ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
ფორუმი » Fanfiction » საკუთარი შემოქმედება » 30 კალიბრიანია, 9ასოიანი და იწყება ც-ზე
30 კალიბრიანია, 9ასოიანი და იწყება ც-ზე

☆AnasteishA☆თარიღი: ორშაბათი, 2010-12-27, 9:59 AM | შეტყობინება # 1
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
სახელწოდება: 30კალიბრიანია, 9ასოიანი და იწყება ც-ზე
ავტორი: AnasteishA
დისკლეიმერი: პერსონაჟებზე საავტორო უფლებები მეკუთვნის მე
ჟანრი: კომედია, მელოდრამა
სტატუსი: დასრულებულია

ავტორისგან: ეს არის ამბავი 15-16 წლის და-ძმაზე, მათ მხიარულებით, ხრიკებით, თანადგომით აღსავსე ცხოვრებაზე. ეს რომანი 15 წლის ასაკში დავწერე და მკითხველებს ვთხოვ, გაითვალისწინოთ ეს. ვფიქრობ, რომ ამ ასაკის, ან უფრო პატარები უფრო კარგად მიიღებთ ამ რომანს, რადგან ახლა რომ ვკითხულობ რაღაცეები არ მესმის მეთვითონ, მაგრამ თქვენხელა ალბათ, ასე ვფიქრობდი. ახლა კი, და-და-და-დააააამ!


თავი 1

თავი 2

თავი 3

თავი 4

თავი 5

თავი 6

თავი 7

თავი 8

თავი 9

თავი 10

თავი 11

თავი 12

თავი 13

თავი 14

თავი 15

თავი 16

თავი 17

თავი 18

თავი 19

თავი 20

თავი 21

თავი 22

თავი 23

თავი 24

თავი 25

თავი 26

თავი 27

თავი 28

თავი 29

თავი 30

თავი 31

თავი 32

თავი 33

გადმოსაწერი ლინკი


პირველი თავი

ჯანდაბა! ისევ დამაგვიანდა სკოლაში! მაღვიძარამ რატომ არ დარეკა?
_დედაააა! მაღვიძარა შენ გამომირთე?
_გამოგირთე? როდის დააყენე რომ გამომერთო?
_ჯანდაბა!
_წესიერად ილაპარაკე! და დროზე ჩაიცვი, დაგაგვიანდა!
სწრაფად წამოვხტი და სკამზე სათუთად გადაფენილ სკოლის ფორმას ვეცი. სასწრაფოდ ჩავიცვი, თმები სარკეში ჩაუხედავად გავიკვანძე უკან ცხენის კუდივით, ჩანთას დავტაცე ხელი და ჰერი-ჰერი სკოლისაკენ!
როგორც ყოველთვის, დამაგვიანდა! მასწავლებელს მშვენიერი ზღაპარიც ვაგემე, რომ დილით დედა ცუდად გახდა და სასწრაფოს მანქანით მისი საავადმყოფოში წაყვანა მოგვიხდა და მარტო ვერ გავუშვი, ამიტომ იძულებული გავხდი მეც გავყოლოდი. თან დავამატე, რომ არ გამოვრიცხავდი დედა ფეხმძიმედაც ყოფილიყო. ის იყო მასწავლებელმა თანაგრძნობით შემომხედა (ხანდახან მიმართლებს გულუბრყვილო მასწავლებლებში) და ჩემ ადგილზე მიმითითა დაჯექიო, რომ ჩვენი კლასის ყველაზე მეტიჩარა გოგომ, თამთამ ჩუმად ჩამისისინა:
_დაკო, დედაშენი ისე ხშირად „ხდება“ ცუდად, ყველა ჯერზე თუ ფეხმძიმედ იყო, ახლა წესით მთელი საფეხბურთო გუნდი უნდა გყავდეთ სახლში,-ცბიერი ღიმილით დააბოლოვა.
_ჰაჰა, რა ხუმარა ხარ!-დავეჯღანე თავხედს.
_ერთხელაც იქნება დედაშენი გაიგებს რა ხშირად „ხდი ცუდად“ და მერე დახმარებისთვის ჩვენ არ მოგვმართო,-ეს ჩემი სამეგობროს ტვინიკოსა, სახელად ნინო იყო.
_გაკვეთილს უსმინე!-მასწავლებელზე ვანიშნე თვალებით და ისეთი გამომეტყველება მივიღე, თითქოს იმ წუთში მისის „მჭევრმეტყველი იდიოტის“ ლექციაზე მეტად არაფერი მაინტერესებდა...
_აბა, მოგვიყევი რა მოხდა?-მთხოვა ლანჩის დროს ჩემსავით გადარეულმა, ცალკიკინიანმა რუსამ.
_დამეძინა!-გოგოებს სიცილი აუტყდათ.
_ჰო, რა იყო, თქვენ არ დაგძინებიათ?
_ნუ იბუტები. ნახე ვინ მოდის!-სიყვარულის საკითხებში გამოცდილმა სოფომ ჩემი ფავორიტისკენ გამახედა.
_ააუ, რა ლამაზია ეს დამპალი!-აღმომხდა და თვალები მიმელულა მის დანახვაზე. ამ ბიჭზე მას შემდეგ ვაფრენ რაც იმ წელს შიდა სასკოლო ტურნირში ფეხბურთის ფინალში მის თამაშს ვუყურე. თავს რომ აიქნევდა და ოფლიან თმებს უკან გადაიყრიდა, მაგაზე ხომ სულ ვდებილდებოდი. ამის მერე მთელი კვირა გაშტერებული დავდიოდი. მოკლედ, ეს ბიჭი იდგა ჩემგან მოშორებით, გვერდულად და ვიღაცას (ბიჭს) ელაპარაკებოდა (მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ თურმე ეს „ბიჭი“ ჩემი ძმა იყო, მანამდე ჩემს რჩეულს ვუთვალთვალებდი, მეორისთვის სად მეცალა?!).
_არა, შეხედეთ რა ლამაზი თითები აქვს! გრძელი, თხელი თითები და ლამაზად გაკეთებული ფრჩხილები... ჩემ ძმას კი არ ჰგავს ხერხით გადახერხილს რომ უგავს ხოლმე...-დავამატე.
_უკვე ფრჩხილებზე გადავედით? მე მეგონა ფეხის ზომაზე ვიყავით გაჩერებულები,-დამცინა სოფომ. თვითონ საკმაოდ ხშირად იცვლიდა შეყვარებულებს მე კი პირველად მომწონდა სერიოზულად ვიღაც და მას ალბათ აკვირვებდა, რომ ეს „მოწონება“ ასეთი ძლიერი და მათი ტვინების წამღები იყო.
_არა, მართლა ნახე!-არ მწყენია მისი ირონია. ეს ბიჭი მთლიანად მომწონდა, თავისი ვარცხნილობით დაწყებული და სავსებით ჩვეულებრივი ჩანთითა და სკეიტბორდით დამთავრებული. მის შავგვრემან სახეს, ლურჯ თვალებს და ვნებიან, ანც ტუჩებს ჭკუიდან გადავყავდი. ის კი მგონი, საერთოდაც ვერ მამჩნევდა.
_ოეე, პირი დახურე, სირცხვილია...-მუჯლუგუნი მითავაზა რუსამ. ის იყო დახურვა დავაპირე, რომ შევამჩნიე არც მქონია ღია. გემრიელი ჩქმეტით ვუპასუხე.
_არა, მაინც რა საქმე აქვს ნეტა ასეთი, შენს ძმასთან?
_ვის?
_ვის და შენ რომეოს! გაიღვიძეე!-შუბლზე მომიკაკუნა სოფომ.
_ჩემი ძმა!-ახლაღა დავინახე ვის ელაპარაკებოდა სკოლის პოპულარული ბიჭი- სანდროს, ჩემ ძმას!-არაა, ნამდვილად ჩემზე ელაპარაკება! ალბათ უნდა უთხრას... ნუ... ნებართვა სთხოვოს, რომ მასთან ერთად გავატარო საღამო! ჰო, ნამდვილად მასე იქნება!-თვალები გამიბრწყინდა ჩემი აღმოჩენით გახარებულს და ფეხზე წამოდგომა დავაპირე (ოთხივე სკოლის ეზოში, ხის ჩრდილში ვისხედით გორაკზე), მაგრამ გოგოებმა უკან დამსვეს.
_ან იქნებ უბრალოდ სანდროს სკეიტბორდის თხოვება უნდოდა?-შემომაპარა ნინომ.
_რაა?-კიდევ ერთხელ გადავხედე ბიჭებს და დავინახე როგორ მისცა ჩემ ძმას სკეიტბორდი.-ო, არა! რატომ მაინცდამაინც მე? რა დავაშავე? რა დამსახურებისთვის მერგო ჩემი ძმისნაირი იდიოტი?
_რას გულისხმობ?
_იმას, რომ სახლში მისვლამდე 15-ჯერ მაინც წამაქცევს სანდრო იმ თავისი სკეიტბორდით. სუფთა ბავშვია რა!
_შენზე ერთი წლით დიდია!
_ბავშვია!-დავსვი ბეჭედი და გაბრაზებული წამოვდექი. დღეს მძიმე დღე გელის! მაგრად დადექი დაკო!


შეტყობინება შეასწორა AnasteishA - ორშაბათი, 2010-12-27, 10:16 AM

bella-vampireთარიღი: შაბათი, 2011-01-08, 3:00 PM | შეტყობინება # 166

842
83  +
   ±
Offline
AnasteishA, :chaxvelebissmaili: biggrin biggrin beqaze ragac echvebi gamichndaaa biggrin nu konkretuli iseti araferi, magram maainc.. biggrin es irakli kide ar momwons dry amis ase gaqrobac ragac saechvoa biggrin biggrin auuu aniii erti tavi dade ra kide dgees biggrin sad

elle____თარიღი: შაბათი, 2011-01-08, 3:09 PM | შეტყობინება # 167
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
au mainc ar mesmis arc gamocanis pasuxi da arc is rato ar shordeba gvancaaas : (((((( au exla magaze unda viburgo tvini chemi ambavi ro vici : (( biggrin :D
Quote (bella-vampire)
auuu aniii erti tavi dade ra kide dgees

getanxmebi midi raaa :**********



★Gvanca★თარიღი: შაბათი, 2011-01-08, 4:17 PM | შეტყობინება # 168
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
AnasteishA, dzaan magari tavi iyo au es irakli sad gaqra an beqam dakos wayvaneze uari rato utxra mgoni aq ragac saechvo ambavia biggrin biggrin biggrin bavshvebs vetanxmebi dgesve dade ra shemdegi tavi


dodoთარიღი: შაბათი, 2011-01-08, 4:27 PM | შეტყობინება # 169

267
66  +
69  ±
   ±
Offline
irakli cudi vigaca chans..... magat ragac saidumlo aqvt ragac iset ar vici ra tvini ki davichylite mara ver mivxvdi:D:D:D shemdegi tavi dges ro dado kargi iqnebida happy biggrin biggrin biggrin smile smile smile smile

elle____თარიღი: შაბათი, 2011-01-08, 4:39 PM | შეტყობინება # 170
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
4 gtxovt anii dade raaaa biggrin :D :************ happy happy happy happy


dodoთარიღი: შაბათი, 2011-01-08, 4:43 PM | შეტყობინება # 171

267
66  +
69  ±
   ±
Offline
xo pliiizzzz xmas xmas xmas

☆AnasteishA☆თარიღი: შაბათი, 2011-01-08, 4:47 PM | შეტყობინება # 172
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
auu bavshvebo ar maq akrefili da tu movaswari uechveli davdeb! genacvalet tqven! mixaria, rom ase dagainteresat. shemogevlot chemi tavi happy happy happy mara erti samwuxaro ambavi isaa, rom kvandzis gaxsna shemdeg tavshi ar iqneba sad


elle____თარიღი: შაბათი, 2011-01-08, 5:04 PM | შეტყობინება # 173
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
Quote (AnasteishA)
mara erti samwuxaro ambavi isaa, rom kvandzis gaxsna shemdeg tavshi ar iqneba

araushavra kaco matavaria shen dadooo happy happy happy happy happy



☆AnasteishA☆თარიღი: შაბათი, 2011-01-08, 5:23 PM | შეტყობინება # 174
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
elle____, kargi batono, rogorc mibrdzanebt biggrin axla viwyeb akrefas da tu damacades davdeb dges snegurochka


dodoთარიღი: შაბათი, 2011-01-08, 5:34 PM | შეტყობინება # 175

267
66  +
69  ±
   ±
Offline
okkkk:*******

♥vampiressa♥თარიღი: შაბათი, 2011-01-08, 6:11 PM | შეტყობინება # 176
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
4ki ara ukve 5gtxovt ro dado shemdegi tavi qalbatono narkotikoo happy happy happy happy


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

☆AnasteishA☆თარიღი: შაბათი, 2011-01-08, 11:39 PM | შეტყობინება # 177
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
23-ე თავი

სკოლის შენობიდან გამოსულს თვალი ავტოსადგომისკენ გამეპარა და მაშინვე ყურებამდე გამეხა ტუჩები. ბექა თავის ჯიპს მიყრდნობილი იდგა და ღიმილით მიყურებდა. ამ დროს მძღოლის გვერდით მგზავრის ფანჯარაში სანდრომ გადმოყო გაბურძგნული თავი.
_დროზე მოდი! რამდენ ხანს უნდა გელოდოთ?-დამიძახა უკმაყოფილო ხმით. ჯიპისკენ გავფრინდი. ბექამ უკანა კარი გამიღო და მეც თავის დაკვრით ჩავჯექი.
გზაში ხმა არ ამომიღია, სანდრო და ბექა ლაპარაკობდნენ რაღაცას. სახლს რომ მივადექით, მანქანიდან პირველი მე გადმოვხტი, დანარჩენებიც უკან მომყვნენ. სახლის კარი შევაღე, ჩანთა იქვე დავაგდე და სამზარეულოში შევედი. ჩემდა გასაკვირად, ნატუკა სახლში დამხვდა.
_უკვე მოხვედი?-ჰაერღუმელს შიგნით იყურებოდა, როცა ოთახში შევედი და მისთვის თვალმოუშორებლად მითხრა ეს სიტყვები.
_კი, ოღონდ „თ“,-ვუთხარი და ინტერესით მივაჩერდი რას უყურებდა ჰაერღუმელში. ნატუკამ გაკვირვებულმა გადმომხედა.-ანუ მოვედი-თ-მეთქი,-მხრები ავიჩეჩე. გავიგონე როგორ შემოვიდნენ ბიჭები სახლში, ჩანთები დაყარეს და კიბეზე აბრაგუნდნენ. ნატუკას ყურადღება არ მიუქცევია, ალბათ მარტო სანდრო ეგონა.-რას აცხობ?
_პიცას!-ამაყად მიპასუხა.
_ოჰოო... იტალიურ სამზარეულოზე გადავედით?-დავცინესავით.
_მადლობის მაგიერია? მინდოდა გამეხარებინეთ...
_მართლა ძალიან გამახარე, სადილის კეთების ხასიათზე ნამდვილად არ ვიყავი...-გულწრფელად ვაღიარე.
_სადილზე ლაშა მოვა...-სასხვათაშორისოდ ჩაილაპარაკა.
_რა?-მეგონა მომესმა.
_ლაშა უნდა გავაცნო დედას და მამას.
_თხოვდები?
_რა სისულელეა! უბრალოდ მინდა ჩემს რჩეულს იცნობდნენ...
_მშვენიერია, ვერაფერს იტყვი... ისიც ხომ არ გაქვს მოფიქრებული, მე სად ჯანდაბაში წავიდე?
_სად უნდა წახვიდე?
_აბა, იმ ყველაფრის შემდეგ...
_დაწყნარდი! იმ ბოთეს მაინც აღარაფერი ახსოვს. რომ გაიღვიძა თავის მანქანაში იწვა. მე ვუთხარი, რომ შევრიგდით, ბევრი დავლიეთ და მერე სიბნელეში შეცდომით მივიყვანეთ სხვაგან.
_მაგრამ...
_არავითარი მაგრამ! დღეს მთელი ოჯახი ვიკრიბებით. წადი, ლიზი მოიყვანე ბაღიდან.
_კარგი...-ყურები ჩამოვყარესავით.
_ჰო... და კიდევ: ცოტა წესიერი რამე ჩაიცვი!-დამადევნა, როცა სამზარეულოს კარი გავიხურე.
ლიზი რომ მოვიყვანე, უკვე ყველა მოსული და სუფრაც გაშლილი დამხვდა.
_არ არსებობს!-ბოლო 2 წლის განმავლობაში პირველად გამზადდა სადილი უჩემოდ!-აღვფრთოვანდი.
_ჰოდა დატკბი, კიდევ ორი წელი ვერ ეღირსები ამას,-მიკბინა სანდრომ.
_ბექა?-სიცილი ძლივს შევიკავე, როცა მისაღებში ლაშას გვერდით უხერხულად მჯდომი დავინახე.-მეგონა ოჯახური ვახშამი იყო, ამას რაღა უნდა აქ?-სანდროს ჩავუსისინე.
_ეგ მეც ძალიან მაინტერესებს! მაგ ბიჭს იმ ღამის მერე ვეღარ ვიტან!-ჩურჩულით ჩაგვერთო საუბარში ნატუკა.
_ჰო, მანამდე არ გაგიჭირდებოდა ატანა, თვალითაც კი არ გყავდა ნანახი!-გაიკრიჭა სანდრო.-რაც შეეხება მის აქ ყოფნას... მე ვთხოვე დარჩენილიყო, მერე საქმე გვაქვს...
_ახლა დაუძახე, ან რამე ქენი, ლაშას მოაცილე, თორემ მის გვერდით რომ ვხედავ, „ის“ საშინელება მახსენდება...
_მოვაცილებ. თუ ყველაფერი მზად არის სუფრასთან მოვიპატიჟებ!
_რამე ქენი!-თვალები დაუბრიალა ნატუკამ და გაბრუნდა.
_დაკო, გაიგე? მიდი სუფრასთან მოიპატიჟე!-გასცა ბრძანება სანდრომ და ისიც ნატუკას მიყვა. უკმაყოფილო სიფათით გავემართე მათკენ.
_გამარჯობა, ლაშა, როგორა ხარ?-გადავკოცნე დიდის ამბით.
_კარგად, შენ?-გაოცებული ჩანდა ლაშა, ბექამ დამცინავი მზერა შემავლო.
_მეც არამიშავს,-ვუპასუხე და ორივეს ღიმილით ვუთხარი.-სუფრასთან გიხმობენ.
სადილის შემდეგ ყველა სადღაც დაიფანტა. უფრო სწორად, დედა და მამა სამსახურებში, ნატუკა ლაშას გაჰყვა, ბექა და სანდრო გარაჟში გავიდნენ. ამგვარად, მე და ზღარბი შევრჩით ერთმანეთს. ზღარბიც თავისი პატარა მეგობრის დაბ. დღეზე იყო მიწვეული. ნაწნავებში იასამნისფერი ყვავილები ჩავუწანი და ამავე ფერის თეთრ-გვირილებიანი კაბა ჩავაცვი. ორი ნაწნავი ისე სასაცილოდ ჰქონდა გაფშეკილი აქეთ-იქით, სიცილს ძლივს ვიკავებდი. მისი ხვეული, ურჩი თმა არ იყო მიჩვეული ასეთ ვარცხნილობას. საფეთქლებთან და ყურების წინ მაინც დარჩა პატარა კულულები. თავის ზღარბ-ჩანთაში რამდენიმე დღის წინ საგანგებოდ მისი მეგობრისთვის ნაყიდი თოჯინა ბარბი ჩავუდე და დაბ. დღეზე წავიყვანე.
_თენთ დალჩები?-მკითხა გზაში.
_ვერა, პატარავ, ჭურჭელი უნდა დავრეცხი, თორემ დედა გაბრაზდება.
_მასინ ალც მე ალ დავლჩები!-განმიცხადა.
_რატომ? რას ქვია არ დარჩები? თეკო ხო შენი მეგობარია?
_მელე ლაა, მოჭყენილი ვიქნები.
_რატომ?
_იქ ყველა უჩხო იქნება.
_მერე რა? რაც მთავარია, შენი მეგობარი ხომ იქნება?
_მეგობალი?
_ჰო.
_თეკოა თემი მეგობალი?
_ჰო.
_კაქი, მაშინ დავლჩები.
_კარქი გოგო ხარ! აბა, ზარის ღილაკს თუ მიწვდები,-ჩემი პაწუკა დაიკო ხელში ავიყვანე, რომ ზარის ღილაკს მიწვდენოდა.
_თეკოს რა უნდა უთხრა?-გამომცდელად ვკითხე, როცა ჩამოვსვი.
_დღაბადღებიშ დღეშ გილოჩავ!
_სწორია! გამარჯობა!-სასწრაფოდ გავუღიმე თეკოს დედას, რომელმაც კარი გაგვიღო.
ჭურჭელს ვრეცხავდი სანდრო რომ შემომეპარა.
_დაკოო...-ისეთი ხმა აქვს, წინასწარ ვიცი, რაღაც უნდა მთხოვოს.
_რა გნებავს?
_სალიმ დამირეკა, უნდა შევხვდე და...
_მერე ბექას მე მიტოვებ?
_ძალიან გთხოვ რა...
_რას მთხოვ?
_მიხედე ცოტა ხანი.
_რას ნიშნავს „მივხედო“?
_მანქანას აკეთებს და მიეხმარე.
_მანქანის შეკეთებაში?-დავცინე.
_ოო, მიხედავ თუ არა?
_მოიცა, მანქანა ისევ გააფუჭე?
_უკომენტაროდ!
_მეც არ გამიკვირდა ეს 3 დღე მამას რატომ მიყვება-მეთქი დედა?
_დამეხმარები?
_ოღონდ მალე დაბრუნდი. ზღარბის წასაყვანად უნდა წავიდე მერე და ბექას მარტო ხომ არ დავტოვებ?
_შეიძლება მანამდე მორჩეს და წავიდე სახლში, თუ არადა, ერთად წადით ზღარბთან. გასაღები მაქვს.
_შენ რომ გამოუარო ზღარბს, რა იქნება?-შევთავაზე.
_მე დამაგვიანდება.
_რატომ?
_რამდენ კითხვებს სვამ? აბა, წავედი, ჭკვიანად!-კარი გაიხურა. ჭურჭელი დავამშრალე, წყლიან ბოთლს დავავლე ხელი და გარაჟისკენ წავედი. მანქანასთან არავინ არ იდგა.
_ბექაა! დავიძახე.
_რა მოხდა?-მანქანის ქვემოდან სანახევროდ გამოსრიალდა გორგოლაჭებიან ფიცარზე გაწოლილი. წელზემოთ შიშველი იყო.
_წყალი მიგიტანე,-ბოთლი გავუწოდე. მთლიანად გამოძვრა და ფეხზე წამოდგა. თვალები მიმებნიდა, „რა ბიჭია!“ უნებურად გავიფიქრე. გარუჯულ კანზე მკერდის კუნთები და მუცლის პრესი ულამაზესად ჰქონდა, მკლავებზე და განიერ მხრებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. არაა, აშკარად არ ჰგავდა 17 წლისას. ზრდასრული მამაკაცის აღნაგობა ჰქონდა. ოღონდ მანქანის ქვეშ ძრომიალის გამო ადგილ-ადგილ გამურული იყო, ლოყებზეც მაზუთი ესვა, ხელები კი მთლიანად შავი ჰქონდა.
მეგონა, ბოთლი უნდა გამოერთმია, მაგრამ გვერდი ამიარა და თავახდილ კაპოტთან მივიდა. ცალი ხელით მის კიდეს დაეყრდნო, მეორით კი შიგნით რაღაცას ხლაფორთობდა. მართლა საოცარი სანახავი იყო! ოფლით აპრიალებული ლამაზად დაკუნთული სხეული, დახვეწილი სახის ნაკვთები, ჯინსის უკანა ჯიბეში სანახევროდ ჩაჩურთული მაისური და ბოლოს, თავდაჯერებული ღიმილი, რომელმაც იქვე გამანადგურა.
_რა იყო, რამ ჩაგაფიქრა ასე?-მკითხა, როცა მანქანის ნაწილებს თვალი მოაცილა და ზემოხსენებული ღიმილით გამიღიმა.
_არაფერსაც არ ვფიქრობ, საიდან მოიტანე?-თავი გავაქნიე, რომ ცოტა გამოვფხიზლებულიყავი.
_იცი როგორი სახე გაქვს?-აშკარად დამცინოდა.-თითქოს სადაცაა დაეცემი!
_მასეცაა...-მისუსტებული ხმით ვთქვი და იქვე ძველ დაბალფეხება სკამზე ჩავჯექი.
_ცუდად ხარ?-შეწუხებული სახით დამადგა თავზე.
_გაიწიე, ისედაც ძლივს მყოფნის ჰაერი...-ხელით მივაწექი მუცელზე, რომ გაწეულიყო და კინაღამ დამავიწყდა, რომ უნდა გამეშვა.
_ჰაერი არ გყოფნის?-მართლა შეწუხებულს ჰგავდა. დაიხარა, ერთი ხელი ზურგზე მომხვია, მეორე მუხლებს ქვემოდან და ხელში ამიყვანა.
_რას აკეთებ?-მისუსტებული ხმით ვკითხე, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე. ასე უფრო კომფორტული იყო გადაადგილება, მის მხარზე მოკიდებული უფრო უხერხულად ვიყავი მაშინ.
_ჰაერზე გამყავხარ...-გარაჟიდან გამომიყვანა და სახლის წინ, პატარა ბაღის სკამზე დამსვა. ხელი რომ გამიშვა მერეღა გაახსენდა:
_მაპატიე, დაგსვარე, სულ დამავიწყდა...-შავ ხელებზე დაიხედა. დავიბან და ახლავე მოვალ, არსად წახვიდე,-ათიოდე წუთში დაბრუნდა, ხელებიც სუფთა ჰქონდა და მაზუთიანი გულ-მკერდ-მუცელიც. ხელში ყინულიანი ჭიქა ეკავა.
_მაპატიე, თქვენი პირსახოცის გამოყენება დამჭირდა, სხვა გზა არ მქონდა. ის დავასველე და მუცელი გავიწმინდე.
_ერთი პირსახოცი კი ღირს მანქანის გაკეთება,-გავუღიმე. ჩემ ხელში ჯერ ისევ ჩაბღუჯული წყლიანი ბოთლი გამომართვა და ძირს დადო, ჭიქიდან ყინულები ამოიღო და საფეთქლებზე დამადო.
_აა, ცივია!-შევხტი.
_ცოტა მოითმინე და თავბრუსხვევა გაგივლის,-გავყუჩდი და სახეში ჩავაშტერდი.-თვალები დახუჭე,-ეს ბრძანებაც შევასრულე და რამდენიმე წამში საოცრად მსუბუქად ვიგრძენი თავი. თვალები გავახილე,ის ისევ იმ პოზაში იყო: ჩემს წინ ჩაკუზული და ხელები ჩემს საფეთქლებზე. ყინულის მოზრდილი ბურთულები ჯერ კიდევ არ დამდნარიყო, სამაგიეროდ რაც დადნა, სახეზე ჩამოუყვა და მხრებთან მაისური დამილაქავა.
_უკეთ ხარ?-თანაგრძნობით მკითხა.
_ბევრად.
_მაშინ დაიჭირე,-საფეთქლებზე მიდებულ ყინულებზე მითხრა. მის ხელებს ზემოდან დავადე თითები, მან ფრთხილად გამოაცალა თავისი.
_ესენი კარგი, მაგრამ დანარჩენები რად გინდოდა?-ყინულებზე ვანიშნე.
_დანარჩენები?-ჭიქაში წყალი ჩაასხა და ერთი მოსმით გამოცალა.-ამისთვის,-ღიმილით მითხრა. ყინულის ბურთულები შემცირებული ზომით, თუმცა მაინც ჩარჩა ჭიქის ფსკერზე.-ყინულოვანი წყალი მიყვარს,-კიდევ ერთი ჭიქა გამოცალა.-ჰო... და კიდევ, მაპატიე, შენს საყინულეში შევძვერი.
_პირიქით, გმადლობ, რომ ასე მოიქეცი. ძალიან მიშველა ამ ყინულებმა,-ვუთხარი და სველი თითები ჩამოვიღე საფეთქლებიდან. ის წამოდგა, წყლიანი ბოთლი ხელში ეკავა. ჩემგან მოშორებით დადგა და ბოთლში ჩარჩენილი წყალი... თავზე გადაივლო!
_გაგიჟდი?-გველნაკბენივით წამოვხტი, წყლის შხეფები შემომესხა.
_მიყვარს მაგრად რომ დავიღლები და მერე თავზე ვივლებ წყალს ჩაცმული.
_სუფთა გიჟი ხარ!-შევამკე.
_შენ რამე ახალი თქვი,-გაეცინა.
_ამ მანქანას რა ჭირს? გააკეთებთ-ფუჭდება, გააკეთებთ-ფუჭდება,-სერიოზული ხმით ვთქვი.
_მართლა გაინტერესებს, თუ ისე მეკითხები?
_ისე გეკითხები,-სერიოზულად ვუპასუხე. გაეცინა.
_ამჯერად აღარ გაფუჭდება... ჯერ-ჯერობით.
_უკვე გააკეთე?-განვცვიფრდი. დაბნეული ვუყურებდი მკერდზე.
_ჰო.
_წეღან ხომ არ მორჩენილხარ?-თვალს ვერ ვაცილებდი.
_მოვრჩი.
_ვა, მაგარია! მე მეგონა...-ვერაფრით ვაიძულე ჩემი თავი, მისი დაკუნთული სხეულის ნაცვლად ჩემთვის უსაყვარლეს სახეზე გადამეტანა ყურადღება. საქმე იმაში იყო, რომ სახეს უკვე მივეჩვიე, ტანს კი არც ისე ხშირად ვხედავდი, მითუმეტეს ასე ახლოს და მითუმეტეს ასე შიშველს.
_ჩემი მაისური ვერ ვნახე შიგნით, შენ ხომ არსად გინახავს?-გამაწყვეტინა უცერემონიოდ.
_მაისური? წასვლას აპირებ?-გული დამწყდასავით.
_არა, მაგრამ ჯობია ჩავიცვა, თორემ ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ჩემს ჭიპს ელაპარაკები!-დამცინა უსირცხვილოდ.
_დამპალო!-გავწიწმატდი. წამოვხტი, უკანა ჯიბიდან ამოვაცალე თავისი მაისური, სახეში ვესროლე და სახლისკენ გავიქეცი.
_ასეთი რა ვთქვი? ვიხუმრე!-მომაძახა. ნაბიჯი არ შემინელებია ისე მოვიხედე, მარცხენა ხელში ეჭირა ლურჯი მაისური და გაოცებული მიყურებდა ხელებგაშლილი. სახლში შევედი, გასაღები ავიღე და გარეთ დავბრუნდი.
_სად მივდივართ?-მაისური გადაეცვა და თავაზიანი გამომეტყველება მიეღო. უნდა ვაღიარო, რომ ამ ვიწრო მაისურშიც რთული იყო მისი კუნთებისთვის თვალის არიდება. კარისკენ მოვბრუნდი და გასაღებით დავკეტე.
_მოიცა რა, რა იყო, მართლა გეწყინა?-დამედევნა ზღარბის მასპინძლების სახლისკენ მიმავალს.
_არა, უბრალოდ მეჩქარება.
_ჰმ... გეჩქარება, არა?-მკლავში ჩამავლო ხელი და თავისკენ მიმაბრუნა.
_ბექა!-გაისმა უცებ. ორივემ ხმის პატრონისკენ გავიხედეთ. მე ქერათმიანი და ლურჯ (და არა ცისფერ)თვალება, მაღალი და იდეალური აღნაგობის გოგონა დავინახე, სათვალეები ეკეთა და საკმაოდ სადად, თუმცა შეხამებულად ეცვა. მოდური ჟურნალის გარეკანიდან გადმოსულს ჰგავდა. ჩემი ღია პირის დანახვაზე (რომელიც მაშინვე დავხურე, როგორც კი მისი მზერა შევამჩნიე), ოდნავ ქედმაღლური იერი მიიღო, მაგრამ მეორე წამს გულთბილად გამიღიმა, შემდეგ ბექას მიუბრუნდა.
_სად დაიკარგე მთელი დღე?-მოგვიახლოვდა. ეჭვიანობა მომკლავდა, სათვალე რომ არ მოეხსნა და მათ შორის არსებული თვალსაჩინო მსგავსება არ დამენახა.
_ნათი, გაიცანი, ეს დაკოა...-მკლავზე ხელი გამიშვა ბექამ.-ეს კი ნათიაა, ჩემი და,-ამიხსნა მე.
_მმ...სასიამოვნოა,-ხელი გავუწოდე ღიმილით.
_ჩემთვის უფრო,-ღიმილით გადამეხვია (რასაც ნამდვილად არ ველოდი) და გადამკოცნა.-ჩემი ძმა ხშირად გახსენებს ხოლმე,-ეს ამბავი ნამდვილად არ მწყენია, კმაყოფილმა გადავხედე ბექას.-რომ მოიცლი, დედას დაურეკე, კარგი? გამიხარდა, რომ შეგხვდით და გაგიცანი...-თქვა გულთბილად, შემდეგ თვალი ჩამიკრა და წავიდა. სევდიანად გავაყოლე თვალი. ჩემ გარდა ყველა ასეთი ლამაზი რატომ იყო?
_ნახვამდის...-ჩავიჩურჩულე.-რა ლამაზი და გყოლია...-ვუთხარი ბექას, როცა ნათია კარგა მანძილით გაგვშორდა. მე ისევ მიმავალს გავყურებდი, მაგრამ მე ვგრძნობდი, რომ ბექა მე მიყურებდა.
_პირველი არ ვარ ვინც მაგას ამბობს?-ვკითხე, როცა შევხედე და მის გამომეტყველებას დავაკვირდი.
_არა, ეგ რა შუაშია!-გაეცინა.-უბრალოდ, მომეჩვენა, რომ საკუთარ თავს არ აფასებ,-ჩავიფუშე და გზას გავუყევი. ისიც უკან გამომყვა.
_დაკო! -დამადევნა. უცებ თავზე წვეთი დამეცა. გავჩერდი.
_რას მაიმუნობ?-თვალები ავატრიალე.
_რას ვმაიმუნობ?-ჩემს გვერდით გაჩნდა წამსვე. გაბრაზებულმა მოვხედე. გულუბრყვილო სახით მიყურებდა. უცებ დაიქუხა (იმხელა ხმაზე, რომ კინაღამ კისერზე შევახტი ბექას) და წამში ისეთი წვიმა დაუშვა, რომ მე და ბექამ ტურბოჩართულებმა დავგაზეთ. წინ ბექა მირბოდა და თან მე მიმათრევდა. ერთიანად დავსველდით. მაისისთვის შეუფერებელი ცივი წვიმა იყო. ბექა გარბოდა, მაგრამ თან ეშმაკურად ეღიმებოდა. ისეთი საყვარელი იყო...
_აქეთ!-ახლა მე წავიყოლე, ერთ-ერთ სახლთან შევუხვიე და ზარი დავრეკე.



☆AnasteishA☆თარიღი: შაბათი, 2011-01-08, 11:40 PM | შეტყობინება # 178
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
mainc xo davde. ramdenad waikitxavt dges ar vici, magram me davde. mapatiet gvian rom davde sad


dodoთარიღი: კვირა, 2011-01-09, 0:21 AM | შეტყობინება # 179

267
66  +
69  ±
   ±
Offline
au magari iyoooooo beqaze vaprennn ...oh oh dakuntuli da rame smile smile smile es tavi sachemo iyoo:D:D:D sg dakos ukve momcons.... AQ AGIAREBITI CHVENEBA MAQ BEQA MIYVARXAR:D:D:D shemdeg tavs velodebi ragac vgrdznob pirveli kocna male unda iyooos:D:D rogor minda dakos adgilas yopnaa...hmmm,nww xmas happy smile

elle____თარიღი: კვირა, 2011-01-09, 0:33 AM | შეტყობინება # 180
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
au mokled wvimashi sirbils ver avcdit nuuu biggrin :D:D magari xar sayvareloo chagetvala ase rom gvasiamovne dadges rom dade axali taaaaavii :***** nu beqa ukomentarod kunti da rame rumeee biggrin :D yochag magaaasss : )) da yochag sheeen :** ase gaagrdzeelee :)):***

ფორუმი » Fanfiction » საკუთარი შემოქმედება » 30 კალიბრიანია, 9ასოიანი და იწყება ც-ზე
ძებნა: