ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
ფორუმი » Fanfiction » საკუთარი შემოქმედება » 30 კალიბრიანია, 9ასოიანი და იწყება ც-ზე
30 კალიბრიანია, 9ასოიანი და იწყება ც-ზე

☆AnasteishA☆თარიღი: ორშაბათი, 2010-12-27, 9:59 AM | შეტყობინება # 1
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
სახელწოდება: 30კალიბრიანია, 9ასოიანი და იწყება ც-ზე
ავტორი: AnasteishA
დისკლეიმერი: პერსონაჟებზე საავტორო უფლებები მეკუთვნის მე
ჟანრი: კომედია, მელოდრამა
სტატუსი: დასრულებულია

ავტორისგან: ეს არის ამბავი 15-16 წლის და-ძმაზე, მათ მხიარულებით, ხრიკებით, თანადგომით აღსავსე ცხოვრებაზე. ეს რომანი 15 წლის ასაკში დავწერე და მკითხველებს ვთხოვ, გაითვალისწინოთ ეს. ვფიქრობ, რომ ამ ასაკის, ან უფრო პატარები უფრო კარგად მიიღებთ ამ რომანს, რადგან ახლა რომ ვკითხულობ რაღაცეები არ მესმის მეთვითონ, მაგრამ თქვენხელა ალბათ, ასე ვფიქრობდი. ახლა კი, და-და-და-დააააამ!


თავი 1

თავი 2

თავი 3

თავი 4

თავი 5

თავი 6

თავი 7

თავი 8

თავი 9

თავი 10

თავი 11

თავი 12

თავი 13

თავი 14

თავი 15

თავი 16

თავი 17

თავი 18

თავი 19

თავი 20

თავი 21

თავი 22

თავი 23

თავი 24

თავი 25

თავი 26

თავი 27

თავი 28

თავი 29

თავი 30

თავი 31

თავი 32

თავი 33

გადმოსაწერი ლინკი


პირველი თავი

ჯანდაბა! ისევ დამაგვიანდა სკოლაში! მაღვიძარამ რატომ არ დარეკა?
_დედაააა! მაღვიძარა შენ გამომირთე?
_გამოგირთე? როდის დააყენე რომ გამომერთო?
_ჯანდაბა!
_წესიერად ილაპარაკე! და დროზე ჩაიცვი, დაგაგვიანდა!
სწრაფად წამოვხტი და სკამზე სათუთად გადაფენილ სკოლის ფორმას ვეცი. სასწრაფოდ ჩავიცვი, თმები სარკეში ჩაუხედავად გავიკვანძე უკან ცხენის კუდივით, ჩანთას დავტაცე ხელი და ჰერი-ჰერი სკოლისაკენ!
როგორც ყოველთვის, დამაგვიანდა! მასწავლებელს მშვენიერი ზღაპარიც ვაგემე, რომ დილით დედა ცუდად გახდა და სასწრაფოს მანქანით მისი საავადმყოფოში წაყვანა მოგვიხდა და მარტო ვერ გავუშვი, ამიტომ იძულებული გავხდი მეც გავყოლოდი. თან დავამატე, რომ არ გამოვრიცხავდი დედა ფეხმძიმედაც ყოფილიყო. ის იყო მასწავლებელმა თანაგრძნობით შემომხედა (ხანდახან მიმართლებს გულუბრყვილო მასწავლებლებში) და ჩემ ადგილზე მიმითითა დაჯექიო, რომ ჩვენი კლასის ყველაზე მეტიჩარა გოგომ, თამთამ ჩუმად ჩამისისინა:
_დაკო, დედაშენი ისე ხშირად „ხდება“ ცუდად, ყველა ჯერზე თუ ფეხმძიმედ იყო, ახლა წესით მთელი საფეხბურთო გუნდი უნდა გყავდეთ სახლში,-ცბიერი ღიმილით დააბოლოვა.
_ჰაჰა, რა ხუმარა ხარ!-დავეჯღანე თავხედს.
_ერთხელაც იქნება დედაშენი გაიგებს რა ხშირად „ხდი ცუდად“ და მერე დახმარებისთვის ჩვენ არ მოგვმართო,-ეს ჩემი სამეგობროს ტვინიკოსა, სახელად ნინო იყო.
_გაკვეთილს უსმინე!-მასწავლებელზე ვანიშნე თვალებით და ისეთი გამომეტყველება მივიღე, თითქოს იმ წუთში მისის „მჭევრმეტყველი იდიოტის“ ლექციაზე მეტად არაფერი მაინტერესებდა...
_აბა, მოგვიყევი რა მოხდა?-მთხოვა ლანჩის დროს ჩემსავით გადარეულმა, ცალკიკინიანმა რუსამ.
_დამეძინა!-გოგოებს სიცილი აუტყდათ.
_ჰო, რა იყო, თქვენ არ დაგძინებიათ?
_ნუ იბუტები. ნახე ვინ მოდის!-სიყვარულის საკითხებში გამოცდილმა სოფომ ჩემი ფავორიტისკენ გამახედა.
_ააუ, რა ლამაზია ეს დამპალი!-აღმომხდა და თვალები მიმელულა მის დანახვაზე. ამ ბიჭზე მას შემდეგ ვაფრენ რაც იმ წელს შიდა სასკოლო ტურნირში ფეხბურთის ფინალში მის თამაშს ვუყურე. თავს რომ აიქნევდა და ოფლიან თმებს უკან გადაიყრიდა, მაგაზე ხომ სულ ვდებილდებოდი. ამის მერე მთელი კვირა გაშტერებული დავდიოდი. მოკლედ, ეს ბიჭი იდგა ჩემგან მოშორებით, გვერდულად და ვიღაცას (ბიჭს) ელაპარაკებოდა (მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ თურმე ეს „ბიჭი“ ჩემი ძმა იყო, მანამდე ჩემს რჩეულს ვუთვალთვალებდი, მეორისთვის სად მეცალა?!).
_არა, შეხედეთ რა ლამაზი თითები აქვს! გრძელი, თხელი თითები და ლამაზად გაკეთებული ფრჩხილები... ჩემ ძმას კი არ ჰგავს ხერხით გადახერხილს რომ უგავს ხოლმე...-დავამატე.
_უკვე ფრჩხილებზე გადავედით? მე მეგონა ფეხის ზომაზე ვიყავით გაჩერებულები,-დამცინა სოფომ. თვითონ საკმაოდ ხშირად იცვლიდა შეყვარებულებს მე კი პირველად მომწონდა სერიოზულად ვიღაც და მას ალბათ აკვირვებდა, რომ ეს „მოწონება“ ასეთი ძლიერი და მათი ტვინების წამღები იყო.
_არა, მართლა ნახე!-არ მწყენია მისი ირონია. ეს ბიჭი მთლიანად მომწონდა, თავისი ვარცხნილობით დაწყებული და სავსებით ჩვეულებრივი ჩანთითა და სკეიტბორდით დამთავრებული. მის შავგვრემან სახეს, ლურჯ თვალებს და ვნებიან, ანც ტუჩებს ჭკუიდან გადავყავდი. ის კი მგონი, საერთოდაც ვერ მამჩნევდა.
_ოეე, პირი დახურე, სირცხვილია...-მუჯლუგუნი მითავაზა რუსამ. ის იყო დახურვა დავაპირე, რომ შევამჩნიე არც მქონია ღია. გემრიელი ჩქმეტით ვუპასუხე.
_არა, მაინც რა საქმე აქვს ნეტა ასეთი, შენს ძმასთან?
_ვის?
_ვის და შენ რომეოს! გაიღვიძეე!-შუბლზე მომიკაკუნა სოფომ.
_ჩემი ძმა!-ახლაღა დავინახე ვის ელაპარაკებოდა სკოლის პოპულარული ბიჭი- სანდროს, ჩემ ძმას!-არაა, ნამდვილად ჩემზე ელაპარაკება! ალბათ უნდა უთხრას... ნუ... ნებართვა სთხოვოს, რომ მასთან ერთად გავატარო საღამო! ჰო, ნამდვილად მასე იქნება!-თვალები გამიბრწყინდა ჩემი აღმოჩენით გახარებულს და ფეხზე წამოდგომა დავაპირე (ოთხივე სკოლის ეზოში, ხის ჩრდილში ვისხედით გორაკზე), მაგრამ გოგოებმა უკან დამსვეს.
_ან იქნებ უბრალოდ სანდროს სკეიტბორდის თხოვება უნდოდა?-შემომაპარა ნინომ.
_რაა?-კიდევ ერთხელ გადავხედე ბიჭებს და დავინახე როგორ მისცა ჩემ ძმას სკეიტბორდი.-ო, არა! რატომ მაინცდამაინც მე? რა დავაშავე? რა დამსახურებისთვის მერგო ჩემი ძმისნაირი იდიოტი?
_რას გულისხმობ?
_იმას, რომ სახლში მისვლამდე 15-ჯერ მაინც წამაქცევს სანდრო იმ თავისი სკეიტბორდით. სუფთა ბავშვია რა!
_შენზე ერთი წლით დიდია!
_ბავშვია!-დავსვი ბეჭედი და გაბრაზებული წამოვდექი. დღეს მძიმე დღე გელის! მაგრად დადექი დაკო!


შეტყობინება შეასწორა AnasteishA - ორშაბათი, 2010-12-27, 10:16 AM

saaaliთარიღი: ხუთშაბათი, 2011-01-06, 8:11 PM | შეტყობინება # 136
Life sucks either way
990
39  +
85  ±
   ±
Offline
AnasteishA, sazizgari sandro magram zogjer sayvareli aris xolme biggrin yochag dakos karg ragacas upirebs tavis das romelic namdvilad imsaxurebs rac mouva.. dzalian mainteresebs shemdegi tavi darwmunebuli var bevrs vixaliseb biggrin mokled esee gaagdzele chemo kargo Mweralo bavshvo happy happy happy

www.caribbeanpirate.ucoz.com

www.gossipgirl.ucoz.org

☆AnasteishA☆თარიღი: ხუთშაბათი, 2011-01-06, 8:41 PM | შეტყობინება # 137
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
მე-20 თავი

ჩემს ოთახში ავედი და გაკვეთილებს ჩავუჯექი. თვალი მოვკარი ჩემი კარის წინ ჩრდილმა როგორ გაიარა. ოდნავ გამოვაღე კარი და დავინახე როგორ მიიპარებოდა ბექა დერეფანში. გამიკვირდა.
_ბექა! რას აკეთებ?-ჩურჩულით ვკითხე. იმხელაზე შეხტა, შემეშინდა.
_და...დაკო...-ენა დაება.-მე...მე უბრალოდ, სააბაზანოში მინდოდა შესვლა...
_სტუმრების სააბაზანო ქვემოთაა. შენ კი აქ მოიპარებოდი. რომ არ გიცნობდე, ქურდი მეგონებოდი,-ვუთხარი გულახდილად.
_მე... სანდრომ მითხრა ზემოთ ადიო... აქ კი... შენი და დავინახე სააბაზანოში... უხერხულ პოზაში და... არ მინდოდა შემერცხვინა... ჩუმად მინდოდა გაპარვა...
_ნატუკა?-გამიკვირდა. ბექას დაბნეული ლაპარაკი ეჭვს ბადებდა ჩემში.
_ჰო.
_კარგი...-მშვიდად ვუთხარი.-წამოდი, მე გაჩვენებ აბაზანას,-და პირველ სართულზე ჩავიყვანე. უკან რომ ვბრუნდებოდი, მაშინ გამოვიდა ნატუკა თავისი ოთახიდან და სააბაზანოში შევიდა...
მერე კიდევ რამდენჯერმე დავფიქრდი მომხდარზე, მაგრამ ახსნა ვერ მოვუზებნე ბექას საქციელს.

[size=12][color=green]_დაკო!-დედა მეძახის.
_ჰააა.
_ჰა კი არა, ჩამოდი!-ზლაზვნით წამოვდექი და დაბლა ჩავედი.
_მე ინგასთან მივდივარ, ბიძაშენის დაბადების დღეზე დაგვპატიჟეს. მამაც პირდაპირ იქ მოვა. შეიძლება ცოტა შეგვაგვიანდეს და ნუ დაგველოდებით. იცოდე, შენი იმედი მექნება. ნატუკას მიხედე, თუ რამე დასჭირდება მიეხმარე. ზღარ... ფუჰ, მეც თქვენს ჭკუაზე გადამიყვანეთ, ლიზის 9... 10 საათზე ყველა ვარიანტში უნდა ეძინოს, გასაგებია?
_არის, კაპიტანო!-გახალისებულმა ჯარისკაცივით მივიდე შუბლზე ხელი.
_ნეტავ, რა გიხარია ასე ძალიან?-ჩაილაპარაკა დედამ და კარი გაიხურა.
_ბედიც ამას ჰქვია!-ჩავილაპარაკე გახარებულმა. ყველაფერი ჩემი გეგმის სასარგებლოდ ხდებოდა. ერთი ის იყო, ჩემ საყვარელ ზღარბუნიას 9-ზე კი არა, 8 საათზე მოუწევდა დაძინება... ინგა ჩემი მამიდა იყო, კობა მისი ქმარი და მე იმ საღამოს გულში დავლოცე ისინი, რომ ჩემ გეგმას უნებურად ხელს უწყობდნენ.
_მოვიდა!-ოთახში შემოვარდა ბექა!
_რა? სადაა?-ავფორიაქდი.
_მანქანა დავინახე თუ არა, გამოვვარდი.
_კარგი! ხომ ყველაფერი კარგად გახსოვს? ჩვენს გეგმაში მხოლოდ ის შეიცვალა, რომ ჩემი მშობლები ხელს აღარ შეგვიშლიან.
_აუუ... დაკო! არ შემიძლია რა... სანდროს შენ დააჯერებ მერე, რომ ეს შენი გულისთვის გავაკეთე?
_მორჩი, მორჩი! მე გთხოვე და შენ დამთანხმდი. უკან დასახევი გზა აღარ გვაქვს. რეკავს! წავალ, გავუღებ,-კარისკენ წავედი.
_ლაშა? არ გელოდით... ნატუკას არ უთქვამს, რომ...-მგონი ბუნებრივად გამომივიდა.
_ჰოო... საით არის?-ოთახში შემოაბიჯა.
_წევს, თავის ოთახშია...-კიბისკენ გაემართა ლაშა.-მოიცა, მოიცა, საით გაგიწევია?-მხარში მოვებღაუჭე.-ავალ, ვეტყვი, რომ მოხვედი. გამოეწყობა და ჩამოვა.
_კაარგი...-გაუკვირდა ლაშას ჩემი თავაზიანობა. იმ ერთადერთხელ, როცა ვნახე მაინცდამაინც ზრდილობით არ გამოვირჩეოდი მის მიმართ.
_აქეთ წამოდი!-სასტუმრო ოთახში შევიყვანე.
_ეს ბექაა, სანდროს მეგობარი. ბექა, ეს ლაშაა ნატუკას...მმ... „მეგობარი“. მე წავალ ნატუკას ვეტყვი, რომ მოხვედი,-ვთქვი და ოთახიდან გამოვიპარე.
_15 წუთი...-ჩავილაპარაკე ბექას გასაგონად. იმან ოდნავ დამიქნია თავი.
_რა?-იკითხა ლაშამ.
_რა მოხდა?-მოვუბრუნდი.
_მომეჩვენა, რაღაც 15 წუთიო...
_მოგეჩვენა...-გავუღიმე და კარი გავიხურე. გარაჟისკენ გავვარდი, სანდრო გზაში შემხვდა.
_ბექა სად დაიკარგა? ამდენი ხანი რა წყალს სვავს?
_სანდროო, შეგიძლია ზღარბი დააძინო? ბექას მინდა დაველაპარაკო. დედამ დაიბარა 9-ზე დააძინეთო.
_მერე ჯერ რა დროს 9 საათია? 8 არ გამხდარა?!
_რა 8 არ გამხდარა, კარგად ხარ?! შეხედე!-დერეფანში ტელეფონის მაგიდაზე დადგმულ საათს წამოვავლე ხელი.
_9-ს აკლია 10 წუთი? კი, მაგრამ... ჩემ საათზე ახლა ხდება 8!-გაოგნდა სანდრო.
_ალბათ ელემენტი დაუჯდა...-ვუთხარი უდარდელად.
_რომ მუშაობს?!-ყურთან მიიდო მაჯის საათის ციფერბლატი.
_არ ვიცი, ჩამორჩა ალბათ. მიდი რა ლიზისთან, დედას და მამას ოთახში იქნება.
_კარგი!-ლმობიერად გამიღიმა სანდრომ და კიბეს აუყვა.
_კიდევ კარგი, საათის გადაწევა არ დამავიწყდა!-სამზარეულოში შევედი. იქ, როგორც ვფიქრობდი, ბექა დამხვდა. დაბალ, მუცელგამობერილ ჭიქებში რომი ჩაესხა.
_სად ხარ ამდენ ხანს? წამალი ვერ ვიპოვე! თან ძლივს დავითანხმე დალევაზე,-აჩურჩულდა.
_ხომ გითხარი, ზედა კარადა, ციცქნა სამარილე!-პატარა შუშის ფლაკონივით რაღაც გამოვიღე და მასში არსებული ფხვნილი მთლიანად ჩავცალე ერთ-ერთ სასმისში.
_რა ამბავია! ცხენის დოზა ჩაყარე!
_მიდი, მიდი! ისეთი სადღეგრძელო შესთავაზე, რომ ბოლომდე დალიოს!
_კარგი!-უხალისოდ დამეთანხმა და ლაშასთან დაბრუნდა. მე მაღლა გავემართე, ჯერ სანდრო შევამოწმე, ლიზის ეჯდა სასთუმალთან და რაღაცას უყვებოდა, ისიც თვალებგაფართოებული მისჩერებოდა. მერე ნატუკასთან შევედი.
_ნატ, გძინავს?-სიბნელე იყო, შუქი არ ამინთია.
_არა, შემოდი. უბრალოდ ვფიქრობდი. ხომ იცი, სიბნელეში და სიწყნარეში ფიქრი მიყვარს,-სრულიად გამოჯანსაღებული, ჩვეული ხმა ჰქონდა.
_ჰოო... იცი... აქ ლაშაა... დაბლა...
_ლაშა?-წამოიძახა ნატუკამ. მაშინვე აანთო ღამის ნათურა და საწოლზე წამოჯდა.
_ჰო, შენ არ შერიგებიხარ?
_არა! მაგის დანახვაც არ მინდა!
_ისე, მეც გამიკვირდა... შენ არც უხსენებიხარ, მაშინვე ბექა იკითხა.
_ბექა? ვინ ბექა?
_სანდროს მეგობარია ერთი... დღეს აქ რჩება. სანდრომ სთხოვა...
_არ ვიცოდი ლაშა სანდროს მეგობრებს თუ იცნობდა...
_როგორც ჩანს, კარგად იცნობენ ერთმანეთს... ლაშამ დაინახა თუ არა ბექა, ჩაეხუტა...
_ჩაეხუტა?-უაღრესად გაოცებულმა ამომხედა ნატუკამ.
_ჰო...-გულუბრყვილოდ ვუპასუხე. საწოლიდან ადგა და ხალათი მოიცვა.
_სად მიდიხარ?-წინ გადავუდექი.
_როგორ გაბედა იმ ყველაფრის შემდეგ ჩემ სახლში მოსვლა?
_... მაგრამ თუ შენთან არ მოსულა?
_რას ნიშნავს, ჩემთან არ მოსულა?
_როგორც ჩანს, ბექასთან მოვიდა.
_რაღაც არ მახსოვს, მისთვის ჩემი მისამართი მეთქვას... არა, როგორ მომაგნო?-ჩემი ნათქვამი არც გაუგონია, თავისი გააგრძელა.
_ალბათ არც მოსულა შენთან! მგონი ბექასთან მოვიდა!-ხმას ავუწიე და შევეცადე გარკვევით მეთქვა.
_ბექასთან? არ მჯერა!-თქვა მკვახედ.-გამატარე...-გვერდზე მიმწია და ჩქარი ნაბიჯით გავიდა დერეფანში. მეც მას მივყევი, კიბეებზე სწრაფად ჩაირბინა. სასტუმრო ოთახის კარებთან გაჩერდა, თმები შეისწორა და გრაციოზულად შეაღო კარი. გაოცებული სახით მომიბრუნდა:
_აქ არავინ არაა.
_არა?-მის მხარს ზემოთ ფეხისწვერებზე აწეულმა შევიხედე ოთახში.
_ვა, სად წავიდნენ ნეტა?-ვთქვი გაკვირვებულმა. ნატუკას ეჭვით დაუვიწროვდა თვალები.
_“გამეკაიფე“?-ლამის ლაწირაკოც დამიძახა, მაგრამ დროზე შეიკავა თავი.-ჩემი ტელეფონი! აი, თურმე სად ყოფილა! რამდენი ვეძებე!-ხელი სტაცა ტელეფონის მაგიდაზე დასვენებულ მობილურს.
_რა „გაგეკაიფე“? წავიდენ ალბათ. მე მასეთ რაღაცეებზე არ ვხუმრობ...-წინადადების დასრულება ვერ მოვასწარი, რომ საშინელი მსხვრების ხმა გაისმა.
_რა ხდება?-დაბნეულმა მიმოიხედა. მსხვრევა გრძელდებოდა.
_ტუალეტიდან ისმის!-საბაზანოსკენ გავიქეცი. ნატუკაც მომყვა. სახელური ჩამოვწიე-კარი არ გაიღო. მუშტები დავუშინე ხის მასიურ კარს. ნატუკაც ამყვა. დაცემის ხმა გაისმა და სიჩუმე ჩამოწვა.
_რა ხდება? ვერაფერი გავიგე,-ვთქვი და ყვირილი გავაგრძელე.-გააღეთ! ახლავე გააღეთ!-კარი გაიღო.
_აქ... აქ რა მოხდა?-გაოგნებულმა შევაბიჯე ოთახში: იქაურობა დამტვრეული იყო, სარკე ჩალეწილი, უნიტაზი და პირსაბანი ნიჟარა ადგილ-ადგილ ჩამომტვრეული... სავარცხელი, კბილის პასტა, პირსახოცები, სხვადასხვა სახის კრემები, კბილის ჯაგრისი ირგვლივ იყო მიმოფანტული. ცარიელ აბაზანაში კი კეფაგასისხლიანებული ეგდო ლაშა. ბექა ტანსაცმელშემოხეული, თმაგაბურძგნული, წარბგახეთქილი და დამფრთხალი იდგა კარებთან.
_რა მოხდა??-მე ბექას მივვარდი, ნატუკა ლაშას.
_მას... მას...მმმმ.... ჩემი გაუპატიურება უნდოდა... მე უბრალოდ... თავს ვიცავდი...-საოცარი სანახავი იყო, დაკუნთული, მხარბეჭიანი ბექა საკუთარი ლამის-გაუპატიურების ამბავს დამფრთხალი როგორ ყვებოდა.-მართლა არ მინდოდა რამე დამეშავებინა... არ ვიცოდი, გეი თუ იყო, თორემ ახლოს არ გავეკარებოდი...
_ლაშა! ლაშა! რა მოგივიდა?-ჩასძახოდა ნატუკა ლაშას და სახეზე ფრთხილად უსვამდა ხელს. „გეი“-ს გაგონებაზე შეძრწუნებული სახით მოგვიბრუნდა.-რას ნიშნავს გეია? თქვენ ხომ არ გაგიჟდით?
_მებდღვნა და ძლივს გავინთავისუფლე თავი... ნამდვილი მანიაკია... ჯერ ვერ მივხვდი რა უნდოდა... რას მერჩოდა... მაგრამ მერე...
_გაჩუმდი! ახლავე გაჩუმდი! აღარაფერი თქვა!-აბაზანის წინ დაჩოქილი ნატუკა ფეხზე წამოხტა და სააბაზანოდან გავარდა.
_მგონი ზედმეტი მოგივიდა... უნიტაზის ჩამომტვრევა ჩხუბის დროს, ცოტა ფანტასტიკა ხომ არაა?-ვუჩურჩულე ბექას.
_რას გეტყვი, იცი? რაც გავაკეთე, იმაზეც მადლობელი იყავი! ისედაც თავი მეზიზღება იმის გამო, რაც ვთქვი და რაც გავაკეთე...-პირი გავაღე საპასუხოდ, მაგრამ სანდრო შემოიჭრა ოთახში და შეშინებულმა დაამუხრუჭა სარკის ნამსხვრევებზე.
_ეს რა... რა უბედურებაა? მგონი სახლი შემეშალა...-წასასვლელად შებრუნდა.
_მოიცა, რა დროს ეგაა!-მკლავში წავავლე ხელი.-ბექას მიეხმარე ლაშას ამოყვანაში.
_ლაშა? რა მოუვიდა?-აბაზანასთან მივიდა და ხელებში ჩაავლო ხელი ლაშას, ბექამ ფეხებში და სააბაზანოდან გამოიყვანეს. სასტუმრო ოთახისკენ გავუძეხი და დივანზე მივუთითე:
_აქ დააწვინეთ,-მუცელზე დააწვინეს. მე პირსახოცით შევუდექი „სისხლის“ მოწმენდას.
_არ იტყვით რა მოხდა?
_არაფერი არ მომხდარა, თავი დაარტყა,-დამასწრო ბექამ.
_შენ წარბი დაარტყი, არა? ნეტა ხედავდე, რას გავხარ!-შეამკო სანდრომ.
_არა, მე ნამსხვრევებზე წავიქეცი.
_იცი რაა? გუშინ არ დავბადებულვარ, რომ ეგ ნაბოდვარი დავიჯერო... თუ არ გინდათ მითხრათ, თქვით.
_მოგვიანებით ყველაფერს მეთვითონ მოგიყვები, კარგი?-ვუთხარი სანდროს, ბექას შევხედე და თავი დავუქნიე იმის ნიშნად, რომ მართლა სიმართლის თქმას ვაპირებდი სანდროსთვის.
_ოღონდ მართლა სიმართლე უნდა უთხრა!-გამაფრთხილა ბექამ.
_ჰო, აბა რა!-ვუთხარი.-სახვევებს მოვიტან,-ვთქვი და ბექას რაღაცის სათქმელად დაღებული პირისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, ზემოთ ავირბინე, სააბაზანოდან აფთიაქი ჩამოვარბენინე და სპირტიანი ბამბა მოვუსვი წითელსითხიან ადგილზე.
_რა დღეშია ხედავთ? სპირტით მოწმინდე და რეაქცია ნოლი. მე ერთი მეტრის რადიუსში რომ მომიტანო სპირტიანი ბამბა ჭრილობასთან, თავქუდმოგლეჯილი გავრბივარ,-გაკვირვებულმა თქვა სანდრომ.
_ჰო, შენი „სიმამაცის“ ამბავი ყველამ იცის,-ვუკბინე.
_შენ ვის ეუბნები...-ჩემი „სიმამაცეების“ მოყოლას აპირებდა, როცა წამოვიძახე:
_ტომატი რაღამ მოგაფიქრა?-მივაჩერდი ბექას, ბამბეთ წმენდის დროს, წითელი სითხე გაქრა და სრულიად უვნებელი კანი დავინახე.
_მეტი ბუნებრიობისთვის...
_სახლში ვინ წაიყვანს ამას?-უხალისოდ იკითხა სანდრომ.
_მე სიამოვნებით, მაგრამ... მართვის მოწმობა არ მაქვს,-განვაცხადე.
_ტარება არ იცი და იმიტომ!-დამეჭყანა სანდრო.
_შენზე უკეთესად ვიცი!
_არაფერიც!
_ჰოდა თუ არაფერიც, მოიკიდე ზურგზე ეს ვაჟბატონი და გარაჟისკენ ჰერი-ჰერი...
_გარაჟისკენ ისა...-დაიბნა სანდრო და დამნაშავესავით ჩაღუნა თავი.
_რა იყო?-მივაჩერდი გაოცებული. პასუხი არ გამცა.-შენ რა... მანქანა დაამტვრიე?-ეჭვით დამივიწროვდა თვალები.
_არაფერიც არ დამიმტვრევია...-ამოიბურტყუნა, მაგრამ მას მშვენივრად ვიცნობდი და მივხვდი, რომ ეს თანხმობას უფრო ნიშნავდა.
_მე წავიყვან ჩემი მანქანით,-წამოდგა ბექა.-ოღონდ მისამართი მითხარით.
_მე დავინახე ერთხელ ნატა და ლაშა, ოღონდ არ მახსოვს რა ქუჩა იყო. რომ წავიდე, შეიძლება მივაგნო.
_რა ბოთე ხარ რა!-დავეჯღანე და მაღლა ავედი.
_ნატა! გააღე ერთი წუთით, საქმე მაქვს! ნატუკააა! გძინავს? ერთი წუთით გამიღე კარები! ნატა!-ნახევარი საათი ვუბრახუნე (ოღონდ არა მთელი ძალით, რადგან გვერდზე ოთახში ზღარბს ეძინა) კარებზე, მაგრამ შენც არ მომიკვდე!
_ამდენი ხანი ქალაქის რუკას გიხატავდა?-მომეგება სანდრო.
_კარი არ გამიღო.
_რატომ არ მიკვირს ნეტავ?-მშვიდად თქვა სანდრომ.
_იქნებ გასაგებად ამიხსნა სად ნახე ისინი?
_ოო, არ მახსოვს და რა ვქნა?
_მაშინ შენ თვითონ წაიყვანე! ხომ თქვი, რომ წავიდე მივაგნებო?
_მე ვთქვი, შეიძლება მივაგნო-მეთქი.
_ასეა თუ ისე, ერთადერთი ხარ, ვისაც ამის წაყვანა შეუძლია... მგონი ყველასთვის აჯობებს თუ დედა და მამა ამას აქ არ ნახავენ!
_მართალი ხარ,-დამეთანხმა სანდრო და წამოდგა. მერე ლაშასთან მოვიდა, რომელიც ისევ პირქვე ჩამხობილი იწვა გაუნძრევლად და ბექას უთხრა.-წავიყვანოთ გარეთ,-ამ დროს ჩემი ყურადღება ფანჯრიდან შემოსულმა მკვეთრმა შუქმა მიიქცია, მანქანის ფარები ანათებდა. ფანჯარასთან მივირბინე. მანქანამ ჩაიარა. უცებ თვალი შავი ფერის ბმვ-ს მარკის ბოლო მოდელს მოვკარი.
_ლაშა შავი ბმვ-თი მოვიდა?-ვიკითხე.
_მგონი ჰო, რა არის?-მიპასუხა ბექამ.
_ჰოდა თავისივე მანქანით წააბრძანე. სადმე ჯიბეში ექნება გასაღები,-შარვლის ჯიბეეში მოვუქექეს და გასაღებების ასხმა იპოვეს.-მე წავალ კარებს გავაღებ, თქვენ გამოიყვანეთ,-ბრძანებასავით გავეცი და გარეთ გავედი. მანქანასთან მივედი, გასაღები მოვარგედა გადატრიალება ვერ მოვასწარი, რომ გული კინაღამ გამისკდა! მანქანა აწიკვინდა!
_ჯანდაბა! სიგნალიზაციის ხმას ვერ ვიტან!-შევძახე გაცეცხლებულმა და როგორც იქნა პულტზე საჭირო ღილაკი ვიპოვე. გასაღებით გაღება აღარც დამჭირდა. ბიჭებმა ლაშა გამოიყვანეს და უკანა სავარძელზე დააწვინეს. სანდრო საჭეს მიუჯდა.
_იცოდე, ამ მანქანას არაფერი დამართო, თორემ მაგრად დაგვერხევა!-გავაფრთხილე.
_გპირდები, ნელა ვივლი,-დამამშვიდა სანდრომ და მანქანა დაქოქა. მე და ბექამ თვალი გავაყოლეთ მანქანას მანამ, სანამ ქუჩის კუთხეში არ შეუხვია.
_წამოდი...-კარისკენ შევბრუნდი და ხელი მოვკიდე ხელზე. ჯერ მე შემომხედა თვალებში, მერე მის ხელზე მოკიდებულ ჩემ ხელს. მაშინვე გავუშვი.-ჭრილობას დაგიმუშავებ...
_წარბს გულისხმობ?-გაეღიმა. სახლში შევედით.-უბრალო განაკაწრია...უნიტაზი რომ ჩამოვამტვრიე, წამოდგომისას პირსაბანის ჩამოტეხილ ნაპირს გამოვკარი წარბი.
_ყველაფერი ბუნებრივარ გამოვიდა, ყოჩაღ!-დივანზე დავსვი.
_ჰო... მაგრამ იცი, რა საზიზღრად ვგრძნობ თავს? ღირდა მაინც ამხელა აურზაური მაგ შურისძიებად?-ამ დროს სპირტიანი ბამბა მაგრად მოვუსვი წარბზე და მისი თვალების ბრიალიც დავიმსახურე.
_მაპატიე...-ვუჩურჩულე. ბექასთან ასე ახლოს პირველად ვიყავი: ის დივნის კუთხეში იჯდა, მე კი მის გვერდზე, დივანზე მუხლებით დამდგარი და მისკენ შებრუნებული მის წარბსა და შუბლზე საქმიანად ვაფათურებდი ხელს მიუხედავად იმისა, საჭიროა იყო ეს, თუ არა და ეს პროცესი საჭიროზე მეტად მსიამოვნებდა. როგორც ჩანს ბექასაც... რადგან გაყურსული იჯდა. ვცდილობდი მზერა ამერიდებინა მისი მომზირალი თვალებისთვის. პლასტირს ქაღალდები მოვაძვრე და წარბზე დავაკარი.
_გიხდება...-ვუთხარი და დივანზე მიმოყრილი სისხლიანი ბამბების, პლასტირის ქაღალდების წამოკრეფა დავიწყე. ბექა თვალს მადევნებდა როგორ მოვიქციე მუჭში ეს ყველაფერი.
_რა?-მკითხა შემდეგ გაკვირვებულმა.
_გახეთქილი წარბი და ზედ პლასტირი...
_გმადლობ...-გაეღიმა.-სად შეიძლება, რომ პირი ჩამოვიბანო? ცოტას გამოვფხიზლდები, თორემ მომხდარის შემდეგ გაბრუებული ვარ.
_მაღლა. გინდა გაჩვენო? თუ მიაგნებ დილის შემდეგ?
_მივაგნებ,-წამოდგა.
_კარგი,-მეც წამოვდექი და სამზარეულოსკენ წავედი, ის კიბეებს აუყვა.
მაცივრიდან ლუდი გამოვიღე. ჩიპსები გაშლილ თეფშზე დავყარე და სასტუმრო ოთახში პატარა, დაბალფეხება მაგიდაზე დავაწყვე. ორიოდე წუთში ბექაც ჩამოვიდა. გახალისებულ-გამხნევებული მეჩვენა.
_როგორც ჩანს, წყლის თერაპიამ გიშველა!-შევღიმე.
_ნამდვილად,-დამიდასტურა.
_მე მცირე ვახშამი დაგახვედრე. შენ ეს ნამდვილად დაიმსახურე!
_გმადლობ!-გამიღიმა და გვერდით მომიჯდა. ცოტა ხანი ხმისამოუღებლად ვახრამუნებდით ჩიპსებს, მერე ისევ მე ვუთხარი:
_მინდა, მადლობა გადაგიხადო ყველაფრისთვის. არც კი მეგონა თუ დამთანხმდებოდი.
_არც მე...უბრალოდ დაუფიქრებლად დაგეთანხმე, მერე კი სიტყვა ვეღარ გავტეხე,-უხალისოდ მიპასუხა.
_ხომ იცი, ამის შესახებ ვერავინ გაიგებს...
_მეც მაგის იმედი მაქვს. სხვას რომ ეთხოვა ამდაგვარი რამ...
_არ დათანხმდებოდი, ვიცი!-დავასწარი.
_ჰმ...-ჩაეცინა.-არ დავთანხმდებოდი კი არა, ისეთს მიიღებდა ყბაში, სულ გაუქრებოდა ლაპარაკის უნარი და სურვილიც.
_ე.ი. ძალიან გამიმართლა...-ყბაზე ჩამოვისვი ხელი შეშფოთებულმა.
_...ან პირიქით...-წამოცდასავით.
_რას გულისხმობ?
_არაფერს, ისე ვთქვი.
_კარგი...-უცებ რაღაც აზრი მომივიდა თავში.-ტელეფონი გაქვს?
_მობილური?-ჯიბიდან ამოიღო.-კი, მაგრამ რად გინდა?
_ნატუკას თავისი მობილური ოთახში ექნება და დავუმესიჯებ, რომ პირი არ გააღოს და დედას და მამას არაფერი უთხრას.
_აიღე,-გამომიწოდა. ნატუკას ნომერი ავკრიფე და მივწერე:“ვიცი, რომ არ გძინავს. ტუალეტში რაც მოხდა, იმაზე არავის არ მოუყვე. ასე აჯობებს. რაც მთავარია, დედამ და მამამ არაფერი არ უნდა გაიგონ! დაკო.“ ცოტა ხანში პასუხი მოვიდა:“არც ვაპირებდი ვინმესთვის მეთქვა.“ ვუპასუხე:“ჰოდა ძალიან კარგი, ძილინებისა.“
_გამომართვი!-დავუბრუნე მობილი.-ყველაფერი მოგვარებულია. სანდრო სადღა დაიკარგა ამდენი ხანი?
_შეიძლება ვერ მიაგნო...-ვარაუდი გამოთქვა ბექამ.
_ან შორს ცხოვრობდა ის იდიოტი ლაშა და უკან დაბრუნებისას ფეხით სიარული დიდხანს მოუწია!-ოთახში შემოაბიჯა სანდრომ.
_სად ხარ ამდენ ხანს?-დავეტაკე.
_დაკო, როცა ვლაპარაკობ რომ მისმინო, ხოლმე უკეთესად გაიგებ რას ვამბობ. ფეხით მოვდიოდი და შემაგვიანდებოდა, აბა რა.
_ზუსტად იცი, რომ სწორად მიიყვანე?
_ვერ მივაგენი სადაც მაშინ ვნახე ერთად ეგენი, მაგრამ სამაგიეროდ აქედან შორს დავტოვე თავის მანქანაში. დილას რომ გაიღვიძებს, იმედია, სახლამდე გააგნებს.
_კარგია.
_მე ქუჩა-ქუჩა დავწანწალებ და ამათ აქ ნადიმი გაუმართავთ,-ჩვენი „ნასუფრალი“ მოათვალიერა სანდრომ. შემდეგ ჩიპსის ნაფშხვენები ჩაიყარა პირში.
_სააბაზანოს რა ვუყოთ?-თქვა, როცა ლუკმა გადაყლაპა.
_სააბაზანო!-ახლაღა გამახსენდა მილეწილ-მოლეწილი ტერიტორია.
_მაგას მე მივხედავ,-თქვა ბექამ.-მე დავამტვრიე და მევე გავაკეთებ.
_რა სისულელეა! იმიტომ დაამტვრიე, რომ მე გთხოვე,-შევეპასუხე.
_მერე რა? მთავარია, რომ მე დავამტვრიე.
_დაკო მართალია! შენ რა შუაში ხარ?! როგორც მივხვდი, თქვენ მოაწყვეთ ეს ყველაფერი და დაკომ გთხოვა იქაურობის მილეწვა, ჰოდა ჩვენ თვითონ გავაკეთებთ,-მხარი დამიჭირა სანდრომ.
_კარგი, მაგრამ მშობლებისგან დაფარულად როგორ გააკეთებთ? შეურაცხყოფად ნუ მიიღებთ, მაგრამ არამგონია მაგდენი ფული გქონდეთ მოგროვებული... თქვენ ხომ არ მუშაობთ? ხელფასი არ გაქვთ და სამარცხვინო არაფერი. გაქვთ მაგდენი ფუი?-მე და სანდრომ ერთმანეთს გადავხედეთ, მერე თავები დავხარეთ და ვთქვით:
_არა.
_მაშინ მე გავაკეთებ...-მშვიდად გაგვიღიმა.
_კარგი, ოღონდ იმ პირობით, რომ ვალს აუცილებლად დაგიბრუნებთ,-უთხრა სანდრომ.
_შენ ჩემი მეგობარი ხარ...-დაიწყო ბექამ.
_მაშინ არაფერსაც არ გააკეთებ! გაიგონ დედამ და მამამ და მოხდეს რაც მოსახდენია!-გაიბუსხა ჩემი ძმა.
_კარგი, კარგი.. ჩავთვალოთ, რომ გასესხეთ,-დათანხმდა ბექა.-მაგრამ მე არ გავალდებულებთ, რომ...
_როგორც კი შევძლებთ დაგიბრუნებთ!-შეჰპირდა სანდრო.
_დღე ხომ მუშაობენ თქვენი მშობლები?
_კი, მაგრამ ზოგჯერ მოდიან სადილზე. ხან სულ რჩება ხოლმე დედა. დღეს დარჩა, ხვალ რას იზამს, არ ვიცით,-ვუპასუხე.
_კარგი, მაშინ ასე მოვილაპარაკოთ, ხვალ სკოლიდან გამოგყვებით და თუ არ იქნებიან სახლში, ჩემს ნაცნობ სან-ტექნიკოსებს დავურეკავ.
_კარგი,-უპასუხა სანდრომ.
_კარგი... მგონი ჩემი წასვლის დროა, უკვე გვიანია,-კარისკენ წავიდა. მე და სანდროც მივყევით.
_ღამე მშვიდობისა,-ჯერ სანდროს შეხედა, შემდეგ მე გადმომხედა.
_მადლობა დახმარებისთვის!-დავადევნე.
_ხვალ გნახავთ!-მიაძახა სანდრომ. ბექა მანქანაში ჩაჯდა და წავიდა. ჩვენ შემოვბრუნდით.-წამოდი, მომეხმარე, ნამსხვრევები გადავყაროთ,-ვუთხარი.
არ მახსოვს რამდენი ხანი ვჯახირობდით და თან ვლოცულობდით, ჩვენები არ დაბრუნებულიყვნენ. სარკის ნამსხვრევები და კერამიკის ნატეხები ტაშტებში და ვედროებში ჩავყარეთ და ისე გავიტანეთ გარეთ, მერე კი იქვე მდგარ ურნებში ჩავუძახეთ. დილას მანამდე გაიტანდნენ ნაგავს, სანამ დედა რაიმეს ზედ დამატებას და ნამსხვრევების აღმოჩენას მოასწრებდა. როგორ იქნა, იატაკი მოვასუფთავეთ, სხვადასხვა სახის კრემები და სხვა სააბაზანო მოწყობილობა აბაზანაში ჩავუძახე, სანამ ახალ სარკეს დაკიდებდნენ, სხვა ადგილს ვერ მივუჩენდი. აბაზანის წყალგაუმტარი ჩამოგლეჯილი ფარდა დავახვიე, სამზარეულოში გავედი, სანაგვე ვედრიდან ნაგვის პარკი ამოვიღე, ფარდაც შიგნით ჩავჩურთე და თავი მოვუკარი.
_მორჩა?-შემოსასვლელში დამხვდა სანდრო.
_ტუალეტის კარებე შენებურად სახრანხისით დაკეტე და მორჩა. მანდ არ შედან ჩვენები, მაგრამ შემთხვევით რომ არ შეეხეტონ. იმედია გაგვიმართლებს და სახელურს არ შეამოწმებენ, თორემ განგაშს ატეხენ, ვინ დაკეტაო. მე ამ ნაგავსაც გადავყრი და დავწვეთ, თორემ ლამისაა ფეხზე მდგარს ჩამეყვინთოს.
_შენ მე მკითხე... მაგრამ სანამ ყველაფერს არ მომიყვები, ვერ დაიძინებ!
_კარგი, კარგი...-კარი გავიხურე და რამდენიმე მეტრში მდგარ ურნაში ჩავუძახე ნაგავი.

_როგორც იქნა! -საოცრად მესიამოვნა ჩემს რბილ და თბილ საწოლში შეძვრომა. სანდროც საეჭვოდ გაიტრუნა. რაღაც გამახსენდა და საწოლში წამოვჯექი.
_რა იყო?-სიბნელეში ჩემი მოძრაობა შენიშნა სანდრომ.
_წავა, ზღარბს დავხედავ...-დავიჩურჩულე და ოთახიდან გავედი.
_ლიზი, გძინავს?-ხმადაბლა ვთქვი.
_დაკო, სენ ხალ?-მაშინვე გამომეპასუხა-ესეც სანდროს დაძინებული!
_არ გძინავს? ამდენი ხანი რატომ არ გძინავს?-ღამის ნათურა ავანთე.
_მეჯინა, მაგლამ დაბლიდან საშიში ხმები გამოდიოდა და შემეშინდა და ვეღარ დავიძინე...-მართლა შეშინებული ლაპარაკობდა ზღარბი.
_რა ხმები? მსხვრევის?
_ქო, მსხვლევის...
_იმის მერე გღვიძავს?-გამიკვირდა.
_ლიშ მელე?
_ლიზი... ალბათ დაგესიზმრა... ქვემოთ არავინ არაა... მე და სანდრო დიდი ხანია ვწევართ,-მოვატყუე ჩემი პაწია დაიკო.-სიზმრებმა აღარ უნდა შეგაშინოს, უკვე დიდი გოგო ხარ! დაიძინე ახლა, კარგი? სადაცაა დედა და მამა მოვლიან და გაღვიძებული რომ დახვდე გაბრაზდებიან.
_კაქი... დავიძინებ...
_გინდა დავრჩე?-გვერდზე მივუწექი.-ჩავეხუტე ჩემ დაიკოს და თვალები დავხუჭე, თან კულულებზე ვეფერებოდი.
_მიკალქალ...-ჩუმად მითხრა და ნაზად მაკოცა ლოყაზე.
_მეც მიყვარხარ, ჩემო პატარა ანგელოზო...-მეც ვუჩურჩულე და მთელი სახე დავუკოცნე, პატარა საყვარელი, ნაზი ხელებიც. რამდენიმე წუთში ლიზიმ გულწრფელი, ბავშვური ფშვინვა ამოუშვა, მე კი ვერ დავიძინე, ჩემ საწოლს ვიყავი მიჩვეული. უცებ გავიგონე შემოსასვლელი კარი როგორ გაიღო. მივაყურადე, იქნებ რამე მომესმა-მეთქი. მაგრამ მეორე წამს გავიგონე შემოსასვლელში ტელეფონის მაგიდაზე მდგარ ბროლის ვაზაში რგოორ ჩაჩხრიალდა გასაღები-მახვილი სმენა მქონდა! თანაც ისეთი სიწყნარე იყო, ასე მეგონა მათ სუნთქვასაც კი გავიგონებდი. „მოვიდნენ!“ გავიფიქრე და ფრთხილად გამოვძვერი საწოლიდან, რომ ლიზი არ გამეღვიძებინა. სწრაფად შევირბინე ჩემი და სანდროს საძინებელში და საწოლში შევძვერი.
_რა ხდება?-წამოიყვირა სანდრომ, ალბათ ძილბურანში წასული, ჩემი ფეხის ხმამ გააღვიძა.
_მოვიდნენ!
_აა. გული კინაღამ გამიხეთქე! მიდი, ყველაფერი მომიყევი!
_არ გეძინება?
_კი, მაგრამ ძალიან მაინტერესებს!
_მოგიყვები, მაგრამ არ დაგეძინოს! თვალები გახელილი გქონდეს და მკითხე ხოლმე რაღაცეები. არ მინდა, ჩაგეძინოს და მე ჩემ თავს გავუბა დიალოგი.
_დაიწყე.
_ნატუკას ტელეფონი მოვიპარე დილას და...
_ჰო, ეგ მეც ვიცი. სკოლაში წამოიღე, მერე?
_მერე ლაშას დავუმესიჯე ნატუკას სახელით, რომ ვითომ ყველაფერს ვპატიობდი და...
_რას პატიობდი, შენ ხომ არ იცი, რაზე იჩხუბეს?-გაუკვირდა სანდროს.
_არ ვიცი, მაგრამ მესიჯობის დროს გაირკვა, რომ ლაშას ბრალი იყო რა...ხოდა ვუთხარი მომენატრე-მეთქი და ასე შემდეგ...-ჩამეცინა.-და შეხვედრა დავუნიშნე...
_ჩვენს სახლში!-დააბოლოვა სანდრომ.-მერე?
_ჯერ კიდევ არ მქონდა მოფიქრებული არაფერი, ბექა რომ დავინახე. მერე უცებ რაღაც იდეა დამებადა თავში. ბექასთან მივედი. დილიდან ნაჩხუბრები ვიყავით და ჯერ ბოდიში მოვუახდე უხეშობისთვის- გაუკვირდა! როგორც ჩანს, კარგად გამიცნო. მერე ვუთხარი ჩემი გეგმის შესახებ. გეგმა ასეთი იყო:ლაშა ჩვენს სახლში მოვიდოდა, აქ ბექა სასმელში რამე სწრაფმოქმედ საძილე წამალს ჩაუყრიდა, მე ამასობაში ნატუკას ვეტყოდი, რომ ლაშა მოვიდა. მას, რა თქმა უნდა, გაუკვირდებოდა, მე ჩავაწვეთე, რომ ბექასთან მოვიდა და რომ ნატუკა არც უხსენებია... ამას ისიც დაემატა, რომ ნატუკას გაახსენდა ლაშასთვის ჩემი მისამართი არ მითქვამსო. მოკლედ, ნატუკა ასე თუ ისე დავაჯერე, რომ ლაშა ბექას სანახავად მოვიდა. მერე დაბლა ჩამოვედით, ტუალეტიდან მსხვრევის ხმა მოგვესმა, ტუალეტის კარები ბექამ გაგვიღო და შენც დაინახე, რას გავდა!-გულიანად გავიცინე.-ისიც დაინახე, იქაურობა რა დღეში იყო. ლაშაც ისე ეგდო აბაზანაში. ბექამ თქვა ჩემი... გაუპატიურება უნდოდაო!-გამეცინა.
_რაოო?-სანდროც ახარხარდა.
_სსუუ...-გავაჩუმე. ჩუმად განაგრძო ხითხითი.
_ეგე გეგმის ნაწილი იყო? ანუ შენ უთხარი, რომ მასე ეთქვა?
_ჰო, აბა რა!
_მოიცა, მოიცა, ბექა მაგაზე დაგთანხმდა?
_როგორც ხედავ, კი! ისე, მეც ძალიან გამიკვირდა. რომ ვუთხარი ამის შესახებ, დაბნეული ჩანდა, საღამომდე გეტყვი პასუხსო მითხრა და შემდეგ დასვენებაზე მოვიდა და გამომიცხადა კარგი, დაგეხმარებიო. თანაც, მითხრა, სწორედ ახლა მთხოვა სანდრომაც, რომ თქვენთან მოვსულიყავიო. ოღონდ არ მითხრა, რატომ იბარებდი.
_არ მითქვია და იმიტომ. ტუალეტის „გალამაზებაც“ შენი იდეა იყო?
_ცოტა ხომ უნდა დამსგავსებოდა „ბრძოლის ველს“? მთლად მასეც არ მითქვია, რაც გააკეთა, მაგრამ... ცოტა აურიე-მეთქი რა...
_გასაგებია... მერე ეგ ყველაფერი ნატუკამ დაიჯერა?
_შენ არ დაიჯერებდი?
_პრინციპში... ისეთი ტალანტის წინაშე, როგორიც დაკო დაიაურია, „საღი გონება“ უძლურია! -ბედსშეგუებული კაცის ხმით თქვა სანდრომ. ორივეს გაგვეცინა. დაახლოებით 10 წუთი ორივე ჩუმად ვფიქრობდით.
_დაკო! გძინავს?-დაიჩურჩულა სანდრომ.
_არა, რა არის?
_რაღაც არ მჯერა, რომ ეგ ყველაფერი ბექას დანახვაზე სულ რაღაც 2-3 წუთში მოიფიქრე, ან 10-ში, ან თუ გინდა, ნახევარი საათი იყოს.
_ოოჰ, კარგი, კარგი. სადღაც ფილმში ვნახე ასეთი რამ და ამაზე იმ დღიდან ვფიქრობდი, რაც ნატუკა „ამოვიღეთ მიზანში“.
_ვერაფერს იტყვი, მაგარი ფილმი იქნებოდა! როგორ დამთავრდა?
_ვინც ეს ყველაფერი მოაწყო, მკვლელობისთვის დააპატიმრეს.
_რაა? რატომ?
_სხვა დროს მოგიყვები მაგ ფილმს. ახლა ჯობია დავიძინოთ... მთავარია, რომ ჩვენს შემთხვევაში, არავინ ქცეულა მსხვერპლად...
_შენს ადგილას მე მასეთი დარწმუნებული არ ვიქნებოდი... ჯერ კიდევ წინაა ყველაფერი... ნატუკა, რომ გაიგებს...
_მმ... სანდრო, მეძინება... ძილინებისა...-გავაწყვეტინე სასწრაფოდ და გვერდი ვიცვალე.
_ძილინებისა!-სიცილით
თქვა სან[/size]დრომ.
[/color]

დამატებულია (2011-01-06, 8:41 PM)
---------------------------------------------
vaimee ra giganturi tavi gamovida. damdzvra xelebi.
madloba yvelas rom kitxulobt...




შეტყობინება შეასწორა AnasteishA - ხუთშაბათი, 2011-01-06, 8:41 PM

elle____თარიღი: ხუთშაბათი, 2011-01-06, 9:36 PM | შეტყობინება # 138
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
au ra magari tavia !!!!!!! biggrin :D biggrin vigadave magariii biggrin :D biggrin tavidan metqi ra xdeba da ucebra magari ragaca agmochndaa biggrin :D yochaaaag sheeen biggrin :D au ra gadaoba iyo chemi gaupatiureba undodao biggrin :D biggrin ras ar velodi magis garda :D:D :DD yochaag :))))


dodoთარიღი: ხუთშაბათი, 2011-01-06, 9:56 PM | შეტყობინება # 139

267
66  +
69  ±
   ±
Offline
au magari iyoooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooo gavapren raaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa happy happy au erti cudi rame gamepiqra sheidzleba natuka ro gaigebs tavi moiklas au vaiiii:** shemdge tavs velodebi sagol beqas ra magra itamasha ise amat ra ukvirt beqa xo magis gulisa ras ar gaaketebsss biggrin biggrin biggrin miyyy xmas xmas xmas xmas umagresoo

♥vampiressa♥თარიღი: ხუთშაბათი, 2011-01-06, 10:23 PM | შეტყობინება # 140
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
vaime anii gadavbjirdiii lol lol lol umagresi iyo, ai dzaan magari. vaime gaupatiurebas mipirebdao magaze ramis avyiravdi skamianad lol


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

★Gvanca★თარიღი: ხუთშაბათი, 2011-01-06, 10:36 PM | შეტყობინება # 141
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
WOW dzaan magari tavi iyo dzaan bevri vicine biggrin biggrin biggrin gaupatiureba dzaan magari iyo verc ki warmovidgendi rom aseti ram moxdeboda .yochag ase gaagrdzele happy happy snegurochka snegurochka


bachia_bachia555თარიღი: ხუთშაბათი, 2011-01-06, 11:06 PM | შეტყობინება # 142

206
19  +
33  ±
   ±
Offline
vaime ramdeni vicine biggrin biggrin imagresi tavia happy happy

saaaliთარიღი: პარასკევი, 2011-01-07, 9:35 AM | შეტყობინება # 143
Life sucks either way
990
39  +
85  ±
   ±
Offline
AnasteishA, yochag magari iyo es giganturi tavi, dzalian momewona .. dakos gadasarevad moupiqrebia yvelaperi da dzalian gaumartlat mshoblebic rom wavidnen torem ar gamouvidodat araperi... biggrin biggrin kargad vicine mteli tavi magari iyo.. mitumetes imaze beqa rom idzaxda chemi gaupatiureba undodao lol lol lol lol lol

www.caribbeanpirate.ucoz.com

www.gossipgirl.ucoz.org

dodoთარიღი: პარასკევი, 2011-01-07, 9:47 AM | შეტყობინება # 144

267
66  +
69  ±
   ±
Offline
:D:D:D:D:D:D:D:D IS sacyali lasha ra michmorebuli iyo:D aaraa chemi beqa udzlieresiaa raa:D:D:D:D happy miyy ann beqq,dak,zgarb,sandr smile smile smile smile smile smile smile smile

☆AnasteishA☆თარიღი: პარასკევი, 2011-01-07, 1:36 PM | შეტყობინება # 145
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
es cota iseti tavia, ro meuxerxuleboda dadeba, an ram momafiqra ar vici... mokled mixaria rom kargad ixaliset... kargia, rom cudad ar miiget.... madloba yvelas da miyvarxart gulshi... happy happy
tavs aravin ar moiklavs, nu geshinia biggrin biggrin



☆AnasteishA☆თარიღი: პარასკევი, 2011-01-07, 1:37 PM | შეტყობინება # 146
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
sandrom yvelaferi winaao imito tqva, ro natuka dagvxocavso ra am pontshi tqva biggrin biggrin biggrin


elle____თარიღი: პარასკევი, 2011-01-07, 2:43 PM | შეტყობინება # 147
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
ise telefoni xo daubrunes natukas d gagzavnili mesiji da mosulic washales mainc ? biggrin :D biggrin


☆AnasteishA☆თარიღი: პარასკევი, 2011-01-07, 3:40 PM | შეტყობინება # 148
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
21-ე თავი

დილას მშვენიერ ხასიათზე გამეღვიძა მიუხედავად იმისა, რომ ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს თვალები დავხუჭე თუ არა, მაშინვე გამაღვიძეს.
_ქალბატონო, როგორ ფიქრობ, 10 წუთში მოასწრებ მომზადებას? დაგაგვიანდა!-თავზე მადგა დედაჩემი. წამოვჯექი და გემრიელად გავიზმორე. დედა გავიდა და კარები გაიხურა.
_სან! გაიღვიძე!-გვერდზე საწოლისკენ არც გამიხედია ისე დავიძახე და საწოლიდან გადმოვყავი ფეხები.
_ჰა?-საბნიდან ამოყო გაბურძგნილი თავი ნამძინარევმა.
_დედამ ადექითო.
_მოიცცა რა!-ისევ საბანში ჩაძვრა. მე ავდექი, ჩავიცვი, თავი მოვიწესრიგე და ჩანთას ვტაცე ხელი. კარებში ვაპირებდი გასვლას, უკან რომ მოვიხედე. ჩანთა ისევ დავაგდე, სანდროს ლეიბს დავწვდი და ძირს გადმოვაგდე... რა თქმა უნდა, სანდრომაც იატაკზე მოადინა ზღართანი.
_აააა!-აყვირდა. მე ხელები დავიფერთხე, ჩანთა ავიღე და ნეტარი სახით გავედი ოთახიდან.
სანდრო მეორე გაკვეთილზე მოვიდა, სწორედ მაშინ, როცა პირველი გაკვეთილის შემდეგ დასვენებაზე ბექას ველაპარაკებოდი.
_აბა, ისევ გაწუხებს სინდისი?-ვკითხე მისალმების შემდეგ ბექას. გაეღიმა.
_არა, ცოტა გამიარა... დღეს რომელზე მოვიდე?
_არ ვიცი... სანდრო არ წამოვიდა სკოლაში და მე რომ წაგიყვანო და ისინი რომ დაგვხვდნენ... რამეს იეჭვებენ...
_ოღონდ არა იმას, რასაც ვუმალავთ. სანდრო რატომ არ წამოვიდა?
_არ ვიცი. გვიან გავაღვიძე, მაგრამ ამდენი ხანი სად არის არ ვიცი.
_სად არის და შენს ზურგს უკან!-გაეცინა ბექას. მოვტრიალდი.
_სანდრო! სად ხარ ამდენი ხანი?
_სპეც. დავალებას ვასრულებდი!-გაიჯგიმა სანდრო.
_წესიერად აგვიხსენი.
_დავიცადე სანამ ჩვენები სამუშაოებისკენ გაემართებოდნენ და მერე წამოვედი.
_ვაა! ნატუკა?
_ნატუკაც წავიდა.
_სად?
_მე რა ვიცი? სასწავლებელში ალბათ. ნეტა დაგენახა რა უფერული იყო... ალბათ მთელი ღამე არ უძინია. შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ჩვენი შურისძიება აღსრულდა!
_მოიცა, შენ ის გვითხარი, დაბლა ტუალეტში შესვლის წადილი ხომ არ გასჩენიათ?
_მგონი არა. ყოველ შემთხვევაში, არაფერი უთქვამთ.
_დაიაურები! კლასებში ახლავე!-თავს სასწავლო ნაწილის გამგე წამოგვადგა. გაკვირვებულმა გადავხედე ბექას, იმას რატომ არ ეხებოდა ზარი?
_დირექტორის შვილები განსაკუთრებული პრივილეგიებით ვსარგებლობთ..-გამიღიმა.
_სკოლის მერე გნახავთ!-უთხრა სანდრომ და ჩვენ დერეფანს გავუყევით.
მოკლედ, ყველაფერმა გეგმის მიხედვით ჩაიარა: ერთ დღეს ძველი პირსაბანი, სარკე და უნიტაზი მოხსნეს, მეორე დღეს ახლები, ზუსტად ისეთივეები დააყენეს. ეს ყველაფერი რომ მორჩა, ჩემი ხელით შევარჩიე ახალი წყალგაუმტარი ფარდა. დედამ განსხვავება ადვილად შეამჩნია.
_რა ფხვნილით გახეხე დაბლა ტუალეტის პირსაბანი და უნიტაზი? ახალივით გამოიყურება.
_ახალი ფხვნილით. აი, იქ, კარადაში დევს!-ვიცრუე თვალისდაუხამხამებლად.
_ფარდა? ძველი ფარდა რა უყავი?
_ფეხი ამისრიალდა, მაგას დავეკონწიალე და ჩამოიხა. რომ არ გეჩხუბათ, სანამ შეამჩნევდით, მანამდე ვიყიდე.
_ჰოდა, ძალიან კარგი. იცი, დაკო... ამ წელს ძალიან იყოჩაღე... ზაფხულში შენ და სანდროს ზღვაზე გაგიშვებთ დასასვენებლად!
_რაა? დედა! აუ, არ არსებობს! ნეტავ იცოდე, როგორ მიყვარხარ! არ მჯერა! წავალ, სანდროს გავახარებ!
ეს დაპირება როგორ მოულოდნელადაც მომცეს, ისე მოულოდნელად წამართვეს...
ერთი კვირა თუ ცოტა მეტი, ნატუკა საშინელი სანახავი იყო. უარესად გახდა და რაღაცნაირად ბებერივით გამოიყურებოდა. აღარც არაფრის ხალისი ჰქონდა, არც თავს უვლიდა. მე და სანდრომ ავისრულეთ რაც გვინდოდა. ვნახეთ გაუბედურებული ნატუკა, მაგრამ დრო გადიოდა და ნატუკა პირიქით, უარესად ხდებოდა. ბოლოს ვაღიარეთ, რომ ნატუკა ყველაფრის მიუხედავად მაინც ჩვენი დაა და ერთ საღამოს, როცა ჩვენი მშობლები სახლში არ იყვნენ, ნატუკას ყველაფერი ვუთხარით.
ჯერ გაოგნდა, არ იჯერებდა, მაგრამ ბოლოს ისეთ მდგომარეობაში ჩავარდა, რაც ხელში მოხვდა, ყველაფერი დაგვიშინა.
სახლიდან დევნილებივით გამოვცვივდით. ერთ საათზე მეტი ჩვენი სახლის წინ ბარდიურზე ვიჯექით. მერე უცებ კარი გაიღო და სახლიდან სრულიად გადასხვაფერებული ნატუკა გამოვიდა. ისეთი ლამაზი იყო, პირები დავაღეთ.
_აი, ეს მესმის!-ჩილაპარაკა სანდრომ.
_ღლაპებო, ლიზის მიხედეთ, შია!-სრულიად აუღელვებლად გვითხრა.
_კეთილი იყოს შენი დაბრუნება, ნატუკა!-თეატრალურად გადაეხვია სანდრო.
_მომცილდი, ლაწირაკო! მაკიაჟი არ გამიფუჭო!
_დაიწყო!-ამოიხვნეშა სანდრომ.
_დედას და მამას არაფერს ვეტყვი თქვენი საქციელის შესახებ... ნუ... დეტალებს არ ვეტყვი... სამაგიეროდ...
_რა?
_ჩემი სუნამო, როგორც გინდათ, დამიბრუნეთ! თუ გინდათ ახალი მიყიდეთ! არ მაინტერესებს! ამის სანაცვლოდ... მეც მაქვს რაღაც სიურპრიზი...
_ლაშას შეურიგდი?
_ჰო, მაგრამ ეგ არაა თქვენი სიურპრიზი.
_კი, მაგრამ სანამ ამ ყველაფერს მოვაწყობდით, მანამდეც, ხომ ნაჩხუბრები იყავით?
_ჰო, მაგრამ უმნიშვნელო...
_უმნიშვნელოზე არ დაშორდებოდი...
_რაა გასაკვირი იმაში, რომ კაცს საყვარელი ქალი უნდოდეს? თუმცა, რას გიხსნით, თქვენ ხომ ღლაპები ხართ?! დამაგვიანდა, წავედი.
_სახლში არ დაგაგვიანდეს, თორემ მამას ვეტყვი შენი მაგ მოსაზრების შესახებ და...
_ჩამშვებო ლაწირაკო! თანაც არ დამაგვიანდება, მალე დავბრუნდები!-მოგვაძახა მიმავალმა და წავიდა. მე და სანდრომ ერთმანეთს შევხედეთ.
_არის!-დავიყვირეთ ერთდროულად და ორივე ხელისგულებით მივარტყით ერთმანეთს ხელები.
_სუნამოზე რა ვქნათ?
_სალისთვის მიცემა ვერ მოვასწარი, ნაჩხუბრები ვართ. სუნამო ჩემს საძინებელშია.
_რატომ იჩხუბეთ?
_შეყვარებულების ამბავი ხომ იცი...
_რომ შევალთ დაურეკე... შერიგდით.
_რაღაც ძაან კეთილი ჩანხარ, შუბლი მაჩვენე, სიცხე ხომ არა გაქვს?-მარცხენა ხელი შუბლზე დამატყეპა.
_ო, შემეშვი რა...-წავიბუზღუნე და თავი გავწიე.
_არა, მართლა! -არ მეშვებოდა.
_ახლა დამანებებ თავს, თუ...-ვუღრიალე.
_აი, ეს კი ნამდვილად შენ ხარ!-ჩაბჟირდა.-ჰო, მართლა, ბექამ არ დაგირეკა?
_ბექამ? მმ... არა. რატო მეკითხები?-გამოვცოცხლდი მაშინვე.
_გასაგებია, რატომ ხარ მასეთ ხასიათზე. რა ხდება, რამე გაწყენინა?-ჩამეკითხა სერიოზული სახით. ცოტა ხანს ვუყურე, მაინტერესებდა გაეცინებოდა თუ არა, მაგრამ ის ისევ სერიოზული სახით მიყურებდა.
_ნუ ხარ ჭორიკანა!-ვუთხარი გაბუტული ხმით და სახლში შევედი.
_დაკო, მე მართლა განვიცდი, რომ უხასიათოდ ხარ...-შემომყვა ისიც.-მითხარი რა მოხდა?
_მმ... მითხრა, რომ მოვწონვარ.
_მერე?
_მე ვუთხარი, რომ თავი დაენებებინა.
_რაა? გაგიჟდი?-აღშფოთდა.
_სანდროო!
_კარგი, კარგი. მერე?
_ვუთხარი, რომ სანამ მე არ შევეხმიანებოდი, არ ეცადა ჩემთან ამ თემაზე საუბარი...-თავი დავხარე და ტუჩები მოვიკვნიტე. რამდენიმე წამში ვიგრძენი როგორ გამომიწოდეს უკაბელო ტელეფ
ონის ყურმილი.

_გამიხარდა, რომ დამირეკე,-მე და ბექა მხარდამხარ მივსეირნობდით. მე დავურეკე, მაგრამ შეხვედრა მისი ინიციატივა იყო!
_არ მინდა, არასწორი დასკვნები გამოიტანო,-უხერხულად ვუთხარი.
_დასკვნები? არავითარი დასკვნა არ გამომაქვს. უბრალოდ დაგპატიჟე, შენ დამთანხმდი. არავითარი ქვეტექსტები.
_ძალიან კარგი,-წარბი გავხსენი.
_ახლა ერთ ადგილას წასვლა რომ შემოგთავაზო, დამთანხმდები?
_არავითარი ქვეტექსტები?-ქვემოდან ავხედე.
_არავითარი ქვეტექსტები,-დამეთანხმა.
_ოღონდ, გაითვალისწინე, რომ უკვე მოსაღამოვდა და დიდხანს ვერ დავრჩები.
_კარგი,-ტუჩები ღიმილში გაეწელა. ჩვენ ქუჩიდან გადავუხვიეთ, რამდენიმე ქუჩა გადავჭერით, სახლები შეცოტავდა და მინდორშიც გავედით. აქეთ წყალსაცავი იყო, უზარმაზარი კაშხლით და უკაცრიელი მინდვრებით.
_გაგიჟდი?-შეშინებულმა შევხედე, როცა წყალსაცავს მივუახლოვდით.
_აჰა,-თავი დამიქნია, სიცილით მიყურებდა, თითქოს მცდიდა.
_ეჭვი მაქვს, რომ აპირებ მომკლა და აქ ჩამაგდო,-სერიოზული ხმით ვუთხარი და წყალს ჩავხედე.
_მმ... მაგაზეც ვიფიქრებ, მაგრამ ახლა სხვა გეგმა მაქვს... მენდობი?-მკითხა და ხელი გამომიწოდა. მის ხელს მგონი მთელი საათი ვუყურებდი და ვფიქრობდი. რას მიპირებდაა? უკვე მუხლები ამიკანკალდა. შიშით გავხედე კაშხლის თავზე ძალიან ვიწრო ხიდს.
_მმ... არ შეიძლება ორი დღე ვიფიქრო?-დაზაფრულმა ვუპასუხე.
_დაკო, დამშვიდდი! არაფერი ცუდი არ მოხდება!-სიცილით მითხრა.
_ეჰ... კარგი! თუ რამეა, იცოდე, რომ ჩემს ტანსაცმელს ლიზის ვუტოვებ, ახალ საათს-სანდროს,-ვუპასუხე და ხელი ხელში ჩავუდე. გაეცინა და ხიდისკენ გავიდა.
_დაკო, კარგი რა!-ვერ მივხვდი რაზე მითხრა. მერეღა შევამჩნიე, რომ ბექას რამდენიმე ნაბიჯის მიუხედავად, მე ისევ იმავე ადგილას ვიყავი მილურსმული. წელში გავსწორდი.
_კარგი!-ვთქვი და ღრმად ჩავისუნთქე. მთელი გამბედაობა მოვიკრიბე. ბექამ ალერსით მომიჩეჩა თმები, დამშვიდდიო მიჩურჩულა (ქარის ზუზუნში ძლივს გავარჩიე) და ფეხი შედგა ხიდზე, რომლის ქვეშაც შხუილით ასხამდა წყალი. ცალ მხარეს წყლის დონე დაბალი იყო, მეორე მხარეს... მმმ... ფიქრიც არ მინდოდა რამსიმაღლე.
ქარი თვალებში მაფხატებდა გრძელ თმას. მე ორივე ხელით ვებღაუჭებოდი ბექას ხელზე.
_მოდი, ნუ გეშინია,-დამარცვლით მითხრა და გვერდზე მიმიკრა. მეც ავდგი ფეხი ხიდზე და თვალები დავხუჭე. ის მიდიოდა, მეც მივყვებოდი.
_“ჩვენ რბილ მინდორზე მივაბიჯებთ. თუ დავეცემი, ბალახზე დავგორდები რბილად. არავითხარი სიკვდილი, არავითარი ტკივილი, არავითარი წყალი!“-ვარწმუნებდი ჩემ თავს, როცა ის უცებ შედგა. ჯერ ცალი თვალი გავახილე ოდნავ, მერე მეორეც და როცა ქვემოთ წყალი დავინახე, მაშინვე დავხუჭე. ბექას გაეცინა ჩემს ქცევაზე.
_გატყობ, რომ არ მენდობი, მაგრამ არ მწყინს. უბრალოდ გთხოვ, თვალები გაახილე და ქვემოთ ჩახედვის ნაცვლად, წინ გაიხედე,-თვალები დავაჭყიტე და ბრაზით შევხედე. წინ სანახავი რა იყო, როცა გული მისკდებოდა იმის გახსენებაზე, რა ხდებოდა ქვემოთ. ბექამ მანიშნა წინ გამეხედა, მეც დავყევი მის ნებას და...
ვარსკვლავებით მოჭედილი ცა გინახავთ? ეს არ იყო ვარსკვლავები, ეს იყო ქალაქის შუქები. სრულ სიბნელეში ვარსკვლავებივით, ბაც სინათლეზე დალაგებული ბრილიანტებივით ციმციმებდა.
_აი, ამ გამომეტყველების დანახვის იმედი მქონდა!-გაეცინა ბექას. მე სანახაობისთვის თვალი არ მომიშორებია ისე ვუპასუხე:
_ულამაზესია!-და ხელი ვუშვი ბექას, ხიდის მოაჯირს მივაწყდი და ხელებით დავებღაუჭე. თან წინ ვიყურებოდი.
_ეეი, ფრთხილად!-მითხრა და წელზე მომხვია ხელები.
_ყოველგვარი შიში გაქრა, მუხლებიც აღარ მიკანკალებს...-მოვუბრუნდი. -მართლა ულამაზესი აქაურობა. აქეთ ვარსკვლავები... იქით ქალაქის სინათლეები...
_მაშინ, კიდევ ერთხელ შეგაშინებ...-ეშმაკურად აციმციმებული თვალებით მითხრა და ხიდზე ჩაჯდა და ფეხები მოაჯირს მიღმა გადაყო! თვალები გამიფართოვდა.
_გაბედავ?-ამომხედა ღიმილით. მთელი ჩემი გამბედაობის, სიმამაცის, ნებისყოფის, სიჯიუტის მოკრება დამჭირდა, რომ მეც ფრთხილად ჩავმჯდარიყავი (მუხლამდე სიგრძის კაბა მეცვა) და ფეხები მის მსგავსად გამეყო.
_ყოჩაღ!-შემაქო , ხელი ჩამკიდა, მეორე ხელიც მოაფარა და გულზე მიიხუტა. ეს უკვე პაემანს ემსგავსებოდა. პაემანი ექსტრემალურ გარემოში!
_ფეხსაცმელი ხომ არ გამეხადა? არ ჩავარდეს...-დავფაცურდი.
_დაანებე... დამშვიდდი... თუ რამეა ხელში აყვანილი დაგაბრუნებ... ნუ გეშინია...-დამაწყნარა და თვალებში ჩამაცქერდა. კარგა ხანს ჩუმად ვისხედით, ის თვალებში მიყურებდა, მე თავის დახრას ვერ ვბედავდი წყლის შიშით. მის თვალებსა და შიშს შუა არჩევანი, მაინც მისი თვალების სასარგებლოდ გავაკეთე. ბოლოს ისევ ქალაქის შუქებს გავხედე ხიდის მოაჯირის რიკულებს შორის.
_გმადლობ!-ვუთხარი.
_რისთვის?
_რომ აქ მომიყვანე.
_და კინაღამ გული გაგიხეთქე შიშისგან?
_ჰო!-გამეცინა.
_აკრძალულ თემაზე რას იტყვი?-მკითხა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ.
_აკრძალულ თემაზე?-რას გულისხმობდა? ნუთუ ესეც სხვა ბიჭებს ჰგავდა?
_იმ თემას, რომელზე ლაპარაკიც თავად ამიკრძალე. დაკო, როგორ დავიჯერო, რომ შენთვის არაფერს ვნიშნავ, როცა ახლა აქ ხარ... შუაღამისას, ჩემთან ერთად...
_მე არ მითქვამს, რომ ჩემთვის არაფერს არ ნიშნავ...-წავიბურტყუნე.
_აბა?-მომაშტერდა. თვალები სად წამეღო არ ვიცოდი, საბოლოოდ მის მაისურიდან ამოზრდილ ყელს ვკიდე თვალი და ვერც მივხვდი როდის ჩავრგე ცხვირი მასში. შევატყვე გაოგნდა, მაგრამ შემდეგ ხელები მომხვია...
სახლში ხელჩაკიდებულნი დავბრუნდით. მეტი პასუხი აღარ მოუთხოვია, ალბათ ის ჩახუტება მრავლისმთქმელი აღმოჩნდა მისთვის.
_ანუ მაშინდელივით აღარ „მომაკეტინებ“ ამ თემაზე?-ჩამეკითხა, როცა ჩემ ქუჩაზე შევუხვიეთ.
_ვინ იცის, ხვალ რა ხასიათზე ვიქნები...-ვუპასუხე ღიმილით.
_ოჰო... ნამდვილი გამოცანა ხარ და ამას არც მალავ!-გაეცინა.
_აჰაა... -თავი დავუქნიე.
_საინტერესოა, შენ თუ გიყვარს გამოცანები...-ეშმაკუნები აუთამაშდნენ თვალებში.
_გამოცანები?
_ჰო, გონებამახვილური გამოცანები.
_მაინც, როგორი, გარეთ ატლასი, შიგნით ათასი?-გავცინე.
_დაახლოებით.
_კი, მასეთებში მაგარი ვარ. მკითხე, რაც გინდა.
_ჰმ... ნუ გამომიწვევ...
_მიდი, მკითხე,-ხელი წავარტყი, შევათამამე.
_ისეთს გკითხავ, რომელსაც ვერასდროს გამოიცნობ.
_მმ... ეგ თავდაჯერებულობა უნდა მოგიშალო... მიდი, მკითხე.
_კაარგი. ოღონდ ნირი წაგიხდება.
_მიდი, მიდი.
_ესეიგი... გამოცანა ასეთია: 30კალიბრიანია, 9 ასოიანი და იწყება ც-ზე...
_რაოო?-გავჩერდი და მივაშტერდი.
_30 კალიბრიანია, 9 ასოიანი და იწყება ც-ზე,-გამიმეორა უდარდელად.
_ეს უსამართლობაა!-წავიბუზღუნე და სახლთან შევუხვიე.
_რატომ?-გაეცინა.
_კალიბრები იარაღთანაა დაკავშირებული... მე კი იარაღების არაფერი გამეგება. ც-ზე რა იარაღია რა ვიცი მე,-ბუზღუნით მივაჩერდი.
_არა, დაკო. იარაღის სახელი არაა ამ გამოცანის პასუხი...
_ფარ-ხმალს ვყრი. მართალი იყავი, ამას ვერ გამოვიცნობ...
_გააჩნია რამდენს იფიქრებ და რა ძალით აამუშავებ ტვინს,-ისევ თმები მომიჩეჩა.
_შემოხვალ?-ვუთხარი და კარის სახელურს ჩავავლე ხელი.
_აჯობებს წავიდე,-ოდნავ გამიღიმა.
_კარგი, საღამოსთვის მადლობას გიხდი...-ვუთხარი. გადმოიხარა, ლოყაზე ნაზად მაკოცა, მეც ოდნავ შევახე ტუჩები.
_მშვიდობიან ღამეს გისურვებ...-მიჩურჩულა. მე სახლში შევედი, ის წასასვლელად შებრუნდა.
_რა 9 კალიბრიანიო?-წავიბურტყუნე, როცა კ
არი მოვიხურე.




შეტყობინება შეასწორა AnasteishA - პარასკევი, 2011-01-07, 3:51 PM

☆AnasteishA☆თარიღი: პარასკევი, 2011-01-07, 3:52 PM | შეტყობინება # 149
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
elle____, ki washales. magis dawera agar chavtvale sachirod biggrin biggrin maseti boteebi shtabechdilebas toveben gogo? biggrin biggrin


★Gvanca★თარიღი: პარასკევი, 2011-01-07, 4:18 PM | შეტყობინება # 150
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
AnasteishA, yochag umagresi tavi iyo dzaan momewona. beqa da dako dzaan sayvarlebi arian . mixaria rom gavarkvie sataurad es ratom giweria magram exla am gamocanis pasuxi mainteresebs imedia male gavigebt velodebi shemdeg tavs happy happy happy

ფორუმი » Fanfiction » საკუთარი შემოქმედება » 30 კალიბრიანია, 9ასოიანი და იწყება ც-ზე
ძებნა: