ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 6 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • »
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
ჩემი გიჟური ზაფხულის საჩუქარი

T-MOMSENთარიღი: პარასკევი, 2012-05-25, 8:51 PM | შეტყობინება # 76

266
15  +
30  ±
   ±
Offline
bella-vampire, me guli cuds migrdznooobs, bachos ar vendobiii ratomgac dry


Crazyთარიღი: შაბათი, 2012-05-26, 5:41 PM | შეტყობინება # 77

202
11  +
6  ±
   ±
Offline
bella-vampire, ai ai ai dedas gaficeb cudat gavxdi : |\ mivxvdi bevr rames da martla cudat gavxdi biggrin fu neta avariashi moyvebodnen da es bacho mokvdebodes : /// am tavit imden rames mivxvdi rom shemadzula tavi :D:D :| unamuso idioti : /


viku-vukuთარიღი: შაბათი, 2012-05-26, 5:56 PM | შეტყობინება # 78

397
10  +
12  ±
   ±
Offline
Crazy, MEC MAQ ECHVEI MARA ARA MTLAD EGETI biggrin biggrin biggrin


bella-vampireთარიღი: შაბათი, 2012-05-26, 6:43 PM | შეტყობინება # 79

842
83  +
   ±
Offline
ahaa, e.i. jer mitxarit ra echvebi gaqvt da mere davdeb shemdeg taaavs tongue biggrin ogond PM-shi momweret.^^

viku-vukuთარიღი: შაბათი, 2012-05-26, 7:17 PM | შეტყობინება # 80

397
10  +
12  ±
   ±
Offline
dade ra axaliiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiii cry cry cry cry cry cry


bella-vampireთარიღი: შაბათი, 2012-05-26, 9:40 PM | შეტყობინება # 81

842
83  +
   ±
Offline
XIV თავი

- გაიღვიძე თათი, - შემაჯანჯღარა ვიღაცამ.
თვალები ნაძალადევად გავახილე და აქეთ-იქით მიმოვიხედე, ისევ მანქანაში ვიყავით. გვერდით ბაჩოს გავხედე, რომელიც მიყურებდა და მიღიმოდა.
- მოვედით? - ნამძინარევი ხმით ვკითხე.
- კი, უკვე ქუთაისში ვართ, - გამიღიმა და მანქანიდან გადავიდა. მერე ცოტათი დაიკუზა, მისი სახე რომ დამენახა და მითხრა მანქანიდან გადავსულიყავი. მეც მას დავემორჩილე, ჩანთა ავიღე და გადავედი, მაგრამ რადგან ახალგაღვიძებული ვიყავი, თავბრუ დამეხვა და მანქანას დავეყრდენი.
- კარგად ხარ? - ჩემთან ბაჩოს ძმაკაცი, ვახო მოვიდა და ხელი მომკიდა.
- უბრალოდ თავბრუ დამეხვა, - ვეცადე გამეღიმა.
მან რაღაც უცნაურად ჩაიცინა, ხელი მომკიდა და სახლში შესვლაში დამეხმარა.
- ბაჩო სად წავიდა? - ვკითხე მას.
- თქვენი ბარგი აიტანა საძინებელში, - ამაზე ისევ ჩაეცინა. მისი უაზრო სიცილი უკვე ჩემზე მოქმედებდა, ნერვებს მიშლიდა, მაგრამ ვცდილობდი ყურადღება არ მიმექცია. სკამიდან ავდექი, დიდ მაცივართან მივედი და გამოვაღე. ყველა თარო გამოვსებული იყო საჭმელებით, ერთი პატარა ბოთლიც არ ჩაეტეოდა არსად.
- თქვენ რა, აქ ქეიფი უნდა გამართოთ? - უკან მივიხედე და ბაჩოს ვკითხე, რომელიც კიბეებიდან ჩამოდიოდა. ჩემს კითხვაზე გაეცინა, მაცივართან მივიდა და მის დანახვაზე, ზუსტად ჩემნაირი რეაქცია ჰქონდა, თვალები გაუფართოვდა. ყურადღება არ მომაქცია, ვახოს მიუბრუნდა და ჰკითხა:
- ჩვენ აქ მართლა უნდა ვიქეიფოთ?
- ქეიფი მერე, თბილისში რომ ჩავალთ, - თვალი ჩაგვიკრა მან. - ეს საჭმელები კი თქვენთვისაა, დღეს მე აქ არ დავრჩები, მაგრამ ხომ უნდა ვჭამო?! - გაიცინა.
- ბაჩო, ჩვენ აქ რამდენი ხანი უნდა დავრჩეთ? - ვკითხე დაბნეულმა. მაცივარში იმდენი საჭმელი იყო, ალბათ ერთი თვე თავისუფლად გვეყოფოდა. ჩემს დაბნეულობაზე გაეცინა, მოვიდა და სახეზე მომეფერა.
- ერთ კვირაზე მეტი არა, ან შეიძლება სულაც რამდენიმე დღე, ყველაფერს გააჩნია, - გამიცინა და ლოყაზე ნაზად მაკოცა. ის იდეა, რომ აქ ერთი კვირა დავრჩებოდით, საერთოდ არ მხიბლავდა, არ მიყვარდა ქუთაისი. მითუმეტეს ასეთი ადგილი. სახლი ორსართულიანი იყო, ლამაზი ეზოც ჰქონდა, მაგრამ ის ადგილი, სადაც იყო აშკარად მაშინებდა. სხვა სახლები მოშორებით იდგნენ, ჩვენს იქით კი რაღაც უკაცრიელი ადგილი, ტყე იწყებოდა. ღამე მგონი ტურების ყვირილსაც გავიგებდით. ამის გაფიქრებაზე უსიამოვნოდ გამაჟრჟოლა, ყურადღება სხვა რამეზე გადავიტანე და მაცივრიდან საჭმელები გამოვალაგე, სუფრა უნდა გამეწყო...
სამივემ ერთად ვივახშმეთ, ცოტა ხანში კი ვახო დაგვემშვიდობა, მანქანაში ჩაჯდა და წავიდა. მის მაგივრად მე მეშინოდა. უკვე საკმაოდ ჩამობნელებული იყო, თან ალბათ დაღლილიც იქნებოდა, მაგრამ თავისი მაინც გაიტანა და წავიდა.
მე საშინლად დაღლილი ვიყავი, აღარაფრის თავი არ მქონდა. მისაღებში დივანზე წამოვწექი და ჭერს მივაშტერდი, არ ვიცოდი ახლა რა მოხდებოდა... ბაჩო ჩემთან ახლოს მოვიდა, თავთან ჩაიკუზა და ცხვირზე ხუმრობით ხელი გამკრა.
- მგონი სახლში დარეკვის დროა, არა?
- სახლში? - კითხვა დავუბრუნე.
- გაგიჟდებიან შენები თათ, - დივანზე ჩამოჯდა და ახლა ზემოდან მიყურებდა.
- მართალი ხარ, - ამოვიხვნეშე და წამოვჯექი. - მაგრამ იქნებ, ნინოს დავურეკო ჯერ?
- შენები ტელეფონით არ შეგჭამენ, - გაიცინა. - მაგრამ როგორც გინდა, - გამიღიმა და ტელეფონი მომაწოდა.
გაუბედავად ავკრიფე ნინოს სახლის ნომერი, როგორც კი ზარი გავიდა, ყურმილი მაშინვე აიღეს.
- გისმენთ, - სური იყო, დაღლილი ხმა ჰქონდა.
- სური თათია ვარ, ნინო სახლშია? - მაშინვე ეს ვკითხე.
- თათია?! როგორა ხარ? ჩემმა დამ შენზე ძებნა გამოაცხადა...
- რაა? უკვე? - აღვშფოთდი.
- რა უკვე, სად ხარ შენ? - ხმაზე ეტყობოდა, ღიზიანდებოდა. - მოიცა...
- სად ბრძანდები იქნებ მითხრა? - ეს უკვე ნინო იყო.
- ნი, მაგას ვერ გეტყვი, მაგრამ კარგად ვარ, არ ინერვიულოთ.
- მაინც გააკეთე ხო? გადარეულები არიან შენები, მამაშენს მთელი ქალაქის შემოვლა უნდოდა მანქანით, მაგრამ კიდევ კარგი გააჩერეს, სად გიპოვიდა მაინც... სად ხარ?
- არ ვარ თბილისში და ჩემებს გადაეცი, არ ინერვიულონ, მართლა კარგად ვარ. რამდენიმე დღეში დავბრუნდებით მე და ბაჩო. დააწყნარე რა ისინი, - ვთხოვე.
- ვცდილობ, მაგრამ მგონი კარგად არ გამომდის, - ჩაიბუტბუტა. - ხო ისე, ეგ შენი ბაჩო ნამდვილად პროკრედიტ ბანკში მუშაობს?
- რა მოხდა? - ვიკითხე.
- იქ არანაირი ბაჩო არ მუშაობს ოფის-მენეჯერად, - განმიცხადა მან. ამან ცოტა დამაფიქრა. ბაჩოს შევხედე, რომელიც ყურადღებით მაკვირდებოდა სახეზე.
- შენ ხომ პროკრედიტში მუშაობ? - ვკითხე ჩურჩულით.
- არა თათია, - შეიცხადა. - თიბისიში, - გამიღიმა.
გახარებულმა იმით, რომ ასე არ იყო, ნინოს ვუთხარი ეს, მას კი არ ესიამოვნა.
- მანდ არავინ არ მყავს, - ჩაიბურტყუნა მან, რაზეც მე სიცილი ამიტყდა.
ცოტა ხანი კიდევ ვილაპარაკეთ მე და ნინიმ, დავემშვიდობე და შემდეგ ნათიას დავურეკე. მასთან საუბარი უფრო მძიმე აღმოჩნდა, თავიდან ნერვებმოშლილი ბოლო ხმაზე გაჰკიოდა. ისე, რომ ბაჩოსაც ყველაფერი გარკვევით ესმოდა და სიცილით კვდებოდა, თან იჭყანებოდა და ნათიას აბრაზებდა. მე კი სიცილს ძლივს ვიკავებდი. როგორც იქნა დავამთვარე ტელეფონზე ლაპარაკი, თვალები დავხუჭე და ისევ დივანზე წამოვწექი.
- დავიღალე, - ჩავიბუტბუტე
- არცაა გასაკვირი, - სახეზე ფრთხილად მომეფერა ბაჩო. - ოთახში ადი და დაისვენე, - წამოდგომაში დამეხმარა და კიბესთან მიმიყვანა, თვითონ კი აივანზე გავიდა და სიგარეტს მოუკიდა. მასთან ჩუმად მივედი და უკნიდან ჩავეხუტე.
- ეს როდიდან? - სიგარეტზე ვანიშნე.
- დიდი ხანია, ცოტა ხანი თავი დავანებე, მაგრამ ახლა ისევ დავიწყე.
- მე გადაგაჩვევ, - გავუცინე.
- არამგონია, - ჩემკენ მობრუნდა და ძლიერად ჩამიხუტა. შუბლზე მაკოცა და ხელები გამიშვა.
- მოვწევ და მოვალ, - გამიღიმა.
მეორე სართულზე ავედი და საძინებელში შევედი. საწოლი რომ დავინახე, გამიხარდა, საშინლად დაღლილი ვიყავი. მაშინვე წამოვწექი და თვალები დავხუჭე. ჩამეძინებოდა, მაგრამ სიცივე მაწუხებდა. მე კი გადასაფარებლის ასაღებად ადგომა მეზარებოდა. ამიტომ, ვუძლებდი სიცივეს... გვერდზე სითბო ვიგრძენი, გავიხედე და ბაჩო დავინახე, ჩემნაირად იწვა.
- გცივა?
- ცოტა, - უემოციოდ ვუთხარი.
ჩემკენ მოიწია, ძლიერად ჩამიხუტა და ხელებით გათბობა დამიწყო, ცოტა ხანში კი სიცივეს ვეღარ ვგრძნობდი.
- გავთბი, - ავხედე და გავუღიმე.
- ძალიან კარგი, - გაეცინა.
ხელები გამიშვა და უცებ ჩემს ზემოთ აღმოჩნდა, ორივე ხელი თავის აქეთ-იქიდან დამიდო და გამიღიმა, მის დანახვაზე მეც გამეღიმა. ძილის წინ მისი კოცნა მინდოდა, ხელები კისერზე მაგრად შემოვხვიე, სახე ჩემთან ახლოს მოვატანინე და ვნებიანად ვაკოცე. თუმცა ეს არ ყოფილა მხოლოდ “კოცნა ძილის წინ...”
მე და ბაჩო იქ კიდევ რამდენიმე დღე გავჩერდით, ყველაზე ბედნიერი დღეები ჩემს ცხოვრებაში... შემიყვარდა ის სახლი, ის ადგილი, რომელიც ადრე ასე მაღიზიანებდა. მთავარი იყო, რომ ბაჩოსთან ერთად ვიყავი, ჩემს ბაჩოსთან ერთად... თბილისში დაბრუნება არ მინდოდა, მაგრამ ვხვდებოდი, რომ დროს მეტად ვეღარ გავწელავდით, დაბრუნების დრო იყო. საშინლად ვნერვიულობდი. მაინტერესებდა რა რეაქცია ექნებოდა ბაჩოს ოჯახს ჩემზე, შემდეგ რას მეტყოდნენ ჩემი მშობლები, ხომ უნდა გამეცნო ისინი ერთმანეთისთვის... ეს ამბავი ყველაზე მეტად არ მსიამოვნებდა, ამაზე ფიქრის დროსაც კი ვიძაბებოდი და ვნერვიულობდი...
მაგრამ თურმე სულ ტყუილად ვნერვიულობდი, ბაჩოს ოჯახმა კარგად მიმიღო. დედამისი მომეწონა, ერთი შეხედვით კარგი ქალი ჩანდა. მამამისი კი მათთან არ ცხოვრობდა, გაცილებულები იყვნენ მშობლები. თუმცა ისიც გავიცანი. სანამ ეს მოხდებოდა, ბაჩოს დედამ-ნანიმ, გამოლანძღა ის საწყალი კაცი. ცოტა არ იყოს და ეს საქციელი მისგან არ მომეწონა, რაც არ უნდა ყოფილიყო, ჩემთან არ უნდა ელაპარაკა ასე, თითქმის უცნობ ადამიანთან... თუმცა ბაჩოს მამა კარგი, კეთილი კაცი აღმოჩნდა, ყოველ შემთხვევაში ჩემთან ურთიერთობაში ასეთი ჩანდა. ეს ერთი “დაბრკოლება” გადავლახე.. ახლა ჩემი ოჯახის მოსვლა იყო გადასალახი, მათი რეაქციის მეშინოდა, განსაკუთრებით კი მამაჩემის...
და აი, დადგა ის დღეც, როდესაც ჩემი ოჯახი უნდა მოსულიყო ჩვენთან. ზარის ხმა გავიგე, ამოვისუნთქე და კარების გასაღებად გავემართე... პირველი დედა იდგა, თვალცრემლიანი და მოღუშული..
- თათ, ჩემი გოგო, - მოვიდა და გადამეხვია, მეც მაგრად ჩავეხუტე. - ხომ კარგად ხარ? - ჩუმად მიჩურჩულა.
- კი, დე, კარგად ვარ, - გავუღიმე და ახლა ჩემს ძმას გადავეხვიე.
- ეს ნახე რა, შენ რა ყველფერს ასწრებ გოგო რა არის, -დაიწყო სიცილი, მე კი თავში ხელი წამოვკარი ხუმრობით.
მხოლოდ მამაჩემიღა დარჩა, რომელიც არც თუ ისე კარგი სახით მიყურებდა. ეტყობოდა, ჩემზე ძალიან გაბრაზებული იყო.
- მე და შენ მერე ვილაპარაკებთ, - თითით მანიშნა. - ახლა კი... მოდი ჩაგეხუტე, - გაიცინა და გულში ჩამიკრა.
ვიცოდი, რომ მათთან საუბარს არ ავცდებოდი და ამას შეგუებული ვიყავი, ამიტომ არ შევშინებულვარ. სახლში შევიპატიჟე და ბაჩო და ნანიც გავაცანი. მგონი დედებმა ერთმანეთს კარგად თუ არა, ნორმალურად მაინც გაუგეს. ბაჩო ერთი შეხედვით სამივეს მოეწონათ, ისიც კარგად იქცეოდა, მაგრამ როდესაც სახლში სიგარეტის მოწევა დაიწყო, ამაზე დედაჩემი დაიჯღანა. არ უყვარდა, როდესაც სახლში ეწეოდნენ... მთლიანობაში შეხვედრამ კარგად ჩაიარა, მოსაღამებულს კი ერთმანეთს გამოვემშვიდობეთ და ჩემები სახლში დაბრუნდნენ, მე კი აქ დავრჩი, ბაჩოსთან... დედამ ტანსაცმელი მომიტანა და მის ამოლაგებას შევუდექი, ცოტა ხანში ბაჩოს შემოვიდა ოთახში და საწოლზე ჩამოწვა.
- მგონი ყველაფერმა ნორმალურად ჩაიარა, - კმაყოფილმა თქვა მან.
- ჰო, - დავეთანხმე და გვერდზე მივუწექი. - მაგრამ მგონი, ხვალ მძიმე დღე მელის...
- რატომ? - თავი წამოყო ბაჩომ.
- ხვალ ჩემი დაქალები მოდიან აქ, ნინი და ნათია, - განვუცხადე. მას კი სახე მაშინვე შეეცვალა და საწყლად შემომხედა, ამაზე სიცილი ამიტყდა... კარგია ბედნიერების გრძნობა...

Crazyთარიღი: შაბათი, 2012-05-26, 10:01 PM | შეტყობინება # 82

202
11  +
6  ±
   ±
Offline
ee chemi echvebii? angry dampalo biggrin mara mainc r gadavifiqreb: // raghaca iqneba aq d es ese imito dawere ro aaraferi ar vifiqrot :D:Daaa


RoB-dOdთარიღი: შაბათი, 2012-05-26, 10:22 PM | შეტყობინება # 83

572
28  +
48  ±
   ±
Offline
რა კარგი მოთხრობა<33 როგორ მომწონს.ახ,შე ინტრიგანო თამუნია! ველოდები ახალ თავს. ნეტავ რას გვიმზადებ ა??

I Hate This FuCkinG Life <3

viku-vukuთარიღი: შაბათი, 2012-05-26, 10:33 PM | შეტყობინება # 84

397
10  +
12  ±
   ±
Offline
vau magariaaaaaaaa axli mindaaaaaaaaaa cry cry cry cry


♫_Ani_♫თარიღი: კვირა, 2012-05-27, 2:15 PM | შეტყობინება # 85

225
6  +
16  ±
   ±
Offline
Quote (Crazy)
bella-vampire, ai ai ai dedas gaficeb cudat gavxdi : |\ mivxvdi bevr rames da martla cudat gavxdi fu neta avariashi moyvebodnen da es bacho mokvdebodes : /// am tavit imden rames mivxvdi rom shemadzula tavi :D:D :| unamuso idioti : /

კაი ნუ ჩაქოლე biggrin biggrin



♫_Ani_♫თარიღი: კვირა, 2012-05-27, 2:21 PM | შეტყობინება # 86

225
6  +
16  ±
   ±
Offline
ეე,ეგ არასდროს არ მესმის ხოლმე რა,მშობლებს რო გააცნონ თავიდან ვინმე რამეს დაუშლის?:/ რა საჭიროა ეს გაპარვები დ ა ამბები..ნუ ბაჩო ჯერჯერობით ისევ მომწონს მაგრამ რაღაც "ისე" იქცევა:/



შეტყობინება შეასწორა ♫_Ani_♫ - კვირა, 2012-05-27, 2:23 PM

bella-vampireთარიღი: ორშაბათი, 2012-05-28, 7:02 PM | შეტყობინება # 87

842
83  +
   ±
Offline
Crazy, shens echvebs PMsh veliiii tongue
RoB-dOd, verc ki warmoidgen iseti ramea :DDD tqvenc shokshi chavardebit, magram me rom gavige iset shokshi viyavi, tqveni shoki mogonili iqneba biggrin :X
♫_Ani_♫, eg arc me ar mesmis biggrin
cota xanshi davdeb axal tavs kiss

viku-vukuთარიღი: ორშაბათი, 2012-05-28, 7:38 PM | შეტყობინება # 88

397
10  +
12  ±
   ±
Offline
bella-vampire, eg sheki am tavshi gvelis?


bella-vampireთარიღი: ორშაბათი, 2012-05-28, 7:39 PM | შეტყობინება # 89

842
83  +
   ±
Offline
viku-vuku, naxavt tongue biggrin

bella-vampireთარიღი: ორშაბათი, 2012-05-28, 8:00 PM | შეტყობინება # 90

842
83  +
   ±
Offline
XV თავი


მეორე დღეს დილით ადრე გამეღვიძა, საერთოდ მთელი ღამე ცუდად მეძინა, ახალ ადგილს ჯერ კიდევ მიუჩვეველი ვიყავი. ბაჩოს ისევ ეძინა. გადავწყვიტე, საუზმე გამეკეთებინა. ტანსაცმელი ჩავიცვი და სამზარეულოში გავედი, იქ კი ნანი დამხვდა, ყავას სვამდა.
- დილამშვიდობისა, - მივესალმე და მის წინ დავჯექი.
- დილამშვიდობის, - შემომხედა და ისევ ყავის სმა გააგრძელა.
მისთვის ყურადღება აღარ მიმიქცევია, ჩაიდანში წყალი ჩავასხი და გაზზე დავდგი.
- როგორ გეძინა? - უეცრად მკითხა ნანიმ.
- გმადლობ, კარგად, - გავუღიმე და ისევ სკამზე დავჯექი.
თითქოს რაღაც უხერხული სიჩუმე ჩამოწვა, მაგრამ ნანი ამას ყურადღებას მგონი არ აქცევდა, თავისთვის სვამდა ყავას და რაღაც ჟურნალს კითხულობდა... სამზარეულოში კესო-ბაჩოს რძალი შემოვიდა და ორივეს მოგვესალმა. ხო... ახლა ბაჩოს ძმასთან, მის რძალთან და დედამისთან ერთად მომიწევს ცხოვრება. ეს აზრი დიდად არ მხიბლავდა, მაგრამ როგორც ვხვდებოდი, სხვა გამოსავალი არ იყო. ცალკე გადასვლაზე ჯერ ბაჩოსთან საუბარს არ ვაპირებდი, მაგრამ ოდესმე ალბათ ამ თემასაც შევეხებოდით.
- ბაჩოს ისევ სძინავს? - იკითხა კესომ. - ზურა უკვე სამსახურში წავიდა. ეგ კი რა ძილისგუდაა, შუადღის 12 საათამდე სძინავს ყოველდღე, - კესომ და ნანიმ ერთად გაიცინეს, მე კი ამ წინადადებამ დამაფიქრა. როგორ სძინავს შუა დღის 12 საათამდე, რომელი სამსახური იწყება ამ დროს...
- და სამსახური..? - ვიკითხე გაუბედავად.
- რომელი სამსახური? - ერთად გაიკვირვეს და გაიცინეს.
- თათია, არ ვიცი ჩემმა შვილმა რა გითხრა, მაგრამ არანაირი სამსახური არ აქვს. ნუ შეიძლება ჩვენ გვიმალავს? - კესოს გახედა და გაიცინა.
- უკაცრავად, - დავიჩურჩულე და უხმოდ გამოვედი.
საძინებელში შევედი, მას ისევ ეძინა. მიჩვეულია თურმე ბიჭი დიდხანს ძილს... ოთახის კარი დავკეტე, ბაჩოსთან მივედი და ვცადე გამეღვიძებინა, მაგრამ არ გამომივიდა.
- ბაჩო გაიღვიძე! - ვუთხარი ხმამაღლა და ხელით შევაჯანჯღარე. შეიძლება ცოტა უხეშადაც გამომივიდა, მაგრამ ახლა ამაზე არ ვფიქრობდი, საშინლად გაბრაზებული ვიყავი.
- რა მოხდა, გვბომბავენ? - ცალი თვალი გაახილა და გაიცინა.
მე კი დოინჯშემოყრილი ზემოდან დავყურებდი მკაცრი სახით. ასეთი რომ დამინახა, უცებ გამოფხიზლდა და წამოჯდა.
- რა მოხდა? - დაბნეულმა მკითხა.
- სამსახურში დაგაგვიანდა, ხომ არ გეჩხუბებიან? - დებილივით თვალები ავუფახულე.
- სამსახური?! - დაიბნა. - არაა, შვებულება მაქვს აღებული, შენ მარტო ხომ არ დაგტოვებ, - გამიღიმა და ხელი ჩემკენ წამოწია, მაგრამ უკან დავიხიე.
- სადამდე გაქვს შვებულება, სამუდამოდ? - ვკითხე ირონიულად.
- ცოტა გარკვეულად ვერ ილაპარაკებ? - გაღიზიანდა.
- მე ვლაპარაკობ გაურკვევლად? მგონი უნდა ხვდებოდე ყველაფერს. სად მუშაობ, არარსებულ ბანკში?
- თათია... - მხოლოდ ეს თქვა.
- რატომ მომატყუე? ხომ იცოდი, რომ მაინც გავიგებდი,-სკამზე ჩამოვჯექი და მას შევხედე.
- თავიდან უბრალოდ ვთქვი, არ მინდოდა ამდენი ხანი გაგრძელებულიყო ეს ტყუილი.
- უბრალოდ თქვი? ბაჩო ტყუილებს სიტყვაზე არ ისვრიან. ხომ იცი, რომ ყველაზე მეტად ტყუილს ვერ ვიტან, მეზიზღება. შენ კი მომატყუე... რა გეგონა, რომ გეთქვა არსად არ ვმუშაობო, ზურგს შეგაქცევდი ფულის გამო? თუ აქამდე ვერ მიხვდი რომ მე ასეთი არ ვარ, რაღა უნდა გელაპარაკო...
ოთახიდან გამოსვლას ვაპირებდი, მაგრამ მან დამიჭირა და თავისკენ მიმატრიალა.
- მაპატიე კარგი? ეს ერთი მაპატიე. გეფიცები აღარ მოგატყუებ, აღარასოდეს, - მთელი ძალით მიმიხუტა.
იმის მიუხედავად, რომ ძალიან მიყვარდა, არ მინდოდა ასე მალე მეპატიებინა. ჩემი სუსტი წერტილი ისაა, რომ ყველას ყველაფერს მალე ვპატიობ, გულში არაფერს არ ვიდებ. საკმარისია ადამიანმა გამიღიმოს, პატიება მთხოვოს და მე უკვე ყველაფერი მავიწყდება. ჩემი ეს თვისება ცხოვრებაში ბევრჯერ გამოუყენებიათ, ბევრჯერ უტკენიათ გული, მაგრამ მე მაინც ვერ ვისწავლე ჭკუა სამწუხაროდ.
ბაჩოს ჩავეხუტე და თავი მხარზე დავადე. მისგან უდიდესი სითბო ვიგრძენი, რასაც ვეღარ შევეწინააღმდეგე.
- ჯობია ახლავე მითხრა ყველაფერი. კიდევ რამე მომატყუე?
ოდნავ გაიწია, რომ თვალებში ჩაეხედა და ცოტა გაუბედავად მკითხა:
- ასაკთან დაკავშირებით პრობლემები ხომ არ გაქვს შენ?-მის ნათქვამზე თვითონაც გაეცინა.
- რას გულისხმობ? - ვერ მივუხვდი.
- რომ გითხრა, 23-ის არ ვარ-თქო, რა რეაქცია გექნება?
სულ დავიბენი, ანუ ასაკიც მომატყუა?
- შენ შემთხვევით ისიც ხომ არ მომატყუე, რომ ბაჩო გქვია? იქნებ კალისტრატე გქვია? - ეს სახელი არ ვიცი საიდან მომივიდა თავში და ჩემს თავზე გამეცინა, მასაც გაეცინა.
- შენ თუ გინდა კალისტრატე დამიძახე, - ისევ იცინოდა.
- იცოდე ერთხელაც დაგიძახებ და მერე მე არაფერი დამაბრალო, - გავაფრთხილე სიცილით. - კარგი, ახლა კი მითხარი რა ამბობდი ასაკთან დაკავშირებით? - დავსერიოზულდი.
- რომ გითხრა 18-ის ვარ-თქო, ძალიან გაბრაზდები? - ცალი თვალი მოჭუტა.
აი, აქ კი სულ დავიბენი... ნუთუ მართლა 18 წლისაა? ასეთი პატარა... მე კი 23-ის ვარ, 5 წელი განსხვავება... ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. არა, შეიძლებოდა რამდენიმე წელი მოემატებინა, მაგრამ ხუთი??
- მეტისმეტია ბაჩო, - ვგრძნობდი, რომ თავბრუ მეხვეოდა და სკამზე ჩამოვჯექი.
- ცუდად ხარ? - ჩემს წინ ჩაიკუზა და სახეზე ხელი მომკიდა.
- ცივი წყალი მომიტანე, რა, - ვთხოვე.
წყალი ერთ წამში მომირბენინა დიდი ჭიქით. რომ დავინახე შემეშინდა, ამდენს როგორ დავლევ-თქო, მაგრამ ორივეს საკვირველად სულ დავცალე და ცოტა წყურვილის გრძობა კიდევ მქონდა.
მაგრამ აღარაფერი ვთქვი, ბაჩო გიჟად შემრაცხავდა.
- ესე იგი, ჩემზე პატარა ხარ, - ჩემთვის უფრო ვთქვი, ვიდრე ბაჩოსთვის.
- აჰა, - თავი დამიქნია.
- ხოდა ახლა, არ დაიწყო ოჯახში კაცია უფროსიო, მე გამოვდივარ უფროსი და შენი ხმა არ გავიგო, - სიცილით დავემუქრე და ბალიში ვესროლე. რა მეგონა, თუ უკან დამიბრუნდებოდა...
საღამოსკენ ნინი და ნათიაც მოვიდნენ. კარები მე გავუღე, ბაჩო ოთახში იყო და ჯერ არ გამოდიოდა. ყველა გავაცანი მის გარდა, უკვე ვეღარ ითმენდნენ ისე უნდოდათ ბაჩოს ნახვა.
- იმედია ეგეც თორნიკესნაირი დაფეხვილი არ იქნება, - თქვა ნინომ და გაეცინა.
თორნიკე მას დიდად არ მოსწონდა. ცუდი გარეგნობა ნამდვილად არ ჰქონდა, სასიამოვნო სახე ჰქონდა, მაგრამ არც ისეთი, რომ გოგო გადარეულიყო.
- გამოვა და ნახავ, - ვუთხარი და თან გულში გამეცინა.
ამასობაში ბაჩოს შემოვიდა ჩვენთან და გოგოებს გაეცნო. მაშინვე მათ სახეებს შევხედე, ნათიას ყბა ძირს ჰქონდა, ნინოს კი თვალები გადიდებული. მათ რეაქციაზე სიცილი დავიწყე. მგონი სამივეს გიჟი ვეგონე და შევეცადე მალე დავწყნარებულიყავი. საუბარი რაღაც თემაზე გავაბით, მაგრამ მალევე შევწყვიტეთ. ზურა შემოვიდა და ბაჩოს უთხრა, რომ მათი წასვლის დრო იყო.
- სად მიდიხართ? - დავინტერესდი.
- რაღაც სამსახური მიშოვა, - სამივეს დაგვემშვიდობა და წავიდა. გამიხარდა, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო, მუშაობის დაწყება..
- სამსახურიდან გამოუშვეს? - იკითხა ნინომ.
- არ მუშაობდა და საიდან უნდა გამოეშვათ, - გამეცინა.
ამაზე ორივემ თვალები ჭყიტა. მე კი ყველაფერი მოვუყევი, რაც დილით გავიგე.
- ლაწირაკი! - გაბრაზდა ნათია.
- მაგ ლაწირაკს უყურე, რა ჭკვიანი ყოფილა, - მიმართა ნინომ. - მართლა პატარა ბავშვის შეხედულება აქვს. აი ისეთის, ქუჩაში რომ გაივლის და თავზე ხელის გადასასმელად მოგეწონება. ეგეც იმიტომ, რომ ქერა ხუჭუჭები აქვს, - ნინოს ნათქვამზე გამეცინა, რადგან ბაჩოს დანახვისას მეც იგივე გავიფიქრე.
ნათია და ნინო მალევე წავიდნენ, ნანი შემოვიდა და რაღაცებში მთხოვა მიხმარება, მათაც სხვა გზა აღარ ჰქონდათ და დაგვემშვიდობნენ. ჩემს ,,დედამთილს” (თუ შეიძლება ასე ვუწოდო), ჩემი დაქალები როგორც შევამჩნიე, დიდად არ მოეწონა. თუმცა ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, მისი აზრი ამ საკითხზე ნამდვილად არ მაინტერესებდა...
ბაჩომ ერთ-ერთ სუპერმარკეტში საწყობის უფროსად დაიწყო მუშაობა. არ იყო ადვილი სამუშაო, მაგრამ 18 წლის ბიჭს, რომელსაც არანაირი შესაბამისი განათლება არ აქვს, სხვაგან არ მიიღებდნენ. მომავალში ისიც გაირკვა, რომ თურმე ნანის დიდად არ მოვწონდი. მხოლოდ იმიტომ, რომ მას უნდოდა ბაჩოს სწავლა გაეგრძელებინა, უნივერსიტეტში ჩაებარებინა. მისი აზრით კი ამაში მე შევუშალე ხელი. მასთან კამათი არ მინდოდა, ამიტომ ძალიან წყნარად ვუთხარი რამდენიმე წინადადება და გამოვბრუნდი.
უკვე ერთ თვეზე მეტია, რაც მე და ბაჩო ერთად ვცხოვრობთ. შეიძლება ზოგის თვალში არასწორია ის, რომ დაქორწინებულები არ ვართ, მაგრამ რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მე ამაზე არ ვფიქრობ. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ასე ვიცხოვრებდი, მაგრამ ბაჩომ შემცვალა... ოჯახში თავს ცოტა არ იყოს, უკომფორტოდ და დაძაბულად ვგრძნობდი. ყველა მუშაობდა ჩემი და ბაჩოს დედის გარდა. ყოველდღე მისი დაქალები მოდიოდნენ და უნდა მესმინა მათთვის. ან არა და, ოთახში უნდა შევსულიყავი და ბუზები მეთვალა.(არც ისინი რომ არ იყვნენ?!) ჩემები მოდიოდნენ ხოლმე სტუმრად, მეც მივდიოდი მათთან ხშირად, მაგრამ ხანდახან ერთი კვირა ისე გაივლიდა, რომ ვერ შევეხმიანებოდით ერთმანეთს. ბაჩო გვიან მოდიოდა სახლში, თან საშინლად დაღლილი იყო. ყველანაირად ვცდილობდი, მისთვის მესიამოვნებინა, მაგრამ თურმე ესეც არ მოსწონდა ნანის. თურმე თავისი შვილისთვის საჭმელი თვითონ უნდა გაეკეთებინა, თვითონ უნდა მოევლო მისთვის, როგორც პატარა ბიჭისთვის. საჭმლის გაკეთებაზე პრეტენზია არც მქონდა, სულაც არ მეხალისებოდა და ამიტომ თავი მივანებე, მაგრამ ახლა სხვა მიზეზი მოძებნა. ეს ყველაფერი რომ ყელში ამომივიდა, ბაჩოს დაველაპარაკე, მაგრამ თითქმის არანაირი რეაქცია არ ჰქონია და ამაზე კამათიც მოგვივიდა. სახლში გაჩერება უკვე აღარ შემეძლო. ჯერ ერთი, რომ ნანი თითქმის ყოველ დღე ნერვებს მიშლიდა, მეორე-სახლში მუდმივად სიგარეტის სუნი იყო. ერთადერთი ვიყავი, ვინც არ ეწეოდა. სუნს რომ არ გავეღიზიანებინე, მეც ხომ არ დავიწყებდი მოწევას?!
ორი თვის შემდეგ ბაჩომ შვებულება აიღო. გამიხარდა... იქნებ ასე მაინც დამესვენა ცოტა ხანი. დილით ბაჩოს თმები დავუსწორე, ასეც ძალიან უხდებოდა. საერთოდ, ვარცხნილობების გაკეთება ძალიან მეხერხებოდა, თან ეს საქმე მომწონდა, ვერთობოდი ხოლმე. ყველა ჩემი მეგობარი თუ სადმე მიდიოდა, ვარცხნილობისთვის ჩემთან მოდიოდნენ. დღეს ნინო უნდა მოსულიყო ჩემთან. ზარის ხმა გავიგე და გახარებულმა კარები გავაღე. ორი თვის განმავლობაში ნინო სულ რამდენჯერმე ვნახე, მუშაობდა და დრო არ ჰქონდა...
- ისინი საითკენ არიან? - მკითხა ჩუმად.
გამეცინა და ერთ-ერთ ოთახზე მივუთითე. ისიც იქითკენ წავიდა, სადაც ბაჩო და ნანი იყვნენ. ორივეს ცივად მიესალმა, რადგან მან ყველაფერი იცოდა და მერე გამობრუნდა. თუმცა ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამს, ისევ უკან, ოთახში შეყო თავი და გაკვირვებული მე მომიბრუნდა.
- იმან ხუჭუჭები სად წაიღო?
- მე გავუსწორე თმები დილით, - გამეცინა.
- გადაყევი თან, - ჩაიბუტბუტა თავისთვის.
ნინოსთან საუბარი მესიამოვნა, თითქოს სულიერად დავმშვიდდი. ნანის მისი აქ ყოფნა არ მოსწონდა და ამას არც მალავდა. თუმცა ის ხომ ნინოს არ იცნობს, ერთმანეთს ხასიათით სულ არ ვგავართ. მე თუ მშვიდი, დამყოლი ვარ, ის სულ საწინააღმდეგოა. ჩემი და ნანის ურთიერთობაზე რომ მოვუყევი ისე გაბრაზდა, ძლივს დავაკავე, რომ მეორე ოთახში არ გასულიყო და ის ქალი არ გამოელანძღა.
- აი შენი გიჟური ზაფხულის შედეგი, - მითხრა მან.
- ჰო, ,,შედეგი” და არა ,,საჩუქარი” – ვთქვი მე, რაზეც მან თავი გაიქნია.
მერე ბაჩოსაც გადასწვდა და მთელი ოჯახი გამოლანძრა, საშინლად გაბრაზდა. მე კი ამაზე არანაირი რეაქცია არ მქონდა, გაუთავებლად ვიცინოდი, ხასიათზე მოვედი... მოსაღამოვდა და ნინიც წავიდა, ნანიმ კი მაშინვე დაიწყო შემობღვირებები.
სამი თვის შემდეგ, სიტუაცია უკვე საგრძნობლად დაიძაბა, აღარც ბაჩოსთან მქონდა ისეთი ურთიერთობა, ხშირად ვკამათობდით ხოლმე. ეს კი ნანის თითქოს უხაროდა კიდეც. ერთადერთი, ვინც ამ ოჯახიდან მაწყნარებდა, ეს იყო ბაჩოს მამა. ძალიან კეთილი კაცი... როგორც შვილს ისე მელაპარაკებოდა და ბევრჯერ მამის მაგივრობაც გაუწევია ჩემთვის. მამის, რომელიც მე ასე მაკლდა და მენატრებოდა. ჩემებს ხშირად ვეღარ ვნახულობდი. ტელეფონითაც იშვიათად ვსაუბრობდით. თავისუფლად მხოლოდ მაშინ ვიყავი, როცა სახლში მარტო დავრჩებოდი. მაშინ ვრეკავდი ჩემს ოჯახთანაც და მეგობრებთან. როცა სახლში ვინმე იყო, ეს თითქმის შეუძლებელი იყო, რადგან ყოველთვის ცდილობდნენ ჩემი საუბრისთვის ყური მოეკრათ, მე კი ეს საშინლად მაღიზიანებდა. მამაჩემმა ეს ამბები რომ გაიგო, ცალკე დამელაპარაკა და მითხრა, რომ წამოვსულიყავი. ამის გამგონე ძალიან გავბრაზდი და კინაღამ ტირილიც დავიწყე. არ მიყვარდა ის სახლი, ვერ ვიტანდი იქ ყოფნას, მაგრამ ბაჩოს დაკარგვა არ მინდოდა, მხოლოდ მის გამო ვრჩებოდი იქ იმ იმედით, რომ რაღაც მაინც შეიცვლებოდა უკეთესობისკენ. მაგრამ მალე მეორე მიზეზიც მომეცა იმისა, რომ იქ დავრჩენილიყავი...
  • გვერდი 6 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • »
ძებნა: