smileysmiley, გაიხარეეე
dodo, ჰოო, რავიცი აბა... არც მე არ ვიცი რატო იქცევა ახლა ვდებ ახალ თავს, მიხარია, რომ ასე მოგწონს
სახელწოდებას რაც შეეხება, ცოტა დებილურია ხო? მარა ვერაფერი მოვიფიქრე ისეთი. ცოტა ხანში გაიგებთ რატომ ქვია ასე... ან არც ისე ცოტა ხანში.. :D
eXceptional, გაიხარეეე, მიხარია რომ საინტერესოდ მიიჩნევ. რაც შეეხება შენს სმაილს დაწერილი მაქვს ფურცელზე და აქ აკრეფას დრო ხო უნდა? თორე ბავშვებმა იციან რო სადისტი არ ვარ და არ გაგაწვალებდით რომ შემეძლოს რაც შემიძლია სწრაფად ვკრიფავ
saaali, გაიხარეე. ერთი ლიზისნაირი კი უნდა გყავდეს ადამიანს ოჯახში
elle____, ჰოო... აი ცოტა უცნაური და დაულაგებელი რამეა თქო მაგიტო ვთქვი, მარა ნელ-ნელა დალაგდება
bachia_bachia555, გაიხარეე. მიხარია ძალიან ძალიან, რომ მოგწონს... იმედია ბოლომდე აქ იქნები და წაიკითხავ ხოლმე დიდი მადლობადამატებულია (2011-01-02, 5:16 PM)
---------------------------------------------
მეთორმეტე თავი
მივედით სახლში.
_რა ფილმს უნდა უყუროთ? ჩვენთვის შეიძლება?-ვკითხე სანდროს მას შემდეგ, რაც კარები გავაღე, გასაღები შემოსასვლელში კარადაზე დავაგდე, ბექამ ზღარბი დასვა და ჩანთები იქვე დავყარეთ ოთხივემ.
_შენთვის-კი, ამ მაწაკისთვის-არა,-ენა გამოუყო ლიზის სანდრომ.
_რატომ? მასეთი რა არის?-ლიზი დავიცავი მე.
_ვხუმრობ, დებილო, მაცადე, ვატირო,-მიჩურჩულა სანდრომ და მუჯლუგუნი გამკრა.
_დაანებე თავი, იცოდე, დედას ვეტყვი!-დავემუქრე.
_იცოდე, დედას ვეტყვი,-დაიჭყანა სანდრო და გამცინა.-დედას ვეტყვი, დედას ვეტყვი... რა წაიღე ტვინი! მიდი და უთხარი! გამიფუჭა ხასიათი!-თქვა წარბშეკრულმა სანდრომ და კიბეებს აუყვა, ბექაც თან გაიყოლა.
_ჩვენ? არ ჩართო ჯერ!-ავძახე.
_შენ გირჩევნია სადილს მიხედო, თორემ დედასთან ჩემ ჩაშვებას ვეღარ მოასწრებ, მანამდე გაგაძრობს ტყავს!-ჩამომძახა სანდრომ ზედა სართულიდან, უკვე გამხიარულებული ხმით.
_შენ თუ გინდა ყურება ადი... მე საჭმელი უნდა გავაკეთო,-ვუთხარი ლიზის.
_ალა, თენთან ვიქები.
_რატომ? აღარ გინდა ფილმის ყურება?
_შანდლო იშევ შემაშინებშ...-თქვა საცოდავად ზღარბმა და ქვედა ტუჩი გაბუსხულმა გამოსწია წინ.
_არა, არა... ნუ გეშინია. წამოდი!-ხელი მოვკიდე და კიბეზე ავედით.
_ვაჟბატონო! ლიზისაც აცადე ფილმის ყურება, ხელი არ შეუშალო და არ შეაშინო, თორემ მართლა ვეტყვი დედას! გასაგებია?
_გასაგებია, კაპიტანო!-ჯარისკაცივით მიიდო შუბლზე ხელი სანდრომ.
_მოდი, ჩემთან დაჯექი,-ხელი გაუწოდა ბექამ ლიზის და გვერდზე მოისვა.
_ჩემ დებთან ფლირტს მოეშვი!-სერიოზული ხმით წაიბუზღუნა უცებ სანდრომ. მე უკვე კიბეზე მქონდა ფეხი ჩადგმული და ჰაერში გამიშეშდა. სადილად პიურე და კატლეტები მოვამზადე.
_დაკო! რამდენჯერ უნდა გითხრა, რომ კატლეტს ხახვი უნდა?-ეს დედაა, შენიშვნები დაიწყო.
_რამდენჯერაც გინდა, იმდენჯერ მითხარი, მე ხახვიან საჭმელს ვერ ვჭამ და რესტორნის მზარეული კი არ ვარ სხვებს გავუკეთო საჭმელი და მე მშიერი დავრჩე?-ჩემი პასუხი სანდროს მოეწონა და ხელი გამომიშვირა დაარტყიო. თვალები დავუბრიალე და ჭამა გააგრძელა.
_არა, ცუდი მართლაც არ არის. გემრიელია, ყოჩაღ, დაკო!-თქვა ბექამ, რომელიც სადილზეც ჩვენთან დარჩა.
_გმადლობ,-ჩავილაპარაკე ისე ჩუმად, რომ მარტო ტუჩების მოძრაობით თუ მიხვდებოდა ადამიანი რა ვთქვი.
_ჩემთან უმეტესწილად ნახევარფაბრიკატებით ვიკვებებით ან მზა საკვებს ვყიდულობთ.
_აუჰ, რა კარგია, მთელი დღე გაზქურასთან დგომას გადავრჩებოდი!
_სულაც არაა კარგი! ძალიან მენატრება ის დრო, როცა დედა თვითონ ამზადებდა სადილს და შუადღეზე ასე თქვენსავით ყველა ერთად ვიკრიბებოდით... ახლა კი: მამა აღარ არის, დედა მთელი დღე სკოლაშია,- დედამისი ჩვენი სკოლის დირექტორია.-ამიტომ უმეტესწილად მე და ჩემი და ვართ სახლში... ასე, რომ მადლობა ამ უგემრიელესი სადილისთვის, დაკო...
_ხედავ? ესეც მე ვარ? გითხარი, მშვენივრად ამზადებს-მეთქი!-მიუბრუნდა მამა დედას.
_ნატუკა არც დღეს არ მოვიდა!-გადმომხედა დედამ, თითქოს მამას ნათქვამი არც გაუგონია.
_ჰო, შეყვარებულთანაა,-თავი დავუქნიე.
_გადამრევს ეგ გოგო!
_მგონი ჩვენი წასვლის დროა, ხო?-ფეხზე წამოდგა ბექა.
_ჰო, ჰო...
_აე, თავგასიებულო, მორჩი ჭამას და შენი ფორმა მოძებნე!-ვუთხარი სანდროს.
_აუ, ჰო! რამ დამავიწყა! ჯიგარი ხარ!-წამოხტა და კიბეებისკენ გაიქცა. ბექა ადგილზე დარჩა და დარწმუნებული ვიყავი, თვალმოუშორებლად მიყურებდა.
_მეჩ წამოვალ ლა...-სპორტული ჟაკეტის საყელოზე დაქაჩა ლიზიმ.
_რა?-გაკვირვებული დააცქერდა ბექა.
_მეჩ წამოვალ! იქ... შტადიონზე და გიგულსემატკივრებთ...-ბექამ ვერაფერი ვერ უპასუხა. მარტო დედაჩემს და მამაჩემს გადახედა შეცბუნებული მზერით.-მეჩ წამოვალ, მეჩ წამოვალ,-ხვეწნით დაიწყო ხტუნვა ზღარბმა.
_რაო, რა მინდაო მაგ ხვლიკმა?-ოთახში დაბრუნდა სანდრო.
_მე ჟღალბი ვალ, ხვლიკი სენ ხალ!-შეურაცხყოფად მიიღო ლიზიმ.
_ჰო, პატარა მავნე ზღარბი ხარ!-ცხვირზე ხუმრობით დაჰკრა თითი სანდრომ.-რა მინდაო?-მიუბრუნდა ბექას.
_მეც წამოვალო...
_სადო? ფეხბურთის სათამაშოდო?
_არა, საყურებლადო!-მივუბრუნდი მე.
_ლიზი, შენთვის იქ წამოსვლა არ შეიძლება, იმიტომ, რომ იქ არის ერთი კაცი, რომელიც შენისთანა პატარა გოგოებს დაიჭერს და...-შემაშინებლად დაიწყო სანდრომ.
_სანდრო! ნუ აშინებ ბავშვს!-გაბრაზდა დედა.-იცოდე, დაისჯები და აღარც შენ წახვალ! წაიყვანე ბავშვი! დაკო, შენც გაყევი! აქაურობას, რომ დაბრუნდები მერე მიხედავ.
_დედა! მე სკოლაში ვსწავლობ! გაკვეთილები არ მომიმზადებია!
_დარწმუნებული ვარ, არც სანდროს არ მოუმზადებია...
_არც მე!-ჩააკვეხა ბექამ ორი სიტყვა.
_...და რომ დაბრუნდებით ერთად მოამზადებთ!
_ოო, დედაა!-აღმომხდა უკმაყოფილოდ.
_მიდი, მიდი! ბავშვს მიხედე. თუ გინდა, შენც ჩაიცვი ფორმა და ითამაშე,-დამცინა დედამ. პირი გავაღე რაღაცის სათქმელად, უკნიდან სანდრო მომადგა და ჩამჩურჩულა:
_რა ყველა შენ გეკაიფება...-ახვიხვინდა.
_დავაი რა...-ხელი ვკარი და მაღლა ავირბინე.
_წავალთ და დაგვეწიეთ!-ამომძახა სანდრომ.
_არა! დამელოდეთ!- ჩავძახე კატეგორიულად, თან გამწარებული ვეძებდი ჩემ შორტებს. დედას გამოწვევა მივიღე- თამაშს ვაპირებდი.
_ოჰოო... გაკნაჭულ მუხლებს გვახარბებ?-დამცინა სანდრომ.
_შენი მუხლების პატრონი მაგას არ უნდა ამბობდე.
_თამაშს აპირებ?-გაკვირვებულმა მკითხა ბექამ.
_რა იყო, არ შეიძლება? გენდერული თანასწორობის წინააღმდეგი ხარ?-გაბრაზებულმა ვკითხე.
_არა, სულაც არა.
_ჰოდა, ძალიან კარგი. მოდი, ლიზი, ჩემთან,-ჟაკეტი მოვაცვი, რომელიც წუთის წინ ზემოდან ჩამოვუტანე.
_ოო, ა მჩივა!-გააპროტესტა სასწრაფოდ.
_მერე შეგცივდება, საღამოს.
_ზღაბში თამიდე და ლო თემთივდება თავითვამ.
_წავედით?-მაჩქარებს სანდრო.
_ერთი წუთით!-გავიქეცი, ლიზის ზღარბი ავიღე, შიგნით ჟაკეტი ჩავტენე და ზურგზე მოვკიდე. ჩემს ზურგჩანთაშიც თავისუფლად ჩაეტეოდა, მაგრამ ერთხელ ისეთი წივილ-კივილი ატეხა ამის გამო, რომ განმეორების სურვილი აღარ მქონდა. მეც ჩემი ჩანთა ზურგზე მოვიგდე, სპორტული, კაპიშონიანი ჟაკეტი წელზე მოვიკარი და სახლიდან გავვარდით.
_კარგად თამაშობს?-გადაუჩურჩულა ბექამ სანდროს, მაგრამ მახვილ სმენას რა გამოეპარება?!
_ჰო, კარგად ვთამაშობ, მაგრამ დიდი ხანია არ მითამაშია.
_ეგ არაფერი, მეც კარგა ხანია არ მითამაშია,-დამაიმედა ბექამ.
_იმის მერე... არ გითამაშია?-ტრავმაზე ვკითხე.
_პირველი იქნება დღეს...
_ძალიან კარგი, უპირატესობა ჩემ მხარესაა,-ვთქვი გახარებულმა.
_წაქცეულს არ ურტყამენ!-გაეცინა ბექას.
_“ისინი“ არ ურტყამენ, რაც შემეხება მე...-ამაყად გადავხედე.
_რაც შეგეხება შენ, წაქცეულებთან ხარ მაგარი, თორემ ფეხზე თუ წამოდგნენ, ვინღა დაგარტყმევინებს?-დამცინა სანდრომ და გემრიელი ჩატყაპუნებაც მიიღო თავში.
_დამელოდეთ!-მოგვაძახა ზღარბმა. უკან მივიხედე და ლიზი დავინახე: ტროტუართან ჩაცუცქულიყო და ფეხსაცმლის თასმებს იკრავდა თავის ჭკუით (არადა, შეკვრა არ იცის). რა დროს ჩამოგვრჩა, ვერ მივხვდი. მივედი, დავიხარე და ორივე ფეხზე კარგად დავუმაგრე თასმები.
_წავალთ ჩვენ!
_არა! ყველანი ერთად მივალთ!-მივაძახე, ხელი ჩავკიდე ლიზის და მალევე დავეწიეთ.
_რომელი უფრო მალე მივა, გინდათ?-შემოგვთავაზა ბექამ.
_ლიზი წაიქცევა, ან დაგვეკარგება,-ცივი წყალი გადავასხი.
_არ დაიკარგება,-ბექა გაჩერდა, ლიზისთან მივიდა, მოკიდა ხელი და კისერზე შეისვა. ლიზი აღფრთოვანდა თავისი ახალი ადგილ-სამყოფელით და მხიარულად აკისკისდა.
_აჩუ, აჩუ,-თმებში ჩაავლო ხელი.
_ლიზი, წესიერად!
_კარგად ჩამებღაუჭე, მიდი!-უთხრა ბექამ.-აა, ოღონდ თმაში არა!-შესძახა ტკივილისგან.-ტანსაცმელზე და ფეხების კარგად მომიჭირე. თავზე კარგად მომეხვიე,-ლიზიმ შეასრულა მისი რჩევები.
_გადმოვარდება, ორივე დაიმტვრევით!-გადავუწურე იმედი.-დასვი.
_ოო, ნუ ითარსები! არაფერიც არ ჩამოვარდება! თანაც ბექა სწრაფად ვერ ირბენს და ჩვენ მივასწრებთ, უფრო სწორად მე!-განაცხადა სანდრომ.
_ალ თამოვალდები!-დამაჯერებლად განაცხადა ზღარბმა.
_ერთი... ორი... სამი! წავიდააა!!!-დაიძახა ბექამ და სამივე გავიქეცით. მე და სანდრო ქარივით მივქროდით, ბექა კი ჩამოგვრჩა, რადგან ზღარბზე ნერვიულობდა არ ჩამოვარდესო და სწრაფად ვერ გარბოდა. 100 მეტრი გვქონდა დარჩენილი, როცა ფეხები საშინლად ამტკივდა, ვეღარ ვსუნთქავდი. სანდრო ოდნავ ჩემზე წინ იყო, ვეღარ ვეწეოდი, უკანასკნელ ძალას ვიკრებდი, რომ არ გავჩერებულიყავი... ჩემ თავს ვამხნევებდი: ცოტაც... ცოტაც...
ზედ თავისუფალი საფეხბურთო მოედნის შესასვლელში ვისკუპე და სანდროს ზურგზე დავეტაკე. პირქვე დაეხეთქა და მეც ზემოდან დავეცი. სიცილი ამიტყდა.
_გადადი, გადადი!-აყვირდა სანდრო. გვერდზე გადავგორდი, ისიც ამოტრიალდა. ორივე ვქშინავდით დაღლილობისგან.
_გამიბრტყელდა ცხვირ-პირი, რა ძროხა ხარ!-შემამკო სანდრომ.
_გეჩვენება! შენ მთელი ცხოვრება მასეთი სახე გაქვს,-დავცინი. მუჯლუგუნი მითავაზა მუცელში. არც მე დავუთმე და ბექამ რომ მოირბინა, ორივე მტვერში ვგორაობდით ერთმანეთში ჩახლართულები. ბექამ ოლიმპიური სიმშვიდით ჩაგვირბინა, მოედნის შუაგულამდე მიირბინა და ყვირილი დაიწყო:
_ჩვენ მოგასწარით! დაარტყი ხელი, ლიზი!-ხელი გაიწოდა მაღლა. მე და სანდრომ თავები წამოვყავით:
_რაოო?-ვთქვით ორივემ. ჯერ ბექას შევხედეთ, მერე ერთმანეთს.
_გვეკაიფება?-ძალიან სერიოზულად მკითხა სანდრომ.-გამიშვი ხელი...-მშვიდად მითხრა.
_აჰა!-გავუშვი.
_მეორეც...-მეორეც გავუშვი.
_ახლა ადექი!
_ჯერ შენ!-გავაპროტესტე.
_შენ!
_არა, შენ!
_ერთად!
_მიდი,-წამოდგა, მე ხელი არ გავუშვი და წამომაყენა. ბექასკენ და ზღარბისკენ წავედით.
_თუ მეხსიერება არ მღალატობს, ჩვენ მოვედით აქ პირველები!-დავუძახე შორიდანვე.
_უფრო სწორად, მე!-შემისწორა სანდრომ.-მერე შენ დამახტი თავზე!
_თქვენ კარებში გაეჩხირეთ, ჩვენ კი მოედანზე პირველები შემოვედით!-გვახარა ბექამ.
_ჰო, პილველები თემოვედით!-დაამატა ზღარბმა.
_ამის მერე, კიდევ მეტყვი ნუ აშინებო?-გადმომხედა სანდრომ.
_თვითონაც კარგად იცით, რომ ჩვენც მოგასწარით!-ვთქვი.
_სულაც არა!-თვალი ჩამიკრა ბექამ.
_თულათ ალა!-ენა გამომიყო ზღარბმა.
_ახლა დავხოცავ ამ თუთიყუშებს!- სიცილით დაიმუქრა სანდრო.
_წინ!-შევძახე და ორივე მივვარდით ბექას და ლიზის.