ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
ჩემი გიჟური ზაფხულის საჩუქარი

dakiთარიღი: ორშაბათი, 2012-05-14, 11:27 PM | შეტყობინება # 46

55
0  +
0  ±
   ±
Offline
bella-vampire, sheni stilii momwons, kargiaa happy

შეტყობინება შეასწორა daki - ორშაბათი, 2012-05-14, 11:27 PM

♫_Ani_♫თარიღი: სამშაბათი, 2012-05-15, 4:39 PM | შეტყობინება # 47

225
6  +
16  ±
   ±
Offline
euu ra kargi iyo :**


bella-vampireთარიღი: სამშაბათი, 2012-05-15, 10:32 PM | შეტყობინება # 48

842
83  +
   ±
Offline
VIII თავი


მთელი დღის დაღლილი ჩემს ოთახში საწოლზე ვიწექი და ყურსასმენებით ვუსმენდი სიმღერებს. უკვე საღამოს რვა საათი იყო და ბაჩოს არც დაურეკავს და არც მესიჯი გამოუგზავნია. თუმცა ძალიანაც არ ვბრაზობდი, მითხრა მშობლები ჩამომივიდნენ და შეიძლება ვეღარ მოვიცალოო. მეწყინა, მაგრამ არ შევიმჩნიე, ამ შემთხვევაში ვერაფერს ვეტყოდი. უეცრად სიმღერა გაწყდა და მის მაგივრად ის მელოდია დაიწყო, რომელიც ზარზე მეყენა. ეკრანს დავხედე, ბაჩო ეწერა. გამიხარდა, რომ ყველაფრის მიუხედავად ჩემთვის დრო მაინც გამონახა და დამირეკა.
- გისმენთ.
- როგორ ხარ თათი? მაპატიე, დღეს საერთოდ ვერ შეგეხმიანე...
- ნუ ხარ სასაცილო, საპატიებელი არაფერი გაქვს. მშობლები ჩამოგივიდნენ და აბა რას იზამდი?!
- მადლობა, ნამდვილი ანგელოზი ხარ.
- ჰო აბა, ფრთებიღა მაკლია და ეგაა რა, - გავიცინე.
- უფრთებო ანგელოზი, - თბილი ხმით მითხრა.
- გეყო, - კიდევ კარგი არ მხედავს, დარწმუნებული ვარ სახეზე ავწითლდი.
- კარგი კარგი. არ გინდა მნახო?
- ჩემს მნდომებაზეა? არ გცალია ბაჩო, - შევახსენე.
- არაუშავს, მოვიცლი, - უცბად გადაწყვიტა ყველაფერი.
- არ მინდა ჩემს გამო პრობლემები გქონდეს. ცოტა ხანი შენს ოჯახთან ერთად იყავი.
- რა პრობლემები გაგიჟდი? 10 წუთში შენს სახლთან ვიქნები და გამოდი, ზარს გამოგიშვებ.
- არა, ბაჩო...
სიტყვა გამაწყვეტინა.
- მოდი ერთ კითხვას დაგისვამ და მერე შენი პასუხის მიხედვით ვიმოქმედებ.
- გისმენ, - მისმა ნათქვამმა დამაინტერესა.
- ჩემი ნახვა არ გინდა?
- საიდან მოიტანე? - დავიბენი.
- თითქოს თავს მარიდებ...
- ნუ სულელობ, - გავბრაზდი. მე აქ მთელი დღეა მასზე ვფიქრობ და ის კიდევ თავს მარიდებო. სულელი!
- მაშინ ათ წუთში გარეთ გამოდი.
- კარგი.
ძალიან დაღლილი ვიყავი და არსად წასვლის თავი არ მქონდა, მაგრამ ბაჩოს ნახვა ძალიან მინდოდა. ისე შევეჩვიე, რომ მის გარეშე უკვე ვეღარ ვძლებდი. ხანდახან ამ გრძნობის მეშინოდა კიდეც. რა იქნება, როცა თბილისში დავბრუნდებით? ასე ყოველ დღე ერთმანეთს ვეღარ შევხვდებით. ის საქმიანი კაცია, ბანკში მენეჯერობა სახუმარო მართლა არ არის. მე კი... მის გვერდით ერთი უბრალო უსაქმური გამოვდივარ. არ მინდა, რომ ეს დრო დამთავრდეს, არ მინდა, რომ ბაჩო დავკარგო... ბაჩო დავკარგო?! ის სულაც არ არის “ჩემი” რომ დავკარგო. ამ აზრმა გული საშინლად მატკინა... ათი წუთი ისე მალე გავიდა, რომ ვერც შევამჩნიე. ბაჩომ ისევ დამირეკა.
- მოვედი, გამოდი.
- კარგი.
მეორე ოთახში გავედი და დივანზე წამოწოლილი დედა დავინახე. დღეს მთელი დღე ვერ იყო კარგად, თავი სტკიოდა.
- დე, კარგად ხარ?
- კი შვილო, კარგად ვარ. თავის ტკივილმა კი გადამიარა, მაგრამ ძალიან დაღლილი ვარ. თუ გშია საჭმელი მაცივარშია, გამოიღე.
- არა დე, არ მშია. უბრალოდ სასეირნოდ მივდივარ გარეთ.
- კარგი, ოღონდ ძალიან არ დაიგვიანო და ფრთხილად იყავი.
- კარგი, კარგად.
სახლიდან გახარებული გამოვედი და პირდაპირ კარებთან გავშეშდი. ბაჩო ვერსად ვერ დავინახე. თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდი, მაგრამ უშედეგოდ. უეცრად ჩემს წინ სრული სიბნელე დადგა, თვალებზე ხელი ამაფარეს. ინსტიქტურად ხელები თვალებისკენ წავიღე და მის ხელს ზემოდან დავადე ჩემი ხელები. მისი ხშირი სუნთქვა ყურთან ვიგრძენი და მერე საოცრად ტკბილი ხმა.
- ვინ ვარ? - საოცრად თბილი, ნაზი ხმით ჩამჩურჩულა.
- ბაჩო, - გახარებულმა წამოვიძახე.
- აბა ვინ გეგონე?
ხელი გამიშვა და მისკენ მიმატრიალა.
- შემაშინე, - გავიბუსხე.
- მაპატიე, - გამიღიმა და სახეზე ჩამოვარდნილი კულული გადამიწია.
- წამოდი გავისეირნოთ, - ხელი ჩამკიდა და სადღაც წამიყვანა.
ორივე ვდუმდით, თითქოს სიტყვები ზედმეტი იყო. სიჩუმე სულაც არ იყო დაძაბული. პირიქით, სასიამოვნოც იყო. როცა შენ საყვარელ ადამიანთან ხარ, სიტყვები სულაც არაა საჭირო. საყვარელ ადამიანთან? ჰო, სწორედ რომ საყვარელთან. არა, ვერ ვიტყვი, რომ ბაჩო სიცოცხლეს მირჩევნია და მის გამო ყველაფერს დავთმობ, მაგრამ ფაქტია, რომ მის გარეშე ცუდად ვარ. მისი ხმის გაგონება ჩემთვის წამალივითაა. როცა ჩემთან არ არის, მინდა ვნახო, მისი ხმა გავიგონო და მის ულამაზეს თვალებში ჩავიხედო. იქნებ სწორედ ესაა სიყვარული? როცა მის გარეშე ცუდად ხარ, როცა ის ცუდადაა და მისი ტკივილი შენც გადმოგედება. სწორედ ასე იყო რამდენიმე დღის წინ. მე და ბაჩომ ასე ვთქვათ, “გულახდილი საუბრები” ჩავატარეთ. ერთმანეთს საკუთარ წარსულზე მოვუყევით და უფრო დავვახლოვდით. თორნიკეზეც მოვუყევი, მაგრამ დეტალებისგან თავი შევიკავე და არც ის დაინტერესებულა ზედმეტად. ბაჩომ კი თავის პატარა ძმაზე მომიყვა, რომელიც ხუთი წლის წინ ავტოავარიაში დაღუპულა. ის და ბაჩო ერთად ისხდნენ მანქანაში, პატარა ერეკლეს გარდა ყველა გადარჩენილა. მანქანა ფეთქდებოდა, მანქანაში კი მხოლოდ ბაჩო და მისი ძმა-ერეკლე იყვნენ დარჩენილი. მაშველებმა ჯერ ბაჩო გადმოიყვანეს, მაგრამ სამწუხაროდ ერეკლეს გადარჩენა ვეღარ მოასწრეს და ის მანქანაში დარჩა. ბაჩო ამ ყველაფერს საშინელი ტკივილით მიყვებოდა. ვიცოდი, მისთვის ძნელი იყო ამ ყველაფრის გახსენება, მაგრამ ის მაინც არ ჩერდებოდა. მითხრა, ამაზე გულახდილად ჯერ არავისთან მილაპარაკიაო. ბოლოში ვეღარ მოითმინა და პატარა ბავშვივით ატირდა. მისი ულამაზესი თვალებიდან ცრემლები შეუჩერებლად მოდიოდა. ასეთი რომ დავინახე გული საშინლად მეტკინა და მეც მასთან ერთად ავტირდი. ასე ვტიროდით ორივე ერთად, ერთმანეთის ტკივილს ვიზიარებდით. ტირილით გული რომ ვიჯერეთ, ბაჩომ თავი ჩემს კალთაში ჩადო, მე კი უკან ხეს მივეყუდე და თვალები დავხუჭე. თურმე ორივეს ჩაგვძინებია და დაახლოებით ორი საათი ვიყავით ასე.
- თათია მისმენ?
ფიქრებიდან ბაჩოს ხმამ გამომარკვია.
- რა? აა, არაა, მაპატიე ჩავფიქრდი.
- ნეტავ რაზე? - ნიკაპზე ხელი გამკრა.
- ისეთზე არაფერზე, - გავუღიმე. არ მინდოდა ის საღამო გამეხსენებინა მისთვის, ისედაც ძალიან მტკივნეული საკითხი იყო.
- რას მეუბნებოდი? - გონება მოვიკრიბე და ბაჩოს დაინტერესებულმა შევხედე.
- მოდი, აქ დავსხდეთ.
ერთ-ერთი სკამისკენ წამიყვანა და იქ დამსვა. გარშემო მიმოვიხედე. ვერც კი შევამჩნიე აქ როგორ აღმოვჩნდით, აქამდე ამ პარკში ნამყოფი არ ვიყავი. ძალიან მყუდრო გარემო იყო, სულ მწვანეში ჩაფლული, შუაში კი პატარა და კოხტა შადრევანი იდა, რომელიც აქაურობას აგრილებდა. ჩვენს გარდა მხოლოდ რამდენიმე წყვილი იყო.
- აბა გისმენ, - სკამზე კარგად მოვკალათდი.
- მისმინე და არ შემაწყვეტინო, - გამაფრთხილა.
- კარგი, - თავი მორჩილად დავუქნიე.
- ძალიან ლამაზი ხარ, ეს უკვე გითხარი ხო? ალბათ პირველი არ ვარ, ვინც ამას გეუბნება. მართლა ძალიან ლამაზი ხარ. როგორც გარეგნულად, ასევე შინაგანადაც. ძალიან მიგეჩვიე, შენს გარეშე უკვე ვეღარ ვძლებ. დღეს ჩემს მშობლებზეც კი გავბრაზდი, რაღა მაინცდამაინც ახლა მოგინდათ ჩამოსვლა-მეთქი. ერთი სული მქონდა როდის გნახავდი ან შენს ხმას როდის გავიგებდი. ძალიან მიგეჩვიე თათი. არა, ეს მიჩვევაზე უფრო მეტია. ბევრად უფრო ძლიერი გრძნობაა, ამას სიტყვებით ვერ გადმოგცემ.Gგესმის ჩემი?
მე დებილივით ვიღიმოდი და ბაჩოს თვალს ვერ ვწყვეტდი. ისეთი საყვარელი იყო, ისეთი აფორიაქებული და ისე გრძნობით ლაპარაკობდა... მომინდა მასთან უფრო ახლოს მივსულიყავი და ძალიან მაგრად ჩავხუტებოდი.
- მესმის ბაჩო, თან ძალიან კარგად. იცი, დღეს სანამ დამირეკავდი ზუსტად ამაზე ვფიქრობდი. ჩემთვის ეს შეჩვევაზე მეტია, ბევრად უფრო მეტი და მნიშვნელოვანი. შენ... ამ ცოტა დროში ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი დაიჭირე და...
სიტყვა აღარ დამიმთავრებია, არ მინდოდა ზედმეტები მელაპარაკა. ჩემს გრძნობებზე ასე უცბად და ასე ერთბშად ვერ დაველაპარაკებოდი.
- და...?
- არაფერი, - გავწითლდი და თავი ჩავხარე.
ჩემკენ ახლოს მოიწია, თავი ნაზად ამიწია და თვალებში ჩამხედა.
- ძალიან ლამაზი თვალები გაქვს, მრავლისმეტყველი...
- შენი თვალების პატრონს, ჩემი როგორ მოგწონს?
გამიკვირდა.
- ჩემს თვალებს შენი თვალები მირჩევნია, ჩემს სიცოცხლეს შენი სიცოცხლე. ჩემთვის შენი სუნთქვაც მნიშვნელოვანია, მიყვარს შენი გულის ძგერა და შემიძლია საათობით ვუსმინო მას. ხვდები ეს რა გრძნობაა? თანდათან ვრწმუნდები, რომ შენ გარეშე არარაობა ვარ. ჩემი ამდენი ხნის სიცოცხლე მხოლოდ იმად ღირდა, რომ შენ შეგხვედროდი. უშენოდ ვეღარ გავძლებ...
- არც მოგიწევს, მე სულ შენთან ვიქნები, - გავუღიმე.
- ჩემი საყვარელი.
სახე უფრო ახლოს მოწია, მის ცხელ სუნთქვას კანზე ვგრძნობდი, მისი აჩქარებული გულის ცემა და ხშირი სუნთქვა იყო ახლა ჩემთვის ყველაფერი, მთელ სამყაროს მერჩივნა... თვალები თავისით დაიხუჭნენ და ტუჩებმა თავისით მოძებნეს მათი ადგილი... ბაჩომ ამ ქვეყნად ყველაზე ტკბილი, ყველაზე ნაზი და ყველაზე სიყვარულით აღსავსე კოცნა მაჩუქა.
- ჩემი გოგო, მარტო ჩემი, - ჩურჩულებდა ის.
- ჰო, - სახეზე ღიმილით ვჩურჩულებდი მე.
ხელები ძლიერად შემომხვია და გულში ჩამიკრა. თავი გულზე დავადე და გავინაბე, მის გულის ცემას ვუსმენდი.
თავი ჩემს თმებში ჩარგო და ყრუდ დაიჩურჩულა.
- მიყვარხარ.
- მეც, მეც მიყვარხარ...
დაუკითხვად გასცა პასუხი გულმა...

bella-vampireთარიღი: სამშაბათი, 2012-05-15, 10:46 PM | შეტყობინება # 49

842
83  +
   ±
Offline
madloba bavshvebo, mixaria rom mogwonT kiss :*:**^^

Crazyთარიღი: სამშაბათი, 2012-05-15, 11:01 PM | შეტყობინება # 50

202
11  +
6  ±
   ±
Offline
ვაიმე პირველი ვააააარ !!!! ძალიან ძალიან სყვარელი და ლამაზი თვი იყო ^^ ვაიმე რა საყარელია ეს ბაჩო : პპპპ აი თამო რა :დდ ჩემი "ფავორიტი" ხარ : დდ biggrin cool


viku-vukuთარიღი: სამშაბათი, 2012-05-15, 11:10 PM | შეტყობინება # 51

397
10  +
12  ±
   ±
Offline
kai iyo raga vtqva uuuuuuuuuuuu xar raaa biggrin biggrin biggrin biggrin biggrin smile smile smile smile smile smile


♫_Ani_♫თარიღი: ოთხშაბათი, 2012-05-16, 2:33 PM | შეტყობინება # 52

225
6  +
16  ±
   ±
Offline
აუუ მაგარი იყოოოოოოო happy tongue


bella-vampireთარიღი: პარასკევი, 2012-05-18, 5:15 PM | შეტყობინება # 53

842
83  +
   ±
Offline
IX თავი


ვაღიარე: ბაჩო შემიყვარდა! ჰო ჰო, შემიყვარდა! ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი, რომ ადამიანი ასე უცებ შემიყვარდებოდა, მაგრამ ეს მოხდა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, დედასთვის ბაჩოზე არაფერი მითქვამს. ატყობდა, რომ სხვანაირი ვიყავი, მთელი დღე გახარებული და გაბრწყინებული თვალებით დავდიოდი. ეგეც რომ არა, სახლში თითქმის არ ვიყავი, სულ ბაჩოსთან ერთად ვსეირნობდი. ცოტათი სინდისი მქენჯნიდა, რომ დედა მარტო დავტოვე, მაგრამ მას ლილი ჰყავდა, სად აღარ დადიოდნენ ერთად, სარფშიც ხშირად იყვნენ ხოლმე და ამ შემთხვევაში მეც მათთან ერთად მივდიოდი. დრო მალე გადიოდა... დღე დღეს მისდევდა, კვირა კვირას... და აი, მოახლოვდა წასვლის დროც. თითქმის ერთ თვეზე მეტი გავიდა, რაც ბათუმში ვიყავით მე და დედა. ხვალ საღამოთი უკვე მივდიოდით. არ მინდოდა აქედან წასვლა და ბაჩოს დატოვება. არ ვიცოდი თბილისში როგორ გაგრძელდებოდა ჩვენი ურთიერთობა. რა თქმა უნდა, იმაში დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩვენი ურთიერთობა არ ყოფილა უბრალოდ “საკურორტო რომანი” მაგრამ მაინც ვღელავდი. თბილისში მას თავისი ცხოვრება ჰქონდა, სამუშაო და კარიერა, რომელსაც კარგი მიხედვა უნდოდა. მე კი, ჯერ-ჯერობით მისი ცხოვრების ამ ნაწილის წევრი არ ვიყავი, მაგრამ მხოლოდ ჯერ-ჯერობით...
- ხვალ საღამოს თბილისში ვბრუნდებით, - ვუთხარი ბაჩოს, როდესაც ზღვის ნაპირას ხელიხელ ჩაკიდებულები ვსეირნობდით.
- ასე მალე? - რაღაც უცნაურად შეცბა.
- ჰო, მეტს ვეღარ დავრჩებით, ისედაც გადავწიეთ დრო. მამა სახლში მარტოა და დახმარება სჭირდება.
მის გახსენებაზე გამეცინა. როგორ მაინტერესებდა, რა საჭმელს ჭამდა, ალბათ სწრაფი კვების საჭმლით კუჭი გაიფუჭა.
- ცუდია, - ხელი გამიშვა და მკერდზე მიმიხუტა.
- მომენატრები, - დაიუჩურჩულა.
ამის გაგონებაზე შევცბი.
- ეს იმას ნიშნავს, რომ აღარ მნახავ ხოლმე? - დაძაბულმა ვკითხე.
- აბა რას ამბობ, არ გრცხვენია? უბრალოდ თბილისში ასე ხშირად ვეღარ შევხვდებით ხოლმე. ორივეს სამსახური და...
- ბაჩო, - შევაწყვეტინე. - ხომ გითხარი, რომ არ ვმუშაობ? რა თქმა უნდა მინდა რომ დავიწყო, მაგრამ არ გამომდის...
- მაგაზე შენ გული არ გაიტეხო, რამეს მოვიფიქრებთ.
შუბლზე ნაზად მაკოცა.
- წამო, ნაყინი ვიყიდოთ.
მე და ბაჩომ ეს საღამოც მხიარულად გავატერეთ. საერთოდ მასთან კაცი ვერ მოიწყენს, ძალიან მხიარული და ლაღია. სულ არ გავს 23 წლის ბიჭს, გარეგნობითაც უფრო პატარას შეხედულება აქვს, 19-20 წლის ბიჭის. თითქოს მასთან ერთად მეც მისნაირი ვხვდები, უფრო ბავშვური. თავის დროზეც კი, როცა ბავშვი ვიყავი, ქუჩაში ზედმეტად ხმამაღლა არასდროს ვიცინოდი და აქეთ-იქით არ დავხტოდი. ბაჩოსთან კი ასეთ რაღაცებს ისე ვაკეთებდი, რომ მეც ვერ ვამჩნევდი. ირგვლივ ხალხს ვერ ვამჩნევდი, მეგონა მე და ბაჩო ჩვენს პატარა სამყაროში ვიყავით, სადაც სხვა ვერავინ შემოაღწევდა.
- ერთი ამათ უყურეთ, რას ცანცარებთ პატარა ღლაპებივით, პატრონი არ გყავთ სახლში?
მოგვაძახა ერთ-ერთმა ხანში შესულმა ქალბატონმა. ბაჩოს სიცილი აუვარდა, მაგრამ ერთი მკაცრი მზერით კი დაასაჩუქრა უცნობი. მე კი მაშინვე გავწითლდი სახეზე და თავი ჩავღუნე. ეს ქალი არაფერ შუაში იყო, მაგრამ მივხვდი, რომ 23 წლის გოგოსთვის ეს ზედმეტი იყო. ის ქალი რაღაცის ბუტბუტით გაგვეცალა, ალბათ კარგადაც მიგვაწყევლა. ჩემი დაბნეულობა ბაჩომ შეატყო და ხელი გადამხვია.
- კარგი რა თათ, არ ‘გკიდია’ რას იტყვის ის ბებრუხანა?
- არ იყო ბებრუხანა ბაჩო, არც ისეთი მოხუცი იყო.
მე თვითონაც არ ვიცი რატომ, მაგრამ ბაჩოსგან ასეთი საუბარი არ მესიამოვნა, უბრალოდ მიჩვეული არ ვიყავი...
- ნეტა რა მნიშვნელობა აქვს, - თქვა აგდებულად და ერთ-ერთი კაფესკენ გამიძღვა, სადაც ნაყინი უნდა გვეჭამა, სულ იქ შევდიოდით ხოლმე... გადავწყვიტე თემა იმ ქალზე, დამეხურა. თუ გავაგრძელებდი, მაშინ ჩემსა და ბაჩოს შორის უსიამოვნო საუბარი შედგებოდა, რაც ძალიან არ მინდოდა. ბოლოს და ბოლოს ვინ იყო ის ქალი ჩემთვის, რომ ბაჩოზე ასე გავბრაზებულიყავი? არავინ...
ცოტა ხანში მოსაღამოვდა და ჩემი სახლში წასვლის დროც მოვიდა. ბარგი ჯერაც არ მქონდა ჩალაგებული. ხვალ ალბათ ბაჩოს ვერ ვნახავდი და გადავწყვიტე, ყოველი შემთხვევისთვის დღეს დავმშვიდობებოდი. სახლამდე მიმაცილა და მის შორი-ახლოს დავდექით. მისკენ შევბრუნდი და ძალიან მაგრად ჩავეხუტე, თითქოს მეტს ვეღარ ვნახავდი.
- მალე გნახავ, არ ინერვიულო, - ნაზად ჩამჩურჩულა და ჩემს ტუჩებს დაეწაფა.
არ მინდოდა წავსულიყავი, არ მინდოდა მისგან შორს ვყოფილიყავი. მხოლოდ ახლა მივხვდი, რომ მასში ეჭვი მეპარებოდა და ჩემს თავზე საშინლად გავბრაზდი. სულ ცოტათი, მაგრამ მაინც ხომ არსებობდა ეჭვი? ეს არ უნდა ყოფილიყო, არ მინდოდა... ურთიერთობაში ყველაზე მეტად უერთგულობასა და უნდობლობას ვერ ვიტან.
- მომენატრები, - დავიჩურჩულე. ნორმალურად ლაპარაკი არ შემეძლო, ყელში რაღაც დიდი ბურთი მქონდა გაჩხერილი და მახრჩობდა.
- მეც მომენატრები პატრა, ძალიან... მაგრამ სულ მალე გნახავ. ისე მალე, რომ მონატრებასაც ვერ მოასწრებ.
ჩემს ტუჩებს ისევ შეეხო თავისით და ტკბილი კოცნა მაჩუქა. მე კი კისერზე შემოვხვიე ხელები და უფრო ძლიერად მივეკარი. არ მინდოდა გამეშვა, მაგრამ ჩემმა ტელეფონის ზარმა შეგვიშალა ხელი. უკმაყოფილო სახით მოვშორდი ბაჩოს და ზარს ვუპასუხე.
- გისმენთ, - ჩავიდუდღუნე.
- თათი მალე მოხვალ სახლში? - დედაჩემი იყო. - ცოტა ხნის წინ მამაშენი ჩამოვიდა, ხვალ საღამოს ერთად წავალთ.
- მამა ჩამოვიდა? - ახლა დაზუსტებით ვიცოდი, რომ ხვალ ბაჩოს ვეღარ ვნახავდი. - კარგი, მალე მოვალ.
ტელეფონი გავთიშე და თავში ძალიან კარგი იდეა მომივდა. ნუ კარგი ეს ჩემთვის, ბაჩო რას იფიქრებს ნეტავ...
- ბაჩო, წამო ჩემთან, - შევთავაზე.
- შენთან რა მინდა თათ, - დაიბნა, მაგრამ ამის დამალვას ცდილობდა. მე კი სიცილს ძლივს ვიკავებდი, ისეთი საყვარელი იყო, პატარა ბავშვს ჰგავდა...
- მამაჩემი ჩამოვიდა. რამდენი ხანია დედაჩემს შორიდან ხედავ, წამოდი და გაგაცნობ ორივეს, - მაშინვე სახე შეეცვალა.
- კი მაგრამ...
- როგორც ჩემს ძმაკაცს ისე გავაცნობ შენს თავს, - გავუღიმე.
მივხვდი, რომ ბაჩო ჩემი შეყვარებულის სტატუსით რომ გამეცნო, ორივე მხარე სხვადასხვა რამეს იფიქრებდა და ეს არ მინდოდა. მაგრამ უეცრად მისი ტელეფონის ხმა გაისმა. მან შვებით ამოისუნთქა, როდესაც ეკრანს დახედა.
- ჰო ზურა, - მისი ძმა იყო.
მათი საუბარი როგორც ყოველთვის დიდხანს არ გაგრძელებულა. როგორც ვხვდებოდი, მთლად კარგი ურთიერთობაც არ ჰქონდათ ერთმანეთთან. ბაჩო მოკლე-მოკლე და გაუგებარ პასუხებს სცემდა, თან ჩემკენ აპარებდა თვალს, ალბათ ეგონა, რომ ვერ ვხედავდი. ერთხელ დავიჭირე და ვითომ არაფერი, მხიარულად თვალი ჩამიკრა. ბოლოს და ბოლოს დაამთავრა საუბარი და გამიღიმა. ეტყობოდა გახარებული იყო.
- თათი, ჩემმა ძმამ დამირეკა და მთხოვა სახლში მოდიო. ჩემი დამხარება სჭირდება სასწრაფოდ.
- რამე ხომ არ მოხდა?
- არა, ისეთი არაფერია.
ჯერ შუბლზე მაკოცა, მერე ისევ ჩემს ტუჩებს დაუბრუნდა და ბოლოს გულში მაგრად ჩამიკრა.
- თბილისში რომ ჩამოვალ, მერე აუცილებლად გავიცნობ შენს მშობლებს. მაინც არ აგვცდება...
სათქმელი ბოლომდე აღარ დაამთავრა.
- რას გულისხმობ?
- არაფერს. აბა, წადი შენები არ ანერვიულო.
მე კიდევ ერთხელ ვაკოცე და დამწუხრებული სახლისკენ წავედი. სახლში მისულს მამა შემომეგება, თურმე როგორ მომნატრებია, მხოლოდ ახლა მივხვდი. ბაჩო უკვე ძალიან მენატრებოდა, მაგრამ მამიკოსთანაც კარგად გავერთე, ჩემი გამხიარულება ყოველთვის ეხერხებოდა. ძალიან დაღლილი ვიყავი და მალე დავიძინე. არ მეგონა თუ ასე მალე დამეძინებოდა, მაგრამ როგორც კი ბალიშზე თავი დავდე, მაშინვე ჩამეძინა. თუმცა მშვიდი ძილი მაინც არ მქონია. გული მწყდებოდა, რომ ბათუმში ეს ჩემი ბოლო ღამე იყო. დილით მამიკომ გამაღვიძა შუბლზე ტკბილი კოცნით, რაც ძალიან გამიხარდა. ზუსტად ისე, როგორც პატარაობისას... მთელი დღე მობილური ხელში მეჭირა და სულ ბაჩოს ვემესიჯებოდი. დედა და მამა ეჭვნარევი მზერით კი მიყურებდნენ, მაგრამ არაფერი უთქვამთ. ვერც კი შევამჩნიე როგორ ჩავსხედით გიორგის მანქანაში და როგორ ამოვყავით თავი თბილისში, ჩემს სახლში. იქ კი აჟიტირებული ნათია დამხვდა და ისე ჩამეხუტა, რომ კინაღამ გამჭყლიტა.
- კარგი ნათი, არ დამახრჩო.
- მომენატრე ქალბატონო. როგორ მეწყინა, რომ ვერ ჩამოვედი შენთან. სამაგიეროდ ისეთი ამბები მოხდა...
სხვა შემთხვევაში ვეტყოდი, რომ მეც მეწყინა რომ არ წამოხვედი-თქო, მაგრამ ახლა დუმილი ვარჩიე და უბრალოდ გავუღიმე. ისე მოვიდა საღამო და ისე აღმოვჩნდი საწოლში, რომ მეც ვერ შევამჩნიე. უკვე თითქმის ჩამეძინა, რომ ჩემი ტელეფონის ზარი გაისმა.
- გისმენთ, - ვუპასუხე დაღლილმა.
- ტკბილი ძილი თათი, - ბაჩო იყო. - ხვალ სიურპრიზი გელის.
- რა სიურპრიზი? - დავინტერესდი.
- მაგას მხოლოდ ხვალ გაიგებ, - მითხრა და ტელეფონი უეცრად გათიშა.
მე კი იმაზე ფიქრში ჩამეძინა, თუ რა სიურპრიზი ჰქონდა ბაჩოს ჩემთვის...

bella-vampireთარიღი: პარასკევი, 2012-05-18, 5:16 PM | შეტყობინება # 54

842
83  +
   ±
Offline
diiiidi madloba yvelaaaas kiss kiss
bavshvebo tqveni azrit, ra siurprizzs umzadebs? biggrin

RoB-dOdთარიღი: პარასკევი, 2012-05-18, 6:35 PM | შეტყობინება # 55

572
28  +
48  ±
   ±
Offline
რამდენი თავი არ მქონდა წაკითხული,სირცხვილი მე!!! რა კარგი თავებია,რა ტკბილი,თბილი და ყველანაირად კარგიიი<33 როგორ მიყვარს თამო შენი სტილი აი  არ იცი რა! ბაჩო,როგორ მომწონს. happy თათიც კაი გოგოაა<33 ხო საჩუქარი კიდე,რავიცი ჩამოვა ალბათ თბილისში და ცოლობას თხოვს თუ?აუ არ ვიცი,შენ ისეთი ინტრიგანი ხარ რას მივხვდები biggrin happy biggrin biggrin wink

I Hate This FuCkinG Life <3

nati_cullenთარიღი: პარასკევი, 2012-05-18, 11:17 PM | შეტყობინება # 56

400
9  +
30  ±
   ±
Offline
es ra ambebi gamomitovebia :))) dzaan magariaa happy happy


nati_cullenთარიღი: შაბათი, 2012-05-19, 12:59 PM | შეტყობინება # 57

400
9  +
30  ±
   ±
Offline
axaliiii axaliiiiii aqcias mogiwyob icode :DDD


bella-vampireთარიღი: შაბათი, 2012-05-19, 1:15 PM | შეტყობინება # 58

842
83  +
   ±
Offline
X თავი


მეორე დღეს საშინელ ხასიათზე გამეღვიძა. არ ვიცი რატომ, მაგრამ უჟმურად ვიყავი. არც იმაზე ფიქრი მშველოდა, რომ დღეისთვის ბაჩოს ჩემთვის სიურპრიზი ჰქონდა მომზადებული. საერთოდ რა სიურპრიზი უნდა გაეკეთებია? ის ხომ ბათუმში იყო და კიდევ ერთი კვირა ვერ ჩამოვიდოდა. ანუ ერთი კვირა ვერ ვნახავდი... ისე ვისაუზმე, რომ ხმა არ ამომიღია. თუ რამეს შემეკითხებოდნენ, მხოლოდ მაშინ ვიღებდი ხმას. შუადღისთვის ნათია შემოვიდა ჩემთან და ცოტა ხასიათზე მომიყვანა. მომიყვა რას აკეთებდა ეს დრო. აი თურმე რატომ იყო ასეთი გახარებული და რატომ დადიოდა გაცისკროვნებული სახით. ჩემი ნათია უზომოდ იყო შეყვარებული, მის გარდა ვეღარაფერზე ვეღარ ფიქრობდა. ამბის მოყოლა რომ დაასრულა, ზუსტად მაშინ დაიწყო ნიკას(მისი შეყვარებულის) ზარები. წუთში შვიდასჯერ ურეკავდა, შევწუხდი კიდეც...
- ნათ, არ შეიძლება რომ ემესიჯო? უკვე შენი მობილურის ზარი ნერვებს მიშლის.
- არ შეიძლება, - თავი გააქნია.
- ვითომ რატომ?
- მესიჯობით რა გავიგო, მე მისი ხმის გაგონება მინდა. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ჩემს გვერდითაა.
ვაიმე, გამიგიჟდა ჩემი ნათია...
- ხმა არა ის... - ჩავიბუტბუტე.
- ზუსტად ასე მითხრა ნიკამ, და მეც ვეთანხმები მას. აი შენც რომ შეგიყვარდება ისე, როგორც მე, მაშინ გამიგებ. გაიხსენე როგორ იყავი თოკოზე...
- მოდი არ გვინდა თორნიკეზე ლაპარაკი...
- როგორც იტყვი, - გამიღიმა და საუბარი სხვა თემაზე გადაიტანა.
მხოლოდ ახლა გამახსენდა... თორნიკეზე სულ სხვანაირად ვიყავი, მისი ხმა რომ არ გამეგო ცუდად ვხდებოდი. ახლა კი... ახლა ბაჩოზე სულ არ ვარ ასე... მთელი დღეები, როცა ერთად არ ვიყავით, სულ ვმესიჯობდით, მაგრამ არასდროს არ გამჩენია სურვილი, რომ მისთვის დამერეკა და მისი ხმა გამეგო. მესიჯობაც მაკმაყოფილებდა... რაც მთავარია, არც ბაჩო იკლავდა თავს... მაგალითად დღეს, მთელი დღეა ერთი მესიჯიც კი არ გამოუგზავნია და არც მე ვაპირებ ამას. ნეტავ არ მოვენატრე? სიმართლე რომ ვთქვა, მთელი დღე ისე ვარ, რომ ვერ ვხვდები რა მინდა. ბაჩო თითქმის არც გამხსენებია. თითქოს რაღაც მაკლია, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი...
- წამოდი თათ, გარეთ გავიდეთ, ნიკას გაგაცნობ.
ჩემს პასუხს არც დაელოდა, ისე ჩამკიდა ხელი და გარეთ გამათრია. ნიკა ჩვენი კორპუსის წინ იდგა. ნათიამ როგორც კი დაინახა, მისკენ გაექანა და პირდაპირ შეახტა საწყალ ბიჭს. “შეახტა” ეს ზუსტი აღწერაა. მე რომ არ მივსულიყავი მათთან და არ ჩამეხველებინა, ალბათ საუკუნე იდგებოდნენ ასე ჩახუტებულები. ისეთი საყვარლები იყვნენ ერთად, ისე უხდებოდნენ ერთმანეთს... ძალიან კარგი წყვილი იყო. ნიკა მაშინვე მომეწონა. მივხვდი, რომ კარგი ბიჭი იყო და ნათიას იმსახურებდა. საღამომდე ისე ვისეირნეთ ერთად, რომ ვერც კი გავიგე ისე მალე გავიდა დრო. ბაჩო კი ჯერ არც შემხმიანებია... მაგრამ ეს გავიფიქრე თუ არა, მაშინვე დაიწყო ჩემმა ტელეფონმა რეკვა. ნიკასთან და ნათიასთან ბოდიში მოვიხადე და გვერდზე გავედი. ბაჩო რეკავდა...
- გისმენთ.
- თათი როგორ ხარ? ძალიან მომენატრე. ბოდიში, რომ ვერ შეგეხმიანე.
- არაუშავს, - ჩემი წყენა მაშინვე გაქრა. - სად იყავი მთელი დღე?
- სიურპრიზს გიმზადებდი.
- ბათუმიდან? - გამეცინა.
- რატომ ბათუმიდან? შენ ჩემს შესაძლებლობებში ეჭვი ნუ გეპარება.
- კარგი, კარგი. მაგრამ რა სიურპრიზია არ მეტყვი?
- თუ გითხარი რაღა სიურპრიზი იქნება. მოდი, მინიშნებას გეტყვი.
- მინიშნებას? კარგი, გისმენ, - ამასაც დავჯერდი.
- ახლა წადი და ფილარმონიასთან მიდი. “ელვისის” შესასვლელთან დადექი და იქ იქნება შენი სიურპრიზიც.
- მაშაყირებ ხო? მე რომ აქედან ფილარმონიასთან მივალ, დაღამდება კიდეც. მერე მარტო სიარული არ მინდა.
- მერე ვინ გითხრა, რომ მარტო იქნები? შენი სიურპრიზიც შენთან ერთად იქნება.
- ბაჩო მთვრალი ხარ? ფილარმონიასთან რა სიურპრიზი უნდა იყოს? “ელვისის” შესასვლელთან ყუთი დადე საჩუქრით და გგონია, რომ სანამ მე მივალ იქ გაჩერდება?
ვერ ვხვდებოდი რისი თქმა უნდოდა. არადა როგორ ვერ ვიტანდი უაზრო ლაპარაკს... ბაჩო კი ზუსტად ასე იქცეოდა. ბათუმიდან თბილისში გამოაგზავნა საჩუქარი და ფილარმონიასთან მერე როგორ აღმოჩნდა? აფსურდია...
- არ არის ყუთი თათია, ბევრად უფრო დიდია. და მთვრალი სულაც არ ვარ, ერთი წვეთიც კი არ დამილევია, ეგ რა კითხვაა? გთხოვ რა, ჩემი ხათრით მიდი. ხომ მენდობი?
აი აქ კი გავიჭედე. ვერ ვეტყოდი, რომ არ ვენდობოდი და ამიტომ ვერ წავიდოდი იქ. ეს ტყული იქნებოდა...
- ოხ ბაჩო. წავალ, მაგრამ იცოდე თუ მეშაყირები, ხმას არ გაგცემ.
- კარგი, ეგრე ქენი. გკოცნი, აბა შეხვედრამდე.
მობილური გათიშა. შეხვედრამდეო? ჰო, ერთი კვირის მერე ვნახავ, როგორ არა. ნათიასთან და ნიკასთან დავბრუნდი და ვუთხარი, რომ სასწრაფოდ უნდა წავსულიყავი. თავი კი გაიგიჟეს სად უნდა წახვიდე მალე დაღამდებაო, მაგრამ მე მაინც ჩემი გავიტანე და წამოვედი. თან ნათია გავაფრთხილე, თუ რამეა მე შენთან ერათად ვარ-თქო. ზედმეტი კითხვები არ დაუსვამს, მაგრამ ვიცოდი ხვალ დაკითხვას ვერ ავცდებოდი. მარშუტკაში ჩავჯექი და ფილარმონიასთან მივედი. დრო ჩემს ჯინაზე ჩქარა გადიოდა და უფრო ღამდებოდა. ღამე ქუჩაში სიარულს ვერ ვიტანდი! როგორც იქნა მარშუტკა გავაჩერე და ფილარმონიის კიბეებზე ავირბინე. “ელვისის” შესასვლელთან დავდექი და აქეთ-იქით დავიწყე თვალების ცეცება. არაფერი ისეთი... მაგრამ უეცრად უკან ვიღაც მომეპარა და ხელები წელზე შემომხვია. ისე შემეშინა, მთელ სხეულში გამაჟრჟოლა... მოულოდნელობისგან წამოვიყვირე და უცნობის ხელები მოვიშორე. უკან მივტრიალდი, რომ სილა გამეწნა იმ უნამუსოსთვის, მაგრამ ხელი ჰაერში გამიჩერდა. ჩემს წინ მომღიმარი ბაჩო იდგა.
- მეჩვენები ხო? - ვერ ვიჯერებდი, რომ ის იყო.
- მოდი ჩამეხუტე და დაიჯერებ, რომ ნამდვილი ვარ, - ხელები გასწია და მაშინვე მის მკლავებში აღმოვჩნდი. არა, არ მეჩვენებოდა! ის ნამდვილად ჩემთან იყო და ნამდვილად მას ვეხუტებოდი.
- ვაიმე როგორ შემაშინე, - დავიწუწუნე.
- ჩემი სულელი, - უფრო მაგრად მიმიკრა გულზე და ჩვენი ტუჩები ერთმანეთს შეეხო.
- როდის ჩამოხვედი?
ერთმანეთს ხელები ჩავკიდეთ და გეზი ვერის პარკისკენ ავიღეთ.
- სულ ცოტა ხნის წინ. დღეს მთელი დღე იმიტომ ვერ შეგეხმიანე, რომ გზაში ვიყავი. მერე კი თბილისში ძალიან დაღლილი ჩამოვედი, ცოტა დავისვენე და აი, აქ ვარ, - შემომცინა.
- მიხარია რომ აქ ხარ, - მივეხუტე.
დრო ცოტა მქონდა, სახლში მალე უნდა დაბნრუნებულიყავი და ამიტომ დიდი ვერაფერი ვერ მოვასწარით. მე მასთან კიდევ მინდოდა გაჩერება, მაგრამ სახლში მაგვიანებოდა. ბაჩომ ტაქსი გამოიძახა, ფული გადაუხადა და დამშვიდობებისას მაკოცა. სახლში დაწყნარებული მივედი. ვიცოდი, რომ ჩვენს ურთიერთობას არაფერი ემუქრებოდა...

nati_cullenთარიღი: შაბათი, 2012-05-19, 2:34 PM | შეტყობინება # 59

400
9  +
30  ±
   ±
Offline
nu exa tavistavad vicodi es ro chamovidoda magram siurpris kiode velodi rames,suleli gogo rogor ver mixvda :DDD ra sayvarlebi arian happy happy happy happy


nati_cullenთარიღი: კვირა, 2012-05-20, 3:46 PM | შეტყობინება # 60

400
9  +
30  ±
   ±
Offline
axaliiiii axaliiiiii :DDDD

ძებნა: