ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
ფორუმი » Fanfiction » საკუთარი შემოქმედება » 30 კალიბრიანია, 9ასოიანი და იწყება ც-ზე
30 კალიბრიანია, 9ასოიანი და იწყება ც-ზე

☆AnasteishA☆თარიღი: ორშაბათი, 2010-12-27, 9:59 AM | შეტყობინება # 1
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
სახელწოდება: 30კალიბრიანია, 9ასოიანი და იწყება ც-ზე
ავტორი: AnasteishA
დისკლეიმერი: პერსონაჟებზე საავტორო უფლებები მეკუთვნის მე
ჟანრი: კომედია, მელოდრამა
სტატუსი: დასრულებულია

ავტორისგან: ეს არის ამბავი 15-16 წლის და-ძმაზე, მათ მხიარულებით, ხრიკებით, თანადგომით აღსავსე ცხოვრებაზე. ეს რომანი 15 წლის ასაკში დავწერე და მკითხველებს ვთხოვ, გაითვალისწინოთ ეს. ვფიქრობ, რომ ამ ასაკის, ან უფრო პატარები უფრო კარგად მიიღებთ ამ რომანს, რადგან ახლა რომ ვკითხულობ რაღაცეები არ მესმის მეთვითონ, მაგრამ თქვენხელა ალბათ, ასე ვფიქრობდი. ახლა კი, და-და-და-დააააამ!


თავი 1

თავი 2

თავი 3

თავი 4

თავი 5

თავი 6

თავი 7

თავი 8

თავი 9

თავი 10

თავი 11

თავი 12

თავი 13

თავი 14

თავი 15

თავი 16

თავი 17

თავი 18

თავი 19

თავი 20

თავი 21

თავი 22

თავი 23

თავი 24

თავი 25

თავი 26

თავი 27

თავი 28

თავი 29

თავი 30

თავი 31

თავი 32

თავი 33

გადმოსაწერი ლინკი


პირველი თავი

ჯანდაბა! ისევ დამაგვიანდა სკოლაში! მაღვიძარამ რატომ არ დარეკა?
_დედაააა! მაღვიძარა შენ გამომირთე?
_გამოგირთე? როდის დააყენე რომ გამომერთო?
_ჯანდაბა!
_წესიერად ილაპარაკე! და დროზე ჩაიცვი, დაგაგვიანდა!
სწრაფად წამოვხტი და სკამზე სათუთად გადაფენილ სკოლის ფორმას ვეცი. სასწრაფოდ ჩავიცვი, თმები სარკეში ჩაუხედავად გავიკვანძე უკან ცხენის კუდივით, ჩანთას დავტაცე ხელი და ჰერი-ჰერი სკოლისაკენ!
როგორც ყოველთვის, დამაგვიანდა! მასწავლებელს მშვენიერი ზღაპარიც ვაგემე, რომ დილით დედა ცუდად გახდა და სასწრაფოს მანქანით მისი საავადმყოფოში წაყვანა მოგვიხდა და მარტო ვერ გავუშვი, ამიტომ იძულებული გავხდი მეც გავყოლოდი. თან დავამატე, რომ არ გამოვრიცხავდი დედა ფეხმძიმედაც ყოფილიყო. ის იყო მასწავლებელმა თანაგრძნობით შემომხედა (ხანდახან მიმართლებს გულუბრყვილო მასწავლებლებში) და ჩემ ადგილზე მიმითითა დაჯექიო, რომ ჩვენი კლასის ყველაზე მეტიჩარა გოგომ, თამთამ ჩუმად ჩამისისინა:
_დაკო, დედაშენი ისე ხშირად „ხდება“ ცუდად, ყველა ჯერზე თუ ფეხმძიმედ იყო, ახლა წესით მთელი საფეხბურთო გუნდი უნდა გყავდეთ სახლში,-ცბიერი ღიმილით დააბოლოვა.
_ჰაჰა, რა ხუმარა ხარ!-დავეჯღანე თავხედს.
_ერთხელაც იქნება დედაშენი გაიგებს რა ხშირად „ხდი ცუდად“ და მერე დახმარებისთვის ჩვენ არ მოგვმართო,-ეს ჩემი სამეგობროს ტვინიკოსა, სახელად ნინო იყო.
_გაკვეთილს უსმინე!-მასწავლებელზე ვანიშნე თვალებით და ისეთი გამომეტყველება მივიღე, თითქოს იმ წუთში მისის „მჭევრმეტყველი იდიოტის“ ლექციაზე მეტად არაფერი მაინტერესებდა...
_აბა, მოგვიყევი რა მოხდა?-მთხოვა ლანჩის დროს ჩემსავით გადარეულმა, ცალკიკინიანმა რუსამ.
_დამეძინა!-გოგოებს სიცილი აუტყდათ.
_ჰო, რა იყო, თქვენ არ დაგძინებიათ?
_ნუ იბუტები. ნახე ვინ მოდის!-სიყვარულის საკითხებში გამოცდილმა სოფომ ჩემი ფავორიტისკენ გამახედა.
_ააუ, რა ლამაზია ეს დამპალი!-აღმომხდა და თვალები მიმელულა მის დანახვაზე. ამ ბიჭზე მას შემდეგ ვაფრენ რაც იმ წელს შიდა სასკოლო ტურნირში ფეხბურთის ფინალში მის თამაშს ვუყურე. თავს რომ აიქნევდა და ოფლიან თმებს უკან გადაიყრიდა, მაგაზე ხომ სულ ვდებილდებოდი. ამის მერე მთელი კვირა გაშტერებული დავდიოდი. მოკლედ, ეს ბიჭი იდგა ჩემგან მოშორებით, გვერდულად და ვიღაცას (ბიჭს) ელაპარაკებოდა (მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ თურმე ეს „ბიჭი“ ჩემი ძმა იყო, მანამდე ჩემს რჩეულს ვუთვალთვალებდი, მეორისთვის სად მეცალა?!).
_არა, შეხედეთ რა ლამაზი თითები აქვს! გრძელი, თხელი თითები და ლამაზად გაკეთებული ფრჩხილები... ჩემ ძმას კი არ ჰგავს ხერხით გადახერხილს რომ უგავს ხოლმე...-დავამატე.
_უკვე ფრჩხილებზე გადავედით? მე მეგონა ფეხის ზომაზე ვიყავით გაჩერებულები,-დამცინა სოფომ. თვითონ საკმაოდ ხშირად იცვლიდა შეყვარებულებს მე კი პირველად მომწონდა სერიოზულად ვიღაც და მას ალბათ აკვირვებდა, რომ ეს „მოწონება“ ასეთი ძლიერი და მათი ტვინების წამღები იყო.
_არა, მართლა ნახე!-არ მწყენია მისი ირონია. ეს ბიჭი მთლიანად მომწონდა, თავისი ვარცხნილობით დაწყებული და სავსებით ჩვეულებრივი ჩანთითა და სკეიტბორდით დამთავრებული. მის შავგვრემან სახეს, ლურჯ თვალებს და ვნებიან, ანც ტუჩებს ჭკუიდან გადავყავდი. ის კი მგონი, საერთოდაც ვერ მამჩნევდა.
_ოეე, პირი დახურე, სირცხვილია...-მუჯლუგუნი მითავაზა რუსამ. ის იყო დახურვა დავაპირე, რომ შევამჩნიე არც მქონია ღია. გემრიელი ჩქმეტით ვუპასუხე.
_არა, მაინც რა საქმე აქვს ნეტა ასეთი, შენს ძმასთან?
_ვის?
_ვის და შენ რომეოს! გაიღვიძეე!-შუბლზე მომიკაკუნა სოფომ.
_ჩემი ძმა!-ახლაღა დავინახე ვის ელაპარაკებოდა სკოლის პოპულარული ბიჭი- სანდროს, ჩემ ძმას!-არაა, ნამდვილად ჩემზე ელაპარაკება! ალბათ უნდა უთხრას... ნუ... ნებართვა სთხოვოს, რომ მასთან ერთად გავატარო საღამო! ჰო, ნამდვილად მასე იქნება!-თვალები გამიბრწყინდა ჩემი აღმოჩენით გახარებულს და ფეხზე წამოდგომა დავაპირე (ოთხივე სკოლის ეზოში, ხის ჩრდილში ვისხედით გორაკზე), მაგრამ გოგოებმა უკან დამსვეს.
_ან იქნებ უბრალოდ სანდროს სკეიტბორდის თხოვება უნდოდა?-შემომაპარა ნინომ.
_რაა?-კიდევ ერთხელ გადავხედე ბიჭებს და დავინახე როგორ მისცა ჩემ ძმას სკეიტბორდი.-ო, არა! რატომ მაინცდამაინც მე? რა დავაშავე? რა დამსახურებისთვის მერგო ჩემი ძმისნაირი იდიოტი?
_რას გულისხმობ?
_იმას, რომ სახლში მისვლამდე 15-ჯერ მაინც წამაქცევს სანდრო იმ თავისი სკეიტბორდით. სუფთა ბავშვია რა!
_შენზე ერთი წლით დიდია!
_ბავშვია!-დავსვი ბეჭედი და გაბრაზებული წამოვდექი. დღეს მძიმე დღე გელის! მაგრად დადექი დაკო!


შეტყობინება შეასწორა AnasteishA - ორშაბათი, 2010-12-27, 10:16 AM

☆AnasteishA☆თარიღი: შაბათი, 2011-01-15, 2:04 PM | შეტყობინება # 271
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline

33-ე თავი

_შენ დას რა ხელი ჰქონია! ამის ხელში, კიდევ კარგ დღეში ყოფილხარ...-იცინის ბექა. ოთხივე პლაჟზე ვართ.
_რომ ვიცი, რა ხელიც აქვს, მაგიტო მიგიღე ასე, დამატებისთვის შემეცოდე...-სანდრომაც გაიცინა. ისე ამბობს, ვითომ ძაან მოერეოდა!
_ერთი კვირა გავიდა იმის მერე და ახლაც არ მავიწყდება, მწარე ხელის გემო.
_ჰოდა, ჯობია ჭკვიანად იყო, თორემ უკვე ხელები მექავება,-დავცინე.
_აი, ჭკვიანად ვარ! ხომ ხედავ? თოჯინასავით ვარ, სადაც დამსვავ, ადექიო სანამ არ მეტყვი, ვზივარ ჭკვიანად...-ამის თქმა იყო და ქვიშიდან წამოხტა, ხელი დამავლო და ხელში აყვანილი მიმარბენინა ზღვასთან.
_დამსვი, დამსვი!-ავწივლდი, თან ვიცინივართ. უფრო და უფრო ღრმად შევიდა წყალში. ტალღები სასიამოვნოდ გველამუნება.
_გაგიშვა?-თბილად მეკითხება. წყლით დანამულ სახეზე მზის სხივები დათამაშებს და გული სიხარულით, სიყვარულით და ბედის მიმართ მადლიერებით მევსება.
_არა...-ვუჩურჩულე ხავერდოვანი ხმით. თვალები დავხუჭე და ტუჩებზე შევეხე ტუჩებით. ორივე გავირინდეთ და...
_მოგკლააააავ!-ამის დაყვირებაღა მოვასწარი. ზურამ ხელი გამიშვა და წყალში ჩავვარდი. მარილიანი წყალი ვყლაპე! მისთვის არ იყო მაღალი წყალი, მე კი მფარავდა. იმანაც ჩამოყვინთა და წყალში მაკოცა ტუჩებზე. ხელი ვკარი და ამოვყვინთე. თავზე დავაწექი ხელებით, ჩემი ჭკუით ვაყურყუმალავებდი, მაგრამ იმას მე მოვერეოდი?! საბოლოოდ ისევ მე აღმოვჩნდი წყლაში. ხელი მომკიდა და წყლის ზედაპირზე ამომათრია.
_დამპალო!-გავიბუსხე და თმები უკან გადავიწიე.
_გმადლობ, მეც მიყვარხარ!-შემომღიმა და ცხვირზე მაკოცა.
_ნაპირზე გამიყვანე...-ვთხოვე, თან მხარზე ვეკიდებოდი.
_ძალიან ძალიან გინდა?-მეთამაშება. საწყალი სახე მივიღე, წამწამები ავუფახულე და ისე დავუქნიე თავი, მაგრამ არ გაჭრა.
_აბა, შემეხვეწე...
_რა ვქნა, რა ვქნაა?-აღვშფოთდი.
_კარგი, მაშინ მაკოცე...-შემომაპარა.
_კარგი. თვალები დახუჭე და მოდუნდი...-უცებ დამემორჩილა ტკბილი პრიზის მოლოდინში.
_ნუ ხარ დაძაბული...-ვუთხარი ყოველი შემთხვევისთვის. მერე მთელი ძალით ვკარი ხელი, წყალში ჩავაყვინთინე და ნაპირისკენ გავცურე. ესეც ასე! ხერხი სჯობია ღონესაო! მალევე ამოყვინთა და დამეწია.
_თუ ცურვა იცოდი, ვერ მითხარი?
_რატომ უნდა მეთქვა?
_აბა, მხარზე რაღას მეკონწიალებოდი?
_მჭირს წყალზე გაჩერება და იმიტომ. წყალს ნუ მასხავ, თორემ დავიხრ...-ძალა გამომეცალა და ჩავვარდი წყალში, მაგრამ თურმე უკვე თავთხელ წყალში ვიყავით გამოსული და ისე დაბალ წყალში ვფართხალებდი, რომ ჩავარდნისას პირი ქვიშით ამომევსო.
_სულ შენი ბრალია ყველაფერი!-გაბრაზებულმა ვუთხარი ზურას, როცა პლაჟზე ჩვენს პირსახოცებზე დავებერტყეთ.
_ქვიშიანიც კი ლამაზი ხარ. ნუ იბუტები რა... მართალია, ძალიან გიხდება გაბუტვა, მაგრამ არ მიყვარს ცუდ ხასიათზე რომ ხარ...-გულაღმა დაწვა, თან ჩემსკენ აპარებდა თვალს.-რას აკეთებ?-გაუკვირდა, როცა დაინახა, რომ ზღვის ჩანთიდან ჩემი მოკლე სარაფანი ამოვიღე.-კარგი რა... რაზე მიბრაზდები, არ გრცხვენია?-ისეთი საყვარელი სახე ჰქონდა და ისე დაფეთებული წამოჯდა ამის თქმისას... როგორ შემეძლო გავბრაზებოდი?
_გიბრაზდები კი არა, მშია...-ჩავიბურტყუნე და ჩამეცინა, ღიმილის დასამალად სარაფანი ჩამოვიცვი თავზე, რომელიც სველ ტანზე ამეკრო.
_გშია?-გამოცოცხლდა. ფეხზე წამოხტა და სველ, მუხლამდე სიგრძის საბანაო შორტზე თეთრი მაისური გადაიცვა. მერე ხელი გამომიწოდა და წამომაყენა. სანდროს და სალის ხელის დაქნევით ვანიშნეთ, რომ მივდიოდით. ძლივს მივახვედრეთ, ზღვაში ჭყუმპალაობდნენ და სად ეცალათ ჩვენთვის.
_ნეტა, მაგ მაისურში არ გცხელა?-ვკითხე, როცა პლაჟიდან კიბით ამოვედით და სარაფნის ჩამოწეული ბრეტელი გამისწორა.
_ტყუილად მეჩალიჩები, მაინც არ გავიხდი!-დამეჭყანა.
_თუ არც რა...-ენა გამოვუყავი.
_ჩემი კუნთები სხვამ რატომ უნდა ნახოს?-მისმა სერიოზულმა ტონმა მომახედა. ორივემ გავიცინეთ.
_რა ბოთე ხარ რა!-მივეხმატკბილე.
_სად ვჭამოთ?
_შენ გემოვნებას ვენდობი,-ხელი შევახე ხელზე რომ ჩამეკიდებინა. თითებზე მისი სამაჯური მომხვდა.-ეს რა მაგარი რამე გიკეთია... ნეტავ საიდან გაქვს?-ირონიულად ვკითხე, რადგან მეთვითონ ვაჩუქე ჩვენი შერიგების მეორე დღეს. ხელიდან შევხსენი.
_ჰო... ერთმა საყვარელმა გოგომ მაჩუქა... ისეთი საყვარელი, რომ შენც შეგიყვარდებოდა, რომ იცნობდე...-გაიცინა.
_აჰ... მასე, არა? ნუ მაეჭვიანებ შენ! მორჩა, ჩემია ეს!-ზურგსუკან წავიღე ხელი, რომელშიც სამაჯური მეკავა.
_დამიბრუნე ახლავე!-ყასიდად გამიბრაზდა.-ჩემია ეგ, ჩემმა ერთადერთმა სიყვარულმა მაჩუქა...-წასართმევად გამოიწია, მე უკან-უკან წავედი, თან ცბიერი ღიმილით ვუყურებდი.
_არ მოგცემ! ჩემია...-გაბუტული სახელი მიიღო, ზურგი შემაქცია და წავიდა.-ბოთე... სულელუნა, სად წახვედი?-გავედევნე, უცებ მოტრიალდა, ჰაერში ამიტაცა და ჩამეხუტა.
_მიყვარხარ, დაკო!-დაიძახა და ჰაერში დამაბზრიალა.
_მეც!
_რაა? ვერ გავიგე რაღაც...
_მიყვარხარ!-გარკვევით ვუთხარი.
_არ მესმის... აქ იმდენი ხალხია... ცოტა ხმამაღლა...
_მიყვარხაააარ!-მთელი ხმით ვიყვირე. რამდენიმე გამვლელმა ალმაცერად გამოგვხედა.
_ეს სხვა საქმეა...-პატივმოყვარეობა დაკმაყოფილებულმა თქვა, თან გაიჯგიმა. ძირს დამსვა, თავი ორივე ხელით დამიჭირა და შმაგად დამეწაფა ტუჩებზე... ეს იყო ამაღელვებელი, ჟინიანი, ვნებიანი, თავბრუდამხვევი კოცნა. ცალი ხელი წელზე მომხვია და ძლიერად მიმიკრა სხეულზე. ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებდი, რომ ეს ჩემს თავს ხდებოდა. არ მაღელვებდა, რომ ჩემ გარშემო ამდენი ხალხი იყო. არ მაღელვებდა, რას იფიქრებდნენ ჩემზე... მთავარი იყო, რომ ზურა ჩემთან იყო...
მალე არდადეგები დასრულდებოდა, მე სკოლაში ვივლიდი, ზურა იმუშავებდა, სანდრო ისევ გამაბრაზებდა, ლიზი ბავშვურ სითბოს გამოხატავდა. მშობლების და ნატუკას მიმართ უკმაყოფილება არ დამელეოდა, მაგრამ არ მაღელვებდა არაფერი იმის გარდა, რომ ჩემი ცხოვრება შეიცვალა და ყველაფერი ერთი, მბრწყინავი ცენტრის, სიყვარულის გარშემო დატრიალდა. ზურა ჩემი იყო, მე სამუდამოდ მისი...
ტკბილი კოცნა დამთავრდა, ჩვენი სიყვარული-არა. ისე გამიღიმა, თითქოს მეკითხებოდა, აბა, როგორი იყოო. იმედია ჩემი ღიმილი ამბობდა, რომ საუკეთესო...უმშვენიერესი...უტკბესი... უგემრიელესი... უსაყვარლესი...იყო, ისევე როგორც ამ კოცნის ავტორი.
ხელი გამომიწოდა, მეც ჩავკიდე და ერთად გავუყევით ქუჩას.
_იცი რა?-დავიწყე მე.
_რა?
_შენი გამოცანა გამოვიცანი.
_ჰოო? აბა, გისმენ,-ურწმუნოდ მიყურებდა.
_30 კალიბრიანი ის იარაღია, შენს ნომერში რომ დევს.
_სწორია.
_9 ასოიანი- შენს გულში...-მკერდზე მივადე ხელი. გაოცებულმა შემომხედა.-ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი, ხო სწორია?
_კი,-გაოგნებულმა მიპასუხა.
_...და იწყება ც-ზე, ხომ ასეა? გამოცანის პასუხია... ცხოვრება! შენი ცხოვრება ის 30 კალიბრიანი იარაღი და სიყვარულია!
_როგორ გამოიცანი? მე მეგონა ისეთი გამოცანა მოვიგონე, რასაც ვერასდროს გამოიცნობდი!-გაჩერდა და გაკვირვებული მომაშტერდა. მხრები ავიჩეჩე.-უკვე ჩემებურად აზროვნებას იწყებ, რასაც არ გაპატიებ! ახლავე უნდა დაგსაჯო!-ღიმილით დამიკოცნა მთელი სახე და ხელები. შემდეგ გამიღიმა, თმა გამისწორა, ხელი ჩამკიდა და გზა განვაგრძეთ...

P.S. არსებობს რაღაცეები, რისი პატიებაც ძნელია. აპატიო საყვარელ ადამიანს- ნიშნავს იბრძოლო ბედნიერებისთვის და დაამრაცხო სიამაყე სიყვარულის სახელით. მიტევების უნარი კი არა სისუსტის, არამედ სიძლიერის ნიშანია. “თუ გტკივა, ესეიგი არსებობ...“ ისე კი, სიყვარული უპირველეს ყოვლისა, ურთიერთპატივისცემას გულისხმობს. თუ საყვარელი ადამიანი იპოვეთ და დარწმუნდით მის საიმედოობაში, მაშინ ნუ მისცემთ წასვლის ნებას, იქნებ თქვენი ცხოვრების ბედნიერი ნაწილიც მას გაჰყვეს თან...



☆AnasteishA☆თარიღი: შაბათი, 2011-01-15, 2:06 PM | შეტყობინება # 272
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
es bolo nabodialebi rveulshi mqonda miwerili da aqac mivawere... sibrdznis mwvervali araa, mara ravi... miiget rchevad happy happy happy happy


★Gvanca★თარიღი: შაბათი, 2011-01-15, 2:17 PM | შეტყობინება # 273
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
AnasteishA, vaime ani dzaan magari dasasruli iyo dako da zura dzaan sayvareli wyvilia happy happy happy ra magaria gamocanis pasuxi gavige biggrin biggrin aseti pasuxi tu eqneboda verc warmovidgendi xo da kide bolo dzaan magram momewona umagresi sityvebia happy happy snegurochka snegurochka


dodoთარიღი: შაბათი, 2011-01-15, 2:18 PM | შეტყობინება # 274

267
66  +
69  ±
   ±
Offline
happy happy happy happy au vai cudad var umagresi adamiani xa da unichieresi ramdeni kocana iyoo vaiiii:**** au eseigi es bolo tavi iyoo cry cry cry cry cry cry minaweri umagresi iyooo:*** is 30kalibriani 9 asoiani da iwyeba c ze kide ra magari iyoo eg gamocanaaaaa happy happy happy happy happy umagresi xar au vaiiii

elle____თარიღი: შაბათი, 2011-01-15, 3:13 PM | შეტყობინება # 275
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
მართლა ძაააააან ძააააააან ცუდად ვაააააააააარ ; ((((( ვაიმე ისეთი კაი თავი იყო რამის ვიტირეეეე : )) მეც ისე გამიხარდა რამის მეც დაკო ვყოფილიყავიიი : ))) ეს როგორც ყოველთვის ბედნიერი დასასრული იყო და ძააან მიხარია მაგრამ ძაააააააან მწყდება გული რომ ამთავრებბ... უკვე აღარც არმომიდგენია შეეენი ფიკების და მოთხრობების გარეშეეე.. : (( გთხოვ კიდე რამე სხვა დადეე რააააა : ((( ხო რაც შეეხება კიდე იმ ფიკს ის გამოცანა როგორც იქნა ამოიხსნაა : )) ^^^^ მე ნაღდათ ვერ მივხვდებოდიიი biggrin :D ყოჩააააააააააააააააააააააააააააააააააააააააღ საყვარელოოოო აი ძააააააააააააააააააალიან მაგარი ხარ , რაც შენთვის ხშირად მითქვააამსს : )) ძააააან ძააააააააააან ველოდები შენს შემდეგ შედევრსსსს : )))) იცოდე არ მიღალატო და რამე ახალი უნდა დადოოო თორე მოგკლააააააააავ biggrin :D :****************
აი აი უმაგრესიიიი ხაააააააააარრრრ :******** მიყვარხააააააააააააააააააააარრრრრ :********** შენი მუდმივი მკითხველი ვარ იცოდეეეე :***** აი ძაააააან მაგარიააა : ))) არ მესმის როგორ უნდა დაწერო ეს 14 წლის ასაკში :*** ყველაფერი ძალიან ლამაზად, საყვარლით , სიყვარულით იყო სავსეეე : ))))) ძაააააააააან ნიჭიერიიიიიიიიი ხაააააააააააააარ :****



Immortalთარიღი: შაბათი, 2011-01-15, 6:57 PM | შეტყობინება # 276
Floccinaucinihilipilification
341
66  +
   ±
Offline
vaimee ra magari iyo.. ar mindoda rom bolo yopiliyo... :S :S rato damtavrda ase male?? aii udzalianmagresi iyo tavidan bolomde da mixaria rom vkitxulobdi happy xo ici sheni pani var. tu kidev gaqvs rame dade raa siteze gtxxooovvv...


♥vampiressa♥თარიღი: შაბათი, 2011-01-15, 8:18 PM | შეტყობინება # 277
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
vaime anikoo, ra magariaaa happy dzaan sayvareli tavi iyo, davdni pirdapir. amaze uketes sachuqars verc gamiketebdi dab dgeze. dzalian dzalian kargi da sayvareli iyo. ai bolo minawers ki rac sheexeba arachveulebrivia, miyvarxar uzomod sixaruloo snegurochka snegurochka snegurochka


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

bella-vampireთარიღი: შაბათი, 2011-01-15, 9:35 PM | შეტყობინება # 278

842
83  +
   ±
Offline
AnasteishA, ანიიიიი. ვაიმე რა მაგარი იყოოოოო. აუ ზურა და დაკო რა მაგარი წყვილიაააა happy ძალიან თბილი და სიყვარულით სავსე თავი იყო. მათი ურთიერთობა კარგადაა გადმოცემული. ძალიან ლაღი და თავისუფალია... ვაიმეეეე როგორ მომეწონაააააა. გამოცანის პასუხი ასეთი თ უ იქნებოდა ვერც ვიფიქრებდი surprised biggrin ძალიან მაგარი იყო მართლააა. ბოლო სიტყვებიც ძალიან კარგი იყო. მართლა კარგი რჩევააა happy ვაიმეეეე როგორ მწყდება გული რომ დამთავრდააააა cry cry ეს თავი რომ დადე, მაშინვე წავიკითხე, მაგრამ სტუმრად მივდიოდი და ვერარ მოვახერხე დაკომენტარება. ჩემები კომპიუტერს მაგლიჯავდნენ biggrin biggrin უკვე იმდენჯერ გადავიკითხე ვეღარც ვითვლი. happy ანიი, იმას როდის დადებ? უკვე მივეჩვიე, რომ ყოველდღე შენი ნაწარმოებების ახალ-ახალ თავს ველოდები biggrin
აბაააა ველოდებით შენს ახალ ნაწეერს :* ძალიან მიყვარხარ და მართლა უნიჭიერესი ხააარრ snegurochka snegurochka snegurochka snegurochka snegurochka

soniaთარიღი: კვირა, 2011-01-16, 9:08 AM | შეტყობინება # 279

118
5  +
25  ±
   ±
Offline
AnasteishA, arc ki vici ra unda dagiwero imdenad momewona happy happy tavidan cota sataura damabnia amitom gadavwyvite jer bolomde dagedo da mere wamekitxa, didi dzalisxmeva damchira rom ar wamekitxa xolme.....mixaria rom movaxerxe, radgan ertbashad wakitxva ufro sasiamovno agmochnda...dzalian momewona chemshi emocia emocias cvlida sanam bolomde chavedi me chemi damemarta....yoveli tavis bolos ufro da ufro vrwmundebodi rom unichieresi adamiani xar....didi madloba rom ase lamazad wer da gvaxaliseb chvenc....warmatebebs gisuveb a imedia male vixilavt shen axal shemoqmedebas snegurochka snegurochka snegurochka

bachia_bachia555თარიღი: კვირა, 2011-01-16, 4:00 PM | შეტყობინება # 280

206
19  +
33  ±
   ±
Offline
vaime zaan sayvarlat dasrulda : ))))eh ra kargia siyvvaruli happy biggrin xo da kide is minaweric zaaan momewona ...martlac ro zaan chkvianuria:****(me exla wavikitxe, ori dgea erti suli maq rodis shemovidodi da wavikitxavdi da ai megirsa :D) snegurochka

☆AnasteishA☆თარიღი: კვირა, 2011-01-16, 5:24 PM | შეტყობინება # 281
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
gaixaret bavshvebo... ra sayvareli komentarebia, guli amichuyda... sayvarlebi xart dzalian da gulit miyvarxart. mixaria, rom am saitze shemovedi roca iyo da gagicanit... madloba, rom bolomde kitxulobdit... gaixareet
bella-bella, snegurochka :snegurochka: shemogevlee
dodo, chemi emociuriii... rogor ganicdidi am fikis damtavrebas... ar igelvo... shemdegi fikia rigshi biggrin snegurochka
Quote (elle____)
14 წლის ასაკში
15 biggrin biggrin biggrin hari ro usworebs im jurnalists cocxebis sakuchnaoshi ise gamomdis biggrin biggrin biggrin mara ar shevimchniot
Immortal, ki, maq da vapireb dadebas... madloba
natuka, happy happy happy shen titqmis yvelaferi winaswar icodi da kide rame efeqti tu qonda ar vici... mec miyvarxar
Quote (bella-vampire)
ანიი, იმას როდის დადებ?

ra IMAS? dry biggrin biggrin axals daviwyeb ai 20shi ro maq is gamocda mainc gadavagoro, bevri maq samecadino da ver daviwyeb aq weras jer da am gamocdis mere vecdebi daviwyo. mere pirvelshi maq bolo da imis mere mainc uechveli daviwyeb, mara vecdebi manamdec. madloba mag komentaristvis
sonia, shen magari xerxistvis migignia. ertad wakitxuls martla yoveltvis meti emocia aq rasac ar unda kitxulobde da mixaria rom mogwons... tvalshi maklda sheni komentarebi da ai, turme rashi yofila saqme biggrin snegurochka
bachia_bachia555, happy happy



☆AnasteishA☆თარიღი: კვირა, 2011-01-16, 5:32 PM | შეტყობინება # 282
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
ბავშვებო, მაინტერესებს თქვენი აზრი... ესეიგი, რა ხდება, ორი ფიკი მაქ დაწყებული, ერთი ძმაკაცობაზეა, მარა სერიოზული რამეა, რაღაც ტრუხა არ გეგონოთ biggrin მოკლედ, მეგობრობაზეა და რახან ხშირად ბიჭებს უფრო თავგანწირული მეგობრობა ახასიათებთ, ამიტო ბიჭების მეგობრობაზე მიწერია. მეორე შუასაუკუნეების ინგლისში მომხდარ სასიყვარულო ამბავზეა. თავიდან ბოლომდე ჩემი ფანტაზიაა და ასეთი რამ არ გამიგონია, რომ ვინმეს დაეწეროს, გინდ ცნობილ და გინდ უცნობ ავტორს... მგონი ახლა რასაც დავწერ, ეს უფრო მეტ ინტერესს გამოიწვევს და მეტყვით ინტრიგანი ხარო, მაგრამ წინასწარ ვამბობ, რომ ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი, მწამს ღმერთის და ა.შ. თუ ამ მეორეს დავდებ, იმედი მაქვს, ეჭვი არ გაგიჩნდებათ, რომ სატანისტი ვარ ან რაღაც ამდაგვარი...ნუ დაგავიწყდებათ, რომ ეს ჩემი ფანტაზიაა და ამ ფანტაზიას არც აქვს რეალურობის პრეტენზია. ვაზვიადებ აშკარად, არ შეგეშინდეთ, რაღაც სულელურ რიტუალებზე არაა, სიყვარულზეა ნამდვილად. მოკლედ, მე ვერ ავარჩიე, რომელი დავდო და თქვენ თუ გექნებათ სურვილი, კომენტარებში დაწერეთ რომელი გირჩევნიათ. ორივეს ვერ დავწერ ერთდროულად და რომელიც უფრო საინტერესოა თქვენთვის იმას დავწერ



შეტყობინება შეასწორა AnasteishA - კვირა, 2011-01-16, 5:59 PM

bella-vampireთარიღი: კვირა, 2011-01-16, 5:39 PM | შეტყობინება # 283

842
83  +
   ±
Offline
AnasteishA, is romelia me ro gogo unda shemecodos? biggrin biggrin tu ginda orive dade ertdroulad. me ar var winaagmdegi biggrin biggrin biggrin

♥vampiressa♥თარიღი: კვირა, 2011-01-16, 5:45 PM | შეტყობინება # 284
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
Quote (bella-vampire)
tu ginda orive dade ertdroulad. me ar var winaagmdegi

vaime es unda damewera exla biggrin martla an, orive dade. orives kai agwera gaukete da ver virchev romeli gitxra da modi da orive dade shenc biggrin



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

☆AnasteishA☆თარიღი: კვირა, 2011-01-16, 5:59 PM | შეტყობინება # 285
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
orives ver davdeb saqmes magashia. ver movaxerxeb orives weras. chemi goneba marto ertze mushaobas wvdeba. cot-cota maq dawyili da aq unda vwero xolme tan da orives ver movaxerxeb sad

ფორუმი » Fanfiction » საკუთარი შემოქმედება » 30 კალიბრიანია, 9ასოიანი და იწყება ც-ზე
ძებნა: