ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: S@li, DiiiK♥  
Just sing a song

♥---♥თარიღი: კვირა, 2010-06-13, 7:12 PM | შეტყობინება # 1
<<>
44
11  +
61  ±
   ±
Offline


პირველი ადგილი კონკურსში "Fanfiction Awards 2010" ნომინაციაში "საუკეთესო ფანფიკი".
პირველი ადგილი კონკურსში "Fanfiction Awards 2010" ნომინაციაში "საუკეთესო ფიკრაიტერი".
ფანფიკის ბეტას (S@li) მიენიჭა პირველი ადგილი ნომინაციაში "საუკეთესო ბეტა".




სახელწოდება: Just sing a song
ავტორი: DiiiK♥
დისკლეიმერი: გმირების სახელებზე საავტორო უფლება აქვს სტეფან მეიერს+მე
რეიტინგი:G (General)
ბეტა: S@li
პეირინგი:ბ.ს./ე.კ.
ჟანრი: Romance, Angst, Hurt/comfort
სამარი:ტრაგედია, რომელიც მთლიანად შეცვლის ბელას ცხოვრებას, მას დიდ ტკივილს აყენებს და სიცოცხლის სურვილს უკარგავს...
სტატუსი: წერის პროცესშია.
ავტორისგან: დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, ვინც კითხულობს ჩემს ფანფიკს! იმედი მაქვს მოლოდინს გავამართლებ და ასევე უღრმესი მადლობა ჩემს საყვარელ ბეტას, სალის! მას დიდი წვლილი მიუძღვის!

პროლოგი

დამესიზმრა, რომ კლდესთან ვიდექი. მის მარჯვენა მხარეს მზე ანათებდა და გარემო მწვანეში იყო ჩაფლული, მარცხნივ კი საშინელი ქარი ქროდა და თოვლის ქარბუქი ტრიალებდა. წინ ერთი ნაბიჯი გადავდგი და უცებ უფსკრულის პირას აღვმოჩნდი. მოულოდნელობისგან შევხტი და უკან დავიხიე. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი სიზმარში ვიყავი, მაინც რატომღაც გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობას ვგრძნობდი. ირგვლივ კიდევ ერთხელ მიმოვიხედე. უკან სიბნელე იყო, არაფერი მოჩანდა. მარჯვნივ გაზაფხული ჰყვაოდა, მარცხნივ კი ზამთარი ბობოქრობდა. წინ უფსკრული იყო... ვფიქრობდი, რომ სასწრაფოდ მარჯვნივ უნდა წავსულიყავი. საშინლად მციოდა, მაგრამ სხეული თითქოს გონებას არ ემორჩილებოდა. ისევ გადავდგი წინ ნაბიჯი და მოულოდნელად კლდემ ზრდა დაიწყო... რაც უფრო ვუახლოვდებოდი უფსკრულს, კლდე მით უფრო იზრდებოდა. უცებ ფეხქვეშ საყრდენი გამომეცალა. კანკალმა ამიტანა და სანამ მიწა საბოლოოდ დაიშლებოდა ზაფხული და ზამთარი გაერთიანდა. ვიგრძენი, როგორ ჩაიღვარა სხეულში სითბო და გამაჟრჟოლა. მოწმენდილ ცას ავხედე, რომელსაც მთვარე ვერცხლისფრად ანათებდა და გონებაში წავიმღერე:
" All I know is just you're not here to say...What you always used to say... But it's written in the sky tonight"




პირველი თავი: შიში
მეორე თავი
მესამე თავი
მეოთხე თავი
მეხუთე თავი
მეექვსე თავი
მეშვიდე თავი
მერვე თავი
მეცხრე თავი
მეათე თავი
მეთერთმეტე თავი
მეთორმეტე თავი
მეცამეტე თავი
მეთოთხმეტე თავი
მეთხუთმეტე თავი
მეთექვსმეტე თავი
მეჩვიდმეტე თავი
მეთვრამეტე თავი
მეცხრამეტე თავი
მეოცე თავი
ოცდამეერთე თავი
ოცდამეორე თავი




შეტყობინება შეასწორა ♥---♥ - სამშაბათი, 2010-06-15, 5:34 PM

kristenთარიღი: ოთხშაბათი, 2011-08-24, 7:40 PM | შეტყობინება # 421
ForevEr YoUnG
513
88  +
   ±
Offline
nuuuu rogorc iqna wavikitxe amdeni lodinis shemdeg cry cry cry
vaimeeee diiik umagresi tavi iyo, dzalian damwyda guli ambebi ase rom chaxlarte magram imedia karg dasasrulic eqneba . cudia rom es bavshvi dgas bellasa da edwards shoris, imedia edwardi ar chaidens uazro saqciels da viqtorias ar moiyvans colad. kiss
aba shen ici male dade momdevno tavi



DiiiK♥თარიღი: კვირა, 2011-10-16, 6:13 PM | შეტყობინება # 422
You're just too good to be true ...
1004
113  +
   ±
Offline
ვაიმე ჩემი ფიკის არსებობაც კი გადამავიწყდა :(((
ბავშვებო, ყველანი ძააალიან მომენატრეეთ და დიდი მადლობა მინდა გითხრათ კიიიიდევ ერთხელ, თქვენი თბილი სიტყვებისთვიის kiss :* kiss
ისეთ სიტუაციაში ვარ, რომ ახალი თავი წინ ვერანაირად ვერ მიიწევს და ვერც იმას გეტყვით დაზუსტებით, ამ წელში თუ იქნება biggrin
მაგრამ ის ფაქტი, რომ გახსოვთ მაინც (როცა მე არა : biggrin ) ძაალიან სასიხარულოა!
გკოცნით ყველას kiss



DiiiK♥თარიღი: კვირა, 2011-10-16, 6:15 PM | შეტყობინება # 423
You're just too good to be true ...
1004
113  +
   ±
Offline
T-MOMSEN, გთხოოვ, თუ რამის თქმა გინდა, მითხარიი kiss ზუსტადაც, უნდა მიმითითოთ შენიშვნებზე kiss

ისე, ვფიქრობ ფიკი მალე დამთავრდება... ბევრი რამე შევცვალე biggrin



♥vampiressa♥თარიღი: სამშაბათი, 2011-10-18, 3:50 PM | შეტყობინება # 424
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
Quote (DiiiK♥)
ამ წელში თუ იქნება

cry cry cry cry cry cry cry cry cry cry cry cry
Quote (DiiiK♥)
ისე, ვფიქრობ ფიკი მალე დამთავრდება... ბევრი რამე შევცვალე

aaaar daamtavro male raaa sad



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

♥izabella♥თარიღი: პარასკევი, 2011-10-21, 10:31 AM | შეტყობინება # 425
♫♪ hakuna matata ♫♪
1176
153  +
   ±
Offline
me tavidan unda gadavikitxo agar maxsovs siujeti serozulad biggrin biggrin biggrin biggrin
DiiiK♥, magram is maxsovs rom dzalian kargi iyo da kargadac maqvs natirebi magram zustad ar vici biggrin biggrin biggrin mokled diko sanam me movaxerxeb gadakitxves imedia shenc shedzleb axalis dadebas smile smile

soniaთარიღი: ოთხშაბათი, 2011-12-21, 8:22 PM | შეტყობინება # 426

118
5  +
25  ±
   ±
Offline
nu dagaviwyda ra es fikiii gtxov cry cry cry cry ua dzalian miyvars da gaagrdzele gtxov piradad cool cool

DiiiK♥თარიღი: ორშაბათი, 2011-12-26, 8:42 PM | შეტყობინება # 427
You're just too good to be true ...
1004
113  +
   ±
Offline
ოოჰ, როგორ გალოდინეთ :((( დიიდიი ბოდიშიი, ბავშვებოო და მადლობა მათ, რომლებიც ასე ალოდებოდით ახალ თავს ; ))
აი ისიც biggrin



Takoთარიღი: ორშაბათი, 2011-12-26, 8:54 PM | შეტყობინება # 428
I'll hide from the world, bihind a broken frame
813
37  +
   ±
Offline
არ მჯერა ;///


Oooh, baby I've been flying...Mama, there ain't no denyin'

Takoთარიღი: ორშაბათი, 2011-12-26, 8:58 PM | შეტყობინება # 429
I'll hide from the world, bihind a broken frame
813
37  +
   ±
Offline
რატო არ ჩაააანს?


Oooh, baby I've been flying...Mama, there ain't no denyin'

DiiiK♥თარიღი: ორშაბათი, 2011-12-26, 9:00 PM | შეტყობინება # 430
You're just too good to be true ...
1004
113  +
   ±
Offline
ოცდამეორე თავი

ლონდონს გაზაფხული და შესაბამისად, მზე უახლოვდებოდა, მაგრამ იმდენად უმნიშვნელოდ, რომ კალენდრიდან მარტის ამოღება შეიძლებოდა. ერთადერთი, რაც გაზაფხულის დადგომას მიანიშნებდა იყო უცნაური სუნი, რომელიც ყოველ დილით ცხვირს მიწვავდა. ატელიეს მოსახერხებელ სავარძელში ვიჯექი და ჩაფიქრებული ვიყურებოდი ვიტრინაში. მობუზული ხალხი ქუჩაში ისე ირეოდა, როგორც სხვადასხვა აზრი ჩემს გონებაში… და როგორც ადამიანებს აქვთ ერთი საწყისი, ისე ჰქონდათ ჩემს აზრებსაც ერთი მიზეზი - ედვარდი. თვრამეტი უძილო ღამის შემდეგ უბრალოდ მეცხრამეტეს ველოდი. როგორც ვიწინასწარმეტყველე, გაყინული ვიყავი. მდგომარეობას ვერ ვიცვლიდი, მაგრამ ეს არ მაღიზიანებდა. მინდოდა სულ ასე ვყოფილიყავი. მუდამ შემეგრძნო სიყვარული და ჩემს წინ მისი სახე მდგარიყო. მეცქირა მის გამჭირვალე თვალებში და მესუნთქა იმ ჰაერით, რითაც ის სუნთაქვდა. დიახ, ეს მინდოდა, მაგრამ ფორქსში მაინც მივდიოდი. უკვე ბილეთიც ავიღე, რეისი სამ დღეში, დილის რვა საათზე იყო დანიშნული. მამიდას ქორწილი ზუსტად ოც საათში დაიწყებოდა. ეს შვებას მგვრიდა.
ბოლოს კლერიც გამოჩნდა. დღეს ბოლოჯერ ისინჯავდა საქორწილო კაბას. კიდევ ერთხელ შევავლე თვალი სათუთ და ქათქათა ნაჭერს, რომელიც მჭიდროდ ეკვროდა წელზე და თეზოებთან იშლებოდა. კორსეტის სტილის შესაკრავი ულამაზესად ჰქონდა ჩაწნული, გულზე კი მარჯვე ხელს ყვავილების მთელი თაიგული დაეყარა. მერამდენედ ვხედავდი ამ კაბას, მაგრამ აღტაცების დამალვას ვერასოდეს ვახერხებდი.
-იდეალურია!-აღმომხდა სუნთქვაშეკრულს.
კლერმა ნაზად გამიღიმა. კიდევ ერთხელ დატრიალდა სარკის წინ და ისევ გასახდელისკენ წაფარფატდა. ღრმად ჩავისუნთქე. თეთრი კაბები ჩემი სისუსტე იყო, მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს მიფიქრია, მე თვითონ ჩამეცვა ისინი. ელისმაც აღნიშნა, რომ კლერი უბადლოდ გამოიყურებოდა. ის სულ დაგვყვებოდა საყიდლებზე და მეშველებოდა მამიდასთვის გამოსადეგი რჩევების მიცემაში. მადლიერი მზერით გადავხედე, მან კი გამიღიმა. იმის მერე, რაც ელისმა სიმართლე გაიგო, ჩვენ იშვიათად ვლაპარაკობდით ედვარდზე. თავიდან ელისი ცდილობდა, რომ როგორმე ჩვენი ურთიერთობა გამოესწორებინა, მაგრამ როცა მიხვდა, რომ მისი ყოველი ცდა უშედეგო იყო, დანებდა. მართლაც, მე და ედვარდს შორის იმხელა უფსკრულის ამოვსება ვის შეეძლო?! ელისიც ნელ-ნელა ეგუებოდა ამ აზრს, მაგრამ მის თვალებში ვხედავდი, რომ ჩვენი ცალ-ცალკე ყოფნა არ მოსწონდა. ნაღვლიანად გადახედავდა-ხოლმე ედვარდს, როდესაც კაფეტერიაში ვიჯექით, მისი ძმა კი ჩაფიქრებული და განმარტოვებული იჯდა ფანჯარასთან. მე ვცდილობდი, რომ სკოლაში ედვარდს იშვიათად შევფეთებოდი. აღარ მახსოვს, ბიოლოგიის გაკვეთილზე ბოლოს როდის ვიყავი... ან ბიბლიოთეკაში, სადაც ის ხშირად იჯდა. ჯასპერსაც იშვიათად ვნახულობდი. მას არც ადრე ვეხატებოდი გულზე და ბოლოს მომხდარი ამბების გამო საერთოდ ამრეზით მიყურებდა. თავს მხოლოდ ელისის ხათრით იკავებდა. გოგონა უკომპრომისო იყო, მისთვის მე მუდამ ბელად დავრჩებოდი, რაც არ უნდა გამეკეთებინა. ელისს ვაღმერთებდი...
ერთხელ, საღამოს, როცა მოწყენილი ვიჯექი ჩემს ოთახში და უაზროდ ვფურცლავდი ”მეფე ლირს”, გამომიარა და თავშესაფარში წასვლა შემომთავაზა. ძალიან გამიხარდა, რომ იქ წასვლის ინიციატორი ელისი გამოდგა. მე თვითონაც მინდოდა ანაბელის მონახულება. ელისი ხომ საერთოდ, ინტერესით კვდებოდა. გაგვიმართლა, რადგან პატარას არ ეძინა და მის ნახვაზეც თავისუფლად დაგვთანხმდნენ. ბავშვი ჯერ მორცხვად იჯდა და გვათვალიერებდა. მოუსვენრად აცეცებდა დიდ, ყავისფერ წყლიან თვალებს ხან მამიდამისზე ხან კი ჩემზე. ელისმა თოჯინა აჩუქა და ამით მისი გული მალე მოიგო. ანაბელი მალე კალთაში ჩაუჯდა და მის კაშნეს დაუწყო თამაში. ბავშვი ბაღში გავასეირნეთ. ლაპარაკი არ იცოდა, მაგრამ ისე ჟღურტულებდა, მის მოსმენას არაფერი სჯობდა. მთელი დღე ჩვენ გვყავდა და ბოლოს, სიარულისგან დაქანცულს, ჩემს მკლავებში ჩაეძინა. ხარბად ვუყურებდი ძილის დროს მის მშვიდ სახეს. ეს პატარა არსება ხელებში მყავდა მოქცეული და მაგრად მეკვროდა... ეს ანგელოზი ედვარდის შვილი იყო... ყველაფერს გავიღებდი, რომ მისი დედა მე ვყოფილიყავი... თავშესაფრიდან დათრგუნული დავბრუნდი.
...ქორწილის დღეც გათენდა. მოუსვენრად ვტკებნიდი ქვეფანილს, სანამ კლერი ლამაზდებოდა. შემდეგ ეკლესია, საზეიმო ფიცი და ბოლოს ვახშამიც... ბებია უბედნიერესი იყო. ელისი გვერდით მედგა და მამხნევებდა. მამიდა და მისი ახალი ქმარი არსად წასვლას არ აპირებდნენ, რადგან კლერს ბებიას დატოვების ეშინოდა. ეს მე ძალიან მიხაროდა, რადგან მათი სამოგზაუროდ წასვლა ჩემს ფორქსში გამგზავრებას კიდევ გადადებდა... ეგოისტი!!! ღმერთო ჩემო, როგორი ეგოისტი ვიყავი, მაგრამ ლონდონში უკვე ვეღარ ვსუნთქავდი. აქაური ყველაფერი მაფრთხობდა... მამიდას ჩუმად ჩავჩურჩულე ყურში ჩემი გადაწყვეტილების შესახებ, როცა ის სტუმრებს აცილებდა და როგორც იქნა, მარტო დარჩა. კლერი გაოცდა. ეგონა, რომ სულ მათთან ვიქნებოდი და ტირილი დაიწყო, რადგან იცოდა, ვერ შემაჩერებდა. მკითხა რამოდენიმე დეტალი, იქ სახლი როგორ დამხვდებოდა, ან სკოლაში დამამთავრებელ კლასში რომ ვიყავი, ახალ სკოლაში გადასვლა როგორ მოხერხდებოდა. მე ავუხსენი, რომ ბოლო ერთი კვირა ამ საქმით ვიყავი დაკავებული და უკვე განაცხადიც მქონდა ფორკსის სკოლაში შეტანილი. იქაურ დირექტორს კარგად ვახსოვდი და ამიტომ, პრობლემა არ იქნებოდა. რაც შეეხება სახლს, ის ისევ იქ იდგა, სადაც ადრე, ასე რომ, არც ეს წარმოადგენდა დიდ პრობლემას. მამიდა ვერ მიშვებდა, მაგრამ დავარწმუნე, რომ ჯობდა, თუ ამ კონტინენტიდან წავიდოდი. ევროპას ვერ ვეგუებოდი. კლერმა ბოლოჯერ გაიბრძოლა და ბებია გამახსენა. მასთან ჯერ არ მელაპარაკა ამ თემაზე, ამიტომ შევყოყმანდი, მაგრამ შემდეგ დამაჯერებლად მივუგე, რომ საღამოს ყველაფერს მშვიდად ავუხსნიდი. კლერი გადამეხვია და გზა დამილოცა. მის ქმარსაც გამოვეშვიდობე. ისინი ერთი დღით სასტუმროში იცხოვრებდნენ... ეს საქორწინო საჩუქარი იყო ბებიასგან, რომელიც ამისთვის ფულს დიდხანს ინახავდა.
ბოლოს დასდგა ის დრო, როცა ელისისთვისაც უნდა შემეტყობინებინა ჩემი გაგზავრების ამბავი. არც კი მჯეროდა, რომ აქამდე ამის დამალვას ვახერხებდი, მაგრამ სხვაგვარად წარმოუდგენელი იყო. არ მინდოდა, რომ ეს ედვარდს გაგეგო...
ელისმა მე და ბებო სახლში თავისი მანქანით წაგვიყვანა. ერთად ავიყვანეთ ბებო სახლში, მერე კი ელისი ჩამოვაცილე ქვემოთ. მეძნელებოდა მასთან განშორება და თანდათან კანკალი მეწყებოდა. ლაპარაკის დაწყებას ვერ ვახერხებდი, მაგრამ აი, ელისი უკკვე მანქანას ქოქავდა, ამიტომ ხმა უნდა ამომეღო.
-ელის,-დავუძახე სასოწარკვეთილმა. გოგონა შეშინებული მომიბრუნდა.
-რა იყო, ბელა?
-არაფერი.. უბრალოდ, შენთან საქმე მაქვს... შეგიძლია, ცოტა ხანს მოიცადო?
-რათქმაუნდა,-ელისმა ძრავა გამორთო და უკვე დამშვიდებული გადმოვიდა მანქანიდან, თუმცა სახეზე დიდი ცნობისმოყვარეობა ეწერა,-აბა, რა ხდება?
-ელის... პირველ რიგში, მინდა გითხრა, რომ შენი უზომოდ მადლიერი ვარ და უზომოდ მიყვარ...
-მოიცა, ბელა,-ხელები გაასავსავა ელისმა,-კარგი რა... როდემდე? როდემდე უნდა მიხადო ეს მადლობა?
-რათქმაუნდა, მოაწყენია,-დავეთანხმე მე,-მაგრამ ეს უნდა ავღნიშნო-ხოლმე, რადგან საქმით ვერ გამოვხატავ.
-რას გულისხმობ?-გაუკვირდა ელისს.
-პირდაპირ გეტყვი, რამდენიმე დღეა, რაც შენგან მალულად გადავწყვიტე სამშობლოში დაბრუნება,-ელისი გაშრა, მე ნერწყვი ჩავყლაპე და გავაგრძელე,-ყველა საჭირო დოკუმენტი მოვამზადე... დანაზოგი ფულით ბილეთიც ავიღე... ელის, მე დღეს გამთენიისას მივფრინავ.
ელისი ეჭვით მიყურებდა. ალბათ, ფიქრობდა შეიშალა, ან მაშაყირებსო.
-ბელა, სრულ ჭკუაზე ხარ? მეხუმრები? სად არის ფარული კამერა დამონტაჟებული? -მკითხა და დაჟინებით მომაცქერდა.
-არა, ელის, არ გეხუმრები... არც ფარული კამერაა სადმე დამონტაჟებული და სრულ ჭკუაზეც ვარ... სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ აქაურობას უნდა გავეცალო... აქ თავისუფლად ვეღარ ვსუნთქავ.. მგონია, რომ ისევ შეცდომას დავუშვებ, შებორკილი ვარ.
-კარგი რა, ბელა...
-არა, მართლა გეუბნები ელისს. აბა მითხარი, ჩემი აქ ყოფნით რამე კარგი მოხდა?
-როგორ არა, ბელა... უბრალოდ შენ გგონია ეს ცუდი.
-ელის,-ამოვიკვნესე მე,-აქ ვეღარ გავჩერდები...
-ბელა, ღმერთო ჩემო, რატომ გგონია, რომ იქ უკეთესად იქნები?-ელისი ნელ-ნელა რწმუნდებოდა, რომ არ ვტყუოდი,-იქ ხომ სულ მარტო მოგიწევს ყოფნა!
-მე ის მარტოობა მირჩევნია... ჩემთვის უკეთესია მაშორებდეს მანძილი და არა სინდისი...
-ჰაჰ, ამას ვერ დავიჯერებ!
-ელის, გაიგე, მე არ შემიძლია ედვარდთან ვიყო და ამით შვილი დავაკარგვინო... რაილიმ ბევრი რამ მიამბო და ვიცი, რომ ეს მართალია.
-შენ გინდა თქვა, რომ ვიქტორია ედვარდს აშანტაჟებს?
-არ ვიცი, არ ვიცი,-შუბლზე მომდგარი ცივი ოფლი მოვიწმინდე,-მაგრამ ფაქტები სწორედ მაგაზე მიუთითებს... თუმცა ეს ყველაფერი უბრალოდ წვრილმანია. მთავარი ის არის, რომ მე არ შემიძლია აქ ვიყო, მასთან ასე ახლოს და ამავდროულად, ასე შორს...
ელისი ლოყაზე მომეფერა.
-ჩემი საწყალი გოგონა,-ჩაილაპარაკა თავისთვის,-შენ ედვარდი ისევ ძალიან გიყვარს...
-ნუთუ ამაში ოდესმე ეჭვი შეგეპარა?-თავი ჩავღუნე და სწრაფად მოვიწმინდე ცრემლი.
-შენ მისი ჯულიეტა ხარ... ის კი შენი რომეოა,-ელისი გახუმრებასაც კი ცდილობდა. იცოდა, რომ ეს პიესა დიდად არ მიყვარდა,-ასე არაა?
-ბოლოს ორივე კვდება...
-ამ სიტუაციაში ფინალს მნიშვნელობა არ აქვს, ძვირფასო... გიყურებ, როგორ იტანჯები მის გარეშე. ყოველდღე ვხედავ შენს ნაღვლიან გამოხედვას, ჩაფიქრებულ მზერას და დადუმებულ ტუჩებს... სახლში მივდივარ და იქაც იგივე მელოდება, თუ რათქმაუნდა ედვარდი სახლშია... შენ აქ შენთვის იტანჯები, ის კი იქ თავისთვის. განა ეს სამართალია?
-მაშ ისაა სამართალი, რომ ბავშვი უმამოდ უნდა გაიზარდოს?-აღმომხდა ელისის სიტყვებით თავგზააბნეულს.
-არა, რათქმუანდა,-ელისი დამეთანხმა, მაგრამ მაინც თავისას ამბობდა,-მაგრამ შენ მაგაზე რატომ ფიქრობ? შენ მხოლოდ ის უნდა გაინტერესებდეს, რომ ედვარდთან ერთად იყო. მაშინ ყველაფერი სხვანაირად იქნება. ერთად ყველაფერს გაუმკლავდებით...
-არა... არა, ელის,-დავიკვნესე და მისი ხელიდან თავი გავინთავისუფლე,-შენ არ გესმის, ეს ჩემშია პრობლემა. მე მომაქვს ყველასთვის ცუდი...
-ახ, ბელა, ამ სულელურ აზრს როდის ამოიგდებ თავიდან?!
-ელის, რაც არ უნდა მითხრა, გადაწყვეტილება უკვე მივიღე. რამდენიმე საათში თვითმფრინავში ვიჯდები.
-ბელა, კარგად დაფიქრდი,-სერიოზულად მითხრა ელისმა,-არ იჩქარო, ყველაფერი აწონ-დაწონე, რომ მერე შენი გადაწყვეტილება არ ინანო...
-იცი, ფორკსში დაბრუნებაზე მანამდეც ვფიქრობდი, სანამ ედვარდს გავიცნობდი. უბრალოდ, ბოლო ხანებში მომხდარმა ჩემი გადაწყვეტილება გაამყარა და დააჩქარა მისი სისრულეში მოყვანა... ასე, რომ ამას მეტი ფიქრი ან ყოყმანი აღარ სჭირდება...
-ოდნავ მაინც არ გენანება?-ამოივნესა ელისმა.
-ეჰ, ელის... ვერ წარმოიდგენ შენ როგორ მენანები,-მაგრად მოვეხვიე და ჩავჩურჩულე,-სინამდვილეში, ჩემთვის ფორკსში დაბრუნება დიდი სასჯელია, მაგრამ ამავდროულად, დიდი აუცილებლობაც.
-მესმის, მაგრამ ვერ გიშვებ გულდამშვიდებულად...
-დაწყნარდი ელის,-გამეცინა მე,-ერთი გაგებით, ფორკსი ძალიან მომენატრა... თან ამ დროს უცნაურად მშვიდია-ხოლმე ქალაქი. საოცარი სურნელი მოდის ტყიდან... მენატრება სახლში მამასთან ერთად გატარებული საღამოები, როცა ის თევზაობიდან დაღლილი ბრუნდებოდა, მუხლზე დამისვამდა და მიყვებოდა, როგორ დაიჭირა დიდი თევზი...
მოგონებებმა გამიტაცეს, ელისი მანქანას მიეყრდნო და ნაღლვლიანი მიყურებდა. მე გავუღიმე და გვერდით დავუდექი.
-მაშ, მიდიხარ?-კიდევ ერთხელ მკითხა ელისმა.
-ხო, ელისს... მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთმანეთს დავკარგავთ.
-რათქმაუნდა! გესტუმრები ხოლმე.. შენც ჩამოხვალ,-ივარაუდა ელისმა და ეჭვით შემომხედა,-ხომ ჩამოხვალ?
-კი, ბოლო-ბოლო აქ ერთადერთი ნათესავები და კეთილისმსურველი მყავს,-მხარზე თავი დავადე.
-საშინლად მომენატრები, ჩემო კარგო...
-მეც, ელის...
-და მას... ედვარდს რამე ვუთხრა?
-რა საჭიროა?-ტუჩზე ვიკბინე და თავი ავწიე,-ის ვერაფერს შეცვლის...
-მაგრამ მაინც მგონია, რომ ჯობია იცოდეს...
არაფერი ვუპასუხე, რადგან ისეთს ვერაფერს ვეტყოდი, ამ საკითხის მიმართ ნეიტრალური დამოკიდებულება რომ დამეცვა. მე და ელისი ცრემლებით გამოვემშვიდობეთ ერთმანეთს. ვთხოვე, რომ გასაცილებლად არ მოსულიყო, ტაქსით წავიდოდი. არ მინდოდა, რომ აეროპორტში ყოფნისას ვიღაცის დატოვება დამნანებოდა. სახლში ასულმა გადავწყვიტე, რომ ბებოსთან ლაპარაკიც არ გადამედო. დიდი იმედი მქონდა, რომ შევძლებდი მსუბუქად ამეხსნა მისთვის ყველაფერი.
-ბებო, გღვიძავს?-ვიკითხე მის ოთახში შესვლისას.
-კი, ჩემო კარგო,-მომესმა ხმა ლოგინიდან,-შემოდი.
-თავს როგორ გრძნობ?-ნელა გავემართე მისკენ.
-თითქოს ქორწილს უნდა დავეღალე, მაგრამ სინამდვილეში, ძალიან ბედნიერი ვარ,-გამიღიმა ბებიამ.
-მიხარია...
-რამე გაწუხებს, შვილო?-მკითხა რამდენიმე წამის შემდეგ.
-იცი, რაღაც მინდა გითხრა და შესაბამისი სიტყვები ვერ მიპოვია...
-რა მოხდა, ბელა? სულ კანკალებ,-ხელი ჩამჭიდა ბებომ და გამამხნევა.
-გადავწყვიტე, რომ სახლში დავბრუნდე,-ამოვილაპარაკე ძლივს.
-მაგრამ შენ ხომ სახლში ხარ!
-არა, მე ფორკსს ვგულისხმობ.
-გინდა, რომ ვაშინგტონში დაბრუნდე? ღმერთო ჩემო...
-ბებო, აქ ჩემი ადგილი ვერ ვიპოვე... ბევრ დავიდარებაში ვხვევ, არა მარტო ჩემს თავს, არამედ ჩემს გარშემომყოფებსაც. ამით ბევრი დავღალე... და მეც დავიღალე.
-საწყალო ბავშვო, რას ამბობ? -ბებოს თვალზე ცრემლი მოადგა,-ნუთუ იქ მარტო მიდიხარ? როგორ იცხოვრებ?
-შენ მაგაზე არ ინერვიულო, უკვე ყველაფერი მოვაგვარე. სკოლას დავამთავრებ და სანამ კოლეჯში ჩავაბარებ, ადგილობრივ მაღაზიაში ვიმუშავებ. ხომ გახსოვს, სადაც ადრე ვმუშაობდი... ჩარლის ბანკში დანაზოგი ჰქონდა, რომელიც საკმარისია კოლეჯისთვის. ფინანსურად უზრუნველყოფილი ვარ...
-შვილო, ეგ მთავარი არაა.. შენ იმ სახლში მარტო როგორ უნდა იცხოვრო? ბელა, უფიქრდები მაინც შენს ნაბიჯს?
-რათქმაუნდა...
-მე და მამიდაშენი შენი მეურვეები ვართ... ისევე, როგორც ბებიაშენი... ეეჰ, იქნებ ზედმეტ თავისუფლებას გაძლევდი? ბელა ვერ მოგცემ იმის ნებას, რომ სულ სხვა კონტინენტზე მარტომ იცხოვრო! ჯერ ძალაინ პატარა ხარ!
-კი, ასაკით პატარა ვარ, მაგრამ ცხოვრებისთვის ამას არ შეუშლია ხელი, რომ ასეთ დღეში ჩავეგდე. აბა შემხედე ბებო, მე აქ არარაობა ვარ. ვერაფერს ვაკეთებ და უაზროდ გამყავს დღეები. ფორკსი კი ჩემთვის ახლობელია... იქ ჩემი სახლია, რომელიც მელოდება.
-არა, ძვირფასო,-ბებო ლოგინზე წამოჯდა,-საცხოვრებელ ადგილს ამ შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია აი აქ რა ხდება,-მითხრა ნაძალადევი ღიმილით და ხელი გულზე დამადო. მე თავი ჩავღუნე.
-ბებო, არ მინდა, რომ ტყუილად იღელვო ჩემზე... გადაწყვეტილების შეცვლა უკვე გვიანია, მე იქ ვბრუნდები და დიდი იმედი მაქვს, რომ გამიგებ...
-ალბათ, როგორ მწყევლიან შენი მშობლები ზეციდან,-აღმოხდა ქალს და შუბლზე თმა გადამიწია,-ჩემს თავს ვერასოდეს ვაპატიებ, თუ წასვლის უფლებას მოგცემ...
-არა, ბებო.. გთხოვ...
-გული ცუდს მიგრძნობს, ბელა... ჩემთან დარჩი.
-შენთან მამიდა და მისი ქმარი იქნებიან, არ ინერვიულო... ზრუნვას არ მოგაკლებენ.
-მე ჩემს თავზე არ ვღელავ, შვილო,-ბებო ჩაფიქრდა და ფანჯრიდან გაიხედა,-გაზაფხული მოდის... ამ დროს ადამიანებს უცნაური რამ ემართებათ.
ბებომ ისევ მე შემომხედა და თვალები ცრემლებით აევსო. მე მოხრილი ვიჯექი და მართალია, მზად ვიყავი მეტირა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ვერაფერი შემაჩერებდა. თვითმფრინავის ბილეთი ჩემს ჯიბეში უკვე არც ისე მსუბუქი იყო... ბებოს მზერაში ამოვიკითხე, რომ ის აღარ შეეცდებოდა ჩემს შეჩერებას. ახლა უბრალოდ, დროს აჭინაურებდა და დაჟინებით მაკვირდებოდა.
-მე დაგელოდები,-მითხრა ბოლოს.
-მადლობა...ძალიან მიყვარხარ!
ბებოს მხურვალედ გადავეხვიე და გვერდით მივუწექი. აღარ ვლაპპარაკობდით, სამაგიეროდ ორივენი ვტიროდით. გული ამომიჯდა და თავს ძლივს ვიკავებდი, რომ ხმამაღლა არ მექსუტუნა . რამდენიმე წუთში ბებიას სუნთქვა თანაბარი გახდა, მას უკვე ეძინა. ფეხაკრებით გამოვედი ოთახიდან და კარები კარგად მოვხურე. საათს დავხედე, აეროპორტში ოთხ საათში უნდა წავსულიყავი, რეგისტრაცია დილის ექვს საათზე იწყებოდა. გადავწყვიტე, რომ ცოტა ხანს დამეძინა. ჩემს ლოგინზე გაუხდელად წამოვწექი, მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებდი. ჩამძინებოდა თუ არა, მაშინვე მეღვიძებოდა. ძილში გაურკვეველ სიზმრებს ვხედავდი. ვერაფრით დავისვენე და ავდექი. ასეთ წვალებას აზრი არ ჰქონდა, ბოლო-ბოლო, თვითმფრინავში სხვა რა უნდა მეკეთებინა. ერთი აზრი მოუსვენრად მიტრიალებდა თავში. ნეტავ, ელისი დღესვე ეტყოდა ედვარდს ყველაფერს, თუ მაშინ, როდესაც მე აქ აღარ ვიქნებოდა...?
ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, ედვარდი სიმართლეს როდის გაიგებდა, მაგრამ ამავდროულად არ მინდოდა ისე წავსულიყავი, რომ მისი სახისთვის ერთხელ მაინც არ შემევლო თვალი... არ მომეკიდა ხელი და არ მეგრძნო მისი სუნთქვა ჩემს კისერთან... ამოვიოხრე და ჩემოდანზე ჩამოვჯექი. დაცარიელებულ ოთახს თვალი მოვავლე და თავი ხელებში ჩავრგე. რას ვაკეთებდი? საიდან მივდიოდი? კიდევ კარგი, ის მაინც ვიცოდი სადაც მივდიოდი. სახლის გახსენებაზე გული ამომიჯდა, მაგრამ სულ მალე იქ ვიქნებოდი. სულ მალე, აქედან წავიდოდი.
კიდევ დიდხანს ვიჯექი ჩემოდანზე ჩაფიქრებული. ბოლოს თავი ავწიე, საათს შევხედე. უკვე წასვლის დრო იყო. ტაქსი აუღელვებლად გამოვიძახე, მაგრამ როგორც კი სახლიდან გავედი და ჩემი პიკაპი დავინახე, გული შემეკუმშა. აეროპორტში ერთ საათში მივედით. გზაზე მანქანების სიმცირე იყო, ტაქსი უპრობლემოდ მიიწევდა წინ, მე კი სულ უფრო ვიღუშებოდი.
რეგისტრაციის განყოფილებასთან დიდი რიგი იდგა და მგონი, საუკუნე გავიდა, სანა ჩემი ჯერი მოვიდა. ხელები მიკანკალებდა და ძლივს შევაცურე მინის ქვეშ ჩემი პასპორტი და ბილეთი.
რეგისტრაცია დასასრულს მიუახლოვდა. ამ ხნის განმავლობაში მოსაცდელში ვიჯექი და გამვლელებს უიმედოდ ვათვალიერებდი, სულ მალე კი თვითმფრინავის გემბანზე აღმოვჩნდებოდი. ხალხის ტალღას გავყევი და მოულოდნელად ელისს მოვკარი თვალი. ჩემს წინ იდგა, მეორე სართულზე და მანიშნებდა, უკან მიმეხედა. ყველაფერს მივხვდი... ჩემს გულს ბაგა-ბუგი გაჰქონდა, სანამ უკან მოვბრუნდებოდი, ხოლო როცა მოვბრუნდი და ის დავინახე, მოვეშვი... დავმშვიდდი და ამოვისუნთქე... აქ იყო! ქანდაკებასავით იდგა და წაშლილი სახით მიყურებდა. ადამიანური აღარაფერი ეტყობოდა, თითქოს სამყაროს აღსასრულის წინაშე იდგა, თითქოს, რაღაც საშინელ შეცდომას ვუშვებდი, მას კი არ სჯეროდა რომ ამის გამკეთებელი ვიყავი. ამოვიოხრე. ელისი! რათქმაუნდა, ყველაფერს მოუყვებოდა. ედვარდი წინ ნაბიჯს არ დგამდა, შორიდან მიყურებდა დაჯინებით. ამ მზერას ვეღარ გავუძელი, მისკენ წავედი და ხელი ხელზე მოვკიდე.
-ედვარდ, რატომ მოხვედი?
-როგორ გგონია, გაგიშვებ?-ედვარდმა თვალები მოჭუტა.
-მე შენ ნებართვას არც გთხოვ...
-უნდა მთხოვდე, ბელა... უნდა მთხოვდე!
-აჰ, რატომ?
-იმიტომ, რომ მარტო შენ არ ხარ შენი თავის მფლობელი... იმიტომ, რომ ისე მჭირდები, როგორც არაფერი სხვა ამ ქვეყნად. ჩემთვის ყველაფერი შენზე ფიქრით იწყება და მთავრდება... მჭირდები, რომ მომცე ბრძოლის ძალა და საერთოდ, ცხოვრების აზრი. ნუ წამართმევ შენს თავს... ბელა, ნუ იქნები ასეთი სასტიკი...
ედვარდმა ორივე ხელები მომიჭირა და თავისკენ მიმიზიდა. სუნთქვა შემეკვრა, მაგრამ როგორც ყოველთვის მის შეხებაზე, აზროვნება არ დამიკარგავს, მტკიცედ შევხვდი, მაგრამ რა აზრი ჰქონდა ჩემს წინააღმდეგობას? რამდენიმე წუთში თვითმფრინავი აფრინდებოდა... მაგრამ მე ედვარდს თვალს ვერ ვაცილებდი. ვიბრძოდი, თუმცა არ შემეძლო მის თვალებში არ ჩამეხედა.
-ედვარდ, არ გინდა... უკვე მივდივარ...
ედვარდმა წამებულის სახით გაიხედა გვერდზე. ხელები უფრო მომიჭირა, მაგრამ მალე შემიშვა და ნაზად მომეფერა ხელის გულზე.
-რაღაც მინდა, რომ მოქცე,-გვერდზე გადაკიდებული ჩანთიდან საქაღალდე გადმოიღო და უსიტყვოდ გამომიწოდა. არც მე მიკითხვას რა იდო ამ საქაღალდეში, ამდენი დრო არ მქონდა. ედვარდს გავუღიმე და ხელი გამოვტაცე. მან შემაჩერა და წყლიანი თვალებით შემომხედა.
-ჩემი ანგელოზი, არ წახვიდე, არ მიმატოვო...
გული გამიჩერდა, თითქოს დედამიწამ ტრიალი შეწყვიტა, თითქოს აღარ მიდიოდა დრო წინ და წინ, თითქოს ყველას შეეწყვიტა გულისცემა და მხოლოდ ჩვენი, ორი გული ცემდა გამალებით...
ედვარდს ჩავხუტე და ტუჩებში მაგრად ვაკოცე. ის გახევებული იდგა. ეტყობა, ამას ჩემგან არ მოელოდა, მერე კი მაგრად მომხვია ხელები წელზე და მაღლა ამიტაცა. ჩემი ხელები კი მის თმაში შეცურდა და უცებ შევჩერდი... სანამ მოვშორდებოდი, ყურში ჩავჩურჩულე.
-მშვიდობით, ედვარდ...
ჩავჩურჩულე და გასასვლელისკენ გავიქეცი. ცრემლები მახჩობდა, მაგრამ ვცდილობდი თავი შემეკავებინა, უამრავი თვალი მაკვირდებოდა. ბოლოს თვითმფრინავში ჩემი ადგილი მოვძებნე და სავარძელში კარგად მოვკალათდი. ვგეგმავდი, რომ პორტ ანჟელესამდე თვალები არ გამეხილა, ამიტომ დამამშვიდებელი აბები ამოვიღე, ორი ცალი სწრაფად დავლიე, ყურსასმენები გავიკეთე და თვალებიც დავხუჭე. მგზავრობის დროს რაც ვიგრძენი იყო თვითმფრინავის აფრენა და შემდეგ, დაშვება. უკვე ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე ვიმყოფებოდი, ეს კი ძალიან ბევრს ნიშნავდა...
სანამ ფორკსში წასასვლელად ტაქსს დავიქირავებდი, მაღაზიაში შევიარე და შიმშილით რომ არ მომვკვდარიყავი, რაღაცეები ვიყიდე. ტაქსიც მალე დავიჭირე და მოსაწყენი ერთსაათიანი მგზავრობის დროს გულის გადასაყოლებლად ედვარდის მოცემული საქაღალდის დათვალიერება გადავწყვიტე. თხელი, ყავისფერი მუყაოს ყდის გადაშლისას გაოცებისგან პირი დავაღე. ხელში ნოტების ფურცლები შემრჩა... აი სიურპრიზი. ჯერ სახლში მოსულიც არ ვიყავი, უკან დაბრუნება რომ ვინატრე. სიმღერის დასაწყისი ვიცანი, ეს ის კომპოზიცია იყო, რომელსაც მე და ედვარდი ერთად ვწერდით, ოღონდ მას ბევრი რამ შეეცვალა. ბოლომდე აღარ ჩავსულვარ, ისე დავაბრუნე ფურცლები თავის ადგილას და ფანჯარაში გავიხედე. რაც უფრო ვუახლოვდებოდით ფორქსს, მით უფრო იფარებოდა ცა ნაცრისფერი, გაბერილი ღრუბლებით... მალე წვიმასაც დაიწყებდა. სავარძელზე თავი მოხერხებულად დავდე და თვალები დავხუჭე. მანქანის ძრავის ღმუილი უფრო გარკვევით მესმოდა. მშვენიერი იყო, ფიქრის საშუალება არ უნდა მქონოდა. ალბათ მალე ჩემს მშობლიურ ქალაქშიც შევიდოდით... ისე, ქალაქი მისთვის ცოტა არ იყოს გადამეტებული სახელწოდებაა. არც სოფელი შეესაბამება... მგონი, რაღაც შუალედური.
-გოგონი,-მომესმა ბოხი ხმა და თავი უცებ წამოვყავი.
-დიახ... აჰ, მოვედით,-ირგვლივ მიმოვიხედე და ჩემი სახლი დავინახე.
-ეს არის, ხომ?-მიმითითეს მასზე.
-დიახ, დიდი მადლობა.
მძღოლს კუთვნილი თანხა მივეცი, ბარგიც გადმოვიტანე და სახლის საფეხურებთან შევჩერდი. ეზო, რომელიც უკვე ტყის ნაწილი ქცეულიყო, საცოდავად გამოიყურებოდა. არც რაიმე ნაკვალევი ეტყობოდა. სახლს ავხედე და შემეშინდა. ნუთუ მე ვიყავი, აქ მარტო ცხოვრებაზე რომ ფიქრობდა და ამაში საშიშს ვერაფერს ხედავდა?! დიახ, მე ვიყავი...
კიბეებზე ისე ავედი, ფეხები მიწაზე მრჩებოდა. გასაღები ამოვიღე და დაჟანგული საკეტი რის ვაი-ვაგლახით გავხსენი. გადავწყვიტე, რომ ხვალ დილითვე წავსულიყავი მაღაზიაში, ახლის საყიდლად. შიგნით ყველაფერი ისე დამხვდა, როგორც ამ რამოდენიმე თვის წინ დავტოვე. იმ განსხვავებით, რომ ამჯერად ყველაფერი მტვერში იყო ჩაფლული. სასწრაფოდ ყველა ფანჯარა გავაღე, ავეჯს თეთრი ზეწრები მოვაცილე და მეორე სართულზე ავედი. ნაღვლიანმა, მამაჩემის ოთახში შევიხედე. ოთახი ცარიელი მომეჩვენა. გადავწყვიტე აქაც გამეღო ფანჯარა, მაგრამ მერე გადავიფიქრე და კარი სასწრაფოდ მოვხურე. ჩემს ოთახში ყველაზე ბოლოს შევედი. ჩემდონები საწოლზე დავაწყვე და ოთახი გავანიავე. ძალიან დაღლილი ვიყავი და სარწეველა სავარძელში მოვკალათდი. ჭერს ავხედე... თეთრი საღებავი უკვე დიდი ხანია, რაც ნაცრისფერი გამხდარიყო....
აი, მეც აქ ვიყავი : სახლში!
გამახსენდა, მეზობელ ოჯახს როგორ ესტუმრებოდა-ხოლმე კოლეჯიდან რამდენიმე კვირით ჩამოსული შვილი. მშობლები ყოველთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ მის დასახვედრად.
აი, მეც ჩამოვედი... მაგრამ არავინ დამხვდა. არავინ გამიღო კარი და გულთბილი ღიმილითაც არავინ შემომეგება.
ამოვიოხრე და ნელა წამოვდექი. ჩემოდანი უხალისოდ ამოვალაგე. კარადის თაროები სწრაფად გაივსო ჭრელი ქსოვილებით. სარკიან მაგიდასთან მტვერის მაგივრად რამოდენიმე ტუალეტის მოწყობილობამ დაიკავა ადგილი. მერე აბაზანას მივაშურე. რამდენიმე წუთი ვაწვალებდი ონკანს, სანამ არ მივხვდი, რომ წყალი მთავარ მილთან იყო გადაკეტილი. საკუთარ თავზე გაბრაზებულმა კიბეები ჩავაბოტე და ონკანი მოვუშვი. როგორც იქნება, ვიბანავე და ისევ ჩემს ოთახს დავუბრუნდი, მოვასუფთავე და მხოლოდ მაშინ გავჩერდი, როცა ვიგრძენი, რომ აქ ძილი უკვე შეიძლებოდა.
საღამო ჩუმად შემოიპარა ჩემს ფანჯარაში და ავკანკალდი. წვიმამ დაიწყო. დარაბები კარგად ჩავკეტე, კარადიდან მოსასხამი გამოვიღე და სამზარეულოში ჩავედი. ორი კვერცხი შევწვი, დანარჩენი მაცივარში შევინახე. უკვე დაკეპილი ხორცი შესაწვავად ელექტრო ღუმელში შევდე და ასე იყო თუ ისე, იმ საღამოს დავნაყრდი, ხვალ კი სუპერ მარკეტში მომიწევდა წასვლა. უცებ ჩემი პიკაპი გამახსენდა და გული დამწყდა, რომ ის აქ არ მყავდა...
ბევრ რამეზე მწყდებოდა გული... ძალიან ბევრ რაღაცას ვნანობდი, მაგრამ არა იმას, რომ აქ ვიყავი. იმ მაგიდასთან ვიჯექი, რომელსაც ადრე მე და მამა, სულ უფრო ადრე კი დედაც მიუჯდებოდა ხოლმე... როცა ცრემლები კისერზე ჩამოცურდნენ, მხოლოდ მაშინ ვიგრძენი, რომ ვტიროდი...
სუფრა ავალაგე და ჩემს ოთახში ავედი. საათისთვის არც შემიხედავს, არც მობილური ჩამირთავს, არც სახლის ტელეფონი... ლოგინზე დავწექი და მწარედ ავქვითინდი. ხვალ კვირა იყო და სკოლაში წასასვლელი არ ვიყავი, მაგრამ იქ წასვლას ხომ ვერსად გავექცეოდი?! საბედნიეროდ, ჩემს დიდი ბრიტანეთში ცხოვრებაზე ბევრს არაფერი მოეხსენებოდა და ეს ერთგავერი შვება იყო. ფიქრებში გართულს, დამღლელი მგზავრობის შემდეგ მალე ჩამეძინა. დილით წვიმის ხმამ გამომაღვიძა. ჯერ კიდევ 9 საათი არ იყო, რომ ავდექი და თბილი სპორტულები ჩავიცვი. სუპერმარკეტში წასვლა რაც შეიძლება დიდი ხნით უნდა გადამედო, თორემ მერე საერთოდ უაზროდ მომიწევდა ყოფნა. ეზოში ჩავედი და გადავწყვიტე, მერბინა. ესეც დილის გამამხნევებელი ვარჯიში. ტყის პირას მივრბოდი, თან, ყურსასმენებიც მქონდა, თორემ ფიქრების კორიანტელი თავბრუს დამახვევდა. ირგვლივ სიმშვიდე იყო. ტყიდან ჩვეული ხმები ისმოდა, ასე რომ მუსიკის მოსმენაზე აღარ მიფიქრია. ყურადღებით ვუგდებდი ყურს წვეთების წკაპუნს. მათში რაღაც ხმოვანების ამოცნობაც შეიძლებოდა… აქაური ცხოვრებისთვის ვემზადებოდი...
ამიერიდან ყველა დღე ასე დაიწყებოდა... და მე დაახლოებით ვხვდებოდი რისი გადატანაც მომიწევდა, თუმცა არ მეგონა, თუ ამას შევეგუებოდი. ასე იყო თუ ისე, ბედი ჩემი გამასხარავების შემთხვევას ხელიდან არასოდეს უშვებდა. ამიტომაც, არ მიკვირდა, რომ ფორქსში ცხოვრება არ ეწყობოდა. ამას ყველა ამჩნევდა ჩემი ჩათვლით, მაგრამ ხმამაღლა არავინ ამბობდა. სხვებს ალბათ მართლა არ აინტერესებდათ ბელა სვონის ამერიკული ოცნება, მაგრამ თვითონ ბელა სვონს ხომ უნდა გაჩენოდა რაღაც ინტერესი საკუთარი კეთილდღეობის მიმართ? არა... არა... იქნებ ბელა სვონს საერთოდ აღარ აინტერესებდა თავისი ცხოვრება? იქნებ ის რამეს ელოდა? ან ვინმეს... რომელიც კიდევ ერთხელ უბიძგებდა დედამიწისკენ... ჩამოიყვანდა ავდრის ღრუბლებიდან და მიწიდან დაანახებდა ულამაზეს ჰორიზონტზე მჯდარ მზეს...
დიახ, ბელა სვონი ელოდა...
როცა მთელი დღე ფანჯარასთან იჯდა გულხელდაკრეფილი და მოსაწყენ პეიზაჟს გასცქეროდა... როცა სკოლაში, თავის მერხთან მოკალათდებოდა და მთელი ერთი საათი მისტერ ვენგერს უსმენდა, როცა სავაჭრო მაღაზიაში საქონლის ვარგისიანობას ამოწმებდა ელოდა, ელოდა და კიდევ ერთხელ ელოდა...
ამ მოლოდინით არასოდეს იღლებოდა. მისთვის ეს ცხოვრების აზრი იყო. ღამე იმიტომ იძინებდა, რომ დილით ისევ თავის მოლოდინს დაბრუნებოდა... იმიტომ დგებოდა ადრე, რომ რაც შეიძლება დიდხანს ყოფილიყო მოლოდინთან ერთად და იმიტომ იყო ჩუმად, რომ არ უნდოდა ეს გრძნობა დაეფრთხო...



DiiiK♥თარიღი: ორშაბათი, 2011-12-26, 9:02 PM | შეტყობინება # 431
You're just too good to be true ...
1004
113  +
   ±
Offline
ანჟელა ვებერი, მისი კლასელი, ბელას ცხოვრებას მოსაწყენად თვლიდა. უფრო სწორედ, მის თვალებში გოგონა ხშირად ამჩნევდა თანგრძნობას, თუმცა მას არასოდეს უპასუხია ანჟელას მეგობრული გამოხედვისთვის. ბელას არ უნდოდა, რომ მის ცხოვრებაში ახალი ადამიანი გამოჩენილიყო... თუნდაც უბრალო ნაცნობი.
ბიბლიოთეკაში ბოლოს როდის იყო, აღარც კი ახსოვდა. წიგნებს გაურბოდა... საუკუნეა, ფერადი ეკრანისთვის არ შეეხედა. არც კინოში ყოფილა. პრინციპში, კინოში არც მაშინ დადიოდა, როცა მასთან იყო - იქ...
და ერთ დღესაც ბელამ აღმოაჩინა, რომ ნანობდა...
ნანობდა ბევრ რამეს, მაგრამ თავის თავს პირველად გამოუტყდა, რომ წამოსვალს ნანობდა... თავს ვერ პატიობდა, რომ ის მიატოვა... ღმერთო, როგორ ევედრებოდა აეროპორტში, რომ თვითმფრინავში არ ჩამჯდარიყო... თბილი თვალებით ეხვეოდა და ემუდარებოდა... ცხელი ხელებით მაგრად ეკვროდა თითებზე და ბელა გრძნობდა მის გულისცემას...
ო, ღმერთო... მხოლოდ შენ იცი, თუ როგორ არ უნდოდა ბელას წასვლა, მაგრამ მაინც თავისი არ დაიშალა... ფორქსში ჩამოვიდა და ახლა მთელი დღეები მას ელოდება.
არის კი ბელა სვონი ლოდინის ღირსი?
არ არის... არანაირად...

.....
ერთ დღეს, სახლში უაზროდ სიარულისგან დაღლილი, პიანინოს სკამზე ჩამოვჯექი. ინსტინქტურად წავიღე ხელი კლავიშებისკენ, მაგრამ შუა გზაში შევჩერდი... გამახსენდა, რომ წამოსვლის დროს ედვარდმა ნოტები მომცა. სასწრაფოდ ავირბინე ჩემს ოთახში და უწესრუგოდ მიყრილ ნივთებს შორის საქაღალდის ძებნა დავიწყე. საწოლის ქვეშ აღმოჩნდა...
ისევ ფორტეპიანოსთან გავჩნდი და ნოტებს ყურადღებით დავხედე. დასაწყისი მეცნო... გამახსენდა, როგორ ვწერდით ერთად მე და ევდრადი სიმღერას...
თეთრ კლავიშებზე სწრაფად გადაირბინეს ჩემმა თითებმა და პირველივე აკორდებზე ოთახი თითქოს სითბოთი აივსო. მუსიკა ბოლო ხანებში ძალიან მაშინებდა. როგორც კი მას გავიგონებდი, უნებურად მახსენდებოდა ის, რაც ასე ძალიან მაკავშირებდა მამასთან... ალბათ, დამაკავშირებდა დედასთანაც...
და აი ახლა, როდესაც უმწეოდ ვცდილობდი გონება მხოლოდ ნოტებისკენ მიმემართა და მთელ სიმფონიას ღრმად ჩავწვდომოდი, ისეთი შეგრძნება მეუფლებიდა, თითქოს ოთახში მარტო არ ვიყავი. ამჯერად ჩემთან ერთად ედვრდიც იყო... ვუკრავდი და აღარ მაწუხებდა სიმარტოვე. ნოტები თითქოს თანამიგრძნობდნენ და ჩემი ესმოდათ. მე კი მათ ვუგდებდი ყურს... სიმღერა ულამაზესი იყო. და მხოლოდ ის თუ გაიგებს მის ჯადოსნურობას, რომელსაც საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი თითოეული ნოტის ძალა... ბოლოში ისე ჩავედი, რომ მეგონა დაკვრა ახალი დაწყებული მქონდა. მართლაც, ერთი ამოსუნთქვით დასაკრავი სიმღერა იყო. ნეტავ, ედვარდმაც ერთი ამოსუნთქვით დაწერა?! ყველა ნოტი ერთმანეთს ისე ებმოდა, რომ ერთი მეორეს გარეშე ძნელი წარმოსადგენი იყო... გულში ათასი მალდობა გადავუხადე ედვარდს, რომ ასეთი რამ დაწერა... ჩემთვის დაწერა.
ინსტინქტურად გავიხედე ჩემი მობილურისკენ და კიდევ ერთხელ შევამოწმე ელექტრონული ფოსტა. როგორც ყოველთვის, ელისის შეტყობინება დამხვდა, მისი ძმისგან კი არაფერი ისმოდა. აჰ, ფორქსში ხომ ედვარდის დასავიწყებლად ჩამოვედი, მე კი პირიქით ვაკეთებდი! ყოველ დღე სულ უფრო და უფრო მენატრებოდა ის და სულ უფრო და უფრო ვგრძნობდი, რომ ამ გრძნობას დიდხანს ვერ გავუძლებდი. მაშ საერთოდ რა აზრი ჰქონდა აქ დაბრუნებას? ამოვიოხრე და ფანჯარასთან მივედი. ასეთი დაბნეული მაშინაც კი არ ვყოფილვარ, როდესაც რაილიმ სიმართლე მომიყვა. სახლში უკვე სული მეხუთებოდა. შემსასვლელში გავედი და საწვიმარი მოვიცვი. იქნებ გასეირნებას ეშველა და ცოტა გონება გაეხსნა. ფიქრებში გართულმა კარები გამოვაღე და ადგილზე გავხევდი. ეს ზმნა სრულიად ნათლად აღწერს ჩემს მდგომარეობას. არ ვიცი, რამდენი ხნის განმავლობაში ვიდექი გაშეშებული, მაგრამ აზრზე წყლის შხეფებმა მომიყვანეს... ვიღაცას დრო აერია, ამ სიცივეში რა დროს წუწაობა იყო?!
-ბელა, ჩემი გესმის? - შორიდან მომესმა ვიღაცის ხმა. ვხვდებოდი, ვისი ხმაც იყო, მაგრამ არ ვაღიარებდი...
თავი ხელებში ჩავრგე და თვალები მოვიფშვნიტე. პირველი რაც დავინახე, იყო ხალიჩა, რომელიც ჩემს სახლში, სასტუმრო ოთახის აიტაკს ამშვენებდა. მე დივანზე ვიჯექი და ვგძნობდი, რომ გვერდით ვიღაც მეჯდა. ადამიანი, რომელმაც ასეთ დღეში ჩამაგდო.
-მაპატიე, შენი შეშინება არ მინდოდა,-ისევ მომესმა მისი ხმა, მაგრამ ახლა უფრო მკაფიოდ,- უბრალოდ, ვერ გადამეწყვიტა დამერეკა ზარი თუ არა... კარებთან რომ ვიდექი მესმოდა, თუ როგორ უკრავდი პიანინოზე და ამან გონება ამირია. მე მგონი, გარეთ გამოსვლა რომ არ გადაეწყვიტა კიდევ დიდხანს ვიდგებოდი იქ.
ვერ ვპასუხობდა, ხმას ვერ ვიღებდი. ჩემთვის ვოცნებობდი ხოლმე, თუ რა რეაქცია მექნებოდა, როცა მას კიდევ ვნახავდი. ფრთხილად წარმოვიდგენდი ხოლმე, თუ როგორ ჩავეხუტებოდი, ახლა კი აცახცახებულს, ხმაც კი ვერ ამომეღო.
-ბელა, ზუსტად 5 წამში თუ არ შემომხედავ, ვიფიქრებ, რომ გაგიჟდი...
-და განა ეს ისედაც არაა ნათელი? - ჩავილაპარაკე ჩემთვის, თუმცა მისკენ არ გამიხედავს.
ვიგრძენი, როგორ დაიძაბა ჰაერი და ის უცებ ჩემს წინ ჩაიცუცქა და თავი ძალით ამაწევინა. თვალები დავხუჭე, მაგრამ ასე დიდხანს ვერ გავძელი. ნელ-ნელა დავნებდი ჩემს თავს და მას შევხედე. დიდი შუბლი, გრძელი წარბების რკალი, წყლიანი თვალები, თხელი ტუჩები... ერთ წამში ყველა მოგონება მის სახეზე გაცოცხლდა. ერთ წამში ადამიანურად ჩავისუნთქე და ამოვისუნთქე.
-ბელა...
-ედვარდ,-ამოვილაპარაკე და მთელი სული ამოვატანე მის სახელს, ამ ერთ სიტყვას.
-ბელა... ბელა... ბელა,-ედვარდმა ჩემი სახე ხელებში მოიქცია და მერე გულში ჩამიკრა. ტირილი ამოვარდა და მის მაისურზე კარგად ვიჯერე გული. ედვარდი ჩემს დაწყნარებას ცდილობდა, ყურში მეჩურჩულებოდა, მაგრამ მე სიტყვების მნიშვნელობას ვერ ვგებულობდი, მხოლოდ მისი ხმის ტემბრის მოსმენით ვტკბებოდი და ჩუმად ვქვითინებდი.
-ეს შესაძლებელია?-ვკითხე ბოლოს.
-რათქმაუნდა,-ედვარდს თვალები ჩასწითლებოდა,- მე ხომ აქ ვარ, შენთან.
-აქამდე სად იყავი?-შევუტიე მე და მის გვერდით გადავინაცვლე ნოხზე,-აქამდე ერთხელაც არ მოგაგონდი?
-მე მეგონა ჩემი ნახვა აღარ გინდოდა...
-აჰ..ედვარდ!
-უბარლოდ, მეტი აღარ შემეძლო. შენს გარეშე ჩემი ცხოვრება არაფერი იყო, გარდა ერთნაირი, სრულიად იდენტური 3600 წამისა ყოველდღე... კვირაში შვიდჯერ და თვეში ოცდაათჯერ...
-როგორ იფიქრე, რომ შენი ნახვა არ მინდოდა?
-განა შენ არ იყავი, უნამუსოდ რომ გამოიქეცი აქ, სრულიად მარტო.
-მე ვიყავი,-ვუპასუხე და უფრო მივეკარი. ედვარდის მკლავებში უკვე სუნთქვა აღარ შემეძლო, მაგრამ ეს არ იყო მთავარი,- მაგრამ მე ხომ ეს სხვა გარემოებების გამო გავაკეთე და არა ჩემი გრძნობებიდან გამომდინარე.
-სწორედ მანდ შეცდი,-აღნიშნა ედვარდმა. თმებზე მისი ტუჩების შეხება ვიგრძენი,- შენ არასწორი ღირებულებები დაუპირისპირე ნამდვილ გრძნობას...
-რატომ არასწორი? განა ანაბელის არსებობა არასწორია?
-ის ყველაზე მშვენიერი ბავშვია ამ ქვეყნად... მისი არსებობა არასოდეს არ იქნება არასწორი...
-აბა, რას ამბობ?-ედვარდის მკლავებიდან თავი გავინთავისუფლე და თვალებში ჩავხედე.
-იქნებ, პრობლემა მსხვერპლის გაღების გარეშე გვარდება...
-არა, ედვარდ... შენ ხომ მაინც იცნობ ვიქტორიას კარგად.
-ხო, მაგრამ..
-ედვარდ, ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი, მაგრამ ერთად ვერ ვიქნებით,-ძლივს ამოვილაპარაკე და თვალები ცრემლებით ამევსო.
-უნდა გიპასუხო, რომ ეს რაღაცას მაგონებს?
-არა, უნდა მიპასუხო, რომ შენც ასე ფიქრობ და სჯობს მეგობრებად დავრჩეთ.
-ბელა, მე შენ ცოტა უფრო არაორდინალური მეგონე...
-მე კი ცხოვრება სულ სხვანაირი მეგონა, მაგრამ ხშირად ჩვენი ვარაუდი არ მართლდება.
-ანუ, გამოსავალი არ არსებობს?
-შეიძლება არსებობს, მაგრამ მე მას ვერ ვხედავ...
-როცა გამოსავალი არ არსებობს, მხოლოდ ერთი გზა რჩება,-ედვარდმა ფეხზე წამომაყენა და წელზე ხელი მომხვია.
-რა გზა?-ვკითხე კანკალით, ოღონდ არ მციოდა... არც მეშინოდა...
-ერთად ყოფნით დატკბობა და ერთად გატარებული ყოველი წამის დაფასება...
არ შეიძლება ითქვას, რომ გაგრძელება იქნება. ჩვენ უბრალოდ, მომენტით უნდა ვიცხოვროთ.



DiiiK♥თარიღი: ორშაბათი, 2011-12-26, 9:03 PM | შეტყობინება # 432
You're just too good to be true ...
1004
113  +
   ±
Offline
Tako, ახლა ხომ ჩანს? biggrin


Takoთარიღი: ორშაბათი, 2011-12-26, 9:46 PM | შეტყობინება # 433
I'll hide from the world, bihind a broken frame
813
37  +
   ±
Offline
DiiiK♥, კიიიი biggrin
და თან როგოორ..
როოგორც ყოველთვის ძალიან მომეწონა, რაღაც ამანაც ძველი დრო გამახსენა ^^
ოღონდ არ თქვა რომ ასე მთავრდება !



Oooh, baby I've been flying...Mama, there ain't no denyin'

lika_cullenთარიღი: ორშაბათი, 2011-12-26, 10:06 PM | შეტყობინება # 434

12
4  +
31  ±
   ±
Offline
DiiiK♥, ert erti yvelaze nichieri adamiani xar msoflioshi. dzalian bevri fanfiki mak wakitxuli mara eseti araferi, yoveli tavis wakitxvisas cremlebi madgeba tvalebze da mgonia titkos am yvelafers mec vxedav da vgrdzon, dzaaaaaliiiiiiiaaaaan nichiari xar, surprised sityvebi ar myofnis surprised surprised surprised surprised surprised surprised surprised heart heart shen namdvilad mwerali unda gaxde biggrin biggrin biggrin biggrin

♥vampiressa♥თარიღი: ორშაბათი, 2012-01-09, 0:29 AM | შეტყობინება # 435
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
diik, shen gvigalate da agar agdzeleb weraas? cry


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka
ძებნა: