Sallome | თარიღი: ორშაბათი, 2012-08-27, 7:56 PM | შეტყობინება # 211 |
76
Offline
| * * *
გიორგისა და მეას შეხვედრამ მშვენივრად ჩაიარა. როგორც იქნა, მათ შორის ყველაფერი მოგვარდა...ორივე გახარებული ჩანდა...ამიერიდან ხომ ბედნიერების შანსი ეძლეოდათ. ახლა, ხელს ვერაფერი შეუშლიდათ, ვერცერთი საიდუმლო და ტყუილი ვერ დაანგრევდა მათ ურთიერთობას, ვინაიდან დაბრკოლება აღარ არსებობდა...ყველა წინაღობა გადალახული და დაძლეული იყო. და რაც მთავარია, ისინი დარწმუნებულნი გახლდნენ თავიანთ გრძნობებში...ფიქრობდნენ, რომ მათ, ასეთ პატარებს და გამოუცდელებს, ის იშვიათი გრძნობა ეწვიათ, რომელსაც უამრავი ადამინი მთელი ცხოვრების განმავლობაში დაეძებს და მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში პოულობს. მათ ოდნავადაც არ ეპარებოდათ ეჭვი, რომ ეს ჭეშმარიტი სიყვარული იყო...სიყვარული, რომელიც არასდროს მთავრდება... მაგრამ, იყო კი მათი ეს გრძნობა ასეთი ძლიერი? იქნებ, ეს მხოლოდ ბავშვური გატაცება ან თინეიჯერული ახირება გახლდათ...საინტერესოა... ამაზე დაფიქრება მართლაც ღირს, თუმცა ახლა ამისთვის შესაფერი მომენტი ნამდვილად არ არის...ყველაფრისთვის დროა საჭირო...სწორედ ის ახდის ყველაფერს ფარდას, ყველაფერს ნათელს მოჰფენს და დაგვანახებს მიზანს...მიზანს, რომელიც ცხოვრების გაგრძელებისთვის აუცილებელია, რათა დავრწმუნდეთ, რა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, რის მიღწევას ვცდილობთ და არიან თუ არა ის ადამინები ერთადერთნი და განუმეორებელნი, რომლებიც აქამდე ჩვენ ირგვლივ ცხოვრობდნენ და ჩვენთვის სამყაროს ცენტრს წარმოადგენდნენ...ამას ყველაფერს დრო გვიჩვენებს...აღმოჩნდება თუ არა ცხოვრების მიზანი, მეა გიორგისთვის, ან პირიქით, მეასთვის გიორგი, ამას სულ მალე გავიგებთ. ახლა კი, მოდით, ნუღარ გავაგრძელებთ მომავალში ქექვას...მაინც სულ ტყულად ვიწვალებთ, ვინაიდან არავინ იცის, რას გვიმზადებს ის...ამიტომაც, მივცეთ თავს უფლება და ვიცხოვროთ დღევანდელობით. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ, ადამიანები ვართ და ამის მეტი ამ ქვეყნად, მაინც არა დაგვრჩენია რა...
| |
|
|
Sallome | თარიღი: ოთხშაბათი, 2012-09-05, 1:23 PM | შეტყობინება # 216 |
76
Offline
| (მეა)
ზუსტად არ მახსოვს, როდის ჩამეძინა, მაგრამ როცა გავიღვიძე, ისეთივე გახარებული ვიყავი, როგორც გუშინ, ისეთივე აღტაცებული და იმედიანი. ახლა, ნამდვილად შემეძლო მეთქვა, რომ ბედნიერი ვარ...მეც ხომ ეს მინდოდა...ჩემი ოცნება ახდა. გამიხარდა ახალი დღის დაწყება, რადგანაც ვიცოდი, რომ ის რაღაც ახალს და ჩემთვის სასიამოვნოს მოიტანდა. იცით, რატომ ვიყავი ამაში ასე დარწმუნებული? იმიტომ, რომ ახლა ჩემ გვერდით ის ადამიანი იქნებოდა, ვინც მართლა ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის...კი, შეიძლება ეს სულელურად ჟღერს, მაგრამ ასეა...გიორგი ჩემთვის ყველაფერია...აქამდე ის მხოლოდ ილუზია და ოცნება იყო, ახლა კი-რეალობად იქცა...ეს ჩემთვის დაუჯერებელიც კია. საწოლიდან წამოვდექი, ფანჯარა გავაღე და დილის გრილი სიო ჩავისუნთქე. მზის ბრჭყვიალა სხივებმა თვალი მომჭრა, მაგრამ მაინც შევძელი მისთვის თვალი გამესწორებინა...თითქოს, ამ ჟესტით, მისთვის მადლობის გადახდას ვცდილობდი. შეიძლება ვინმესთვის, მზე მხოლოდ ერთი ჩვეულებრივი ციური სხეულია, მაგრამ ჩემთვის მას სიხარული მოაქვს...სიხარული, რომელიც მამცნობს, რომ ახალი დღე იწყება...და მე შანსი მეძლევა სრულად დავტკბე მისით.
ჩემს თავს ვეღარ ვცნობ...თითქოს ერთ ღამეში შევიცვალე.
* * * -გენიოსი ვარ, რა. ჩემნაირ მეგობარზე ყველა ოცნებობს, შენ კი სათანადოდ ვერც მაფასებ- დილიდანვე წუწუნებდა ნიკა. -გავიგე. ამდენჯერ გამეორება საჭირო არ არის, უკვე მეასეჯერ გიხდი მადლობას - დაღლილი ხმით უპასუხა გიორგიმ, თუმცა მაინც არ ბრაზობდა, დღეს გუნებას ვერავინ გაუფუჭებდა. -ახლა კი დავისვენებ, თორემ ამ ბოლო დროს შენი პრობლემების მოგვარების მეტს არაფერს ვაკეთებ-წაიბუზღუნა ნიკამ და სახელმძღვენელოდან თავი ამოყო- ჩემს პირად ცხოვრებასაც მივხედავ, რომელიც არც ისე კარგ დღეშია. -არა, ჯერ ისტორიას იმეცადინებ - გაიცინა გიორგიმ -თორემ, გამოცდებს ვერ ჩააბარებ და კლასში დარჩები, მერე კი მე დამაბრალებ, შენს გამო მთელი წელი არაფერი მიმეცადინიაო. -შენ ხომ მთელი სასწავლო წლის განმავლობაში სწავლით თავს იკლავდი,რა...უბრალოდ,იღბლიანი ხარ. დროს არ კარგავ, შეყვარებულიც გყავს, კარგი ნიშნებიც და გამოცდებსაც ჩააბარებ. -წუწუნით საქმეს ვერ უშველი, სხვათა შორის, ეს შენი სიტყვებია, ასე რომ მორჩი ლაქლაქს და წაიკითხე, სულ ტყუილად გაგყავს დრო. -ხომ არ ჯობია, რომ ხვალ გავაგრძელოთ? რას იტყვი? ბიჭებსაც დავურეკოთ და დღეს სადმე გავიდეთ, ცოტა დასვენება არ გვაწყენდა - გეგმების დაწყობას შეუდგა ნიკა. -ახლა მეცადინეობა გავაგრძელოთ, საღამოს კი თუ გინდა წადი, მე მაინც მეას უნდა შევხვდე. -აჰ, ესე იგი, მეა უნდა ნახო. ამიტომაც აიჩემე, ხო დილით ვიმეცადინოთო. გადამრევ რა? სულ გამოიცვალე. აქაო და შეყვარებული მყავსო, შენი მეგობრები სულ დაივიწყე. -უკვე თავი მომაბეზრე...-წაიბუტბუტა გიორგიმ-ხმა აღარ ამოიღო და რასაც გეტყვი გააკეთე, თორემ პირობას არ შევასრულებ და მარტო მოგიწევს გამოცდებისთვის მომზადება. -კარგი, მოვკეტავ, იმიტომ რომ სხვა გზა არ მაქვს - ორი წუთით გაჩუმდა, მაგრამ გიორგიმ ხმამაღლა კითხვა განაგრძო თუ არა, მანაც მაშინვე გააწყვეტინა- ისა და, ბოლო კითხვა...და ხმას აღარ ვიღებ...რომელზე ხვდები მეას? -ასე, 5 საათისთვის...ასე, რომ ამ დრომდე აქედან ფეხს ვერ გაადგამ-კმაყოფილი ღიმილით ჩაილაპარაკა გიორგიმ და შემდეგ დაუმატა- როგორც ჩანს, ჩემი მოსმენა არ გსიამოვნებს, ხო და შეგიძლია გააგრძელო, გისმენ. -ო, ღმერთო, ეს რა დღეში ჩავვარდი - თავისთვის ჩაილაპარაკა ნიკამ და დავალების შესრულებას შეუდგა.
* * * საღამო იყო, როდესაც გიორგი მეას სახლთან მივიდა. ზარი თამამად დარეკა, იცოდა, რომ კარს მეა გააღებდა, მისი მშობლები, ხომ ამ დროს სახლში არ იყვნენ. ასეც მოხდა... -უკვე მომენატრე-ამ სიტყვებით მიესალმა გიორგი შეყვარებულს. მან პასუხად მხოლოდ გაიღიმა. -არ შემოხვალ? -რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ იკითხა მეამ. -ხო, რა თქმა უნდა-ჩაილაპარაკა გიორგიმ-თან, შენთვის შემოთავაზება მაქვს... -შეგიძლია დაჯდე-სიცილით თქვა მეამ, გიორგის დაბნეულობით გახალისებულმა. -მინდოდა მეთქვა...ვიფიქრე, კარგი იქნებოდა ქალაქგარეთ გავსულიყავით...რას იტყვი? თან კარგი ამინდია და... -კარგი აზრია...ცოტა ხანს დამელოდე და წავიდეთ-უპასუხა მეამ და ზემოთ ავიდა. -გელოდები-ჩაილაპარაკა გიორგი.
სანამ მეა დაბრუნდებოდა, გიორგიმ იქაურობას თვალი მოავლო. მისი ყურადღება მაგიდაზე დაწყობილმა ,,ქაღალდების გროვამ’’ მიიქცია, რომელიც ვიღაცას ნაუცბათევად შეეკრა და არეულ-დარეულად ჩაელაგებინა. ცნობისმოყვარეობამ სძლია, საქაღალდე აიღო და თვალიერებას შეუდგა.
-შეგვიძლია წავიდეთ- სიჩუმე დაარღვია მეამ, რომელიც ოთახში დაბრუნებისთანავე შეყოვნდა, რადგან დაინახა, როგორ იყო გიორგი გართული მისი ნამუშევრების თვალიერებით. -მაპატიე, დაუკითხავად ავიღე...-საქაღალდეზე მიუთითა. -არა, არაუშავს...დაათვალიერე... -არ ვიცოდი, თუ ხატავდი...ეს...არაჩვეულებრივია - გაოცებას ვერ მალავდა. -დიდი არაფერი, თუმცა დროის გაყვანის კარგი საშულებაა - ღიმილით თქვა მეამ. -შენი არ ვიცი, მე კი მართლა ძალიან მომწონს... -გმადლობ...არ წავიდეთ? -ხო, რა თქმა-გიორგი ფეხზე წამოდგა, ნახატები თავის ადგილას დააბრუნა და მეას წინ გაუძღვა.
* * * - თითქმის მოვედით, აქედან ფეხით გავაგრძელებთ სიარულს - გადაულაპარაკა გიორგიმ მეას. -როგორც იქნა - ვითომდა მობეზრებულმა ჩაილაპარაკა მეამ და გვერდზე მჯდომს ღიმილით გახედა. მანაც ღიმილითვე უპასუხა. -ლამაზი ადგილია-წამოიძახა მეამ მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ- თითქოს, აქ გაზაფხულის სურნელი ტრიალებს. -მართალი ხარ...თანაც, ეს ადგილი შთაგონებისთვისაც გამოდგება...შენთვის მოლბერტი უნდა წამომეღო- მხიარულად შენიშნა გიორგიმ. -ჩემს დაცინვას თავი დაანებე...ჯობს, ზემოთ ავიდეთ. ფეხი გამოადგი-უნდოდა უხეშად ეთქვა, მაგრამ არ გამოუვიდა, რამაც გიორგის სიცილი გამოიწვია. -ხო, კარგი...მოვდივარ. შენ კი ცოტა ნელა იარე...არ წაიქცე. -ჰაჰ, გამაცინე. -მოიცა, ხელი მომეცი, დაგეხმარები-შესთავაზა გიორგიმ მეას, თუმცა მან იუარა და ასვლა მარტომ განაგრძო.
-აი, მოვედით-კმაყოფილმა ჩაილაპარაკა გიორგიმ. -საოცარია...აქაურობა მართლაც მშვენიერია - აღფრთოვანება ვერ დამალა მეამ, როდესაც მის თვალწინ გადაშლილი ათასფერი ყვავილებით აჭრელებული მინდორი დაინახა. მთის მწვერვალზე იყვნენ, საიდანაც ულამზესი ხედი იშლებოდა, ყველაფერი მწვანეში იყო ჩაფლული და ეს საოცარ სიმშიდის გრძნობას ბადებდა. მეა მთის კიდეზე იდგა, გიორგი მიუახლოვდა, წელზე ხელების შემოხვია, მის მხარს დაეყრდნო და მასთან ერთად მოათვარიელა შემოგარენი. იქაურობა, სამოთხეს გავდა... -მიყვარხარ-თბილად დაიჩურჩულა გიორგიმ. მეა შემობრუნდა და გიორგის გადაეხვია...ამ დროს კი მათთვის დრო გაჩერდა. შემდეგ, ისევ მინდორში გავიდნენ...იქვე ჩამოსხდნენ... -ლამაზი ხარ-ღიმილით უთხრა გიორგიმ მეას და ლოყაზე ჩამოვარდნილი თმის კულული, ისევ უკან გადაუწია. -შეგიძლია რაღაცას დამპირდე?- მოულოდნელად იკითხა მეამ, თითქოს მისი ნათქვამი არც გაუგონია. -რა თქმა უნდა. -თვალებში შემომხედე და მითხარი, რომ არასდროს მომატყუებ...ყოველთვის, ნებისმიერ სიტუაციაში, მირჩევნია სიმართლე ვიცოდე, თუნდაც ის ჩემთვის მტკივნეული იყოს... -მეა, მისმინე...შენ ჩემთვის უმნიშვნელოვანესი ხარ...გპირდები, გპირდები, რომ არასდროს მოგატყუებ იმიტომ, რომ მიყვარხარ...იმიტომ, რომ ვიცი, ამის გამო დაგკარგავ...მინდა ჩემში და ჩემს გრძნობებში დარწმუნებული იყო. -მჯერა შენი- ღიმილით თქვა მეამ, თითქოს გიორგის სიტყვებმა რწმენა კიდევ უფრო შემატა. -მიყვარხარ და იცოდე, ამის თქმა არასდროს მომბეზრდება - თბილად უთხრა გიორგიმ. -მეც- მეამ მხოლოდ ეს წარმოთქვა ხმამაღლა, გონებაში კი - დაამატა - ,,თან, იმაზე გაცილებით უფრო მეტად, ვიდრე შენ წარმოგიდგენია’’. გიორგის მეტი აღარ უფიქრია, მეას პასუხით კმაყოფილი, მისკენ გადაიხარა და ტუჩებზე ნაზად შეეხო...
უკვე გვიანი იყო, როდესაც ქალაქში დაბრუნდნენ. გიორგიმ მეა სახლამდე მიაცილა, დამშვიდობებისას თბილად ჩაიხუტა და შინ მინდვრის ყვავილებით ხელდამშვენებული გაუშვა.
| |
|
|
|