ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
ჩემი გიჟური ზაფხულის საჩუქარი

bella-vampireთარიღი: კვირა, 2012-05-20, 5:35 PM | შეტყობინება # 61

842
83  +
   ±
Offline
XI თავი

მეორე დღეს ახალი გაღვიძებული ვიყავი, როცა ჩემს ოთახში ნათია შემოვარდა. პირიც კი არ მქონდა დაბანილი.
- რა დილაუთენია შემომივარდი ნათია, ჯერ ბოლომდე გაღვიძებულიც არ ვარ. აბა შემომხედე, პირიც კი არ დამიბანია, - ჩემს სახეზე მივუთითე.
- არაუშავს, ეგრეც ლამაზი ხარ. მოდი ახლა აქ და დაჯექი.
სკამზე დამსვა და თვითონ რბილ რავარძელში მოკალათდა. უსინდისო. ხომ იცის, რომ ვერ ვიტან ამ სკამს... ავდექი და მეორე სკამზე გადავინაცვლე, რომელიც უფრო რბილი და მოსახერხებელი იყო. მამას ვეტყვი მომაშორონ ის სკამი!
- რა ხდება? - ვკითხე ნათიას.
- მთელი ზაფხულის ,,აჩოტი” უნდა ჩამაბარო.
- რა უნდა ჩაგაბარო? - გამიკვირდა და სიცილი დავიწყე.
- კარგი რა ნათ... - ისევ ვიცინოდი.
- იცინე იცინე, მიდი.
- კარგი ჰო, - დავსერიოზულდი. მკითხე რაც გინდა, - წყნარი სახე მივიღე, მაგრამ სიცილს ძლივს ვიკავებდი.
- აბა ქალბატონო, მომიყევი ახლა სად იყავი გუშინ.
ოპს, თათია... აღარ მეცინება...
- მეგობარს შევხვდი, ბათუმში გავიცანი. ის უბრალოდ ჩემზე ადრე ჩამოვიდა და ახლა ვნახეთ ერთმანეთი, - უცოდველი კრავივით გავუღიმე.
- გოგოა თუ ბიჭი? - ეჭვნარევი ხმით მკითხა.
- გოგოა ნათია და მარიამი ჰქვია.
მეც კი გამიკვირდა, მგონი ისე მოვიტყუე, რომ ვერ მიხვდა. ყოჩაღ თათია! მსოფლიოს მერვე საოცრებაა.
- მე კი მეგონა, ვინმე ბიჭი გაიცნო-თქო, - დამწუხრებულმა თქვა. მერე ეშმაკური ღიმილით ამომხედა და გაიცინა.
- რა გაცინებს?
- ოდესმე მაინც მომიყვები ვის შეხვდი სიმანდვილეში. ოდესმე კი არა, ძალიან მალე, - თვალი ჩამიკრა და კარებისკენ წავიდა.
ოხ, მე ხომ ტყუილი არ გამომდის. მე კი მეგონა ეს ერთხელ მაინც გამიმართლა და ტყუილი ისე ვთქვი, რომ ვერ შეამჩნიეს-თქო.
- მიდი შენ პირი დაიბანე და ისაუზმე, - მხრის ზემოდან სიცილით მომაძახა.
- საღამოს ნინოსთან მივდივარ და არ მეძებო.
გავაფრთხილე.
- ნამდვილად ნინოსთან მიდიხარ? - მკითხა სიცილით.
- მიდი რა, გადი შენთან, - მეც გამეცინა და ხუმრობით კარებისკენ ვუბიძგე.
ნათია წავიდა, მე კი სააბაზანოში შევედი, მოვწესრიგდი და მერე გემრიელად მივირთვი საუზმე. უკვე შუა დღის 3 საათი იყო, როცა ბაჩოსგან მესიჯი მოვიდა.
,,თათ, სადაც გუშინ შევხვდით იქ მოდი რა, მერე არ მცალია და ვეღარ გნახავ.”
გამიხარდა, რომ მას ვნახავდი და მესიჯის წერას სიხარულით შევუდექი.
,,კაი, გამოვალ ახლა და მალე მანდ ვიქნები.”
ჩემს ოთახში შევედი და ტანსაცმელი გამოვიცვალე. საერთოდ ზედმეტად გაპრანჭვა არ მიყვარდა და ახლაც ჩვეულებრვად ჩავიცვი. ჯინსის მოკლე ბოლოკაბა, თეთრი მაისური და ასევე თეთრი სანდლები ჩავიცვი. მხარზე პატარა ჩანთა გადავიკიდე და ოთახიდან გავედი.
- მა, ნინოს მაღაზიებში უნდა გავყვე და მერე მასთან სახლში მივალთ. არ ინერვიულოთ.
იმედია ახლა მაინც გამომივა ტყუილი და კოვზი ნაცარში არ ჩამივარდება. რაც შემეძლო დამაჯერებელი სახე მივიღე.
- კაი მა, წადი მაგრამ არ დაიგვიანო ძალიან.
- ჰო, არ დავიგვიანებ, მაგრამ მაინც, ხომ იცი ნინოს სახლი ახლოსაა და არაუშავს, - ჩავიცინე და სახლიდან გამოვედი.
ორი სართული ერთ წამში ჩავირბინე, ერთი სული მქონდა ბაჩოს როდის ვნახავდი. სახეზე კი სულელური ღიმილი დამთამაშებდა. ალბათ ვინმეს რომ დავენახე გიჟი ვეგონებოდი, მაგრამ ეს არ მადარდებდა. უკვე სადარბაზოდან გავდიოდი, როცა კარებში ის შემეჩეხა. კინაღამ შევასკდი. თორნიკე... მოულოდნელობისაგან ორივე შევცბით. მე კი დავიბენი, არ ვიცოდი რა უნდა მექნა.
- თათია... როგორ ხარ?
პირველმა მაინც მან დაილაპარაკა.
- მე კარგად, შენ როგორ ხარ? - რაც შემეძლო გავიღიმე.
- კარგად, გმადლობ. უკვე ჩამოხვედით?
- ჰო, გუშინ ჩამოვედით.
- ააა.....
სიტუაცია დაიძაბა, არცერთმა აღარ ვიცოდით რა გვეთქვა. ამინდზე ხომ არ დამეწყო საუბარი? ფუფ, რა დროს ამინდი და თორნიკეა, ბაჩო მელოდება!
- ბოდიში, მაგრამ მეჩქარება.
- ჰო, რა პრობლემაა, კარგად, - მხიარულად დამიქნია ხელი.
სადარბაზოს კარები ვიწრო იყო, თორნიკე კი საკმაოდ დაკუნთული ბიჭი... ამიტომ გვერდს ვერ ავუვლიდი, ის უნდა გაწეულიყო. ორივე ერთდროულად მარჯვნივ გავიწიეთ და ისევ კინაღამ ერთმანეთს შევეჯახეთ. მერე კი იგივე მარცხნივ გაწევისას განმეორდა. ინსტიქტურად ერთი და იგივე მხარეს ვმოძრაობდით. მეგონა მიხვდებოდა და გაჩერდებოდა და ისევ მარჯვნივ გავიწიე, მაგრამ ვერ მიხვდა და ისიც მარჯვნივ გამოიწია და ამჯერად მართლა შევასკდით ერთმანეთს. მისი თბილი სხეული ვიგრძენი და მაშინვე უკან გამოვიწიე.
- ვიცეკვოთ? - სიცილით მკითხა.
- არა თორნიკე, მეჩქარება, - რაც შემეძლო თავაზიანად გავუღიმე და სადარბაზოდან გამოვედი. ალბათ ნორმალური დამშვიდობება არ გამომივიდა და ცოტა უხეშადაც მომივიდა, მაგრამ ახლა ამაზე ფიქრის თავი არ მქონდა. ერთი სული მქონდა როდის ვნახავდი ბაჩოს და როდის ჩავეხუტებოდი... მეტროთი მგზავრობა არ მიყვარს, მაგრამ ახლა ძალიან ცხელოდა და ასე უფრო მალე მივიდოდი ფილარმონიასთან. მეტროში ჩავჯექი და დაახლოებით 20 წუთში უკვე თავისუფლებაზე ვიყავი. იქ ავტობუსი გავაჩერე და ასე მივედი ფილარმონიამდე. კიბეები იმაზე სწრაფად ავირბინე, ვიდრე გუშინ. “ელვისის” წინ ერთ-ერთ მაგიდაზე მჯდარი ბაჩო დავინახე.
- ბაჩო, - გახარებული მივედი მასთან.
წამოდგა და ჩემკენ წამოვიდა, მე კი ძალიან მაგრად ჩავეხუტე. რატომღაც იმის შიში დამეუფლა, რომ დავკარგავდი. ოხ, თორნიკე! არა, რა მისი ბრალია, თუ მე უაზრო შიშები მჭირს.
- რა გჭირს, რა ანერვიულებული ხარ?
მაშინვე შემატყო მან, აბა რა გამოეპარებოდა... ამ მოკლე ხანში ძალიან კარგად გამიცნო. ერთხელ ისიც მითხრა, ჩემთვის გადაშლილი წიგნივით ხარო. მე კი ასე ადვილად არ შემეძლო მისი ამოცნობა და ხანდახან ეს საშინლად მაბრაზებდა.
- არაფერია, - გავუღიმე.
- კარგი. შიგნით შევიდეთ თუ აქ დავსხდეთ? მხოლოდ ორი საათი მაქვს და ძალიან მშია.
- ჯობია შევიდეთ, აქ ძალიან ცხელა.
მე და ბაჩო კაფეში შევედით და მეორე სართულზე დავსხედით. მე ნაჭამი ვიყავი და ამიტომ ნაყინის მეტი არაფერი მიჭამია. ბაჩომ კი ორი ჩემხელა პიცის ნაჭერი შეჭამა. არ მეგონა შეხედულებით ასეთ პატარა ბიჭს თუ ამდენის ჭამა შეეძლო. ორმა საათმა მასთან სწრაფად გაირბინა. არ მინდოდა მასთან დამშვიდობება, მაგრამ ეჩქარებოდა. ხელი აღარ შევუშალე, დამშვიდობებისას ტკბილად ვაკოცე და სახლისაკენ ავიღე გეზი. უფრო სწორად კი ნინოს სახლისაკენ. ახლა აღარსად აღარ მეჩქარებოდა და ამიტომ მარშუტკაში ჩავჯექი. ორმოც წუთში უკვე ნინის სადარბაზოში ვიყავი და ზარს ვრეკავდი. კარები ნინოს დამ, სურიმ გამიღო.
- თათი, როგორ ხარ? შემოდი.
- კარგად სურ, შენ როგორ ხარ? დასასვენებლად რატომ არ ხარ?
გადავეხვიე სურის. არ მეგონა თუ თბილისში იყო.
- დედას ჯერ კიდევ აქვს რაღაც საქმეები და რამდენიმე დღეში ავალთ კიკეთში. წამოდი, ნინო მოვა ახლა.
მისაღებში შევედით და ორივე რბილ სავარძლებში მოვკალათდით. ნინოს და სურის დედა-ლალი დეიდაც შემოგვიერთდა.
- როგორა ხარ თათია?
- კარგად ლალი დეიდა. თქვენ როგორ ხართ? დაღლილი ჩანხართ.
- ხო, რა ვიცი. სახლის დალაგებაში ვარ სულ, - გაიცინა.
- თათიი, როგორ ხაარ? ძლივს მოხვედი რაა, - ოთახში ნინო შემოვარდა ისე, რომ გული გამისკდა.
- რა პატარა ბავშვივით დახტიხარ, - ვუთხარი სიცილით და გადავეხვიე. როგორ მომენატრა ჩემი დებილი გოგო.
- მეც მნახე რა, ძალიან დიდი, - გაიცინა.
- სურიი, არ გინდა ჩაცუნცულდე და რამე ამოიტანო?
თვალი გააპარა ნინომ დისკენ.
- შენ წარმოიდგინე და რატომღაც არ მინდა, - შემოგვცინა სურიმ.
- კაი რა, მიდი ნაყინები იყიდე.
- ოქეი, მაგრამ იმასაც ვიყიდი, რაც მინდოდა. ხოო და ფულს შენ მომცემ, - გადაიკისკისა.
- კარგი ხო, შენ ვინ ხარ. საფულეშია და აიღე, ოღონდ არ დაიკარგო შენებურად.
- შენი მთლიანი საფულით უნდა გავქრე, - სური ოთახიდან გავიდა და ჰაეროვანი კოცნა გამოგვიგზავნა.
- რა უნდოდა? - ვიკითხე სიცილით.
- რა ვიცი, რაღაც სამაჯური მგონი, რა ენდომება მაგას. გაიცინა.
სურიმ ნაყინები შემოგვიტანა და ტრადიციულად კომპიუტერს მიუჯდა. ჩვენ კი მისაღებში დავრჩით და იქ გავაგრძელეთ საუბარი. ნინოსთვისაც კი არ მითქვამს არაფერი ბაჩოზე, მე თვითონაც არ ვიცი რატომ. უბრალოდ არ ჩავთვალე საჭიროდ, დროთა განმავლობაში ყველა ყველაფერს გაიგებს. ნინოსთან ყველას დავემშვიდობე და სახლში წავედი. ცხრის ნახევარი იყო უკვე, მაგრამ გადავწყვიტე ფეხით გამესეირნა სახლამდე. ღამით სიარული არასდროს არ მიყვარდა, მაგრამ ახლა ჩემი ქუჩა ძალიან ლამაზად მომეჩვენა. ანთებული ლამპიონები და პარკში დიდი, მრგვალი ბორბალივით დაკიდებული რაღაც, რომელიც სხვადასხვა ფრად ანათებდა, ძალიან მყუდრო გარემოს ქმნიდა. ქუჩაში თითქმის ყველა წყვილ-წყვილად დადიოდა, მე ვიყავი მხოლოდ მარტო... ახლა როგორც არასდროს ისე მომინდა, რომ ბაჩო ჩემთან ყოფილიყო და ძალიან მაგრად ჩავხუტებოდი. გვესეირნა ისე, როგორც ჩემს გარშემო წყვილები სეირნობდნენ. ოღონდ ახლა უკვე თბილისში, ჩემს ქალაქში...
გადიოდა დღეები, კვირები და არაფერი იცვლებოდა. ვგულისხმობ ჩემსა და ბაჩოს ურთიერთობას. ყოველდღე თუ არა, დღე გამოშვებით მაინც ვნახულობდით ერთმანეთს. მიკვირდა სად ჰქონდა ამდენი დრო, მაგრამ რა თქმა უნდა მიხაროდა კიდეც, მთელ მის თავისუფალ დროს ჩემთან ერთად ატარებდა. რამდენჯერმე ვკითხე, სამსახურში საყვედურს ხომ არ გეტყვიან, თითქმის მთელი დღეები იქ რომ არ ხარ-თქო. ამ კითხვას ალბათ არ მოელოდა და შეკრთა, დაიძაბა... თუმცა თავი ხელში მალე აიყვანა და რაღაც გაუგებარი პასუხი გამცა. არასდროს არ უყვარდა სამსახურზე ლაპარაკი და ეს მაფიქრებდა. მე თვითონაც არ ვიცი რატომ, მაგრამ ამ საკითხს ძალიან ჩავუფიქრდი. თუმცა პასუხს მაინც ვერ ვპოულობდი და ბოლოს თავი დავანებე, თუ უნდა თვითონ მომიყვება... მე კი სამსახურის დაწყება სულ გადავიფიქრე... მეც რომ მემუშავა, ბაჩოს ასე ხშირად ვეღარ ვნახავდი და ამიტომ დროებით თავი შევიკავე.
ჩვენმა ურთიერთობამ უფრო სხვა სახე მიიღო, სერიოზული... აღარ ვიყავით უბრალოდ ,,თინეიჯერი შეყვარებულები.” ამაში კი საბოლოოდ დავრწმუნდი, როცა ბაჩომ რაღაც შემომთავაზა...

nati_cullenთარიღი: კვირა, 2012-05-20, 5:54 PM | შეტყობინება # 62

400
9  +
30  ±
   ±
Offline
ooox es boloshiiiiii biggrin happy happy happy happy happy happy


♫_Ani_♫თარიღი: ორშაბათი, 2012-05-21, 12:21 PM | შეტყობინება # 63

225
6  +
16  ±
   ±
Offline
Quote (bella-vampire)
ამაში კი საბოლოოდ დავრწმუნდი, როცა ბაჩომ რაღაც შემომთავაზა...

აჰაამ tongue tongue happy



bella-vampireთარიღი: ორშაბათი, 2012-05-21, 3:37 PM | შეტყობინება # 64

842
83  +
   ±
Offline
aba, ra shestavaze tqveni azrit? biggrin biggrin

♫_Ani_♫თარიღი: ორშაბათი, 2012-05-21, 3:40 PM | შეტყობინება # 65

225
6  +
16  ±
   ±
Offline
Quote (bella-vampire)
aba, ra shestavaze tqveni azrit?

biggrin tongue ადრეა რა ჯერ ამ გოგოსთვის,ახალგაზრდაა :დ იმუშაოს,კარიერა ააწყოს ჯერ biggrin



viku-vukuთარიღი: ორშაბათი, 2012-05-21, 3:59 PM | შეტყობინება # 66

397
10  +
12  ±
   ±
Offline
bella-vampire, ახალი მინდა


bella-vampireთარიღი: ორშაბათი, 2012-05-21, 11:00 PM | შეტყობინება # 67

842
83  +
   ±
Offline
♫_Ani_♫, biggrin biggrin biggrin biggrin
viku-vuku, axla vdeb^^

eleeთარიღი: ორშაბათი, 2012-05-21, 11:12 PM | შეტყობინება # 68

131
2  +
7  ±
   ±
Offline
Dzaan momwons velodebi axal tavs )))

bella-vampireთარიღი: ხუთშაბათი, 2012-05-24, 9:47 PM | შეტყობინება # 69

842
83  +
   ±
Offline
XII თავი

ზუსტად თვენახევარი გავიდა მას შემდეგ, რაც ბათუმიდან თბილისში ჩამოვედი. მე და ბაჩო უკვე სამი თვეა რაც ერთად ვართ. ბედნიერი ვარ... თუმცა მისი იდუმალება ხანდახან მაბნევს, ზედმეტ კითხვებს მიჩენს, რომლებზეც პასუხი არ მაქვს. ხანდახან მგონია, რომ რაღაცას მიმალავს, რაღაც მნიშვნელოვანს... თუმცა ადამიანი, რომელიც თავისი ძმის სიკვდილზე დაგელაპარაკება, გულს მთლიანად გადაგიშლის და თავის ტკივილს გაჩვენებს, არამგონია მან რამე სერიოზული დაგიმალოს... მაგრამ ბაჩო ხომ თითქმის ყველა წესისგან გამონაკლისია, ასე მისი ძმა-ზურა ამბობს... ფილარმონია, კერძოდ კი ,,ელვისი” ჩვენი შეხვედრის ადგილი გახდა, სულ იქ ვხვდებოდით ერთმანეთს. იქ მომუშავე პერსონაჟი უკვე გვიცნობდა და ჩვენს დანახვაზე ყველას ეღიმებოდა. თუ დრო გვქონდა, ჩემი დაჟინებული თხოვნით ვერის პარკშიც მივდიოდით. მაგრამ რამდენჯერაც იქ მივედით, ბაჩომ საშინლად გამწუწა. ამის შემდეგ კი უკვე მე აღარ მინდოდა იქ წასვლა, მაგრამ ბაჩო ძალით მიმათრევდა და ეს ყველაფერი ბოლოს რა თქმა უნდა, ჩემი გაწუწვით სრულდებოდა. მაგრამ მეც არ ვაკლებდი, ჩემზე მეტი თუ არა, არც ჩემზე ნაკლები გაწუწული იყო ისიც.
გუშინ ბაჩომ დამირეკა და მითხრა, რომ ჩემთან სერიოზული სალაპარაკო ჰქონდა და რომ დღეს შუადღისას ვერის პარკში მივსულიყავი. ზუსტად ამისთვის ვემზადებოდი ახლა. ტანსაცმელი ჩავიცვი და სამზარეულოში გავედი, ყველანი იქ იყვნენ ჩემი ძმის ჩათვლით. ბორჯომიდან გუშინ ჩამოვიდა. ისეთი დასვენებული, რომ ლამის მეც შემშურდა...
- აბა რას შვებით?
სამზარეულოში შევედი, ბექას წვენით სავსე ჭიქა ავაცალე და მთლიანად მოვიყუდე.
- ეე ღორო, ჩემთვისაც დაგეტოვებინა რამე.
- ადექი და თავიდან დაისხი, - ენა გამოვუყავი.
- ბავშვებო პურია ამოსატანი, გადით რომელიმე.
- მე ვერ გავალ, ბექა გავიდეს. შეხვედრაზე მაგვიანდება ისედაც, - საათს დავხედე, მართლა მაგვიანდებოდა...
- ვის უნდა შეხვდე მა? - დაინტერესდა მამაჩემი. ოპს...
- მეგობარს მა, სხვას ვის? - გავიცინე. - ასე რომ ბექუშ, შენ მოგიწევს პურზე გასვლა.
- და შენ რომ ამოიყოლო ვერა?
- როდის, 3-4 საათის მერე? კარგი, არაა პრობლემა, - ტკბილად გავუღიმე.
- მიდი, შენ გაგვიანდებოდა მგონი, - შემახსენა გაბრაზებულმა ბექამ.
- აჰა, წავედი მე და მალე მოვალ.
სახლიდან უცბად გამოვედი და ეზოში გავიჭერი. რადგან დღესაც მაგვიანდებოდა, ისევ მეტროთი წავედი და მხოლოდ ხუთი წუთით დავიგვიანე. ,,ელვისში” შევედი და მაშინვე მეორე სართულზე ავედი, იქ ჩვენი მაგიდა გქვონდა, სულ იქ ვსხდებოდით. ბაჩო ზურგით იჯდა და ამიტომ ვერ მხედავდა. მივეპარე და ლოყაზე ვაკოცე, მან კი გაკვირვებული სახით გამოიხედა უკან.
- თათია, - გამიღიმა და კიდევ მაკოცა.
მის პირდაპირ დავჯექი და ჩემთვის შეკვეთილი ნაყინის ჭამა დავიწყე. მმ... მიყვარს ტირამისუ...
- აბა, რა სერიოზული საქმე გაქვს ჩემთან?
ვეღარ მოვითმინე და პირდაპირ საქმეზე გადავედი.
- რა სრულსწრაფი ხარ თათ, პარკში გავისეირნოთ და იქ გეტყვი.
- აქ რა გიშლის ხელს? - არ ვეშვებოდი.
- პარკში გეტყვი, - ისეთი ტონით მითხრა რომ მივხვდი, შეწინააღმდეგებას აზრი აღარ ჰქონდა. მხრები ავიჩეჩე და ნაყინის ჭამა გავაგრძელე. რადგან ვეღარ ვითმენდი ისე მინდოდა ახალი ამბის გაგება, ნაყინი სწრაფად შევჭამე, ბაჩოს ხელი ჩავკიდე და პარკისკენ წავიყვანე. ჯერ ნელა მივსეირნობდით, ეტყობოდა რომ საუბრის დაწყებას არ ჩქარობდა და მეც აღარ ვაძალებდი. მაგრამ უცბად შადრევნებთან შემათრია და ერთ ადგილას დამაყენა. შადრევანმა კი უცბად ამოხეთქა, ისე შემეშინდა მაშინვე გვერდზე გავხტი, მაგრამ რაღა აზრი ჰქონდა, მაინც საშინლად დავსველდი.
- ვაიმე ბაჩო, არ შეგარჩენ იცოდე, - თითი დავუქნიე. სრული სერიოზულობით ვლაპარაკობდი და ჩემი თავის მიკვირდა...
- რას მიზამ? - სიცილი ატეხა.
მე კი ამით ვისარგებლე და სადაც ყველაზე დიდი შადრევანი იყო იქ შევაგდე. სამი შადრევანი ერთად იდგა და ამიტომ ის ასე მალე ვერ გამოვიდა და ჩემზე მეტად გაწუწულიც იყო.
- აი რა გიქენი, - გავუღიმე და ერთ-ერთი სკამისკენ გავემართე, კომფორტულად დავჯექი.
- ფუ, სულ სველი ვარ, - ჩემთან მოვიდა და თავის ტანსაცმელზე მიმანიშნა.
- მეც ეგრე ვარ, - ისევ გავუღიმე და მეორე მხარეს გავიხედე.
- კაი რა, მიბრაზდები ტო? აქეთ მე უნდა გაგიბრაზდე, - და სიცილი ატეხა.
ამან ხომ სულ მთლად გამაღიზიანა. თვითონ უნდა გამიბრაზდეს თურმე... სკამიდან ავდექი და გასასვლელისკენ წავედი, მაგრამ ვინ გაცადა... ხელი დამიჭირა და თავისკენ მიმაბრუნა. სიტყვის თქმა ვერ მოვასწარი, რომ უკვე მკოცნიდა. თავიდან ცოტათი გავუძალიანდი, მინდოდა ხელიდან დავსხლტომოდი, მაგრამ ვის ვატყუებდი, მეც ხომ მინდოდა მისთვის მეკოცნა. ბრაზი დავივიწყე და კოცნაზე ვუპასუხე. ხელები კისერზე შემოვხვიე და უფრო მაგრად მივეკარი სხეულზე. მან კი მისი ძლიერი ხელები წელზე შემომხვია. არსად არ გავუშვებ, არასდროს... არ ველოდი, ისე ამიყვანა ხელში და ჰაერში დამატრიალა. და ისეთი კითხვა დასვა, რასაც ცხოვრებაში ვერ ვიფიქრებდი...
- ახლა რომ გითხრა, მოგიტაცებ-თქო რა რეაქცია გექნება?
სიცილი უცებ შევწყვიტე და ბაჩოს შევხედე.
- ჯერ მითხარი და მერე დაინახავ ჩემს რეაქციას.
- კარგი, - ძირს დამსვა.
- ეხლავე გიტაცებ, - ხელი ჩამავლო და ისევ ხელში ამიტაცა. მერე კი ჩქარი ნაბიჯებით, თითქმის სირბილით სადღაც წავიდა.
- რა? არაა, ბაჩო დამსვიი. არც გაბედო! - ხმამაღლა ვთქვი, თითქმის ვიყივირე. მაშინვე გაჩერდა და დამსვა.
- არ მოგიტაცებ, რა პრობლემაა, - მხრები აიჩეჩა, ხელი გადამხვია და სკამზე დამსვა. თვითონ კი ჩემს წინ ჩაიკუზა.
- ვერაფერი გავიგე...
- მე არ მოგიტაცებ, შენ თვითონ გამომყვები, - ამიხსნა მან.
- გაგიჟდი ხო? - საკუთარ ყურებს ვერ ვუჯერებდი.
სიცილი დაიწყო. ამან კიდევ უფრო გამაბრაზა. რაზე ვლაპარაკობთ და ის კი იცინის...
- მე იმას კი არ გეუბნები, დღესვე და ახლავე გიტაცებ-თქო. უბრალოდ დაფიქრდი, ჩემთან ყოფნა გინდა?
- რა შეკითხვაა, - შევუბღვირე. - რომ არ მინდოდეს აქ არ ვიქნებოდი.
- მაშინ რა გვიშლის ხელს, რომ სულ ერთად ვიყოთ?
- სულ ერთად? - კითხვა შევუბრუნე.
- აჰა, - დამეთანხმა ის. - ერთად ცხოვრებაზე ვლაპარაკობ თათია.
- ანუ... რა? - დავიბენი.
- ცოლობას არ გთხოვ, -გამიცინა და თავი გააქნია. - მგონი პირდაპირ ეს არ ივარგებს. სწორედ ამიტომაცაა, რომ ბევრი ოჯახი ინგრევა. თავიდან ერთად ცხოვრებას უნდა მივეჩვივოთ, ყველაფრის ერთად გაკეთებას და თუ გამოგვივა, ქორწინებაზე მერე ვიფიქროთ, - თბილად გამიღიმა და ერთი კულული ყურის უკან გადამიწია.
- გავიგე. ანუ, ერთად ცხოვრებას მთავაზობ? - დავაზუსტე.
- ზუსტად ეგრეა, - გვერდზე მომიჯდა და ხელი გადამხვია.
- არ ვიცი...
- დაფიქრდი თათი, ჩვენთვის ასე უფრო იოლი იქნება.
- ვთქვათ და დაგთანხმდი... მერე ჩემებს რა ვუთხრა? ისინი არც კი გიცნობენ... მეტიც, შენი არსებობის შესახებ არაფერი არ იციან.
- ჰოდა გაიგებენ, რა პრობლემაა? - მხრები აიჩეჩა. - შენ მხოლოდ ორი სიტყვა უნდა თქვა: ,,თანახმა ვარ” და მერე ყველაფერს მე მოვაგვარებ. ხომ მენდობი?
- როგორ არა, გენდობი, - ეს სრული სიმართლე იყო. ბაჩოს მართლა ბოლომდე ვენდობიდი, მაგრამ ეს წინადადება დიდად არ მხიბლავდა.
- ვიფიქრებ, - დავპირდი.
- ჩემი ჭკვიანი გოგო, - შუბლზე ნაზად მაკოცა.
მე და ბაჩომ ცოტა კიდევ ვისეირნეთ, მაგრამ რადგან ორივე სველები ვიყავით, შეგვცივდა და სახლში წასვლა დავაპირეთ. თუმცა ეს ბაჩომ გადაწყვიტა... ვუთხარი სახლში წავალ-მეთქი, მაგრამ ამას სულაც არ ვაპირებდი. ბაჩოს წასვლის შემდეგ ისევ ელვისში ავბრუნდი, ნინოს და ნათიას დავურეკე, კაფეში დავიბარე. გადავწყვიტე მათთვის ყველაფერი მომეყოლა ბაჩოს შესახებ. თითქმის ყველაფერი... დღევანდელ შემოთავაზებაზე ჯერ არაფერს ვეტყოდი... ორივენი მალე მოვიდნენ, დიდხანს ლოდინი არ მომიწია. გაწუწული რომ დამინახეს, მაშინვე ჩემსკენ გამოქანდნენ.
- რა მოგივიდა? - მკითხა ნინომ და გვერდზე მომიჯდა.
- ვინ ჩაგაგდო ასეთ დღეში? - ნათია ჩვენ წინ დაჯდა.
- არაფერია დაწყნარდით. უბრალოდ ვერის პარკში ცოტა ვიწუწავე, - გავუღიმე მათ.
- ოქეი, რაზე უნდა გველაპარაკო?
- ნინ, მიდი შენც იქით გადაჯექი, ნათიას გვერდზე დაჯექი... და ასე ნუ მიყურებთ, ცუდი არაფერია...
საჭმელები სამივემ შევუკვეთეთ და სანამ ველოდებოდით როდის მოიტანდნენ, მე მათ ჩემი ისტორია მოვუყევი. რა თქმა უნდა, ზემდეტი დაკონკრეტების გარეშე...
- აქამდე რატომ არ თქვი? - ორივემ ერთად წამოიყვირა.
- არ ვიცი... უბრალოდ... ახლა ხომ გითხარით, - თავი დავიძვრინე.
- ხოდა გაგვაცნობ, - მითხრა ნათიამ და ნინომაც თავი დააქნია იმის ნიშნად, რომ მას ეთანხმებოდა.
- არ ვიცი... თუ მოახერხა კი.
- თუ მოახერხა კი არა, ჩემი სიძე ხომ უნდა გავიცნო,- ნინომ და ნათიამ სიცილი დაიწყეს.
მეც გავიღიმე, ისე... რა იცოდნენ, რომ შეიძლება მათი სიტყვები მართალი ყოფილიყო...
გავიდა რამდენიმე დღე... ბაჩოს სიტყვები თავიდან არ ამომდიოდა. მითუმეტეს ახლა სახლში მარტო ვიყავი და სულ ამაზე ვფიქრობდი. უკვე თავიც ამტკივდა... იმ დღის შემდეგ მბაჩოს ისე ხშირად ვეღარ ვნახულობდი, სამსახურში პრობლემები ჰქონდა და ჩემთვის ისე ვეღარ იცლიდა. თუმცა ყოველ დღე მაინც ვლაპარაკობდით საათობით ტელეფონზე. უკვე იმდენი ვიფიქრე, რომ ფიქრისგან თავი ამტკივდა. თვალები დავხუჭე... და ჩემმა ფეხებმა თავისით წამიყვანეს გარდერობთან, ხელებმა თავისით გადმოალაგეს ტანსაცმელი და ჩანთაში ჩატენეს. უცებ აზრზე მოვედი...რას ვაკეთებ? ჩემ თავზე გამეცინა, რა სულელი ვარ... მობილური ავიღე და ბაჩოს დავურეკე...
- ხო თათი, -მიპასუხა მხიარულად.
- ბაჩო... თანახმა ვარ...

bella-vampireთარიღი: ხუთშაბათი, 2012-05-24, 9:48 PM | შეტყობინება # 70

842
83  +
   ±
Offline
shecdomebi tu maqvs sorry, ver gadavxede:XXX

viku-vukuთარიღი: ხუთშაბათი, 2012-05-24, 10:44 PM | შეტყობინება # 71

397
10  +
12  ±
   ±
Offline
bella-vampire, auuuuuuuu ra magariaaaaa axali minda da saswrafoddddddddddddddddddddd cry cry cry cry cry


bella-vampireთარიღი: პარასკევი, 2012-05-25, 3:30 PM | შეტყობინება # 72

842
83  +
   ±
Offline
XIII თავი


- რა? - ალბათ საკუთარ ყურებს არ უჯერებდა.
- რადა თანახმა ვარ. უკვე ბევრი ვიფიქრე და შენს შემოთავაზებაში მიუღებელს ვერაფერს ვერ ვხედავ.
- მოიცა, არ მჯერა. მატყუებ ხო? - მომეჩვენა, თითქოს ხმა აუკანკალდა.
- ოდესმე მომიტყუებიხარ? - დაღლილი ტონით ვუთხარი.
- ოქეი, ბარგი ჩაალაგე და ფილარმონიასთან მოდი. მე ძმაკაცის მანქანით ვიქნები.
- ბარგი უკვე ჩალაგებული მაქვს, ახლავე გამოვალ.
- ჩემი ჭკვიანი გოგო. არ დაიგვიანო იცოდე.
ტელეფონი გავთიშე და ჩანთაში ჩავიდე. ჩემოდანი ავიღე და დერეფანში გავედი, სახლს თვალი მოვავლე. ვიცოდი, რომ რისკზე მივდიოდი, ჩემი ასეთი საქციელით. ჩემები გაბრაზდებოდნენ, ინერვიულებდნენ, მაგრამ ბოლოს ყველაფერს შეეგუებოდნენ. მიხვდებოდნენ, რომ ეს ჩემთვისვე იყო კარგი. არ ვიცოდი წინ როგორი ცხოვრება მელოდა, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცოდი: ბაჩოსთან ერთად მინდოდა ყოფნა და ამ ნაბიჯსაც ამიტომ ვდგამდი. შახლს უკანასკნელად მოვავლე თვალი და უცებ მივხვდი, რომ არ ვიცოდი სად იყო ჩემი გასაღები. საძინებელში შევედი და ძებნა დავიწტე, როცა შემოსასვლელი კარის გაღების ხმა გავიგე. შემეშინდა.. ამ დროს სახლში არავინ მოვიდოდა. ოთახიდან დერეფანში ფრთხილად გავედი და ჩემს წინ ნათიას შევეჩეხე.
- შემაშინე, - ამოვისუნთქე.
მას კი ჩემთვის ყურადღება არ მოუქცევია, დერეფანში ჩემს მიერ დატოვებულ ჩემოდანს აკვირდებოდა. ნელა დაიხარა და ჩემოდანი გახსნა. იქ კი, ჩემი ტანსაცმელი რომ დაინახა, გაოცებულმა ამომხედა. არაფერი მითქვამს, ჩუმად ვუყურებდი, თვითონაც მიხვდებოდა ყველაფერს. იატაკზე დაჯდა, მე არ მიყურებდა, სადღაც ჩემს იქით იყურებოდა.
- შენ სულ გაგიჟდი? - დაიჩურჩულა.
- სულაც არა, თავს მშვენივრად ვგრძნობ. ტრაგედიად ნუ გახდი ამ ამბავს.
- ტრაგედიად?! - მაშინვე წამოხტა და ჩემს წინ გაჩნდა. - შენ ნამდვილად გააფრინე, რატომ იქცევი ასე? პატარა გოგო ხარ? თუ გათხოვება გინდა, ჯანდაბას გათხოვდი, მაგრამ ასე? მშობლებს მაინც უთხარი, რომ შეყვარებული გყავს. ან საერთოდ, ეს ამბავი ვინმემ იცის? ნინომ იცის? დარწმუნებული ვარ არა! - ბოლო ხმაზე ყვიროდა ნათია.
თავს ყველანაირად ვიკავებდი, რომ მეც არ დამეწყო ყვირილი და სკანდალი არ მომეწყო. მასთან ჩხუბი არ მინდოდა, მაგრამ ვატყობდი ეს გარდაუვალი იყო, საშინლად გაბრაზებული სახით მიყურებდა და დათმობას არ აპირებდა.
- არ ვაპირებ გათხოვებას, არა. თვითონაც თქვი, რომ პატარა გოგო არ ვარ. ხოდა, თავადაც შემიძლია გადაწყვეტილების მიღება. უფლება მაქვს გავაკეთო ის, რაც მინდა. ამიტომ ხელს ნუ შემიშლი.
ჩემოდანს ხელი დავსტაცე და გასასვლელისკენ წავედი, მაგრამ ნათია წინ გადამიდგა და კარი ჩამიკეტა.
- ჯერ კარგად დაფიქრდი რას აკეთებ, თათია, - თვალები დამიბრიალა.
- რომ დავფიქრდი, ზუსტად ამიტომ ვაკეთებ ამასაც.
- კარგი.. მაშინ, რამდენიმე კითხვას დაგისვამ და მიპასუხე.
- ნათია დროს ნუ წელავ, რა გინდა დროზე თქვი! – გავბრაზდი.
- რა იცი მის შესახებ? ის, რომ მხოლოდ ბაჩო ჰქვია, 23 წლისაა და ბანკში მუშაობს.. მაგრამ იქნებ გატყუებს? მისი გვარი მაინც იცი? - გავჩუმდი, რადგან ბაჩოს გვარი ნამდვილად არ ვიცოდი, არ დავინტერესებულვარ. რა მნიშვნელობა ჰქონდა მის გვარს?
- აი, ხომ ხედავ, - გააგრძელა ნათიამ. - შენ მის შესახებ არაფერი არ იცი, ასე სიტყვაზე როგორ ენდობი უბრალო სამი თვის გაცნობილ ადამიანს?
- შენ არაფერი არ გესმის ნათია, - როგორც იქნა ხმა ამოვიღე. - შენ რომ ნიკა გაიცანი, რა ქენი დაკითხვა ჩაუტარე? როგორ გაიგე, გატყუებდა თუ არა?
- ჩემი და ნიკას ურთიერთობა სულ სხვა საქმეა, - თავი გაიმართლა მან.
- სულაც არა! არ მინდა შენთან ჩხუბი, ამიტომ გამატარე ნათია, - მას რაღაც უნდა ეთქვა, მაგრამ სწორედ ამ დროს დარეკა ჩემმა მობილურმა.
- გისმენთ, - ისე ვუპასუხე, არც დამიხედავს, ვინ რეკავდა.
- მე ვარ, თათი, - დედა იყო.
- რა მოხდა? - ვკითხე ცოტა აგრესიულად.
- მაღაზიაში ვარ ქვემოთ და რამე ხომ არ ამოვიტანო? შენ რა ხმა გაქვს, რა არის..
- არაფერი არ არის საჭირო, - უცებ მოვუჭერე და ტელეფონი გავთიშე. ნათიას შევუბღვირე და ჩემს ოთახში შევედი, ჩემოდანი კი გაბრაზებულმა იატაკზე მოვისროლე.
- რა არის? - დაინტერესდა.
- ნელი მოდის, და ხმა არ ამოიღო იცოდე, - გავაფრთხილე.
არაფერი უთქვამს, უბრალოდ გაიღიმა. არც მე აღარ ამომიღია ხმა, სიტუაციის უფრო დაძაბვა არ მინდოდა. როგორც იქნა მიხვდა ნათია და გავიდა ჩემი ოთახიდან. მაშინვე კარები ჩავკეტე და ჩანთა საწოლის ქვეშ ფეხით შევაცურე. გაბრაზებულმა ბაჩოს მხოლოდ მესიჯი მივწერე: ,,ნელი მოვიდა.” მობილური გამოვრთე და საწოლზე დავეხეთქე, სახე ბალიშში ჩავრგე. არაფერი არ გამოდის ისე, როგორც მე მინდა...
მომხდარი ინციდენტის შესახებ რა თქმა უნდა არავის არ გაუგია, ნინოს თუ არ ჩავთვლით. მე არ მითქვამს, ვიცოდი მისგანაც ლექციებს მოვისმენდი, ნათიამ მოუყვა ყველაფერი დეტალებში. მეორე დღეს დამირეკა მშვიდად მელაპარაკა, რაც მისგან ძალიან გამიკვირდა. თუმცა ის ხომ ძალიან კარგად მიცნობდა და ისიც შეატყო, რომ დანებებას არ ვაპირებდი. აი, აქ კი მისი სიმშვიდე სადღაც გაქრა..
- არ მეგონა ასეთი უჭკუო დაქალი თუ მყავდა. ისე, შენ თუ დაგავიწყდა შეგახსენებ, რომ მამაშენს გულის პრობლემები აქვს და არ შეიძლება მისთვის ნერვიულობა. თვენახევარი გიჟური ზაფხული გაატარე და ახლა ისევ სიგიჟეს აკეთებ. 23 წლის გოგო პატარა ხომ არ ხარ, რომ გაიპარო?
- ნი, შენ მაინც ნუ დაიწყებ, გთხოვ რა. ჩემი ბედნიერება თუ გინდა, დამაცადე გავაკეთო ის, რაც ბედნიერს გამხდის.
- რა გაგხდის ბედნიერს, 15 წლის მოზარდივით უჭკოუდ მოქცევა და გაპარვა? არა, ერთ კითხვაზე მაინც მიპასუხე. ასე რომ იყოთ, შეყვარებულები.. რამე შავდება?
- აგიხსნი, - წყნარად დავიწყე. - ის მუშაობს, სამსახურში მძიმე პერიოდი დაეწყო და ახლა თითქმის საერთოდ ვეღარ იცლის. მეც ხომ უნდა დავიწო ოდესღაც მუშაობა?! სულ ასე ხომ არ ვიქნები.. მერე საერთოდ ვეღარ ვნახავთ ერთმანეთს.
- სად მუშაობს ბაჩო? - დაინტერესდა ის.
- პროკრედიტ ბანკში, ოფის-მენეჯერად, - უცებ ვუპასუხე.
- ძალიან კარგი. ხოდა ახლა გავარკვევ, ნამდვილად იქ მუშაობს თუ არა, ხვალ გეტყვი პასუხს. იქამდე კი არაფრის გაკეთება არ გაბედო! - მკაცრად მითხრა მან.
აღარ შევეწინააღმდეგე, ,,დავემორჩილე.” ნათიასთან საუბრის დროსაც იგივე გავაკეთე, თითქმის ყველაფერზე თავს ვუქნევდი და ისე ვაჩვენებდი, თითქოს გადავიფიქრე. თუმცა, რეალობაში რა თქმა უნდა არ იყო ასე...
ჩემი და ნინოს საუბრიდან ზუსტად მეორე დღეს, ,,ბედმა გამიღიმა” და სახლში მარტო დავრჩი, ნათიაც ნიკასთან ერთად იყო წასული. მეც მეტი რა მინდოდა, საწოლის ქვემოდან ჩემოდანი გამოვიღე, რომელიც ჯერაც არ მქონდა ამოლაგებული სპეციალურად და სახლიდან ,,გავიპარე.” უკვე ფილარმონიასთან ვიყავი, ბაჩოს დამ ის ძმაკაცს ველოდებოდი, როცა შიშისმაგვარი რაღაც ვიგრძენი. მგონი სინდისმაც შემაწუხა... ნინოს სიტყვები გამახსენდა მამაჩემთან დაკავშირებით. ისიც, რომ დედაჩემიც არ არის კარგად ჯანმრთელობის მხრივ.. მაგრამ ის მამშვიდებდა, რომ სულ მალე გაიგებდნენ ყველაფერს, სახლში მხოლოდ საღამოთი მივიდოდნენ და თავიდან ასეთ რაღაცას ვერც კი იფიქრებდნენ. მეც მალევე დავრეკავდი მათთან. მაშინ, როცა თბილისიდან უკვე შორს ვიქნებოდით. მათზე ფიქრი მოსვენებას არ მაძლევდა. მერე იმაზე ამეკვიტა ფიქრი რა იქნებოდა, როცა ბაჩოს ოჯახს გავიცნობდი, მიმიღებდნენ ისინი? ჩემი ოჯახიც ხომ უნდა გამეცნო მათთვის... მაგრამ ყველა აზრი გაქრა, როცა ჩემს წინ ბაჩო დავინახე და ძალიან მაგრად ჩავეხუტე...
მივხვდი, რომ ჩამეძინა, რადგან ჩემმა მობილურის ხმამ გამომაღვიძა. ეკრანს დავხედე, ნინო იყო. არ ვუპასუხე, ბაჩომ კი ტელეფონი აიღო და საერთოდ გამოთიშა. აქეთ-იქით მიმოვიხედე, ჯერ კიდევ მანქანაში ვიყავით.
- დაიძინე თათი, რომ მივალთ გაგაღვიძებ, - შუბლზე მაკოცა ბაჩომ და თავი მის მხარზე დამადებინა. მეც თვალები დავხუჭე და სიზმრების სამყაროში გადავეშვი...

eleeთარიღი: პარასკევი, 2012-05-25, 4:10 PM | შეტყობინება # 73

131
2  +
7  ±
   ±
Offline
Auu axali dade gtxov aii dzaan mainteresebs )))es tavii ai dzalian momewona

viku-vukuთარიღი: პარასკევი, 2012-05-25, 4:20 PM | შეტყობინება # 74

397
10  +
12  ±
   ±
Offline
bella-vampire, masrtlac rom dzalian saintereso tavi iyo gtxov dges dade ra axali tavi. mgoni chemi fiqrei martldeba da aq isetei datrialdeba rom ravi biggrin biggrin biggrin


bella-vampireთარიღი: პარასკევი, 2012-05-25, 8:23 PM | შეტყობინება # 75

842
83  +
   ±
Offline
aq isetebi datrialdeba, tqven rom verc ki warmoidgent:DDD
dges verdavdeb, sxvagan var da xval or tavs davdeb:**
ძებნა: