ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
ფორუმი » Fanfiction » საკუთარი შემოქმედება » 30 კალიბრიანია, 9ასოიანი და იწყება ც-ზე
30 კალიბრიანია, 9ასოიანი და იწყება ც-ზე

☆AnasteishA☆თარიღი: ორშაბათი, 2010-12-27, 9:59 AM | შეტყობინება # 1
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
სახელწოდება: 30კალიბრიანია, 9ასოიანი და იწყება ც-ზე
ავტორი: AnasteishA
დისკლეიმერი: პერსონაჟებზე საავტორო უფლებები მეკუთვნის მე
ჟანრი: კომედია, მელოდრამა
სტატუსი: დასრულებულია

ავტორისგან: ეს არის ამბავი 15-16 წლის და-ძმაზე, მათ მხიარულებით, ხრიკებით, თანადგომით აღსავსე ცხოვრებაზე. ეს რომანი 15 წლის ასაკში დავწერე და მკითხველებს ვთხოვ, გაითვალისწინოთ ეს. ვფიქრობ, რომ ამ ასაკის, ან უფრო პატარები უფრო კარგად მიიღებთ ამ რომანს, რადგან ახლა რომ ვკითხულობ რაღაცეები არ მესმის მეთვითონ, მაგრამ თქვენხელა ალბათ, ასე ვფიქრობდი. ახლა კი, და-და-და-დააააამ!


თავი 1

თავი 2

თავი 3

თავი 4

თავი 5

თავი 6

თავი 7

თავი 8

თავი 9

თავი 10

თავი 11

თავი 12

თავი 13

თავი 14

თავი 15

თავი 16

თავი 17

თავი 18

თავი 19

თავი 20

თავი 21

თავი 22

თავი 23

თავი 24

თავი 25

თავი 26

თავი 27

თავი 28

თავი 29

თავი 30

თავი 31

თავი 32

თავი 33

გადმოსაწერი ლინკი


პირველი თავი

ჯანდაბა! ისევ დამაგვიანდა სკოლაში! მაღვიძარამ რატომ არ დარეკა?
_დედაააა! მაღვიძარა შენ გამომირთე?
_გამოგირთე? როდის დააყენე რომ გამომერთო?
_ჯანდაბა!
_წესიერად ილაპარაკე! და დროზე ჩაიცვი, დაგაგვიანდა!
სწრაფად წამოვხტი და სკამზე სათუთად გადაფენილ სკოლის ფორმას ვეცი. სასწრაფოდ ჩავიცვი, თმები სარკეში ჩაუხედავად გავიკვანძე უკან ცხენის კუდივით, ჩანთას დავტაცე ხელი და ჰერი-ჰერი სკოლისაკენ!
როგორც ყოველთვის, დამაგვიანდა! მასწავლებელს მშვენიერი ზღაპარიც ვაგემე, რომ დილით დედა ცუდად გახდა და სასწრაფოს მანქანით მისი საავადმყოფოში წაყვანა მოგვიხდა და მარტო ვერ გავუშვი, ამიტომ იძულებული გავხდი მეც გავყოლოდი. თან დავამატე, რომ არ გამოვრიცხავდი დედა ფეხმძიმედაც ყოფილიყო. ის იყო მასწავლებელმა თანაგრძნობით შემომხედა (ხანდახან მიმართლებს გულუბრყვილო მასწავლებლებში) და ჩემ ადგილზე მიმითითა დაჯექიო, რომ ჩვენი კლასის ყველაზე მეტიჩარა გოგომ, თამთამ ჩუმად ჩამისისინა:
_დაკო, დედაშენი ისე ხშირად „ხდება“ ცუდად, ყველა ჯერზე თუ ფეხმძიმედ იყო, ახლა წესით მთელი საფეხბურთო გუნდი უნდა გყავდეთ სახლში,-ცბიერი ღიმილით დააბოლოვა.
_ჰაჰა, რა ხუმარა ხარ!-დავეჯღანე თავხედს.
_ერთხელაც იქნება დედაშენი გაიგებს რა ხშირად „ხდი ცუდად“ და მერე დახმარებისთვის ჩვენ არ მოგვმართო,-ეს ჩემი სამეგობროს ტვინიკოსა, სახელად ნინო იყო.
_გაკვეთილს უსმინე!-მასწავლებელზე ვანიშნე თვალებით და ისეთი გამომეტყველება მივიღე, თითქოს იმ წუთში მისის „მჭევრმეტყველი იდიოტის“ ლექციაზე მეტად არაფერი მაინტერესებდა...
_აბა, მოგვიყევი რა მოხდა?-მთხოვა ლანჩის დროს ჩემსავით გადარეულმა, ცალკიკინიანმა რუსამ.
_დამეძინა!-გოგოებს სიცილი აუტყდათ.
_ჰო, რა იყო, თქვენ არ დაგძინებიათ?
_ნუ იბუტები. ნახე ვინ მოდის!-სიყვარულის საკითხებში გამოცდილმა სოფომ ჩემი ფავორიტისკენ გამახედა.
_ააუ, რა ლამაზია ეს დამპალი!-აღმომხდა და თვალები მიმელულა მის დანახვაზე. ამ ბიჭზე მას შემდეგ ვაფრენ რაც იმ წელს შიდა სასკოლო ტურნირში ფეხბურთის ფინალში მის თამაშს ვუყურე. თავს რომ აიქნევდა და ოფლიან თმებს უკან გადაიყრიდა, მაგაზე ხომ სულ ვდებილდებოდი. ამის მერე მთელი კვირა გაშტერებული დავდიოდი. მოკლედ, ეს ბიჭი იდგა ჩემგან მოშორებით, გვერდულად და ვიღაცას (ბიჭს) ელაპარაკებოდა (მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ თურმე ეს „ბიჭი“ ჩემი ძმა იყო, მანამდე ჩემს რჩეულს ვუთვალთვალებდი, მეორისთვის სად მეცალა?!).
_არა, შეხედეთ რა ლამაზი თითები აქვს! გრძელი, თხელი თითები და ლამაზად გაკეთებული ფრჩხილები... ჩემ ძმას კი არ ჰგავს ხერხით გადახერხილს რომ უგავს ხოლმე...-დავამატე.
_უკვე ფრჩხილებზე გადავედით? მე მეგონა ფეხის ზომაზე ვიყავით გაჩერებულები,-დამცინა სოფომ. თვითონ საკმაოდ ხშირად იცვლიდა შეყვარებულებს მე კი პირველად მომწონდა სერიოზულად ვიღაც და მას ალბათ აკვირვებდა, რომ ეს „მოწონება“ ასეთი ძლიერი და მათი ტვინების წამღები იყო.
_არა, მართლა ნახე!-არ მწყენია მისი ირონია. ეს ბიჭი მთლიანად მომწონდა, თავისი ვარცხნილობით დაწყებული და სავსებით ჩვეულებრივი ჩანთითა და სკეიტბორდით დამთავრებული. მის შავგვრემან სახეს, ლურჯ თვალებს და ვნებიან, ანც ტუჩებს ჭკუიდან გადავყავდი. ის კი მგონი, საერთოდაც ვერ მამჩნევდა.
_ოეე, პირი დახურე, სირცხვილია...-მუჯლუგუნი მითავაზა რუსამ. ის იყო დახურვა დავაპირე, რომ შევამჩნიე არც მქონია ღია. გემრიელი ჩქმეტით ვუპასუხე.
_არა, მაინც რა საქმე აქვს ნეტა ასეთი, შენს ძმასთან?
_ვის?
_ვის და შენ რომეოს! გაიღვიძეე!-შუბლზე მომიკაკუნა სოფომ.
_ჩემი ძმა!-ახლაღა დავინახე ვის ელაპარაკებოდა სკოლის პოპულარული ბიჭი- სანდროს, ჩემ ძმას!-არაა, ნამდვილად ჩემზე ელაპარაკება! ალბათ უნდა უთხრას... ნუ... ნებართვა სთხოვოს, რომ მასთან ერთად გავატარო საღამო! ჰო, ნამდვილად მასე იქნება!-თვალები გამიბრწყინდა ჩემი აღმოჩენით გახარებულს და ფეხზე წამოდგომა დავაპირე (ოთხივე სკოლის ეზოში, ხის ჩრდილში ვისხედით გორაკზე), მაგრამ გოგოებმა უკან დამსვეს.
_ან იქნებ უბრალოდ სანდროს სკეიტბორდის თხოვება უნდოდა?-შემომაპარა ნინომ.
_რაა?-კიდევ ერთხელ გადავხედე ბიჭებს და დავინახე როგორ მისცა ჩემ ძმას სკეიტბორდი.-ო, არა! რატომ მაინცდამაინც მე? რა დავაშავე? რა დამსახურებისთვის მერგო ჩემი ძმისნაირი იდიოტი?
_რას გულისხმობ?
_იმას, რომ სახლში მისვლამდე 15-ჯერ მაინც წამაქცევს სანდრო იმ თავისი სკეიტბორდით. სუფთა ბავშვია რა!
_შენზე ერთი წლით დიდია!
_ბავშვია!-დავსვი ბეჭედი და გაბრაზებული წამოვდექი. დღეს მძიმე დღე გელის! მაგრად დადექი დაკო!


შეტყობინება შეასწორა AnasteishA - ორშაბათი, 2010-12-27, 10:16 AM

♥vampiressa♥თარიღი: სამშაბათი, 2011-01-11, 11:33 PM | შეტყობინება # 226
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
ani ra magari tavi iyoo cry cry cry cry cry dako shemecoda dzaan, magram shen warmoidgine da zurac shemecoda. razec ginda davificeb, rom zuras uyvars! 1000%-it var darwmunebuli. tavidan samsaxuris gamo ki aketebda, magram boloshi sheuyvardaa tongue biggrin biggrin biggrin


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

dodoთარიღი: ოთხშაბათი, 2011-01-12, 12:39 PM | შეტყობინება # 227

267
66  +
69  ±
   ±
Offline
ki sheuyvardeboda nat martali xar mec egre vpiqrobb:**]] zura..... ise tavidan zura ro dagerqva da mere vitom beqa ro rqmeoda kai iqneboda:D:D:D tongue

☆AnasteishA☆თარიღი: ოთხშაბათი, 2011-01-12, 6:11 PM | შეტყობინება # 228
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
28-ე თავი

არ ვიცი, ასე რამდენი ხანი ვიწექი. თავში ყველაფერი არეული მქონდა. კარები გაიღო, არ გადმოვბრუნებულვარ. თვალის კუთხით დავინახე, რომ ვიღაცამ რაღაც ადო საწოლზე. მოვიხედე და ზურას ზურგი დავინახე, კარში გადიოდა. მერე იმას დავხედ რაც საწოლზე დადო. ტანსაცმელი იყო, სათუთად დაკეცილი. ტანსაცმელი სასწრაფოდ გამოვიცვალე. კაბა გავიხადე და უბრალო ჯინსის ‘შარვალი და ნაცრისფერი უმკლავებო მაისური გადავიცვი. მერეღა შევნიშნე კართან კეტები. ვინ იცის რა დროს შემოაწყო ბექამ... თუ ზურამ ან სხვა ვინმემ. ვინ იცის, რა დაინახეს... მართალია ბოლომდე არ გამიხდია, მაგრამ მაინც შემრცხვა. ზურას ნაჩუქარი კაბა სათუთად დავკეცე და საწოლზე დავდე. ნატუკას ბრილიანტებიანი სამაჯური ჯინსის ჯიბეში ჩავიდე და ხელში რაღაც მომხვდა. თმის შესაკრავი უბრალო რეზინი იყო. ბევრი არ მიფიქრია, მაშინვე გამოვინასკვე უკან თმა. საწოლზე დავჯექი, მუხლები მოვიკეცე და მკლავები შემოვიხვიე. რკინის კარზე ორჯერ გაისმა კაკუნის ხმა. ეს ალბათ იმ შემთხვევისთვის, თუ ტანსაცმლის გამოცვა არ მქონდა დამთავრებული. ოთახში ზურამ შემოაბიჯა.
_ჯობდა წეღან დაგეკაკუნებინა, როცა ფეხსაცმელები შემომიწყვე...-ჩავიბუზღუნე უკმაყოფილოდ.
_ნუ ღელავ, არაფერი დამინახავს,-დამამშვიდა და საუზმიანი ლანგარი ტუმბოზე დამიდო.
_შენი აზრით, მე ახლა მადაზე ვარ მოსული?-ჭირვეული ხმით ვკითხე.
_როცა მოგშივდება, მაშინ ჭამე,-მითხრა და კარისკენ გაბრუნების ნაცვლად, როგორც მე ვვარაუდობდი, საწოლზე ჩამომიჯდა.-რატომ გაქვს მასეთი უკმაყოფილო ხმა? ყველაფერი ხომ მშვიდობიანად დამთავრდა?!-თავს ისულელებდა თუ უსირცხვილოდ დამცინოდა?!
_რაა? რას მეკითხები?-თვალი თვალში გავუყარე.-ამდენი ხანი თურმე ტყუილში მიცხოვრია. ასეთი რამე ხდებოდა ჩემს ცხვირწინ და მე ჭურში ვიჯექი...
_რომ გცოდნოდა, უფრო გაგიჭირდებოდა ცხოვრება... რომ იცოდე, როგორ მიჭირდა,-ტკივილიანი ხმა ჰქონდა, მისი ხმა გულწრფელი მომეჩვენა, მაგრამ მაინც გავაწყვეტინე:
_მორჩი!-ორივე ხელისგული მისი სახის წინ ავიქნიე.-აღარაფერი თქვა!
_რა აღარ ვთქვა?... რომ მიყვარხარ? და თუ მართლა ასეა? გუშინ ტყუილი არ მითქვამს, მართლა შემიყვარდი...
_მოიცა, მოიცა. მოდი, ყველაფერი გავარკვიოთ: შენ ჩემი მცველი ხარ, შენი საქმე მშვენივრად გამოგივიდა. დიდი მადლობა! ახლა რაღა გინდა?
_როგორ არ გესმის?
_რა არ მესმის?
_ის, რომ თავიდან ეს ყველაფერი უბრალოდ სამუშაო იყო, მაგრამ მერე... როცა გაგიცანი... გუშინდლამდე ვერ მოვიკრიბე ძალა, რომ მეთქვა...
_გუშინდელ დღეს საერთოდ ნუ ახსენებ! შენი სიტყვების არ მჯერა! ჩვენი ერთად გატარებული ყველა წამი შენი ორგანიზაციის მიერ იყო დაგეგმილი. ალბათ გუშინდელი საღამოც და ის სიტყვებიც, რაც მითხარი...-გავანჩხლდი.
_არა, არა... გუშინ პირველად მოვინდომე... გუშინ პირველად წაგიყვანე ორგანიზაციასთან შეუთანხმებლად და შენც ნახე რაც მოხდა... შოთა დაუპატიჟებლად მოვიდა იქ და შემდეგ თავისი დამქაშები გამოიძახა. როგორც კი მისი გაუჩინარება შევნიშნე... ხომ გახსოვს რომ დაგტოვე? წავედი და ორგანიზაციაში დავრეკე, მათ დამხმარე რაზმი გამოგვიგზავნეს და მათი დამსახურებაა დღეს ცოცხლები რომ ვართ,-პირ დავაღე რაღაცის სათქმელად, მაგრამ ხელის აქნევით გამაჩუმა.-და არც ის დაუგეგმია ვინმეს, რომ უნდა შემყვარებოდი. ალბათ არაპროფესიონალი ვარ იმ წარმატების მიუხედავად, რასაც ამ 5 წლის განმავლობაში მივაღწიე, რადგან ერთ-ერთი ძირითადი კანონი ამ პროფესიაში არის: “არავითარი პირადი გრძნობები კლიენტის მიმართ.“ რადგან სიყვარული ხშირად წინდაუხედავ საქციელ ადენინებს ადამიანებს. მე კი არაპროფესიონალურად მივუდექი ამ საქმეს და შემიყვარდი. ძალიან ვცდილობდი ასე არ მომხდარიყო, ისიც კი დავაპირე შენს დაცვაზე უარი მეთქვა და საქმიდან გავსულიყავი, მაგრამ იქ, იმ ღამეს გვანცას სახლში ირაკლიზე ძალიან ვიეჭვიანე და იმის წარმოდგენაც კი არ მინდოდა, რომ მთელ დროს შენთან ჩემს მაგივრად სხვა გაატარებდა და...
_გა-ჩუმ-დი! ნუ მაბრუებ! შენი უკვე აღარაფერი მჯერა! ისევ ჩემ მოტყუებას ნუ ცდილობ, მაინც აღარ გამოვიგა,-ფეხზე წამოვხტი. ბექაც წამოდგა, შეშფოთებული და დამწუხრებული სახით მიყურებდა. ტუმბოდან ლანგარ ავიღე და ვესროლე. წვენი პერანგზე გადაესხა, ტაფამწვარი მჯერდზე აეტყეპა და შემდეგ დაბლა დავარდა, ჭურჭელი დაიმსხვრა.-შენი დანახვაც აღარ მინდა! აღარასოდეს! მატყუარა! მინდა, რომ შენს მაგივრად, სხვა შემოდიოდეს ჩემთან. საჭმელი სხვას მოჰქონდეს და ასე შემდეგ, გასაგებია?
_დაკო! -შეძრწუნდა ზურა.-რას ამბობ? რატომ მექცევი მასე სასტიკად? ხომ მითხარი გუშინ, რომ... გიყვარვარ?
_ვცდებოდი! წადი! მარტო დამტოვე! აქ აღარ შემოხვიდე, აღარ!-ნამსხვრევებს ფეხი მივკარი და მისგან ზურგშექცევით დავწექი. ცოტა ხანში ვიღაც შემოვიდა, არ გადმოვბრუნებულვარ. ნამსხვრევები აკრიფა და გავიდა. ალბათ 2 საათი მაინც ვიწექი ასე, მერე ზურგზე გადმოვბრუნდი. ცოტა ხანს ასე ვიწექი. მერე ფეხზე ავდექი. მგონი კედლის ყველა მონაკვეთზე მიყუდებული ვიჯექი, სანამ ისევ შემოვიდოდნენ. ჩავჯდებოდი, მერე ისევ ავდგებოდი და ახლა სხვა კედელს მიყუდებული ჩავჯდებოდი. ერთგან მუშტიც მივარტყი კედელს სიმწრისგან. ცრემლები მდიოდა, მე კი ვერაფრით ვიმშრალებდი. კედელთან ჩამჯდარს მედო შუბლი მოხრილ მუხლებზე და მკლავები მქონდა ფეხებზე შემოხვეული. ცრემლი უკვე სახეზე შემაშრა და მხოლოდ სიცარიელესღა ვგრძნობდი. უცებ კარი გაიღო. პირველის მსგავსი პლასტმასის ნარინჯისფერი ლანგრით რაღაც სალათი და მინერალური წყლით სავსე ბოთლი მომიტანეს და პირდაპირ ფეხების წინ დამიდეს. თავი ავწიე.
_რომელი საათია?-ვკითხე უცნობს.
_სამი. სწრაფად ისადილეთ, ნახევარ საათში გავდივართ,-ცივად მიპასუხეს.
_რას გულისხმობთ? სად მივდივართ?
_თქვენ ოჯახთან. სახლში გაბრუნებთ.
_გასაგებია,-გულგრილად ვუპასუხე. უცნობი გავიდა. ლანგარი კუთხეში მივდე, წყლიანი ბოთლი ავიღე და წამოვდექი. ორი ყლუპი მოვსვი, საწოლზე ჩამოვჯექი და ისევ მოვსვი. ნახევარი საათი დიდხანს გაიწელა, მაგრამ ბოლოს, როგორც იქნა, იმ უცნობმა ისევ შეამობიჯა ოთახში.
_წასვლის დროა!-მითხრა და კარებში გამატარა. გარეთ, მანქანასთან ბექაც იდგა სხვებთან ერთად, მისთვის არ შემიხედია ისე დავჯექი მანქანაში მითითებულ ადგილზე. უცებ ცრემლი ჩამომიგორდა თვალიდან, მუჭით მოვიწმინდე და გულგრილი მზერით დავიწყე წინ ყურება. მალევე წუთში დავიძარით. ჯიპში ორივე მხრიდან მესხდნენ უცხო პირები. მძღოლის გვერდით კი ზურა დაჯდა. დაახლოებით 15 წუთი ვიარეთ. სადღაც გაშლილ მინდორზე მივედით. საშინელი ხმა გავიგონე, თითქოს ჩემს სიახლოვეს ქარიშხალი მძვინვარებდა. მანქანის კარი გამიღეს, გადმოვედი და... ვერტმფრენი დავინახე! სასწრაფოდ ამაქცუნეს ვერტმფრენში. ერთი პილოტის გვერდით მოთავსდა, ერთი კი ჩემთან და ზურასთან ერთად დაჯდა სამგზავრო ნაწილში. ავფრინდი. ილუმინატორს არ ვაცილებდი თვალს. ამის მიუხედავად მაინც ვგრძნობდი ბექას დაძაბულ მზერას. დაახლოებით ერთი საათი ვიფრინეთ, ეს ჩემი პირველი ფრენა იყო, მაგრამ მაინცდამაინც დადებითი შეგრძნებები ვერ გამოიწვია. ცოტა ხანში ჩემი ქალაქი ვიცანი და მალევე დავჯექით მიწაზე. მერე ისევ მანქანა. იგივე უცნობი და ზურა აქეთ-იქიდან მომისხდნენ. წინ ვიყურებოდი თვალმოუშორებლად, როცა ვიგრძენი, რომ ხელზე, რომელიც მუხლზე მედო, ხელი დამადეს. ზურა იყო. ხელი ისე გამოვაცალე, რომ სახეზე ერთი ნაკვთი არ შემრხევია და უცნობისკენ მივიწიე...
_დედა!-გავექანე მის დანახვაზე და ჩავეხუტე. ცრემლების წამსკდა და კარგა ხანს ვბღაოდი. ლიზის თავის ოთახში ეძინა. დანარჩენები მისაღებში ვიყავით. დედამ და მამამ კოპებიშეიკრეს, როცა გაპარვის ამბავი მოვყევი, განსაკუთრებით დედამ, რადგან მამა მეტისმეტად ენდობოდა ზურას, როგორც იმ ოხერი ორგანიზაციის თანამშრომელს. ყოველ შემთხვევაში ჩხუბი არ დაუწყიათ და არც ახალი სასჯელი შემოუღიათ.
_ყოჩაღ, დაკო! რაღაც მაინც გისწავლია ჩემგან!-ამაყად განაცხადა ნატუკამ. ყველანი გაკვირვებულები მივაჩერდით. არ ვიცოდი, სახლიდან გაპარვის გამოცდილება ნატუკასაც თუ ჰქონდა.
აღმოჩნდა, რომ ჩემზე თავდასხმის პარალელურად, ხდებოდა სახლში შეჭრის მცდელობა, ასევე დაამონტაჟეს ასაფეთქებელი მოწყობილობები ჩვენს სახლში და სწორედ ამიტომ იყვნენ ჩემი ოჯახის წევრებიც გახიზნულები. ამაყად შევყურებდი ჩემს მამაც მამიკოს, რომელიც ცუდ ბიძიებს არ შეუშინდა და ბოლომდე სიმართლის მსახურად დარჩა.
ყველანი შეძრწუნებულნი ვიყავით მომხდარი და განცდებს ერთმანეთს ვუზიარებდით. მე დედას ვეხვეოდი, მერე ნატუკაც მოგვეხვია, მერე მამა, სანდროც მოიზლაზნა.
_მიყვარხართ...-ვჩურჩულებდი და ვღნაოდი ისევ.
_მეე? მეჩ მინდა!-მისაღების კარებში თმა გაბურძგნული, ნამძინარევი, ცალწინდიანი ზღარბი გამოჩნდა და ისიც მოგვეხუტა. ოჯახი შეიკრა.
რადგან სადილის მომზადების ხასიათზე არავინ იყო, პიცერიაში დავრეკეთ და პიცა შევუკვეთეთ. უხმოდ ვილუკმებოდით. უგემურად ვღეჭავდი საჭმელს და ყელში არც გადადიოდა, რადგან გადატანილი განსაცდელის გარდა, რაც საერთო საფიქრალი იყო, კიდევ მაწუხებდა რაღაც, რაზეც ვერავის მოვუყვებოდი. სანდროსთან ერთად გვიან ღამით ავუყევი კიბეს. ნატუკას ოთახთან რომ ჩავიარეთ, ჯინსიდან სამაჯური ამოვიღე.
_შეგიძლია დადო საიდანაც აიღე?-სანდრომ თავი დამიქნია და ნატუკას ოთახში შევიდა. მე ჩვენი საძინებლისკენ გავწიე და გაუხდელად მივეგდე საწოლზე...



bachia_bachia555თარიღი: ოთხშაბათი, 2011-01-12, 6:33 PM | შეტყობინება # 229

206
19  +
33  ±
   ±
Offline
ra cudat agrzeleb es ra aris cry cry imedia cui dasasruli mainc ar eqneba smile

★Gvanca★თარიღი: ოთხშაბათი, 2011-01-12, 6:40 PM | შეტყობინება # 230
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
AnasteishA, vaime ani dzaan kargi tavi iyo cota chxubi sachiro iyo magram imedia mets agar ichxubeben da male sherigdebian .kargia rom taviant saxlshi dabrundnen magram exla dakos vin daicavs isev zura? dzaan mainteresebs movlenebi rogor ganvitardeba moutmenlad velodebi shemdeg tavs.


dodoთარიღი: ოთხშაბათი, 2011-01-12, 6:56 PM | შეტყობინება # 231

267
66  +
69  ±
   ±
Offline
au kai tavi iyo... zura...vicodi ro uyvarda.. cry smile mara rodis sherigdebian dzaan ro achxube es gamoketdebaa? cry cry dges vegar dadeb axaal tavs?

elle____თარიღი: ოთხშაბათი, 2011-01-12, 6:58 PM | შეტყობინება # 232
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
vaimeeeeeee dakosac adgilas mec egre moviqceeodii : (((( cudaddd varrr : ((( magram ra gamovida zura agar daicavs da vsooo ??? auuuuuuu..... ise mec ar davujerebdi magram me maleve vinanebdi... imedi maqvs dakoc inanebs da sherigebaze ar vicii... ramis mec agar mjera zurasi... dzaaaaaaan dzaaaaaaaan sainteresoa tu shegedzleba da moaswreb gtxov dgesve dade shemdegi tavi raa :***** gtxoooooooov :***


♥vampiressa♥თარიღი: ოთხშაბათი, 2011-01-12, 8:00 PM | შეტყობინება # 233
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
auu, dzaan kai tavi iyo, ai dzaan mdzime da emociuri. zura mecodeba sastikad, ra amisi bralia raa cry cry cry cry cry imedia yvelaferi male gamoswordeba. magram erti kitxva ar masvenebs, dako megobrebma ro miatoves, magashi zuras xeli xo ar urevia? an am organizaciis?


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

bella-vampireთარიღი: ოთხშაბათი, 2011-01-12, 8:11 PM | შეტყობინება # 234

842
83  +
   ±
Offline
vicodiiiiiiiiii vicodi ro uyvardaaaaaaaaaaaaaaaaa (dance) biggrin biggrin au ra magari tavi iyo :love: zura rogor shemecodaaaaaaaa cry cry ra tqma unda dakos codoa, magram exla ragashi chirdeba zuras ro moatyuos? ver xvdeba magdens? biggrin biggrin uimee ani egre rogor gaimete zura? surprised rogor esrola is langari sawyaallsss cry cry axla ras izams? dacva kidev xo schirdeba. jer kidev ar aukavebiat is shotaaa dry auu manqanshic rogor shemecoda xeli rom gamoacalaaa. ragacis imedi hqonda etyoba kideevvv happy cry cry cry
natuka, ise, eg kitxva mec damebada, magram ratomgac ar mgonia. aniiii gvipasuxeeeeeeeeeeee biggrin biggrin biggrin

dodoთარიღი: ოთხშაბათი, 2011-01-12, 8:29 PM | შეტყობინება # 235

267
66  +
69  ±
   ±
Offline
eseigi es chveni ani iset momentebshi gagveqceva ro ravi aq chaxlartavs intrigebs da gaipareba:D:D:D:D ra tqmaunda xumrobitt:* mara sacyali zura da dakoc cry cry cry axali tavi minmda sastikad

☆AnasteishA☆თარიღი: ოთხშაბათი, 2011-01-12, 9:00 PM | შეტყობინება # 236
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
gaixaret bavshvebo, mixaria rom mogewonat es tavi miyvarxart dzalian dzalian yvelani. axal tavs ver davdeb dges, xval davdeb kargit? ar gewyinot raaa snegurochka :snegurochka: madlobaa


☆AnasteishA☆თარიღი: ხუთშაბათი, 2011-01-13, 12:29 PM | შეტყობინება # 237
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
29-ე თავი

ის კვირა სკოლაში არ ვყოფილვართ. საერთოდაც სახლიდან არცერთი არ გამოვსულვართ, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მაღაზიაში დავდიოდით ყოველდღე. დედა და მამაც, ნატუკაც სახლში დარჩნენ. რა თქმა უნდა, არც ზღარბის ბარში წაყვანა მოსვლია ვინმეს თავში აზრად. ის კვირა განცდილის გა ნანახის გასაანალიზებლად და დასავიწყებლად გამოვიყენეთ. ხალხი, რომელმაც ასე შეგვაშინა, ჩვენთვის უკვე აღარ წარმოადგენდნენ საფრთხეს, რადგან ისინი-უკლებლივ ყველა- ცემზე თავდასხმის ღამეს დააპატიმრეს. მეორე კვირის ორშაბათს კი მე და სანდრო ველოსიპედებით წავედით სკოლაში.
_მამას მანქანას თურმე ბექა სპეციალურად აფუჭებდა, რომ მისთვის მეთხოვა დახმარება და ჩვენთან მოსვლის საბაბი ჰქონოდა,-მითხრა მან.
_მისგან უკვე აღარაფერი მიკვირს,-ვუპასუხე გულგრილად.
_მე კი მეგონა, მართლა უყვარდი...-შემპარავად მითხრა.
_მეც... მეც მასე მეგონა, სანდრო, მაგრამ თურმე ვცდებოდით...
_მოდი, დავივიწყოთ ეს ყველაფერი, კარგი? ორ კვირაში არდადეგები იწყება... ჩვენ ზღვაზე წავალთ მარტონი... ყოველგვარი ზედამხედველების გარეშე ჩვენ ნებაზე დავისვენებთ! ამაზე მაგარი რა უნდა იყოს? წარმოიდგინე, დილას იღვიძებ და საბანაოდ გადიხარ, არავინ გაკონტროლებს როდის დაბრუნდები, რა სიღმეზე შეხვალ, რამდენ ხანს იქნები წყალში და რამდენ ხანს მიწაზე...-ოცნებებში წავიდა სანდრო.
_უკვე წარმოვიდგინე და ძალიან მაგარი იქნება,-ამ ყველაფერზე ფიქრიც კი ვერ მიკეთებდა გუნებას. სკოლის ველოსადგომზე ვიყავით უკვე. საკეტები მოვავლეთ ორივემ, მერე კი სანდრომ სალი დაინახა.
_დაკო, მერე გნახავ...-მითხრა და სალის მიუბრუნდა გაღიმებული.-ჩემო ლამაზო, როგორა ხარ? იცი, როგორ მომენატრე?...
_გამარჯობა, სალი!-მივესალმე და გვერდზე ჩავუარე.
_გამარჯობა, დაკო!-მიპასუხა მან და ისევ სანდროს მიუბრუნდა.-სად იყავი დაკარგული? შენზე ვღელავდი...
სკოლაში შევედი. ვგრძნობდი, როგორ მიყურებდა სრულიად უცხო ხალხი. შევეცადე ყურადღება არ მიმექცია, ჩემს კლასში შევედი, ჩემ ადგილზე დავჯექი, ჩანთიდან პირველივე წიგნი ამოვიღე, რაც ხელში მომხვდა და თავი ჩავრგე მასში.
_ეჰუ-ეჰუ...-ვიღაცამ სულ ახლოს, ჩემგან მარცხნივ ჩაახველა.
_დაკო...-ფრთხილი ხმა გავიგონე და მაშინვე ამოვყავი ცხვირი წიგნიდან.
_ნინო?-ძალიან გამიკვირდა, ის ხომ ამდენი ხანი არ მელაპარაკებოდა. ყველაზე უფრო ის გამიკვირდა, რუსა და სოფოც მასთან ერთად რომ იყო და მწუხარე მზერით რომ მიყურებდნენ.
_ჩვენ... ძალიან ვწუხვართ...-ჩუმად თქვა რუსამ.
_რაზე ლაპარაკობთ? თავდასხმაზე? ეს უბრალოდ...
_არა, ცუდად მოვიქეცით...-გამაწყვეტინა სოფომ.
_რას გულისხმობთ?-სამივე ეჭვით შევათვალიერე. რამ მოულბოთ გული? დავიჯერო, თავდასხმის შემდეგ ვეცოდები?
_სანამ ვიჩხუბებდით... ბექამ გვითხრა, რომ ჯაშუში იყო...
_რააა? ე.ი. თქვენ იცოდით და არაფერი მითხარით?-აღვშფოთდი.
_ჰო, ვიცოდით. ბექამ გვითხრა, რომ აჯობებდა თავი შენთან შორს დაგვეჭირა, რადგან შენთან ყოფნით ჩვენს საფრთხეში ვიგდებდით თავს... მაშინ კი, იქ კაფეტერიაში, ჩვენ მაგიდასთან რომ მოვიდა, ნიშანი მოგვცა, რომ ნებისმიერი საბაბით წაგჩხუბებოდით...-ამიხსნა ნინომ.-სხვა გზა არ გვქონდა...
_გასაგებია... ყველაფერი მშვენივრად მოგიფიქრებიათ... მე თითოეული თქვენგანისთვის გავიღებდი სიცოცხლეს, თქვენ კი საფრთხის შიშით მეგობრის დაკარგვა ამჯობინეთ... ვერ გაგამტყუნებთ, ყველას ერთნაირი მეგობრობა არ შეუძლია...-გავჩუმდი, შემდეგ კი დავამატე.-ამბობენ, რომ საყვარელ ადამიანებს ყველაფერს პატიობენ... სამწუხაროდ, მე ასეთი მიმტევებელი არ ვარ. მადლობა, რომ ყველაფერი გულახდილად მითხარით, თუნდაც ამდენი ხნის დაგვიანებით, როცა ამას უკვე აღარავითარი მნიშვნელობა ჰქონდა,-ვუთხარი ცივად და მასწავლებელს მივაჩერდი, რომელმაც ის იყო გაკვეთილი დაიწყო.
ლანჩზე მინერალური წყალი ვიყიდე და ეზოში გავედი. საბედნიეროდ ბევრი არავინ არ იყო. უკვე ყველამ მომაბეზრა თავი გადაჭარბებული ყურადღებით. ჭადრის ხის ძირში ბალახზე დავჯექი და წყალი მოვსვი.
_გავიგე, რაც მოხდა...-ვერც კი მივხვდი ისე წამომადგა თავს ირაკლი.-და თავს ვერც ვერასდროს ვაპატიებდი, რამე რომ მოგ...
_დამშვიდდი... შენ რა შუაში ხარ? პირიქით, მადლობელი ვარ ყველაფრისთვის, რაც ჩემ გამო გააკეთე,-მხარზე მოვუთათუნე ხელი, როცა გვერდით მომიჯდა.-მაპატიე, უნდა წავიდე, მერე გნახავ!-სკოლისკენ გავიქეცი, რადგან იქვე ზურა შევნიშნე და ისიც შევნიშნე, რომ მანაც შემნიშნა.
გაკვეთილის შემდეგ დასვენებაზე დერეფანში გამოვედი და ფანჯრის რაფაზე შემოვსკუპდი. გარეთ ვიყურებოდი და თან ვფიქრობდი.
_ზურაზე გაბრაზებული ხარ?-ირაკლი იყო.
_მაგაზე ლაპარაკი არ მინდა...-ვუთხარი გულწრფელად.
_ის თავის მოვალეობას ასრულებდა და გიცავდა... არ უნდა იყო მასზე ნაწყენი... სამუშაო ავალდებულებდა, რომ არაფერი ეთქვა...
_ირაკლი! ხომ გთხოვე, მასზე ნუ დამელაპარაკები-მეთქი? ეგ ყველაფერი ვიცი და ძალიანაც მადლობელი ვარ მისიც და მისი ორგანიზაციისაც... მაგრამ საქმე დაიხურა, მე და ჩემს ოჯახს საფრთხე აღარ გვემუქრება, ამიტომ აღარ ვთვლი საჭიროდ მის ნახვას ან დალაპარაკებას...
_დაკო...
_მორჩა, მასზე აღარაფერი თქვა!-გავაწყვეტინე, სანამ რამეს იტყოდა.

ზღარბის ბაღიდან გამოსაყვანად მე და სანდრო ერთად წავედით საღამოს. სამივე უხმოდ მოვდიოდით. მოწყენილები. ზღარბმა მაღაზიის დანახვაზე ჭიჭყინი დაიწყო ჩემი საყვარელი შოკოლადი მინდაო.
_წადი, უყიდე, მე აქ დაგელოდებით. დიდხანს არ მალოდინოთ,-გავაფრთხილე ისინი და იქვე ქუჩის განათების ბოძთან დავდექი. უკვე ბინდდებოდა და შუქი ენთო. სანდრო და ზღარბი მაღაზიაში შევიდნენ.
_დაკო!-გაისმა რამდენიმე წუთში. მოვტრიალდი. ჩემს წინ ბექა იდგა. ისეთი საყვარელი, როგორიც არასდროს არ ყოფილა. ჯინსის შარვალი და მოკლესახელოებიანი მაისური ეცვა. ერთ ხელზე ტყავის სამაჯური ეკეთა, მეორეზე საათი. ყელზეც ეშვი თუ რაღაც ამდაგვარი ეკიდა. გრძელი თმები (მხრებზე ოდნავ მოკლე) გაწეწვოდა და საშინლად საყვარელი თვალებით მიყურებდა. გული შემეკუმშა...
_რა გინდა?-თვალი მის სპორტულ ფეხსაცმელს გავუსწორე.
_მიდა დაგელაპარაკო... ყველაფერი აგიხსნა...
_შენ უკვე ამიხსენი ყველაფერი...
_არა... ის არ მითქვია, რომ უშენოდ ვერ ვძლებ... დღე და ღამე შენზე ვფირობ... აღარ შემიძლია უშენოდ... რა გჭირს, რა ჩავიდინე ისეთი, რასაც ვერაფრით მპატიობ?
_დამანებე თავი,- ისე ვუპასუხე, თითქოს მისი არცერთი სიტყვა არ გამიგონია. ჩემს ხმას კატეგორიულობა აკლდა, სავსებით მშვიდად ვუთხარი, თან ისევ მის ფეხსაცმელებს ვუყურებდი.
_ვერ დაგანებებ! დაკო მიყვარხარ და მითხარი, რა ვქნა?-ტანჯული ხმა ჰქონდა, რომელიც გულწრფელი მომეჩვენა და ამის გამო საშინლად გავბრაზდი საკუთარ თავზე. ისევ მისი როგორ მჯეროდა, ამ ყველაფრის შემდეგ?!
_მორჩი? კარგად იყავი!-ვუთხარი ცივად, თან თვალი თვალში გავუყარე და გამოვბრუნდი, რომ წავსულიყავი, მაგრამ ზურამ მკლავში ჩამავლო ხელი და უპრობლემოდ მომაბრუნა. ჩემი გულის რომელიღაც კუნჭულს სასტიკად ესიამოვნა, რომ ასეთი ძლიერი იყო.
_მიყვარხარ, დაკო, რატომ არ გჯერა? ყველაფერი მორჩა. რატომღა უნდა ვთვალთმაქცობდე? შენთვითონ დაფიქრდი...-ძალიან დამაჯერებელი ხმა ჰქონდა.
_მთავარი ისაა, რომ ის ყველაფერი ტყუილი იყო! ის ბექა იყო ვინც მუდამ ჩემთან ყოფნას ცდილობდა, ვინც ჩემზე ზრუნავდა, მახალისებდა და ჩემს უხეირო შურისძიებაში მონაწილეობდა!
_ეს მე ვიყავი!-წამოიყვირა მოუთმენლად.
_არა, ეს ბექა იყო, შენ კი საერთოდაც არ ვიცი ვინ ხარ! არ გიცნობ! ხელი გამიშვი!-ავყვირდი.-არ მინდა შენი დანახვა, აღარანაირი ურთიერთობა არ მინდა შენთან. მოდი, შემეშვი, კარგი?-ხელი გამოვტაცე. შევნიშნე, სანდრო მოდიოდა ჩვენსკენ. ზღარბი შოკოლადით ხელში შეშინებული იდგა მაღაზიასთან.
_ისევ შენ?-სანდრო ასეთი გაბრაზებული არასდროს მინახავს.-ჩემ დასთან მიკარება აღარ გაბედო, გა-ი-გე?
_სანდრო, შენ მაინც როგორ არ გესმის? ჩვენ ხომ მეგობრები ვიყავით?!
_ეგ მე მეგონა მასე! შენ კი თურმე მოგზავნილი ჯაშუში იყავი!
_თქვენს დასაცავად მოგზავნილი ჯაშუში,-შეუსწორა ზურამ.
_მაგას არ აქვს მნიშვნელობა. მე ძმასავით მიგიღე, დაკოსთანაც ხელს გიწყობდი. შენ კი თურმე ორივე ფეხებზე გეკიდეთ, უბრალოდ შენს სამუშაოს ასრულებდი!
_აბა, რა მექნა? ყველაფერი მეთქვა? სამუშაოს დავკარგავდი, თქვენ კი არაფერს დამიჯრებდით და გიჟად გამომაცხადებდით!
_თუ ყველაფერს წესიერად აგვიხსნიდი, ისე მოვიქცეოდით, როგორც გვეტყოდი. დაკოსთან ფლირტი რაღა საჭიროა იყო? თუ თავს შეაყვარებდი,-ამაზე თვალები დავაჭყიტე.-რა თქმა უნდა, საშუალება გექნებოდა უფრო მეტი დრო გაგეტარებინა მასთან ერთად. მაგრამ იცი, ეს რა არის? ადამიანის გრძნობებზე თამაში!-მძვინვარედ დაასრულა სანდრომ.
_მე არ მინდოდა... უბრალოდ თავისთავად მოხდა...-უნდა გენახათ სანდროზე ოდნავ მაღალი, მაგრამ ბევრად უფრო ბრგე აღნაგობის და ძლიერი ზურა, როგორ იმართლებდა თავს მის წინაშე. სხვა სიტუაციაში ამაზე მინიმუმ გამეღიმებოდა მაინც, ოღონდ არა ახლა.
_რა მოხდა თავისთავად?-დაიღრიალა სანდრომ.
_სანდრო, გაჩერდი!-შევუყვირე, მხარზე მივეხუტე. ხელი გადამხვია.-დაანებე თავი, სახლში წავიდეთ...-ვთხოვე.
_ჩვენთან მოახლოება აღარ გაბედო, თორემ გაჩვენებ, რომ მეც შემიძლია რაღაც-რაღაცეები...-მუქარით თქვა დან დავინახე თავისუფალი ხელი როგორ მომუშტა. მერე შუბლზე მაკოცა და გამობრუნდით:
_ლიზი, წავედით!-დავიძახე მხარზემოთ, მაგრამ ჩვენთანა რავის მოურბენია. მოვტრიალდი. ჩემი ზღარბი დაიკო ზურასთან მისულიყო, ის ჩაცუცქულიყო და ლიზი მაგრად ეხუტებოდა გულში. სუნთქვა შემეკრა, ეს გულწრფელი ბავშვური სიყვარულის სცენა რომ დავინახე. ზურასაც თვალდახუჭული ჰყავდა ზღარბი გულზე მიკრული.
_ლიზი, წავედით...-სანდროს უკვე გადავლილი სიბრაზისგან ჩახლეჩვოდა ხმა/ ისიც მობრუნებული უყურებდა ამ სცენას. ლიზიმ თავი გამოწია, ლოყაზე აკოცა ზურა და თვალცრემლიანი წამოვიდა ჩვენსკენ. ზურამაც თვალცრემლიანი მზერა გამოაყოლა და მერე მე ამომხედა. ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდა და... მივხვდი, რომ დამამარცხა იმან, რასაც ასე უშედეგოდ ვებრძოდი... მე ის ყველაფრისდამიუხედავად... მიყვარდა.
მზერა მოვარიდე. ლიზის ხელი ჩავკიდე და სახლისკენ გამოვბრუნდით. ზურას ალერსიანი მზერა ზურგს მიწვავდა...



bachia_bachia555თარიღი: ხუთშაბათი, 2011-01-13, 12:41 PM | შეტყობინება # 238

206
19  +
33  ±
   ±
Offline
auf bolo nawilze vitire cry cry au xon sherigdebian? : ((( dges kide dadeb axl tavs?

elle____თარიღი: ხუთშაბათი, 2011-01-13, 12:50 PM | შეტყობინება # 239
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
Quote (bachia_bachia555)
auf bolo nawilze vitire

meeeeeeeeec cry cry cry cry cry cry cry au exla lizis tu sheuyvardeba cudad vaaaaaaaaar : ((( auuu : ((( male shearige tore guli migrdznobs kide unda vibgavloooooo : (((((((((



bella-vampireთარიღი: ხუთშაბათი, 2011-01-13, 1:17 PM | შეტყობინება # 240

842
83  +
   ±
Offline
AnasteishA, cry cry ai ani kidev matireeeeee cry cry cry biggrin auuu rogor shemecoda zuraaaaaaaa cry cry mere bolos lizisac ro exuteboda. magaze sul gavgijdi cry cry is daqalebis ambavic zuras gauchalichebia rogorc megona biggrin auu shemdeg tavshi shearigeb? cry cry
ფორუმი » Fanfiction » საკუთარი შემოქმედება » 30 კალიბრიანია, 9ასოიანი და იწყება ც-ზე
ძებნა: