ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
მარადისობა-ეს მხოლოდ დასაწყისია...

Sallomeთარიღი: ორშაბათი, 2012-06-18, 9:38 PM | შეტყობინება # 136

76
4  +
6  ±
   ±
Offline
3. მეას კაბა (დაბადების დღის)
დამატება: 6658119.jpg (36.5 Kb)




შეტყობინება შეასწორა Sallome - ორშაბათი, 2012-06-18, 9:43 PM

♫_Ani_♫თარიღი: ორშაბათი, 2012-06-18, 11:02 PM | შეტყობინება # 137

225
6  +
16  ±
   ±
Offline
თაკოს კაბა მოეწონა ^ შემდეგი ძალიან მაინტერესებს ^^


makieთარიღი: ორშაბათი, 2012-06-18, 11:03 PM | შეტყობინება # 138

144
4  +
28  ±
   ±
Offline
Quote (♫_Ani_♫)
შემდეგი ძალიან მაინტერესებს ^^

+1



Mari_Amiთარიღი: სამშაბათი, 2012-06-19, 3:16 PM | შეტყობინება # 139

436
7  +
9  ±
   ±
Offline
takos kaba sayvarlobaa ) )
maris gemovneba saxlshi darcha shopingze wasvlisas?! sashinelebaa.
da measic nuu cudi ar aris. yvelaze metad takosi damevasa

Mari_Amiთარიღი: სამშაბათი, 2012-06-19, 3:17 PM | შეტყობინება # 140

436
7  +
9  ±
   ±
Offline
me piradad arcerts ar chavicvamdi biggrin

შეტყობინება შეასწორა Mari_Ami - სამშაბათი, 2012-06-19, 3:18 PM

Sallomeთარიღი: სამშაბათი, 2012-06-19, 7:49 PM | შეტყობინება # 141

76
4  +
6  ±
   ±
Offline
(გიორგი)

-მეა, უკვე შენს სახლთან ვარ...გელოდები-შევატყობინე მას.
-კარგი, ახლავე გამოვალ-თბილი ხმით მიპასუხა და მობილური გათიშა.
მანქანიდან გადმოვედი და კარს მივეყრდენი. გრილი სიო ჰქროდა, რაც ძალიან სასიამოვნო იყო.
აი, მეაც გამოჩნდა...ღმერთო ჩემო, უმშვენიერესია...ღვთაებრივად გამოიყურება...
-სალამი -მომესალმა და თავისთვის გაიღიმა.
მე ვერაფერი ვუპასუხე...მისალმებაც ვერ შევძელი...ალბათ, სასაცილო სანახავი ვიყავი და ამიტომ გაეცინა...
ბოლოს, როგორც იქნა, დამიბრუნდა მეტყველების უნარი, თუმცა ვერაფრით შევძელი ისეთი სიტყვის გახსენება, რომელიც მისთვის კომპლიმენტის სათქმელად გამომადგებოდა...სიტყვათა შეთანხმება, რომელსაც მის სილამაზის აღწერა შეეძლო, ჩემთვის უცნობი იყო...მაგრამ, რამე ხომ უნდა მეთქვა? ხო და, რასაც თავი მოვაბი ის ვუთხარი...შეიძლება, მისი გარეგნობა ბრჭყვილა და მაღალფარდოვანი სიტყვებით არ აღმიწერია, მაგრამ რაც ვუთხარი ყველაფერი გულიდან მოდიოდა და მეც, უბრალოდ, გასაქანი მივეცი მათ:
-მეა, არ ვიცი რა გითხრა. შენ...შენ, უბრალოდ, ულამაზესი ხარ...მართლა არაჩვეულებრივად გამოიყურები...მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის მშვენიერი ხარ, ახლა განსაკუთრებულად ბრწყინავ. მაპატიე, დავიბენი და ვიცი, სულელურად გამომდის, მაგრამ მე...მე სრულ ჭეშმარიტებას ვამბობ.
-მორჩი, თორემ ძალიან შემრცხვება...გმადლობ...-ღიმილიანი მზერა შემავლო.
მიხვდა, რომ მე საუბარს ვეღარ ვაგრძელებდი, ადრენალინის შემოტევა მქონდა, ამიტომ სიჩუმე დაარღვია და მკითხა:
-მოიცა, შენ რა, მანქანით ხარ?
-ხო, რა იყო?- გაკვირვება ვერ დავმალე.
-მართვა იცი? მთლად ასეც ვერ გენდობი.
- მართვა ვიცი და სხვათა შორის, ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობა უფლებას მაძლევს 17 წლის ასაკში საჭესთან დავჯდე...ისე, რომ იცოდე, გამოცდებშიც მაღალი ქულები ავიღე-თავმომწონედ ჩავილაპარაკე.
- ვიმედოვნებ, მარტო თეორიის იმედზე არ ხარ და პრაქტიკული გამოცდაც ჩაბარებული გაქვს, ხომ ასეა?
-რა თქმა უნდა...მგონი, დროა შიში დაძლიო და მანქანაში ჩაჯდე, თორემ დაგვაგვიანდება-ვუთხარი და მანქანის კარი გავუღე.
- კარგი, კარგი...მჯერა შენი...-გაიღიმა და ჩემს ნებას დაჰყვა.
მე საჭესთან დავჯექი და კიდევ ერთხელ შევავლე თვალი. ღმერთო, მართლაც რა გასაოცრად ლამაზი იყო...ზღაპრის გმირს გავდა...ანდა, აფროდიტეს, ძველი ბერძნული მითოლოგიიდან...ჩემი სილამაზის ღმერთი...

* * *

-ნათ, გილოცავ, ჩემო საყვარელო, მრავალს დაესწარი, ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ - ულუცავდა გიორგი ბავშვობის მეგობარს დაბადების დღეს.
-მადლობა, გაიხარე, გიო...ისე, მე თვრამეტის გავხდი და უკვე შენზე უფროსი ვარ - დასცინა ნათიამ.
-აჰ, ასაკით კი, მაგრამ...მეა, აბა, შემოგვხედე ერთი...ვგავარ ახლა მე ამაზე უმცროსს? - არ ჩამორჩა გიორგიც.
-ამან ხო, ყოველთვის უნდა ჩამაშხამოს ბედნიერება - გაიღიმა,მეგობარს კიდევ ერთხელ გადაეხვია და საჩუქრისთვის მადლობაც გადაუხადა.
- მეც გილოცავ...მრავალს დაესწარი...-საუბარში ჩაერთო მეაც.
- მადლობა, ჩემო კარგო - უპასუხა ნათიამ და მასაც გულთბილად ჩაეხუტა.

წვეულება გრანდიოზული იყო. ბაღი ლამაზად მოერთოთ.. ყველგან შეამჩნევდით ფერად-ფერად ყვავილებს...ყველა მაგიდას განსხვავებული ფერის და ჯიშის მცენარე ამშვენებდა. განათებაც შესაფერი შეერჩიათ, ამ ყველაფერს კი თავისთავად მუსიკაც აფორმებდა.
როდესაც გიორგი და მეა ნათიასთან მივიდნენ, წვეულება დაწყებული იყო, ყველა მხიარულობდა...მასპინძელმაც გულითადად შეიპატიჟა ბავშვები და გართობისკენ მოუწოდა, თვითონ კი დანარჩენ სტუმრებს მიუბრუნდა.

მეა და გიორგი ბაღში სეირნობდნენ...მაღალ ხმაზე აწეული მუსიკა მათ მყუდროებას არ ურღვევდა...

- ეს მუსიკა არ მოგწონს? - მოულოდნელად ჰკითხა გიორგიმ მეას.
- არა, არ მომწონს...საერთოდ, მე პოპს არ ვუსმენ - უპასუხა მეამ.
- აბა, რას უსმენ? როკს? - გაოცება ვერ დამალა გიორგიმ.
- გაგიკვირდება და...კი-გაიცინა მეამ- შეიძლება გარეგნულად როკის მოყვარულს არ ვგავარ, მაგრამ მუსიკა საშულაბას მაძლევს რეალობას მოვწყდე და სრულად შევიგრძნო ის.
- საინტერესოა...მეც როკს ვუსმენ, განსაკუთრებით Led Zeppelin-ი მომწონს, შენ რას იტყვი?
- ეს ჯგუფი ძალიან მიყვარს...ასევე მომწონს The Beatles, Aerosmith...- ღიმილით თქვა მეამ.
- კარგი გემოვნება გაქვს...ჩემნაირი-გაიცინა გიორგიმ- არ გინდა ვიცეკვოთ? - მოულოდნელად შესთავაზა.
- ამ მუსიკაზე? მე ვერ შევძლებ - უარყოფის ნიშნად თავი გააქნია მეამ.
- არა, ამაზე არა...რამე უფრო მელოდიურზე და სასიამოვნოზე.
- კარგი, მაშინ თანახმა ვარ - უპასუხა მეამ.

რამდენიმე წუთში წყვილი უკვე ცეკვავდა Eric Clapton-ის ულამაზეს სიმღერაზე - “Tears in Heaven”...მართალია, ეს მელოდია დაბადების დღისთვის შეუფერებელად სევდიანი იყო, მაგარმ როგორც აღმოჩნდა, ის იუბილარს ძალიან მოსწონდა და ამიტომაც გამონაკლისი დაუშვეს, რითიც ჩვენი წყვილი ძალიან ნასიამოვნები დარჩა.

* * *


-წასვლა ხომ არ გინდა? უკვე რამდენიმე საათია აქ ვართ და მგონი მოიწყინე- ჰკითხა გიორგიმ მეას.
-აჯობებს,წავიდეთ...ვფიქრობ, უკვე დროა-უპასუხა მეამ.
-კარგი, როგორც იტყვი-გაუღიმა გიორგიმ.

-კარგად, ნათი...ძალიან კარგი იყო...გმადლობ...-თბილად დაემშვიდობა მეა მასპინძელს.
-პირიქით, მადლობა თქვენ. აბა, კარგად, ბავშვებო - ორივეს გადაეხვია და სახლში შევიდა იუბილარი.

-ხომ არ აჯობებს ფეხით გავისეირნოთ?-შესთავაზა მეას გიორგიმ.
-მგონი, კარგი აზრია- დაეთანხმა მეაც.

-ნათელი ღამეა...თბილიც...-დასძინა გიორგიმ.
-ხო, ასეა...მიყვარს ღამე, მთვარე, ვარსკვლავები...
-არ მეგონა ასეთი თუ იყავი...-მოულოდნელად თქვა გიორგიმ.
-მაინც, როგორი?-გაუკვირდა მეას.
-შორიდან სხვანაირი ჩანდი...როცა გაგიცანი მივხვდი, რომ ძალიან კარგი ხარ.
მეამ არაფერი უპასუხა...ან, რა უნდა ეპასუხა...იდილიის დარღვევა არ სურდა...

-რაღაც მინდა გითხრა...ოღონდ მეტი არაფერი მკითხო, კარგი?-სიჩუმე დაარღვია გიორგიმ.
-გისმენ...-დაბნეულად უპასუხა მეამ.
-მაპატიე, გთხოვ...-მორიდებით ჩაილაპარაკა.
-რისთვის მთხოვ პატიებას?- გაიოცა მეამ.
-ხომ გთხოვე, მეტი არაფერი მკითხო-მეთქი...თუ გამბედაობა მეყო ოდესმე გეტყვი...
-კარგი, დაგელოდები...იმედია, მერე გვიანი არ იქნება...-სევდიანად თქვა მეამ, მიხვდა, რომ გიორგი რაღაცას უმალავდა და ეწყინა.
-შეიძლება გვიანიც იყოს, მაგრამ ახლა მაინც ვერ გეტყვი...არ მინდა ბედნიერი წუთების ჩაშხამება...-ჩუმად თქვა და გონებაში ესეც დაამატა - ,,ღმერთო, რა ლაჩარი ვარ’’.
მეა და გიორგი ქუჩაში მისეირნობდნენ...გზას ბადრი მთვარე და ათასფრად მოკიაფე ვარსკვლავები უნათებდათ...ისინი, მათი ბედნიერების გამზიარებლები იყვნენ...მათი ,,ჩუმი’’ სიყვარულის თანაზიარნი...
მალე, მეას სახლთან მივიდნენ და გირგიმ ჩუმად ჩასჩურჩულა მას:
-გმადლობ
-რისთვის?
-ამ მშვენირი საღამოსთვის...არასდროს დამავიწყდება...
-არც მე...-გაიღიმე მეამ-დროა სახლში შევიდე...
-კარგი, დროებით...-ეს მხოლოდ ხმამაღლა თქვა, გულში კი - ერთი სიტყვაც დაამატა, რომელიც ყველა დანარჩენ თქმულზე მეტად სწვავდა, როგორც მის სულს, ასევე გულსაც...
გიორგი დაიხარა და ნაზად შეეხო ლოყაზე...მეამ გაუღიმა და შებრუნდა, სახლში შესვლა დააპირა...მაგრამ, რამდენიმე წამში, ისევ შემობრუნდა და, გიორგის თბილად ჩაეხუტა...მანაც გულში ჩაიკრა...მეას არ შეუმჩნევია, როგორ ჩამოგორდა, ამ დროს, გიორგის ლოყაზე ერთი მოღალატ
ე ცრემლი.



♫_Ani_♫თარიღი: სამშაბათი, 2012-06-19, 9:02 PM | შეტყობინება # 142

225
6  +
16  ±
   ±
Offline
ავვ!საყვარლად წერ!თან უმაგრესი გემოვნება აქვს! ჩემი ხათრით nirvanaდა radiohead-იც ჩართე რა მოთხრობაში happy tongue biggrin


Mari_Amiთარიღი: სამშაბათი, 2012-06-19, 9:06 PM | შეტყობინება # 143

436
7  +
9  ±
   ±
Offline
vaiih ra kargii iyo, bolos guli amichuyda , saocri wyvili iqnebian **

DreaMyთარიღი: სამშაბათი, 2012-06-19, 9:15 PM | შეტყობინება # 144
3> HeadLess HorseMan <3
700
31  +
93  ±
   ±
Offline
ar vkitxulob, magram tavebs gadavxede. unda vagiaro, rom vamayob shenit biggrin : mdzimeebi da sasveni nishnebi kargad gaqvs dasmuli, sworad.

DreaMyთარიღი: სამშაბათი, 2012-06-19, 9:18 PM | შეტყობინება # 145
3> HeadLess HorseMan <3
700
31  +
93  ±
   ±
Offline
magram chemsavit zogan bevri mdzime mogdis. mec miyavrs mdzimeebi. miyvars azrebis mkvetrad gancalkeveba erturtisgan.

♥vampiressa♥თარიღი: სამშაბათი, 2012-06-19, 9:35 PM | შეტყობინება # 146
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
vaimeee davdnii, ra tbili da tkbili tavi iyoooo happy happy happy happy happy


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

Sallomeთარიღი: სამშაბათი, 2012-06-19, 9:42 PM | შეტყობინება # 147

76
4  +
6  ±
   ±
Offline
♫_Ani_♫, -aucileblad chavrtav... madloba didi:) smile :)
Mari_Ami, - happy ^_^
DreaMy, - madloba...ise, sasveni nishnebi chemi ,,susti wertilia''.....yoveltvis zedmeti momdis... biggrin :D
♥vampiressa♥, - happy ^_^ happy




შეტყობინება შეასწორა Sallome - სამშაბათი, 2012-06-19, 11:51 PM

♫_Ani_♫თარიღი: ოთხშაბათი, 2012-06-20, 8:48 PM | შეტყობინება # 148

225
6  +
16  ±
   ±
Offline
შშემდეგი?


♫_Ani_♫თარიღი: ოთხშაბათი, 2012-06-20, 8:49 PM | შეტყობინება # 149

225
6  +
16  ±
   ±
Offline
Quote (Sallome)
ise, sasveni nishnebi chemi ,,susti wertilia''.....yoveltvis zedmeti momdis... biggrin

ისევ ეგრე ჯობია,თორემ მე ძირითადად არ ვწერ.ნუ,ფურცელზე არ მაქვს საუბარი,რვეულში წერისას ყოველთვის საჭირო ნიშნებს ვსვამ და კლავიატურაზე მეზარება :დ



Sallomeთარიღი: ოთხშაბათი, 2012-06-20, 9:01 PM | შეტყობინება # 150

76
4  +
6  ±
   ±
Offline
* * *

-მარი, მარი გაიღვიძე...გეყოფა ამდენი ძილი, დროზე ადექი - გასძახოდა მეა და დეიდაშვილის გამოფხიზლებას ცდილობდა - ხომ გახსოვს, საღამოს მიდიხარ, ამიტომაც ეს დღე სულ ერთად უნდა გავატაროთ. ადექი, გარეთ გავიდეთ და გავისეირნოთ.
-ხო, კარგი, კარგი...ვდგები...მაცადე-უპასუხა მარიმ ნამძინარევი ხმით და წამოდგომას შეეცადა - სააბაზანოში გავალ, ცივ შხაპს მივიღებ, იქნებ ძილ-ბურანს თავი დავაღწი.

როდესაც მაკო სააბაზანოდან გამოვიდა დაინახა, რომ მეა იქვე სავარძელზე იჯდა და რაღაც ჟურნალს ათვალიერებდა:
-როგორც იქნა...დავიღალე ლოდინით-მობეზრებული ხმით უთხრა მეამ მაკოს.
-მეა, მინდა დაგელაპარაკო...-მოულოდნელად წამოიწყო მაკომ.
-რაზე? რამე სერიოზულია? გისმენ- დაინტერესდა მეაც.
-მე...შენზე ძალიან ვღელავ. ისეთი გახარებული ხარ, თვალები ისე გიბრწყინავს...მეშინია რამე ცუდი არ მოხდეს...უბრალოდ...არ იფიქრო, რომ შენი შეშინება მინდა, მაგრამ...მაგ ბიჭს ასეც ნუ ენდობი, კარგი? - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა.
-რა? მეგონა რამეს მირჩევდი..შენ კი...გამაგიჟებ რა...კი, ბედნიერი ვარ, გახარებული და იმედებით სავსე...ცხოვრებაში პირველად ვარ კმაყოფილი...საკუთარ თავს ვეღარ ვცნობ, გესმის?
-მესმის...და სწორედ მაგის მეშინია-საწოლზე ჩამოჯდა მარი და ახსანა განაგრძო - მიყვარხარ, გაიგე და არ მინდა ვინმემ გაწყენინოს...ვფიქრობ, ეგ ბიჭი სანდო არ არის...ამდენი ხანია გიცნობს, რაღა მაინც და მაინც ახლა გამოისხა ანგელოზის ფრთები...მინდოდა ეს შენთვის გუშინვე მეთქვა, მაგრამ ვიფიქრე, ბედნიერი წუთების ჩაშხამება არ ღირდა.
-მაკო, ვიცი მაგას რატომაც მეუბნები...მჯერა, რომ ჩემზე გული შეგტკივა, მაგრამ დამერწმუნე, გიორგი მართლა არაჩვეულებრივი ადამიანია, ვხვდები, რომ ჩემს მიმართ რაღაცას გრძნობს...დარწმუნებული ვარ გულს არ მატკენს - თბილად თქვა მეამ თავისი სათქმელი.
-ასეთი რომანტიკოსი ნუ იქნები! ძალიან მიამიტი ხარ და ამიტომაც ვღელავ...ვიცი, უდროო დროს წამოვიწყე საუბარი, მაგრამ დღეს მივდივარ და მინდა ჩემი, როგორც მეგობრის რჩევა მიიღო და დაფიქრდე...შენ არასდროს არავისთან გქონია ურთიერთობა. ეგ იდიოტი კი, დიდი ხანია გიყვარს, ხომ ასეა? რატომ აქმდე არ გამოიჩინა ინიციატივა? ახლა დააინტერესე? - ეკითხებოდა მარი.
-მაგ კითხვებზე პასუხი არ მაქვს. ეს შენც იცი...მაგრამ, დარწმუნებული ვარ დრო მოიტანს მათზე პასუხს. აი, ნახავ ყველაფერი კარგად იქნება- არწმუნებდა მეა მაკოს.
-მე მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია - ფრთხილად იყავი. არავის მისცე უფლება გული გატკინოს. ხომ იცი, სულიერი ჭრილობები ძნელად ინკურნება, ანდა საერთოდ არ შუშდება.- ეს თქვა, ცრემლები მოიწმინდა და განაგრძო -იცი, რომ ჩამოვედი და ასეთი ბედნერი დაგინახე ძალიან გამიხარდა...ვიფიქრე, ეს მხოლოდ გატაცება იქნებოდა, მაგრამ შევცდი...შენ მართლა გიყვარს და მეც ეს მაშინებს...სულ რამდენიმე დღეა შენთან ვარ და ამას უკვე მივხვდი...მიუხედავად იმისა, რომ გიორგის არ ვიცნობ, მასზე ცუდი შთაბეჭდილებები მრჩება...არ ვიცი, რატომ, მაგრამ მისდამი უარყოფითად განვეწყვე...არ მინდა მის გამო შენს ბრწყინვალე მომავალზე თქვა უარი...- თავისი სათქმელი დაამთავრა მარიმ.
-ახლა ვხვდები, რასაც გულისხმობ...გასაგებია...შენ იმ იდეით ხარ შეპყრობილი, რომ ინგლისში უნდა წავიდე-დამცინავად წარმოთქვა მეამ-მაგრამ ცდები...გადაწყვეტილება მივიღე, არსად წასვლას არ ვაპირებ. მე აქ ვრჩები.
-მეც სწორედ ეგ ვივარაუდე...ვიცოდი, რომ მის გამო იტყოდი უარს...-სევდიანად თქვა მარიმ.
-მისმინე, მაკო...უკვე დიდი ვარ და შემიძლია გადაწყვეტილებები ჩემით მივიღო. გიორგი არაფერ შუაშია, უბრალოდ აქაურობის დატოვება არ მინდა, უცხო გარემოს, უცნობ ხალხს ვერ შევეგუები.
-იტყუები...იდიოტი კი არ ვარ, რომ დაგიჯრო...უბრალოდ, მისი დატოვება არ შეგიძლია...-დამცინავად წარმოთქვა - ნეტავ ის როგორ მოიქცეოდა შენ ადგილას რომ ყოფილიყო...საინტერესოა.
-მარი, გთხოვ...შენთან ჩხუბი არ მინდა.
-მე მხოლოდ გაფრთხილებ, მეა... ოცნების კოშკები არ ააგო, შენთვისვე აჯობებს...ცხოვრება არც ასეთი მარტივია.
-გავიგე, მარი...ამდენჯერ გამეორება საჭირო აღარ არის...გპირდები, შენს რჩევებს გავითვალისწინებ - დაწყნარებას ცდილობდა მეა.
-იმედი მაქვს. ამდენჯერ იმიტომ გიმეორებ, რომ რაღაც მაინც შეუშვა თავში. ვიცი, ახლა ფიქრობ, ალბათ, ამას თავი დედაჩემი ჰგონია, ამდენის უფლებას რომ აძლევს თავსო, მაგრამ...იცოდე, რომ მიყვარხარ და შენთვის მხოლოდ საუკეთესო მინდა. მერჩივნა პირდაპირი ვყოფილიყავი...არ გეწყნყონოს...გთხოვ... - ნაღვლიანი მზერა შეავლო მეას.
-არ მწყინს, პირიქით, ვიცი, რომ ჩემზე ნერვიულობ და ასე ამიტომაც იქცევი...მეც მიყვარხარ, მაარ...ერთადერთი ადამიანი ხარ, ვისაც 100%-ით ვენდობი...-თბილად უთხრა მეამ დეიდაშვილს - გმადლობ. ოღონდ, გთხოვ რა...გიორგიზე ასეთი ცუდი წარმოდგენა ნუ გაქვს...უფრო დიდხანს რომ რჩებოდე, გაგაცნობდი და შენთვითონ ნახავდი, როგორი კარგია.
-სამუდამოდ ხომ არ მივდივარ...კიდევ ჩამოვალ...შენ კი დამპირდი, რომ რაც ჩემს არყოფნაში აქ მოხდება ყველაფერს დაწვრილებით მომიყვები ხოლმე...- გაიღიმა მარიმ.
-გპირდები, ჩემო ლამაზო....კმარა ამდენი ცრემლი, ჩაიცვი და წავიდეთ...გასეირნება არცერთს არ გვაწვენს- ცრემლები შეიმშრალა მეამაც და დეიდაშვილს გ
ადაეხვია.


ძებნა: