30 კალიბრიანია, 9ასოიანი და იწყება ც-ზე
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: ორშაბათი, 2010-12-27, 9:59 AM | შეტყობინება # 1 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| სახელწოდება: 30კალიბრიანია, 9ასოიანი და იწყება ც-ზე ავტორი: AnasteishA დისკლეიმერი: პერსონაჟებზე საავტორო უფლებები მეკუთვნის მე ჟანრი: კომედია, მელოდრამა სტატუსი: დასრულებულია
ავტორისგან: ეს არის ამბავი 15-16 წლის და-ძმაზე, მათ მხიარულებით, ხრიკებით, თანადგომით აღსავსე ცხოვრებაზე. ეს რომანი 15 წლის ასაკში დავწერე და მკითხველებს ვთხოვ, გაითვალისწინოთ ეს. ვფიქრობ, რომ ამ ასაკის, ან უფრო პატარები უფრო კარგად მიიღებთ ამ რომანს, რადგან ახლა რომ ვკითხულობ რაღაცეები არ მესმის მეთვითონ, მაგრამ თქვენხელა ალბათ, ასე ვფიქრობდი. ახლა კი, და-და-და-დააააამ!
თავი 1
თავი 2
თავი 3
თავი 4
თავი 5
თავი 6
თავი 7
თავი 8
თავი 9
თავი 10
თავი 11
თავი 12
თავი 13
თავი 14
თავი 15
თავი 16
თავი 17
თავი 18
თავი 19
თავი 20
თავი 21
თავი 22
თავი 23
თავი 24
თავი 25
თავი 26
თავი 27
თავი 28
თავი 29
თავი 30
თავი 31
თავი 32
თავი 33
გადმოსაწერი ლინკი
პირველი თავი
ჯანდაბა! ისევ დამაგვიანდა სკოლაში! მაღვიძარამ რატომ არ დარეკა? _დედაააა! მაღვიძარა შენ გამომირთე? _გამოგირთე? როდის დააყენე რომ გამომერთო? _ჯანდაბა! _წესიერად ილაპარაკე! და დროზე ჩაიცვი, დაგაგვიანდა! სწრაფად წამოვხტი და სკამზე სათუთად გადაფენილ სკოლის ფორმას ვეცი. სასწრაფოდ ჩავიცვი, თმები სარკეში ჩაუხედავად გავიკვანძე უკან ცხენის კუდივით, ჩანთას დავტაცე ხელი და ჰერი-ჰერი სკოლისაკენ! როგორც ყოველთვის, დამაგვიანდა! მასწავლებელს მშვენიერი ზღაპარიც ვაგემე, რომ დილით დედა ცუდად გახდა და სასწრაფოს მანქანით მისი საავადმყოფოში წაყვანა მოგვიხდა და მარტო ვერ გავუშვი, ამიტომ იძულებული გავხდი მეც გავყოლოდი. თან დავამატე, რომ არ გამოვრიცხავდი დედა ფეხმძიმედაც ყოფილიყო. ის იყო მასწავლებელმა თანაგრძნობით შემომხედა (ხანდახან მიმართლებს გულუბრყვილო მასწავლებლებში) და ჩემ ადგილზე მიმითითა დაჯექიო, რომ ჩვენი კლასის ყველაზე მეტიჩარა გოგომ, თამთამ ჩუმად ჩამისისინა: _დაკო, დედაშენი ისე ხშირად „ხდება“ ცუდად, ყველა ჯერზე თუ ფეხმძიმედ იყო, ახლა წესით მთელი საფეხბურთო გუნდი უნდა გყავდეთ სახლში,-ცბიერი ღიმილით დააბოლოვა. _ჰაჰა, რა ხუმარა ხარ!-დავეჯღანე თავხედს. _ერთხელაც იქნება დედაშენი გაიგებს რა ხშირად „ხდი ცუდად“ და მერე დახმარებისთვის ჩვენ არ მოგვმართო,-ეს ჩემი სამეგობროს ტვინიკოსა, სახელად ნინო იყო. _გაკვეთილს უსმინე!-მასწავლებელზე ვანიშნე თვალებით და ისეთი გამომეტყველება მივიღე, თითქოს იმ წუთში მისის „მჭევრმეტყველი იდიოტის“ ლექციაზე მეტად არაფერი მაინტერესებდა... _აბა, მოგვიყევი რა მოხდა?-მთხოვა ლანჩის დროს ჩემსავით გადარეულმა, ცალკიკინიანმა რუსამ. _დამეძინა!-გოგოებს სიცილი აუტყდათ. _ჰო, რა იყო, თქვენ არ დაგძინებიათ? _ნუ იბუტები. ნახე ვინ მოდის!-სიყვარულის საკითხებში გამოცდილმა სოფომ ჩემი ფავორიტისკენ გამახედა. _ააუ, რა ლამაზია ეს დამპალი!-აღმომხდა და თვალები მიმელულა მის დანახვაზე. ამ ბიჭზე მას შემდეგ ვაფრენ რაც იმ წელს შიდა სასკოლო ტურნირში ფეხბურთის ფინალში მის თამაშს ვუყურე. თავს რომ აიქნევდა და ოფლიან თმებს უკან გადაიყრიდა, მაგაზე ხომ სულ ვდებილდებოდი. ამის მერე მთელი კვირა გაშტერებული დავდიოდი. მოკლედ, ეს ბიჭი იდგა ჩემგან მოშორებით, გვერდულად და ვიღაცას (ბიჭს) ელაპარაკებოდა (მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ თურმე ეს „ბიჭი“ ჩემი ძმა იყო, მანამდე ჩემს რჩეულს ვუთვალთვალებდი, მეორისთვის სად მეცალა?!). _არა, შეხედეთ რა ლამაზი თითები აქვს! გრძელი, თხელი თითები და ლამაზად გაკეთებული ფრჩხილები... ჩემ ძმას კი არ ჰგავს ხერხით გადახერხილს რომ უგავს ხოლმე...-დავამატე. _უკვე ფრჩხილებზე გადავედით? მე მეგონა ფეხის ზომაზე ვიყავით გაჩერებულები,-დამცინა სოფომ. თვითონ საკმაოდ ხშირად იცვლიდა შეყვარებულებს მე კი პირველად მომწონდა სერიოზულად ვიღაც და მას ალბათ აკვირვებდა, რომ ეს „მოწონება“ ასეთი ძლიერი და მათი ტვინების წამღები იყო. _არა, მართლა ნახე!-არ მწყენია მისი ირონია. ეს ბიჭი მთლიანად მომწონდა, თავისი ვარცხნილობით დაწყებული და სავსებით ჩვეულებრივი ჩანთითა და სკეიტბორდით დამთავრებული. მის შავგვრემან სახეს, ლურჯ თვალებს და ვნებიან, ანც ტუჩებს ჭკუიდან გადავყავდი. ის კი მგონი, საერთოდაც ვერ მამჩნევდა. _ოეე, პირი დახურე, სირცხვილია...-მუჯლუგუნი მითავაზა რუსამ. ის იყო დახურვა დავაპირე, რომ შევამჩნიე არც მქონია ღია. გემრიელი ჩქმეტით ვუპასუხე. _არა, მაინც რა საქმე აქვს ნეტა ასეთი, შენს ძმასთან? _ვის? _ვის და შენ რომეოს! გაიღვიძეე!-შუბლზე მომიკაკუნა სოფომ. _ჩემი ძმა!-ახლაღა დავინახე ვის ელაპარაკებოდა სკოლის პოპულარული ბიჭი- სანდროს, ჩემ ძმას!-არაა, ნამდვილად ჩემზე ელაპარაკება! ალბათ უნდა უთხრას... ნუ... ნებართვა სთხოვოს, რომ მასთან ერთად გავატარო საღამო! ჰო, ნამდვილად მასე იქნება!-თვალები გამიბრწყინდა ჩემი აღმოჩენით გახარებულს და ფეხზე წამოდგომა დავაპირე (ოთხივე სკოლის ეზოში, ხის ჩრდილში ვისხედით გორაკზე), მაგრამ გოგოებმა უკან დამსვეს. _ან იქნებ უბრალოდ სანდროს სკეიტბორდის თხოვება უნდოდა?-შემომაპარა ნინომ. _რაა?-კიდევ ერთხელ გადავხედე ბიჭებს და დავინახე როგორ მისცა ჩემ ძმას სკეიტბორდი.-ო, არა! რატომ მაინცდამაინც მე? რა დავაშავე? რა დამსახურებისთვის მერგო ჩემი ძმისნაირი იდიოტი? _რას გულისხმობ? _იმას, რომ სახლში მისვლამდე 15-ჯერ მაინც წამაქცევს სანდრო იმ თავისი სკეიტბორდით. სუფთა ბავშვია რა! _შენზე ერთი წლით დიდია! _ბავშვია!-დავსვი ბეჭედი და გაბრაზებული წამოვდექი. დღეს მძიმე დღე გელის! მაგრად დადექი დაკო!
შეტყობინება შეასწორა AnasteishA - ორშაბათი, 2010-12-27, 10:16 AM | |
|
|
★Gvanca★ | თარიღი: პარასკევი, 2011-01-14, 1:51 PM | შეტყობინება # 256 |
Don’t hate the player, HATE the game!
883
Offline
| | |
|
|
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: პარასკევი, 2011-01-14, 6:13 PM | შეტყობინება # 259 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| 32-ე თავი _დაააკო!-საჭიროზე ხმამაღლა დამიძახა „ვიღაცამ“. გავშეშდი. მხრებში მოვიხარე, შემცივნულივით მოვიბუზე მისი რეაქციის მოლოდინში. „რა ჯანდაბამ გამოახედა აქეთ?“ გაბრაზებულმა გავიფიქრე. როგორც ჩანს, ჩემსკენ გამოიქცა, რადგან იმავწამს მხარზე ხელის შეხება ვიგრძენი... თვალები დავხუჭე. თითქოს ამეწვა კანი იმ ადგილას, სადაც შემეხო. მხარი შევიშმუშნე. მანაც მაშინვე აიღო ხელი. ოხ, რა ხასიათი მაქვს! რა მინდოდა? დებულიყო ის ხელი, რას მიშლიდა? თან ხომ ასე მსიამოვნებდა მისი სითბო? _ვიცოდი, რომ როცა იქნებოდა გნახავდი...-ისე ჩუმად თქვა, რომ მეც კი ძლივს გავიგონე. არაფერი ვუპასუხე, ასე ზურგშექცეული დიდხანს ვერ ვიდგებოდი, ამიტომ დროის გაჭიანურებას რა აზრი ჰქონდა? ნელა შემოვბრუნდი, ქვიშაზე მიპყრობილი თვალებით. მისი მზერა სახეს მიწვავდა და თვალის გასწორებას ვერ ვახერხებდი. სიჩუმე გაიწელა. _როგორ ხარ?-როგორც ჩანს მეტი ვერაფერი მოიფიქრა. ფანტაზიის სიჭარბეს არც მანამდე განიცდიდა. _ნორმალურად,-ძლივს ამოვიბლუკუნე. სამაგიეროდ, სპეციალურად არ შევუბრუნე იგივე კითხვა. _მოგწონს აქ, კარგად ერთობი?-ღმერთო, რა კითხვებია? თითქმის სულ დამეკარგა მასზე წარმოდგენა... რა შეხვედრაა და აქ როგორ ერთობიო მეკითხება. არაფერი მიპასუხია, მგონი ჩემმა გამომეტყველებამ საკმარისად გამოხატა იმედგაცრუება. _თვალს რატომ ვერ მისწორებ?-მკითხა ისევ. ამ შეკითხვამ გამაღიზიანა. გამოწვევასავით ჟღერდა და თუნდაც ასე არ ყოფილიყო, რა უნდა მეპასუხა? ნელა ავაყოლე მზერა და თვალებამდეც მივედი. მის თვალებში ჩახედვის შემდეგ, შეუძლებელი იყო მის გულწრფელობაში ეჭვი შეგპარვოდათ. _იცი, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ენა გადაყლაპე!-ლაღად გაიღიმა. ისევ დამცინის! _არაფერიც არ გადამიყლაპია!-ვერ ვიტან, როცა გაბუტულ ბავშვს ვემსგავსები. _კარგი, ჰო, ნუ იბუტები... მისმინე, სადმე გეჩქარება? წავიდეთ, სადმე დავსხდეთ, ვისაუბროთ... _მეჩქარება,-მოვუჭერი. მეთვითონაც არ ვიცი, რატომ. _ძალიან ძალიან?-აშკარად ერთობოდა ჩემს დაბნეულობაზე. _კარგად იყავი!-გაბრაზებული შემოვბრუნდი. საქმის ასე შემობრუნებას არ ელოდა. _მოიცა!-მკლავით დამიჭირა. მოვბრუნდი და თვალებში ავხედე უხმოდ. _ხვალ? ხვალ გეცლება?-სერიოზულად მკითხა. _არა, ხვალ სახლში ვბრუნდები,-წამოვროშე. ჩემმა პასუხმა გააკვირვა, მაგრამ მალევე მოეგო გონს. _კარგი, ერთად წავიდეთ!-კი არ შემომთავაზა, განაცხადა. _ასე უბრალოდ ადგები და ჩემი გულისთვის წამოხვალ?-ვერ შევძელი გაოგნების დამალვა. _დაკო, მე აქ შენ გამო ვარ!-მომახსენა. _რა?-მეგონა მომესმა. სანამ მაგას მეტყოდა დაბლა ვიყურებოდი, შემდეგ კი თვალებში ავხედე. _მთელი კვირაა აქ ვარ, მაგრამ ვერაფრით გიპოვე. როგორ ჩანს, დღეს გამიმართლა,-ჩემი გაკვირვებული სახე რომ შენიშნა, დაამატა.-ირაკლიმ მითხრა, რომ აქ წამოხვედით... _აა,-მეტი ვერაფრის თქმა ვერ შევძელი. _პლაჟზე მაინც გავისეირნოთ, კარგი?-ისეთი მავედრებელი თვალები ჰქონდა... მაგრამ: _უკვე გვიანია, ათასი გიჟი დაეხეტება ამ დროს...-გარშემო ხალხი მოვათვალიერე და უცებ შევკრთი. ფუ, რა სისულელე ვთქვი! მე ხომ ახლა ჩემს პირად მცველთან ვიყავი, ეს კი ნიშნავდა, რომ საფრთხე ნულის ტოლფასი იყო. როგორც ჩანს, დედაჩემის საზღვაო ინსტრუქციებიდან ერთ-ერთი განსაკუთრებით-რომ მზის ჩასვლის შემდეგ პლაჟზე არ მებოდიალა- საშვილიშვილოდ ჩამებეჭდა გონებაში. ზურას ჩემ ნათქვამზე გულწრფელად გაეცინა: _არ გრცხვენია, მაგას მე რომ მეუბნები? ბოლოსდაბოლოს, სხვა თუ არაფერი, ეგ ხომ მაინც დაგიმტკიცე, რომ როცა ჩემთან ხარ შეგიძლია თავი უსაფრთხოდ იგრძნო...-დაამატა სევდიანად. სადა ღიმილით გავიღიმე და პირველი გავუყევი ზღვისპირს, ისიც მალევე ამომიდგა მხარში. ერთხანს ჩუმად მივაბიჯებდით, მე თავდახრილი, ის ხანდახან გამომხედავდა ხოლმე. _რას იტყვი, კარგია აქ?-მკითხა ბოლოს. _მართლა გაინტერესებს თუ ისე მეკითხები?-ღიმილი ვერ შევიკავე. _ისე გეკითხები,-გაეღიმა მასაც. _მაშინ სანდროს ჰკითხე, ის უკეთეს დროს ატარებს აქ,-უხალისოდ ვუპასუხე. მერე კი რაღაც გამახსენდა.-დღეს ბევრი იხეტიალე ქალაქში? _კი. რაც ჩამოვედი, მას შემდეგ სულ დავხეტიალობდი ქალაქში შენს ძებნაში...-მის ბოლო ორ სიტყვას ყურადღება არ მივაქციე, ისე დავუსვი შემდეგი შეკითხვა. _ეგ არ მაინტერესებს. მე გეკითხები, დღეს თუ იყავი იქ... სადაც... _სად იქ?-გამაწყვეტინა. _...-ვიტრინებიან მაღაზიებჩამწკრივებული ქუჩის სახელწოდება ვუთხარი. _კი, ბარში ვიყავი მანდ ცოტა ხანი... ერთი კათხა ლუდი დავლიე...-გაიხსენა. გაკვირვებული გამომეტყველება ჰქონდა. მე გამარჯვებულის სახე მივიღე. ე.ი. ჰალუცინაციები არ მქონდა! ალბათ სხვა ქუჩაზე გადავიდა, სანამ სანდოს დავუძახებდი და იმიტომ ვეღარ დავინახეთ...-რატომ მკითხე?-დაინტერესდა. _დღეს გნახე მანდ... _მართლა?-აღფრთოვანდა. _ჰო, მაგრამ არაფერი მითხრა!-ხელები გავასავსავე. _არც ვაპირებდი. არც მქონდა იმედი, რომ თუ დამინახავდი, მოხვიდოდი...-გულდაწყვეტილი ჩანდა. _არადა ვაპირებდი...-წამომცდასავით. გახარებულმა შემომხედა, მზერა ავარიდე, აღარაფერი უთქვამს. _შენსკენ რა ხდება?-ვითომ ძალიან მაინტერესებდა. _ზრდილობის გულისთვის მეკითხები, თუ მართლა გაინტერესებს? _ერთიც და მეორეც. _თსუდ-ში დამაწინაურეს. _კიდევ ერთი წარმატებით დაგვირგვინებული საქმისთვის?-ცოტა ირონიულად გამომივიდა. _ჰო, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ... ანუ, რა თქმა უნდა, მიხარია, რომ არავინ დაშავებულა, მაგრამ ჩემმა პროფესიამ ჩემი სიყვარული შეიწირა...-არაფერი ვუპასუხე. რა მქონდა სათქმელი? რომ არაფერიც არ შეუწირავს და ყველაფერი კარგად იყო? არაა, ასე ადვილად გასატეხი არ ვიყავი. მომეჩვენა, რომ ნახევარი საათი უხმოდ მივაბიჯებდით და როგორც იქნა, ამოღერღა ბოლოს.-ისევ მიბრაზდები? _გიბრაზდები? მგონი არა. რახან ახლა აქ ვარ და გელაპარაკები, ე.ი. ბრაზმა გამიარა, მაგრამ რაც გააკეთე, იმას მაინც ვერ ვივიწყებ,-გულახდილად ვუთხარი. _გმადლობ...-პაუზის მერე მითხრა. გაოცებულმა შევხედე. _მადლობას რისთვი მიხდი? _იმისთვის, რომ მელაპარაკები და არ გარბიხარ. _შეიძლება გაგარტყა?-ვკითხე უცებ. _რა?-გაოგნდა. _გაგარტყავ, რომ რაც დამრჩა, იმ წყენამაც გამიაროს,-გაოცებულმა შემომხედა და მხრები აიჩეჩა. მაგ დროს უკვე გაჩერებულები ვიყავით. გაშლილი მარჯვენა ხელი მთელი ძალით მოვუქნიე და მარცხენა ლოყაზე მოვადენინე ტკლაცანი. თითები მეტკინა და დავიჭყანე. იმან ლოყაზე მიიდო ხელი, ჯერ კიდევ ვერ მოსულიყო გონს. გაოგნებული მიყურებდა. _მოგეშვა?-დაბნეულმა მკითხა და იმავ წამს მეორე ლოყაც გავუსილაქე მწარედ. _აი, ახლა კი მომეშვა!-ვუპასუხე. მძვინვარე და განცვიფრებული გამომეტყველებით მომაჩერდა. _ეს იმისთვის, რომ ჩემ სურათზე დგახარ,-ავუხსენი უდარდელად. მაშინვე გასწია ფეხი და ფრთხილად აიღო სურათი, რომელიც რამდენიმე წუთის წინ ჯიბიდან ამოუვარდა და დაუდევრობით ზედაც დააბიჯა. მე გზა გავაგრძელე. ლოყებაწითლებული გამომყვა...
შეტყობინება შეასწორა AnasteishA - პარასკევი, 2011-01-14, 6:25 PM | |
|
|
|
|
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: პარასკევი, 2011-01-14, 6:30 PM | შეტყობინება # 264 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| | |
|
|
bella-vampire | თარიღი: პარასკევი, 2011-01-14, 6:40 PM | შეტყობინება # 265 |
842
Offline
| | |
|
|
|
|
|
|
|