DreaMy | თარიღი: ორშაბათი, 2012-06-18, 8:39 AM | შეტყობინება # 121 |
3> HeadLess HorseMan <3
700
Offline
| Quote (Vampire-Barbie) viku-vuku, Ampula Tu Amplua? amis dawera mindoda mec, magram zedmetad chavtvale. sheeshala albat. ux, she pirdapiroo
| |
|
|
|
viku-vuku | თარიღი: ორშაბათი, 2012-06-18, 7:16 PM | შეტყობინება # 125 |
397
Offline
| | |
|
|
Mari_Ami | თარიღი: ორშაბათი, 2012-06-18, 7:59 PM | შეტყობინება # 126 |
436
Offline
|
შეტყობინება შეასწორა Mari_Ami - ორშაბათი, 2012-06-18, 8:02 PM | |
|
|
|
Sallome | თარიღი: ორშაბათი, 2012-06-18, 8:49 PM | შეტყობინება # 129 |
76
Offline
| * * * როდესაც მეა სახლში დაბრუნდა, მარის ყველაფერი მოუყვა. უამბო გიორგის შემოთავაზების შესახებაც, რის შედეგადაც მაკო აღფრთოვანებული დარჩა. -რა? არ არსებობს? რა მაგარია...მოგვიწევს დღეს წვეულებისთვის კი არა, დაბადების დღისთვის შევარჩიოთ კაბა. ხვალ უმშვენიერესი უნდა იყო. უი, ხო...ფეხსაცმლის შეძენაც არ დაგვავიწყდეს, დარწმუნებული ვარ, მაღალქუსლიანი არაფერი მოიძებნება შენს კარადაში. - მოიცა, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი უნდა ჩავიცვა? შანსი არ არის-უარყოფის ნიშნად თავი გააქნია მეამ. -აბა, კედებით ხომ არ წახვალ? უკვე დიდი გოგო ხარ, ჩემო კარგო-დასცინა მარიმ. -ხო, კარგი, მესმის...დროა წავიდეთ, თორემ თაკო გველოდება-უთხრა მეამ მარის და ჩანთა აიღო. -კაი, წავედით. ნინამ იცის, რომ გავდივართ?-იკითხა მაკომ. -ხო, უკვე ვუთხარი, შეგვიძლია წავიდეთ-უპასუხა მეამ და ორივენი გაემართნენ თაკოსთან შესახვედრად.
(მეა)
-მეა, აი, შენ ეს მოიზომე, თაკო,ის- შენ-ბრძანებებს გასცემდა მარი, ჩვენც უპირობოდ ვასრულებდით. -მეა, ჟოლოსფერი განსაკუთრებით გიხდება, შენ რას იტყვი?-მკითხა მარიმ, თან თვალს არ მაშორებდა. -ფერი კარგია, თუმცა კაბა ძალიან მოუხერხებელი და არც დაბადების დღისთვის გამოდგება...გახსოვდეს, მე ამერიკის კინოდაჯილდოვების ცერემონიალზე არ ვარ მიწვეული, უბრალო წვეულებაა-სიცილით ვუთხარი. -ხო, კარგი, კარგი, თავი ნუ მომაბეზრე. თაკო, შენ რას იტყვი? ის შავი კაბა არ მოგეწონა? გამოდი, დაგვენახე-გასძახა გასახდელში გასულ თაკოს მარიმ. -მგონი ცუდი არაა, მაგრამ...ვფიქრობ, რამე უფრო ხალისიანი აჯობებდა, თქვენ რას მირჩევთ?-მორიდებით იკითხა თაკომ. -მართალი ხარ, აი ეს კაბა ნახე, წესით უნდა მოგიხდეს-ახალი კაბა გაატანა მარიმ მოსასინჯად. -მე რა ვქნა? კაბა ხვალისთვის მჭირდება, მე კი არაფერი მაქვს...-თავი შევაცოდე მაკოს. -მაცადე, დავფიქრდები...შენთვის, რაღაც გრაციოზული და სექსუალური მინდა. ხომ გესმის...-სერიოზული ტონით მითხრა. -ააჰ, გასაგებია. რამე უბრალო და სადა რომ იყოს, არა?-შევაპარე მე. -არა, რა თქმა უნდა-მოკლედ მომიჭრა, თვითკმაყოფილი გამომეტყველებით შემომხედა და კაბების თვალიერება განაგრძო. -აბა, როგორია? საშინლად გამოვიყურები, ხო? ვიცოდი, რომ მწვანე კაბა არ უნდა მომეზომა-სევდიანად იკითხა თაკომ. -ღმერთო, ჩემო...ისე გამოდის, თითქოს მწვანე ფერი მხოლოდ მე მიხდება, შენ აი, ეს წითელი კაბა აიღე, მე მგონი წავა, ეგ მწვანე კი მე მომეცი-მოვისინჯავ-უპასუხა მარიმ. -გმადლობ-გაუღიმა თაკომ. მე საქმე არაფერი მქონდა, სავარძელზე ჩამოვჯექი და ,,მოდელების’’ გამოსვლას დაველოდე.პირველი მარი გამოვიდა. ულამაზესი იყო...მწვანე კაბა, მართლა ძალიან უხდებოდა. -მაარ, არაჩვეულებრივია, მაგრად გამოიყურები-გაოცება ვერ დავმალე. -ძალიან კარგი, მე ამ კაბას ავიღებ-ჩაიცინა და გასახდელში დაბრუნდა გამოსაცვლელად. -აბა, ჩემზე რას იტყვით? მგონი, არც ისე ცუდია...-ჩაილაპარაკა თაკომ. -ცუდი კი არა, ძალიან კარგია, თანაც გიხდება წითელი ფერი-არჩევანი მოვუწონე-შენ რას იტყვი, მარი? მარი მოვიდა და თაკოს თვალი შეავლო. აშკარად, კმაყოფილი იყო შერჩეული კაბით. -მეც მომწონს, ლამაზია, ვფიქრობ, უნდა იყიდო...-გაიღიმა მაკომ. -გეთანხმები. არჩევანს ამ კაბაზე შევაჩერებ-გახალისდა თაკოც. -არ დადგა დრო, ჩემი კაბაც შევარჩიოთ?-მოულოდნელად წამოვიყვირე მეც. -შენი კაბა უკვე შევარჩიე, სულელო. დარწმუნებული ვარ მოგეწონება-გამარჯვებულის სახით შემომხედა, იცოდა, რომ წინააღმდეგობას ვერ გავუწევდი. მარიმ კაბა მომაწოდა, მე ჩავიცვი და გოგონების წინ წარვსდექი. -როგორია?-ვკითხე მათ. -გენიალური...სწორედ ის არის, რასაც ვეძებდით-კმაყოფილმა ჩაილაპარაკა მარიმ. -ულამაზესი ხარ, მეა-შემაქო თაკომაც. -გმადობთ...რა შეშინებული თვალებით მომშტერებიხართ? რამე ცუდი ხდება-გაკვირვება ვერ დავმალე. -შეშინებულით არა, გაოცებული თვალებით-დააზუსტა მარიმ-და კიდევ, ცუდი კი არა, ძალიან მაგარი რამე ხდება...ჩემმა არჩევანმა გაამართლა. -ესეც ასე, გმადლობთ, ბავშვებო...-გავიღიმე მე და გასახდელში დავბრუნდი. მარის არჩეული კაბა, მართლა ძალიან ლამაზი იყო...თეთრი, აქა-იქ ძვირფასი, ფერად-ფერადი თვლებით შემკული...მართალია, ცოტა მოკლე მომეჩვენა, მაგრამ არაფერი მითქვამს....ვარჩიე მომეკეტა, მაკოს გაღიზიანება, რომ არ გამომეწვია... -და, ფეხსაცმელები? ლამის დამავიწყდა. ხომ გითხარი, შემახსენე-მეთქი?-წამოიძახა უეცრად მარიმ. -სულ დამავიწყდა. მაპატიე, რა-ბოდიშის მოხდა ვცადე. -ყველაფერი მე უნდა მახსოვდეს, ხო? ნწ,ნწ...-ვითომ გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა და თაკოს მიუბრუნდა. -თაკო, შენს კაბას, შავი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი უნდა შევურჩიოთ, ასევე მუქი ფერის ყელსაბამიც. შენსას კი-მეა, თეთრი საყურეები და ოქროსფერი სამაჯური, მგონი ფეხსაცმელიც ამფერისვე აჯობებს. თქვენ რას იტყვით? -გეთანხმებით-წამოვიძახეთ მე და თაკომ ერთდროულად. ზემოთჩამოთვლილთა შესაძენად ბევრი დრო არ დაგვიხარჯავს, ვინაიდან ზუსტად ვიცოდით რაც გვინდოდა. შვიდი თუ რვა საათი იქნებოდა, ბოლო მაღაზიიდან, რომ გამოვედით. სამივენი კმაყოფილები ვიყავით, მაგრამ ძალიან დაღლილებიც. თაკოს თბილად დავემშვიდობეთ, მე და მაკო კი-ერთად გავუდექით ჩემი სახლისკენ მიმავალ გზას.
| |
|
|
|
|
Sallome | თარიღი: ორშაბათი, 2012-06-18, 9:35 PM | შეტყობინება # 134 |
76
Offline
| 1. თაკოს კაბა
შეტყობინება შეასწორა Sallome - ორშაბათი, 2012-06-18, 9:36 PM | |
|
|