ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
ფორუმი » Fanfiction » საკუთარი შემოქმედება » 30 კალიბრიანია, 9ასოიანი და იწყება ც-ზე
30 კალიბრიანია, 9ასოიანი და იწყება ც-ზე

☆AnasteishA☆თარიღი: ორშაბათი, 2010-12-27, 9:59 AM | შეტყობინება # 1
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
სახელწოდება: 30კალიბრიანია, 9ასოიანი და იწყება ც-ზე
ავტორი: AnasteishA
დისკლეიმერი: პერსონაჟებზე საავტორო უფლებები მეკუთვნის მე
ჟანრი: კომედია, მელოდრამა
სტატუსი: დასრულებულია

ავტორისგან: ეს არის ამბავი 15-16 წლის და-ძმაზე, მათ მხიარულებით, ხრიკებით, თანადგომით აღსავსე ცხოვრებაზე. ეს რომანი 15 წლის ასაკში დავწერე და მკითხველებს ვთხოვ, გაითვალისწინოთ ეს. ვფიქრობ, რომ ამ ასაკის, ან უფრო პატარები უფრო კარგად მიიღებთ ამ რომანს, რადგან ახლა რომ ვკითხულობ რაღაცეები არ მესმის მეთვითონ, მაგრამ თქვენხელა ალბათ, ასე ვფიქრობდი. ახლა კი, და-და-და-დააააამ!


თავი 1

თავი 2

თავი 3

თავი 4

თავი 5

თავი 6

თავი 7

თავი 8

თავი 9

თავი 10

თავი 11

თავი 12

თავი 13

თავი 14

თავი 15

თავი 16

თავი 17

თავი 18

თავი 19

თავი 20

თავი 21

თავი 22

თავი 23

თავი 24

თავი 25

თავი 26

თავი 27

თავი 28

თავი 29

თავი 30

თავი 31

თავი 32

თავი 33

გადმოსაწერი ლინკი


პირველი თავი

ჯანდაბა! ისევ დამაგვიანდა სკოლაში! მაღვიძარამ რატომ არ დარეკა?
_დედაააა! მაღვიძარა შენ გამომირთე?
_გამოგირთე? როდის დააყენე რომ გამომერთო?
_ჯანდაბა!
_წესიერად ილაპარაკე! და დროზე ჩაიცვი, დაგაგვიანდა!
სწრაფად წამოვხტი და სკამზე სათუთად გადაფენილ სკოლის ფორმას ვეცი. სასწრაფოდ ჩავიცვი, თმები სარკეში ჩაუხედავად გავიკვანძე უკან ცხენის კუდივით, ჩანთას დავტაცე ხელი და ჰერი-ჰერი სკოლისაკენ!
როგორც ყოველთვის, დამაგვიანდა! მასწავლებელს მშვენიერი ზღაპარიც ვაგემე, რომ დილით დედა ცუდად გახდა და სასწრაფოს მანქანით მისი საავადმყოფოში წაყვანა მოგვიხდა და მარტო ვერ გავუშვი, ამიტომ იძულებული გავხდი მეც გავყოლოდი. თან დავამატე, რომ არ გამოვრიცხავდი დედა ფეხმძიმედაც ყოფილიყო. ის იყო მასწავლებელმა თანაგრძნობით შემომხედა (ხანდახან მიმართლებს გულუბრყვილო მასწავლებლებში) და ჩემ ადგილზე მიმითითა დაჯექიო, რომ ჩვენი კლასის ყველაზე მეტიჩარა გოგომ, თამთამ ჩუმად ჩამისისინა:
_დაკო, დედაშენი ისე ხშირად „ხდება“ ცუდად, ყველა ჯერზე თუ ფეხმძიმედ იყო, ახლა წესით მთელი საფეხბურთო გუნდი უნდა გყავდეთ სახლში,-ცბიერი ღიმილით დააბოლოვა.
_ჰაჰა, რა ხუმარა ხარ!-დავეჯღანე თავხედს.
_ერთხელაც იქნება დედაშენი გაიგებს რა ხშირად „ხდი ცუდად“ და მერე დახმარებისთვის ჩვენ არ მოგვმართო,-ეს ჩემი სამეგობროს ტვინიკოსა, სახელად ნინო იყო.
_გაკვეთილს უსმინე!-მასწავლებელზე ვანიშნე თვალებით და ისეთი გამომეტყველება მივიღე, თითქოს იმ წუთში მისის „მჭევრმეტყველი იდიოტის“ ლექციაზე მეტად არაფერი მაინტერესებდა...
_აბა, მოგვიყევი რა მოხდა?-მთხოვა ლანჩის დროს ჩემსავით გადარეულმა, ცალკიკინიანმა რუსამ.
_დამეძინა!-გოგოებს სიცილი აუტყდათ.
_ჰო, რა იყო, თქვენ არ დაგძინებიათ?
_ნუ იბუტები. ნახე ვინ მოდის!-სიყვარულის საკითხებში გამოცდილმა სოფომ ჩემი ფავორიტისკენ გამახედა.
_ააუ, რა ლამაზია ეს დამპალი!-აღმომხდა და თვალები მიმელულა მის დანახვაზე. ამ ბიჭზე მას შემდეგ ვაფრენ რაც იმ წელს შიდა სასკოლო ტურნირში ფეხბურთის ფინალში მის თამაშს ვუყურე. თავს რომ აიქნევდა და ოფლიან თმებს უკან გადაიყრიდა, მაგაზე ხომ სულ ვდებილდებოდი. ამის მერე მთელი კვირა გაშტერებული დავდიოდი. მოკლედ, ეს ბიჭი იდგა ჩემგან მოშორებით, გვერდულად და ვიღაცას (ბიჭს) ელაპარაკებოდა (მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ თურმე ეს „ბიჭი“ ჩემი ძმა იყო, მანამდე ჩემს რჩეულს ვუთვალთვალებდი, მეორისთვის სად მეცალა?!).
_არა, შეხედეთ რა ლამაზი თითები აქვს! გრძელი, თხელი თითები და ლამაზად გაკეთებული ფრჩხილები... ჩემ ძმას კი არ ჰგავს ხერხით გადახერხილს რომ უგავს ხოლმე...-დავამატე.
_უკვე ფრჩხილებზე გადავედით? მე მეგონა ფეხის ზომაზე ვიყავით გაჩერებულები,-დამცინა სოფომ. თვითონ საკმაოდ ხშირად იცვლიდა შეყვარებულებს მე კი პირველად მომწონდა სერიოზულად ვიღაც და მას ალბათ აკვირვებდა, რომ ეს „მოწონება“ ასეთი ძლიერი და მათი ტვინების წამღები იყო.
_არა, მართლა ნახე!-არ მწყენია მისი ირონია. ეს ბიჭი მთლიანად მომწონდა, თავისი ვარცხნილობით დაწყებული და სავსებით ჩვეულებრივი ჩანთითა და სკეიტბორდით დამთავრებული. მის შავგვრემან სახეს, ლურჯ თვალებს და ვნებიან, ანც ტუჩებს ჭკუიდან გადავყავდი. ის კი მგონი, საერთოდაც ვერ მამჩნევდა.
_ოეე, პირი დახურე, სირცხვილია...-მუჯლუგუნი მითავაზა რუსამ. ის იყო დახურვა დავაპირე, რომ შევამჩნიე არც მქონია ღია. გემრიელი ჩქმეტით ვუპასუხე.
_არა, მაინც რა საქმე აქვს ნეტა ასეთი, შენს ძმასთან?
_ვის?
_ვის და შენ რომეოს! გაიღვიძეე!-შუბლზე მომიკაკუნა სოფომ.
_ჩემი ძმა!-ახლაღა დავინახე ვის ელაპარაკებოდა სკოლის პოპულარული ბიჭი- სანდროს, ჩემ ძმას!-არაა, ნამდვილად ჩემზე ელაპარაკება! ალბათ უნდა უთხრას... ნუ... ნებართვა სთხოვოს, რომ მასთან ერთად გავატარო საღამო! ჰო, ნამდვილად მასე იქნება!-თვალები გამიბრწყინდა ჩემი აღმოჩენით გახარებულს და ფეხზე წამოდგომა დავაპირე (ოთხივე სკოლის ეზოში, ხის ჩრდილში ვისხედით გორაკზე), მაგრამ გოგოებმა უკან დამსვეს.
_ან იქნებ უბრალოდ სანდროს სკეიტბორდის თხოვება უნდოდა?-შემომაპარა ნინომ.
_რაა?-კიდევ ერთხელ გადავხედე ბიჭებს და დავინახე როგორ მისცა ჩემ ძმას სკეიტბორდი.-ო, არა! რატომ მაინცდამაინც მე? რა დავაშავე? რა დამსახურებისთვის მერგო ჩემი ძმისნაირი იდიოტი?
_რას გულისხმობ?
_იმას, რომ სახლში მისვლამდე 15-ჯერ მაინც წამაქცევს სანდრო იმ თავისი სკეიტბორდით. სუფთა ბავშვია რა!
_შენზე ერთი წლით დიდია!
_ბავშვია!-დავსვი ბეჭედი და გაბრაზებული წამოვდექი. დღეს მძიმე დღე გელის! მაგრად დადექი დაკო!


შეტყობინება შეასწორა AnasteishA - ორშაბათი, 2010-12-27, 10:16 AM

☆AnasteishA☆თარიღი: პარასკევი, 2010-12-31, 5:39 PM | შეტყობინება # 46
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
შემოგევლეეთ, როგორი კეთილი, ჭკვიანი და მიხვედრილი ბავშვები ხართ! snegurochka :snegurochka: მადლობა მასეთი კომენტარებისთვიისსს. გაიხარეთ! მიყვარხაააააააართ!!!!!!

დამატებულია (2010-12-31, 5:39 PM)
---------------------------------------------
მერვე თავი

ის იყო, ბექამ კიდევ ერთი შეტევა წამოიწყო, რომ მოწინააღმდეგემ გზა გადაუჭრა და წვივის ძვალი სასტიკად გადაუმტვრია. ბექას არაამქვეყნიური ბღავილი აღმოხდა. იარუსებს შეძრწუნებულ-აღშფოთებულმა ძახილმა გადაუარა. მედ. პერსონალი მაშინვე შევარდა საკაცით სტადიონზე და ბექა გამოიყვანა. მსაჯმა, როგორც იქნა, აღირსა წითელი ბარათი. მე მაშინვე კიბეებისკენ გავქანდი.
_საით?-დამადევნა სოფომ, მაგრამ პასუხისთვის სად მეცალა?! სულმოუთქმელად გავქანდი სწორედ იქით, საითაც წუთის წინ საკაცეზე დასვენებული ბექა შეიყანეს. კარებთან, რომლის მიღმაც ბექა იყო, კვე ბლომა ხალხს მოეყარა თავი. ხო ასე ძალიან მივიჩქაროდი, მაგრამ ოთახში შესვლა მაინც ვერ გავბედე. მაინც ვინ ვიყავი მისი? არც ნათესავი, არც შეყვარებული, არც მეგობარი. კარგი ნაცნობიც კი არ ვყოფილვარ, უბრალოდ ერთი-ორჯერ გამოველაპარაკე, ეს იყო და ეს.
_გამატარეთ! მიმიშვით!-ისევ ეს მეტიჩარა გვანცა მაჩაბელი! ჩემდა სამწუხაროდ, მეტიჩარასთან ერთად საკმაოდ ლამაზიც იყო. ვუყურებდი როგორ მიიკვლევდა გზას კარისკენ და ბოღმით ვიბერებოდი.-მე ბექას... მმ... შეყვარებული ვარ.
_ფუ, შენი... მე ხო არაფერში არ მაქ ბედი...-წავიბურტყუნე.
_ეე, შენ აქ რა გინდა?-მკლავში ჩამავლო უცებ ხელი ვიღაცამ.
_სანდრო? შენ რა გინდა აქ?-გამიკვირდა მისი აქ დანახვა.
_ჩემ შეყვარებულს ფეხი ატკინეს და გამოვქანდი, რომ ვაკოცო და მოვურჩინო!-გვანცას გასცინა სანდრომ. გვანცამაც მოკრა ყური მის ნათქვას და გამგმირავი მზერით დააჯილდოვა.
_დაიაური!-ისე თქვა, თითქოს სალანძღავ სიტყვას ამბობდა.
_დაიაურებთან რამე პრობლემა გაქვს?-მივუბრუნდი ცივად. გვანცამ შეურაცხყოფილი სახე მიიღო და პირიც კი გააღო რაღაცის სათქმელად, რომ ოთახის კარი გაიღო და ერთ-ერთი მედიკოსი გამოვიდა. ბექას გულშემატკივრები და უბრალოდ სეირის მაყურებლები გარს შემოეხვივნენ კაცს და კითხვები დააყარეს. მან ყველა გაჩუმა და ხმამაღლა თქვა:
_ძალიან უხეშად აქვს გადამტვრეული წვივის ძვალი, ღია მოტეხილობაა, მაგრამ ამ წუთებში დამაკმაყოფილებელი მდგომარეობაა. თაბაშირში უსვამენ ფეხს და როგორც მინიმუმ ერთი თვე ვერ მოიხსნის. ხოლო რაც შეეხება საფეხბურთო კარიერას... ჯერ-ჯერობით შეუძლებელია იმის ზუსტად დადგენა, შეძლებს თუ არა პროფესიონალური ფეხბურთის თამაშს. უაღრესად გთხოვთ, დაიშალოთ. საშინელი ტკივილები აქვს და თქვენ ნუღარ შეწუხებთ. აქედან პირდაპირ სახლში წავა. არავითარი დარეკვა და მოკითხვა. მიეცით დასვენების და მშვიდად ყოფნის საშუალება,-განაცხადა და ოთახში შებრუნება დააპირა. ამ დროს, მკლავში წაავლო ხელი გვანცამ. ხალხი უკვე იშლებოდა, მე კი ადგილიდან ფეხს არ ვიცვლიდი, ჩემ გამო ადგილზე რჩებოდა სანდროც.
_თუ წინააღმდეგი არ იქნებით, სულ რამდენიმე წუთით ვნახავ...-უთხრა კაცს გვანცამ.-მისი ახლო... მეგობარი ვარ,-დაამატა, როცა კაცის უკმაყოფილო გამომეტყველებას ჰკიდა თვალი.
_მე უკვე გითხარით, რომ არ შეიძლება.
_სულ რამდენიმე წუთით... გთხოვთ!
_კარგი. თვითონ მას ვკითხავ და თუ ისურვებ თქვენს ნახვას...-ამ სიტყვებით მედიკოსი კარს მიღმა მიიმალა.
_წამოდი, სახელოზე დამქაჩა სანდრომ, მე თვალცრემლიანმა შევხედე და გასასვლელსკენ გავყევი. გავიგონე ზურგსუკან როგორ გაიღო კარი და იმ კაცმა ოგორ ჰკითხა გვანცას:
_თქვენ დაკო ხართ?
_რაო?-წამოიყვირა გვანცამ და დამჟავებული სიფათით ჩაგვირბინა. მედიკოსმა მხრები აიჩეჩა და ოთახში შებრუნდა. მე კი...

bella-vampire, აბა ამ თავის მერე რას იტყვი ბექას გრძნობებზე?? არ გეგონოს, რომ რამე გადავაკეთე, ყველაფერი უცვლელად გადმომაქვს. მარა ყველაფერი დალაგებული არაა, როგორც წესით უნდა იყოს. მაინც ბავშვი ვიყავი და თავში მიქროდა (თორე ახლა რას ამბობ მარა მაინც biggrin :D )




შეტყობინება შეასწორა AnasteishA - პარასკევი, 2010-12-31, 5:39 PM

elle____თარიღი: პარასკევი, 2010-12-31, 6:05 PM | შეტყობინება # 47
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
vaime dzaaaaaaaaaaan momewona am tavis bolooo biggrin :D : D: D intrigaaaaaa intrigaaaaa biggrin magariaaaa : ))) dzlivs gauxarda bavshvs biggrin :*:*


bella-vampireთარიღი: პარასკევი, 2010-12-31, 6:24 PM | შეტყობინება # 48

842
83  +
   ±
Offline
AnasteishA, surprised surprised vaime vdumvar! biggrin biggrin auuuuuuuu gamixardaaaaaa (dance) biggrin egre unda gvancas. biggrin biggrin auu shemdegi tavi mindaaaa biggrin biggrin nmadvilad ar movelodi movlenebis aset ganvitarebas. sofosi ar iyos da sad iyo martla amden xans beqa? biggrin biggrin me amas aradalagebulobis biggrin jer veraferi ver shavatyve biggrin :*

SLYTHIთარიღი: პარასკევი, 2010-12-31, 6:48 PM | შეტყობინება # 49

259
11  +
   ±
Offline
AnasteishA, vaime shemdegi tavi minda saswrafoood!!
ra magrad wer ann!!
rac ar unda cud xasiatze iyo ro waikitxav mainc gagecineba da karg xasiatze dagayenebs snegurochka biggrin

☆AnasteishA☆თარიღი: პარასკევი, 2010-12-31, 6:54 PM | შეტყობინება # 50
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
მეცხრე თავი

იმ ერთი თვის განმავლობაში, რაც ბექა სახლში იყო, ჯოჯოხეთად მექცა სკოლაში სიარული. მე ხომ ბექას მეტყველი თვალების გამო მიყვარდა სკოლა? საშინლად გაიწელა ეს დრო და უკვე მეგონა აღარასდროს გაივლიდა, მაგრამ ერთ მშვენიერ დილას ის ისევ მოვიდა და... კინაღამ მომკლა.
ჩემთვის მოვსეირნობდი სკოლისკენ მიმავალ გზაზე. ჩაფიქრებული ვიყავი, თან მუსიკას ვუსმენდი ყურსასმენებით. გზაზე გადასვლის დროს არც შემიმჩნევია მოახლოებული მანქანა. მარტო ის მახსოვს მარცხნივ გახედვის დროს ნახევარ მეტრში ჯიპის „ცხვირი“ (წინა ნაწილი ანუ კაპოტი) და ბექას შეშინებულ-შეშფოთებული სახე რომ დავინახე. მაგრამ მან დროზე მოახერხა დამუხრუჭება. ზუსტად ჩემს წინ გაჩერდა მანქანა. სულ რაღაც 5 სმ გვაშორებდა მე და მანქანის ბამპერს. მუხლი მომეკვეთა და ჩავჯექი იქვე. ბექა მანქანიდან გადმოხტა და მომვარდა.
_როგორ ხარ? ცოცხალი ხარ?-თან ჩემს წამყენებას ცდილობდა. დაცემის დროს ყურსასმენები გამომგვარდა ყურებიდან და მისი სიტყვები მშვენივრად გავიგე.-რამდენჯერ დაგისიგნალე, არ გესმოდა? რატომ მიყურებ მასე, გტკივა რამე? მითხარი, რა გტკივა?-მეკითხებოდა, მაგრამ მე ჯერ კიდევ არ ვიყავი შოკიდან გამოსული და უაზროდ ვუყურებდი. ჩემ პასუხს არ დალოდებია, ხელში ამიტაცა და მძღოლის გვერდით სავარძელზე დამსვა.
_ამოიღე ხმა, ნუ მაშინებ,-მე არ ვიცი როგორი სახით ვუყურებდი, მაგრამ ის კი მართლა გავდა შეშინებულს.-ჰეეი!-წამოიძახა და თვალების წინ გამიქნია ხელი, ალბათ აინტერესებდა თვალებს თუ დავახამხამებდი. სკამის საზურგეს მივეყრდენი და თვალები დავხუჭე, რომ ცოტა აზრზე მოვსულიყავი. ბექამ კარი მომიხურა და თავის ადგილზე დაჯდა.
_საავადმყოფოში მივდივართ!-განაცხადა და მანქანა დაქოქა.
_არა, არა... არ არის საჭირო. არაფერი მჭირს, კარგად ვარ. მართლა კარგად ვარ, არაფერი მტკივა, არც კი შემხებიხარ. უბრალოდ ძალიან შემეშინდა.
_შიში მე მკითხე! იმდენი გისიგნალე! აღარც მეგონა დამუხრუჭებას თუ მოვასწრებდი.
_ჩემი ბრალია- ვერ გადავეჩვიე გზაში მუსიკის მოსმენას, თან გზაზე გადასვლისას არც დავინტერესებულვარ მანქანა ხომ არ მოდიოდა.
_დარწმუნებული ხარ, რომ ექიმი არ გჭირდება?-ჩამეკითხა საბოლოოდ დასარწმუნებლად.
_სრულებით.
_კარგი, მაშინ თვალები დახუჭე. მიდი, დახუჭე და მოეშვი... მოდუნდი... ეცადე დამშვიდდე... არაფერზე არ იფიქრო, კარგი?
_კარგი,-ვუთხარი და თვალდახუჭულმა და დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში აღარც გამიხელია თვალი. კინაღამ ჩამეძინა. სამაგიეროდ, თვალები რომ გავახილე, მომხდარი ცუდ სიზმრად მესახებოდა. ყოველ შემთხვევაში, ისე შეშინებული აღარ ვიყავი.
_სად ვართ?-ვკითხე, რადგან ნახევარი სათი სად ვიბოდიალეთ მანქანით, წარმოდგენა არ მქონდა. ახლაც უცხო, სიმწვანეში ჩაფლულ გარემოს ვხედავდი ფანჯრიდან.
_უკეთ ხარ?-წაუყრუა ჩემს შეკითხვას.
_ბევრად.
_ძალიან კარგი. ახლა კიდევ უფრო უკეთესად გახდები. ვეცდები ჩემი დანაშაული გამოვისყიდო.
_რას აპირებ?-დაეჭვებულმა გავხედე, თუმცა გულში გავიფიქრე, რომ რაც არ უნდა ყოფილიყო, მასთან ერთად ყველაფერზე თანახმა ვიყავი. არ მჯეროდა, რომ ოცნება ამიხდა და... მმმმმმ.
_მგონი არაფერი მოხდება, თუ ერთ დღეს გავაცდენთ სკოლაში. რას იტყვი?-ცერად გამომხედა ღიმილით.
_ჩემები ინერვიულებენ ასე უცბად რომ გავქრი.
_დავბრუნდეთ?-მკითხა გულდაწყვეტილმა. ან იქნებ მომეჩვენა?
_ცოტა ხანი ვიყოთ,-გავუღიმე. სწორედ ამ დროს ერთ-ერთ შესახვევში შევუხვიეთ და მალე გავჩერდით კიდეც.
_გადმობრძანდით, სინიორიტა!-კარი გამიღო და ხელი გამომიწოდა.-ახლა მინდა, რომ თვალები ისევ დახუჭო ცოტა ხნით,-დავემორჩილე, რა თქმა უნდა.-ფრთხილად გადადგი ნაბიჯები. თუ რამე იქნება, გეტყვი,-ვგრძნობდი სადღაც ზევით მივდიოდით. ბექას ჩემი ხელი ეჭირა და სიარულში მეხმარებოდა. სანამ მივდიოდი, თავისუფალი ხელით ოდნავ ვიპწკინე გვერდზე, მეშინოდა, ეს ჩემი ფანტაზია არ აღმოჩენილიყო.-მორჩა, მორჩა, გაჩერდი. აი, ასე დადექი,-დამაყენა როგორც თვითონ უნდოდა და ხელები გამაშლევინა (ეტყობა „ტიტანიკს“ უყურა ამბოლოს). ვიდექი რიოს ქრისტეს ქანდაკებასავით ხელებგაშლილი, სახეზე ნიავი მცემდა და წყლის სურნელი მოჰქონდა. რამდენიმე წუთს ვტკბებოდი თვალგაუხელლად. უცებ გავახილე თვალი, ამ დროს რაღაცამ (უფრო სწორად ვიღაცამ) ჩამიქროლა და წყლის დგაფუნიც გაისმა. ჩემს წინ ულამაზესი ხედი გადაიშალა. მე პატარა კლდის გამოშვერილ ქიმზე ვიდექი, ჩემს წინ კი ულამაზესი ფერის- ლურჯი, კრიალა წყალი ლივლივებდა. არ ვიცი, რა ტბა იყო, მაგრამ აღმაფრთოვანებელი და ულამაზესი კი იყო. ზუსტად ჩემს ქვემოთ ბუშტუკები ამოდიოდა. უკან მოვიხედე: დაბლა, მანქანის ღია კარზე ბექას ქურთუკი იყო გადაკიდებული. ისევ დაბლა დავიხედე. ბექას ჯერ კიდევ არ ამოეყვინთა. უკვე ავნერვიულდი. თუ ცურვა არ იცოდა, რას ხტებოდა?! წყლისთვის თვალმოუშორებლად დავიწყე გახდა, სკოლის ფორმის განუყოფელი ატრიბუტი- მუქი ლურჯი პიჯაკი გავიხადე და მიწაზე დავაგდე. ფეხსაცმელებიც გავიხადე ხელმიუშველებლად, ფეხების ერთმანეთზე გახახუნებით. ის ისევ არ ამოსულა წყლის ზედაპირზე.
_ბექა!-დავიძახე და გადასახტომად მოვემზადე.
_რა იყო?-ჩამყვირა პირდაპირ ყურში და კინაღამ გული გამიხეთქა. შეშინებულმა წონასწორობა ვეღარ დავიცავი და წყალში მოვადინე ტყაპანი. ჩავყურყუმალავდი, მაგრამ მალევე ამოვყავი წყლიდან თავი.
_დაკო! დაკო, როგორ ხარ? გინდა ამოსვლაში მოგეხმარო?-ამ სიტყვებით ისიც გადმოხტა და ჩემს გვერდით ამოყო თავი. საკმაოდ ღრმა წყალი იყო, ორივე ვტივტივებდით.
_ბევრი წყალი ჩაყლაპე?-შემომცინა.
_არა, მაგრამ ორი კვირა რომ აღარ მომწყურდეს საამისოდ საკმარისი,-ჩემ სიტყვებზე გაეცინა, მაგრამ მე არ მეცინებოდა. ჩემი უჯიშო და სუსტი კუჭის ამბავი რომ ვიცოდი, მუცლის ტკივილი მომკლავდა.
_სკოლის ფორმით ბანაობა მაგარია!-მის პერანგზე და ჩემს ყელთან შეკრული სადა ბაფთაზე მეღიმებოდა.
_სხვა დროს უფრო მომზადებულები წამოვიდეთ,-მითხრა ბექამ და წყალი შემასხა. სხვა დროსოო?!
_როგორ მომეპარე წეღან?!-მეც შევასხი წყალი.
_სანამ შენ წინ გადმოხრილი წყალს ჩაჰყურებდი... დანაშაულის გამოსყიდვაც ამას ჰქვია, არა? დღეს უკვე მეორედ გაგიხეთქე გული!
_ჰო, ჩემი შეშინების რეკორდი დაამყარე! მაგრამ ეგ არაფერი, მიჩვეული ვარ. ახლა მხოლოდ სველი ტანსაცმელი მაწუხებს.
_მაგაზე არ ინერვიულო. დარდით თუ მოიკლავ თავს, აქ ყოფნის სიამოვნებას ვერ შეიგრძნობ. მითხარი, ხომ მოგწონს აქ?
_კი, ძალიან ლამაზი ადგილია,-კიდევ ერთხელ მიმოვიხედე გარშემო.
_გინდა გავცუროთ?
_საით?
_საცხობისკენ.
_რისკენ?
_საცხობისკენ. აი, იქითაა,-ხელი გაიშვირა.-იმ ნაპირზე. პურს აცხობენ,-ახალი ამბავი, მე მეგონა ღომს აცხობდნენ...
_იქამდე ვერ მივაღწევ, ტანსაცმელი დამიმძიმდა... ისედაც არ ვარ კარგი მცურავი.
_წამო, მაშინ ავიდეთ და გავშრეთ,-გულდაწყვეტილი ჩანდა ბექა.
_კარგი,-ვუთხარი ბექას, რომელიც უკვე ნაპირისკენ მიცურავდა. ჩემთვის გამეღიმა დებილივით, სველი თმა შუბლიდან გადავიწიე და მას მივყევი.
_მომეცი ხელი,-მითხრა, როცა თვითონ ნაპირზე ავიდა და ხელი გამომიწოდა, რომ ასვლაში დამხმარებოდა.
_გმადლობ,-გავუღიმე, როცა ავედი. ნაფოტები და დამტვრეული ტოტები მოვაგროვეთ და მან სანთებელათი აანთო კოცონი. მე ცეცხლთან ახლოს მორზე ჩამოვჯექი და ხელები მივაფიცხე ცეცხლს. ბაფთა და წინდები ქვაზე დავაფინე, იმედი მქონდა, ან მზე გააშრობდა, ან კოცონი. ფეხსაცმელებიც ცეცხლთან ახლოს დავაწყვე. ბექა, ჩემგან განსხვავებით, წელზემოთ შიშველი იყო და დაკუნთულ სხეულს „მახარბებდა“. ჩემს პირდაპირ იჯდა მიწაზე და ცეცხლს ჩაშტერებოდა.
_ფეხი როგორა გაქვს?-გამახსენდა უცებ გატეხილი წვივი.
_ნორმალურად, ოღონდ არ ვიცი, თამაშს კიდევ შევძლებ, თუ არა,-როგორც იქნა მოწყვიტა თვალი ალს და მე შემომხედა. რაღაც დასევდიანებული მეჩვენა.
_რას გააკეთებ, თუ ვეღარ ითამაშებ, ფეხბურთელი თუ ვეღარ იქნები?
_არ ვიცი. ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა. თამაში რომ ვეღარ შევძლო, გავაფრენ!
_მართლა მასე ძალიან გიყვარს? ფეხბურთი ალბათ უმნიშვნელოვანესია შენთვის...
_ჰო, ასეა. თუმცა ალბათ მოვიფიქრებ რამეს.
_რატომ ხარ მასე მოწყენილი? თითქოს რაღაც ცუდი გაგახსენდა...
_იმიტომ, რომ ასეც არის. რაღაც ძალიან, ძალიან ცუდი გამახსენდა.
_მაგალითად ის, რომ შენი შეყვარებული იეჭვიანებს, როცა გაიგებს, რომ ვიღაც გოგოსთან ერთად იყავი ტბაზე?-მანამ წამომცდა, სანამ ენას კბილებს შორის მოვიყოლებდი. ისეთი სახე მიიღო, თითქოს მფრინავი თეფშების მიერ გარემოს დაბინძურებაზე ველაპარაკებოდი.
_ჩემი შეყვარებული?-მკითხა გაკვირვებულმა.
_ჰო, გვანცა მაჩაბელი.
_ვინ გითხრა, რომ ჩემი შეყვარებულია?
_თვითონ ამბობდა.
_გვანცა? სულ გაგიჟებულა. რა სისულელეა.
_ანუ... ტყუილია?-ჩავეკითხე.
_აბსოლუტურად,-იმედია ყურებამდე არ გავბადრულვარ და სულ ოდნავ გავიღიმე.
_რატომ იცინი?-ტყუილად მქონდა იმედი.
_ამმ... უბრალოდ შემცივდა და...-სასწრაფოდ დავხურე პირი.-ხომ არ წავსულიყავით?
_წავიდეთ, ტანსაცმელი აიღე.
_აბა, რას იტყვი? მგონი ცოტა განტვირთვა მოვახერხეთ, არა?-მითხრა, როცა უკვე ჩემს სახლს ვუახლოვდებოდით.
_კი, შიშისგან განტვირთვა ნამდვილად მოვახერხე, მაგრამ ემოციებით დატვირთული მაინც ვარ. დილანდელზე კი შეგიძლია არც ინერვიულო, უკვე აღარც მახსოვს,-ამ დროს მანქანაში საათს მოვკარი თვალი და შევკივლე,-ვაიმე, ზღარბი!
_ზღარბი? სად?-გაუკვირდა ბექას.
_რა სად?
_სად დაინახე ზღარბი?
_ჩემი და უნდა გამოვიყვანო ბაღიდან,-მანქანის კარი გამოვაღე.
_იჯექი, იჯექი. მითხარი სად წავიდე, გაგიყვან. მაგრამ მანდ ზღარბი რა შუაში იყო, არ მესმის.
_ზღარბი ჩემი დაა, ასე ვეძახი.
_გასაგებია. სად მივდივართ?
_არა, არა. ფეხით წავალ, არ მინდა შეგაწუხო. ალბათ ძალიან დაიღალე.
_სად მივ-დი-ვართ?-მითხრა დამარცვლით.
_პირდაპირ იარე და გეტყვი სადაც უნდა შეუხვიო,-დავნებდი ბოლოს.

დამატებულია (2010-12-31, 6:53 PM)
---------------------------------------------
elle____, happy happy snegurochka snegurochka
bella-vampire, ჯერ სად ხარ... ბოლოში მგონია, რომ ძალიან ძალიან გაგაკვირვებთ... არაა ეს ამბიციურობა, ამის წერა რომ დავიწყე მეთვითონაც არ ვიცოდი, თუ ისე მოხდებოდა როგორც ბოლოს ხდება. აი, შემდეგი თავი happy
SLYTHI, შემოგევლეე, მადლობა დიდი. snegurochka snegurochka

დამატებულია (2010-12-31, 6:54 PM)
---------------------------------------------
ბავშვებოოო, გილოცავთ დამდეგ ახალ წელს! დაესწარით მრავალს, მიზნების და ოცნებების ასრულებას გისურვებთ! მიყვარხართ ძალიან!!!!!!



SLYTHIთარიღი: პარასკევი, 2010-12-31, 7:05 PM | შეტყობინება # 51

259
11  +
   ±
Offline
Quote (AnasteishA)
_ზღარბი? სად?-გაუკვირდა ბექას.

vaime cudad var lol lol
ra magari tavi iyoo !! <33
Quote (AnasteishA)
SLYTHI, შემოგევლეე, მადლობა დიდი.


snegurochka
Rosalie var me, sheni ertguli mkitxveli! biggrin

დამატებულია (2010-12-31, 7:05 PM)
---------------------------------------------

Quote (AnasteishA)
ბავშვებოოო, გილოცავთ დამდეგ ახალ წელს! დაესწარით მრავალს, მიზნების და ოცნებების ასრულებას გისურვებთ! მიყვარხართ ძალიან!!!!!!

mec aseve :snegurcohka:
PS. ui pirveli var happy happy biggrin tongue

დამატებულია (2010-12-31, 7:05 PM)
---------------------------------------------

Quote (SLYTHI)
:snegurcohka:

vaime biggrin snegurochka << igulisxmeboda biggrin

saaaliთარიღი: პარასკევი, 2010-12-31, 7:10 PM | შეტყობინება # 52
Life sucks either way
990
39  +
85  ±
   ±
Offline
AnasteishA, magaria dzalian magari tavebi iyo es bolo ori romelic exla wavikitxe gifts gifts namdvili puror !! ise sad brdzandeboda es vajbatoni aqamde ?? biggrin biggrin gvancac tavis adgilze mojda dzalianac kargi gamixarda.. biggrin biggrin yochag magari xar mokled da exla namdvilad ar gkitxav rodis dadeb shemdeg tavs biggrin mec yvelas gilocavt axal wels da gisurvebt yovelive sauketesos!!! momaval wlamde happy happy happy newyear

www.caribbeanpirate.ucoz.com

www.gossipgirl.ucoz.org

bella-vampireთარიღი: პარასკევი, 2010-12-31, 7:19 PM | შეტყობინება # 53

842
83  +
   ±
Offline
AnasteishA, mshvenieri tavi iyo happy oOOo. dasasrulze damaintrige biggrin boloshi zgarbze dzalian sasacilo iyo biggrin beqas reaqcia warmovidgine lol sul vxalisob xolme axal-axali tavis wakitxvisas happy
mec gilocavt bavshvebo axal weeels. yvelafer sauketesos gisurvebt newyear newyear snegurochka snegurochka snegurochka

★Gvanca★თარიღი: პარასკევი, 2010-12-31, 8:18 PM | შეტყობინება # 54
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
AnasteishA, bolo ori dzaan magari tavebi iyo zgarbze dzaan magari iyo bevri vicine biggrin biggrin dzaan mainteresebs ra moxdeba shemdeg tavshi da rogor ganvitardeba movlenebi
mec gilocavt damdeg axal wels yvela ocneba agsrulebodet da warmatebis momtani yopiliyos es weli tqventvis snegurochka snegurochka



dodoთარიღი: პარასკევი, 2010-12-31, 10:46 PM | შეტყობინება # 55

267
66  +
69  ±
   ±
Offline
magari tavi iyoooo shemdegi tavi rodiiisss? au dzaan magariaa

elle____თარიღი: შაბათი, 2011-01-01, 0:02 AM | შეტყობინება # 56
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
dzaaaaaan magari tavi iyooooo : ))))))) tba momewona magraaaad :* ocneba uxdebaaa biggrin :*:* magari asayvareloo : )))) da saaxalwloddd xvaaal gapiwkineeebuliiii taviii dadeee raaaa biggrin :*:*


dodoთარიღი: შაბათი, 2011-01-01, 2:19 PM | შეტყობინება # 57

267
66  +
69  ±
   ±
Offline
giloocavvvt axal celssss:**** mravals daescariiiit
happy happy happy

☆AnasteishA☆თარიღი: შაბათი, 2011-01-01, 2:31 PM | შეტყობინება # 58
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
მეათე თავი

_გამარჯობათ! ლიზი,-მივესალმე ბაღის ძიძას და ლიზის დავუძახე.
_ახლა კი მესმის „ზღარბი“ რა შუაშიც იყო,-გაეცინა ბექას.
_ლიზია ეს ბექაა, ჩემი სკოლელი. მიესალმე ბექას.
_გამაჯობა!
_გამარჯობა, პატარავ! კარგი იყო ბაღში?
_ალა! დღეშ ნიკა ალ იკო.
_ნიკა ვინღაა?-მე მომიბრუნდა გაკვირვებული ბექა.
_ამის შეყვარებული,-გამეცინა მე.
_ვაა! ყოჩაღ შენ, ლიზი!-თვალი ჩაუკრა ბექამ.-წავედით?
_წავედით,-ვუთხარი და მანქანაში ჩავსხედით. ლიზი წინა სავარძელზე, ჩემს გვერდზე (ნახევრად ჩემს ბარძაყზე) მოვისვი.
_მოვედით,-ჩავილაპარაკე რამდენიმე წუთში.
_ჰო. აბა, ხვალამდე!-გადმოიხარა და ლოყაზე მაკოცა. მე ვერ ვიაზრე რას აპირებდა და დებილივით გაშეშებული დავრჩი. მე არ მიკოცნია. მანქანიდან ჩამოვედით.
_კარგად, ლიზიი!-დაუძახა ბექამ. ლიზიმ ხელი დაუქნია და სახლში შევედით. კარი მივხურე თუ არა, ელვის სისწრაფით გამოექანა ჩვენსკენ სანდრო და დამეძგერა.
_სად ბრძანდებოდი?
_როდის?-მხრები ავიჩეჩე.
_დღეს სკოლაში არცერთ გაკვეთილს არ დასწრებიხარ. საერთოდ მიხვედი სკოლაში? თუ არ აპირებდი წასვლას, რატომ მთხოვე კინწურაშვილს (სკოლის საქმეთა მმართველს) პირველ გაკვეთილზე გაანთავისუფლებინე ჩემი თავიო?-სანამ ამ კითხვებს მაყრიდა, მე ვცდილობდი რამე მომეგონებინა და ამ დროს...
_ბექაშთან იკო...-ესეც შენი ზღარბი! ჩამშვები.
_ვისთან, ვისთან?-სანდრომ იფიქრა მომეყურაო.
_ბექასთან!-ნერვები მომეშალა მე.-დილას სკოლაში რომ მივდიოდი კინაღამ გამიტანა მანქანით!
_ვა, რა მაგარია!-აღფრთოვანდა სანდრო, მაგრამ თითქოს არ გამიგონია მისი რეპლიკა, ისე გავვაგრძელე:
_და საავადმყოფოში წამიყვანა.
_მერე?
_რა მერე?
_ტვინი შეირყიე?
_არა.
_უჰ, იდევ კარგი! გულზე მომეშვა!-შუბლზე მოისვა ხელი, მეორე გულზე მიიდო დამცინავად. არადა მართლა გულდაწყვეტილი ჩანდა, რომ კისერი არ მოვიტეხე ან უკიდურეს შემთხვევაში, რომელიმე კიდური.
_წამოდი, წამოდი, რას მისჩერებიხარ!-სამზარეულოსკენ წავიყვანე ლიზი.
_მადლობა მაინც გეთქვა!-დაგვედევნა სანდრო.
_რისთვის?
_იმისთვის, რომ განგაში არ ავტეხე და ჩვენი ოჯახის დანარჩენ სამ წევრს არ შევატყობინე შენი გაუჩინარების ამბავი.
_მაგ სამიდან ორს ალბათ რეაქცია არ ექნებოდა, რაც შეეხება დედას... გმადლობ, რომ ტყუილად არ ამოქოქე საჩხუბრად. ახლა კი მოუსვი აქედან, ფიზიკაზე დაგაგვიანდება!
_უკვე დამაგვიანდა, თან ნახევარი საათით!
_მერე რას დამდგარხარ დებილივით? დროზე წადი!
_დღეს არ მივდივარ.
_რატომ?
_საათნახევრიანი გაკვეთილიდან ნახევარი საათი უკვე დავაგვიანე შენს ლოდინში, ნახევარი საათი იქ მისასვლელად დამჭირდება და ნახევარი საათისთვის მივიდე? ალბათ უკვე აღარც მელოდებიან.
_კარგი, ბატონო, იჯექი სახლში,-მაცივარში შევრგე თავი.
_რაო ბექამ?-დაეჭვებულმა შემოყო თავი მანაც მაცივარში.
_არაფერიო.
_ჰა, ამოღერღე.
_შემეშვი რა! -ცივად მივხურე მაცივარი. კარადიდან წიწიბურას გამოვიღე და მივბრუნდი.-მაგას ჯობია წიწიბურას გარჩევაში მომეხმარო.
_რა ჩუმჩუმელა ხარ რა! ერთ სიტყვას ვერ დაგაცდენინებს კაცი!-აღშფოთდა სანდრო და მაგიდას მიუჯდა, რომელზეც რამდენიმე წუთის წინ წიწიბურა დავყარე გასარჩევად.
_წყალი დაადგი ჯერ და წიწიბურა როცა გავარჩევთ მერე ჩავყაროთ, უფრო მალე მომზადდება,-მირჩია და საქმეს შეუდგა.



dodoთარიღი: შაბათი, 2011-01-01, 2:33 PM | შეტყობინება # 59

267
66  +
69  ±
   ±
Offline
BEQAS ASHKARAD MOSCONS ES GOGO RAAA:***** happy happy happy happy

☆AnasteishA☆თარიღი: შაბათი, 2011-01-01, 2:38 PM | შეტყობინება # 60
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
saaali, happy happy snegurochka sad iyo daaa.... gairkveva male.... nu arctu ise male... biggrin biggrin biggrin
bella-vampire, snegurochka :snegurochka:
elle____, hoo, uxdeba uxdeba... neta yvelas ase gvixdebodes ocnebebi... cool cool gapiwkinebul tavEBs vdeb... snegurochka :snegurochka:

დამატებულია (2011-01-01, 2:35 PM)
---------------------------------------------
dodo, ravici ravici... biggrin biggrin biggrin madlob rom kkitxulobbb snegurochka

დამატებულია (2011-01-01, 2:38 PM)
---------------------------------------------
მეთერთმეტე თავი

დილას გახარებული ავდექი. სკოლაში ხომ ბექას ვნახავდი! არც კი მისაუზმია ისე გავქანდი სკოლისკენ. უკან სანდრო მომდევდა.
_გოგო! დამელოდე! რას გარბიხარ, არ გვაგვიანდება.
_დროზე გამოადგი ფეხი!-მივაძახე ისე, რომ ნაბიჯი არ შემინელებია.
_ისაა... წადი შენ. მერე დაგეწევი... ან შეიძლება დამაგვიანდეს...-რაღაც დაბნეული მეჩვენა მისი ხმა. უკან მოვიხედე და სალი დავინახე: ჩემს ძმას კოცნიდა! გამოვბრუნდი და გზა განვაგრძე. „ყოჩაღ თქვენ! მოგისწრიათ!“ ვფიქრობდი გზადაგზა.
სკოლაში მისვლა არც ისეთი სასიამოვნო აღმოჩნდა, როგორიც წარმომედგინა. ბექას მისვლისთანავე მოვკარი თვალი. ძალიან კარგად გამოიყურებოდა. მეგობრებთან ერთად იდგა სკოლის შენობის წინ. ამ დროს ზარი დაირეკა და სანამ მივუახლოვდებოდი, შიგნით შევიდა.
ერთი სული მქონდა, ლანჩის დრო როდის მოვიდოდა რომ კაფეტერიაში მენახა. გაკვეთილებზე უყურადღებოდ ვიყავი და ეს ჩემმა მეგობრებმაც შეამჩნიეს და მასწავლებლებმაც. ოთხივე ერთად ხოლოდ ძირითად საგნებს ვსწავლობდით. ეს იყო: ქართული ენა, ფიზ.-რა და კიდევ რამდენიმე საგანი, მაგრამ ძირითად დროს ცალ-ცალკე ვატარებდით. როგორც იქნა, მესამე გაკვეთილიც დამთავრდა და გოგოებთან ერთად ჩავედი პირველ სართულზე კაფეტერიაში.
_ეს დამპალი იმდენ დავალებებს გვაძლევს, ალბათ მთელი დღე ამის შესრულებას მოვუნდები,-ბუზღუნებს სოფო.
_ვისზე ამბობ?-ვკითხე უინტერესოდ.
_ქიმიაზე.
_ააა.
_რას ჩამოგიშვია ცხვირი?-გაუკვირდა მას.
_აი, შენი ბექა!-დამანახა რუსომ. გვანცას უხსნიდა რაღაცას გაცხარებული, თან ჟესტების ენასაც იშველიებდა.
_ჩხუბობენ!-დაასკვნა ნინომ.
_არამგონია. უფრო რაღაცას უხსნის,-შეუსწორა რუსამ.
_რა მნიშვნელობა აქვს?! მთავარია, რომ უთანხმოება აქვთ,-გაღიმებული მომიბრუნდა სოფო.
_ჩემთვის სულერთია,-ვთქვი უცებ. მეთვითონაც არ ვიცი, რატომ.
_რაააა?-მომიბრუნდა უცბად სამივე.
_ჰო,-მხრები ავიჩეჩე.
_რა ჰო?
_აღარ მაინტერესებს,-ფრი ისე ჩავახრიგინე, ვითომც აქ არაფერი.
_მოიცა, მოიცა,-დაბნეული მიყურებს ნინო.-გინდა თქვა, რომ ბექას და გვანცას ურთიერთობა აღარ გაინტერესებს?
_არა. მინდა ვთქვა, რომ ბექა აღარ მაინტერესებს. გასაკვირი რა არის? ჩვენს ასაკში ხშირად იცვლება გემოვნება.
_კი, მაგრამ... შენ ხომ ის ამდენი თვეა მოგწონს?-ეს უკვე რუსაა.
_ნუ სულელობ!-თავიდან იშვიათად ვხედავდი და ისე მომწონდა. მერე კი უფრო ხშირად, თითქმის ყოველდღე, მაგრამ ერთხელაც კი არ დავლაპარაკებივარ. ახლა კი... გამოველაპარაკე, მაგრამ სულაც აღარ მომწონს... ინტერესი დავკარგე რაღაც...-რა თამაშს ვთამაშობდი არ ვიცოდი, მაგრამ უბრალოდ მათი გამომეტყველება მომწონდა.
_ახლა, როცა მასთან ურთიერთობის შანსი გაგიჩნდა? შეყვარებულს დაშორდა... შენ გამოგელაპარაკა... გამაგიჟებ პირდაპირ!
_ჰო, რა ვქნა, გადამიარა,-თან გავიფიქრე:“გამომელაპარაკა რომელია, თან კინაღამ სულიც გამაცხებინა.“
_როდის აქეთ? სანამ არ დადიოდა, მთელი თვე ყურები გამოგვიჭედე მაგაე ლაპარაკით და ახლა როცა დაბრუნდა...
_მოკლედ, ეგ ბიჭი აღარ მომწონს! აი, ასე! მორჩით მაგაზე ლაპარაკს.
_აქეთ მოდის!-თქვა უცებ ნინომ.
_ჯანდაბა!-ვთქვი და ხელი ჩამოვიფარე საეზე, რომ არ დამენახა, თან ვითომ თეფშთან გადაშლილ წიგნს ვკითხულობდი. ვიგრძენი როგორ მოუახლოვდა ჩვენს მაგიდას. მაგიდის ქვეშიდან ვხედავდი მის სპორტულ ფეხსაცმელს. რამდენიმე წუთი ასე იდგა ხმის ამოუღებლად, მერე კი გაბრუნდა.
_იდიოტი ხარ!-მომაძახა უცებ სამივემ ერთად და კაფეტერიიდან გავიდა.
_ეეი, რა დაგემართათ?-მივაძახე გაოცებულმა და ფეხზე წამოვდექი. მართლა ვერ მივხვდი რა დაემართათ. ჩემი ნივთები წამოვკრიფე და მეც ჩემი კლასისკენ გავემართე.
_რა დაგემართათ?-დავეწიე მეორე სართულის დერეფანში.
_მაგისთანა ბიჭმა ყურადღება მოგაქციე... შენ კი სახეზე ხელი აიფარე, ვითომ წიგნს კითხულობდი!
_რაო, რაოოო? თქვენ ჩემი მეგობრები ხართ თუ იმის?
_მაგას რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია, რომ... ქაჯურად მოიქეცი!-სიტყვა „ქაჯის“ ხსენებაზე თვალები დავაჭყიტე. ასე მე ვუწოდებდი ყველა თავხედ და მეტიჩარა გოგოს. სოფომ იცოდა, რომ ეს სიტყვა ყველაზე მეტად მეტკინებოდა და ამიტომ თქვა. პასუხს აღარ დალოდებიან, პირღია დამტოვეს და წავიდნენ.
სანამ სკოლაში ვიყავი, სულ ამაზე ვფიქრობდი. კარგი, ვთქვათ „ქაჯურად“ მოვიქეცი... ჩემი დაქალები რამ გადარია? რატომ მოხვდათ გულზე ასე ძალიან ჩემი ნამოქმედარი? ჩემი თავისიც ვერაფერი გამეგო- რამ მაიძულა უცებ მომეტყუა და გოგოებისთვის მეთქვა, რომ ბექა აღარ მაინტერესებს? ისე შევყევი ამ როლის თამაშს, რომ სულელურად მოვიქეცი და ხელი ჩამოვიფარე, ბავშვურად დავიმალე. მაგრამ ალბათ ბევრს დამართნია ასე: იცის, რომ რაღაც უნდა გააკეთოს, მაგრამ წარმოდგენა არა აქვს რატომ და რისთვის. უბრალოდ იცი, რომ ასე უნდა მოიქცე და მორჩა. მოკლედ, დაბნეული მივაბიჯებდი სახლისკენ, როცა ძახილი მომესმა:
_დაკოო! დაგველოდე, რას გარბიხარ?-სანდრო იყო, თან ვინ მოყვებოდა?
_ბექა?-გამიკვირდა მისი სანდროს გვერდით დანახვა.
_გამარჯობა!-ღიმილით მიყურებდა.
_გამარჯობა.
_წავედით?-მკლავში ხელი ჩამავლო და გვერდში ამომიყენა სანდრომ.
_არა, წავალ მე ზღარბს გამოვიყვან ბაღიდან,-ხელი გავაშვებინე.
_ჯერ ადრე არ არის?
_სულაც არა.
_კარგი...=თქვა სანდრომ და გზის გაგრძელება დააპირა, რომ უცებ ბექას მიუბრუნდა.-ხომ არსად გეჩქარება?
_აარა...-გაკვირვებულმა უპასუხა ბექამ.-დღეს თავისუფალი დღე მაქვს.
_მაშინ იქნებ სამივე ერთად წავსულიყავით ოჯახის ზღარბის სახლში წამოსაყვანად?
_სანდრო! ნუ ვისარგებლებთ ბექას თავაზიანობით და ნუ ვაიძულებთ იმის გაკეთებას, რაც სულაც არაა აუცილებელი,-თვალები დავუბრიალე სანდროს და ბოლოს სიტყვები კბილებში გამოვცერი.
_არა, სულაც არა...-ორივე ბექას მივაჩერდით.-სიამოვნებით წამოვალ ლიზის ბაღში.
_ლიზის? საიდან იცი ზღარბის სახელი?-გაუკვირდა სანდროს.
_შენ... მითხარი ადრე!-თქვა ნერვიულად ბექამ, მერე თავი დახარა და ქვეშ-ქვეშად გადმომხედა.
_ოხ, სანდროო!-ჩავუსისინე ყურში, როცა გზას გავუდექით.
_ჰოდა, რაზე გავჩერდით?-მუბრუნდა სანდრო ბექას.-გოგოებზე ვლაპარაკობდით, ხო?
_მგონი კი.
_მოკლედ, ამ გოგოებს ვერაფერს გაუგებ! ჯერ რაღაც უნდათ, ოცნებობენ და რომ მიიღებენ, მერე სანაგვეზე ისვრიან.
_შენც?-თანაგრძნობით ჰკითხა ბექამ.
_შეენც?-გაკვირვებულმა შეხედა სანდრომ. ბექამ მე გადმომხედა.
_მეც,-გავუღიმე ორივეს და მერე ჩემთვის გადავიხარხარე.-უკეთესი სალაპარაკო თემა ვერ ნახეთ?
_მოიცა, ხელს ნუ გვიშლი,-ხელით გამწია სანდრომ და ბექას მიუბრუნდა.-ვინ არის?
_ვინ?
_ის.
_ვინ ის?-თავს ისულელებს ბექა. ალბათ გამწარებული ფიქრობს, ვისზე ვუთხრაო... თან ჩემსკენ აპარებს თვალს. საერთოდ არ ეხერხება ტყუილის თქმა!
_თქვენ აქ იჭორავეთ, მე ბაღში წავალ და უკანა გზაზე გაგიყოლებთ,-გავბრუნდი, რომ გზა გამეგრძელებინა. ჩემდა გასაკვირად, არავინ გამომკიდებია. გაკვირვებული მოვბრუნდი.-მარტო გამიშვებთ?
_არა, მოვდივართ, დაგველოდე!-სიცილი აუტყდა სანდროს და ხელი გაუშვირა ბექას.-დაარტყი!
_რა გახვიხვინებს? ნერვებს მიშლი!-შევუღრინე სანდროს. გექას გაეღიმა, ახლა მას მივუბრუნდი.-შენ რაღა გიხარია?-ბექამ მაშინვე დამუწა პირი და დანებების ნიშნად ორივე ხელი ასწია.
_არ შეგეშინდეს! ამ დროს იცის ხოლმე,-დაამშვიდა სანდრომ ბექა და მერე ისევ ახვიხვინდა.
_ვერ გადამირჩები!-დავემუქრე.
_მარტო არ დამტოვო, თორემ იმდენს მირტყავს, ხვალ სკოლაში ვეღარ მოვალ...-დამცინა სანდრომ, ბექასაც გაეცინა.
_ხუმრობის მამა ხარ რა...-ენა გამოვუყავი.
_რა სასაცილოები ხართ!-გვითხრა ბექამ.
_მერე ეს კარგია?-დაინტერესდა სანდრო.
_ძალიან! მე და ჩემ დას ასეთი ურთიერთობა არასდროს გვქონია.
_ბედნიერი ყოფილხარ! სისხლი გამიშრო!-საცოდავად თქვა სანდრომ.
_ჰო, აი, 16 წელია გიშრობ და ვერ გამიშრია!-დავეჯღანე.
_იმუნიტეტი გამოვიმუშავე!
_რას იფიქრებს ადამიანი!-ბექასკენ გავიხედე.-არა, მოგხედავ მე შენ, მარტო რომ დავრჩებით...-სანდრომ პირი დააღო რაღაცის სათქმელად, მაგრამ ამ დროს ნინომ ისე ჩაგვიარა გვერდზე, ზედაც არ შემოუხედავს არცერთისთვის.
_ეს...-დაიწყო სანდრომ.
_შენი მეგობარი...-უკან მიიხედა ბექამ.
_იყო თუ მოგვეჩვენა?-დაასრულა სანდრომ.
_მოგეჩვენათ,-ვუთხარი ცივად და გავუსწარი.
_გამარჯობათ!-ვუთხარი ძიძას, როცა ბაღის შენობაში შევედი.-ფუჰ... დილას აქ არ ვიყავი?!-ვთქვი უცებ დაბნეულმა.-ლიზის ღვიძავს?
_კი, მაგრამ ჯერ...-თქვა გაკვირვებულმა, მაგრამ ვინ აცალა?
_ვიცი, ვიცი... ადრეა. მაგრამ გვეჩქარება და...
_ჩაცმულია, შეგიძლიათ წაიყვანოთ, მაგრამ სადილი ჯერ არ ჰქონიათ.
_არაუშავს, სახლში ისადილებს,-მივაძახე და დარბაზში შევედი. თორე სხვა დროს სადილობს აქ! ისეთ რაღაცეებს აჭმევენ, რომ სახლში ყოველთვის მშიერი მოდის, საზიზღრობები იყოო...
_ლიზიი!-თვალით დავუწყე ძებნა ჩემ ზღარბს ბავშვებით „მოფენილ“ დარბაზში. სათამაშოებში იყვნენ ჩამსხდრები. ბოლოს, როგორც იქნა, ვიპოვე: პატარა ბიჭს ჩაფრენოდა ქოჩორში და თან თავში უტყაპუნებდა მეორე ხელს. ის საცოდავი კი მართლა საწყლად ჭყაოდა და თან ლიზის კულულებისკენ იქაჩებოდა. ორივენი გაჰკიოდნენ, მაგრამ იმ ჟრიამულში ვერაფერი გავიგონე თავიდან.
_ლიიზი!-შევძახე გაკვირვებულმა და მათკენ გავემართე. ძლივს გავაშვებინე ხელი ბიჭის თმებისთვის, მთელი ბღუჯა ხელში ჩარჩა.
_რა გაჩხუბებთ, თქვე პატარა მაწაკებო? გაუშვი, დროზე! შენც მოსცილდი!-როგორც იქნა შუაში ჩავუდექი. ის ბავშვი სკამზე დავსვი და ლიზი კარისკენ გავაცუნცულე ხელში აყვანილი.-რა გაჩხუბებდათ?-ვკითხე გაბრაზებულმა.
_იჩი, ლა მითხლა?-მკითხა შეურაცხყოფილი ხმით.
_რა?
_მოიწიე...-მომეხუტა, ყურზე ხელი მომაფარა და ჩუმად მითხრა.-მიყვალხალო...
_მერე რა?-სიცილი ამიტყდა.-ხომ არ შეუგინია? მიყვარხარო ადამიანმა.
_ჩუ! უჟდელო!-პირზე პატარა თითუკები ამაფარა. ამ დროს გარეთაც გავედით. შენობის წინ ლაპარაკში გართულები იცდიდნენ ბექა და სანდრო.
_ჩამოხტი!-დაბლა დავსვი ლიზი.
_თემი თანთა დამჩა,-დაიძახა უცებ.
_მართალი ხარ... წამო, მოვძებნოთ... ნეტა, სადაა შენი ჩანთა...-უცნაურად თბილი ღიმილით უთხრა სანდრომ, ხელი ჩაჰკიდა ლიზის და შენობაში შეიყვანა. ბექას მივუბრუნდი, უცნაურად გამოიყურებოდა და ზურგსუკან რაღაცას მალავდა.
_რა მოხდა?-ვკითხე გაკვირვებულმა.
_მარტო დავრჩით...-აისხლიტა კითხვა.
_ჰო, მერე რა?-
_გუშინდელს აქეთ შეცვლილი მეჩვენები...
_მეც. ჩემ ძმასთან რა საქმე გაქვს?
_ფილმის საყურებლად დამპატიჟა და უარი არ ვუთხარი. მერე კი ფეხბურთის სათამაშოდ ვაპირებთ წასვლას.
_ოჰოო... რა დიადი გეგმები გქონიათ...-ჩამეღიმა.
_თუ ხელს შეგიშლი...
_ზურგსუკან რას მალავ?-ვკითხე უცებ.
_რაა?
_რას მალავ... მანდ,-მივუთითე ზურგსუკან ხელებზე.
_აა...ეს...-ხელები წინ გამოწია და ზღარბის ზღარბის ფორმის ზურგჩანთა დამანახა,-სანდრომ მომაჩეჩა წეღან.
_ოოოხ, რა დამპალია... საცოდავი ზღარბი მთელ ოთახს გადააბრუნებს მაგის ძებნაში. ძიძას ალბათ ტვინს გაუბურღავს ჩემი ჩანთა სად არისო.
_არადა იმ ქალმა, თავისი ხელით გამოუტანა ჩანთა...-გაეცინა ბექას.
_წავალ... ვეტყვი და იმ უტვინოს რას ვუზამ!! სულ ასე აწვალებს,-გავბრუნდი და შენობაში შევირბინე. ლიზი და ის პატარა ბიჭი ისევ ერთმანეთს წეწავდნენ, სანდრო კი იქვე იდგა და სიცილისგან ბჟირდებოდა.
_რას აკეთებ, იდიოტო? ვერ ხედავ, ჩხუბობენ!-ხელი ვკარი სანდროს და ბავშვებს მივვარდი.-ოეე, გაჩერდით! ნუ გაპუტეთ ერთმანეთი! ხელი მოკიდე ბავშვს, დებილო!-დავუძახე ჩაბჟირებულ სანდროს და პატარა ბიჭზე ვანიშნე. როგორც იქნა, ნება იბოძა და მოკიდა ბავშვს ხელი, მოკიდა რომელია ჰაერში ასწია და ოთახის ბოლოში ჩამოსვა. მე ლიზი წავიყვანე.
_თემი თანთა?-მაინც ჩანთაზე ნერვიულობდა გაქაფული ზღარბი.
_ბექას აქვს, წამოდი გარეთ გავიდეთ,-დავამშვიდე და ოთახიდან გავედით.
_ბექას? გუსინ ლო იკო იმაშ?
_ჰო, იმას.
_დამელოდეეთ!-გამოგვძახა სანდრომ. ჩვენ ამ დროს შენობიდან გავდიოდით.
_მიდი, გამოართვი შენი ჩანთა,-ვუთხარი ზღარბს და ხელი გავუშვი, მანაც მაშინვე ბექასთან მიირბინა.
_როგორ ხარ, პატარავ?-დაიხარა ბექა ლიზი ხელში აიყვანა და ჩანთა ჩაახუტა.
_კაქათ, თენ?-ლოყაზე აპოცა ბავშვურად ნაზად.
_მეც კარგად. გენაცვალე... რა საყვარელი ხარ..-თმებზე მოეფერა ბექა.
_წავედით?-როგორც იქნა, სანდრომაც გამოაღწია.
_ჭავედით!-გემის კაპიტანივით თქვა ლიზიმ.
_ეი, შენ! რომ ამხედრებულხარ მანდ, ჩამობრძანდი დაბლა,-შევუძახე ლიზის.
_არა, იყოს. არაა მძიმე...


ფორუმი » Fanfiction » საკუთარი შემოქმედება » 30 კალიბრიანია, 9ასოიანი და იწყება ც-ზე
ძებნა: