ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
მარადისობა-ეს მხოლოდ დასაწყისია...

Mari_Amiთარიღი: ხუთშაბათი, 2012-07-05, 9:35 PM | შეტყობინება # 181

436
7  +
9  ±
   ±
Offline
aham me mivxvdii vinc iqneboda daupatijebeli stumari happy ragacnairi tavi iyo ,ise ar velodi nikas misvlas meastan biggrin axla gioc gaigebs rom miidis da gadaatqmevinebs * *

♫_Ani_♫თარიღი: პარასკევი, 2012-07-06, 10:49 AM | შეტყობინება # 182

225
6  +
16  ±
   ±
Offline
ეიი,ხომ თქვა ამ გოგომ,თუ პატიებას მთხოვს.იქნებ ყველაფერი დავივიწყოო dry


ni[n]inთარიღი: კვირა, 2012-07-08, 10:50 PM | შეტყობინება # 183

47
1  +
-3  ±
   ±
Offline
vaimee axla wavikitxe ,nagdad ar velodii nu ravi rraa dzaan momewona da shemdegii dadee dade smile

Sallomeთარიღი: ორშაბათი, 2012-07-09, 0:58 AM | შეტყობინება # 184

76
4  +
6  ±
   ±
Offline
♫_Ani_♫, Mari_Ami, -madloba, bavshvebo, rom kitxulobt.. happy happy happy happy
ni[n]in, -shenc didi madloba... happy happy happy axali ar vici zustad, rodis iqneba...jer ar damiweria...tu shevdzleb xval davwer da aucileblad davdeb, tu ara da kviris bolomde ar iqneba...:((((chemi ,,mini dasvenebis'' gamo............ sad sad sad



Sallomeთარიღი: ორშაბათი, 2012-07-09, 11:06 PM | შეტყობინება # 185

76
4  +
6  ±
   ±
Offline
* * *

ნიკა დაბნეული ჩანდა. არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო...მეგობრისთვის გაემხილა მეასთან საუბრის შესახებ და ეთქვა, რომ მას სამუდამოდ კარგავდა, თუ მათ საქმეში ცხვირი აღარ ჩაეყო, კიდევ რომ არაფერი გაეფუჭებინა? ბევრი იფიქრა და ბოლოს პირველ ვარიანტზე შეაჩერა არჩევანი, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, გიორგი გაბრაზდებოდა მის საქციელის გამო, უკითხავად რომ მოინდომა, აწ უკვე გაფუჭებული საქმის გამოსწორება. რის ვაივაგლახით მიაღწია გიორგის სახლამდე და ზარი ყოყმანით დარეკა, თუმცა კარი არავინ გაუღო. დიდხანს აკაკუნა, მაგრამ არც ამას მოჰყოლია მასპინძლის გამოხმაურება. ნიკამ წასვლა დააპირა, მაგრამ როდესაც უკანასკნელ იმედად სახელური ჩამოსწია და კარი ღია აღმოჩნდა, თავისთვის ჩაიღიმა და შიგნით შევიდა.
-გიო, აქ ხარ? კარი ღია იყო და...ხო, კარგად ხარ, ბრატ? ხმა გამეცი...რას ჩალიჩობ, ჰა? - თავისთვის გაჰყვიროდა ნიკა, თუმცა სულ ტყუილად, ვინაიდან ხმამაღლა აწეული მუსიკის ხმას, მაინც ვერ დაახშობდა. რამდენიმე ცარიელი ოთახი მოათვარიელა და ბოლოს, როგორც იქნა ძებნის ობიექტს მიაკვლია, რომელიც თავისთვის, ფანჯარასთან ჩამომჯდარიყო და სიგარეტს ეწეოდა. ნიკას დანახვა არ გაკვირვებია, უფრო სწორად, მისთვის არც შეუხედავს, აშკარა იყო, არც მუსიკას უსმენდა და არც ნიკას, გონებით სულ სხვაგან იყო...სხვაზე ფიქრობდა...
ნიკამ იქაურობას თვალი მოავლო, გიორგიც შეათვალიერა, გაოცებული ჩანდა, ასეთ სურათს ნამდვილად არ ელოდა. გადაწყვიტა სიტუაცია განემუხტა, ამიტომაც სიმღერა გამორთო, იქვე მიგდებულ ლუდის ბოთლს ხელი წამოავლო და მეგობარს გვერდით მიუჯდა. სიჩუმეც, რა თქმა უნდა, პირველმა მან დაარღვია:
-რა გჭირს? დეპრესიამ ჩაგითრია? -შეეცადა მხიარულად ეკითხა, მაგრამ უფრო, პირიქით გამოუვიდა.
გიორგიმ არ უპასუხა, უბრალოდ, ისე შეუბღვირა, ნიკამ გადაწყვიტა პირდაპირ საქმეზე გადასულიყო, რათა მისი დაინტერესება გამოეწვია.
-შენთვის ახალი ამბავი მაქვს. ვფიქრობ დაგაინტერესებს.
-არასწორად ფიქრობ.
-საქმე მეას ეხება.
-რა ჭირს მეას? - მოულოდნელად, გაოცებული თვალებით მიაშტერდა გიორგი ნიკას.
-ისეთი, არაფერი....უბრალოდ, დღეს მასთან მივედი...მინდოდა ბოდიში მომეხადა, რა...ხო, აზრზე ხარ...
-ხომ გაგაფრთხილე, სისულელე არ ჩაიდინო-მეთქი - მობეზრულმა ჩაილაპარაკა გიორგიმ.
-მოიცა, რა...ჯერ არ დამიმთავრებია, მთავარი არ მითქვამს...
-მერე რაღას უცდი...ამოღერღე...
-ისა...არ გაცხარდე, კარგი? ჯერ ყველაფერი დაკარგული არ არი...მეც დაგეხმარები, ჩემი ძმა ხარ და ასეთ დროს ხომ არ მიგატოვებ...
-თუ, რამე მნიშვნელოვანის თქმა გინდა, დროზე თქვი...თუ არა და, ახლა ჭორების მოსმენის თავი ნაღდად არ მაქვს.
-მეა მიდის...ქვეყნიდან...სამუდამოდ...-დარცხვენით ჩაილაპარაკა ნიკამ, თითქოს ეს მისი ბრალი ყოფილიყო. გიორგიმ არაფერი უპასუხა. გაშტერებული უყურებდა, ენერგია, მხოლოდ ფიქრისთვისღა შერჩენოდა.
-ჰა, არაფერს მეტყვი? იქნებ ეგ გოგო აღარც გაინტერესებს? გკიდია, წავა თუ არა? ხელს არ გაანძრევ? - მოულოდნელად გაცხარდა ნიკაც, მეგობრის გულგრილობით გაკვირვებული.
- ყველაფერი დამთავრდა, ისე, რომ არც დაწყებულა. მეას დავკარგავ...ამის ღირსი ნამდვილად ვარ...-დანანებით ჩაილაპარაკა ბოლოს გიორგიმ- მე არფერი შემიძლია...
-გამაცინე...არაფერი, ხო? იმის მაგივრად რომ მასთან შერიგებას ცდილობდე, სახლში ხარ გამოკეტილი და ლოთობ. ასე არ გამოვა, ძმაო...პრობლემებს კი არ უნდა გაექცე, უნდა ებრძოლო, გაიგე?
-მაინც რა ვქნა..დავურეკო? შეხვედრა ვთხოვო? ვიცი, არ დამთანხმდება...- გიორგი ახლაღა გამოფხიზლდა, თითქოს, ახლა გააცნობიერა, რაც წეღან უთხრა ნიკამ.
-სჯობს, შენ - აქურობა მიალაგო, მე კი- რამეს მოვიფიქრებ...-ისიც ფეხზე წამოიჭრა და ოთახი კიდევ ერთხელ მოათვარიელა - აჰა, ამის ძიძაც გავხდი...არაჩვეულებრივია.
- ძიძა არა ის...მადლობა მითხარი, საქმე რომ გამოგიჩინე- თითქოს იმედმიცემულმა წარმოთქვა გიორგიმ.
-საქმე... თვის ბოლოს გამოცდები მაქვს და შენი სასიყვარულო თავგადასავლების გამო თუ ვერ ჩავაბარებ...
-თუ ვერ ჩააბარებ, რა?
-ეს ნახეთ...აქაო და, ხასიათზე მოვედიო...ჩამს გარეშე რა გეშველებოდა...ამიტომაც, უფასოდ უნდა მამეცადინო...როცა დრო გექნება...-მხიარულად ჩაილაპარაკა ნიკამ.
-შენ ამ საქმეში დამეხმარე და...მეცადინეობა ჩემზე იყოს.
-ძალიან კარგი...ეს მომწონს. შენები სად არიან? სად გაუჩინარდნენ?
-ბათუმში წავიდნენ. მამაჩემს ჰქონდა რაღაც შეხვედრა და დედაჩემი და ლექსოც გაყვნენ.
-ეჰ, შენი ძმა რაღამ გააგიჟა? მაისში ბათუმში რა უნდა?
-რა ვიცი მე...წავიდა, შენი ყურების თავი არ მაქვსო...
-სწორად მოქცეულა...ისე, სჯობს ჯერ სახლს მივხედოთ და მერე მეას. შენა და...სიგარეტის მოწევა როდიდან დაიწყე?
-დღეს დილიდან - ჩაილაპარაკა გიორგიმ და ნამწვავების გადაყრას შეუდგა.
-ამ საღამოს ანებებ.
-ასე მალე, რატომ?
-მოწევა კლავს, ძმაო- დამცინავად ჩაილაპარაკა ნიკამ-ახლა კი- ამის დრო, უბრალო, არ არის.

ასეთ მხიარულ ნოტაზე დაასრულეს მეგობრებმა დიალოგი. იქაურობა, როგორც შეეძლოთ, ისე მიალაგეს და ისეთი გეგმის შედგენაზე დაიწყეს ფიქრი, რომლის განხორციელების შედეგადაც გიორგი შეძლებდა, მეა კიდევ ერთხელ ენახა. კიდევ ერთხელ, რათა შანსი ჰქონოდა. შანსი, რომ მეასთვის დაემტკიცებინა...რა?..აი, ის...ის გრძნობა, სახელად, სიყვარული რ
ომ ჰქვია.



Vampire-Barbieთარიღი: ორშაბათი, 2012-07-09, 11:18 PM | შეტყობინება # 186

352
5  +
7  ±
   ±
Offline
ნიკა რა კაი ტიპი აღმოჩნდა ^^ არადა თავიდან საშინლად არ მომწონდა :X


Mari_Amiთარიღი: ორშაბათი, 2012-07-09, 11:38 PM | შეტყობინება # 187

436
7  +
9  ±
   ±
Offline
hmm gegma, gegmaa ^^ nika martla magari bichi chans chkuamxiaruli biggrin

niniko14თარიღი: პარასკევი, 2012-07-13, 11:36 AM | შეტყობინება # 188

194
3  +
3  ±
   ±
Offline
Auu es motxrobaaa exa agmovachineee da dzalian momwons ^^ Shemdegi tavi rodis iqnebao ??? =))))


Sallomeთარიღი: კვირა, 2012-07-22, 1:04 AM | შეტყობინება # 189

76
4  +
6  ±
   ±
Offline
* * *

მეა მოულოდნელმა ზარმა გამოაღვიძა...შუა დღე იყო, თუმცა ძილს შეეყოლიებინა:
- გისმენთ - ნამძინარევი ხმა ჰქონდა მეას.
- სალამი, მეა, თაკო ვარ..როგორ ხარ?
- აჰ, კარგად...შენ, როგორ ხარ?
- არა მიშავს...იცი, შენთან შეხვედრა მინდა. სალაპარაკო მაქვს და...გეცლება დღეს?
- რა იყო, ხომ მშვიდობაა?
- ყველაფერი კარგადაა...უბრალოდ, მინდა დაგელაპარაკო, როგორც მეგობარი მეგობარს, ხომ გესმის...
- მაშინ, დაახლოებით ერთ საათში, ჩემს სახლთან რომ სკვერია, იქ დაგელოდები, გაწყობს?
- ხო, რა თქმა უნდა...გმადლობ...მალე გნახავ.
- არაფრის, ჩემო კარგო...შეხვედრამდე.
მეა გაკვირვებული იყო მოულოდნელი ზარით, თუმცა გაიფიქრა გარეთ გასვლა და მეგობართან საუბარი არ მაწყენსო, ამიტომაც საწოლიდან მალევე წამოდგა და მომზადებას შეუდგა.


* * *


-საქმე მოგვარებულია! დანაპირები შევასრულე - საკუთარი ნამოქმედრით თვითონვე აღფრთოვანებული საუბრობდა ნიკა.
- გენიოსი მყავხარ, რა...ისე, თაკომ, რაო? არ გაიკვირვა? ასე ადვილად, როგორ დაგთანხმდა? - გიორგიც ბედნიერი იყო მეგობრის ეშმაკობით გაოცებული.
-ადვილად? ეგ შენ გგონია, ასე...თავიდან, ისაო, ესაო, ვერ მოვატყუებო, მაგრამ თქვენი ამბავი ყველამ იცის, თაკოც მეას მეგობარია და მისთვის კარგი უნდა, ხომ გესმის...
- აბა, რა - გაიცინა გიორგიმ, თუმცა სახე მალევე მოეღუშა - კიდევ ერთი რამ მაღელვებს...ვფიქრობ, კიდევ დაგვრჩა ერთი საქმე მოსაგვარებელი.
-კიდევ? კარგი, რა...ახლა გულის შეტევა მომივა...თუმცა...მიდი, მითხარი, იქნებ შევძლო და...
-რა და...გვანცა. ხომ იცი, ვერაფრით მოვიშორე. არ მინდა მეას გადაეკიდოს და კიდევ შეგვიქმნას პრობლემები.
-გვანცა? კარგი რა...თქვენ შერიგდით და მაგის მოშორება ჩემზე იყოს. ისე, მასთან როგორ დაიჭირე საქმე? არ იცოდი, რა არანორმალური იყო?
-ვიცოდი? რას წარმოვიდგენდი...მაგრამ, ახლა ვიცი, რისი გამკეთებელიცაა...არა მგონია, წაგებას ასე ადვილად შეეგუოს.
-ხომ გითხარი, შეგიძლია ჩემი იმედი გქონდეს.
-აჰა, მეც სწორედ მაგის მოსმენა მინდოდა. ახლა წავალ...არ მინდა დავაგვიანო. აბა, წარმატება მისურვე.
-აბა, ძმაო, შენ იცი ახლა...შენ და შენმა რომანტიკულმა ხასიათმა.
- მოკეტე. ახლა ხუმრობის დრო არ არის.
-მერე, ვინ ხუმრობს? კარგი, კარგი შეგიწყალებ. აბა, წარმატებები.
-გმადლობ, ძმაო. წავედი.

გიორგი მეგობარს დაემშვიდობა და მეასთან შესახვედრად გაეშურა.
არ იცოდა, ჰქონოდა თუ არა რამის იმედი, მაგრამ...გულის სიღრმეში სჯეროდა, რომ ყველაფერი დალაგდებოდა და კარგად დამთავრდებოდა, ამას შინაგანი ხმა კარნახობდა. წარმოიდგენდა მეას მწვანე, მომნუსხველ თვალებს და ფიქრებშიც კი - მასში იძირებოდა, იქურობას თავს ვეღარ აღწევდა. ერთი სული ჰქონდა, როდის შეხვდებოდა, წუთებს ითვლიდა...მაგრამ, ისიც არ იცოდა, რა უნდა ეთქვა მისთვის, რითი დაეწყო. ბოდიში მოეხადა? არა, არა...მან ხომ უკვე აპატია ის უგუნური საქციელი. ახლა, გრძნობების სიძლიერის დამტკიცების დრო იყო. მეა უნდა დარწმუნებულიყო გიორგის სიყვარულის ჭეშმარიტებაში. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მხოლოდ დღეს არ მოხდებოდა...დღევანდელი შეხვედრით, უბრალოდ დაიწყებოდა...რა?..მათი სიყვარულის განმტკიცება. მაგრამ, გიორგის კიდევ ერთი საზრუნავი ჰქონდა...მეასთვი წასვლა უნდა გადაეფიქრებინა. თუ მეა წავიდოდა, ამით ყველაფერი წყალში ჩაიყრებოდა...ამიტომაც, ერთადერთი გამოსავალი მათი ერთად ყოფნა იქნებოდა...მეა სამუდამოდ გიორგისთან უნდა დარჩენილიყო...დიახ, დიახ, არ მოგესმათ. სწორედ, რომ სამუდამოდ, ვინაიდან გიორგი დარწმუნებული იყო იმაში, რაც ეწადა, მას მეა, მართლაც, რომ მთელი არსებით უყვარდა, ამიტომაც მის დათმობას არ აპირებდა.
ახლაც, მასთან შესახვედრად მიიჩქაროდა...შეიძლება, ტექსტები წინასწარ მომზადებული არ ჰქონდა, მაგრამ დარწმუნებული იყო, რომ როცა მეა მის სახეს, მის თვალებს დაინახავდა, მასში იმ სევდას და ტკივილს ამოიკითხავდა, რომელიც ამ დროის განმავლობაში სტანჯავდა. ერთი ნახვით აეხდებოდა ფარდა მეასადმი მის დამოკიდებულებას...
მოსალოდნელი შეხვედნით აღელვებულმა, ვერც კი შეამჩნია, როგორ მიუახლოვდა სკვერს, გზა გადაჭრა და ბაღში შევიდა. რამდენიმე წამს გაჩერდა, გონების მოკრების მიზნით, ერთი-ორი სიტყვით საკუთარი თავი გაიმხნევა და პარკში მეას ძებნა
ს შეუდგა.




შეტყობინება შეასწორა Sallome - კვირა, 2012-07-22, 1:08 AM

Sallomeთარიღი: კვირა, 2012-07-22, 1:12 AM | შეტყობინება # 190

76
4  +
6  ±
   ±
Offline
niniko14, - mixaria, tu mogewona.. smile smile ai, shemdegi tavic...^_^ happy
cota ki damagvianda, magram.... sad sad vimedovneb, axals male shemogtavazebt... smile smile gmadlobt, vinc kitxulobt... happy happy happy happy happy



Mari_Amiთარიღი: კვირა, 2012-07-22, 1:15 PM | შეტყობინება # 191

436
7  +
9  ±
   ±
Offline
ra kargi iiyo ^^ neta ras moimoqmedeben shemdegi minda ukvee ise gawyvite ar meyo kiss

Sallomeთარიღი: სამშაბათი, 2012-07-24, 0:07 AM | შეტყობინება # 192

76
4  +
6  ±
   ±
Offline
Mari_Ami, - happy happy happy


niniko14თარიღი: სამშაბათი, 2012-07-24, 3:39 AM | შეტყობინება # 193

194
3  +
3  ±
   ±
Offline
Sallome, happy happy happy happy happy happy happy


♫_Ani_♫თარიღი: სამშაბათი, 2012-07-24, 10:52 AM | შეტყობინება # 194

225
6  +
16  ±
   ±
Offline
:ხეპი: tongue tongue შემდეგი ^^


♥vampiressa♥თარიღი: ოთხშაბათი, 2012-08-01, 1:33 AM | შეტყობინება # 195
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
vaiimeee, ra dros gawyvite da sadaa axaaliii? male ra gexvewebiiiiiii


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka
ძებნა: