მეთვრამეტე თავი 15 წუთში უკვე ადგილზე ვიყავით. მთელი ეს დრო მე დემონსტრაციულად თავაწეული ვიყურებოდი გვერდითა ფანჯარაში. ბექა პირველი გადავიდა მანქანიდან, მე მაშინღა გამახსენდა ფეხსაცმელების ჩაცმა.
_გადმოდი, კიდე დიდხანს უნდა გელოდო?-თავზე დამადგა ბექა.
_მოიცა, ფეხსაც...-სიტყვის დასრულება არ მაცადა, წეღანდელივით გადმიკიდა მხარზე, თუმცე ფეხსაცმელების შეკვრა მაინც მოვასწარი. ამჯერად აღარ გამიწევია წინააღმდეგობა. ხელისგულს დავეყრდენი ნიკაპით, იდაყვი კი ბექას ზურგზე დავაბჯინე. სახლის ეზო ხალხით იყო გადაჭედილი, ყველა ჩვენ მოგვაჩერდა, მე კი არავისთვის არ მიმიქცევია ყურადღება. უაზრო, უინტერესო მზერით ვიყურებოდი პირდაპირ. სანამ სახლში არ შევედით, მანამდე არ ჩამომსვა ბექამ.
_აბა, რას იტყვი, შეგიძლია გაჩერება თუ მთელი საღამო ჩემს მხარზე უნდა გაატარო?
_წელი მეტკინა, დამსვი,-ვუთხარი ზრდილობიანად და მანაც ფრთხილად დამსვა.
_ბექა! აი, სად ყოფილხარ?! სად ხარ ამდენი ხანი?-ჩვენსკენ გამოემართა გვანცა, დიდის ამბით გადაკოცნა ჩემი „კავალერი“ და მერე გაკვირვებული მომაჩერდა.
_დაკო?!-ნაძალადევად გავუღიმე, აშკარად დაჭყანვა გამომივიდა.
_ჰო, მე ვთხოვე წამომყოლოდა,-გამშველებელივით ჩაგვიდგა შუაში ბექა.
_აა, შენ?-ისევ ბექას მიუბრუნდა გვანცა, თან მომხიბვლელად გაუღიმა.-ერთი წუთით რომ წაგართვა ბექა, ხომ არ გეწყინება?-მკითხა ვითომ ხუმრობით , თან პასუხს არც დალოდებია, ხელკავი გაუყარა ბექას და წასვლა დააპირა.
_არაა, სულ შენი იყოს! გჩუქნი!-მივაძახე, მაგრამ ამ დროს თვალებდაწვრილებული ბექა მომიბრუნდა. გვანცას გადაულაპარაკა:
_ერთი წუთით, რაღაც საქმე მაქვს დაკოსთან, გვანცა, მიდი შენ სტუმრებს მიხედე, მეც ახლავე შემოგიერთდები!-სასიამოვნოდ გაუღიმა, მერე მე ხელი ჩამავლო მკლავში და გვერდზე გამიყვანა.
_გვანცასთან ყოფნა რომ მდომოდა, შენ კი არ წამოგიყვანდი!
_ჩემთან რომ გდომოდა ყოფნა, გვანცასთან არ წამომიყვანდი!-ვუპასუხე.
_კარგი რა! რა მნიშვნელობა აქვს სად ვართ?! მთავარია, რომ ერთად ვართ.
_ნუ „მეკაიფები“!-ვუთხარი ყრუდ.
_არ „გეკაიფები“. წამო, ხალხში გავერიოთ და რამე დავლიოთ. გვანცას კი აღარ მისცე ჩემი წაყვანის ნება. მე რომ მეორე დავუსხლტე, უზრდელობაში ჩამეთვლება,-ხელი ჩამკიდა და ხალხში გავედით. ყველა რატომღაც ჩვენ მოგვაჩერდა. გავიფიქრე, რომ ბექას უყურებდნენ, ის ხომ სკოლაში პოპულარული ბიჭია? მაშინვე გამოვტაცე ხელი, კაბის კალთები დავიფერთხე და ყალბი ღიმილი მოვირგე სახეზე. ბექამ შემომხედა და თავი გადააქნია, ალბათ გაიფიქრა ამისგან მაინც არაფერი გამოვაო და ჩამილაპარაკა:
_აქ დამელოდე, სასმელს მოვიტან,-მეც მორჩილად გავჩერდი თითქმის ოთახის შუაგულში მარტო და აქეთ-იქით ყურება დავიწყე.
_დაკო?-გავიგონე კითხვა, შემოვბრუნდი და ირაკლიმ მხიარულად შესძახა:
_დაკო!
_ჰო, საკუთარი პერსონით!-გავუღიმე. მართლა გამეხარდა მისი დანახვა, ერთადერთი იყო იმ სახლში, ვინც არ მაღიზიანებდა.
_როგორა ხარ?-გადამეხვია და გადმკოცნა, რაზეც მე რეაქცია არ მქონია.
_ნორმალურად, შენ?
_ახლა უკვე კარგად. ძალიან გამიხარდა შენი ნახვა. ძალიან მინდოდა დამეპატიჟე, მაგრამ... ჰო, მართლა, აქ როგორ მოხვდი?
_ბექამ მომიყვანა.
_აა, ბექამ... ჰო, რა თქმა უნდა. წამო, ვიცეკვოთ!-ხელი ჩამავლო.
_დაკო, აიღე...-კოქტეილი გამომიწოდა ბექამ, რომელიც ღმერთმა უწყის საიდან გაჩნდა იმწამს იქ. ეჭვნარევი მზერა შეავლო ირაკლის ჩემს მკლავზე ჩაბღუჯულ ხელს.
_გმადლობ!-თავისთვის წამოღებული სასმელიც გამოვართვი და ერთი მე მოვსვი, მეორე ირაკლის გავუწოდე. ირაკლის გაეხარდა, ბექა გაიბერა...
_წამოდი, ჩემს მეგობრებს გაგაცნობ,-მითხრა ირაკლიმ. ბექას ტკბილად გავუღიმე და ისე გავყევი ირაკლის. ბექაც უკან აგვედევნა.
_შენები გირეკავენ,-ჩამჩურჩულა უკნიდან.
_რაა? მართლა?-გამეხარდა გულწრფელად.
_ჰო.
_იკა,-გავინაზე სპეციალურად.-ორ წუთში მოვალ და მერე გამაცანი მეგობრები, კარგი?-ვუთხარი და გამოვბრუნდი.
_კარგი, მაგრამ...-გაკვირვებული ირაკლი რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ ვინ აცადა? ჩქარი ნაბიჯით წავედი, ბექაც უკან მომყვა.
_“იკა“?-დამცინა ბექამ, არადა აშკარად გულნატკენი ჩანდა, რაც მე სულაც არ მწყინდა.
_ჰო, რა იყო, ეჭვიანობ?-გავუღიმე ირონიულად.
_სულაც არა.
_მით უკეთესი შენთვის. აი, შენი „გვანცულიც“ მოდის,-დავცინე.
_ბექა! ძლივს გიპოვე. სად ხარ ამდენი ხანი?
_მე... ისა...-ენა დაება ბექას.
_წამო, წამო, საქმე მაქვს...
_მაგრამ დაკოს...-გაიბრძოლა ისევ ბექამ.
_წაიყვანე, გვანცა, წაიყვანე. სწორედ ახლა მეუბნებოდა, რაღაც მაქვს სათქმელი გვანცასთვისო...-გავუღიმე გვანცას, ბექას თვალი ჩავუკარი და ირონიულად ჩავუცინე.-მე ირაკლისთან წავიჭორავებ ცოტას,-დავაყოლე და ირაკლისკენ შევბრუნდი.
_მერე... მმმ, შენები რომ გირეკავენ?-ძალით მიათრევდა გვანცა.
_შენ გგონია, დავიჯერე?-გამეცინა.
_მოხვედი?-მომეგება ირაკლი.
_აბა, ვინ უნდა გაგეცნო?
_ისეთი არავინ. წამო, ჯობია ვიცეკვოთ.
_კარგი,-ხელი გამოწვდილ ხელში ჩავუდე და საცეკვაოდ წავედით. ჩვენ რომ მივედით ზუსტად მაშინ ჩართეს წყნარი მელოდია. ირაკლიმ წელზე მომხვია ხელები, მე მხრებზე დავაწყვე თითები, მაგრამ შორი-შორს ვიდექით ერთმანეთისგან.
_ნუ იქაჩები უკან, არ ვიკბინები!-დამცინა ირაკლიმ და ოდნავ მივიწიე მისკენ.
_ძალიან ლამაზი ხარ!-თვალს არ მაშორებდა.
_გმადლობ!-შევიშმუშნე.
_ნუ მორცხვობ...-გამიღიმა, მე თავი დავხარე და ასე გავაგრძელე ცეკვა.-მისმინე... ბექა გიყვარს?-მეგონა მომესმა და თავი ავწიე, რომ სახეში შემეხედა. ის მშვიდად იდგა და სერიოზული სახით მიყურებდა. ცეკვა შევწყვიტეთ.
_არა, საიდან მოიტანე?! რა სისულელეა!-უარვყავი მაშინვე.
_იკა! ირაკლი!-მოისმა ძახილი.
_მეძახიან,-ჩაილაპარაკა უჩვეულოდ მოწყენილი ხმით.
_მეც შევამჩნიე...-ოდნავ გავიღიმე.
_ანუ... შენს და ბექას შორის... არაფერია?-ჩამეკითხა.
_გეძახიან!-გვანცაზე ვანიშნე, წესით მინიშნებას უნდა მიმხვდარიყო, რატომ მაბეზრებდა თავს?
_დამელოდები?-არ შეიმჩნია ჩემი რეპლიკა.
_არა... მაპატიე... უკვე გვიანია, სახლში უნდა დავბრუნდე,-იმედია გასაგებად მივახვედრე, რომ ჭკვიანად ყოფილიყო.
_კი, მაგრამ ახლახან არ...კარგი, როგორც გინდა. გამიხარდა შენი ნახვა,-ირაკლი გულდაწყვეტილი წავიდა. მეც დასევდიანებული დავრჩი ადგილზე.
_რაო?-თავზე წამომადგა ბექა.
_რა?
_რა გითხრა?
_ვინ?
_ირაკლიმ!
_ისეთი არაფერი, რატომ მეკითხები?-შეშფოთებული მეჩვენა ბექა.
_აბა, მასეთი სახე რატომ გაქვს?
_ჯერ იყო და ძალით წამომათრიე, მერე სადღაც გაქრი და ახლა მოულოდნელად გამომეცხადე...-გამეცინა. ბექასაც გულზე მოეშვა (ეს ნამდვილად არ მომჩვენებია, ჩემი თვალით დავინახე დაძაბული სახე როგორ წამებში გაებადრა). ხელი მომკიდა და ოთახის კუთხეში მიდგმული სავარძლებისკენ წამიყვანა, მე ოთახისკენ ზურგით დამსვა, თვითონ ჩემს წინ ჩამოჯდა, თან ჩემს ხელებს ეთამაშებოდა.
_გვანცას ეჭორავე?
_ძლივს დავიძვრინე თავი.
_ჰაჰა, რატო მერე? მშვენიერი წყვილი ხართ!-დავცინე.
_ეგ ხუმრობითაც აღარ თქვა!-დასერიოზულდა.
_რატომ? მშვენიერი გოგოა!-ვთქვი და თვალის კუთხით დავინახე ოთახში ვიღაც შემოვიდა, მივბრუნდი, რომ დამენახა, მაგრამ:
_მშვენიერი?-ბექამ სიცილი ატეხა და ლამის ჩაბჟირდა. საკმაოდ არაბუნებრივად მომეჩვენა მისი ეს საქციელი.
_ჰო, რა, არა?-გაკვირვებულმა ავათვალიერე.-ასეთი სასაცილო რა ვთქვი?-ბექამ გახედა როგორ გავიდა ოთახის ბოლოს მდებარე სხვა ოთახში ახალმოსული და შემდეგღა მომიბრუნდა დასერიოზულებული. მე თვალი მხოლოდ პიჯაკის ბოლოს შევასწარი, რომელიც კარს უკან მიიმალა. აშკარად უფროსი იყო, ალბათ გვანცას მამა.
_მასეთი გოგოები ჩემს გემოვნებაში არ ზის,-მიპასუხა სერიოზული ხმით ბექამ.
_მაშინებ!-გულწრფელად ვუთხარი.
_რატომ?-გაეღიმა.
_წუთის წინ გულიანად იცინოდი, მერე უცებ დასერიოზულდი...
_რა ვქნა, უცნაური ვარ... რა ე.ი. ჩემზე და გვანცაზე ეჭვიანობდი?
_რაა? არააა...-დავიჭყანე.
_როგორ არა!
_ა რ ა ! აი, შენ კი მართლა ეჭვიანობდი „იკაზე“...-გამეცინა.
_მართალი ხარ!
_რაა?
_ვეჭვიანობ ირაკლიზე. არ მსიამოვნებს, მის გვერდით რომ გხედავ...-არაა, რომ ეხუმრა აუცილებლად გაეღიმებოდა, ის კი თვინიერი თვალებით მიყურებდა და ჩემს პასუხს ელოდა.
_ჰოო?
_ჰო.
_რატომ?
_ვერ ხვდები?
_ვერა?!-უკვე საინტერესო ხდებოდა ეს წვეულება.
_მინდა მარტო ჩემი იყო...
_რაო რაო რაოო?-შევფუცხუნდი და წამოვდექი.-ჩემი წასვლის დროა. თუ შენ ნებას იბოძებ და გამიყვან ხომ კარგი, თუ არადა ფეხით წავალ.
_წავიდეთ... შენ თუ წახვალ, მე რაღა მინდა აქ... თან, როგორ გგონია, მარტო გაგიშვებ?-მოვუბრუნდი და თვალები დავუბრიალე. გზაში ხმა არ ამომიღია. არც იმას დაუძალებია. სახლს რომ მივუახლოვდით, მერე მკითხა:
_აბა, არაფერ იტყვი?
_კი: გმადლობ, რომ მომიყვანე,-კარებს დავეჯაჯგურე.
_მოიცა,-ხელი ხელზე დამადო.
_რა გინდა?-მისკენ შევბრუნდი.
_არ მინდოდა, ჩემი სიტყვებით შემეშინებინე...
_მოდი, მაგაზე ნუ ვილაპარაკებთ... მე უკვე დავივიწყე შენი ნათქვამი... შენც დაივიწყე.
_ანუ...?
_მოდი, ყველაფერი ისე დავტოვოთ, როგორც არის.
_კი მაგრამ, რატომ? დავიჯერო, არ მოგწონვარ?
_მმ... სერიოზული ურთიერთობისთვის მზად არ ვარ. ჯერ პატარა ვარ...-ვთქვი უსუსური, სულელი ბავშვივით.-ჯობია, რაღაცეებზე დავფიქრდები,-ვეცადე ნინოსავით დამეწყო, ასეთი ინტონაცია მხოლოდ მას ჰქონდა ხოლმე ჩემი დარიგებისას.-როცა შენი ნახვა ან შენთან დალაპარაკება მომინდება, მეთვითონ მოგძებნი ან დაგირეკავ. სანდროსთანაც ნუღარ მოხვალ ეს რამდენიმე დღე. კარგად იყავი...-ვთქვი და პასუხს აღარ დავლოდებივარ, მანქანიდან გადმოვედი და მხოლოდ მაშინ გავიგე მანქანის ძრავის ხმა, როცა კარი შიგნიდან ჩავკეტე.
_სად ხარ ამდენი ხანი?-მეცა სანდრო.
_შენი აზრით?-ფეხსაცმელები გავიძვრე.
_არ არსებობს!-აღფრთოვანებული მზერით მომჩერებია.
_რა გიხარია?
_ე.ი. შეყვარებულები ხართ?
_რაოოო?-გაკვირვებული მივაჩერდი.
_შენ და ბექა... რა, არა?
_არა! სისულელეებს მოეშვი, თორემ დედას ვეტყვი როგორი ძმაც მყავხარ!
_სსუ... ჩუმად!-ტუჩებზე თითი მიიდო სანდრომ.
_შენ გგონია, დამავიწყდა როგორ უბრძოლველად...
_აქ რა ხდება?-ჰოლში გამოვიდა დედა და მეც მაშინვე გავკმინდე ხმა.
_არაფერი,-დამასწრო სანდრომ.
_ჰოდა მაშინ ნუ ხმაურობთ, ნატუკას სიცხე აქვს და ძლივს ჩაეძინა. ამ სიტყვებით უკან შებრუნდა.
_ჩემზე რა უთხარი, სად არისო?
_ბექამ წაიყვანა გვანცას დაბ. დღეზე-მეთქი.
_რაა?
_ჰო, მართლა მასე ვუთხარი. თან დავამატე არ დაიგვიანებს-მეთქი და აღარაფერი უთქვია.
_ეს ქალი გადამრევს! ის მაინც იკითხა, რატომ დაიგვიანეო.
_როგორ გეკადრება! მის საყვარელ შვილიკოს სიცხე აქვს და დანარჩენებმა უკანა პლანზე გადავინაცვლეთ... თუმცა წინაზე როდის ვიყავით ნეტავ?
_მე წავედი, გამოვიცვლი...-კიბეებს ავუყევი.
_მოიცა! არ მეტყვი, ბექამ რა გითხრა?
_რა შენი საქმეა? რა ჭორიკანა დედაბერივით იქცევი?!
_უბრალოდ მაინტერესებს, როგორ „აბამენ“ ჩემს ამაყ და ახტაჯანა დაიკოს!-გაიკრიჭა სანდრო.
_ახლა დამეკარგე აქედან, თორემ ამაყ და ახტაჯანა დაიკოს გაჩვენებ!-დავემუქრე და არ ვიცი ცემმა მუქარამ გაჭრა თუ რა იყო, იმწუთშივე გავიდა მეორე ოთახში. მოვტრიალდი და ისევ კიბეებზე ავაბიჯე, კიბის თავში ნატუკას მოვკარი თვალი. მართლა სუსტად იყო, კიბის მოაჯირზე იყო დაყრდნობილი.
_ნატუკა? რატომ ადექი? დედამ ცუდადააო,-მოსიყვარულე დის როლი მოვირგე (პრინციპში, მართლა მეცოდებოდა).
_არა რა... ამისთანა დამპალი ძმა მეორე არ არსებობს... გაიგე, რა გააკეთა?
_რა?-გავიკვირვე.
_ჩემი საყვარელი სუნამო მოიპარა... ამბობს დავმალეო, მაგრამ მგონი გადააქცია და გავგიჟდები კიდეც! ხომ გახსოვს, 3 თვის ხელფასით ძლივს ვიყიდე! საიდანაც უნდა მომიტანოს!
_უკეთესს რას უნდა ელოდო მაგისგან?! ხომ გაიგონე მეც რეებს მეუბნებოდა?!-გავუღიმე.-წამოდი, დაწექი, უარესად არ გახდე.
_სანამ შენ წასული იყავი, რა ჩხუბი იყო აქ, იცი? კინაღამ შემომაკვდა ის უბედური. დაინახე, ჩემ დანახვაზე როგორ აორთქლდა?-გამომშრალი, დახეთქილი ტუჩები ღიმილმა გაუწელა. ვეტერან ამორძალს გავდა, სუსტს მაგრამ მაინც შეუპოვარს.
_ჰო, დავინახე... წამოდი, წამოდი...-თავის საწოლთან მივიყვანე და დავსვი. რომ დაწვა საბანი გადავაფარე. მერე ჩემს ოთახში გავედი და პიჟამა რომ ჩავიცვი, საშინელ ურჩხულად ვიგრძენი თავი.
დამატებულია (2011-01-05, 10:39 PM)
---------------------------------------------
dodo, aba raa, mec mase vfiqrob ro sworad moiqca, daka xeli! ai, axali taviic
bella-vampire, didxans lodini ar mogiwia