ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 7
  • 8
  • »
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
ჩემი გიჟური ზაფხულის საჩუქარი

RoB-dOdთარიღი: ხუთშაბათი, 2012-05-10, 10:06 PM | შეტყობინება # 31

572
28  +
48  ±
   ±
Offline
თამუუნნნ<333 რა კარგგია როცა არ გიყვარს და ესმით ეს,მაგრამ ძირითად ნაწილს არ ესმის! თორნიკეს კიდე ნამდვილად არ ჰყვარებია და რა მინდოდა?კიდეც  მეცოდებოდა;დ კარგია ესს უცნოობიი მომწონს უკვეე ეე<333 ახალ თავს ველოდები. happy happy

I Hate This FuCkinG Life <3

bella-vampireთარიღი: ხუთშაბათი, 2012-05-10, 10:08 PM | შეტყობინება # 32

842
83  +
   ±
Offline
IV თავი


ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ფეხებქვეშ მიწა გამომაცალეს და ახლა ჰაერში ვიყავი ჩამოკიდებული. მის უძირო ზღვისფერ თვალებში ჩავიძირე. არ ვიცი ასე გაშტერებული რამდენი ხანი ვუყურებდი, მაგრამ აშკარად ზემდეტი მომივიდა, რადგან ჩემი უცნობი სიცილს ძლივს იკავებდა.
- მაპატიეთ, - შევიშმუშნე და რამდენიმე ნაბიჯით უკან დავიხიე.
- არაუშავს, - ღიმილით მიპასუხა. - დაგეხმარები, - მიწიდან ჩემი ჩემოდნები აიღო.
- ბაჩო, - ხელი გამომიწოდა.
- თათია, - ხელი ჩამოვართვი.
- ძალიან სასიამოვნოა. აქ დასასვენებლად ხარ?
- კი, როგორც ხედავ დღეს ჩამოვედი დედასთან ერთად, - ხელით დედაჩემზე ვანიშნე, რომელიც ტაქსში მძღოლს ბარგს ალაგებინებდა.
- ძალიან კარგი. მეც ოჯახთან ერთად ვარ, - თბილად გამიღიმა.
- თათია, დროზე წამოდი, - დამიძახა დედაჩემმა და ხელი დამიქნია. რატომღაც მასზე ძალიან გავბრაზდი. რატომ მიშლიდა ხელს? ბაჩოსთან საუბარი ძალიან მსიამოვნებდა. ის ისეთი... ისეთი საყვარელი იყო... თვალები ყოველთვის ჩემი სისუსტე იყო. ცისფერ თვალებზე ვგიჟდებოდი ისე მიყვარდა. ბაჩოს კი ისეთი ლამაზი თვალები ჰქონდა, რომ ჯერ არავიზე არ მენახა. ქერა ხუჭუჭა თმა ჰქონდა, რომელიც უფრო საყვარელ და ბავშვურ იერს აძლევდა.
- დედაშენი გეძახის, - შემახსენა.
- აა, ჰო, მართალი ხარ. კარგი, მე წავედი და დიდი მადლობა, - ბარგი ავიღე და დედასაკენ წავედი.
- თათია, - უეცრად დამიძახა მან.
მე გახარებული მივბრუნდი მისკენ.
- ისევ შევხვდებით?
- არ ვიცი, შეიძლება... - ხელი დავუქნიე და ტაქსში ჩავჯექი.
- ვინ იყო? - მკითხა დედიკომ.
- არავინ ისეთი. უბრალოდ ნაცნობი, - გავუღიმე და ფანჯარაში გავიხედე.
ბათუმში სულ რამდენჯერმე ვიყავი ნამყოფი, მაგრამ მისი კარგად დათვალიერება ვერცერთხელ ვერ მოვახერხე. იმედი მქონდა, რომ ამას წელს მაინც შევძლებდი. მაგრამ არ მინდოდა ეს მარტო გამეკეთებინა. რა თქმა უნდა, დედიკო ჩემთან ერთად იყო, მაგრამ მე უფრო სხვა რაღაც მინდოდა... უფრო სწორად კი ვიღაც... მისი ზღვისფერი, ოკეანესავით უძირო თვალები თავიდან არ ამომდიოდა. საითაც არ უნდა გამახედა ყველგან ისინი იყვნენ. თუმცა საქმე მარტო თვალებში არ იყო. ვგრძნობდი, რომ ბაჩო მიზიდავდა, თანაც ძალიან. არ მინდოდა ყველაფერი ასე სწრაფად მომხდარიყო... მე მას საერთოდ არ ვიცნობდი. მასზე მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ბაჩო ერქვა და საშინლად ლამაზი თვალები ჰქონდა. მინდოდა, რომ იმ დროის განმავლობაში რაც ბათუმში ვიყავი, ის მენახა. თუნდაც ერთი თვალით შემეხედა მისი თვალებისთვის. ამავე დროს კი, ახალი ურთიერთობისთვის მზად არ ვიყავი. აქ რომ მოვდიოდი, მტკიცედ გადავწყვიტე დამესვენა და სხვა არაფერზე არ მეფიქრა. თუმცა რა დარწმუნებული ვიყავი, რომ მე და ბაჩოს რამე ურთიერთობა გვექნებოდა? შეიძლება მას სულაც შეყვარებული ჰყავს და უბრალოდ ჩემთან ზრდილობიანად მოიქცა... ამ ფიქრებში ვიყავი გართული, როცა მანქანამ ჩვენი ნაქირავები სახლის წინ გააჩერა. მძღოლი ჩვენი ბარგის ამოლაგებაში დაგვეხმარა და შემდეგ წავიდა. უკვე სახლში შევდიოდი, როდესაც ნაცნობ ფიგურას მოვკარი თვალი. ადგილზე გავშეშდი და იქითკენ ჩუმად გავაპარე თვალი.
იქ კი ბაჩო იდგა ვიღაც ბიჭთან ერთად. არ ვიცოდი სწორი იქნებოდა თუ არა, რომ დამეძახა. მაგრამ დაფიქრების საშუალება აღარც მომცა, მათთან ვიღაც გოგო მივიდა და სამივემ ერთად გააგრძელეს გზა. არაფერი არ მიგრძვნია, საერთოდ არაფერი... გამიკვირდა კიდეც... იქნებ ის გოგო მისი შეყვარებული იყო? მაგრამ ჩემს თავს შთავაგონე, რომ სულ ერთი იყო, მე და ბაჩოს მაინც არაფერი არ გამოგვივიდოდა, მზად არ ვიყავი. ან თუნდაც, მზად რომ ვყოფილიყავი ახალი ურთიერთობისთვის, იქნებ მას არ მოვწონდი? თავი კითხვების ლაბირინთში მეგონა, სადაც არცერთი პასუხი არ იყო და ვერც გამოსავალს ვპოულობდი. თავი გავიქნიე რომ აბეზარი ფიქრები მომეშორებინა და სახლში შევედი. პატარა, მყუდრო და კეთილმოწყობილი ბინა იყო. ორი საძინებელი ჰქონდა და ამან ძალიან გამახარა-ყოველთვის მარტო წოლა მიყვარდა. თანაც ზღვასთან ახლოს იყო და მზის ამოსვლა-ჩასვლას თავისუფლად ვუყურებდი. საცურაოდ კი მე და დედა სარფში გადასვლას ვგეგმავდით, იქ ძალიან სუფთა წყალი იყო.
- დეე, საშინლად დავიღალე. ბარგს ჩავალაგებ და ცოტას დავიძინებ, კარგი? - მთქნარებით ვუთხარი დედას.
- კი მიდი, თათი დაიძინე. მე აქაურობას მივხედავ.
დედას ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე და ჩემ ოთახში შევედი. ოთახი ჩემ საყვარელ ფერებში იყო გაწყობილი. ღია ატმისფერი კედლლები და ამფერისვე გადასაფარებელი საწოლზე. ერთი დიდი სარკიანი გარდეროფი იდგა და მის გვერდით “კამოდი.” ტანსაცმელი სწრაფად ამოვალაგე და საწოლზე წამოვწექი. საშინლად დაღლილი ვიყავი და როგორც კი ჩემი თავი ბალიშს შეეხო, მაშინვე ჩამეძინა. უცნაურ სიზმრებს ვნახულობდი... ხან ბაჩოს ზღვისფერ თვალებს ვხედავდი, ხან კი თორნიკეს თაფლისფერ თბილ თვალებს.
- გაიღვიძე თათია, - შემაჯანჯღარა დედამ.
- აუუ, დეე, მეძინება. რომელი საათია? - თვალები მოვიფშვნიტე.
- ექვსია უკვე. წამოდი გარეთ გავისეირნოთ.
- კარგი. ჩავიცვამ და გამოვალ.
საწოლიდან ძლივს წამოვდექი, აბაზანაში შევედი და ცივი წყალი შევისხი სახეზე. მერე ტანსაცმელი ავირჩიე. მოკლე ჯინსის შორტები, იასამნისფერი ზედა და ბალეტკები ჩავიცვი. ჩემი ქერა ხუჭუჭები გავისწორე და მეორე ოთახში გავედი.
- დეე, მზად ვარ, წავიდეთ.
დედამ შემომხედა, ცოტა ხანს ასე მიყურა და მერე უცებ გამიღიმა.
- რა იყო? - დავიბენი.
- რა ლამაზი მყავხარ, - მოვიდა და გადამეხვია.
- ოო, კაი რა. ნუ დაიწყებ ხოლმე. რა ლამაზი მე ვარ, - გავბრაზდი.
- შენ სარკეში არ იყურები ხო? - ისეთი ინტონაციით მითხრა, მეგონა წინ ჩემი დაქალი ნინო მედგა და არა დედაჩემი.
- აუ, ეხლა იცი ვის გავდი? აი, ზუსტად ისეთი ხმა გქონდა, როგორც ნინოს, როცა მაგას მეუბნება ხოლმე, - სიცილი დავიწყე.
- ესე იგი, მარტო მე არ გეუბნები. მერე ვეღარ იტყვი, იმიტომ ამბობ, რომ შენი შვილი ვარო.
- მერე რა. ნინო ჩემი დაქალია, - ბავშვივით ენა გამოვუყავი და გარეთ გავედი.
- ცანცარა, - ჩაიბურტყუნა დედაჩემმა.
სახლიდან გასულმა მაშინვე მარჯვნივ გავიხედე, სადაც ბაჩო დავინახე, მაგრამ რა თქმა უნდა იქ არ იყო. ნეტავ რისი იმედი მქონდა? დედამ სახლი ჩაკეტა და გასასეირნებლად წავედით. ბათუმის ქუჩებში დავბოდიალობდით და ვიცინოდით. დედიკოსთან დროს ძალიან კარგად ვატარებდი. თავის ასაკთან შედარებით ძალიან მხიარული და ლაღი იყო. ხანდახან აქეთ მამხიარულებდა ხოლმე.
- ნაყინი მინდა, - შუა ქუჩაში გავჩერდი და აქეთ-იქით დავიწყე ყურება მაღაზიის ძებნაში.
- რას აკეთებ თათია? გადმოდი დროზე, მანქანა დაგეჯახება, - იმხელა იყვირა ნელიმ, რომ შემეშინდა და მაშინვე ტროტუარზე გადმოვხტი.
- გული გამისკდა, რა გაყვირებდა ამხელაზე? - მარჯვენა ხელი გულზე თეატრალურად დავიდე.
- შენ კი არა, მე გამისკდა გული. ერთი დაგჯახებოდა მანქანა და სად მიდიოდი?! - აშკარად ძალიან შეეშინდა და გაბრაზდა. მე კი სიცილის ხასიათზე მოვედი.
- ზემოთ, - ვუთხარი და საჩვენებლი თითი ცისკენ ავიშვირე.
- თათია, - მკაცრად წარმოთქვა ჩემი სახელი. - წამოდი ნაყინი ვიყიდოთ, თორემ შენ სულ აცანცარდი, - პატარა ბავშვივით ხელი ჩამკიდა და ერთ-ერთ მაღაზიაში შემიყვანა. ნაყინი ვიყიდეთ და ბათუმის ქუჩებში კმაყოფილი სახით გავაგრძელე სიარული. მე და დედამ იმდენი ვიარეთ, რომ უკვე ფეხები არ მემორჩილებოდნენ.
- დავიღალე თათი, წამო სახლში წავიდეთ, თორემ ვატყობ ამდენი სიარულიც არაა კარგი ჩემთვის. პოტრომბინი აწეული კი მაქვს, მაგრამ ახლა მგონი ისე დამიწევს, რომ აწევას ვერ მოვახერხებ მე, - დაიწყო სამოცი წლის ბებერივით წუწუნი. თან ისე საყვარლად იმანჭებოდა, რომ ვეღარ მოვითმინე და სიცილი ავტეხე.
- შენ წადი დე. მე ცოტა ხანი პლიაჟზე გავალ და მალე მოვალ, - ლოყაზე მაგრად ვაკოცე და დავემშვიდობე.
- ძალიან არ დაიგვიანო, - მომაძახა უკან.
დაღლილი კი ვიყავი, მაგრამ სახლში წასვლა არ მინდოდა. კარგი იქნებოდა, რომ რომელიმე მეგობარი წამომეყვანა, უფრო კარგად გავერთობოდი. გადავწყვიტე პლიაჟზე წავსულიყავი, როგორც დედას ვუთხარი. შორს არ იყო და ამიტომ ათ წუთში უკვე იქ ვიყავი. ბალეტკები გავიხადე და ქვებზე ფეხშიშველმა გავიარე. ქვიანი პლიაჟი არასდროს მიყვარდა და ახლაც არ მესიამოვნა დიდად. დასველება არ მინდოდა, ამიტომ წყლისგან მოშორებით დავჯექი და თავი მუხლებზე დავდე. თვალები დავხუჭე და ტალღების ხმას მივაყურადე. ეს ხმა ყოველთვის მამშვიდებდა. საოცარი შეგრძნება მეუფლებოდა. თითქოს ყველასგან და ყველაფრისგან თავისუფალი და ამ ქვეყნად ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიყავი. მეგონა ჩემ გარდა სხვა არავინ არსებობდა და ჩემთვის მარტო ვიყავი ჩემ პატარა სამყაროში. თავი ცოტათი ავწია და ნიკაპით დავეკრდენი მუხლებს. ზღვას გავხედე და ისევ ბაჩოს თვალები გამახსენდა. აშკარა იყო, რომ ამ ბიჭში მხოლოდ თვალები არ მიზიდავდა. კიდევ იყო რაღაც... რაღაც, რასაც ჯერ ვერ ვხვდებოდი... ჩემს უკან მოძრაობა ვიგრძენი, მაგრამ არ გამიხედავს, ვიფიქრე მომეჩვენა-თქო. მაგრამ როცა ის ჩემს გვერდით დაჯდა, ზუსტად ჩემნაირი პოზა მიიღო და გამიღიმა, დავრწმუნდი, რომ არაფერი მომჩვენებია.

T-MOMSENთარიღი: ხუთშაბათი, 2012-05-10, 10:18 PM | შეტყობინება # 33

266
15  +
30  ±
   ±
Offline
bella-vampire, vaaaimee raa kaargiii taaviii... aii yvelaferii damaviwya am tavmaa da iseti shegrdzneba mqonda titqos mec batumshi davseirnobdi biggrin bachooo cheemi simpatiuriii bichiii miyvaaars ukveee happy exla amaat wyviils saxeli unda movupiqrooo biggrin tachi upro kargia tu bati? biggrin vsulelob ragaceebs, yuaxaaliii taavi mindaaa happy


♫_Ani_♫თარიღი: პარასკევი, 2012-05-11, 9:51 PM | შეტყობინება # 34

225
6  +
16  ±
   ±
Offline
მომეწონა happy ეჰჰ,ზღვაზე მომინდა:(


RoB-dOdთარიღი: პარასკევი, 2012-05-11, 11:33 PM | შეტყობინება # 35

572
28  +
48  ±
   ±
Offline
<33როგორ მიყვარს ზღვა და საერთოდ წყალი<33 როგორ ჩადის მზე და ამოდიისს^_^ რა კარგიაა<333 ძალიან კარგად წერ,რამდენჯერ გითხრა? ეს ბაჩო უკვე მომ წონსს;პ კაი ბიჭია<33 ალბათ ეგ მიუჯდა გვერძე... აუუ თამმ<33 როგორრ მომწონს შენი სტილი<333 ვჭედავ happy happy

I Hate This FuCkinG Life <3

Crazyთარიღი: შაბათი, 2012-05-12, 11:12 AM | შეტყობინება # 36

202
11  +
6  ±
   ±
Offline
ra sayvarlobaa happy happy shemdegi male dade ra : P


bella-vampireთარიღი: შაბათი, 2012-05-12, 10:55 PM | შეტყობინება # 37

842
83  +
   ±
Offline
V თავი

ბაჩო გაღიმებული სახით მომიჯდა გვერდზე.
- მარტო რატომ ხარ? - მკითხა და სახეზე უფრო დამაკვირდა.
- პლიაჟზე მარტო ყოფნა და ზღვის ყურება ძალიან მიყვარს, მამშვიდებს.
- მართალი ხარ. მეც ეგრე ვარ, ზღვა ჩემი ნაწილია.
ორივენი დავდუმდით. თვალები დავხუჭე, ტალღების ხმაურს ვუსმენდი. ნიავმა დაუბერა და თმები ოდნავ ამიჩეჩა. მესიამოვნდა და ძალაუნებურად გავიღიმე.
- რა გაცინებს? - ეტყობა მაკვირდებოდა, რადგან შეამჩნია.
- არაფერი. უბრალოდ, აქაურობა უკვე საშინლად შემიყვარდა. თვალებს რომ ვხუჭავ და ტალღების ხმაურს ვუსმენ, მგონია ამ ქვეყნად ყველაზე ბედნიერი ვარ. ყველაფრისგან და ყველასგან ვთავისუფლდები...
უპს! ბოლოში გავჩერდი. მივხვდი, რომ ბევრი წამომცდა. უცხო ადამიანს ასე გულახდილად არ ელაპარაკებიან. არც მე ვარ ასეთი... ასეთი გახსნილი და თავისუფალი, რომ სრულიად უცხოს ჩემს გრძნობებზე დაველაპარაკო...
- რატომ გაჩუმდი?
- უკვე საკმარისზე მეტი გითხარი ბაჩო, - გავუღიმე და ისევ დავხუჭე თვალები.
ამ დროს ჩემ გვერდით სხვა ადამიანი რომ ყოფილიყო, ალბათ არ მესიამოვნებოდა. ახლა კი ამის გამო დისკომფორტს საერთოდ ვერ ვგრძნობდი. თითქოს ბაჩო ჩემგან სულ რამდენიმე სანტიმეტრის დაშორებით არ ყოფილიყო. ქარმა უფრო ძლიერად დაუბერა და ცოტათი შემცივდა, მთელ ტანში გამაჟრჟოლა...
- გცივა?
- ცოტა, - ხელები ჩემ თავს შემოვხვიე, თითქოს ეს გამათბობდა.
- წამოდი, - ადგა და ხელი გამომიწოდა. არ დავფიქრებულვარ, დღეს მეორედ ისე ჩავეჭიდე მის ხელს და ისე ავდექი. ხელი გავუშვი და ბალეტკები ჩავიცვი. ეტყობა ეს არ ესიამოვნა, რაღაც საეჭვოდ შემომხედა.
- საიდან გაიგე რომ აქ ვიყავი? - უცებ მივუტრიალდი.
დაიბნა, ალბათ ამ კითხვას არ მოელოდა.
- დაგინახე რომ ვიღაც ქალს დაემშვიდობე და აქეთკენ წამოხვედი.
- დედაჩემს, დედაჩემი იყო ის.
- გასაგებია, - თავი დახარა და ისე გააგრძელა სიარული.
ვერ მივხვდი რა მოუვიდა... სახის გამომეტყველება უეცრად შეეცვალა.
- რამე მოხდა? - ვერ მოვითმინე და ვკითხე.
- არაფერი, - ამომხედა და მხიარულად გამიღიმა.
გავვოცდი. ძალაინ ცვალებდადი იყო, ზემდეტადაც კი... წუთში რამდენჯერ ეცვლებოდა ხასიათი?
- აქ რამდენი ხნით ხარ ჩამოსული?
- ერთი თვით, შეიძლება მეტიც გავჩერდე... - ვუპასუხე.
- ძალიან კარგი, მეც ეგრე ვარ. ძმასთან და რძალთან ერთად ჩამოვედი. ცოტა უხერხულად კი ვარ, თავი ზედმეტი მგონია, მაგრამ ისე არა და არ გამომიშვეს, - ჩაიცინა.
- არ გენდობიან? - ჩავიცინე.
- დაახლოებით, - მანაც გაიღიმა.
- თათი, რამდენი წლის ხარ? პატარა გოგონას გავხარ, - გამიღიმა მან.
- პატარას? არაა, პატარა ნამდვილად არ ვარ. ეს შენ გავხარ პატარა ბიჭს, - ირონიულად ჩავიცინე.
- მაინც?
- 23 წლის ვარ. კიდევ პატარა გეჩვენები?
- ნაღდად არა.
სახეზე შეეტყო, ჩემი ასაკი დიდად არ ესიამოვნა. დაიბნა კიდეც...
- უკვე გაიგე მე რამდენის ვარ. შენ?
გულახდილად დამაინტერესა მისმა ასაკმა. ერთი შეხედვით პატარა ბიჭს ჰგავდა. აი ისეთს, ქუჩაში რომ ჩაგივლის და მოსაფერებლად თავზე ხელის გადასმა მოგინდება. ჩემს ფიქრებზე მე თვითონ ჩამეცინა. იქნებ სულაც დიდია და მხოლოდ შეხედულება აქვს ასეთი.
- ტოლები ვართ, - გამიღიმა.
- ვაუ, - აღმომხდა მე.
- რა გაგიკვირდა? - ისევ დაიბნა.
- არაფერი. უბრალოდ, არ გავხარ 23 წლის ბიჭს.
- შენ რამდენს მომცემდი?
- არ ვიცი, დაახლოებით 19-20 ალბათ.
- ეგრეც ნუ დამაპატარავე, - გაეცინა. მე კი რატომღაც ეს სასაცილოდ არ მომეჩვენა, თავი დავხარე და ისე გავაგრძელე სიარული.
- თათი, ხვალ ხომ გამოხვალ?
- კი, როგორ არა. სახლში საჯდომად არ ჩამოვსულვარ აქ.
- მიგაცილო სახლამდე?
- არა გმადლობ, არ მინდა, ჩემით წავალ.
- ცოტას მაინც მიგაცილებ.
- რაღას მეკითხებოდი...
გზაში მე და ბაჩო კარგად გავერთეთ, მასზე უფრო ბევრი რამ გავიგე. ერთ-ერთ ბანკში მუშაობდა თურმე ბუღალტრად და კარგი ანაზღაურება ჰქონდა. ეს მე არც მიკითხავს და არც მაინტერესებდა, მაგრამ თვითონ მოაყოლა სიტყვას და ჩავთვალე, რომ თავისი ჭკუით ,,გაიმარიაჟა.” ხანდახან უცნაურად წამოსვრილ ფრაზებს თუ არ ჩავთვლით, მთლიანობაში კარგი, მხიარული ბიჭი იყო. თავისი დაჟინებით ნაყინი მიყიდა და კინაღამ სახე მომითხაპნა, მაგრამ გადავრჩი და ნაყინით აქეთ დავთხვარე. ახლო-მახლო წყალი არსად არ იყო და ამიტომ ათი წუთი ასე მოთხუპნული დადიოდა. გამვლელები მის დანახვაზე იცინოდნენ, ის კი დაბღვერილი სახით გადმომხედავდა ხოლმე. მე კი სრულიად სუფთა, ამაყი სახით დავიარებოდი და მას დავცინოდი. როგორც იქნა წყალი გამოჩნდა და ბაჩომ სახე მოიბანა.
- იცოდე, ამას არ შეგარჩენ, - თითი დამიქნია. მე კი გადავიხარხარე და პატარა ბავშვივით ენა გამოვუყავი. სახლამდე უკვე ცოტაღა რჩებოდა და ვხვდებოდი, რომ მალე ბაჩოს დავშორდებოდი. არ მინდოდა... მის მიმართ რაიმე განსაკუთრებულ გრძობას არ ვგრძნობდი, ეს შეუძლებელიც იყო. მე ხომ მას მხოლოდ ერთი დღე იყო რაც ვიცნობდი, მაგრამ მასთან თავს კარგად ვგრძნობდი. მამხიარულებდა და მაცინებდა, რაც მე ასე ძალიან მაკლდა ბოლო დროს. დამშვიდობებისას ტელეფონის ნომერი მკითხა. მართალია ასე პირდაპირ არ უთქვამს, მაგრამ იგულისხმა.
- თათი, ხვალ რომ გამოხვალ როგორ უნდა მოგძებნო? ხომ უნდა დაგიკავშირდე... ამხელა ბათუმში შენი დაკარგვა არ მინდა.
- ნუ გეშინია, არ დავიკარგები. საათი და დრო დამინიშნე და მოვალ, - პირდაპირ ნომრის მიცემა არ მინდოდა.
- რომ ვერ გიცნო? - საცოდავი სახით შემომხედა და გადაიხარხარა.
- ანუ ასე მალე დაგავიწყდება ჩემი სახე? არაუშავს, ახლა კარგად შემომხედე და დაგამახსოვრდები, - არ ვთმობდი.
- თათია, - ამოიხვნეშა.
- კარგი ჰო, კარგი.
მობილურის ნომრები გავცვალეთ და ერთმანეთს დავემშვიდობეთ. სახლში კარგ ხასიათზე დავბრუნდი და ეს დედამაც შეატყო.
- რა გახარებული ხარ, სად იყავი ამდენ ხანს?
- ბავშვები გავიცანი და გავერთე.
ნახევრად სიმართლე ვუთხარი მხოლოდ.
- კარგი. საჭმელი არ გინდა?
- კი, შევჭამ და დავწვები. საშინლად დავიღალე.
დაღლილობა მხოლოდ ახლაღა ვიგრძენი. მთელი დღის ნასიარული ფეხზე ძლივს ვიდექი. მე და დედა საჭმელად დავსხედით და თან ხვალინდელ გეგმებს ვაწყობდით. მიუხედავად იმისა, რომ ხვალ ბაჩოსთან ერთად ვაპირებდი წასვლას, მთელი დღე დედიკოს მარტო დატოვებას არ ვაპირებდი.
- წავედი დე, დავიძინებ.
- ტკბილი ძილი თათი.
დედიკოს ვაკოცე და საძინებელში შევედი. შხაპი სწრაფად მივიღე და საწოლში ჩავწექი. უკვე თითქმის მეძინა, როცა ტელეფონის ხმა გავიგე-მესიჯი მოვიდა. საწოლიდან ძლივს წამოვიწიე, სიბნელეში მობილური მოვნახე და მესიჯი გავხსენი.
,,ტკბილი ძილი თათი. ხვალ დაგირეკავ..:*”
ბაჩოსგან იყო. გამეღიმა და მეც საპასუხოდ მივწერე.
,,ძილინებისა ბაჩო =)”
მობილური თავის ადგილას დავდე და საწოლში დავბრუნდი. თვალები დავხუჭე და ტკბილად ჩამეძინა...


შეტყობინება შეასწორა bella-vampire - შაბათი, 2012-05-12, 10:56 PM

♫_Ani_♫თარიღი: კვირა, 2012-05-13, 0:01 AM | შეტყობინება # 38

225
6  +
16  ±
   ±
Offline
1 ვარ tongue tongue


RoB-dOdთარიღი: კვირა, 2012-05-13, 0:13 AM | შეტყობინება # 39

572
28  +
48  ±
   ±
Offline
happy happy happy რა ტკბილი იყო<333 როგორ მიყვარსშენი ფიკებიიი ვაიმეე<33 happy happy

I Hate This FuCkinG Life <3

bella-vampireთარიღი: კვირა, 2012-05-13, 3:45 PM | შეტყობინება # 40

842
83  +
   ±
Offline
VI თავი


დილით ჩემს ოთახში შემოპარულმა მზის სხივებმა გამაღვიძეს. საათს გავხედე, რვა ხდებოდა. საწოლიდან წამოვდექი, აბაზანაში შევედი, თავი მოვიწესრიგე და ტანსაცმელი ჩავიცვი. გადავწყვიტე პლიაჟზე გავსულიყავი ცოტა ხნით. დედიკოს ოთახში შევედი, ჯერ კიდევ ეძინა. ისეთი საყვარელი იყო მძინარე... ფურცელზე დავუწერე რომ გარეთ ვიყავი და მალე დავბრუნდებოდი და კამოდზე დავუდე. ოთახიდან ფეხისწვერებზე გამოვედი, რომ არ გამეღვიძებინა. სამზარეულოში მწვანე ვაშლის წვენი მოვსვი და გარეთ გავედი. დილის სუსხიანი ამინდი ხარბად ჩავისუნთქე და პლიაჟისკენ გავწიე. ცურვა ძალიან მინდოდა, მაგრამ არა აქ. ბათუმში ზღვაში შესვლას ყოველთვის ვერიდებოდი. პლიაჟზე მივედი და იქაურობას თვალი მოვავლე... ბევრი ხალხი ნამდვილად არ იყო, გამიკვირდა... სანაპიროს იმ ადგილისკენ წავედი, სადაც ხალხი უფრო ნაკლებად იყო. ფეხზე გავიხადე და ზღვასთან ახლოს დავიწყე სიარული. წყალი ფეხებზე მელამუნებოდა, ნელი სიო კი თმებს ოდნავ მიჩეჩავდა... სხვა რაღა მინდოდა? ალბათ ნებისმიერ გოგონას მოუნდებოდა, რომ ახლა მის გვერდით მისი “მეორე ნახევარი” ყოფილიყო, მაგრამ მე ასეც კარგად ვიყავი. არავინ არ მინდოდა... მაგრამ რატომღაც სევდა მომაწვა და ტირილი მომინდა საშინლად. ყოველთვის ძალიან ცვალებადი ვიყავი... ხალხისგან მოშორებით ქვებზე დავჯექი და ზუსტად ისეთივე პოზა მივიღე, როგორიც გუშინ. თავი მუხლებზე დავიდე, ცრემლებმა კი თავისით მოძებნეს გზა. მივხვდი, რომ დიდი ხანია, რაც არ მიტირია და ახლა ყველანაირი ემოციისგან ვიცლებოდი. სურათები ერთმანეთს ცვლიდნენ... თორნიკეს სიყვარულითა და სიხარულით სავსე თვალები და მასთან ერთად ჩემი ყოველთვის გაღიმებული და გაცისკროვნებული სახე. მერე მისი ნაღვლიანი თვალები, მათში იმდენი სევდა და ტკივილი იკითხებოდა... ვატყობდი, რომ შინაგანად აღარ ვიყავი ის ძველი თათია. ბოლოს კი, ჩემი “ყოფილი თოკოს” მიმავალი ლანდი... და ჩემი აცრემლებული თვალები... ამ ყველაფერს ვეღარ გავუძელი და ტირილი ახალი ძალით დავიწყე. ახლა თვალწინ ბაჩო და მისი ზღვისფერი თვალები წარმომიდგა, მისი ბავშვური სახე და ქერა ხუჭუჭა თმა... არ ვიცი რატომ, მაგრამ ახლა, ამ წუთას მის მიმართ საშინელი უნდობლობა ვიგრძენი.
- თათია? - გავიგე ნაცნობი ხმა.
ცრემლები უცბად მოვიწმინდე და თავი ზემოთ ავწიე. ზემოდამ ბაჩო დამყურებდა გაკვირვებული სახით.
- შენ რა, ტირი? - გვერდით მომიჯდა და თმა გადამიწია.
- არა, მოგეჩვენა, - ცოტათი უხეშად ვუპასუხე და ოდნავ გვერდზე ჩავიწიე.
- კარგი, თუ გინდა არ მითხრა რა მოხდა, მაგრამ ისე კი გულზე მოგეშვება.
გამიკვირდა ასე მალე რომ მომეშვა, თუმცა ისიც გამიხარდა, რომ ძალიან არ ჩამაცივდა. რომ მეთქვა, მე თვითონაც არ ვიცი რატომ ვტირი, უმიზეზოდ ავტეხე ტირილი-თქო, ნამდვილად გიჟი ვეგონებოდი. ამიტომ ისევ სიჩუმე ვარჩიე.
- არაფერია, - თავს ძალა დავატანე და გავუღიმე.
- კარგი, მაგრამ იცოდე, თუ ვინმესთან საუბარი მოგინდება, მე აქ ვარ, - მეგობრულად გამიღიმა.
მის უძიროდ ცისფერ თვალებში ჩავიხედე და ყველანაირი უნდობლობა გაქრა... ახლა უკვე მეც გულწრფელად გავუღიმე.
- გავისეირნოთ თუ აქ ვიყოთ?
- გავისეირნოთ.
წამოვდექით და გზას გავუყევით. ბევრი ვიარეთ და პლიაჟი უკან ჩამოვიტოვეთ... ბაჩო სახალისო ამბებს მიყვებოდა და მეც გავმხიარულდი... უეცრად ჩემმა ტელეფონმა დარეკა და სიმღერა Mუსე-ჩომა მთელ ხმაზე აჟღერდა. მობილურის ეკრანს დავხედე და გამეღიმა.
- ბექაა, როგორ ხარ?
- მშვენივრად დაკარგულო, შენ როგორ ხარ?
ჩემი ძმის ხმის გაგონება ძალიან გამიხარდა.
- დაკარგულო რატომ? ისე მეც კარგად ვარ.
- გუშინ დედას რომ არ დაერეკა შენ არ უნდა გეკადრა ხო? - მითხრა ვითომ ნაწყენი ხმით.
- ბოდიში რა ბექა. ძალიან დაღლილი ვიყავი, - ვუთხარი საცოდავი ხმით.
ვიგრძენი, როგორ დაიძაბა ჩემ გვერდით ბაჩო. თავიდან ვერ მივხვდი რაში იყო საქმე, მაგრამ მერე ჩემი სახე რომ წარმოვიდგინე, მივხვდი რაც გაიფიქრა. სახეზე ახლა ალბათ სულელური ღიმილი მქონდა...
- დაივიწყე. რას შვები, ერთობი?
- კი, ძალიან კარგად. თქვენ აიკელით ბორჯომი?
ჩემი ძმის ძმაკაცების ამბავი რომ ვიცოდი, ნამდვილად არ გამიკვირდებოდა.
- თითქმის... ყველაფერი ჯერ წინაა, - ჩაიცინა.
- მომიკითხე ბიჭები.
- ხო, მათაც მოგიკითხეს. კარგი თათი, წავედი მე და იცოდე ჭკვიანად იყავი.
- არის სერ, - გადავიკისკისე და ტელეფონი გავთიშე. ახლა უკეთეს ხასიათზე მოვედი. ბაჩო ისეთი სახით მიყურებდა, აშკარად ძალიან აინტერესებდა ვინ იყო ბექა. მეც აღარ გავაწვალე და ვუთხარი, რომ ჩემი ძმა იყო.
- აი კიდევ ერთი საერთო. ძმები ორივეს გვყავს, - გაიცინა.
სანამ ბექა დამირეკავდა, მერაბი ჩვენს შორის საერთო საკითხებს თვლიდა.
- ხო, მაგრამ შენ უფროსი ძმა გყავს. ბექა კი ჩემზე ორი წლით უმცროსია, - გავუღიმე.
- კიდევ ერთი: ორივე ქერა ვართ, - სიცილ-სიცილით თქვა.
- ნწუ, არც ეგ არ არის, - თავი გავაქნიე. - სინამდვილეში ქერა არა ვარ, შეღებილი მაქვს.
- არ გეტყობა, - გაიკვირვა მან.
- ჰო აბაა...
ჩემმა მობილურმა ისევ დარეკა.
- მაპატიე, - მოვუბოდიშე და ზარს ვუპასუხე.
- თათი, სად ხარ? - დედა იყო.
გარშემო მიმოვიხედე და ფანტანი დავინახე.
- ფანტანთან, მიხვდი? - გავიცინე.
- მე რა ვიცი, ბათუმში იმდენი ფანტანია, - ჩაიდუდღუნა ნელიმ. - მოკლედ, სახლში მოდი დროზე. ლილი რომ არის ჩემი მეგობარი, ხომ იცი? ის და მისი ბიჭი არიან მანქანით და სარფში მიდიან, ჩვენც გავყვეთ და საღამოთი ჩამოგვიყვანენ ისევ.
- ძალიან კარგი, მალე მოვალ, - გამიხარდა და ტელეფონი გავთიშე.
- ბაჩო, უნდა წავიდე. მე და დედა სარფში მივდივართ, - გავუღიმე და წასასვლელად მოვემზადე.
- გაგაცილებ, - შემომთავაზა მან.
- არა იყოს, მეჩქარება, - დავემშვიდობე და ჩქარი ნაბიჯებით წავედი სახლისკენ.
15 წუთში უკვე სახლში შევედი.
- დე, მოვედი, - დავიყვირე და სამზარეულოში გავედი. ვიცოდი, იქ იქნებოდნენ.
- გამარჯობა ლილი დეიდა, - გადავკოცნე დედაჩემის მეგობარი.
- რამხელა გაზრდილხარ თათი, აბა დატრიალდი, - ხელი მომკიდა და დამატრიალა. ამას უკვე მიჩვეული ვიყავი. ტრადიციაა, როცა არ უნდა მნახოს ლილიმ, სულ იგივეს აკეთებს.
- პრივეტ გიო, - ხელი ხელზე მივარტყი გიოს.
- პრივეტ თათი. აბა, წავედით? - იკითხა მან, მაგრამ პასუხს აღარც დალოდებია. მე კარისკენ მიბიძგა, შემდეგ დედა და ლილიც ააყენა და გარეთ გამოიყვანა. გიორგის შავი ჯიპი დავინახე და წინ დავსკუპდი. დედა და ლილი უკან ჩასხდნენ და რაღაც უაზრობებზე დაიწყეს ლაპარაკი. კიდევ კარგი დედაჩემი სერიალებს არ უყურებს, თორემ ახლა მათი განხილვა იქნებოდა. მე და გიორგი კი ჩვენთვის კარაგდ ვლაპარაკობდით. 29 წლის იყო და ძალიან საყვარელი ცოლ-შვილი ჰყავდა. აღმოჩნდა, რომ ისინიც იქ იქნებოდნენ. მანქანას სწრაფად ატარებდა და ამიტომ სარფში მალე მივედით. მანქანიდან გადმოვედი და ადგილზე გავშეშდი. ისევ იგივე სახეები, მაგრამ მხოლოდ ერთი ცვლილებით...

bella-vampireთარიღი: ორშაბათი, 2012-05-14, 3:45 PM | შეტყობინება # 41

842
83  +
   ±
Offline
gogoebo madloba yvelas tbili sityvebisatviiis kiss :*:**

♫_Ani_♫თარიღი: ორშაბათი, 2012-05-14, 4:07 PM | შეტყობინება # 42

225
6  +
16  ±
   ±
Offline
1 ვარრრ tongue tongue საყვარელი თავი იყო,ოღონდ ეს ბოლოში მომეჩვენა თუ ინტრიგაა ჰა? ისე რა ყველგან ეს ბაჩო ხტება :დდ


Crazyთარიღი: ორშაბათი, 2012-05-14, 5:04 PM | შეტყობინება # 43

202
11  +
6  ±
   ±
Offline
dzalian kargia meti ra metqmis : OOO neta ra dainaxaa? : /// vitom tornike? biggrin ar gadamriot da kide bacho ar damisvat iq :D:D mokled chemi azrit torkine iyo : // vighacas kocnida an rame egeti ;D


bella-vampireთარიღი: ორშაბათი, 2012-05-14, 10:42 PM | შეტყობინება # 44

842
83  +
   ±
Offline
VII თავი


ჩემს წინ ვიღაც ბიჭთან ჩახუტებული თიკო იდგა-თეას საუკეთესო დაქალი. არც მასთან მქონდა დიდად კარგი ურთიერთობა, მაგრამ თეოს რაღაცით მაინც სჯობდა, თუმცა მასაც ისეთივე რეპუტაცია ჰქონდა, როგორიც თავის დაქალს. ბიჭს რომ დავაკვირდი, ჩვენი ერთ-ერთი უბნელი ლაშა ამოვიცანი. ლაშამ ჩემკენ გამოიხედა და მაშინვე მიცნო.
- ვაა, თათი, როგორ ხარ? - ჩემთან მოვიდა და გადამკოცნა.
- კარგად ლაშ, შენ როგორ ხარ, აქ საიდან?
- მე და თიკომ გადავწყვიტეთ ერთად წამოვსულიყავით დასასვენებლად და ეგაა რა.
- მოიცა, შენ და თიკო ერთად ხართ? - გამიკვირდა.
- ეგეთ პონტში რა.
- მაინც-მაინც? - სიცილით ჩავეძიე.
- შანსი არაა მე მაგას შეყვარებული დავუძახო... ხო იცი როგორიცაა... და ეგრე რა... - პირდაპირ არ მეუბნებოდა, მაგრამ მე მაინც ყველაფერს მივხვდი.
- აჰაა, აღარ დააკონკრეტო, - გამეცინა.
- თათია, შენ ხარ? აქ შენს ნახვას არ მოველოდი. როგორ ხარ?
- გმადლობ თიკო, შენ როგორ ხარ?
- მშვენივრად, - მკვახედ გამიღიმა მან.
ამას ყურადღება არ მივაქციე და ლაშასკენ შევტრიალდი, ის კი სადღაც უკან იყურებოდა. დავინტერესდი და მეც იქითკენ გავიხედე. იქ კი, თორნიკე და თეო იდგნენ. ზუსტად ისე, ბოლოს რომ ვნახე, ჩახუტებულები... ეჭვიანობის მარცვალიც კი არ მიგრძვნია, მაგრამ სამაგიეროდ, სიბრაზე ვიგრძენი. თორნიკეზე სულ დამეკარგა წარმოდგენა. არა იმიტომ, რომ მას უფლება არ ჰქონდა სხვასთან ყოფილიყო. პირიქით, მისი ბედნიერება გამიხარდებოდა. მაგრამ თეონასთან? ყველამ ვიცოდით, რომ თორნიკე თეოს მორიგი ახირება იყო, აი თორნიკე კი რაზე ფიქრობდა, ნამდვილად ვერ ვხვდებოდი. ხომ შეეძლო, სხვა ნებისმიერი გოგო მოეძებნა... თანაც ესეც რომ არა, ძალიან ბედნიერად გამოიყურებოდა, გულიანად იცინოდა და თეოს ყურში რაღაცას უჩურჩულებდა. ნამდვილად არ გავდა ადამიანს, რომელიც შეყვარებულს დაშორდა. გოგოს, რომელიც სიცოცხლეზე მეტად უყვარდა. ყოველ შემთხვევაში ის ამბობდა ასე... მე კი გამიხარდა, რომ თორნიკეს მიმართ აღარ ვგრძნობდი იმას, რასაც ადრე. ჩემს გულში მას უკვე აღარ ეჭირა ადგილი.
პირველი ისევ თეომ შემამჩნია, ჩემკენ წამოვიდა და თან თორნიკეც წამოიყვანა.
- როგორ ხარ, თათია? - თავისი ჭკუით ვითომ ყურადღება გამოიჩინა.
- მშვენივრად, თეონა, - ვიცოდი, რომ ვერ იტანდა, როცა ასე ეძახდნენ.
- თეონა, - უკმაყოფილოდ ჩაიბუტბუტა მან, მაგრამ ჩემდა გასაკვირად საპასუხოდ არაფერი არ უთქვამს. ლაშამ კი სრულიად მოურიდებლად სიცილი ატეხა.
- რა გაცინებს ერთი, - ხელი მივარტყი.
- მაგარი ხარ რა. მე არ გამომდის ხოლმე მისი ასე დამუნჯება, - და ისევ სიცილი დაიწყო.
- ლაშა!
თვალები ერთად დაუბრიალეს თიკომ და თეონამ. თორნიკე კი სრულიად უემოციო სახით იდგა და თითქოს ვერავის ვერ ამჩნევდა.
- კაი ფისო, რა მოხდა ვხუმრობ, - თავზე ხელი გადაუსვა ლაშამ.
ახლა მე ვერ მოვითმინე და მე ავტეხე სიცილი. ცოტა ლაშასაც ეცინებოდა, მაგრამ რაც შეეძლო თავს იკავებდა. ბოლოსდაბოლოს, ბავშვობაში თეოზე ჭკუას კარგავდა და ალბათ ახლა ცოტა მაინც შეეცოდა...
- კარგი, მე წავედი და აბა თქვენ იცით.
დამშვიდობებას ვაპირებდი, მაგრამ არ დამაცადეს.
- თათი ხუთი წუთი მოიცა რა, რაღაცაზე დაგელაპარაკები და მერე წადი, ოქეი?
- კარგი, არაა პრობლემა.
თიკოს შუბლზე აკოცა, მალე მოვალო უთხრა და ჩემკენ წამოვიდა. ხელი გადამხვია და მოშორებით წამიყვანა.
- აბა, რაზე გინდოდა ლაპარაკი?
- რაღაც უნდა გკითხო... მაგრამ არ გაბრაზდე, - თითი დამიქნია.
- თუ გასაბრაზებელი არაა, არ გავბრაზდები.
- ოოო... კაი რა...
- რა? - ვერ მივუხვდი.
- კარგი, არაფერი...
ცოტა ხანი გაჩუმდა.
- აღარ მეტყვი რა გინდოდა?
- ჰო, ჰო... თორნიკეს დაშორდი, არა?
ოღონდ ეს არა...
- კი ლაშა, დავშორდი, მაგრამ ახლა ამაზე ლაპარაკი არ მინდა. და საერთოდ, რატომ დაიწყე ამაზე საუბარი?
- უბრალოდ, მისი არ მესმის. ჩემი ძმაკაცია და ვცდილობ გავუგო, მაგრამ უშედეგოდ. მეც კი არ მეუბნება, რატომაა თეოსთან.
- იცი, ეს დიდად არც მანაღვლებს. ყველამ ვიცით, თეონა როგორიცაა. ეს თორნიკეს არჩევანია და მე მას ვერაფერს ვერ დავუშლი, აღარ მაქვს უკვე ამის უფლება. მაგრამ ბედნიერებას ვუსურვებ, თეოსთან იქნება თუ სხვასთან.
- შენ აღარ გიყვარს? - ცალი თვალი მოჭუტა.
- რომ მყვარებოდა, არ დავშორდებოდი, - გავუღიმე. - სადღაც გაქრა ის სიყვარული, თუმცა ალბათ ასე იყო საჭირო...
- შენი საქმისა შენ იცი თათი. ორივე ჩემი მეგობრები ხართ და ორივე ძალიან მიყვარხართ. ხომ იცი?
- კი ლაშ, ვიცი, და მეც ძალიან მიყვარხარ. ჩემი ძამიკო.
ლაშას ძალიან მაგრად გადავეხვიე, მან კი წელზე ხელები შემომხვია და დამატრიალა. ბავშვობაში ყოველთვის მეშინოდა ხოლმე ამის, ის კი ამით სარგებლობდა. მიწაზე დამსვა და ჩემს სახეს დააკვირდა.
- აღარ მეშინია, - პატარა ბავშვივით გამოვუყავი ენა.
- გაზრდილხარ თათი, - თავზე ხელი გადამისვა და თეატრალურად ნაღვლიანი სახე მიიღო.
- მიდი რა.. - მისი ხელი სიცილით მოვიშორე.
- ლაშა არ მოდიხარ? - დაუყვირა თიკომ
- მიდი წადი, - გავუღიმე.
- ჭკვიანად იყავი იცოდე, - თითი დამიქნია და თიკოსთან მივიდა.
გაღიმებული სახით, მაგრამ გულზე თითქოს რაღაც ლოდით წავედი ჩემებთან, რომლებიც პლიაჟისკენ მიისწრაფოდნენ. გიოს უსაყვარლესი ცოლ-შვილი ვნახე. პატარა ლუკა ძალიან ცელქი და სიცოცხლით აღსავსე ბავშვი იყო. დავინახე თუ არა, მაშინვე შემიყვარდა. ყველანი ერთად პლიაჟზე ჩავედით. აი ჩემი სამყარო! ზღვა, მზე და სიმშვიდე. რომ შემეძლოს აქ სამუდამოდ დავრჩებოდი. ტანსაცმელი უცებ გავიძრე და მაშინვე წყლისკენ გავექანე. ისეთი სუფთა იყო და ისეთი ლაპლაპა... ბათუმის ზღვას ვერც კი შეედრებოდა... კენჭების დათვლაც კი შემეძლო... წყალში როგორც კი შევედი, იმის მერე დიდხანს აღარ გამოვსულვარ.
- თათია დაბრუნდი, სად წახვედი.
გავიგე დედაჩემის ყვირილი. მხოლოდ ახლა შევამჩნიე, რომ საკმაოდ ღრმად შევსულვარ. აქედან პლიაჟზე მყოფი ხალხი სულ პატარებად ჩანდნენ... დედას რომ არ დაეძახა, ალბათ კიდევ დიდი ხანი ვერ შევატყობდი რა შორს წავედი. გარისკვას ვამჯობინე პლიაჟზე დავბრუნებულიყავი.
- ასე შორს რატომ შეხვედი თათია, საშიშია, - მაშინვე დედაჩემი მომვარდა.
- კარგი რა დე, ხომ იცი, რომ ცურვა მაგრად ვიცი, რისი გეშინია? - უდარდელად გავუღიმე.
- თათი, გადარჩი? მე მეგონა დაიხჩვი და აღარ მოხვიდოდი.
მომვარდა თვალებაცრემლებული ლუკა.
- დაწყნარდი პატარა, არ დავხჩმვარვალ.
თბილად, ძალიან მაგრად ჩავეხუტე.
- აღარ გაბედო ზღვაში ასე ღრმად შესვლა, - გამაფრთხილა დედამ.
იცოდა, რომ ცურვა კარგად ვიცოდი, მაგრამ ეტყობოდა, რომ ახლა მართლა ინერვიულა.
- კარგი დე, არ ინერვიულო.
ჩავკოცნე დედიკო.
შეზლონგზე წამოვწექი და მზეს მივეფიცხე. ვიცოდი, თავიდან გავწითლდებოდი და წინასწარ ბედს შევეგუე. ვერ ვიტანდი, როდესაც სარკეში ვიყურებოდი და ჩემს ჭარხალივით აწითლებულ სახეს ვხედავდი. ეს ყველაფერი ჩემი ზემდეტად თეთრი კანის ბრალია. თვალები დავხუჭე და მთლიანად მოვეშვი...
მობილურის ხმამ გამომაღვიძა. თვალები ძლივს გავახილე და აქეთ-იქით მიმოვიხედე. პლიაჟზე ჩამეძინა, ჯანდაბა! ნუთუ არავის არ შეეძლო გავეღვიძებინე? ჩემი საწყალი კანი შეხრუკული იქნება. საშინლად გავბრაზდი და თვალები ამიცრემლიანდა. ვიცოდი, რომ ძალიან მეტკინებოდა. მართალია ახლა არ მტკიოდა, მაგრამ წინასწარ ვტიროდი. მობილურის ეკრანზე არც დამიხედავს ისე ვუპასუხე ზარს.
- გისმენთ, - ჩემს ხმაში ცრემლები იგრძნობოდა.
- რა გჭირს თათი, ტირი? - ბაჩო იყო.
- არა, - ვეცადე ხმა გამომესწორებიდა და ჩავახველე.
- რა მოხდა? - ხმა გაუმკაცრდა. მივხვდი, ჩემგან ახსნას ელოდა.
- უბრალოდ მზეზე ჩამეძინა და ახლა კანი საშინლად დამწვარი მექნება. კიდევ კარგი შენ დარეკე, - პატარა გაბუტული ბავშვივით ვლაპარაკობდი.
- რამდენიმე მესიჯი გამოგიგზავნე და პასუხი რომ არ გამეცი, დაგირეკე.
- ჩათვალე გადამარჩინე.
- მადლობა? - კითხვის ინტონაციით მითხრა.
- ოხ, ოხ... დიდი მადლობა ბატონო ბაჩო, - სიცილით ვუთხარი.
- მუდამ თქვენს გვერდში მიგულეთ, - მითხრა საოცრად თბილი ხმით. უცბად ყველაფერი შეიცვალა, თითქოს სამყარო დატრიალდა. სულში რაღაც სითბო ჩამეღვარა და უნებურად გამეღიმა.
- ჰეი, აქ ხარ? - გამომაფხიზლა.
- კი კი, აქ ვარ, - გამოვერკვიე ფიქრებიდან.
- თათიი, წამოო, - ყროყინით დამიძახეს გიომ და ლუკამ.
- ახლავე, - მობილურს ხელი დავაფარე და ისე დავიყვირე.
- უნდა წავიდე დაბაჩო, - წამოვდექი და ტანსაცმლის ჩაცმა დავიწყე.
- კარგი წადი, საღამოს დაგირეკავ.
- ოქეი, - ტელეფონი გავთიშე და ჩემებისკენ წავედი.
თუ არ ჩავთვლით იმას, რომ კანი ცოტა დავიწვი, სარფში დანარჩენი დრო ძალიან მხიარულად გავატარე. საღამოს გიომ მე და დედა სახლში მიგვიყვანა და უკან დაბრუნდა. ზურგი არ მტკიოდა, მაგრამ კრემი მაინც წამისვა დედამ, მერე იწუწუნებო. საღამოს ბაჩომ დამირეკა და გარეთ გავედით. მისი ძმა და რძალი გამაცნო, ცოტა ხნით მათთან ერთად ვიყავით, მერე კი მარტო ვსეირნობდით. ზურა და მისი ცოლი კესო კარგი ადამიანები ჩანდნენ, მაგრამ საერთო ენა დიდი ვერაფერი ვიპოვეთ და ამიტომ ბაჩომ მალევე გამომიყვანა ცალკე. მასთან ერთად დროს კარგად ვატარებდი, ძალიან ვერთობოდი და ყველაფერი მავიწყდებოდა. დღე არ გავიდოდა, რომ ერთად არ გაგვესეირნა. როცა ერთად არ ვიყავით, ყოველთვის ვმესიჯობდით. ძალიან მივეჩვიე, მგონი ზემდეტადაც, მაგრამ ეს არ მანაღვლებდა. ძილის წინ თუ არ დამირეკავდა, ან მინიმუმ მესიჯს თუ არ მომწერდა: ,,ტკბილი ძილი თათი:*” ისე ვერ ვიძინებდი. ბოლოში სმაილის მიწერა თუ დაავიწყდებოდა, ამაზეც სულელივით ვიბუსხებოდი, მაგრამ ჩემი შემორიგება ძალიან კარგად ეხერხებოდა. დროთა განმავლობაში კი მივხვდი, რომ ეს მარტო შეჩვევა არ იყო. რაღაც სხვა გრძნობაში გადაიზარდა, უფრო ძლიერში... ერთ დღეს კი ამაში ბოლომდე დავრწმუნდი...

Crazyთარიღი: ორშაბათი, 2012-05-14, 11:22 PM | შეტყობინება # 45

202
11  +
6  ±
   ±
Offline
vaime pirveli vaaaaaaaaar !!! varime ra kargia da ra sayvareli (shy) es toko ra idioti vinmea raa !!!
ase male im teos miucucqda
es lashac damevasa biggrin magari kaqia sheyvarebuli ar ari xo ici rac ari da mag pontshio ro utxra maghari vifghadave mand :D:D mokled saerto jamshi kargi iyo : ** tamo aba ra gitxra., sheentvitonac ici ro magrad wer biggrin aba warmatebebi male dawere raa love


  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 7
  • 8
  • »
ძებნა: