მარადისობა-ეს მხოლოდ დასაწყისია...
|
|
|
|
Sallome | თარიღი: ორშაბათი, 2012-06-11, 4:20 PM | შეტყობინება # 63 |
76
Offline
| * * * იმ დღევანდელმა ორშაბათმა მეას ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა. მას შემდეგ გიორგი უფრო დაუახლოვდა. ნუთუ, ეს მხოლოდ ფიზიკის ტესტის დაწერაში დახმარების გამო მოხდა? არა, რა თქმა უნდა. საქმე სხვანაირად გახლდათ. ეს ყველაფერი ,,ვიღაცის’’ გეგმის ნაწილი იყო. გაინტერესებთ, რაში გამოიხატებოდა ეს სიახლოვე? შესვენებებზე ისინი ხშირად საუბრობდნენ სხვადასხვა საკითხთან დაკავშრებით. გიორგი მისდამი აშკარად თბილად იყო განწყობილი. მეასაც ეს უნდოდა. მეტს მაინც არაფერს მოელოდა, მასთან მეგობრობის გარდა. მეა ბევრს ფიქრობდა, თუ რატომ შეიცვალა ასე მოულოდნელად გიორგი, მაგრამ პასუხს ვერ პოულობდა. მისი უნებლიე გარდაქმნა ცოტა უცნაური ჩანდა. ამ უაზრო ფიქრებს დღეებიც შეუსვენებლად მიჰყვებიდა...ისინი არ ჩერდებოდნენ და მუდამ ერთნაირი კანონზომიერებით მიიწევდნენ წინ. გაილია ზამთარი...თეთრი, უგრძნობი და მარტოსული... და დადგა გაზაფხული...მეა ახლა უკვე იმას ცდილობდა, ამ წელიწადის დროსთან ეპოვა საერთო...წლის ეს პერიოდი მის განწყობილებასაც ემთხვეოდა... გაზაფხული...ლამაზი, ანცი, მოუსვენარი...მიუხედავად იმისა, რომ მარტი იყო, მდელოებს უკვე დაჰფენოდა მწვანე, ხასხასა ბალახი...აქა-იქ თუ ნახავდით პატარა თოვლიან გორას... დილით, გაზაფხულის მატყუარა მზე აღვიძებდა მეას, ღამით კი - მისი ყოველი დღე კოკისპირული წვიმით გვირგვინდებოდა...ასე გდიოდა დრო... მეას სულში დიდი ცვლილება მოხდა...არ ვიცი, ეს სეზონური იყო და გაზაფზულმა მოიტანა, თუ ყველაფერი გიორგის დამსახურება იყო...მაგრამ ფაქტი ფაქტია და მას ვერსად გავექცევით, ის შეიცვალა. მოიშორა დინჯი, უემოცი ადამიანის ნიღაბი და ახლა მუდამ გაღიმებულს და სიცოცხლითსავსეს დაინახავდით. მის ირეალურ სამყაროშიც ყველაფერს შეეცვალა ადგილი, ყველგან ქაოსი სუფევდა. როცა გიორგის ხედავდა იბნეოდა, იღიმოდა და საუბრის დროს სიტყვებსაც ძლივს პოულობდა, უკვირდა, რატომ მოინდომა ამ ბიჭმა მასთან მეგბრობა, მაგრამ ამაზე პასუხი მას არ ჰქონდა...ეს ნორმალურიც იყო...
შეტყობინება შეასწორა Sallome - ორშაბათი, 2012-06-11, 4:39 PM | |
|
|
|
makie | თარიღი: ორშაბათი, 2012-06-11, 4:24 PM | შეტყობინება # 65 |
144
Offline
| | |
|
|
Mari_Ami | თარიღი: ორშაბათი, 2012-06-11, 4:30 PM | შეტყობინება # 66 |
436
Offline
| oo ukvee saechvoa ) )
| |
|
|
|
Sallome | თარიღი: ორშაბათი, 2012-06-11, 6:14 PM | შეტყობინება # 68 |
76
Offline
| (მეა) 17 მარტი. გაკვეთილი. ქართულის გაკვეთილი გვქონდა. დამრიგებელი აღმზრდელობით თემებზე გვესაუბრებოდა. ყველამ გამოვთქვით ჩვენი აზრი ზნეობასთან, ღირსებასთან დაკავშირებით. ასე იწურებოდა ბოლო გაკვეთილიც...მის გამოსვლამდე სულ რამდენიმე წუთი რჩებოდა, როცა მასწავლებელმა ახალი ამბავი გვამცნო. -ბავშვებო, თქვენთვის ერთი, ახალი, სასიამოვნო ამბავი მაქვს. წელს, გამოცდები ივნისის ბოლოს აღარ გექნებათ. 15 მაისს სკოლა გრანდიოზულ წვეულებას მართავს, სადაც ყველა უფროსკლასელს შეეძლება დასწრება. ალბათ, მას კარნავალის სახე ექნება, ეს ჯერ-ჯერობით არ არის ჩემთვის ცნობილი, მაგას მოგვიანებით შეგატყობინებთ. რას იტყვით, როგორი იდეაა?- მხიარულად იკითხა მან. ამ კითხვას უამრავი შეძახილი მოჰყვა, აშკარა იყო, ყველას ძალიან გაუხარდა მისი გაგება. მასწავლებელმა ისინი ძლივს დაამშვიდა და მალევე სიჩუმე ჩამოვარდა. სიწყნარე, როგორც ყოველთვის მე დავარღვიე და ვიკითხე: -უკაცრავად, მასწ, მაგრამ ამ ამბავს გამოცდებთან რა კავშრი აქვს? -უი, ეგ სულ დამავიწყდა, კიდევ კარგი შემახსენე.გამოცდები 1 ივნისს დაიწყება და ამ თვის შუა რიცხვებამდე გასტანს. კარნავალის შემდეგ 2 კვირიანი არდადეგები გექნებათ, ამ დროის მანძილზე გამოცდებისთვის მომზადებას შეძლებთ, კარგად უნდა იმეცადინოთ, კვლავ უკვე მეთორმეტე კლასის მოსწავლეები იქნებით .- სევდიანად თქვა მასწავლებელმა, თითქოს ნანობდა, ამდენი დროის თვალის დახამხამებაში განლევას. ამ დროს ზარი დაირეკა და საკლასო ოთახი დაცარიელდა. მასწავლებელმა ჩუმი, მშვიდი, სევდანარევი ხმით მოგვაძახა, აბა, თქვენ იცით, ბავშვებოო, შემდეგ სკამზე ჩამოჯდა და მოგონებებში ჩაიძირა.
შეტყობინება შეასწორა Sallome - ორშაბათი, 2012-06-11, 6:15 PM | |
|
|
Sallome | თარიღი: ორშაბათი, 2012-06-11, 6:15 PM | შეტყობინება # 69 |
76
Offline
| ai, dapirebuli axali tavic..:)) imedia dagainteresebt..:))
შეტყობინება შეასწორა Sallome - ორშაბათი, 2012-06-11, 6:16 PM | |
|
|
|
|
|
|
Sallome | თარიღი: ორშაბათი, 2012-06-11, 9:03 PM | შეტყობინება # 74 |
76
Offline
| * * * შაბათი დღე იყო. მეას მშობლები შინ არ იყვნენ, ამიტომაც მთელი სახლი მეას განკარგულებაში იყო. მუსიკა მაღალ ხმაზე ჩაერთო, თან კომპიუტერს მისჯდომოდა. მოულოდნელად კარზე ზარის ხმა გაისმა, მეას გაუკვირდა, იცოდა, რომ დედ-მამა ასე მალე არ დაბრუნდებოდა, სკამიდან ზანტად წამოდგა და კარისკენ გაემართა. როცა გააღო, გაოცებისგან ლამის ენა ჩაუვარდა. მის პირდაპირ დაბნეულად იდგა გიორგი და მორცხვად იღიმოდა. მან არ დააყოვნა და მეას მიესალმა: -პრივეტ, მეა. როგორ ხარ? ვიცოდი, რომ დღეს მთელი დღე შინ იქნებოდი და ამიტომ შემოგიარე, თან შენთვის რაღაცის თხოვნაც მინდოდა და... _ კარგი, შემოდი, გარეთ ნუ დგახარ-უპასუხა მეამ, ამის მეტი ვერაფერი მოიფიქრა. -გმადლობ. ბავშვები სავარძელზე ჩამოსხდნენ. და მეამ გიორგის მოსვლის მიზეზი ჰკითხა: -კარგი, ახლა გისმენ. აბა, რისი თხოვნა გინდოდა? - მოკლედ, ორი რამ მინდა გთხოვო. იმედი მაქვს დამთანხმდები. ხომ, იცი, სკოლაში კარნავალი რომ ტარდება, მინდა რომ იქ ჩემთან ერთად წამოხვიდე, რას იტყვი? -მმ..არ ველოდი, სიმართლე გითხრა, თუმცა რატომაც არა, თანახმა ვარ-ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ მისგან ასეთ შემოთავაზებას მიიღებდა, ბევრი აღარ უფიქრია, ისე მიიღო გადაწყვეტილება. - ოჰ, ცოტა გულზე მომეშვა, ახლა მეორე, როგორც ვხედავ თავისუფალი ხარ, რას იტყვი, ხომ არ გავისეირნოთ? ცოტას გავერთობით-მორიდებით იკითხა, თითქმის დარწმუნებული იყო, რომ უარს მიიღებდა. -ახლა? მართალია, თავისუფალი ვარ. ცოტა ხანს დამელოდე და წავიდეთ, კარგი? - ხო, რა თქმა უნდა.
მეა თავის საძინებელში ავიდა, სარკესთან მიირბინა და მეორე ,,მეს’’ გამოეხმაურა. -ვერა, ვერ შევძელი უარის თქმა, ან რატომ უნდა მეთქვა, ბედნიერებაზე უარი რატომ უნდა ვთქვა? არა, ვიცი, რომ სულელურად ვიქცევი, მაგრამ...მესმის, რომ ძალიან შევიცვალე, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. ეს თქვა და ტანსაცმლის არჩევა დაიწყო. აქამდე არასდროს უფიქრია იმაზე, ლამაზად ჩაიცვამდა თუ არა, მისთვის მთავარი იყო კომპორტულად ეგრძნო თავი, ახლა კი... ბევრი იფიქრა და არჩევანი შავ, მუხლამდე ქვედასა და მუქ ლურჯ ზედაზე შეაჩერა. გრძელი, ღია წაბლისფერი თმა გაიშალა და ქვემოთ ჩავიდა. მის დანახვაზე გიორგიმ პირი დააღო. მეა მართლაც ულამაზესი იყო. ამიტომ კომპლიმენტმაც არ დააყოვნა: - მშვენივრად გამოიყურები, მეა..-მისი მშვენიერებით მონუსხულმა გიორგიმ, მეტი ვერაფერი თქვა. - გმადლობ-გაიღიმა მეამ. კომპიუტერი გამორთო, ტელეფონი და გასაღები მოიმარჯვა და გიორგისთან ერთად გარეთ გავიდა. კარგი ამინდი იყო. მზე უხვად ჰფენდა დედემიწას მცხუნვარე სხივებს. სითბო და ხალისი არ ენანებოდა ხალხისთვის. რამდენიმე საათის განმავლობაში მშვიდად სეირნობდა წყვილი ქუჩაში. ორი უბედნიერესი ადამიანი, რომელიც ერთმანეთის უკეთ გაცნობას ცდილობდა. ცხოვრებით ტკბებოდა და ათასგვარ რამეზე საუბრობდა. მეას არც კი სჯეროდა ეს რეალობა თუ იყო, ცხოვრებისგან ასეთ საჩუქარს მართლა არ ელოდა. სეირნობით, რომ დაიქანცნენ კაფეში შეიარეს.წვენი და ნამცხვარი შეუკვეთეს და საუბარი განაგრძეს: - ლამაზი თვალები გაქვს-მოულოდნელად შენიშნა გიორგიმ-თითქოს ისინი უფრო მეტს ყვებიან შენზე, ვიდრე თავად შენ. როცა ვუყურებ,მგონია, რომ უსასრულონაში ვიძირები. საოცარია... - ნეტავ, ისეთი რა გითხრეს ჩემმა თვალებმა, რაც მეთვითონ არ მითქვამს შენთვის?-დაიბნა მეაც. - ბევრი რამ, თუნდაც შენი ხასიათის შესახებ. იცი, ძალიან საინტერესო ადამიანი ხარ. ცოტა უცნაურიც-მორიდებით დაამატა გიორგიმ. - და, ეს ცუდია?-ცნობისმოყვარეობა ვერ დამალა მეამ. - რა თქმა უნდა, არა! სწორედ ეს მომწონს შენში, სხვებს არ გავხარ, გამორჩეული ადამიანი ხარ- გულწრფელად თქვა გიორგიმ. მეას აღარაფერი უთქვამს, უბრალოდ, უხერხულად შეიშმუშნა. სიჩუმე ჩამოწვა, თუმცა ის მალევე დაარღვია მეამ. -მგონი წასვლის დროა, არა? გასეირნება დიდხანს გაგვიგრძელდა. -თუ შენ გინდა წავიდეთ, პრობლემა არ არის -უპასუხა გიორგიმ და ფულის გადასახდელად წავიდა. მეა წამოდგა და წასასვლელად მოემზადა. დაახლოებით ნახევარ საათში უკვე მეას სახლთან იყვნენ. გიორგი თბილად დაემშვიდობა მეგობარს: -კარგი, დროებით...ორშაბათს შევხვდებით...შენთან ერთად სასიამოვნო დრო გავატარე. -ნახვამდის, თუმცა არა მგონია ორშაბათს სკოლაში მოსვლა შევძლო, ქალაქგარეთ მივდივარ-დაუფიქრებლად მოიტყუა და ტუჩზე იკბინა. -კარგი, მაშინ სამშაბათამდე-გაიღიმა გიორგიმ. მეამ მას სიტყვის დამთავრებაც არ აცალა,შეტრიალდა და მშვიდად შეაბიჯა სახლში.
| |
|
|
|