ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
ფორუმი » Fanfiction » საკუთარი შემოქმედება » 30 კალიბრიანია, 9ასოიანი და იწყება ც-ზე
30 კალიბრიანია, 9ასოიანი და იწყება ც-ზე

☆AnasteishA☆თარიღი: ორშაბათი, 2010-12-27, 9:59 AM | შეტყობინება # 1
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
სახელწოდება: 30კალიბრიანია, 9ასოიანი და იწყება ც-ზე
ავტორი: AnasteishA
დისკლეიმერი: პერსონაჟებზე საავტორო უფლებები მეკუთვნის მე
ჟანრი: კომედია, მელოდრამა
სტატუსი: დასრულებულია

ავტორისგან: ეს არის ამბავი 15-16 წლის და-ძმაზე, მათ მხიარულებით, ხრიკებით, თანადგომით აღსავსე ცხოვრებაზე. ეს რომანი 15 წლის ასაკში დავწერე და მკითხველებს ვთხოვ, გაითვალისწინოთ ეს. ვფიქრობ, რომ ამ ასაკის, ან უფრო პატარები უფრო კარგად მიიღებთ ამ რომანს, რადგან ახლა რომ ვკითხულობ რაღაცეები არ მესმის მეთვითონ, მაგრამ თქვენხელა ალბათ, ასე ვფიქრობდი. ახლა კი, და-და-და-დააააამ!


თავი 1

თავი 2

თავი 3

თავი 4

თავი 5

თავი 6

თავი 7

თავი 8

თავი 9

თავი 10

თავი 11

თავი 12

თავი 13

თავი 14

თავი 15

თავი 16

თავი 17

თავი 18

თავი 19

თავი 20

თავი 21

თავი 22

თავი 23

თავი 24

თავი 25

თავი 26

თავი 27

თავი 28

თავი 29

თავი 30

თავი 31

თავი 32

თავი 33

გადმოსაწერი ლინკი


პირველი თავი

ჯანდაბა! ისევ დამაგვიანდა სკოლაში! მაღვიძარამ რატომ არ დარეკა?
_დედაააა! მაღვიძარა შენ გამომირთე?
_გამოგირთე? როდის დააყენე რომ გამომერთო?
_ჯანდაბა!
_წესიერად ილაპარაკე! და დროზე ჩაიცვი, დაგაგვიანდა!
სწრაფად წამოვხტი და სკამზე სათუთად გადაფენილ სკოლის ფორმას ვეცი. სასწრაფოდ ჩავიცვი, თმები სარკეში ჩაუხედავად გავიკვანძე უკან ცხენის კუდივით, ჩანთას დავტაცე ხელი და ჰერი-ჰერი სკოლისაკენ!
როგორც ყოველთვის, დამაგვიანდა! მასწავლებელს მშვენიერი ზღაპარიც ვაგემე, რომ დილით დედა ცუდად გახდა და სასწრაფოს მანქანით მისი საავადმყოფოში წაყვანა მოგვიხდა და მარტო ვერ გავუშვი, ამიტომ იძულებული გავხდი მეც გავყოლოდი. თან დავამატე, რომ არ გამოვრიცხავდი დედა ფეხმძიმედაც ყოფილიყო. ის იყო მასწავლებელმა თანაგრძნობით შემომხედა (ხანდახან მიმართლებს გულუბრყვილო მასწავლებლებში) და ჩემ ადგილზე მიმითითა დაჯექიო, რომ ჩვენი კლასის ყველაზე მეტიჩარა გოგომ, თამთამ ჩუმად ჩამისისინა:
_დაკო, დედაშენი ისე ხშირად „ხდება“ ცუდად, ყველა ჯერზე თუ ფეხმძიმედ იყო, ახლა წესით მთელი საფეხბურთო გუნდი უნდა გყავდეთ სახლში,-ცბიერი ღიმილით დააბოლოვა.
_ჰაჰა, რა ხუმარა ხარ!-დავეჯღანე თავხედს.
_ერთხელაც იქნება დედაშენი გაიგებს რა ხშირად „ხდი ცუდად“ და მერე დახმარებისთვის ჩვენ არ მოგვმართო,-ეს ჩემი სამეგობროს ტვინიკოსა, სახელად ნინო იყო.
_გაკვეთილს უსმინე!-მასწავლებელზე ვანიშნე თვალებით და ისეთი გამომეტყველება მივიღე, თითქოს იმ წუთში მისის „მჭევრმეტყველი იდიოტის“ ლექციაზე მეტად არაფერი მაინტერესებდა...
_აბა, მოგვიყევი რა მოხდა?-მთხოვა ლანჩის დროს ჩემსავით გადარეულმა, ცალკიკინიანმა რუსამ.
_დამეძინა!-გოგოებს სიცილი აუტყდათ.
_ჰო, რა იყო, თქვენ არ დაგძინებიათ?
_ნუ იბუტები. ნახე ვინ მოდის!-სიყვარულის საკითხებში გამოცდილმა სოფომ ჩემი ფავორიტისკენ გამახედა.
_ააუ, რა ლამაზია ეს დამპალი!-აღმომხდა და თვალები მიმელულა მის დანახვაზე. ამ ბიჭზე მას შემდეგ ვაფრენ რაც იმ წელს შიდა სასკოლო ტურნირში ფეხბურთის ფინალში მის თამაშს ვუყურე. თავს რომ აიქნევდა და ოფლიან თმებს უკან გადაიყრიდა, მაგაზე ხომ სულ ვდებილდებოდი. ამის მერე მთელი კვირა გაშტერებული დავდიოდი. მოკლედ, ეს ბიჭი იდგა ჩემგან მოშორებით, გვერდულად და ვიღაცას (ბიჭს) ელაპარაკებოდა (მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ თურმე ეს „ბიჭი“ ჩემი ძმა იყო, მანამდე ჩემს რჩეულს ვუთვალთვალებდი, მეორისთვის სად მეცალა?!).
_არა, შეხედეთ რა ლამაზი თითები აქვს! გრძელი, თხელი თითები და ლამაზად გაკეთებული ფრჩხილები... ჩემ ძმას კი არ ჰგავს ხერხით გადახერხილს რომ უგავს ხოლმე...-დავამატე.
_უკვე ფრჩხილებზე გადავედით? მე მეგონა ფეხის ზომაზე ვიყავით გაჩერებულები,-დამცინა სოფომ. თვითონ საკმაოდ ხშირად იცვლიდა შეყვარებულებს მე კი პირველად მომწონდა სერიოზულად ვიღაც და მას ალბათ აკვირვებდა, რომ ეს „მოწონება“ ასეთი ძლიერი და მათი ტვინების წამღები იყო.
_არა, მართლა ნახე!-არ მწყენია მისი ირონია. ეს ბიჭი მთლიანად მომწონდა, თავისი ვარცხნილობით დაწყებული და სავსებით ჩვეულებრივი ჩანთითა და სკეიტბორდით დამთავრებული. მის შავგვრემან სახეს, ლურჯ თვალებს და ვნებიან, ანც ტუჩებს ჭკუიდან გადავყავდი. ის კი მგონი, საერთოდაც ვერ მამჩნევდა.
_ოეე, პირი დახურე, სირცხვილია...-მუჯლუგუნი მითავაზა რუსამ. ის იყო დახურვა დავაპირე, რომ შევამჩნიე არც მქონია ღია. გემრიელი ჩქმეტით ვუპასუხე.
_არა, მაინც რა საქმე აქვს ნეტა ასეთი, შენს ძმასთან?
_ვის?
_ვის და შენ რომეოს! გაიღვიძეე!-შუბლზე მომიკაკუნა სოფომ.
_ჩემი ძმა!-ახლაღა დავინახე ვის ელაპარაკებოდა სკოლის პოპულარული ბიჭი- სანდროს, ჩემ ძმას!-არაა, ნამდვილად ჩემზე ელაპარაკება! ალბათ უნდა უთხრას... ნუ... ნებართვა სთხოვოს, რომ მასთან ერთად გავატარო საღამო! ჰო, ნამდვილად მასე იქნება!-თვალები გამიბრწყინდა ჩემი აღმოჩენით გახარებულს და ფეხზე წამოდგომა დავაპირე (ოთხივე სკოლის ეზოში, ხის ჩრდილში ვისხედით გორაკზე), მაგრამ გოგოებმა უკან დამსვეს.
_ან იქნებ უბრალოდ სანდროს სკეიტბორდის თხოვება უნდოდა?-შემომაპარა ნინომ.
_რაა?-კიდევ ერთხელ გადავხედე ბიჭებს და დავინახე როგორ მისცა ჩემ ძმას სკეიტბორდი.-ო, არა! რატომ მაინცდამაინც მე? რა დავაშავე? რა დამსახურებისთვის მერგო ჩემი ძმისნაირი იდიოტი?
_რას გულისხმობ?
_იმას, რომ სახლში მისვლამდე 15-ჯერ მაინც წამაქცევს სანდრო იმ თავისი სკეიტბორდით. სუფთა ბავშვია რა!
_შენზე ერთი წლით დიდია!
_ბავშვია!-დავსვი ბეჭედი და გაბრაზებული წამოვდექი. დღეს მძიმე დღე გელის! მაგრად დადექი დაკო!


შეტყობინება შეასწორა AnasteishA - ორშაბათი, 2010-12-27, 10:16 AM

♥vampiressa♥თარიღი: ორშაბათი, 2011-01-10, 0:07 AM | შეტყობინება # 196
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
Quote (dodo)
xoda shemdegi tavi xvale iqneba da tan dzalian didi da albat male iqneba pirveli kocna:D:D au beqanizacia damemarta.,.... xval axali tavi melodebaaa ..nananana nanana...

shen ra ici dood?



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

elle____თარიღი: ორშაბათი, 2011-01-10, 0:15 AM | შეტყობინება # 197
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
vaime dzlivs davwereeee biggrin :D
dzaaaaaalian magariiaaa : ))) yochag sayvarelooo : ))) ai beqas lizis magivrad dako ro sheesva ufro kai iqneboodaa biggrin :D:D magari xar magra mainteresebs is sagamo geloodeeebiii :******



dodoთარიღი: ორშაბათი, 2011-01-10, 1:29 AM | შეტყობინება # 198

267
66  +
69  ±
   ±
Offline
ara me maq iniciativa gog tore amas tu ar exvece ar dadebs axal tavs:D:D:D:D biggrin biggrin biggrin biggrin ra vici vici ra vici tu dado mara me dzaan minda da sxvebsac albat:d

☆AnasteishA☆თარიღი: ორშაბათი, 2011-01-10, 5:12 PM | შეტყობინება # 199
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
natuka, icis bavshvma, ra ginda biggrin biggrin biggrin
elle____, sad sheesva, kiserze? biggrin biggrin biggrin ver daeteoda biggrin biggrin
dodo, axal tavs axla vdeb, mara echvi maq, rom dges meore tavis dadebac momiwevs, amitom daugalavad vshromob da gadavdivar shemdegi tavi akrefaze biggrin biggrin biggrin biggrin snegurochka



☆AnasteishA☆თარიღი: ორშაბათი, 2011-01-10, 5:13 PM | შეტყობინება # 200
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
25-ე თავი

დილას 11 საათზე გამეღვიძა. გვერდით საწოლს გავხედე. სანდრო უკვე ამდგარიყო. პიჟამაზე ხალათი მოვიცვი და დაბლა ჩავედი. ვერსად ვერავინ ვერ ვნახე.
_სად გაქრა ეს ხალხი?-ჩავიბურტყუნე. ამ დროს ტელეფონმა დარეკა. სამზარეულოს კედელზე დაკიდებული ტელეფონის ყურმილს დავწვდი.
_გისმენთ!
_დილა მშვიდობისა!
_დილ... ბექა?-მისალმება გავწყვიტე, რადგან მისი ხმა ვიცანი.
_ჰო, მე ვარ.
_რა ხდება?
_ფოსტა ჯერ არ მოსულა?
_ფოსტაა?-კეფა მოვიქექე.
_ჰო, ფოსტა,-კარზე ზარის ხმა გაისმა.
_კარზე ზარია,-ვუთხარი.
_ალბათ ახლა მოიტანეს.
_რა მოიტანეს?-გაოცებულმა ვკითხე.
_საღამოს დაგირეკავ,-მითხრა და გამითიშა. გაოცებულმა ჩამოვკიდე ყურმილი აპარატზე და კარისკენ გავემართე.
_დილა მშვიდობისა!-მომღიმარ კურიერს ხელში მოზრდილი მშვიდი წითელი ფერის ყუთი ეკავა.
_გამარჯობა?-გაკვირვებული მივაჩერდი. მან საქაღალდეს ჩახედა.
_თქვენ...მმმ... დაკო ხართ?
_დიიახ?
_ძალიან კარგი, ეს სწორედ თქვენთვისაა,-ყუთი გამომიწოდა. დაბნეულმა გამოვართვი.-აქ მოაწერეთ ხელი,-კალამი გამოვართვი და არც შემიხედია რა დავჯღაბნე, ყუთს ვუყურებდი, თითქოს თუ თვალმოუშორებლად მივაშტერდებოდი, დავინახავდი რა იყო თავსახურის ქვეშ.
_კარგად ბრძანდებოდეთ!-მითხრა კურიერმა, თან შეცბუნებული დაჰყურებდა ჩემს ხელმოწერას.
_გმადლობთ!-მივაძახე და კარი მოვიხურე.
გიჟივით ავირბინე კიბეებზე, ჩემ ოთახში შევვარდი, ყუთი ჩემს აულაგებელ საწოლზე დავდე, თავსახური მოუთმენლად ავხადე, ჭრაჭუნა ქაღალდი გადავშალე და...
_ო, ღმერთო ჩემო!-აღმომხდა სიშავეში გადასული ქსოვილის დანახვაზე. ზემოდან იმავე ფერის ვარდი იდო, ზედ მიბმული ბარათით, რომელზეც ეწერა:
“საღამო აუცილებლად შედგება. ბექა“
ვარდი ფრთხილად ამოვიღე, დავყნოსე, შემდეგ გვერდზე გადავდე და ისევ ყუთს მივუბრუნდი. სათუთად ამოვშალე კაბა, რომ კარგად დამენახა. აღფრთოვანებულმა მივიზომე ტანზე და სარკის წინ ტრიალი დავიწყე. არ ვიცი, ბექას გამოგზავნილი რომ იყო, თუ მართლა განსაკუთრებული კაბა იყო, მართლაც საშინლად მომეწონა. უცებ გარედან ჟრიამულის ხმები მომესმა. ფანჯარასთან მივირბინე, ყველა გარჟთან იყო, გარეთ. კაბა ყუთში დავაბრუნე, ყუთი საწოლის ქვეშ შევაცურე და დაბლა ჩავედი. დერეფნიდან გარაჟში გავედი. დედა და მამა ოფიციალურად კვირაობით ისვენებდნენ, მაგრამ ზოგჯერ მაინც გარბოდნენ „დასამთავრებელი“ საქმეების მოსაგვარებლად. ამჯერად, მაინცდამაინც დღეს, როგორღაც სასწაული მოხდა და სახლში დარჩენილან. დედა გარაჟში მიყრილ ნივთებს ალაგებდა; ნატუკა და სანდრო შორტებსა და ბოტებში გამოწყობილები, ერთი ქაფიანი ღრუბლით და მეორე (სანდრო) წყლის შლანგით შეიარაღებულნი მამას მანქანას რეცხავდნენ. მამას ზღარბის გასაბერი აუზი გაებერა, წყლით აევსოთ და შიგნით ზღარბი ჭყუმპალაობდა.
_შანდლო, მოდი ლა, ჭყალი ჩამიშხი!-სანდრომ შლანგი წაიღო და წყალი ტანზე შეასხა ნახევრად სავსე აბაზანაში ჩამდგარ ზღარბს. ლიზიმ კივილი მორთო. წყლის მომდევნო ჯერი ზღარბთან დახრილ, შორტებში გამოწყობილ მამას ერგო.
_სუფთა ბავშვები არიან რა!-ამოვიხვნეშე და თავი გავაქნიე.
_ვა, დაკო!-თვალი მომკრა მამამ და...
_სანდროო, რომ დაგიჭერ დაგახრჩობბ!-ვიკივლე, რადგან სანდრომ თავიდან ფეხებამდე გამწუწა, თვალები დავხუჭე და სახეზე ხელები ავიფარე. სანდრო, ზღარბი და მამა გულიანად ხარხარებდნენ.
_ისევ მანქანის რეცხვაზე ხომ არ გადასულიყავი?-გაეცინა ნატუკასაც. სანდრო მაშინვე მანქანას მიუბრუნდა. ველური ყიჟინით მივვარდი და ზურგზე შევახტი.
_ეე, გაგიჟდიი?!-წინ გადაქანდა და მანქანას შეასკდა სანდრო, მაგრა დროზე მოეგო გონს და წყლის ჭავლი პირდაპირ სახეში მომიშვირა. ხელში ჩავაფრინდი და შევეცადე ჭავლი მისი სახისკენ მიმემართა. მან ხელი გაუშვა შლანგს, ბარბაცით წავიდა უკან-უკან და...
_ალა, ალა!-აწივლდა ზღარბი, მამამ ლიზის სტაცა ხელი, წყლიდან ამოსვა და... შხლაფააააან!
_სააააააააააააანდროოოოოოოოოოოოოო!-ვიკივლე. ზღარბის წყლიან აბაზანაში ჩავვარდით, უფრო სწორედ მე ჩავვარდი, რადგან ქვეშ მე მოვყევი. სულ დავლპი, თან გავიჭყლიტე. სანდრო სიცილით კვდებოდა.
_ადე, კამეჩო!-დავუყვირე.
_შენ კიდე ნამდვილი ტკივა ხარ! აბა, რა გეგონა, ზურგზე რომ მახტებოდი?!-დამცინა და ნელა წამოდგა.
_ჰეი, ჯენტლმენო!-დავუძახე გაბრაზებულმა, რადგან ჩემს წამოყენებას ნამდვილად არ აპირებდა, მე კი ისე უხერხულად ვიყავი ჩამჯდარი წყალში და ფეხები ისე მქონდა გადმოშვერილი აბაზანიდან, რომ ჩემით ადგომა გამიჭირდებოდა.
_ო, მაპატიეთ, დიდო დედოფალო!-სანდრომ დაცინვით დამიკრა თავი, მაგრამ ჩემს გამოშვერილ ხელებში მაინც ჩამჭიდა თავისი და ამომიყვანა. დედაც, ნატუკაც, მამაც და ლიზიც სიცილით კვდებოდნენ. ჩვენი წყალში ჩავარდნისას ამოსხმულ წყალს სულ გაეწუწა მამა.
_გავცივდები და თქვენი მოსავლელი რომ გავხდები, მერე იცინეთ!-ამოვიბურდღუნე გაბრაზებულმა.
_ნუ იბღვირები, დაკო. ნახე, რა ამინდია, რა გაგაცივებს?!-მითხრა მამამ, ამ დროს ნატუკას მობილი აწკრიალდა.
_ჰო, ლაშა,-უპასუხა. სანამ ტელეფონს ამოიღებდა მოკლე შორტებად გადაჭრილი ჯინსიდან, ქაფიანი ხელები ჯინსზე გაიწმინდა. განზე გადგა, რამდენიმე წუთში დაბრუნდა და გამოგვიცხადა:
_მე მივდივარ, ლაშას უნდა შევხვდე,-მამა წარბები შეიჭმუხნა, მაგრამ არაფერი უთქვამს.-სანდრო, ამას წყალი გადაავლე მეტი აღარაფერი უნდა და დედას მანქანის გარეცხვა უჩემოდ მოგიწევთ. საღამოს დავბრუნდები.
_მერე ჯერ 12-იც არ არის, ასე ადრე ხვდებით?-დაინტერესდა დედა.
_ჯერ არ ვხვდებით, მაგრამ ხომ უნდა მოვემზადო? ჯერ წყალს გადავივლებ, მერე სილამაზის სალონშიც უნდა გავიარო...
_ჰმ.. არ შეიძლებოდა, ერთი დღე ოჯახთან ერთად გაგეტარებინა?-უკმაყოფილო ხმა ჰქონდა მამას.
_კარგი რა, მა. რადენიმე საათით მივდივარ, სულ ხომ არა?-გაუცინა ნატუკამ და და სახლში შევიდა.
_მაინც სველი ხარ, მიდი დედას მანქანა ქაფიანი წყლით გაწმინდე,-შემომთავაზა სანდრომ და ნატუკას ღრუბელი მესროლა. არ ველოდი და პირდაპირ მარცხენა მხარზე ამეტყეპა.
_სანდრო მოგკლაავვვ!-ნაპერწკლები დავაკვესე თვალებიდან. მერე ქაფიანი წყლით სავსე პატარა ვედრო ავიღე და სახელში შევასხი სანდროს.
_დაკო!-იღრიალა.-ახლა ზღარბის აბაზანაში რაც წყალია, მთლიანად გადაგაყლაპებ!-მეტისმეტად სერიოზული ხმა ჰქონდა.
_სანდრო, წყალში მასე თამაში არ შეიძლება!-უთხრა მამამ. ზღარბი ჩასვა, მერე შლანგი აიღო და აბაზანაში ჩაუშვა.
_ეგ მაშინ რატომ არ თქვი, წეღან რომ დამალპო?-დავინტერესდი.
_მიდი, მიდი. დედას მანქანა გაწმინდე, ნუ ზარმაცობ!-თითი დამიქნია.
_ქაფიანი წყალი...
_ვინ დააქცია? ახლა ეგეც მე არ დამაბრალო!-გამაფრთხილა სანდრომ. დავეჯღანე.-მარა თუ მანქანის გარეცხვა გინდა, ენა აუსვი, ამბობენ, გველის შხამი საუკეთესოდ აპრიალებსო!
_ამბობენ გველის შხამი საუკეთესოდ აპრიალებსო...-გავცინე.-ნუ გადამაჭამე თავი შენი უკბილო იუმორით...-კიდევ ერთხელ დავეჯღანე და ვედროში სარეცხი ფხვნილის ჩასაყრელად წავედი.
ყურადღება აღარავისთვის მიმიქცევია ისე გავწმინდე დედას მანქანა, შემდეგ კი განვაცხადე:
_წავედი მე, ვიბანავებ!-ვთქვი და სახლის კარისკენ გავემართე.
_კიდევ კარგი დაიბარე, თორემ ვინერვიულებდით!-დამცინა სანდრომ. ღირსეულად ავიტანე გამოწვევა და თავაწეულმა შევაბიჯე სახლში და... კინაღამ კისერი მოვიმტვრიე! კარის პარმაღს წამოვკარი ფეხი და წავიბორძიკე, მაგრამ საბედნიეროდ, არ წავქცეულვარ. უკნიდან ხარხარის ხმა მომესმა. არ მიმიხედია ისე მოვიჯახნე ზურგსუკან კარები.
ზედა სართულის სააბაზანო თავისუფალი აღმოჩნდა. ჩემი პირსახოცი და ხალათი შევიყოლე და ორი საათი აღარ გამოვსულვარ. ძალიან მიყვარს თბილი წყლის ჭავლის ქვეშ დგომა, მაგრამ ამჯერა აბაზანა ავავსე წყლით და ეს დრო მასში ვნებივრობდი. ბოლოს სანდრომ რომ მომიბრახუნა კარებზე და თან მოაყოლა:“ მოსაღამოვდა, ამდენი ხანი რას აკეთებ, ხომ არ ჩაიხრჩვიო,“ მერე ვიკადრე წყლიდან ამოსვლა. ჩემს ფუმფულა ხალათში გავეხვიე, თავზეც პირსახოცი შემოვიხვიე და ისე გავედი. ჩემი და სანდროს საძინებლის კარი შიგნიდან ჩავკეტე და ისე ცავიცვი. თმები რომ გავიშრე და საცვლები ჩავიცვი, სულმა ჭამძლია და ბექას გამოგზავნილი კაბა მოვირგე. სარკეში რომ ჩავიხედე, პირდაპირ აღვფრთოვანდი საკუთარი გამოსახულებით. ჯერ ზუსტად ჩემი ზომა იყო, მერე ფერი ან ძალიან მომწონდა, ან მართლა მიხდებოდა. ფეხის წვერებზე ავიწიე, კაბა აშკარად გრძელი მქონდა, არადა მშვენივრად მადგა ტანზე. კარზე დააკაკუნეს. სასწრაფოდ გავიხადე კაბა და ყუთიანად ისევ საწოლქვეშ დავაბრუნე, ტანსაცმლის კარადიდან სარაფანი გამოვიღე და გადავიცვი.
_არ გშია? დედამ სადილი გაამზადა,-მომახსენა სანდრომ.
_მგელივით მშია!-ვაღიარე და დაბლა ჩავყევი.
საოცრად სწრაფად მოსაღამოვდა. როგორც კი შევამჩნიე, რომ ბინდდებოდა, იმ წუთიდან დავიძაბე და ეს დაძაბულობა მიმყვა 9 საათამდე. კინაღამ გავგიჟდი სიხარულისგან, რადგან ყველაფერი ჩემს სასარგებლოდ ხდებოდა. ყველაფერი რა, დედას და მამას ადრევე აუტყდათ მთქნარება. მთავარი ეს იყო. 9-ის ნახევარზე აიყვანეს ზღარბი დასაძინებლად. 15 წუთში ისევ დაბრუნდა დედა (სანამ მე ზემოთ არბენას მოვიფიქრებდი). გულზე მომეშვა, როცა მაცივრიდან ფორთოხლის წვენი გამოიღო, დალია, შემდეგ მე და სანდროს ტელევიზორი გამოგვირთო და გვიბრძანა:
_დაწექით, უკვე გვიანია,-მე და სანდრო ბუზღუნ-ბუზღუნით ავუყევით კიბეებს.
_რა მოუვიდა ამ ხალხს?-ვუჩურჩულე სანდროს, როცა ჩვენ ოთახში შევდით.
_გამოიცანი!-თვალი ჩამიკრა.
_არა!-აღვშფოთდი.
_დედას- ყავაში, მამას- ლუდში...
_სუფთა ეშმაკისეული ხარ!-შევამკე.
_მადლობის მაგიერია?-ვითომ ეწყინა. ჩემ საწოლს მივუბრუნდი. ფილმებში რომ მენახა, ზუსტად ისე შევაცურე საბნის ქვეშ ბალიში. თუ დედა შემოიხედავდა (დიდი იმედი მქონდა, რომ ამას არ გააკეთებდა), მე ვეგონებოდი (რაშიც ძალიან მეპარებოდა ეჭვი, მაგრამ მაინც ვცადე. იქნებ ნამძინარევს მაინც ვგონებოდი?). რომ მოვტრიალდი, სანდროს უკვე პიჟამა ეცვა.
_ტუალეტში მივდივარ, სანამ კიჭებს ავილესავ, ჩაიცვი,-დამიბარა.
ყუთი გამოვაცურე საწოლს ქვემოდან და კაბა ამოვიღე. სანდრომ კი მთელი გულით მთხოვა კაბა მაჩვენეო, როცა ვუთხარი, რომ სალის შეწუხება აღარ დამჭირდებოდა, რადგან ბექამ გამომიგზავნა ულამაზესი კაბა, მაგრამ ვუთხარი, რომ მხოლოდ ღამე ნახავდა ჩემს ტანზე. ფრთხილად გადავიცვი, ელვა-შესაკრავიც შევიკარი ზურგზე. სარკის წინ დავტრიალდი. მერე ზურგით დავდექი. ჯერ ზორტები ვათვალიერე ბეჭებზე, მერე გულზე სამი ზორტი, შემდეგ ქვედა გაშლილი ნაწილი.
_ვაუ! ვერაფერს იტყვი! მართლა ძალიან მაგარია!-აღფრთოვანდა სანდრო, მაგრამ მის ნათქვამს დამაჯერებლობა აკლდა. თანაც ზურგსუკან რაღაცას მალავდა. თვალები ეჭვით დამივიწროვდა.-ნახე, რა მოგიტანე!-ხელები წინ გამოწია და ჩემი კაბისფერი წითელი ფეხსაცმელი დამანხა, რომელიც დახურული იყო, ზორტები ჯოჭზე ეკვრებოდა ბალთით. ამ კოჭზე შემოსატარებელი ზორტიდან დახურულ ცხვირამდეც ზორტი იყო გაჭიმული. მაგრამ ეს ფეხსაცმელი მე არ მეკუთვნოდა...არც დედას...
_გაგიჟდება ნატუკა!
_ჯერ არ მოსულა და რომ მოვა, არამგონია თავისი მრავალრიცხოვანი ფეხსაცმელების გადათვლა დაიწყოს, სანდრომ რომელიმე ხომ არ ამწაპნაო...
_არა, რა... მაინც რა ეშმაკი ხარ...-გამოვართვი და ჩავიცვი.-ამ ქუსლებზე სიარული ნამდვილად გამიჭირდება... მოიცა... საიდან მიხვდი რა ფერის დამჭირდებოდა?-ეჭვით დამივიწროვდა თვალები.
_როგორ გგონია, საღამომდე მოვითმენდი, როცა ასე მაინტერესებდა შენი „ულამაზესად“ შერაცხული კაბა?-გაეცინა.
_ჰმ...-წარბები შევიკარი, მაგრამ მალევე გავიღიმე.-მადლობა ფეხსაცმლისთვის.
_ეგ ჯერ ყველაფერი არ არის...-ჯიბიდან ნატუკას ბრილიანტებიანი მსხვილი სამაჯური ამოიღო, რომელიც ერთ-ერთმა ყოფილმა „ბოიფრენდმა“ უსახსოვრა.
_სანდრო!-აღფრთოვანებულ-შეძრწუნებულმა შევძახე.
_გაიკეთე,-მაჯა გავუშვირე და ფრთხილად შემიკრა ხელზე.-ძალიან გიხდება!-მითხრა.-თმა? მასე უნდა გქონდეს?-შემახსენა.
ჩემი გრძელი სწორი თმა მთლიანად გადავიწიე უკან, გორგლად დავახვიე და თმისამაგრებით დავიმაგრე. ისე გავაკეთე, რომ ერთი საშუალო ზომის თმის ზოლი პირდაპირ გორგლის შუაგულიდან ეშვებოდა ბეჭზე. ასე ხშირად მიკეთებდა ხოლმე ნატუკა ბავშვობაში, როცა ქორწილებში მივდიოდით და ჩემს მისიას ყვავილების მიმოფანტვა წარმოადგენდა. თვალებზე ოდნავშესამჩნევი ჩრდილები წავისვი, წამწამები ავიპრიხე და ღია ფერის ტუჩის საცხიც წავისვი.
_წავა?-მოუთმენლად მივუბრუნდი საწოლზე ჩამომჯდარ სანდროს.
_ბექას თავში ტვინი რომ ჰქონდეს, ამაღამ აღარ დაგაბრუნებდა,-მითხრა ღიმილით, მაგრამ მაშინვე დაამატა.-მის „გონიერებაში“ ეჭვი რომ არ მეპარებოდეს, არც გაგიშვებდი...-ორივეს გაგვეცინა. უცებ ფეხზე წამოხტა და თავისი საწოლის ქვეშ შეძვრა.
_რას აკეთებ?-გაოცებული დავაცქერდი.
_ფანჯარასთან დადექი!-დავემორჩილე. ბებიაჩემის დროინდელი ფოტოაპარატი დააძრო. ყოველგვარი ხელოვნური ღიმილის გარეშე გადამიღო. სურათი მომენტალურად დაიბეჭდა.
_ერთიც!-კიდევ ერთი სურათი გადაიღო.
_მეორე რაღად გინდა?
_მე არა, ბექას უნდა!-თვალი ჩამიკრა.
_რაღაც ძალიან უწყობ ხელს!-შევნიშნე.
_იმას კი არა, შენ გიწყობ ხელს, შე ბოთე!-მესროლა კომპლიმენტი. მერე კი უცებ წამოიძახა.-მოვიდა!
_რა? საიდან მოიტანე?-დავიბენი.
_ნიშანი! შევთანხმდით, რომ სამჯერ გაანათებდა მანქანის ფარებს,-კარებისკენ გაქანდა და ჩაკეტა საკეტით.
_გადადი!-საქმიანად მითხრა. რომ დამინახა ფეხსაცმელებს ვიხდიდი, გაოგნებულმა მკითხა.-რას აკეთებ?
_რომ ჩავალ, ჩამომიყარე,-ფეხსაცმელი ფანჯრის ძირში დავტოვე და სანდროს დახმარების სახურავზე გადავბობღდი.-ვიწროა კაბაა...-ამოვიბუზღუნე.
_ფრთხილად იყავი! წარმატებებს გისურვებ!-მითხრა, როცა ხელს მიშვებდა.
_გმადლობ!-გავუღიმე. დამრეც სახურავზე ფრთხილად მივაბიჯებდი ქვემოთ. ნაპირს რომ მივაღწიე, სახლის რკინის ბოძს შემოვეხვიე, ცოტა ჩავცურდი და შემოსასვლელი კარის ბაქნის მოაჯირზე დავდგი ფეხი. იქ ბექა დამხვდა და დაბლა ჩამომსვა.
_ულამაზესი ხარ!-სიბნელეში გავიგონე მისი ხმა.
_ნეტავ, საერთოდ თუ მხედავ!-ამოვიბუზღუნე.



elle____თარიღი: ორშაბათი, 2011-01-10, 5:32 PM | შეტყობინება # 201
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
au au ra magari taaaaaaaaaaaaaaaaviaaaaaaaaaa : )))))))) manqanis garecxva xo vafshe amara ai es mzadeeebaaaaa : ))))) au neta filmi iyos da vxedavde am kabaaaaasss : (( gelodebi sayvarelo shashinlad mainteresebs es sagamooo.. tu ukve daiwye dawera gtxooooooooovvvv dges dade raaa cry cry cry gevedreeebiii cry cry cry


☆AnasteishA☆თარიღი: ორშაბათი, 2011-01-10, 5:35 PM | შეტყობინება # 202
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
elle____, vaime shemogevlee... axla vwer da davdeb dges usikvdilod tu int ar gametisha. wegan tavisit gaitisha da mere isev tavisit chairto da rame aseti tu ar etaka davdeb aucileblad. kaba wuxel davxate paint-shi metviton. adre mqonda daxatuli mara rveulshi iyo is da ar vargoda. shemdeg tavtan ertad im suratsac davdeb. nu daaxloebit mainc mixvdebit rogori kaba mqonda chafiqrebuli happy madlobaaa


elle____თარიღი: ორშაბათი, 2011-01-10, 6:00 PM | შეტყობინება # 203
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
AnasteishA, surprised surprised surprised surprised au ra magariaaaaaaa surprised surprised surprised surprised surprised surprised gelodebi sayvarelooo :**********


bella-vampireთარიღი: ორშაბათი, 2011-01-10, 6:19 PM | შეტყობინება # 204

842
83  +
   ±
Offline
AnasteishA, lol რამდენი ვიცინეეეეე lol მანქანის გარაცხვა მართლა ძალიან მაგარი იყო. რამდენი ვიცინე biggrin უმაგრესი თავი იყო :* ვაიმეეეე ეს წვეულებაც როგორ მაინტერესეებსსსსსსსსს surprised surprised მოუთმენლად ველოდები შემდეგ თაავს :*

★Gvanca★თარიღი: ორშაბათი, 2011-01-10, 6:28 PM | შეტყობინება # 205
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
AnasteishA, vaime dzaan magari tavi iyo tan dzaan saxaliso . beqa dzaan sayvarelia kabac ki gamougzavna ogond dako mis gverdit yopiliyo . dzaan kargia tu shemdeg tavs dgesve dadeb happy happy happy aba velodebi


☆AnasteishA☆თარიღი: ორშაბათი, 2011-01-10, 7:32 PM | შეტყობინება # 206
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
26-ე თავი

_სანდრო ფეხსაცმელებს ჩამოყრის,-ვუთხარი და ვანიშნე ჩვენი ოთახიდან გამომავალი ფანჯრის წინ მინდორში გასულიყო. გავიგონე როგორ ჩამოაგდო სანდრომ ფეხსაცმელი და ბექაც მაშინვე ჩემთან გაჩნდა. მოაჯირზე ჩამომჯდარს ჩამაცვა ფეხსაცმელები.
_ჩემი თავი კონკია მგონია!-ვაცნობე.
_ესეიგი, მე მშვენიერი პრინცი გამოვდივარ, მაწყობს!-გაიცინა. სანამ დაჭყანვას მოვასწრებდი სუსტი სტვენა გაისმა. სანდრო იყო. ბექა ისევ მინდორში გავიდა და უკან კაბის ქსოვილით შეკერილი მსუბუქი შარფით დაბრუნდა.
_ეს სულ დამავიწყდა!-გამოვართვი და მხრებზე მოვიხვიე. არ ვიცი, რა დროს გამოცურდა დაკეცილი ქსოვილიდან სურათი, რომელიც სანდრომ ბექასთვის გადამიღო.
_ეს მე?-გაკვირვებულმა შემომხედა.
_ჰო. მოგწონს?
_კი, მაგარია!-უინტერესოდ მიპასუხა და სურათი პიჯაკის ჯიბეში ჩაიჩურთა. -წავედით?-ხელი გამომიწვდინა. უკმაყოფილო სახით გავყევი და მანქანაში ჩავსხედით. რომ დავიძარით, ვუთხარი:
_მეგონა, გაგეხარდებოდა, რომ შენთვის სურათი გადავიღე...-გავიბუსხე.
_გამეხარდა კიდეც, მაგრამ ახლა შენ მყავხარ გვერდით, როცა შენ არ მეყოლები, მაშინ დავტკბები ამ სურათით...-სევდიანად თქვა, მაგრამ მე პასუხმა სრულებით დამაკმაყოფილა.
_შორსაა?-ვკითხე. ბექამ სინათლე აანთო მანქანაში და მისი წესიერად შეთვალიერება შევძელი.
_10 წუთში მივალთ. მოხდა რამე?
_რატომ მეკითხები?
_დაჰიპნოზებულივით მიყურებ...
_აა...-პირი დავხურე და თავი გავაქნიე. საკუთარი თავი ვაიძულე ჩემს პირდაპირ უშორესი ქუჩის განათების ბოძისთვის მეყურებინა.
_შესანიშნავად გამოიყურები!-ისე ვუთხარი, მისთვის არ შემიხედია.
_მეე? ჩემი რა გითხრა და შენ მართლა ლამაზი ხარ...რომ მცოდნოდა ეს კაბა მასე მოგიხდებოდა, არ გამოგიგზავნიდი...
_ა, ჰო! მადლობა კაბისთვის..-გამახსენდა.-რაო? რომ მცოდნოდა ასე მოგიხდებოდა, არ გამოგიგზავნიდიო?
_ჰო, იქ ბევრი ახალგაზრდა იქნება. სულაც არ მინდა თვალი დაგადგან და შენც მოიხიბლო მათით,-ამიხსნა. უცებ, რაღაცამ წამომიარა.
_ირაკლიც იქნება?
_ვინ?-გაოცებულმა გადმომხედა.
_გვანცას ძმა.
_შენ რა, მისი ნახვის იმედით მოდიხარ? რა არის, მართლა მოგწონს?-გაღიზიანებული ჩანდა. ჩემს ტვინში მჯდარმა ეშვებიან-რქიანმა ურჩხულმა ნეტარებით დაიკრუტუნა.
_არა, შენს გასაბრაზებლად ვთქვი,-უდარდელად ვაღიარე. ბექამ შვებით ამოისუნთქა.
_კიდევ ბევრი დარჩა?-ვეღარ ვითმენდი.
_თითქმის მივედით...-მითხრა და გადმომხედა. სწორედ ამ დროს, ნატუკა და ლაშა დავინახე ფანჯრიდან და თვალი გავაყოლე.
_ვა, რა ლამაზია!
_რაზე ამბობ?
_შენს ვარცხნილობაზე!
_ნატუკა და ლაშა ვერ დაინახე?
_სად?
_უკან.
_ვერა, შენ გიყურებდი...-ცოტა ხანი გავჩუმდი.
_არ მეგონა კლასიკური სტილი...ც თუ ასე მოგიხდებოდა...-ვუთხარი.
_იგივე შემიძლია შენზეც ვთქვა,-დამირუნა პასუხი.
_თმებიც ელეგანტურად გაქვს!-გაჩეჩილი მოგრძო თმები უკან გადაესვლიპა.
_შენც ასევე.
_მორჩი! ამ ყველაფერს იმიტომ არ მეუბნები, რომ შენც კომპლიმენტები დამიბრუნო!-გავიბუტე.
_არც მიფიქრია ეგ!-მხრები აიჩეჩა.-უკვე მოვედით!-მანქანამ რესტორნის ეზოში შეუხვია. ერთი შეხედვით მივხვდი, რომ ძალიან ძვირიანი და ზედმეტად სერიოზული ხალხისთვის განკუთვნილი რესტორანი იყო. დაწესებულება, სადაც ჩემნაირებს არაფერი ესაქმებოდათ და... მოვიღუშე.
_წავედით?-სანამ მე შენობას აღფრთოვანებული შევყურებდი მანქანის საქარე მინიდან, ბექა გადასულიყო და ჩემს მხარესაც კი გაეღო კარები. ახლაღა დავინახე ქუჩის განათების სინათლეზე მისი ჩაცმულობა. ელეგანტური ნაცრისფერი პიჯაკი და ამავე ფერის შარვალი, შიგნით ღია ფერის პერანგი და ამ ყველაფერს დამატებული შავი მოხდენილი ფეხსაცმელი, ყოველგვარი წვეტების გარეშე. მივხვდი, უკან დასახევი გზა არ იყო.
_წავედით!-ამოვიოხრე და გამოწვდილ ხელს მივაგებე ჩემი.
_ნუ ღელავ! ყველა ადამიანი თანასწორია...-ადვილად მიხვდა ჩემს ფიქრებს.-აი, შენ კი, მართლა ძალიან ლამაზი ხარ! მე არ მომცილდე და ყველაფერი კარგად ჩაივლის!-მითხრა და თვალი ჩამიკრა, როცა შენობაში შევაბიჯეთ.
_ჯერ დედაჩემი მოვძებნოთ...-შემომთვაზა, უხმოდ დავუქნიე თავი, ხელკავი გავუყარე და მივყევი.
_დედა, მშვენივრად გამოიყურები! ნახე, ვინ მოგიყვანე!-შორიდანვე დაუძახა ბექამ.
_საღამო მშვიდობისა...-მივესალმე სკოლის დირექტორს და ვეცადე ისე გამეღიმა, რომ მორიდებულობა დამემალა.
_საღამო მშვიდობისა, დაკო!-მიპასუხა გულთბილი ღიმილით.-მიხარია, რომ კაბა მოგიხდა!-კაბა? ესეც ასეე... საქვეყნოდ მომეჭრა თავი... მაგრამ სანამ რაიმეს თქმას მოვასწრებდი, ბექას ხმა გავიგონე.
_როგორც ვხედავ, ყველა მოვიდა!
_და ისინიც, ვინც არავის დაუპატიჟებია...-თქვა ქბ. ქეთევანმა. შევკრთი, თვალებში შევხედე და მივხვდი, რომ მე არ მგულისხმობდა, რადგან როცა მის მზერას თვალი გავაყოლეთ მე და ბექამ, ერთი მსუქანი ირონიული გამომეტყველების და თავხედური მანერების მქონე კაცი დავინახეთ, რომელიც შამპანურის ჭიქით ხელში ესაუბრებოდა ვიღაცას. გულზე მომეშვა. ბექა პირიქით, მის დანახვაზე აფორიაქდა შიშიც კი შევატყვე, მაგრამ სწრაფად დაიწყნარა ნერვები და ენის ბორძიკით უთხრა დედას:
_ყურადღებას ნუ მიაქცევ, ხომ იცი, სხვების აზრს რამხელა მნიშვნელობას ანიჭებს? ხალხში თავხედობას ვერ გაბედავს,-თქვა და ისევ იმ კაცს გახედა. მეც მას მივბაძე და სუნთქვა შემეკრა- ის კაცი პირდაპირ თვალებში მიყურებდა გაოცებული! პირდაპირ თვალებით მჭამდა. ეს ბექამაც დაინახა, ხელი ჩამავლო, დედამისს დაემშვიდობა „მერე გნახავო“ და დარბაზის მეორე ბოლოსკენ წამიყვანა.
_რა ხდება? სად მიმათრევ?-გავაპროტესტე. მაშინვე გამიშვა ხელი. გაბუტულებივით ვიდწქით. თავი ავწიე. ბექა ისევ იმ კაცს უყურებდა. ხელზე შევახე ხელი.
_ვიცეკვოთ?-ვკითხე. წელზე მომხვია ხელი და დანარჩენი მოცეკვავე წყვილებისკენ წამიყვანა. ნელი მუსიკის რიტმში ჰაეროვნად და ზანტად ვირხეოდით...
_ნუ უყურებ...-ჩუმად ვუთხარი, ნიკაპზე დავადე თითი და ჩემსკენ მოვატრიალებინე სახე, რადგან ისევ იმ კაცს უყურებდა.
_იცი ვინ არის?-მკითხა.
_არა და არც მაინტერესებს...-ვუპასუხე კატეგორიულად.-ვინმე ბებერი იდიოტი იქნება!
_ჰო, ბებერი იდიოტია, ოღონდ საზიზღრად ბოროტი!-გამანათლა.
_ჩემთვის სულერთია... როცა შენთან ვარ, სხვა ყველა სულერთია ჩემთვის,-ნიკაპზე მივადე შუბლი, თვალები დავხუჭე და ასე გავაგრძელე რხევა. არ ვიცი, საიდან მოვიდა ამხელა სითამამე, ალბათ ყველაფერი იმ სიტუაციის, მისი სიახლოვის ან ჩემს წელზე შემოხვეული მისი ხელების ბრალი იყო.
_მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ,-გაისმა ხავერდოვანი ხმით წარმოთქმული ერთადერთი სიტყვა. ერთბაშად ვერ გამოვერკვიე ამ სიტყვისგან წარმოქმნილი ტკბილი ზემოქმედებისგან.
_მეც...-დაუფიქრებლად მოწყდა ჩემს ბაგეს სამი ბგერა. ბექამ ნიკაპი ამაწევინა. თვალები გავახილე და თვალებში ავხედე. გაოცებული მიყურებდა.
_მართალს მეუბნები?-მკითხა.
_შენ?-დავუბრუნე შეკითხვა. ვუყურებდი როგორ გადაიტანა მზერა ჩემს ტუჩებზე, ნელ-ნელა მიახლოვდებოდა, მაგრამ უკან გაწევის სურვილი არ მქონდა, თვალები დავხუჭე და ვიგრძენი როგორ შეერთდა ჩვენი ტუჩები...
_არა!-თქვა უცებ. მე მეგონა ჯერ კიდევ მკოცნიდა. თვალები გავახილე და მივაჩერდი. ის ჩემს უკან უყურებდა რაღაცას. შემდეგ შეშფოთებული მზერა მოატარა მთელ დარბაზს.
_რა ხდება?-მეც შევშფოთდი. კუთხეში, სავარძელზე დამსვა.
_აქ იჯექი, არსად წახვიდე და არავის გაყვე, ახლავე მოვალ...
გაოცებულმა გავაყოლე თვალი. ორიოდ წუთში დაბრუნდა უფრო მეტად სერიოზული და დამფრთხალი. ხელი ამიქნია არ გაინძრე, იჯექიო, რადგან წამოდგომა დავაპირე. დედამისისკენ წავიდა, რაღაც უთხრა, იმანაც უპასუხა. ბექამ ჟესტები მოიშველია, ქეთევანმა მე გამომხედა და თავი დაუქნია. ბექა ჩემთან დაბრუნდა.
_რა ხდება გამაგებინე?-მოსვლა არ ვაცადე.
_სახლში უნდა წაგიყვანო, მაპატიე, მაგრამ აქ ვეღარ დავრჩები. შენ კი მარტოს ხომ არ დაგტოვებ?-საფეთქელზე მოისვა ხელი ამას რომ ამბობდა, თან მე კი არა, მუხლებზე დაწყობილ ჩემს ხელებს უყურებდა.
_არა, არა, წავიდეთ!-წამოვდექი. ჩქარი ნაბიჯით გადავჭერით დარბაზი.-დედაშენს მაინც დავმშვიდობებოდი...
_ვუთხარი, რომ გვეჩქარება, არაუშავს,-ცივად მიპასუხა. თან ცალ ხელში ჩამავლო ხელი, წინ თვითონ მიდიოდა, მეც მის ახლოს, ოდნავ უკან მივაბიჯებდი.
_დღეს არაფერს გკითხავ, მაგრამ ხვალ აუცილებლად მოგიწევს ამ ყველაფრის ახსნა...-უკვე ძლივს ვეწეოდი.
_კარგი, გპირდები აგიხსნი,-სწრაფად, მგონი აზრდაუტანებლად მიპასუხა.-უფრო სწრაფად არ შეგიძლია?-მოუთმენლად მომხედა, როცა რესტორნიდან გამოვედით და თითქმის უკვე გავრბოდით მანქანისკენ.
_ასე სად გეჩქარ...-უცნაური ზუზუნის ხმა მომესმა. თითქოს რაღაცამ ძალიან ახლოს, ალბათ ჩემს ყურთან ჩაიწუილა. მეგონა მომესმა, მაგრამ წუილი ისევ განმეორდა. ამჯერად ჩემ თავზემოთ. ბექა მაშინვე მობრუდა, მიწაზე დამაგდო, მჭიდროდ გამაკრა და ზემოდან გადამეფარა...
_ჯგუფი ბე! ჯგუფი ბე! თავდასხმაა! თავდასხმა ობიექტზე!-აღრიალდა
მთელი ხმით.

ესაა დაკოს კაბა, რომელიც საკუთარი დიზაინით შევქმენი biggrin :D დიდი ვერაფერი, მარა მოკლედ ასეთი კაბა აცვია, ოღონდ წითელი. თუ არ მოგწონთ, ნუ ჩათვლით რომ ასეთი აცვია და თქვენს ფანტაზიას მიეცით გასაქანი snegurochka
ჰო, და კიდევ: დამავიწყდა მეთქვა, რომ აქ პირველი კოცნის ჩართვის სურვილი ჰქონდა dodo-ს. dodo, ა, ბატონო პირველი კოცნა happy biggrin biggrin biggrin




შეტყობინება შეასწორა AnasteishA - ორშაბათი, 2011-01-10, 11:11 PM

☆AnasteishA☆თარიღი: ორშაბათი, 2011-01-10, 7:45 PM | შეტყობინება # 207
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
wacko %) wacko %) შედეევრ ნუ. იმედია საიტის გვერდი ძალიან არ გავწელე sad



შეტყობინება შეასწორა AnasteishA - ორშაბათი, 2011-01-10, 7:54 PM

elle____თარიღი: ორშაბათი, 2011-01-10, 9:06 PM | შეტყობინება # 208
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
Quote (AnasteishA)
_ჯგუფი ბე! ჯგუფი ბე! თავდასხმაა! თავდასხმა ობიექტზე!-აღრიალდა მთელი ხმით.

es ver mivxvdii : ((((( au au rogor maintereeeeeeebsss vkvdeeeeeebiii : ((((( yochag ana daaxloebit vxvdebii : )) au au ra sainteresoaaaa.. neta sad geba dakooo... surprised surprised surprised surprised wink wink



bachia_bachia555თარიღი: ორშაბათი, 2011-01-10, 9:08 PM | შეტყობინება # 209

206
19  +
33  ±
   ±
Offline
vai davizabe...wesvivart ver gavige ra xdeba? wacko biggrin :D
shemdeg tavs male dadeb? smile smile


შეტყობინება შეასწორა bachia_bachia555 - ორშაბათი, 2011-01-10, 9:30 PM

bella-vampireთარიღი: ორშაბათი, 2011-01-10, 9:26 PM | შეტყობინება # 210

842
83  +
   ±
Offline
AnasteishA, aniiiiiiiiiii. "serdechni pristupi" damemarteba meeeeeeeeee surprised surprised vaime ra magari iyoooooooooo. auu ra emociebshi vaaarr wacko wacko biggrin biggrin vaime kidev kargi cota ragacas mainc mivxvdi, torem ise gavrekavdiiii surprised biggrin vaime beqa ra sayvareliaaaaaaaaa happy happy uime cudada varrr. xvalamde ra moitmens axlaaa cry cry snegurochka snegurochka snegurochka
ფორუმი » Fanfiction » საკუთარი შემოქმედება » 30 კალიბრიანია, 9ასოიანი და იწყება ც-ზე
ძებნა: