ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 34
  • 35
  • »
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
ფორუმი » Fanfiction » საკუთარი შემოქმედება » სიყვარულით დაბრმავებული
სიყვარულით დაბრმავებული

sofkaთარიღი: ხუთშაბათი, 2010-10-14, 9:18 PM | შეტყობინება # 1
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline

პირველი ადგილი კონკურსში "Fanfiction Awards 2010" ნომინაციაში "რომანტიკის დედოფალი-ავტორი".

სახელწოდება: სიყვარულით დაბრმავებული
ავტორი: sofka
ბეტა: არ მყავს
დისკლეიმერი: გმირებზე უფლებები მეკუთვნის მე
რეიტინგი: G (General)
ჟანრი: (Angst) (Romance) (Drama)
სამარი: ეს ისტორია ერთ საოცრად ნიჭიერ გოგონაზეა, რომელსაც სახელად - დიანა ჰქვია. ის ბავშვობიდან ოცნებობს პიანისტობაზე, რაც ნაწილობრივ აუხდა კიდეც. სწავლობს მუსიკალურ სასწავლებელში და აქვს დიდი წარმატებები, თუმცა მოულოდნელად მის ცხოვრებაში ჩნდება პიროვნება, რომელიც ხელს უშლის მისი ოცნების განხორციელებას და მის ცხოვრებას მთლიანად შეცვლის...
სტატუსი: წერის პროცესშია

თავი 1

თავი 2

თავი 3

თავი 4

თავი 5

თავი 6

თავი 7

თავი 8

თავი 9

თავი 10

თავი 11

თავი 12

თავი 13

თავი 14

თავი 15

თავი 16

თავი 18

თავი 17

თავი 1.

ცრუმორწმუნე არ გახლავარათ და არც შავი კატის მეშინია, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი: თუ დილა უსიამოვნებებით დაიწყო მორჩა, უმჯობესია საერთოდ არ გავადგა ფეხი სახლიდან, თორემ საღამომდე ერთი-ორჯერ ტირილს თავისუფლად ვასწრებ. ის დილაც თითქოს უმნიშვნელო ინციდენტით დაიწყო, თუმცა ის დღე ალბათ არასდროს დამავიწყდება, რადგან მთელი ჩემი ცხოვრება მთლიანად თავდაყირა დადგა. მოკლედ ყველაფერი ასე დაიწყო:
დილით ადრე ავდექი, ვისაუზმე და პიანინოს მივუჯექი, რომ ნაწარმოებები გამემეორებინა. ყოველთვის ვოცნებობდი, რომ ერთხელაც კონსერვატორიის დიდ სცენაზე დავუკრავდი ორკესტრთან ერთად და ცნობილი პიანისტიც გავხდებოდი. აი ეს მნიშვნელოვანი დღეც დადგა! მართალია კონსერვატორიაში არ მქონდა კონცერტი და მუსიკალურ სასწავლებელში, პატარა სცენაზე უნდა დამეკრა, მაგრამ მნიშვნელოვანი იმით იყო, რომ კონსერვატორიიდან სპეციალური ჟიური ჰყავდათ მოწვეული. ერთ თვეში კონსერვატორიის დიდ დარბაზში კონცერტი იგეგმებოდა და სწორედ ამ კონცერტისთვის, სხვადასხვა მუსიკალური სასწავლებლიდან მოსწავლეებს არჩევდნენ. მეც შანსი მომეცა და ხელიდან გაშვებას ნამდვილად არ ვაპირებდი. ვიღაცამ ზარი დარეკა და ოცნებებიდან მიწაზე დავეშვი.
_ დედა! სად იყავი? _ გაოცებულმა შევიცხადე, როცა კარი გავაღე და დაღლილი დედაჩემის სახე დავინახე.
_ გასაღები დამრჩა, ხომ არ გაგაღვიძე?
_ რას ამბობ? ამ დრომდე რა დამაძინებდა, დღეს ისეთი დღე მაქვს! _ ცელოფნის პარკი გამოვართვი და ინტერესით შევათვალიერე.
_ გახსენი! იმედია მოგეწონება და მთელი დილა ტყუილად არ ვირბინე ამის გულისთვის _ ამოიოხრა და სავარძელში უღონოდ მიესვენა.
_ რა არის? _ ეშმაკურად გამეღიმა და ცელოფანში ჩავიჭყიტე. რაღაც იასამნისფერ ნაჭერს მოვკარი თვალი და მივხვდი
_ დედა! კაბა მიყიდე? სად იშოვე? _ აღტაცებულმა ავიტაცე ღია იასამნისფერი ატლასის კაბა ხელში და სარკესთან გავიქეცი.
_ დაწყნარდი! უბრალოდ თანამშრომლისგან ვითხოვე, მისი შვილისაა, გუშინ შემომთავაზა და მეც უარი არ ვუთხარი. მინდოდა სიურპრიზი გამეკეთებინა შენთვის _ დამნაშავესავით ჩაღუნა თავი.
_ მაგას რა მნიშვნელობა აქვს? Mმთავარია კაბა მაქვს და სიურპრიზიც გამოვიდა!
_ მაშინ მიდი! ჩაქარა მოიზომე, მგონი ზომაში არ შევმცდარვარ. _ სასწრაფოდ გადავიცვი ნანატრი კაბა და დედას წინ დავბზრიალდი.
_ აბაა? როგორია?
_ დიანააა! რა ლამაზი ხააარ!
_ მართლა დეე? _ დავიმორცხვე და სარკესთან მივედი, რომ დავრწმუნებულიყავი _ მართლა ფიქრობ, რომ მიხდება?
_ არაჩვეულებრივია! გეგონება პირდაპირ შენს ტანზეა შეკერილი _ აღფრთოვანებას ვერ მალავდა დედა.
_ ხოო? მე კი მგონია, რომ ძალიან ზუსტად მაქვს და ცოტა მიჭერს კიდეც.
_ უბრალოდ ნერვიულობ და რაღაცეები გეჩვენება _ თავი გააქნია და ღიმილით შემათვალიერა _ თან იასამნისფერი ძალიან გიხდება, მწვანე თვალებს კიდევ უფრო ლამაზად გიკვეთავს.
_ ესეიგი კაბა მიხდება, ახლა მხოლოდ ის დამრჩა, რომ ყველაზე კარგად დავუკრა.
_ დაუკრავ კიდეც! ისე დაუკრავ, რომ იქნებ ხვეწნაც კი დაგიწყონ, კონსერვატორიაში გააგრძელე სწავლაო, ააა? _ ეშმაკურად გამიცინა და ცხვირზე თითი ჩამომკრა. _ ყველაფერი კარგად იქნება, მოდი ეხლა კიდევ ერთხელ გავიმეოროთ კარგი? _ მივხვდი რაც იგულისხმა და მორჩილად დავუკარი თავი.
_ ესეიგი, მხრებში გაიმართე! _ მე მისი სიტყვების შესრულებას შევუდექი _ გამოდიხარ, თავს უკრავ მაყურებელს, მერე სკამს ასწორებ როიალთან, ღრმად ჩაისუნთქე... და დაიწყე _ ბოლო სიტყვების მერე ხელები ავწიე, ინსტრუმენტისკენ გადავიხარე, რომ დაკვრა დამეწყო და ამ დროს... ზურგზე კაბის გახევის ხმამ ადგილზე გაგვყინა, მეც და დედაც. ერთი წუთის მანძილზე მე და დედა ჩუმად ვიჯექით და ერთმანეთს იმედგაცრუებულები შევყურებდით.
_ არაუშავს, რამეს მოვიფიქრებ _ მამშვიდებდა დედა _ მოდი გავკერავ, ისე, რომ არც შეემჩნევა. ან სულაც რამე მოსაცმელს მოვძებნი... მოიცმევ და ვერავინ შეგამჩნევს, რას იტყვი?
_ არა დეე, არ გინდა. სხვა რამეს მოვძებნი და იმით წავალ.
_ რას ამბობ! ძველი კაბა უნდა ჩაიცვა?
_ დედა, დამშვიდდი, არაფერია. ისედაც უხერხულად ვგრძნობდი ამ კაბაში თავს და მირჩევნია ძველი ჩავიცვა. თანაც უბრალო კონცერტი იქნება და რა მნიშვნელობა აქვს რას ჩავიცმევ. აი! როცა ცნობილი პიანისტი გავხდები და კონსერვატორიაში მექნება ხოლმე კონცერტები, ასეთი კაბა ათასობით მექნება.
_ ხოო, ოცნება კარგია, მაგრამ ასე ვეღარ ვიჯდებით... რაღაც უნდა მოვძებნოთ _ დედა ერთხანს ჩაფიქრდა, მერე კი რაღაც გაახსენდა და სახე იმედიანად გაუნათდა _ გამახსენდა! ვიცი რაც უნდა ჩაიცვა!
_ რა?
_ რა და, ჩემი იღბლლიანი კაბა, რომლითაც კონსერვატორიის კონცერტზე გამოვედი. _ პატარა ბავშვივით აცქმუტდა.
_ რას ამბობ დეე, ის ნაცრისფერი კაბა?
_ მართალია ცოტა ძველმოდურია, მაგრამ სამაგიეროდ ბედნიერების და წარმატების მომტანი იქნება შენთვისაც.
_ ხოო, მაგრამ გრძელი მექნება, შენ ხომ ჩემზე მაღალი ხარ... _ პირდაპირ უარს ვერ ვეუბნებოდი, მისი წყენინება არ მინდოდა და ამიტომ ბოლო იმედსღა ჩავებღაუჭე.
_ მერე ეგ რა პრობლემაა, შევკეცავ და ისე დავლამბავ, რომ არ ჩამოგეშალოს. აი ნახე! ყველაზე ლამაზი და წარმატებული იქნები დღეს! _ ისეთი ბედნიერი და მეოცნება გამოხედვა ჰქონდა, რომ უარის თქმით ვერ ვატკენდი გულს, ის ხომ ჩემთვის ამდენს წვალობდა. ჰოდა, გადავწყვიტე წინააღმდეგობა აღარ გამეწია. სკამზე შემაყენა, თითონ კი ნემსით და ძაფით კაბის შეკეცვას შეუდგა. ერთ ადგილას დიდხანს დოგმა აღარ შემეძლო და ცქმუტვა დავიწყე. ტელევიზორში რომელიღაც ჯგუფის კლიპი გადიოდა და მუსიკის რიტმს ავყევი.
_ დიანა! ნუ ცქმუტავ, თორემ ნემსი შეგერჭობა
_ მალე მორჩები?
_ კი, უკვე ვამთავრებ. _ მე კი სიმღერის მოსმენა გავაგრძელე. როგორც კი კაბის კერვას მორჩა, სკამიდან ჩამოვხტი და სარკესთან მივირბინე. შეხედვაც კი არ მინდოდა, თავი ყველაზე მახინჯი არსება მეგონა ამ კაბაში. შიშით შევათვალიერე ჩემი ორეული სარკეში და ცოტა დავწყნარდი, არც ისეთი ულამაზო იყო ეს კაბა, როგორც მეჩვენებოდა. უბრალოდ, ცოტა ძველმოდური იყო, თორემ ისე რას ვერჩოდი. მოკლედ, ჩემი წასვლის დროც მოახლოვდა. როგორი დასანანიც არ უნდა ყოფილიყო დედა დღეს ვერ მომყვებოდა კონცერტზე სამსახურის გამო და ამის გულისთვის ათასჯერ მაინც მომიხადა ბოდიში. სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა და მთელი დღე იქ უწევდა ყოფნა, თან ისეთი აუტანელი დირექტორი ჰყავდა, არც გაანთავისუფლებდა. ამის გამო ძალიან ღელავდა, ჩემზე მეტადაც კი. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, დედაჩემი ჩემგან განსხვავებით გამოუსწორებელი ცრუმორწმუნეა. მართალია მე მის რიტუალებზე ყოველთვის მეცინებოდა, მაგრამ ამჯერადაც გული არ დავწყვიტე და მორჩილად შევასრულე მისი თხოვნა.Gგასვლისწინ მარჯვენა მხრის მიმართულებით სამჯერ დამატრიალა, მერე შუბლზე მაკოცა და წარმატება მისურვა. აი ასე გამომისტუმრა სახლიდან. სასწავლებელი ჩემი სახლიდან რამდენიმე კვარტლის იქით იყო. დრო ნახევარი საათი მქონდა, ამიტომ ფეხით წასვლა ვარჩიე.
ქუჩაში ნაწვიმარი იყო, ჰაერში კი ჭადრის და აკაციის ყვავილების სუნი ტრიალებდა. ხარბად შევისუნთქე ჰაერი და ვიგრძენი, როგორ დამახვია თავბრუ გაზაფხულის სასიამოვნო სურნელმა. თავი რაღაც უცნაურად, ბედნიერად ვიგრძენი. ქუჩას მივუყვებოდი და ხეების სიმწვანით ვტკბებოდი. ყველაფერი ირგვლივ ისეთი ლამაზი მეჩვენებოდა, მიკვირდა კიდეც აქამდე ამას რატომ ვერ ვამჩნევდი. გზაზე გადავდიოდი, როცა უეცრად კატის კნავილის ხმა შემომესმა, დაბლა დავიხედე და რას ვხედავ: პატარა, მობუზული და შეშინებული კნუტი შუაგზაზე მოკუნტულა და საცოდავად კნავის. გულმა ვერ მომითმინა და მასთან ჩავიცუცქე.
_ რა გაკნავლებს პატარავ? რატომ ზიხარ შუაგზაზე, ხომ შეიძლება მანქანამ გადაგიაროს? გზიდან გადადი! _ სიტყვის დამთავრება ძლივს მოვასწარი, რომ ჩემს უკან მკვეთრი მუხრუჭის ხმა გავიგონე. ადგილზე გავქვავდი, მხოლოდ ხელების სახეზე აფარება მოვასწარი. მეგონა უკვე გადამიარა მანქანამ და მოვკვდი.
_ გოგონა ცოცხალი ხარ? როგორ ხარ? _ მანქანის კარი გაიღო და იქიდან დაფეთებული ბიჭი გადმოხტა. თვალებში შევხედე და მეტყველების უნარი დავკარგე... ის ისეთი ლამაზი იყო, მარტო ანგელოზს თუ შევადარებდი _ მაღალი, შავგვრემანი, ულამაზესი თაფლისფერი თვალებით. მეგონა მართლა მოვკვდი და ჩემს წასაყვანად იყო მოსული.
_ გოგონა, შენ გეკითხები!
_ კარგად ვარ _ ძლივს წავილუღლუღე.
_ არა! ასე როგორ შეიძლება? თუ სიკვდილი გინდა სადმე სხვაგან მოიკალი თავი, მე რას მივარდები ბორბლებში?
_ მე უბრალოდ კატა დავინახე გაზაზე დაა...
_ იცი რა? არ მაინტერესებს რა დაინახე, გზიდან ჩამომეცალე! _ უხეშედ მომახალა და მანქანაში ჩაჯდა. ფისო ავიყვანე და გზის მეორე მხარეს გადავედი.
_ ეჰ ფისო! რა დასანანია... რა ლამაზია, მაგრამ უხეში. მანქანაც ისე გიჟივით დაჰყავს, წინ არც კი იყურება. _ ფისო ტროტუარზე დავსვი და გზა გავაგრძელე. ქუჩის ბოლოს ჩემი სასწავლებელიც გამოჩნდა. ეზოში უამრავი ხალხი შეკრებილიყო. მათშორის ჩემი თანაკურსელებიც იყვნენ და მათთან მივედი.
_ დიანაა! რა ლამაზი ხაარ! _ ჩემი მეგობრის ხმა მომესმა გვერდიდან.
_ ანუკი! _ თბილად გავუღიმე და გადავეხვიე _ ხომ არ აჭარბებ? ამ ძველ კაბაში ნამდვილი საფრთხობელა ვარ! _ შეწუხებულმა დავიხედე კაბაზე.
_ არა, რას ამბობ, ძალიან გიხდება _ ვიცოდი, რომ ეს მხოლოდ ნუგეშის სიტყვები იყო მისი მხრიდან და აღარაფერი ვუთხარი.
ფოიეში უაზროდ ვყურყუტებდი და ვნერვიულობდი, ანუკიც გაუთავებლად ლაპარაკობდა და არც კი ვუსმენდი, უბრალოდ ავტომატურად ვუღიმოდი და თავს ვუქნევდი. ნახევარი საათი ისევ უნდა გვეცადა, ამიტომ გადავწყვიტე დედასთვის დამერეკა და გამეგო გეგმები ხომ არ შეეცვალა. ეზოში გავედი და ნაცნობი მანქანა დავინახე. ეს ის ვერცხლისფერი მერსედესი იყო ცოტახნის წინ რამის, რომ გადამიარა. მისი პატრონიც იქვე სამ ბიჭთან ერთად მანქანას მიყრდნობოდა და ლუდს წრუპავდნენ. თავი ნერვიულად გადავაქნიე და ზურგი ვაქციე. ჩანთიდან მობილური ამოვიღე და დედას გადავურეკე.
_ რა მოხდა დიანა?! _ შეშფოთებული დედას ხმა შემომესმა ყურმილიდან
_ არა, არაფერი. მაინტერესებდა გეგმები ხო არ შეგეცვალა? დირექტორმა არ გაგანთავისუფლა?
_ არა ძვირფასო, ხომ იცი რანაირია. არაფრით არ გამოდის, მაგრამ კიდევ ვეცდები დავითანხმო. _ დამაიმედა დედამ.
_ კარგი! რომ იცოდე მე ყველაზე ბოლოს ვუკრავ და გაითვალისწინე, იქნებ მომისწრო.
_ კარგი, ვეცდები, გკოცნი _ გათიშვა ძლივს მოვასწარი, რომ უკნიდან ვიღაც მაგრად დამეჯახა და მობილური ხელიდან გამაგდებინა.
_ ოხ! არ მინდოდა გენაცვალე _ ირონიულად მომაძახა შავგვრემანმა ანგელოზმა და თავის ამფსონებთან ერთად სიცილ-ხარხარით გააგრძელა გზა. სასწავლებლის შენობაში შევიდნენ და თვალს მიეფარნენ. როგორც ჩანს ისიც აქ სწავლობს ან ვინმესთან არის მოსული კონცერტზე. მობილური ძირიდან ავიღე და მეც შენობაში შევედი. საკონცერტო დარბაზი თითქმის სავსე დამხვდა, ადგილი მხოლოდ ბოლო რიგში იყო დარჩენილი და ვიღაცის გვერდით ჩამოვჯექი. კონცერტი დაიწყო, მონაწილეები ერთმანეთის მიყოლებით გამოდიოდნენ და უკრავდნენ. რამდენიმე მათგანი ისე მომეწონა, რომ ვიფიქრე მათ კონკურენტობას ვერც კი გავუწევდი. ვიგრძენი როგორ მემატებოდა ღელვა, რომელიც უკვე ისტერიულ ნერვიულობად მექცა.
სკამზე ვეღარ ვისვენებდი, დამშვიდებას ვცდილობდი, მინდოდა ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა და ისღა მოვიფიქრე, რომ ნოტები ამომეღო და ნაწარმოებისთვის გადამეხედა. ჩანთაში ქექვის დროს უნებურად ხელებზე დავიხედე, რომელიც შიშისგან სულმთლად გალურჯებული მქონდა. პანიკამ შემიპყრო და ფეხზე წამოვხტი, მინდოდა უკან მოუხედავად გავქცეულიყავი დარბაზიდან.
_ ფრედერიკ შოპენი _ ფანტაზია-ექსპრომტი, ასრულებს მეორე კურსის სტუდენტი _ დიანა მიქაძე! _ ჩემი სახელის გაგონებაზე ადგილზე გავშეშდი. ჩემი გამოსვლის ჯერიც მოახლოვდა, უკან ვეღარ დავიხევდი და ვეცადე დავმშვიდებულიყავი. სცენისკენ წავედი და შუა რიგებთან ჩავლის დროს რამდენიმე ადამიანის სიცილის ხმა შემომესმა. მივიხედე და ისევ ის ოთხი ჩერჩეტი ბიჭი დავინახე ეზოში, რომ დამცინოდა. ვიცოდი, რომ ამჯერადაც მე ვიყავი მათი სიცილის მიზეზი და საშინლად გავბრაზდი. ვითომ რა ეგონა ამ ოთხ, თვითკმაყოფილ იდიოტს, რომ ჩემზე რამით მაინც იყვნენ უკეთესები? ნერვიულობა სიბრაზემ შეცვალა, ისეთი შემართებით ავედი სცენის პატარა კიბეებზე თითქოს დუელში გამომიწვიეს და საკუთარი ღირსების დასაცავად მივემართებოდი მოწინააღმდეგესთან საბრძოლველად. როიალთან სკამი გავასწორე და როგორც კი დავჯექი ცოტა დავმშვიდდი. ბოლოს და ბოლოს მათზე გამწარებულს საცოდავ როიალზე რატომ უნდა მეყარა ჯავრი? პირველივე ოქტავა შემართებით ავიღე, შემდეგ კი... ჩემი თითები ისე სწრაფად და ნაზად გაფრინდნენ კლავიშებზე, როგორც მინდორში ჭრელი პეპლები. ისე ადვილად დარბოდნენ და დასრიალებდნენ კლავიატურაზე, თითქოს პატარა ლიფსიტები სრიალებდნენ მდინარეში. მელოდიას ხან ზღვასავით ვაღელვებდი, ხანაც ვამშვიდებდი და პატარა ბავშვივით ვვეფერებოდი კლავიატურას. მთლიანად გამიტაცა მუსიკამ და ირგვლივ ვეღარავის ვამჩნევდი,ისეთი სიჩუმე იდგა, თითქოს დარბაზში მხოლოდ მე და როიალი დავრჩით. მინდოდა ეს იდილია კიდევ დიდხანს გაგრძელებულიყო, მაგრამ უკვე ბოლო, დამამთავრებელი აკორდიც ავიღე. მერე ხელები ნაზად ჩამოვუშვი მუხლებზე და სკამზე გავქვავდი. პირველმა ტაშმა შემაკრთო და გონს მომიყვანა, მივხვდი, რომ ყველაფერმა ჩაიარა, მაგრამ დამშვიდების მაგივრად უფრო ავნერვიულდი. ადგომა და კიბეებზე ჩამოსვლა ძლივს მოვახერხე. სცენაზე წამყვანი გოგონა გამოჩნდა და ღიმილით გამოაცხადა _ კონცერტი დამთავრებულია! მადლობთ მობრძანებისთვის. მონაწილეების საყურადღებოდ: ჟიურის გადაწყვეტილებას მოსაცდელში დაელოდეთ! _ ბოლო სიტყვები ჩემთვის უფრო ასე ჟღერდა: “ ჟიურის განაჩენს მოსაცდელში დაელოდეთ!” რადგან მე სწორედ, რომ განაჩენივით ველოდებოდი მათ გადაწყვეტილებას. დარბაზიდან გასვლის დროს კართან ანუკი შევამჩნიე, აღელვებული ათვალიერებდა ხალხს, ალბათ მე მეძებდა. დამინახა და ჩემსკენ ღიმილით წამოვიდა.
_ დიანაა! არაჩვეულებრივად დაუკარი, გილოცავ!
_ მგონი ცოტა ნაადრევად მილოცავ _ უიმედოდ გამომივიდა, მაგრამ მართლა ასე ვთვლიდი. არასოდეს მიყვარდა ნაადრევი სიხარული. ეს ანუკიმაც იგრძნო და მოიწყინა. _ შედეგს მეც შენთან ერთად დავუცდი. ყველაფერი კარგად იქნება, აი ნახავ. Kონცერტის დაწყებამდე გელოდებოდი გარეთ, მერე კი მეტიჩარა თიკამ შემათრია დარბაზში. ხომ იცი იმ გოგოს ატანა არ მაქვს, მაგრამ სხვა გზა აღარ მქონდა სასწავლო ნაწილი თვალებს გვიბრიალებდა _კონცერტი იწყება და მალე დაჯექითო. ხო და ვეღარ დაგიცადე, ბოდიში _ დამნაშავესავით მოიბუზა და თავი დახარა.
_ ანუ, დამშვიდდი! არ გსაყვედურობ. ისე მოიქეცი, როგორც საჭირო იყო. _ გავუღიმე და დავამშვიდე მეგობარი. მართლა არ მწყენია, ალბათ იმიტომ, რომ თავს მოსაწყენ ადამიანად ვთვლი, ანუკი კი ისეთი მხიარული და აქტიურია. მიკვირს ჩემთან საერთო რა ნახა? Aლაპარაკი ანუკის მობილურის ხმამ გაგვაწყვეტინა.
_ დედაჩემი მირეკავს _ თვალები გადაატრიალა ანუმ. მერე კი ნერვიული ხმით უპასუხა. _ ხოო, რა იყო დედა? _ გვერძე გავიდა და ლაპარაკი გააგრძელა. ანუკის და დედამის მთლად კარგი ურთიერთობა ვერ ჰქონდათ. ანუკის მშობლები ეთმანეთს რამდენიმე წელია რაც გაეყარნენ. მათი შემთხვევა სუფთა კლასიკური ისტორია იყო: დედას არ უნდოდა, რომ შვილს მამასთან ჰქონოდა ურთიერთობა, რადგან მამამის სხვა ქალი ჰყავდა. ამის მიუხედავად ანუკი მაინც ახერხებდა მამასთან შეხვედრას, რასაც დედამისი წყობიდან გამოჰყავდა და სახლში ამის გამო კონცერტებს უმართავდა საწყალ გოგოს. ცოტახანში ანუკი უკან შეწუხებული სახით დაბრუნდა და მივხვდი, რომ ისევ რაღაც მოხდა.
_ დიანა, მაპატიე. დედაჩემს ისევ პრობლემები აქვს მამაჩემთან და სახლში მომიწევს წასვლა.
_ რას ამბობ, რას მებოდიშები? მე ისეთი არაფერი მჭირს, რომ აქ გაყურყუტო. თანაც სახლსში ჩემზე მეტად სჭირდები მშობლებს. _ ნუგეშის ნიშნად მხარზე მოვეფერე.
_ კარგი, მშინ მე გავიქცევი და სახლში რომ მიხვალ დამირეკე, ხომ იცი როგორ მაინტერესებს შედეგები?
_ კარგი, გპირდები, რომ გამარჯვებას ერთად ვიზეიმებთ ხვალ, დედაჩემის გამომცხვარ ნამცხვარზე და ყავაზე. _ მისი გამხიარულება ვცადე და დამშვიდობების ნიშნად ერთმანეთ გადავეხვიეთ. მოსაცდელში ყოფნა უკვე აუტანლად მეჩვენებოდა,ყველა მონაწილეს ვიღაც ახლდა, ზოგს დედა, ზოგს ამხანაგი ან ნათესავი. ირგვლივ მარტო სანუგეშო სიტყვები მესმოდა, ყველა ერთმანეთს ანუგეშებდა და ამშვიდებდა, მხოლოდ მე ვიდექი ეულად. “ დედა სად ხარ?” გავიფიქრე გუნებაში და თავი პირველად ვიგრძენი ასე მარტოდ. მისი აქ ყოფნა და ნუგეში ახლა ისე მჭირდებოდა, როგორც არასდროს. მოლოდინის მტანჯველმა ნახევარმა საათმაც გაიარა და დარბაზიდან ახალგაზრდა გოგო გამოვიდა, რომელმაც რაღაც ფურცელი გამოიტანა და სტენდზე გამოაკრა. მოსწავლეების მთელი არმია მიაწყდა სტენდს და მივხვდი, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო. საშინლად ავნერვიულდი, მეშინოდა, რომ იმ ფურცელზე ჩემს სახელს ვერ ვნახავდი და იმედი საბოლოოდ გამიცრუვდებოდა. როგორღაც მოვერიე საკუთარ თავს და სტენდთან მივედი. გახარებულ მოსწავლეებს ისეთი კივილი აეტეხად, რომ თავი ამტკივდა და გადავწყვიტე სიისთვის აღარ შემეხედა. უცბათ ჩემი ერთ-ეთრთი ჯგუფელი გახარებული მომვარდა და გადამეხვია_ დიანა! სიაში ხარ! გილოცავ დიანა! _ გაოცებული სტენდისკენ შევტრიალდი, რომ დავრწმუნებულიყავი. სიაში პირველლი მე ვეწერე! მოულოდნელი სიხარულისგან ენა ჩამივარდა, როცა მილოცავდნენ ემოციებსაც კი ვერ გამოვხატავდი.Mმოსაცდელი ხალხისგან ნელ-ნელა იცლებოდა, მე კი გაოცებული, ისევ სტენდზე გამოკრულ სიას მივშტერებოდი.
_ დიანა მიქაძე! _ მომესმა დარბაზის მხრიდან. კართან სასწავლო ნაწილი იდგა და თბილად მიღიმოდა. _ შეიძლება ერთი წუთით? რაღაც მაქვს სათქმელი. _ მისი ტონით მივხვდი, რომ რაღაც დადებითი უნდა ეთქვა, ცოტა დავმშვიდდი და მივუახლოვდი.
_ დიახ, რა თქმა უნდა.
_ მინდა გითხრა, რომ დღეს მოლოდინს გადააჭარბე, შეუდარებლი იყავი. დარწმუნებული ვარKკონსერვატორიის მაყურებელსაც ისევე მოხიბლავ, როგორც დღეს ჟიურის წევრები მოხიბლე. მთხოვეს შენთვის გადმომეცა, რომ აღფრთოვანებულნი არიან შენით და წარმატებებს გისურვებენ. _ ასეთ შექებას ნამდვილად აღარ ველოდი და მეტისმეტი ბედნიერებისგან თავბრუც კი დამეხვა. დაბნეულმა მადლობის მოხდა ძლივს მოვახერხე და წამოვედი. ვგრძნობდი ბედნიერებისგან როგორ მივფრინავდი ცისკენ, ასე მეგონა მიწაზეც აღარ ვადგავდი ფეხს. შენობიდან გამოვედი, უკვე შებინდებულიყო და ეზოშიც არავინ დამხვდა. ტელეფონის ხმაზე შევკრთი, ეკრანს დავხედე და დედას ნომერი ეწერა.
_ დედა!
_ დიანა! რა ქენი? როგორ ხარ? სად ხარ? _ მომესმა დედას ნერვიული ხმა და გამეცინა. _ დედა, დაწყნარდი! ყველაფერი კარგადაა, უბრალოდ შენი იღბლიანი კაბის ჩაცმა ალბათ კიდევ მომიწევს, ოღონდ კონსერვატორიის დიდ სცენაზე!
_ რაა?! ნუთუ... ვიცოდი! ვიცოდი! ასეც უნდა ყოფილიყო, შენ საუკეთესო ხარ! ხომ გეუბნებოდი ძვირფასო.
_ ხოო დედა, ახლა ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე გეტყვი, რომ მართალი ხარ. დანარჩენს სახლში მოგიყვები კარგი?
_ სად ხარ? უკვე მოდიხარ?
_ ხოო, ახლა სასწავლებლის ეზოში მარტო ვდგავარ და წამოსვლას ვაპირებ.
_ მარტო დიდხანს ნუ გაჩერდები, უკვე ბნელა და საშიშია. სამსახურიდან მოვდივარ და სახლში დაგელოდები! _ მითხრა და ტელეფონი გავთიშე. წასვლა დავაპირე როცა ეზოში, სიბნელეში ოთხ ლანდს მოვკარი თვალი. თვალი მოვარიდე და ეზოს გასასვლელისკენ გზა გავაგრძელე. ოთხი ბიჭი სიბნელიდან გამოვიდა და სიცილით ჩემსკენ წამოვიდნენ. საფრთხე ვიგრძენი და ნაბიჯს ავუჩქარე, მინდოდა გასასვლელთან მიმესწრო და გავქცეულიყავი, მაგრამ მიმასწრეს და გზა გადამიღობეს. მიახლოვებისთანავე ვიცანი ოთხეული და ადგილზე გავშეშდი. მივხვდი, რომ რაღაც ცუდი ჰქონდათ ჩაფიქრებული და თავში გაქცევის გეგმებს ვაწყობდი. თუმცა ვიცოდი, მათგან გაქცევა შეუძლებელი იყო და პანიკურმა შიშმა ამიტანა.
_ ბიჭებო! შეხედეთ ვინ მოსულა? _ დაიწყო შავგვრემანმა _ ეს ის გოგოა ცოტახნისწინ გზაზე რამის, რომ დამამტვრია. აი ის, მე რომ გიყვებოდით.
_ როგორ არა, ვიცანით _ აჰყვა ქერა ბიჭიც _ მერე ზუსტად ამ ეზოში ხელიც გკრა და რამის წაგაქცია.
_ ხოო და კიდევ დარბაზში მუსიკის მოსმენაც არ გვაცალა ისე იცინოდა. _ თქვა მესამემ. ჩემს გარშემო წრე შეკრეს და თავს სვავებივით დამტრიალებდნენ.
_ გოგონა! იქნებ გვითხრა, უკან რატომ დაგვდევ, სხვა საქმე არ გაქვს? _ მომიბრუნდა ისევ შავგვრემანი.
_ ვერ გავიგე რა გინდათ, თქვენ საქციელს მე რატომ მაბრალებთ?
_ ამით იმის თქმა გინდა, რომ იქით დაგდევ? არა, გაიგეთ ბიჭებო რა თქვა?
_ წადით, სადმე სხვა გასართობი იპოვეთ, თქვენნაირი უსაქმურების ატანა არ მაქვს! _ ჩავილაპარაკე და წრის გარღვევა ვცადე. გზა ქერამ გადამიკეტა.
_ რა გვიწოდე? და საერთოდ როგორ გველაპარაკები?
_ გამატარე!
_ აბა, სცადე _ მითხრა და ჩანთა წამართვა. წართმევა ვცადე, მაგრამ ჩემს ჩანთას ერთმანეთში, აქეთ-იქით დაუწყეს სროლა.
_ მომეცით! რა გინდათ ჩემგან? დამიბრუნეთ ჩანთა!
_ მაშინ დაგიბრუნებთ, როცა ბოდიშს მოგვიხდი!
_ ბოდიში მოგიხადოთ?... თქვეენ? _ მივხვდი, რომ ხვეწნას აზრი არ ქონდა, მათაც სწორედ ეს უნდოდათ _ ჩემი დამცირება და გადავწყვიტე თავი არ დამემცირებინა. _ ჯანდაბაშიც წასულხართ! _ გამწარებულმა მივაძახე და ახლა საპირისპირო მხარეს ვცადე წრის გარღვევა.
_ ე-ე, სად მიდიხარ? ჯერ ერთმანეთი არც კი გაგვიცვნია _ ახლა შავგვრემანი გადამიდგა წინ.
_ დამიბრუნეთ ჩანთა და გამატარეთ!
_ ვერ გაიგე? სანამ ბოდიშს არ მოიხდი ვერსადაც ვერ წახვალ! _ მანაც ქერათმიანივით გამიმეორა და ხელით უკან მიბიძგა. მივხვდი, რომ ასე უბრალოდ არსად გამიშვებდნენ და საბრძოლველად მოვემზადე. მივტრიალდი და რაც ძალა მქონდა ქერათმიანს ჩანთა გამოვგლიჯე და თავში მთელი ძალით ჩავარტყი. მერე დავინახე, რომ ჩემსკენ მეორე წამოვიდა მის დასახმარებლად და თავის დასაცავად იმასაც მოვუქნიე ჩანთა, მაგრამ აიცდინა და შემეშვა. მივხვდი, რომ ახლა მომენტით უნდა მესარგებლა და გავქცეულიყავი, მაგრამ შავგვრემანი აშკარად ჩემს გაშვებას ისევ არ აპირებდა. ჩემს პირდაპირ გაუნძრევლად იდგა და დაძაბული მიყურებდა. გადავწყვიტე მასზეც მომეწყო თავდასხმა, რომ მერე გაქცევა შემძლებოდა.
_ გირჩევნია გამატარო! _ ჯერ დამუქრება ვცადე.
_ და, რომ არ გაგატარო? _ ირონიულად გამიღიმა, რამაც უფრო მეტად გამომიყვანა წყობიდან და გამწარებული, მთელი ძალით მისკენ გავქანდი. მინდოდა მისთვის ხელი მეკრა და ჩანთა ჩამერტყა, მაგრამ ის მოულოდნელად გვერძე გახტა, მე კი თავი ვერ შევიკავე, ფეხი რაღაცას წამოვკარი და პირდაპირ ბარდიულზე დავეცი. თავი საშინლად მეტკინა, მგონი რაღაცას დავარტყი, ვიგრძენი, რომ ირგვლივ ყველაფერი ბუნდოვანი გახდა და მერე გონებაც დავკარგე...

<> <> <>

დავინახე როგორ დაეცა გოგონა მიწაზე და აღარ განძრეულა. მეგონა რაღაც ჰქონდა ჩაფიქრებული და როგორც კი მივუახლოვდებოდი თავს დამესხმებოდა.
_ ღმერთო! ეს რა იყო აა? სახე ნამდვილი ანგელოზისა აქვს და თურმე რა ველური ყოფილა. თავში ისეთმა ჩამცხო, ალბათ ტვინი შემერყა _ ბუზღუნებდა ჩემს უკან ნიკა.
_ შენ მაგის გარეშეც გქონდა ტვინი შერყეული იდიოტო! _ აუყვირდა ლევანი.
_ ბიჭებო, გეყოთ ჩხუბი და აქ მოდით! _ ცოტა ამანერვიულა გოგოს უცნაურმა საქციელმა. _ არ ინძრევა... რა ვქნათ? _ შეშინებულმა გადავხედე ლევანს. ის ერთადერთი იყო ვინც ასეთ მომენტში ხუმრობას არ დაიწყებდა და რამე ჭკვიანურს მეტყოდა.
_ უნდა შევამოწმოთ
_ ლევან, გაგიჟდი? რომ წამოხტეს და ისევ თავს დაგვესხას? _ უკან დაიხია დათომ.
_ იქნებ ჩაეძინა? _ მივხვდი, რომ ანერვიულებულმა რაღაც სისულელე ვთქვი და ჩემს თავზე გამეღიმა.
_ მერე შენც აკოცე და გაიღვიძებს _ დამცინა ნიკამ. ლევანი კი ამდროს გოგოს გვერდით ჩაცუცქულიყო და რაღაცას ყურს უგდებდა. მერე კი გაფითრებულმა შემომხედა და თქვა _ ჯანდაბა! ... არ სუნთქავს...
_ არა, რას ამბობ? _ შეშინებული ნიკა ახლოს მივიდა _ იქნებ ჩვენი შეშინება უნდა და თავს იკატუნებს?
_ არა, არა, მართლა არ სუნთქავს, შევამოწმე. _ ლევანის ნაქვამს ყურადღება არ მიაქცია ნიკამ და გადაწყვიტა თავად შეემოწმებინა, ამიტომ გოგოს სახესთან ხელის გული მიიტანა და ცოტახანს ასე იჯდა. მერე შეშინებული ფეხზე წამოხტა და შემომხედა
_ მართლა არ სუნთქავს... წავედით! აქაურობას უნდა მოვშორდეთ!
_ არა! ხელოვნურ სუნთქვას ჩავუტარებ და გადარჩება _ ვუთხარი და გოგოს მივუახლოვდი. ისეთი ლამაზი იყო... აქამდე როგორ ვერ შევამჩნიე? სახე მიტკალივით თეთრი ჰქონდა და მძინარე მზეთუნახავს ჰგავდა, რომელიც საყვარელი ადამიანის ამბორს ელოდებოდა.
_ ლაშა! რას აკეთებ?! ვერ გაიგე? ჩქარა, წავედით! _ მიყვირა ლევანმა, მხარში ხელი ჩამავლო და ფეხზე წამომაყენა.
_ ლევან! მაცალე გთხოვ, მისი გადარჩენა შეიძლება _ სასოწარკვეთილმა ვიყვირე და ვცადე ხელებიდან დავსხლტდომოდი, თუმცა ისე მაგრად მიჭერდა, ვერაფერი მოვახერხე
_ არ გინდა, მაინც ვეღარ უშველი. სისულელეს თავი დაანებე და გავიქცეთ, ვინმემ არ მოგვისწროს _ მასთან და დათოსთან ჭიდაობას თავი დავანებე და ბედს დავმორჩილდი. ბიჭებთან ერთად მანქანაში ჩავჯექი და უკანმოუხედავად გავიქეცით იქიდან.
ბარში ვიჯექი და ჭიქას ჭიქაზე ვცლიდი. მინდოდა ისე დავმთვრალიყავი, რომ საკუთარი სახელიც კი არ გამხსენებოდა. ალბათ ამის დავიწყებას უფრო ადვილად შევძლებდი, ვიდრე იმას, რომ დღეს მკვლელი გავხდი! არა და ეს ყველაფერი ვითომ ბავშვური ხუმრობა უნდა ყოფილიყო, უბრალოდ მისი ცოტათი შეშინება გვინდოდა და აი, რით დამთავრდა ყველაფერი! მკვლელებიც გავხდით, უფრო სწორად მკვლელი მე გავხდი, იმიტომ რომ გაქცევის საშუალება არ მივეცი და ჩემს გამო წაიქცა. ის ლამაზი არსება მე მოვკალი! მე მოვუღე ბოლო მის ლამაზ სიცოცხლეს. როცა პირველად დავინახე მისი მშვენიერი მწვანე თვალები, რას ვიფიქრებდი, რომ მათი სამუდამოდ დახუჭვის მიზეზი მე გავხდებოდი. ღმერთო! ეს რა ჩავიდინე? რა მინდოდა მისგან? ეს რატომ გავაკეთე? არასოდეს გაქრება ჩემი მეხსიერებიდან მისი შეშინებული თვალები, რომლებიც მეხვეწებოდნენ და შეწყალებას მთხოვდნენ, მე კი სასტიკად მოვექეცი და სიკვდილისთვისაც გავიმეტე. არ უნდა მიმეტოვებინა, უნდა დავრჩენილიყავი და მებრძოლა მისი სიცოცხლის გადასარჩენად.


Rosalieთარიღი: ხუთშაბათი, 2010-10-14, 9:48 PM | შეტყობინება # 2
MrS. Cullen
989
40  +
74  ±
   ±
Offline
sofka, vaimee es sheni daweriliaaa?? vaiii dzalian magaria dzalian momewonaaa!!! love love vaime vaime vaime heart vaime ki ara lasha ramdeni wlisaa?? biggrin



DiiiK♥თარიღი: ხუთშაბათი, 2010-10-14, 10:01 PM | შეტყობინება # 3
You're just too good to be true ...
1004
113  +
   ±
Offline
sofka, ვაააიიიმეეე!!!!!! ვაიმეეე!!! და ამდენი ხანიიი ააამ უუმაგრეეს ნაწარმოეებს არ დებდიი?! სისხლის სამართლის დანაშაულიაა!!!
აუუ როგორ მომეეწოონა!!! ძაალიან, ძალიაან, ძაალიააან მომეწონაა!!! სოოფ, უმაგრესაად წეერ :* დიანა რომ ქვია მთავაარ გმირს ეგ ხომ მომწონს და მომწონს !!! იიის "შუმახერი" ლაშა რომ იყოო მივხვდიი!!! happy biggrin აი ნერვიულობის მომენტი ისე კარგად გაქვს აღწერილი, რომ მეც ავნერვიულდი და სულ კანკალით წავიკითხე იმ წინადადებამდე, სიაში მეც ვეწერო რომ დაიძახაა! (party) კონსერვატორიასაც დაანგრევს, ხო? happy
ანუკიც საყვარელი გოგონაა.. როგორც მივხვდი კარგი მეგობარი ყოფილა, მაგრამ მასაც თავისი პრობლემები აქვს sad დედაც კარგი ქალი ჩანს, შვილზე როგორ ზრუნავს happy
ვაიმეე და იის ბიჭებიი!!!! ლევანი, დათო, ნიკა და ლაააშააა!!! მაიმუნები, რა დღეში იყვნენ და რით დამთავრდა მათი "ცელქობა"!!! dry ნუ დიანა კი კარგად იქნება, მაგრამ მე მგონია, რომ ლაშას არ უნდა დაეტოვებინა იქ... უცებ დაყვა ლევანის ნათქვამს. არადა როგორც გავიგე, ლევანი ყველაზე სერიოზული იყო მაგათ ბანდაში
Quote (sofka)
შეშინებულმა გადავხედე ლევანს. ის ერთადერთი იყო ვინც ასეთ მომენტში ხუმრობას არ დაიწყებდა და რამე ჭკვიანურს მეტყოდა.
აქედან დავასკვენი biggrin
მოოკლეედ გენიალუურიიი ადამიაანი ხაარ!!!! love love love love love love love love love love love love love love love love love love love love love love ძალიან კარგაად კიარადა შესანისნავად წერ!!!! ასეე გააგრძელეე და მეორე თავი მალეე დადეე... გთხოოვ... cry cry cry cry cry cry cry cry cry cry cry cry cry



sofkaთარიღი: ხუთშაბათი, 2010-10-14, 10:03 PM | შეტყობინება # 4
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline
mixaria rom mogewona sixarulo, didi madlobaaa, gaixareeee! kiss kiss kiss
Quote (Rosalie)
vaime ki ara lasha ramdeni wlisaa??

biggrin :D 20 wlisaa


ჩემი ფიკი ==>სიყვარულით დაბრმავებული


[


შეტყობინება შეასწორა sofka - ხუთშაბათი, 2010-10-14, 10:05 PM

Rob♥Stenთარიღი: ხუთშაბათი, 2010-10-14, 10:12 PM | შეტყობინება # 5
MrS.Cullen
1458
37  +
   ±
Offline
sofka, vaii surprised magari iyo dzaan surprised agshfrtovanebuli var surprised biggrin araaa raa nichieri xaar tan dzalian :* yovhaag ::*
Quote (stupid_l@mb)
sofka, ვაააიიიმეეე!!!!!! ვაიმეეე!!! და ამდენი ხანიიი ააამ უუმაგრეეს ნაწარმოეებს არ დებდიი?! სისხლის სამართლის დანაშაულიაა!!!

aii 100%it getanxmebii :X:X:X



sofkaთარიღი: ხუთშაბათი, 2010-10-14, 10:21 PM | შეტყობინება # 6
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline
stupid_l@mb, vaime diana me kide shens komentarebs, rom vkitxulob ver vijereb rom chems mimart weria yvelaferiii shy shy shy didi madloba, rom aset lamaz komentarebs mchuqni, es chemtvis martla dzalian bevrs nishnavs, udides stimuls mazlevs. kidev madlobt! madlobt! madlob! da madloooobt! kiss kiss kiss

xoo, rac sheexeba levans, is ert-erti dadebiti personajia da zalian miyvars cnobisatvis biggrin lasha ki merwmunet arc iseti cudi adamiania, rogoric tavidan chans. vecdebi didxans ar galodinot da meore tavic male davdo. vici rom saintereso adgilze gavcherdi da win kidev ufro saintereso ram gelit! happy

დამატებულია (2010-10-14, 10:21 PM)
---------------------------------------------
Rob♥Sten, vaime didi madloba, rom kitxulob chems fiks. arc ki megona tu ase mogewonebodat, martla shy ugrmesi madlobaaaa! kiss kiss kiss kiss


ჩემი ფიკი ==>სიყვარულით დაბრმავებული


[

DiiiK♥თარიღი: ხუთშაბათი, 2010-10-14, 10:48 PM | შეტყობინება # 7
You're just too good to be true ...
1004
113  +
   ±
Offline
sofka, ai mec egre var shens komentarebs rom vkitxulob : D viicii, chemo kargo.. vici rom shefaseba umtavresia, magram shen es ubralod unda sheifero happy martla dzaaliaan magraaa momwoons!!! dzalian kargad wer da icode, amaze ar unda gacherde :*
xo, levanisgan ufro mets veli da lashac ar mgonia cudi adamiani. happy moookleeed meoree tavs rooogoor veeliiii love love love love love love love love love love love love love love love love love love love love love love love love love



Takoთარიღი: ხუთშაბათი, 2010-10-14, 11:45 PM | შეტყობინება # 8
I'll hide from the world, bihind a broken frame
813
37  +
   ±
Offline
sofka, vaime , gamagijee... jer erti sheni ert-erti mtavari personaji chemi sayvareli instrumentia biggrin meorec erti naxsnebia shopeni, chemi sayvareli kompozitori biggrin mokled, muskaks tavi davanebot jer-jerobit biggrin (isa da memgoni shenc ukrav xo ? )
martla arachveulebrivad wer, is dzalian gamixarda, rom saqartveloshia situacia, qartvelebi gyavs mtavar personajebad qceuli.
dzalian momewona, agvtovandi martla... aqamde chven es ar vicodit??? angry angry
tivton am gogoti, dianati davinteresdi, ragac sxvanairi tipajia, sachemo, tan pianinoze ikravs biggrin nerviuloba momewona, mec mase memarteboda komkursze rom gavedi biggrin
Bichebi... hm, es lasha ragac idiotia da daufikrebeli... magram gulshi kargi bichi chans ashakarad.
mmmm... ise mainterebs, verc ki vxvdebi ra sheidzleba moxdes, ertaderti dianas da lashas siyvaruls vvaraudob. biggrin
mokled ar mogvaklo axal-axali tavebi, mixaria rom kidev erti dzalian nichieri adamiani vipoce saitze. :* :* :* :* :* :*

holiday kiss kiss love love love love love love love



Oooh, baby I've been flying...Mama, there ain't no denyin'

sofkaთარიღი: პარასკევი, 2010-10-15, 0:06 AM | შეტყობინება # 9
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline
Tako, vaime didi madloba genacvale sheeeen! dzalian sayvareli xaaar happy kiss kiss kiss
Quote (Tako)
meorec erti naxsnebia shopeni, chemi sayvareli kompozitori

chemi usayvarlsi kompozitoricaa da ar shemezlo, rom ar mexsenebinaaa love love love
Quote (Tako)
(isa da memgoni shenc ukrav xo ? )

kii zustad mixvdii, dzalian miyvars fortepiano da es profesiac amitom avirchie happy
Quote (Tako)
nerviuloba momewona, mec mase memarteboda komkursze rom gavedi

unda vagiaro, rom amas roca vwerdi, konkursebis win chemi gancdebi gavixsene biggrin magram mec dianasavit scenaze asuls nerviuloba maviwydeboda happy
Quote (Tako)
Bichebi... hm, es lasha ragac idiotia da daufikrebeli... magram gulshi kargi bichi chans ashakarad.

lashaze kidev bevrjer mogeshleba nervebi, magram gpirdebi asetad ar davtoveb, es arc me ar minda biggrin
Quote (Tako)
mokled ar mogvaklo axal-axali tavebi, mixaria rom kidev erti dzalian nichieri adamiani vipoce saitze. :* :* :* :* :* :*

didi madloba aseti lamazi komentaristvis chemo kargo, da gpirdebit ar mogaklebt axal-axal tavebs da saintereso ambebs kiss kiss kiss kiss


ჩემი ფიკი ==>სიყვარულით დაბრმავებული


[

Immortalთარიღი: პარასკევი, 2010-10-15, 9:34 PM | შეტყობინება # 10
Floccinaucinihilipilification
341
66  +
   ±
Offline
sofka, axla daviwyo chemo kargo. mokled me vin var, rom shen shegapaso, magram ubralod ar shemidzlia chemi agprtovaneba ar gamovxato. sityvebi ar myopnis. dzalian vamayob, rom maqvs bedniereba aseti unichieresi adamianis shedevrs gavecno. dzalian didi madloba im lamazi wutebistvis, romelic tundac am ertma tavma gvachuqa.
arachveulebrivi weris stili gaqvs, propesionaluri da mxatvruli. siujetic dzalian sainteresoa, me piradad dzalian mainteresebs ra moxdeba shemdegshi.
pianino dzalian axlo temaa chemtvis da namdvilad kargad mesmis mtavari gmiris. pirvel rigshi agvnishnav imas, rom shopeni chemi sayvareli kompizitoricaa biggrin da mere diana gvarad aris miqadze, chemi musikis maswavlebelic miqadzea gvarad biggrin es aseti sasiamovno damtxveva.
Quote (sofka)
ჩემი თითები ისე სწრაფად და ნაზად გაფრინდნენ კლავიშებზე, როგორც მინდორში ჭრელი პეპლები. ისე ადვილად დარბოდნენ და დასრიალებდნენ კლავიატურაზე, თითქოს პატარა ლიფსიტები სრიალებდნენ მდინარეში. მელოდიას ხან ზღვასავით ვაღელვებდი, ხანაც ვამშვიდებდი და პატარა ბავშვივით ვვეფერებოდი კლავიატურას. მთლიანად გამიტაცა მუსიკამ და ირგვლივ ვეღარავის ვამჩნევდი,ისეთი სიჩუმე იდგა, თითქოს დარბაზში მხოლოდ მე და როიალი დავრჩით. მინდოდა ეს იდილია კიდევ დიდხანს გაგრძელებულიყო, მაგრამ უკვე ბოლო, დამამთავრებელი აკორდიც ავიღე.
vaime ai gansakutrebit momewonaa, genialurad iyo dawerili. chemi koncertebi gamaxsenda... ehh... biggrin
rac sheexeba lashas da mis sadzmakacos (unda agvnishno mati dialogi, ai ar vici moxiblluli var) ar vpiqrob, rom dzalian cudi bichebi arian. rogorc zogadad xdeba xolme, darwmunebuli var erti sehxedvit ,,dzerski" bichi sigrmeshi dzalian kargi gulis patronia.
mokled, ar vici ra gitxra, yochag ! ase gaagrdzele. velodebi shemdeg tavs :*



sofkaთარიღი: შაბათი, 2010-10-16, 8:49 PM | შეტყობინება # 11
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline
Immortal, პირველ რიგში უღრმესი მადლობა მინდა მოგიხადო ამ საოცრად თბილი სიტყვებისთვის
Quote (Immortal)
mokled me vin var, rom shen shegapaso,

მე ასე ნამდვილად არ ფფიქრობ, დამიჯერე ძალიან ნიჭიერი ადამიანი ხარ და მე მართლა ვამაყობ, რომ შენს ასაკში უკვე ასე საოცრად წერ :love:
Quote (Immortal)
vamayob, rom maqvs bedniereba aseti unichieresi adamianis shedevrs gavecno.

ვაიმე, ეხლა მართლა მაწითლებ :shy:
Quote (Immortal)
rigshi agvnishnav imas, rom shopeni chemi sayvareli kompizitoricaa da mere diana gvarad aris miqadze, chemi musikis maswavlebelic miqadzea gvarad es aseti sasiamovno damtxveva.

შოპენი მართლაც ისეთი გენიოსი იყო, რომ შეუძლებელია არ გიყვარდეს. დიანას გვართან დაკავშირებიტ კი მართლა საოცარი დამთხვევაა. არადა გვარი - მიქაძე სრულიად შემთხვევით მომივიდა თავში biggrin მომეჩვენა რომ პერსონაჟის სახელს უხდებოდა smile
Quote (Immortal)
vaime ai gansakutrebit momewonaa, genialurad iyo dawerili. chemi koncertebi gamaxsenda... ehh...

ეჰ! მეც ხშირად მახსენდება ეგ დრო და საოცრად მენატრება cry
Quote (Immortal)
rac sheexeba lashas da mis sadzmakacos (unda agvnishno mati dialogi, ai ar vici moxiblluli var) ar vpiqrob, rom dzalian cudi bichebi arian. rogorc zogadad xdeba xolme, darwmunebuli var erti sehxedvit ,,dzerski" bichi sigrmeshi dzalian kargi gulis patronia.

მიხარია, რომ ზუსტად ისე გაიგე მათი ხასიათი, როგორც მინდოდა, რომ დაენახა მკითხველს. smile

ერთი სიტყვით მე მალე დავბრუნდები და იმედია უკვე ახალი თავით smile
ბავშვებო ყველა ძალიან მიყვარხართ და კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა, რომ კითხულობთ და თბილი სიტყვებით ძალას მმატებთ. გკოცნით ყველას! :kiss: :kiss: :kiss:

დამატებულია (2010-10-16, 8:49 PM)
---------------------------------------------
თავი 2.

დილით საშინელმა თავის ტკივილმა გამაღვიძა. თვალები გავახილე და საკუთარ საწოლში, რომ ვიწექი შვებით ამოვისუნთქე. თავში სრული ქაოსი და აურზაური მქონდა, ვერაფრით ვიხსენებდი სახლში როდის ან როგორ მოვედი. მახსოვს, რომ საავადმყოფოში გამეღვიძა, დედაც ჩემს გვერდით იჯდა და ჩემი ხელი ეკავა. თეთრხალათიანი ექიმები თავს დამტრიალებდნენ და მსინჯავდნენ. მერე კი დედას ვეხვეწებოდი სახლში წავიდეთმეთქი. იქ გაჩერება წუთითაც არ მინდოდა, ვერ ვიტანდი საავადმყოფოებს. ვიგრძენი, რომ კარი ფრთხილად გაიღო და ოთახში ჩუმად დედა შემოვიდა.
_ დეე! რა თითისწვერებზე დადიხარ? მე მღვიძავს _ გამეცინა. თავის წამოწევა ვცადე, მაგრამ ტკივილმა უფრო მიმატა და თავი ისევ ბალიშზე დავდე.
_ როგორა ხარ? _ მომიახლოვდა და შუბლზე მაკოცა.
_ კარგად... ცოტა თავი მტკივა...
_ მართლა? _ შეიცხადა დედამ. უცბათ ექიმის დარიგება გამახსენდა, რომ თუ თავი ოდნავადაც წამომტკივდებოდა მისთვის აუცილებლად უნდა მიმემართა და ენაზე ვიკბინე
_ არა დეე, სულ ცოტათი მტკიოდა... წეღან. უკვე გამიარა _ მოვიტყუე და უფრო დამაჯერებელი, რომ ვყოფილიყავი ლოგინზე წამოვჯექი. თავის ტკივილი ისევ მომემატა და ახლა თავბრუსხვევაც ვიგრძენი, მაგრამ არ შევიმჩნიე.
_ ადექი, საუზმეს ვამზადებ.
_ ხოო... რა სასიამოვნო დამწვრის სუნი მცეემს?
_ ვაიმე! ტოსტები დამეწვა _ თავში ხელი შემოირტყა და ოთახიდან გავარდა. მის საქციელზე გამეცინა და გადავწყვიტე მივხმარებოდი. წამოვდექი... ისევ თავბრუსხვევა ვიგრძენი... თვალებშიც მიბნელდებოდა. საშინელმა შიშმა ამიტანა, თვალებზე ბინდი გადამეკრა და ისეთი განცდა დამეუფლა, თითქოს ბნელ გვირაბში აღმოვჩნდი. ხელის ცეცებით რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა ვცადე, მინდოდა ოთახის კარამდე მივსულიყავი, მაგრამ რაღაცას დავეჯახე და წავიქეცი... ხმაურზე დედაჩემის სწრაფი ნაბიჯების ხმა გავიგონე და რამდენიმე წამში ოთახში, ჩემს გვერდით გაჩნდა.
_ დიანა! რა მოგივიდა?! თავბრუ დაგეხვა? _ მკითხა და წამოდგომაში დამეხმარა.
_ დედა! დედა! _ შეშინებულმა ვიყვირე და დედას მკლავზე ჩავებღაუჭე. _ ვერ გხედავ... ვერაფერს ვერ ვხედავ... საერთოდ ვერაფერს!
_ რას ამბობ?!
_ დავბრმავდი დედა! ვერ ვხედავ... _ შეშინებულმა დედაჩემმა სიტყვის თქმაც ვეღარ მოახერხა და გულში პატარა ბავშვივით ჩამიკრა. ტირილი ამივარდა და შიში კიდევ უფრო მეტად გამიმძაფრდა... იმის შიში, რომ ვეღარასოდეს დავინახავდი!
_ დაწყნარდი! გეხვეწები როგორმე დამშვიდდი... ყველაფერი კარგად იქნება...
_ დედა... მეშინია! მეშინია! ძალიან მეშინია!
_ ნუ გეშინია... მე შენს გვერდით ვარ, საავადმყოფოში წავალთ და ექიმი გაგსინჯავს კარგი? _ სახე ხელებით დამიჭირა და ცრემლები მომწმინდა _ ყველაფერი კარგად იქნება, დაწყნარდი.
_ კარგი... _ სლუკუნით ვუპასუხე და თავი მხარზე ჩამოვადე.

ცოტახანში ისევ საავადმყოფოში აღმოვჩნდი, ექიმის კაბინეტში. ექიმმა გულდასმით გამსინჯა, მერე სკამზე ჩამომსვა და დედას მიუბრუნდა.
_ პრინციპში... საშიში არაფერია. რამდენიმე მითითებას მოგცემთ და ყველაფერი გაივლის _ ცდილობდა აუღელვებლად ელაპარაკა, მაგრამ მე არაფერი გამომპარვია
_ Dდიანა გენაცვალე... მე ყველაფერს დაწვრილებით ავუხსნი დედას, შენ კი გარეთ დაიცადე, აუცილებელი არა არის ყველაფერი მოისმინო.
_ ძალინ გთხოვთ, აჯობებს ყველაფერს თუ გავიგებ... მინდა ვიცოდე რამდენად სერიოზულადაა ჩემი საქმე. გპირდებით, რომ რაც არ უნდა მითხრათ მაქსიმალურად მშვიდად მოვისმენ.
_ კარგი! მემგონი ეს უკეთესიცაა... აღარ დაგიმალავ და პირდაპირ გეტყვი, რომ საქმე მართლა ვერ არის კარგად და სერიოზული გამოკვლევა გჭირდება... _ უკვე სერიოზული ხმით მითხრა ექიმმა.
_ ისე მოვიქცევით როგორც თქვენ გვირჩევთ ექიმო _ აღელდა დედა.
_ მე სამწუხაროდ ამ ამბავში უძლური ვარ... ამიტომ ერთ კარგ ოფთალმოლოგს გირჩევთ, რომელიც ამ საქმეს კეთილსინდისიერად მოჰკიდებს ხელს. _ ექიმი დიდხანს გველაპარაკებოდა იმ თვალის ექიმზე, რომლისთვისაც რაც შეიძლება მალე უნდა მიგვეკითხა. მერე მისამართი დაგვიწერა ფურცელზე და დედას ურჩია დღესვე წავეყვანე მასთან. კაბინეტიდან გამოვედით თუ არა ვიგრძენი, რომ დედა საგონებელში ჩავარდა. არ ვიცოდი მისთვის რა მეთქვა და რით დამემშვიდებინა. საოცარი კი ის იყო, რომ ჩემს სიბრმავეზე მეტად მისი გასაჭირი მადარდებდა. ვიცოდი, რომ ახლა ფინანსურად ყველაზე მეტად გვიჭირდა და ამას განიცდიდა. მამამ რომ მიგვატოვა მე ჯერ კიდევ 4 წლის ვიყავი, ამ ამბავზე ბაბუაჩემს ინფაქტმა დაარტყა და გარდაიცვალა. მას მერე ბებიასთან ერთად ვცხოვრობდით და დამოუკიდებლად ვირჩენდით თავს. ცოტახანს ბებოს პენსიაც წაგვეშველებოდახოლმე, მაგრამ მისი გარდაცვალების მერე ისიც აღარ გვაქვს, მარტო დედას მასწავლებლის ხელფასი კი არაფერში გვყოფნიდა. მამაჩემი უკვე 10 წელია რაც საზღვარგარეთ გადავიდა საცხოვრებლად და აღარც მოვუკითხივარ. ბოლოს როცა ვნახე 8 წლის ვიყავი და მისი სახეც კი არ მახსოვს. დედა ძალიან ამაყია და ვიცი, როგორც არ უნდა გაუჭირდეს მამას მოძებნას არც კი შეეცდება.
დედამ ქუჩაში ტაქსი გააჩერა, მძღოლს მისამართი მიაწოდა და სადღაც წავედით. ალბათ თვალის კლინიკაში მივყავდი ექიმთან. მთელი გზა ხმა არ ამოუღია, მხოლოდ ჩემი ხელი ეკავა და ნერვიულად სრისავდა თავის გაყინულ ხელში. ვიცოდი, რომ ჩემს გამო ყველაფერზე წავიდოდა, ყველაფერს იღონებდა, რომ ისევ დამენახა, მაგრამ მისი ტანჯვა არ მინდოდა. ვცდილობდი როგორმე დამემშვიდებინა, ის კი უარესად იტნჯებოდა იმის გამო, რომ მე მიწევდა მისი დამშვიდება.
კლინიკაში ექიმმა დაწვრილებით გამომკითხა მხედველობის დკარგვის ამბავი, მერე გამსინჯა და დიდიხნის ფიქრის მერე დედას უთხრა
_ თქვენს შვილს, მხოლოდ ოპერაციის მერე შეიძლება დაუბრუნდეს მხედველობა.
_ შეიძლება?! _ შეიცხადა დედამ.
_ აჯობებს თუ ცალკე დავილაპარაკებთ ქალბატონო _ მივხვდი, რომ ჩემზე ანიშნა და გავაპროტესტე
_ ექიმო, შეიძლება ბრმა ვარ, მაგრამ სულელი ნამდვილად არ ვარ! მითხარით შანსი რამდენი მაქვს, რომ ისევ დავინახავ?
_ შანსები თანაბარია... 50/50-ზე... ასე, რომ ვერაფრის გარანტიას ვერ მოგცემთ _ თითქოს ველოდი კიდეც ამ პასუხს... ადგილზე გავიყინე. მთელმა ჩემმა განვლილმა ცხოვრებამ გაირბინა ჩემს წარმოსახვაში. ის დღეც გავიხსენე, როცა თავს ის ნაძირლები დამესხნენ. ვერასოდეს დავივიწყებდი მათ დამცინავ და სასტიკ მზერას, განსაკუთრებით კი იმ შავგვრემანისას, ვის გამოც ამ დღეში ჩავვარდი. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ოსედმე ვინმე ასე შემძულდებოდა, მაგრამ ახლა სწორედ ამას ვგრძნობდი... მე ის სულის ტკივილამდე მძულდა!
ოთახში სიჩუმე იდგა... მხოლოდ დედას ჩუმი ქვითინი მესმოდა, ექიმი კი წინ და უკან ბოლთას სცემდა. საშინლად მაღიზიანებდა ეს სიჩუმე და ექიმის ნერვიული ნაბიჯების ხმას კიდევ უფრო გამოვყავდი წყობიდან. ამას მერჩივნა ხმამაღლა ეღრიალა დედაჩემს, რამეზე ეკამათად, ან თუნდაც ეჩხუბათ, ოღონდ ეს სიჩუმე რამეს დაერღვია. მაგრამ აქ არც საკამათო იყო რამე და არც მითუმეტეს საჩხუბარი.
_ დამშვიდდით ქალბატონო... შანსები თანაბარია, მაგრამ იმედს ბოლომდე ნუ გადაიწურავთ. _ როგორც იქნა სიჩუმის დარღვევა გაბედა ექიმმა და რაღაც იმედის მომცემი რამ მაინც გვითხრა _ ჩათვალეთ, რომ რასაც ახლა გეტყვით მეგობრული რჩევა იქნება... თავი ხელში უნდა აიყვანოთ და თქვენს შვილს მხარში ამოუდგეთ, ახლა სისუსტის დრო არ გაქვთ! ისეთი ძლიერი უნდა იყოთ, როგორც არასდროს და მხოლოდ ამ განწყობით მივაღწევთ ერთად სასურველ შედეგს, მე ამის მჯერა! _ ამ სიტყვების მერე დედას აღარ უტირია, არც იმ დღეს და აღარც მეორე დღეს. ახლა მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, რომ ოპერაციისთვის საჭირო თანხა ეშოვა. ჩვენი ნათესავების იმედი ნაკლებად ჰქონდა, ამიტომ ამერიკაში თავის საუკეთესო მეგობარს _ ქეთის დაუკავშირდა, რომელიც უკვე დიდიხანია იქ ცხოვრობს და ამდენიხნის სიშორის მიუხედავად, დედას ყოველთვის ღვიძლი დასავით უდგას გვერდში. ქეთიმ დაარწმუნა დედა, რომ ოპერაცია რაც შეიძლება მალე დაენიშნა. თანხას რაც შეეხებოდა დაპირდა, რომ ერთ კვირაში უკვე ხელში ეჭირებოდა თვითონ დედას. რა თქმა უნდა დედა ამას სესხად იღებდა, მაგრამ ქეთიმ ისიც უთხრა, რომ ვალის დაბრუნება არ იყო საჭირო და ამას იმიტომ აკეთებდა, რომ შვილივით ვუყვარდი. ყოველთვის ვიცოდი, რომ ძალიან კეთილი და სათნო ადამიანი იყო, მაგრამ ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე ჩემთვის ასეთ რამეს გააკეთებდა.
ექიმს მოველაპარაკეთ, რომ ოპერაციას ერთ თვეში გამიკეთებდა, დედა მასზე დიდ იმედებს ამყარებდა. ექიმის დარიგებები მასზე დადებითად მოქმედებდა, ცდილობდა ოპტიმისტურად განვეწყე. მეც ვცდილობდი შიში და უიმედო აზრები თავიდან მომეშორებინა და გავმხნევებულიყავი... ამიტომ გადავწყვიტე სასწავლებელი და მეგობრები მომენახულებინა. წინა საღამოს ანუკის დავურეკე და შევუთანხმდი, რომ დილით სახლში გამომივლიდა და ერთად წავიდოდით. როგორც ყოველთვის ახლაც მთელი გზა არ გაჩერებულა და სასწავლებლის ახალ ჭორებს მიყვებოდა.
_ იცი, საესტრადო ფაკულტეტზე ეს ერთი კვირაა ახლები გადმოვიდნენ... ძალიან მაგრები არიან, როკ ჯგუფი აქვთ და უკვე კონცერტიც კი ჰქონდათ. გული დამწყდა, რომ ვერ წამოხვედი, მაგარი კოცერტი იყო.
_ ანუკი, ხომ იცი როკი არასოდეს მომწონდა. ასე, რომ ბევრი არაფერი დამიკარგავს.
_ ხოო, არც მე მომწონს დიდად... უბრალოდ მაგარი ბიჭები არიან, განსაკუთრებით კი ერთი გიტარისტი მომეწონა. ქერა და ცისფერთვალებაა, ისეთია როგორზეც ვოცნებობდი. _ ამოიოხრა და გაინაბა.
_ ანუ! რამდენჯერ უნდა გითხრა, ქერა და ცისფერთვალება ბიჭები ამპარტავნები და ქედმაღლები არიან.
_ ოღონდ იმის მტკიცებას ნუ მოყვები ახლა, რომ შავგვრემანი ბიჭები უფრო სანდო და თავმდაბლები არიან _ ირონიუული ტონით მითხრა და სასწავლებლის შენობაში შემიყვანა.
_ არა, არც მაგის მტკიცებას მოვყვები და საერთოდ გვეყოფა ბიჭებზე ლაპარაკი! _ ანუკიმ კიბეებზე ფრთხილად ამიყვანა და მეორე სართულზე ავედით. ჯგუფელები როგორც ყოველთვის ჩვეულებრივად შემხვდნენ. ცდილობდნენ დიდად არ შეემჩნიათ ჩემი მდგომარეობა და მეც ასე უფრო უკეთ ვგრძნობდი თავს. ნამდვილად არ მინდოდა ვინმეს შევცოდებოდი და ცრემლები გადმოეყარა იმის გამო, რომ ამ დღეში მხედავდა. ლექციებმა ჩვეულებრივად ჩაიარა, ვცდილობდი ყურადღების ცენტრში არ აღმოვჩენილიყავი და როგორც ჩანს მასწავლებლებიც არიდებდნენ ჩემთან ურთიერთობას თავს, ალბათ ეშინოდათ რამე ისეთი არ ეთქვათ, რაც გულს მატკენდა. ბოლო ლექციად _ მუსიკის ლიტერატურა გვქონდა. აუდიტორიაში ხმაური იმატებდა და მივხვდი, რომ უკვე ყველა თავის ადგილს იკავებდა მერხებთან. ჩემს გვერდით ანუკი იჯდა, რაღაც მისთვის უჩვეულოდ ჩუმად. მეც სადღაც სიბნელეში უაზროდ გავშტერდი და გუნებაში შოპენის ერთ-ერთ მელოდიას ვღიღინებდი. ზარიც დაირეკა და აუდიტორიაში მასწავლებელი შემოვიდა, ქალბატონი – ცისანა ბოტკოველი. მისი სუნამოს სუნი ვიგრძენი, რომელიც ყოველთვის მაღიზიანებდა. უცბათ წარმოვიდგინე როგორ გამოიყურებოდა და უნებურად გამეღიმა. ის 60 წელს გადაცილებული ქალბატონი გახლდათ, თუმცა ამის მიუხედავად მაინც მოკლე ქვედაბოლოებს ატარებდა, ტუჩები მუდამ ვარდისფერი პომადით ჰქონდა შეღებილი და ისე ამაყად დადიოდა, თითქოს ირგვლივ ვერავის ამჩნევდა. ახლაც ალბათ ამაყად შემოაბიჯა და აუდიტორია გადაათვალიერა. მერე კი ბევრი სიგარეტის წევისგან დაბოხებული ხმით დაიწყო
_ გამარჯობათ! დღეს არც გამოკითხვა გვექნება და არც ახალს არ ავხსნი რამეს, უბრალოდ მთელი ლექციის მანძილზე მოცარტის სიმფონიებს მოვისმენთ. _ მისმა სიტყვებმა აუდიტორიაში სიხარულის ოვაციები გამოიწვია. მეც გამიხარდა, რომ ყურადღების ცენტრში მოქცევა არ მემუქრებოდა. აი ძველი ფირსკრავის ხმაც გაისმა, რომელიც მოცარტის #40-ე სიმფონიას საცოდავად უკრავდა. ისე ამახინჯებდა ლამაზ მელოდიას, რომ მოსმენაც არ ღირდა. თავი მაგიდაზე ხელებს შორის ჩავრგე, რომ ფირსაკრავის საცოდავ ღნავილს არ შევეწუხებინე და ოცნებებში ჩავიძირე...

ლექციის მერე მასწავლებელმა ანუკის ჟურნალის და რაღაც ფურცლების მესამე სართულზე, სამასწავლებლოში ატანა სთხოვა. მე რომ ტყუილად არ მებოდიალა კიბეებზე და ანუკიც არ მეწვალებინა მეორე სართულზე დარჩენა გადავწყვიტე.
_ აქ დამიცადე. აი აქ დარბაზის კარია, თუ გინდა შიგნით შეგიყვან, მგონი ვიღაც რეპეტიციას გადის და სკამზე ჩამოჯექი, არამგონია ამით ხელი შეუშალო.
_ არა ანუ, აქ გავჩერდები ჯიბია _ გარეთ დარჩენა გადავწყვიტე და დარბაზის კარს ზურგით მივეყრდენი.
_ კარგი, როგორც გინდა. მე მალე დავბრუნდები _ მითხრა და სიტყვებთან ერთად გაქრა. უცბათ საშინლად მარტო ვიგრძენი თავი, ისეთი განცდა მქონდა, რომ სრულიად მარტო აღმოვჩნდი წყვდიადში და ირგვლივ ხმის გამცემიც არავინ მყავდა. ეს მართლაც ასე იყო, მთელს შენობაში სამარისებური სიჩუმე იდგა, მხოლოდ რამდენიმე აუდიტორიიდან გამოდიოდა ფორტეპიანოს დაკვრის ხმა. მათ შორის დარბაზიდანაც მომესმა ნაცნობი მელოდია. ვიღაც შოპენის „რევოლუციურ“ ეტიუდს უკრავდა, გულმა ვერ მომითმინა, დარბაზში ხელის ცეცებით შევედი და მუსიკის ხმას მივყევი. ვიგრძენი, რომ როიალთან მჯდომს გულში ნამდვილი ცეცხლი უტრიალებდა, ეს მის თითოეულ ბგერაში იგრძნობოდა. მეც გადმომედო მისი ხასიათი და მოჯადოებულივით წავედი იქით საიდანაც როიალის ხმა მოდიოდა. უცბათ მუსიკის ხმა შეწყდა და დარბაზში უცნაური სიჩუმე ჩამოვარდა. აშკარად ჩემმა გამოჩენამ შეაწყვეტინა უცნობს დაკვრა, მერე კი მისი დაჟინებული მზერა ვიგრძენი და რატომგაც ტანში გამცრა.
_ ძალიან გთხოვთ, გააგრძელეთ დაკვრა. მე ხელს არ შეგიშლით, უბრალოდ მოგისმენთ, თუ რა თქმა უნდა ნებას დამრთავთ. _ მორიდებით მივმართე უცნობს.
_ სამწუხაროდ ნებას ვერ დაგრთავთ, არ მიყვარს მეცადინეობის დროს, რომ მისმენენ. _ გულგრილად მიპასუხა ბიჭის ხმამ.
_ ბოდიში, ხელის შეშლა არ მინდოდა. თუ დისკომფორტს გიქმნით მე წავალ. _ ვუთხარი და ზურგისკენ შემოვბრუნდი. რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის მერე რაღაცას წამოვედე და დავეცი. სცენიდან გადმოხტომის ხმაც გავიგე და მერე მისი სიახლოვე ვიგრძენი. ხელი ნაზად მომკიდა და წამოდგომაში დამეხმარა.
_ ხომ არაფერი იტკინე? _ მკითხა შეშინებულმა.
_ არა, ყველაფერი რიგზეა _ გავუღიმე და მისი ხმის მიმართულებით გავიხედე.
_ მაპატიე...
_ რა? _ მოულოდნელობისგან გამეცინა _ რა გაპატიო?
_ მე... მე არ ვიცოდი, რომ...
_ რომ ბრმა ვარ? _ რატომღაც გამეცინა ჩემს სიტყვებზე _ ეგ არაფერი.
_ შეგიძლია ჩამოჯდე და მომისმინო, თუ რა თქმა უნდა გინდა _ ნაღვლიანი ხმით მითხრა და სკამზე ჩამომსვა.
_ მგონი წეღან მითხარი, რომ არ გიყვარს რეპეტიციის დროს ვინმე როცა გისმენს.
_ არა, მართლა არ შემიშლი...
_ აჯობებს თუ წავალ... თანაც ჩემი მეგობარი ალბათ უკვე მეძებს კიდეც _ მტკიცედ ვუთხარი და ფეხზე წამოვდექი.
_ კარგი, რადგან არ იშლი კარამდე მაინც მიგაცილებ _ მითხრა და ხელი მკლავზე მომკიდა, მეც წინააღმდეგობის გარეშე მივყევი. დარბაზის კარის გაღების ხმა გავიგონე...
_ დიანა! აქ ხარ? გოგო, რა გულს მიხეთქავ, შენს ძებნაში მთელი შენობა შემოვირბინე და რა აღარ ვიფიქრე, ასე როგორ შეიძლება? _ პირველ კლასელივით დამტუქსა ანუკიმ. _ დამშვიდდი, ხომ ხედავ კარგად ვარ. უბრალოდ მაშინვე დარბაზში უნდა შემოგეხედა და ამდენი სირბილიც არ მოგიწევდა _ დავცინე მეგობარს.
_ თქვენ რაა, ერთმანეთს იცნობთ? _ გაკვირვებულმა შეიცხადა ანუკიმ და მივხვდი, ჩემს გვერდით მდგომს გულისხმობდა. გამეცინა და თანხმობის ნიშნად თავი დავუკარი. _ ეს ერთ-ერთია იმ ახლი ჯგუფიდან დღეს, რომ გეუბნებოდი გახსოვს? _ უცხო ბიჭის არც კი მორიდებია ისე მითხრა და თავი უხერხულად ვიგრძენი. _ ხოო, მართლა რა ჰქვია თქვენს ჯგუფს?
_ “The black angels!” _ უპასუხა ბიჭმა.
_ ეს-ესაა გავიცანით ერთმანეთი... ხოო, მართლა ჩემი სახელი არ მითქვამს... მე დიანა მქვია... შენ? _ ღიმილით ვუთხარი და ბიჭის მხარეს მივბრუნდი. ცოტახნით სიჩუმე ჩამოვარდა... მეგონა სახელის თქმას არ აპირებდა, მაგრამ მერე მიპასუხა
_ მე - ლაშა...


ჩემი ფიკი ==>სიყვარულით დაბრმავებული


[


შეტყობინება შეასწორა sofka - შაბათი, 2010-10-16, 8:51 PM

Rosalieთარიღი: კვირა, 2010-10-17, 8:24 PM | შეტყობინება # 12
MrS. Cullen
989
40  +
74  ±
   ±
Offline
Quote (sofka)
biggrin 20 wlisaa

vaime eg maimuni eg biggrin
exla unda gavide xval wavikitxav meore tavs da dagiwer komentars :*

დამატებულია (2010-10-17, 8:24 PM)
---------------------------------------------

Quote (sofka)
_ ეს-ესაა გავიცანით ერთმანეთი... ხოო, მართლა ჩემი სახელი არ მითქვამს... მე დიანა მქვია... შენ? _ ღიმილით ვუთხარი და ბიჭის მხარეს მივბრუნდი. ცოტახნით სიჩუმე ჩამოვარდა... მეგონა სახელის თქმას არ აპირებდა, მაგრამ მერე მიპასუხა _ მე - ლაშა...

vicodi! vicodi vicodi vicodi!!! vicodi ro lasha iqneboda! vicodi vicodi vicodi! biggrin
ukve momwons eg bichi ki arada miyvars biggrin
Quote (sofka)
_ მაპატიე... _ რა? _ მოულოდნელობისგან გამეცინა _ რა გაპატიო? _ მე... მე არ ვიცოდი, რომ... _ რომ ბრმა ვარ? _ რატომღაც გამეცინა ჩემს სიტყვებზე _ ეგ არაფერი.

shemecodaa.. cry cry




sofkaთარიღი: ორშაბათი, 2010-10-18, 2:28 PM | შეტყობინება # 13
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline
Quote (Rosalie)
vicodi! vicodi vicodi vicodi!!! vicodi ro lasha iqneboda! vicodi vicodi vicodi!
ukve momwons eg bichi ki arada miyvars

biggrin biggrin biggrin მიხარია რომ მასში ნაძირალას აღარ ხედავ happy happy


ჩემი ფიკი ==>სიყვარულით დაბრმავებული


[

saaaliთარიღი: ორშაბათი, 2010-10-18, 11:28 PM | შეტყობინება # 14
Life sucks either way
990
39  +
85  ±
   ±
Offline
sofka, martla unichieresii xar da umagresaad wer wacko %) wacko ese gaagrdzele.. dzalian sainteresoaaa da shemdeg tavs moutmenlad velodebi happy ^_^ love love love love

www.caribbeanpirate.ucoz.com

www.gossipgirl.ucoz.org


შეტყობინება შეასწორა saaali - ორშაბათი, 2010-10-18, 11:29 PM

DiiiK♥თარიღი: სამშაბათი, 2010-10-19, 5:13 PM | შეტყობინება # 15
You're just too good to be true ...
1004
113  +
   ±
Offline
sofka, ამ თავს როგორ ველოდიი და მოლოდინიიი როგოოორ გამიმართლდაა!!! shock cry cry cry cry cry cry შესანისნავი იყოო love love love love მართალია არ მეგონა, დიანას ესეთი სერიოზული პრობლემა თუ ექნებოდა... მაგრამ ერთი მხრივ, ეს მის და ლაშას ურთიერთობას საფუძველს ჩაუყრის და ჩაუყარა კიდევაც happy ვაიმე სოფ, მითხარი, რომ ოპერაცია შედეგიანი იქნება და დიანა საბოლოოდ არ დაბრმავდება! cry cry cry cry cry cry ეს საშინელება იქნება მისთვის... ის ხომ ასეთი კარგი პიანისტია!!! საწყალი გოგონა, თურმე უმამოდ იზრდებოდა! : (((( არაჩვეულებრივი თხრობაა გაქვს და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეგიძლია მკითხველზე, ადვილად მანიპულირებ ჩვენზე happy აი მე პირადად ისეთ ეშხში ვიყავი შესული კითხვისას, რომ გული დამწყდა, რომ დამთავრდა... მაგრამ დამთავრების წაკითხვა ყველაფრის ფასად ღირდა! biggrin ნუ დარწმუნებული ვიყავი, რომ იიიიიიის ბიჭი ვაჟბატონი ლაშა იქნებოდა biggrin მაგრამ მისი და დიანას გაცნობა ისეთი ესმაკური გამოგივიდააა hands hands hands flower flower flower love love ok ok ok ok ok ok უმაგრესი გოგო ხარ, ჩემო კარგო :* არაჩვეულებრივი ადამიანი, ასეთ შესანიშნავი რაღაცის დასაწერად რომ იცლი და ასე რომ გვახარებ! კვირას შენი ახალი თავი რომ ვნახე დედას ვეხვერწებოდი ცოოოოტა ხანიც ვიქნები, ამას წავიკითხავ და ავდგებითქო biggrin რა დამაძინებდა ეს თავი რომ არ წამეკითხა და ახლაა ის მკითხე შემდეგს როგორ ველოდები?! : (((( გული მიგრზნობს (და კიდევ შენი გამოგზავნილი პმ მიმაგრებს ზურგს biggrin ) როომ მალე დადეებ :*
გაიხარეეე!!! ჩემი თქმა და შექება რად გინდა, ისედაც უნდა იცოდე, რომ უნიჭიერესი ხაარ :* შენი წერის სტილი ისეთი მსუბუქი და ამავდროულად იმდენად ახლოა ჩვენთვის, ყველასთვის, რომ შეუძლებელია არ მოგეწონოს, არ შეგიყვარდეს ის პერსონაჟები, რომლებსაც შენ ჰქმნი! ხოოდა მე მიყვაარს ლაშა და არავინ შემეცილოოოს! love tongue იმიტომ რომ მასაც ვუყვარვაარ! აბა მიდით და კითხეთ, თუ არ მოსწონს დიკოო biggrin tongue


ფორუმი » Fanfiction » საკუთარი შემოქმედება » სიყვარულით დაბრმავებული
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 34
  • 35
  • »
ძებნა: