bella-vampire | თარიღი: სამშაბათი, 2012-05-29, 10:40 PM | შეტყობინება # 101 |
842
Offline
| XVI თავი
სამი თვის შემდეგ, თავს ცუდად ვგრძნობდი. დილაობით სულ თავბრუ მეხვეოდა, პირღებინების შეგრძნებაც მქონდა. თავიდან ნერვიულობის ბრალი მეგონა, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ასე არ იყო. ჩემს ნინის დავურეკე და ყველაფერი ვუთხარი, ისიც მაშინვე გაჩნდა ჩემთან და ყველაფერზე ვილაპარაკეთ. დამპირდა, რომ მეორე დღეს ექიმთან წამომყვებოდა. მალე წავიდა, რადგან სახლში ზურა და კესო დაბრუნდნენ. არც მათ ესიამოვნდათ ნინოს დანახვდა. ისევე, როგორც ნინის. ამ ოჯახის არცერთი წევრი არ ეხატებოდა გულზე. რა თქმა უნდა, ნუგზარის(ბაჩოს მამა) გარდა. მის შესახებ ჩემგან იცოდა და მხოლოდ იმიტომ მოსწონდა, რომ ჩემს მიმართ კარგად იყო განწყობილი. ზედმეტად აღარ მაღიზიანებდა და ბაჩოზე არაფერს მეუბნებოდა, მაგრამ ვხვდებოდი, რომ არც ის არ მოსწონდა. ნინის წასვლის შემდეგ, ჩემს მეგობარს, მაკას დავურეკე. აქამდე საზღვარგარეთ იყო და თითქმის ვერ ვკონტაქტობდით. ჩემს შესახებ ყველაფერი მოვუყევი. ისიც თითქმის ნინოსნაირი იყო, საშინლად აღშფოთდა და დამპირდა, შენთან რომ მოვალ, ყველას გამოვლანძღავო. ცოტა შემეშინდა კიდეც. ნინოს თუ გადავაფიქრებინე, მაკას შეჩერება არც ისე იოლი იყო. რაც შემეძლო დავაწყნარე და ბოლოს საუბარი იმის მტკიცებით დავამთავრე, რომ ყველაფრისდა მიუხედავად მე მაინც კარგად ვიყავი. ასეც იყო... უაზროდ ვგრძნობდი სიხარულს იმ წუთიდან, რაც ეჭვი შემექმნა რომ ორსულად ვიქნებოდი. ჩემში იარსებებდა მეორე სიცოცხლე, ჩემი შვილი. ჩემი ბედნიერებისა და სიხარულის მიზეზი... მეორე დღეს მოუსვენრად ველოდი, ვცქმუტავდი და ერთ ადგილას ვერ ვისვენებდი. ღამეც ვერ დავიძინე ნორმალურად, სულ თვალები მქონდა დაჭყეტილი და მუცელს ვეფერებოდი. ვგრძნობდი მას, ჩემს შვილს ჩემში. და ეს ყველაზე დიდი ბედნიერება იყო, რაც კი ოდესმე განმიცდია... როგორც იქნა გათენდა, მე მაშინვე წამოვხტი, თავი მოვიწესრიგე და სამზარეულოში გავედი. ჩემთვის ყავა უნდა დამესხა, მაგრამ მაშინვე შევჩერდი, ჩაის დალევა გადავწყვიტე. გამიგია, რომ კოფეინი ბავშვისთვის საზიანოა და ორსულობის დროს ქალებს უკრძალავენ. სწრაფად ვისაუზმე, მერე სასტუმრო ოთახში რაღაცები მივალაგე, რომ ნანის უკმაყოფილება არ გამოეხატა და ტელევიზორის ყურებას შევუდექი. დრო ძალიან მალე გავიდა, ზურა და კესო სამსახურში ერთად წავიდნენ. სახლში კი მხოლოდ სამნი დავრჩით: მე, ბაჩო და ნანი. ბაჩოს ისევ ეძინა. ნანი კი ჩემთან ერთად იყო ოთახში და ჩემს მილაგებულს ისევ ალაგებდა. არა, კი არ ალაგებდა, უბრალოდ ხელს კიდებდა. დივანზე დადებულ, ჩემს მიერ გასწორებულ ბალიშებს ხელს გადაუსვამდა, თავისი ჭკუით ვითომ გაასწორებდა, არადა ზუსტად იგივე ნაირად დადებდა. თან ცალი თვალით მე მიყურებდა. ვხვდებოდი, რომ ჩემი წყობიდან გამოყვანა უნდოდა და ყველანაირად ვცდილობდი, რომ ყურადღება არ მიმექცია მისთვის. ბოლოს ავეჯს მიადგა და საჩვენებელი თითი აუსვა, მტვერი შეამოწმა. სახეზე უკმაყოფილობა დაეტყო და მე მომიბრუნდა. - პიანინო მტვრიანი, - განმიცხადა. - ანუ გადასაწმენდია, - ხმრები ავიჩეჩე და ისევ ტელევიზორს შევხედე. - დივანის არევას, მტვრის გადაწმენდა ჯობდა, - შენიშნა. ისეთი სახით გავხედე, ჩემი თავი რომ წარმოვიდგინე შემეშინდა... - დივანის არევას?! - აბა რა ეტყობოდა გასწორებულის, ისევ მე დავალაგე. შეგეძლო ერთი სასიკეთო საქმე მაინც გაგეკეთებინა. მისმა სიტყვებმა საშინლად გამაბრაზა, ავილეწე. ვგრძნობდი, რომ სახეზე გავწითლდი. ასე მემართება, როდესაც ვბრაზდები. - ერთი სასიკეთო საქმე არა?! - ირონიულად გავიცინე. - შენ მაინც ჩემი გაკეთებული არაფერი არ მოგწონს. ვერ იტან, როცა შენს სახლში სხვა აკეთებს რაიმეს. არ ვაკეთებ და მერე წუწუნებ, უსაქმურად ზიხარო. თავადაც არ იცი რა გინდა და აქეთ მე მდებ შარს. გაუკვირდა ჩემი სიტყვები, სახეზე დაეტყო... არ ელოდა ალბათ ჩემგან. - შენ მე პატივს საერთოდ არ მცემ! - საცოდავი სახე მიიღო. - რა შემატყვე? ეგ უფრო პირიქითაა, - ავდექი და მის წინ დავდექი. - ზედმეტი არ მოგივიდეს გოგონი, - თითი დამიქნია. - არ დაიწყო და არც აგყვები, საერთოდ არ დაგელაპარაკები, განა მე მსიამოვნებს. ‘გოგონის’ კი სახელი აქვს-თათია, - გავუღიმე და გამოვბრუნდი. ამასობაში საძინებლიდან ბაჩო გამოვიდა, თან გზა და გზა თავისთვის იგინებოდა. გამიკვირდა დილიდან ასეთ ხასიათზე რომ იყო... მისაღებში საათს შეხედა, თორმეტს აჩვენებდა. ამაზე კიდევ ერთი კარგად შეიგინა, უკვე ხმამაღლა, რამაც ნანის გაოცება გამოიწვია. - რა სიტყვებია, ბაჩო, - აღშფოთდა. - რაც გესმის ეგაა, - უხეშად უპასუხა. - რატომ არ გამაღვიძეთ, სამსახურში დავიგვიანე. ფუ ამის... უფროსს ისედაც არ ვევასები, ახლა ესღა უნდოდა რა. თათია, რატომ არ გამაღვიძე?! - ახლა მე მომიბრუნდა. - რა ვიცოდი თუ სამსახურში გაგვიანდებოდა. ხომ თქვი, შვებულება უნდა ავიღოო... - ამას საერთოდ რა ახსოვს, - ჩაიბურტყუნდა ნელიმ, მაგრამ მეც და ბაჩომაც კარგად გავიგეთ. - უკაცრავად?! - შევუტრიალდი. - რა არის დედა? - ბაჩო დაინტერესდა. - ეს გოგო დედაშენს პატივს საერთოდ არ სცემს, - საცოდავი სახე მიიღო ნანიმ, ცოტაც და ატირდებოდა. რა კარგი მსახიობია... - მსახიობობა მაგრად გამოგდით, - თვალი ჩავუკარი. - აი ხომ ხედავ, ბაჩო რეაქცია არ გაქვს? - ახლა თავის შვილს შეუბღვირა. - გეყოფათ!!! - ბოლო ხმაზე დაიღრიალა ბაჩომ. ისე, რომ მეც და ნანიც მოულოდნელობისგან შევხტით. ნანი ოთახიდან ატირებული გავარდა. თან ორივეს ისე შემოგვხედა, მზერით ადამიანის მოკვლა რომ შეიძლებოდეს, უკვე ორივე მკვდარი ვიქნებოდით. - დაკმაყოფილდი? კიდევ რა გინდა?! - თითქმის ყვიროდა ბაჩო. ამას უკვე ნამდვილად ვეღარ გავუძლებდი... - ხმას დაუწიე! - ჩემი თავის გამიკვირდა, ძალიან მკაცრად ვუთხარი. მასაც დაეტყო გაკვირვება და გაჩუმდა. - რა ჩემი ბრალია, შენ რომ ასეთი კაპასი დედა გყავს, - ვუთხარი ჩანთა ავიღე და გარეთ გავედი. უკან მომყვებოდა, სადარბაზოში ხელი დამიჭირა და თავისკენ მიმატრიალა. - სად მიბრძანდები? - სადაც საჭიროა იქ, და საღამომდე არ მოვალ, - ხელი უხეშად გავაშვებინე და კიბეებზე დავეშვი. ტირილი მინდოდა, მაგრამ ვერ ვტიროდი. ყვირილი მინდოდა, მაგრამ ვერ ვყვიროდი... ძალა გამომელია, ვეღაფერს ვგრძნობდი. ემოციებისგან დავიცალე და ახლა სულ ცარიელი ვიყავი. უბრალოდ ვკანკალებდი, შინაგანად ვკანკალებდი. გული, სული მქონდა აფორიაქებული, დამძიმებული... ცრემლები მახრჩობდა, მაგრამ ბოლო ძალებით მაინც ვაკავებდი. მათ გამო ნერვების მოშლა არ მინდოდა. იმასაც კარგად ვხვდებოდი, რომ ჩემს ნერვებად არ ღირდა არცერთი. მითუმეტეს ახლა. ახლა, როცა ჩემში მეორეა, ჩემი პაწია... მუცელზე ხელები დავიდე და ის ვიგრძენი, ჩემი ბავშვი, თითქოს გაინძრა. შეიძლება მომეჩვენა კიდეც, მაგრამ ამან სტიმული მომცა, ცრემლიანი თვალები მოვიწმინდე, თავი მაღლა ავწიე და იმ ადგილისკენ გავემართე, სადაც მე და ნინო უნდა შევხვედრილიყავით. სახეზე ალბათ ჯერ კიდევ მეტყობოდა ის, რომ კარგად არ ვიყავი, მაგრამ ნელ-ნელა ვწყნარდებოდი. ესეც ჩემი ბავშვის დამსახურებით, მან მომცა ძალა. მაშინ ვიგრძენი მისი არსებობა, როცა ძალიან მიჭირდა... ნინოს სამსახურში შევუარე და იქიდან წავედით საავადმყოფოში, არც კი ვიცოდი რომელ კლინიკაში და ექიმთან მივდიოდი, ნინიმ თვითონ ჩამწერა. იქ კი, ანალიზები გამიკეთეს და ერთი საათი გვალოდინეს. მიუხედავად იმისა, რომ დარწმინებული ვიყავი იმაში, რომ ორსულად ვიყავი, მაინც ვნერვიულობდი. იქვე კაფეში ჩავედით, მე არაფერს ვჭამდი, მადა არ მქონდა. ნინომ კი იმდენი ჭამა, მგონი მთელი ცხოვრება არ უჭამია ამდენი, ისიც ჩემნაირად ნერვიულობდა... როგორც იქნა გავიდა ერთი საათი და მე ექიმთან შევედი კაბინეტში, მარტო... ასე მე თვითონ ვარჩიე. თითქოს ჩემს ჯინაზე ექიმმა დრო გაწელა, მაგრამ ბოლოს მაინც მითხრა... პასუხის გაგებისას თვალები ამიცრემლიანდა, მთელ სხეულში სიხარულის გრძნობამ დამიარა, მუცელზე ხელი მოვიკიდე და ჩემს პატარას დავუწყე მოფერება, ჯერ მხოლოდ სამი კვირის ვიყავი, სულ პაწია... ექიმს დავემშვიდობე და დერეფანში, ნინოსთან გავედი. ჩემი აცრემლებული თვალები რომ დაინახა, შეეშინდა და მაშინვე მომვარდდა. - რა მოხდა? - ნიი, მეორე ნათლული გეყოლება უკვე, - გავუღიმე. ის კი ჩემთან მოვიდა და მაგრად ჩამეხუტა, მერე მუცელზე დამადო ხელი და გამიცინა. - ჩემი გოგო, მალე დედიკო გახდები... ჰო, მე მალე დედიკო გავხდებოდი, ყველაზე ბედნიერი დედიკო... ახლა მხოლოდ ჩემი შვილი მაბედნიერებდა, მასში ვპოულობდი ძალას, მხოლოდ მისით ვიყავი... თითქოს მთლიანად შევიცვალე, ჩემში რაღაც გარდასახვა მოხდა... ვგრძნობდი, რომ ეს ბავშვი უკეთესობისკენ შემცვლიდა... მხოლოდ მისთვის ვიქნებოდი საუკეთესო დედიკო, არაფერს არ მოვაკლებდი და სულ მასთან ვიქნებოდი, ჩემს პაწიასთან... ის ჯერ სულ პაწაწინა იყო, მაგრამ მას მაინც ვგრძნობდი, უკვე მთელ მსოფლიოს მერჩივნა... გაჩერებაზე კი სური ვნახეთ. ჩვენმა დანახვამ ცოტა დააბნია, მაგრამ ნინომ ისეთი სახით შეხედა, მაშინვე ჩვენთან მოვიდა. - შენ აქ რა გინდა? - მაშინვე ჰკითხა. - ჯერ ერთი, პრივეტ თათი, - მომესალმა. - მერე მეორე, მეგობრებთან ერთად ვარ, - თვალები დაუბრიალა დას. - მაგით ვერ მაშინებ, ხომ იცი, - გაიცინა ნინომ. - თქვენ აქ რა გინდათ? - დოინჯშემოყრილმა გვკითხა. - ჰმ... - ჩამეცინა. -შენს დას მეორე ნათლული ეყოლება. თავიდან ვერ მიხვდა რა ვუთხარი და გაშტერებული მიყურებდა, მაგრამ მერე... - რა მაგარიააა, - წამოიკივლა და ხტუნვა დაიწყო, ამაზე ორივეს გაგვეცინა. - მე მეყოლება გოგო ნათლული, შენ კი არა, - უთხრა ნინომ. - შენი მეორედ ნათლიობა კი არ მიხარია მერე, - ენა გამოუყო. - თათია გახდება დედიკოო, - მოვიდა და გადამეხვია. - გილოცავ გაბერილ. - გაბერილი არა ეხლა ის, - შევუბღვირე. - ხომ იქნები, - მხრები აიჩეჩა და დაგვემშვიდობა. მეგობრებისკენ კი ხტუნვა-ხტუნვით წავიდა. - ვერაა ჩემი და, - გაიცინა ნინომ და მანქანა გააჩერა. საღამოს ჩემებთან მივედი, უკვე ყველა სახლში იყო, მათი დანახვა ერთად ძალიან გამიხარდა. ბევრი ვილაპარაკეთ და ბოლოს მაინც ვერ მოვითმინე, ახალი ამბავი ვუთხარი მათ. - ნახე ბიჭი იქნება და ფეხბურთს ვასწავლი, - თითი დამიქნია ბექამ. - ბიჭი კი არა, გოგო იქნება და სულ ვარდისფერ კაბებს ვუყიდი. შენ მე ნუ მასწავლი, დედა ვარ და ვგრძნობ,-ფეხები დავაბაკუნე. ჩემს რეაქციაზე ყველას გაეცინა. დედას ძალიან გაუხარდა, მალე ბებია გავხდებიო. მამას რეაქცია კი გაუგებარი იყო. მას უნდოდა, რომ იმ სახლიდან წამოვსულიყავი, მაგრამ ახლა ხვდებოდა, რომ ამ სიტუაციაში აღარ წამოვიდოდი... სახლში საღამოს დავბრუნდი, უკვე ყველანი შინ იყვნენ. მათ მივესალმე და საძინებელში შევედი. მთელი დღის დაღლილი ვიყავი და ამიტომ წამოვწექი. მუცელზე ხელი დავიდე და თვალები დავხუჭე, ბაჩოს რეაქციაზე ვფიქრობდი. ამასობაში ისიც შემოვიდა და გვერდით მომიწვა. თვალები გავახილე და მას გავხედე, ისიც მე მიყურებდა. - კარგად გაატარე დრო? - მკითხა მან. - არაუშავს. თვალები მომაცილა და ჭერს დაუწყო უაზროდ ყურება, მეც მას მივბაძე... მაგრამ სიჩუმე ცოტა ხანშივე მომბეზრდა, საწოლზე წამოვჯექი და ბაჩოს ჩევხედე. - რაღაც უნდა გითხრა, - ვუთხარი და უფრო კარგად მოვკალათდი. ისიც ჩემსავით წამოჯდა და შემომხედა. - რა ხდება? - დღეს ექიმთან ვიყავი... - ცუდად ხარ? - თავზე ხელი დამადო. - არა, პირიქით... - ამიხსენი. - ორსულად ვარ, - პირდაპირ მივახალე და ჩემს თავზე გულში გამეცინა. ბაჩო დადებილებული მიყურებდა, თითქოს ვერ გაიგო რაც ვუთხარი. - ანუ...? - იკითხა მან. - ანუ ბავშვს ველოდები, ანუ ბავშვი გვეყოლება, კიდევ აგიხნსა სხვანაირად? - არ მინდა, - თავი გააქნია და ჩემს მუცელს დააკვირდა. თავი მარჯვნივ გადასწია და ისე მიყურებდა. მეცინებოდა მასზე, მაგრამ თავს ვიკავებდი. - ეს ხომ არ ყოფილა ჩვენს გეგმებში, - დაიჩურჩულა და ამომხედა. გავშრი, დავიბენი, ვეღარაფერს ვამბობდი... გეგმებში?! რომელ გეგმებში?! - არ ვიცოდი თუ შენ ცხოვრების კონკრეტული გეგმა გქონდა შედგენილი, - უხეშად ვუთხარი. - თათია ეს უბრალოდ... უბრალოდ მოულოდნელია, ამაზე ხომ არც გვიფიქრია. როგორ...? - ბავშვები ჰაერზე არ ჩნდებიან, ბაჩო! - უკვე ვღიზიანდებოდი. - მაგას ნუ მასწავლი! - შემომიბღვირა. - რამდენის ხარ? - სამი კვირის.. - რას ვიზამთ ახლა, - ამოიხვნეშა. - შენშია უკვე ეგ არსება... ამის გაგონებაზე უცებ წამოვხტი. ისე, რომ თავბრუც დამეხვა ცოტათი. - არსება?! - შევკივლე. - გესმის რას ამბობ? არსებაო... -ცოტაც და ისტერიული სიცილი ამიტყდებოდა. - საერთოდ ვერ ხვდები, რომ ეს შენი შვილია? შენი სისხლი და ხორცი, როგორ შეგიძლია ასე ილაპარაკო? - აღვშფოთდი. - როგორ ვლაპარაკობ?! - ისიც წამოდგა. - რა ჩემი ბრალია, რომ ჯერ განუვითარებელია, - ხელი მუცლისკენ გამოიშვირა. - შენთან საუბარს აზრი არ აქვს, - ოთახიდან გამოვედი და კარი მივაჯახუნე. სააბაზანოში შევედი და კარი ჩავკეტე, კედელს მივეყრდენი და ქვემოთ ჩავსრიალდი. თან მუცელზე მქონდა ხელები, თითქოს ასე ჩემს პატარას ვიცავდი... არ მეგონა ბაჩო თუ ამას იტყოდა, ვერც კი წარმოვიდგენდი. არა, არც იმის იმედი არ მქონდა, რომ სიხარულით მეცხრე ცაზე იქნებოდა, მაგრამ ეს უკვე მეტისმეტია! ,,არსება... არსება... არსება...” თავში მიტიალებდა მისი სიტყვები და ვერ ვიჯერებდი, რომ ეს ნამდვილად მან თქვა. მეგონა კოშმარში ვიყავი, საშინელ კოშმარში, სადაც ყველაფერი ჩემს საწინააღმდეგოდ იყო. ახლა მართლა აღარ ვიცოდი როგორ მოვქცეულიყავი, როგორი ურთიერთობა გვექნებოდა ამის შემდეგ მე და ბაჩოს, რას იტყოდნენ მისი ოჯახის წევრები... მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით ვიცოდი: რაც არ უნდა მომხდარიყო, ჩემს პატარაზე უარს არასოდეს ვიტყოდი, სულ მასთან ვიქნებოდი და ყველასგან დავიცავდი! იატაკიდან წამოვდექი, სველი წყალი შევისხი სახეზე, ამან ცოტა მიშველა. პირსაბანს დავეყრდენი და სარკეში ისე ჩავიხედე, ჩემი თავი საშინლად არ მომეწონა. მივხვდი, რომ ჩემს ნერვიულობად არავინ არ ღირდა, მითუმეტეს ისინი. ახლა მხოლოდ ჩემი შვილისთვის ვცხოვრობდი... ბაჩოს ოჯახის წევრებმა ჩემი ორსულობის ამბავი არც ისე კარგად მიიღეს, თუმცა მე არ მაჩვენეს ეს. გადიოდა დრო, უკვე სამი თვის ორსული ვიყავი, როცა ბაჩომ სამსახურს თავი დაანება და სახლში დაჯდა, მეტი აღარ შემიძლიაო. მუცელი სულ ოდნავ მეტყობოდა, ერთი სული მქონდა როდის გამომებერებოდა და საორსულო ტანსაცმელს ჩავიცვამდი... თუმცა ნერვების მოშლა მაინც არ იყო ჩემგან შორს. ყველანაირად ვცდილობდი მათთვის ყურადღება არ მიმექცია და კამათში არ ავყოლოდი, მაგრამ ეს არც ისე კარგად გამომდიოდა. თითქმის ყველა წვრილმანზე ვნერვიულობდი, ნერვები მეშლებოდა. ალბათ ეს ორსულობის ბრალიც იყო. ასეთ პირობებში ჩემი ყოფნა სასტიკად არ შეიძლებოდა, ეს ჩემთვისაც და ბავშვისთვისაც საზიანო იყო, მაგრამ იქიდან მაინც არ მოვდიოდი. არ ვიცი რატომ... ალბათ მეგონა, რომ ბავშვის დაბადების შემდეგ ყველაფერი შეიცვლებოდა, ისევ ისეთი თბილი ბაჩო დაბრუნდებოდა და სხვებსაც მოულბებოდათ გული. კიდევ იმიტომ, რომ არ მინდოდა ბავშვი უმამოდ გაზრდილიყო, მისი სითბო მოკლებოდა. აქედან თუ წავიდოდი, ჩემსა და ბაჩოს ურთიერთობას წერტილი დაესმეოდა. მაგრამ... თანდათან ყველაფერი იცველებოდა, უარესობისკენ... რას ვითხოვდი?! განსაკუთრებულს არაფერს. სახლში ყველამ იცოდა, რომ სიგარეტის სუნზე ალერგია მქონდა, სულ ხველება მეწყებოდა ხოლმე. თანაც ორსულებისთვის ეს საზიანოა. მაგრამ ჩემს ჯინაზე ყველა სახლში ეწეოდა, თანაც მაინცდამაინც იმ ოთახში, სადაც მე ვიყავი. ბოლო პიკი კი ის იყო, როდესაც ბაჩო წინ დამიჯდა, რაღაცებს ვსაუბრობდით და უცებ სიგარეტი ამოიღო, ჩემს თვალწინ გააბოლა და ბოლი პირდაპირ ჩემკენ წამოვიდა. საშინელი ხველა ამიტყდა. ისეთი, რომ მუცლის ტკივილიც გამოიწვია, მერე მთელი დღე ცუდად ვიყავი, მეშინოდა ბავშვს რამე არ დაშავებოდა. ბაჩო კი ამას ჩვეულებრივი სახით უყურებდა. მხოლოდ ის მითხრა, წყალი დალიეო(ისიც ორონიულად) სწორედ ამ საღამოს დარეკა ჩემმა მეგობარმა მაკამ. უკვე ვეღარ გავძელი, ოთახში ჩავიკეტე და მასაც მოვუყევი ყველაფერი. მას მგონი ჩემზე მეტად მოეშალა ნერვები, გაჰკიოდა საშინლად. - თათია, როდემდე უნდა იყო მანდ ეგრე? ბოლოს იმ დონემდე მიმიყვან, რომ შენ ძმას ან მამაშენს ვეტყვი, ეს კი კარგით არ დამთავრდება, ხომ იცი... - არ ვიცი რა ვქნა მააკ. მეგონა ბავშვის დაბადების შემდეგ ყველაფერი შეიცვლებოდა, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ შეიძლება იქამდე ვერც კი გავძლო. არ მინდა ჩემს გამო ბავშვს რამე დაემართოს, ამას ვერ გადავიტან. - შენს გამო კი არა, იმ უგულო ხალხის გამო, რომელთან ერთადაც ცხოვრობ. მომისმინე, მაქსიმუმ ერთი კვირა დარჩი მანდ, ბაჩოს დაელაპარაკე და თუ არაფერი გამოვა, ადექი და წამოდი. შენს თავზე თუ არა, ბავშვზე მაინც იფიქრე. ვიცოდი, რომ მაკა ბოლომდე მართალი იყო და ასეც ვაპირებდი მოქცევას. უკვე ისე ვარ, შეიძლება ბავშვიც აღარ მეყოლოს, მე კი ეს არ მინდა... ბაჩოს დაველაპარაკე, მაგრამ ნახევრად არც კი მისმენდა, ისევ სიგარეტს ეწეოდა. ამას უკვე ვეღარ გავუძელი, შუა საუბრიდან ავდექი, ოთახში შევედი და ბარგის ჩალაგებას შევუდექი. არც არავინ შემეწინააღმდეგებოდა...
| |
|
|