ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: S@li, DiiiK♥  
Just sing a song

♥---♥თარიღი: კვირა, 2010-06-13, 7:12 PM | შეტყობინება # 1
<<>
44
11  +
61  ±
   ±
Offline


პირველი ადგილი კონკურსში "Fanfiction Awards 2010" ნომინაციაში "საუკეთესო ფანფიკი".
პირველი ადგილი კონკურსში "Fanfiction Awards 2010" ნომინაციაში "საუკეთესო ფიკრაიტერი".
ფანფიკის ბეტას (S@li) მიენიჭა პირველი ადგილი ნომინაციაში "საუკეთესო ბეტა".




სახელწოდება: Just sing a song
ავტორი: DiiiK♥
დისკლეიმერი: გმირების სახელებზე საავტორო უფლება აქვს სტეფან მეიერს+მე
რეიტინგი:G (General)
ბეტა: S@li
პეირინგი:ბ.ს./ე.კ.
ჟანრი: Romance, Angst, Hurt/comfort
სამარი:ტრაგედია, რომელიც მთლიანად შეცვლის ბელას ცხოვრებას, მას დიდ ტკივილს აყენებს და სიცოცხლის სურვილს უკარგავს...
სტატუსი: წერის პროცესშია.
ავტორისგან: დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, ვინც კითხულობს ჩემს ფანფიკს! იმედი მაქვს მოლოდინს გავამართლებ და ასევე უღრმესი მადლობა ჩემს საყვარელ ბეტას, სალის! მას დიდი წვლილი მიუძღვის!

პროლოგი

დამესიზმრა, რომ კლდესთან ვიდექი. მის მარჯვენა მხარეს მზე ანათებდა და გარემო მწვანეში იყო ჩაფლული, მარცხნივ კი საშინელი ქარი ქროდა და თოვლის ქარბუქი ტრიალებდა. წინ ერთი ნაბიჯი გადავდგი და უცებ უფსკრულის პირას აღვმოჩნდი. მოულოდნელობისგან შევხტი და უკან დავიხიე. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი სიზმარში ვიყავი, მაინც რატომღაც გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობას ვგრძნობდი. ირგვლივ კიდევ ერთხელ მიმოვიხედე. უკან სიბნელე იყო, არაფერი მოჩანდა. მარჯვნივ გაზაფხული ჰყვაოდა, მარცხნივ კი ზამთარი ბობოქრობდა. წინ უფსკრული იყო... ვფიქრობდი, რომ სასწრაფოდ მარჯვნივ უნდა წავსულიყავი. საშინლად მციოდა, მაგრამ სხეული თითქოს გონებას არ ემორჩილებოდა. ისევ გადავდგი წინ ნაბიჯი და მოულოდნელად კლდემ ზრდა დაიწყო... რაც უფრო ვუახლოვდებოდი უფსკრულს, კლდე მით უფრო იზრდებოდა. უცებ ფეხქვეშ საყრდენი გამომეცალა. კანკალმა ამიტანა და სანამ მიწა საბოლოოდ დაიშლებოდა ზაფხული და ზამთარი გაერთიანდა. ვიგრძენი, როგორ ჩაიღვარა სხეულში სითბო და გამაჟრჟოლა. მოწმენდილ ცას ავხედე, რომელსაც მთვარე ვერცხლისფრად ანათებდა და გონებაში წავიმღერე:
" All I know is just you're not here to say...What you always used to say... But it's written in the sky tonight"




პირველი თავი: შიში
მეორე თავი
მესამე თავი
მეოთხე თავი
მეხუთე თავი
მეექვსე თავი
მეშვიდე თავი
მერვე თავი
მეცხრე თავი
მეათე თავი
მეთერთმეტე თავი
მეთორმეტე თავი
მეცამეტე თავი
მეთოთხმეტე თავი
მეთხუთმეტე თავი
მეთექვსმეტე თავი
მეჩვიდმეტე თავი
მეთვრამეტე თავი
მეცხრამეტე თავი
მეოცე თავი
ოცდამეერთე თავი
ოცდამეორე თავი




შეტყობინება შეასწორა ♥---♥ - სამშაბათი, 2010-06-15, 5:34 PM

DiiiK♥თარიღი: პარასკევი, 2010-09-24, 7:19 PM | შეტყობინება # 196
You're just too good to be true ...
1004
113  +
   ±
Offline
მეთორმეტე თავი

შემოსასვლელშივე ვიგრძენი, რომ მამიდა სახლში არ იყო. მთელი ბინა წყვდიადში ჩაძირული დამხვდა, მხოლოდ ბებოს ოთახიდან გამოდიოდა მკრთალი სინათლე. ნელა და ფრთხილად გავიძვრე ფეხზე და ჩემს ოთახში გავიძურწე. ჯერ კიდევ აფორიაქებული ვიყავი, მგონი ცოტა შეშინებულიც. ახლა ხომ პირისპირ ვიყავი ჩემს თავთან... ჩემი მხსნელის გარეშე. გრძნობები, მარტო რომ დავრჩი, უფრო მომეძალა და ცრემლები თავისით გადმომცვივდა თვალებიდან. წინ კოშმარი მელოდა... კოშმარი, რომლიდანაც არავინ გამომაღვიძებდა, არავინ გამომაფხიზლებდა. ამისთვის მზად ვიყავი? კითხვა უფრო მტკივნეული იყო, ვიდრე პასუხი - არა, ახლა არა. შეიძლება ერთი კვირის წინ, ეს ფაქტი ჩვეულებრივად მიმეღო, მაგრამ ახლა სიტუაცია შეიცვალა. ეს სიტყვები ჩემს გონებაში მძიმედ ჟღერდა. თუმცა პასუხი ეს იყო და ვერაფერს შევცვლიდი. უნებურად საწოლზე ჩამოვჯექი და დავფიქრდი. რა შეიცვალა? ერთი შეხედვით არაფერი, ისევ ისეთ გარემოში ვცხოვრობდი და ეს ყველაფერი ისევ უაზრობა და უმიზნო მეჩვენებოდა, როგორც ადრე. ისევ იმ აზრზე ვიყავი, რომ მამიდის ქორწილის შემდეგ, აქაურობას უნდა გავცლოდი, მაგრამ შეიცვალა პასუხი იმ კითხვაზე, მინდოდა თუ არა აქაურობის დატოვება? ედვარდის დატოვება? კიდევ ერთი მტანჯველი კითხვა...
სწრაფად წამოვდექი. უაზრო ფიქრები მდგომარეობიდან გამოსვლაში ვერაფრით დამეხმარებოდა. ტანსაცმელი სწაფად გავიძვრე, ხალათი მოვიცვი და ფეხის წვერებზე სიარულით გავედი აბანოში. ტანსაცმელი სარეცხის კალათაში ჩავყარე და სწრაფად მოვუშვი წყალი. მთელი ტანი გაყინული მქონდა. შხაპმა ბოლომდე გამომაფხიზლა. ნათლად გავიაზრე, რა მოხდა ბოლო 4 საათის განმალობაში და პირზე ხელები ავიფარე, რომ არ წამომეყვირა. გამახსენდა ყველაფერი და ეს ყველაფერი თითქოს გულს მიკორტნიდა... გამაჟრჟოლა და ცახცახმა ამიტანა, არადა ცხელი შხაპის ქვეშ ვიდექი. ისტერიულად ვქოშინებდი და იძულებული გავხდი აბანოდან სწრაფად ამოვსულიყავი. ორთქლი სუნთქვას კიდევ უფრო მიკრავდა. სარკის წინ ნიჟარას დავეყრდენი. ჩემი ანარეკლი შევათვალიერე, ავადმყოფური გამოხედვა მქონდა და ამდენი ტირილისგან თვალები სულ ჩამწითლებოდა. პირსახოცი შემოვიხვიე, ჩავიცუცქე და კედელს უღონოდ მივეკარი.
მინდოდა ჩემი თავისთვის ფიქრი ამეკრძალა, მაგრამ ეს არც ისე ადვილი აღმოჩნდა. თავში სულ არეულად მიტრიალებდა სხვადასხვა სურათები. მოღიმარი მამაჩემი, მშობლების ქორწინების სურათი, წვეულებაზე მოცეკვავე წყვილები, რაილის ბოროტი ღიმილი და მისი ხელები, რომლებიც თითქოს ისევ მეხვეოდა... წამოვიკივლე და კიდევ უფრო მოვიბუზე. წელზე შემოხვეული ხელები სწრაფად მოვიშორე. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ჩემი კიარა, სხვისი ხელები მეკვროდა! უკვე ისე ვკანკალებდი, რომ კბილების მონოტორული კრაჭუნის ხმა მესმოდა. მოგონებებში, რომლებიც ამ საღამოსგან დამრჩა, ერთადერთი ნათელი სხივი შეიმჩნეოდა - ედვარდი. რომელისაც მე, ალბათ, საერთოდ არ ვაინტერესებდი. მისთვის ჩვეულებრივი გოგონა ვიყავი, რომელსაც დახმარება სჭირდებოდა. ის მე მხოლოდ იმიტომ დამეხმარა, რომ, ალბათ, სხვანაირად არ შეეძლო. არსებობენ ასეთი ბუნების ადამიანებიც, რომლებიც სხვებზე მხოლოდ სიკეთის გამო ზრუნავენ. მეც ედვარდისგან მეტის იმედი არ უნდა მქონოდა. მიუხედავად იმისა, რომ მაინც მიხაროდა მისი დანახვა, თავბრუს მახვევდა მისი ღიმილი და გონებას ბოლომდე ვძაბავდი, მისი სიტყვები კარგად რომ აღმებეჭდა მასში. ეს სასაცილო იყო, მაგრამ ჩემს თავს ვერაფერს ვუშვებოდი და საბოლოოდ დავნებდი. იმას, თუ რას ვგრძნობდი ედვარდის მიმართ (და მე საბოლოოდ გამოვუტყდი თავს რომ რაღაცას ვგრძნობდი) არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. მალე აქედან წავიდოდი და ბიჭი „ვოლვოთი“ იმ წარსულის ნაწილი გახდებოდა, რომელსაც აღარასოდეს გავიხსენებდი. ეს ფიქრი მტკივნეული იყო... მაგრამ - არა! მე აქ დარჩენაზე არ უნდა მეფიქრა. ფორკსიდან გამოქცევამ უარესი შედეგი გამოიღო. მე მოგონებებით უნდა მეცხოვრა... მხოლოდ მოგონებებით! აბა რა სახალისოა, ურთიერთობა გქონდეს ადამიანებთან, იცხოვრო ჩვეულებრივად და დროდადრო იმაზე ფიქრში იტანჯო, რომ კიდევ უფრო დამნაშავე ხარ, მომხდარის დავიწყებას რომ ცდილობ. ამას არ დავუშვებდი! შეიძლება ჩარლისაც არ დაეშვა ის, რასაც მე ვაპირებდი, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ კეთილი და საოცრად თბილი მამაა... უფრო სწორედ იყო. სწორედ ამიტომ, არ უნდა ვიფიქრო იმაზე, რას მეტყოდა ის. ყველამ კარგად ვიცით, რომ დამნაშავე ვარ და არაა აუცელებელი ჩემს სასჯელზე აპელაცია ისევ ჩემს თავთან შევიტანო. მე ვერ ვაპატიებ საკუთარ „მეს“ ასეთ დანაშაულს! ჩემი შემთხვევა არანაირ გასაჩივრებას და მით უმეტეს, შებრალებას არ ექვემდებარება.
სააბაზანოდან ჩუმად გამოვიპარე და ოთახში შევედი. სინათლე სწრაფად ავანთე, იმიტომ რომ ჩაბნელებული გარემო საშინლად მაშინებდა. სწრაფად ჩავიცვი პერანგი და ლოგინში დავწექი. ფიქრებთან მუდამ მარტო ვიყავი და ტკივილსაც ადვილად ვუმკლავდებოდი. ჩემს გვემას ვერავინ ამჩნევდა, მაგრამ ახლა, როდესაც საბოლოოდ გავაცნობიერე, რომ ეს ცხოვრება სასტიკად მსჯიდა, ყველაფრისგან გაქცევა მომინდა. ახალი მარცხი ახალი ტკივილი იყო. ახალი გრძნობა კი - ახალი იმედგაცრუება. განა შეუძლია ტკივილს თავი დაგავიწყოს, თუ მას სხვა, უფრო მძიმე ტკივილი არ გადაფარავს? რა თქმა უნდა - არა... და მეც ამის მეშინოდა. მეშინოდა, რომ ყოველდღიური საზრუნავი თავს დამაკარგვინებდა. დამავიწყებდა ან შემიმსუბუქებდა იმას, რაც ყოველთვის კარგად უნდა მცოდნოდა. არ შემეძლო ვინმეს დავლაპარაკებოდი და გული გადამეშალა. ვერავინ, თვით ელისიც კი ვერ გამიგებდა და ეს ასეც უნდა მომხდარიყო. არასოდეს მიყვარდა მარტოობა და ახლა, სწორედ ამით მთელავდა დროება.
ელექტრონული ფოსტა ბოლოს ორი თვის წინ შევამოწმე. მართალია, ფორკსში ბევრი მეგობრები არ მყავდა, მაგრამ ვინც ამ სიაში შედიოდა, ყველა უამრავ იმეილს მწერდა. მე კი არც ერთზე არ მიპასუხია. ვერ ვბედავდი და ვერ ვაწკაპუნებდი ფუნქცია „პასუხზე“. ისარი იქამდე არასდროს მიდიოდა. შემდეგ ნელ-ნელა შევეგუე იმ ფაქტს, რომ ძველ მეგობრებს გაურკვეველი ვადით (შეიძლება სამუდამოდაც) დავემშვიდობე. ისინიც აღარ მაწუხებდნენ და ჩემი მარტოსული ცხოვრებაც ერთ, გამოჭრილ, სწორ კალაპოტში მიედინებოდა. მხოლოდ ამ ბოლო ხანებში გამოუჩნდა სხვადასხვა ღარები ჩემი ცხოვრების მდინარეს... და ეს ღარებიც მხოლოდ იმაზე მეტყველებდა, რომ დასჯილი ვიყავი. სამუდამო დაღად მესვა ჩემი საქციელი, რადგან წარსულში სხვებს თავს ვაბეზრებდი, განსაკუთრებით კი - მამაჩემს.
ტკივილი ისევ ფეხებიდან დაიწყო, ოღონდ ბევრი აღარ მოუცდია, სანამ ბოლომდე მომედებოდა. სუნთქვა ისევ შემეკრა, მაგრამ ვიცოდი, რასაც ველოდი... უბრალოდ მუხლები მკერდთან მივიტანე და გავირინდე.
თეთრი ღამეები კონკურსამდე ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ჩანდა, რომ ყველაფერი თავის კალაპოტში დგებოდა. ინციდენტმა რაილისთან გამახსენა, რომ ბედნიერება არის ის, რასაც არ ვეღირსები. შეიძლებოდა მეთქვა ვერ ვეღირსები-მეთქი, მაგრამ ჩემი თავი რატომ მოვატყუო?! მე მას უბრალოდ არ ვეღირსები, იმიტომ რომ არ მინდა... იმიტომ რომ არ ვიმსახურებ... იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ვიქნები ის, ვინც ვიყავი - გაუწონასწორებელი, ჯიუტი ბავშვი, რომელიც ყველაფერზეა წამსვლელი თავისი წადილის ასასრულებლად. ეს რამდენიმე თვის წინ დამტკიცდა და ეს აღარ უნდა განმეორებულიყო. მძიმე იყო ის, რაც ჩემს თავზე ვიწვნიე და საშინელი იყო, რაც სხვებს დავმართე. თუმცა ვერაფრს ვიტყვი, რასაც დათესავ, იმას მოიმკი!
თავზე ბალიში წავიფარე, ბებია რომ არ გამეღვიძებინა...

დილით გამოუძინებელს გამეღვიზა. რატომღაც ველოდი, თვალები ჩაწითლებული მექნებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, რაც ჩამეძინა, ძილში აღარ მიტირია... ჯერ სკოლაში წასასვლელად მომზადება ადრე იყო, ამიტომ ხალათშემოხვეული გავედი ჩემი ოთახიდან. მამიდა აბაზანიდან გამოდიოდა.
- ბელა... ხომ კარგად ხარ? - მკითხა მან და კარგად შემათვალიერა.
- დილა მშვიდობის, კლერ, - მშვიდად ვუპასუხე, გულში კი დავიფიცე, რომ ალკოჰოლს არასოდეს, არასოდეს არ გავეკარებოდი! - ხმაურიანი წვეულება იყო, ამის ბრალია, - დამაჯერებლად ვთქვი, იმიტომ რომ წვეულება მართლაც ზედმეტად ხმაურიანი იყო.
- მე მგონი, სასმელის ბრალიც უნდა იყოს, - ეშმაკურად გამიცინა მამიდამ. საბედნიეროდ, მისი ძმის შეხედულებებს ამასთან დაკკავშირებით არ იზიარებდა, ამიტომ თამამად ვუპასუხე.
- ხო, შესაძლებელია...
- ესე იგი კარგად გაერთე? - უფრო ჩამეძია.
- კი, - ტუჩზე ვიკბინე და სხვა თემაზე გადავიტანე საუბარი: - შენი საქმრო როგორ არის?
- მშვენივრად, - ხრიკმა გაჭრა და მამიდა იმ ავად გასახსენებელ წვეულებას აღარ მიბრუნებია. დივანზე ჩამომაჯინა და მომიყვა, როგორ გაუხარდა სტივენს, ცოლობაზე საბოლოოდ რომ დათანხმდა. უკვე რესტორანის დაჯავშნაც მოესწროთ. კარგი ამბავიც მაცნობა.
- თაფლობის თვეს რიოში გავატარებთ! - კლერს თვალები უბრწყინავდა.
- მართლა? - გავვოცდი მე. სტივენი მხოლოდ ბანკის ფილიალის თანამშრომელი იყო.
- აბა! ეს ჩემთვისაც მოულოდნელობა იყო... მაგრამ ისეთი სასიამოვნო!
- გილოცავ! - გადავეხვიე მამიდა, - კარგად გაერთობით!
- ხომ წარმოგიდგენია, რამდენ რამეს ვნახავთ!
- შემთხვევით რიოს კარნავალს ხომ არ დაამთხვევთ თაფლობის თვეს? - ვკითხე აღტაცებულმა. მამიდას ბედნიერება მართლა მიხაროდა.
- ზუსტად, - ეშმაკურად გამიღიმა მამიდამ, - და ამ დროს ბილეთები გაცილებით ძვირია...
- დარწმუნებული ვარ, მას ძალიან უყვარხარ, - ჩაფიქრებულმა ვუთხარი მე. მამიდა ბედნიერი იყო, ის ვიღაცას უყვარდა...
- ხო, ამაში დიდი ხანია დარწმუნებული ვარ, - კლერიც ფიქრებში ჩაიძირა, თითქოს რაღაც გარდასულს იხსენებსო.
- და შენც ყურებამდე შეყვარებული ხარ, - ფრთხილად შევაპარე მე.
- ხო, - მორცხვად გამიღიმა მამიდამ და თვალებში შემხედა. პირდაპირ ბრწყინავდა. გამეღიმა.
- ეს შესამჩნევია... უბრალოდ, თვალებში ჩახედვის დროსაც კი ჩანს.
- ნუთუ? - ეშმაკურად ჩაიცინა მან, - ჩემთვის სიყვარული ცოტა დაგვიანებული ხომ არ არის?
- არა, რას ამბობ, - თვალი ჩავუკარი მე, - როცა ადამიანს შეუყვარდება, ესე იგი მაშინაა დრო!
- ეჰ, მართალი ხარ... იქნებ ეს არის ნამდვილი სიყვარული, - მეოცნებე სახით გამომხედა მამიდამ, - როცა მუდამ გენატრება და მისი დანახვისას გული გიჩქარდება...
- ნუთუ? - ახლა ჩემი დრო იყო გაკვირვებისთვის.
- ხო... ბელა, შენ რა არასდროს გყვარებია? - არანაკლებ გაკვირვებით შემომხედა მამიდამ.
- იცი, სიმართლე გითხრა - არა, - ეს ამბავი ბევრმა არ იცოდა, მაგრამ ვინც საქმის კურსში იყო, ყველას უკვირდა. არადა მე ეს სულაც არ მაწუხებდა. მგონი, არ მაწუხებდა!
- რატომ? სიმართლეს ამბობ? - ყურადღებით შემათვალიერა მამიდამ.
- სიყვარული... ჩემთვის ზედმეტად რთული გრძნობაა. ეს ძალიან... როგორ გითხრა?... არაბუნებრივია... ჩემთვის. სიმართლეს გეუბნები, მამიდა, მაგრამ ამაზე ხშირად არ ვლაპარაკობ, - მართალია, ბოლომდე არ მითქვამს, რას ვგრძნობდი თვითონ „სიყვარულის“ მიმართ, მაგრამ რაც ვთქვი, ისიც ზედმეტი იყო ჩემნაირი გაუწონასწორებლისთვის. გულმა ისევ დაიწყო ჩქარა ბაგა-ბუგი.
- ალბათ მართალი ხარ... ახლა კი, მგონი სკოლაში წასასვლელად უნდა მოემზადო, - მამიდამ დროზე გაწყვიტა ჩვენი საუბარი. მე მადლიერი ღიმილით გადავხედე.
- ბელა, შენ ისეთი სასიამოვნო ადამიანი ხარ, - მამიდას ნათქვამმა შემაკრთო, - ძალიან გავხარ ჩარლის... თუმცა ერთი მხრივ ცუდია, გულთან ყველაფერი ახლოს რომ მიგაქვს.
მე თავი შავქინდრე. მამას ყველა მამსგავსებდა. მამიდამ ჩემი მოწყენა შეამჩნია და თავი ამაწავინა.
- ბელა, გეყოფა! წადი, მოემზადე!
კლერმა მაკოცა და ჩემამდე თვითონ ადგა. მეც უხალისოდ გავყევი, გამოსაცვლელად ოთახში და შემდეგ დასაბანად აბაზანაში შევედი. საუზმე სწრაფად ვჭამე და სახლიდან გავედი. ღამით რაილი დამესიზმრა. ის მემუქრებოდა... რაც არ უნდა მეცადა, ამაზე ფიქრს თავიდან ვერ ამოვიგდებდი. რაილი ჩემი ახალი ღამეული კოშმარი იყო!
სახლიდან გავედი და ჩემი პიკაპი დავინახე თუ არა, სევდა ცოტა შემომსუბუქდა. ეს მანქანა განსაკუთრებით მიყვარდა. მართალია, ცოტა დანჯღრეულიც იყო და ერთი შეხედვით ჯაბახანა გეგონებოდათ, მაგრამ მე მაინც მომწონდა. პიკაპის სალონში ყოველთვის სითბო და სიმშვიდე სუფევდა. გზას ნელა გავუყევი. მალე სკოლაც გამოჩნდა. მანქანა სადგომზე გავაჩერე და უაზროდ ვიყურებოდი წინ. ერთ-ერთი პირველი მოვსულვარ. ლიტერატურის წიგნი ამოვიღე და თავის შესაქცევად გაკვეთილის კითხვა დავიწყე, მაგრამ გული ვერაფრით დავუდე. სკოლის ეზოში უკვე მოსწავლეები გროვდებოდნენ. მეც წიგნი ჩანთაში ჩავდე და მანქანიდან გადავედი. ელისი ყოველთვის სკოლის შესასვლელთან მელოდებოდა ხოლმე და ახლაც, მისი დანახვა არ გამკვირვებია. სახეზე კარგად რომ დავაკვირდი შეშფოთებული მზერა შევამჩნიე, ეს კი ნამდვილად გამიკვირდა. ელისი, სანამ მივუახლოვდებოდი, ადგილზე ნერვიულოდ ცქმუტავდა. სანამ მივიდოდი, თვითონ გამოიქცა და ჩამეხუტა.
- ბელა! - ხმა უთრთოდა, - მაპატიე... მაპატიე! მაპატიე! მაპატიე!
- ელის, რა დაგემართა? - მისი ხელებიდან თავი გავინთავისუფლე და ინტერესით შევხედე. სანამ მიპასუხებდა, ყველაფერს მივხვდი... ალბათ ედვარდმა უამბო, რაც გუშინ მოხდა და ელისი ფიქრობს, რომ დამნაშავეა, წვეულებაზე წასვლას რომ მთხოვდა.
- მე... მე არ უნდა დამეძალებინა...
- არა! - გავაწყვეტინე გოგონას. ელისი თვალს ძლივს მისწორებდა. - ელის, შეწყვიტე. არაფერი მომხდარა, გესმის? არ ვიცი, რა გიამბეს... მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი კარგად დამთავრდა.
- ნუ ამბობ, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა, - აღშფოთდა ელისი, - სიტუაციის გამუქება არასოდეს მიყვარდა, მაგრამ ეს სულ სხვა ამბავია, ბელა... საკუთარ თავს ვერ ვაპატიებდი, რამე რომ მოგსვლოდა!
- მაგრამ არაფერი მომივიდა, - ავღნიშნე მე და სანამ კიდევ შემომედავებოდა, დავამატე: - ასე რომ ძალიან გთხოვ, შენი თავის დადანაშაულება შეწყვიტე. ის, რაც მოხდა, მხოლოდ ჩემი გულუბრყვილობის ბრალია და თუ შენ იმას იტყვი, რომ რადგან ძალიან გინდოდა ჩემი იქ ყოფნა და ამიტომ...
- აჰ, არა, ბელა, - გამაწყვეტინა ელისმა და თავი გააქნია. - რა თქმა უნდა, იმაშიც დიდი წვილილი მიმიძღვის, რომ იმ წვეულებაზე წაგათრიე... მაგრამ მთლად ეს არ მიგულისხმია, როდესაც პატიებას გთხოვდი.
- აბა? - ვკითხე გაკვირვებით.
- მე შენ ყურადღება ვერ მოგაქციე, ბელა!
- კარგი რა, - ისტერიკულად გადავიხარხარე, - შენ ჩემი ძიძა ხომ არ იყავი?!
- არა, მაგრამ მე უნდა შემეჩერებინე, როდესაც იმდენს სვამდი...
- როგორც მახსოვს, შენ ეს ერთხელ სცადე, - დავამშვიდე მე, - ელის, ძალიან გთხოვ, იმაში თავს ნუ ადანაშაულებ, რაშიც ყველაზე ნაკლებად მიგიძღვის ბრალი.
- ხო, ვცადე შენი შეჩერება, - ელისმა ჩემს სიტყვებს ყურადღება არ მიაქცია, - მაგრამ დარბაზში ვიღაცამ დიდი ნათურა გატეხა და იქ გავვარდი. მერე შენ რომ გამახსენდი, უკვე წასული იყავი, - ელისი შეყოვნდა, მაგრამ მე არაფერი მითქვამს, ამიტომ ისევ მან განაგრძო: - მერე ედვარდი მოვიდა. მითხრა რაც მოხდა და ის რომ სახლში წაგიყვანა.
ამოვიხვნეშე და დანანებით შევხედე ჩემს მეგობარს.
- იცი, მეც უნდა გთხოვო პატიება, - დავიწყე მე.
- რატომ? - ელისმა გაოცებული სახით შემომხედა.
- შენი კაბა და...
წინადადება ვეღარ გავაგრძელე, იმიტომ რომ ელისმა პირზე ხელი ამაფარა.
- არც გაბედო! - მითხრა და მოჭუტული თვალებით შემომხედა, - არც გაბედო კაბის გამო ბოდიშის მოხდა!
- კი, მაგრამ...
- არანაირი მაგრამ, ბელა! ეს შენი ბრალი არ არის!
- რომ არა ჩემი გულუპრყვილობა, ესე არ მოხდებოდა, - დანანებით ჩავქინდრე თავი. ამასობაშიც ზარიც დაირეკა. მოზარდები სკოლის შესასვლელებს მიაწყდნენ.
- ვერ კი წარმოვიდგენდი, - დაიწყო ელისმა და სკოლაში შევედით. - რაილი ეგეთ რამეს თუ იკადრებდა... გითხარი, რომ ის ჩვენი ნათესავია?
- არა, არ გითქვამს, - ვუთხარი ელისს. როგორც ჩანს, ედვარდს არ უთქვამს ვიქტორიაზე. მაშინ ელისი უფრო საშინლად გამოხატავდა თავის აზრს რაილზე.
- დედაჩემის ბიძაშვილის შვილია... ერთად ვიზრდებოდით ამერიკაში. ძალიან კარგი ბავშვი იყო. ედვარდს რომ ვუყვები, არ სჯერა.
- რა არ სჯერა? - უცებ ვერ მივხვდი თუ ერთად იზრდებოდნენ, ედვარდისთვის რაიმეს მოყოლა რა საჭირო იყო.
- რომ კარგი ბიჭი იყო, - ელისმა დაბნეული სახით გამომხედა, მერე კი, თითქოს რაღაცას მიხვდაო, ჩაეღიმა. - შენ არ იცი, რომ მე და ედი ღვიძლი დედ-მამიშვილები არ ვართ?
უარყოფის ნიშნად თავი გავაქნიე და მისკენ მივბრუნდი, კარგად რომ გამეგო კალენების ამბავი.
- მე და ემეტი, - დაიწყო ელისმა, - ღვიძლი და-ძმა ვართ... რამდენიმე წლის წინ, დედამ კარლაილი გაიცნო. რაღაც კონფერენცია იყო და კარლაილი გამოდიოდა. ესმე კი მის გამოსვლას აშუქებდა. მოკლედ, გაცნობიდან რამდენიმე თვეში დაქორწინდენ. მას უკვე ყავდა შვილი - ედვარდი. ჩვენც შევუერთდით და ასე გავხდით სამი და-ძმა!
- არ ვიცოდი, - ჩავილაპარაკე მე.
- ხო, ეს არავინ არ იცის...
- და მეც არ ვაპირებ, ვინმეს ვუთხრა, - ღიმილით დავაბოლოვე მე.
- ეს არ მიგულისხმია, - გაეცინა ელის, - მაგრამ მაინც კარგია.
ასეთ ლაპარაკში ვიყავით, როცა გაკვეთილზე შევედით. მომეჩვენა, რომ ელისი ხანდახან ფრთხილად გამომხედავდა, მაგრამ თქმით კი არაფერი უთქვამს. ეს კარგიც იყო. 22 მოსწავლის და ერთი მკაცრი მასწავლებლის თანდასწრებით იმაზე ლაპარაკი არ მინდოდა, რაც ელისს აიძულებდა ეჭვის თვალით შემოეხედა. მე მართლაც აღელვებული ვიყავი იმ ღამის შემდეგ, რომელმაც გამომაფხიზლა და ნამდვილად ვცდილობდი ამის დამალვას. ელისს კი, როგორც ჩანს, ეს არ გამოპარვია. რას იზამ... როცა ასეთი დაკვირვებული მეგობარი გყავს, თავის დაძვრენაზე ფიქრიც კი ამაოებაა.
მეორე გაკვეთილი ერთად არ გვიტარდებოდა, ამიტომ ელისი მხოლოდ ღიმილით გამშორდა და პირველი სართულის ფოიეში მარტო დამტოვა. საუბარი ალბათ ლანჩის დროს შედგებოდა. მართლა მინდოდა მასთან გულახდილად ლაპარაკი და იმის გამოკითხვა, თუ რა და როგორ უამბო ედვრადმა. სიმართლე რომ ვთქვა, წესით ეს მისი ძმისგან უნდა გამეგო, მაგრამ სკოლაში ხეტიალისას ვერსად მოვკარი თვალი, ამიტომ ვიფიქრე, სადმე გაკვეთილზე იქნება-მეთქი და მიუხედავად ამ გამართლებისა, მაინც გულდამძიმებული შევედი მისტერ ბერტის გაკვეთილზე. ჩემი ადგილი დავიკავე და მასწავლებელს ისე ვუყურებდი, რომ მისი მონოტორული საუბრიდან მხოლოდ ძალიან ხმამაღლა წამოძახებული სიტყვები მესმოდა. გაურკვეველ მდგომარეობაში ვიყავი, მაგრამ უფრო საკუთარ თავთან, ვიდრე გარშემო მყოფებთან. რაღაცას ველოდებოდი, მაგრამ რას - ვერ ვხვდებოდი. თუმცა, ამაზე თავის სატეხად ბევრი არ მიწვალია...

^^^

ბიჭი ისევ სწრაფად მართავდა მანქანას, როგორც მაშინ თანამედროვე „Offal Court”-ისკენ რომ მიდიოდა. უცებ სასაფლაოს შესასვლელთან მკვეთრად დაამუხრუჭა. საჭეს ხელი დაარტყა და ამოიკვნესა. გული სულ აქეთკენ მიუწევდა, მაგრამ აქ მოსულს, ყოველთვის მერყეობა ეტყობოდა. გადმოსულიყო მანქანიდან თუ არა? კარები სწრაფად გააღო, ყვავილებს ხელი დაავლო და ჭიშკარში გაუჩინარდა. უკვე აღარ მერყეობდა... ამ ეტაპის დაძლევის შემდეგ თავისუფლად მიაბიჯებდა დედის საფლავისკენ. აი, ისიც გამოჩნდა... ულამაზესი ასული მკრთალად გამოეკვვეთად შავ ქვაზე. მან მოწიწებით დადო თაიგული ქვის გვერდზე და ჩაიმუხლა. გამალებული ფიქრობდა, როგორც ყოველთვის:
„ზუსტად ხუთი წელი შესრულდა იმის მერე... მართალია, ამდენი დრო გავიდა და ბევრმა წყალმაც ჩაიარა, მაგრამ იმ დროს იმდენად ძლიერი ემოციები მივიღე, რომ ყველა წვრილმანი მახსოვს. თითოეული დეტალი... ეს ამაზრზენია, მაგრამ სხვადასხვა ხერხებით ცხოვრება ისევ მახსენებს იმ ღამეს, რომლიდანაც ჩემი უბედური სიცოცხლის ათვლა დაიწყო. ახლაც, როდესაც აქ ამოვდივარ და იმ მიწას დავყურებ, რომლის ქვეშაც დედაჩემი განისვენებს, ცხადად მიდგება თვალწინ მისი სახე, როდესაც წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდა, რათა გააფთრებულ კაცს მისთვის არაფერი დაეშავებინა. იმ კაცს მე ხუთი წელია მამას აღარ ვუძახი...
მახსოვს, შუაღამე იყო. მე ჩემს ოთახში ვიჯექი და ფანჯრიდან ვუყურებდი, როგორ ნაზად არხევდა სიო ნეკერჩხლის ფოთლებს. მაშინ 14 წლის ვიყავი და ვვოცნებობდი...( რა მნიშვნელობა აქვს რაზე?! ახლა, მართლა არანნაირი. რა სურვილიც მქონდა, ყველაფერი ავისრულე. დაუფიქრებლად ვაკეთებ იმას, რაც მინდა და ვერც ვერავინ ვერ მიშლის...!) უცებ სახლთან დედაჩემის მანქანა საოცარი სისწრაფით მოვარდა. ის ავტომობილს არასოდეს ატარებდა ჩქარა, ამიტომ გაკვირვებული, ფანჯარას მოვშორდი და კიბეებს ჩავუყევი. დედაჩემი სახლში გაფითრებული შემოვარდა. სახე ალეწილი ჰქონდა და შეშლილივით იყურებოდა. ვკითხე, რა დაგემართა-მეთქი, მაგრამ ხმა არ გამცა. ყოველთვის თბილად მექცეოდა, მაგრამ იმ დროს უხეშად ჩამომიცილა გზიდან და თავისი ოთახისკენ დაიძრა. მე უკან გავეკიდე... ვერ ვხვებოდი, რა სჭირდა. ბოლოს შუადღით ვნახე, როცა სკოლიდან წამომიყვანა და ჩვეულებრივად გამოიყურებოდა. ეჰ, მაშინ რომ მცოდნოდა ის, რაც ახლა ვიცი... ოთახის კარები დაკეტილი დამხვდა. დავაკაკუნე, მაგრამ არ გაუღია. დედა საშინლად ქვითინებდა და ვიღაცას ტელეფონით ელაპარაკებოდა.
- არა... არა, არა! - ყვიროდა ის და თან ცრემლებიც ახჩობდა, - მოშორდი მაქედან! სადღაც უნდა გადაიკარგო... არა, რატომ არ გჯერა?! ის ყველგან გიპოვის... არ იცი, რა სასტიკია, ის ორივეს მოგვკლავს!
ადგილზე გავშეშდი. ნერვულმა კანკალმა ამიტანა. მეგონა, თავის ქმარს ელაპარაკებოდა და ვერც კი წარმოვიდგინე, რა შარში უნდა გახვეულიყვნენ ჩემი მშობლები. მთელი ცხოვრება წყნარად, თითქმის იდეალური ოჯახივით ვცხოვრობდით ერთ ჭერ ქვეშ და უცებ მივხვდი, რომ ამ სახლის სახურავი ინგრეოდა. კარებზე ვაბრაახუნებდი, დედას ვთხოვდი, რომ შევეშვი. ბოლოს ის გარეთ გამოვიდა. სახეზე მკვდრის ფერი ჰქონდა, თმები სულ აეწეწა და ხელში... მას ხელში ჩემოდანი ეჭირა!
- დედა, რა ხდება? - სადღაც შორიდან მომესმა ჩემი ხმა, - სადმე მივდივართ?
- მე... მე მივდივარ, ძვირფასო, - ჩურჩულით მითხრა ელისაბეტმა.
ადგილზე გავშრი. ეს „გამგზავრება“ სულაც არ გავდა იმას, მივლინებაში რომ მიდიოდა ხოლმე... დედაჩემს ჩემი პასუხისთვის არ დაუცდია, ზურგი მაქცია და წავიდა. მე ვერ გავეკიდე. მუხლები ამიკანკალდა... სანამ კიბეებთან მივიდოდა, შემომხედა. სახეზე ტანჯვა ეწერა. არ ტიროდა, მაგრამ მდუღარე ცრემლები მთელ სახეს უნამავდნენ... როგორღაც მივუახლოვდი და თვალებში ჩავხედე. მისი მწვანე თვალებში ის დავინახე, რაც არასოდეს არ უნდა დამენახა. გული მომიკვდა... დედა მემშვიდობებოდა. ხელით ლოყაზე მივეფერე და ჩუმად ვთხოვე აეხსნა, რა ხდებოდა. დედა ლაპარაკის დასაწყებად ემზადებოდა, როცა მანქანის მკვეთრი დამუხრუჭების ხმა გაისმა.
- არა! - დაიყვირა დედამ, - არა! მიდი, შენს ოთახში ჩაიკეტე და არ გამოხვიდე. სწრაფად წადი! რაც არ უნდა მოხდეს, იქედან არ გამოხვიდე! წადი! - დედა ჩემი ოთახისკენ მიბიძგებდა ხელს, ძალით წამათრია. კარებთან ვიყავი, მისი (ფიქრებშიც კი ვერ წარმოვთქვამ მის მიმართ „მამას“) ხმა რომ გავიგონე, თუმცა თავიდან ვერ მივხვდი, ვინ იყო. მომეჩვენა, რომ კარში დევკაცი შემოვარდა და უბრალოდ უმაღლეს ხმაზე ღრიალებდა დედაჩემის სახელს.
- ელიზაბეტ! ელიზაბეტ! ელიზაბეტ!
დედაჩემმა სწრაფად გამიშვა ხელი და თავის ოთახში შეიკეტა. გავიგონე, როგორ გადარაზა კარი. აქამდე ჩემს მშობლებს უბრალო, ხმამაღალი სიტყვაც კი არ წამოსცდენიათ ერთმანეთის მიმართ და ამ მდგომარეობამ საშინლად შემაშინა. კარგად მახსოვს, როგორ ამიტანა ცახცახმა, მაგრამ ადგილიდან ფეხი არ მომიცვლია. ის გააფთრებული ამოვარდა კიბეებზე და მე მომვარდა.
- სად არის? - მაგრად შემანჯღრია. სახეზე საშინელი სისასტიკე ეწერა. ეს არასოდეს არ დამავიწყდება... რაც არ უნდა წლები გავიდეს და რაც არ უნდა მოხდეს, იმ გამომეტყველებას ვერაფრით დავივიწყებ. ერთ დროს კაცი, რომლესაც მე მამას ვეძახდი, შეუბრალებლად მანჯღრევდა და გამაყრუებელი ხმით მიყვიროდა.
- მითხარი სად არის ის კახპა? უნდა მოვკლა... ვერ დამემალება!
უცებ ხელი გამიშვა, მე მოცელილი დავეცი იატაკზე. კაცი თავის ოთახთან მივიდა.
- ელიზაბეტ! გიბრძანებ კარი გააღო! მაინც შემოვამტვრევ... ელიზაბეტ! - აბრახუნებდა ის და ცოფებს ყრიდა, - ან გააღებ, ან მე ვიცი, შენს ნაბიჭვარს რასაც ვუზამ! გააღე-მეთქი!
სუნთქვა შემეკრა... ისევ იატაკზე ვეგდე, მაგრამ წამოდგომას ვერ ვახერხებდი. ის არ ხუმრობდა, როცა ამბობდა, მოგკლავო... ეს მის თვალებში წავიკითხე, როდესაც ურჩხულივით მიყურებდა. მოულოდნელად კარის საკეტმა გაიჩხარუნა. ამან კაცი გააკვირვა, მაგრამ არ დაბნეულა და წიხლის კვრით შეარო კარები.
- ის შენი შვილიცაა, - მტკიცედ გამოცრა დედაჩემმა, - შენ მას არაფერს დაუშავებ. ეს მხოლოდ ჩვენ ორს გვეხება!
გავიგონე, როგორ წამოიკივლა დედაჩემმა. სწორედ ამ დროს ლარნაკის მსხვრევის ხმა გაისმა.
- როგორ გაბედე? - ღრიალებდა კაცი.
- ყველაფერი შენი ბრალია! შენ გამაცანი მე ის... შენ მოგყავდა სახლში და ამის მერე მთხოვ აგიხსნა, როგორ გავბედე? - უკვე დედაჩემიც ყვიროდა, - ურჩხული ხარ...
- მხოლოდ იმიტომ არ მოგკლავ, - ბრდღვინავდა ადამიანის ფორმის სატანა, - რომ ეს შენთვის შვება იქნება. მე ვიცი, რაც უნდა გიქნა, - გესლიანად წარმოთქვა და სწრაფად გამოვარდა გარეთ. ამღვრეული თვალები მომანათა და ჩემს ოთახში ძალით შემათრია. კარებს გასაღები გამოაძრო და შიგნიდან ჩამკეტა. კარებს ვაწვებოდი, გაღება მინდოდა. ვიცოდი, რომ დედას რაღაცას დაუშავებდა და უნდა მეშველა. სადღაც მეორე გასაღებიც მქონდა, მაგრამ ვერსად ვპოულობდი. უჯრები გადავქექე, მაგრამ სანამ მოვრჩებოდი გასაღებს ვიპოვიდი, ისეთი რაღაც შემომესმა, რომ ადგილზე გავქვავდი, მერე ჩავიკეცე და ავქვითინდი... კივილის ხმა ტანში მზარავდა.
- ხელი გამიშვი, გთხოვ! შემეშვი, - დროდადრო ღრიალებდა დედაჩემი. ეტყობა პირს უკრავდნენ და ამიტომ მესმოდა მისი ხმა ნაწყვეტებად.
- შენ თუ გაქვს უფლება, მე რატომ არ მაქვს, - ყვიროდა ქალი.
ოთახი დატრიალდა და კედლები აზანზარდა. სამუდამოდ... სამუდამოდ განადგურდა ის, რასაც ადრე „ოჯახი“ ერქვა! გონზე როგორღაც მოვედი და გასაღებიც ვიპოვე. მოზღვავებულმა ადრენალინმა გონება გამინათა და გამახსენდა, ფანჯარასთან მყოფი, ხელში როგორ ვათამაშებდი. იქ დამიტოვებია...
ჩემი მშობლების კართან შევდექი. საჭირო არაა ვთქვა ან თუნდაც გავიფიქრო, რა დავინახე. ეს სურათი სამი წლის განმალობაში, ყოველღამე მესიზმრებოდა და იმის შემდეგ, რაც მისგან თავი დავიძვრინე, გახსენებას ვერიდებოდი.
- გაჩერდი! - სისინით წარმოვთქვი. კაცი უხმოდ გავარდა ოთახიდან და სახლში მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ დაბრუნდა... დედა კი... ის უმწეოდ ეგდო საწოლზე და თვალს ვერ მისწორებდა. მეც თვალს ვარიდებდი.
- მაპატიე, - წაიდუდღუნა მან, - შენ ეს არ უნდა გენახა...
- მაგრამ ვნახე, - გავაწყვეტინე მე. მიუხედავად იმისა რაც მოხდა, ხმა მტკიცე და ამასთანავე თბილი მქონდა. სხვაგვარად დედას ვერ მივმართავდი, - ამას ვერ შეცვლი.
- მაპატიე...
- შენ არაფერს შუაში ხარ. ის ნაძირალაა დამნაშავე! - ბოღმა მომასკდა.
-ის მამაშენია!
-ასე ნუ უწოდებ, - საბოლოოდ გავცხარდი და ოთახში გავბრუნდი. დედის ყურებაც აღარ შემეძლო...
იმ ღამეს, მხოლოდ გამთენიისას ჩამეძინა. შემდეგ დღეს მოუთმენლად ველოდი, თუმცა შიშთან ერთად ბრაზიც მერეოდა. გამოღვიძებულს ხელისგულის ქვეშ პრიალა ქაღალდი მედო. გულისფანცქალით გადავშალე დედაჩემის ხელნაწერი.




შეტყობინება შეასწორა stupid_l@mb - პარასკევი, 2010-09-24, 7:21 PM

♥---♥თარიღი: პარასკევი, 2010-09-24, 7:23 PM | შეტყობინება # 197
<<>
44
11  +
61  ±
   ±
Offline
„ძვირფასო,_მწერდა ის,-ვიცი, რომ ჩემი საქციელით შენ დიდ ტკივილს მოგაყენებ, მაგრამ მჯერა, რომ არა იმდენს, რამდენიც გუშინ იგემე. ჩემი დარჩენა იმ ადგილას, სადაც ერთ დროს ერთ ოჯახად ვცხოვრობდით, შეუძლებელია. ვიცი, რომ ამით დაგტანჯავ... მაპატიე! მე და მამაშენი ერთად ვეღარ ვიცხოვრებთ... ამას დიდი ხნის წინ მივხვდი, მაგრამ ოჯახის შენარჩუნების გამო, გადამჭრელი ზომები არ მივიღე. არადა თურმე ჯობდა, რომ მაშინვე წავსულიყავი როდესაც გავიგე, რომ მამაშენს აღარ ვუყვარდი და მეტიც... ის მღალატობდა! ამას იმიტომ არ გეუბნები, რომ ის დაადანაშაულო, ან რამე ცუდი იგრძნო მის მიმართ. შენ ჭკვიანი ხარ და ვიცი, სიტუაციიდან სწორ დასკვნას გამოიტან. უფრთო ანგელოზი არავინაა და მათ შორის არც შენი დედა. შეცდომებს ყველა უშვებს, მაგრამ ზოგს მათი გამოსწორება აღარ შეუძლია... ალბათ მიხვდი, რომ მეც მყავდა ვიღაც. მყავდა იმიტომ, რომ ჩემი ქმრისთვის სამაგიერო გადამეხადა! ბოღმა ჩამეხრჩო! ამაში ორივე ვართ დამნაშავე, მეც და მამაშენიც. ხოლო როდესაც მე მივდივარ და შენ მასთან რჩები, გთხოვ, ისევ ისე მოეპყრო მას, როგორც ორი დღის წინ. მაშინ ხომ ჯერ კიდევ მოსიყვარულე ოჯახი გვერქვა!
ძალიან უპასუხისმგებლოდ მივიქეცი და შეცდომა დავუშვი, მაგრამ არ ვნანობ ჩემს საქციელს. ამას ახსნა აქვს... თუმცა ვწუხვარ, რომ ჩემმა პატარამ ეს გაიგო. ცხოვრება ომია და შენც უკვე უნდა შეეჩვიო იმ აზრს, რომ ამქვეყნად მარტივი არაფერია... წარმავალია ბედნიერება და მუდმივია შიში, რაც არ უნდა გულადად მიგაჩნდეს თავი. მე გთხოვ მაპატიო, იმიტომ რომ დედაშენის გახსენებისას, მის მიმართ სითბოთი განეწყო. შენს ადგილზე, შეიძლება მე არ მეპატიებინა ჩემი მშობლისთვის მსგავსი საქციელი, მაგრამ შენ ხომ მე არ მგავხარ... საბედნიეროდ - არც მამაშენს! ხშირად მითქვამს, რომ შენი ბაბუის ასლი ხარ. ისიც შენსავით კეთილგონიერი და დიდსულოვანი იყო. ბავშვობიდან გამჩნევდი მის თვისებებს. შესძლებ გამიგო? ვალდებული არ ხარ, მაგრამ მე მაინც ვცდი, კითხვის დასმას... პასუხს ვერ გავიგებ, მაგრამ მთავარი ეს არ არის. მე ისედაც ტანჯვა მიწერია. მთავარია შენ არ იგრძნო თავი ცუდად. არც გაბედო! ვიცი შენი გულის ამბავი... მე ხომ დედაშენი ვარ და სწორედ ამიტომ გთხოვ, რომ მახსოვრობიდან საერთოდ წაშალო გუშინდელი დღე. გთხოვ... გევედრები!
ვწუხვარ, რომ ასეთ დროს მიწევს შენი მიტოვება. შენ ჯერ თოთხმეტი წლის ხარ და დედა ისევ გჭირდება. არ შეშინდე, იმიტომ რომ შეიძლება ვცდები. შენ სხვებს არ გავხარ და მარტოც გაიკვლევ გზას! ნუ იფიქრებ, რომ ყველა დედას თავისი შობილი სრულყოფილი ჰგონია... მე სიმართლეს ვამბობ! ყველა დამეთანხმება, ვინც კი მაგ უძირო თვალებში ჩაგხედავს, ახლა მალულად რომ იცრემლება... იტირე, შვილო! იტირე! გულზე მოგეშვება და კაეშანს მოიცილებ. დიდი შვებაა ტირილი და მხოლოდ იმიტომ არ უნდა შეიკავო თავი, რომ ვაჟკაცი გქვია! არადა ხომ ვიცი, რომ იშვიათად ტირიხარ... უფრო მეტიც, ბოლოს მაშინ იტირე, როცა 8 წლისას ლეკვი მოგიკვდა! შენ შეუდარებელი ხარ, ძვირფასო, იმიტომ რომ ამდენი წლის მერე, თავს არ იკავებ გრძნობების დასამალად. ეს არც გჭირდება... არ არის საჭირო, თავი აიძულო არ იცინოს ან არ იტიროს. ნუ იქნები გულჩათხრობილი. წინ საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება გელის და შენი მშობლების უპასუხისმგებლობას მას ნუ დაანგრევინებ! მე შენ მიყვარხარ! ერთადერთი ხარ, ვისაც ამ სიტყვებს გულწრფელად ვეუბნები... ჩემთვის ყველაფერი ხარ და იცოდე, როცა მოგენატრები, ამ წერილს დახედე. მე სამუდამოდ ამ ფურცელზე დავრჩები... არ მომძებნო, მშვიდად იცხოვრე!
სიყვარულით ის, ვისაც ამქვეყნად სიცოცხლეზე მეტად უყვარხარ!“

მე ეს წერილი ზეპირად არ წამიკითხავს, განა იმიტომ, რომ არ ვიცი... უბრალოდ, ახლაც ხელში მიჭირავს... მართალია, ქაღალდი ცოტა გაცვეთილია, რადგან დრო ყველაფერს ცვეთს, მაგრამ მას ისევ ასდის ის სურნელი, რასაც ბავშვობაში ხარბად შევისუნთქავდი ხოლმე დედის ჩახუტებისას. დედამ მთხოვა არ მეძებოო, მაგრამ ყოველთვის ჯიუტი ვიყავი. დედა! დედა! ოთხი წელი იმიტომ გეძებდი, რომ ჩემთვის ერთი სიტყვა გეთქვა და მერე დამესაფლავებინე?! ნუთუ არ მოგენატრე? რას ვამბობ... მე ხომ ვხედავდი, როგორ შემომანათებდაი მწვანე თვალებს, როცა დამინახავდი. ყოველთვის სიცოცხლით სავსე იყავი, მაგრამ ავადმყოფობა მაინც ადვილად მოგერია. მოერია შენს სხეულს, მაგრამ სულს და თვალებს ვერაფერი დააკლო.
მართალია, ბევრი თხოვნა ვერ შეგისრულე, მაგრამ მგონი შენ ისედაც იცოდი, რომ მე ისევ ვერ მოვიქცეოდი, როგორც წერილში მომწერე. გულჩათხრობილი... თავშეკავებული... მეოცნებე და შეიძლება ჯიუტიც - ეს ჩემი ნამდვილი სახეა. როგორი ვარ სხებთან, ეს არაა საჭირო იცოდე. მეც კი არ მინდა ამის გახსენება...
საფლავს თვალი მოვწყვიტე და აშრიალეებულ ჭადრებს ავხედე. ლურჯი ცა უჩვეულს კრიალებდა. ნუთუ ზემოდან მიყურებ? მხედავ და გესმის ჩემი? თუ გესმის მინდა ვიყვირო... ვიყვირო ისე ხმამაღლა, რომ ოკეანეში ალბატროსებმა შიშისგან ფრები ააშხუილონ და დროზე ადრე გაფრინდენ ნავსადგომისკენ! მინდა ვიყვირო, რომ მიყვარხარ და რომ მჭირდები! სანამ ჩემი გული ძგერს, მე ყოვლთვის მემახსოვრები, ელიზაბეტ! ყოველთვის მემახსოვრები, იმიტომ რომ შენი წყალობით ვვარსებობ... იმიტომ რომ ჩემი დედა ხარ! იმიტომ რომ, უბრალოდ, სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ... მიყვარხარ, დედა!“



Takoთარიღი: პარასკევი, 2010-09-24, 10:05 PM | შეტყობინება # 198
I'll hide from the world, bihind a broken frame
813
37  +
   ±
Offline
vaimeee dikoo, biggrin ar vicodi aseti intrigani bavshvi tu ikavi, shen ra xar mokled raaa... droze gvitxari ra xdeba, davitanjet xalxiii.... biggrin vaime exla ar mitxra rom es bichi edwardia, edos dedas xo elisabethi erkva da imitom gamovitan eseti daskvna... biggrin
sheni naweri saertod ar gavss 16 wlis bavsvhivis nawers, ar mgonia rom bavshvis nawersvkitxulobde, shen ukve chamoyalibebuli adamiani xar, ganatlebuli da dzalian nichierii!!! yochag yochag! kiss kiss kiss
Quote (♥---♥)
რომ ოკეანეში ალბატროსებმა შიშისგან ფრები ააშხუილონ და დროზე ადრე გაფრინდენ ნავსადგომისკენ!

es chamrcha, momewona , kargi mofikrebaa... biggrin ragac isetia raaa... (miyvars albatrosebi) biggrin :D



Oooh, baby I've been flying...Mama, there ain't no denyin'

saaaliთარიღი: კვირა, 2010-09-26, 7:14 PM | შეტყობინება # 199
Life sucks either way
990
39  +
85  ±
   ±
Offline
rogorc yvela esec ganumeurebeli tavi iyoo... yvela erti-meoreze uketesiaa wacko wacko ai martlac ar gavs bavshvis nawers biggrin biggrin esee gaagrdzele dzalian magari iyooo love love love love

www.caribbeanpirate.ucoz.com

www.gossipgirl.ucoz.org

kristenთარიღი: კვირა, 2010-09-26, 9:32 PM | შეტყობინება # 200
ForevEr YoUnG
513
88  +
   ±
Offline
diiiiik umagresia, martla intrigani xar, dzalian magari tavia... ai martla geubnebi ver warmoidgen rogori mondomebit velodebi shemdeg tavs, damaintrige biggrin lol she sazizgaro biggrin kiss



შეტყობინება შეასწორა kristen - კვირა, 2010-09-26, 9:32 PM

sweetmarikaთარიღი: ორშაბათი, 2010-09-27, 7:48 PM | შეტყობინება # 201

37
6  +
20  ±
   ±
Offline
genialuria lips lips kargi iqneboda qartul veb-portalshi bevri iyos aseti saiti da shennairi avtorebi

Love is always patient and kind. It is never jealous. Love is never boastful or conceited. It is never rude or selfish. It does not take offense and is not resentful."

sofkaთარიღი: ოთხშაბათი, 2010-10-13, 2:48 PM | შეტყობინება # 202
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline
vaimeee dikooo! she nichiero shenaaa biggrin dzaan momewona, yochagi gogo xar kiss kiss kiss shemdeg tavs velodebit yvela rolleyes

ჩემი ფიკი ==>სიყვარულით დაბრმავებული


[

DiiiK♥თარიღი: ოთხშაბათი, 2010-10-13, 4:06 PM | შეტყობინება # 203
You're just too good to be true ...
1004
113  +
   ±
Offline
sofka, sweetmarika, kristen, saaali, Tako, ჩემო კარგებოოოოო :* :* :* ნუ, პირდაპირ არ ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადოთ!!! გაიხარეთ!!!!!!!!!!!!!!! უუუღრმესი მადლობაააა!!!! :* :* :* :* ყველანი ძალიან საყვარლებიი და კარგები ხართ, მაგრამ დავიჯერო მართლა მოგწონთ რასაც ვწერ?! : O
ხოოოო... ინტიგანი ვაარ : D მაგრამ ვცდილობ ზღვარს არ გავცდე : D



sofkaთარიღი: ოთხშაბათი, 2010-10-13, 4:32 PM | შეტყობინება # 204
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline
Quote (stupid_l@mb)
ყველანი ძალიან საყვარლებიი და კარგები ხართ, მაგრამ დავიჯერო მართლა მოგწონთ რასაც ვწერ?! : O

gogooo eg meored ar ikitxo! momwons ki ara gadareuli var qali biggrin yovel axal tavs moutmenlad velodebi. arachveulebrivad wer da es araertma gitxra ukve, ase rom cota tavdajerebulic gaxdi happy kiss kiss kiss


ჩემი ფიკი ==>სიყვარულით დაბრმავებული


[

DiiiK♥თარიღი: ოთხშაბათი, 2010-10-13, 4:45 PM | შეტყობინება # 205
You're just too good to be true ...
1004
113  +
   ±
Offline
Quote (sofka)
gogooo eg meored ar ikitxo! momwons ki ara gadareuli var qali yovel axal tavs moutmenlad velodebi. arachveulebrivad wer da es araertma gitxra ukve, ase rom cota tavdajerebulic gaxdi

love love love love უუურრმესი მადლობაააოოო :* :* :* ოოო, აი ათიანში მოარტყი ჩემს თავდაჯერებულობასთან დაკავშირებიით biggrin



kristenთარიღი: ოთხშაბათი, 2010-10-13, 7:27 PM | შეტყობინება # 206
ForevEr YoUnG
513
88  +
   ±
Offline
stupid_l@mb, deda gogo shemdegi tavi rodis iqneba? biggrin biggrin biggrin ki dik martla dzalian momwons rasac wer :*


Takoთარიღი: ოთხშაბათი, 2010-10-13, 11:14 PM | შეტყობინება # 207
I'll hide from the world, bihind a broken frame
813
37  +
   ±
Offline
stupid_l@mb, rogor fikrob aba, amdeni seriozuli xalxi gegadavebit? biggrin :*******


Oooh, baby I've been flying...Mama, there ain't no denyin'

DiiiK♥თარიღი: ხუთშაბათი, 2010-10-14, 0:07 AM | შეტყობინება # 208
You're just too good to be true ...
1004
113  +
   ±
Offline
Tako, ras kadruloobt biggrin :D biggrin kristen, :* :* :*
sheemdegii tavii iqneebaa maleeee : D chemi betushkebi sheasworeebs daa davdeeb happy



Rosalieთარიღი: ხუთშაბათი, 2010-10-14, 9:59 PM | შეტყობინება # 209
MrS. Cullen
989
40  +
74  ±
   ±
Offline
♥---♥, vaime ramdeni xania agar wamikiTxavs.. xvalidan daviwyeb isev da dagiwer komentars aucileblad kiss bodishi aqamde ro ver movicale sad



DiiiK♥თარიღი: ხუთშაბათი, 2010-10-14, 10:08 PM | შეტყობინება # 210
You're just too good to be true ...
1004
113  +
   ±
Offline
Rosalie, ვაიმეე ბოდიშებს რათა მიხდიი? biggrin ყველანი მოიცლელები ვართ ამ სწავლის გადამკიდე, ჩემო კარგოო :* ეგ არაფრი biggrin ისედაც დიდ არაფერი არაა ეს biggrin

ძებნა: