მარადისობა-ეს მხოლოდ დასაწყისია...
|
|
|
Mari_Ami | თარიღი: ოთხშაბათი, 2012-06-20, 9:06 PM | შეტყობინება # 152 |
436
Offline
| mgoni martla gamartldeba maris varaudi ) )
| |
|
|
|
|
|
|
|
Sallome | თარიღი: ხუთშაბათი, 2012-06-21, 9:09 PM | შეტყობინება # 158 |
76
Offline
| * * *
ბავშვებმა მთელი დღე ერთად გაატარეს. ბევრი იხალისეს, იცინეს, ისეირნეს...დილანდელი საუბარი თითქმის სულ გადაავიწყდათ. -დროა სახლში დავბრუნდეთ, ხო? ჩემი წასვლის დრო მოახლოვდა. ბარგს ავიღებ და გაგიფრინდები - დანანებით თქვა მარიმ. -ძალიან კი არ მინდა, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს.დავბრუნდეთ.-უპასუხა მეამ.
ასეც მოიქცნენ. მარიმ ბარგი გაამზადა და დეიდას დაემშვიდობა: -კარგად, აბა...მომენატრებით შენც და ძიაც... -ჩვენც მოგვენატრები. კიდევ გვესტუმრე ხოლმე - თბილად უთხრა ნინამ. -ახლა თქვენი ჯერია. მალე ჩამოდით ჩვენთან.-ხელი დაუქნია მარიმ დეიდას და სახლიდან გავიდა. -მომიკითხე შენები, საყვერელო...კეთილი მგზავრობა-ღიმილიანი მზერით გააცილა ნინამ დიშვილი.
ძალიან მალე გოგონები ავტოსადგურზე მივიდნენ, მეა დეიდაშვილს გადაეხვია და ნაღვლიანად უთხრა: -კარგად, მაარ. -აბა, დროებით, ჩემო კარგო...არ დაგავიწყდეს რაც გითხარი...და ბოდიში, თუ დილიდან ცუდ განწყობაზე დაგაყენე...-დანანებით თქვა მარიმ. -პირიქით, მადლობა რჩევებისთვის...არ ინერვიულო...-მარის დამშვიდებას შეეცადა. -კარგი, დროა მატარებელში ავიდე...მომენატრები...-ხელი დაუქნია მარიმ და ტრანსპორტში ავიდა, რომელიც მაშინვე თავის ადგილს მოსწყდა და ქალაქიდან გავიდა.
* * *
მეა სევდიანი მიუყვებოდა ქუჩას...შინ წასვლას არ ჩქარობდა. ახლა მარტო ყოფნა სჭირდებოდა, უნდა ეფიქრა, რადგანაც მის გონებაში სრული ქაოსი სუფევდა. პირველ რიგში მარის წასვლას ნაღვლობდა. უკვე ენატრებოდა. როგორ გაუჭირდებოდა მის გარეშე ყოფნა...მან ხომ სულ რამოდენიმე დღით გააბედნიერა და ასე მალე წასვლით გული დაწყვიტა . მეორეც, გიორგიზე ფიქრს ვერ იგდებდა თავიდან. ახსენდებოდა, მარისთან საუბარი, მაკოს მიერ დახასიათებული გიორგი და მის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება უჩნდებოდა, მაგრამ ამაზე ფიქრი დასრულებულიც არ ქონდა, ის გუშინდელი საღამო წარმოუდგებოდა თვალწინ და მეას უფლებაც კი არ ჰქონდა გიორგიზე რამე ცუდი წარმოდგენა შექმნოდა. მის სულში უამრავი ემოცია იღვიძებდა...ის თანდათან სულ სხვა ადამიანი ხდებოდა...მეა მათ არც უძალიანდებოდა, ამ გარდაქმნებს სიამოვნებით იღებდა და ამით ბედნიერიც იყო. უხაროდა, რომ მასში ახალი ადამინი იბადებოდა, ახალი შეგრძნებებით, მისწრაფებებით... მისი ფიქრებივით რუხი იყო გარემოც...უკვე მოსაღამოვებულიყო...ბუნებას ბინდისფერი დასდებოდა...მეა კი ისევ სეირნობდა. ცოტა ხნით პარკში გადაწყვიტა შევლა...სახლში დაბრუნებას, ბაღში დასვენება ამჯობინა. თუმცა, აჯობებდა ასე არ მოქცეულიყო.მაგრამ, მან ხომ არ იცოდა, იქ ვინ დახვდებოდა...რას წარმოიდგენდა, რომ აქ იმ ადამინს შეხვდებოდა, ვისი ნახვაც ახლა ყველაზე ნაკლებად სურდა...გაინტერესებსთ, ვინ იყო ის ადამიანი? ალბათ, ხვდებით კიდეც...მოიცა, მოიცა, არასწორი გზით მიდიხართ...ის გიორგი არ იყო, თორემ მისი ნახვა, ნამდვილად, შვებას მოჰგვრიდა.
მეა თავისთვის სკამზე ჩამომჯდარიყო და გარშემომყოფთ ათვარიელებდა, როდესაც გვერდით ვიღაც მიუჯდა. ეს ვიღაც კი-გვანცა აღმოჩნდა, რომელსაც სახეზე კმაყოფილების ღიმილი დასთამაშებდა. -როგორ ხარ, მეა? აქ, ასე მარტო რას აკეთებ? ხომ არავის ელოდები?-მოურიდებლად იკითხა მან. - გმადლობ, მშვენივრად ვარ...- ნაძალადევად გაუღიმა მეამ. -ვინმეს ელოდები? - შეკითხვა გაუმეორა გვანცამ. - კი, მეგობარს უნდა შევხვდე...უბრალოდ, აქეთ რაღაც საქმე მქონდა და ადრე მომიწია მოსვლა-რატომღაც ტყუილი კარგად გამოუვიდა, რათიც თვითონაც გაკვირვებული დარჩა. -აჰ, გასაგებია...და შემთხვევით, ეგ მეგობარი გიორგი ხომ არ არის?-ურცხვად იკითხა მან. -ხო...გამოიცანი - ვითომდა, აღფრთოვანება ვერ დამალა მეამ. -იცი, რა, ჩემო კარგო, დიდი ხანია შენთან ლაპარაკი მინდა და მგონი, ახლა, სწორედ, რომ შესაფერისი დროა-გესლიანად წარმოთქვა - გიორგი გატყუებს, შენთან მხოლოდ გართობა უნდა. გავიგე იმ დღეს წვეულებაზე ერთად ყოფილხართ. გახსოვდეს, მის მახეში არ გაებე...საშინელი ადამიანია. ჩემთანაც ასე დაიწყო ურთიერთობა, ახლა კი... -გმადლობ, კეთილი რჩევებისთვის, მაგრამ არა მგონია მეც ისევე მიყურებდეს, როგორც ერთ დროს შენ-თავმომწონედ უპასუხა მეამ. -დამერწმუნე...ეგ ყველასთან ასე იქცევა...ხომ, იცი, შენთვის მხოლოდ კარგი მინდა და ტყუილს არ გეტყვი. -ხო, ვიცი...ვიცი, რომ გულწრფელი ხარ...შენი მჯერა - უპასუხა მეამ მოჩვენებითი ღიმილის თანხლებით. -ანუ, რას აპირებ?- ინტერესი ვერ დამალა გვანცამ. -რას და...გიორგი შენთვის დამითმია...აი, მე წავალ...შენ დაელოდე...დარწმუნებული ვარ გაუხარდება შენი ნახვა...-ეს უთხრა, სკამიდან წამოდგა და იქურობას გაეცალა. გვანცა გაოცებული დარჩა. ვერ წარმოიდგენდა, რომ ასე ადვილად ჩამოიშორებდა მეტოქეს. კომფორტულად მოკალათდა და გიორგის მოლოდინში გაირინდა. მეა კი- სახლისკენ მიმავალ გზას გაუყვა. გახალისებული ჩანდა...გვანცას ნაბოდვარმა, რატომღაც კარგ განწყობაზე დააყენა...ეცინებოდა, როცა წარმოიდგენდა, გიორგის მომლოდინე გაცოფებული გვანცას სახეს. იცით, კიდევ რა ახალისებდა? გვანცასთან საუბარმა დაარწმუნდა, რომ გიორგიმ მასთან ურთიერთობა საბოლოოდ გაწყვიტა...ამით, მან ნათლად დაინახა შანსი, რომელიც მას და გიორგის ჰქონდათ...რომლის გამოყენებასაც მეა აუცილებლად შეეცდებოდა და უკან ვიღაც-ვიღაცების გამო არ დაიხევდა. ის ბედნიერებისთვის იბრძოლებდა...ამისთვის მას განსაკუთრებული მიზეზი ჰქონდა...მეას უყვარდა...
შეტყობინება შეასწორა Sallome - ხუთშაბათი, 2012-06-21, 10:47 PM | |
|
|
Mari_Ami | თარიღი: ხუთშაბათი, 2012-06-21, 11:02 PM | შეტყობინება # 159 |
436
Offline
| ai meas saqcieli momewona bolos,ase undaa ^__^
| |
|
|
♫_Ani_♫ | თარიღი: ხუთშაბათი, 2012-06-21, 11:32 PM | შეტყობინება # 160 |
225
Offline
| | |
|
|
makie | თარიღი: პარასკევი, 2012-06-22, 0:18 AM | შეტყობინება # 161 |
144
Offline
| | |
|
|
Sallome | თარიღი: კვირა, 2012-06-24, 6:42 PM | შეტყობინება # 162 |
76
Offline
| * * *
მას შემდეგ, თითქმის ერთი თვე გავიდა. ამ დროის განმავლობაში ბევრი არაფერი შეცვლილა...უბრალოდ, იმატა გიორგის და მეას ხან-იდუმალმა, ხანაც კი - საჯარო შეხვედრებმა. ისინი ძალიან დაახლოვდნენ: სკოლაში სულ ერთად იყვნენ, გაკვეთილების დასრულების შემდეგ კი - გიორგი ყოველთვის აცილებდა ხოლმე მეას სახლში, თავისუფალ დროს ერთად ატარებდნენ, იფიქრებდით, რომ მათ თავიანთი, განცალკევებული და განსაკუთრებული სამყარო ჰქონდათ, რომელიც სავსე იყო ათასგვარი საოცარი გრძნობით: სითბოთი, სიყვარულით, ნდობით, ერთგულებით...მაგრამ, ერთმანეთისთვის ისინი, ისევ და ისევ, მხოლოდ და მხოლოდ, მეგობრებად რჩებოდნენ... გიორგი ძალიან გამოიცვალა. როგორც ჩანს, ახალმა გრძნობებმა მისი ტრანსფორმირებაც შეძლეს...თითქოს, უფრო დასერიოზულდა, უფრო თბილი და გულწრფელი გახდა...სულ მეასთან ყოფნა სურდა, მაგრამ მასთან ყველაფრის თქმასაც ვერ ბედავდა, ეშინოდა მეას რეაქციის. რომ ეთქვა...რომ ეთქვა, რომ ძალიან მოსწონდა, მოსწონდა კი, არა...არა, ამაზე ფიქრსაც ვერ ბედავდა... აი, მეა კი - ღრუბლებში დაფრინავდა...გრძნობდა, რომ ცხოვრებამ სრულყოფილი ბედნიერება მიანიჭა...ეს ის იყო, რაზეც მუდამ ოცნებობდა...გიორგით ცხოვრობდა, არსებობდა, ამაყობდა...მის გარეშე გატარებული ერთი წუთიც კი, საუკუნედ ეჩვენებოდა... ეს არაფერი იყო იმასთან შედარებით, რასაც მათი მეგობრები ფიქრობდნენ. ყველანი გაკვირვებულები იყვნენ მათი უეცარი, მოულოდნელი ახლო ურთიერთობის შემყურენი. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ გიორგი მეასთან გააბამდა ურთიერთობას. ერთხელ, როდესაც კლასში ბიჭები შეგროვილიყვნენ და ათასგვარ უაზრობაზე საუბრობდნენ, ერთ-ერთმა მათგანმა მეა აგდებულად მოიხსენია, თუ არ ვცდები, ასე თქვა, ისეთი გულუბრყვილოა, რომ მოვინდომო წამში ,,შევაბამო’’, ამას კიდევ რაღაც სისულელეებიც დაუმატა და პასუხად ყბაში მუშტი მიიღო. გაოცებული ბავშვები გიორგის შეჰყურებდნენ, ასეთი რა მოხდა, ხომ კარგად ხარო, მან კი- დამცინავი მზერით გადახედა ოთახში შეგროვილებს და კარი გაიჭახუნა. მათი შემყურე ნიკა კი, გულში იცინოდა, ეს რა სამსახიობო მონაცემებით დაჯილდოვებული მეგობარი მყოლიაო და აურზაურის ჩაწყნარებას ცდილობდა. რას წარმოიდგენდა, რომ მისმა საუკეთესო მეგობარმა ,,ის’’ იპოვა. ,,ის’’ გრძნობა, რომელსაც მხოლოდ ერთეულები შეიგრძნობენ ამქვეყნიურ ცხოვრებაში და რომლის შენარჩუნებასაც მათი დაუფიქრებელი, სულელური თამაშების გამო, საფრთხე ემუქრებოდა.
| |
|
|
makie | თარიღი: კვირა, 2012-06-24, 10:07 PM | შეტყობინება # 163 |
144
Offline
| | |
|
|
Mari_Ami | თარიღი: კვირა, 2012-06-24, 10:51 PM | შეტყობინება # 164 |
436
Offline
| kargii iyo **
| |
|
|
♫_Ani_♫ | თარიღი: სამშაბათი, 2012-06-26, 0:04 AM | შეტყობინება # 165 |
225
Offline
| | |
|
|