ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 8 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 6
  • 7
  • 8
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
ჩემი გიჟური ზაფხულის საჩუქარი

T-MOMSENთარიღი: ოთხშაბათი, 2012-05-30, 7:15 PM | შეტყობინება # 106

266
15  +
30  ±
   ±
Offline
bacho namdvili degeneratiiiaa fuuuu dry sazizgariiii egeec da mteli misi ojaxic angry


bella-vampireთარიღი: ოთხშაბათი, 2012-05-30, 9:39 PM | შეტყობინება # 107

842
83  +
   ±
Offline
XVII თავი


წამოვედი, არც არავის შევუჩერებივარ. ალბათ გაუხარდათ კიდეც... სახლიდან როცა გამოვდიოდი, ბაჩო კარებთან იდგა და სიგარეტს ეწეოდა. ზედაც არ შევხედე ისე გავედი, მაგრამ მან შემაჩერა.
- მერე არ ინანო, - გამაფრთხილა მან.
- არაფერში არ ვყოფილვარ ისეთი დარწმუნებული, როგორც იმაში, რომ ახლა უნდა წავიდე და აღარასოდეს დავბრუნდე.
ზურგი შევაქციე და წამოვედი, სამუდამოდ წამოვედი... სადღაც, ძალიან ღრმად მტკიოდა, როგორ არ მტკიოდა... მაგრამ ჩემი ტკივილი იმდენად ღრმად ჩავმალე, რომ მას თითქმის ვეღარც ვგრძნობდი. მინდოდა სამუდამოდ დამესამარებინა, მაგრამ ვიცოდი ამას ასე უცებ ვერ გავაკეთებდი, დრო მჭირდებოდა. ამჯერად არც ცრემლები მახრჩობდა და არც კანკალი დამიწყია, მაგრამ თავს მაინც საშინლად ვგრძნობდი. მთლიანად გამოფიტული ვიყავი, ემოციებისგან დაცლილი... აღარაფრის თავი აღარ მქონდა, ფეხზეც ძლივს ვიდექი, მეშინოდა არ წავქცეულიყავი. ტაქსი გავაჩერე და ჩემი სახლისკენ წავედი. სადაც ნამდვილადაა ოჯახური და თბილი გარემო, სადაც ბედნიერი ვიყავი და ეს გვიან დავაფასე.
მანქანა კორპუსის წინ გაჩერდა. გადმოვედი და ავხედე რვასართულიან კორპუსს. ერთი შეხედვით დიდი არაფერი, სხვებისგან არაფრით გამორჩეული, ჩვეულებრივი შენობა იყო. თუმცა მასში იმალებოდა რაღაც, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. აქ იყო ჩემი ცხოვრება, ჩემი ცხოვრების 23 წელიწადი აქ გავატარე და ასე ადვილად მაინც არ მეთმობოდა.
დიდი წვალების შემდეგ, როგორც იქნა ავიტანე ბარგი მეორე სართულზე და ჩემი სახლის კარის წინ დავდექი. ვუყურებდი თეთრად შეღებილ რკინის კარებს და ჩემს თავში ვეძებდი იმის ძალას, რომ როგორმე ზარი დამერეკა. ბოლოს სადღაც, ღრმა კუნჭულში მიმალული ვიპოვე და ზარიც დავრეკე. მოლოდინში ტუჩები სულ შევიჭამე, უკვე ამისთვისაც აღარ მქონდა ნერვები. კარი გაიღო და დედაჩემის სახე გამოჩნდა. ჩემს დანახვაზე გაეღიმა, მაგრამ ქვემოთ რომ დაიხედა და ჩემოდნები დაინახა, სახე შეეცვალა.
- რა მოხდა? - მკითხა შეშფოთებულმა.
- უბრალოდ წამოვედი, - ვუპასუხე უემოციოდ და სახლში შევედი. სასტურმო ოთახიდან მამა და ბექაც გამოვიდნენ, ბარგთან ერთად რომ დამინახეს ერთმანეთს გადახედეს და ისევ მე მომიბრუნდნენ.
- წამოხვედი, არა?! - მკითხა მამამ.
არაფერი მიპასუხია, უბრალოდ თავი დავუქნიე. ბექა ისეთი სახით იყურებოდა, მეგონა ცოტაც და აფეთქდებოდა.
- ბაჩომ რამე გითხრა? - ჩემთან ახლოს მოვიდა და თვალებში ჩამხედა.
- ისეთი არაფერი გაუკეთებია, რასაც ადრე არ აკეთებდა.
ზურგი შემაქცია და რაღაც საგინებელი სიტყვა ჩაიბუტბუტა. დედა გაფითრებული იყო, მაგრამ არაფერს არ ამბობდა, ბარგს ჩემს ოთახში ალაგებდა. სამივენი ხვდებოდნენ, რომ ახლა ჩემთან საუბარს აზრი არ ჰქონდა, დრო მჭირდებოდა აზრზე მოსასვლელად.
- მე დაველაპარაკები, - უცებ გადაწყვიტა მამამ.
- არა მა, არ გინდა, რა აზრი აქვს მაინც, - მისკენ წავედი და მუდარით შევხედე.
- ჩემი გოგოს წვალებას არავის შევარჩენ, - თავზე ხელი გადამისვა და გამიღიმა.
- არ გინდა გთხოვ რა, ჩემი ხათრით, - ბაჩო სულ არ მაინტერესებდა, ჩემს მამიკოზე ვფიქრობდი. ამ ბოლო დროს ჯანმრთელობის მხრივ მისი მდგომარეობა უფრო გაუარესდა, გული აწუხებდა. არ მინდოდა ჩემს გამო რაიმე მოსვლოდა, ამას საკუთარ თავს ვერასდროს ვაპატიებდი.
ცოტა ხანი იყოყმანა, მაინც თავისაზე იყო, მაგრამ ბოლოს დამთანხმდა.
- თქვენი ხათრით, - მუცელზე ხელი დამადო და გულში ჩამიკრა.
ცოტა ხანი კიდევ ვისაუბრეთ, მაგრამ მე საშინლად დაღლილი ვიყავი, სული მქონდა დაღლილი... ბოდიში მოვიხადე და ჩემს ოთახში შევედი. დედამ გაითვალისწინა, რომ საშინლად დაღლილი ვიყავი და ტანსაცმელი თვითონ დამილაგა გარდეროფში. საწოლზე წამოვწექი, თვალები დავხუჭე და მოვეშვი... თან მუცელს ვეფერებოდი. მინდოდა, რომ ბავშვს ჩემი სითბო ეგრძნო. ეგრძნო, რომ მე მასთან ვიყავი და ის მარტო არ იყო. თვალები გავახილე, უაზრო სიბნელის ყურება მომბეზრდა. ჭერს შევხედე, სადაც პატარ-პატარა ზომის ვარსკვლავები იყო გაკრობილი. ოთახში შუქი ჩავაქრე და ვარსკვლავებიც აციმციმდნენ, ყოველთვის მიყვარდა ძილის წინ მათი ყურება.
- ჩემი პატარა, - ისევ მუცელს დავუწყე მოფერება. მერე ჭერს ავხედე და მომინდა ჩემი ცა მქონოდა, მარტო ჩემი... თუმცა რატომ მარტო ჩემი?!
- ცა... ‘ჩვენი’ ცა... - დავიჩურჩულე და მუცელს მოვეფერე.
თანდათანობით ყველაფერი ისევ თავის კალაპოტში დგებოდა, ძველ ცხოვრებას ვუბრუნდებოდი. ოღონდ მხოლოდ ერთი განსხვავებით. მე უკვე აღარ ვიყავი ‘ერთი.’ უკვე ‘ორნი ვიყავით.’ ჩემში იყო მეორე, მეორე სიცოცხლე, რომელიც დაბადებას ლამობდა და უკვე თავის პაწია თითებსაც მარტყამდა. ძალიან იშვიათად, მაგრამ რაც უფრო დიდდებოდა ჩემი მუცელი, ჩემი ბავშვი მით უფრო ხშირად მარტყამდა თავის პაწია ხელებს. ამ დროს ყველაზე ბედნიერი ვიყავი. მის პაწაწკუნტელა ხელს ჩემსას დავადებდი და ვცდილობდი მისთვის მეგრძნობინებინა, რომ მასთან ვიყავი...
