ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 20
  • 21
  • »
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
ფორუმი » Fanfiction » საკუთარი შემოქმედება » 30 კალიბრიანია, 9ასოიანი და იწყება ც-ზე
30 კალიბრიანია, 9ასოიანი და იწყება ც-ზე

☆AnasteishA☆თარიღი: ორშაბათი, 2010-12-27, 9:59 AM | შეტყობინება # 1
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
სახელწოდება: 30კალიბრიანია, 9ასოიანი და იწყება ც-ზე
ავტორი: AnasteishA
დისკლეიმერი: პერსონაჟებზე საავტორო უფლებები მეკუთვნის მე
ჟანრი: კომედია, მელოდრამა
სტატუსი: დასრულებულია

ავტორისგან: ეს არის ამბავი 15-16 წლის და-ძმაზე, მათ მხიარულებით, ხრიკებით, თანადგომით აღსავსე ცხოვრებაზე. ეს რომანი 15 წლის ასაკში დავწერე და მკითხველებს ვთხოვ, გაითვალისწინოთ ეს. ვფიქრობ, რომ ამ ასაკის, ან უფრო პატარები უფრო კარგად მიიღებთ ამ რომანს, რადგან ახლა რომ ვკითხულობ რაღაცეები არ მესმის მეთვითონ, მაგრამ თქვენხელა ალბათ, ასე ვფიქრობდი. ახლა კი, და-და-და-დააააამ!


თავი 1

თავი 2

თავი 3

თავი 4

თავი 5

თავი 6

თავი 7

თავი 8

თავი 9

თავი 10

თავი 11

თავი 12

თავი 13

თავი 14

თავი 15

თავი 16

თავი 17

თავი 18

თავი 19

თავი 20

თავი 21

თავი 22

თავი 23

თავი 24

თავი 25

თავი 26

თავი 27

თავი 28

თავი 29

თავი 30

თავი 31

თავი 32

თავი 33

გადმოსაწერი ლინკი


პირველი თავი

ჯანდაბა! ისევ დამაგვიანდა სკოლაში! მაღვიძარამ რატომ არ დარეკა?
_დედაააა! მაღვიძარა შენ გამომირთე?
_გამოგირთე? როდის დააყენე რომ გამომერთო?
_ჯანდაბა!
_წესიერად ილაპარაკე! და დროზე ჩაიცვი, დაგაგვიანდა!
სწრაფად წამოვხტი და სკამზე სათუთად გადაფენილ სკოლის ფორმას ვეცი. სასწრაფოდ ჩავიცვი, თმები სარკეში ჩაუხედავად გავიკვანძე უკან ცხენის კუდივით, ჩანთას დავტაცე ხელი და ჰერი-ჰერი სკოლისაკენ!
როგორც ყოველთვის, დამაგვიანდა! მასწავლებელს მშვენიერი ზღაპარიც ვაგემე, რომ დილით დედა ცუდად გახდა და სასწრაფოს მანქანით მისი საავადმყოფოში წაყვანა მოგვიხდა და მარტო ვერ გავუშვი, ამიტომ იძულებული გავხდი მეც გავყოლოდი. თან დავამატე, რომ არ გამოვრიცხავდი დედა ფეხმძიმედაც ყოფილიყო. ის იყო მასწავლებელმა თანაგრძნობით შემომხედა (ხანდახან მიმართლებს გულუბრყვილო მასწავლებლებში) და ჩემ ადგილზე მიმითითა დაჯექიო, რომ ჩვენი კლასის ყველაზე მეტიჩარა გოგომ, თამთამ ჩუმად ჩამისისინა:
_დაკო, დედაშენი ისე ხშირად „ხდება“ ცუდად, ყველა ჯერზე თუ ფეხმძიმედ იყო, ახლა წესით მთელი საფეხბურთო გუნდი უნდა გყავდეთ სახლში,-ცბიერი ღიმილით დააბოლოვა.
_ჰაჰა, რა ხუმარა ხარ!-დავეჯღანე თავხედს.
_ერთხელაც იქნება დედაშენი გაიგებს რა ხშირად „ხდი ცუდად“ და მერე დახმარებისთვის ჩვენ არ მოგვმართო,-ეს ჩემი სამეგობროს ტვინიკოსა, სახელად ნინო იყო.
_გაკვეთილს უსმინე!-მასწავლებელზე ვანიშნე თვალებით და ისეთი გამომეტყველება მივიღე, თითქოს იმ წუთში მისის „მჭევრმეტყველი იდიოტის“ ლექციაზე მეტად არაფერი მაინტერესებდა...
_აბა, მოგვიყევი რა მოხდა?-მთხოვა ლანჩის დროს ჩემსავით გადარეულმა, ცალკიკინიანმა რუსამ.
_დამეძინა!-გოგოებს სიცილი აუტყდათ.
_ჰო, რა იყო, თქვენ არ დაგძინებიათ?
_ნუ იბუტები. ნახე ვინ მოდის!-სიყვარულის საკითხებში გამოცდილმა სოფომ ჩემი ფავორიტისკენ გამახედა.
_ააუ, რა ლამაზია ეს დამპალი!-აღმომხდა და თვალები მიმელულა მის დანახვაზე. ამ ბიჭზე მას შემდეგ ვაფრენ რაც იმ წელს შიდა სასკოლო ტურნირში ფეხბურთის ფინალში მის თამაშს ვუყურე. თავს რომ აიქნევდა და ოფლიან თმებს უკან გადაიყრიდა, მაგაზე ხომ სულ ვდებილდებოდი. ამის მერე მთელი კვირა გაშტერებული დავდიოდი. მოკლედ, ეს ბიჭი იდგა ჩემგან მოშორებით, გვერდულად და ვიღაცას (ბიჭს) ელაპარაკებოდა (მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ თურმე ეს „ბიჭი“ ჩემი ძმა იყო, მანამდე ჩემს რჩეულს ვუთვალთვალებდი, მეორისთვის სად მეცალა?!).
_არა, შეხედეთ რა ლამაზი თითები აქვს! გრძელი, თხელი თითები და ლამაზად გაკეთებული ფრჩხილები... ჩემ ძმას კი არ ჰგავს ხერხით გადახერხილს რომ უგავს ხოლმე...-დავამატე.
_უკვე ფრჩხილებზე გადავედით? მე მეგონა ფეხის ზომაზე ვიყავით გაჩერებულები,-დამცინა სოფომ. თვითონ საკმაოდ ხშირად იცვლიდა შეყვარებულებს მე კი პირველად მომწონდა სერიოზულად ვიღაც და მას ალბათ აკვირვებდა, რომ ეს „მოწონება“ ასეთი ძლიერი და მათი ტვინების წამღები იყო.
_არა, მართლა ნახე!-არ მწყენია მისი ირონია. ეს ბიჭი მთლიანად მომწონდა, თავისი ვარცხნილობით დაწყებული და სავსებით ჩვეულებრივი ჩანთითა და სკეიტბორდით დამთავრებული. მის შავგვრემან სახეს, ლურჯ თვალებს და ვნებიან, ანც ტუჩებს ჭკუიდან გადავყავდი. ის კი მგონი, საერთოდაც ვერ მამჩნევდა.
_ოეე, პირი დახურე, სირცხვილია...-მუჯლუგუნი მითავაზა რუსამ. ის იყო დახურვა დავაპირე, რომ შევამჩნიე არც მქონია ღია. გემრიელი ჩქმეტით ვუპასუხე.
_არა, მაინც რა საქმე აქვს ნეტა ასეთი, შენს ძმასთან?
_ვის?
_ვის და შენ რომეოს! გაიღვიძეე!-შუბლზე მომიკაკუნა სოფომ.
_ჩემი ძმა!-ახლაღა დავინახე ვის ელაპარაკებოდა სკოლის პოპულარული ბიჭი- სანდროს, ჩემ ძმას!-არაა, ნამდვილად ჩემზე ელაპარაკება! ალბათ უნდა უთხრას... ნუ... ნებართვა სთხოვოს, რომ მასთან ერთად გავატარო საღამო! ჰო, ნამდვილად მასე იქნება!-თვალები გამიბრწყინდა ჩემი აღმოჩენით გახარებულს და ფეხზე წამოდგომა დავაპირე (ოთხივე სკოლის ეზოში, ხის ჩრდილში ვისხედით გორაკზე), მაგრამ გოგოებმა უკან დამსვეს.
_ან იქნებ უბრალოდ სანდროს სკეიტბორდის თხოვება უნდოდა?-შემომაპარა ნინომ.
_რაა?-კიდევ ერთხელ გადავხედე ბიჭებს და დავინახე როგორ მისცა ჩემ ძმას სკეიტბორდი.-ო, არა! რატომ მაინცდამაინც მე? რა დავაშავე? რა დამსახურებისთვის მერგო ჩემი ძმისნაირი იდიოტი?
_რას გულისხმობ?
_იმას, რომ სახლში მისვლამდე 15-ჯერ მაინც წამაქცევს სანდრო იმ თავისი სკეიტბორდით. სუფთა ბავშვია რა!
_შენზე ერთი წლით დიდია!
_ბავშვია!-დავსვი ბეჭედი და გაბრაზებული წამოვდექი. დღეს მძიმე დღე გელის! მაგრად დადექი დაკო!


შეტყობინება შეასწორა AnasteishA - ორშაბათი, 2010-12-27, 10:16 AM

☆AnasteishA☆თარიღი: სამშაბათი, 2010-12-28, 0:17 AM | შეტყობინება # 16
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
elle____, biggrin biggrin biggrin hoo, egre gamovida. simartle gitxra, eg rom davwere memgoni arc mqonda bindi nanaxi saertod. ubralod daemtxva. arafers ar vasworeb kompshi akrefis dros, rogoc miweria yvelaferi zustad ise gadmomaqvs. shen dzmastan tu maseti situacia gaqvs, dzaan magaria. mand daxatuli maqvs da-dzmis iseti urtiertoba, rogorzec yoveltvis vocnebobdi.
SLYTHI, snegurochka awinac dziritadad maseti tavebia... ikitxe da gaxalisdi!
stupid_l@mb, vaax, daemtxva chveni ideebi? magram saqme isaa, rom es romani dakozea da sandrosa da salis "siyvarulze" bevri araferi miweria. mixaria, rom chaerte am fikshic snegurochka dzalian dzalian msubuqia. cota tu chagitrevt da problemebs 5 wutit gadagaviwyebt, dzalian kmayofili davrchebi happy
Rob♥Sten, happy snegurochka :snegurochka: dzalian dzalian mixaria, rom mogwons.



------თარიღი: სამშაბათი, 2010-12-28, 0:23 AM | შეტყობინება # 17
from porcelain, to ivory, to steel.
1183
49  +
   ±
Offline
აუ ძალიან საყვარლად გიწერია happy ძაან მომწონს ასეთები. ყოჩაღ, კარგად წერ და რაც მთავარია ემოცია დევს შიგ. ემოციურობისთვის მელანქოლიური იყოს ნაწერი სულაც არ არის აუცილებელი. მოკლედ ყოჩაღ, სიამოვნებით გავაგრძელებ კითხვას happy happy

saaaliთარიღი: სამშაბათი, 2010-12-28, 8:55 AM | შეტყობინება # 18
Life sucks either way
990
39  +
85  ±
   ±
Offline
AnasteishA, mokled magari xar ra. yoveli tavis wakitxvis shemdeg piri gia mrcheba da sul gimilit vkitxulobdi am da wina tavsac.. ese gaagrdzele da sheecade rogorc winaze xshirad dado xolme.. magram imas agar geubnebi rom maindamainc yoveldge dado.. exla mec vwer da vxvdebi ramdenad rtuli situaciaa tu dadebas ver axerxeb biggrin biggrin biggrin biggrin biggrin happy happy happy happy

www.caribbeanpirate.ucoz.com

www.gossipgirl.ucoz.org

☆AnasteishA☆თარიღი: სამშაბათი, 2010-12-28, 9:57 AM | შეტყობინება # 19
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
Twilighter, madloba sasiamovno komentaristvis happy happy axali tavebi mal-male iqneba smile axla melanqoliuroba ufro zis chem xasiatshi magram roca magas vwerdi... mokled aseti gamovida da mixaria rom mogwons

დამატებულია (2010-12-28, 9:32 Am)
---------------------------------------------
saaali, ukve dasrulebuli maq. 3 wlis win davwere da gagrdzelebaze me pasuxs ar vageb. dzvel 15 wlis anis mostxovet pasuxi biggrin biggrin biggrin biggrin ase xalisianad grdzeldeba jer-jerobit. yoveldge dadebas rac sheexeba, davdeb xolme tu akrefa movaswari.

დამატებულია (2010-12-28, 9:57 Am)
---------------------------------------------
მესამე თავი

_დაკო, მარილი ისევ დაგიკლია!-მეუბნება დედა სადილზე.
_სულაც არა, ძალიან გემრიელია!-მესარჩლება მამა.
_მეჩ მომტონს,-ეს ზღარბია.
_ვაი, თქვენს გემოვნებას!-შეიცოდა და და მამა სანდრომ.
_ჯერ გემოვნებაზე შეთანხმდით და მერე შემიკვეთეთ სადილი,-ვაცხადებ შეურაცხყოფილი ხმით.
_ნატუკამ არ დარეკა?-დედა შემომაჩერდა. ნატუკა ჩემი უფროსი დაა. მოკლედ სულ ოთხნი ვართ.
_არა!-ვიტყუები წარბშეუხრელად.
_იტყუება,-ბეჭედი დასვა სანდრომ.
_ჩამშვებო!
_მატყუარა!-ენას მიყოფს.
_დარეკა თუ არა?-მოთმინება ელევა დედას.
_კი!
_მერე?
_მერე საღამოს მოვალო.
_აუუ, მაგის „ნაშებმა“ ხომ ტვინი წაიღეს რა!-„აღშფოთებას“ ვერ მალავს სანდრო.
_სადილზე რატომ ვერ მოვალო?-სანდროს რეპლიკა არ შეიმჩნია დედამ.
_ლაშამ...
_ლაშა ვინღაა?-უკვირს სანდროს.
_ახალი შეყვარებული,-ვუხსნი.
_ეგ გოგო გადამრევს. უფრო ხშირად იცვლის შეყვარებულებს, ვიდრე მე და შენ ერთად აღებული ცხვირსახოცს ან ტუალეტის ქაღალდს!-კიდევ ერთხელ „აღშფოთდა“ სანდრო.
_ცოტა წესიერად, სუფრასთან ვართ!-მამამაც ამოყო თავი წვნიანიდან.
_გამაგებინებ თუ არა, რა გითხრა ნატუკამ?
_ლაშამ თავისი მშობლები უნდა გამაცნოსო.
_სადილად?
_ჰო, რავიცი. რომ მობრძანდება თვითონ კითხე.
_სუფრის ალაგებას ხომ მოახერხებ?
_გაშლა თუ მოვახერხე...
_კარგი, ჰო. ნუ მაცოდებ თავს და ნუ იბღვირები. დღეს მძიმე დღე მაქვს სამსახურში.
_შენ ყოველდღე მძიმე დღე გაქვს სამსახურში...-ჩავიბურტყუნე.
_რა თქვი?-მომიბრუნდა დედა.
_არაფერი. არ ინერვიულო, ყველაფერს მე მივხედავ-მეთქი,-ვუპასუხე სწრაფად. სანდრომ ჩაიფხუკუნა.
_ვახშმისთვის რამე მზა საკვებს ვიყიდი მაღაზიაში. შენ გაკვეთილები მოამზადე.
_ზღარბის ხილ-ფაფა არ დაგავიწყდეს!-დავადევნე მიმავალს.
_მეც უნდა წავიდე,-წამოდგა მამა.
_ნუთუ?-უგაკვირვებულესი სახე მიიღო სანდრომ.
ჩვენთან ყოველთვის ასეა. დედა და მამა მონაცვლეობით, დაახლოებით ერთსადაიმავე დროს დგებიან სადილის სუფრიდან და სამსახურებში მიდიან. მამა პრესტიჟული ჟურნალის რედაქტორია, დედა არასამთავრობო ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დირექტორი ბრძანდება. ნატუკა უნივერსიტეტში სწავლობს ეკონომიკის ფაკულტეტზე. ამას გარდა ვიზაჟის კურსებზეც დადის, საღამოობით თავის ბოიფრენდებს ხვდება. ასე რომ, სახლიდან დილას გასული, საღამოს (ხანდახან გვიან ღამითაც) ბრუნდება. დედა და მამა სადილზეც მოდიან სახლში (ზოგჯერ სამსახურებში წაიხემსებენ ხოლმე). მე და სანდრო სკოლაში დავდივართ და უმეტესად ჩვენ ვართ ხოლმე სახლში ზღარბთან ერთად.
_წავედიი!-სამზარეულოს კარებში შემოყო თავი სანდრომ. ცურვაზე მიდის.
_წადი, შე საცოდავო, წადი,-დამცინავი ხმით ვუთხარი.
_რა იყო?-ჩემი ხმა არ მოეწონა სანდროს.
_შენი ცურვის ჩანთა დედას გაურეცხია გუშინ.
_რააააა?-აღშფოთდა.
_ჰო.
_აუ, მიშველე რა,-გულით შემეხვეწა.
_რა გიშველო?
_მოფიქრებული გექნება რამე, ასიანი ვიცი.
_სკეიტბორდით აღარ წამაქცევ?
_არა.
_ჩემ ველოსიპედს ბორბალს გამოუცვლი?
_გამოვუცვლი.
_დაიფიცე!
_ზღარბს გეფიცები!
_რომელს?-დაზუსტება მოვითხოვე.
_აი, იმას შენ გვერდზე მაგიდაზე რომ ზის და ხელში ჭურჭლის გასამშრალებელი ტილო უჭირავს,-წარბშეუხრელად და ლიზისკენ გაუხედავად ჩამომირაკრაკა სანდრომ.
_კარგი,-მშვიდად ვთქვი და ჭურჭლის რეცხვა გავაგრძელე.
_რა კარგი?
_წადი.
_ჩანთა?
_გარეცხილებშია. მშრალი. არაფერი მოგივა ამ ერთხელ შენ თუ ჩაალაგებ შენს ნივთებს.
_აბა, გარეცხაო?დედამო?-დაიბნა.
_მერე გაშრა!-ისე ვუპასუხე თითქოს სავსებით ცხად რამეს ვამბობდი (თითქოს კი არა, არაცხადი რა იყო აქ?).
_ასე როგორ დამადებილებ ხოლმე?-გაეცინა სანდროს.
_მე არაფერშუაში ვარ. შენ ხარ მასეთი,-ენა გამოვუყავი.-არ დაგავიწყდეს, ზღარბი გყავს დაფიცებული!-დავადევნე მიმავალს.
არასდროს არ ახსენდება თავისი ჩანთის ნახვა წასვლამდე. ბოლო წუთს დაუწყებს ხოლმე ძებნას და ყველაფერი ჩალაგებული თუ არ დახვდა, გიჟდება.
ჭურჭელიც დავამშრალეთ.
_აბა, ზღარბო, ავდგეთ ახლა მე და შენ და ვიმეცადინოთ. რა ასოზე გავჩერდით?
_კ-ზე.
_კააარგი. აიღე ახლა შენი ფურცელი და კალანი და სანამ ახალ ასოზე გადავიდოდეთ, ჩამომიწერე რა ასოები ვისწავლეთ და ასო კ-ც... სადამდე იცი თვლა?
_20-მდე.
_ჰოდა ასო კ ჩამომიწერე... კაი 20-ჯერ იყოს. არაფერი გიჭირს. მანამდე მე ისტორიას ვისწავლი. დაიწყე, მიდი.



★Gvanca★თარიღი: სამშაბათი, 2010-12-28, 10:16 AM | შეტყობინება # 20
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
AnasteishA,daan magari xar exla wavikitxe meore da mesame tavebi da dzaan bevri vicine sainteresod giweria yvelaperi happy happy biggrin biggrin


saaaliთარიღი: სამშაბათი, 2010-12-28, 10:20 AM | შეტყობინება # 21
Life sucks either way
990
39  +
85  ±
   ±
Offline
AnasteishA, esec dzalian saxaliso tavi iyo biggrin lizi sayvarelia uzomood mowons zgarbi biggrin sandro kargi gulis bichia magram mgoni cota wausulelebs .. ded-mamis tipiuri saxe, mudam mouclelebi .. da natukac igive tipiuri uprosi daiko tavisi axali sheyvarebulebiturt.. mokled magari xar ra happy happy happy happy biggrin

www.caribbeanpirate.ucoz.com

www.gossipgirl.ucoz.org

☆AnasteishA☆თარიღი: სამშაბათი, 2010-12-28, 10:50 AM | შეტყობინება # 22
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
მეოთხე თავი

_დეედა!
_რა იყო?
_ამ ცინგლიანს ისევ ჩემი მაისური ჩაუცვია! ნახე, რას გავს!-„ცინგლიანში“, რა თქმა უნდა, მე მოვიაზრები. ეს ნატუკამ მიჩივლა დედასთან.
_რა იყო მერე, შევჭამე?-გავძახე დამნაშავის ხმით.
_არა, ზედ ნასადილებს უფრო გავს! მაგიდის გადასაფარებლები გამოგველია?
_მაჩვენე,-დედამ ვეღარ გაუძლო ცნობისმოყვაეობას და გადაწყვიტა ჩემი ნამოქმედარი საკუთარი თვალით ენახა.
_ეს რა გიქნია?-აღმოხდა აღშფოთებისგან.
_რა არის?-მეც შევშფოთდი. რაღაც არ მახსოვს, მასეთი საარაკო გამეკეთებინოს რამე იმ მაისურისთვის...
_ყავა გადაისხი?-მეკითხება ნატუკა.
_ყავა დალიე?-ეს დედაა.
_მეე? არა... უბრალოდ...-დავიბენი.
_წადი და როგორც გინდა, ისე მოაშორე ლაქა!-მომაჩეჩა მაისური ნატუკამ.
_ხვალ კი მიშიკოს დაბადების დღეზე აღარ წამოხვალ!-მეუბნება დედა.
_რააა?
_მორჩი გაპროტესტებას, სანამ ნატუკას მაისურის დალაქავების გამო, ჩემი ფიციც უკან არ წამიღია!-მითხრა სანდრომ. ორივეს გაგვეცინა.
მთელი საღამო ნატუკას მაისურის წმენდაში გავატარე. არა, რა...სხვა დროს უკეთეს რამეს მოვიფიქრებ. ყავი ლაქის მოშორებას დიდხანს მოვუნდი. ბოლოს დედამ შემიწყალა და რეზდენციაში (იმჟამად სააბაზანოში) მეწვია.
_რა ქენი?
_მგონი ამოვიდა,-ხელის ზურგით მოვიწმინდე ოფლით დაცვარული შუბლი.
_აბა, მანახე,-წყლიანი ტაშტიდან ჰაერში ამოვწიე მაისური.
_ღმერთო ჩემო,-შეშფოთებულმა დაიძახა დედამ.
_რა იყო?-შემეშინდა.
_ფერი გასვლია. წითელი მაისური იყო, ჭყეტელა. ვერ ხედავ, ბაცი ვარდისფერი რომაა დარჩენილი? როგორ ვერ შეატყვე, რომ ფერი გასდიოდა?
_ვინ გითხრა, რომ ვერ შევატყვე?
_რაო?
_ქალბატონმა ბრძანა, როგორც გინდა ისე მოაშორეო, ჰოდა, აი! ხედავ ლაქას სადმე? ჩემი საქმე გავაკეთე, გმადლობთ თანამშრომლობისთვის, კარგად ბრძანდებოდეთ!-არტისტულად დავუკარი თავი და რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი კარისკენ, რომ უკან მომაბრუნა.
_გაგიჟდება რომ ნახოს!
_მოიცა, ახლა არ არის გიჟი?-გაოცებულმა ვკითხე.
_მორჩი ღლაბუცს. მართლა რა ვქნათ?
_შევღებოთ,-გამოვაფრქვიე იდეა.
_რა?
_ნატა. აბა, მაისური ხომ არა,-ვიხუმრე, მაგრამ დედა აშკარად არ იყო ხუმრობის ხასიათზე.
_ახალს ვუყიდი ჯობია.
_რაა?-მთელი ჩემი არსებით აღვშფოთდი.-მთელი თვე გეხვეწებოდი ახალი მაისურის ყიდვას...
_ნატუკა შენზე დიდია, შენზე მეტი სჭირდება!
_ჰო და ზღარბი ჩემზე პატარაა, მაგრამ მასაც ჩემზე მეტი სჭირდება!
_სულაც არა.
_აბა, რატომ აქვს?
_ნუ ბუზღუნებ. სამაგიეროდ, შენც გექნება ახალი მაისური!
_მართლა?-თვალები გამიბრწყინდა.
_მართლა. აი, ეგ რაღაც...-ტაშტზე ძონძივით დაგდებულ, ფერგასულ მაისურზე მანიშნა ხელით.-ამიერიდან შენი იქნება.
_დე-და!

_რა ქნა?-სააბაზანოდან ცხვირი გამოვყავით თუ არა, ეგრევე გვეცა ნატუკა.
_მოაშორა,-გაუღიმა დედამ. აი, საიდან მერგო უტიფრად მოტყუების ნიჭი- მემკვიდრეობით, რა თქმა უნდა.
_უჰ, კიდევ კარგი!-შვებით ამოისუნთქა. ამ დროს ტელეფონი აწკრიალდა. ნატუკამ სტაცა ხელი. -ლაშაა!-მოგვახსენა წამში და უკაბელო ყურმილიანად აირბინა თავის ოთახში.
_აი, შენ კი მიშიკოს დაბადების დღეზე მართლა არ წამოხვალ!-თითი დამიქნია დედამ.
_კარგი რა, მთელი კვირა მაგისთვის ვემზადები!-ტყუილი!
_ხმა! იმისათვის, რომ არ მოიწყინო, სანდროც შენთან დარჩება.
_რაო? ბატონი ალექსანდრე ახსენა ვინმემ?-მედიდურად გადმოგვხედა ტელევიზორის ყურებაში გართულმა სანდრომ.
_ჰო, ჩვენნაირმა უბრალო მოკვდავებმა გავბედეთ და მისი უშტერებულესობა ვახსენეთ!-დავეჭყანე.
_დაკოსთან დარჩები ხვალ!
_არავითარ შემთხვევაში!-განაცხადა ბიჭმა!
_ვითომ რატომ?-ეს დედა დაინტერესდა.
_მეშინია,-საწყლად თქვა სანდრომ.
_ვისი?
_მაგ ეშვებიანი ურჩხულის, გვერდით რომ გიდგას! ღამე მოვა და ასე მიკბენს...-პაროდია გააკეთა როგორ ვუკბენდი ღამე. თან ეს ისეთი იდუმალი ხმით მოყვა, ზღარბიც კი გააბრუა და პირდაღებული მოგვჩერებოდა.
_წამო, ლიზი, წამო, დავიძინოთ...-დედამ ხელი ჩაიქნია და ლიზისთან ერთად აუყვა ზედა სართულის კიბეებს.



bachia_bachia555თარიღი: სამშაბათი, 2010-12-28, 10:50 AM | შეტყობინება # 23

206
19  +
33  ±
   ±
Offline
martlac zaan sainteresoa snegurochka shemdeg tavs velodebi happy happy

Takoთარიღი: სამშაბათი, 2010-12-28, 12:07 PM | შეტყობინება # 24
I'll hide from the world, bihind a broken frame
813
37  +
   ±
Offline
haaaaaaaaahhh ra magariiaa biggrin da-dzmis urtierba dzaaaalian momwoons.. saxalisoa zedmetaad biggrin ojaxuri "idilia" xo saertood biggrin ertaderi rac ar momwons rac ar unda gaskviri ikoss biggrin dako ro "dasdevs" im bichs biggrin ar miyvars egeti ragaceebi biggrin mara mainc am asakis gogoebis senia ertgvari biggrin ise pirvelad gavigone rom das dzmastan aseti sayvareli urtioertoba kondess biggrin biggrin xandaxna mec maqvs egeti kargi urtieroba dzmastan mara xandaxan dzaaalian cudad mekceva biggrin idiotii biggrin biggrin au dzalian momwoons green snegurochka snegurochka snegurochka mxiaruleba andmvilad aravsi gvawyendaa green green

დამატებულია (2010-12-28, 12:07 PM)
---------------------------------------------
P.s jer marto sataurs ro shexedooo... biggrin magazec ki gamecina biggrin snegurochka snegurochka



Oooh, baby I've been flying...Mama, there ain't no denyin'

★Gvanca★თარიღი: სამშაბათი, 2010-12-28, 12:21 PM | შეტყობინება # 25
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
AnasteishA, dzaan magari tavi iyo dzaan momewona da bevri vicine biggrin biggrin biggrin da mishiko vin aris mis dabadebis dgeshi ase rom undat wasvla?


elle____თარიღი: სამშაბათი, 2010-12-28, 12:32 PM | შეტყობინება # 26
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
dzaaaan sayvareli da kargi tavebiaaa :*:*:* getyoba mashinve gizidavda vampirebi biggrin :D biggrin dzaaaan magari rojebi arian ase gaagrdzele :*:* ai dedaze ki momeshala cota nervebi mara araushavs :*:* snegurochka snegurochka snegurochka snegurochka snegurochka snegurochka snegurochka snegurochka snegurochka


dodoთარიღი: სამშაბათი, 2010-12-28, 4:25 PM | შეტყობინება # 27

267
66  +
69  ±
   ±
Offline
au magari xar dzaaan kargad dagiceria shemdeg tavs velodebit happy happy happy happy happy happy happy

saaaliთარიღი: სამშაბათი, 2010-12-28, 9:48 PM | შეტყობინება # 28
Life sucks either way
990
39  +
85  ±
   ±
Offline
AnasteishA, mokled getyvi..... glijav biggrin biggrin

www.caribbeanpirate.ucoz.com

www.gossipgirl.ucoz.org

☆AnasteishA☆თარიღი: ოთხშაბათი, 2010-12-29, 2:29 PM | შეტყობინება # 29
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
bachia_bachia555, Tako, bella-bella, elle____, dodo, saaali, მადლობა ბავშვებოო!!! დიდი დიდი მადლობა.
bella-bella, მიშიკო ბიძაშვილია, ისეთი არავინ, აღნიშვნად რომ ღირდეს biggrin :D

დამატებულია (2010-12-29, 2:29 PM)
---------------------------------------------
მეხუთე თავი

მე და სანდროს ერთ ოთახში გვძინავს. მართალია ჩვენს სახლში კიდევ ორი თავისუფალი საძინებელია (მშობლებისა და ნატუკას საძინებლების გარდა), მაგრამ ერთი სტუმრებისთვისაა განკუთვნილი, მეორეში კი ათასი ხარახურა ყრია. ლიზისთვის აპირებენ ამ ოთახის გადაკეთებას. ლიზი ჯერ-ჯერობით მშობლების საძინებელსაა შეკედლებული.
_დაკო!
_ჰაა
_გძინავს?-არ ვუპასუხე. ცოტა ხანში ისევ მეუბნება.
_ხომ ვიცი, რომ არ გძინავს, რაღას მატყუებ?
_თუ იცი, რომ არ მძინავს, რაღას მეკითხები?
_ისე, ზრდილობისთვის...
_დღეს რომ სკეიტბორდით წამაქციე, მაშინ რაღაც არ გავდი ზრდილობის ეტალონს?!
_კარგი რა. მისმინე, ამ კვირაში კბილი მტკიოდა?
_რაა?-ვერ მივხვდი, რას მეკითხებოდა.
_დილას სკოლაში არწასვლის მიზეზად ეგ ვთქვი?
_კი.
_თავიც მტკიოდა?
_კი და მუცელიც.
_ეე... აბა, რა ვქნა?
_რატომ არ გინდა წასვლა?
_ხვალ ქიმია მაქვს.
_ეუჰ, მეცოდები!
_თანაგრძნობისთვის მადლობა, მაგრამ იქნებ საქმითაც დამხმარებოდი?
_რომელი გაქვს ქიმია?
_ბოლო.
_დაგეხმარები.
_როგორ?
_შენი ქიმიის მასწავლებელს მოვწონვარ, ხომ იცი.
_ჰო, მაგრამ ქიმია რომ არ აირჩიე საგნად, იმის მერე რაღაც გული გაუცივდა.
_მართლა?
_ჰო.
_მით უარესი შენთვის!
_აუუ... შენ უთხარი რამე, რა იცი, იქნებ გაჭრას და გამიშვას?
_ველოსიპედის ბორბალს როდის გამომიცვლი?
_რას?
_ბორბალს!
_რას, რას?
_ველოსიპედის ბორბალს!-დავიყვირე.
_არ მესმის! მძინავს! აი, უკვე მძინავს! ხხხ... ფშშშ...-ყალბი ხვრინვა ამოუშვა.
_დამპალო!-ხმადაბლა დავუძახე და ჩემი ერთ-ერთი ბალიშთაგანი ვესროლე.




შეტყობინება შეასწორა AnasteishA - ოთხშაბათი, 2010-12-29, 2:30 PM

♥vampiressa♥თარიღი: ოთხშაბათი, 2010-12-29, 2:48 PM | შეტყობინება # 30
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
au ani martla dzaan magari iyo, dzaan dzaan. exla chakaifebuli vzivar da vicinivaar biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka
ფორუმი » Fanfiction » საკუთარი შემოქმედება » 30 კალიბრიანია, 9ასოიანი და იწყება ც-ზე
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 20
  • 21
  • »
ძებნა: