ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
მარადისობა-ეს მხოლოდ დასაწყისია...

makieთარიღი: პარასკევი, 2012-06-15, 10:03 PM | შეტყობინება # 106

144
4  +
28  ±
   ±
Offline
giorgim dzlivs miaqcia yuradghebaaa da exlaa stavazobeen inglissshi wasvlaaaas.... OMG .. rogor daciniis cxovrebaaa (rofl)(rofl)(rofl)(rofl)
dzaan kargi tavii iyooo ... imediaa moculobaas ar sheamcireeb momdevnoo tavebbshiii tongue tongue tongue tongue tongue tongue



ni[n]inთარიღი: შაბათი, 2012-06-16, 6:00 PM | შეტყობინება # 107

47
1  +
-3  ±
   ±
Offline
icit amdeni xania ar damiweria,magram titqos temebi modzvelebulia,aii avtors rac aqvs temad rom ucbad sheuyvardeba mere mere es martla ujmuri itirebs,ertmanet echxubebian da wava inglishi tu sadac wava,sul ertnairi temebia cota gansxvavebuelbic daweret xalxno torem ukve moviwyinee raa

Sallomeთარიღი: შაბათი, 2012-06-16, 6:45 PM | შეტყობინება # 108

76
4  +
6  ±
   ±
Offline
ni[n]in,me aseti shinaarsis nawarmoebis dawera mindoda da vcdilob shedzlebisdagvarad normalurad vwero...tu ginda ragac axli, kreatiuli da novatoruli dawero, sxvas ratom elodebi...shen dawere...amit nanatr survilsac asiruleb da shentvitonac isiamovneb...:)))es chemi ketili rchevaa,...uxeshobashi ar chamomartva...:))
tu chemi naweri shensavit sxvebsac agar daainteresebs, mashin weras shevwyvet...magram, rogorc me vici bavshvebi kitxuloben...shen tu ar mogwons nu waikitxav...bolos da bolos, me aravis vadzaleb...
yvela dametanxmeba, rom am saitze ideba, rogorc deteqtiuri, ise romantikuli janris nawarmoebebic...bevri melodrama da dramac aris....shen tu axali janris shqmna ginda, aravin gishlis...:)))



DreaMyთარიღი: შაბათი, 2012-06-16, 6:55 PM | შეტყობინება # 109
3> HeadLess HorseMan <3
700
31  +
93  ±
   ±
Offline
ni[n]in, dzalian cudad ki gamogivida. da tu maincd da mainc gaansxvavebuli ginda rame chemi motxroba da novelebi waikitxe . xo ise, egre pirdapiri rato xart, gasaocaria biggrin

Sallomeთარიღი: შაბათი, 2012-06-16, 9:05 PM | შეტყობინება # 110

76
4  +
6  ±
   ±
Offline

(მეა)

დაბნეული ვიყავი...არაფერის გაგონება არ მინდოდა, მაგრამ მარი მოვიდა და ჩემ დაწყნარებას შეეცადა. საოცარია, მისი სილაღე და მხიარულება სადღაც გამქრალიყო.ახლა ჩემ წინ დინჯი და გაწონასწორებული ადამიანი იდგა, რომელიც ცდილობდა ჩემთვის სწორად განსჯის უნარი დაებრუნებინა...
-მეა, გთხოვ, შეწყვიტე ეს ისტერიკები, ყველაფერი კარგად არის-მეუბნებოდა ის.
-რა არის კარგად, ვერ ხედავ რა დღეში ვარ? რა უნდა ვქნა? როგორ მოვიქცე?გთხოვ, რამე მითხარი-წინ და უკან დავდიოდი და ცრემლებს გასაქანს ვაძლევდი.

-რა უდა გითხრა, აბა? შენს ადგილას როგორ მოვიქცეოდი? მე წავიდოდი. არც კი დავფიქრდებოდი, ისე ჩავალაგებდი ბარგს და მშობლებთან ერთად აეროპორტში გავიქცეოდი. მეა, ცხოვრებამ დიდი სიურპრიზი გაგიკეთა, ამაზე უარი არ უნდა თქვა. შენ გაქვს შანსი ინგლისში წახვიდე...ბედნიერების შანსი გაქვს, გესმის?-მაკო გულწრფელად მესაუბრებოდა, არც კი ფიქრობდა, რომ ამით ცეცხლზე ნავთს მისხამდა.
-აქ ყველაფერი მივატოვო და წავიდე?-არ ვუთმობდი მეც.
-ეჰ, რა ყველაფერი? შენც ოქროს კოშკები არ გრჩებოდეს აქ. დაფიქრდი, წარმატებული ცხოვრების შანსი გაქვს, განათლებას ბრიტანეთში მიიღებ.შენ ხომ ყოველთვის გინდოდა უცხოეთში წასვლა.
-არ შემიძლია, გამიგე...ახლა არ შემიძლია..
-მეა, უნდა შეძლო..არ იფიქრო, რომ რამეს გაძალებ...ფიქრისთვის წინ რამდენიმე თვე გაქვს...მაგრამ მინდა ჩემი პოზიცია იცოდე ამ საკითხთან დაკავშირებით...- თავისი აზრის სისწორეში მარწმუნებდა ის.
- ახლა უნდა დავწყნარდე და როცა დავმშვიდდები მერე ვისაუბოთ...ცივი გონებით უნდა ვიაზროვნო-ვუთხარი მარის და საწოლზე ჩამოვჯექი.
-მართალი ხარ...ახლა დასვენება გჭირდება-ჩემთან მოვიდა და გულში ჩამიკრა-ხომ არ სჯობს, რომ რამე უფრო მხიარულ თემაზე ვისაუბროთ, თან გულს გადააყოლებ, მაგალითად იმ ადამიანზე, ვის გამოც ასე საოცრად გიბრწყინავდა რამდენიმე საათის წინ თვალები-გამომცდელი მზერა შემავლო და გაეღიმა.
-ეგ ჩემთვის უარესად მტკივნეული თემაა, მარი...მაგრამ ჯანდაბას, მირჩევნია დროზე მოგიყვე, თორემ შენი ამბავი რომ ვიცი, თავს არ დამანებებ-ეს ვუთხარი, გავიღიმე და ჩემი ,,სიყვარულის ისტორიის’’ მოსაყოლად მოვემზადე.

(მეა)

-არა, ერთი ამას დამიხედეთ, რა...რომ კითხო წიგნების მეტზე არაფერზე ფიქრობს გოგო, მაგრამ, თურმე რა ამბები ტრიალებს მის გულში...გასაგიჟებელია...თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი დეიდაშვილი შეყვარებულია-გაკვირვებას და გაოცებას ვერ მალავდა მარი.
-ხო, კარგი...მოკეტე სანამ ჩემებმა გაიგეს შენი ნაბოდვარი-მისმა სულელურმა გამოხედვამ მეც გამახალისა.
-რა ნაბოდვარი, გოგო? საქმე ძალიან სერიოზულადაა. ვერ ხედავ რა დღეში ხარ?მოიცა, ეს ამბავი ჩემ გარდა კიდევ ვინ იცის?- მოულოდნელად მკითხა მარიმ.
-არც არავინ. შენ პირველმა გაიგე.
-ასეც უნდა ყოფილიყო. კარგად მოქცეულხარ-კმაყოფილებით აღსავსე მზერა შემავლო.
-დამპირდი, რომ არავის ეტყი-შევაპარე მე.
-ხომ არ გაგიჟდი? გგონია შენს საიდუმლოს გავამჟღავნებ? ნწ.ნწ.ნწ, საერთოს არ გცნობივარ.-ვითომ გაბრაზებული ტონით ჩაილაპარაკა.
- მაპატიე, ხომ იცი, რა სულელიც ვარ.
-კარგი, ახლა სჯობს გამოიძინო, არ მინდა ჩაშავებული უპეებით გაიღვიძო, მე კი მაღვძარას დავაყენებ...6 საათზე-აღფრთოვანებას ვერ მალავდა თავისი ახალი საზრუნავით.
-მოიცა, 6 ძალიან ადრე ხომ არ არის? მე 8 საათზე ვდგები ხოლმე.
-ხვალ, ჩემო კარგო, ულამაზესი უნდა იყო, გიორგის შენს დანახვაზე თვალები უნდა გადმოსცვივდეს-განმიმარტა მან.
-ოო...საინტერესოა...ეჰ, შენს გარეშე რა მეშველება არ ვიცი...უქმეებზე მიდიხარ, ხო?-სინანული ვერ დავმალე.
-ხო, მე კვირას უნდა წავიდე, მაგრამ მანამდე შენს ,,გაწვრთნას’’ მოვახეხებ, ნუ, ნაწილობრივ მაინც...ახლა სევდის დრო არ არის...მთავარია, რომ დღეს ერთად ვართ-მითხრა და ერთმანეთს გადავეხვიეთ. მიუხედავად იმისა, რომ და არასდროს მყოლია, ის ჩემთვის ღვიძლ დაზე უკეთესი იყო...ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ვენდობოდი და ვისთანაც შემეძლო ჩემი ტკივილი თუ სიხარული დაუფარავად გამეზი
არებინა.




შეტყობინება შეასწორა Sallome - შაბათი, 2012-06-16, 9:43 PM

makieთარიღი: შაბათი, 2012-06-16, 9:30 PM | შეტყობინება # 111

144
4  +
28  ±
   ±
Offline
Quote (Sallome)
-ხვალ, ჩემო კარგო, ულამაზესი უნდა იყო,

shemdegi mindaaaaaaaaaa happy happy happy happy



♥vampiressa♥თარიღი: შაბათი, 2012-06-16, 11:17 PM | შეტყობინება # 112
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
vaiimee rogor mainteresebs mari rogor daexmarebaaaa happy happy happy happy male dadee raaa shemdegiiii happy happy happy


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

viku-vukuთარიღი: შაბათი, 2012-06-16, 11:20 PM | შეტყობინება # 113

397
10  +
12  ±
   ±
Offline
momewona kargi iyo veli shemdeg tavs happy happy happy smile smile smile


Sallomeთარიღი: კვირა, 2012-06-17, 6:35 PM | შეტყობინება # 114

76
4  +
6  ±
   ±
Offline
* * *
მშვენიერი დილა გათენდა...მზიანი, ხალისიანი, ფერადოვანი...
მარიმ დილაადრიან გააღვიძა მეა და სააბაზანოში ძალით გააგდო.უნდოდა, დღეს მეა გამორჩეულად ლამაზი ყოფილიყო. იცოდა, მეა გარეგნობაზე იშვიათად ზრუნავდა და მისთვის კოსმეტიკური საშუალებებიც უცხო იყო, ამიტომაც თავისი ბარგიდან პატარა ჩანთა ამოაძვრინა, რომელიც სავსე იყო მსგავსი საგნებით: ტუჩსაცხებით, ტუშებით...
როდესაც მეამ შხაპი მიიღო და გამოფხიზლდა, სარკესთან დასვა და მისთვის მსუბუქი მაკიაჟის კეთებას შეუდგა, სიმართლე გითხრათ, კარგადაც გამოუვიდა.
შემდეგ, ვარცხნილობაზე დადგა ჯერი. მარიმ გადაწყვიტა თმაში არავითარი ხელოვნური შტრიხი არ შეეტანა, ვინაიდან მისი თმა ისედაც გასაოცრად ლამაზი და მბზინვარე იყო, ამოტომაც ფენით გაუშრო და სავარცხლით ჩამოუსწორა.
-ეს ყველაფერი ძალიან კარგი...ჩემი ნამოქმედარით ნამდვილად კმაყოფილი ვარ, მაგრამ წინ ყველაზე რთული საქმე გველოდება-მძიმედ ჩაილაპარაკა მარიმ.
-იმას გულისხმობ, თუ რა შეიძლება ჩავიცვა?-მორიდებით გამოეხმაურა მეა.
-სწორედ, რომ მაგას...-უპასუხა მარიმ და კარადა გამოაღო, იმ იმედით, რომ მისთვის რამე სასურველს აარჩევდა-აი, რას იტყვი, ამ მწვანე ზედაზე, რაღაც ძალიან უცხოა.
-არა, მარი, მაგას არ ჩავიცვამ...შენ რომ გკითხოს კაცმა მწვანე ფერის ყველაფერი ლამაზია, მაგრამ მე ეს ფერი არ მიხდება და არც მომწონს.-მოკლედ მოუჭრა მეამ.
-კარგი, ხო...მაგრამ ვერ დავმალავ, გემოვნება საერთოდ არ გაქვს-სერიოზული ტონით თქვა მარიმ.
-ჰაჰ, გამეცინა-ჩაილაპარაკა მეამ.
დაახლოებით ერთი საათი არჩევდნენ შესაფერის სამოსს, ბოლოს, არჩევანი შავ, მინი ქვედასა და ღია ვარდისფერ მაისურზე შეაჩერეს. ამ გადაწყვეტილებით ორივე კმაყოფილი დარჩა.
-დიდი მადლობა, მაკო...არაჩვეულებრივია, ჩემ თავს მეთვითონ ვერ ვცნობ...-გაკვირვებით წარმოთქვა მეამ.
-არაფერს, სიხარულო...იმედია, საღამოს კარგი ამბებით დამიბრუნდები. აბა, შენ იცი-წარმატება უსურვა მარიმ დეიდაშვილს.
-ვნახოთ...კარგი, წავედი მე. უჩემოდ არ მოიწყინო...მომენატრები-მაკოს გადაეხვია და სკოლისკენ მიმავალ გზას გაუყვა.

(გიორგი)

დღეს სკოლაში ადრე მოვედი...დილაადრიან გამეღვიძა, სახლში ვერ გავჩერდი და ახლა, კლასში მარტო ყოფნით და სისულელეებზე ფიქრით ვირთობ თავს.
-რა უნდა ვქნა? რა ჯანდაბა მოვიმოქმედო? მეა ასე გულს ვერ ვატკენ. თუ, ავდგე, მივიდე და ვუთხრა, სულელურად მოვიქეცი, შენი დაცინვა, რომ გადავწყვიტე-მეთქი, ან, იქნებ, სჯობს, ყველაფერი ისე დარჩეს, როგორც არის...
ნიკას რა ვუთხრა, ჩემ მიერ დაგეგმილ სულელურ თამაშში მეთვითონ წავაგე და ეგ გოგო ძალიან მომწონს-მეთქი? სასაცილოდ ამიგდებს, აბა რა იქნება? ფიქრობდა, კარნავალზე ყველას გავახალისებ, თქვენი ვითომდა, შეყვარებულების ურთიერთობითო. მეას ეგონება, რომ მართლა მოგწონს, წვეულებაზე კი-ყველა ოცნება ჩაეფუშება, გაიგებს, რომ მხოლოდ ცოტა წავეღადავეთო...მე კი, არ შემიძლია, მეას ასეთ საშინელებას ვერ გავუკეთებ...ამით სამუდამოდ დავკარგავ...
ფიქრებში გართულმა, ვერც კი შევამჩნიე, როდის შემოვიდა კლასში გვანცა. ღმერთო, ესღა მაკლდა:
-როგორ ხარ, გიო? არ მოგენატრე?- მომმართა და ჩემს გვედზე ჩამოჯდა.
ისევ ეს სულელური კითხვები...ყელში ამომივიდა...თავიდან როგორ მოვიშრო?
-რა ჯანდაბა გინდა? არ მოგბეზრდა ჩემი დევნა?-მგონი ძალიან თავხედურად გამომივიდა.
-რა გჭირს? ახალ გოგოზე ნადირობ და მე აღარ გაინტერესებ? იმ იდიოტში გამცვალე, არა? გგონია, ვერ ვამჩვნევ როგორ უყურებ ყოველ გაკვეთილზე. -ისტერიკების გამართვა დაიწყო.
-მოკეტე რა და შენს საქმეს მიხედე. მე თავი დამანებე-სიბრაზე ვერ დავმალე.
-აჰ, ხომ არ გინდა მეასთან მივიდე და შენზე ყველაფერი ვუთხრა? მგონი, აუცილებელია იცოდეს, როგორი ურთიერთობა გვაქვს?-ხმაში დამცინავი ტონი გაურია.
-არც გაბედო, თორემ ნახავ რა შემიძლია.
-მაინც რა შეგიძლია? იქნებ წინასწარ გამაფრთხილო მოსალოდნელ შედეგებთან დაკავშირებით.
ვაპირებდი მისთვის საკადრისი პასუხი გამეცა, მაგრამ ამ დროს ოთახში მეა შემოვიდა, მე კი-მეტყველების უნარი წამერთვა.
ის...ის ძალიან ლამაზი იყო...ციდან ჩამოფრენილ ანგელოზს გავდა...ღვთაებრივად გამოიყურებოდა....მის მშვენიერებას სიტყვებით ვერ გადმოვცემ...
-გამარჯობა-მოგვესალმა ორივეს, ჩანთა მერხზე დადო და გარეთ გავიდა, აშკარად დაბნეული ჩანდა. მინდოდა გავყოლოდი, მაგრამ ახლა გვანცას კიდევ ურფო გაღიზიანება არ ღირდა, ამიტომაც კლასში დავრჩი.
ნეტავ რა იფიქრა მე და გვანცა ერთად რომ დაგვინახა? იმედია, მის გამართულ აყალმაყალთან დაკავშირებით არაფერი გაუგია.
-აი, შენი პრინცესაც მოვიდა. როგორი ხალისით შემოვიდა, ხომ არ აჯობებს, რომ განწყობა გავუფუჭო? შენ რას იტყვი?- გესლიანი ხმით თქვა და ღიმილნარევი მზერა შემავლო.
-მე უკვე გაგაფრთხილე,ახლა შენი გადასაწყვეტია, რაც გინდა ის ქენი. -მოკლედ მოვუჭერი, მეტი მუქარის თავი ნამდვილად აღარ მქონდა.
-კარგი, რამეს მოვიფიქრებ-ეს მითხრა და კლასიდან გავიდა.
დარწმუნებული ვიყავი, მეას ჩვენს ურთიერთობაზე არაფერს ეტყოდა. გვანცას ამდენი გამბედაობა ნამდვილად არ ჰქონდა, ერთი ქარაფშუტა გოგოა, მუქარის მეტი არაფერი ეხერხება.
მყუდროება ბავშვებმა დამირღვიეს, დაბარებულებივით მოვიდნენ...ყველა ერთდროულად შემოვიდა კლასში.
მეც დრო ვიხელთე, ჩემი ჩანთა მეას მერხის გვერდით მდგარ მაგიდაზე გადავდე და მის მოსვლას დაველოდე.

* * *

სანამ ზარი დაირეკებოდა და გაკვეთილები დაიწყებოდა, მეა სკოლის ეზოში სეირნობდა.
თავში უამრავი კითხვა უტრიალება, აინტერესებდა, რატომ იყო გიორგი ასეთი გაცოფებული, ისეთი რა უთხრა გვანცამ, რომ მოთმინება სულ დაკარგა. ან, გვანცამ რატომ შეხედა ზიზღნარევი თვალებით, მეას ხომ მისთვის არაფერი დაუშავებია. ბევრი კითხვა იყო პასუხგაუცემელი, მაგრამ მეა იმედოვნებდა, რომ მალე ყველა მათგანისთვის იპოვიდა შესაფერის პასუხს...
ამ დროს ზარიც დაირეკა და მეა საკლასო ოთახისკენ გაემართა. ბავშვები ჯერ კიდევ დერეფანში იყვნენ, როგორც ჩანს მასწავლებელი აგვიანება. მეა ოთახში შევიდა. მოულოდნელად მასთან თაკო მივიდა და მიესალმა:
-გამარჯობა, როგორ ხარ?
-სალამი, თაკო... არამიშავს...შენ როგორ ხარ?-მოიკითხა მეამაც.
-კარგად...იცი, შენთვის რაღაცის თხოვნა მინდოდა.დღეს თავისუფალი ხარ?-მორიდებით იკითხა.
-კი, დღეს მცალია, რით შემიძლია დაგეხმარო? - მეამ გაკვირვება ვერ დამალა.
-წვეულებისთვის კაბის შერჩევა მინდა...იქნებ დღეს მაღაზიებში გამომყვე და დამეხმარო?
-კი, გამოგყვები...იქნებ ჩემთვისაც ვიპოვო რამე შესაფერისი. თან ჩემს დეიდაშვილსაც ვეტყვი, ასეთ რაღაცებში ის უფრო ერკვევა და ორივეს დაგვეხმარება.
- მადლობა...თქვენი იმედი მაქვს...დღეს ოთხისთვის გამოგივლი და მზად იყავი -ხმაში სიხარული დაეტყო.- და, ის...დღეს ულამაზესი ხარ.
- კარგი, 4 საათისთვის მზად ვიქნები და... დიდი მადლობა- გაუღიმა და თავისი მერხისკენ გაემართა.
ამ დროს მასწავლებელი კლასში შემოვიდა, მას კი უამრავი ბავშვი შემოჰყვა, მათ შორის გიორგიც, რომელიც მაშინვე მისკენ გამოემართა. მან გაუღიმა და სერიოზული ხმით გადაჩურჩულა:
-მეა, არაჩვეულებრივად გამოიყურები...ძალიან ლამაზი ხარ .
- გმადლობ -უპასუხა და ძლივსშესამჩნევად გაიღიმა.
-იცი, რაღაც მინდა გთხოვო...ოღონდ იცოდე, უარს არ მივიღებ-გამომცდელი მზერა შეავლო.
-გისმენ-დაინტერესდა მეაც.
-ხვალ, ჩემი მეგობრის დაბადების დღეა და მინდა ჩემთან ერთად წამოხვიდე. აიჩემა, გინდათ თუ არა, წვეულებაზე ყველანი წყვილ-წყვილადუნდა მოხვიდეთო.
-ხვალ? რომელ საათზე? - ჰკითხა მეამ.
- წვეულება 8 საათზე გაიმართება -უპასუხა გიორგიმ.
-კარგი, თანახმა ვარ - გაიღიმა მეამ -და, ვისი დაბადების დღეა, მე ვიცნობ?
-კი, გეცოდინება, ჩვენი სკოლელია- ნათი ღონღაძე, ჩემი ბავშვობის მეგობარი.
-კარგი...ესე იგი ხვალ რვის ნახვარზე გამომივლი, ხო?
-რა თქმა უნდა. რვის ნახევარზე შენს სახლთან დაგელოდები-ხალისით უპასუხა.
მეამ საპასუხოდ გიორგის გაუღიმა და მასწავლებელს შეავლო თვალი, რომელსაც სიის ამოკითხვა უკვე დაესრულებინა და ახლა უკვე გაკვეთილის გამოკითხვას აპირებდა:
-აბა, მეა, მოგვიყვებით გაკვეთილს? უკვე დიდი ხანია შენთვის აღარ მოგვისმენია-მკაცრი ტონით ჩაილაპარაკა მასწავლებელმა.
-დიახ, რა თქმა უნდა-უპასუხა მეამ მასწავლებელს და გაკვეთილის მოსაყოლად მ
ოემზადა.



♥vampiressa♥თარიღი: კვირა, 2012-06-17, 7:54 PM | შეტყობინება # 115
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
echvic ar mepareboda rom mako arachveulebrivad gamoawyobda meas biggrin biggrin biggrin ai gvanca ki erti gamaputina raa, ra una ra ver asvenebs, uuf angry angry angry


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

viku-vukuთარიღი: კვირა, 2012-06-17, 8:44 PM | შეტყობინება # 116

397
10  +
12  ±
   ±
Offline
momewona dzaan rogorc yoveltvis shens ampulas ar galatob biggrin biggrin biggrin


makieთარიღი: კვირა, 2012-06-17, 11:16 PM | შეტყობინება # 117

144
4  +
28  ±
   ±
Offline
fuuuuuf!ra gulis amrevi gegma qoniaat gios da mis megobaars. cry cry cry


Vampire-Barbieთარიღი: ორშაბათი, 2012-06-18, 8:27 AM | შეტყობინება # 118

352
5  +
7  ±
   ±
Offline
DreaMy, Shennairi Pirdapiri Kide Tu Iqneboda Meore Am Saitze Ar Megona biggrin


Vampire-Barbieთარიღი: ორშაბათი, 2012-06-18, 8:34 AM | შეტყობინება # 119

352
5  +
7  ±
   ±
Offline
viku-vuku, Ampula Tu Amplua? tongue
Sallome, saloo aauu auu rea magra wer da ra sainteresood Uxx Es Gvanca Mishlis Cotati Nrveb Mara Guli migrdznobs Moarjuleb Magasac happy



DreaMyთარიღი: ორშაბათი, 2012-06-18, 8:35 AM | შეტყობინება # 120
3> HeadLess HorseMan <3
700
31  +
93  ±
   ±
Offline
Vampire-Barbie, daje chemze uaresic dry biggrin
ძებნა: