოს მეც როგორ მომნატრებია ზურაააააააააა biggrin biggrin
Quote (AnasteishA)
ჰო, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ... ანუ, რა თქმა უნდა, მიხარია, რომ არავინ დაშავებულა, მაგრამ ჩემმა პროფესიამ ჩემი სიყვარული შეიწირა..

ვაიმეეეე. აი ამ მომენტზე დამეწვა გულიიი და ცრემლები მომადგააა cry cry
რაო?რაოოოო? ბოლო თავიოო?????????? surprised surprised surprised cry cry აუუუ cry cry cry ველოდები მოუთმენლააად. ვაიმე ერთი სული მაქვს როდის შერიგდებიააან smile და ირაკლისაც ყოჩაღ რო უთხრააა happy
პ.ს. ისე, რადგან ბოლო თავიღა დარჩა, დღეს ვერ დადებ? ( რა ღორი ვარ lol )
snegurochka snegurochka snegurochka

♥vampiressa♥თარიღი: პარასკევი, 2011-01-14, 6:45 PM | შეტყობინება # 266
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
ai sul cotac da sherigdebian, xo anuuk? sul sul cotac da happy yochag sixaruli, dzaan kargi iyo, mixaria dako ise dzaan civad ro agar aris da sastikad moutmenlad veli axal tavs snegurochka


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

♥vampiressa♥თარიღი: პარასკევი, 2011-01-14, 6:53 PM | შეტყობინება # 267
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
vaime anii, exla vnaxe sheni komenti da bolo tavii? cry cry cry surprised surprised surprised raatooo? cry rato amtavreb ese malee? cry


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

Immortalთარიღი: პარასკევი, 2011-01-14, 7:01 PM | შეტყობინება # 268
Floccinaucinihilipilification
341
66  +
   ±
Offline
raa bolo taavs...?? ase male mtavrdeba?? :S sad sad ccudiaa...
magari tavi iyo male dade ra shemdegi :* :* shemecoda beqa biggrin chemtvis mainc beqad darcha biggrin



elle____თარიღი: პარასკევი, 2011-01-14, 8:56 PM | შეტყობინება # 269
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
AnasteishA, xo me mindoda lawuni madloba biggrin :D
au dzaaaaaaaaaaaaaan gamixarda ro sherigdneeeeeeeeeeennn happy happy happy happy gamixrada ro dakosac rogoc bellas moechvena ki ara martla naxaaa happy happy happy happy yochag sayvarelo magram bolo taviii ?? cota gaagrdzeleee raaa... gaabrtyeeleee biggrin : ((((( tu amas mainc daxurav axla sxva gaxseni maaainccc :***********



dodoთარიღი: პარასკევი, 2011-01-14, 10:40 PM | შეტყობინება # 270

267
66  +
69  ±
   ±
Offline
au xvall bolo taviii?:[ auuu eseigi yvelaperi morcheba xvaasll? cry sad smile smile smile smile smile smile smile smile smile mara kaia ogond egeni iyvnen ertad da....
ფორუმი » Fanfiction » საკუთარი შემოქმედება » 30 კალიბრიანია, 9ასოიანი და იწყება ც-ზე
ძებნა: