ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 7
  • 8
  • »
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
ჩემი გიჟური ზაფხულის საჩუქარი

viku-vukuთარიღი: სამშაბათი, 2012-05-08, 10:41 PM | შეტყობინება # 16

397
10  +
12  ±
   ±
Offline
momewona tatia kargi gogonaa me magrad momewona misi saqcieli! icoda rom es tokos guls atkenda da yovelnairad cdilobda es tavidan aecilebina es martla dasafasebelia


RoB-dOdთარიღი: სამშაბათი, 2012-05-08, 10:54 PM | შეტყობინება # 17

572
28  +
48  ±
   ±
Offline
თამ მადლობა,მადლობა იმისთვის,რომ შენს უმაგრეს ნაწერებს,აქ ჩვენს საიტზე აქვეყნებ და შეგვიძლია წაკითხვა. ეს რა დეპრესიული რაღაცაა არ გცხვენია? ?? რაღაცნაირია..გული კინაღამ გამისკდა ისე მიცემდა ამის კითხვისსაას.ჩემთვის ვფიქრობდი"არა გთხოვ ,არ გაუშვა...გთხოვ",მაგრამ ჩემზე ხო არ არის დ ამოკიდებული... ეს მეორე თავი კიდე;((
რაც მთავარია,წარმოიდგინე და თათის ვამართლებ.აი რა ქნას აღარ უყვარს და?!! მე მაგალითად ორი წელი ვხვდებოდი ერთ ბიჭს,მაგრამ მერე მივხვდი "ბოლოშ ი",რომ გაქრა ის გრძნობა...ხო,ხო აღარ იყო;(( აღარ მიყვარდა,ამიტომ ვუთხარი. გამიგოო რო ვთქვა არა,მაგრამ მომისმინა. ჩვენ აღარ შევრიგებულვართ,მაგრამ მინდა რო ესენი შერიგდნენნ .შერიიიგდნ ენნ რა! sad


I Hate This FuCkinG Life <3

Crazyთარიღი: ოთხშაბათი, 2012-05-09, 1:07 PM | შეტყობინება # 18

202
11  +
6  ±
   ±
Offline
dzalian momewona .. kargi da saintereso motxrobaa kiss tam sheni yvela nawarmoebi momsons <3 dzalian kargat wer biggrin kitxvas rom viwyeb dasruleba agar minda : P mokled mec vfiqrob rom tatia sworad moiqca : ) mxolod valdebulebis da imis gamo rom guls akten , maghis gamo ver iqnebi adamiantan. mitumetes roca colad gayolazea saubari... mec ase moviqceodi tatias adgilas. magram simartle rom vtqva tornike dzalian shemecoda.. da kide ra mainteresebs, am motxrobashi kidev aris vinme sxva mtavari personaji tu marto tatia da tornike? :P


bella-vampireთარიღი: ოთხშაბათი, 2012-05-09, 1:25 PM | შეტყობინება # 19

842
83  +
   ±
Offline
viku-vuku, kiss kiss
RoB-dOd, dod sheni komentarebi yoveltvis maidzulebs, minda tu ara, mainc gavigimooo :DDD dzalian didi madloba am tbili sityvebisatviiis. kiss
martla dznelia imis gaazreba, rom adamiani romelic ert dros dzalian giyvarda, axla mis mimart agarafers grdznob da agar giyvars... magram es namdvili ambavia dod, ar dagaviwydes. me sul sxvanairad ganvavitarebdi movlenebs, magram araa chemze damokidebuli...
Crazy, gaixare, didi madlobaaaa kiss eg tu vtqvi raga gamovida biggrin biggrin

Crazyთარიღი: ოთხშაბათი, 2012-05-09, 1:29 PM | შეტყობინება # 20

202
11  +
6  ±
   ±
Offline
nu xo ravi PPP shemdegs rodis dadeb? biggrin


bella-vampireთარიღი: ოთხშაბათი, 2012-05-09, 1:34 PM | შეტყობინება # 21

842
83  +
   ±
Offline
Crazy, cota xanshi :)))

DreaMyთარიღი: ოთხშაბათი, 2012-05-09, 1:47 PM | შეტყობინება # 22
3> HeadLess HorseMan <3
700
31  +
93  ±
   ±
Offline
...

შეტყობინება შეასწორა DreaMy - ოთხშაბათი, 2012-05-09, 2:17 PM

bella-vampireთარიღი: ოთხშაბათი, 2012-05-09, 2:46 PM | შეტყობინება # 23

842
83  +
   ±
Offline
Quote (DreaMy)
...

es ra aris vitoom? ::DDD

bella-vampireთარიღი: ოთხშაბათი, 2012-05-09, 3:10 PM | შეტყობინება # 24

842
83  +
   ±
Offline
III თავი


იმ დღიდან, რაც თოკოს დავშორდი, ორი დღე გავიდა. ამ ორი დღის განმავლობაში ვცდილობდი ჩემს თავში გავრკვეულიყავი, ვნანობდი თუ არა ჩემს საქციელს. Mმაგრამ ბოლოს იმ დასკვნამდე მივედი, რომ ასე ორივესთვის კარგი იქნებოდა. ორივე მოვძებნიდით ისეთ ადამიანებს, რომლებთანაც მართლა ბედნიერები ვიქნებოდით. მე კი აღარ გამიჭირდებოდა იმ რთული ნაბიჯის გადადგმა, რასაც ‘გათხოვება’ ჰქვია. ვერ ვიტყვი, რომ ცუდად ვიყავი და ჩემში რაღაც დანაკარგს ვგრძნობდი იმის გამო, რომ თორნიკეს დავშორდი, მაგრამ თავს უცნაურად ვგრძნობდი. ერთად სამი წელი ვიყავით და ახლა ცოტათი მიჭირდა იმის წარმოდგენა, როგორ ვიქნებიდით ასე, ‘ცალ-ცალკე.’ ‘ჩვენ’ ხომ აღარ ვარსებობდით. ამ ორი დღის განმავლობაში სახლიდან არ გავსულვარ, სურვილი არ მქონდა. არც არავინ მაძალებდა ამას, დედიკოს ვეხმარებოდი სახლის საქმეებში. ოჯახში ხვდებოდნენ, რომ რაღაც მოხდა, რადგან ხედავდნენ, რომ თორნიკე არ მირეკავდა, აღარც მე ვურეკავდი და არც ყოველ საღამო მის სანახავად აღარ გავდიოდი გარეთ.
ჩემი ძმა ამ ამბავს ისედაც გაიგებდა, რადგან თორნიკე ჩვენი უბნელი იყო და არაფერი დაიმალებოდა. ესეც რომ არა, ბექას და თორნიკეს საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. მე და დედა სამზარეულოში ვიყავით და საჭმელს ვამზადებდით, როდესაც ჩემი ძმა მოვიდა.
- როგორ ხართ? - შემოვიდა და ერთი ჭიქა წვენი აიღო.
- შენ როგორ ხარ შვილო? მამაშენმა დაგიბარა საღამოს სამსახურში გამომიაროს, ბექას დამხარება მჭირდებაო.
მამას მძიმე სამსახური ჰქონდა. დიდ მანქანებს აწყობდა და აკეთებდა. ამიტომ მძიმე ტვირთის გადატანა უწევდა. მას კი ეს ძალიან უჭირდა. დროდადრო ბექა ეხმარებოდა ხოლმე.
- კარგი, ცოტა ხანში წავალ. თათ, წამოდი ოთახში გავიდეთ, გუშინ კომპიუტერში რაღაც შევცვალე და აგიხსნი.
რაღაც უცნაური სახით გამომხედა, მაგრამ ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. ბექამ კომპიუტერი კარგად იცოდა და ხშირად ცვლიდა რაღაცებს. მე კი ამის არაფერი გამეგებოდა და სულ იმის ახნსაში იყო, რა როგორ უნდა გამეკეთებინა. ოთახში უხმოდ გავყევი და ჩართული კომპიუტერის წინ დავჯექი. ბექამ ოთახის კარი მოხურა, ჩემი სკამი მისკენ მიატრიალა და პირდაპირ ჩემს წინ დაჯდა.
- არ გინდა ახალი ამბავი მითხრა? - უცებ მკითხა მან.
- რა გულისხმობ? - დავიბენი.
- წეღან თორნიკესთან ერთად ვიყავი გარეთ. საუბარი შენზე ჩამოვარდა, მან კი მითხრა, რომ ერთმანეთს დაშორდით. მე კი ამის შესახებ არაფერი ვიცოდი... მარტო მე კი არა, უმრავლესობამ არ იცის.
- ესე იგი თორნიკესთან ჩემზე ჭორაობდი ხო? - ვეცადე სხვა რამეზე გადამეტანინებინა ყურადღება.
- ძალიან კარგად იცი, რომ შენზე არ ვჭორაობ. მე მაინტერესებს, თორნიკეს რატომ დაშორდი? სულ ცოტა ხნის წინ შეყვარებული დებილივით დადიოდი.
- ახლა აღარ ვარ ეგრე, - შევუბღვირე. - ხომ იცი, მას უნდა, რომ ცოლად გავყვე. მე კი ამისთვის არ ვარ მზად. მხოლოდ იმიტომ, რომ მის მიმართ აღარ ვგრძნობ ისეთ სიყვარულს, როგორიც ადრე იყო. უბრალოდ მივხვდი, რომ ის სიყვარული, რასაც მის მიმართ ვგრძნობდი აღარ არსებობს. მის ადგილას მხოლოდ შეჩვევა და პატივისცემა დარჩა. ვიცი, რომ ვუყვარვარ, მაგრამ ჩემთან ისეთი ბედნიერი ვერ იქნება, როგორც სხვასთან. სხვა ჩემზე მეტად შეიყვარებს და ბედნიერებას აჩუქებს, მე კი ეს არ შემიძლია...
- მართლა ძალიან უყვარხარ თათ. ძალიან კარგი ბიჭია. ვატყობ, იტანჯება, მაგრამ შენ მაინც გამართლებს. თუ აღარ ვუყვარვარ ჩემთან ყოფნას ვერ დავაძალებო.
- მართლა ძალიან კარგი ადამიანია და გული მტკივა, რომ ასე მოვექეცი. მაგრამ გულს ვერ ვუბრძანებ. ალბათ რასაც მის მიმართ ვგრძნობდი, არ იყო ნამდვილი სიყვარული და ამიტომაც გაქრა ასე.
- შენი საქმისა შენ იცი თათი. მთავარია მერე არ ინანო, თუმცა ვხედავ საკუთარ თავში დარწმუნებული ხარ, ეს კარგია.
- მაგაზე არ ინერვიულო, არ ვინანებ, - გავუღიმე. - იცი, ზღვაზე მინდა წასვლა. აქაურობას მინდა მოვშორდე ცოტა ხნით, განვიტვირთო.
- ზღვაზე დასასვენებლად წასვლა მართლაც არ გაწყენდა, დაბნეული ხარ თათი, - მოვიდა და შუბლზე მაკოცა. მე კი მას ძლიერად ჩავეხუტე.
- გმადლობ, - დავიჩურჩულე.
- რისთვის?
- ისე, უბრალოდ მადლობა.
ბექასთან საუბარმა ძალიან დამამშვიდა და გარეთ გასვლაც კი მომინდა. უცბად გავემზადე და პარკში წავედი, ნათიაც იქ უნდა ყოფილიყო. შორიდან ნაცნობ სახეს მოვკარი თვალი და ადგილზე გავშეშდი. ეს თოკო იყო, მაგრამ ის მარტო არ იყო. ვიღაც გოგოზე ჰქონდა გადახვეული ხელი და ბედნიერად იღიმოდა. გოგონას სახეს რომ დავაკვირდი, მასში ჩვენი უბნელი თეო შევიცანი. მას კიდევ უფრო ბედნიერი სახე ჰქონდა. გავბრაზდი, საშინლად გავბრაზდი... მხოლოდ იმიტომ, რომ თორნიკე სულ რაღაც ორი დღის წინ სიყვარულს მეფიცებოდა, ჩემ ძმასაც კი უთხრა მიყვარსო და ახლა სხვა გოგოსთან არის, მითუმეტეს თეოსთან. ბედნიერების უფლება მას ნამდვილად აქვს, მეც ძალიან გამიხარდება მისი ბედნიერება, მაგრამ არ არის კარგი საქციელი, როცა ერთ გოგოს სიყვარულს ეფიცები, ცოლობას სთხოვ და მეორე დღეს სხვასთან ერთად ხარ ხელგადახვეული. თანაც უბანში თეოს კარგი სახელი ნამდვილად არ ჰქონდა. მეც არ მქონდა მასთან კარგი ურთიერთობა, რადგან ყოველთვის ჩემი და თოკოს დაშორებას ცდილობდა, მაგრამ არ გამოსდიოდა. ახლა კი, რადგან ერთმანეთს დავშორდით, გზა გაეხსნა და დროს ტყუილად არ კარგავდა... თეომ მე რომ დამინახა ეშმაკურად ჩაიცინა და თორნიკეს წელზე შემოხვია ხელები, მანაც გაუღიმა და გულში ჩაიკრა. მათკენ წავედი ჩქარი ნაბიჯით, მაგრამ შემდეგ ცოტა შევანელე სვლა. თორნიკე მე ვერ მხედავდა, ჩემგან ზურგით იდგა. მაგრამ მე მაინც კარგად დავინახე, როგორ დახარა თავი და თეოს ტუჩებში აკოცა. თუმცა ამაზე არანაირი რეაქცია არ მქონია, მათთან ურიაქციოდ მივედი.
- პრივეტ ბავშვებო, - მხიარულად მივესალმე.
- თათი, - საცოდავი თვალებით შემომხედა თორნიკემ.
- როგორ ხარ თათია? - მკითხა თეომ.
- გმადლობ, მშვენივრად ვარ. შენ აღარ გკითხავ, ვატყობ შენც ძალიან კარგად ხარ, - ცოტა ვუკბინე.
- მართალი ხარ, - გამიღიმა და თორნიკესთან უფრო ახლოს მიიწია.
- კარგი, მე ახლა წავედი. დაგემშვიდობებით, კიდევ დიდი ხანი ვერ მნახავთ.
- სად მიდიხარ? - დაინტერესდა თორნიკე.
- დასასვენებლად, - გავუღიმე და ზურგი შევაქციე მათ, ნათიასკენ წავედი.
- ვაიმე თათ, როგორ ხარ? - მაშინვე მომვარდა.
- კარგად ვარ, დაწყნარდი. ცუდად რატომ უნდა ვიყო? - მხიარულად ვუპასუხე და სკამზე დავსკუპდი.
- თეო და თორნიკე რომ ერთად დაინახე...
- დამიჯერე, რეაქცია ნული მქონდა. უბრალოდ, ცოტა გავბრაზდი. დღეს ჩემს ძმას ეუბნებოდა თათია მიყვარსო და ახლა კი თეოს ეხუტება. არ მეგონა ამას თუ იკადრებდა...
- გველი, - გაბრაზებულმა ჩაიბურტყუნა ნათიმ.
- ნათი, ხვალ ბათუმში მივდივართ მე და დედიკო, ბექა ძმაკაცთან მიდის სოფელში. შენ ჩვენთან ერთად არ წამოხვალ?
- არ ვიცი თათი, ჯერ ვერა. შეიძლება ერთი-ორი კვირის შემდეგ ჩამოვიდე. იქამდე უჩემოდ გაერთე.
- იცოდე, აუცილებლად ჩამოხვალ, - თითი დავუქნიე.
პარკში მე და ნათია და ჩვენი რამდენიმე მეგობარი გვიანობამდე ვიყავით. ნინიც გადმოვიდა და დავემშვიდობე. მთელი ზაფხული ვერ ვნახავდა და უკვე მენატრებოდა. ყველას დავემშვიდობე და სახლში დაღლილი ავედი. ბექა და მამიკო უკვე მოსულები იყვნენ, ცოტა ხანი მათ ვესაუბრე და შემდეგ დასაძინელბლად შევედი. დაძინება ძალიან გამიჭირდა, მთელი ღამე ვბორგავდი, რაღაც მოუსვენრად ვიყავი. მაგრამ ბოლოს მაინც დაღლილობამ მძლია და ჩამეძინა...
დილით დასიებული თვალებით გავიღვიძე. სარკეში ჩავიხედე და ჩემი თავის შემეშინდა. ქერა კულულები თავზე ბუჩქივით მადგა, თვალები კი სულ ჩაწითლებული მქონდა. სასწრაფოდ აბაზანაში გავედი და შხაპი მივიღე. ამან ცოტა ფორმაში მომიყვანა და ისე საშინლად აღარ გამოვიყურებოდი. წინასწარ მომზადებული ტანსაცმელი: მოკლე შორტები, თეთრი სპორტული მაიკა და კეტები ჩავიცვი. თეთრი კეპი დავიხურე და მისაღებ ოთახში გავედი. ყველანი უკვე მზად იყვნენ და მე მელოდებოდნენ.
- აბა, წავედით? - იკითხა მამაჩემმა.
- კი მა, მზად ვარ.
მამამ და ბექამ ჩემი და დედას ბარგი აიღეს და მანქანაში ჩადეს. ოთხივენი ჩავსხედით მანქანაში და რკინიგზისკენ წავედით. მატარებლით მივდიოდით ბათუმში.
- ჭკუით იყავი თათია, - გამაფრთხილა მამაჩემმა და შუბლზე მაკოცა.
მე ჩემი ძმა და მამიკო მაგრად ჩავკოცნე და მატარებელში დედასთან ერთად ავედი. ჩვენი ადგილები დავიკავეთ და მატარებელიც დაიძრა. ცოტა ხანი მე და დედა ვსაუბრობდით სხვადასხვა თემებზე, მაგრამ რადგან გამოუძინებელი ვიყავი მალე ჩამეძინა და მხოლოდ მაშინ გავიღვიძე, როცა უკვე ბათუმში ვიყავით.
- გაიღვიძე თათი, მოვედით, - მანჯღრევდა დედაჩემი.
- ცოტა ხანში ავდგები რა, დეე.
თავი მეორე მხარეს გადავატრიალე და რაღაცას მივარტყი. მაშინვე გამოვფხიძლდი, თვალები დავაჭყიტე და აქეთ-იქით მიმოვიხედე. მატარებელი უკვე თითქმის ცარიელი იყო. მხოლოდ მე და დედა ვიყავით.
- უი, - ჩემთვის ჩავიჩურჩულე და ბარგი ავიღე.
ჩემოდნები საკმაოდ მქონდა და ამიტომ მათი დაჭერა ცოტა მიჭირდა. დედას ბევრი არ დავაკავებინე, მისთვის არ შეიძლებოდა. დედიკო ტაქსის გასაჩერებლად წავიდა, როდესაც მე წონასწორობა ვეღარ შევინარჩუნე და ჩემ ჩემოდნებთან ერთად მიწაზე დავენარცხე.
- ვაი, - ფეხი მეტკინა და მისი დასრესვა დავიწყე.
- მოგეხმარებით, - უეცრად საიდანღაც სასიამოვნო ხმა გავიგე. უცნობმა ხელი გამომიწოდა. მის ხელს ჩავეჭიდე და ისე წამოვდექი. როცა სახეზე შევხედე, მის ზღვისფერ უძირო თვალებში ჩავიძირე...

T-MOMSENთარიღი: ოთხშაბათი, 2012-05-09, 5:57 PM | შეტყობინება # 25

266
15  +
30  ±
   ±
Offline
bella-vampire, es ucnobii miyvaars ukvee biggrin ra jentlmeniiaaaaa, es iqneba albaat is ertadertii vinc tatias sheuyvardebaa biggrin nu es chemi varaudiit magraam sheengaan yvelaferi mosalodneelii happy


Crazyთარიღი: ოთხშაბათი, 2012-05-09, 7:46 PM | შეტყობინება # 26

202
11  +
6  ±
   ±
Offline
oh chaidzira gogo biggrin tornikeze nervebi momeshala : mokled kargi iyo shemdeg tavs velodebi : **


♥vampiressa♥თარიღი: ოთხშაბათი, 2012-05-09, 10:06 PM | შეტყობინება # 27
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
ohooo, martalia dagvianebit wavikitxe magram kargad visiamovnee happy happy happy happy happy happy happy tatia da toko ro dashordnen cremlebi ver shevikave mara ra iyo meore dgesve sxva gogostan ertad ro iyo is, ar megona maseti dry dry tatia sworad moiqca, dznelia iyo imastan vinc agar giyvars. es ucnobi kii ukve vici rom xshirad shegvxvdebaaaa happy happy happy happy male dade shemdegiii happy happy happy


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

♫_Ani_♫თარიღი: ოთხშაბათი, 2012-05-09, 10:09 PM | შეტყობინება # 28

225
6  +
16  ±
   ±
Offline
Quote (bella-vampire)
მოგეხმარებით, - უეცრად საიდანღაც სასიამოვნო ხმა გავიგე. უცნობმა ხელი გამომიწოდა. მის ხელს ჩავეჭიდე და ისე წამოვდექი. როცა სახეზე შევხედე, მის ზღვისფერ უძირო თვალებში ჩავიძირე...

და მერე კიდე თორნიკეზე იტყვის რამეს? biggrin dry ისე რა ხასიათცვალებადი და უცნაური გოგოა,თვითონაც არ იცის რა უნდა : ) ძალიან მომწონს თამო,მიხარია რომ ამ საიტზე დებ და წაკითხვის საშუალება გვეძლევა happy
პ.ს ისე ეს აქამდე სადმე სხვაგან გომ არ გედო?ან ჟურნალში ხომ არ გამოგიქვეყნებია?საიდანრაც მეცნობა happy




შეტყობინება შეასწორა ♫_Ani_♫ - ოთხშაბათი, 2012-05-09, 10:09 PM

bella-vampireთარიღი: ოთხშაბათი, 2012-05-09, 10:41 PM | შეტყობინება # 29

842
83  +
   ±
Offline
madloba yvelaaaaas. mixaria rom kitxulobt a mogwooonT XOXO
♫_Ani_♫, bolos xom gaigo da miweria kidevac. ar iyo es namdvili siyvaruli da amitomac shewyvita urtiertoba. Tornike ki chems tvalshi imitom moiqca cudad, rom ar sheidzleba erti dge vigacas colobas stxovde da meore dges sxvastan iyo. amis gamo mec gavbrazdebodi nebismierze...
ki, sxva saitze medo, sxvagan arsad gamomiqveynebia. ^^

♫_Ani_♫თარიღი: ხუთშაბათი, 2012-05-10, 8:21 PM | შეტყობინება # 30

225
6  +
16  ±
   ±
Offline
Quote (bella-vampire)
ki, sxva saitze medo, sxvagan arsad gamomiqveynebia. ^^

ჰო თორნიკეს მხრიდანაც არასწორი საქციელი იყო და ასე თუ ისე ამ გოგოსგანაც,3 წელი რომ ხარ ადამიანთან მანამდე უნდა იფიქრო გიყვარს თუ არა..


  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 7
  • 8
  • »
ძებნა: