ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
მარადისობა-ეს მხოლოდ დასაწყისია...

nati_cullenთარიღი: ოთხშაბათი, 2012-06-13, 7:49 PM | შეტყობინება # 91

400
9  +
30  ±
   ±
Offline
happy happy happy happy


♥vampiressa♥თარიღი: ოთხშაბათი, 2012-06-13, 7:59 PM | შეტყობინება # 92
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
mesmis giorgisi mara ar mevaseba egeti tipebi raa sxvebze ro kaifoben, tu ar mowons mea sheeshvas! vah biggrin kargad gqonda "ori giorgis" saubari gadmocemuli, chanda rogorc ebrdzvis ertmanets misi meore me. magram gexvewebi tu shegidzlia cota tavebi gaadide raa love


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

makieთარიღი: ოთხშაბათი, 2012-06-13, 11:46 PM | შეტყობინება # 93

144
4  +
28  ±
   ±
Offline
Quote (Sallome)
გინდა თუ არა მეას მოსწონხარო...არადა, მე ვერაფერს ვამჩნევ, ერთი უბრალო და ბუზღუნა ბავშვია, გართობის არაფერი ესმის.

es bichebii brmebi ariiiiaaan raaaa biggrin biggrin biggrin



Mari_Amiთარიღი: ხუთშაბათი, 2012-06-14, 2:48 PM | შეტყობინება # 94

436
7  +
9  ±
   ±
Offline
makie, martalia ras erchii,egeti megobari, da bichi rom viyo egeti shebochili nagdad dzneli asatani iqneboda : D

viku-vukuთარიღი: ხუთშაბათი, 2012-06-14, 3:45 PM | შეტყობინება # 95

397
10  +
12  ±
   ±
Offline
vaime es ra iyo shoki pirdapir! ai xom velodebodi! ai xom vicodi rom ase moxdeboda! ai xom vicodi rom situacia ase ganvitardeboda! magram es? ar vici megona adamianis tavshi vijeqida mis yovel gafiqrebas vkitxulobdi! saocari iyo martlac rom uzadod nichieri adamiani xar! yvelafers saocrad awyof ertmanetse sityvebs xom ubralos xmarob magram iseti sitboti da siyvarulit wer rom ... vaime chems sityvebs tavs vegar vuyri ra! yochag! ar vici rogor shegaqo! imedi maq tavebs gazrdi cry cry cry cry cry smile smile smile smile


Sallomeთარიღი: ხუთშაბათი, 2012-06-14, 4:43 PM | შეტყობინება # 96

76
4  +
6  ±
   ±
Offline
viku-vuku,gaixare, chemo kargo...magram amden sheqebasac ar vimsaxureb...:)))shenishvnas gavitvaliswineb aucileblad..:))) happy happy
nati_cullen,Mar_Ie,makie,♥vampiressa♥, yvelas didi madloba....:))) happy happy happy



Sallomeთარიღი: ხუთშაბათი, 2012-06-14, 8:53 PM | შეტყობინება # 97

76
4  +
6  ±
   ±
Offline
* * *
რამდენიმე დღე მეა სკოლაში არ გამოჩენილია. ამ დროის განმავლობაში ფიქრობდა და დაასკვნა, რომ გიორგის სულ ტყუილად გაუბრაზდა, საწყენი მას არაფერი ჩაუდენია, ამიტომაც გადაწყვიტა თავისთვის მხნეობა შეემატებინა და შთაეგონებინა, რომ სანამ რამეს წამოაყრანტალებდა, ან ვინმეს უხეშად მოექცეოდა, კარგად დაფქრებული, გადაეხარშა და სათქმელი სხვებისთვის მერე გაეზიარებინა...
ლამაზი დილა გათენდა, თბილი და ხალისიანი. გარეთ, ნელი სიო ჰქროდა, ჩიტებიც ნაზად ჟღურტულებდნენ და ქარს აკომპანიმენტს აძლევდნენ.
მეა მაღვიძარას ჟღარუნმა გამოაღვიძა. ფეხზე მალევე წამოდგა და წასასვლელად გაემზადა.
სკოლაში ბედნიერებით აღსასვსე მიიჩქაროდა, ერთი სული ჰქონდა, როდის ნახავდა გიორგის. ამიტომაც, ჩვენი გამოუსწორებელი მეოცნებე, ძალიან მალე მივიდა სკოლაში. გიორგი დერეფანშივე შეამჩნია, კლასის პირდაპირ იდგა და ვიღაცას ესაუბრებოდა. როცა მეა მათთან ახლოს მივიდა, შეამჩნია, რომ ეს ვიღაც, მათი თნაკლასელი გვანცა იყო. გოგო, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იყო გიორგის შეყვარებული და ახლაც არ ანებებდა თავს.
როდესაც მეა კლასთან მივიდა, მიესალმა მათ და დაღონებული შევიდა ოთახში. თავისუფალი ადგილი მოძებნა და მძიმედ დაეშვა სკამზე. შემდეგ, თავი ხელებში ჩარგო და გაკვეთილის დაწყებამდე, თავის ირეალურ სამყაროში ჩაიძირა.
როგორც ჩანს, ნამდვილად არ იყო ნასიამოვნები გიორგის და გვანცას ერთად ხილვით. სხვა რომ არაფერი, მეას ძლიერ დააინტერესა, თუ რაზე შეიძლება ელაპარაკათ გიორგის და გვანცას...მგონი, ჩვენს მეას ეჭვიანობის შეტევები დაეწყო...მგონი კი არა, მართლა იეჭვიანა. სულ რამდენიმე კვირაა, რაც გიორგისთან ურთიერთობა ააწყო და მისი სხვა გოგოსთან დანახვა აღარ სიამოვნებდა...ერთი, ამას დამიხედეთ...ჩემი ჩურჩუტი...
მალე ზარიც დაირეკა და მისმა შემაძრწუნებელმა ხმამ მეას სიმშვიდე დაურღვია. თავი ასწია და ჩანთიდან წიგნები ამოალაგა. მათემატიკის მოსაბეზრებელი გაკვეთილი ელოდა წინ...
მოულოდნელად, გიორგიმ თავისი მერხიდან პირადი ნივთები აკრიფა და მეას გვერდზე მდგარ თვისუფალ მერხზე მოკალათდა. მეამ გაკვირვებულმა გახედა მას, გიორგიმ კი ალმაცერად გაუღიმა და თავისი მერხი მეასთან უფრო ახლოს მისწია.


(გიორგი)


როგორც იქნა, გვიკადრა და მეა სკოლაში დაბრუნდა. ვერ დავმალავ, მისი დანახვა ძალიან მესიამოვნა. მინდოდა, გამოვლაპარაკებოდი, ამიტომაც მის გვერდზე მდგარ თავისუფალ მერხზე დავჯექი.
მეა დაბნეული შემომქცეროდა. მისი უცოდველი სახის დანახვაზე ღიმილი ვერ დავმალე...
დღეს მართლაც ულამაზესი იყო. აქამდე მის ჩაცმულობაზე სულ მეცინებოდა. ყოველთვის ძველმოდურად ეცვა, მაგრამ ახლა ვხვდებოდი, რომ ჩაცმულობა მის ხასიათს, მართლაც, უხდებოდა. დღეს, მუხლამდე ხაკისფერი ქვედა და ყავისფერი მაისური ეცვა. წაბლისფერი თმა კი - ლამაზად ჩაეწნა.
საუბრის დროულად დასაწყებად ყველაზე სულელური კითხვა დავუსვი:
- როგორ ხარ? ასე რატომ მოგვანატრე თავი?
- მმ..ეს დღეები თავს ცუდად ვგრძნობდი, ამიტომაც არ დავდიოდი-ტუჩზე იკბინა და დაიმორცხვა-ნამდვილად იტყუებოდა.
- მთავარია ახლა კარგად ხარ-გულწრფელად ვუთხარი.
- ხო...მთავარი ეს არის-ჩუმად გაიღიმა.
- მინდა იცოდე, რომ იმ დღეს შენთან ერთად, დაუვიწყარი დრო გავატარე, იმეიდი მაქვს შენც კარგად გაერთე...-მოურიდებლად დავამატე.
- კი, ნამდვილად კარგი დღე იყო-გულღიად თქვა მეამ.
- ხო და, სხვა დროსაც გავიაროთ ხოლმე ერთად, რას იტყვი?
- კარგი აზრია...როცა დრო მექნება დიდი სიამოვნებით დაგთანხმდები-დაუფიქრებლად მითხრა, მაგრამ გულით. შეიძლება თავისი ნათქვამი მერე ინანა, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ მე სიტყვაზე ვიჭერდი.
-უკაცრავად, ხელს ხომ არ გიშვლით? -საუბარში ჩაგვერია მასწავლებელიც-იქნებ ყურადღება მოგვაქციოთ?
-ბოდიში, მასწ, უბრალოდ გუშინ არ ვიყავი და გიორგის ვკითხე დავალებად რა გვქონდა-დინჯად უპასუხა მეამ მასწავლებელს.
-ძალიან კარგი. ახლა კი ნება იბოძეთ და მომისმინეთ-დაამატა მასწავლებელმა და გაკვეთილის ახსნა გააგრძელა.სამწუხაროა, აქამდე ვერც კი შევამჩნიე, რომ ახალ მასალას ხსნიდა.
-ჯობს, საუბარი მერე განვაგრძოთ-სერიოზული გამომეტყველებით გადმომჩურჩულა მეამ.
-ხო, აბა რა..თორემ მასწავლებელი გარეთ გვიკრავს თავს-სიცილით დავამატე მე.
გაკვეთილის მსვლელობის დროს, მეას რამდენჯერმე გავხედე. ის მასწავლებელს დიდი ყურადღებით უსმენდა. მე კი-ყურადღებაგაფანტული ვიჯექი და მას მივშტერებოდი. სულაც არ მაინტერესებდა რას ამბობდა მასწავლებელი სინუსებისა და კოსინუსების თეორემებთან დაკავშირებით. მერჩივნა მისი მშვენიერი სახისთვის მეცქირა და ამით დავმტკბარიყავი.
ღმერთო, ამ გოგომ სულ გამომაშტერა...ნეტავ რა მეშ
ველება...



Mari_Amiთარიღი: ხუთშაბათი, 2012-06-14, 9:45 PM | შეტყობინება # 98

436
7  +
9  ±
   ±
Offline
ouu gios damixedet,sheyvarebis nishnebi amchneviaa ^__^

viku-vukuთარიღი: ხუთშაბათი, 2012-06-14, 10:49 PM | შეტყობინება # 99

397
10  +
12  ±
   ±
Offline
ra da meas muchi mogiyvans gons biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin mapatie am jerze verafers vityvi isets rac axali iqneba smile smile smile


♥vampiressa♥თარიღი: ხუთშაბათი, 2012-06-14, 11:23 PM | შეტყობინება # 100
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
martlac rom ra eshveleba biggrin daabralos exla dzmakacs iman mitxra ro movwonvaro, tvitonac mowons da sheuyvarda kidec mgoni biggrin biggrin biggrin kargi tavi iyo, bolo nawili gansakutrebit momewona. velodebi gagrdzelebas happy happy happy


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

makieთარიღი: პარასკევი, 2012-06-15, 3:26 PM | შეტყობინება # 101

144
4  +
28  ±
   ±
Offline
Quote (Mar_Ie)
makie, martalia ras erchii,egeti megobari, da bichi rom viyo egeti shebochili nagdad dzneli asatani iqneboda : D

ooo..eg martaliaa .. biggrin biggrin biggrin biggrin maraa me imaze vambooob gio rom ver xvdeba rom meas mowoons smile smile smile smile
kargii iyo tavi momeowna ... velodebi shemdegs happy happy happy happy



Sallomeთარიღი: პარასკევი, 2012-06-15, 6:47 PM | შეტყობინება # 102

76
4  +
6  ±
   ±
Offline
* * *
დღეს გაკვეთილები ძალიან გაიწელა. გასაკვირი არც იყო, მათემატიკით დაიწყო და ქიმიით დასრულდა. როდესაც მეშვიდე გაკვეთილიც გამოვიდა და სახლში წასვლა დავაპირე, გავიგონე, როგორ მეძახდა გიორგი, ამიტომაც გავჩერდი.
-სახლში მიდიხარ, ხო?-მკითხა წამომეწია თუ არა.
-კი, სახლში მივდივარ. შენ რატომ მოდიხარ აქეთ, საპირისპირო მხარეს არ ცხოვრობ?-ეჭვნარევი ხმით ვკითხე მე.
-მე...მე, კი იქით ვცხოვრობ, მაგრამ საქმე მაქვს, მეგობარს უნდა შევხვდე და...აქეთ მომიწია წამოსვლა-რამდენიმეწამიანი ფიქრის შემდეგ მიპასუხა მან.
-აჰ, გასაგებია-დავამატე მე-მარტო სიარული აღარ მომიწევს.
-ძალიან კარგი-გაიღიმა და განაგრძო-დღეს დაკავებული ხარ?
-კი, დღეს საღამოს მასწავლებელთან მივდივარ. ხომ გახსოვს, გამოცდები ახლოსაა.რატომ მეკითხები?-ვკითხე გაოცებულმა.
-არა, არაფერი, ისე მაინტერესებდა-იმედგაცრუებით ჩაილაპარაკა.
-დღეს ძალიან ცხელა, მარტისთვის შეუფერებელი ამინდია-სხვა თემაზე გადავიტანე საუბარი.
-მართალი ხარ, უკვე ძალიან დაცხა. გაკვეთილების ჩატარება მალე გაუსაძლისი გახდება.-სიცილით თქვა გიორგიმ.
-ხო, ალბათ-მეც გამეღიმა.
-ხომ არ დაგავიწყდა, რომ სკოლის წვეულებაზე ჩემთან ერთად მოდიხარ?-დრო იხელთა და ინფორმაცია გადაამოწმა მან.
-ო, ღმერთო, წვეულება, სულ გადამავიწყდა, კიდევ კარგი შემახსენე-დარცხვენილმა წამოვიძახე.
-იმედია, მაისამდე არ დაგავიწყდება-დამცინა გიორგიმ.
-შევეცდები-ვუპასუხე მე-აი, ჩემი სახლიც. უკვე მოვედი. ხომ არ შემოხვალ?
-არა, გმადლობ. მეჩქარება, უნდა წავიდე. აბა, დროებით-თბილად დამემშვიდობა.
-კარგი, შეხვედრამდე-ვუთხარი და ჩემი სახლისკენ გავემართე.
კარზე დავაკაკუნე და ჩემდა გასაოცრად ის მარიმ, ჩემმა დეიდაშვილმა გამიღო.
-მაარ, როგორ ხარ? აქ როგორ აღმოჩნდი?-ჩავეხუტე და მოვიკითხე საუკუნის უნახავი დეიდაშვილი-ასე უნდა დამივიწყო, გოგო?
-კარგად, სიხარულო, შენ როგორ ხარ?-მანაც გულთბილად მომიკითხა.
-შენები, ხომ ყველანი კარგად არიან?-ვესაუბრებოდი, თან ჩემი ოთახიისკენ მივუძღვოდი-ამ შუა სემესტრში თბილისში რა ქარმა გადმოგაგდო? გამოცდებისთვის არ ემზადები?
-ყველანი კარგად არიან, არ ინერვიულო, უბრალოდ, ძალიან მომენატრე და გადავწყვიტე ჩამოვსულიყავი. თან, ვიფიქრე მეცადინეობაში ჩემი ,,ჭკუის კოლოფი’’ დამეხმარება-მეთქი, ხომ შეძლებ?-ხალისით მკითხა მან.
-კარგი, რა, მაგას კითხვა უნდა, მაკო. რა თქმა უნდა დაგეხმარები, ოღონდ მათემატიკაში ჩემი იმედი ნუ გექნება.
-ეგ ისედაც ვიცი. იცი, მეა, როგორ მენატრება ძველი დრო? -დანანებით მითხრა მარიმ.
-ვიცი, ვიცი, ისე, ახლაც შეგვიძლია ბავშვობა გავიხსენოთ-სიცილით გავამხნევე-მოიცა, დეიდა რატომ არ ჩამოვიდა?
-ო, კარგი რა, ლელას ამბავი ხო იცი. რუსთავიდან ფეხს ვერ გამოადგმევინებ, ამიტომაც მარტო გესტუმრე-თვალი ჩამიკრა და ჩემს საწოლზე წამოგორდა.
-ცუდია, მაგრამ ახლა ხასიათს ვერაფერი გამიფუჭებს-დავამატე მე.
-აბა, მომიყევი, როგორ მიდის შენი საქმეები?ახალი რა არის?-დიდი ინტერესით მკითხა.
-არაფერი, მაკო, ყველაფერი ძველებურადაა.
-მეა, მეა! ვერ მომატყუებ...ერთი, შენს თავს სარკეში შეხედე. ასეთი არასდროს მინახიხარ. თვალები საოცრად გიბრწყინავს... შე, სულელო, რას მიმალავ, აბა?-მოკლედ, ამას ხომ ვერაფერს გამოაპარებ. ნამდვილი გულთმისანია.
-ხო, კარგი, კარგი, მოგიყვები, ოღონდ ცოტა მოგვიანებით, ახლა უნდა წავიდე, ინგლისური მაქვს და...შენ შეგიძლია დაისვენო...დაახლოებით ორ საათში დავბრუნდები.
-ახლა თავი დაიძვრინე, მაგრამ საღამოს სად წამიხვალ...სანამ შენ მოხვალ მე ბატიბუტს და წვენს მოვიმარაგებ, რაღაც ისეთი პირი უჩანს ამ ამბავს, კარგი მელოდრამა უნდა იყოს..-ეს ყველაფერი სერიოზული ტონით თქვა, შემდეგ კი დაამატა-მოიცა, ხელსახოცებიც ხომ არ დამჭირდება?
-შენ ჯობია, ჭკვიანად იყავი, თორემ არაფერსაც არ გეტყვი, გასაგებია?-ვუთხარი და ოთახიდან გამოსვლა დავაპირე, მანამდე კი-ერთი ფუმფულა ბალიში ვუთავაზე.
-გასაგებია, სერ!-მითხრა და მანაც გამომიქანა ბალიში, რომელიც საბედნიეროდ, ავიცდინე და შევძელი მასწავლებელან საღ-სალამათი წავსულიყავი.


* * *


მეა ძალიან ბედნიერი იყო, რამდენი თვის უნახავი დეიდაშვილის ხილვით. მასთან ყოფნა ძალიან მოსწონდა, მარი ძალიან გულღია, თბილი ადამიანი იყო, ყველასთან პოულობდა საერთო ენას და არავისთან არ უფრთხოდა ურთიერთობას.
როდესაც მეა, სახლში დაბრუნდა და თავის ოთახში შევიდა, ნახა, რომ მაკოს ეძინა და ხმამაღლა ჩართული, რომელიღაც ჯაზური კომპოზიცია, ძილში ხელს არ უშლიდა. მეა ფეხაკრეფით გამოვიდა ოთახიდან და მარის კარგად გამოძნების საშუალება მისცა, თვითონ კი ქვემო სართულზე ჩავიდა და მეცადინეობას შეუდგა.
როდესაც, მაკოს გამოეღვიძა,მთელამა ოჯახმა ერთად ივახშმა, ყველანი ბედნიერები იყვნენ, ბოლოს და ბოლოს, მეა დედისერთა გახლდათ, ამიტომ სახლში ხალხმრავლობა იშვიათად იყო, მაკომ კი, მათ ოჯახში მხიარულება შემოიტანა, ცოტა ხნით მაინც.
როდესაც ვახშმობას მორჩნენ, დედამ ბავშვებს უთხრა, რომ მას და მის მეუღლეს, მეასთან დალაპარაკება უნდოდათ, ამიტომაც მისაღებ ოთახში ელოდნენ მას. მეას ძალიან გაუკვირდა, ასე ოფიციალურად რატომ იქცეოდნენ მისი მშობლები, მაგრამ მათ ნება-სურვილს დაჰყვა და მისაღებ ოთახში გავიდა მაკოსთან ერთად.
-რა იყო, მამა, რამე სერიოზული ხდება?-იკითხა მეამ ოთახში შესვლისთანავე.
-უკაცრავად, მე ხელს არ შეგიშლით-თქვა მაკომ და ოთახიდან გასვლა დააპირა.
-მარი, ნუ გახვალ, შვილო, მინდა რაღაც მნიშვნელოვანი შეგატყობინოთ-უთხრა ბატონმა ბესომ მაკოს, თვითონ სავარძელში ჩაესვენა და საუბრის დასაწყებად მოემზადა:
-მეა, შენთვის ახალი ამბავი მაქვს...არ ვიცი როგორი რეაქცია გექნება, როცა ამ ამბავს შეიტყობ, მაგრამ მინდა ჯერ დაფიქრდე, გააანალიზო რასაც გეტყვი და პასუხი მერე შემატყობინო, კარგი?
-ხო, კარგი...ვიმედოვნებ ცუდი არაფერი ხდება, არა?-იკითხა მეამ შეცბუნებული ხმით.
-არა, მამა ცუდი არაფერია, ამდენ მიკიბვ-მოკიბვას ჯობს ყველაფერი თავიდან დავიწყო...გთხოვ, არ გამაწყვეტინო-როდესაც შეთავაზებაზე დადებითი პასუხი მიიღო, საუბარი განაგრძო-ხომ, იცი, რამდენიმე თვის წინ არქიტექტორების კონკურსში მივიღე მონაწილება, როცა ამაზე დავთანხმდი ვერც კი წარმოვიდგენდი რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა ჩემს გადაწყვეტილებას, მოკლედ, ამ კონკურსში გავიმარჯვე და გუშინ ინგლისიდან შემოთავაზე მომივიდა...იქ მიწვევენ სამუშაოდ. თუ დავთანხმდები, შემოდგომიდან უნდა შევუდგე მუშაობას, ერთ-ერთ პრესტიჟულ არქიტექტურულ კომპანიაში-თავისი სათქმელი დაასრულა და მეას რეაქციას დაელოდა.
-ეს რას ნიშნავს, მამა, მე და დედაც უნდა წამოვიდეთ?-ამ კითხვის დასასმელად მეას ორჭოფობა დასჭირდა.
-მინდა იცოდე, რომ ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიმიღია, რადგანაც ჩემთვის შენი აზრი ყველაზე მნიშვნელოვანია. მე ინგლისში თქვენს გარეშე წასვლა არ შემიძლია, თუმცა ვერც შენ მოგთხოვ აქ ყველაფრის მიტოვებას და უცხო ქვეყანაში დასახლებას...მე და დედაშენი შენს გადაწყვეტილებას ველით, პასუხი ივნისის ბოლომდე უნდა გავგზავნო-უპასუხა მეას მამამ.
-მე, მე არ შემიძლია...გამიგეთ...-მეას ხმა ჩაუწყდა და მოულოდნელად თვალებიდან მდუღარე ცრემლების ნაკადმა გადმოსჩქეფა.
-გთხოვ, ნუ ტირი, მეა, საყვარელო...დამშვიდდი,კარგი? მე არაფერს გაძალებ...უბრალოდ, მინდა რომ დაფიქრდე...ამისთვის დიდი დრო გაქვს.
-მე...მე, არც ის მინდა, რომ ჩემ გამო პროფესიულ წინსვლაზე უარი თქვა...-მეა სათქმელს თავს ვერ უყრიდა, თანდათან უფრო და უფრო იბნეოდა.
-ამაზე ნუ იფიქრებ საყვარელო...ნუ ინერვიულებ, უბრალოდ იფიქრე...-ბესო შვილს იხუტებდა და მის დამშვიდებას ცდილობდა.
-მეა, დედიკო, ცუდი არაფერი ხდება...შენი ნებისმიერი გადაწყვეტილება ჩვენთვის მისაღები იქნება...აღარ იტირო...გთხოვ-ამხნევებდა შვილს ნინა.
-კარგი, დამშვიდდით...უბრალოდ...ხომ, იცით, როგორი ემოციური ვარ..მგონი ზედმეტი მომივიდა...ახლა ჩემს ოთახში ავალ, უნდა დავისვენო და ყველაფერი ავწონ-დავწონო-მიმართა მეამ მშობლებს და ოთახიდან გავიდა.
-წავალ, მეას მივხედავ-თქვა მარიმ-ვეცდები სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დავაეხმარო.
-ხო, ასე აჯობებს, ოღონდ არაფერი დააძალო, არ მინდა მერე რამე ინანოს-უთხრა ნინამ დიშვილს და ძალდატანებით გაუღიმა.
მაკო მისაღებიდან გავიდა და მეას ოთახს მიაშურა.
ნინა და ბესო კი-იმავე ოთახში დარჩნენ და მოსალოდნელ შედეგებზე დაიწყეს
საუბარი.



Sallomeთარიღი: პარასკევი, 2012-06-15, 6:49 PM | შეტყობინება # 103

76
4  +
6  ±
   ±
Offline
bavshvebo, didi madloba, rom kitxulobt,....esec dapirebuli didi tavi...:)) happy happy smile smile


Mari_Amiთარიღი: პარასკევი, 2012-06-15, 7:06 PM | შეტყობინება # 104

436
7  +
9  ±
   ±
Offline
aii mdgomareoba gamwvavdaa,ashkaraa rom meas ar surs gios gamo wasvla..dzaliian kargi tavii iyo kiss

♥vampiressa♥თარიღი: პარასკევი, 2012-06-15, 7:09 PM | შეტყობინება # 105
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
ohooo, inglisiooo?ra magaria, minda! ratomgac mgonia rom mea wava, albat eg da giorgi ichxubeben da wava biggrin magram movlens wins ar gavuswreb mainc, ravici ra xdeba biggrin biggrin biggrin velodebi shemdeg taavs happy happy


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka
ძებნა: