ჩემი გიჟური ზაფხულის საჩუქარი
|
|
bella-vampire | თარიღი: ორშაბათი, 2012-05-07, 6:37 PM | შეტყობინება # 1 |
842
Offline
| სახელწოდება: ჩემი გიჟური ზაფხულის საჩუქარი ავტორი: bella-vampire ბეტა: არ მყავს დისკლეიმერი: გმირებზე საავტორო უფლებები მეკუთვნის მე რეიტინგი: G(General) ჟანრი: რომანტიკა სტატუსი: დასრულებულია ავტორისაგან: ეს მოთხრობაც ნამდვილ ამბავზეა დაფუძნებული, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩემით ჩავამატე ბევრი რამ. იმედია მოგეწონებათ...
შეტყობინება შეასწორა bella-vampire - ორშაბათი, 2012-05-07, 6:39 PM | |
|
|
|
|
bella-vampire | თარიღი: ორშაბათი, 2012-05-07, 7:46 PM | შეტყობინება # 4 |
842
Offline
| T-MOMSEN, ♫_Ani_♫, ramdenime wutshi davdeb pirvel taavs. madloba gogoebooo XOXO
| |
|
|
|
bella-vampire | თარიღი: ორშაბათი, 2012-05-07, 7:49 PM | შეტყობინება # 6 |
842
Offline
| viku-vuku, rogorc movaxerxeb isee. es winastan shedarebit ufro didia^^
| |
|
|
bella-vampire | თარიღი: ორშაბათი, 2012-05-07, 7:49 PM | შეტყობინება # 7 |
842
Offline
| I თავი
საშინლად ვიყავი, საშინლად... ვიცოდი რომ ბედნიერება ოდესღაც დასრულდებოდა, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, რომ ეს ასე მალე მოხდებოდა. მიყვარდა, ვუყვარდი, მაგრამ ერთად ყოფნა მაინც ვერ შევძელით. თვალები დავხუჭე და ჩვენი ერთ-ერთი შეხვედრა გავიხსენე... რა ვიცოდი მაშინ, თუ ეს ‘ჩვენთვის’ ბოლო დღეები იყო... - რა ხდება თათი? - მკითხა თორნიკემ და გვერდით მომიჯდა. - ეგ რომ ვიცოდე, რაღა მიჭირს... - ამოვიხვნეშე. - ზუსტად არ ვიცი, როდის, როგორ, რანაირად, მაგრამ ვხვდები, რომ რაღაც შეიცვალა, - თავი ძირს დავხარე. არ შემეძლო მისთვის თვალებში შემეხედა. - რას გულისხმობ? ხომ იცი, რომ სიგიჟემდე მიყვარხარ, - ხელი მომკიდა ნიკაპზე და თავი მაღლა ამაწევინა. - შენ რა, ტირი? - ჯანდაბა! ცრემლევმა ისევ გამცეს. მოღალატეები! - არა არა, რა სისულელეა, - გვერდზე გავიხედე და ცრემლები მოვიწმინდე. - უბრალოდ თვალში რაღაც ჩამივარდა, - უცბად ვიცრუე. - ხომ იცი, რომ ტყუილი არ გეხერხება, - ნაღვლიანად გაიღიმა, მაგრამ ღიმილი მის თვალებს არ შეხებია. - რატომ მიცნობ ასე კარგად? - მეც ნაზად გავუღიმე. მან არაფერი მიპასუხა. უბრალოდ გულში ჩამიკრა და თავი ჩემს თმებში ჩამალა. არ ვიცი რატომ, მაგრამ ამ მოძრაობას ის ძველი გრძობა არ გამოუწვევია. გული აღარ ამიჩქარდა და არც სასიამოვნო ჟრუანტელს დაუვლია ტანში. ჩემს თავზე საშინლად ვბრაზდებოდი, რომ ისევ ისეთი აღარ ვიყავი. მე თვითონაც ვერ მივხდი როდის, მაგრამ ჩემში რაღაც შეიცვალა. რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი... - თათი, ცოლად გამომყვები? - უეცრად მკითხა მან. უკვე მერამდენჯერ მისვამდა ამ კითხვას და მერამდენჯერ არ მქონდა პასუხი. - არ ვიცი თოკო, - ჩავილუღლუღე. - არ გიყვარვარ? - პატარა ბავშვივით მკითხა. - ეგ არაფერ შუაშია, - პირდაპირ პასუხს თავი ავარიდე. - მაშინ რა არის? - მაინც არ მეშვებოდა. - არ ვიცი თოკო, არ ვიცი. ჯერ ამისთვის მზად არ ვარ, არ შემიძლია, - თავი გავაქნიე. - კარგი, არ დაგაძალებ, - მითხრა და შუბლზე მაკოცა. მერე ხელი გადამხვია, გულთან მიმიკრა და ასე ამაცილა სახლში. მაშინვე ჩემს ოთახში შევედი და ავტირდი. ჩემი თავი მეზიზღებოდა რომ თოკოს ასე ვექცეოდი. ის ხომ ასეთი კეთილი, თბილი და მოსიყვარულე იყო. მე კი... მე კი სულ უარით ვისტუმრებდი. მაგრამ მე უბრალოდ არ შემეძლო ამ ნაბიჯის გადადგმა. ვგრძნობდი, რომ არ ვიყავი ამისთვის მზად. ოჯახის შექმნა ჩემთვის ჯერ ადრე იყო... თანაც ჩემდა სამწუხაროდ იმაშიც არ ვიყავი დარწმუნებული, თორნიკე ჩემი საბოლოო სიყვარული იყო თუ არა. მიყვარდა, მაგრამ თითქოს ეს არ იყო საკმარისი. ჩვენს ურთიერთობას რაღაც აკლდა, სიტყვებით ვერ ავხსნი... თითქოს მას ერთი პატარა ბიძგი სჭირდებოდა და ყველაფერი უცებ დაინგრეოდა, ‘ჩვენ’ აღარ ვიარსებებდით...
- დებილი ხარ! - განმიცხადა ჩემმა დაქალმა მეორე დღეს, როდესაც ყველაფერი მოვუყევი. - თორნიკესნაირ ბიჭს რომელი გოგო დაკარგავს. - მერე ვინ ამბობს რომ ვკარგავ? თუ ასე ძალიან გინდა, ადექი და შენ თვითონ გაყევი ცოლად, - შევუბღვირე. - მე ჯერ ამისთვის მზად არ ვარ. თუ ნამდვილად ვუყვარვარ, დამელოდება, თუ არა და... - თუ არა და დაკარგავ, - შემაწყვეტინა მან. - ჯერ ცოლად გავყვე, მერე აღმოვაჩინო, რომ ჩვენი სიყვარული ისეთი მყარი არ არის და გავშორდეთ, ამას მირჩევნია სულ არ გავყვე ცოლად და ისე დავკარგო, - ჯიუტად განვუცხადე. - ვერ ხარ შენ, - ხელი ჩაიქნია. - შენ არ იყავი, ორი წლის წინ იმაზე რომ ფიქრობდი, რა ბედნიერები ვიქნებით მე და თოკო, რომ დავქორწინდებითო. - ორი წლის წინ სხვა დრო იყო, - ვთქვი დანანებით. - მაშინ ყველაფერს ადვილად ვუყურებდი, ვარდისფერი სათვალეები მქონდა გაკეთებული, ახლა კი უკვე მოვიხსენი ისინი და ცხოვრებას რეალურად ვუყურებ. უბრალოდ არ მინდა შეცდომა დავუშვა. არ ვარ მე ჩემს გრძნობებში დარწმუნებული. ასეთი რამ პირველად მომდის, არ ვიცი რა მინდა. ამის გამო კი თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ. ყველაზე მეტად ის არ მინდა, რომ თორნიკეს ვატკინო გული. მაგრამ ვიცი, ‘განქორწინება’ უფრო ატკენს მას გულს. შეიძლება არასწორად ვმსჯელობ და შეცდომას ვუშვებ, მაგრამ სხვანაირად ვერ მოვიქცევი. - შენი საქმისა შენ იცი თათი, მაგრამ კარგად დაფიქრდი. შეცდომა არ დაუშვა და ამით შენი სიყვარული არ დაკარგო. ჩემგან არ უნდა გესწავლებოდეს, რომ თოკოს სიცოცხლეზე მეტად უყვარხარ, - მითხრა ნათიამ. - მეც ასე მიყვარდა, - ჩავიბუტბუტე და თვალები ცრემლებით ამევსო. ნათია ერთი მხრივ მართალი იყო. თორნიკეს მართლა სიგიჟემდე ვუყვარდი, ეს არაერთხელ დამიმტკიცა. მაგრამ მე არ ვიყავი მისი სიყვარულის ღირსი, მე ვიყავი ყველაფერში დამნაშავე. ეს მე არ ვიყავი საკუთარ თავში, საკუთარ გრძნობებში დარწმუნებული, და არა ის. ყველაზე მეტად საკუთარ თავზე ვბრაზობდი, რომ გადაწყვეტილებას ვერ ვიღებდი. თუმცა ერთი კი ზუსტად ვიცოდი! თოკოს ცოლად იქამდე არ გავყვებოდი, სანამ ჩემი გრძნობების სიმტკიცეში არ დავრწმუნდებოდი. არ მინდოდა ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადამედგა და შემდეგ აღმომეჩინა, რომ თურმე შეცდომა დავუშვი, თურმე ვიჩქარე და ამით ისევ და ისევ თოკოს ვატკინე. მის გრძნობებში უფრო ვიყავი დარწმუნებული, ვიდრე ჩემსაში. - ახლა რა შეიცვალა? მომისმინე, არ იფიქრო, რომ ახლა შენზე გაბრაზებული ვარ. ვიცი, დაბნეული ხარ და შენ თვითონაც ვერ ხვდები რა ხდება შენს გულში. ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ და ყველანიარად გვერდში დაგიდგები, მაგრამ ჯერ კარგად დაფიქრდი, მერე არ ინანო. - მადლობა ნათი, - მივედი და გადავეხვიე. ნათიამ შუბლზე მაკოცა და კარებისკენ წავიდა. - გამაგებინე რა მოხდება, - თქვა და თავისთან გავიდა. მე და ნათია კარის მეზობლები და ბავშვობის მეგობრები ვიყავით. ჩემს ოთახში შევედი, კარი ჩავიკეტე და სარკეში ჩავიხედე. იქიდან კი ქერა, ხუჭუჭთმიანი, მწვანეთვალება გოგო მიყურებდა. მაგრამ ჩემი თვალები ისეთი ნათელი ფერის აღარ იყო, როგორც ადრე. როცა ცუდ ხასიათზე ვიყავი, ყოველთვის მიმუქდებოდა და მუქი ჭაობისფერი მიხდებოდა. ახლაც ზუსტად ასეთი თვალები მქონდა. 23 წლის გოგონა, რომელიც არც მუშაობს და არაფერი. უბრალოდ სახლში დედას ვეხმარები ხოლმე. სამსახურს ვეძებდი, მაგრამ ვერ ვიშოვე-გამოცდილება არ მაქვს. თუმცა ახლა ძალიან მინდოდა რამე საქმე მქონოდა, რომ ეს ყველაფერი თავიდან ცოტა ხნით მაინც ამომეგდო და სხვა რამეზე გადამეტანა ყურადღება. ტელეფონი ავიღე და ჩემს დაქალს, ნინის დავურეკე. მეხუთე კლასიდან ერთად ვიყავით და ჩემი ძალიან კარგად ესმოდა. შეიძლება ვთქვა, რომ ნათიაზე კარგადაც კი. არ ვიცი რატომ, მაგრამ მისი დარიგებები არ მაბრაზებდა და არც გულს მიწუხებდა. ბევრ რამეში მეხმარებოდა და ამიტომ მისი დიდი მადლიერი ვიყავი. ძალიან ძალიან მიყვარდა. - ალო, - გავიგე მისი პატარა დის ხმა. სური 14 წლის იყო და მასთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა. - სური, თათია ვარ. როგორ ხარ? - მოვიკითხე. - კარგად თათი, შენ როგორ ხარ, ხმაზე რა გჭირს? - ისიც თავისი დიდი დაიკოსავით ძალიან მიხვედრილი იყო. - არაფერი, უბრალოდ ცოტა ხნის წინ გამეღვიძა, - საათს გავხედე, პირველის ნახევარი ხდებოდა. პრინციპში, ჩემგან არ გაუკვირდებოდა, მე ხომ ცნობილი ძილისგუდა ვიყავი. - ნეტავ რატომ არ მიკვირს, - ჩაიცინა. - ნინის დავუძახო? - ხო, დაუძახე. - კარგი, აბა კარგად თათ. - კარგად სური. - ნინოოოო, - გავიგე, როგორ ეძახდა სური ნინოს. - როგორ ხარ ქალბატონო? - გავიგე ჩემი დაქალის ხმა. - მგონი კარგად, შენ როგორ ხარ? და რატომ ქალბატონო? - გავიცინე. მასთან საუბრისას ყოველთვის კარგ ხასიათზე მოვდიოდი. - ერთი კვირაა აღარ შემხმიანებიხარ, - გაბუტული ბავშვივით თქვა. - არა, მე გამართლება მაქვს. სულ გადარბენაზე ვარ, სახლში ღამის 11-ზე მოვდივარ, მაგრამ შენ რას აკეთებ? მოიცა, გეტყვი: თოკოსთან ერთად ერთობი, არა? - გაიცინა. მე კი მოვიღუშე და ჩემი სახიდან ღიმილი გაქრა. არადა ყოველთვის პირიქით იყო. როდესაც თორნიკეზე ვლაპარაკობდი, თვალები მიბრწყინდებოდა და სულელივით ვიღიმოდი. - თორნიკესთან არ ვარ, - ჩავიბუტბუტე. - რა მოხდა? - ხმა დაუსერიოზულდა და ეტყობოდა, რომ ჩემგან ყველაფრის თქმას ელოდებოდა. მეც არ დავაყოვნე და ყველაფერი დეტალებში მოვუყევი ნინის. ცოტა ხანი ჩუმად იყო, ალბათ ჩემს ნათქვამს იაზრებდა. - ახლა რა უნდა ქნა, უნდა დაშორდე? - მკითხა დუმილის შემდეგ. - არა რატომ? აუცილებელი ხომ არ არის, ახლავე გავყვე ცოლად? საკუთარ თავში უნდა გავერკვე. დასასვენებლად ზღვაზე მივდივარ და იქ თავისუფლად მექნება ფიქრის საშუალება. ვეტყვი დრო მჭირდება-მეთქი. როცა ჩამოვალ, მაშინ ვეტყვი გადაწყვეტით პასუხს. - გაითვალისწინე, რომ თორნიკე კარგად გიცნობს და ვერ მოატყუებ. ეგეც რომ არა, ტყუილი არ გეხერხება. თანაც გამოთქმა ,,დრო მჭირდება” მგონი ისედაც ყველაფერს ამბობს. - აბა შენ რას მირჩევ, რა გავაკეთო? კითხვას რომ დამისვამს, ცოლად გამომყვები თუ არაო, ხომ არ დავმუნჯდები? აღარცერთი აღარ ვართ პატარები, დიდი ხანია რაც ერთად ვართ და ალბათ დრო დადგა. მაგრამ მე უნდა გავერკვე საკუთარ გრძნობებში: მინდა ეს?- ცოტა გავბრაზდი. - მაგას არ გეუბნები. ადამიანთან ძალით ვერ იქნები, მაგრამ თუ მისთვის უარყოფითად გადაწყვეტ, ეცადე გული ძალიან არ ატკინო, თუ ეს შესაძლებელია... - კარგი. ყველანაირად ვეცდები ასე არ მოხდეს და იმედი მაქვს, რომ თორნიკე გამიგებს, რაც არ უნდა ვუთხრა. - კარგი თათი, აბა შენ იცი. მე მობილურზე ჩემი უფროსი მირეკავს, ალბათ უნდა, რომ შაბათსაც მივიდე სამსახურში. არადა, დღეისთვის გეგმები მქონდა... მოკლედ, წავედი ახლა მე და აბა შენ იცი. მერე დამირეკე და ყვეალაფერი გამაგებინე. - კარგი, შენ უფროსი არ შემოგელანძღოს შემთხვევით, - ჩავიცინე. - სახლში რომ მოვალ დაგირეკავ, მიყვარხარ. - მეც მიყვარხარ თათ, ახლა წადი და თოკოს დაელაპარაკე. არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნება. - კარგად, - დავემშვიდობე და ტელეფონი გავთიშე. ჯერ ნორმალურად გათიშულიც არ იყო, რომ ახალი ზარი შემოვიდა. ეკრანზე ,,თოკო” ეწერა. გამბედაობა მოვიკრიბე და ზარს ვუპასუხე. - გისმენთ. - თათია, როგორ ხარ? მომენატრე, - ისე თბილად და ისე ნაზად მითხრა, რომ პირდაპირ გული დამეწვა. - მე კარგად, შენ? თოკო იცი, შენი ნახვა მინდა, უნდა ვილაპარაკოთ, - რაც შეიძლებოდა მშვიდად ვთქვი. - ჰო, შენი ნახვა მეც მინდა. გამოგიარო? - არა, ნახევარ საათში პარკში შევხვდეთ ერთმანეთს, კარგი? - რა პრობლემაა. კარგად პრინცესა, - ტელეფონი გათიშა. ტანსაცმელი სწრაფად ჩავიცვი და ჩემი ოთახიდან გავედი. სამზარეულოში წყლის დასალევად გავედი, იქ კი დედიკო დამხვდა. - სადმე მიდიხარ? - დაინტერესდა. - ჰო, თორნიკეს უნდა შევხვდე, - წყალი დავლიე და დედას ვაკოცე. - კარგად, - კარებიდან მივაძახე და გარეთ გავედი. ორი სართული ერთ წამში ჩავირბინე და სუფთა ჰაერი ჩავისუნთქე. რა თქმა უნდა, რამდენადაც შეიძლება ამ ჰაერს სუფთა უწოდო... პარკისკენ გზას ფეხით გავუყევი რომ დრო უფრო გამეწელა, ფეხები უკან მრჩებოდა. მაგრამ ვიცოდი, რომ ამის გაკეთება ადრე თუ გვიან მაინც მომიწევდა და ჯობდა ახლავე გამეკეთებინა. პარკში მივედი და სკამზე მჯდარი თოკო დავინახე. მივედი და გვერდზე მივუჯექი. თორნიკე ჩემკენ გადმოიხარა და გადამკოცნა. - რაზე გინდოდა ლაპარაკი? - თან ჩემი ხელი აიღო და თითებზე მეთამაშებოდა. - თორნიკე, სერიოზული სალაპარაკო გვაქვს.
| |
|
|
|
|
|
|
|
bella-vampire | თარიღი: სამშაბათი, 2012-05-08, 9:08 PM | შეტყობინება # 13 |
842
Offline
| mixaria rom mogwons, madloba yvelaaas XOXO bella1999, ra gatirebs? :(( ♥vampiressa♥, nat es wutia rac saxlshi movedi da davdeb maleee :*:**
| |
|
|
bella-vampire | თარიღი: სამშაბათი, 2012-05-08, 9:46 PM | შეტყობინება # 14 |
842
Offline
| II თავი
- ცუდ ხასიათზე ხარ? - უეცრად მკითხა მან. ამას არ მოველოდი და ცოტა დავიბენი. - ეგ მოსაზრება საიდან? - როცა ცუდად ხარ, ყოველთვის თორნიკეს მეძახი და არა თოკოს, - ამიხსნა მან. - ალბათ... - ჩემთვის ჩავიჩურჩულე. - აბა, რისი თქმა გინდოდა? - დიდი შემართებით მკითხა. რომ იცოდეს რა უნდა ვუთხრა, ასე აღარ იქნებოდა. ღმერთო გევედრები მომეცი ძალა, რომ ეს გადავიტანო. როგორ არ მინდა, რომ თორნიკეს ტკივილი მივაყენო. - იცი, ამ ბოლო დროს ჩემი თავის არ მესმის... ჩემში რაღაც შეიცვალა, რაც არ მომწონს, მაგრამ მე მის მიმართ უძლური ვარ. ბევრი რამის შესახებ შემეცვალა აზრები, ფიქრები თავში სულ სხვა კუთხით მიტრიალებს. თითქოს აღარ ვარ ის ძველი თათია, რომელიც სამი წლის წინ გაიცანი. რომელიც ოცნებობდა როდის გათხოვდებოდა, ჩაიცვამდა თეთრ, გრძელ საპატარძლო კაბას და ეყოლებოდა შვილები. ახლა უკვე გავიზარდე და ალბათ ახლა უფრო უნდა მინდოდეს ეს ყველაფერი, მაგრამ უკვე ყველაფერს სხვა თვალით ვუყურებ, არ მინდა შეცდომა დავუშვა... თოკოს შევხედე, გაკვირვებული სახით მიყურებდა. ვერ ხვდებოდა, რაზე ველაპარაკებოდი. - ვერ ხვდები რას ვამბობ, არა? - მართალია, გაურკვევლობაში ვარ. ასეთი რისი თქმა გინდა თათი? - თოკო... - შესაბამის სიტყვებს ვეძებდი. - გუშინ უკვე მერამდენჯერ მთხოვე ცოლობა, ვეღარ დავითვლი. შენც კარგად ატყობ, რომ პასუხს არ გცემ. მე თვითონაც არ ვიცი, მინდა თუ არა ეს. არ ვარ ჯერ ამისთვის მზად. თვალებზე ცრემლი მომადგა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს საყვარელ ადამიანს უნდა მივეტოვებინე. თითქოს ვგრძნობდი, რომ ჩემთვის ძალიან ძვირფასს ვკარგავდი. თორნიკეს მიმართ ისევ ისეთი გრძნობა აღარ მქონდა, მაგრამ საბოლოოდ ძაფს ვერ გავწყვეტდი და ვერ ვიტყოდი, რომ აღარ მიყვარდა. სადღაც, გულის ბნელ კუნჭულში მის მიმართ სიყვარულს მაინც ვგრძნობდი. ბოლოსდაბოლოს სამი წელი ვიყავით ერთად, სამი ლამაზი წელი გვიყვარდა ერთმანეთი და ბევრი საოცარი მოგონება გვაკავშირებდა. თავი ჩავხარე, რომ მას ჩემი ცრემლები არ დაენახა. ვერ იტანდა, როცა ვტიროდი. მაგრამ როგორც ყოველთვის მისგან ვერაფრის დამალვა ვერ მოვახერხე და ჩემი ცრემლები დაინახა. თავი ფრთხილად ამაწევინა და ლოყაზე მომეფერა. - მითხარი რა მოგივიდა. ხომ იცი, ყველაფერში გაგიგებ, - ცერა თითით ცრემლები მომწმინდა. მე კი ვეღარ მოვითმინე და ძლიერად ჩავეხუტე. რაც ძალა მქონდა მოვიკრიბე და ხელები ისე მაგრად მოვხვიე, თითქოს ეს ჩვენი ბოლო შეხევდრა ყოფილიყოს. ამ დღის შემდეგ მასზე ალბათ ყველანაირ უფლებებს ვკარგავდი. საერთოდ მას ვკარგავდი... უარს ვეუბნებოდი მას, რომელსაც სიცოცხლეზე მეტად ვუყვარდი. მოსაფიქრებლად და საკუთარ თავში გასარკვევად დრო მჭირდებოდა, ოღონდ არ ვიცოდი რამდენი. მაგრამ ჩემდა სამწუხაროდ ვგრძნობდი, რომ რაც არ უნდა დიდი დრო გასულიყო, მაინც იმავე აზრზე ვიქნებოდი: გათხოვება არ მინდოდა! შეიძლება ეს იმის ბრალიც იყო, რომ თორნიკეს მიმართ ჩემს გრძნობებში ისევ ისეთი დარწმუნებული არ ვიყავი, თითქოს ჩემი გრძნობები გაფერმქთალდა. ის ყველაფერში ჩემი საყრდენი იყო, ჩემი იმედი... თოკო ჩემთვის დღემდე ძალიან ძვირფასი ადამიანი იყო, მაგრამ ჩემი დაბნეულობის გამო მას ვკარგავდი. ეს გააზრებული მქონდა, მაგრამ მაინც ჯიუტად იგივეს ვაკეთებდი. ალბათ იმედი მქონდა, რომ როცა მომინდებოდა მასთან ისევ დავბრუნდებოდი და ისიც ხელგაშლილი თბილად მიმიღებდა. თუმცა ისევ ისე, როგორც ‘შეყვარებულები.’ ვერ წარმომედგინა, რომ მე მისი ‘ცოლი’ მერქმეოდა, მას კი ჩემი ‘ქმარი.’ - თოკო, იცი, დრო მჭირდება. მარტო უნდა ვიყო რომ საკუთარ თავში გავერკვე. უნდა გავიგო რა მჭირს და რა მინდა. ასე გაურკვევლობაში ვერცერთი ვერ ვიქნებით. ალბათ უკვე დროა რომ ეს ნაბიჯი გადავდგათ, უკვე დიდი ხანია რაც ერთად ვართ, თან პატარებიც აღარ ვართ, მაგრამ მე ჩემ თავში არ ვარ დარწმუნებული. ნამდვილად მინდა ეს? მეშინია მერე არ ვინანო და ამით შენც არ მოგაყენო ტკივილი. - პირდაპირ რატომ არ მეუბნები? აქამდე ყველაფერში დარწმუნებული იყავი, ახლა რა დაგემართა? საკუთარ თავში ხარ დაკარგული. - ჰო, - ჩუმად დავეთანხმე. - ხოდა, მოდი მე გაგარკვევ. რაც არ უნდა რთული იყოს ეს ჩემთვის, სიმართლეს მაინც უნდა გავუსწორო თვალები. შენ აღარ გრძნობ ჩემს მიმართ იმას, რასაც ადრე გრძნობდი. გგონია ბრმა ვარ და ვერაფერს ვამჩნევ? ნელ-ნელა მშორდები, ამას გაუზრებლად აკეთებ, მაგრამ მთავარია, რომ აკეთებ. - თავში ფიქრები ერთი მეორეს ისე სწრაფად ცვლის, რომ მათ დაჭერას ვერ ვახერხებ. მაგრამ ის ზუსტად ვიცი, რომ გათხოვება ჩემთვის ჯერ ადრეა, არ მინდა ეს ნაბიჯი გადავდგა. - ეს ნაბიჯი არ გინდა ‘ჩემთან’ გადადგა, - წყნარად მითხრა მას. სწორედ აქ გამინათდა გონება: ის მართალი იყო! ქვეცნობიერად ამას ყოველთვის ვგრძნობდი, ყოველთვის ვიცოდი, მაგრამ საკუთარ თავს არ ვუტყდებოდი. რასაც თორნიკეს მიმართ ვგრძნობდი, ეს არ იყო ნამდვილი სიყვარული. ასეთ გრძნობას კი ყოველთვის აქვს დასასრული. ალბათ ჩემი გრძნობის დასასრულიც მოვიდა... - მართალი ხარ, - ვუთხარი მას და თვალებში ჩავხედე. იქ კი ვერაფერი დავინახე, სრული სიცარიელი და უემოციობა იყო. - მაშინ ჩემს აქ ყოფნას აზრი აღარ აქვს, - თქვა მან და სკამიდან წამოდგა. არ გამიჩერებია, ასე ორივესთვის კარგი იქნებოდა. სიცრუეში ცხოვრებას მწარე სიმართლე ჯობია, რომელიც ჩემთვის არც ისე მწარე გამოდგა. მაგრამ სამაგიეროდ, თორნიკეს ვატკინე გული და ამის გამო მეც მტკიოდა. - მოიცადე, - დავუძახე და უკან დავედევნე. უცებ შემოატრიალდა და პირდაპირ მის წინ გავჩერდი. რამდენიმე წუთი თვალებში ვუყურებდი და მის თითოეულ ნაკვთს ვიმახსოვრებდი. მისკენ მივიწიე და მაგრად ჩავეხუტე, მთელი სხეულით მივეკარი და თავი გულზე დავადე. თვალები დავხუჭე და მის გულის ცემას დავუგდე ყური. ვიცოდი, რომ ასეთი შანსი ბოლოჯერ მეძლეოდა. - იმედია ბედნიერი იქნები თათ, - ჯერ შუბლზე მაკოცა, მერე ლოყაზე, ცოტა ხანს შეჩერდა, ალბათ ფიქრობდა, შეხებოდა თუ არა ჩემს ტუჩებს. ბოლოს ალბათ გონებამ გაიმარჯვა, უბრალოდ ძლიერად ჩამიხუტა. ვგრძნობდით, რომ ასე ახლოს ერთმანეთთან საბოლოოდ ვიყავით. მერე უცბად თავისი მკლავებისგან გამათავისუფლა, გამიღიმა და წავიდა. მე კი ისევ იქ ვიდექი და უკვე ჩემი ,,ყოფილი თოკოს” ლანდს გავყურებდი.
| |
|
|
|