Just sing a song
|
|
♥---♥ | თარიღი: კვირა, 2010-06-13, 7:12 PM | შეტყობინება # 1 |
<<>
44
Offline
|
პირველი ადგილი კონკურსში "Fanfiction Awards 2010" ნომინაციაში "საუკეთესო ფანფიკი". პირველი ადგილი კონკურსში "Fanfiction Awards 2010" ნომინაციაში "საუკეთესო ფიკრაიტერი". ფანფიკის ბეტას (S@li) მიენიჭა პირველი ადგილი ნომინაციაში "საუკეთესო ბეტა".
სახელწოდება: Just sing a song ავტორი: DiiiK♥ დისკლეიმერი: გმირების სახელებზე საავტორო უფლება აქვს სტეფან მეიერს+მე რეიტინგი:G (General) ბეტა: S@li პეირინგი:ბ.ს./ე.კ. ჟანრი: Romance, Angst, Hurt/comfort სამარი:ტრაგედია, რომელიც მთლიანად შეცვლის ბელას ცხოვრებას, მას დიდ ტკივილს აყენებს და სიცოცხლის სურვილს უკარგავს... სტატუსი: წერის პროცესშია. ავტორისგან: დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, ვინც კითხულობს ჩემს ფანფიკს! იმედი მაქვს მოლოდინს გავამართლებ და ასევე უღრმესი მადლობა ჩემს საყვარელ ბეტას, სალის! მას დიდი წვლილი მიუძღვის!
პროლოგი დამესიზმრა, რომ კლდესთან ვიდექი. მის მარჯვენა მხარეს მზე ანათებდა და გარემო მწვანეში იყო ჩაფლული, მარცხნივ კი საშინელი ქარი ქროდა და თოვლის ქარბუქი ტრიალებდა. წინ ერთი ნაბიჯი გადავდგი და უცებ უფსკრულის პირას აღვმოჩნდი. მოულოდნელობისგან შევხტი და უკან დავიხიე. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი სიზმარში ვიყავი, მაინც რატომღაც გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობას ვგრძნობდი. ირგვლივ კიდევ ერთხელ მიმოვიხედე. უკან სიბნელე იყო, არაფერი მოჩანდა. მარჯვნივ გაზაფხული ჰყვაოდა, მარცხნივ კი ზამთარი ბობოქრობდა. წინ უფსკრული იყო... ვფიქრობდი, რომ სასწრაფოდ მარჯვნივ უნდა წავსულიყავი. საშინლად მციოდა, მაგრამ სხეული თითქოს გონებას არ ემორჩილებოდა. ისევ გადავდგი წინ ნაბიჯი და მოულოდნელად კლდემ ზრდა დაიწყო... რაც უფრო ვუახლოვდებოდი უფსკრულს, კლდე მით უფრო იზრდებოდა. უცებ ფეხქვეშ საყრდენი გამომეცალა. კანკალმა ამიტანა და სანამ მიწა საბოლოოდ დაიშლებოდა ზაფხული და ზამთარი გაერთიანდა. ვიგრძენი, როგორ ჩაიღვარა სხეულში სითბო და გამაჟრჟოლა. მოწმენდილ ცას ავხედე, რომელსაც მთვარე ვერცხლისფრად ანათებდა და გონებაში წავიმღერე: " All I know is just you're not here to say...What you always used to say... But it's written in the sky tonight"
პირველი თავი: შიში მეორე თავი მესამე თავი მეოთხე თავი მეხუთე თავი მეექვსე თავი მეშვიდე თავი მერვე თავი მეცხრე თავი მეათე თავი მეთერთმეტე თავი მეთორმეტე თავი მეცამეტე თავი მეთოთხმეტე თავი მეთხუთმეტე თავი მეთექვსმეტე თავი მეჩვიდმეტე თავი მეთვრამეტე თავი მეცხრამეტე თავი მეოცე თავი ოცდამეერთე თავი ოცდამეორე თავი
შეტყობინება შეასწორა ♥---♥ - სამშაბათი, 2010-06-15, 5:34 PM | |
|
|
|
|
|
GooFy♥ | თარიღი: კვირა, 2010-06-13, 10:15 PM | შეტყობინება # 5 |
MrS.PaTzZ
44
Offline
| | |
|
|
|
|
|
S@li | თარიღი: ორშაბათი, 2010-06-14, 10:50 AM | შეტყობინება # 9 |
*/In love with Rpattz/*
417
Offline
| ♥---♥, ჰაიიი ჯერ ერთი, ძალიან სასიამოვნოა, რომ ყველაფერი სწორად გააფორმე მართლა. გარეკანი, ანუ პოსტერი თუ გჭირდება - მითხარი, გაგჩალიჩებ როგორმე ოღონდ მომწერე როგორი გინდა იყოს და ფოტოებიც მომეცი (ედვარდი, ჯეიკობი და ბელა, ვთქვათ) , რომლებიც იქნებიან ამ პოსტერზე . რაც შეეხება პროლოგს, რა თქმა უნდა, პროლოგიდან სიუჟეტზე ჯერ-ჯერობით ვერაფერს ვიტყვით, მაგრამ აშკარად კარგი წასაკითხი იქნება შენი ფანფიკი მიხარია, რომ გადაწყვიტე დაგედო. ვინმემ ხომ უნდა დაიწყოს? Quote (♥---♥) სამარი:ტრაგედია, რომელიც მთლიანად შეცვლის ბელას ცხოვრებას, მას დიდ ტკივილს აყენებს და სიცოცხლის სურვილს უკარგავს... ძალიან დამაინტერესა სამარიმ, კარგად წერ აშკარად და ეგრე გაარგძელე, ველოდებით პირველ თავს. წარმატებებს გისურვებ! მკითხველებში ვარ, სიხ :*:*
I've closed my heart down, so many seasons. I didn't want to hurt again, I didn't want to try, so I turned myself to ice and stone, said I don't need anyone, and nobody else would ever make me cry...
| |
|
|
|
Bella_Cullen | თარიღი: ორშაბათი, 2010-06-14, 11:22 AM | შეტყობინება # 11 |
Miss Cullen
371
Offline
| | |
|
|
|
♥---♥ | თარიღი: ორშაბათი, 2010-06-14, 1:09 PM | შეტყობინება # 13 |
<<>
44
Offline
| Twilighter, tamu1792, S@li, stupid_l@mb, Breee, ana_-no, ძალიან მიხარია, რომ მოგეწონათ... მართალია ფანფიკია და ხანდახან შეიძლება პატარა დეჟავიუც გქონდეთ, მაგრამ აქ ვამპირები, მგლები და მით უმეტეს სასიყვარულო სამკუთხედი არ მიგულისხმიაა მართალია თავიდან პროლოგი არ პასუხობს დასაწყის, მაგრამ შემდეგ მიხვდებით რა შუაშია ეს სიზმარი. და კიდევ ერთი, აქ ზამთარში და ზაფხულში ადამიანები არ იგულისხმებაა
| |
|
|
|
♥---♥ | თარიღი: ორშაბათი, 2010-06-14, 1:28 PM | შეტყობინება # 15 |
<<>
44
Offline
| Breee, ძვირფასო, რათქმაუნდა იქნება! აი ჟანრი... Quote (♥---♥) ჟანრი: Romance, Angst, Hurt/comfort დამატებულია (2010-06-14, 1:28 PM) --------------------------------------------- თავი პირველი შიში წელს ზამთარი ადრე დაიწყო. ნოემბრის შუა რიცხვებში უკვე თოვდა. მე ნელა გავუყევი გზას. ირგვლივ ხალხი ჩქარა მოძრაობდა, თავი მთლიანად კაპიუშონებში ჩაეყოთ და ისე მიჰქროდნენ წინ, თითქოს ბოლო მატარებელზე აგვიანდებოდათ. რატომღაც ზამთრის ნაადრევად მოსვლა არავის ახარებდა. მე კი ნელა, უქუდოთ მივდიოდი წინ. შავ პალტოზე ჩემი ყავისფერი თმა თვითნებურად გადაფენილიყო და ნამქერის ყოველ შემოტევაზე ცახცახებდა. ტუჩები გაყინული მქონდა და თვალებში პატარა ფიფქები მეყრებოდა, მაგრამ სიცივეს ყურადღებას არ ვაქცევდი. თამამად მივდიოდი წინ და რაც შეიძლებოდა მაგრად ვეჭიდებოდი ჩემივე ხელებს. არასოდეს მიყვარდა ზამთარი, მაგრამ ეხლა მისი არაფრისმთქმელი, ერთფეროვანი, მაგრამ მაინც საოცრად ლამაზი თეთრი ფერი ჩემთვის შვება იყო. ირგვლივ ყველაფერს ეძინა, ყველაფერი ჩუმად იყო. იდეალური დრო- არაფერზე გეფიქრა და ყელაფერი დაგევიწყებინა. სწორედ ამ მიზნით გამოვედი სახლიდან. მინდოდა არ მეფიქრა ხვალინდელ დღეზე და აწმყოთი მეცხოვრა. ხვალ კონკურსის დღე იყო და ხვალვე გადაწყდებოდა ჩემი მომავალი. იმ დღიდან, რაც ლაპარაკი დავიწყე, ვმღეროდი, თუმცა არასოდეს მინდოდა კონკურსში მონაწილეობის მიღება. ბოლოს დავთანხმდი. მამაჩემის ბოლო სურვილიც ეს იყო, მას ყოველთვის უნდოდა ხალხისთვის მემღერა. თურმე რა დაუნდობელი შვილი ვყოფილვარ?! შემეძლო სიცოცხლეში გამეხარებინა მამა, მაგრამ ეს ვერ შევძელი. ეხლა კი, როდესაც ის სწორედ ამის გამო მკვდარია, მე მისი ხსოვნის საპატივსაცემოდ უნდა გავიდე სცენაზე... ეს საშინელი ტკივილი იყო, რომელიც მთელ ჩემს ცხოვრებას საუკუნო დაღად გაჰყვებოდა. ყველაფერს გავიღებდი, ოღონდ ხვალ დარბაზში მამაჩემის თბილი თვალები დამენახა. ამ ბოლო დროს შეუძლებელ რაღაცეებზე ვოცნებობდი. გზამ პატარა პარკთან მიმიყვანა. იქ რამდენიმე სკამი და საბავშვო კარუსელები ისე გამოიყურებოდნენ, თითქოს დიდი ხანია ადამიანი არ მიჰკარებიათო. მე ყვითელი სკამი თოვლისგან გავწმინდე და ჩამოვჯექი. ზუსტად ოთხი თვის წინ ამქვეყნად ყველაზე მარტოსული ადამიანი გავხდი, საბოლოოდ დავობლდი და ჩემი საკუთარი სახლიდან და სამშობლოდან წამოვედი. ახლა ლონდონში ბებიასთან და მამიდასთან ერთად ვცხოვრობდი. 17 წლის მანძილზე არასოდერს არ ჰქონია ჩემთვის სიცოცხლეს ისეთი ცოტა მნიშვნელობა, როგორც ახლა. მხოლოდ ამ კონკურსისთვის ვარსებობდი და , აი, ისიც ზუსტად თვრამეტ საათში დაიწყებოდა. მე არ მქონდა იმის იმედი, რომ გავიმარჯვებდი. ამ ვარიანტს საერთოდ არ განვიხილავდი და სწორედ ეს იყო ტრაგედია. არ ვიცოდი ამის შამდეგ რა აზრით უნდა მეცხოვრა. საერთოდ რა ერქმეოდა ხვალინდელი დღის შემდეგ ჩემს არსებობას? მე ხომ ყველაზე მძიმე დანაშაული მაწვა მხრებზე. არ მაინტერესებდა თუ რა მოხდებოდა ხვალ. მე მხოლოდ მაინტერესებდა ის მომავალი, რაც ერთი დღის შემდეგ მელოდა... მე მეშინოდა ამ მომავლის.
შეტყობინება შეასწორა ♥---♥ - ორშაბათი, 2010-06-14, 1:31 PM | |
|
|