♥---♥ | თარიღი: კვირა, 2010-07-04, 2:09 PM | შეტყობინება # 126 |
<<>
44
Offline
| Immortal, Quote (Immortal) chem mier natqvami titoeuli sityva banaluria imis gadmoaacemad rasac sinamdvileshi vgrdznob.martla dzalian miyvarxar da pativs gcem დიდი მადლობა, ნუნუკა! ვერ წარმოიდგენ, მეც როგორ მიყვარხარ! შენი გულშემატკივარი და ფანი ვარ!!! ედვარდი, ის ტიპიური მოზარდია, ერთი შეხედვით, რათქმაუნდა. ის უცნობი კი უბრალოდ უცნობია :D :D Quote (Immortal) ukve simpatiit ganvewyve mis mimaart ხო, მეც ძალაინ ვაფასებ! kristen, ნინი, ძვირფასო, უღრმესი მადლობა!!! Quote (kristen) ai me-6 tavis boloshi im ucnobebis vinaobam dzalian damainteresa, xolo is martosuli adamiani mgonia rom mtavari moqmedi gmiri edward cullenia ის უცნობი, ნამდვილად ყურადღების ღირსია... ედვარდისთვის კი დიდი პატივია, იმ "მარტოსულს" რომ შეადარე :D ^_^ ^_^ დამატებულია (2010-07-04, 2:05 PM) ---------------------------------------------
მეშვიდე თავი ყველაზე მძიმე წუთები შორს იყო. წყვიადი ნელ-ნელა იფანტებოდა და მეც ცხოვრებას ვუბრუნდებოდი. კიდევ ერთი კვირაც და საავადმყოფოდან გამწერდნენ. უკვე საათებს და წუთებს ვითვლიდი. საშინლად არ მინდოდა აქ ყოფნა. როგორც არასდროს, ისე მინდოდა გარეთ გასვლა და სადმე წყნარ ადგილას გასეირნება. ბუნება დარდისა და ვარამის შეუდარებელი მკურნალია. მისი მაცოცხლებელი ძალა ჩემზე ყოველთვის მოქმედებდა. მიუხედავად იმისა, რომ საავადმყოფო ძალიან მძულდა, ექიმებს საოცრად შევეჩვიე. მაგალითად, ჯეიკობ ბლექს. ის ძალაინ თავაზიანი და მზრუნველი ექიმი იყო. ყოველთვის ჩემს გამხიარულებას ცდილობდა. მგონი, ჩემს მიმართ მის ასეთ ყურადღებას ელისს უნდა ვუმადლოდე. ამ გოგოს ნამდვილად ეხერხებოდა ადამიანებთან ურთიერთობა. ამ ხნის განმალობაში მას ძალიან დავუახლოვდი. ელისი ყოველდღე მაკითხავდა და ჩემს გართობას სხვადასხვა გასართობის მოგონებით ცდილობდა, რაც, რა თქმა უნდა, შესანიშნავად გამოსდიოდა. ძალიან თბილს და ალერსიანს, სულ მადლიერი ღიმილით შევყურებდი. ექიმ ჯეიკობთან დაახლოების გამო, მან მეორე დღესვე მომიტანა დივიდი და ჩემი გამოსვლა მაყურებინა. - შეუძლებელია... - აღმომხდა, როდესაც დისკის ყურება დავამთავრეთ. - რატომ გიკვირს? - მკითხა სიცილით ელისმა და ტელევიზორი გამორთო. - მე ასე ვერ ვიმღერებდი... ასე ბედნიერი ადამიანები მღერიან! პირველად ვიმღერე ჩემს ცხოვრებაში ასე... ასე ამაღელვებლად! ეს შეუძლებელია, - ჩემს განცდებს ზუსტად და დაუფარავად გადმოვცემდი. ისიც კარგად მომეხსენებოდა, რომ იმედით და ბედნიერებით სიმღერა „იმის“ შემდეგ აღარ შემეძლო. - მართლა, ელის, წარმოუდგენელია მე ასე მემღერა! - კარგი რა, ბელა, ეს შენ იყავი, - მიმითითა გამორთულ ტელევიზორზე. - შენ იმღერე ასე შესანიშნავად და შეუძლებელია ჟიურიმ ეს ვერ დაინახოს! იმის მერე, რაც ფირს მეხუთედ ვუყურე, მივხვდი, რომ მართლა მე ვმღეროდი. თუმცა ვერ გამეგო, როგორ ვიმღერე ასე. რა დამემართა ისეთი, რამაც ასე სიმღერა მაიძულა. ეკრანზე ვუყურებდი ჩემს გამოსახულებას და ვერ ვიჯერებდი, რომ ეს მოღიმარი ადამიანი, რომელსაც ბედნიერებისგან და სიამოვნებისგან სახე უბრწყინავდა, მე ვიყავი! ბოლოს ყველაფერი ადრენალინს დავაბრალე. ეს გამოსვლა საშინლად მაღელვებდა და ალბათ ამოტომაც არ ვგავდი საკუთარ თავს. სიმართლე რომ ვთქვა, მომეწონა ჩემი ნამღერი, მაგრამ იმასაც ვხვდებოდი, რომ ასე მეორედ ვერ ვიმღერებდი... მე არ ვიცოდი, რატომ ვიყავი მაშინ ბედნიერი, ალბათ მაინც იმიტომ, რომ კონკურსზე გასვლა მოვახერხე, მაგრამ მეორედ ამ გრძნობის განცდას ვეღარ შევძლებდი. ეს ზედმეტად მტკივნეული იქნებოდა. იმედგაცრუება ნამდვილად მომიკლავდა გულს. კონკურსის შედეგები იგვიანებდა და მეც სულ უფრო და უფრო ვღელავდი. თუმცა საქმე უკვე გამარჯვებაში არ იყო. მე გავედი სცენაზე და ეს ყველაზე მნიშვნელოვანი წუთები იყო ჩემს ცხოვრებაში, რომლებიც სამწუხაროდ არ მახსოვდა. როგორ აღარ ვცდილობდი, გონება დამეძაბა და რაღაც მონაკვეთი მაინც გამეხსენებინა, მაგრამ არაფერი არ გამომდიოდა. სულ ერთი და იგივე - სიცარიელე მეუფლებოდა. როგორც ჩანს, იმდენად ცუდად ვიყავი, რომ ეიფორიაში მყოფს, მახსოვრობის უნარი დამეკარგა. ან მოზღვავებული ადრენალინის და სიმღერის სურვილის გამო, ჩემდაუნებურად ვიმღერე ასე. ვერსიები ბევრი იყო, მაგრამ ჭეშმარიტებას მათ შორის ვერ ვხედავდი. მხოლოდ ის მაწუხებდა, რომ ასე ვეღარ ვიმღერებდი. საავადმყოფოში ბებია და მამიდა სულ ჩემთან იყვნენ. საოცარია, როგორ ვერ ვხედავდი მამიდაჩემში იმ ქალს, რომელსაც თურმე ასე ვყვარებივარ. ყოველ შემთხვევაში, ჩემზე გული შესტკივოდა. გვერდიდან არ მცილდებოდა და ყველანაირად ცდილობდა, რამით გავეხარებინე. ბებია ამ რამდენიმე დღეში ძალაინ შეცვლილიყო. მგონი, ჩემზე მართლა ჯავრობდა. სულ ჩამომდნარიყო და თვალებზე უძილობა ეტყობოდა. როგორღაც ორივე დავიყოლიე და სახლში გავუშვი დასასვენებლად. აქ, ჩემდა სასიხარულოდ, ნორმალურად ვიყავი. არც ისე ცუდი ატმოსფერო იყო, საავადმყოფოს კვალობაზე. სანამ გამომწერდნენ, რამდენიმე დღით ადრე, ერთ საღამოს ელისი მეგობართან ერთად მეწვია. მაღალი ბიჭი ახლდა, ქერა თმით და ნაცრისერი თვალებით. ჩემს დანახვაზე ღიმილს ვერ იკავებდა. არადა ზუსტად მახსოვს, სადილის შემდეგ პირი მოვიწმინდე... - გაიცანი, ეს ჯასპერია, - მითხრა ელისმა თავისი წკრიალა ხმით. - ჩემი მეგობარი, - და ეშმაკურად ჩაიცინა. - სასიამოვნოა ჯასპერ, - მე ორაზროვნად გადავხედე ელის და გამეცინა. რატომღაც მეგონა, რომ ელისს ექიმი ბლექი მოსწონდა. - ჩემთვისაც სასიამოვნოა, ბელა, - მითხრა ღიმილით ჯასპერმა. - შენზე გავიგე, სიკვდილს ძლივს გადაურჩაო. ელისმა გამკიცხავი სახით შეხედა თავის მეგობარს და სანამ რამეს ვიტყოდი, თვითონ უპასუხა. - ჯას, გირჩევ ედვარდის ლაპარაკს ყური არ დაუგდო! - ედვარდის? - გამიკვირდა, ელისმა მისი ძმა რომ ახსენა. მის შესახებ საერთოდ არ ვლაპარაკობდით, თან იმ იდუმალი სატელეფონო საუბრების შემდეგ ჩემს პალატაში რომ იყო, არც მინახავს. - ხო, - დამიდასტურა ელისმა. - ჯასი და ედვარდი ერთ გუნდში თამაშობენ... - გასაგებია, - ღიმილით გავაწყვეტინე მე, თუმცა ნამდვილად არ მეღიმებოდა. - ბოდიში, - ჯასპერი ელისს მოშორდა და ჩემსკენ მოიწია. - ჩემი ბრალი არ არის, არასწორი ინფორმაცია მომივიდა. - არა, - ხელები გავასავსავე მე. - ბოდიშის მოხდა საჭირო არ არის, მართლა. ყველაფერი გასაგებია. - იმედია, ეხლა უკეთ ხარ, - ჯასპერი ისევ ელის მოეხვია. - მალე გაგწერენ? - ყველაფრის მიუხედავათ, ჯასპერს მაინც ეშმაკურად ეღიმებოდა. მგონი ედვარდმა ზედმეტად იყოჩაღა და იმაზე მეტი დამაჯერებლობით მოუყვა, ჩემი „ავადმყოფობის“ ამბავი, ვიდრე სინამდვილეში იყო. მეგონა, ბიჭი ძალით მელაპარაკებოდა, მაგრამ როგორღაც თავს დავაძალე, ზრდილობის ფარგლები არ დამეღვია. გაბრაზებული მის უტვინო მეგობარზე ვიყავი და არა ჯასპერზე, ამიტომ მასზე წყენის გადატანა არასწორი საქციელი იქნებოდა. გამახსენდა, როგორ ელაპარაკებოდა ედვარდი მას, როდესაც ეგონა, რომ ჯერ კიდევ უგონოდ ვიწექი. ბრაზი მომერია... ელისმა გაკვირვებით შემომხედა, მე გავურიმე და ჯასპერს მივუბრუნდი. - კი, უკეთ ვარ. მადლობა რომ შემოიარე, - ამ მადლობას თავაზიანი ღიმილიც დავურთე და დავამატე: - მალე გამწერენ. - ოჰ, რას ამბობ ბელა, - ჩაიცინა ჯასპერმა. - რისი მადლობა. ძალაინ მიხარია რომ გამოჯანმრთელდები! ელისს აქ მეგობრები არ ჰყავდა და ძალაინ მიხარია, რომ შენთან საერთო ენა გამონახა... ძალაინ უყვარხარ, - დააბოლოვა პატარა პაუზის მერე. მე გამეცინა და ელისს გავხედე, ის თბილად მიყურებდა. - ხო, მეც ძალაინ მიყვარს, - ვთქვი ჩუმად. ელისი მართლა ძალაინ შემიყვარდა. წყნარი და საყვარელი გოგონა იყო. ცოტა თავისებურიც, მაგრამ მე ამასთან დაკავშირებით, ვისთან რა პრეტენზია უნდა მქონოდა! უმცროსს კალენს (როგორც გავიგე ელისი ყველაზე პატარა იყო) ადამიანების გამხიარულება კარგად ეხერხებოდა და საოცრად გულღია იყო. მეც ვცდილობდი, შეძლებისდაგვარად გულახდილი ვყოფილიყავი მასთან. ეს გოგონა ძალაინ მხიბლავდა თავისი უშუალო დამოკიდებულებით და თბილი ხასიათით. ნამდვილი ღვთის საჩუქარი იყო. რაც ყველაზე მთავარია, მასთან თავს კარგად და თავისუფლად ვგრძნობდი. არ მჭირდებოდა თამაში და ჩემი სატკივარის დამალვა. ელისს ესმოდა, რომ რაღაც მაწუხებდა და იმდენსაც ხვდებოდა, რომ ამაზე ლაპარაკი არ მენდომებოდა, ამიტომ სიტყვას არ ძრავდა. მე მისი დიდი მადლობელი ვიყავი, თუმცა უკვე თვითონ ვეღარ ვჩუმდებოდი. - ელის, რაღაც უნდა გითხრა, - დავიწყე მე ერთ დღეს, როდესაც ელისი ჩვეულებრივ, ჩემს სანახავად იყო მოსული. თუ არ ვცდები ჯასპერის გაცნობიდან ორი დღის შემდეგ. - გისმენ, - მითხრა მან. ჟურნალში ანეგდოტებს ეძებდა და თავი არ აუწევია. - მადლობა... გოგონამ გაოცებით ამომხედა. მის თვალებში ჯერ გაკვირვებამ, ხოლო შედეგ სითბომ გაიელვა. სკამიდან წამოდგა და ჩემი საწოლის კიდეზე ჩამოჯდა. - რით დავიმსახურე? - მკითხა სიცილით, თუმცა მის თვალებში კიდევ ვხედავდი უზომოდ დიდ სითბოს. - იცი, ელის, - დავიწყე მე. გულახდილი საუბრისთვის შესაფერის სიტყვებს ვეძებდი. - არასოდეს გამომდიოდა ადამიანებთან ურთიერთობა... ვგულისხმობ ნამდვილ მეგობრობას. შეიძლება პრობლემა ჩემში იყო, იმიტომ რომ ახლოს არავის ვუშვებდი... - ბელა, რას ამბობ, - სიცილიით გამაწყვეტინა მან. - არა, - მეც შევაჩერე. - გთხოვ, ელის, მომისმინე. მოკლედ, შენ ისეთი კომუნიკაბელურ და უშუალო დამოკიდებულებას იჩენ შენს გვერდით მყოფების მიმართ, - შევჩერდი, რომ ამომესუნთქა, ასეთი რთულად წინანდადება, მგონი პირველად ვთქვი.- რომ არ შემეძლო, არ შემყვარებოდი. ძალიან დიდი მადლობა, იმ სითბოსთვის, რასაც ჩემთვის იმეტებ... - ბელა, მაპატიე მაგრამ უნდა შეგაწყვეტინო, - შემაჩერა ელისმა. - მეც ძალაინ მიყვარხარ, სწორედ იმიტომ, რომ ასეთი ყურადღებიანი და დაკვირვებული ხარ. სხვა, ქარაფშუტა გოგონებს სულაც არ გავხარ, რომლებიც ისე მომრავლდნენ! - მის კომენტარზე ორივეს გაგვეცინა. - მარტო ეს არ იყო ელის, - ვუთხარი მე ბოლოს. - შენ დუმხარ და ამისთვის ყველაზე დიდი მადლობა გეკუთვნის, - ელისის გაოცებული სახე არ შევიმჩნიე და განვაგრძე: - იცი, შენს ადგილზე სხვა კითხვებს დამაყრიდა. რატომ ჩამოვედი ლონდონში? რატომ ვგლოვობ ასე წარსულს...? შენ კი უბრალოდ გესმის ჩემი... უბრალოდ გესმის და იმას არ კითხულობ, რაზეც პასუხის გაცემა ყველაზე მეტად გამიჭირდება... დიდი მადლობა ამისთვის. - ხო, ბელა, - დაიწყო ელისმა. ერთი წუთი იატაკს დაჰყურებდა. - მე მართლა მესმის შენი. ერთ ადამიანს მაგონებ... თუმცა ეს არაფერს შუაშია. მე ახლოს გავიცანი შენი ბებია... მართალია, მან ზუსტად არ იცის რა მოხდა, მაგრამ მისთვის მთავარი ეს არ არის. მას უნდა რომ კარგად იყო, ისევე როგორც მე. და თუ ოდესმე მოგინდება, რომ ვინმეს გული გადაუშალო, იცოდე, შორს არავინ ეძებო! - მან გადაიკისკისა და ოდნავ დაძაბული ატმოსფერო სწრაფად განმუხტა. - მე ყოველთვის შენს გვერდით მიგულე! - დიდი მადობა, ელის, - ამოვილირლუღე მე და თვალზე მომდგარი ცრემლები მოვიწმინდე. ელისის გულკეთილობამ და იმან, რომ ვიღაცას ჩემთვის სიკეთე უნდოდა, გული ამიჩუყა. ელისმა შეამჩნია ჩემი მდგომარეობა და სწრაფად წამოხტა ფეხზე. - ღმერთო ჩემო, ბელა, - თქვა სასოწარკვეთილი ხმით. - როდის უნდა დამთავრდეს ეს მადლობები! ცრემლები არ დამანახო, ძვირფასო! მან გაზეთი ხელში აიღო და პირველივე ანეგდიტის კითხვა დაიწყო. ჩემი ყურადღება გაზეთის სახელმა მიიქცია. - ეს ჩვენი სკოლის გაზეთია? - ვკითხე ელისს. - კი, ამ ბოლო დროს კარგ ნომრებს უშვებენ, - მითხრა მან და გაზეთი მომაწოდა. - წინა მოგეწონა? - არა უშავდა, - სწრაფად გამოვართვი გაზეთი და ბოლო გვერდების თვალიერება დავიწყე. - ცუდი არ არის... ამ დროს ტელეფონმა დარეკა. - ჯასპერია, - მითხრა ელისმა და უპასუხა. - ხო ჯას, მე ვარ... კარგად, შენ? მართლა? რა კარგია! მეც მალე მოვალ... რა თქმა უნდა, ყველაფერს დავგეგმავ... კი, ჩემთან! მომისმინე, ორი კვირა რა ამბავია, ერთ კვირაში ყველაფერი მზად მექნება... კარგი შევთანხმდით... ეხლავე გამოვალ, - ელისი ლაპარაკს მალე მორჩა და მე მომიბრუნდა. - ბელა! რომ იცოდე, რა კარგი ამბავი მაქვს! - რა ხდება? - ვკითხე მე. სინამდვილეში, ახლა ის უფრო მაინტერესებდა, იყო თუ არა გაზეთში ახალი ესე, „მარტოსულის“ ავტორობით, მაგრამ ელისს ისეთი ბედნიერი ხმა ჰქონდა, რომ უნებურად მომინდა გამეგო, რა უთხრა ჯასპერმა. - ჩვენი სკოლის საფეხბურთო გუნდი ფლეი-ოფში გავიდა და ამის აღსანიშნავად წვეულებას ვაწყობთ! - შესანიშნავია, - ვუთხარი ღიმილით და ამოვიოხრე. გულში კი დავამატე, რომ, იმედია, ელისს არ ეწყინებოდა, მე თუ არ ვიქნებოდი... - ხომ წამოხვალ? - სწრაფად მკითხა მან. - ბელა, შენ იქ აუცილებლად უნდა იყო! - რატომ? - ვკითხე სიცილით. - როგორც ერთ-ერთი ფეხბურთელის მაგარი დარტყმის გამომცდელი? - კარგი რა, - მოიღუშა გოგონა. - როგორც ფართის ორგანიზატორის მეგობარი! - ელის, - ვუთხარი დამნაშავის სახით. - წვეულებები არ მიყვარს... - შესამჩნევია, - სწრაფად დაასკვნა მან და გამიცინა. - მაგრამ ამას გამოვასწორებთ, - სანამ კიდევ რამეს ვეტყოდი, ჩანთას ხელი დაავლო და კარებისკენ გაიქცა. - მე წავედი, ბევრი საქმე მაქვს. ხვალ შემოგივლი ახალი ამბებით. - დროებით, - მივაძახე მე. საშინლად არ მომწონდა ჩემი სკოლის ფეხბურთის გუნდის წარმატებები. წვეულებებისადმი ჩემი უარყოფითი დამოკიდებულება კი ადვილი ასახსნელი იყო. უბრალოდ უაზრო ხმაურიანი ატმოსფერო არ მზიდავდა. ჩემი ადგილი თინეიჯერების თავშეყრაზე ნამდვილად არ იყო. შემაწუხებელი ფიქრები მოვიცილე და ისევ გაზეთზე გადავერთე. სწრაფად გადავშალე სასურველ გვერდზე და თვალები გამინათდა. იქ რამდენიმე პატარა მოთხრობა ეწერა. მის ესეს ძებნა დავუწყე და, აი, ისიც: „მე მინდა ეს იყოს მომავალი: ლურჯი ზღვა და თეთრი ალბატროსები. დინჯად რომ გადაფრინდებიან სანაპიროზე და ნავსაყუდელს მიაშურებენ, ქარი რომ სახეში ეცემათ და მის სუსხს ყურადღებას რომ არ აქცევენ. ნავს მიახლოებულნი, სიჩქარეს რომ უმატებენ და მსხვერპლს არჩევენ... მაშინ მე მარტო ვდგავარ სანაპიროზე და მშვიდად გავყურებ ზღვის მღელვარებას. ბობოქარი ტალღები კენჭებს თავის ნებაზე რომ ათამაშებს და ისე ახეთქებს ერთმანეთზე, ხმა შორს, ალბატროსებსაც კი ესმით... და როდესაც მე გუნებაში, მოუთმენლად ვითვლი წამებს, სანამ ექვსი საათი შესრულდება, შენ ნაზად შემახებ მხარზე ხელს და შემობრუნებულს, ფართო ღიმილით მომესალმები. წყლიანი თვალებიდან სითბო ამოგიცურდება და შენი გრძელი წამწამები წინ ვერ აღუდგება იმ დიდ ძალას, რომლითაც შენ მე ასე მათბობ...დამატებულია (2010-07-04, 2:05 PM) --------------------------------------------- მე მინდა, რომ ეს იყოს მომავალი, მაგრამ სიყვარული განუკითხავი და თვითნება ვინმეა... ერთი შეხედვით ასე ვიფიქრე, მაგრამ მან სულ სხვა რამ მითხრა. - გამარჯობა, აქვე ვიყავი და შემოგირბინე. - შენი ნახვა არ მიხარია... - მე კი მეგონა, მოგენატრე. - შეცდი, როგორც ყოველთვის. იმასთან გაიქეცი, ვისაც მართლა ენატრები! - ეგეთი ძალიან ბევრია, მაგრამ მთავარია, მე ვინ მენატრება... - არასოდეს გიფიქრია, რომ ეგოისტი ხარ? - მე ისიც მიფიქრია, რომ ჩემი ეგოიზმი მომგებიანია... - კიდევ ცდები! - სულაც არა... - და გამონაკლისების გარეშე? - რასაკვირველია! - მაშინ მე რა დაგიშავე? - განა რამე გაწყენინე? - გული მატკინე... არა, საბოლოოდ წამართვი! - ეგრე რატომ ამბობ? მე მხოლოდ სიხარულის მომტანი ვარ... - ეჰ, კიდევ ცდები! - მითხარი, რა გავაკეთე არასწორად? - ის შემაყვარე, ვინც მე არასდროს შემიყვარებდა! - მხოლოდ ეს? მეტი არაფერი გაქვს სათქმელი? - და ეს საკმარისი არაა? - მე შენ ის შეგაყვარე, ვინც გჭირდებოდა! - არა, არ ვიცი.. მაგრამ მას? მას არ ვჭირდები... - მე მგონი, ჩვენს შორის ყველაზე უფრო შენ ცდები. - ასე დამშვიდებულად როგორ ლაპარაკობ?! შენ ხომ შეგიძლია, უკან წაიღო ჩემი გრძნობა...? - ამას არ გავაკეთებ, მე კეთილი ვარ. - არა, ბოროტი ხარ! ცრემლების და ტანჯვის მეტი, შენგან არაფერი მახსოვს. - იქნებ იმიტომ, რომ შენ თვითონ აიძულებ თავს, იტანჯო? - მე მაზოხისტი არ ვარ... და რაც მემართება, ის დავიმსახურე... - აი, ეხლა გამოტყდი, რომ მე არაფერ შუაში ვარ... - კი, მაგრამ რა ვქნა? - მე შემიძლია შეგაყვარო, შენი გული დავიპყრო. შენი ერთადერთი საძრუნავი, ამ გულის მოსმენის სწავლაა... - ისევ ტყუი! მე გული არ მაქვს... - აბა, ეხლა ჩემი გული ფეთქავს ასე გამალებით?!... დროებით, - მითხრა სიყვარულმა და გამშორდა. ერთი წლის მერე, შენ ისევ მოხვედი ჩემთან. ალბატროსებს უკვე გადაეფრინათ და მე მათ კვალს გავყურებდი, რომელიც ზღვას ხაზად ევლებოდა. გვერდით მომიჯექი და თავი მხარზე დამადე. - მიყვარხარ, - ჩაგჩურჩულე მე. - მიყვარხარ, - მომესმა პასუხად შენი ბაგედან. - და მაინც, მე უფრო მიყვარხარ... - რატომ? - ჩემი სიცოცხლე ხარ, - ნაზად გითხარი. - რას გაიმეტებდი ჩემთვის? - ყველაზე განუმეორებელ სიყვარულს... ზღვის ნაპირზე ისევ ორნი ვიჯექით და მზეს ვემშვიდობებოდით. - ნახე, ორ წუთში მზე საბოლოოდ დაგვტოვებს, - მწუხარე ხმით მითხარი შენ. - არა, ძვირფასო, ის არსად წავა... სულ ჩვენთან იქნება! ორი წუთის შემდეგ მზე მართლაც ჩავიდა. - აი, ხომ გითხარი?! - რა მითხარი? - მზე ჩავა-თეთქი... - შენ ისევ ჩემთან ხარ, - გამეღიმა მე და ჩემსკენ შემოგატრიალე. - თვალებში გიყურებ და ყოველ წამს გაგიმეორებ: ჩემი მზე, შენი თვალებიდან არასოდეს გაქრება! მე მინდა ეს მომავალი, მაგრამ მარტო ჩემი სურვილი არ კმარა. თავსაც ვიტყუებ, სიყვარული ჩემთან არასოდეს მოსულა... იქნებ, არც არასოდეს ჩეუფრენიათ იმ ზღვიდან ნავსადგურამდე ალბატროსებს?! “ უნებურად ავცრემლებულვარ... ამ ადამიანის შემოქმედება ჩემთან როგორღაც, ძალიან ახლოდ იყო. „მარტოსულის“ ვინაობის გაგება თანდათან სულ უფრო მეტად მინდოდა... დამატებულია (2010-07-04, 2:09 PM) ---------------------------------------------
^^^ ისევ შუაღამით გაიეღვიძა. მეორედ დაძინება ვერ მოახერხა და ვერც ლოგინში მოისვენა. ნელა წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა. ფარდა გადაწეული იყო და მთვარის შუქი ქურდულად დანავარდობდა მის ოთახში. ბევრი არ უფიქრია, საწერ მაგიდას მიუჯდა და კომპიუტერი ჩართო. დიდად არ სურდა, მაგრამ ელ-ფოსტა მაინც შეამოწმა. იცოდა, რომ ორი წერილი ელოდებოდა. პირველი ყველაზე მეტად აინტერესებდა, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ხუთი სიტყვისგან შედგებოდა: „ის კარგადაა. ყველაფერი მშვენივრად მიდის“ მეორე მეილი შედარებით დიდი იყო: „ბატონო ჯონ, მინდა გითხრათ, რომ მისის დოი კარგად არის. შედარებით მეტს ჭამს და მგონი უფრო მოღონიერდა. რაც დამავალეთ, ყველაფერი ისე გავაკეთე, მაგრამ პატარა გართულებაა. გზაში ვიღაც კაცი დამხვდა და თქვენი სურათი მაჩვენა და მითხრა, ამ ბიჭს ხომ არ იცნობო. თქვენ სულ სხვა სახელით გახსენათ, ამიტომ სწრაფად ვუპასუხე, პირველად ვხედავ-მეთქი და ჩემს ჯურღმულში შემოვლითი გზით წავედი, რომ არ გამომყოლოდა. მაღალი კაცი იყო და თქვენნაირი ფერის თმები ჰქონდა. ძალიან შემეშინდა. იმედია, მალე შემოივლით, იმიტომ რომ, მისის დოი... ღამით ვიღაც კაცის სახელს და გვარს ბოდავს. მაგრამ დილით, რომ ვეკითხები რა გნებავთ-თქო, ხმას არ იღებს. იქნებ, თქვენ გითხრათ რამე. პ.ს. თქვენი მოცემული ფულით ყველაფერი შევიძინე. დიდი მადლობა. პატივისცემით, ლუი.“ სიბრაზე თანდათან ერეოდა და უკვე ბოლო ზღვარზე იყო, მაგრამ თავის დამშვიდება მოახერხა. იმ ქალმა ლაპარაკი დაიწყო და ახლა მისთვის ყველაზე მთავარი ეს იყო. ხვალვე შეუვლიდა ლუის და, იმედია, ბედი გაუმართლებდა, და ფსევდო „მისის დოის“ ხმასაც გაიგონებდა... თვალებში ცრემლები ჩაუდგა. ის კიდევ გაიგონებდა მის ხმას... ასევე თან საოჯახო ალბომიც უნდა წაეღო. თითქმის დარწმუნებული იყო, რომ ლუის მამამისი დახვდა ქუჩაში. ბოღმა ისევ მოერია! ყველაფერში დამნაშავე პატრონი, მაინც არ ანებებდა თავს. მაინც ჰქონდა მასზე ეჭვი, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდა და მამის თვალწინ არასოდეს იხსენებდა წარსულს. წარსულს, რომლის გარეშეც მისთვის აწმყო და მომავალი არ არსებობდა. მამამისმა კი ისე სწრაფად ამოხია თავისი ცხოვრების ის ფურცელი, სადაც გაკვრით მაინც ეწერა „მისის დოის“ სახელი, რომ არც კი დაფიქრებულა. ამ ქვეყნად ყველაზე მეტად ის არ უყვარდა... მაგრამ ეს მარტო მან და მამამისმა იცოდნენ. პირველ წერილს უპასუხა, მეორე კი წაშალა. მთვარეს ახედა. სავსე მნათობი უხვად ასხივებდა გარემოს. რატომღაც სული შეეხუთა, სწრაფად ადგა და ფანჯარა გამოაღო. მაცოცხლებელი ჰაერი ტვინში აუვარდა და გონება გაუნათა. მიხვდა რაც სჭირდებოდა. ხელი ჩაიქნია, მისთვის ცხოვრებას უკვე დიდი ხანია, აზრი აღარ ჰქონდა. მერე ერთი ადამიანის სახელი აეკვიატა, მაგრამ სწრაფად მოიშორა თავიდან. ამ ბოლო დროს თავის თავს ვერ ცნობდა... უაზროდ აინტერესებდა ძალაინ ბევრი ვინმე და ამისგან თავბრუ ეხვეოდა. პრობლემები არასოდეს აკლდა, მაგრამ ახლა, რაღაც სხვასთან ჰქონდა საქმე. ის გოგო პრობლემაზე მეტი იყო და დროზე თუ არ გამოფხიზლდებოდა, ძალაინ შორს შეტოპავდა. არადა... არადა როგორ არ უნდოდა გამოფხიზლება. კიდევ ერთხელ დანებდა. ტანსაცმლის კარადის ბოლო უჯრაში სწრაფად ნახა ის, რასაც ეძებდა. შპრიცი სასიკვდილო სითხით აავსო და მაჯას დაუმიზნა. - რატომ ვაკეთებ ამას? - ხმამაღლა იკითხა. შემდეგ ფრთხილად მიაყურადა, ვინმეს ხომ არ გაუგონიაო და როცა ირგვლივ ისევ სიჩუმე ჩამოწვა, ამ კითხვაზე პასუხი გონებაში მოძებნა. ის არ იყო ნარკომანი, არ იყო „გაფუჭებული“ ტიპი. მისთვის ჰეროინი იყო საშუალება, რომელიც ცოტა ხნით მაინც მოწყვეტდა ამაო წუთისოფელს და დაასვენებდა. თუმცა იმასაც ხვდებოდა, რომ თავს ნელ-ნელა იწამლავდა... და მერე რა? იქნება მასაც ეს უნდოდა? არა, ეს არ უნდოდა... მამის ჯინაზე უნდა ეცხოვრა ნორმალურად. მაგრამ არც ეს დაწყევლილი ცხოვრებაც აღარ შეეძლო. და მაშინ, როდესაც ცის კაბადონზე მთვარე ამოდიოდა, ის ნიღაბს იხდიდა. ღამით ნებისყოფა უკვე აღარ ჰქონდა და თავის ნამდვილ „მეს“ ტყვეობიდან ათავისუფლებდა. ღამე მისთვის უბრალოდ ძილისთვის განკუთვნილი დრო არ იყო. ღამე ის ყველაფერს ნებდებოდა და უბრალოდ ისვენებდა... ნემსი სწრაფად იჩხვლიტა და თავისი ლექსი გაახსენდა: „აი, მოვიდა, დროა დამარხვის, დროა ჩვენ ყველამ ხელი ავიღოთ. დროა ნეტარი წამით გაჟღენთილ ნათელ დროებას გამოვემშვიდოთ. მოვა უკუნი, ბნელი ბნელება, შავი ბატონი ტახტს დაბრძანდება. მხოლოდ ის ერთი ციური ვაჟი, მხოლოდ ის ცდილობს ჩვენს გადარჩენას. და იმართება ბრძოლა ტახტისთვის, დაზავებაზე სჯაც ზედმეტია... აქ მოქმედებდა ერთი კანონი, ბრძოლა წესების დასჯის ომია. ცის კაბადონზე ერთია მეფე, ერთია მხოლოდ გამარჯვებული. ანგარიში კი ეხლაც ტოლია, დრო კი არ ითმენს, ის სუსწრაფია... აი, გათენდა, მზეც გამობრწყინდა, ყველა აივსო მისი სხივებით. ანგარიში კი ისევ ტოლია, ისევ გამოვა ღამე ბატონით.“ ხელი ჩაიქნია, ნემსი გადამალა და ისევ საწერ მაგიდას მიუჯდა. კალამი ხელში აიღო. ვერ გადაეწყვიტა, დაეწერა, თუ არ დაეწერა?! მას უნდოდა, რომ ბოლომდე გაენთავისუფლებინა საკუთარი თავი. ბოლოს ასეც გააკეთა. თაბახის ფურცელი აიღო და პირველი სიტყვები ნელა მოხაზა: „მე მინდა ეს იყოს მომავალი: ლურჯი ზღვა და თეთრი ალბატროსები...“
შეტყობინება შეასწორა ♥---♥ - შაბათი, 2010-07-03, 3:54 PM | |
|
|