მარადისობა-ეს მხოლოდ დასაწყისია...
|
|
RoB-dOd | თარიღი: კვირა, 2012-06-10, 0:09 AM | შეტყობინება # 16 |
572
Offline
| Sallome, ვოვ!!!რა ძალიან მაგარი ფიკია. მომეწონა ძალია.მართლა მაგრად წერ,სუფთად და საკაიფოდ)) აუ მიყვარს ესეთები^__^ გაღიარებ.მაგარი ხარ))
I Hate This FuCkinG Life <3
| |
|
|
|
|
|
|
Sallome | თარიღი: კვირა, 2012-06-10, 3:12 PM | შეტყობინება # 21 |
76
Offline
| (მეა) დღეს ორშაბათია, დღე რომელიც ყველაზე ,,მძიმეა’’ ჩემთვის. გუშინ გვიან ჩამეძინა და მეგონა დილით გაღვიძება გამიძნელდებოდა, მაგრამ დღეს, დანარჩენი დღეებისგან განსხვავებით, მაღვიძარას დახმარების გარეშე გამოვფხიზლდი. მიუხედავად იმისა, რომ თებერვალია და გუშინ ღამე თოვდა კიდეც, დღეს მზე აქა-იქ მაინც აწვდენდა სხივებს...ეს უკვე მომწონდა, რადგან მიმაჩნია, რომ ამინდი მნიშვნელოვნად მოქმედებს ადამიანის გუნება-განწყობილებაზე. მზის ,,გაყინულმა’’ სხივებმა თავისი ეფექტი მოახდინა. სკოლაში ადრე მომიწია წასვლა. როცა დერეფანს დავუყევი და კლასში შესვლა დავაპირე, იქიდან მუსიკის ხმა შემომესმა. აშკარად ვიღაც უკრავდა გიტარაზე. ჰარმონიული მელოდიის გაგონებისთანავე, მიუხედავად იმისა, რომ სიმღერის ტექსტი არ გამირჩევია, გული შემიღონდა. ჟრუანტელმა დამიარა, ადგილზე გავიყინე და მგონი, სუნთქვაც შევწყვიტე. იცით, ეს რატომ დამემართა? ალბათ, უკვე მიხვდით რაშია საქმე...ხო, ასეა? კი, ნამდვილად გამოიცანით. ეს, ის ადამიანი უკრავდა, რომლისთვისაც მე არაფერს ვნიშნავდი, მაგრამ ის ჩემთვის უმნიშვნელოვანესი იყო. ამ რამდენიმე წამის განმავლობაში, თავში უამრავმა ფიქრმა გამიელვა. უეცრად გონს მოვეგე და საკლასო ოთახში შევაბიჯე. ჩემი ვარაუდი გამართლდა. კლასში რამდენიმე ბიჭი შეგროვილიყო. მათ შორის ერთ-ერთს გამოარჩევდით გიტარით ხელში. ის მთელი მონდომებით, სულით და გულით მღეროდა Pink Floyd-ის, ჩემთვის უსაყვარლეს სიმღერას, -wish you were here. * * * მეა კლასში შევიდა. როგროც ყოველთვის სახეზე მშვიდი ემოცია შეჰყინვოდა. ეს იმიტომ, რომ გრძნობების კონტროლი ყოველთვის ეხერხებოდა, მაგრამ მისი გული სულ სხვა რამეს ამბობდა. ეს უკანასკნელი საშინლად აჩქარებულიყო და თავისი კუთვნილი ადგილიდან ამოვარდნილიყო. ეს ორგანო უამრავ ტკივილს და სიხარულს იტევდა. ტკივილს იმიტომ, რომ მეამ კარგად იცოდა, გიორგის ვერასდროს მოხიბლავდა. ეს ბიჭი ძალიან კრეატიული გახლდათ. მისნაირ ერთფეროვან გოგონაზე არასდროს იფიქრებდა. ხოლო სიხარულს იმიტომ, რომ მის სულში კრთოდა პაწაწინა ნაპერწკალი, რომელსაც სჯეროდა ,,სასწაულების’’, ხომ იცით, იმედი ბოლოს კვდება, უფრო სწორად, არასდროს კვდება. მეა საკუთარ თავს მუდამ აკრიტიკებდა და მკაცრად აფასებდა, სულ არ ფიქრობდა იმაზე, რომ ის ულამაზესი თინეიჯერი გოგონა იყო და გარშემომყოფების დაინტერესება შეეძლო. ალბათ, ეს იმიტომ რომ სხვების ყურადღებას არასდროს გრძნობდა. იქნებ, ეს მხოლოდ მისი ,,არისტოკრატიული იმიჯის’’ დამსახურება იყო. საკუთარი თავისთვის მეტი თავისუფლების და სილაღის უფლება რომ მიეცა, იქნებ ყველაფერი გამოსწორებულიყო? მაგრამ არა...ის ისეთი უნდა ყოფილიყო, როგორიც დაიბადა. მეა არ გავდა რიგით მეტიჩარას...ის განსხვავებული იყო...შეიძლება ამას თვითონ ნაკლად თვლიდა, მაგრამ ეს ასე არ იყო... როცა ხარ განსხვავებული, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცუდი ხარ, პირიქით ასეთი ადამიანები უფრო საინტერესოები არიან და თავისთავად ყველასგან გამორჩეულებიც.
| |
|
|
elle:Xx | თარიღი: კვირა, 2012-06-10, 3:41 PM | შეტყობინება # 22 |
<< The End Begins, Nowhere Is Safe >>
505
Offline
| | |
|
|
elle:Xx | თარიღი: კვირა, 2012-06-10, 4:03 PM | შეტყობინება # 23 |
<< The End Begins, Nowhere Is Safe >>
505
Offline
| Sallome, dzalian kargi iyoo, momewona, rogorc agnishens martla suftad wer,, dzalian maintersebs da aucileblad gavagrdzeleb kitxvas, warmatebas gisurveb, chemo kargo
| |
|
|
Mari_Ami | თარიღი: კვირა, 2012-06-10, 4:17 PM | შეტყობინება # 24 |
436
Offline
| uhuu ..gogos bichi moswons da bichi verc ki amchnevs :)) sinamdvileshic zogjer ase xdeba . ^__^
| |
|
|
|
ni[n]in | თარიღი: კვირა, 2012-06-10, 5:34 PM | შეტყობინება # 26 |
47
Offline
| Mar_Ie, RoB-dOd, Crazy, ♥vampiressa♥, elle:Xx, ra iyo jer xo ar dauwyia??
| |
|
|
ni[n]in | თარიღი: კვირა, 2012-06-10, 5:36 PM | შეტყობინება # 27 |
47
Offline
| iise dasawyisi kai iyo,xarvezebi umnishvnelo magram mainc tvalshi sacemi da shemdegshi ufro vrceli tavebi dadee ^
| |
|
|
Mari_Ami | თარიღი: კვირა, 2012-06-10, 5:38 PM | შეტყობინება # 28 |
436
Offline
| ni[n]in, daiwyo sixarulo tan dzalian kargadac da rom vaqbt tvalshi eklad ar gagechxiros :))
| |
|
|
ni[n]in | თარიღი: კვირა, 2012-06-10, 5:40 PM | შეტყობინება # 29 |
47
Offline
| Mar_Ie, egga maklia ra da saertod me chemi azri gamovtqvi da sachiro araa amyve gogoni jobia gaa..xvide ;/
| |
|
|
Mari_Ami | თარიღი: კვირა, 2012-06-10, 5:42 PM | შეტყობინება # 30 |
436
Offline
| ohh kargi ra shens xasiatze nagdad ar var, aii bolo sityvam gansakutrebit chamafiqra da jobia tavazianad moikce ))
| |
|
|