ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: S@li, DiiiK♥  
Just sing a song

♥---♥თარიღი: კვირა, 2010-06-13, 7:12 PM | შეტყობინება # 1
<<>
44
11  +
61  ±
   ±
Offline


პირველი ადგილი კონკურსში "Fanfiction Awards 2010" ნომინაციაში "საუკეთესო ფანფიკი".
პირველი ადგილი კონკურსში "Fanfiction Awards 2010" ნომინაციაში "საუკეთესო ფიკრაიტერი".
ფანფიკის ბეტას (S@li) მიენიჭა პირველი ადგილი ნომინაციაში "საუკეთესო ბეტა".




სახელწოდება: Just sing a song
ავტორი: DiiiK♥
დისკლეიმერი: გმირების სახელებზე საავტორო უფლება აქვს სტეფან მეიერს+მე
რეიტინგი:G (General)
ბეტა: S@li
პეირინგი:ბ.ს./ე.კ.
ჟანრი: Romance, Angst, Hurt/comfort
სამარი:ტრაგედია, რომელიც მთლიანად შეცვლის ბელას ცხოვრებას, მას დიდ ტკივილს აყენებს და სიცოცხლის სურვილს უკარგავს...
სტატუსი: წერის პროცესშია.
ავტორისგან: დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, ვინც კითხულობს ჩემს ფანფიკს! იმედი მაქვს მოლოდინს გავამართლებ და ასევე უღრმესი მადლობა ჩემს საყვარელ ბეტას, სალის! მას დიდი წვლილი მიუძღვის!

პროლოგი

დამესიზმრა, რომ კლდესთან ვიდექი. მის მარჯვენა მხარეს მზე ანათებდა და გარემო მწვანეში იყო ჩაფლული, მარცხნივ კი საშინელი ქარი ქროდა და თოვლის ქარბუქი ტრიალებდა. წინ ერთი ნაბიჯი გადავდგი და უცებ უფსკრულის პირას აღვმოჩნდი. მოულოდნელობისგან შევხტი და უკან დავიხიე. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი სიზმარში ვიყავი, მაინც რატომღაც გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობას ვგრძნობდი. ირგვლივ კიდევ ერთხელ მიმოვიხედე. უკან სიბნელე იყო, არაფერი მოჩანდა. მარჯვნივ გაზაფხული ჰყვაოდა, მარცხნივ კი ზამთარი ბობოქრობდა. წინ უფსკრული იყო... ვფიქრობდი, რომ სასწრაფოდ მარჯვნივ უნდა წავსულიყავი. საშინლად მციოდა, მაგრამ სხეული თითქოს გონებას არ ემორჩილებოდა. ისევ გადავდგი წინ ნაბიჯი და მოულოდნელად კლდემ ზრდა დაიწყო... რაც უფრო ვუახლოვდებოდი უფსკრულს, კლდე მით უფრო იზრდებოდა. უცებ ფეხქვეშ საყრდენი გამომეცალა. კანკალმა ამიტანა და სანამ მიწა საბოლოოდ დაიშლებოდა ზაფხული და ზამთარი გაერთიანდა. ვიგრძენი, როგორ ჩაიღვარა სხეულში სითბო და გამაჟრჟოლა. მოწმენდილ ცას ავხედე, რომელსაც მთვარე ვერცხლისფრად ანათებდა და გონებაში წავიმღერე:
" All I know is just you're not here to say...What you always used to say... But it's written in the sky tonight"




პირველი თავი: შიში
მეორე თავი
მესამე თავი
მეოთხე თავი
მეხუთე თავი
მეექვსე თავი
მეშვიდე თავი
მერვე თავი
მეცხრე თავი
მეათე თავი
მეთერთმეტე თავი
მეთორმეტე თავი
მეცამეტე თავი
მეთოთხმეტე თავი
მეთხუთმეტე თავი
მეთექვსმეტე თავი
მეჩვიდმეტე თავი
მეთვრამეტე თავი
მეცხრამეტე თავი
მეოცე თავი
ოცდამეერთე თავი
ოცდამეორე თავი




შეტყობინება შეასწორა ♥---♥ - სამშაბათი, 2010-06-15, 5:34 PM

♥---♥თარიღი: ოთხშაბათი, 2010-07-07, 4:14 PM | შეტყობინება # 136
<<>
44
11  +
61  ±
   ±
Offline
kristen, საქმე იმაშია, რომ ის ქალი არის მისის დოი და არა მის დოი biggrin biggrin biggrin biggrin biggrin


Rosalieთარიღი: ოთხშაბათი, 2010-07-07, 8:30 PM | შეტყობინება # 137
MrS. Cullen
989
40  +
74  ±
   ±
Offline
♥---♥, ee bolo posti sheni rom iyo vifiqre axali Tavi dadotqo da magis xaTriT shemovedi... ooo sad biggrin biggrin



Immortalთარიღი: პარასკევი, 2010-07-09, 12:23 PM | შეტყობინება # 138
Floccinaucinihilipilification
341
66  +
   ±
Offline
vai vai vai. nel-nela idzabeba situacia da nel-nela mec vgijdebi biggrin ddediko dedaa.ai ar vicii ver gadmovcem sityvebi ar myopnis imis gamosaxatad rogori agprtovanebuli var shenit.ai sul cota xnit rom chagaxeda chems gulshi. umagresi xar martlaa,rom vkitxlob ase mgonia rom amas cnobili msoplio donis mwerali wers. ise mxatvruald giweria,ise kargad. tan sainteresoa is, rom siujeti ar aris banaluri,yvelanairad itrevs mkitxvels da amis tavebad dadeba sacodaobaa.roca kitxolob ginda rom arasodes damtavrdes,da rac yvelaze mtavaria movlenebi ar vitardeba ise,rogorc elodebi, sul sxva kutxit migyavs.tan dzalian saidumloebebitaa moculi da es kidev upro interess mmatebs shens fiks. mokled chemi gulo tireebo da gulo biggrin ar vici ra gitxra, ubralod movlena xar,ragac arachveulebrivi gvtiuri nichi gaqvs da dzalzed sasiamovnoa rom swori kutxit migyavs. mteli gulit gisurveb warmatebebs da imedi maqvs kdiev da kdiev gagvaxareb sheni nawerebiit kiss


kristenთარიღი: პარასკევი, 2010-07-09, 9:54 PM | შეტყობინება # 139
ForevEr YoUnG
513
88  +
   ±
Offline
♥---♥, wacko wacko wacko wacko


♥---♥თარიღი: კვირა, 2010-07-11, 6:20 PM | შეტყობინება # 140
<<>
44
11  +
61  ±
   ±
Offline
Immortal, უსაყვარლესი ბავშვი ხარ, ნუნუკა! დიდი მადლობა kiss
აი მერვე თავიც... იმედია ჩემზე გაბრაზებული არ ხართ, ამდენი რომ გალოდინეთ biggrin

მერვე თავი

საავადმყოფოდან დროზე ადრე გამოვედი. ყველაფერი კარგად დასრულდა. არა, ყველაფერი არა... ის სიტყვები, რომლებიც ჩემს ბედს გადაწყვეტდნენ, რადიოში მოვისმინე. წამყვანი მკვეთრად გამოთქვამდა თითოეულ ბგერას და მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის მათი მოსმენა ადვილი არ იყო, ყველაფერი კარგად დავიმახსოვრე:
„კონკურსის შედეგებზე ბევრია დამოკიდებული და მე მიხარია, რომ წილად მხვდა გამარჯვებულის დასახელება. სანამ ამ ბედნიერი ადამიანის სახელს გამოვაცხადებდე, მინდა შეგახსენოთ, რომ მთავარი მონაწილეობაა და არა გამარჯვება. ძვირფასო კონკურსანტებო, თქვენ დიდი შრომა გაწიეთ, რომ ამ კონკურსში მოხვედრილიყავით... ეს უკვე გამარჯვებაა“ აქ იყო პატარა პაუზა და შემდეგ:
„მაშ ასე, 2010 წლის, დიდი ბრიტანეთის მუსიკალური გაერთიანების კონკურსის გამარჯვებულია... როზალი ჰეილი! მე მინდა მთელი რადიოს სახელით მივულოცო მას, ეს წარმატება და ბედნიერება ვუსურვო. გილოცავთ, როზალი!“
ტკივილი მუხლებიდან დამეწყო და ნელ-ნელა მთელ სხეულს მოედო. ჯერ მუცელში ავარდა, შემდეგ ფილტვებს ჩაუქროლა, გული დამიწვა და ყელში გამიჩერდა. მანქანა, რომელსაც ახლა ვატარებდი, დამტვრევის ღირსი არ იყო. თან მამიდაჩემი გადაირეოდა, დალეწილი პიკაპი რომ დამებრუნებინა მისთვის, ამიტომ გზიდან გადავედი და პატარა პარკთან გავჩერდი. თავი ხელებში ჩავრგე. გარედან ქარის ზუზუნი შემოდიოდა, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ ქარბუქი იდგა. სიცივის ახლა ყველაზე ნაკლებდა მეშინოდა. პიკაპის კარები წვალებით გავაღე და პირადაპირ თოვლში ვისკუპე. უკვე მეორედ ვიყავი ამ მიყრუებულ ადგილას. პირველად მაშინ, როდესაც კონკურსის წინა დღე იყო და მეორედ ახლა... როდესაც შედეგები გამოაცხადეს. მაშინ ვფიქრობდი, რომ მომავლის მეშინოდა. შეხედულებები ამაზე შემეცვალა. აღარაფერს არ ჰქონდა აზრი. რა იყო მომავალი? რა იყო წარსული? არაფერი... მხოლოდ სიცარიელე და მე, რომელიც ამ ორ დროებას შორის ისე ვიყავი გაჭედილი, როგორც თეთრი გედი, რომელსაც სიკვდილის წინ სიმღერა არ შეუძლია. პარკში შევედი და უაზრო ხეტიალი დავიწყე. რაღაც გადაწყვეტილება უნდა მიმეღო. ასე გაურკვეველ მდგომარეობაში ვერ ვიქნებოდი. ირგვლივ ყველაფერი გადათეთრებული იყო. თოვლი შლიდა შავ ფერს... შლიდა და ასუფთავებდა გარემოს. ალბათ, ახლა იქ, სადაც ყველაზე მეტად მინდოდა ყოფნა, მწვანე ფერი კვლავ მამაცურად იდგა ტყეებში თუ ტევრებში და ზამთარს არ უშინდებოდა. მენატრებოდა ჩემი ქალაქი- ფორქსი. ინგლისში დარჩენის ვერავითარ საბაბს ვერ ვხედავდი. ვერავინ მაიძულებდა აქ დარჩენას. თუმცა ბებოს, ალბათ ძალაინ დავწყვეტდი გულს. პატარა, ოვალურ ხიდზე ავედი. მის ქვემოთ, პატარა მდინარე სულ ყინულს დაეფარა. გამახსენდა, პატარას ზამთარში, როგორ მიხაროდა, როცა მამაჩემი საციგურაოდ წამიყვანდა ხოლმე. ჩარლი ყოველთვის მზრუნველი მამა იყო, აი მე კი ვერ გამოვდექი კარგი შვილი... მოედანზე ხალხის ტევა არ იყო, მაგრამ მამაჩემი ლოდინს არასოდეს შეუშინებია. როგორც პოლიციის უფროსის ქალიშვილს, ურიგოდ მატარებდნენ და სანამ მე ყინულზე ვსრიალებდი, ჩარლი იქვე იდგა და თვალს არ მაშორებდა. მეც ვიცოდი, რომ მიყურებდა, ამიტომ ვცდილობდი კარგად მესრიალა და არ დავცემულიყავი. ვიცოდი, როგორც კი წავიქცეოდი, ის მაშინვე მოედანზე შემოვარდებოდა და გაფითრებული სახით მკითხავდა, როგორ ვიყავი? ხელი ან ფეხი ხომ არ მოვიტეხე და ა.შ. რაც უფრო ვიძირებოდი წარსულში, მით უფრო მტკიოდა გული და ბოლოს ცრემლებიც წამოვიდა. ჩემი მთელი უბედურება ის იყო, რომ წარსულს მივტიროდი. როდიდან გავხდი გამოუსწორებელი რომანტიკოსი? წარსულზე ხომ მხოლოდ სინანული შემეძლო... ლამაზი დღეები და მოგონებები, საათები და წუთები, რომლებშიც დასაბრუნებლად სიცოცხლეს დაუფიქრებლად გავიღებდი. წამები, რომლებიც აწმყოში ზანტად მიიზლაზნებოდნენ, ყველანაირ სურვილს თუ მოგონებას მიკლავდნენ. ვებრძოდი მეხსიერებას, ვცდილობდი ნათლად აღმედგინა ყველა ის დღე, რომელიც მამასთან ერთად გავატარე... გამეხსენებინა დედა, მაგრამ ეს გაცილებით რთული იყო. უცებ გამახსენდა, რომ საფულეში მათი სურათები მქონდა. სწრაფად გავიქეცი პიკაპისკენ. სანამ ჩანთაში საფულეს მოვძებნიდი გამათბობელი ჩავრთე და გაყინული ხელები ზემოდან დავადე. როცა თითებში სითბო ვიგრძენი საფულე ამოვიღე და სურათს დავხედე. ახალდაქორწინებული, მოღიმარი წყვილი თბილად მიღიმოდა. უკან ლას-ვეგასის ხედი მოჩანდა, წყვილის გვერდით კი თეთრი „პორშე“ იდგა... ვარდისფერი ბაფთებით გაფორმებული. ეს სურათი, დედას დაღუპვიდან ერთი წლით ადრე იყო გადაღებული. მიუხედავად იმისა, რომ თმის ფერით და თვალებით მამაჩემს ვგავდი, ყველა რენეს მამსგავსებდა. მე კი მათ არ ვეთანხმებოდი. დედაჩემი ძალაინ ლამაზი ქალი იყო. მოკლედ შეჭრილი ჩალისფერი თმით და ცისფერი თვალებით. რომ იცინოდა, სახეზე ნაოჭები უჩნდებოდა ხოლმე... მე ის ძალაინ მაკლდა.
ფრთხილად დავიწყე ფიქრი, თუ რა მოხდებოდა, დედა რომ არ დაღუპულიყო. ეს აზრი შვებისმომგვრელიც იყო, მაგრამ შემდეგ, როდესაც რეალობას დავუბრუნდებოდი, გული მიკვდებოდა იმისგან, რომ ისე არ იყო ყველაფერი, როგორც მინდოდა. არ მყავდა მშობლები და ამ აზრს ვერაფრით ვეგუებოდი. როდესაც ვხედავდი, როგორ იხუტებდა დედა თავის გოგონას, ან როგორ ასეირნებდა მამა შვილს, გულში რაღაც ჩამწყდებოდა. პიკაპის გამათბობელს ჩავუწიე, უკვე საკმარისად გავთბი. მთელი სამი საათი უაზროდ დავეხეტებოდი და ვერ გადავწყვიტე, რა გამეკეთებია... კონკურსში ვერ გავიმარჯვე, თუმცა ეს არ იყო მნიშვნელოვანი. კონკურსი უბრალოდ დამთავრდა და ჩემი ცხოვრების აზრიც უკვალოდ გაქრა ჰორიზონტიდან.
მოულოდნელად ისეთი რაღაც მოხდა, რამაც სწრაფად დამაბრუნა რეალობაში და პიკაპის თბილი სალონიდან სიცივეში დამაბრუნა. საშინელი სისწრაფით მოძრავმა მანქანამ ისე ჩამიქროლა, რომ კინაღამ დამეჯახა და გზის განაპირა მდგომ ხეს მთელი ძალით შეეჯახა.
მე სწრაფად გავიქეცი მანქანისკენ. ის 200-300 მეტრის მოშორებით, დალეწილი ეგდო. წინა მხარე სულ დაჭმუჭნული ჰქონდა. შავი მანქანა იყო, მგონი მერსედესი... ერთადერთი მგზავრი, მძღოლი იყო, რომელიც უგონოდ ჩაფრენოდა საჭეს. როგორღაც კარი გავაღე და გადმოვათრიე. დიდი ალბათობა იყო იმისა, რომ მანქანა აფეთქდებოდა, ამიტომ შევეცადე, რაც შეიძლება შორს გამომეთრია. ირგვლივ არავინ იყო, დახმარებისთვის რომ დამეძახა. მობილური ტელეფონი კი თან არ მქონდა. ბიჭს თავი გატეხილი ჰქონდა და სისხლი სდიოდა. სწრაფად დავადე ჩემი ცხვირსახოცი და სახეზე თოვლი წავუსვი. მცდელობამ გაჭრა - გამოფხიზლდა. დაბნეულმა შემომხედა და მითხა:
- ვინ ხარ?
- ბელა, - სწრაფად ვუპასუხე მე. - ხეს შეეჯახე...
თითქოს აზრზე მოვიდაო, სწრაფად წამოჯდა, მაგრამ მგონი თავი ეტკინა, იმიტომ რომ სახეზე ტკივილი აღებეჭდა.
- ვაიმე... ფუ, ამის დედაც! ჩემი მანქანა!
ბიჭი შეეცა წამომდგარიყო, მაგრამ ვერ შეძლო.
- მგონი, საავადმყოფოში უნდა წავიდეთ.
- მერე როგორ...? ჩემი მანქანა? - მან დაძაბული სახით ამომხედა.
- სამწუხაროდ, ტელეფონი თან არ მაქვს... მე წაგიყვან მანქანით, იქ რომ მივალთ, პოლიციასაც დავურეკავ...
- არა, - შემაწყვეტინა მან. - პოლიცია არ გვინდა, ხომ ხვდები... აქ ისედაც არავინ გამოივლის და მამაჩემს ვეტყვი ყველაფერს, - ბიჭმა ჩემს პიკაპს შეხედა. - შენია?
- ხო..
- აქ რა გინდოდა?
- არაფერი... - მე წამოდგომაში მივეხმარე. - მგონი უნდა ვიჩქაროთ.
დიდი წვალების შემდეგ მანქანაში ჩავსვი და ქალაქისკენ წავედი.
- დიდი მადლობა, - მითხრა ბიჭმა. - შენ რომ არა, ალბათ მოვკვდებოდი.
- არა, რისი მადლობა, - მე უხერხულად გავაქნიე თავი.
- რა მითხარი, რა მქვიაო? - გამიღიმა მან და ცხვირსახოცი (უკვე თავისი) კიდევ უფრო მიიჭირა შუბლზე.
- ბელა...
- სასიამოვნოა, ბელა, - მითხრა მან და ხელი გამომიწოდა. ცოტა აბეზარი მეჩვენა, მაგრამ ალბათ ტრამვის გამო. შეიძლება უფრო დაშავდა, ვიდრე ეს გარედან ჩანდა. - მე რაილი მქვია, რაილ ბირსი.
- ჩემთვისაც სასიამოვნოა, - გავუღიმე და ხელი სწრაფად ჩამოვართვი.
- აქაური ხარ?
- არა, მაგრამ აქვე ვცხოვრობ...
- აბა სადაური ხარ? - რაილი დაჟინებით მიყურებდა, მე კი გზას ვაკვირდებოდი. თხუტმეტ წუთში საავადმყოფოში ვიქნებოდით.
- ამერიკელი. აქ ნათესავებთან ვცხოვრობ, - ვუპასუხე სწრაფად და კიდევ რამე რომ არ ეკითხა მე თვითონ ვკითხე. - შენ?
- მე ლონდონში ვცხოვრობ... აქეთ მეგობრის სანახავად ვიყავი. ჯანდაბა, ჯიპით უნდა წამოვსულიყავი! მამაჩემი ნამდვილად გადაირევა!
- სწრაფად მოდიოდი, - შვახსენე მე.
- ხო, - გაეცინა ბიჭს. - საერთოდ ეგრე დავდივარ. ამერიკიდან აქ რატომ ჩამოხვედი?
- არა იმიტომ, რომ ავარიაში მოხვედრილი სისწრაფის მოყვარული მძღოლები გადამერჩინა, - ღიმილით ვუპასუხე. მხოლოდ ნაძალადევი ხუმრობით თუ დავფარავდი ჩემს ტკივილს.
- შენი ქმედებები საპირისპიროს ამტკიცებს, - მასაც გაეცინა და შემდეგ მწვანე თვალებით დაჟინებული მზერა მომაპყრო. - იცი, მგონი კითხვას თავს არიდებ. თუმცა გეთანხმები, აბა რა სასიამოვნოა, ჩემნაირ გიჟთან სერიოზული ლაპარაკი.
- არა, ცუდად არ გამიგო, - არ მინდოდა, რომ არასწორი შთაბეჭდილება დარჩენოდა. - შენ არაფერს შუაში არ ხარ... უბრალოდ ეს ყველაფერი ძალაინ რთულია...
- დარწმუნებული ვარ, რომ გავიგებ, - ქვემოდან ამომხედა მან. ისევ დაჟინებით მაკვირდებოდა.
- მოდი, სხვა დროისთვის გადავდოთ, - ტუჩზე ვიკბინე, იმედია, ამას სხვანაირად არ გაიგებდა და ამიტომ სწრაფადვე დავამატე. - ჯერ ექიმმა უნდა გაგსინჯოს.
- ხო, რა თქმა უნდა, - რაილიმ წინ გაიხედა და ისე მკითხა. - ბელა, საიდანღაც მეცნობი.
- მართლა? - ვკითხე გაოცებულმა და გაოცებისგან პირი დავაღე.
- ხო, - მითხრა ბიჭმა და ფიქრებში ჩაიძირა. - თითქოს სადღაც მინახიხარ, მაგრამ ვერ ვიხსენებ სად...
- შენ ხომ თავი დაარტყი, - ვუთხარი მე და მისკენ გავიხედე. ისევ ჩაფიქრებული იჯდა. არა, მას აშკარად პირველად ვხედავდი, თორემ აუცილებლად მემახსოვრებოდა. ბიჭი მაღალი, დაკუნთული და სახეზე აშკარად სიმპატიური იყო, თუმცა რატომღაც უცნაური გამომეტყველება ჰქონდა. რაღაც მომენტში შემეშინდა კიდევ მისი. ისე, სიმართლე რომ ვთქვა, თავიდან არც მიფიქრია, ვიღაც უცნობ ადამიანს რომ ვიჯენდი მანქანაში. მოგონებები ისევ ამოტივტივდა ჩემს ტვინში და მგონი დეჟავუც მქონდა... ვერცხლისფერი „ვოლვო“ გამახსენდა. სწრაფად გავაქნიე თავი, უსიამოვნო ფიქრების მოსაშორებლად.
- ხო, მართალი ხარ, - გამოერკვა ბოლოს ის და ისევ ეშმაკური ღიმილი გადაეფინა სახეზე. - მერე გამახსენდება. რამდენი წლის ხარ?
- მეე... არც ისე მოხუცი ვარ, - დავიბენი მოულოდნელი კითხვისგან. - სულ რაღაც ჩვიდმეტის.
- მე შენზე მოხუცი გამოვდივარ, - რაილი ფართოთ გაიღიმა და უზადოდ თეთრი კბილები გამოაჩინა. - 19 წლის ვარ.
- აშკარად მოხუცდი, - უაზრო რეპლიკებით ვცდილობდი მღელვარება დამეფარა. რა საშინელებაა დეჟავუს გრძნობა...
- ისე, ასეთი ლამაზი გოგო, ასე მიყრუებულ ადგილებში მარტო არ უნდა დადიოდეს...
- ოჰ, მართლა, - ცინიკურად გავხედე, ეს მდგომარეობა უკვე სასაცილო იყო. - იქნებ მომწონს მარტო ყოფნა?
- კარგი, რა, - ჩაეღიმა მას. - მარტოობა არის ერთადერთი რამ, რაც არავის არ მოსწონს!
- ცდები!
- არ ვცდები, - ბიჭი თავისას არ იშლიდა და უკვე მართლა მაცინებდა. - აბა გულის სიღრმეში ჩაიხედე და დარწმუნდები, რომ მართალი ვარ.
მე გამეცინა, მაგრამ მისკენ არ გამიხედია. რომელ სიღრმეში უნდა ჩამეხედა?! ეგეთი არაფერი არ მქონდა... მწარე სინამდვილე- აი, რა იყო სიღრმეში, რომელიც სინამდვილეში არც ისე ღრმა იყო. რაილმა მართლა დამაინტერესა იმ გაგებით, რომ ასე დაჟინებით ცდილობდა ჩემთვის თავისი აზრი ჩაეგონებია. მოიწყინა, როდესაც ამას ვერ მიაღწია და ამან უფრო გამახალისა. ესეც ასე, საქმე ნამდვილ მექალთანესთან მქონდა.
- ისე, ხშირად დადიხარ ასე მარტო?
- როცა მინდა, - გზას თვალი არ მომიცილებია, ისე ვუპასუხე. მალე საავადმყოფოში ვიქნებოდით. - რაში გაინტერესებს?
- უბრალოდ, ვიფიქრე, კომპანიონობას გავუწევ-მეთქი...
- იცი, „მარტო“ გულისხმობს, რომ მე და სხვა არავინ, - უკვე მაღიზიანებდა მისი ფლირტი...
- არა, ეგ გულისხმობს, რომ „რა ცუდია, არავინ არ არის, რომ მანუგეშოს“, - არაფერი ვუპასუხე, ან რა უნდა მეთქვა ამ თავდაჯერებული, სისწრაფის მოყვარული მატრაკვეცასთვის?
- მაპატიე, თუ გაწყენინე, - დაიწყო მან, მაგრამ გავაწყვეტინე.
- არა, უბრალოდ მოვედით.
მე მანქანიდან გადავედი და საავდმყოფოში შევყევი.

მეორე დღეს შედარებით წყნარ ხასიათზე ავდექი. ცხოვრებისეული აზრებით დათრგუნულს, წინ მძიმე დღე მელოდა, ამიტომ გადავწყვიტე ერთი დღით ყველაფერი დამევიწყებინა! ბოლოსდაბოლოს ეს არც ისე ძნელი იქნებოდა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გვერდით ელისი მეყოლებოდა, რომელმაც იმდენი მოახერხა, რომ დამიყოლია, არამარტო წავსულიყავი წვეულებაზე, არამედ დავხმარებოდი კიდეც მის მომზადებაში. დახმარებაზე დიდი სიამოვნებით დავთანხმდი, რაც შეეხება წასვლას... ბოლო წუთამდე მექნება იმედი, რომ თავს როგორმე დავიძვრენ. მამიდაჩემი საბოლოოდ გამოეთხოვა თავის მანქანას და მე გადმომილოცა. მიუხედავად იმისა, რომ პიკაპი „შევროლე“ სულ ცოტა 90 წლის იქნებოდა, მაინც ძალაინ მომწონდა. მის კაბინაში თავს კარგად ვგრძნობდი... თუ შეიძლება ასე ითქვას. ამ ბოლო ხანებში ეს გრძნობა ჩემთვის ძნელად დასაძლევი გახდა. ყველაზე კარგი კი ის იყო, რომ ავტობუსის ლოდინი არ მჭირდებოდა. არც მისი გაბღენძილი მძღოლი გამიმწარებდა ხასიათს. სკოლისკენ მიმავალ გზაზე როგორღაც ყურადღება მთლიანად მანქანის მართვაზე გადავიტანე და ნაკლებად ვფიქრობდი იმაზე, რაც ასე მიკლავდა გულს. ტკივილს მხოლოდ სხვა ტკივილი თუ დაგავიწყებსო, ნათქვამია და მეც მთელი გზა, წვეულებაზე არ წასვლის ხერხებს ვიგონებდი. ფეხის მოტეხვაზე კარგი ვერაფერი მოვიფიქრე, ამიტომ ამას შევეშვი. ნელა ვმოძრაობდი და უცებ გვერდით შავმა მერსედესმა ჩამიქროლა. რაილი ბირსი გამახსენდა. ბიჭი, რომელიც ფლირტისთვისაა დაბადებული და რომლის გამოც პოლიციასთან კინაღამ პრობლემები შემექმნა. ისინი ფიქრობდნენ, რომ მე რაღაც კავშირი მქონდა ავარიასთან. საბედნიეროდ, ექიმებმა რაილის მხოლოდ ზედაპირული დაზიანებები აღმოუჩინეს და მისი ჩვენება პოლიციამ სარწმუნოდ მიიჩნია. რაილიმ დაადასტურა, რომ ავარია მხოლოდ მისი ბრალი იყო. მე საავადმყოფოდან მალე წამოვედი, იქ დარჩენა აღარ მინდოდა. ისედაც დიდხანს ვიყავი. სახლში მისულმა კი აღმოვაჩინე, რომ ჩემს ქურთუკის ჯიბეში ვიღაცას ფურცელის პატარა ნაგლეჯი ჩაეგდო. რომელზედაც ტელეფონის ნომერი და რაილის სახელი ეწერა. კუთხეში კი შედარებით მუქად მიეწერა „დამირეკე“. „სულელი შუმახერი“ - გაივიფიქრე გულში და ფურცელი მაშინვე სანაგვე ყუთში მოვისროლე. ეს ბიჭი ძალაინ სასაცილო იყო, თუმცა გვარიანადაც გამაბრაზა.
ჩემს მონდომებას, საშინელი ფიქრებისგან თავდასაღწევად მაიკმა ხაზი გადაუსვა. როგორც კი დამინახა, მაშინვე ჩემსკენ გამოიქცა და კითხვები დამაყარა.

დამატებულია (2010-07-11, 6:20 PM)
---------------------------------------------
- ბელს, როგორ ხარ? ახალი მანქანა? - მე პასუხის გაცემა დავაპირე, მაგრამ ვინ მაცალა?
- ძალაინ ვწუხვარ, რომ ვერ გაიმარჯვე! ძალაინ განიცდი? იქნებ რამეთი დახმარება შევძლო?
- მაიკ, გაჩუმდი, - შევუბღვირე მე. - მაპატიე, გაკვეთილზე მაგვიანდება.
ნუთუ არ შეიძლება, ერთი დღე არ ვიფიქრო ამაზე?! რა თქმა უნდა, მაიკს ეს ძალით არ უქნია. მან ხომ არაფერი არ იცოდა. ფოიეში შევედი და ტრიგონომეტრიის კაბინეტისკენ წავედი. ეს საგანი არ მიყვარდა, მაგრამ მიხაროდა, რომ პირველი მქონდა, თავიდანვე მოვიცილებდი. საბედნიეროდ, სანამ მასწავლებელი შემოვიდოდა, მანამდე ვიპოვე ჩემი მერხი და წიგნები ამოვიღე. გაკვეთილი საშინლად გაიწელა. საკონტროლო წერის განხილვა იყო და საბედნიეროდ მე არ მომიწია დაფასთან გასვლა. შემდეგი გაკვეთილი ისტორია მქონდა და ძალაინ მიხაროდა, ელისს რომ ვნახავდი. ჩანთა სწრაფად ჩავალაგე, სანამ მესამე სართულზე ავიდოდი, ჩემს კარადასთან მივედი და ისტორიის წიგნი ავიღე. ის საკმაოდ მძიმე იყო, ამიტომ თან არ ვატარებდი. კლასში რომ შევედი, ჯერ ზარის დარეკვამდე ადრე იყო, ამიტომ მხოლოდ რამდენიმე მოსწავლე იჯდა მერხებზე. ძირითადად გაკვეთილის გადამეორებაში იყვნენ გართულები. ისე, ეგ მეც არ მაწყენდა. ამიტომ ჩემს ადგილას დავჯექი თუ არა, წიგნი ამოვიღე. ისტორიის საგანი ყოველთვის მიყვარდა და იმას, რასაც სკოლაში გავდიოდით, ხალისით ვსწავლობდი. ამის მიზეზი მარტო სიყვარული არ იყო... პატარაობიდანვე ისტორიულ წიგნებს ვკითხულობდი და მსოფლიოს ამბებზე უკვე განსაზღვული ცოდნა და წარმოდგენა მქონდა, მაგრამ, როგორც დანარჩენი რამ, ესეც არავინ იცოდა. დღევანდელი თემა „ცივი ომი“იყო. დიდი გულისყურით წავიკითხე არც თუ ისე შორს მომხდარი ამბების ქრონოლოგია და კითხვებს გადავხედე. საინტერესო იყო, რა იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ცივის მაგიერ, ცხელი ომი იქნებოდა... დარწმუნებული ვარ ყველა ერთი დ აიმავეს იტყოდა - საშინელება!
- ბელა, ნუთუ იმდენად გიყვარს ისტორია, რომ ამ ამაზრზენ რაღაცეებს კითხულობ? -მსოფლიოს საჭირბოროტო საკითხებზე ფიქრიდან ელისის წკრიალა ხმამ გამომაფხიზლა.
- ელის, როგორ ხარ? - გავუღიმე მე. - მართალი ხარ, ფიქრიც კი საშინელებაა.
- მშვენივრად, - მან ჩემს გვერდით მოიკალათა და მაცდურად მკითხა. - იმედია, შენც კარგ ხასიათზე ხარ... აბა ისე საყიდლებზე როგორ წაგიყვან?
ამოვიოხრე და ელისს საბრალო სახით შევხედე. საყიდლებზე სიარულს დიდი ხნის გადაჩვეული ვიყავი.
- ნუ, ნუ, ბელა, - მხარზე ხელი მომითათუნა ელისმა. - სახე ნუ ჩამოგტირის. უნდა გაერთო! დარწმუნებული ვარ, გუშინ მთელი ღამე გაათენე!
- ნაწილობრივ, - უხალისოდ დავეთანხმე. ელისს აუცილებლად წავყვებოდი საყიდლებზე. ეს მეც გამართობდა და მეგობარსაც გავახარებდი. პრინციპში მეც ეს არ მინდოდა, ერთი დღით ყველაფრის დავიწყება. - როდის მივდივართ?
ელისს კიდევ უფრო გაუბრწყნდა სახე სიხარულისგან და მომეხვია.
- საოცრება ხარ! გაკვეთილების შემდეგ, პირადაპირ. გამოგვივლიან და წაგვიყვანენ...
- მერე, ჩემი პიკაპი? - გავაწყვეტინე მე.
- მანქანით ხარ?
- ხო, მამიდამ მომცა...
- მაშინ, - ელისი ჩაფიქრდა, ტელეფონი ამოღო და ვიღაცას დაურეკა. - ერთი წუთი, ბელა.
- კარგი, - თავი დავუქნიე.
- მე ვარ, ცოტა გეგმები შეიცვალა... ნუ წუწუნებ, შენ ჩემთან ნიძლავი წააგე, ხომ არ დაგავიწყდა, - მე გამეცინა. საინტერესოა, რაზე დაენიძლავეს ელისს?
- ბელა მანქანითაა და... ხო, ბელა სვონი, ისიც მომყვება... ზედმეტი კომენტარები საჭირო არაა! მოკლედ ჯერ სახლში წავა და შემდეგ ჩვენ გავუვლით და სავაჭრო ცენტრში წავალთ, გასაგებია, ძვირფასო?... მალე გნახავ, - ელისმა მობილური სწრაფად დაკეცა და მე მომიბრუნდა. - მოკლედ, შენ შენს მანქანას სახლში წაიყვან და ჩვენ სამზე გამოგივლით, გაწყობს?
- კარგი, - დავეთანხმე მე. კიდევ რაღაცის თქმა მინდოდა, მაგრამ ამ დროს მასწავლებელიც შემოვიდა და გაკვეთილი დაიწყო.
ელისთან ლაპარაკი ვეღარ მოვახერხე. გაკვეთილზე ხომ შეუძლებელი იყო და შემდეგ ჯასპერმაც გამოუარა. გოგონა დამემშვიდობა და მთხოვა, სახლში მალე მივსულიყავი. სამწუხაროდ, დღეს მხოლოდ ერთი გაკვეთილი გვიტარდებოდა ერთად. კაფეტერიაში არ წავსულვარ, არ მშიოდა. გადავწყვიტე ბიბლიოთეკაში შემევლო და ისტორიის რეფერატისთვის საჭირო წიგნები მეპოვა. სკოლის ბიბლიოთეკა ცალკე შენობა იყო, რომელიც ეზოს უკან მდებარეობდა. სკოლის ეზო კი წარმოადგენდა კალათბურთის სათამაშო პატარა მოედანს და დასასვენებელი სკამების რიგებს. მე პატარა, მოკირწლულ გზას გავუყევი და გეზი მოედნისკენ ავიღე. სანამ მოედანს ჩავუვლიდი, ხელმარცხნივ რაღაცამ ჩემი ყურადღება მიიქცია. ამ ადგილზე პატარა გზა მიდიოდა. ამ გზით, მგონი, მხოლოდ მუშები და დამხმარე პერსონალი სარგებლობდა. ალბათ რაიმე სათავსო იყო... გზას ორივე მხარეს დიდი ნაძვის ხეები ერტყა. მისთვის ყურადღება არასოდეს არ მიმიქცევია, მაგრამ ამჯერად ჩემი ყურადღება ხმაურმა გამოიწვია. რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი და უცებ ადგილზე გავიყინე. ჩემგან ოცდაათ მეტრში გოგო და ბიჭი იდგა და ერთმანეთს ეხვეოდა. ბიჭი ჩემსკენ ზურგით იდგა, ამიტომ თავიდან ვერ მივხვდი, ვინ იყო. გოგოს საერთოდ ვერ ვხედავდი. უკან გამობრუნება დავაპირე, ნამდვილად არაფერი მესაქმებოდა აქ. ძალაინ არ მინდოდა, ამ უეცარი თვითმხილველობის ამბავი მათაც გაეგოთ, მაგრამ, როგორც ჩემნაირ უიღბლოს შეეფერება, წასვლისას ტოტს ფეხი დავდგი. ტკაცანის ხმა მაღალი არ ყოფილა, მაგრამ ბიჭმა მაინც გამოიხედა. უცებ, როგორც არასდროს, ისე მომინდა რომ მიწა გახეთქილიყო და შიგ ჩავეტანე. მომნუსხველ მზერას ვეღარ გავუძელი და გავიქეცი.
- მოიცა, - დამედევნა კალენიც.
- თავი დამანებე, - ვუყვირე მე, თუმცა უკვე გაჩერებული ვიყავი.
- სულ რატომ გარბიხარ? - ედვარდი მომიახლოვდა და გამკიცხავი მზერით შემომხედა. ნამდვილად ვერასოდეს შევხედავდი მის სახეს გულგრილად.
- არა, - უფრო ჩემს თავს ვუთხარი, ვიდრე ედვარდს. - მაპატიე, უნებლიედ შევჩერდი.
- ხო, მაგრამ ეგ ბოდიში ვერ დაგავიწყებს, რაც ნახე, - მის ხმაში ბრაზი ირეოდა.
- რა? - ვერ გავიგე, რა უნდოდა.
- შენ დამინახე როგორ ვკოცნიდი გოგოს...
- მოგილოცო? - გავაწყვეტინე და დამცინავი მზერით შევხედე. იმედია, ძალაინ რბილად არ გამომივიდა.
- ეს სასაცილო არ არის, - გაბრაზდა ედვარდი. - არ მინდა ამის შესახებ, ვინმემ გაიგოს, გასაგებია? - რა თქმა უნდა, ნამდვილად ცუდი იქნებოდა, თუ ვინმე ამ ამბავს გაიგებდა. როგორც ჩანს, ამას კალენიც კარგად ხვდებოდა.
- განსაკუთრებით ვიქტორიამ, არა? - ჩემი სარკაზმი სიამოვნებას მგვრიდა.
- იზაბელა სვონ, გეყოფა! - ედვარდს უკვე ხმა უთრთოდა ბრაზისგან. - ხო, მით უმეტეს ვიკიმ!
- ოხ, დაწყნარდი, კალენ! - შევუბღვირე მეც. - არავის საქმეში არ ვერევი და საერთოდ, ჩათვალე, რომ არ გინახივარ.
- ეგრე უკეთესია, - გაირიმა ედვარდმა. ყოველთვის ვბრაზობდი ჩემს თავზე, ამ თავხედ ბიჭს თავიდან ანგელოზი რატომ ვუწოდე-მეთქი, მაგრამ როცა კიდევ შევხედე, როგორ იღიმებოდა, კინაღამ ისევ პირველ აზრზე დავდექი. საბედნიეროდ, კინაღამ.
- კარგად...
- ეი, საით მიდიხარ? - გამაჩერა მან.
- კალენ, მე შენ საქმეში არ ვერევი! - ხაზი გავუსვი „შენს საქმეს“. - და ნურც შენ ჩაერევი, კარგი?
მან მხრები აიჩეჩა და სიტყვის უთქმელად გაბრუნდა უკან. მე კი ბიბლიოთეკისკენ ავიღე გეზი. საჭირო წიგნები მალე ვიპოვე და ხელს უილტერ სკოტის „აივენჰოც“ გამოვაყოლე. ამ რომანს მალე ლიტერატურაში გავივლიდით და დამჭირდებოდა. სკოლაში დავბრუნდი, გაკვეთილებმა მალე გაირბინა. მხოლოდ ბიოლოგია მქონდა დარჩენილი. ამ გაკვეთილზე დიდი ხანია არ ვყოფილვარ, თორემ სიამოვნებით გავაცდენდი. უკვე ორის ნახევარი იყო, სამზე კი ელისი სახლში მომაკითხავდა. საკლასო ოთახში შევედი, მასწავლებელს მივესალმე და ჩემი მერხისკენ წავედი, რომელიც, როგორც ყოველთვის, ბოლო რიგში იყო. სურპრიზიც დამხვდა, ჩემს ადგილზე ვიღაცის ჩანთა იდო. ყოველთვის ასეა, როდესაც აცდენ, ნაკლები შანსია, ადგილი თავისუფალი დაგიტოვონ. ჩემი ახალი მეზობლისგან განსხვავებით, ზრდილობა გამოვიჩინე და იმის მაგივრად, რომ მისი ჩანთა ფანჯრიდან მომესროლა, გვერდითა სკამზე ჩამოვჯექი. ზარი დაირეკა, მაგრამ მასწავლებელი თავის საქმეში იყო გართული და ბავშვებს ყურადღებას არ აქცევდა. მე მოთმინებით ველოდებოდი ჩემი ადგილის ოკუპანტის გამოჩენას, მაგრამ ის იგვიანებდა. ბოლოს წიგნი გადავშალე და სარჩევს გადავხედე. არც ისე ბევრი რამ გამომიტოვებია, სულ რაღაც ოთხი პარაგრაფი... სანამ წიგნს ჩავკირკიტებდი, ვიღაც მომიახლოვდა, მერხს შემოუარა და ისე დაჯდა ჩემს მარცხნივ.
- მე მგონი, კუდში დამსდევ, - მომესმა ხმა, რომლის გაგონებაც ყველაზე ნაკლებად მინდოდა.
- მე კი მგონია, რომ ჩემი ადგილი მიისაკუთრე, - გაცეცხლებულმა ვუპასუხე და ხელები ერთმანეთს ჩავჭიდე. ერთხელ გარტყმას გადამირჩა, მაგრამ მეორედ რამდენად შევიკავებდი თავს, არ ვიცოდი.
- უი, მართლა? - ჩაეღიმა ედვარდს. - არ ვიცოდი შენი ადგილი თუ იყო. იმედია, თავს მანდაც კარგად გრძნობ.
- შესანიშნავად, - ვუთხარი მე და მასწავლებლისკენ გავიხედე. გაკვეთილი იწყებოდა. მთელი საათის განმალობაში ხმა არც ერთ არ ამოგვიღია. ზარი დარეკვას საოცრად აგვიანებდა. მოუთმელნად ვუყურებდი საათს... დიდი ისარი ზანტად მიიზლაზნებოდა წინ. მართლია, მასწავლებლისთვის თვალი არ მომიშორებია, მაგრამ წარმოდგენა არ მქონდა, რაზე ლაპარაკობდა. ედვარდი ჩემს გვერდით კი იჯდა, მაგრამ მერხის კიდეში. სკამი უკიდურესად მოშორებით გაეწია. როგორც იქნა, ზარიც დაირეკა. ედვარდი სწრაფად წამოხტა. ჩანთას ხელი დაავლო და ოთახიდან გავარდა. მეც სწრაფად ჩავალაგე წიგნები და ავტოსადგომზე გავიქეცი. ნახევარ საათში სახლში უნდა მივსულიყავი. სანამ ჩემს პიკაპს დავქოქავდი, ვერცხლისფერმა „ვოლვომ“ გვერდით სწრაფად ჩამიქროლა.
სახლში როგორც კი მივედი, მანქანა საიმედოდ დავაყენე, ისე რომ სხვა ავტომობილებისთვის ხელი არ შეეშალა და სახლში ავედი. ბებიას მისაღებში ეძინა. მე ფეხაკრეფით გავიარე დერეფანი და ჩემს ოთახში შევედი. უკვე სამი საათი იყო, სადარბაზოსთან რომ გამოვედი. წინ გავიხედე და გავშეშდი. ელისი და მისი ძმა, ვერცხლისფერ „ვოლვოს“ მიყრდნობილები მე მიყურებდნენ და მელოდებოდნენ. ერთი ამოვიხვნეშე და მათკენ წავედი.
- აბა, მზად ხარ, ბელა? - მხიარულად მკითხა ელისმა, მეც რაც შემეძლო მხიარულად ვუპასუხე.
- კი... ახალი მძღოლი?
- გუშინ დავენიძლავე, რომ ჩელსი ლივერპულს მოუგებდა, - ეშმაკურად ჩამიკრა თვალი.
- და მოიგე! - გესლიანად ჩაიცინა ედვარდმა, ძალაინ უხაროდა, რომ ჩემი გაოცება შეძლო.
- რა თქმა უნდა, - გადაიკისკისა ელისმა.
მე უკან მოვთავსდი, ელისმა კი შტურმანის ადგილი დაიკავა. ედვარდი მანქანას სწრაფად მართავდა, ამიტომ სავაჭრო ცენტრში ძალაინ მალე მივედით. გზაში ელისმა საყიდლების სია წამიკითხა და ხარჯი წინასწარ ჩამოწერა. ედვარდს კი ხმა არ ამოუღია, მხოლოდ ხანდახან გამომხედავდა ხოლმე სარკეში. მე თვალს ვარიდებდი. კალენი უკვე ჩემს ნერვებზე მოქმედებდა. ელისმა თავის ბავშვობაზე რაღაც სახალისო ისტორია მომიყვა და ყურადღება სხვა რამეზე გადამატანინა, მე მადლერი თვალებით შევხედე მას და შევეცადე სასაცილო მომენტებზე გულღიად გამეცინა. ეს არ იყო ადვილი. სიცილი უკვე დავიწყებული მქონდა... ედვარდმა მხოლოდ გზის დასასრულს ამოიღო ხმა.
- აქ დაგტოვებთ და ორ საათში გამოგივლით, - გულგრილად უთხრა თავის დას.
- არ გირჩევ, თუ არ გინდა, კიდევ ორი საათი გველოდო, - ჩაილაპარაკა ელისმა და თვალი ჩამიკრა. - შვიდზე მოდი.
ედვარდს გაეცინა და მანქანა სწრაფად დაქოქა. ვერცხლისფერი „ვოლვო“ ჩემს თვალს მიეფარა და მეც ელისთან ერთად, დარდთან საბრძოლველად გავემართე.

^^^

ქალის ხელი მაგრად ეჭირა. არ აქცევდა ყურადღებას, თუ რას ელაპარაკებოდა მოხუცი. ძალიან უნდოდა, დედაბერს მისთვის რამე ეთქვა.
- ხმა ამოიღე, გთხოვ, რამე მითხარი, - გაუმეორა ალბათ მეასეჯერ.
ქალი მის ყოველ დაძახებაზე ფხიზლდებოდა, მაგრამ ვერაფერს ამბობდა. ბიჭს მოთმინების ფიალა აევსო.
- ლუი, - მიმართა მოხუცს ბრაზიანი ხმით. - აკი მითხარი, ღამე რაღაცეებს ბოდავსო!
- მართალი ხართ, ბატონი! მართლა ლაპარაკობს.
- აბა ეხლა რატომ არაფერს ამბობს?! - დაიყვირა მან.
- აბა, რა გითხრათ, - ხმის კანკალით უპასუხა ლუიმ. - ბატონი ჯონ, იქნებ...
- კარგი, კარგი, - შეაწყვეტინა ფსევდო დოიმ. - მაპატიე ამ ყვირილისთვის, უბრალოდ მე... ხო, მერე კიდევ შემოვივლი, საღამოს.
- კი, ბატონო! მობრძზანდით...
ლუი გაიწია, რომ ჯონ დოისთვის გზა დაეთმო. ბიჭი ნელა ადგა და კარისკენ წავიდა.
- მოიცა, - მოისმა სუსტი და ხრინწიანი ხმა ქალისა. ამ ხმამ ორივე, მოხუციც და ახალგაზრდაც, სულ ერთი წამი გააქვავა, შემდეგ კი ორივე დედაბრის საწოლს მივარდა.
- მისის დოი, - აქვითინდა ლუი. - ხმა ამოიღეთ, გთხოვთ...
- დედა....
ქალმა ბიჭს შეხედა. სახეზე უფრო მეტი ტკივილი აღბეჭვდოდა, ვიდრე ოდესმე. ხელი გაიწვდინა და შვილის სახეს მოეფერა. ბოლო ძალები მოიკრიბა და უთხრა;
- ის დამნაშავე არ არის, ძვირფასო. მას შეეშალა... აპატიე.
ქალმა ბოლოჯერ ამოიხვნეშა და სამუდამოდ დახუჭა თვალები. შეწყდა იმ გულის ცემა, რომელიც ასე უყვარდა ბიჭს. გაჩერდა გული და მოკვდა იმედი, მოკვდა არსება, რომელიც ამდენი ხანი იტანჯებოდა. მან განისვენა...
ლუი ჩუმად მოცილდა საწოლს. ბრენდი გადმოიღო და დაუსხმელად მიიყუდა პირზე. ცრემლები მასაც უწყვეტად ჩამოდიოდა, ოღონდ ის გარდაცვლილს არ დასტიროდა. ის ბიჭს დასტიროდა, რომელიც გულამოსკვნილი ტიროდა დედის ცხედარზე.



Immortalთარიღი: კვირა, 2010-07-11, 9:13 PM | შეტყობინება # 141
Floccinaucinihilipilification
341
66  +
   ±
Offline
oi oi oiiiiiii :S :S daidzaba situaciebi.exla davwero moxseneba biggrin
ese igi dzalian mxatvrulad da magrad ro wer magas agar davakonkreteb.isic gsagebia, rom agprtovanebuli var shenit da upro da upro vrwmundebi imashi, rom namdvili movlena chemi megobaria da propesionali mwerlis motxrobas vkitxulob. me shegnebulad ar vambob fiks, chemi azrit es ukve motxrobaa, is rasac siamovnebit waikitavs nebismieri adamiani, miuxedavad imisa aris tu ara twilightis pani.
agsanishnavia is,rom movlenebi ise ar vitardeba,rogorc warmovidgen xolme biggrin memgoni es imitom ar xdeba rom cudi winatgrdznoba maqvs, ubralod shensanishnavad wer.
ai ro vkitxulobdi ar mindoda rom damtavrebliyo.rac upro cotavdeboda upro da upro mekumsheboda guli. ai avaria rom moxda dzlivs vikavebdi tavs ro dialogze ar damexeda da gamego vin iyo biggrin sabednierod shevikave tavi da vamayob amit biggrin ratom ar shevxede ici? imitom rom darwmunebuli viyavi iseti vigac ar iqneboda, visac movelodi. kargia rom yvela shemtxvevas ar ukavshireb edwards,shesanishnavia. ase upro saintereso da mravalperovania.
sxvatashoris amovicani twilightis momentebic (party) biggrin magram ise kargad gaqvs shenigbuli, es kidev upro didi pliusia.
Quote (♥---♥)
არა, ცუდად არ გამიგო, - არ მინდოდა, რომ არასწორი შთაბეჭდილება დარჩენოდა. - შენ არაფერს შუაში არ ხარ... უბრალოდ ეს ყველაფერი ძალაინ რთულია... - დარწმუნებული ვარ, რომ გავიგებ, - ქვემოდან ამომხედა მან. ისევ დაჟინებით მაკვირდებოდა.
aq cudad gavxdii biggrin ver gadamirchebi shen bolos railistan tu darcheba biggrin
xo kidev moxibluli var edwardis personajit biggrin arachveulebrivi mopiqrebaa kiss
Quote (♥---♥)
ს სასაცილო არ არის, - გაბრაზდა ედვარდი. - არ მინდა ამის შესახებ, ვინმემ გაიგოს, გასაგებია? - რა თქმა უნდა, ნამდვილად ცუდი იქნებოდა, თუ ვინმე ამ ამბავს გაიგებდა. როგორც ჩანს, ამას კალენიც კარგად ხვდებოდა. - განსაკუთრებით ვიქტორიამ, არა? - ჩემი სარკაზმი სიამოვნებას მგვრიდა.

ara raa, xo vambobdi yvela mogalatea metqi biggrin madlobt dzvirpaso am mtkicebulebistviss biggrin
Quote (♥---♥)
- დედა....

ai amasac xo vambobdi: es misis doi jon dois dedaaa metqii (party)
da boolos moutmenlad velodebi shemdeg tavs.
P.S chemo gulo tireebo da gulo dzalian didi bodishi rom satanado da iset girseul komentars ver gitoveb rogoric gekutvnis. amis gadmocema sityvebit ubralod sheudzlebeliaa.imis,tu rogori kargi xar da rogor miyvarxar kiss :*



♥---♥თარიღი: ორშაბათი, 2010-07-12, 10:41 AM | შეტყობინება # 142
<<>
44
11  +
61  ±
   ±
Offline
Immortal, ეს რა წაიკითხა ჩემმა თვალებმა! biggrin დიდი მადლობა... ვაიმე, ყოველ წამს ვწითლდებოდი! დიდი, დიდი, უღრმესი მადლობა!
Quote (Immortal)
ai avaria rom moxda dzlivs vikavebdi tavs ro dialogze ar damexeda da gamego vin iyo sabednierod shevikave tavi da vamayob amit ratom ar shevxede ici? imitom rom darwmunebuli viyavi iseti vigac ar iqneboda, visac movelodi. kargia rom yvela shemtxvevas ar ukavshireb edwards,shesanishnavia. ase upro saintereso da mravalperovania.

მოკლედ, შენ ყველა დაფარული აზრი უნდა გამოიცნო, ხო?! biggrin გეთანხმები kiss არის რა... biggrin

Quote (Immortal)
aq cudad gavxdii ver gadamirchebi shen bolos railistan tu darcheba xo kidev moxibluli var edwardis personajit arachveulebrivi mopiqrebaa

წინასწარ დასკვნებს ნუ გამოიტან... რა იცი, სად გადამიბრუნდეს ტვინი biggrin ხო, ედვარდს არაუშავს რა... ისე მერვე თავში შედარებით ხშირად არის. ამდენი ხანი რომ არ იყო, მომენატრა და biggrin

Quote (Immortal)
ara raa, xo vambobdi yvela mogalatea metqi madlobt dzvirpaso am mtkicebulebistviss

მოღალატეა იმ შემთხვევაში, თუ ვიღაცა უყვარს და სხვას კოცნის... biggrin ჩვენს შემთხვევაში ცოტა რთულადაა საქმე. ისე გეთანხმები kiss

Quote (Immortal)
P.S chemo gulo tireebo da gulo dzalian didi bodishi rom satanado da iset girseul komentars ver gitoveb rogoric gekutvnis. amis gadmocema sityvebit ubralod sheudzlebeliaa.imis,tu rogori kargi xar da rogor miyvarxar :*

ვაიმე, დიდი მადლობა! ღირსეული კიარა, ზედმეტად კარგი კომენტარია, ვიღაცას მართალი არ ეგონის! მეც ძალაინ მიყვარხაარ ჩემო კარგო! kiss :* kiss უღრმესი მადლობა kiss



nikkiთარიღი: ორშაბათი, 2010-07-12, 11:50 AM | შეტყობინება # 143
>>MIsS...NiKkI...CUlLEn<<
228
20  +
42  ±
   ±
Offline
♥---♥, amas shen wer tu targmni tu ras shwrebi dzaan magaria

♥---♥თარიღი: ორშაბათი, 2010-07-12, 3:39 PM | შეტყობინება # 144
<<>
44
11  +
61  ±
   ±
Offline
nikki, ხო, მე ვწერ... დიდი მადლობა, ძვირფასო! kiss


saaaliთარიღი: სამშაბათი, 2010-07-13, 5:04 PM | შეტყობინება # 145
Life sucks either way
990
39  +
85  ±
   ±
Offline
aii ar vici sityvebi ar myopnis wacko martla unichieresi xar love :love: imdeia gagvaxareb xolme sheni nawerebit smile ukve pirveli panebic gyavs biggrin :D biggrin :D

www.caribbeanpirate.ucoz.com

www.gossipgirl.ucoz.org


შეტყობინება შეასწორა saaali - სამშაბათი, 2010-07-13, 5:05 PM

HellRiderთარიღი: ოთხშაბათი, 2010-07-14, 4:09 PM | შეტყობინება # 146

83
12  +
47  ±
   ±
Offline
magari xar! egre gaagrdzelee

Inimical

♥---♥თარიღი: ოთხშაბათი, 2010-07-14, 8:52 PM | შეტყობინება # 147
<<>
44
11  +
61  ±
   ±
Offline
saaali, HellRider, დიდი მადლობა ბავშვებო. ეხლა კი, ამ სეზონზე biggrin ბოლო თავი მინდა შემოგთავაზოთ. მე დასასვენებლად მივდივარ და არამგონია სექტემბრამდე აქ შემოსვლა მოვახერხო. ყველას გემშვიდობებით! კარგად დაისვენეთ!

მეცხრე თავი

კარგია, როდესაც ვაკუუმში ხარ. ვერსად მიდიხარ და ვერც ვერავინ გაწუხებს. ჩემს საბანში კარგად გავეხვიე, თავი გარესამყაროსგან მაქსიმალურ იზოლაციაში მოვამწყვდიე და შევეცადე დამეძინა. მხოლოდ საათის ისრის წიკწიკის ხმა და ქარის ზუზუნი მირღვევდა მყუდროებას. სხვა მხრივ, სახლში იდეალური სიჩუმე იყო. სამწუხაროდ, საათი მჭირდებოდა, ამიტომ ელემენტებს ვერ გამოვუღებდი, ხმა რომ აღარ გაეღო. ქარიც არ ჩადგებოდა, მე რომ არ შევეწუხებინე, ამიტომ შევეცადე მათი ხმებისთვის ყურადღება არ მიმექცია და მთლიანად წუთის წინ წაკითხულ მოთხრობაზე გადავერთე. რაღაც ჩახლართულზე უნდა მეფიქრა, მალე დაძინება თუ მინდოდა. სკოლის გაზეთი თავთან მედო. სულ ცოტა ხნის წინ „მარტოსულის“ კიდევ ერთი მოთხრობა წავიკითხე, რომელმაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა. წამიკითხვას უამრავი ტრაგედიის თუ დრამის ჟანრის მოთხრობები, მაგრამ ამ ახალგაზრდას შემოქმედება თითქოს უფრო ახლოს მოდიოდა ჩემთან, ვიდრე შექსპირის, ცვაიგის ან თუნდაც ლონდონის. მისი ნაწერები, თითქოს მე მეხებოდა. მოთხრობებში მოყოლილი ამბები, პირდაპირ კავშირში იყო ჩემს მდგომარეობასთან. თვითმგვემი მთხრობელი, რომელიც მთელი სიმძიმით კისრულობს დანაშაულის ტვირთს, რაღაც მომენტში მებრალებოდა, მაგრამ შემდეგ მახსენდებოდა, რომ მეც ასეთ დღეში ვიყავი და ვჩუმდებოდი. ტრაგიკული დასასრული - აი, რა ელოდა „მარტოსულის“ მოთხრობების მთავარ გმირს. აი, რა მელოდა მეც.
მოულოდნელად ჩემს ოთახში ვიღაც შემოვიდა. კარები ფრთხილად მიხურა და მომიახლოვდა. ნაბიჯებით ვიცანი, ჩემი მამიდა იყო.
- ბელა, გძინავს? - მკითხა მან ჩურჩულით. ამ შუაღამეს ჩემს ოთახში უბრალოდ არ შემოვიდოდა. ალბათ სერიოზული საქმე ჰქონდა, ამიტომ თავის მომძინარება არც მიფიქრია.
- არა, არ მძინავს, - ვუთხარი მე და საბნიდან გამოვძვერი.
- მაპატიე, ძვირფასო, რომ გაწუხებ, მაგრამ მნიშვნელოვან თემაზე უნდა დაგელაპარაკო, - მამიდა საწოლზე ჩამოჯდა. მეც მის მოსასმენად მოვიკალათე. როგორც ჩანს, მართლა სერიოზული ამბავი იყო, ის შეშფოთებული და დაბნეული გამოიყურებოდა. - შენი აზრი მაინტერესებს ერთ რაღაცაზე... არ ვიცი საიდან დავიწყო...
- მამიდა, - შევაწყვეტინე მე. - თავიდან დაიწყე, სულ თავიდან.
- მართალი ხარ, - გაეღიმა მას. - მოკლედ, როცა მამაშენი გარდაიცვალა...
მამიდა აქ შეჩერდა და ფრთხილად ამომხედა. მე მის ნათქვამზე არანაირი რეაქცია არ მქონია. უკვე შევეჩვია გარეგნულად ჩემი ტკივილის შენიღბვას. მართალია, ხელის გულზე მიდებას ვერ გადავეჩვიე, მაგრამ ამას უკვე აღაც ვცდილობდი. მამიდამ შეამჩნია ჩემი მარჯვენა ხელის მოძრაობა და ერთი წუთი ამოსუნთქება მაცალა. ჯანდაბა, მიხვედრილი ქალია. მე დამნაშავის სახით შევხედე, მანაც გააგრძელა.
- მესმის, რომ ამ თემაზე გიჭირს ლაპარაკი, მაგრამ შეეცადე, უბრალოდ მომისმინო, - მან წინ ჩამოყრილი თმა ყურზე გადამიწია. - ვიცი რასაც განიცდი. არა იმიტომ, რომ შენი მამის და ვარ და მეც ვწუხარ მის გამო... მე, ისევე როგორც შენ, ვიცი, რას ნიშნავს ძვირფასი ადამიანის დაკარგვა. არ აქვს მნიშვნელობა როგორი სიყვარულით გიყვარს ის.
მე გაოცებული შევხედე მას. აქამდე არასოდეს არავის არ უთქვამს, რომ მამიდაჩემს ვიღაც უყვარდა და მით უმეტეს ის, რომ ეს სიყვარული უიღბლო გამოდგა.
- მამიდა, რისი თქმა გინდა? შენ რა, სიყვარულში არ გაგიმართლა? - ხმა ამიკანკალდა და მარჯვენა ხელი ისევ დაიძრა გულისკენ, მაგრამ დროზე შევაჩერე. ეს რეფლექსი ახლა უნდა დამეთრგუნა.
- არ გამიმართლა, - გაიმეორა დანანებით. - ძალაინ რბილადაა ნათქვამი, მაგრამ შეიძლება ეს ეპითეტიც გამოვიყენოთ. მე ის მიყვარდა, მას კი... ბელა, ის ნაძირალა იყო. მე მაშინ დავუშვი პირველი შეცდომა, როდესაც ჩემს სიყვარულში გამოვუტყდი. შემდეგ კი ამას ბევრი სხვა შეცდომაც მოჰყვა, - მან ამოიისუნთქა და შედარებით ოპტიმისტურად განაგრძო: - მაგრამ ეს ძალაინ ძველი ამბავია.
- კი, მაგრამ, - შევაწყვეტინე მე, - მითხარი, რატომ არ უყვარდი, რატომ...?
- არა, ბელა, ამას დღეს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ის ცოლ-შვილიანი კაცი იყო და... მოკლედ მე წარსულის გასახსენებლად არ შემოვსულვარ. მინდა მომავალზე გელაპარაკო, - რაღაცის კითხვა დავაპირე, მაგრამ ტუჩზე თითი მომადო. - და იმედი მაქვს, რომ მომისმენ, - მე თავი დავუქნიე. მამიდამ კიდევ შემომხედა იმის შესამოწმებლად, რომ ხმის ამოღებას აღარ ვაპირებდი და განაგრძო:
- მამაშენი ამ ამბავთან არაფერს შუაშია, უბრალოდ იმის თქმა მინდოდა, რომ მისმა სიკვდილმა ყველა გაგვტეხა... ასე რომ არ მომხდარიყო, ახლა სიხარულით გაცნობებდი იმ ამბავს, რისი თქმაც მინდა, მაგრამ ვშიშობ, რომ ამ მომენტში ჩემი ნაბიჯი გაუმართლებელია. ჩვენ ახლა ბედნიერებისთვის არ გვცალია და მე უკვე გადავწყვიტე, რომ სტივენს მოველაპარაკო ქორწილის თარიღის გადაწევასთან დაკავშირებით. მართალია, ამ დღეს დიდხანს ველოდით და სტივენსაც...
- მამიდა, - შევაწყვეტინე და საწოლიდან წამოვხტდი. - შენ გინდა თქვა, რომ თხოვდები?
- მაპატიე, ბელა, - თავი ჩაქინდრა მან. - დაივიწყე, ეს ახლო მომავალში არ მოხდება!
- რას ამბობ, - გაოცებისგან გაშეშებული, მგონი აიტაკზე დაველურსმნე. - ეს... ეს შესანიშნავი ამბავია! ამდენ ხანს როგორ გვიმალავდი? ბებიამ იცის? ღმერთო, როგორ გაუხარდება! არანაირი გადადება... მამიდა, ეს შესანისნავი ამბავია, - მე მასთან მივედი და მოვეხვიე. დაუფარავად ვტიროდი, ოღონდ ამჯერად ბედნიერებისგან. მას არაფრის დიდებით არ უნდა გადაედო ქორწილი. ის ტრაგედია, რომელიც ჩემს გარდა არავის ბრალი არ იყო, მასზე არ უნდა გავრცელებულიყო. ასეთი ეგოისტი ვერ ვიქნებოდი.
- შენ, - მამიდამ ცრემლები მომწმინდა და თვითონაც მოიწმინდა. - შენ არ ბრაზობ?
- კი, - გამეცინა მე. - ვბრაზობ, რომ ქორწილის გადადება გინდა! ისე მინდა შენი რჩეული გაცნობა!
მამიდა უფრო მაგრა მომეხვია და აქვითინდა. ის ბედნიერი იყო და მე მხოლოდ ჩახუტებაზე ვპასუხობდი, დამშვიდება არ სჭირდებოდა. ხანდახან ბედნიერმა ადამიანმაც უნდა იტიროს, იტიროს სიხარულისგან.
- მადლობა, ძვირფასო, - როგორც იქნა დაწყნარდა და დამელაპარაკა. - მე და სტივი ერთად ვმუშაობთ და დიდი ხანია ერთად ვართ. ჯერ კიდევ აგვისტოში მთხოვა ხელი...
- მართლა? - ვერ ვიჯერებდი, რომ მამიდა ამდენ ხანს იცდიდა. - ასე რატომ გააჭიანურეთ?
- ჩარლი ჩემი ძმა იყო, ბელა, - შესძახა ქალმა. - მე ვერ ვიქნებოდი ბედნიერი, როდესაც ის არ იყო და შენ ისეთს გხედავდი!
ამჯერად ეს სიტყვები ნორმალურად მივიღე. ახლა მამიდა ბედნიერი იყო და ტანჯვის დრო არ მქონდა.
- ძალაინ მიხარია შენი ამბავი, - ვითხარი გულწრფელად. - მამიდა, გილოცავ!!!
ის კიდევ ერთხელ მომეხვია, შემდეგ ტკბილი ძილი მისურვა და ოთახიდან გავიდა. მე თავი ბალიშზე დავდე. ამჯერად ვაკუუმში ყოფნა აღარ მჭირდებოდა. ხვალინდელ დღეზე ფიქრი დავიწყე... როგორ გაუხარდება ბებოს! ძალაინ მინდა, მამიდას საქმრო მალე გავიცნო. ჩემი ტკივილი ცოტა დავრთგუნე, მაგრამ მხოლოდ სხვების გამო. ახლობლებისთვის უნდა მიმეცა შანსი, ბედნიერები ყოფილიყვნენ! ხვალ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საქმე მქონდა. სკოლის გაზეთის რედაქციაში უნდა მივსულიყავი.

დილას ადრე გავიღვიძე. გარეთ ბარდნიდა, თუმცა არც ისე ციოდა. სწრაფად ჩავიცვი და მისაღებში გავედი. ბებიას ჯერ ეძინა, ამიტომ მე ვერ შევესწრებოდი იმ ფაქტს, როცა მამიდა ახალ ამბავს გაუმხელდა. ჩანთას ხელი დავავლე, გარეთ ჩავედი და პიკაპში სწრაფად ჩავჯექი. გამათბობელი ჩავრთე და სკოლისკენ დავიძარი. პირველი ორგანული ქიმია მქონდა. ავტოსადგომზე მანქანა დავაყენე და სანამ სკოლაში შევიდოდი ვერცხლისფერ „ვოლვოსაც“ მოვკარი თვალი. კალენი თავის შეყვარებულს, დავაკონკრეტებ, ვიქტორიას, კარებს უღებდა.
- აფერისტი მექალთანე, - ჩავილაპარაკე და ფოიეში გავუჩინარდი. ორგანული ქიმია პირველივე სართულზე მქონდა, ამიტომ ცოტა ხნით ჩემს კარადასთან შევჩერდი. სანამ ქურთუკს ჩამოვკიდებდი, ედვარდმაც ჩამიარა. კარადა გაბრაზებულმა დავხურე და ამოვიოხრე. რატომ მიშლიდა კალენი ასე ნერვებს...? იქნებ მეცემა და ამით ყველაფერი მორჩებოდა?! გულის სიღრმეში კი ისევ გაქცევა მინდოდა, მაგრამ ჩემებს ვერ ვუღალატებდი. ამიტომ ცოტა ხანი ისევ ინგლისში მომიწევდა ყოფნა. მერე კი... მერე ვინ იცის, რა მოხდებოდა. სანამ კლასში შევიდოდი, ელისი წამომეწია. მან ისე მოახერხა, რომ ნახევარზე მეტი გაკვეთილები ჩემთან ერთად უტარდებოდა.
- ბელა, როგორ ხარ? - მკითხა გოგონამ და მომეხვია.
- კარგად, ელის, შენ?
- მეც! ვერ წარმოიდგენ, ჯასპერმა რა სიურპრიზი გამიკეთა! - ელისი მართლაც აღფრთოვანებული იყო. კლასში შევედით და ჩვენს ადგილებზე დავჯექით. ამჯერად შუა რიგის მეოთხე მერხზე.
- სერენადა გიმღერა? - ვკითხე მე, თუმცა წინასწარვე ვიცოდი, რომ ამით ელისს ვერ გააოცებდა.
- ხუმარა, - გადაიკისკისა ელისმა. - არა, მითხრა რომ ჩვენი წვეულებისთვის ჯგუფს დაიქირავებდა, რომლებიც ცოცხლად დაუკრავენ! ხომ მაგარია? - ელისს მართლა სუნთქვა ეკვრებოდა აღფრთოვანებისაგან. მას ხასიათს ვერ გავუფუებდი.
- მართლა?! გადასარევია... ცოცხალი მუსიკა, ცეკვა! მაგარია...
- ბელა, - შემაწყვეტინა ელისმა. - ვიცი, რომ ეს ფართი თვალში არ მოგდის, მაგრამ ჩემი ხათრით...
- ელის, საყიდლებზე რომ ვიყავით მთელი ორი საათი ვარჩევდით ბუშტების ფერებს... როგორ გგონია, ამის შემდეგ არ წამოვალ? - მე გამეცინა, მართალია, წვეულებაზე სასტიკად არ მინდოდა წასვლა, მაგრამ ორი საათი, როგორმე გავჩერდებოდი, შემდეგ კი შეუმჩნევლად გამოვიპარებოდი.
- გადასარევია! - ელისმა თბილად შემომხედა. - უნდა გაერთო... აი, ჯასპერი, სულ მართობს...
- ერთმანეთი დიდი ხანია გიყვართ? ვკითხე მე. მასწავლებელი აგვიანებდა და ეს ძალაინ მიხაროდა. აბა, ვის უყვარს ქიმია და მით უმეტეს ორგანული?!
- კი, - ჩუმად მითხრა ელისმა და ჩემსკენ მოიწია. - ბავშვობაში ის პორტ-ანჯელესში ცხოვრობდა, სადაც ერთმანეთი გავიცანით. მეგობრები ვიყავით. შემდეგ ლონდონში წამოვიდა და უკვე 15 წლისა, უკან დაბრუნდა. ჩვენ ისევ შევხვდით ერთმანეთს და უკვე მხოლოდ მეგობრები აღარ ვიყავით.
- და აქ შენ ჩამოგყვა?
- არა, ის ისედაც უნდა ჩამოსულიყო. აქ ცხოვრობენ მისი მშობლები. პორტ-ანჯელესში მას ბებია და ბაბუა ჰყავს... მე დედაჩემი ისედაც მთხოვდა ინგლისში გადმოსვლას და გადავწყვიტე ორი კურდღელი ერთად დამეჭირა, - ელის გაეცინა, მე კი კიდევ ერთი კითხვა დავუსვი.
- და შენი ძმები?
- ედვარდი აქ ცხოვრებაზე ოცნებობდა, ის ხომ ფეხბურთს მისდევს და ბუნებრივია. მამაჩემი ხან ლონდონში იყო, ხან პორტ-ანჯელესში. ის პრაქტიკას გადის ამერიკაში, ექიმია. პარალელურად აქ, ჰარვარდში, ლექციებს კითხულობს. მისთვის უმჯობესი იყო, დედასთან ვყოფილიყავით. ესმე ჟურნალისტია და ის სამუშაოს ვერ მიატოვებდა. ამიტომ ჩვენ გადმოვედით ინგლისში. რაც შეეხება ემეტს, ის აქ ცხოვრობდა... მისი შეყვარებული, როზალი ცნობილი მოდელია და... მოკლედ მღერის კიდეც, - მე გავუღიმე. მივხვდი, როზალიზე რატომ შეჩერდა. ის ფაქტი, რომ მან გაიმარჯვა, არანაირ დისკომფორტს არ მიქმნიდა. ფიქრებში ჩავიძირებოდი, ელისს რომ არ დაეყვირა.
- ბელა, ერთი ამას შეხედე...
მე თავი ავწიე, რომ მეკითხა რა ხდებოდა, მაგრამ გაოცებისგან მხოლოდ პირის დაღება მოვასწარი. საკლასო ოთახში ჩემი ექიმი, ჯეიკობ ბლექი იდგა.
- გამარჯობა, ბავშვებო, - მან მაგიდას შემოუარა და დაფაზე თავისი სახელი და გვარი დაწერა. - მისის ბრიჯიტი ცუდად არის, ამიტომ დროებით მას მე, პრაქტიკანტი და უკვე მასწავლებელი, ჯეიკობ ბლექი შევცვლი. რაიმე კითხვები გაქვთ?
- როდის დაბრუნდება მისის ბრიჯიტი? - წამოძახა ვიღაცამ.
- ამ საღამოს რას აკეთებთ? - ეს კომენტარი ბოლოდან, ქერა თმიანმა გოგონამ თქვა, რამაც კლასში მხიარული განწყობა დააყენა. მე და ელისმა ორაზროვნად გადავხედეთ ერთმანეთს.
- დაწყნარდით, დაწყნარდით, - ექიმი, უკვე კი მასწავლებელი ჯეიკი (როგორ გამიჭირდებოდა ამ ახალგაზრდასთვის მასწავლებლის დაძახება) შეეცადა ბავშვები გაეჩერებინა. - მისის ბრიჯიტი მალე დაბრუნდება, რაც შეეხება საღამოს, თქვენთვის ტესტების შედგენით ვიქნები დაკავებული.
ჯეიკობ ბლექის კომენტარზე კლასი უცებ დადუმდა. ჯეიკი ჩვენ ვერ გვხედავდა, ამიტომ ძალაინ გაუკვირდა, როდესაც სიის ამოკითხვის დროს ჯერ ელისის, ხოლო შემდეგ ჩემს გვარს წააწყდა. მე გამეცინა, ელისმა კი ბიჭს თვალი ჩაუკრა. მე ხელი ვკარი, ირგვლივ ბევრი მოწმე იყო. არ ვიცი, ჯეიკობს ელისი რამდენად აღიქვამდა მასწავლებლად, ერთი კი ცხადი იყო, ორგანულ ქიმიაში კარგი ნიშანი გვეყოლებოდა. გაკვეთილის დამთავრების შემდეგ მე და ცბიერი მის კალენი ზანტად წამოვდექით მერხებიდან და როცა ყველა გავიდა ჯეიკობთან მივედით.
- არ მეგონა, ასე ახალგაზრდა მასწავლებლებს თუ იღებდნენ, - უთხრა ელისმა და მაგიდაზე ჩამოჯდა, მე მის გვერდით ვიდექი.
- გამარჯობა, ელის, ბელა, - გაეცინა ჯეიკობს. - როგორ ხართ?
- კარგად ექიმო... უკაცრავად მასწავ...
- არ გინდა, ბელა, - შემაწყვეტინა ბიჭმა. მე მართლა დავიბენი, არ ვიცოდი როგორ მიმემართა. - უბრალოდ ჯეიკობი იყოს, როცა მარტო ვართ, კარგი?
- რა თქმა უნდა, - ჩემს მაგივრად უპასუხა ელისმა. - აბა ჩამოყაჭე, რამდენი ხანი გვეყოლება ქიმიაში კარგი ნიშნები? - სიცილით გააგრძელა მან.
- რამდენ ხანსაც ისწავლით, - უპასუხა ჯეიკმა და მე თვალი ჩამიკრა.
- კარგი, მე წავედი, - ვუთხარი ორივეს. - გაკვეთილზე მაგვიანდება.
- კარგად, ბელა, - დამემშვიდობა ჯეიკობი. - რა მაგარია, შენი მასწავლებელი ვარ.
- მეც მოვდივარ, - მაგიდიდან ჩამოხტა ელისი და კარებისკენ წავედით.
- კარგად, მასწ, - ხელის ქნევით დაემშვიდობა ჯეიკობს.

მე მათემატიკა მქონდა, ელისს კი ბიოლოგია, ამიტომ სხვადასხვა სართულებზე ავედით. მომდევნო სამმა გაკვეთილმა სწრაფად გაირბინა. მთელი სკოლა ახალ მასწავლებელზე ჭორაობდა. მადლობა ღმერთს, არავინ იცოდა, რომ ერთ დროს ის ჩემი ექიმი იყო.
დიდი დასვენება დაიწყო თუ არა, მაშინვე მეორე სართულის ბოლოსკენ გავიქეცი. მაიკს ვკითხე და მითხრა, რომ გაზეთის რედაქცია სწორედ იქ იყო. მარჯვნიდან ყველაზე ბოლო ოთახში. სწრაფად მივედი და კარებზე დავაკაკუნე.
- მობრძანდით, - მომესმა გოგონას ხმა. კარები შევაღე და განათებულ ოთახში აღმოვჩნდი, სადაც ახალდაბეჭდილი ქაღალდის სუნი იდგა. ოთახში ორი გოგო და ერთი მასწავლებელი იყო. ფანჯრებთან საწერი მაგიდები და კომპიუტერები ედგა. ბოლოს კი კედელზე რამდენიმე თარო იყო ჩამოკიდებული. კედლები თეთრათ შეეღებათ, მხოლოდ მაღლა გასდევდა ყვითელი ხაზი.
- გამარჯობათ, - მომმართა შავგვრემანმა და სუსტმა გოგონამ. გრძელი თმები ცხენის კუდად ჰქონდა შეკრული, სათვალე ეკეთა და სპორტულად - ჯინსები და სქელი მაისური ეცვა. - რით შემიძლია დაგეხმაროთ?
- იცით, - დავიწყე მე. - მე მაინტერესებს ვინ ბეჭდავს თავის მოთხრობებს თქვენს გაზეთში?
- აჰა, შემოქმედებაში, ხომ? - გოგონამ ფურცლები მაგიდაზე აკურატულად დააწყო და მომიახლოვდა.
- დიახ, - ვუპასუხე მე. იმედი მქონდა გავიგებდი „მარტოსულის“ ვინაობას. შეიძლებოდა ისე მომხდარიყო, რომ არც გამეცნო, მაგრამ ჩემთვის აუცილებელი იყო, მისი ნამდვილი სახელი მცოდნოდა.
- კონკრეტულად ვინ გაინტერესებთ?
- „მარტოსული“...
- ანონიმი ავტორი? - გაეცინა მან. - მეგონა მასზე ბუმი დამთავრდა.
- უკაცრავად, - ჩავახველე მე. - ვერ მიგიხვდით...
- დაახლოებით 2-3 თვეა, რაც მის მოთხრობებს ვბეჭდავთ და მეგონა ყველა მიეჩვია იმ აზრს, რომ მის ვინაობას არ ვასახელებთ, - მიუხედავად იმისა, რომ კარგად მიმანიშნა, დრო ტყუილად არ დამეკარგა, დანებებას არ ვაპირებდი.
- რატომ...? იცით, ჩემთვის ძალაინ მნიშვნელოვანია, მისი ვინაობის გაგება.
- სიმართლე გითხრათ, - მითხრა გოგონამ მას შემდეგ, რაც კარგად შემათვალიერა. - მე თვითონაც არ ვიცი, ვინ არის ის. მოთხრობები მისის კემპლერს აწვდის... იქნებ მას კითხოთ, - და კომპიუტერთან მომუშავე ქალზე მიმითითა. მე მისკენ წავედი, თან გონებაში სიტყვებს ვალაგებდი.
- გამარჯობათ, მისის კემპლერ, - 40-42 წლის ქალმა სათვალეების ქვემოდან ამომხედა. ქერა იყო და ჭორფლიიანი, ერთიანდა დანაოჭებული სახე ჰქონდა. ეტყობოდა, ცხოვრების ქარტეხილები გამოევლო. - მე ერთ-ერთი ანონიმი მწერლის ვინაობის გაგება მინდა, თუ შეიძლება...
- ვისი? - გამაწყვეტინა მან და ისევ კომპიუტერს მიუბრუნდა.
- „მარტოსულის“.
- ახლა შენ გამოგაგზავნეს? - ქალი ისევ ჩემსკენ შემობრუნდა
- არა, - დაბნეულმა ხმა ძლივს ამოვიღე. - ჩემით მოვედი...
- მგონი გასაგებად ვთქვი, რომ ანონიმი ავტორების სახელებს არ ვახმოვანებ...
- დიახ, - გავაწყვეტინე მე. - მაგრამ მე არ ვაპირებ ეს ვინმეს ვუთხრა. უბრალოდ ძალიან მაინტერესებს...
- ყველა ეგრე ამბობს, - ისე კომპიუტერს მიუბრუნდა ქალი.
- იცით, მე მართლა არავის ვეტყვი, - ჩემს წინ აშკარად მკვრივი აიზბერგი იდგა. როგორღაც უნდა გამელღვო. - მისი მოთხრობები ძალაინ მომეწონა. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა... თქვენ არ გესმით, მაგრამ ჩემთვის მართლა ძალაინ მნიშვნელოვანია, რომ ამ პიროვნების სახელი და გვარი გავიგო... გთხოვთ!
- შვილო, - დაიწყო ქალმა. - ვხედავ, რომ მართლა ძალაინ გაინტერესებს, მაგრამ რომც ვიცოდე ვერ გეტყოდი...
- კი, მაგრამ...
- და არც ვიცი, - გამაწყვეტინა მან. - „მარტოსული“ ელექტრონული ფოსტით მიგზავნის თავის მოთხრობებს. მე მხოლოდ ის ვიცი, რომ ჩვენს სკოლაში სწავლობს. დანარჩენი არაფერი...
ეს ქალი აშკარად კერკეტი კაკალი იყო, მაგრამ მგონი მართალს ამბობდა, ამიტომ მოვუბოდიშე და კაფეტერიაში წასვლა დავაპირე. დიდი დასვენება ჯერ კიდევ არ დამთავრებულა და იქ ჯესიკას ვიპოვიდი. შეიძლება მას ცოდნოდა რამე ამ ამოუცნობ პიროვნებაზე. სასადილოში ხალხი ირეოდა. როგორც იქნა ჯესიკა დავინახე. ის რამდენიმე გოგოსთან ერთად, რომელთა შორის ელისიც იყო, განაპირა მაგიდაზე იჯდა.
- გამარჯობა, - მოვესალმე ყველას და ელისის და ჯესიკას შორის დავჯექი. ცოტა უხერხულ მდგომარეობაში ვიყავი, თითქმის არავის ვიცნობდი. ელისს სწრაფად გადავუჩურჩულე რაც მაინტერესებდა და ჯასიკას მივუბრუნდი.
- ჯეს, როგორ ხარ?
- კარგად, - გოგონამ გაკვირვებული სახით გამომხედა, მაგრამ ჩემი გაღიმებული სახე რომ დაინახა, მანაც ღიმილით მიპასუხა.
- ჩვენი სკოლის გაზეთს კითხულობ? - ვკითხე მე. ჯესიკას წინანდლზე არანაკლები გაკვირვება გამოეხატა სახეზე.
- კი, სხვათაშორის რასაც მანდ წერენ ნახევარზე მეტი ჭორია...
- მე მაინტერესებდა რა იცი „მარტოსულის“ შესახებ, - გავაწყვეტინე მე სწრაფად და პირდაპირ შევხედე. ჯესიკა თავიდან დაიბნა, მაგრამ მერე უდარდელად მიპასუხა.
- ა, ეგ? არც არაფერი... სიმართლე გითხრა, ბევრი ვეცადე, მაგრამ ვერაფერი გავიგე. არადა ძალაინ უცნაური პიროვნება უნდა იყოს...
ჯესიკამ თუ ვერ გაიგო, ე.ი. მართლა კარგად მალავდა თავს, მაგრამ დამალვა რაში სჭირდებოდა?!
- არც ეჭვი არ გაქვს ვინმეზე? - ჩუმად ვკითხე.
- კი... ხომ იცი, ანჯელა ვებერი, - ჯესიმ კაფეტერიის ბოლოს, მაგიდასთან მარტო მჯდომ გოგოზე მიმითითა.
-არა, - მე თავი გავაქნიე. - და რატომ გოგო?
- აბა რავიცი, მაგაზე ჩაკეტილი მოსწავლე მგონი მთელ სკოლაში არავინაა...
- კარგი, მადლობა, ჯეს, - ვუთხარი მე და ადგომა დავაპირე.
- ისე, თუ რამეს გაიგებ, მეც მითხარი, - გამაჩერა ჯესიკამ.
- კარგი, - შევპირდი მე და გულში გავიფიქრე, ოღონდ „მარტოსულის“ ვინაობა გამეგო და ჯანდაბას, ამაზე ჯესიკასთანაც ვიჭორავებდი. მგონი, სულ გადავირიე.
- ბელა, მოიცა, - დამიძახა ელისმა და წამომეწია. - რატომ დაგაინტერესა ასე?
- როგორ გითხრა, ელის, - ჩვენ ჰოლში გავედით. - მისი შემოქმედება ჩემთან ძალაინ ახლოსაა.
- მართლა? - ელისმა წარბები მაღლა აწია. - კარგი, მაგ საქმეს როგორმე მოვაგვარებთ... ახლა უფრო მნიშვნელოვანი - რას იცმევ ზეგ?
- ზეგ? - ვერაფრით გავიხსენე ზეგ რა ხდებოდა. - რა დღეა ზეგ?
- ბელა, გამოფხიზლდი! ზეგ წვეულებაა, დაგავიწყდა?
- როგორც ჩანს, - დამნაშავემ, ფრთხილად გავუღიმე.
- კარგი, არა უშავს, - მითხრა ელისმა ღიმილით. - მე ყველაფერი მოვაგვარე. წამომყევი...
ჩვენ ელისის კარადასთან მივედით. მან ისე გააღო და რაღაც პარკი გადმომცა.
- აქ სამი კაბაა...
- რა? - გავაწყვეტინე მე
- ვიცოდი, რომ სამოსის შესარჩევად დრო არ გექქნებოდა, ამიტომ მათი რაოდენობა შევამცირე და, აი, ამ კაბებიდან რომელიმე ამოარჩიე, - ელისი გაჩერდა, ჩემი გაოცებული სახე რომ დაინახა. - იმედია არ მიბრაზდები და სულელი და მოსაბეზრებელი არ გგონივარ...
- არა, არა, - სწრაფად გავაწყვეტინე. - უბრალოდ... მე.. ჰმ, ელის, ასეთი რაღაც მეორედ არ გააკეთო. მე ვერ ავიღებ...
- ბელა, ძალაინ გთხოვ, - ელისი შეწუხებული სახით მიყურებდა. - ყველანაირად ვეცადე, რომ ყველაფერი კარგად ყოფილიყო... გთხოვ აიღე. გთხოვნი, კარგი?
- იცოდე, ეს აღარ განმეორდება, - ვუთხარი მე რამდენიმე წამის შემდეგ. - უღრმესი მადლობა!
ელისმა გადაიკისკისა და კარადა დახურა.
- ხვალ შაბათია, იმედია, დრო გეყოფა, კაბის ასარჩევად.
- კი, მეყოფა, - ვუთხარი და მეც გავიცინე. ელისი ჩემზე ძალაინ ზრუნავდა. საერთოდ არ მახსოვდა, წვეულება ზეგ რომ იყო. საავადმყოფოში ყოფნისას და კონკურსის გამო დროის შეგრძნება დავკარგე, მაგრამ რომც მცოდნოდა, მაინც ვერაფრის შერჩევას მოვახერხებდი საღამოსთვის. ასეთ ამბებში ნაკლები გამოცდილება მქონდა. ჩარლი ყოველთვის წინააღმდეგი იყო ახალგაზრდული თავშეყრების, რომლებიც ზოგჯერ თავაშვებულ გართობაში გადადიოდა, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის დემოკრატი მამა იყო. ამოვიოხრე და თავი დავღუნე. დარწმუნებული ვარ, ამ წვეულებაზე წასვლას არ დამიშლიდა, ბოლო-ბოლო ელისის დაითანხმებდა, მაგრამ მე ვთხოვდი, რომ არ გავეშვი... გული შემეკუმშა და მარჯვენა ხელი თავისით დაძრა მისკენ.
- ბელა, კარგად ხარ? - მკითხა ელისმა შეშფოთებული სახით.
- კი, კი, - სწრაფად ვუპასუხე მე და თავი ავწიე. - ბევრი ბავშვი მოდის? შენთან სახლში რომ აკეთებ, მშობლები წინააღმდეგები არა არიან? - ვცადე ჩემი წინა მდგომარეობა დამევიწყებინა და ფართის დეტალები გამერკვია.
- მეცხრე კლასის ზემოთ, მთელი სკოლა იქნება, - მითხრა ელისმა და ჩვენ ისტორიის კაბინეტისკენ წავედით. - რაც შეეხება მშობლებს, მამა ვაშინგტონშია, დედა კი რეპორტაჟს აკეთებს ბრიუსელში ევროკავშირზე, ასე რომ ბელგიიდან არანაირ პრობლემას არ შეგვიქმნის.
- ყველაფერი როგორ აეწყო, - ჩავიბურტყუნე მე.
- ბელა, - სასოწარკვეთილი ხმით მითხრა ელისმა. - ყველაფერი შესანიშნავად აეწყო!
- ხო, მეც მაგის თქმა მინდოდა, - ვუთხარი ღიმილით.
- ბელა, იცი ჯეიკობზე რას ამბობენ? - დაიწყო ჩემს გასართობად ელისმა.
- რას? - ვკითხე მე, თუმცა ექიმი და მასაწვლებელი ჯეიკი ნაკლებად მაინტერესებდა.
- დანიძლავებული არიან, ვინ იშოვის პირველი მის ტელეფონის ნომერს, - ელისმა ისე ეშმაკურად ჩაიცინა, რომ მივხვდი, რაღაცას აპირებდა.
- ელის, - დავიწყე გამაფრთხილებელი ხმის ტონით. - არც იფიქრო!
- ჯერ არა, ბელა, - გადაიკისკისა გოგონამ. - ჯერ ეს წვეულება ჩამთავრდეს, მერე კი… თუმცა მოდი ჯერ გაკვეთილზე შევიდეთ, თორემ მოგვხვდება.
- კარგი, - დავეთანხმე მე და მასწავლებელთან ერთად შევედით კლასში.
გაკვეთილები მალე დამთავრდა. ეს სასწავლო დღეც მიიწურა და მე გაწბილებული სახლში ვბრუნდებოდი. ჯერ ერთი, „მარტოსულის“ ვინაობა ვერ გავარკვიე, მეორეც ვხვდებოდი, რომ კვირას წვეულებაზე წასვლას ვერ ავცდებოდი, მესამე კი ის, რომ ჩემი მცდელობის მიუხედავად, ედვარდ კალენს დერეფნებში ან კიბეებზე ვხვდებოდი და მიუხედავად იმისა, რომ არ მინდოდა შევემჩნიე, მაინც გამორბოდა მისკენ თვალი. ეს უკვე ნერვებს მიშლიდა. მე და ამ თავგასულ ბიჭს საერთო არაფერი არ გვქონდა, ამიტომ ყურადღებაც არ უნდა მიმექცია. ეს ადვილი არ იყო, იმიტომ რომ ის ყველაგან და ყველასთან ერთად იყო, მე კი ამ სკოლიდან ვერ გავიქცეოდი, ჯერ-ჯერობით…
სახლში მისულის, კარებში ბარათი დამხვდა. ბებია მწერდა, რომ მეგობრებთან ერთად ბრიჯის სათამაშოდ იყო წასული და მალე ვერ დაბრუნდებოდა. მე გამეცინა. მგონი, რაც ჩამოვედი პირევლად გავიდა გარეთ. ეს ძალაინ მოუხდებოდა, ამ ბოლო დროს წნევა აწუხებდა, როგორც ჩანს, მამიდას ამბავი ყველას კარგად გვადგებოდა. სახლში შევედი და დროის გასაყვანად ნელა მოვიმზადე სადილი. სანამ ვჭამდი, მამიდას შეყვარებულზე ვფიქრობდი. ძალიან მაინტერესებდა, როგორი იყო. შემდეგ ჩემს ოთახში შევედი. ის არც ისე დიდი იყო, მაგრამ მე სრულიად მაკმაყოფილებდა. შუაში საწოლი იდგა, რომლის მარჯვენა მხარეს სინათლე ფანჯრიდან შემოდიოდა, საწერი მაგიდა კარების პირდაპირ იდგა. ხოლო მის იქეთ, კედელში, ჩაშენებული კარადა იყო. კარის მარჯვნივ კედელზე სარკე და სხვადასხვა ნივთებისთვის თუ წიგნებისთვის პატარა თაროები იყო ჩამოკიდებული. ოთახი ცისფერ ფერში გადაეწყვიტათ, საწერი მაგიდა და სხვა ავეჯი კი მუქი ყავისფერი იყო. მე მაგიდას მოვიჯექი და გაკვეთილების მიმზადებას შევუდექი. მართალია, წინ შაბათ-კვირა იყო, მაგრამ წინასწარ ვიცოდი, რომ დავალებების შესრულებას ვერ მოვახერხებდი. სამწუხაროდ, ყველაფერი მალე დავწერე. ისტორიაში რეფერატი ჯერ კიდევ გუშინწინ დავამთავრე. ტრიგონომეტრიაშიც არ მქონდა ბევრი დავალება. ერთადერთი ინგლისურ ენაში „აივენჰოს“ პირველი ორი თავის განხილვა მქონდა დასაწერი, რაც სწრაფად გავაკეთე. ეს წიგნი წაკითხული მქონდა. ჯერ კიდევ ექვსი არ იყო, როცა ყველაფერს მოვრჩი. ამიტომ გადავწყვიტე, ელისის მოცემული კაბები მენახა. როგორც მან მითხრა, სამი კაბა იყო. ერთი წითელი, გრძელი და ზურგამოღებული, დავარდნილი კაბა იყო. მკერდზე სხვადასხვა თვლებით გაწყობილი. ძალიან შთამბეჭდავი და ძვირფასი, ამიტომ ეს კაბა მაშინვე გვერძე გადაავდე. მეორე იყო ყვითელი, შედარებით სადა, უბრეტელო, მაგრამ ძალიან მოკლე… არა, ამ კაბასაც ვერ ჩავიცმევდი, ზედმეტად გამომწვევი იყო. ბოლო კაბა გულიფანცქალით გამოვიღე. ესეც თუ არ გაამართლებდა, ჯინსებით წავიდოდი წვეულებაზე და ელისი ალბათ მომკლავდა. სასიამოვნოდ რბილი ნაჭერი პარკიდან ფრთხილად გამოვაცურე და გავშალე. ეს იყო ლურჯი, ძალაინ სადა და ამავდროულად მოხდენილი კაბა... გადავიცვი და სარკის წინ დავდექი. წელს ქვემოთ ის სამ ფენად იშლებოდა და მუხლს მიფარავდა. სამკუთხედი გული ჰქონდა და მგონი არც ისე პრეტენზიული იყო. ელისს გულში მადლობა ვუთხარი, ბოლომე რომ არ გამწირა. კაბა გავიძვრე თუ არა, მობილურმა დარეკა. ელისი იყო.



nikkiთარიღი: ოთხშაბათი, 2010-07-14, 8:52 PM | შეტყობინება # 148
>>MIsS...NiKkI...CUlLEn<<
228
20  +
42  ±
   ±
Offline
Quote (♥---♥)
nikki, ხო, მე ვწერ... დიდი მადლობა, ძვირფასო!

dzaan gaocebuli var radgan cotaa aseti nichieri xalxi saqartveloshi dzaan magari xar da ese gaagrdzele kiss

♥---♥თარიღი: ოთხშაბათი, 2010-07-14, 8:52 PM | შეტყობინება # 149
<<>
44
11  +
61  ±
   ±
Offline
- ელის, - ვუთხარი მე.
- ბელა, როგორ ხარ?
- კარგად...
- არაჩიე კაბა? - გამაწყვეტინა მან, სანამ მოკითხვას მოვასწრებდი.
- კი... მინდა გითხრა, რომ ის ორი ზედმეტი იყო.
- ასეც ვიცოდი, რომ ლურჯი მოგეწონებოდა, - ელისს გაეცინა და გემოვნება შემიქო. - ყოჩაღ. ახლა რატომ გირეკავ...
- რა ხდება? - იმედიანი ტონით ვკითხე. ვვოცნებობდი, რომ წვეულება გადადებულიყო.
- პატარა ცვლილებების შეტანა მთხოვეს. წვეულებაზე ნიღბებით უნდა მოვიდეთ.
- მართლა? - ვკითხე გახარებულმა.
- ხო, ოღონდ თავიდან ვიქნებით ნიღბებით...
- ა, კარგი, - საბოლოოდ ჩავიქნიე ხელი. - ელის, ეს კაბები მგონი უფრო საზაფხულო მეჯლისს შეეფერება...
- მაგაზე არ იდარდო, სულელო, - გადაიკისკისა გოგონამ. - ჩემთან სახლში, ყველგან 22 გრადუსია... ის კი არა, ისეთი კარგი წვეულება იქნება, გათბობის გამორთვას მომთხოვთ!
- ალბათ...
- მომისმინე, ბელა, ნიღაბს მარტო აარჩევ?
- კი, ელის, - იქნებ ნიღაბი მაინც მეყიდა დამოუკიდებლად, ელისს ამაზე ვეღარ შევაწუხებდი. - შენ სხვა საქმეებიც გაქვს.
- თუ რამე, დამირეკე... აბა დროებით.
- კარგად.
მობილური გავთიშე და წასასვლელად მოვემძადე. მაღაზიები კიდევ 2 საათი ღია იქნებოდა, გარეთ ქარბუქიც არ იყო, მე კი გასვლა მინდოდა და ამისთვის შესანიშნავი საბაბი მქონდა. მამიდას გასაღები სამალავში დავუტოვე, კერების ზემოთ, მობილურზე შეტყობინებაც გავუგზავნე და ჩემი პიკაპით მაღაზიებისკენ დავიძარი. არც ვიცოდი, სად უნდა მეძებნა ნიღბების მაღაზია, ამიტომ სავარო ცენტრს როგორც კი მივუახლოვდი, მანქანა უახლოეს ავტოსადგომზე გავაჩერე და გზა ფეხით განვაგრძე. რა უცნაურია, იმდენი რამე მოხდა, რომ ტკივლი, რომელიც ასე მტანჯავდა, სულ გადამავიწყდა... მაგრამ ახლოვდებოდა ღამე და მე მასთან შეხვედრას ვერ გავექცეოდი. ისევ მტანჯავდა ფიქრი, რომ იმას, რასაც ვაკეთებდი, არანაირი აზრი არ ჰქონდა. არა, ახლა ამაზე არ უნდა მეფიქრა... უცებ ერთ-ერთ ბარს ჩავუარე და შევდექი. იქედან ძალიან ლამაზი მუსიკის ხმა ისმოდა. შემზარავად სევდიანი და მელანქოლიური ჟღერადობა ჩემამდე სუფთად აღწევდა. მუსიკა... მე გზა გავაგრძელე. ერთ-ერთ მაღაზიაში საღამოს კაბები იყიდებოდა. იქ შევედი, იმიტომ რომ დიდი შანსი იყო, ნიღბებიც ჰქონოდათ. დაუკვირებლად ავარჩიე ჩემი კაბის ფერი, ლურჯი ნიღაბი, რომელსაც წვრილი რეზინი ჰქონდა და ბუმბულებით და ბრჭყვიალა თვლებით იყო გაწყობილი. გამყიდველმა ის პარკში ჩამიდო, მე ფული გადავიხადე და გამოვედი. იმ ბართან კიდევ შევრჩერდი. ისევ ნაცნობ მუსიკას უკრავდნენ. ბევრი ყოყმანის შემდეგ კარები შევაღე და ჯაზ-კლუბის სტილში გადაწყვეტილ, პატარა, მყუდრო ბარში აღმოვჩნდი. მაგიდები თითქმის გადაჭედილი იყო, მაგრამ პატარა კუთხესთან ცარიელი, ორ ადგილიანი მაგიდა დავინახე და იქ დავჯექი. მუსიკა საოცრად დამამშვიდებელი იყო და ოთხი გიტარა შესანიშნავად შეწყობილად ასრულებდა რთულ კომპოზიციებს. ეს იყო უფრო ბალადა, ვიდრე ჯაზი... ოფიციანტმა შემამჩნია და ჩემსკენ წამოვიდა. მე ერთი წვენი შევუკვეთე და ვკითხე, რა ერქვა ჯგუფს, ვინც ეხლა უკრავდა.
- The Headless Horsemen, - მიპასუხა ახალგაზრდა გოგონამ.
- აქ ხშირად უკრავენ?
- ორშაბათს და პარასკევს.
- გმადლობთ...
უცნაური სახელი ჰქონდათ: „უთავო მხედრები,“ მაგრამ შეეფერებოდათ, იმიტომ რომ ოთხივეს ნიღბები ეკეთათ. ერთს, რომლიც ყველაზე წინ იდგა, საერთოდ მთელი თავი დაფარული ჰქონდა, დანარჩენებს კი მხოლოდ თვალები და ცხვირი. იმ წინა მაღალი ბიჭის გვერდით მდგარმა დამკვრელმა ჩემი ყურადღება მიიქცია, ქერა კულულები ჰქონდა და ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს ადრე სადღაც მენახა. ჯგუფმა გამოსვლა დაასრულა, დარბაზმა ერთიანად იგრიალა. მე წვენი დავლიე და სწრაფად გამოვედი, სახლში მაგვიანდებოდა. აქ კიდევ მოვიდოდი... ამ ბიჭების მუსიკა ძალაინ მომეწონა.




შეტყობინება შეასწორა ♥---♥ - ხუთშაბათი, 2010-07-15, 9:05 AM

☆AnasteishA☆თარიღი: ოთხშაბათი, 2010-07-14, 10:56 PM | შეტყობინება # 150
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
♥---♥, wowwwwww. kidev erti tavit gamaoce. yochagi gogo xar dzalian. sasiamovno weris manera gaqvs. samwuxaroa ro seqtembramde mocda mogviwevs. arada dzalian mainteresebs rogor ganvitardeba movlenebi. patara shenishvna maqvs. man-s mravlobitshi s ar emateba. the headless horsemen iqneba swori. dzalian magari gogo xar da aba shen ici, kide gagvaxare

ძებნა: