მარადისობა-ეს მხოლოდ დასაწყისია...
|
|
|
Sallome | თარიღი: ოთხშაბათი, 2012-06-27, 7:37 PM | შეტყობინება # 167 |
76
Offline
| * * * დღეს პარასკევი იყო, ბავშვებს ბოლო გაკვეთილად ფიზკულტურა ჰქონდათ, ამიტომაც სპორტულ დარბაზში უნდა გასულიყვნენ, მიუხედავად იმისა, რომ არასდროს ვარჯიშობდნენ, გაკვეთილზე დასწრება მაინც სავალდებულო იყო. - 5 წუთი და ზარიც დაირეკება - დაღლილი ხმით ჩაილაპარაკლა გიორგიმ. - კარგია...მე ნუ დამელოდები, ბიბლიოთეკაში უნდა გავიდე...დარბაზში წადი - ჩურჩულით უპასუხა მეამ. - გასაგებია- ღიმილით თქვა გიორგიმ. მალე გაკვეთილი გამოვიდა და ოთახი დაცარიელდა, მეა ბიბლიოთეკისკენ გაემართა, წიგნის დაბრუნება უნდოდა. ასეც მოიქცა, თუმცა სანამ ფიზკულტურაზე წავიდოდა, კლასში გადაწყვიტა შევლა, ქურთუკის ასაღებად, მაგრამ...რატომღაც, კარი ღია იყო, იქიდან კი გიორგის და ნიკას ხმამაღალი საუბარი ისმოდა...მეას მათი მოსმენა სულაც არ სურდა, თუმცა... გაიგონა, გაიგონა, რაზეც ლაპარაკობდნენ...მაგრამ, ნეტავ არ გაეგო...თქვენც გაინტერესებს რაზე საუბრობდნენ ისინი? ალბათ, მიხვდით კიდეც, მაგრამ მოდი ვარაუდი გადავამოწმოთ: - გიო, ერთი კვირაღა დარჩა და შენც აღარ მოგიწევს ამ სულელური თამაშის გაგრძელება...აუ, რას ვიღადავებთ, ძმაო...-გაოცებით ლაპარაკობდა ნიკა. - ჰო, აბა, რა...ერთი კვირაც და ყველაფერი დამთავრდება...-ნაწყენი ხმით თქვა გორგიმ, თითქოს უკვე შეგუებული იყო მოსალოდნელ შედეგებს. - რა იყო, ძმაო, რა სახე ჩამოგტირის? ასე როდემდე უნდა იყი...კაი ხანია ვეღარ გცნობ, ხო იცი...-გაკვირვებას ვერ მალავდა. - კაი, რა..ყველაფერი რიგზეა..უბრალო, ერთი სული მაქ როდის ჩამთავრდება ეს სულელური წვეულება...უკვე მომბეზრდა რა...უკეთესი ხომ არ იქნება, რომ ამ დებილურ თამაშს თავი დავანებოთ, ჰა?-შეაპარა ნიკას. - კაი, რა..ხომ არ გაუბერე, ბიჭო...რა ვიცი, თავიდან კი მოგეწონა..კაი იდეააო და რამე...რა ფეხს ითრევ, რა არი..ყველაფერი კარგად გამოგდის...დარწმუნებული ვარ მეა ვერაფერს ვერ იეჭვებს, ვიცი, ჰგონია, რომ მართლა გევასება - დაასკვნა ნიკამ. - მორჩი რა..მოდი, შევეშვათ, მაგ იდიოტობას, რა... - არა, არა და არა...ბოლომდე უნდა მივიყვანოთ დაწყებული...ნუ შეჭამე ნერვები...თუ, ეგ გოგო მართლა მოგწონს, ჰა? მიდი, დაფქვი დროზე, რას მიმალავ? - მოკეტე და წავიდეთ, დაიწყებოდა უკვე გაკვეთილი - დასძინა გიორგიმ - მე ისე, უბრალოდ გითხარი, შევეშვათ-მეთქი, თორე, მომწონს არა ის...-დანანებით ჩაილაპარაკა გიორგიმ, ჩანთა აიღო და ნიკას დაელოდა. ამ დროს კი...მეა ცუდად იყო...აჩქარებული ნაბიჯით გაუყვა დერეფანს...არ უნდოდა მას შეხვედროდა...მისი დანახვაც კი აღარ უნდოდა...გარეთ გავიდა...იქვე, სკამზე ჩამოჯდა, უაზროდ წამოსული ცრემლების ნაკადი შეიმშრალა, მუსიკა ჩართო და დაწყნარებას შეეცადა. -რატომ, რატომ მაინც და მაინც მე? რა დავაშავე? - საკუთარ თავს ეკითხებოდა მეა- ასე, რატომ მომექცა. არადა, არადა...მართლა მეგონა, რომ...რა სულელი ვარ, ნამდვილი იდიოტი...ოდესმე ინანებს, ინანებს, რომ ასეთ დღეში ჩამაგდო...რა უნდოდა, წვეულების დროს ყველას დასაცინი გავმხდარიყავი? ნეტავ, თვითონ არ შერცხვებოდა, ყველას თვალწინ რომ დამამცირებდა?.. მეა გაცხარებული იყო, უნდოდა გიორგისთან მისულიყო და ყველაფერი ეთქვა. ეთქვა, რომ...ან რა უნდა მიეხალა პირში? ის, რომ ეზიზღებოდა? ეს ხომ სიცრუე იყო...საკუთარ თავზე ბრაზობდა...თვითონ იყო დამნაშავე, მას რომ დაუახლოვდა...ახლა, გული უფრო მეტად ტკიოდა...სული სევდით და ნაღველით ევსებოდა...ახლა სჭირდებოდა მისი აქ ყოფნა...ახლაც კი უნდოდა ენახა... ჩახუტებოდა... მეა მზად იყო ყველაფერი უყოყმანოდ დაეჯერებინა გიორგისთვის, რაც მისი უპატიებელი საქციელის გასამართლებლად იქნებოდა ნათქვამი, თუნდაც მისი ყოველი სიტყვა წინასწარ ყოფილიყო მოგონილი, თუკი მისი სიტყვები მეას დასამშვიდებლად იქნებოდა გამიზნული, მისი შერყეული რწმენის აღსადგენად, რადგან ყველაზე მეტად ახლა სჭირდებოდა მეას, რწმენაც და ამ რწმენის გამღვივებელიც. ტიროდა...ამ უარყოფითი ენერგიისა და ემოციებისგან გათავისურლებას ცდილობდა... სული ტკიოდა... -ღმერთო ჩემო, რა მგრძნობიარე ვარ...რა ემოციური...პატარა ბავშვივით ვიქცევი, საყვარელ სათამაშოს, ხელიდან რომ გამოწიწკნიან...-თავის თავს საყვედურობდა... ზარი დაირეკა...საათს დახედა, მას შემდეგ უკვე 45 წუთი გასულიყო...როგორც იქნა, ფიქრებიდან გამოერკვა...მუსიკა სულ გადავიწყებოდა...მელოდია ეცნაურა...Nirvana-ს სიმღერა იყო-,,The man who sold the world’’…სათაური რომ გაახსენდა, თავისთვის ჩაიღიმა და ჩაიბუტბუტა: - The man who sold my real feelings…მუსიკა გამორთო, ცრემლები მოიწმინდა, თავისი ნივთები აკრიფა, ზანტად წამოდგა და სახლისკენ გაეშურა.
შეტყობინება შეასწორა Sallome - პარასკევი, 2012-06-29, 2:03 AM | |
|
|
|
|
♫_Ani_♫ | თარიღი: ოთხშაბათი, 2012-06-27, 9:18 PM | შეტყობინება # 170 |
225
Offline
| | |
|
|
Mari_Ami | თარიღი: ოთხშაბათი, 2012-06-27, 10:39 PM | შეტყობინება # 171 |
436
Offline
| gios uyvars magram nikas ar umxels da mis dasawynareblad agdebulad ixseniebs,netavi icodes meam es ) )
| |
|
|
Sallome | თარიღი: შაბათი, 2012-06-30, 6:06 PM | შეტყობინება # 172 |
76
Offline
| * * *
საღამოს, მეას მობილური დიდხანს რეკავდა, მაგრამ მას არ უპასუხია. არ იცოდა გიორგისთვის რა ეთქვა...მასთან საბოლოოდ გაეწყვიტა ურთიერთობა, თუ... ბოლოს, ერთი იდეა მოუვიდა თავში. გადაწყვიტა, ყველაფერი ისე დაეტოვებინა, როგორც იყო. მისთვის არაფრის გამხელას არ აპირებდა...იქნებ, იქნებ გიორგი არაფერ შუაში იყო...ხომ შეიძლებოდა, რომ ახლა ყველაფერს ნანობდა, თავს დამნაშავდე თვლიდა...მეას იმედი არ ჰქონდა დაკარგული, იმედი იმისა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა...სჯეროდა, თითქოს, გრძნობდა კიდეც, რომ გიორგი მასთან ყოველთვის გულწრფელი იყო, არასდროს არ ტყუოდა...მეაც ამ გრძნობებს ეჭიდებოდა, მის გულს გონებასთან ომი ჰქონდა გამოცხადებული...უნდოდა, ძალიან უნდოდა, რომ წვეულებამდე ყველაფერი გაემხილა მისთვის გიორგის, ეთქვა, რომ ნანობდა და სისულელე ჩაიდინა და მეა...მეა აპატიებდა...წყენას გულში არ ჩაიდებდა და პირიქით, მისი მადლობელიც იქნებოდა, თუ გიორგისგან ნდობას, სითბოს იგრძნობდა...ერთი სიტყვა, მხოლოდ ერთი და ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდებოდა...მეა გულწრფელად აპატიებდა...მისგან მხოლოდ საიდუმლოს გამხელას ელოდა...კი, ნამდვილად ელოდა, თანაც დიდხანს... რას ფიქრობთ, გიორგი გაბედავდა? შეძლებდა ეთქვა იმ სულელური თამაშის შესახებ? მე ვფიქრობ, რომ - არა...იცით, რატომ? იმიტომ რომ, ჩვენ, ადამიანები უგუნურნი ვართ...როდესაც ბედნიერად ვგრძნობთ თავს და ცხოვრებით ვტკბებით, ჩვენთვის წარმოუდგენელი ხდება ის განსაცდელის დღეები, რომლებიც აქამდე გამოგვივლია... ასეთია ადამიანის გუნება...უკმაყოფილოა და დეპრესიით იტანჯება, ან ცხოვრებით ტკბება, განცხრომით თვითდაჯერებული. ძნელია, როცა კარგავ, მაგრამ ხანდახან აუცილებელიცაა, რაღაც დაკარგო, მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი გააცნობიერო, თუ რა კარგი ყოფილია ის შენთვის, როგორი საჭირო და აუცილებელი. გიორგი შეცდა...ღმერთო, რატომ მოიქცა ასე ლაჩრულად? რა იქნებოდა ეთქვა? პატიება ეთხოვა...მოებოდიშებინა...მაგრამ, არა... მისი განსჯის უფლება არ გვაქვს, ვინაიდან შესაძლებელია მის ადგილას ჩვენც ასე მოვქცეულიყავით... უბრალოდ, გულდასაწყვეტია, როცა ხედავ, როგორ უშვებს ადამიანი ხელიდან ბედნიერების შანსს...თუმცა, ჩვენ არაფერი შეგვიძლია, მათი ტკივილის გაზიარების გარდა...უმჯობესი იქნება, ,,გმირების’’ შეცდომები გავითვალისწინოთ და ჩვენ-ჩვენი ცხოვრება მაინც წარვმართოთ ტანჯვის გარეშე...იქნებ, მათ შეცდომებზე შევძლოთ სწავლა...რაც, ვფიქრობ ბევრს არ შეუძლია...სამწუხაროდ...
მეა კვირის ბოლომდე ელოდა გიორგისგან სიმართლის მოსმენას...მაგრამ ის არაფრის თქმას არ აპირებდა...ჩვეულებრივად იქცეოდა, თითქოს არც არაფერი ხდებოდა...მეა სევდიანი იყო...მან ხომ გულში შანსი მისცა გიორგის, რომელიც მან ვერ გამოიყენა...საწყენია...
* * *
დღეს წვეულება იმართებოდა...წვეულება, რომელზეც მეა და გიორგი ერთად უნდა წასულიყვნენ...მეა აპირებდა უარი ეთქვა მისთვის და სახლში დარჩენილიყო, რაიმეს მომიზეზებას ფიქრობდა, მაგრამ მარიმ გადააფიქრებინა...skype-ში რამდენიმე საათიანი საუბრის შემდეგ, როგორც იქნა, მაკომ დაარწმუნდა მხდალივით არ მოქცეულიყო და პირობა შეესრულებინა. მეა, დღეს, ამ საღამოს გეგმავდა გიორგისთვის ყველაფრის თქმას, თუმცა არ იცოდა ეს ,,ყველაფერი’’ რა იქნებოდა...თავისი გრძნობებეის შესახებ გაუმხელდა, თუ...თუ უბრალოდ მიახვედრებდა, რომ მის თამაშს აზრი აღარ ჰქონდა...იმიტომ რომ მათი განზრახვის შესახებ მეასთვის უკვე ცნობილი იყო... მე ვფიქრობ, რომ ორივე საკითხთან დააკავშირებით გაესაუბრებოდა გიორგის...თუნდაც ეს მათი ბოლო საუბარი ყოფილიყო...კი, შეიძლებოდა მეას აღსარება გიორგის მის საწინააღმდეგოდ გამოეყენებინა, ,,ღადაობისთვის’’ ახალი ფაქტების შესაგროვებლად...მაგრამ, ამას უკვე მეასთვის არავითარი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა...მისი გული ამდენს ვეღარ იტევდა, ამიტომაც სასწრაფოდ მისი განტვირთვა იყო საჭირო.
მეამ წვეულებისთვის, შავი, მუხლამდე კაბა შეარჩია, ამავე ფერის ფეხსაცმელიც მოირგო...აქსესუარები, ყელსაბამი და სამაჯური კი - თეთრი შეუსაბამა...ალბათ, მიხვდით შავი კაბა რატომაც შეარჩია...აჰა, სწორად ფიქრობ...ეს ფერი მის სულიერ განწყობას გამოხატავდა...შიშს, გაურკვევლობას, წუხილს... მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთა, თმა ლამაზად დაივარცხნა და გიორგის ზარს დაელოდა...რომელმაც, არ დააყოვნა და მალევე გაისმა.
-სრულყოფილი ხარ...-ასეთი იყო გიორგის შეფასება მისი დანახვისას. მეას არაფერი უპასუხია, მისი დანახვისას ადგილზე გაიყინა და რაღაც უცნაური იგრძნო...ეს, ალბათ, ზიზღის გრძნობა იყო, რომელიც წამირად გაუჩნდა და მალევე გაქრა, ვინაიდან, სხვა, უფრო მძლავრმა და სუფთა გრძნობებმა დაჩრდილეს... შემდეგ, ორივენი მანქანაში ჩასხდნენ და სკოლისკენ გაეშურნენ.
დარბაზი, რომელშიც წვეულება იმართებოდა ლამაზად იყო მორთული...ფერად-ფერადი ყვავილებით, ბუშტებით, ლენტებით, ნათურებით...როდესაც მეა და გიორგი მივიდნენ, დანარჩენები უკვე ცეკვავდნენ, მაგრამ მათი მისვლა არავის გამოპარვია...რამდენიმე წყვილმა თვალმა ერთდროულად აათვარიელ-ჩაათვარიელა წყვილი, რომელიც ერთ-ერთ თავისუფალ მაგიდას მიუსხდა.
რამდენიმე წუთის განმავლობაში მეა და გიორგი გაჩუმებულები შესცქეროდნენ ერთმანეთს, თითქოს ერთმანეთს აზრებს უცვლიდნენ, ან სასაუბროდ სიტყვები სულაც არ სჭირდებოდათ, ისედაც მშვენივრად უგებდნენ ერთმანეთს... გიორგი, ამ დროს, ყველაზე ცუდად გრძნობდა თავს...გგონიათ, მას არ ტკიოდა? კარგად იცოდა, რომ ცუდად იქცეოდა, მაგრამ იმასაც აცნობიერებდა, რომ უკვე გვიანი იყო, ძალიან გვიანი...მაგრამ არ იფიქროთ, რომ იმ გეგმის განხორციელებას აპირებდა, ამას არავითარ შემთხვევაში არ გააკეთებდა...იმიტომ, რომ მეას ფასი იცოდა...იმასაც ხვდებოდა, რომ ნიკასთან კამათი გარდაუვალი იქნებოდა, მაგრამ ეს მეორეხარისხოვანი იყო მისთვის...ახლო მომავალში ნიკასთვის სიმართლის თქმას აპირებდა და დარწმუნებული იყო, მეგობარი აპატიებდა...მაგრამ ჯერ ადრე იყო...არ უნდოდა ახლა ვინმეს სცოდნოდა მისი გრძნობების შესახებ, ერთი ადამიანის გარდა...რომელსაც მალე ყველაფერს გაუმხელდა, რომელიც ახლა მის გვერდით იჯდა, რომელსაც თვალებში ჩასცქეროდა და საუბრის წამოწყებას ვერ ბედავდა, იმიტომ რომ მათში, რაღაც ახალს, ამოუცნობს ხედავდა...იმასაც აცნობიერებდა, რომ ეს ,,რაღაც’’ მისთვის საშიში იყო...
მეამ ცოტა დალია, უნდოდა სითამამე შემატებოდა, გიორგისთვის თავისი სათქმელის თქმა რომ არ გადაეფიქრებინა...გიორგიც იმავეს აკეთებდა, მასაც მნიშვნელოვანი უნდა ეთქვა დღეს მეასთვის...მნიშვნელოვანი? არა...უმნიშვნელოვანესი...
-ვიცეკვოთ? - მოულოდნელად ჰკითხა გიორგიმ მეას. -ვიცეკვოთ...-უემოციოდ უპასუხა. უფრო მტად მუსიკის გამო დათანხმდა...ამ მელოდიის თანხლებით ცეკვაზე უარს ვერ იტყოდა...Aerosmith-ის სიმღერა იყო - ,,I Don’t Want To Miss a Thing’’.
-გინდა, გარეთ გავიდეთ?-სიმღერის დამთავრებისთანავე ჩასჩურჩულა გიორგიმ მეას. -კარგი აზრია...-დათანხმდა მეა.
ლამაზი ღამე იყო...ვარსკვლავებით მოჭედილი ცა, ახალი მთვარე...მეას მოგონებები წამოეშალა და წამით მის მორევში ჩაიძირა. -მეა...რაღაც მინდა გითხრა...-წამოიწყო გიორგი. -გისმენ - მისკენ შეტრიალდა მეა და თითქოსდა, დამცინავი მზერა შეავლო. -ვიცი, შეიძლება ბავშვურად ჟღერს...მაგრამ, მინდა გითხრა, რომ შენ ჩემთვის ძალიან ძვირფასი ხარ...ძალიან ახლობელი, საინტერესო...ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მივხვდი...მივხვდი, რომ...-უეცრად შეწყვიტა, თითქოს საჭირო სიტყვების მოძებნა სურდა, კიდევ ბევრი რამის თქმას აპირებდა. -რას მიხვდი? - მოურიდებლად ჩაეძია მეა. -მიყვარხარ...-დაუფიქრებლად უპასუხა, მისი სახე ხელებში მოიქცია, თვალებში ჩახედა და კიდევ ერთხელ გაუმეორა- მართლა მიყვარხარ...მთელი გულით...შენ ჩემთვის ყველაფერი ხარ...ყველაფერი. მეამ არაფერი უპასუხა, თითქოს უნდოდა ბედნიერების რამდენიმე წამი გაეხანგრძლივებინა, თავისი ოცნება გაახსენდა...თვალზე ცრემლი მოადგა, ტირილი მოუნდა...მაგრამ, მალევე დაუბრუნდა რეალობას, იცოდა, ეს ყველაფერი თამაში იყო...თამაში და მეტი არაფერი...ამიტომაც თავიდანვე ყველაფრის გამჟღვნება არჩია...ახლა მისი ჯერი იყო... -გთხოვ, ხმა ამოიღე...რამე მითხარი - გიორგის მავედრებელი ხმა გაისმა. მეამ სახეზე ხელი გადაუსვა, თითქოს ამით დაადგენდა, რომ იტყუებოდა...მერე...მერე კი... -კარგია...ყოჩაღ! ჩემგან რას ელოდები? ახლა მეც იგივე უნდა გითხრა? უნდა გითხრა, რომ...რომ მიყვარხარ, შემდეგ დარბაზში შევლათ, შენ კი- ყველას თვალწინ გამოაცხადებ, როგორ მომატყუე...როგორ...-ხმა ჩაუწყდა, მკაცრი ხმის ტონი ვეღარ შეინარჩუნა, ცრემლები წამოუვიდა. -რა? რას ამბობ? ეგ საიდან მოიტანე?- დაიბნა გიორგი. -თვალებში შემომხედე და მითხარი, რომ ვცდები...მითხარი, რომ შენ და შენს მეგობარს ჩემი დაცინვა არ გქონდათ გადაწყვეტილი...მითხარი, გთხოვ და, გეფიცები, გეფიცები დაგიჯერებ...-მეას ხმა მავედრებლად ჟღერდა. -მეა, მეა...გეფიცები, არაფრის გაკეთებას არ ვაპირებდი...მართლა გეუბნები...ხომ გჯერა ჩემი? კი, მართალია, თავიდან თამაშში ავყევი, მაგრამ....- აბდაუბდა ლაპარაკობდა გიორგი. -იცი...პარასკევს თქვენი საუბარი მოვისმინე...შემთხვევით გავიგონე...გავიგონე ჩემზე როგორ ლაპარაკობდი...მაგრამ, იმედი მქონდა...იმედი მქონდა, რომ შენს საქციელს ნანობდი...მთელი კვირა შენგან პატიებას ველოდი. შენ კი... -ვერ გავბედე...ვერ გავბედე მეთქვა...არ მინდოდა რამე გწყენოდა...მით უმეტეს, მე აღარაფრის გაკეთებას აღარ ვაპირებდი...იმიტომ, რომ მივხვდი...მივხვდი ჩემთვის რამდენად ბევრს ნიშნავ. -მასზე არ ვბრაზობ...შენგან მწყინს...თუმცა, რაღა აზრი აქვს...რაც მოხდა მოხდა...ამას აღარაფერი ეშველება...შენ მე დამცინე...ახლა უკვე გვიანია...-სევდიანად ჩაილაპარაკა მეამ. -ვიცი, ვიცი, რომ გვიანია...ვერც პატიებას გთხოვ...ჩემი საქციელის ძალიან მრცხვენია...მაგრამ...მინდა დამიჯერო...არ გატყუებ...ახლა აღარ გატყუებ...მიყვარხარ...ყველაზე და ყველაფერზე მეტად... -გიყვარვარ?- ნერვიულად ჩაიცინა მეამ- სიყვარული ნიჭია... -ალბათ...რომელიც მხოლოდ რჩეულთა ხვედრია...ამ რჩეულთა შორის კი- მეც ვარ...მართალია, რომ ამბობენ ამ გრძნობამ ასაკი არ იცისო...რას ვიფიქრებდი, რომ ამ ასაკში განვიცდიდი ნამდვილ სიყვარულს...- თბილი ხმით თქვა გიორგიმ და იქვე სკამზე ჩამოჯდა. -სიყვარული,- წმინდა, ამაღლებული, უმანკო, ნაზი და სათუთია...მეგონა, რომ ნამდვილი სიყვარული მხოლოდ ფილმებსა და წიგნებში არსებობდა...პერსონაჟების მშურდა, რომ მათ სიყვარულის შეგრძნება შეეძლოთ...თუმცა, დიდი ხანია შენს მიმართ მეც იგივეს განვიცდი...ხო, სულელურად ჟღერს, მაგრამ ასეა...-მონოლოგი დაასრულა მეამ და გიორგის გვერდით ჩამოჯდა.. -სერიოზულად მეუბნები? ანუ...ეს რას ნიშნავს? მითხარი, გთხოვ, რა განაჩენი გამომიტანე...-აღფრთოვანება ვერ დამალა გიორგიმ. -დამაცადე... მინდა ყველაფერი გითხრა...-ალმაცერად გაიღიმა მეამ-ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ შენთან ამის აღიარებას შევძლებდი...მეგონა, ამის საშუალებას ჩემი ხასიათი არ მომცემდა, თუმცა...არაფრის დამალვას აღარ ვაპირებ...სჯობს იცოდე ყველაფერი...იცი, რამდენჯერ დამიფიქსირებია ჩემი ღიმილი, როდესაც შენზე ვფიქრობდი...სასაცილოა არა? შენ კი, შენ..საკუთარი გრძნობების გვრცხვენია...მეგობართან ვერ გაბედე სიმართლე გეთქვა...-უეცრად გაცხარდა მეა და ისევ ფეხზე წამოდგა. -ვიცი, რომ სულელი ვარ...მაგრამ-მოულოდნელად გიორგიც ფეხზე წამოდგა, მეასთან ახლოს მივიდა და თვალებში ჩახედა- მომცემ შანსს? მეამ, მისი სიახლოვით გონებაგაფანტულმა ვერაფერი უპასუხა. გიორგიმ ლოყაზე ჩამოვარდნილი თმის კულული ისევ უკან გადაუწია მას, სახეზე მოეფერა...და დაუფიქრებლად შეეხო მის ტუჩებს...მის თოვლივით გაყინულ ბაგეს დაეწაფა და მეას პირველი კოცნაც მოპარა. რამდენიმე წამში ნაზად მოიშორა მეამ გიორგი, მოულოდნელად, ვერც კი გააცნობიერა რა მოხდა...მხოლოდ ის იგრძნო, რომ ბედნიერი იყო...მაგრამ, მხოლოდ წამიერად, რადგანაც მალე ყველაფერს ბოლო მოეღებოდა. -მაპატიე-თავისთვის ჩაიბუტბუტა გიორგიმ. -არაუშავს-ჯერ კიდევ გაკვირვებულმა უპასუხა მეამ. -რას იტყვი? რა გადაწყვიტე?-სევდიანად იკითხა გიორგიმ. -გული მეუბნება, რომ კიდევ ერთხელ უნდა ვცადოთ, მაგრამ გონება მაფრთხილებს, რომ შეგეშვა, სანამ კიდევ უარესად შევტოპავ...ამდენი ტკივილის, ტყუილისა და ცრემლების მიუხედავად, მე მაინც შენთან მინდა ყოფნა...მინდა, მაგრამ არ შემიძლია...შენ ხარ მიზეზი, რის გამოც გავძლიერდი, სხვა ადამიანად ვიქეცი...მაგრამ, შენ...ისევ ჩემი სისუსტე ხარ...გპატიობ...ამ საქციელს გაპატიებ...თუმცა, სხვას ვერაფერს გეტყვი... -შენ ხომ ამბობ, რომ გიყვარვარ? საკუთარ თავს მაინც მიეცი ბედნიერების შანსი... -არა...უკვე გითხარი არ შემიძლია-მეთქი... -ამას, ახლა ამბობ...მართალია მაპატიე, მაგრამ ჯერ ვერ დაივიწყებ, რომ დაგცინე...მე ვიბრძოლებ შენთვის...არ დაგთმობ... -არ მინდა, გთხოვ, გაიგე, რომ მეტი ტანჯვა აღარ შემიძლია...მეშინია, გემის? ვიცი, ვიცი, რომ კიდევ მოხდება, რაღაც...რაც ხელს შეგვიშლის ურთიერთობაში...მე კი - კიდევ უარესად უნდა დავიტანჯო...ახლაც მტკივა...მტკივა, უარს რომ გეუბრები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ორივესთვის ასე აჯობებს...ხვალიდან 2 კვირიანი არდადეგები გვექნება, გთხოვ...აღარ შემეხმიანო...სჯობს ყველაფერი ისე დარჩეს, როგორც არის- საუბრობდა, თან ცრემლები სდიოდა. -ანუ, მეგობრობას მთავაზობ? გთხოვ, ამას ნუ გამიკეთებ...დამნაშავე ვარ, მაგრამ დამიჯერე... -გთხოვ, აღარ გააგრძელო-გააწყვეტინა მეამ გიორგის-მე უკვე გითხარი ჩემი სათქმელი...აღარ მაწვალო...დამერწმუნე, ამ ნაბიჯის გადადგმა ჩემთვის უფრო რთულია, მაგრამ...იცი, როგორ ვარ? შენი რწმენა დავკარგე...მიყვარხარ, მაგრამ ისე ვეღარ გენდობი...შენთან ისეთივე ურთიერთობა ვეღარ მექნება...ახლა, კი...სჯობს წავიდე...აქ გაჩერება უკვე შეუძლებელია...მაპატიე...-ამ სიტყვით დაემშვიდობა და წასვლა დააპირა. -შეიძლება ჩაგეხუტო? - მოულოდნელად ჰკითხა გიორგიმ. ისიც სასოწარკვეთილი იყო...ისიც ტიროდა...გრძნობდა, რომ ყველაზე ძვირფასს კარგავდა. -კარგი...-სევდიანად გაიღიმა მეამ. გიორგიმ მეა გულში ჩაიკრა...თბილად ჩაიხუტა, გეგონებოდათ, გარშემომყოფთაგან იცავსო... -შენზე უარს არასდროს ვიტყვი...შენთვის ვიბრძოლებ...აი, ნახავ, მიზანს მაინც მივაღწევ - ჩასჩურჩულა გიორგიმ მეას, თან ნაძალადევად გაიღიმა, თითქოს ამით თავს მხნეობა შემატა. მეამ არაფერი უპასუხა...სევდიანი გამომეტყველებით გაშორდა მას და ღამეულ ბინდ-ბუნდშიჩაიკარგა.
| |
|
|
|
|
makie | თარიღი: შაბათი, 2012-06-30, 10:59 PM | შეტყობინება # 175 |
144
Offline
| | |
|
|
|
Mari_Ami | თარიღი: ოთხშაბათი, 2012-07-04, 4:30 PM | შეტყობინება # 177 |
436
Offline
| აიჰ რა კარგი იყო,გული ამიჩუყდა პირდაპირ ^^
| |
|
|
|
Sallome | თარიღი: ხუთშაბათი, 2012-07-05, 7:52 PM | შეტყობინება # 179 |
76
Offline
| * * *
სახლში დაბრუნდა...აცრემლებული შევიდა თავის ოთახში, პიჟამა ჩაიცვა, მაკიაჟი მოიშორა და ქვემოთ ჩავიდა...ზუსტად იცოდა, რაც უნდოდოა...ახლა სწორედ, რომ შესაფერისი დრო იყო...ხვდებოდა, თუ ამას არ გააკეთებდა, მერე გადაიფიქრებდა, ამიტომაც... -დედა, მამა, უნდა დაგელაპარაკოთ...-სერიუზული გამომეტყველებით მიმართა მეამ მშობლებს. -რა ხდება, დე, ხომ კარგად ხარ?-გაკვირვებულმა ჰკითხა ნინამ შვილს. -კი, დედა, ყველაფერი რიგზეა...უბრალოდ, გადაწყვეტილება მივიღე...მინდა, რომ ინგლისში წავიდეთ, თანაც რაც შეიძლება მალე - მღელვარების დამალვას ცდილობდა მეა. -მეა, ეს საბოლოო გადაწყვეტილებაა? დრო ჯერ კიდევ გაქვს...-ჩაეძია ბესოც. -კი, მამა...ვიცი, რაც მინდა...1 ივნისიდან გამოცდენი მეწყება, მაგრამ 15 - ში დამიმთავრდება...ასე, რომ თვის ბოლოს უკვე შეგვეძლება წასვლა. -კარგი, შვილო, გასაგებია...ყველაფერი ისე იქნება, როგორც შენ გინდა - მხნეობა შემატა ბესომ ქალიშვილს. -ახლა წავალ...დავისვენებ...ძილინებისა... -ხვალამდე, ჩემო კარგო...-თბილად დაემშვიდობა დედა, მეა კი ზემო სართულს აუყვა.
* * *
დღეები გადიოდა...სევდით, მწუხარებით, ტკივილით სავსე დღეები...მთელი კვირა ისე გაილია, მეას სახლიდან ფეხიც არ გაუდგამს. თავის ოთახში იყო ჩაკეტილი, თითქოს გარესამყაროს მოსწყდა,თითქოს მასთან მაკავშირებელი უკანასკნელი ძაფიც გაწყვიტა და ახლა, სულ მარტო განააგრძობდა ცხოვრებას, მისთვის სრულიად უცხო, ახალ სამყაროში...სადაც ნაცნობი, გულშემატკივარი, მეგობარი, ახლობელი, არავინ ეგულებოდა. -მეა, შვილო, შეიძლება შემოვიდე? - დედის სასიამოვნო ხმამ სიჩუმე დაურღვია მეას. -მოდი...-სევდიანად უპასუხა მეამ. -საყვარელო, მინდა დაგელაპარაკო...ვხედავ, ცუდად ხარ...არავის ესაუბრები, სულ მარტო ხარ...შენზე ძალიან ვღელავ... -სანერვიულო არაფერია...უბრალოდ... -გთხოვ, დამელაპარაკე...მითხარი რა გაწუხებს, იქნებ, შენი დახმარება შევძლო... -გმადლობ, დეე...მაგრამ საჭირო არ არის...ყველაფერი რიგზეა...-გაღიმება სცადა მეამ. -იცოდე, რომ ჩემი იმედი ყოველთვის შეგიძლია გქონდეს, გახსოვდეს, პირველ რიგში მე შენი მეგობარი ვარ...მერე კი- დედა...-თბილად თქვა ნინამ და შვილი გულში ჩაიკრა- არ მოგბეზრდა აქ ჯდომა? სჯობს გარეთ გახვიდე, გაისეირნო...თუ, გარეთ გასვლა არ გინდა, დაბლა მაინც ჩამოდი...ამ ოთახს თავი დააღწიე. -ხო, კარგი, კარგი...ამდენი საუბარი საჭირო არ არის. პატარა აღარ ვარ. -დაგელოდები, იცოდე, არ დამაღალატო - გააფრთხილა ნინამ შვილი და თვითონ ოთახიდან გავიდა. -ღმერთო, დამეხმარე, გთხოვ...ძალა მომეცი, რომ ამ ტკივილს გავუძლო - თავისთვის ჩაიბუტბუტა მეამ და დედის თხოვნის შესრულებას შეუდგა. დიდხანს საუბრუბდნენ, უამრავი საკითხი განიხილეს, მაგრამ მეას კრინტი არ დაუძრავს გიორგისთან დაკავშირებით, იმიტომ კი არა, რომ დედას არ ენდობოდა, პირიქით, ამჯობინა ამის შესახებ არავისთვის არაფერი ეთქვა, ფიქრობდა, ამ ამბის გაბუქება კარგს არაფერს მომიტანსო. შემდეგ, ნინას წასვლის დროც მოვიდა, მეას შესთავაზა შენც გამომემყევიო, მაგრამ მეამ იუარა და სახლში, ისევ მარტო აღმოჩნდა, თუმცა, მოულოდნელად კარზე კაკუნი გაისმა, მეა კი- მის გასაღებად გაემართა, ივარაუდა, ალბათ, ნინას რაღაც დარჩა და მობრუნდაო, მაგრამ... შენ რას ფიქრობ, მკითხველო, ვინ იქნებოდა ეს მოულოდნელი სტუმარი? საინტერესოა, ხომ? ალბათ, გინდა, რომ ,,ის’’ იყოს...იცი, მეც მინდა, მაგრამ ჩვენზე უფრო მეტად ეს მეას სურს...გულში მაინც...ხო, სად ვიყავი? აჰ, კი...მაპატიე, მაგრამ იმედი უნდა გაგიცრუო...კარგი, კარგი არ მოიწყინო...აბა, სხვა ვერსიები არ გაქვს? მე დიდი სიამოვნებით მოგისმენ... არა, არა...არც ეგ...არა...მოიცა, სჯობს ისევ მე გითხრა...არ მსურს, უნებლიედ შენი დაბნევა გამოვიწვიო... -შენ?! აქ რას აკეთებ? - გაკვირვებულმა წამოიძახა მეამ, კარის გაღებისთანავე. -პრივეტ, მეა...როგორ ხარ? შენთან საქმე მაქვს და... -შემოდი-უხალისოდ შეიპატიჟა მეამ სტუმარი. -გმადლობ. -რა ხდება? შენს სტუმრობას არ ველოდი...-ცინიკურად ჩაილაპარაკა მეამ. - მინდა...ბოდიში მოგიხადო...ნამდვილად სისულელე ჩავიდინე...მაპატიე, რა...გიორგიმ ყველაფერი მითხრა და ჩემი საქციელის ძალიან მრცხვენია...ვიცი, დამნაშავე ვარ, ამიტომაც მოვედი აქ...-ძლივს ამოილუღლუღა ნიკამ. დიახ, ნიკა გახლდათ დაუპატიჟებელი სტუმარი...ნწ, ნწ, შენთვითონ როგორ ვერ მიხვდი... -ახლა გასაგებია...იმან გამოგგზავნა, არა? -არა, გიორგიმ არ იცის, რომ აქ ვარ...კარგი, რა, ნუ გაბრაზდები, არ მიატოვო..ახლა ძალიან ცუდად არის, მეც ძლივს დაველაპარაკე...საშინლად გაცოფებულია...თავის თავზე ბრაზობს... -რამეს დალევ? - მონოლოგი შეაწყვეტინა მეამ ნიკას. -არა, გმადლობ, არაფერი მინდა...უბრალოდ, მინდა, ჩემი დაშვებული შეცდომა გამოვასწორო...ყველაფერი ჩემი ბრალი იყო...გიო არაფერ შუაშია, უბრალოდ თავიდან ხათრი ვერ გამიტეხა, მერე კი...მერე, შენც იცი რაც მოხდა. -ჩემგან რას ელოდები? გიორგისაც ვუთხარი და შენც გიმეორებ, რომ ეგ ამბავი აღარ მაინტერესებს, მორჩა...მიპატიებია...მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მასთან ურთიერთობას გავაგრძელებ. - მეა, მეგობარს ნუ გამიუბედურებ...იცი, ასეთი არასდროს მინახავს. სულ გამოიცვალა. სახლიდან საერთოდ აღარ გამოდის, ვერც მე ვეღარ მივდივარ მასთან, იმიტომ, რომ ჩემი საქციელის მრცხვენია, ის კი მეუბნება, შენ არაფერ შუაში ხარო, მაგრამ...შანსი მიეცი, რა...ვხედავ, რომ შენც არ ხარ უკეთეს დღეში...შენც თავს იტანჯავ. -ნიკა...შენც გაიგე და შენს მეგობარსაც გადაეცი, რომ აღარ ვენდობი, მისი აღარ მჯერა...ურთიერთობას კი ამის გარეშე ვერ ავაწყობთ...ამ ამბავმა ჩემთან დააშორა...თითქოს ჩვენს შორის უზარმაზარი უფსკრული გაჩნდა, გესმის? და კიდევ...მალე, სამუდამოდ დავშორდები...და ასე უფრო ადვილად შეძლებს, ვინმე ჩემნაირი სულელის პოვნას და მის გაბრიყვებას... -მაგით რისი თქმა გინდა? -დაიბნა ნიკა. -იმის, რომ ქვეყნიდან მივდივარ. -რა? ღმერთო, ჩემო...ესღა გვაკლდა...არ მითხრა, რომ... -ხო, ასე...წასვლაში არდადეგებს არ ვგულისხმობ... -ანუ...სამუდამოდ მიდიხარ? -ასე გადავწყვიტე...დარწმუნებული ვარ ასე უკეთესი იქნება...ის მალე დამივიწყებს...ესეც ზუსტად ვიცი...იმასაც ვაცნობიერებ, რომ მე ძალიან გამიჭირდება, მაგრამ...ასე აჯობებს... -ვხვდები, ამას რატომაც ამბობ? მისი არ გჯერა...მის გრძნობებში დარწმუნებული არ ხარ... -ნაწილობრივ ასეც არის... -გიორგის დაველაპარაკები...მჯერა, შეძლებს აზრი შეგაცვლევინოს...ახლა, კი წავალ...რაც მინდოდა, უკვე გითხარი. -კარგი, დროებით...-კარამდე მიაცილა მეამ სტუმარი. -კარგად იყავი...-სევდიანად წაიბუტბუტა და გარეთ გავიდა ნიკა. მეა კი...ისევ მარტო დარჩა...ახალი საფიქრალი გამოუჩნდა...იქნებ, იქნებ მართლა გადაეფიქრებინა წასვლა...თუ გიორგი თხოვდა, თუ დაარწმუნებდა, იცოდა, უარს ვერ ეტყოდა...ვერც მის მზერას გაუძლებდა, ვერც მის სიტყვებს...მაგრამ ყოველთვის ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა...ვნახოთ რა იქნება...ეს მეც ძალიან მაინტერესებს.
| |
|
|
|