ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: S@li, DiiiK♥  
Just sing a song

♥---♥თარიღი: კვირა, 2010-06-13, 7:12 PM | შეტყობინება # 1
<<>
44
11  +
61  ±
   ±
Offline


პირველი ადგილი კონკურსში "Fanfiction Awards 2010" ნომინაციაში "საუკეთესო ფანფიკი".
პირველი ადგილი კონკურსში "Fanfiction Awards 2010" ნომინაციაში "საუკეთესო ფიკრაიტერი".
ფანფიკის ბეტას (S@li) მიენიჭა პირველი ადგილი ნომინაციაში "საუკეთესო ბეტა".




სახელწოდება: Just sing a song
ავტორი: DiiiK♥
დისკლეიმერი: გმირების სახელებზე საავტორო უფლება აქვს სტეფან მეიერს+მე
რეიტინგი:G (General)
ბეტა: S@li
პეირინგი:ბ.ს./ე.კ.
ჟანრი: Romance, Angst, Hurt/comfort
სამარი:ტრაგედია, რომელიც მთლიანად შეცვლის ბელას ცხოვრებას, მას დიდ ტკივილს აყენებს და სიცოცხლის სურვილს უკარგავს...
სტატუსი: წერის პროცესშია.
ავტორისგან: დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, ვინც კითხულობს ჩემს ფანფიკს! იმედი მაქვს მოლოდინს გავამართლებ და ასევე უღრმესი მადლობა ჩემს საყვარელ ბეტას, სალის! მას დიდი წვლილი მიუძღვის!

პროლოგი

დამესიზმრა, რომ კლდესთან ვიდექი. მის მარჯვენა მხარეს მზე ანათებდა და გარემო მწვანეში იყო ჩაფლული, მარცხნივ კი საშინელი ქარი ქროდა და თოვლის ქარბუქი ტრიალებდა. წინ ერთი ნაბიჯი გადავდგი და უცებ უფსკრულის პირას აღვმოჩნდი. მოულოდნელობისგან შევხტი და უკან დავიხიე. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი სიზმარში ვიყავი, მაინც რატომღაც გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობას ვგრძნობდი. ირგვლივ კიდევ ერთხელ მიმოვიხედე. უკან სიბნელე იყო, არაფერი მოჩანდა. მარჯვნივ გაზაფხული ჰყვაოდა, მარცხნივ კი ზამთარი ბობოქრობდა. წინ უფსკრული იყო... ვფიქრობდი, რომ სასწრაფოდ მარჯვნივ უნდა წავსულიყავი. საშინლად მციოდა, მაგრამ სხეული თითქოს გონებას არ ემორჩილებოდა. ისევ გადავდგი წინ ნაბიჯი და მოულოდნელად კლდემ ზრდა დაიწყო... რაც უფრო ვუახლოვდებოდი უფსკრულს, კლდე მით უფრო იზრდებოდა. უცებ ფეხქვეშ საყრდენი გამომეცალა. კანკალმა ამიტანა და სანამ მიწა საბოლოოდ დაიშლებოდა ზაფხული და ზამთარი გაერთიანდა. ვიგრძენი, როგორ ჩაიღვარა სხეულში სითბო და გამაჟრჟოლა. მოწმენდილ ცას ავხედე, რომელსაც მთვარე ვერცხლისფრად ანათებდა და გონებაში წავიმღერე:
" All I know is just you're not here to say...What you always used to say... But it's written in the sky tonight"




პირველი თავი: შიში
მეორე თავი
მესამე თავი
მეოთხე თავი
მეხუთე თავი
მეექვსე თავი
მეშვიდე თავი
მერვე თავი
მეცხრე თავი
მეათე თავი
მეთერთმეტე თავი
მეთორმეტე თავი
მეცამეტე თავი
მეთოთხმეტე თავი
მეთხუთმეტე თავი
მეთექვსმეტე თავი
მეჩვიდმეტე თავი
მეთვრამეტე თავი
მეცხრამეტე თავი
მეოცე თავი
ოცდამეერთე თავი
ოცდამეორე თავი




შეტყობინება შეასწორა ♥---♥ - სამშაბათი, 2010-06-15, 5:34 PM

Katherine_Петрова♥თარიღი: პარასკევი, 2010-09-10, 3:53 PM | შეტყობინება # 181
Always and Forever ♥
543
25  +
   ±
Offline
Dzalian dzalian magari xar diiik kiss love shen verc ki warmoidgen rogor gasagebad da kargad wer happy ^_^ Unichieresi adamiani xar, sityvebi ar myopnis kiss smile :) smile love



შეტყობინება შეასწორა RobSop - პარასკევი, 2010-09-10, 3:53 PM

S@liთარიღი: შაბათი, 2010-09-11, 4:23 PM | შეტყობინება # 182
*/In love with Rpattz/*
417
167  +
   ±
Offline
stupid_l@mb, chemi nichierovichi xar, sixaruloviich (h) kiss

Am tavs ramden xans velodebodi, ra! Movkdi lodinit, tvalebi mepxaneboda mteli zapxuli, ise mindoda wakitxva biggrin Gaxsovs, teleponze rom mogayole es tavi? biggrin LOL (Rofl)

Am tavit var agprtovanebuli, sxva tavebis ar vici, magram es tavi chemi usayvarlesi gaxda, imitom rom bevri saintereso ram moxda. Rac mtavaria, sul uket da uket vecnobit edwards happy
Wveulebis, mortulobebis, salonshi gatarebuli drois agwera - yvelaperi arachveulebrivi iyo, ise bunebrivad da kargad gaqvs agwerili, dzalian sasiamovno wasakitxia! happy
Ici, maieris bella sashinlad magizianebs bevr momentshi shy sheni ki... sheni ki sxvanairi da dzalian momwons.
Sheni edwardze rom sheyvarebuli var! happy (inlove)
Raili namdvili nadzirala gamodga angry Guli mkarnaxobs, es ar unda iyos pirveli misi... danashauli. Momewona is mometni, railim rom u=otaxshi sheivana bella. Dadzabuli momeneti iyo dzalian, magram ise kargad iyo agwerili cool

Mokled, xo ici chemi ambavi, skypeshi yvela emociebs giziareb, aq kide vegar gwer xolme normalur komentars biggrin Sorry... Unichieresi xar, chemi diii kiss :*

Axal tavs vasworeb,vasworeb... shy


I've closed my heart down, so many seasons. I didn't want to hurt again,
I didn't want to try, so I turned myself to ice and stone,
said I don't need anyone, and nobody else would ever make me cry...


Takoთარიღი: შაბათი, 2010-09-11, 7:08 PM | შეტყობინება # 183
I'll hide from the world, bihind a broken frame
813
37  +
   ±
Offline
kidev aris raimes damateba sachiroo? vfikrob rom ara ... saitze geniosebi gvezdebian kiss :* kiss :*
sheni weris manera saocrad momwons diik kiss surprised
xo da kidev, sheni nawarmoebidan natlad chans rom yvela temashi garkveuli xar. WOW ! WOW ! WOW!!! im dges vegar movrchi bolomde kitxvas da bolo momenti axla wavikitxe... ybralod gadasareviaa! sul aviriee, ase mgonia rom 'utavo mxedrebis" wevri is bichi iko, vinc bellas ecekveboda da is "martosuli" . xolo is martosuli, rogorc shevityvet is bichia, deda rom moikvda , jon doi.
diko, ert rames gkitxav tu sheidzleba? biggrin
edwardi da misi ojaxi vampirebi arian? nu yvelafridan gamomdinare chans rom ar arian, magram ravici abaa , davechvdi biggrin bindis fanfikia mainc biggrin



Oooh, baby I've been flying...Mama, there ain't no denyin'


შეტყობინება შეასწორა Tako_Twilfan - შაბათი, 2010-09-11, 7:10 PM

DiiiK♥თარიღი: შაბათი, 2010-09-11, 8:56 PM | შეტყობინება # 184
You're just too good to be true ...
1004
113  +
   ±
Offline
S@li, ბეტოვიიიჩ უღრმესი მადლობაა kiss სკაიპში უკვე გამიზიარე შენი აზრები, მართალი ხარ biggrin
ჩემი ბელა ცოტა დაბნეულია და დათრგუნული... ისე რატომღაც რაღაც მომენტებში შეიძლება ვპლაგიატობ, მაგრამ "ბინდი" იმდენჯერ მაქვს წაკითხული, ეს გასაკვირი არაა biggrin
Quote (S@li)
Raili namdvili nadzirala gamodga Guli mkarnaxobs, es ar unda iyos pirveli misi... danashauli.

ბეტას უფლებებით ბოროტად სარგებლობის სანქცია დაგეკისრება lol (ეს საიდან მოვიტანე ) lol
შენ უუუუუუუუუუუუუუუუუუუუნიჭიერესიიი ხარ, სიხოვიიიჩ kiss ძალიან მიყვარხააარ სინდისიაან biggrin kiss :* kiss

Tako_Twilfan, უღრმესი მადლობა თააკ kiss :* kiss იჰ, ნუ მაწითლებთ, ხალხნოო lol შენი მოსაზრებებს გარკვეული საფუძველი აქვთ happy
რაც შეეხება შენს კითხვას, ცემო კარგო biggrin ჩემი ფაკი რადგანაც განყოფილება "ადამიანებში" დევს ყვეეელა ადამიანია biggrin



------თარიღი: შაბათი, 2010-09-11, 8:59 PM | შეტყობინება # 185
from porcelain, to ivory, to steel.
1183
49  +
   ±
Offline
stupid_l@mb,
ღმერთო ჩემო! ჯერ მარტო ადამიანი ამის პროლოგს რომ წაიკითხავს იცის რაღაც ძალიან საინტერესო ელის წინ! მაგრამ როდესაც უკვე ძირითად ეტაპზე გადავა...იფიქრებს ”ამ საიტზ ემართლა გენისოები ყოფილანო”. ენა უნდამოაჭრა იმას ვინც იტყვის ბიდნის ფანები გუანათლებლები და გოიმები არიანო. შემოიყვანეთ ამ განყოფილებაში და თვითონვე გაჩუმდებიან dry
მოკლედ ძალიან მომწონს ყველაფერი. სტილიც, სიუჟეტიც და რავიცი ყველაფერი...ძალიან საინტერესოა, ყოჩაღ happy

Takoთარიღი: კვირა, 2010-09-12, 0:19 AM | შეტყობინება # 186
I'll hide from the world, bihind a broken frame
813
37  +
   ±
Offline
stupid_l@mb, aa biggrin me ar vici am fanfikebis "ganyofilebebi" axlaxans daviwtye kitxva biggrin
kide minda biggrin :D



Oooh, baby I've been flying...Mama, there ain't no denyin'


შეტყობინება შეასწორა Tako_Twilfan - კვირა, 2010-09-12, 0:20 AM

DiiiK♥თარიღი: კვირა, 2010-09-12, 1:24 PM | შეტყობინება # 187
You're just too good to be true ...
1004
113  +
   ±
Offline
Twilighter, დიდი, დიდი, დიიდი მადლობა ნიკაა happy kiss აბა მითხარი, ვინ გაბედა ჩვენზე მაგის თქმა? biggrin ყურებით მოვათრევ biggrin biggrin biggrin გაიხარეეე kiss
Tako_Twilfan, მალე შეეჩვევიი happy ჰმ... ახალი თავი მალე იქნება! სალიმ ხომ დაწერა, უკვე ასწორებს... თან ორი-სამი დღე ხომ უნდა იყოს პაუზა ახალ თავებს შორის happy



JaNeთარიღი: კვირა, 2010-09-12, 3:13 PM | შეტყობინება # 188
Princess of Darkness
373
47  +
95  ±
   ±
Offline
dzaan kaia ogond ar wamikitxia happy

DiiiK♥თარიღი: ორშაბათი, 2010-09-13, 11:38 AM | შეტყობინება # 189
You're just too good to be true ...
1004
113  +
   ±
Offline
მეთერთმეტე თავი

თვალები რომ გავახილე, დიდ, იასამნისფერ ოთახში ვიწექი ელისის საწოლზე. მუსიკის ხმა ისევ ისმოდა და პირდაპირ თავში მირტყამდა. გამოვფხიზლდი... არა მარტო ძილისგან, არამედ მართლა გამოვფხიზლდი. ჩემს საწოლთან ჩაჩოქილი ედვარდის დანახვაზე ყველაფერი ნათლად გამახსენდა: ნიღბებში ცეკვა, სასმელი, „The Headless Horsemen“, რაილი... უწებ წამოვიკივლე, ცახცახმა ამიტანა. ის ცდილობდა… ჩემზე ძალა ეხმარა და ედვარდი რომ არა, ასეც იზამდა. გულმა საშინელი სისწრაფით დაიწყო ცემა. თვალებზე ცრემლების მთელი ტბორი მაწვებოდა...მოკუნტული ვიწექი და სულ ვკანკალებდი.
- კარგად ხარ? - დაზაფრულ ედვარდს შეშლილის სახე ჰქონდა, თუმცა ამას მისი სიმშვენიერე არაფრით დაუკნინებია.
- არა მიშავს, - ვუპასუხე მე. ჩემი ხმა ძლივს ვიცანი.
- ნუ გეშინია, ის არასოდეს, არაფერს არ დაგიშავებს...
მე მაინც ვკანკალებდი, ვერ ვჩერდებოდი. ცრემლები თავისით მოდიოდნენ თვალებიდან. გული საშინლად მჩხვეტდა და შიგნიდან ისე მაწვებოდა, თითქოს სხეულიდან გამოგლეჯას ლამობსო. ის არ ფეთქავდა, უბრალოდ მაწვებოდა... მთელი ძალით მაწვებოდა და მოძრაობის უნარს მიკარგავდა. საერთოდ ყველაფრის უნარს მიკარგავდა.
- ბელა, შემომხედე, - ედვარდი ლოგინზე ჩამოჯდა, - გეფიცები, ყველაფერი კარგადაა, ყველაფერი დამთავრდა, დაწყნარდი.
მე თავი დავუქნიე. ედვარდის სიტყვებში ეჭვს ვერ შევიტანდი. მაგრამ ჩემს თავს ვერ ვერეოდი და ვერც ვწყნარდებოდი.
- არ მეგონა, კიდევ თუ გაბედავდა, - ფიქრებში ჩაძირულმა ედვარდმა ფანჯრისკენ გაიხედა.
- რას გულისხმობ? - დაბნეულმა და აცახცახებულმა ძლივს მოვაბი თავი ორი სიტყვის თქმას.
- არაფერს, - ედვარდი მომიბრუნდა და წამოჯდომაში მომეხმარა. - შენ არ შეგეშინდეს. საფრთხე აღარ გემოუქრება. ყველაფერი ჩემი ბრალია... მაპატიე!
ვერ მივხვდი, რა იყო მისი ბრალი. ის რომ არა, ახლა... გონებაშიც ვერ დავასრულე ეს წინადადება. გულისცემა როგორღაც ჩამიწყნაარდა. ედვარდის სიახლოვე დამამშვიდებლად მოქმედებდა და ამაზე უკვე გაკვირვების თავიც აღარ მქონდა.
- გაპატიო? რა? მე შენი მადლობელი ვარ, - წამომჯადრმა ხელი გულზე მივიდე და ღრმად დავიწყე სუნთქვა. ამას წესით ცოტა უნდა ეშველა.
- მართალია, შენც ზედმეტად მიმდობი აღმოჩნდი, - ფრთხილად შემომხედა ედვარდმა. ისიც შედარებით დაწყნარებული იყო, მაგრამ თვალებში ისევ ის ცეცხლი უტრიალებდა. - მაგრამ მე არ უნდა მიმეცა რაილისთვის უფლება, შენთან ყოფილიყო. მაპატიე, ადრე უნდა შემეჩერებინა...
- შენ რა იცოდი, რა მოხდებოდა? - ვკითხე სასოწარკვეთილმა. მისი ტანჯვის მიზეზს ვერ ვხვდებოდი. ის ჩემს თვალში გმირი იყო.
- მითხარი, - არ მიპასუხა ედვარდმა, - აქ რომ ამოხვედით, რაზე ფიქრობდი? ნუთუ არ დაეჭვდი?
- არ ვიცოდი რას ვაკეთებდი, - თავი ჩავქნინდრე, ამაზე ვიღაცასთან უნდა მელაპარაკა. თუნდაც ედვარდთან. - მე... მე არც მიფიქრია, რომ ის ამას გაბედავდა... თან საერთოდ არ ვფიქრობდი რაილზე, - მისი სახელის წარმოთქმისას ტანში ჟრუანტელმა დამიარა. ედვარდს ჩემი ხელი ეჭირა და ეს ძალას მმატებდა. უჩვეულო მდგომარეობაში ვიყავი. სამაგიეროდ გული ისე აღარ მაწვებოდა.
- აბა რაზე ფიქრობდი? - გამკიცხავად ამომხედა, თუმცა ამჯერად თვალებში სითბო ჩასდგომოდა.
- მე იმ ჯგუფზე ვფიქრობდი, ვინც ქვემოთ უკრავდა...
- რაზე? - ედვარდი საუბრის ამგვარმა გაგრძელებამ შეაცბუნა. - იმ ჯგუფზე რატომ ფიქრობდი?
- ერთხელ ქალაქში ხეტიალისას შემთხვევით ვნახე. ისინი ერთ-ერთ მიყრუებულ ბარში უკრავდნენ და მათი აქ დანახვა გამიკვირდა, - მხრები ავიჩეჩე. სხვა თუ არაფერი, ჩემთვის ლაპარაკის ასეთი გაგრძელება დამამშვიდებლად იმოქმედებდა.
- მოგეწონა? - ღიმილით მკითხა ედვარდმა.
- კი, - დავუქნიე თავი.
ედვარდი ალბათ ჩემს დაწყნარებას ცდილლობდა, თორემ აბა ისე, რაში აინტერესებდა, მომეწონა თუ არა ის ჯგუფი.
- კარგი. აი, შენი ტანსაცმელი... ეს ამბავი არავინ არ იცის. გამოიცვალე და სახლში წაგიყვან, - ნაზად მითხრა ედვარდმა და ოთახში მარტო დამტოვა.
მე ისევ კანკალმა ამიტანა. ეტყობა მარტო დარჩენა ცუდად მოქმედებდა, ამიტომ სწრაფად ჩავიცვი ჩემი შარვალი და სვიტერი. კაბა დავკეცე და წამოვიღე. აქ ვერ დავტოვებდი. გონებაში სურათებს სურათები ცვლიდა... ემოციას - ემოცია...
ედვარდი კარებთან მელოდებოდა. გავედი თუ არა, ხელი მომკიდა და დერეფნის ბოლოს, ჩემთვის უცნობი კიბით, დაბლა ჩამიყვანა. ეს კიბე პირდაპირ ეზოში გადიოდა. შემოსასვლელში მდგარს გავდა, მაგრამ უფრო მკაცრად გამოიყურებოდა. ის სადღესასწაულოდ არავის მოერთო.
- აქ დამელოდე, - მითხრა ედვარდმა, როდესაც დაბლა ჩავედით და თვითონ მანქანის გამოსაყვანად წავიდა.
მობუზული ვიცდიდი სიცივეში. ისევ ვკანკალებდი, მაგრამ მარტო სუსხის გამო არა... ირგვლივ სიბნელე იყო, სახლის მეორე მხარეს ვიმყოფებოდით. შორიდან ჭოტის ხმა ისმოდა. ხელები ერთმანეთს ჩავჭიდე და მოთმინებით ველოდი ადამიანს, რომლემაც ჩემი, ისედაც ნაფლეთებად ქცეული, სული გადაარჩინა.
ვერცხლისფერი „ვოლვო“ პირადაპირ ჩემს წინ გაჩერდა. მე დაუფიქრებლად ჩავჯექი და კარები მაგრად მოვკეტე. ედვარდს საჭეზე მტკიცედ ჩაეჭიდა ხელები. მართალია, საბოლოოდ დამშვიდებულიყო, მაგრამ როცა გამომხედავდა, მის თვალებში კიდევ ვხედავდი იმ ცეცხლს, რამდენიმე წუთის წინ რაილს თვალებით რომ სწვავდა. გამაჟრჟოლა და ფანჯარაში გავიხედე. მალე ტყიდან გავიდოდით.
- უკეთ ხარ? - ედვარდის ხავერდოვანმა ხმამ შემაკრთო.
- კი, - შედარებით მტკიცედ ვუთხარი მე და მისკენ გავიხედე. ამჯერად მოშვებული იჯდა და ცალი ხელით მართავდა მანქანას. - შენ?
- მეც...
- მაშინ შენ მითხარი, - დავიწყე მე, - რომ ამჯერად მოასწარი... ანუ იყო შემთხვევა, როდესაც ვერ მოახერხე დროზე მისვლა?
- კი, - სახეზე არანაირი ემოცია არ ეწერა. უაზროდ გაჰყურებდა სივრცეს. წინ კი იხედებოდა, მაგრამ არა მგონია გზას ხედავდა. თითქოს წარსულს ავლებდა თვალს.
- მაშინ რაილიმ სხვას...
მისი სახელის წარმოთქმა ძალიან მიჭირდა, მაგრამ ისიც ძალიან მაინტერესებდა, რა მოხდა ადრე.
- ხო, - ედვარდი ისევ დაძაბული იჯდა და საჭეს ორი ხელით მართავდა. აშკარაა, ეს საუბარი არ მოსწონდა, მაგრამ ვერ შევეშვებოდი.
- ვინ იყო ის? - ვკითხე თრთოლვით.
ედვარდმა შემომხედა. მის ღვთაებრივ სახეზე ტანჯვა ნათლად იკვეთებოდა, რაც ძალიან არ მომწონდა. უნებურად გული დამწყდა. მას ის გავახსენე, რაც ყველაზე მეტად უკლავდა გულს... რომ დამინახავდა, სულ ეს გაახსენდებოდა.
- ვიქტორია, - პასუხის გაცემისას ხმა მასაც უთრთოდა, თუმცა ამით მის მკვეთრ ტენორს არაფერი დაჰკლებია. პირიქით, უფრო ხავერდოვანი და თბილი მომეჩვენა. მისი პასუხის აზრი მერე გავიაზრე. ვიქტორია ხომ ედვარდის შეყვარებული იყო?!
- ძალიან ვწუხვარ, - თვალები მორდებით დავხარე ქვემოთ. ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი.
ედვარდი ისევ გზას გაჰყურებდა, თუმცა ხანდახან ჩემსკენაც აპარებდა თვალს. მე კი მოურიდებლად ვუყურებდი.
- როგორ გადაიტანა?
- არ გადაუტანია...
ხელი ინებურად გულზე მივიდე. ვიქტორიამ ვერ გადაიტანა, მაგრამ მაინც ახერხებდა სიცოცხლეს. ეს დასაფასებელი იყო. რატომღაც მის მიმართ სიბრალულთან ერთად სითბოც ვიგრძენი.
- შენ? - ვკითხე ისევ ედვარდს, - შენ როგორ უმკლავდები?
ედვარდმა ალმაცერად შემომხედა, თითქოს ჩემი კითხვა გაუკვურდაო, მაგრამ მე ეს სრულიად ბუნებრუვად დავსვი. მას სახეზე იმდენი ტანჯვა ეხატა, როდესაც ვიქტორიაზე ვლაპარაკობდით, რომ ძნელი მისახვედრი არ იყო, ისიც ძალიან იტანჯებოდა შეყვარებულის გამო.
- როდესაც ორნი ვართ, ამას ვუმკლავდებით, - მითხრა შედარებით მტკიცე ხმით. - მაგრამ მე შეჩვეული ვარ...
ვერ მივხვდი, რა იგულისხმა როდესაც შეჩვევაზე ლაპარაკობდა, მაგრამ აღარ ჩავძიებულვარ. უკვე გზატკეცილზე ვიყავით. მანქანის სპიდომეტრი ას-ასოც სიჩქარეებზე თამაშობდა.
- როცა მას ურტყამდი... რაილს... თქვი, რომ გააფრთხილე არ მომკარებოდა...
ამ საღამოს ყველა კითხვაზე უნდა მქონოდა პასუხი. ედვარდის ყოველი სიტყვა გონებაში ნათლად დავიმახსოვრე, ამიტომ მიკვირდა, რას ნიშნავდა ის, რაც იმ გარეწარს უთხრა. როდის გააფრთხილა ან საერთოდ რატომ?
- მართალი ხარ, - ედვარდმა ისე გამომხედა, თითქოს მკვლელობაში ვდებდი ბრალს და შებრალებას ითხოვდა. - ასე ვთქვი.
- შენ იცოდი, რომ ჩვენ ერთმანეთს ვიცნობდით?
- კი, - რამდენიმე წამის შემდეგ მიპასუხა და მერე სწრაფად დაამატა: - ბელა, ამ ყველაფერს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
- ჩემთვის აქვს, - მტკიცედ ვუთხარი მე და თვალი თვალში გავუყარე. - რატომ უთხარი ეს?
- იმიტომ რომ ვიცოდი, რამეს დაგიშავებდა, - ჩუმდა ჩაილაპარაკა ედვარდმა.
- საიდან იცოდი? ის ამბავი ვიქტორიასთან ხომ ადრე მოხდა? - ედვარდის ტონის გამო არ მჯეროდა, რომ ბოლომდე სიმართლეს მეუბნებოდა.
- ბელა, მე ვიცი ვინ-ვინ არის და რისი გამკეთებელია, - მკაცრად ამომხედა. მისი ნათქვამით თუ ვიმსჯელებთ, საუბრის დამთავრება უნდოდა, მაგრამ მე დანებებას არ ვაპირებდი.
- რაილიმ გითხრა, რომ მიცნობდა?
- ფაქტიურად - კი...
- რატომ?
- მითხრა რომ ბელა სვონმა, რომელიც შენს სკოლაში სწავლობს, სიკვდილს გადამარჩინაო და მეც მივხვდი, შენ რომ გიგულისხმა...
- მერე რა შუაში იყო მაგ საუბართან ის, რომ რაილი არ გამკარებოდა? - ედვარდმა პირი გააღო პასუხის გასაცემად, მაგრამ მე ხელის აწევით გავაჩერე. რაილისთან ჩემი პირველი შეხვედრა გამახსენდა, მაშინ სკოლა საერთოდ არ გვიხსენებია.
- იტყუები! - ედვარდს თვალები გაუფართოვდა. - მე მასთან სკოლა არ მიხსენებია და საიდან უნდა სცოდნოდა, ერთ სკოლაში რომ დავდიოდით?
- ალბათ თვითონ გააკეთა ასეთი დასკვნა, - არ დაიბნა ედვარდი.
მე ღრმად ჩავისნუთქე. აქ რაღაც ისეთი ხდებოდა, რაც არ ვიცოდი, მაგრამ აუცილებლად გავარკვევდი. უცებ ერთი კითხვა ამომიტივტივდა თავში და სუნთქვა შემეკვრა. გაოცებული სახით მივტრიალდი მარცხნივ. უნებურად ვიოცნებე, რომ ჩემს ეჭვებზე დადებითი პასუხი მიმეღო, მაგრამ ეს იმდენად წარმოუდგენელი იყო ჩემი თანამოსაუბრისგან, რომ საკუთარ თავს ამაზე ოცნებაც კი ავუკრძალე.
- ედვარდ, შენ რაში განაღვლებდა, რაილი მომიახლოვდებოდა, თუ არა? - მართალია ხმადაბლა, მაგრამ მკაფიოდ წარმოთქმულ ჩემს სიტყვებში უაზრო სიხარული ძლივს დავფარე. მაინც უცნაური სიტუაცია იყო, ედვარდი ხომ ვერ მიტანდა. - შენ ყოველთვის ცუდი თვალით მიყურებდი და რატომ გაღელვებდა, რა დამემართებოდა?
კარგად დავინახე, როგორ გადაყლაპა ბიჭმა ნერწყვი. ხელები უკანკალებდა და ჩემსკენ რომ გამოიხედა, თვალები ამღვრეული ჰქონდა.
- მე ცუდი არავისთვის არ მინდა, ბელა, - ხმაში ბრაზი ეპარებოდა, თუმცა მიმზიდველობა საერთოდ არ დაჰკარგვია.
მონუსხული შევყურებდი. სხეული სულ მიცახცახებდა და მხრებზე რაღაც ძალა მაწვებოდა. სუნთქვა ისევ მეკვროდა. მისი მზერა ჩემთვის ერთი სიკვდილი იყო, იმიტომ რომ ყოველთვის, როდესაც ასე შემომხედავდა, ბედნიერებისგან ვდნებოდი და ეს ძალიან არ მომწონდა. ასეთ საუბარს ვეღარ გავუძლებდი, ამიტომ გადავწყვიტე, ისევ წარსულს მივბრუნებოდი. ეს უკვე ედვარდს არ მოეწონებოდა, მაგრამ როგორმე გადაიტანდა.
- ვიქორია მაშინ უკვე იყო შენი შეყვარებული?
- არა, - ედვარდმა შვებით ამოისუნთქა და ისევ მოეშვა. როგორც ჩანს, ის საუბარი ჩემსავით აფორიაქებდა. მისდა საუბედუროდ, სხვა სიტუაციაში გაგრძელება აუცილებლად მოუწევდა...
- ახლა სად არის?
- რეაბილიტაციის კურსებზე დადის, ყოველ სამ თვეში.
წარმოვიდგინე, რა მოხდებოდა, ვიქტორია რომ წვეულებაზე ყოფილიყო. ედვარდი ალბათ ჩემთვის საერთოდ არ ეცდებოდა... და მე რას ვიზამდი, კიდევ რომ მენახა რაილი? ამ ფიქრმა ერთიანად შემბოჭა, ამიტომ ყურადღების გადასატანად ფანჯარაში გავიხედე. ჩემს კვარტალს გავცდომოდით და ცენტრისკენ მივდიოდით.
- მგონი, ჩემს სახლს გავცდით, - ვუთხარი ედვარდს.
- ვიცი, - მშრალად მიპასუხა მან.
- სად მივდივართ? - მართალია, მის გვერდით არაფრის არ მეშინოდა, მაგრამ სად მივდიოდით, მაინც მაღელვებდა.
- ერთ მყუდრო ადგილას, სადაც მარტო ხშირად დავდივარ, - ედვარდმა გაღიმებაც მოახერხა და შემდეგ სერიოზული სახით მომიბრუნდა. - გინდა სახლში ადრე დაბრუნდე, თან ასეთი აფორიაქებული?
- არა, - ეს მართლაც ცუდი იდეა იყო, ამიტომ აღარ შევეკამათე და მორჩილად მივეყრდენი სავარძლის საზურგეს. მთელი გზა ვცდილობდი, რომ მომხდარი გონებიდან ამომეგდო. ამის წყალობით ახლა შედარებით უკეთ ვიყავი, მაგრამ სიმართლე რომ ვთქვა, ამაში დიდი წვლილი ედვარდს მიუძღვოდა. ის აზრი, რომ ედვარდს ანაღვლებდა ჩემი ბედი, რატომღაც მახარება. თუმცა ვხვდებოდი, რომ ეს უბრალო სიხარული არ იყო და ამის უკან კიდევ რაღაც იმალებოდა... რაღაც ისეთი, რისი აღიარების სასტიკად არ მინდოდა და გაფიქრებაც მაშინებდა. ვუყურებდი ედვარდის პროფილს და უნებურად მახსენდებოდა ანტიკური საუკუნის ბერძნული ქანდაკებები. მათი უზუსტესი და ხაზებში გამოხატული სილამაზე, დახვეწილი გამოხედვა და იდუმალი თვალები. გულში ჩამწვდომი სინატიფე და სახე, რომელსაც გულგრილად ვერ შეხედავდი.
ედვარდმა ჩემი მზერა იგრძნო და ინტერესით გამომხედა. როგორც მითხრა, ცუდი არავისთვის უნდოდა... მე მისთვის სწორედ რომ არავინ ვიყავი. გული ჩამწყდა, მაგრამ ეს აზრები სწრაფად მოვიშორე თავიდან. ამას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. თავი წინ მივაბრუნე. გარეთ წვიმდა და ქარიც ქროდა. ჩვენ სავაჭრო ცენტრის ავტოსადგომთან ვიდექით. ედვარდი მანქანიდან გადავიდა, მეც სწრაფად გავაღე კარები. მაინტერესებდა სად მივდიოდით და მანქანასთან შევდექი. რამდენიმე მეტრში მყოფი ედვარდი ჩემსკენ მოტრიალდა, ეტყობა ნაბიჯების ხმა რომ ვერ გაიგონა, მიხვდა, რომ არ მივყვებოდი და ალმაცერად გადმომხედა.
- არ მოდიხარ? - მკითხა სიცილით.
- მაინტერესებს, სად მივდივართ? - წარბშეუხრელად ვკითხე.
ორივენი წვიმაში ვიდექით. ედვარდს ქურთუკი ეცვა, მე მხოლოდ მოსახური, ამიტომ სულ გალუმპული ვიყავი.
- წინასწარ თქმა არ ივარგებს, - ეშმაკურად გამიღიმა ედვარდმა. - გინდა სურპრიზი ჩავარდეს?
- არ მიყვარს მოულოდნელი სურპრიზები...
- ახლა ხომ გითხარი, რომ სურპრიზი იქნება, - მომიახლოვდა ედვარდი და ხელი მომკიდა, - ამიტომ მოულოდნელი არ იქნება... წამოდი.
ფრთხილად მიყურებდა, მაგრამ თვალები ეშმაკურად უელავდა. წამწამებს ნელა აფახურებდა და ნაზად მიცქერდა. მეც მონუსხული შევყურებდი და მექანიკურად გადავდგი წინ ნაბიჯი. ედვარდს ჩაეცინა.
- რა იყო? - ვკითხე ნაწყენი ხმით. ამჯერად რა გავაკეთე ისეთი, რომ დამცინოდა?
- არაფერი, ბელა, - ედვარდი ძლივს იკავებდა სიცილის, - უბრალოდ ძალიან მიმდობი ხარ...
- გინდა, რომ არ წამოვიდე? - გავაწყვეტინე მე. მისი სიახლოვე ძალიან მძაბავდა და აზრებს თავს ვერ ვუყრიდი. ამას ისიც დაემატა, რომ ვერ გავიგე სად მივყავდი და თუ ჩემი წაყვანა უნდოდა, რაღას მახსენებდა, ზედმეტად მიმნდობი რომ ვიყავი?! ამდენი ფიქრისგან გაბრუებულმა, ძლივს გადავხარშე ედვარდის ნათქვამი.
- მე უბრალოდ ავღნიშნე, - მითხრა მან და ქუჩისკენ წამათრია, - ვიჩქაროთ, თორემ სულ დასველდი.
აჩახჩახებულ მაღაზიებს ჩავუარეთ და მოულოდნელად იმ ბართან შევჩერდით, სადაც პარასკევს ვიყავი. არ მეშლებოდა, ნამდვილად ის ბარი იყო. დაბნეულმა გავხედე ედვარდს. იმით, რომ ჩემი გაოცება შეძლო, გახარებული ჩანდა და თბილად მიღიმოდა.
- ეს ის ბარია, - წარბები მაღლა ავწიე და ჰაერში ეულად გამოკიდებულ წვეთებს შევხედე, - სადაც მე ის ჯგუფი ვნახე...
- ვიცი, - შემაწყვეტინა ედვარდმა, - მეც ხშირად დავდივარ აქ.
- მოგწონს ის ჯგუფი? - სრული სისულელე წამოვროშე. თუ აქ დადიოდა, ე.ი. მოსწონდა.
- ცუდად არ უკრავენ, - სასხვათაშორისოდ მიპასუხა ედვარდმა უდარდელი ტონით და მერე სწრაფად დაამატა: - არ შევიდეთ?
- კარგი.
ჩვენ მყუდრო, შინდისფერი კედლებით და ფერადი ნათურებით განათებულ დარბაზში შევედით. ამჯერად სცენა ცარიელი იყო, დიდი დინამიკებიდან კი ჯაზური კომპოზიცია იღვრებოდა. ედვარდი კუთხეში მდგარ მაგიდისკენ წამიძღვა. ზუსტად იმ ადგილზე, სადაც მაშინ ვიჯექი. ამ დამთხვევამ გამაკვირვა, მაგრამ არაფერი ვთქვი. სანამ მაგიდებში გზას მიიკვლევდა, ორჯერ გამომხედა. არ ვიცი რაზე ფიქრობდა. იქნებ სულაც იმაზე, რომ შეიძლებოდა ავმდგარიყავი და მომეკურცხლა? თუ მართლა ამაზე - ძალიან ცდებოდა. მართალია, ამ შემთხვევაში ჩემს საქციელს გარკვეული ახსნა ექნებოდა, მაგრამ ვხვდებოდი, რომ ედვარდის გარეშე აქედან არსად წამსვლელი არ ვიყავი. ეს ცოტა არაბუნებრივი და ამავდროულად დამაფიქრებელი მეჩვენა. მისგან ბევრი რამ მაინტერესებდა, მაგრამ საუბრის დაწყებას ვერ ვბედავდი. ედვარდმა სკამი თავაზიანად გამომიწია და თვითონ ჩემს პირდაპირ დაჯდა. ინტერესით მათვალიერებდა და გაწითლებული, იძულებული ვიყავი ძირს მეყურა და უხერხულად რომ არ მეგრძნო თავი ბეჭედს ვაწვალებდი. მალე მიმტანიც მოვიდა და ცოტა მოვეშვი.
- რას მიირთმევთ? - ახალგაზრდა გოგო გამომწვევად მიაშტერდა ედვარდს.
- ბელა, - მომმართა ედვადმა.
- მმმ... იქნებ რამე ნატურალური წვენი? - ყოყმანით ვთქვი მე.
- რომელს ინებებთ? - ცივად მომიბრუნდა მიმტანი. მე ედვარდს გავხედე, მაგრამ მან თავი დამიქნია.
- ანანასის...
- ახლავე მოგართმევთ, - მომტანმა ბლოკნოტში ჩაინიშნა და ისევ ედვარდს მიუბრუნდა. - კიდევ რამე გნებავთ?
- ბელა, - ისევ მე მომმართა ედვარდმა.
- არ მშია...
- მოდით, ვაშლის რულეტი მოგვიტანეთ, - ისე თქვა, რომ ჩემთვის თვალი არ მოუცილებია. გაპროტესტება დავაპირე, მაგრამ მან შემაჩერა.
- მე მინდა ნამცხვარი.
მიმტანი წავიდა და ისევ მარტო დავრჩით. კვლავ დავიძაბე, არადა ამის არანაირი მიზეზი არ მქონდა... ან იქნება მქონდა?! გონებაში ვეძებდი იმ აზრს, რაც ჩემს ემოციებს გაამართლებდა.
- როგორ ხარ? - მკითხა ედვარდმა მზრუნველი ხმით, რამაც მაღლა ახედვის საბაბი მომცა. ბიჭი წინ გადმოწეულიყო და ისევ ინტერესით, თუმცა ამავდროულად ფრთხილად მიყურებდა. სახეზე სევდის ყველანაირი კვალი წაშლოდა. ხასიათის ამგვარმა ცვლილებამ საგონებელში ჩამაგდო, მაგრამ სიცილი, რომელიც ეშმაკურად უთამაშებდა მოწითალო ბაგეზე, სხვა რამეზე ჩაფირების საშუალებას არ მაძლევდა.
- კარგად, - თვალები მოვჭუტე და ისე ვუპასუხე. ასე უფრო ადვილი იყო.
- აღარ გაკანკალებს, - დაიწყო ედვარდმა, - მაგრამ ხომ არ გეშინია?
თავი მივაბრუნე და დარბაზში მიმოვიხედე. აქ სრულიად უსაფრთხო გარემო იყო. პატარა ყავისფერ, ოთხკუთხედ მაგიდებს უდარდელი ახალგაზრდები თუ მოზრდილი ადამიანები მისხდომოდნენ. ჩემს წინ კი ჩემი მხსნელი იჯდა, სუნთქვის შეკვრამდე ლამაზი სახით, ასე რომ შიშის არანაირი საბაბი არ მქონდა და არც მეშინოდა.
- არა, შიშის საბაბი არ მაქვს, - ისევ ედვარდს შევხედე და მიუხედავად დამაჯერებელი ტონისა, მისი შეშფოთებული სახის დანახვისას ხმაში ეჭვი შემეპარა. - რამე მოხდა?
- არა, არაფერი - სწრაფად დამამშვიდა ედვარდმა. - უბრალოდ შეიძლება ახლა არ გეშინია, მაგრამ მერე... არა, არ გაშინებ, მაგრამ ერთ რაღაცას უნდა შემპირდე.
- რას? - ვკითხე დაბნეულმა.
- რაილისგან თავი შორს დაიჭირე, - ქვემოდან ფრთხილად ამომხედა მან და მერე თავი ჩაქინდრა. მე ვერაფერი ვუპასუხე, ამ პირობის დაცვა არ გამიჭირდებოდა, მაგრამ ვერ მივხვდი, კიდევ მელოდა საფრთხე რაილი ბირსისგან? ედვარდი ხმას არ იღებდა, ამ დროს მიმტანმაც ჩვენი შეკვეთა მოგვიტანა და მე წვენი სწრაფად მოვსვი. თურმე მწყუროდა, მაგრამ ეს შეგრძნება სხვა, მძაფრ გრძნობებს ისე დაეთრგუნა, რომ მხოლოდ სასმელის დალევისას მივხვდი. ედვარდმაც მოსვა თავისი ჭიქიდან და მიმტანს მიაძახა, რომ წვენი კიდევ მოეტანა.
- ის არ მომეშვება? - ვკითხე დაზაფრული ხმით. ედვარდი მიხვდა, რაზეც ვეუბნებოდი და ამჯერად თბილად ამომხედა.
- სიფრთხილის მიზეზი გაქვს, - სერიოზული ხმით დაიწყო მან, - მაგრამ არა პანიკისა...
- პანიკაში არ ვარ, - სწრაფად გავაწყვეტინე მე, - უბრალოდ მინდა სწორად შევაფასო სიტუაცია.
- სწორი მიდგომაა, - თავი დამიქნია ედვარდმა, ცოტა ხანი იცდიდა, საჭირო სიტყვები რომ შეერჩია და მერე განაგრძო : - არა, საშიში არ არის, მაგრამ დიდი სიფრთხილის გამოჩენა გმართებს. მას შეუძლია, გაგაბრუოს... თავისი ლაპარაკით. დაგაჯეროს, რომ ყველაფერი შემთხვევით მოხდა და მერე, თუ საშუალება მიეცემა, კიდევ...
ედვარდმა აღარ დაამთავრა, რადგან დასასრული ისედაც გასაგები იყო. ისევ გამაჟრჟოლა. არ განმეორდებოდა... არაფერი არ განმეორდებოდა. რაილის ჩემთან ლაპარაკი პირდაპირ წარმოუდგენელი იყო.
- არა მგონია ისე მოხდეს, რომ ჩემთან ლაპარაკი მოახერხოს, - ხმა შუა წინადადების თქმისას ჩამიწყდა, მაგრამ არ შევიმჩნიე. ედვარდს მგონი ეჭვი შეეპარა, კარგად რომ ვიყავი, მაგრამ მე მართლა ჩვეულებრივად ვგრძნობდი თავს. შეიძლება სულ ცოტა ბედნიერადაც, რამდენიმე საათის წინ მომხდარს თუ არ გავიხსენებდი. სანამ ედვარდი მიპასუხებდა, კიდევ რაღაც ვუთხარი:
- და შენ საიდან იცი, ის როგორ მოიქცევა? ვიქტორიასაც...
- მე მას კარგად ვიცნობ, - გამაწყვეტინა ედვარდმა. ხმა სრულიად უზრუნველი ჰქონდა, მაგრამ მასში სიბრაზე მაინც დავინახე.
შეცბუნებულმა, წვენი ბოლომდე დავცალე.
- ის შეეცადა ვიქტორიასთან ლაპარაკს? - სასოწარკვეთილი, ისე გავბრაზდი, აქ რომ რაილი ყოფილიყო, ვერ გადამირჩებოდა. მით უმეტეს ზურგს ედვარდი თუ გამიმაგრებდა.
- კი, - მშრალად მიპასუხა მან და თვალები დახუჭა, - მაგრამ ვიქტორია არ იყო ის, რომელიც შეცდომებზე არ სწავლობდა.
ამ დროს მიმტანმა წვენი კიდევ მოიტანა და უხმოდ წაიღო ცარიელი ჭიქები. ედვარდი ისევ თვალებში მიყურებდა და მაკვირდებოდა.
- ანუ იმის შემდეგ მან გაბედა მასთან ლაპარაკი? - ვკითხე გაოცებულმა. - ნუ, იმ გაგებით რომ, არ დააპატიმრეს?
- ხომ გითხარი, რაილი მდიდარი ოჯახიდანაა-მეთქი, - ედვარდმა ნამცხვრიანი ლანგარი მომაწოდა. მე ერთი ნაჭერი გადმოვიღე და ისევ ლაპარაკს მივუბრუნდი.
- ვინ იცის ეს ამბავი? - ვკითხე მე და ჩანგლით ნამცხვრის დაჭრა დავიწყე. ერთი ლუკმა გავსინჯე, გემრიელი იყო.
- მხოლოდ მე და ვიქტორიამ, - მითხრა ედვარდმა და მერე დაამატა: - რა თქმა უნდა - რაილიმაც.
- და მისი მშობლები არაფერს არ ეჭვობენ? - არ მესმოდა, ასეთი ამბავი დედას როგორ ვერ უნდა შეემჩნია... თუმცა მე ეს ისე კარგად არ ვიცოდი, რამე რომ გამკვირვებოდა. უნებურად დედა გამახსენდა და ისედაც დათრგუნულს, თვალზე ცრემლი მომადგა. სწრაფად მოვიწმინდე.
- მის მშობლებს მისთვის არ სცალიათ, - ბრაზიანად ჩაილაპარაკა ედვარდმა. კიდევ რაღაცას ამბობდა, მაგრამ ჩემი მოძრაობა შენიშნა. - შენ რა, ტირი?
- არა, - გაბზარული ხმით ვუპასუხე და წვენი მოვსვი.
- ბელა, არ იტირო, - ედვარდმა ნაღვლიანი სახით შემომხედა, - ხომ გითხარი, ყველაფერი კარგადაა.
- არა, ეგ არაფერ შუაშია...
- აბა რა ხდება? - ინტერესით მომაშტერდა ედვარდი, - რატომ ტირი?
- არ ვტირივარ, - მშვიდად ვუპასუხე, - უბრალოდ... არა, ეს არაფერია.
- ბელა, თუ არ მეტყვი, ვიფიქრებ, რომ ისევ იმის გამო ხარ ეგრე, - მკაცრად მითხრა მან.
- არა, ხომ გითხარი... ეგ არაფერ შუაშია, - არ მინდოდა, ამ ერთი ცრემლის მიზეზი მეთქვა, მაგრამ ბიჭი არ მეშვებოდა.
- აბა რა ხდება? - ჩემსკენ გადმოიხარა ედვარდი.
- უბრალოდ რაღაც... უფრო სწორედ ვიღაც გამახსენდა, - ხმა ისევ გამებზარა და თვალებზე ცრემლები მომადგა. რას მეტყოდა ახლა დედა, ჩემს გვერდით რომ ყოფილიყო? მომეფერებოდა და მანუგეშებდა... დამაწყნარებდა და სავარაუდოდ ცხელ ჩაისაც დამალევინებდა. ყელში ბურთი გამეჩხირა.
- მითხარი, - დაჟინებით მომშეტეროდა ედვარდი.
თითქოს თვალებით ჩემს გონებაში ჩახედვა უნდაო, ტელეპატივით მიყურებდა.
- ვინ გაგახსენდა?
მისმა მზერამ ისევ გული ამიჩქარა და ადგილზე გავქვავდი. სუნთქვა შემეკრა და სიმართლე ბევრი ყოყმანის გარეშე წამოვაყრანტალე, არადა წამის წინ გამხელა არ მინდოდა.
- დედა...
- ვინ? - ედვარდი შეკრთა. გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა და უცებ გასწორდა.
- დედაჩემი, - გავიმეორე მე და ინტერესით შევხედე, თუმცა თვალები ისევ ცრემლებით მქონდა სავსე. საბედნიეროდ, მაგიდაზე ხელსახოცები იყო.
- ის შორსაა? - თბილად, მაგრამ ნარვლიანად მკითხა ედვარდმა.
- კი, - ცრემლები მაინც გადმომცვივდა თვალებიდან, - ძალიან შორსაა, - ედვარდი დაბნეული მიყურებდა, ამიტომ დავამატე: - გარდაიცვალა...
ბიჭი გაქვავდა. სულ ერთი წამი და, საბედნიეროდ, ცრემლები მოწმენდილი მქონდა და ნათლად ვუყურებდი, მის სახეზე იმდენმა ემოციამ გაირბინა, რომ თავიდან მეგონა, მომეჩვენა. ერთბაშად გაოცება, სინანული, სევდა, ნოსტალგია, დანანება, შეშფოთება... ედვარდი მალე გამოფხიზლდა და სევდით შემხედა. ვერასოდეს ვიფიქრებდი, თუ მის ცრემლიან თვალებს ვნახავდი, სიბნელეში თაფლისფრად რომ ელვარებდა.
- მაპატიე... მე, არ ვიცოდი, - დანანებით ჩაილაპარაკა მან.
- არა უშავს, - სწრაფად დავამშვიდე მე, - ეს დიდი ხნის წინ იყო. მაშინ ჯერ კიდევ პატარა ბავშვი ვიყავი...
- ეს არაფერს ცვლის, - შემომხედა ედვარდმა, - როგორც ჩანს.
- ხო, ნამდვილად, - ამოვილუღლუღე მე.
- წარმომიდგენია, რა მძიმეა ცხოვრება ასე... მის გარეშე, - ედვარდს ძალიან ახლოს მიჰქონდა ჩემი ტკივილი, რაც არაბუნებრივად მეჩვენებოდა. საერთოდ, დღეს ძალაინ ბევრი უჩვეულო რაღაც ხდებოდა. საერთოდ ვერ ვიფიქრებდი ედვარდი ასეთი... მზრუნველი თუ იყო.
- ეს ძნელი წარმოსადგენია, - ვუპასუხე მე.
- ჩემთვის - არა, - ისე ჩუმად ჩაილაპარაკა ედვარდმა, რომ მგონი არც უნდოდა გამეგონა.
- მათ გარეშე მე უბრალოდ ვერ ვვარსებობ ისე, როგორც უნდა ვარსებობდე, - სევდიანად ჩავილაპარაკე. ედვარდმა ისევ შეშფოთებით ამომხედა.
- მათ გარეშე? - გაიმეორა ჩემი სიტყვები.
- ხო, - მე თავი დავუქნიე, - უკვე მათ გარეშე...
- მამაშენიც...
- ხო, რამდენიმე თვის წინ, - ნათლად ვიგრძენი, როგორ ამოძრავდა შიგნით ის, რაც ამდენი ხანი მიყუჩებული იყო. ტკივილი ისევ ფეხებიდან დაიძრა, როგორც მაშინ, კონკურსის დროს და ნელა, მტანჯველად მოედო ჩემი სხეულის ყოველ ნაწილს. ნელა მოიპარებოდა ძარღვებში, სისხლში... თითოეულ ძვალს ეხვეოდა და გარსივით ეკვროდა ყველაზე პატარა მოლეკულებსაც კი. გული ბოლოს დაიტოვა... ქურდულად შეიპარა და შემდეგ უსწრაფესად მოედო მას. გახლეჩის ხმა არ გამოგონია, მაგრამ ის, რასაც განვიცდიდი, გავდა ამას. ტკივილი, მაშინ არის სიამის მომტანი, როდესაც ძვირფას ადამიანს გახსენებს, როდესაც მოაქვს ის, რაც არ უნდა დაივიწყო. მე ხელი მტიკეცედ მივიკარი და თავი ჩავღუნე. ეს არ იყო ძველი ტკივილი. ეს იყო ის, რომელიც მებრძოდა იმის გამო, რომ დავივიწყე... დანაშაულის გრძნობამ ერთბაშად შემომიტია. მე ვიყავი ყველაფერში დამნაშავე. ის, რომ მამა აღარ არის, ბებო იტანჯება და ისიც, ედვარდი ცრემლიანი თვალებით რომ შემომყურებდა - ჩემი ბრალი იყო. მე ვიყავი დამნაშავე იმაში, რომ ყველაფერი ასე ხდებოდა - ცუდად!
- რა დაემართა? - მკითხა ედვარდმა შეშფოთებული ხმით. მგონი, საკმაოდ გავეცი თავი, მას რომ შეემჩნია. დაწყნარება ვცადე, მაგრამ ახლა ყველაზე მეტად ჩემს საწოლში, ბალიშის ქვეშ კივილი მინდოდა... სიცარიელე. ეს მტანჯავდა.
- ავიაკატასტროფაში დაიღუპა, - ძლივს გასაგონად ვუთხარი და თავზე ხელი მივიდე. ვერავის, ვერასოდეს გავუმხელდი იმას, რაც მაწუხებდა. ეს ტვირთი მარტო მე უნდა მცოდნოდა. სხვას ამით ცხოვრებას ვერ დავუმძიმებდი.
- ბელა, კარგად ხარ? - ედვარდი სკამიდან წამოდგა და სწრაფად მომიახლოვდა. ჩვენს გვერდზე მჯდარმა წყვილმა ჩვენსკენ გამოიხედეს. მე ჩემი მაჯისკენ გამექცა თვალი. საათს დავხედე.
- უკვე თორმეტი დაიწყო... იქნებ აქედან წავიდეთ? - ვთხოვე მე და ცრემლები მოვიწმინდე, მაგრამ მათ დენას ვერ ვაჩერებდი. ედვარდმა მაგიდაზე ფული დადო, თავისი ქურთუკი მომაცვა და უსიტყვოდ გავედით ბარიდან. გარეთ საშინლად წვიმდა. ძლიერი ქარი წვიმის ნაკადს ხან მარჯვნივ მიაქანებდა, ხანაც მარცხნივ.
- აქ დამელოდე, - მითხრა ედვარდმა, როცა ბარის გადახურულ შესასვლელში გამოცედით. ხმა თითქოს ბუნებრივი ჰქონდა, მაგრამ უკვე ადვილად ამოვიცანი მასში დაძაბულობა.
- მანქანას მოვიყვან.
- არა, - ის-ის იყო, წვიმაში უნდა გაებიჯა, რომ დავუყვირე. ედვარდი სწრაფად მოტრიალდა, - მეც წამოვალ...
ორი წამი თვალებში მიყურებდა. სიბნელე იყო, მაგრამ ბარიდან გამოსული შუქი მყოფნიდა, რომ დამენახა, რამხელა ტკივილი იყო მის ღრმა, წყლიან თაფლისფერ თვალებში. უსიტყვედო ჩამჭიდა ხელი და სწრაფად გავწიეთ ავტოსადგომისკენ.
- მაპატიე ბელა, - მითხრა ედვარდმა, როცა მანქანაში ჩავჯექით,-არ უნდა გამეხსენებინა...
- არა უშავს, - ვუთხარი მე, ვცდილობდი თავი შედარებით მტკიცედ დამეჭირა, მაგრამ შიგნიდან პირდაპირ ვიწვოდი. მოგონებები... მოგონებები და ისევ მოგონებები. - ეს მაინც გარდაუვალი იყო.
- მაგრამ ახლა ამის გახსენების დრო არ იყო...
- იყო, - ვუთხარი მტკიცედ, - მე ისინი დიდი ხანი მივიწყებული მყავდა. შენ მე ძალაინ შეტოპვის უფლება არ მომეცი, მადლობა.




შეტყობინება შეასწორა stupid_l@mb - ორშაბათი, 2010-09-13, 11:39 AM

♥---♥თარიღი: ორშაბათი, 2010-09-13, 11:48 AM | შეტყობინება # 190
<<>
44
11  +
61  ±
   ±
Offline
- ბელა, რაებს ლაპარაკობ? - მკითხა სრულიად დაბნეულმა ედვარმა. საჭეს მთელი ძალით ჩაფრენოდა და სწრაფადაც მივდიოდით, მაგრამ პროტესტის გამოხატვას არ ვაპირებდი. სახლში მისვლა მინდოდა.
- არა, არაფერს, - ფანჯარაში გავიხედე.
- ძალიან უცნაური ხარ, - ისე ჩაილაპარაკა, თითქოს ჩემს ამოცნობას ცდილობდა და ვერ ახერხებდა.
- შენც...
- მართლა? - მკითხა ედვარდმა.
- რა, არა? - როგორღაც მოვახერხე და გულიდან ხელი ჩამოვიღე. სუნთქვაც შედარებით ჩამიწყნარდა.
ედვარდმა მხოლოდ გამომხედა. არაფერი უთქვამს. მეც აღარ ჩავეძიე, არადა შეიძლება ეს ჩვენი ბოლო, მეგობრულთან მიახლოებული ლაპარაკი იყო. დამენანა... დამენანა ის საათები, რომლებსაც ამაზე ფიქრში გავატარებდი. ნეტა ედვარდი თუ იფიქრებდა მომხდარზე? მე მარტო რაილის არ ვგულისხმობდი... თავი მსუბუქად გავაქნიე. ოცნებებს არ უნდა ავყოლოდი. გული ისევ გამალებით მომაწვა...
ჩემს სადარბაზოზთან მალე მივედით, ირგვლივ კანტიკუნტად იყო ანთებული სინათლეები. უსაფრთხოების ღვედი მოვიხსენი და სანამ კარს გავაღებდი, ედვარდს გავხედე. მოწყენილი იჯდა და ისიც მე მიყურებდა. მონუსხულმა, ძლივს მოვახერხე რამდენიმე გამოსამშვიდობებელი სიტყვა მეთქვა.
- დიდი მადლობა. ყველაფრისთვის...
- არ გინდა ბელა, - შემაწყვეტინა ედვარდმა და თვალები მოჭუტა.
- მართლა... და კარგად იყავი...
- შენც, - თბილად გამომხედა ბიჭმა, - დროებით.
მე როგორღაც გავუღიმე, მანაც ღიმილით მიპასუხა.
„ვოლვოს“ კარი გავაღე და გარეთ გადმოვედი. ისევ წვიმდა.
- ბელა, - დამიძახა ედვარდმა, - შეეცადე დამშვიდდე, - მე თავი დავუქნიე, მან კი კიდევ მომაძახა: - ტკბილი ძილი...
- შენც ასევე, - ვუთხარი მე, კარები მივკეტე და სადარბაზოსკენ გავიქეცი. როცა კიბეებზე ავედი, ცდუნებას ვერ გავუძელი და უკან მოვიხედე. ელდა მეცა! ედვარდი მანქანიდან გადმოდიოდა და მალევე ჩემს წინ აისვეტა. გული შემიფართხალდა.
- ბელა, ეს დაგრჩა, - მომაწოდა ელისის ნათხოვარი კაბა.
- მადლობა, - თავი დავხარე მე, - მომიწევს მას ყველაფერი ვუამბო...
- საჭირო არაა, თუ ეს არ გინდა, - აფორიაქებული ხმით დაიწყო ედვარდმა, მაგრამ შემდეგ უდარდელად დაამატა: - ჩემი და ვერც შეამჩნევს, ერთი კაბა თუ დააკლდება.
- არა, საქმე მაგაში არაა... მე ელისს ვერ მოვატყუებ. ის ჩემთვის ძალიან ძვირფასია.
ედვარდმა ღიმილით ამომხედა. თვალებში სითბო ჩაეღვარა და კაბა გამომართვა.
- ამას მე მივხედავ, ოღონდ ვიქტორიაზე...
- არა, - გავაწყვეტინე მე, - ეს ჩემი საიდუმლო არ არის, ასე რომ ამაზე არც ინერვიულო.
- ვერ გამიგე, - გაეღიმა ედვარდს, - ელისმა მხოლოდ ის არ იცის, რომ ეს რაილმა გააკეთა...
- შეიძლება მიხვდეს, - ტუჩზე ვიკბინე მე.
- არაა გამორიცხული, ამიტომ აჯობებს... თუ მე ვეტყვი... თან შენთვის მძიმე იქნება ამის გახსენება.
მე თავი დავუქნიე. ის მართალი იყო. მოულოდნელად ედვარდმა ჩემი ხელი აიღო... მოხვევას აპირებდა, მაგრამ მხოლოდ ნაზად მომიჭირა და მანქანისკენ გაბრუნდა. გაბრუებულმა, სწრაფად ავირბინე კიბეები და სახლში შევედი.



Takoთარიღი: ორშაბათი, 2010-09-13, 5:23 PM | შეტყობინება # 191
I'll hide from the world, bihind a broken frame
813
37  +
   ±
Offline
agar vici ra komentari davwero, iseti rom shen gekadrebodes, martla ar vici raaa. ragat gvinda stephaniee biggrin aq gvyas ramdeni meierebi i biggrin :D
aiii isee damainteresa , rom vegar vitben shemdeg tavamdee biggrin kiss :*



Oooh, baby I've been flying...Mama, there ain't no denyin'

Katherine_Петрова♥თარიღი: ორშაბათი, 2010-09-13, 7:31 PM | შეტყობინება # 192
Always and Forever ♥
543
25  +
   ±
Offline
Vaimee rogor velodebodi am tavs shn ar ici diik :*:* unichieresi, ukargesi, umagresi adamiani xar kiss Dzalian kargi da cota sevidani tavia mara yvelaze kargi isaa ro rogorc iqna bella da edwardi ertad arian (cota xnit mainc) da elaparakebian ertmanets, tavgadasavlebi iwyebaaa love wakitxuli yoveltvis acharbebs molodins angel1 love titoeuli tavi ertmanetze uketesia love dzalian nichieri xar kiss


sofkaთარიღი: ორშაბათი, 2010-09-13, 8:51 PM | შეტყობინება # 193
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline
vaimeee! dikoo, martla sitkvebi ar myofnis, ra gitxra ar vici. gaqeb, gadideb, cashi agikvaaan! pray dzalian amagelvebeli tavi iko, cremlebic ki momadga. ugrmesi madloba, rom aseti nichieri xaaar kiss kiss kiss kiss

ჩემი ფიკი ==>სიყვარულით დაბრმავებული


[

DiiiK♥თარიღი: სამშაბათი, 2010-09-14, 7:43 PM | შეტყობინება # 194
You're just too good to be true ...
1004
113  +
   ±
Offline
Tako_Twilfan, უღრმესი მადლობა, თაკოო kiss მშვენიერი კომენტარი იყო, გოოგ! რას ამბოობ biggrin kiss
RobSop, გაიხარე, ჩემო კარგო!!! მართალი ხარ, როგორც იქნა "პრინცესა და უფლისწული" განმარტოვდნენ biggrin მაგრამ უყვარს კი ედს ბელა?! აი ეგ არის საქმე... და კიდევ დიდიიიი მადლობა თბილი სიტყვებისთვიიიის kiss დიდი დიდი დიდი მადლობა biggrin kiss
sofka, პირიქიტ მადლოოოობა, რომ კითხულობ და ასეთ კარგ კომენტარს მიტოვებ! შენი და საერთოდ ყველას შეფასება (მით უმეტეს ასეთი თბილი) ძალიან დიდს ნისნავს ჩემთვის და ეს ყველაზე კარგი სტიმულია kiss უუღრმესი მადლობა სოოფ kiss



kristenთარიღი: ორშაბათი, 2010-09-20, 12:39 PM | შეტყობინება # 195
ForevEr YoUnG
513
88  +
   ±
Offline
stupid_l@mb, dzalian magaria, sityvebit ver gadmovcem ise momwons.... gagrdzelebas veldoebi biggrin kiss

ძებნა: