Just sing a song
|
|
♥---♥ | თარიღი: კვირა, 2010-06-13, 7:12 PM | შეტყობინება # 1 |
<<>
44
Offline
|
პირველი ადგილი კონკურსში "Fanfiction Awards 2010" ნომინაციაში "საუკეთესო ფანფიკი". პირველი ადგილი კონკურსში "Fanfiction Awards 2010" ნომინაციაში "საუკეთესო ფიკრაიტერი". ფანფიკის ბეტას (S@li) მიენიჭა პირველი ადგილი ნომინაციაში "საუკეთესო ბეტა".
სახელწოდება: Just sing a song ავტორი: DiiiK♥ დისკლეიმერი: გმირების სახელებზე საავტორო უფლება აქვს სტეფან მეიერს+მე რეიტინგი:G (General) ბეტა: S@li პეირინგი:ბ.ს./ე.კ. ჟანრი: Romance, Angst, Hurt/comfort სამარი:ტრაგედია, რომელიც მთლიანად შეცვლის ბელას ცხოვრებას, მას დიდ ტკივილს აყენებს და სიცოცხლის სურვილს უკარგავს... სტატუსი: წერის პროცესშია. ავტორისგან: დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, ვინც კითხულობს ჩემს ფანფიკს! იმედი მაქვს მოლოდინს გავამართლებ და ასევე უღრმესი მადლობა ჩემს საყვარელ ბეტას, სალის! მას დიდი წვლილი მიუძღვის!
პროლოგი დამესიზმრა, რომ კლდესთან ვიდექი. მის მარჯვენა მხარეს მზე ანათებდა და გარემო მწვანეში იყო ჩაფლული, მარცხნივ კი საშინელი ქარი ქროდა და თოვლის ქარბუქი ტრიალებდა. წინ ერთი ნაბიჯი გადავდგი და უცებ უფსკრულის პირას აღვმოჩნდი. მოულოდნელობისგან შევხტი და უკან დავიხიე. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი სიზმარში ვიყავი, მაინც რატომღაც გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობას ვგრძნობდი. ირგვლივ კიდევ ერთხელ მიმოვიხედე. უკან სიბნელე იყო, არაფერი მოჩანდა. მარჯვნივ გაზაფხული ჰყვაოდა, მარცხნივ კი ზამთარი ბობოქრობდა. წინ უფსკრული იყო... ვფიქრობდი, რომ სასწრაფოდ მარჯვნივ უნდა წავსულიყავი. საშინლად მციოდა, მაგრამ სხეული თითქოს გონებას არ ემორჩილებოდა. ისევ გადავდგი წინ ნაბიჯი და მოულოდნელად კლდემ ზრდა დაიწყო... რაც უფრო ვუახლოვდებოდი უფსკრულს, კლდე მით უფრო იზრდებოდა. უცებ ფეხქვეშ საყრდენი გამომეცალა. კანკალმა ამიტანა და სანამ მიწა საბოლოოდ დაიშლებოდა ზაფხული და ზამთარი გაერთიანდა. ვიგრძენი, როგორ ჩაიღვარა სხეულში სითბო და გამაჟრჟოლა. მოწმენდილ ცას ავხედე, რომელსაც მთვარე ვერცხლისფრად ანათებდა და გონებაში წავიმღერე: " All I know is just you're not here to say...What you always used to say... But it's written in the sky tonight"
პირველი თავი: შიში მეორე თავი მესამე თავი მეოთხე თავი მეხუთე თავი მეექვსე თავი მეშვიდე თავი მერვე თავი მეცხრე თავი მეათე თავი მეთერთმეტე თავი მეთორმეტე თავი მეცამეტე თავი მეთოთხმეტე თავი მეთხუთმეტე თავი მეთექვსმეტე თავი მეჩვიდმეტე თავი მეთვრამეტე თავი მეცხრამეტე თავი მეოცე თავი ოცდამეერთე თავი ოცდამეორე თავი
შეტყობინება შეასწორა ♥---♥ - სამშაბათი, 2010-06-15, 5:34 PM | |
|
|
kristen | თარიღი: შაბათი, 2010-07-17, 5:26 PM | შეტყობინება # 151 |
ForevEr YoUnG
513
Offline
| | |
|
|
|
|
|
♥---♥ | თარიღი: ორშაბათი, 2010-09-06, 8:02 PM | შეტყობინება # 155 |
<<>
44
Offline
| ყველას მოგესალმებით! არდადეგები მიილია... სექტემბერი დადგა და მეც ჩამოვედი. რასაც მოუთმენლად ველოდი! დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას კეთილი და თბილი სიტყვებისთვის! თქვენი კომენტარები რომ დამხვდა ძალიან გამიხარდა... როგორც გითხარით, ახალი თავით დავბრუნდი, მაგრამ სანამ მას დავდებდე რამოდენიმე სიტყვით მინდა მოგმართოთ და რასაც ახლა ვიტყვი, იმედია სწორია და სწორად ვიქცევი. ჩემი ვინაობა უმრავლესობისთვის უცნობია, ამას იმიტომ ვამბობ, რომ რამდენიმე ადამიანმა იცის, ვინც ვარ. სალიმ მითხრა, რომ უკვე დრო იყო, მეთქვა ჩემი სახელი ნუ დიდი არაფერია, მაგრამ ჩემთვის მაინც უხერხული იყო. პირველ რიგში მინდა გითხრათ, თუ რატომ ვიყავი "ინკოგნიტო"... ჩემი ფაკი საიტზე იყო პირველი და რათქმაუნდა იყო შიში, რომ ეს წამოწყება არ გაამართლებდა. ვიფიქრე, რომ რადგან მე ვიწყებ, მომეცა საშუალება სრულიად ობიექტურად შეგეფასებინათ ეს "ახალი ხილი"... ამიტომ გადავწყვიტე, რომ თუ არ გეცოდინებოდათ ვინ ვიყავი, უფრო ობიექტურები იქნებოდით და მარტო ხათრის გამო არ დაპოსტავდით ...იმედი მაქვს ხვდებით, რატომ ვაკეთებ ამას ახლა. ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა, იმიტომ რომ ეს უკვე სიცრუეში გადაიძრდებოდა...მოკლედ, მე დიკო ვარ (იგივე: stupid_l@mb) და თუ ცუდად გამოვიდა, რომ ეს თავიდანვე არ იცოდით, იმედია მაპატიებთ...
| |
|
|
|
|
Immortal | თარიღი: ორშაბათი, 2010-09-06, 8:36 PM | შეტყობინება # 158 |
Floccinaucinihilipilification
341
Offline
| ♥---♥, ჩემო გოოგო, ახლა ყველა მიხვდება რატომ ვამბობდი უნიჭიერესი და თავმდაბალი ადამიანია მეთქი. ნამდვილად ვხვდები რატომაც მოიქეცი ასე და სრულიად დარწმუნებული ვარ რომ არავის ეწყინება. უბრალოდ არ გინდოდა ისე შეეფასებინე ყველას როგორც მათი მეგობარი დიკო, ბევრად უფრო ობიექტური იქნებოდა თუ მათთვის უცნობი იქნებოდი და ასე დაგიწერდნენ კომენტარებს. ალბათ ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ შენიშვნების მიცემას სრულიად უცხო ადამიანისთვის უფრო გაბედავდნენ. მე ყველანაირად გამართლებ ჩემო კარგო და შენს გვერდით ვარ. მოდით ყველამ ერთხმად ვაღიაროთ რომ საიტზე უნიჭიერესი ადამიანი, მომავალი მწერალი და ნამდვილი გენიოსი გვყავს დიკოს სახით. მას მართლაც რომ წარმატებები ელის, რა სფეროთიც არ უნდა წავიდეს, მაინც არ მოაკლდება სიყვარული და პატივისცემა მინიმუმ მისი ამ ნიჭის გამო. თანაც ხომ იცი უბრალოდ უფლება არ გაქვს რომ არ წერო. მართალი ხარ ამის გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა, იმედია დარწმუნდი რომ მართლაც მაგარი ხარ. სალის ერთი გმირობის ორდენი სულ მცირე იმის გამო ეკუთვნის რომ დაგარწმუნა ნამდვილი ვინაობა გაგემჟღავმებინა. ძალიან მიყვარხაარ და ვამაყობ შენით. არა მარტო ნიჭიერი, არამედ ყველანაირად კარგი ადამიანი ხარ. ხო დადებ შენ ახალ თავს და უფრო მეტს იმის მერე მოგახსენებ. თქცენ არ იცით რა გელოდებათ წინ
| |
|
|
DiiiK♥ | თარიღი: ორშაბათი, 2010-09-06, 8:58 PM | შეტყობინება # 159 |
You're just too good to be true ...
1004
Offline
| RoZy_HaLe, დიდი მადლობააა, ჩემო კარგოოო Tako_Twilfan, ვააი Immortal, ნუ არ ვიცი როგორ გისაყვედურო, ეგრე რომ მაქებ ხომ იცი, როგორ მიყვარხარ და როგორი მადლობელი ვარ შენი, მხარში რომ მიდგახარ მაგრამ მართლა გავწითლდი შენი კომენტარი რომ წავიკითხე!!! პრინციპში, შენ კარგად გესმი ჩემი... იმიტომ რომ ისეთივე (მაპატიე, უფრო მეტი!) ნიჭით ხარ დაჯილდოვებული! აი სალის კი ბეეევრი ორდენი ეკუთვნიის!!! ეგ რომ არ იყოს...! ყველაზე კარგი ბეტაა მეც შემიძლია იგივე გითხრა, უმაგრესი ადამიანი და ისეთი დადებითი თვისებებით შემკობილი პიროვნება ხარ, რომელიც ყველას შეაყვარებს თავს და არსად დაიკარგება ცხოვრების ქარტეხილებში მიიიიიყ :* შემდეგი თავი კი მალე იქნება, მატრაკვეც პიარისტ
| |
|
|
|
|
elis | თარიღი: ორშაბათი, 2010-09-06, 9:27 PM | შეტყობინება # 162 |
44
Offline
| | |
|
|
|
|
|