Just sing a song
|
|
♥---♥ | თარიღი: კვირა, 2010-06-13, 7:12 PM | შეტყობინება # 1 |
<<>
44
Offline
|
პირველი ადგილი კონკურსში "Fanfiction Awards 2010" ნომინაციაში "საუკეთესო ფანფიკი". პირველი ადგილი კონკურსში "Fanfiction Awards 2010" ნომინაციაში "საუკეთესო ფიკრაიტერი". ფანფიკის ბეტას (S@li) მიენიჭა პირველი ადგილი ნომინაციაში "საუკეთესო ბეტა".
სახელწოდება: Just sing a song ავტორი: DiiiK♥ დისკლეიმერი: გმირების სახელებზე საავტორო უფლება აქვს სტეფან მეიერს+მე რეიტინგი:G (General) ბეტა: S@li პეირინგი:ბ.ს./ე.კ. ჟანრი: Romance, Angst, Hurt/comfort სამარი:ტრაგედია, რომელიც მთლიანად შეცვლის ბელას ცხოვრებას, მას დიდ ტკივილს აყენებს და სიცოცხლის სურვილს უკარგავს... სტატუსი: წერის პროცესშია. ავტორისგან: დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, ვინც კითხულობს ჩემს ფანფიკს! იმედი მაქვს მოლოდინს გავამართლებ და ასევე უღრმესი მადლობა ჩემს საყვარელ ბეტას, სალის! მას დიდი წვლილი მიუძღვის!
პროლოგი დამესიზმრა, რომ კლდესთან ვიდექი. მის მარჯვენა მხარეს მზე ანათებდა და გარემო მწვანეში იყო ჩაფლული, მარცხნივ კი საშინელი ქარი ქროდა და თოვლის ქარბუქი ტრიალებდა. წინ ერთი ნაბიჯი გადავდგი და უცებ უფსკრულის პირას აღვმოჩნდი. მოულოდნელობისგან შევხტი და უკან დავიხიე. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი სიზმარში ვიყავი, მაინც რატომღაც გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობას ვგრძნობდი. ირგვლივ კიდევ ერთხელ მიმოვიხედე. უკან სიბნელე იყო, არაფერი მოჩანდა. მარჯვნივ გაზაფხული ჰყვაოდა, მარცხნივ კი ზამთარი ბობოქრობდა. წინ უფსკრული იყო... ვფიქრობდი, რომ სასწრაფოდ მარჯვნივ უნდა წავსულიყავი. საშინლად მციოდა, მაგრამ სხეული თითქოს გონებას არ ემორჩილებოდა. ისევ გადავდგი წინ ნაბიჯი და მოულოდნელად კლდემ ზრდა დაიწყო... რაც უფრო ვუახლოვდებოდი უფსკრულს, კლდე მით უფრო იზრდებოდა. უცებ ფეხქვეშ საყრდენი გამომეცალა. კანკალმა ამიტანა და სანამ მიწა საბოლოოდ დაიშლებოდა ზაფხული და ზამთარი გაერთიანდა. ვიგრძენი, როგორ ჩაიღვარა სხეულში სითბო და გამაჟრჟოლა. მოწმენდილ ცას ავხედე, რომელსაც მთვარე ვერცხლისფრად ანათებდა და გონებაში წავიმღერე: " All I know is just you're not here to say...What you always used to say... But it's written in the sky tonight"
პირველი თავი: შიში მეორე თავი მესამე თავი მეოთხე თავი მეხუთე თავი მეექვსე თავი მეშვიდე თავი მერვე თავი მეცხრე თავი მეათე თავი მეთერთმეტე თავი მეთორმეტე თავი მეცამეტე თავი მეთოთხმეტე თავი მეთხუთმეტე თავი მეთექვსმეტე თავი მეჩვიდმეტე თავი მეთვრამეტე თავი მეცხრამეტე თავი მეოცე თავი ოცდამეერთე თავი ოცდამეორე თავი
შეტყობინება შეასწორა ♥---♥ - სამშაბათი, 2010-06-15, 5:34 PM | |
|
|
|
S@li | თარიღი: ორშაბათი, 2010-06-14, 2:14 PM | შეტყობინება # 17 |
*/In love with Rpattz/*
417
Offline
| Quote (♥---♥) ჟანრი: Romance, Angst, Hurt/comfort მიყვარს ამ ჟანრის ფანფიკები. იმედია, ჩვენთანაც შემოვა ფანფიკების წერის ტენდენცია. ♥---♥, პირველი თავი მართლაც შესანიშნავია! ამაში ეღვიც არ შეგეპაროს! ძალიან სევდიანი თავია და, როგორც ჩანს, სხვებიც ძალიან სევდიანი იქნება... საწყალი ჩარლი ... და ბელაც. სულ ობოლი დარჩ. ალბათ ედვარდი დაეხმარება ტკვილის შემსუბუქებაშჳ ჯეიკობი ნეტავ ვინ იქნება? იმედია, მხოლოდ მეგობარი მოკლედ, მართლაც შესანიშნავად დაწერილია და ძალიან მაგარი ხარ! ეგრე გააგრძელე! ვგრძნობ, რომ მაგარი რაღაც გამოვა :*
I've closed my heart down, so many seasons. I didn't want to hurt again, I didn't want to try, so I turned myself to ice and stone, said I don't need anyone, and nobody else would ever make me cry...
| |
|
|
DiiiK♥ | თარიღი: ორშაბათი, 2010-06-14, 6:23 PM | შეტყობინება # 18 |
You're just too good to be true ...
1004
Offline
| | |
|
|
|
Bella_Cullen | თარიღი: სამშაბათი, 2010-06-15, 1:23 AM | შეტყობინება # 20 |
Miss Cullen
371
Offline
| auu shen nijieri bavshvi xar martla dzaaan magrad wer iseti intrigaa chadebuli rom tvals ver mowyvett magrad momewona ra gaagrdzele wera magrad wer dzaan magram mainc evr gavige vin xar ara da gicnob vici ra :X :X
Miss Cullen
| |
|
|
ROBsessed | თარიღი: სამშაბათი, 2010-06-15, 1:25 AM | შეტყობინება # 21 |
***
1111
Offline
| axla me daviwyeb!!momdevno tavi rodis daideba?
Dobby has no master! Dobby is a free elf and Dobby has come to save Harry Potter… And his friends! ♥
შეტყობინება შეასწორა ana_-no - სამშაბათი, 2010-06-15, 1:27 PM | |
|
|
Bella_Cullen | თარიღი: სამშაბათი, 2010-06-15, 2:08 AM | შეტყობინება # 22 |
Miss Cullen
371
Offline
| ana_-no, ფორუმის წესებს არღვევ..ფერადად წერაა რ შეიძლებაა :0
Miss Cullen
| |
|
|
|
|
♥---♥ | თარიღი: სამშაბათი, 2010-06-15, 3:44 PM | შეტყობინება # 25 |
<<>
44
Offline
| მეორე თავი მაღვიძარამ შეუბრალებლად გამაღვიძა. დილის 7 საათი იყო. გულაღმა დავწექი და ჭერს შევხედე. ორი წუთი დამჭირდა გამოსაფხიზებლად, მერე კი ბოლოჯერ დავამთქნარე და ავდექი. ისეთი გრძნობა მქონდა, რომ გული თავში მქონდა ავარდნილი, ისე ახლოს მესმოდა მისი ხმა. სწრაფად ჩავიცვი სპორტული ფორმა, მერე უცებ აბაზანაში გავიქეცი, ხელ-პირი დავიბანე და სამზარეულოში შევიხედე. იქ ჩემი მამიდა, როგორც ყოველთვის ყავას იმზადებდა. ბებიას ალბათ კიდევ ეძინა. მამიდაჩემი 45 წლის, გაუთხოვარი ქალი იყო. საკმაოდ მაღალი და შავგვრემანი, მუდამ მკაცრი სახით დადიოდა. ლამაზი ერქმოდა, მაგრამ ჩემი აზრით სწორედ მისი გამომეტყველების გამო ჯერაც „გასათხოვართა“ სიაში ეწერა. ოღონდ მხოლოდ ფორმალურად. - გამარჯობა მამიდა, - დაბალ ხმაზე მივესალმე. - უკვე ადექი, ბელა? - ისე მიპასუხა რომ არც შემოუხედავს, კარადაში შაქარს ეძებდა. - კი, ავდექი, - უცებ გავიარე მის უკან და მაცივრიდან წყლის ბოთლი გამოვიღე. - ოღონდ არ მითხრა, დღესაც სავარჯიშოდ მივდივარო! - სასოწარკვეთილმა შემომხედა. - კი, მივდივარ. როგორც ყოველთვის. რატომ არ უნდა წავიდე? - ეს კითხვა კი დავსვი, მაგრამ პასუხი წინასწარ ვიცოდი. - უკვე ზამთარია! გუშინ თოვდა კიდეც. - როგორც მახსოვს ჯერ შემოდგომაა, - თბილად გავუღიმე. - და, თუნდაც ზამთარი იყოს, ხომ გითხარი, როცა დავრბივარ, არ მცივა. საერთოდაც თბილად მაცვია. - იმედია, სახლში შენი ფეხით დაბრუნდები და არავინ მოგიტანს გაყინულს, - ბრაზით ჩაილაპარაკა მამიდამ და სკამზე ჩამოჯდა. - მადლობა კეთილი სურვილებისთვის, - უემოციოდ ვიპასუხე. - მალე დავბრუნდები. სწრაფად წამოვედი, კიდევ რამე რომ არ ეთქვა. სპორტული ფეხსაცმელები ჩავიცვი და კიბეები სირბილით ჩავირბინე. მესამე სართულზე მაიკი შემხვდა. როგორც ყოველთვის, ძაღლი მიჰყავდა სასეირნოთ. საყვარელი რეტრივერი-ლესი ჰყავდა. - დილა მშვიდობის, ბელა, - როგორც კი დამინახა, მაშინვე მომესალმა. - სალამი, მაიკ, - გავუღიმე და ლესის მოვეფერე, ძაღლმა სიხარულისგან კუდის ქნევა დაიწყო. - ძალიან უყვარხარ, - მითხრა სიცილით მაიკმა. - ხო, მეც ძალიან მიყვარს, - გამეცინა. მაიკი ჩემი კლასელი იყო ახალ სკოლაში. მაღალი, ცისფერთვალება, ქერა და ჭორფლიანი სახე ჰქონდა, - კარგი, მე გავიქეცი. სწრაფად დავემშვიდობე მას და გზა გავაგრძელე. ქუჩაზე გავედი და აღმოსავლეთით ავიღე გეზი. ჩემდა სამწუხაროდ სიდი პლეიერი სახლში დამრჩენოდა, ამიტომ ჩაფიქრებული, ხის მსხვერპლი რომ არ გავმხდარიყავი, გარემოს თვალიერება დავიწყე. მართალია, გუშინ თოვდა, მაგრამ როგორც ჩანს ღამე იწვიმა, იმიტომ რომ ირგვლივ, ეზოებს თუ გზას, ძლივს შეატყობდი გუშინდელი თოვლიანი ქარბუქის კვალს. ჩემმა სულელურმა დაკვირვებამ, რაც უკვე მოსაბეზრებელი იყო, არ გაჭრა და ჩემდაუნებურად გადავერთვე არასასიამოვნო ფიქრებზე. კონკურსის დღე იყო და მე სირბილის დროს ძლივს ვახერხებდი კონცენტრირებას, სიმღერის დროს კი რა დამემართებოდა?! გუნებაში, იმის გადასამოწმებლად რომ ტექსტი მახსოვდა, სწრაფად გავიმღერე რამდენიმე კომბინაცია. ვინ იცის მერამდენედ გავიხსენე მასწავლებლების მითითებები, მაგრამ მაინც ვნერვიულობდი. ისე ვნერვიულობდი, როგორც მაშინ, 13 აგვისტოს, როცა მამაჩემი აქ წამოვიდა თვითმფრინავით, კონკურსში რომ ჩავეწერე... არა, მაშინ უფრო ვნერვიულობდი. იმ დღის გახსენებაზე, თითქოს გული ჩერდებოდა და დედამიწა უკუღმა ბრუნავდა. ჩემს კვარტალს რამდენიმეჯერ შემოვურბინე და უკვე 8 საათი ხდებოდა სახლში რომ დავბრუნდი. კარები ფრთხილად შევაღე, ფეხზე გავიხადე და ჩემი ოთახისკენ ავიღე გეზი. უცებ გამოვიცვალე. სანამ გამოვიდოდი, სარკეში ჩემი თავი შევათვალიერე. წითელი სვიტერი და ჯინსის შარვალი მეცვა. არაუშავდა, მაგრამ თმებს რომ შევხედე... სასწრაფოდ ავიღე მაგიდიდან შესაკრავი და ცხენის კუდად ავიწიე. შემდეგ სწრაფად შევირბინე სააბაზანოში და 5 წუთში სამზარეულოში ვსაუზმობდი. ის-ის იყო ჩაი დავასხი, რომ ბებიაც შემოვიდა. - მეც დამისხი, ძვირფასო, - მითხრა მან. მართალია, მე და ბებიას ერთმანეთი სულ რამდენიმეჯერ გვენახა, ძირითადად ჩემი პატარაობის დროს, მაგრამ ეს მოხუცი ქალი ძალიან მიყვარდა. ზედმეტად არასოდეს გაწუხებდა და ტელევიზორს რომ მიუჯდებოდა, გეგონებოდა სახლში სულაც არ იყო. ყოველთვის ვფიქრობდი, მამიდაჩემი ვის დაემსგავსა-თქო. - აი, დალიე ბებო, - მივაწოდე ჭიქა. - საყვარელო, - დაიწყო მან, როცა მაგიდასთან დავჯექი, - როგორ ხარ? ოჰო, როგორც ჩანს ყველა ღირსებასთან ერთად მახსოვრობაც შესანიშნავი ჰქონდა. - როგორც ყოველთვის... - არა, ბელა, იცი რატომაც გეკითხები. დღეს კონკურსია… - დაბნეულმა სათვალე გაიკეთა და სახეზე დამაკვირდა. - არამიშავს, ხომ იცი, ამ დღისთვის ბევრს ვემზადებოდი... - ამ კონკურსში რომ მონაწილეობა მიგეღო,_შემაწყვეტინა მან და ფრთხილად შემხედა,- ძალიან დიდი მსხვერპლი გახდა საჭირო. ძვირფასო, ვიცი, რომ მუდამ ეს გაწუხებს, მაგრამ შენ არ ხარ დამნაშავე, - დანაოჭებული ხელი ხელზე მომხვია და დანამული თვალებით ამომხედა. - ძალიან გთხოვ, ნუ მეუბნები, რომ ეს ჩემი ბრალი არ არის, იმიტომ რომ ყველამ კარგად ვიცით, რომ არა მე, ახლა ასეთი მდგომარეობა არ იქნებოდა. ჩემი ბრალია და მე ვიცი ეს ტვირთი მარტომ უნდა ვატარო... - როგორ არ მინდოდა ახლა ამაზე ლაპარაკი, ნუთუ მაინცდამაინც დღეს უნდა შემდგარიყო გულახდილი საუბრები? - ძვირფასო, მინდა დაგეხმარო. შენ თუ ამაზე იფიქრებ, ძალიან დაინტანჯები, - მან ხელი უკან წაიღო და მკაცრად შემომხედა. - იმის მერე, რაც მოხდა, თითქოს არ არსებობს შენი ერთი ნაწილი. თითქოს მხოლოდ ამ კონკურსისთვის ცხოვრობ. და მე არ მინდა წარმოვიდგინო, რა მოხდება, როდესაც ის დამთავრდება... ო, ბელა, - მან ჩუმად ამოიკვნესა. - შენ შენი ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპზე გადადიხარ და მე ვგრძნობ, რომ ის, რაც დღეს მოხდება, ან ძალიან დადებითად შეცვლის შენს ცხოვრებას, ანდა ძალიან უარყოფითად. იფიქრე მომავალზე და იმის შესაბამისად მოიქეცი... მამაშენის ხათრით, - აქ მან თავი ვეღარ შეიკავა და სასწრაფოდ გავიდა სამძარეულოდან, ცრემლები რომ დაემალა. მე კი ვერ ვმალავდი მათ. ჩემი სისუსტე ყოველთვის იმარჯვებდა. ბებია ადასტურებდა ჩემს შიშს, მე ცხოვრების ყველაზე რთულ გზაჯვარედინზე ვიყავი. ერთხელ ამ გზაჯვარედინზე არასწორი გზა ავირჩიე. ღმერთო, ახლაც რომ შევცდე, მაშინ უარესი რა უნდა დამემართოს?! ბოლომდე ჩემზე ხომ არ არის დამოკიდებული ყველაფერი? მაინც სად არის ეს დაწყევლილი გზაჯვარედინი...? ცრემლები სწრაფად მოვიწმინდე და სკოლის ჩანთას ხელი დავავლე.
| |
|
|
|
|
|
♥---♥ | თარიღი: სამშაბათი, 2010-06-15, 7:11 PM | შეტყობინება # 29 |
<<>
44
Offline
| | |
|
|
|