უკვე საკმაოდ გავიბერე, ხუთი თვის ვარ. დიდი მუცლით დავიარები, ყველა მეფერება და მიღიმის, სულ თავზე დამტრიალებენ. ქუჩაში პატარა ბავშვები გაკვირვებულები მიყურებენ, ალბათ უკვირთ რატომ მაქვს ამხელა მუცელი. ჩემი სიხარული კი მუცლის გაზრდასთან ერთად მით უფრო იზრდება. ბედნიერი ვარ მხოლოდ ჩემი შვილით, რომელიც ჯერ არც კი დაბადებულა, მაგრამ სულ მალე დაიბადება. დაიბადება და გავიგებ მისი ტირილის ხმას, ხელში პირველად დავიჭერ და თვალებში ჩავხედავ...
საშინლად მომშივდა და ჩემი ოთახიდან ძლივს გამოვედი, მიჭირდა დიდი მუცლით სიარული. ცალი ხელით წელი მეჭირა, მეორეთი კი მუცელს ვეფერებოდი. სამზარეულოში შევედი, სადაც დედა რაღაც გემრიელს აკეთებდა, სუნით მივხვდი.
- დეე, რას აკეთებ? - ქვაბში ჩავიხედე, მაგრამ ვერ მივხვდი რა იყო, არცერთ საჭმელს არ ჰგავდა.
- დამავიწყდა რა ჰქვია, - გაიცინა. - რაღაც გემრიელი კი გამოვა.
- შენ რაღაც საეჭვოდ აკეთებ ამ საჭმელს, - თვალები მოვჭუტე. - არ მოგვწამლო იცოდე, - მუცელს დავხედე.
- ისე არ გშია? გაბერილო დედიკოო, - შემომხედა და ჩემს დანახვაზე გაეცინა.
- არ ვარ მე გაბერილი. ისიც მეყოფა, ნინო და სური რომ მეძახიან, ორი გადარეული და.. დედიკოს კი, ნუ მეძახი, ეგ ჩემი სიტყვაა მე უნდა დაგიძახო, - ენა გამოვუყავი. - ხო და მე მართლა მშია, ამისთვის გამოვედი, - გამახსენდა და მაცივარი გამოვაღე. პირველი რაც თვალში მომხვდა, საზამთრო იყო.. მმმ... ხელი მისკენ წავიღე რომ გამომეღო, მაგრამ...
- აუ, - წამოვიკივლე და მოშორებით გამოვედი. - მეტკინა ბექა, - შევუბღვირე.
- საზამთროსკენ თუ კიდევ წაგიცდება თვალი, ისევ ჩაგცხებ ხელში, ორსუულ, - თვალი ჩამიკრა.
- რა ჯელტმენობაა, ორსულს ,,ჩასცხებს” - ჩავიბუტბუტე და მაცივრიდან ატამი გამოვიღე.
არ ვიცი რამ მომიარა იმ დღეს, მაგრამ საშინლად მომინდა გამეგო ბავშვის სქესი. აქამდე ყველა მეხვეწებოდა, რომ ექიმთან მივსულიყავი და გამეგო, მაგრამ მე მტკიცე უარზე ვიყავი. ახლა კი ძალიან მომინდა ამის გაგება. თუმცა კი მე მაინც დარწმუნებული ვიყავი, რომ გოგო იყო, ვგრძნობდი ამას. ბავშვისთვის ჯერ არაფრის ყიდვა არ მინდოდა, მაგრამ ნინომ თავი გაიგიჟა, თავისი მაინც გაიტანა და პატარას საწოლი უყიდა. ის უკვე ჩემს ოთახში იდგა, ჩემი საწოლის გვერდით.
- დეე, ექიმთან მინდა, - გავნაცხადე.
ისეთი სახით გამომხედა, დავფიქრდი რამე ცუდი ხომ არ ვთქვი-მეთქი. ბექამ კი წვენის სმა შეწყვიტა, რადგან კინაღამ გადასცდა.
- რა გინდა ექიმთან?
- ბავშვის სქესი მინდა გავიგო, - გავუღიმე მათ და ტელეფონს დავსწვდი, ნათიას და მაკას ვურეკავდი.
ახალი ამბავი რომ ვუთხარი, ნათია მაშინვე შემოვარდა ჩემს სახლში, მაკა კი თხუთმეტ წუთში გაჩნდა ჩემთან, როცა მისი ზოზინობით ერთ საათს მაინც ანდომებს ხოლმე. ორივე აქეთ-იქით ამომიდგნენ მცველებვით და საავადმყოფიში წავედით.
- ხომ გეუბნებოდი, - ნიშნის მოგებით ვუთხარი ჩემს ძმას, რომელიც მიმტკიცებდა ბიჭი იქნებაო.
- ბექა, ორსულს არასდროს არ უნდა დაუპირისპირდე, დედაშენზე გამოვცადე მე და მერწმუნე, არ ღირს, - უთხრა მამამ და გაიცინა.
- აწი გავითვალისწინებ.
ექიმთან კონსულტაციის შემდეგ ძალიან გახარებული ვიყავი, მითხრეს გოგოაო. ისე გამიხარდა, კინაღამ იქვე დავიწყე ხტუნაობა, მაგრამ დროზე შევჩერდი.
- თათ, რა უნდა დაარქვა? - მკითხა დედამ.
- ნატალი, - ვთქვი გადაწყვეტით.
- ანუ ნატო, - შემისწორა ბექამ.
- არანაირი ნატო, - თვალები დავუბრიალე.
როგორც კი ათი საათი გახდა, მაშინვე შევედი ჩემს ოთახში დასაძინებლად. მე, რომელიც თორმეტ საათზე ადრე არასდროს ვწვებოდი, ახლა ყოველდღე ათზე ვწვებოდი. თუმცა ამჯერად დასაძინებლად არ დავწოლილვარ. ძალიან მცხელოდა, ფანჯარა მთლიანად გამოვაღე და ჩემს საყვარელ კუთხეში, იატაკზე დავჯექი. ბავშვოვაში გაბრაზებული ყოველთვის აქ ვიმალებოდი ხოლმე. ახლაც ასე მოვიქეცი. იატაკზე დავჯექი, ფეხები გავშოტე და მუცელს დავუწყე მოფერება. მერე კედელს მივეყრდენი და ‘ჩვენ ცას’ ავხედე. რატომღაც ბაჩოზე ფიქრი ამეკვიატა. აქამდე ყოველთვის თავს ვარიდებდი ამას, მაგრამ დღეს ვეღარ გავუძელი... რაც იქიდან წამოვედი, ერთხელ არ დაურეკავს ჩემთვის, შესაბამისად არც მე. ვბრაზობდი და თან გულიც მწყდებოდა, რომ ჩემს შვილს ასეთი მამა ეყოლებოდა. თუმცა სიტყვა ‘მამა’ ბევრ რამეს მოიცავს, ბაჩო კი იმისთვის, რომ მას ‘მამა’ დარქმეოდა არაფერს არ აკეთებდა. როგორ მაინტერესებდა რას ფიქრობდა, ან საერთოდ ფიქრობდა თუ არა ჩვენზე. მე კი გული მხოლოდ იმაზე მტკიოდა, რომ შეიძლება ჩემი პატარა უმამოდ გაიზარდოს, მისი სითბო დააკლდეს. თუმცა ეს ახლაც აკლია. მართალია ის ჯერ კიდევ სულ პაწაწაა, მაგრამ ყველაფერს გრძნობს. მე კი ვცდილობ, რომ არ მოვაკლო სითბო და სიყვარული. ვიცი, რომ მისთვის მე უნდა ვიყო დედაც და მამაც და ყველაზე მეტად ეს მტკენს გულს. ჩემს თავზე საერთოდ აღარ ვფიქრობ. უკვე კარგად ვიცი, რომ ბაჩოს მე არ ვაინტერესებ. ან საერთოდ ოდესმე ჰქონდა კი გრძნობა ჩემს მიმართ?! არამგონია... ჩემს თავზე ვბრაზობ, როგორი ბრმა ვიყავი... ბაჩოს ‘სიყვარული’ უცებ გაქრა, როგორც კი ერთი წინააღმდეგობა გადაეღობა წინ. ან მიყვარდა კი ის საერთოდ?! იმის გააზრება, რომ ცხოვრებაში ნამდვილი სიყვარულით არავინ მყვარებია, ჩემთვის ცოტა რთული იყო... თუმცა წარსულში დაბრუნება რომ შემეძლოს, მაინც იგივეს გავაკეთებდი. მხოლოდ იმიტომ, რომ ახლა ჩემს მუცელში ჩემი შვილი, ჩემი ბედნიერების მიზეზია და მის პატარა ხელებს მირტყამს. მაგრძნობინებს, რომ კარგად უნდა ვიყო, საკუთარ თავს და მასაც უნდა მივხედო. ვიცი, მას უკვე ვუყვარვარ ისევე, როგორც მე ის მიყვარს. ყველაზე მეტად კი ის მინდა, რომ ჩემი შვილი ხელში დავიჭირო, მის პაწია თვალებში ჩავიხედო და ვუთხრა, რომ მთელს სამყაროს მირჩევნია, ყველაზე მეტად მიყვარს..!

nati_cullenთარიღი: ოთხშაბათი, 2012-05-30, 9:58 PM | შეტყობინება # 108

400
9  +
30  ±
   ±
Offline
au shemdegic mindaaaa maintereseeebs :(((( ra sayvareli tavi iyo


bella-vampireთარიღი: ხუთშაბათი, 2012-05-31, 9:04 PM | შეტყობინება # 109

842
83  +
   ±
Offline
bavshvebo tqven rogor ggoniat, sherigdebian? biggrin biggrin

viku-vukuთარიღი: პარასკევი, 2012-06-01, 4:21 PM | შეტყობინება # 110

397
10  +
12  ±
   ±
Offline
aramgonia nu arc egaa gamoricxuli magram me ufro mgonia rom ara.


T-MOMSENთარიღი: პარასკევი, 2012-06-01, 5:46 PM | შეტყობინება # 111

266
15  +
30  ±
   ±
Offline
bella-vampire, mag kitxvas tyuilad ar dasvamdi... ramees gegmaav? biggrin auu araa raaa....


bella-vampireთარიღი: პარასკევი, 2012-06-01, 7:27 PM | შეტყობინება # 112

842
83  +
   ±
Offline
T-MOMSEN, sheni azrit ras unda vgegmavde?:DDD es motxroba erti wlis win davwere, tan namdvilia da me araferi ar damigegmavs:DDD
cota xanshi davdeb shemdeg tavs, cotaga darcha:**

bella-vampireთარიღი: პარასკევი, 2012-06-01, 10:14 PM | შეტყობინება # 113

842
83  +
   ±
Offline
XVIII თავი


დრო გადიოდა და თითქმის არაფერი არ იცვლებოდა იმის გარდა, რომ მე მუცელი უფრო და უფრო მეზრდებოდა. ამის გამო სიარული მიჭირდა. საღამოობით პარკში გასეირნებას ძლივს ვახერხებდი, ისიც მარტო ვერ მივდიოდი, არ მიშვებდნენ. სიმართლე რომ ვთქვა, მარტო წასვლა მეც არ მინდოდა. მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მეშინოდა რამე არ დამმართნოდა. არადა ხანდახან მარტო ყოფნა ისე ძლიერ მინდოდა, რომ აღარ ვიცოდი სად წავსულიყავი, ყველანი კუდში დამსდევდნენ, თითქოს ავადმყოფი ვყოფილიყავი და არა ორსული. ასეთ დროს, როცა მარტოობა მომინდებოდა, ჩემს ოთახში ჩავიკეტებოდი და ‘ჩვენს ცას’ გავყურებდი. მძიმე ორსულობა ამ დროის განმავლობაში არ მქონია, არაფერი მაწუხებდა. მაგრამ ახლა, მეცხრე თვეში ფეხები დამისივდა. ეს კი საშინლად მაწუხებდა სიარულში და დისკომფორტს მიქმნიდა. მაგრამ მე მაინც... მაინც... ბედნიერი ვიყავი თუ არა? ალბათ... მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც. მე ბედნიერი ვიყავი ჩემი მუცლადმყოფი შვილით, რომელიც ჩემში იყო და ფეხების მორტყმით მახსენებდა თავს, რომ ის ჩემში არსებობდა და ჩემით სუნთქავდა. ვცდილობდი არაფერზე არ მეფიქრა, გარდა ჩემი შვილისა, მაგრამ ეს თუ ადრე გამომდიოდა, ბოლო დროს უკვე სევდა შემომაწვებოდა ხოლმე. ჩემი შვილის დაბადებას მოუთმენლად ველოდი, მინდოდა ხელში ამეყვანა, მისი ტირილის ხმა პირველად გამეგო და თვალებში ჩამეხედა... მაგრამ რაც უფრო ახლოვდებოდა ჩემი პატარა გოგონას დაბადება, მით უფრო იზრდებოდა კითხვები და საუბარი ბაჩოზე. ადამიანზე, რომელზეც არაფერი არ ვიცოდი იმის შემდეგ, რაც მისი სახლიდან წამოვედი. კარგად ხვდებოდა, რომ მე მასთან აღარ დავბრუნდებოდი, ამაზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო! იმასაც ვხვდებოდი, რომ მას მე არ ვაინტერესებდი, მისი ცხოვრებიდან ბოლომდე ამომშალა. მაგრამ ერთს ვერ ვხვდებოდი: როგორ შეიძლება ისეთი გულქვა ადამიანი იყო, რომ შენი ბავშვი ერთხელ არ მოიკითხო? მართალია ის ჯერ არ დაბადებულა, მაგრამ ის ცოცხლობს, ჩემში ცოცხლობს და სუნთქავს, როგორც ყველა სხვა ადამიანი. მაინტერესებდა რას მოიმოქმედებდა, როცა ბავშვი გაჩნდებოდა, ოდნავ ყურადღებას მაინც მიაქცევდა? მისგან არაფერს არ ვითხოვდი, აფსოლიტურად არაფერს. მხოლოდ ის მინდოდა, რომ ჩემს შვილს ნორმალური მამა ჰყოლოდა, მისი სითბო და სიყვარული ოდნავ მაინც ეგრძნო, თუნდაც ძალიან იშვიათად, მაგრამ რაც უფრო გადიოდა დრო, ამის იმედს უფრო და უფრო ვკარგავდი. თავში კი სულ ის აზრი მიტრიალებდა, რომ ბაჩო არ გამოჩნდებოდა. მე კი რა უნდა მეპასუხა ბავშვისთვის, რომელიც ერთ დღეს შემეკითხებოდა: ,,დედიკო, სად არის მამიკო?” აქამდე ჯერ კიდევ დიდი დრო იყო, მაგრამ ეს კითხვა აქედანვე მაწუხებდა და სულს მიღრღნიდა.
- დედამიწა იძახებს თათიას, - მაკამ ხელები სახის წინ ამიფრიალა.
- აა, ჰო... რა მოხდა? - გამოვფხიზლდი.
- სად დაფრინავდი? - ეჭვნარევი ხმით მკითხა.
- უბრალოდ ჩავფიქრდი, - ვუთხარი და თვალები ავარიდე.
- ნეტავ რაზე, - ოთახში ნათია შემოვიდა და ჩემს წინ დასკუპდა.
- რაზე ვიფიქრებდი, თუ არა ჩემს პაწიაზე?! - გამეღიმა და ჩემს გამობერილ მუცელს მოვეფერე.
- მივხვდით, - მაკამ თვალი ჩამიკრა და ნათიას რაღაცნაირად გადახედა. მანაც რაღაც უცნაური მზერით უპასუხა და საუბარი სხვა თემაზე გადაიტანეს...
- გარეთ გასვლა მინდააა!!! - დავიწუწუნე საღამოს, როცა სახლში ყოფნა მომწყინდა.
- კიბეებზე ჩასვლა შენთვის საშიშია, თათი, - თბილად მითხრა დედამ.
- არა რაა, გარეთ მინდა! - ფეხები დავაბაკუნე და ტუჩები გავბუსხე. ისეთი საწყალი სახე მივიღე, ალბათ დედას შევეცოდე და დამთანხმდა.
ჩემს ოთახში შევედი, ტანსაცმელი სასწრაფოდ გამოვიცვალე. გრძელი, საორსულო სარაფანი ჩავიცვი და ჩემს ძმასთან ერთად გარეთ გავედი, კიბეების ჯერი დადგა...
- თათია, არ შეგცივდეს, - სადარბაზოში დედა გამოვიდა, თან ხელში ჩემი მოსაცმელი ეჭირა.
- არც იფიქრო, რომ მე მაგას ჩავიცვამ, - თავი გავაქნიე. - აგვისტოა დედა, საშინლად ცხელა და მე მოსაცმელი რად მინდა?! - მისთვის აღარ შემიხედავს, ცალი ხელით მოაჯირს დავეყრდენი, მეორე ბექას ჩავჭიდე და ისე ჩავედი კიბეებზე. Aამხელა მუცლით მიჭირდა კიბეებზე ჩასვლა, თან წინ ვერაფერს ვხედავდი. ეს კი იგივე იყო, რომ თვალებდახუჭული ჩავსულიყავი კიბეზე. ძალიან ნელა, ფრთხილად ჩავდიოდი და თითო საფეხურზე ვჩერდებოდი...
როგორც იქნა, ჩავამთავრეთ კიბეები და ახლა უკვე ეზოში ვიყავით. წინ ნათია და მაკა მედგნენ და ჩემს სახეზე იცინოდნენ.
- ისე ხარ, თითქოს ორი კი არა ხუთი სართული ჩამოიარე, - გაიცინა ნათიამ.
- ნუ დამცინი, - თვალები დავუბრიალე. - შენც გექნება ოდესმე ასეთი დიდი მუცელი და მერე ვნახოთ რას იზამ.
- არ ვიქნებით ჩვენ შენნაირი გიჟები, თათი, - ახლა მაკა მომიბრუნდა სიცილით. - ნინომ მომიყვა, გუშინ მასთან რომ იყავი სახლში, - ოო, მე კი მეგონა არ ჩამიშვებდა. - ტელეფონს მიღმა კი, სურის სიცილი მესმოდა, კარგი სპექტაკლი მოგიწყვია, - ახლა სამივე: მაკა, ნათია და ბექა იცინოდნენ.
- ორსულს ნერვებს ნუ უშლით, - სამივეს თვალები დავუბრიალე და პარკისკენ მარტო წავედი. ისინი კი უკან მომყვებოდნენ, თან ხანდახან მაინც იცინოდნენ, მე კი ვცდილობდი მათთვის ყურადღება არ მიმექცია. პარკის შესასვლელი დავინახე, გამიხარდა და ფეხს ოდნავ ავუჩქარე, თან ორივე ხელით წელს ვიჭერდი. ალბათ ძალიან სასაცილო ვიყავი ამ დროს, გაბერილი პინგვინივით დავდიოდი. პატარა ბავშვები გაოცებული სახით მიყურებდნენ, თან ეცინებოდათ. ასეთ სანახაობას იშვიათად თუ ნახავ მართლაც. შესასვლელამდე პატარა დაღმართი უნდა ჩაგვეარა, საშიში სულაც არ მომეჩვენა, ამიტომ მარტო წასვლა გადავწყვიტე.
- თათია! - სამივე ერთად მომვარდნენ და ხელით დამიჭირეს.
- სად მიბრძანდები ქალბატონო? - თვალები დამიბრიალა ბექამ და ცალი წარბი აწია.
- ნუ იღებ სასაცილო ,,როჟებს,” თორემ... - სიცილი დავიწყე, ვეღარ ვჩერდებოდი. ასე გულიანად დიდი ხანია აღარ მიცინია. გამვლელებს ალბათ გიჟი ვეგონე. ორსული, რომელიც გიჟივით იცინის და ვერ ჩერდება, ხშირი სანახაობა არ არის. მაგრამ უცებ...
- ვაი! - წამოვიკივლე და მუცელზე ხელი დავიდე. უცებ საშინელი ტკივილები ვიგრძენი, გული საშინლად ამიჩქარდა და სუნთქვა გამიჭირდა. სხეულიდან ძალა ნელ-ნელა მეცლებოდა. ვგრძნობდი, ცოტაც და წავიქცეოდი... რომ არა ბექა, ალბათ ასეც იქნებოდა. ხელები შემომხვია და წაქცევისგან გადამარჩინა. უკვე ტკივილისგან თვალებიდანაც ვეღარ ვიხედებოდი, ტკივილის გარდა ვეღარაფერს ვგრძნობდი. მინდოდა გონება დამეკარგა, რომ ტკივილი აღარ მეგრძნო, მაგრამ ასე არ ხდებოდა...
- ჯერ ხომ ადრეა, - ბექას დაბნეული ხმა ჰქონდა.
- რა მნიშვნელობა აქვს, - ბოლოს მაინც მაკა მოეგო გონს, იქვე მდგარ ტაქსში ჩამსვეს და საავადმყოფოსკენ წამიყვანეს... მძღოლი რაღაცნაირი ‘ტიპი’ იყო, როგორ შევამჩნიე ამ მდგომარეობაში, ჩემი თავის გამიკვირდა. მანქანას ძალიან ჩქარა ატერებდა. ისე, რომ მგონი ტკივილი უფრო გამიძლიერდა. საავადმყოფოში უცებ მივედით მიუხედავად იმისა, რომ სახლიდან შორს იყო. შესასვლელშივე საკაცეზე დამაწვინეს და საოპერაციოში შემიყვანეს. ამის შემდეგ აღარაფერი მახსოვს. მხოლოდ ის, რომ ტკივილი ნელ-ნელა მიყუჩდებოდა...
თვალები გავახილე და ძლიერმა შუქმა თვალები მაშინვე მომჭრა. დავიჭყანე და სახეზე ხელი ავიფარე.
- ჩვენი დედიკო გამოფხიზლდა, - გავიგე ვიღაცის ხმა. თვალები ნელ-ნელა გავახილე და ჩემი საწოლის გვერდით მდგომი ექიმი დავინახე, რომელიც მიღიმოდა. მინდოდა საპასუხოდ მეც გამეღიმა, მაგრამ ვერ მოვახერხე, საშინელ სისუსტეს ვგრძნობდი.
- თავს როგორ გრძნობთ?
- სუსტად ვარ, მაგრამ ისე არაფერი მიჭირს, - ამჯერად მოვახერხე გაღიმება.
- ეს ნორმალურია. თქვენს პატარას სულ ცოტა ხანში შემოიყვანენ, - მითხრა და პალატიდან გავიდა, მის მაგივრად კი ექთანი შემოვიდა, რომელიც წამოჯდომაში მომეხმარა და ბალიში გამისწორა. სულ ცოტა ხანში კი ჩემი პატარაც შემოიყვანეს, რომელიც ვარდისფერ ტანსაცმელში იყო გახვეული და სახე ძლივს უჩანდა. მის პაწაწინა თითებს კი აქეთ-იქით იქნევდა. ის მომენტი, სანამ ჩემს საწოლამდე მოიყვანდენ მას, საუკუნედ მომეჩვენა. ერთი სული მქონდა, როდის დავიჭერდი ხელში, ჩავხედავდი თვალებში და პაწაწა თითებს დავუკოცნიდი. როგორც იქნა ჩემთან მოიყვანეს, ხელში დავიჭირე ჩემი შვილი. ‘ჩემი შვილი...’ ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ამ სიტყვებს პირველად ვამბობ. პატარამ ტირილი დაიწყო, მე კი გული ამიჩქარდა, არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, დავიბენი...
- შია, - მითხრა ექიმმა.
მეც მაშინვე მოვიაზრე რა გამეკეთებინა და ჩემს პატარას მისი საჭმელი მივეცი. მაშინვე გაჩუმდა, გაინაბა... თუმცა მის პატარა ხელებს მაინც იქნევდა. თვალზე ცრემლი მომადგა, ბედნიერების ცრემლი... არ მინდოდა მეტირა, მაგრამ თავს ვეღარ ვიკავებდი. ზუსტად ცხრა თვეა, რაც ამ მომენტზე ვოცნებობდი და ახლა არ მჯეროდა, რომ ეს ნამდვილად ხდებოდა. რომ ნამდვილად მეჭირა ჩემი შვილი ხელებში, მას ვუყურებდი და მის პატრა თითებს ვუკოცნიდი. ჩემი პრინცესააა! ის არის ჩემი ბედნიერებისა და სიცოხლის მიზეზი, მხოლოდ ის! ბოლომდე მაინც ვერ ვიჯერებდი, რომ პატარა არსება, რომელიც ახლა მე მეჭირა და გულში ვიხუტებდი, ჩემი შვილი იყო. ბავშვი, რომელიც ცხრა თვე მუცლით ვატარე და მის დაბადებას მოუთმენლად ველოდი. ეს პატარა ადამიანი გახდა ჩემთვის ყველაფერი, ჩემი სუნთქვა... მხოლოდ მისთვის ვიქნებოდი მე ბედნიერი. მხოლოდ იმიტომ, რომ ის არსებობდა და მაინც ისევ ჩემში იყო. ვიგრძენი, რომ ძალა მომემატა, ისიც მხოლოდ ჩემი შვილით. სიცოცხლის ხალისი თავიდან დამიბრუნდა, ჩემს პაწიასთან ერთად. მის პაწაწა თვალებში ჩავიხედე და სამწუხაროდ ვერ გავარკვიე ზუსტად რა ფერი ჰქონდა. ასეთი საოცარი, ულამაზესი თვალები არ მქონდა ჯერ ნანახი. არც მწვანე იყო, არც ცისფერი... რაღაც მონაცრისფრო, უცნაური თვალები ჰქონდა.
პალატაში ჩვენთან დედა შემოვიდა, ჩემს დანახვაზე კი ცრემლები წამოუვიდა.
- ჩემი სიხარულები, - მოვიდა და შუბლზე მაკოცა. მერე ნატალისაც მიეალერსა, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო.
- ნატალია... ზუსტად უხდება.
ცოტა ხნით გავჩუმდით მე და დედა, ნატალი კი თავისთვის იყო, უხმოდ, და მის დიდ თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა..
- საინტერესოა, ბაჩო არ მოვა? - სიჩუმე დედამ დაარღვია.
- დედა.. - ახლა ამაზე ფიქრი ყველაზე ნაკლებად მინდოდა. - არ ვიცი და არც მაინტერესებს, მე ვერაფერს დავაძალებ.
- ბავშვს მამა სჭირდება, - გაჯიუტდა ნელი.
- შენ გგონია მე არ ვიცი, რომ სჭირდება? ძალიან ცდები, მაგრამ თუ საჭირო იქნება, მე ვიქნები მისთვის დედაც და მამაც! - დავსვი წერტილი.
საავადმყოფოში ერთი კვირა გავჩერდით მე და ნატალი. ის სულ ჩემთან იყო, ღამეც პალატაში ტოვებდნენ ჩემთან ერთად. პირველ ღამეს საერთოდ არ მეძინა. ჩემს პატარას ვუყურებდი, ჩემს ბედნიერებას და გული სიხარულით და სიყვარულით მევსებოდა. ღმერთს კი მადლობას ვუხდიდი, რომ ასეთი საჩუქარი გამომიგზავნა. ჩემი გიჟური ზაფხულის საჩუქარი... სწორედ ისაა ჩემი საჩუქარი, რომელიც ცხოვრებას მილამაზებს და არა ბაჩო. ბაჩო... როგორც ნინი ამბობს, ის ჩემი გიჟური ზაფხულის ,,შედეგია,” ნატალი-ჩემი პაწია შვილი კი ,,საჩუქარი.” ხანდახან ღამე უეცრად გამომეღვიძებოდა ხოლმე. ამის შემდეგ კი ვეღარ ვიძინებ. ვიჯექი და ჩემი პატარას ძილს ვდარაჯობდი...
არ მინდოდა, მაგრამ ძალაუნებურად ბაჩოზეც მეფიქრებოდა. მაინტერესებდა რას ფიქრობდა, ან რას გრძნობდა მაშინ, როცა მისი შვილი უკვე დაბადებული იყო. მინდოდა მის გონებაში მხოლოდ ერთი წუთით შემეღწია და გამეგო რას ფიქრობდა, ან საერთოდ თუ ფიქრობდა ,,ჩვენზე” თუნდაც მის შვილზე, ,,მასზე.”
მაგრამ ერთი კვირა ისე გავიდა, რომ არავინ არ შეგვხიანებია. ჩვენი გამოწერის დროც დადგა. ნატალის უკვე ჰქონდა დაბადების მოწმობა. რა თქმა უნდა ჩემს გვარზე გავაფორმეთ... მამა გაგიჟებული იყო, იმუქრებოდა ბაჩოსთან მე თვითონ გავარკვევ საქმესო, მაგრამ ჩემი დიდი თხოვნის შემდეგ გადაიფიქრა, არ მინდოდა ჩხუბი. ბაჩოს სინდისი როგორც უკარნახებდა, ისე უნდა მოქცეულიყო. მაგრამ იმაში კი მეპარებოდა ეჭვი: ჰქონდა კი მას საერთოდ სინდისი?!
დღე დღეს მისდევდა, კვირა კვირას, თვე, თვეს... დრო არ ჩერდებოდა, მე კი მას ვუწყობდი ფეხს, არც ისე მიჭირდა, როგორც მეგონა. ამაში კი ჩემი პატარა მეხმარებოდა.
ნატალი უკვე ორი თვის იყო. დიდი, მწვანე ან ნაცრისფერი თვალებით, ბოლომდე ეს ამოცანა მაინც ვერ ამოვხსენით. და ქერა კულულა თმებით. მე კი უკვე აღარ ვიყავი ქერა, ჩემი ბუნებრივი ფერი დავიბუნე და ახლა შავი კულულები მქონდა. ნატალი მთლიანად ბაჩოს ჰგავდა, ნაკვთებითაც და იერითაც. მასში ჩემი თითქმის არაფერი იყო, თუ არ ჩავთვლით თვალებს. ჩემი თვალების ფერს წააგავდა, ამიტომ ,,მივისაკუთრე.” ბაჩოსგან კი ისევ არაფერი ისმოდა.Aარადა დარწმუნებით ვიცოდი, რომ ნატალის დაბადების ამბავი იცოდა. მისმა ძმაკაცმა გაიგო და მასაც ეტყოდა...
- მე და ნატალი ნინისთან მივდივართ, - განვაცხადე სახლში და კარები გავიხურე.
- წავიდეთ ნინი ნათლიასთან, - ჩავჩურჩულე პატარას და მანქანაში ჩავჯექი.
პაწუკა ცოტა ხნის წინ მოვნათლეთ. ნათლიები კი რა თქმა უნდა, ნინი, ნათია და მაკა იყვნენ. ნათია არ ელოდა ამას. ნათქვამი ჰქონდა, რომ ჩემი შვილი შენ უნდა მონათლოო, მაგრამ მე დავასწარი. მანქანა ნინოს სახლს გასცდა და გზას გადაუხვია. მე კი გადავწყვიტე, სავაჭრო ცენტრში შევსულიყავი, რომელიც ნინოს სახლიდან ცოტა მოშორებით იყო.
სავაჭრო ცენტრში მხოლოდ რამდენიმე რაღაც ვიყიდე, მხოლოდ ტკბილეულები, რომ ნინოსთან სახლში ამეტანა.
გარეთ გამოვედი, რომ გზის მეორე მხარეს გადავსულიყავი და მანქანა გამეჩერებინა, მაგრამ ჩემი სახელის გაგონებამ შემაჩერა. უკან მივიხედე და...
- როგორ ხარ თათია? - ბაჩოს ძმაკაცი-ვახო იყო.
- კარგად... შენ? - დავიბენი.
მის გვერდით კიდევ რამდენიმე ბიჭი გაჩნდა, ისინიც ბაჩოს ძმაკაცები იყვნენ. მომესალმნენ...
- რა ჰქვია? - მკითხა ვახომ და ნატალის ლოყაზე წაეთამაშა.
- ნატალი, - უემოციოდ ვუპასუხე მე.
რა თქმა უნდა, მათ ჩემთვის არაფერი დაუშავებიათ და ისინი არაფერ შუაში იყვნენ იმაში რაც მოხდა, მაგრამ მათთან თავს უხერხულად მაინც ვგრძნობდი.
- ძალიან ლამაზია, გავს... - ჩაიბურტყუნა ლაშამ.
- არ შეგხიამებია? - მადლობელი ვიყავი, რომ მისი სახელი არ ახსენა.
- არა, და არც აპირებს ალბათ, - კიდევ უფრო უხერხულად ვიგრძენი თავი.
- ფუ მაგის... - ვახომ და კიდევ რამდენიმემ ჩაიბურტყუნეს თავისთვის.
- ბიჭებო, ახლა უნდა წავიდე, მაგვიანდება, - გავუღიმე და წასასვლელად მოვემზადე.
- მოიცა ერთ წამს, - ლაშამ შემაჩერა. - ერთი მაკოცნინე რა ამ მზეთუნახავისთვის, - სიცილით მითხრა. მასთნ ერთად მეც გამეცინა და ბავშვი გადავეცი. თუმცა მარტო მან არა, დანარჩენაბმა ჩაკოცნეს და მოეფერეს ნატალის ისე, რომ ბავშვი უკვე შეწუხდა და ჩემკენ სწევდა ხელებს.
- მორჩა ახლა, - გავუღიმე და ნატალი ხელში ავიყვანე.
- ჰა ახლა, არ გრცხვენიათ? ბავშვი შეაწუხეთ, - გაიცინა ვახომ. მათ დავემშვიდობე, ისინიც თბილად დამემშვიდობნენ, მაგრამ გზაზე გადასვლა არ მაცადეს. ერთ-ერთმა ტაქსი გააჩერა და ფული გადაუხადა, მერე კი მე მომიბრუნდა.
- ჩაჯექით, რაღა მარშუტკით უნდა იაროთ, - ტაქსის კარები გამიღო.
- აქვე მივდივართ, ფეხითაც არაა შორს, - შევეცადე უარი მეთქვა, მაგრამ არ გამომივიდა, ბოლოს მაინც ჩავსხედით მე და ნატალი ტაქსში და ასე მივედით ნინოსთან. ბიჭების მეუხერხუებოდა, მაგრამ ამავე დროს მსიამოვნებდა კიდეც, რომ ყურადღება გამოიჩინეს და ბაჩოს არ გავდნენ. ნინისთან რომ მივედი, ეს ყველაფერი მოვუყავი და მან დამისკვნა:
- ცოტა ხანში ბაჩო მოგადგება.
მაშინ ეს სასაცილო მომეჩვენა, მაგრამ თურმე მართალი იყო...
ერთ საღამოს, როცა უკვე ყველანი სახლში ვიყავით და ნატალისაც ეძინა, კარზე ზარის ხმა გავიგე. ამ დროს არავინ არ უნდა მოსულიყო. ჩვენებმა კი ყველამ იცოდნენ, რომ ზარი არ უნდა დაერეკათ, რადგან ბავშვს ეძინა. ზარს შეუწტვეტლივ რეკავდა ვიღაც, თან ხელითაც აკაკუნებდა კარზე. კართან მივედი და არც გამიხედავს, ისე გავაღე. იქ კი... ბაჩო იდგა. არა, ეს დგომა არც კი იყო. ერთი შეხედვითაც ეტყობოდა, რომ მთვრალი იყო, ფეხზე ძლივს იდგა და ნახევრად კედელს ეყუდებოდა.
- აქ რა გინდა? - ასეთ მდგომარეობაში რომ დავინახე, შემეშინდა.
- ჩემი შვილის სანახავად მოვედი, - განმიცხადა. ,,ჩემი შვილი” ჰმ...
სახლის კარები მივხურე და მასთან ერთად სადარბაზოში დავდექი.
- როდიდან გახდა ,,შენი?” - ვეღარ მოვითმინე.
- ნუ ბოდავ სისულელეებს, მაჩვენე ბავშვი, - ხმას აუწია. შემეშინდა, რომ მამას ან ბექას არ გაეგოთ ეს, ნამდვილად მოკლავდა რომელიმე.
- ბაჩო მთვრალი ხარ, წადი, - წყნარად ვუთხარი.
- შენ ნუ მასწავლი რა უნდა გავკეთო და რა არა, - ხელი ამიქნია.
- ბაჩო, ბავშვს ახლა სძინავს, გვიანია, - მის დამშვიდებას ვცდილობდი.
- ხოდა გააღვიძე, არ მაინტერესებს სძინავს თუ ჭამს!
- ახლა წადი, და ბავშვს ხვალ განახებ, გპირდები. მართლა სძინავს ბაჩო, ვერ გავაღვიძებ...
- ოთხზე, ვერის პარკში, - თითი დამიქნია და ბარბაცით ჩავიდა კიბეებზე.
ღრმად ამოვისუნთქე. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ეს დრო არც ვსუნთქავდი. ცოტა დავმშვიდდი და სახლში ისე შევედი.
- ვინ იყო? - მაშინვე მკითხა მამა.
არ მეგონა, თუ მათ რაიმე გაიგეს და ამიტომ დავიბენი. ვიგრძენი, რომ სახეზეც ავწითლდი.
- მეგობარი, - დაუჯერებლად ჩავიჩურჩულე და სახე ავარიდე.
- თათია! - ჩემი სახელი მკაცრად წარმოთქვა.
- რა მოხდა? - ოთახში დედა შემოვიდა.
- გელოდები, - თვალები დამიბრიალა მამამ.
- ბაჩო, მაგრამ უკვე წავიდა, - ამოვიოხრე და დივანზე დავჯექი.
- ის არაკაცი! - კბილებში გამოცრა მამამ.
- დაწყნარდი, უკვე წავიდა და აღარ მოვა.
- ვეღარ მოვა, - ჩაიბურტყუნა თავისთვის და კარებისკენ სწრაფად წავიდა.
- სად მიდიხარ? - იკითხა შეშინებულმა დედამ.
- ჭკუა უნდა ვასწავლო! - კიბეებიდან ამოგვძახა. ვგრძნობდი, რომ რაღაც ცუდი მოხდებოდა.
- ბექა გააჩერე გთხოვ, - ვთხოვე ჩემს ძმას, რომელიც მაშინვე დაეწია მამას.
მთელ სხეულში ძალა მქონდა გამოცლილი და კინაღამ წავიქცი, მაგრამ დედამ შემაშველა ხელი და სკამზე ჩამომსვა. ბაჩოზე არ ვფიქრობდი, მამაზე ვნერვიულობდი. მეშინოდა, გულის შეტევა არ მოსვლოდა...
ცოტა ხანში მამაც და ბექაც დაბრუნდნენ. მამა საშინლად გაბრაზებული იყო, თანაც ბაჩოს ვერ დაეწია, რადგან ბექამ შეაჩერა...
მეორე დღეს მე და ნატალი ვერის პარკში ჩუმად წავედით, რომ გაეგოთ ბაჩოს უნდა შევხვედროდი, ნამდვილად გაგიჟდებოდნენ.
ბაჩო იმ სკამზე იჯდა, სადაც ჩვენ ვისხედით ხოლმე. მე რომ დამინახა, წამოდგა და ჩვენკენ წამოვიდა.
- გამარჯობა, - მე არ მიყურებდა, ბავშვს აკვირდებოდა. ვცდილობდი მის სახეზე ემოციები, გრძნობები წამეკითხა, მაგრამ არ გამომდიოდა. უგრძნობი ადამიანის სახე ჰქონდა.
- შეიძლება? - მკითხა და ბავშვისკენ ხელები გაიშვირა.
- რა თქმა უნდა, - ნატალი მივუყვანე, რომელმაც მაშინვე კისერზე შემოხვია ხელები, თითქოს რაღაც იგრძნო.
მთელი ორი საათის განმავლობაში ბაჩო ბავშვს ეფერებოდა, მე კი ვცდილობდი მათთვის ხელი არ შემეშალა. თითქოს რაღაც პატარა იმედი მომეცა, რომ ბაჩო თავის შვილს არ დაივიწყებდა, მაგრამ...
იქიდან წამოსვლის შემდეგ, უკვე ერთი წელი გავიდა. ბაჩო ერთხელაც არ შეგვხმიანებია, ალბათ სულ დაგვივიწყა... ნატალი უკვე ცოტა-ცოტა დადის კიდეც. პირველი სიტყვა... მისი პირველი სიტყვა რა თქმა უნდა ,,დედა” იყო. ამ დროს ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიყავი მთელ მსოფლიოში, ჩემმა შვილმა ,,დედა” დამიძახა!!!
ახლა მე და ნატალი ერთად დავდივართ პარკში სასეირნოდ ხელიხელ ჩაკიდებულნი და ჩიტების ჟღურტულს ვუსმენთ. ის მტრედების დანახვაზე კისკისს იწყებს და ცდილობს დაიჭიროს, მაგრამ არ გამოსდის. თუმცა ფარხმალს მაინც არ ჰყრის და თავიდან ცდილობს. მე კი შევყურებ მას... ჩემს პატარას, რომელმაც ბედნიერება მაჩუქა, ცხოვრების ხალისი დამიბრუნდა და დღესაც ძალას მმატებს. თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ის ბედნიერია და ბავშვურად, გულობრყვილოდ იღიმის, მე ყველაზე ბედნიერი დედა ვარ მისით. როცა ჩავკიდებ მის პაწია თითებს ხელებს და ვსეირნობთ ქუჩაში, მხოლოდ ჩვენ ორნი... ან როცა ძილის წინ ,,ჩვენ ცას” ვუყურებთ, მე ყველაზე ბედნიერი ვარ. ბედნიერი ვარ, ჩემი გიჟური ზაფხულის საჩუქარით!..

დასასრული

nati_cullenთარიღი: პარასკევი, 2012-06-01, 11:19 PM | შეტყობინება # 114

400
9  +
30  ±
   ±
Offline
vaimeeeeeeee ar vici ra unda vtqva.....dzaan magari iyo,yvelaze magari tavi....vaime rogor momewona :***


bella-vampireთარიღი: შაბათი, 2012-06-02, 7:33 PM | შეტყობინება # 115

842
83  +
   ±
Offline
bavshvebo yvelas dzaaalian dzalian didi madloba titoeuli tqveni tbili sityvisatvis.:*:** dzalian did stimuls madzlevt da maxarebt.
miyvarxart yvelani. XOXO


შეტყობინება შეასწორა bella-vampire - შაბათი, 2012-06-02, 8:57 PM

♫_Ani_♫თარიღი: კვირა, 2012-06-03, 0:03 AM | შეტყობინება # 116

225
6  +
16  ±
   ±
Offline
ე რაა :// არადა ბოლომდე მჯეროდა ბაჩოსი,თავიდან ისეთი კარგი იყო:XX ნერვები მომეშალა:X
თაამ,აი როგორ გჲთხრა,წინა მოთხრობებშიც არაჩვეულებრივად გაქვს აღწერილი ორსული ადამიანის განცდები და ისეთი დიდი ემოციით არის დაწერილი,რო ვკითხულობ თვალები მიცრემლიანდება,თვით ყველაზე უსენტიმენტო ადამიანს biggrin აი ძალიან მომწონს შენი სტილი,არაფერია გადაჭარბებული,ნაწარმოებსაც იქ ამტავრებ,სადაც საჭიროა,არც ზედმეტი გაწელვაა და არც ზედმეტად მოკლე,ველოდები შემდეგ მოთხრობებს happy tongue love love



bella-vampireთარიღი: კვირა, 2012-06-03, 9:00 PM | შეტყობინება # 117

842
83  +
   ±
Offline
♫_Ani_♫, gaixare, dzalian didi madlobaaa kiss
orsulis grdznobebs ki rac sheexeba, roca wina da am motxrobas vwerdi, mashin chemi megobari iyo orsulad da suuuul mis bavshvze melaparakeboda, albat amitomac gamiadvilda. am monakvetebze imdens vmushaobdi, mindoda mas da saertod yvelas, gansakutrebit mowonebodat. mixaria tu gamomivida.^^ kiss
shemdegi motxroba sheidzleba dges davdo, nu am dgeebshi aucileblad.^^


შეტყობინება შეასწორა bella-vampire - კვირა, 2012-06-03, 9:01 PM

Bella_Cullen9204თარიღი: სამშაბათი, 2012-06-26, 9:40 PM | შეტყობინება # 118

28
3  +
12  ±
   ±
Offline
ai sul damburdzgla umagresi iyooooooooooooooooo
  • გვერდი 8 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 6
  • 7
  • 8
ძებნა: