ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
ფორუმი » Fanfiction » საკუთარი შემოქმედება » 30 კალიბრიანია, 9ასოიანი და იწყება ც-ზე
30 კალიბრიანია, 9ასოიანი და იწყება ც-ზე

☆AnasteishA☆თარიღი: ორშაბათი, 2010-12-27, 9:59 AM | შეტყობინება # 1
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
სახელწოდება: 30კალიბრიანია, 9ასოიანი და იწყება ც-ზე
ავტორი: AnasteishA
დისკლეიმერი: პერსონაჟებზე საავტორო უფლებები მეკუთვნის მე
ჟანრი: კომედია, მელოდრამა
სტატუსი: დასრულებულია

ავტორისგან: ეს არის ამბავი 15-16 წლის და-ძმაზე, მათ მხიარულებით, ხრიკებით, თანადგომით აღსავსე ცხოვრებაზე. ეს რომანი 15 წლის ასაკში დავწერე და მკითხველებს ვთხოვ, გაითვალისწინოთ ეს. ვფიქრობ, რომ ამ ასაკის, ან უფრო პატარები უფრო კარგად მიიღებთ ამ რომანს, რადგან ახლა რომ ვკითხულობ რაღაცეები არ მესმის მეთვითონ, მაგრამ თქვენხელა ალბათ, ასე ვფიქრობდი. ახლა კი, და-და-და-დააააამ!


თავი 1

თავი 2

თავი 3

თავი 4

თავი 5

თავი 6

თავი 7

თავი 8

თავი 9

თავი 10

თავი 11

თავი 12

თავი 13

თავი 14

თავი 15

თავი 16

თავი 17

თავი 18

თავი 19

თავი 20

თავი 21

თავი 22

თავი 23

თავი 24

თავი 25

თავი 26

თავი 27

თავი 28

თავი 29

თავი 30

თავი 31

თავი 32

თავი 33

გადმოსაწერი ლინკი


პირველი თავი

ჯანდაბა! ისევ დამაგვიანდა სკოლაში! მაღვიძარამ რატომ არ დარეკა?
_დედაააა! მაღვიძარა შენ გამომირთე?
_გამოგირთე? როდის დააყენე რომ გამომერთო?
_ჯანდაბა!
_წესიერად ილაპარაკე! და დროზე ჩაიცვი, დაგაგვიანდა!
სწრაფად წამოვხტი და სკამზე სათუთად გადაფენილ სკოლის ფორმას ვეცი. სასწრაფოდ ჩავიცვი, თმები სარკეში ჩაუხედავად გავიკვანძე უკან ცხენის კუდივით, ჩანთას დავტაცე ხელი და ჰერი-ჰერი სკოლისაკენ!
როგორც ყოველთვის, დამაგვიანდა! მასწავლებელს მშვენიერი ზღაპარიც ვაგემე, რომ დილით დედა ცუდად გახდა და სასწრაფოს მანქანით მისი საავადმყოფოში წაყვანა მოგვიხდა და მარტო ვერ გავუშვი, ამიტომ იძულებული გავხდი მეც გავყოლოდი. თან დავამატე, რომ არ გამოვრიცხავდი დედა ფეხმძიმედაც ყოფილიყო. ის იყო მასწავლებელმა თანაგრძნობით შემომხედა (ხანდახან მიმართლებს გულუბრყვილო მასწავლებლებში) და ჩემ ადგილზე მიმითითა დაჯექიო, რომ ჩვენი კლასის ყველაზე მეტიჩარა გოგომ, თამთამ ჩუმად ჩამისისინა:
_დაკო, დედაშენი ისე ხშირად „ხდება“ ცუდად, ყველა ჯერზე თუ ფეხმძიმედ იყო, ახლა წესით მთელი საფეხბურთო გუნდი უნდა გყავდეთ სახლში,-ცბიერი ღიმილით დააბოლოვა.
_ჰაჰა, რა ხუმარა ხარ!-დავეჯღანე თავხედს.
_ერთხელაც იქნება დედაშენი გაიგებს რა ხშირად „ხდი ცუდად“ და მერე დახმარებისთვის ჩვენ არ მოგვმართო,-ეს ჩემი სამეგობროს ტვინიკოსა, სახელად ნინო იყო.
_გაკვეთილს უსმინე!-მასწავლებელზე ვანიშნე თვალებით და ისეთი გამომეტყველება მივიღე, თითქოს იმ წუთში მისის „მჭევრმეტყველი იდიოტის“ ლექციაზე მეტად არაფერი მაინტერესებდა...
_აბა, მოგვიყევი რა მოხდა?-მთხოვა ლანჩის დროს ჩემსავით გადარეულმა, ცალკიკინიანმა რუსამ.
_დამეძინა!-გოგოებს სიცილი აუტყდათ.
_ჰო, რა იყო, თქვენ არ დაგძინებიათ?
_ნუ იბუტები. ნახე ვინ მოდის!-სიყვარულის საკითხებში გამოცდილმა სოფომ ჩემი ფავორიტისკენ გამახედა.
_ააუ, რა ლამაზია ეს დამპალი!-აღმომხდა და თვალები მიმელულა მის დანახვაზე. ამ ბიჭზე მას შემდეგ ვაფრენ რაც იმ წელს შიდა სასკოლო ტურნირში ფეხბურთის ფინალში მის თამაშს ვუყურე. თავს რომ აიქნევდა და ოფლიან თმებს უკან გადაიყრიდა, მაგაზე ხომ სულ ვდებილდებოდი. ამის მერე მთელი კვირა გაშტერებული დავდიოდი. მოკლედ, ეს ბიჭი იდგა ჩემგან მოშორებით, გვერდულად და ვიღაცას (ბიჭს) ელაპარაკებოდა (მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ თურმე ეს „ბიჭი“ ჩემი ძმა იყო, მანამდე ჩემს რჩეულს ვუთვალთვალებდი, მეორისთვის სად მეცალა?!).
_არა, შეხედეთ რა ლამაზი თითები აქვს! გრძელი, თხელი თითები და ლამაზად გაკეთებული ფრჩხილები... ჩემ ძმას კი არ ჰგავს ხერხით გადახერხილს რომ უგავს ხოლმე...-დავამატე.
_უკვე ფრჩხილებზე გადავედით? მე მეგონა ფეხის ზომაზე ვიყავით გაჩერებულები,-დამცინა სოფომ. თვითონ საკმაოდ ხშირად იცვლიდა შეყვარებულებს მე კი პირველად მომწონდა სერიოზულად ვიღაც და მას ალბათ აკვირვებდა, რომ ეს „მოწონება“ ასეთი ძლიერი და მათი ტვინების წამღები იყო.
_არა, მართლა ნახე!-არ მწყენია მისი ირონია. ეს ბიჭი მთლიანად მომწონდა, თავისი ვარცხნილობით დაწყებული და სავსებით ჩვეულებრივი ჩანთითა და სკეიტბორდით დამთავრებული. მის შავგვრემან სახეს, ლურჯ თვალებს და ვნებიან, ანც ტუჩებს ჭკუიდან გადავყავდი. ის კი მგონი, საერთოდაც ვერ მამჩნევდა.
_ოეე, პირი დახურე, სირცხვილია...-მუჯლუგუნი მითავაზა რუსამ. ის იყო დახურვა დავაპირე, რომ შევამჩნიე არც მქონია ღია. გემრიელი ჩქმეტით ვუპასუხე.
_არა, მაინც რა საქმე აქვს ნეტა ასეთი, შენს ძმასთან?
_ვის?
_ვის და შენ რომეოს! გაიღვიძეე!-შუბლზე მომიკაკუნა სოფომ.
_ჩემი ძმა!-ახლაღა დავინახე ვის ელაპარაკებოდა სკოლის პოპულარული ბიჭი- სანდროს, ჩემ ძმას!-არაა, ნამდვილად ჩემზე ელაპარაკება! ალბათ უნდა უთხრას... ნუ... ნებართვა სთხოვოს, რომ მასთან ერთად გავატარო საღამო! ჰო, ნამდვილად მასე იქნება!-თვალები გამიბრწყინდა ჩემი აღმოჩენით გახარებულს და ფეხზე წამოდგომა დავაპირე (ოთხივე სკოლის ეზოში, ხის ჩრდილში ვისხედით გორაკზე), მაგრამ გოგოებმა უკან დამსვეს.
_ან იქნებ უბრალოდ სანდროს სკეიტბორდის თხოვება უნდოდა?-შემომაპარა ნინომ.
_რაა?-კიდევ ერთხელ გადავხედე ბიჭებს და დავინახე როგორ მისცა ჩემ ძმას სკეიტბორდი.-ო, არა! რატომ მაინცდამაინც მე? რა დავაშავე? რა დამსახურებისთვის მერგო ჩემი ძმისნაირი იდიოტი?
_რას გულისხმობ?
_იმას, რომ სახლში მისვლამდე 15-ჯერ მაინც წამაქცევს სანდრო იმ თავისი სკეიტბორდით. სუფთა ბავშვია რა!
_შენზე ერთი წლით დიდია!
_ბავშვია!-დავსვი ბეჭედი და გაბრაზებული წამოვდექი. დღეს მძიმე დღე გელის! მაგრად დადექი დაკო!


შეტყობინება შეასწორა AnasteishA - ორშაბათი, 2010-12-27, 10:16 AM

☆AnasteishA☆თარიღი: ოთხშაბათი, 2011-01-05, 10:39 PM | შეტყობინება # 121
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
მეთვრამეტე თავი

15 წუთში უკვე ადგილზე ვიყავით. მთელი ეს დრო მე დემონსტრაციულად თავაწეული ვიყურებოდი გვერდითა ფანჯარაში. ბექა პირველი გადავიდა მანქანიდან, მე მაშინღა გამახსენდა ფეხსაცმელების ჩაცმა.
_გადმოდი, კიდე დიდხანს უნდა გელოდო?-თავზე დამადგა ბექა.
_მოიცა, ფეხსაც...-სიტყვის დასრულება არ მაცადა, წეღანდელივით გადმიკიდა მხარზე, თუმცე ფეხსაცმელების შეკვრა მაინც მოვასწარი. ამჯერად აღარ გამიწევია წინააღმდეგობა. ხელისგულს დავეყრდენი ნიკაპით, იდაყვი კი ბექას ზურგზე დავაბჯინე. სახლის ეზო ხალხით იყო გადაჭედილი, ყველა ჩვენ მოგვაჩერდა, მე კი არავისთვის არ მიმიქცევია ყურადღება. უაზრო, უინტერესო მზერით ვიყურებოდი პირდაპირ. სანამ სახლში არ შევედით, მანამდე არ ჩამომსვა ბექამ.
_აბა, რას იტყვი, შეგიძლია გაჩერება თუ მთელი საღამო ჩემს მხარზე უნდა გაატარო?
_წელი მეტკინა, დამსვი,-ვუთხარი ზრდილობიანად და მანაც ფრთხილად დამსვა.
_ბექა! აი, სად ყოფილხარ?! სად ხარ ამდენი ხანი?-ჩვენსკენ გამოემართა გვანცა, დიდის ამბით გადაკოცნა ჩემი „კავალერი“ და მერე გაკვირვებული მომაჩერდა.
_დაკო?!-ნაძალადევად გავუღიმე, აშკარად დაჭყანვა გამომივიდა.
_ჰო, მე ვთხოვე წამომყოლოდა,-გამშველებელივით ჩაგვიდგა შუაში ბექა.
_აა, შენ?-ისევ ბექას მიუბრუნდა გვანცა, თან მომხიბვლელად გაუღიმა.-ერთი წუთით რომ წაგართვა ბექა, ხომ არ გეწყინება?-მკითხა ვითომ ხუმრობით , თან პასუხს არც დალოდებია, ხელკავი გაუყარა ბექას და წასვლა დააპირა.
_არაა, სულ შენი იყოს! გჩუქნი!-მივაძახე, მაგრამ ამ დროს თვალებდაწვრილებული ბექა მომიბრუნდა. გვანცას გადაულაპარაკა:
_ერთი წუთით, რაღაც საქმე მაქვს დაკოსთან, გვანცა, მიდი შენ სტუმრებს მიხედე, მეც ახლავე შემოგიერთდები!-სასიამოვნოდ გაუღიმა, მერე მე ხელი ჩამავლო მკლავში და გვერდზე გამიყვანა.
_გვანცასთან ყოფნა რომ მდომოდა, შენ კი არ წამოგიყვანდი!
_ჩემთან რომ გდომოდა ყოფნა, გვანცასთან არ წამომიყვანდი!-ვუპასუხე.
_კარგი რა! რა მნიშვნელობა აქვს სად ვართ?! მთავარია, რომ ერთად ვართ.
_ნუ „მეკაიფები“!-ვუთხარი ყრუდ.
_არ „გეკაიფები“. წამო, ხალხში გავერიოთ და რამე დავლიოთ. გვანცას კი აღარ მისცე ჩემი წაყვანის ნება. მე რომ მეორე დავუსხლტე, უზრდელობაში ჩამეთვლება,-ხელი ჩამკიდა და ხალხში გავედით. ყველა რატომღაც ჩვენ მოგვაჩერდა. გავიფიქრე, რომ ბექას უყურებდნენ, ის ხომ სკოლაში პოპულარული ბიჭია? მაშინვე გამოვტაცე ხელი, კაბის კალთები დავიფერთხე და ყალბი ღიმილი მოვირგე სახეზე. ბექამ შემომხედა და თავი გადააქნია, ალბათ გაიფიქრა ამისგან მაინც არაფერი გამოვაო და ჩამილაპარაკა:
_აქ დამელოდე, სასმელს მოვიტან,-მეც მორჩილად გავჩერდი თითქმის ოთახის შუაგულში მარტო და აქეთ-იქით ყურება დავიწყე.
_დაკო?-გავიგონე კითხვა, შემოვბრუნდი და ირაკლიმ მხიარულად შესძახა:
_დაკო!
_ჰო, საკუთარი პერსონით!-გავუღიმე. მართლა გამეხარდა მისი დანახვა, ერთადერთი იყო იმ სახლში, ვინც არ მაღიზიანებდა.
_როგორა ხარ?-გადამეხვია და გადმკოცნა, რაზეც მე რეაქცია არ მქონია.
_ნორმალურად, შენ?
_ახლა უკვე კარგად. ძალიან გამიხარდა შენი ნახვა. ძალიან მინდოდა დამეპატიჟე, მაგრამ... ჰო, მართლა, აქ როგორ მოხვდი?
_ბექამ მომიყვანა.
_აა, ბექამ... ჰო, რა თქმა უნდა. წამო, ვიცეკვოთ!-ხელი ჩამავლო.
_დაკო, აიღე...-კოქტეილი გამომიწოდა ბექამ, რომელიც ღმერთმა უწყის საიდან გაჩნდა იმწამს იქ. ეჭვნარევი მზერა შეავლო ირაკლის ჩემს მკლავზე ჩაბღუჯულ ხელს.
_გმადლობ!-თავისთვის წამოღებული სასმელიც გამოვართვი და ერთი მე მოვსვი, მეორე ირაკლის გავუწოდე. ირაკლის გაეხარდა, ბექა გაიბერა...
_წამოდი, ჩემს მეგობრებს გაგაცნობ,-მითხრა ირაკლიმ. ბექას ტკბილად გავუღიმე და ისე გავყევი ირაკლის. ბექაც უკან აგვედევნა.
_შენები გირეკავენ,-ჩამჩურჩულა უკნიდან.
_რაა? მართლა?-გამეხარდა გულწრფელად.
_ჰო.
_იკა,-გავინაზე სპეციალურად.-ორ წუთში მოვალ და მერე გამაცანი მეგობრები, კარგი?-ვუთხარი და გამოვბრუნდი.
_კარგი, მაგრამ...-გაკვირვებული ირაკლი რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ ვინ აცადა? ჩქარი ნაბიჯით წავედი, ბექაც უკან მომყვა.
_“იკა“?-დამცინა ბექამ, არადა აშკარად გულნატკენი ჩანდა, რაც მე სულაც არ მწყინდა.
_ჰო, რა იყო, ეჭვიანობ?-გავუღიმე ირონიულად.
_სულაც არა.
_მით უკეთესი შენთვის. აი, შენი „გვანცულიც“ მოდის,-დავცინე.
_ბექა! ძლივს გიპოვე. სად ხარ ამდენი ხანი?
_მე... ისა...-ენა დაება ბექას.
_წამო, წამო, საქმე მაქვს...
_მაგრამ დაკოს...-გაიბრძოლა ისევ ბექამ.
_წაიყვანე, გვანცა, წაიყვანე. სწორედ ახლა მეუბნებოდა, რაღაც მაქვს სათქმელი გვანცასთვისო...-გავუღიმე გვანცას, ბექას თვალი ჩავუკარი და ირონიულად ჩავუცინე.-მე ირაკლისთან წავიჭორავებ ცოტას,-დავაყოლე და ირაკლისკენ შევბრუნდი.
_მერე... მმმ, შენები რომ გირეკავენ?-ძალით მიათრევდა გვანცა.
_შენ გგონია, დავიჯერე?-გამეცინა.
_მოხვედი?-მომეგება ირაკლი.
_აბა, ვინ უნდა გაგეცნო?
_ისეთი არავინ. წამო, ჯობია ვიცეკვოთ.
_კარგი,-ხელი გამოწვდილ ხელში ჩავუდე და საცეკვაოდ წავედით. ჩვენ რომ მივედით ზუსტად მაშინ ჩართეს წყნარი მელოდია. ირაკლიმ წელზე მომხვია ხელები, მე მხრებზე დავაწყვე თითები, მაგრამ შორი-შორს ვიდექით ერთმანეთისგან.
_ნუ იქაჩები უკან, არ ვიკბინები!-დამცინა ირაკლიმ და ოდნავ მივიწიე მისკენ.
_ძალიან ლამაზი ხარ!-თვალს არ მაშორებდა.
_გმადლობ!-შევიშმუშნე.
_ნუ მორცხვობ...-გამიღიმა, მე თავი დავხარე და ასე გავაგრძელე ცეკვა.-მისმინე... ბექა გიყვარს?-მეგონა მომესმა და თავი ავწიე, რომ სახეში შემეხედა. ის მშვიდად იდგა და სერიოზული სახით მიყურებდა. ცეკვა შევწყვიტეთ.
_არა, საიდან მოიტანე?! რა სისულელეა!-უარვყავი მაშინვე.
_იკა! ირაკლი!-მოისმა ძახილი.
_მეძახიან,-ჩაილაპარაკა უჩვეულოდ მოწყენილი ხმით.
_მეც შევამჩნიე...-ოდნავ გავიღიმე.
_ანუ... შენს და ბექას შორის... არაფერია?-ჩამეკითხა.
_გეძახიან!-გვანცაზე ვანიშნე, წესით მინიშნებას უნდა მიმხვდარიყო, რატომ მაბეზრებდა თავს?
_დამელოდები?-არ შეიმჩნია ჩემი რეპლიკა.
_არა... მაპატიე... უკვე გვიანია, სახლში უნდა დავბრუნდე,-იმედია გასაგებად მივახვედრე, რომ ჭკვიანად ყოფილიყო.
_კი, მაგრამ ახლახან არ...კარგი, როგორც გინდა. გამიხარდა შენი ნახვა,-ირაკლი გულდაწყვეტილი წავიდა. მეც დასევდიანებული დავრჩი ადგილზე.
_რაო?-თავზე წამომადგა ბექა.
_რა?
_რა გითხრა?
_ვინ?
_ირაკლიმ!
_ისეთი არაფერი, რატომ მეკითხები?-შეშფოთებული მეჩვენა ბექა.
_აბა, მასეთი სახე რატომ გაქვს?
_ჯერ იყო და ძალით წამომათრიე, მერე სადღაც გაქრი და ახლა მოულოდნელად გამომეცხადე...-გამეცინა. ბექასაც გულზე მოეშვა (ეს ნამდვილად არ მომჩვენებია, ჩემი თვალით დავინახე დაძაბული სახე როგორ წამებში გაებადრა). ხელი მომკიდა და ოთახის კუთხეში მიდგმული სავარძლებისკენ წამიყვანა, მე ოთახისკენ ზურგით დამსვა, თვითონ ჩემს წინ ჩამოჯდა, თან ჩემს ხელებს ეთამაშებოდა.
_გვანცას ეჭორავე?
_ძლივს დავიძვრინე თავი.
_ჰაჰა, რატო მერე? მშვენიერი წყვილი ხართ!-დავცინე.
_ეგ ხუმრობითაც აღარ თქვა!-დასერიოზულდა.
_რატომ? მშვენიერი გოგოა!-ვთქვი და თვალის კუთხით დავინახე ოთახში ვიღაც შემოვიდა, მივბრუნდი, რომ დამენახა, მაგრამ:
_მშვენიერი?-ბექამ სიცილი ატეხა და ლამის ჩაბჟირდა. საკმაოდ არაბუნებრივად მომეჩვენა მისი ეს საქციელი.
_ჰო, რა, არა?-გაკვირვებულმა ავათვალიერე.-ასეთი სასაცილო რა ვთქვი?-ბექამ გახედა როგორ გავიდა ოთახის ბოლოს მდებარე სხვა ოთახში ახალმოსული და შემდეგღა მომიბრუნდა დასერიოზულებული. მე თვალი მხოლოდ პიჯაკის ბოლოს შევასწარი, რომელიც კარს უკან მიიმალა. აშკარად უფროსი იყო, ალბათ გვანცას მამა.
_მასეთი გოგოები ჩემს გემოვნებაში არ ზის,-მიპასუხა სერიოზული ხმით ბექამ.
_მაშინებ!-გულწრფელად ვუთხარი.
_რატომ?-გაეღიმა.
_წუთის წინ გულიანად იცინოდი, მერე უცებ დასერიოზულდი...
_რა ვქნა, უცნაური ვარ... რა ე.ი. ჩემზე და გვანცაზე ეჭვიანობდი?
_რაა? არააა...-დავიჭყანე.
_როგორ არა!
_ა რ ა ! აი, შენ კი მართლა ეჭვიანობდი „იკაზე“...-გამეცინა.
_მართალი ხარ!
_რაა?
_ვეჭვიანობ ირაკლიზე. არ მსიამოვნებს, მის გვერდით რომ გხედავ...-არაა, რომ ეხუმრა აუცილებლად გაეღიმებოდა, ის კი თვინიერი თვალებით მიყურებდა და ჩემს პასუხს ელოდა.
_ჰოო?
_ჰო.
_რატომ?
_ვერ ხვდები?
_ვერა?!-უკვე საინტერესო ხდებოდა ეს წვეულება.
_მინდა მარტო ჩემი იყო...
_რაო რაო რაოო?-შევფუცხუნდი და წამოვდექი.-ჩემი წასვლის დროა. თუ შენ ნებას იბოძებ და გამიყვან ხომ კარგი, თუ არადა ფეხით წავალ.
_წავიდეთ... შენ თუ წახვალ, მე რაღა მინდა აქ... თან, როგორ გგონია, მარტო გაგიშვებ?-მოვუბრუნდი და თვალები დავუბრიალე. გზაში ხმა არ ამომიღია. არც იმას დაუძალებია. სახლს რომ მივუახლოვდით, მერე მკითხა:
_აბა, არაფერ იტყვი?
_კი: გმადლობ, რომ მომიყვანე,-კარებს დავეჯაჯგურე.
_მოიცა,-ხელი ხელზე დამადო.
_რა გინდა?-მისკენ შევბრუნდი.
_არ მინდოდა, ჩემი სიტყვებით შემეშინებინე...
_მოდი, მაგაზე ნუ ვილაპარაკებთ... მე უკვე დავივიწყე შენი ნათქვამი... შენც დაივიწყე.
_ანუ...?
_მოდი, ყველაფერი ისე დავტოვოთ, როგორც არის.
_კი მაგრამ, რატომ? დავიჯერო, არ მოგწონვარ?
_მმ... სერიოზული ურთიერთობისთვის მზად არ ვარ. ჯერ პატარა ვარ...-ვთქვი უსუსური, სულელი ბავშვივით.-ჯობია, რაღაცეებზე დავფიქრდები,-ვეცადე ნინოსავით დამეწყო, ასეთი ინტონაცია მხოლოდ მას ჰქონდა ხოლმე ჩემი დარიგებისას.-როცა შენი ნახვა ან შენთან დალაპარაკება მომინდება, მეთვითონ მოგძებნი ან დაგირეკავ. სანდროსთანაც ნუღარ მოხვალ ეს რამდენიმე დღე. კარგად იყავი...-ვთქვი და პასუხს აღარ დავლოდებივარ, მანქანიდან გადმოვედი და მხოლოდ მაშინ გავიგე მანქანის ძრავის ხმა, როცა კარი შიგნიდან ჩავკეტე.
_სად ხარ ამდენი ხანი?-მეცა სანდრო.
_შენი აზრით?-ფეხსაცმელები გავიძვრე.
_არ არსებობს!-აღფრთოვანებული მზერით მომჩერებია.
_რა გიხარია?
_ე.ი. შეყვარებულები ხართ?
_რაოოო?-გაკვირვებული მივაჩერდი.
_შენ და ბექა... რა, არა?
_არა! სისულელეებს მოეშვი, თორემ დედას ვეტყვი როგორი ძმაც მყავხარ!
_სსუ... ჩუმად!-ტუჩებზე თითი მიიდო სანდრომ.
_შენ გგონია, დამავიწყდა როგორ უბრძოლველად...
_აქ რა ხდება?-ჰოლში გამოვიდა დედა და მეც მაშინვე გავკმინდე ხმა.
_არაფერი,-დამასწრო სანდრომ.
_ჰოდა მაშინ ნუ ხმაურობთ, ნატუკას სიცხე აქვს და ძლივს ჩაეძინა. ამ სიტყვებით უკან შებრუნდა.
_ჩემზე რა უთხარი, სად არისო?
_ბექამ წაიყვანა გვანცას დაბ. დღეზე-მეთქი.
_რაა?
_ჰო, მართლა მასე ვუთხარი. თან დავამატე არ დაიგვიანებს-მეთქი და აღარაფერი უთქვია.
_ეს ქალი გადამრევს! ის მაინც იკითხა, რატომ დაიგვიანეო.
_როგორ გეკადრება! მის საყვარელ შვილიკოს სიცხე აქვს და დანარჩენებმა უკანა პლანზე გადავინაცვლეთ... თუმცა წინაზე როდის ვიყავით ნეტავ?
_მე წავედი, გამოვიცვლი...-კიბეებს ავუყევი.
_მოიცა! არ მეტყვი, ბექამ რა გითხრა?
_რა შენი საქმეა? რა ჭორიკანა დედაბერივით იქცევი?!
_უბრალოდ მაინტერესებს, როგორ „აბამენ“ ჩემს ამაყ და ახტაჯანა დაიკოს!-გაიკრიჭა სანდრო.
_ახლა დამეკარგე აქედან, თორემ ამაყ და ახტაჯანა დაიკოს გაჩვენებ!-დავემუქრე და არ ვიცი ცემმა მუქარამ გაჭრა თუ რა იყო, იმწუთშივე გავიდა მეორე ოთახში. მოვტრიალდი და ისევ კიბეებზე ავაბიჯე, კიბის თავში ნატუკას მოვკარი თვალი. მართლა სუსტად იყო, კიბის მოაჯირზე იყო დაყრდნობილი.
_ნატუკა? რატომ ადექი? დედამ ცუდადააო,-მოსიყვარულე დის როლი მოვირგე (პრინციპში, მართლა მეცოდებოდა).
_არა რა... ამისთანა დამპალი ძმა მეორე არ არსებობს... გაიგე, რა გააკეთა?
_რა?-გავიკვირვე.
_ჩემი საყვარელი სუნამო მოიპარა... ამბობს დავმალეო, მაგრამ მგონი გადააქცია და გავგიჟდები კიდეც! ხომ გახსოვს, 3 თვის ხელფასით ძლივს ვიყიდე! საიდანაც უნდა მომიტანოს!
_უკეთესს რას უნდა ელოდო მაგისგან?! ხომ გაიგონე მეც რეებს მეუბნებოდა?!-გავუღიმე.-წამოდი, დაწექი, უარესად არ გახდე.
_სანამ შენ წასული იყავი, რა ჩხუბი იყო აქ, იცი? კინაღამ შემომაკვდა ის უბედური. დაინახე, ჩემ დანახვაზე როგორ აორთქლდა?-გამომშრალი, დახეთქილი ტუჩები ღიმილმა გაუწელა. ვეტერან ამორძალს გავდა, სუსტს მაგრამ მაინც შეუპოვარს.
_ჰო, დავინახე... წამოდი, წამოდი...-თავის საწოლთან მივიყვანე და დავსვი. რომ დაწვა საბანი გადავაფარე. მერე ჩემს ოთახში გავედი და პიჟამა რომ ჩავიცვი, საშინელ ურჩხულად ვიგრძენი თავი.

დამატებულია (2011-01-05, 10:39 PM)
---------------------------------------------
dodo, aba raa, mec mase vfiqrob ro sworad moiqca, daka xeli! biggrin ai, axali taviic
bella-vampire, didxans lodini ar mogiwia snegurochka



elle____თარიღი: ოთხშაბათი, 2011-01-05, 11:09 PM | შეტყობინება # 122
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
ui wota mec shemecoda xo ici : (( ai wveulebaaa happy happy wveuleba iyo rac iyoooo happy happy happy happy biggrin :D biggrin :D dzaaan kai momentia , mixaria ase ro aqtiurobs beqaaa happy happy happy


dodoთარიღი: ოთხშაბათი, 2011-01-05, 11:21 PM | შეტყობინება # 123

267
66  +
69  ±
   ±
Offline
vaime eseigi am dakos mivaxchob ra ra qcevaa ess? erto anasteisha sachemo tavi ar gaq?an rodi sgvegirseba eseni ro ertmanets siyvarulshi gamoutydebian? movklav dakoss:S:S:S ise kai tavi iyoo:*** genacale shemdeg tavs velodebi moutmenlad albat xval damxvdeba:D:D:D:D:D:D:D chemi bequshaa happy happy happy happy smile smile sad cry biggrin angry

დამატებულია (2011-01-05, 11:21 PM)
---------------------------------------------
ise dakom tavi unda daipasos mara ese ara nagdaaad....sacyali beqa me mainc vuyvarde:D happy


elle____თარიღი: ოთხშაბათი, 2011-01-05, 11:22 PM | შეტყობინება # 124
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
Quote (dodo)
.sacyali beqa me mainc vuyvarde:D

biggrin :D biggrin :D biggrin shen kide mashinve shextoma ra ubedurebaa tavis dafasebac sachiroaaa happy happy happy happy



saaaliთარიღი: ხუთშაბათი, 2011-01-06, 10:49 AM | შეტყობინება # 125
Life sucks either way
990
39  +
85  ±
   ±
Offline
Quote (AnasteishA)
me da beqas ubralod sxva archevani ar dagvitova

xoo am sakitxshi getanxmebi biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin

დამატებულია (2011-01-06, 10:49 Am)
---------------------------------------------
AnasteishA, vaii cota ar iyos beqa shemecoda da dako ragac uxeshad moeqca ... sawyali imedia male sherigdebian, dakoc martla etyoba patara rom aris da xan erti unda da xan meore tvitonac ar icis biggrin biggrin martla momewona es tavic dzalian da imedia shemdegs dgesve dadeb happy happy happy happy


www.caribbeanpirate.ucoz.com

www.gossipgirl.ucoz.org

★Gvanca★თარიღი: ხუთშაბათი, 2011-01-06, 11:02 AM | შეტყობინება # 126
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
dzaan magari tavi iyo dakos veraperi gavuge tu moswons beqa ratom awvalebs tavis dapasebac sachiroa magram amdeni ara sawyali beqa .ise natuka shemecoda sunamos gulistvis codad rogor unda gaxde.shemdeg tavs velodebi


☆AnasteishA☆თარიღი: ხუთშაბათი, 2011-01-06, 11:15 AM | შეტყობინება # 127
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
elle____, aqtiuri bichebi ro miyvars dametyo xo? biggrin tavis dafaseba sachiroa aba ra.
dodo, hoo, es cota nervebis amwiwkvneli saqcieli iyo dakos mxridan magram daibna bavshvi, ar eloda rom ase swrafad ausruldeboda ocneba... tan pataraa da sasiyvarulo urtiertobebshi gamocdileba ar aqvs. ubralod ocnebobda bichze, magram shemdeg daibna.
saaali, hoo... xan erti unda xan meore, mase araa. ikastan rato iqceoda mase ici? beqas gagizianeba undoda da meti araferi. aechvianebda ra
bella-bella, rato wvalebasac aqvs mugami biggrin biggrin natuka sunamos gamo araa cudad, sxva mizezia. sheyvarebuls echxuba tu gaxsovs happy



dodoთარიღი: ხუთშაბათი, 2011-01-06, 12:42 PM | შეტყობინება # 128

267
66  +
69  ±
   ±
Offline
da axal tavs rodis dadeb?:D:D:D au me sul es kitxva ro maqvs ar kaipob:D:D:D:D

elle____თარიღი: ხუთშაბათი, 2011-01-06, 4:11 PM | შეტყობინება # 129
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
dodo, ki me vamugameb :d :d :d P.S. dges dadeee raaa biggrin :D


dodoთარიღი: ხუთშაბათი, 2011-01-06, 4:34 PM | შეტყობინება # 130

267
66  +
69  ±
   ±
Offline
snegurochka snegurochka snegurochka snegurochka snegurochka snegurochka

Jack♥sparrowთარიღი: ხუთშაბათი, 2011-01-06, 4:37 PM | შეტყობინება # 131
I saw him. I kissed him. I love him.
1232
124  +
   ±
Offline
meec momewonaaa ase gaagrdzelee smile


☆AnasteishA☆თარიღი: ხუთშაბათი, 2011-01-06, 4:50 PM | შეტყობინება # 132
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
dodo, biggrin biggrin biggrin hoo da dzalian maxarebs. e.i. ginda male waikitxo xolme axali tavi. axal tavs axla davdeb, magram intuicia meubneba, rom amis shemdeg momtxovt rom kidev axali tavi davdo, romelic jer akrefili ar maqvs. amas ki davdeb magram meore tavs dges ver shegpirdebit
elle____, snegurochka axla vdeb axal tavs
smileysmiley, happy happy happy mixaria, rom mogwons

დამატებულია (2011-01-06, 4:50 PM)
---------------------------------------------
მე-19 თავი

დილას სანდრომ გამაღვიძა:
_აე, ქალბატონო, აბრძანდით! შენი გულისთვის მეც დამაგვიანდა სკოლაში...
_რა? რომელი საათია?-გაბურძგნული თავი წამოვყავი საწოლიდან, სანდრომ მაჯის საათი მომიბზიკა.
_ფუ! აქამდე ვერ გამაღვიძე?
_აჰა! გაუკეთე ამნაირს სიკეთე! საერთოდ რომ გაგაღვიძე, მადლობა მითხარი! ნატუკას ძიძად გიპირებდნენ დატოვებას, მაგრამ მე გიხსენი მაგ ტანჯვისგან!
_რაა? ნატუკა ისევ ცუდადაა?-ვკითხე, თან ფაცხაფუცხით ვიცვამ.
_რავიცი, საბნიდან არ ყოფს ცხვირს,-ფანჯრისკენ შებრუნდა სანდრო.
_ჩემზე რა უთხარი იმათ?
_საკონტროლო აქვს და ძალიან გაეხარდება თუ დატოვებთ-მეთქი და გაჭრა!
_თუ თქვი გაეხარდება რომ დარჩესო, გაჭრიდა აბა რას იზავდა?!-ამოვიბურტყუნე, ჩანთას დავავლე ხელი და სანდროს მხარზე მოვუცაცუნე.-წავედით...
კიბეებზე რომ ჩავდიოდით, სწორედ მაშინ გამოვიდა დედა ნატუკას ოთახიდან:
_დაკო, იცოდე, საკონტროლო...
_საღამომდეე!-დავემშვიდობე სასწრაფოდ ისე, რომ არც მოვბრუნებულვარ. კარში სანამ გავიდოდით ჰოლში, ტუმბოზე ნატუკას ტელეფონი შევნიშნე და მზაკვრულმა აზრებმა გამიელვა თავში...
სკოლაში ისევ იგივე: მასწავლებლებმა ნერვები მომიშალეს, ჩემმა ყოფილმა „გოგოებმა“ ყურადღება არ მომაქციეს. სამაგიეროდ, ბექამ როგორც კი თვალი მომკრა, მაშინვე ჩემსკენ წამოვიდა:
_მაგრამ მე ხომ გთხოვე...-გავაფრთხილე, სანამ ახლოს მოვიდოდა.
_ჩვენზე სალაპარაკოდ არ მოვსულვარ! ვიღაცამ იჩივლა სასკოლო დირექტორიატში და 20 სკოლის დირექტორმა მოსთხოვა დედას საფეხბურთო გუნდიდან გოგონები გაერიცხა, ეს „გოგონები“ კი შენ ხარ.
_ანუ...?-თავზარი დამეცა.
_ანუ სკოლის გუნდში არ ითამაშებ,-ეს ყველაფერი გულგრილად მითხრა და გაბრუნდა. ამ ახალმა ამბავმა საზიზღარ ხასიათზე დამაყენა, არც ბექას გულგრილობა მომეწონა.
ლანჩის დროს სკოლის ეზოში გავედი, უზარმაზარი ნეკერჩხლის ხის ქვეშ მერხზე დავჯექი და ნატუკას ტელეფონი მოვიმარჯვე... ჯერ ძველი მესიჯები გადავათვალიერე და ნატუკა ჩემზე და სანდროზე რეებს სწერდა თავის „ბოიფრენდს“ რომ წავიკითხე, უფრო გამიმძაფრდა შურისძიების წყურვილი. ლაშას ნომერი მოვძებნე ტელეფონში და მივწერე: „მომენატრე“. 2 წამი არ გასულა პასუხი მოვიდა:“მეც“.
_რას აკეთებ?-თავზე წამომადგა... ბექა!
_მე? მე... არაფერს!
_სკოლის ტერიტორიაზე მობილური ტელეფონის ქონა არ შეიძლება, არ იცი?
_არა! მე სკოლის დირექტორის შვილი არ ვარ!
_ეს ყველა მოსწავლემ იცის, ნუ ხარ ცინიკოსი!
_აიღე,-გავუწოდე მორჩილად.
_არ მეგონა, ქურდიც თუ იყავი...-არ გამოურთმევია ისე შეათვალიერა ტელეფონი.
_ქურდი?
_ჰო.
_ქურდი რატომ ვარ?
_ნატუკა აწერია მაგ ტელეფონს,-ნატუკას მართლა ჰქონდა თავის სახელიანი სტიკერი დაკრული.
_მერე რა? ჩემმა დამ მათხოვა.
_რაც სანდრომ ნატუკაზე მომიყვა იმის მერე, რაღაც არ მჯერა თავისი ნებით ეთხოვებინა...
_გეუბნები მათხოვა-მეთქი. შენ შეგიძლია დამიჯერო ან არ დამიჯერო...
_ზარი დაირეკა.
_გავიგე, მეც აქ ვიყავი.
_წამოდი, გაკვეთილზე დაგაგვიანდება...-ხელი გამომიწოდა.
_როცა მინდა, მაშინ წავალ. ხომ არ გეჩვენება, რომ ზედმეტად ზრუნავ ჩემზე?
_არა.
_ნერვებს მიშლი!-მივახალე, წამოვდექი და სკოლისკენ წავედი.
_შენც!-მომაძახა მან.
საკლასო ოთახში შევედი და ჩემ ადგილზე დავებერტყე. ზუსტად იმ წამს მოვიდა მესიჯი:
_“აღარ მიბრაზდები?“
_“კი, მაგრამ... მომენატრე...“
_“მეც, პატარავ... ხომ იცი, როგორ მიყვარხარ?“
_“როგორ?“
_“ძალიან, ძალიან... ჩემი ცხოვრება ხარ...“
_“მაშინ რატომ არ შეეცადე შემოგერიგებინე?“
_“შენი დანახვაც არ მინდაო მითხარი და... არ მინდოდა გამეღიზიანებინე...“
_“მოხვალ ჩემთან?“
_“ახლა?“
_“არა, საღამოს.“
_“მითხარი, სად მოვიდე?“
_“ჩემთან, სახლში...“
სახლში რომ დავბრუნდი ისეთი მიამიტი სახით დავდე მობილური იქ, საიდანაც ავიღე, რომ სანდროს ყურადღება მივიპყარი.
_შენ რა, ეგ სკოლაში გქონდა?-მიხვედრილი ბიჭია!
_სსუ... რა გაყვირებს? ჩვენი გეგმის ნაწილია... ამ საღამოს მაგრად გავერთობით...-თვალი ჩავუკარი და სამზარეულოში გავედი, სადაც მოფუსფუსე დედა დამხვდა.
_დე?-გამიკვირდა მისი დანახვა.-ამ დროს სახლში რას აკეთებ?
_ნატუკა ასეთ დღეშია და მარტო როგორ დავტოვებდი?
_რაოო?-აღვშფოთდი.-მე რომ ვკვდებოდი მაშინ, ლამის რომ გადავიწვი სიცხისგან მაშინ „მნიშვნელოვანი შეხვედრა“ გქონდა და მხოლოდ შებინდებისას მოხვედი...
_შენს დას ნუ ეჯიბრები, თანაც მაშინ მართლა საქმე მქონდა.
_ჰო, რა თქმა უნდა!
_ბევრს ნუ ლაპარაკობ და სადილის მომზადებაში მომეხმარე! შენც კმაყოფილი უნდა იყო, რომ დღეს თავიდან აიცილე მზარეულობა.
_ჰოდა, ძალიან კარგი,-კარისკენ წავედი.
_სად მიდიხარ?
_რახან დედა სახლშია, დღეს მზარეულობა არ მომიწევს...ამ ერთხელ მაინც ითამაშე კარგი დიასახლისის როლი! საყვარელი შვილიკოსთვის მაინც...-ვთქვი გაბრაზებულმა და ზემოთ ავირბინე.
_დაკო!-მომაძახა დედამ, მაგრამ ყურიც არ შევიპარტყუნე.
_რა გაბურდღუნებდათ?-ოთახში შესვლისას მომეგება სანდრო.
_მომწყდი თავიდან!-ვუთხარი გაღიზიანებულმა.
_ჰა, თქვი ახლა!
_იმის გულისთვის კარგად დარჩა, ჩვენთვის კი არასდროს შეუწუხებია თავი.
_უჰ, მოგცლია ერთი! მეთქი რამე ისეთია... მე უკვე მივეჩვიე.
_წამო, ზღარბი გამოვიყვანოთ...-შევთავაზე.
_საიდან უნდა გამოიყვანო? მედიცინის დასავით ადგილას თავზე ნატუკას.
_რააოოოო?
_ჰო, არ იცოდი?
_ახლა გავგიჟდები!
_მიდი, გელოდები!
_რა?
_დაგელოდები როდის გაგიჟდები!
_მოიცა რა, რა დროს ხუმრობაა?
_რა მოიფიქრე ნატუკას წინააღმდეგ?
_წეღან, სანამ სახლში მოვიდოდი, ვფიქრობდი ზედმეტი ხომ არ მომდის-მეთქი, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ზუსტად იმას ვუკეთებ, რისი ღირსიცაა...-კარზე ზარის ხმა გაისმა.
_გააღე!-დამასწრო სანდრომ.
_დედა გააღებს,-დავაიმედე.
_ამოშაქრე ერთი რა მოიფიქრე?
_სანდროო!-იძახის დედა ქვემოდან.-ჩამოდი, სტუმარი გყაავს!
_დროზე!-მაჩქარებს სანდრო.
_საღამოს ნახავ...

_ბექა, დაგაგვიანდა!-ღიმილით საყვედურობს სანდრო.
_ჰო, მანქანა პროფილაქტიკაში მყავდა და დამაგვიანეს.
_რა სჭირდა?
_ჩემმა დამ დაამტვრია.
_ოჰ, ეს ქალები...
_ეჰუ, ეჰუ,-ჩავახველე.
_ა, შენც აქ ხარ?-დამცინა სანდრომ.-წამო,-უთხრა ბექას და დედას მიაძახა.-დე, ჩვენ გარაჟში ვიქნებით!
_გარაჟში რა გინდათ?-დავადევნე. სანდრო მომიბრუნდა და სერიოზული სახით მითხრა, თან ეშმაკურად მოწკურა თვალები:
_აი, ეგ კი, შენი საქმე ნამდვილად არ არის!
_ჰმ, დამპალი!-ჩავიბურტყუნე, როცა გარეთ გავიდნენ.



dodoთარიღი: ხუთშაბათი, 2011-01-06, 5:28 PM | შეტყობინება # 133

267
66  +
69  ±
   ±
Offline
vaime exla upro minda shemdegi tavii:*] au exla dako myavdes gverdze mivaxchobdi kargaaad angry angry angry

♥vampiressa♥თარიღი: ხუთშაბათი, 2011-01-06, 5:35 PM | შეტყობინება # 134
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
au anii ra magari iyooo happy happy happy happy orive tavi ertad wavikitxe da dzaan momewona, cota dakos qcevebi magiziaebs ukve, nu tavidan tavis dafaseba ki aucilebeli iyo, magram exla zedmetebshi gadasdis ukve. da kide dakos dedamac momishala nervebi, ra wesia erti eg shvilebis garcheva ertmanetisgan angry auh ramxela moxseneba davwere biggrin chemi sicxis gadamkide tvalebi ise mewvis tu sadme shecdoma meqneba ar sheimchniot biggrin miyvarxar anuuk snegurochka


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

★Gvanca★თარიღი: ხუთშაბათი, 2011-01-06, 6:12 PM | შეტყობინება # 135
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
dzaan magari tavi iyo . amat dedaze nervebi ameshala ra wesia sul natuka natukas gaidzaxis . shemdegi tavi male iqneba dzaan mainteresebs ra moxdeba happy happy snegurochka snegurochka

ფორუმი » Fanfiction » საკუთარი შემოქმედება » 30 კალიბრიანია, 9ასოიანი და იწყება ც-ზე
ძებნა: