S@li, ხვედელიძე..... მკვდარი ხაარ!!! მეეც მიიყვარხააარ :* :* :*
აი ახალი თავიც... თავი 13
სასადილოსკენ ნელი ნაბიჯებით წავედი. თუმცა გზაში მოუთმენლობამ შემიპყრო და ლამის მივირბინე მის კარებთან. რატომღაც, გული ცუდს მიგრძნობდა... კარი შევაღე და კაფეტერიაში შევედი. მაშინვე თვალი გამექცა მესამე რიგის მეორე მაგიდისკენ, სადაც, ჩვეულებრივად, ის ჯდებოდა ხოლმე. იმედი გამიცრუვდა, ედვარდი იქ არ იყო. მთელ სასადილოს მოვავლე თვალი, მაგრამ მისი აჩეჩილი, ყავისფერი თმები ვერსად დავინახე. სამაგიეროდ ელფის შესახედაობის გოგონამ სწრაფად შემნიშნა და ხელი დამიქნია. მეც მისკენ წავედი. ჩვენს მაგიდასთან რამდენიმე ბავშვი იჯდა, მაგრამ მე და ელისი ყოველთვის სხვებისგან განცალკავებით ვჯდებოდით, თუმცა ეს განძრახ არასოდეს გაგვიკეთებია. ელისი ნერვიულად ცქმუტავდა და სკამზე ირწეოდა.
- ელის, - საყვედურით წარმოვთქვი მისი სახელი.
- ბელა, - ხელების თამაში არ შეუწყვეტია ისე მიპასუხა,-დაჯექი! რაღაც მაინტერესებს.
გვერდით მივუჯექი და ჩემი ლანგარი წინ დავიდე. სკოლაში მართალია ცუდი საჭმელები არ იყო, მაგრამ მე ყოველთვის ცოტას და ისიც პაკეტში გახვეულს გეახლებოდით. ელისს კი წინ არაფერი არ ედო. წარმოუდგენლად მომეჩვენა მისი ასეთი ღელვა, მაგრამ უფრო დაკვირვებული რომ ვყოფილიყავი მის სახეზე სხვა რამესაც შევნიშნავდი... ახლა კი ელისი უბრალოდ გაქვავებული მიყურებდა.
- რა მოხდა? - ჩურჩილით ვკითხე მე, იმიტომ რომ შევამჩნიე, თუ როგორი ინტერესით გადმოგვხედა ჯესიკამ. ელისი სკამთან ერთად შემობრუნდა ჩემსკენ.
- ბელა, კარგად გახსოვს გუშინ ედვარდმა რაც გითხრა? - მოულოდნელობისგან გავშრი. ედვარდის ნათქვამი თითოეული სიტყვა მახსოვდა, გაცნობის დღიდან რაც კი ჩემთვის უთქვამს.
- კი,_ვუთხარი მე და ნერწყვი გადავყლაპე.
- მომისმინე, სადმე მშვიდ ადგილზე გავიდეთ... გშია? - ელისმა ჩემს ლანგარს დახედა. მანამდე კი ჯესიკას მკაცრი მზერა ესროლა.
- არა, არა! - სწრაფად გავაქნიე თავი,-წავიდეთ.
ჩვენ ჩქარი ნაბიჯებით გავედით კაფეტერიიდან და გოგონების საჭირო ოთახისკენ წავედით. აქ თითქმის არავინ შედიოდა, იმიტომ რომ მეოთხე სართულზე მოსწავლეები იშვიათად ჩერდებოდნენ. მწვანე კარები ელისმა ერთი ხელის კვრით შეაღო, რამაც თეთრი ოთახის უჩვეულო მდუმარება წუთით დაარღვია.
-ელის, არ მეტყვი რა ხდება? - წამოვიძახე სასოწარკვეთილი ხმით.
-ბელა, - ელისი სარკის წინ ჩამოჯდა,-ედვარდმა მიამბო, რომ რაილი შენზე ძალადობას ცდილობდა და მან დროზე მოგისწროთ, მერე კი სახლში წაგიყვანა. მითხარი, მას რამე არ უთქვამს? რამე დამიმალა?
რადგან სახით სარკისკენ ვიდექი დავინახე, რომ გავწითლდი. რათქმაუნდა იმ ღამით მე და ედვარდს საკმაოდ ჩახლართული საუბარი გვქონდა, მაგრამ ვერ მივხვი ეს ელისს რატომ დაუმალა ან მას ასე ძალიან რატომ აინტერესებდა, ზუსტად რა მოხდა იმ ღამით. დავიბენი... არ მინდოდა ელისისთვის რამე დამემალა, მაგრამ ედვარდის საქციელი საგონებელში მაგდებდა. ელისი მიხვდა, რომ ვორჭოფობდი და გამომცდელი თვალებით შემომხედა.
- ბელა, ეს მნიშვლელოვანია! - ელისი შეშინებული ჩანდა,-დღეს დილით ედვარდის ოთახს რომ ჩავუარე კარები გამოღებული ჰქონდა და დავინახე, როგორ ჩაიდო ჩანთაში დანა!
- რაა?_შევყვირე მე,-დანა რისთვის სჭირება?
- არ ვიცი, - ელისი ჩამოხტა და მომიახლოვდა. ჩემი სახე ხელებში მოიქცია,-მაგრამ მას შეიძლება რაღაც დაემართოს. შეიძლება ცუდი რამ მოხდეს, ხვდები?_უეცრად ელისის თვალებში დავინახე, რომ ის ყველაფერს ხვდებოდა. აბსოლიტურად ყველაფერს და გავშრი, - ბელა, შენ ხომ არ გინდა, ედვარდს რამე დაემართოს?
- არა, - ამოვიკვნესე და თვალები დავხარე რადგან თავის დახრა არ შემეძლო, ელისი ისევ მიჩერდა ხელებით.
- მე ვიცი, რომ შენ მის მიმართ გულგრილი არ ხარ, - ელისმა ხელები ძირს ჩამოყარა,-მაგრამ ამას მხოლოდ გუშინ მივხვდი...
- არც ეგრეა საქმე, - ჩავილაპარაკე მე.
- ბელა, - ელისს მოთმინების ფიალა ავსებოდა,-მითხარი, რა მოხდა გუშინ, მას მერე, რაც ჩემი სახლიდან წახვედით?
მე დეტალურად ვუამბე ყველაფერი, რაც იყო. მხოლოდ ის ადგილები გამოვტოვე, რომელიც ვიქტორიას შეეხებოდა. ეს ჩემი საიდუმლო არ იყო და ვერასოდეს გავბედაბდი ვინმესთვის, მათ შორის საუკეთესო და ერთადერთი მეგობრისთვის ამის გამხელას... თან ედვარდმა მთხოვა არაფერი მეთქვა! ედვარდი... ნუთუ შეიძლებოდა მას რამე მოსვლოდა? რათ უნდოდა დანა?! ელისს შევხედე. სადღაც შორს იხედებოდა. ორი წუთი მდუმარედ შევყურებდით ერთმანეთს. ძალიან მაინტერესებდა რაზე ფიქრობდა ელისი, მაგრამ ხმის ამოღებას ვერ ვბედავდი. მოულოდნელად ჩემმა ტელეფონმა გაიწკრიალა. ამ ხმაზე ორივენი შევხტით.
- მესიჯია, - მობოდიშებით ჩავილაპარაკე.
ტელეფონი გავხსენი და თვალები გამიფართოვდა.
- რა იყო? - მკითხა ელისმა უინტერესოდ.
- ეს... ეს ედვარდის მესიჯია...
- რა? - ჩემმა პასუხმა ელისი წამში შეცვალა. ჩვენ ერთად გავხსენით მესიჯი და უხმოდ დავცქეროდით ორ წინადადებას: „მე მართალი ვიყავი. სანამ არ დაგირეკავ, გარეთ არ გამოხვიდე.“
- ეს რას ნიშნავს? - ვკითხე ელისს.
- რა თქმა უნდა,- წაიჩურჩულა მან და მერე მე შემომხედა,-ბელა! მგონი ვხვდები რაც ხდება...
- რა? - სასოწარკვეთილმა, ძლივს ვთქვი. - რა ხდება?
- ჩემმა ძმამ ხომ გითხრა, რაილი შენთან დალაპარაკებას შეეცდებაო?
- კი...
- მართალია არ ვიცი ეს საიდან დაასკვნა, - უცებ სუნთქვა შემეკვრა, - მაგრამ მგონი არ შეცდარა.
- გგონია რაილი გარეთაა? - წამოვიძახე და მუხლების გასამაგრებლად ძალა მოვიკრიბე. ამ ყველაფერს მარტოც მოვუვლიდი, მაგრამ ახლა გაცილებით უარესად იყო საქმე. ედვარდი ქვემოთ იყო და მას დანა ჰქონდა!
- ალბათ! ბელა, მე უნდა წავიდე, - ელისი გარეთ გავარდა, მეც გავყევი. - არა, ბელა! შენ აქ დარჩი და ზარი რომ დაირეკება ჩვეულებრივად კლასში წადი.
- ამას ვერ ვიზამ! - წასვლა დავაპირე, მაგრამ წინ გადამიდგა. - ელის, მე იქ უნდა ვიყო! ეს გაუგებრობაა... იმიტომ რომ ამაში ედვარდი არ უნდა ჩაერიოს... ის არ უნდა ჩაერიოს! ჩემს გამო ცხოვრება არავინ არ უნდა გაიფუჭოს!
გაოცებულ ელისს დავუსხლტი და კიბეებზე დავეში. სამ საფეხურს ვახტებოდი. საბედნიეროდ მოსწავლეები კაფეტერიაში სადილობდნენ, თორემ ნახევარი საათი დამჭირდებოდა ეზოში ჩასასვლელად. ფოიეში გავსრიალდი და გასასვლელ კარს შევასკდი. ჯანდაბა, ჩემი კაუჩუკის კეტები სრიალებდა... მაგრამ ეს არ მინაღვლია. უცებ პოლიციიის სირენის ხმა გაისმა და სულ ერთი წამი გავქვავდი. მერე კი ერთბაშად მოვწყდი ადგილს და გარეთ გავვარდი. ეზოს შუა გულში მოზარდებს წრე შეეკრათ და ვერაფერს ვხედავდი, მაგრამ ესეც საკმარისი იყო. მივხვდი რომ იქ ვიღაც ჩხუბობდა. ბავშვები მათ აქეზებდნენ და ხანდახან სიამოვნების შეძახილები აღმოხდებოდათხოლმე. ვცდილობდი, სიღრმეში შევდულიყავი, მაგრამ არ მიშვებდნენ. აი, თურმე რატომ ყოფილა სკოლა ცარიელი... ყველა საეირის საყურებლად გამოსულიყო. პოლიციელებმა შეჯგუფებული მოსწავლეების ტალღა მალე გაარღვიეს. მოზარდებმა დაშლა დაიწყეს, პოლიცია ყველას აფრთხობდა. უცებ დავინახე, რომ დასისხლიანებულ რაილს ორი ფორმიანი ამოდგომოდა მხარში და მანქანისკენ მიათრევდნენ. ის მათ უძალაინდებოდა და ხელებს და ფეხებს იქნევდა. უცებ მე დამინახა და გაჩერდა. გამიღიმა... ეს ღიმილი იმდენად ბოროტი იყო, რომ წამით თვალები აენთო. მე გამაჯრჟოლა და დამფრთხალი ბავშვებივიტ უკან დავიხიე, მაგრამ ასე ვერ წავიდოდი. ედვარდს ვეძებდი, მაგრამ ის აქ არ იყო. ვერსად ვხედავდი... ბავშვები უკვე დაიშალნენ და ბრზოლის ადგილის დანახვა შემეძლო. ველოდი, ედვარდის მრისხანე და ამავდროულად აუტანლად ლამაზი სახის დანახვას, მაგრამ უცებ შევყვირე! იქ ედვარდი არ იყო... ასფალტზე ჯასპერი ეგდო და კვნესოდა. თავზე პოლიციელი ადგა და რაღაცას ეკითხებოდა. ბიჭს სახეზე ცალი ხელი აეფარებინა და მეორე კი უღონოდ ეჭირა. თითები გაწითლებული ჰქონდა.
- ჯასპერ! - შევყვირე მე და მისკენ გავიქეცი. მან გაკვირვებით ამომხედა.
- ბელა? აქ რა ჯანდაბას აკეთებ? - მე უკვე მასთან ვიყავი ჩაჩოქილი და ცრემლებსს ვიწმენდი.
- შენ თვითონ რას აკეთებ? რაილს მეც მივხედავდი...
- თქვენ ვინ ბრძანდებით? - მკითხა პოლიციელმა. მე თავი ავწიე. მაღალი, შავგვრემანი კაცი ამაყად დამყურებდა.
- მე... მე ბელა სვონი ვარ.
კაცი ეჭვის თვალით მიყურებდა. ჯასპერმა კი ამოიოხრა და ხმადაბლა მითხრა,- რა საქმე გაქვს იმ გარეწართან? პოლიციაში წასვლა თუ გინდოდა, თავიდანვე გეთქვა.
სისულელე იყო და ამიტომაც მეც სისულელე გავაკეთე- გავიცინე.
- ედვარდი სად არის? - ხმადაბლა ვკითხე მე, ისე რომ პოლიციელს არ გაეგონა.
- ედვარდი ნამდვილი ყეყეჩია! - ბრაზიანად გამოსცრა ჯასპერმა. - კიდევ კარგი რაილი პირველად მე დავინახე, თორემ ახლა მის გვამს მორგში წაიღებდნენ და სულელ კალენს განძრახ მკვლელობისთვის დააპატიმრებდნენ.
- რა? - ტანში გამცრა. ესეიგი ედვარდს მართლა უნდოდა რაილის მოკვლა... მან იცოდა, რომ ის არ გაჩერდებოდა. გამაჟრჟოლა, როდესაც წარმოვიდგინე, რა შეიძლება მომხდარიყო.
- ასეთი რა დაუშავა იმ სულულმა ბირსმა, - მართალია ეს ჯასპერმა სასხვათაშორისოდ თქვა, მაგრამ ვიგრძენი, როგორ გამომხედა, როდესაც მის კითხვაზე შევკრთი. უცებ ფოიეში ხმაური გაისმა და ჯასპერსაც მიავიწყდა თავისი ნათქვამი. მე ფეხზე წამოვდექი. პოლიციელმა თავის ამხანაგს დაუძახა და მათ ერთად გამოიყვანეს ედვარდი.
- ბობი, ამ ბიჭს დანა ჰქონდა, - უთხრა პოლიციელმა იმ მაღალს, ჩვენთან რომ იდგა.
- დანა სკოლაში? - გაუკვირდა ბობის. - ეს დანაშაულია.
ედვარდმა მკაცრი მზერა მესროლა. თვალებით მეკითხებოდა, აქ რას ვაკეთბდი. მე არ შემიხედავს. ჩუმად ავდექი და სკოლისკენ წავედი. დავინახე, როგორ გამოიხედა აცრემლებულმა ელიმა კარებში. მალე ის დირექტორმა და მასწავლებლებმა შეცვალა... ჯასპერი, რაილი და ედვარდი პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს. მათ დირექტორიც გაჰყვათ. ვერ გავიგე ვინ დააპატიმრეს და ვინ არა, ამიტომ მე და ელისმა გადავწყვიტეთ გაკვეთილების დასრულებამდე პოლიციის განყოფილებაში წავსულიყავით. ასეც მოვიქეცით, მაგრამ სულ ტყუილად. დაკავებულები ვერ ვნახეთ. ელისი ადგილზე ცქმუტავდა. რა არ სთხოვა პოლიციელს, დაკავებულები რომ გვენახა, მაგრამ ის კერკეტი კაკალი გამოდგა. სხვა გზა არ იყო, ამიტომ დავნებდით. პიკაპში ჩავჯექით და უხმოდ გავყურებდით ქუჩას.
- ელის, ჯობია მშობლებს დაურეკო, - ვუთხარი მე. ელისიც თითქოს ამას ელოდებოდაო, ჩანთა გახსნა და მობილური ამოიღო. რამდენიმე წუთი ყურთან უხმოდ ჰქონდა მიტანილი.
- ჰმ... ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა კარლაილი სახლშია, - ჩაიბურტყუნა მან. - ესმე კი ვინ იცის, შეიძლება საერთოდ არც იყოს კონკინენტზე...
გაოცებულმა გადავხედე.
- ნუ გიკვირს, - დამამშვიდა ელისმა. - ესმე შემოთავაზებას ელოდებოდა... რეპორტაჟი უნდა გააკეთოს ბრაზილიის რაღაც კარნავალზე და თუ დათანხმდნენ, ახლა თვითმფრინავსი იქნება. სანამ ხმელეთზე არ დაეშვება, ვერ დავურეკავთ.
- და მამაშენი? - გაოცებული ვუსმენდი ელისს. ალბათ რა ბედნიერებაა, როცა ადამიანმა ზუსტად არ იცის, შემდეგ დღეს რომელ კონტინენტზე გაატარებს. თუმცა ამაზე ოცნება რა საჭირო იყო, ნებისმიერ წამს ველოდი ტვინის გადაბრუნებას და ფორკსში ჩასვლას!
- ის ტელეფონს არ პასუხობს... ანუ სახლშია.
- წავიდეთ? - ვლითხე მე და მანქანის მართვის სურვილი ერთბაშად მომეძალა. ყურადღებას მასზე გადავიტანდი და ფეხის დაკვრის და ამერიკაში წასვლის ფიქრები მომცილდებოდა.
- სხვა გზა არ არის, - დამეთანხმა ელისი და მე ძრავა ჩავრთე,-ოღონდ ცოტა სწრაფად იარე, ბელა! ჩვენ რაც შეიძლება მალე უნდა მოვბრუნდეთ აქ.
პიკაპი მაქსიმალური სიჩქარით მიმყავდა, ამიტომ მანქანა საცოდავად ხრიალებდა. გვერდით მჯდომს მისი ხმა თითქოს არ ესმოდა, მე კი სპიდომეტრის ისარს საცოდავად გავხედავდი ხოლმე. ელისი უჩვეულოდ მშვიდად იყო, მაგრამ საკმარისია თვალებში ჩაგეხედა, მაშინვე მიხვდებოდი, თუ როგორ ღელავდა.
- ბელა, ჩასახვევს გაცდი! - მითხრა ელისმა. უხეიროდ დავამუხრუჭე და საკმაოდაც შევჯანჯღარდით. მობოდიშების ნიშნად ელისს გავხედე, მაგრამ ის ისევ მოჩვენებით სიმშვიდეს ინარჩუნებდა. უსიტყვოდ მოვატრიალე პიკაპი და ჩემს გზას სწორად მივყევი.
- ელის, ნუ ნერვიულობ, - ვუთხარი გოგონას ხმადაბლა. - ყველაფერი კარგად იქნება! ყველაფერი მოგვარდება!
- იმედია, - ჩაილაპარაკა მან და თავი დაღუნა.
ჯანდაბა, ვერაფერი სანუგეშო ვერ მოვიფიქრე... ერთადერთი აზრი, რაც თავში მიტრიალებდა იყო ის, რომ ყველაფერი ჩემს გამო ხდებოდა! აი რატომ გავურბოდი ურთიერთობებს... ყველასთვის უბედურება მომქონდა!
მანქანა სახლთან ახლოს დავაყენე. ელისი სწრაფად გადმოვიდა მანქანიდან. მეც მას გავყევი. კალენების სახლში ნამყოფი ვიყავი, მაგრამ დღის შუქზე ისე უფრო დიდი მომეჩვენა. ელისმა პირდაპირ მეორე სართულისკენ აიღო გეზი. მე შევეცადე არაფერზე არ მეფიქრა... არ მეფიქრა ვისთან ვიყავი ამ კიბეზე ბოლოს, რა მოხდა და ა.შ. უცნაურია, მაგრამ ამ მოგონებებმა საერთოდ ვერ მაჯობეს. სულიერად მტკიცედ ვიდექი. როგორც ჩანს მათ გავუმკლავდი, მაგრამ არც ეგრე იქნებოდა საქმე. გამიგონია, ტკივილს უფრო დიდი ტკივილი თუ დაგავიწყებსო... აი რაში ყოფილა საქმე!
კარლაილ კალენი თავის კაბინეტში იყო და წიგნს კითხულობდა. ხმაურზე თავი ასწია და ორივეს გაოცებული სახით შემოგვხედა.
- ელის, განა სკოლაში არ უნდა იყო? - მისი ხმა რომ გავიგონე შევკრთი. ძალიან, ძალიან გავდა ედვარდის ხმას, თუმცა გარეგნობით სრულიად განსხვავდებოდა მისი შვილისგან. შავგვრემანი იყო, შავი თვალებით და კეხიანი ცხვირით. ხშირი წარბები ჰქონდა და მკაცრი სახე. რაც შეეხება მის ნაკვთებს... ბავშვობაში მამა ზღაპარს მიყვებოდა ხის მჭრელზე და მის შვილზე. ხის მჭრელმა შვილს მოკვლა დაუპირა, იმიტომ რომ მან გადაწყვიტა წერა-კითხვის ესწავლა. უაზრო ზღაპარი იყო, მაგრამ ჩემში დიდ ემოციებს იწვევდა შვილის სიტყვები, როდესაც ის მამას თავის ჩანაფიქრზე უამბობდა. ტყის მჭრელი ყოველთვის დაჭმუჭნულ სახიან კაცად წარმომედგინა. მართალია კარლაილ კალენს ახალგაზრდული სახე ჰქონდა, მაგრამ მის ნაკვთებში, უცებ ის სიმკაცრე ამოვიკითხე, რაც პატარაობისას ასე მაფრთხობდა.
- ახლავე უნდა წავიდეთ, - ელისი მამამის მივარდა და მკლავში სტაცა ხელი,-პოლიციაში უნდა წავიდეთ!
კარლაილს შუბლი შეეკრა. მე კარებთან ვიყავი ატუზული.
- რა მოხდა?
- გზაში აგიხსნი... ედვარდი დაიჭირეს! - ელისს ალბათ კიდევ უნდოდა დაესახელებინა ვიღაცის სახელი, მაგრამ თავი შეიკავა. კარლაილს გავხედე. ის უკვე შუბლგახსნილი იჯდა სავარძელში და არანაირ შეშფოთებას არ გამოხატავდა! ცოტა დავიბენი... ნუტუ ეს მისთვის ახალი არ იყო. ელისს ეს საერთოდ არ ეტყობოდა.
- მამა, - ამოიკვნესა ელისმა.
- ეგ ბიჭი ათასი პრობლემაა, - ჩაიბურტყუნა კაცმა და უკმაყოფილოდ წამოდგა. ისე გავიდა, ჩემსკენ არც კი გამოუხედავს. ელისი დაძახებას აპირებდა, რომ გავეცანი, მაგრამ თავით ვანიშნე, არ ღირსთქო და ისიც გაჩუმდა. კიბეები უხმოდ ჩავათავეთ. ელისი და ბატონი კარლაილი გარაჯისკენ წავიდნენ.
- ბელა, - დამიძახა ელისმა. - წამოდი.
- მერე ჩემი პიკაპი?_გავხედე მე გზაზე საცოდავად გაჩერებულ წითელ ჯაბახანას. ელისი ჩაფიქრდა.
- ხომ დავბრუნდებით და აქ დაგხვდება.
მე შავი მერსედესის უკანა სავარძელზე მოვთავსდი. ელისი წინ დაჯდა და მიუხედავად იმისა, რომ მამამის არაფერი უკითხვას, ყველაფერი მოუყვა. ჩემი „შევროლესგან“ განსხვავებით მერსედესი ძალიან სწრაფად მოზრაობდა, ამიტომ პოლიციის განყოფილებასთან ორჯერ უფრო მალე მივედით, ვიდრე მე კალენების სახლში. ბატონი კარლაილი მანქანიდან გადმოვიდა და ელის უთხრა აქ დალოდებოდა მას. რათქმაუნდა ელისი ასე არ მოიქცა. ჩვენ შესასვლელთან დავდექით, რადგან იმის იქეთ არავინ გვიშვებდა, მაგრამ ერთ ადგილზე ვერ ვჩერდებოდით და ასფალტზე ბოლთას ვცემდით. ხმა არც ერთს არ ამოგვიღია. რამდენიმე წუთში შენობიდან ბატონი კარლაილის ხმა გაისმა. ელისი შენობაში შევარდა. მეც მას მივყევი. იქ სიბნელე იყო, ამიტომ ვერ დავინახე როგორ გაჩერდა და კინაღამ დავეჯახე. ელისის ზურგს უკან გავიხედე და სამი მამაკაცი დავინახე. ორ მათგანს შავი კოსტუმები ემოსად, ხოლო მესამეს კრემისფერი შარვლის კოსტუმი მხარზე მოეგდო და წინ მოდიოდა. დანარჩენი ორისგან განსხვავებით მას მშვიდი სახე ჰქონდა. მას უკან კარლაილ კალენი და როგორც მერე გავიგე (ელისმა ჩამჩურჩულა), მისი მდივანი მოსდევდნენ. ბატონ კარლაილს შეშლილის გამომეტყველება ჰქონდა. რატომღაც მის თვალებში სიძულვილი ამოვიკითხე. ის მკაცრად უყურებდა მის წინ მომავალ კაცს. ელისმა ჩემზე სწრაფად მოასწრო სიტუაციისს შეფასება და მამამისისკენ გაიქცა.
- მამა, გამოუშვეს?
- კი, ედვარდი უკვე თავისუფალია, - ჩაიბურტყუნა კაცმა. მე ამოვისუნთქე. მართალია ელისს ძმის ბედი ანაღვლებდა, მაგრამ აშკარად არ ჰქონდა კმაყოფილი სახე, ამიტომ კარლაილმა დაამატა, ის ჰეილიც გამოუშვესო და ელისმა გაბრწყინებული სახით შემომხედა. ყველანი გარეთ გამოვედით, რადგან მალე ყოფილი პატიმრებიც ჩამოვიდოდნენ.
- ვერ გამიგია, რაზე იჩხუბეს ამ ბიჭებმა, - თქვა უკმაყოფილო ხმით ჩემთვის უცნობმა კაცმა. მისი კომენტარის გაგონებისას გვერძე გავიხედე, მაგრამ დავინახე, რომ მე შემომხედა. უცნაურად მიყურებდა, ტიტქოს ჩემზე რაღაცის გაგებას ცდილობდა. სასწრაფოდ დავხარე თავი.
- მე არ მიკვირს, - მშვიდი სახით თქვა მისტერ კალენმა, მაგრამ ხმა მაინც არაბუნებრივად უთრთოდა. - შენი შვილი, რაილი, ჩხუბის თავია...
ნერწყვი ჩავყლაპე. თურმე ეს წარმოსადეგი კაცი რაილის მამა ყოფილა! ყურადღება მოვიკირიბე და მთლიანად აწმყოზე გადავერთე. ელისმა ხელი მომხვია და დამაჯერებლად წყნარი სახით გამომხედა. მე თავი დავუქნიე, მაგრამ მაინც ავკანკალდი. ელისმა უფრო მომიჭირა ხელი...
- არც შენი ბიჭია ნაკლები კარლაილ...
- კარლაილ, - საუბარში ჩაერია ელისი,-მგონი დროა გაიცნო... ეს ჩემი მეგობარი ბელაა.
კარლაილ კალენმა მკაცრად გადმომხედა. მგონი, გაცნობისთვის არც ეს იყო კარგი მომენტი, მაგრამ მან ხელი გამომიწოდა და თან შემდეგ კეთილი სახითაც გამიღიმა. მეც შევეცადე ღიმილზე ღიმილითვე მეპასუხა და ხელი ჩამოვართვი.
- სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, მისტერ კალენ.
- ჩემთვისაც, ბელა. იმედია ცუდად არ გამიგებ, აქამდე რომ ვერ მოვიცალე შენთვის, - მე თავი დავუქნიე, - ხო და კიდევ, შეგიძლია კარლაილი დამიძახო... მაინც ყველა ასე მეძახის, - კარლაილმა თავისი სიტყვა ღიმილით დაასრულა და ელისს ალმაცერად გადახედა. გოგონამ გადაიკისკისა და სიტუაცია შედარებით განიმუხტა. გვერძე გავიხედე და დავინახე, რაილის მამა ვიღაცას ტელეფონზე ელაპარაკებოდა და მისი ხმამაღალი საუბარი ჩვენამდეც აღწევდა. ეტყობა მანქანების მაღაზიის მფლობელი იყო. ვიღაცას უმტკიცებდა, რომ მას საუკეთესო ავტომობილები ჰყავდა გასაყიდი...
- კარლაილ, მართალია შენმა მდივანმა დაგასწორ, მაგრამ მაინც მადლობა რომ მოხვედი, - ზურგს უკან მომესმა დაბალი, ხავერდოვანი ხმა და ჩემი შიში უკვალოდ გაქრა. მოვტრიალდი, რომ ის დამენახა. კარებთან იდგა და შეწუხებული სახე ჰქონდა... სანამ შემხედავდა და გაიგებდა, რომ მეც აქ ვიყავი!
- არაფრის, - მიაძახა მამამისმა, რომელიც უკვე მანქანაში ჯდებოდა. ოღონდ არა მერსედესში. ის თავის მდივანს გაჰყვა. ელისი ძმას გადაეხვია, მან კი ნაზად მოიცილა და ჩემსკენ წამოვიდა. გზა ჯასპერს დაუთმო... მივხვდი, ვინ გამოვიდოდა შემდეგი და უკენ დავიხიე.
- ბელა, აქ რა ჯანდაბას აკეთებ?! - ედვარდი გაბრაზებული მიყურებდა.
ამ დროს ელისი ჯასპერს მივარდა და მაგრად მოეხვია. რატომღაც შევწუხდი და... შემშურდა.
- ელისი მოვიყვანე...მერე შენთან წავიყვანე... და მერე ისევ აქ მოვედით - ვთქვი დაბნეულმა და ორი ნაბიჯი გადავდგი უკან. კარებში რაილ ბირსი გამოჩნდა. ედვარდის გაბრაზება უსაფუძვლო არ იყო, ახლა მეც ვბრაზობდი ჩემს თავზე. აქ მოსვლა არასწორი იყო, მაგრამ აბა როგორ გავჩერებულიყავი სხვაგან, როდესაც ედვარდი ციხეში იჯდა?! საბოლოოდ გამოვუტყდი თავს რომ მომწონდა და ამოვიოხრე. ედვარდი ისევ ცხვირწინ ამეტუზა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ძალით მეფარებოდა. როცა ამოვიოხრე ისეთი სახით შემომხედა, თითქოს ამბობდა „აი, ხომ გითხარიო“... არადა რომ სცოდნოდა სიმართლე, რასაც მართლა ვფიქრობდი, მგონი ცოტა სხვანაირ გამომეტყველებას მიიღებდა. ედვარდმა ხელები მკლავებზე წამავლო და უკან დამხია. წინ ზურგით მივდიოდი, ჩემი თვალები ხან რაილის მტრულ გამოხედვას, ხან ელისის შეშფოთებულ მზერას და უფრო ხშირად ედვარდის მრისხანე სახეს სწვდებოდა. ჯასპერს ვერ ვხედავდი, რადგან ზურგით იდგა, მაგრამ ძნელი მისახვედრი არ იყო, როგორი სახე ექნებოდა. ელისს ედვარდივით ხელები მოეხვია მკლავებზე, თითქოს მის შეკავებას ცდილობსო. უცებ რაღაცაზე ფეხი წამომედო და ედვარდს რომ არ დავეჭირე წავიქცეოდი.
- ჯანდაბა! - გავსწორდი და ისევ გადავგი უკან ნაბიჯი.
- ბელა, გაჩერდი, - შემაჩერა ედვარდმა. - ის ვერაფერს დაგიშავებს... გახსოვს რა გითხარი?!
მე თავი დავუქნიე და შევჩერდით. დავინახე, როგორი მტრული სახით შეხედა ელისმა რაილს, როდესაც ის კიბეზე ჩადიოდა და მანქანაში ჯდებოდა. ბირსების ჯიპი თვალს მიეფარა... მაგრამ ედვარდს ისევ ვეჭირე ხელებით. მინდოდა მეთქვა გამიშვი-თქო. ისე მაგრა ვეჭირე, რომ მკლავები მტკიოდა, მაგრამ ხმა ვერ ამოვიღე. უბრალოდ გაშტერებული ვიყურებოდი იმ მოსახვევისკენ, სადაც რაილის და მამამისის მანქანამ შეუხვია. არ ვიცი, მეშინოდა თუ არა იმის, რომ ის უკან დაბრუნდებოდა, მაგრამ ედვარდს მგონი ასე ეგონა.
- ბელა, კარგად ხარ?
- კი, - მოსახვევს თვალი მოვწყვიტე და მზერა ისევ ედვარდზე გადავიტანე. - კარგად ვარ.
ედვარდი ხელს მაინც არ მიშვებდა...
- ნუ გეშინია!
- არ მეშინია...
დავინახე როგორ გამოიქცა ჩვენსკენ ელისი, მას უკან ჯასპერიც მოჰყვა. ედვრადმა ხელი გამოშვა და მოშორებით გაიწია. საყრდენ გამოცდილს თავბრუ დამეხვა, მაგრამ ელისი ჩამეხუტა და ყველაფერმა გამიარა.
- ბელა! ბელა!
- ელის, კარგად ვარ, - ძლივს ამოვილაპარაკე.
- აქ არ უნდა მოსულიყავი...
- არა, ელის, - ისტერიულად გამეცინა. - ოღონდაც ბოდიშის მოხდა არ დამიწყო! დღეს დილით ეს საქმე სამუდამოდ მოაგვარე...
- ოჰ, ბელა, - ელისი ჯასპერს მიუბრუნდა. - ჯას, ბელამ გნახა რა დღეშიც იყავი... რაზე ფიქრობდი?
- მიხარია შენი ნახვა გისოსებს გარეთ, ბელა, - მითხრა ჯასპერმა და ელისს თბილად გადახედა. - გაინტერესებს ვფიქრობდი თუ არა შენზე?
ჯასპერის ხრიკმა გაჭრა, ელისს გაეღიმა და ბიჭს ნება დართო მოხვეოდა.
- ხომ გითხარი, - გააგრძელა ჯასპერმა, - და თან ბევრჯერ, რომ ჩემს ტვინს შენი სახელი ჰქვია, ძვირფასო!
- ჰმ, - ჩაახველა ედვარდმა.
- რა იყო? - გაოცდა ჯასპერი, - დაგავიწყდა, რომ სანამ შენი და გახდებოდა, ჩემი შეყვარებული იყო!
-ეს არაფერს ცვლის, - უემოციოდ უპასუხა ედვარდმა, თუმცა ეცინებოდა. მე ყველაფერს მივხვდი და გავიღიმე. ედვარდმა გაკვირვებით გადმომხედა, მაგრამ არაფერი უკითხვას. ისევ ჯასპერს მიუბრუნდა.
- მორჩით! - ელისმა ბიჭებს სიცილი შეაწყვეტინა,-ამიხსენით, რა მოხდა?
- ისეთი არაფერი, - დაიწყო ჯასპერმა, - ჩვეულებრივი... გარჩევა იყო! ზუსტად...
ჯასს სიტყვა ელისის მტკიცე გამოხედვამ შეაწყვეტინა.
- აქ ყველამ ყველაფერი ვიცით, - კბილებში გამოსცრა მან, - ასე რომ ნუ მოედ-მოედებით და სიმართლე თქვით!
მე ჩემს უკან მდგერ ხეს მივეყრდენი და ღრმად ჩავისუნთქე. ედვარდი ჯერ კიდევ ჯასპერს უყურებდა.
- არ გინდათ, სადმე ჩამოვჯდეთ? - შემოგვთავაზა მან.
ელისი შენობის წინ მდგარ მერხზე დაჯდა და თითით გვანიშნა მოდითო. მე გვერძე მივუჯექი. ჯასპერმა ერთი ამოიხვნეშა და ისიც ელისს მიუჯდა. ედვარდი წინ მდგარ მაგიდას მიეყრდნო.
- ედვარდ, დანა რათ გინდოდა? - დაიჩურჩულა ელისმა.
- მჭირდებოდა...
- მუცლის გასაფატრავად? - დაეჯღანა და. ედვარდი, ჩემდა გასაკვირად, იღიმებოდა!
- ზუსტად! - დაეთანხმა ის,-მაგრამ ჯასპერმა დამასწრო... უფრო სწორედ რაილს ბედმა გაუღიმა...
- აბა, აბა! - გააპროტესტა ჯასმა, - რას ჰქვია, ბედმა გაუღიმა?
- იმას რომ მე რომ შემხვედროდა ნაწილებად ავკუწავდი, შენ კი ერთი-ორი უთავაზე...
- მადლობა უნდა მითხრა, ძმაო! - ჯასპერმა ელისს ხელი გადახვია,-მე რომ არა ახლა აქ არ იდგებოდი... და კიდევ, ჩემს კუნფუს ნუ ამცირებ!
- მაგ ჩალურჯებულ თვალზე და გახეულ წარბზე გეტყობა, როდის დაამცირეს შენი კუნფუ, ძმაო - არ ჩამორჩა ედვარდი.
მოთმინების ფიალა ამევსო. შეიძლება ეს უცნაურია და იმის მაგივრად, რომ წყნარად დავმჯდარიყავი და უდარდელად მეცინა ხელებს ვმუშტავდი... ელისს გადავხედე, ერთიანად გაცეცხლებული იყო. ამან სტიმული შემმატა და ფეხზე წამოვვარდი.
- შეიძლება ეს თქვენთვის ძალიან სასაცილოა, - ვუთხარი ორივე ბაქიას, - მაგრამ არიან ადამიანები, რომლებსაც ეს სასაცილოდ სრულიად არ ეჩვენებათ. ედვარდ, ¬ ედვარდისკენ მივტრიალდი,-შენ რომ არა... მოკლედ დიდი მადლობა იმისთვის რაც გააკეთე, მართლა დიდი მადლობა... მაგრამ დამიჯერე, მეტის გაკეთება არაა საჭირო! მით უმეტეს ასეთი ხერხებით გაკეთება. როცა... როცა სინამდვილეში უფრო აფუჭებ რამეს, ვიდრე აკეთებ... იმის გამო, რომ რაილი არ მომიახლოვდეს, შენი ცხოვრება არ უნდა გაიფუჭო არც შენ და არც შენ, ჯასპერ,_ამოვისუნთქე და პიკაპისკენ გავემართე. ედვარდმა მკლავში ხელი ჩამავლო.
- მოიცადე...
უკან მოვიხედე. ედვარდი იდგა და დაჟინებული, სევდიანი სახით მიყურებდა. არა, კიარ მიყურებდა თვალებით მწვავდა! უკან გავიხედე. ელისს გაოცებული, ხოლო ჯასპერს შეშფოთებული სახე ჰქონდა. მასინ ამან დამაფიქრა, მაგრამ მერე მზერა ისევ ედვარდზე გადავიტანე და ფიქრის უნარი საერთოდ დავკარგე.
- სახლში ფეხით ვერ წახვალ, - დაასრულა ედვარდმა და ხელი გამიშვა.