სიყვარულზე შეყვარებული
|
|
|
bella-vampire | თარიღი: კვირა, 2012-04-15, 8:34 PM | შეტყობინება # 62 |
842
Offline
| VIII თავი
მსოფლიოში ყველაზე ბედნიერ ადამიანად ვგრძნობდი თავს. სხეულის ყველა უჯრედში სიხარულსა და ბედნიერებას ვგრძნობდი. სანდრო სიყვარულში გამომიტყდა და ჩემდა გასაკვირად მეც. არ მეგონა თუ ამ სიტყვის თქმას გავბედავდი, მაგრამ შევძელი და ვთქვი. და სულაც არ ვნანობ ამას, პირიქით! მე და სანდრომ მთელი მთაწმინდა მოვიარეთ, სიარულისგან ფეხებიც კი ამტკივდა. პატარა ბავშვივით ავტყდი რომელიმე ატრაქციონზე აუცილებლად უნდა დავჯდე-მეთქი. სანდრო დამცინოდა, მაგრამ ბოლოს მაინც დამთანხმდა. იმდენი ვიცინე, სიცილისგან მუცელი ამტკივდა... უკანა გზაზე ისეთ მხიარულ განწყობაზე ვიყავი, რომ იმისიც არ მეშინოდა, რომ სანდრო იჯდა საჭესთან. სახლში შეღამებულს დავბრუნდით. ისეთი დაღლილი ვიყავი, აღარაფრის თავი აღარ მქონდა, პირდაპირ სახლში მოვინდომე ასვლა. სანდრო ბავშვებთან უნდა წასულიყო, მაგრამ უარი ვუთხარი. მათი რეაქციის ნახვა ძალიან მაინტერესებდა, ამიტომ სანდრო გავაფრთხილე, რომ არაფერი არ ეთქვა. - ძალიან დავიღალე, სახლში ავალ. შენ კი არაფერი არ უთხრა იმ გიჟებს, - გავაფრთხილე. - მათი რეაქციის ნახვას როგორ დაგაკლებ, - გაიცინა და მაგრად ჩამიკრა გულში. ხელები შემოვხვიე და ლოყაზე მაგრად ვაკოცე, მანაც ტკბილად მაკოცა. - მიყვარხარ, - პასუხად მხოლოდ გავუღიმე, ერთი დღისთვის საკმარისი იყო. არ მინდოდა სახლში ავსულიყავი და ის წასულიყო, მაგრამ სხვა გამოსავალი არ იყო. - ჯობია წავიდე, - გავუღიმე, მან კი კიდევ უფრო მაგრად ჩამიკრა გულში და ბოლოს ძლივს გამიშვა ხელი. მის ქცევაზე გამეცინა და უცბად შევედი სადარბაზოში. კიბეები ავირბინე, ზარი დავრეკე და საათს დავხედე: ათი იყო. გამიხარდა, რომ ძალიან არ დამიგვიანია. მამას არ უყვარს, როცა გვიან ღამით ქუჩაში დავდივარ, თუმცა არც მიშლის ხოლმე. ალბათ ბედნიერება სახეზე მეტყობოდა, სახლში ყველამ სათითაოდ მკითხა რა მოხდაო. მე კი ბავშვებთან ერთად დროის მხიარულად გატარება მოვიმიზეზე. სულ რამდენიმე წუთში ელემ დამირეკა, ყურმილი დედამ აიღო. - თქვენ ხომ სალაპარაკო არ გამოგელევათ, მთელი საღამო ერთად არ იყავით? არადა რა იცოდა, რომ დღეს ელენე საერთოდ არ მყავდა ნანახი. - აბა ქალბატონო, რა ქენით დღეს შენ და სანდრომ? სად იყავით? - როგორც კი ვუპასუხე, მაშინვე კითხვები დამაყარა. - პირველ რიგში გამარჯობა. - რა დროს გამარჯობაა, ვკვდები ინტერესით. - რა უნდა მომხდარიყო? ცოტა გავისეირნეთ და უკან დავბრუნდით, - მის ნერვებზე თამაში გადავწყვიტე. - მეხუმრები? და საერთოდ არაფერი არ უთქვამს? - წარმოვიდგინე ახლა როგორი სახე ექნებოდა და სიცილი ვერ შევიკავე. - შენ რას ელოდი? - მოწყენილი ხმით ვკითხე. - თამუნა იცოდე, თუ მეხუმრები, ვერ გადამირჩები, - თავი ვეღარ შევიკავე და სიცილი ამიტყდა. - მომატყუე ხო? - ნაწყენი ბავშვის ხმა ჰქონდა. - ცოტა გაწვალე. - ხოდა ახლა ყველაფერს დაწვრილებით მომიყვები! - მომთხოვნი ხმა ჰქონდა მას. ელენეს ყველაფერი მოვუყევი. თხრობის დასასრულს იმხელაზე დაიწყო ყვირილი, რომ ვეღარ გავუძელი და ყურმილი შორს გავწიე. - შენ ჩემი დაყრუება გინდა? - როგორ გამიხარდა თამ, რა კარგიაა, - ხმას ცოტათი დაუკლო. - ხო, მაგრამ ახლა შენი და ალექსის ჯერია, - შევაპარე. საერთოდ ამ თემაზე იშვიათად ვსაუბრობდით, მაგრამ კარგად ვიცოდი რაც ხდებოდა. - ამაზე ლაპარაკი არ გვინდა, რა. ნეტავ ბავშვებმა იციან უკვე? - არა. გავაფრთხილე, არაფერი არ უთხრა-თქო. მათი სახეების ნახვა მინდოდა, მაგრამ ხვალ გარეთ ვერ გამოვალ. დილიდანვე დეიდაჩემთან მივდივარ და გვიან მოვალ. - როგორ მაინტერესებს ყველას რეაქცია, რა სასაცილოები იქნებიან... - ერთად დავიწყეთ სიცილი. კიდევ ბევრი ვისაუბრეთ და ვიცინეთ, ბოლოს კი როცა ორივენი დავიღალეთ, ერთმანეთს დავემშვიდობეთ და დასაძინებლად წავედით. მეორე დღეს დილით ადრე გავიღვიძე. ვისაუზმე თუ არა, მაშინვე დეიდაჩემთან წავედი. ქალაქის მეორე ბოლოში ცხოვრობდა და ამიტომ გზას დიდი ხანი უნდოდა. როგორც იქნა იქამდე მივაღწიე... ყოველთვის მიყვარდა დეიდასთან ერთად ყოფნა და მასთან საუბარი. ძალიან თბილი ადამიანი იყო, მასთან ერთად არ მოიწყენდი... ჩემდაუნებურად ყველაფერი მოვუყევი, არადა არ ვგეგმავდი. ისეთი სახე ჰქონდა, მგონი ჩემ მაგივრად უხაროდა. - არ გამაცნობ დეიდა? - მითხრა და ანგელოზის სახით შემომხედა. - არც იოცნებო, - ენა გამოვუყავი და მეორე ოთახში დეიდაშვილთან გავედი. შვიდი წლის ნიკა ისეთი საყვარელი იყო, ვერ ვშორდებოდი, მაგრამ დრო მალე გავიდა და დაღამდა კიდეც. ყველას დავემშვიდობე და სახლისაკენ ავიღე გეზი. უკვე თითქმის ჩემს სახლთან ვიყავი, როცა მანქანიდან სანდრო და საბა დავინახე. მაშინვე გავაჩერებინე და მათკენ წავედი. საბამ ვერ დამინახა და მაღაზიაში შევიდა. სანდრომ კი მაშინვე შემამჩნია და ჩემკენ წამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს მთელი დღე ვმესიჯობდით, ვიგრძენი, რომ ძალიან მომნატრებოდა. - მომენატრე, - გამიღიმა და გულში ჩამიკრა. ძალიან მინდოდა მეთქვა მეც მომენატრე-მეთქი, მაგრამ თითქოს რაღაც მიშლიდა ხელს. ყოველდღე სიყვარულის გამოხატვას არასდროს ვყოფილვარ შეჩვეული, ალბათ ამიტომ მიჭირდა ამ ყველაფერთან შეგუება. მისი მხრიდან ყურადღება და სითბო ძალიან მსიამოვნებდა, მაგრამ მე იგივეთი ვერ ვპასუხობდი... მაღაზიიდან საბა გამოვიდა, ამოვისუნთქე. მასაც მივესალმე და სამივენი ჩემი სახლისკენ წავედით, მიმაცილეს... მეორე დღე ორშაბათი იყო და საშინლად მეზარებოდა 8-ის ნახევარზე ადგომა, მაგრამ სხვა არჩევანი არ მქონდა. მაღვიძარამ ძლივს გამაღვიძა და როგორც იქნა, დიდი წვალების შემდეგ, წამოვდექი და სკოლაში წასასვლელად მოვემზადე. სამმა გაკვეთილმა მხიარულად ჩაიარა. რატომღაც არცერთი მასწავლებელი არ იყო გაკვეთილის ჩატარების ხასიათზე და ჩვენც რა თქმა უნდა, ამით ვისარგებლეთ. მესამე გაკვეთილის შემდეგ დიდი შესვენება იყო, სკოლის გარეთაც გვიშვებდნენ. ბავშვები ასეთ შანსს როგორ გამოვტოვებდით და სულ გავდიოდით გარეთ, სუფთა ჰაერის ჩასაყლაპად. სკოლის ეზოში სასეირნოდ რამდენიმე გოგო წავედით, თოკოც წამოგვყვა. მთელი გზა ისე გვაცინა, თვალებიდან ცრემლები მოგვდიოდა. სამაგიეროდ, ისე გავერთეთ, რომ დრო გაგვეპარა და ზარი სულ არ გაგვხსენებია. მისი ხმა რომ გავიგეთ მხოლოდ მაშინ მოგვაგონდა და სირბილით წავედით სკოლის შესასვლელისკენ, რადგან საკმაოდ შორს ვიყავით. მაგრამ შუა სირბილში ფეხი გამეკვანძა და გადამიბრუნდა. კინაღამ წავიქეცი, კიდევ კარგი თორნიკემ დამიჭირა... - რა გჭირს? - ფეხი გადამიბრუნდა, - ისე მტკიოდა, ცოტაც და ტირილს დავიწყებდი. - სიარული არ შეგიძლია? - შენ როგორ ფიქრობ? - თვალები დავუბრიალე. - ჯანდაბას, სხვა გამოსავალი მაინც არაა, - უეცრად ხელში ამიყვანა. - რას აკეთებ? გაგივარდებიი, - ისე შემეშინდა თვალებზე ხელები ავიფარე. - აბა სხვა რაიმე გამოსავალს ხედავ? თუ გინდა აქ დაგტოვებთ... - ეშმაკურად ჩაიცინა, მაგრამ ჩემი სახე რომ დაინახა, ნელი ნაბიჯით წავიდა სკოლისაკენ. - შენც ისეთი მძიმე ხარ რომ გამივარდე რა, - გაიცინა. ძალიან სუსტი არასდროს ვყოფილვარ, ნორმალურად ვიყავი. თუმცა სხვების ფონზე მე ყველაზე გამხდარი ვჩანდი, ყველა მიჩიჩინებდა, რომ უნდა გავსუქებულიყავი. სკოლის შესასვლელთან სანდრო და კიდევ რამდენიმე ბიჭი იდგა. მე რომ დამინახა, სახეზე სიბრაზემ გადაურბინა, მაგრამ თავის მოთოკვა სცადა. მაშინვე ჩვენკენ წამოვიდა. თორნიკემ რაღაც ჩაიბურტყუნა, აშკარად არ ესიამოვნა სანდროს დანახვა. არც მე არ მესიამოვნა რომ ასეთ სიტუაციაში მნახა, მაგრამ მე ხომ არაფერი დამიშავებია? მაშინ სანერვიულოც არაფერი იყო... - რა გჭირს? - თორნიკეს ზედაც არ შეხედა. გაყინული ხმით მკითხა მე. - ფეხი გადაუბრუნდა და სიარული არ შეუძლია, - სანამ რამეს ვიტყოდი, თორნიკემ დამასწრო. - შენ არ გეკითხები, - შეუბღვირა თოკოს. - სანდრო გაჩერდი, - მისი დამშვიდება ვცადე. - მომიყვანე, - ხელები წინ გამოწია, თან თორნიკეს თვალებით ბურღავდა. - მეც კარგად ავიყვან, - თორნიკეც იგივეს აკეთებდა. - გაჩერდით! - ვეღარ მოვითმინე. - თოჯინა კი არ ვარ. თორნიკე დამსვი, - მკაცრად ვუთხარი. ცოტა კი შეყოყმანდა, მაგრამ ბოლოს მაინც დამაყენა ფეხზე. ნაბიჯის გადადგმა ვცადე, მაგრამ მაშინვე წავიბორძიკე და რომ არა სანდრო, მიწას კოცნით შევხვდებოდი. - სანდრო ჩემით გავივლი, - მაინც არ ვნებდებოდი. - ნუ ჯიუტობ, - ხელი მომკიდა და ისე იოლად ამიყვანა ხელში, ჩემი თავი ფარატინა ფურცელი მეგონა. სანდროს უკმაყოფილო სახით ვუყურებდი და თვალებით ვბურღავდი. - რა? - ვითომც არაფერი ისე მკითხა. - დავიჯერო, ვერ ხვდები რა? რა გამოხტომა იყო? - არ მსიამოვნებს, როცა თორნიკესთან გხედავ. - ის ჩემი მეგობარია და ამასთან შეგუება მოგიწევს. მხოლოდ რაღაცნაირი სახით შემომხედა, არაფერი უთქვამს. ახლა ისე მინდოდა მოვხვეოდი და დამემშვიდებინა. მეთქვა, რომ სანერვიულო არაფერი იყო და ტყუილად გაბრაზდა... მაგრამ ისევ რაღაც მიშლიდა ხელს. სკოლაში ვიყავით... თუმცა ამის მიუხედავად კისერზე მაინც შემოვხვიე ხელები და თავი მის თავს დავადე. - ნუ ბრაზდები რა, - წავიბურტყუნე. - თოკო უბრალოდ დამეხმარა. მოგეწონებოდა რომ შუა გზაში მარტო მივეტოვებინე? - უბრალოდ არ მომწონს, როცა ჩემი შეყვარებული სხვა ბიჭს უჭირავს ხელში, ძნელი გასაგებია? - შენ ის უნდა დაიმახსოვრო, რომ ზედმეტი ეჭვიანობა საშინლად მაღიზიანებს. - ჰმ, სულაც არ ვეჭვიანობ. - ჰო აბა, - გულიანად გამეცინა. გულის სიღრმეში მესიამოვნა რომ იეჭვიანა, მაგრამ ასეთი საქციელი სისტემატიურად ნამდვილად გამაღიზიანებდა. კლასში მასწავლებელი უკვე შესული იყო, როცა სანდრომ ხელში აყვანილი შემიყვანა. ყველა ჩვენ გვიყურებდა გაკვირვებული სახეებით, ცოტათი წამოვწითლდი კიდეც. მაგრამ სანდრომ მასწავლებელს ყველაფერი აუხსნა და მან პირიქით შეაქო, რომ ჯენტლმენურად მოიქცა. მთელი გაკვეთილი ფეხის ტკივილით ვისარგებლე და თავისუფლად ვიჯექი. ნატკენი ფეხი მეორე სკამზე შემოვდე, თავი სახლში მეგონა ისე კომფორტულად ვიჯექი... სერიოზული არაფერი იყო და ერთი გაკვეთილის შემდეგ უკვე შემეძლო სიარული, თუმცა ოდნავ მაინც ვკოჭლობდი. შესვენებაზე ელენეს დახმარებით დერეფანში გავედი, იქ კი ფანჯარასთან მდგომი ბავშვები დავინახე. მათთან მივედით და ყველას მივესალმეთ. სანდრო ჩემთან მოვიდა და ისე დადგა, რომ მას დავეყრდენი და ფეხს აღარ ადგებოდა ძალა. - რამ გაგაბრაზე ასე სანდრო? - სიცილით იკითხა მარიამმა. - არ მსიამოვნებს, როცა ჩემს შეყვარებულს სხვასთან ვხედავ, - გადმომხედა და თვალი ჩამიკრა. პასუხად კი მუშტი მიიღო მუცელში, მაგრამ ჩემი მუშტი მის ნავარჯიშებ პრესს რას დააკლებდა. - რაა? - ყველამ ერთად წამოიყვირა. ვიგრძენი როგორ მომაწვა სისხლი და როგორ გავწითლდი. - ისე არც უნდა გვიკვირდეს, - თქვა საბამ. - გილოცავთ ბავშვებო, - ყველას უხაროდა და ყველა გვილოცავდა. მხოლოდ ლიზიმ მოგვილოცა უღიმღამოდ და ვითომ გაგვიღიმა. ყველა მიხვდა რომ მას ეს ამბავი არ ესიამოვნა, მაგრამ ნაკლებად მადარდებდა ლიზის აზრი. მთავარი იყო რომ მე ბედნიერი ვიყავი.
| |
|
|
|
T-MOMSEN | თარიღი: კვირა, 2012-04-15, 9:14 PM | შეტყობინება # 64 |
266
Offline
| bella-vampire, vaimee dzaaliaan kargii iyooo :)) da is momenti sandrom rom xelshi aiyvaana xo saertoood.. gavchedee magazee Quote (bella-vampire) კისერზე მაინც შემოვხვიე ხელები და თავი მის თავს დავადე. vaimeee sayvarelebiii... romantiulii iyoo Quote (RoB-dOd) რა მაგარია ტო magra bazrob xo ici
| |
|
|
RoB-dOd | თარიღი: კვირა, 2012-04-15, 10:02 PM | შეტყობინება # 65 |
572
Offline
| Quote (T-MOMSEN) magra bazrob xo ici ე ტე შტო გოგო;დ როოგოორ შევეჩვიე ქუჩურ ლაპარაკს ;დ;პ
I Hate This FuCkinG Life <3
| |
|
|
|
|
bella-vampire | თარიღი: სამშაბათი, 2012-04-17, 8:43 PM | შეტყობინება # 68 |
842
Offline
| IX თავი
დრო ისე სწრაფად გადიოდა, აღქმას ვერც კი ვასწრებდი. ყველაფერი ჩვეულებრივ რიტმში მიდიოდა. თავს ისე კარგად ვგრძნობდი, როგორც არასდროს არ მიგრძვნია. როგორც იქნა ვიპოვე ის, რასაც ამდენი ხანი ვეძებდი. თავს უბედნიერესად ვგრძნობდი. ახლა უკვე ვიცოდი, რა მაკლდა ამდენი ხნის განმავლობაში, ახლა არანაირ დანაკლისს აღარ ვგრძნობდი. მთელი ჩემი არსებით ბედნიერი ვიყავი და ვტკბებოდი ამ გრძნობით. მაგრამ თურმე ჩემი ბედნიერება ასეთი ადვილი არ ყოფილა. მე გულობრყვილო, ველოდი, რომ ჩემი ბედნიერება სულ ასე გაგრძელდებოდა, ყველანაირი პრობლემის გარეშე. ვცდებოდი... სკოლაში ვამჩნევდი, რომ თორნიკეს და ლიზის აღარ ჰქონდათ კარგი ურთიერთობა. უახლოესი მეგობრები არასდროს ყოფილან, მაგრამ ახლა აშკარა იყო, რომ რაღაც უთანხმოება მოუვიდათ. თორნიკეს ვკითხე რა მოხდა-მეთქი, მაგრამ პასუხს თავი აარილა. ამიტომ გადავწყვიტე, ლიზისთვის მეკითხა. შეიძლება ეს ჩემი საქმე არ იყო, მაგრამ ორივეს ჩემ მეგობრად ვთვლიდი და გული მტკიოდა მათ გამო. ერთ დღეს, როცა ლიზი მარტო მდგომი შევამჩნიე, მასთან მივედი, სიმართლის გაგება მინდოდა. - ლიზ, როგორ ხარ? - კარგად, შენ? - მხოლოდ ერთი წამით შემომხედა და ისევ მობილურს მიუბრუნდა. - მეც, - დაბნეულად ჩივიბურტყუნე. ნუთუ შემოხედვის ღირსადაც არ მთვლიდა? - რაღაც მინდა გკითხო... - ფრთხილად დავიწყე საუბარი. - მიდი, მკითხე, - გამიღიმა. - შენ და თოკომ იჩხუბეთ? თქვენი ურთიერთობის დაძაბვა ყველასთვის შესამჩნევია. მასაც ვკითხე, მაგრამ არ მიპასუხა. იქნებ შემიძლია დაგეხმაროთ? მობილურს მზერა ნელა მოაშორა და დამცინავი მზერით შემომხდა. - დავიჯერო, ჩემზე ასე ზრუნავ? - ირონიულად მკითხა. - ეს შენი საქმე არ არის. - როდესაც საქმე ჩემს მეგობრებს ეხება, ეს მეც მეხება, - გამიკვირდა, მაგრამ სრულიად ვინარჩუნებდი სიმშვიდეს. - ანუ მეც? მივხვდი რაც იგულისხმა და ძალიან გავბრაზდი. მე დახმარება მინდოდა, ის კი პირიქით ირონიულად მელაპარაკებოდა. - თორნიკე ჩემი მეგობარია, - ნიშნისმოგებით ვუთხარი და გავუღიმე. - ხოდა თორნიკემ მოგიყვეს. მეგობრები ერთმანეთს არაფერს არ უნდა უმალავდნენ, - უცბად მომაყარა. ზურგი შემაქცია და კლასში შევიდა. გაოცებული დავრჩი, ასე რამ გააღიზიანა? - რა მოხდა? - ელენე, მარი და სანდრო მოვიდნენ. - პატარა ბავშვივით იქცევა, - ხელები ავიქნიე და მეც კლასში შევედი. ამის შესახებ არავისთვის არაფერი არ მითქვამს, არც ელესთვის. მინდოდა ჩემით გამერკვია სიმართლე. არ ვიცი ასე რატომ დამაინტერესა ამ ამბავმა, მაგრამ ფაქტი იყო, რომ არ მოვისვენებდი, სანამ სიმართლეს არ გავიგებდი. - თორნიკე, იცოდე ამჯერად მაინც უნდა მითხრა ყველაფერი, - მუქარით ვუთხარი და თვალები დავაბრიალე. - რა გაინტერესებს? - დაღლილი სახე მიიღო. - რა მოხდა შენსა და ლიზის შორის? - უბრალოდ, შევცდი მასში. გახსოვს, დრო იყო, როცა შენთან არ მქონდა კარგი ურთიერთობა და ლიზისთან ვმეგობრობდი? - თავი დავუქნიე. - ყველაზე მეტად ალბათ მაშინ შევცდი. - რას გულისხმობ? - დავიბენი. - უარაფერი, უბრალოდ თავს გაუფრთხილდი, - ლოყაზე მაკოცა და გამშორდა. მე კი გაკვირვებული ვიჯექი ისევ იქ და ვცდილობდი რაიმეს მაინც მივმხვდარიყავი, მაგრამ ამაოდ. თავში ისეთი არაფერი მომდიოდა, რაც შეიძლებოდა სიმართლე ყოფილიყო. ბოლოსდაბოლოს მივხვდი, რომ ჩემი გამოძიებებით ვერაფერს ვერ გავხდებოდი, ამიტომ ყველაფერი დროს მივანდე... გადავწყვიტე ცოტა ხანი უმოქმედოდ ვყოფილიყავი, იქნებ რომელიმეს მაინც ეთქვა რაიმე. თუმცა ლიზის თითქმის აღარ ველაპარაკებოდი. იშვიათად თუ გამოდიოდა გარეთ ჩვენთან ერთად, ისიც ცოტა ხნით. ყველა ამჩნევდა, რომ მე და ლიზის დაძაბული ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ არავინ არ იცოდა მიზეზი, გარდა ელენესი. ბოლოს მაინც მოვუყევი ყველაფერი და მასაც ისევე მოუნდა სიმართლის გაგება, როგორც მე. სანდრო ხშირად მეკითხებოდა ლიზისა და ჩემ ურთიერთობაზე, მაგრამ არაფერს არ ვეუბნებოდი. თუმცა ხვდებოდა, რომ რაღაცას ვუმალავდი. - დარწმუნებული ხარ, რომ არაფერს არ მიმალავ? - დაეჭვებით შემომხედა. - რომც გიმალავდე, ეს შენ არ გეხება. - ანუ მიმალავ, - გაუხარდა. თავისი ჭკუით, გამომიჭირა რაღაცაში. - ასე რატომ გაინტერესებს ეს საკითხი? - შენ გეხება, არ უნდა მაინტერესებდეს? თანაც ლიზი კარგი გოგოა და გული მწყდება, რომ ურთიერთობა გაგიფუჭდათ. - მე და ლიზი მეგობრები არასდროს ვყოფილვართ, - არ მესიამოვნა, ლიზიზე რომ ასე ლაპარაკობდა. სახის გამომეტყველებით მივხვდი, რომ ჩემი ნათქვამი გაუკვირდა. - ის, რომ ყოველ საღამოს ერთად გამოვდიოდით გარეთ სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მეგობრები ვიყავით. საერთო მეგობრები გვყავს და სულ ესაა. თუ სიმართლე გინდა, ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ლიზის არ მოვწონდი. არც მე ვიყავი დიდი სიმპატიით განწყობილი, ამიტომ ნეიტრალური ურთიერთობა გვქონდა. მეგობრები ერთმანეთს უნდა ენდობოდნენ, მე კი მას არ ვენდობოდი. უფრო სწორად, ვერ... ზედმეტად განსხვავებულები ვართ იმისთვის, რომ ვიმეგობროთ. - შენ და ელენე არ ხართ განსხვავებულები? ყველა ერთნაირი ვერ იქნება. ერთმანეთს ავსებთ... ან თუნდაც მე და შენ. ყველაფერში ერთი აზრი ხომ არ გვაქვს? ეს მოსაწყენიც იქნებოდა... - ასე რატომ იცავ ლიზის? - არ მესიამოვნა. - კი არ ვიცავ, რჩევას გაძლევ. - არ მითხოვია, - გაბრაზებული წამოვდექი სკამიდან და სანდროს ზურგი შევაქციე. - რა მოგივიდა? - ჩემთან მოვიდა და უკნიდან ჩამეხუტა. ხმა არ გავეცი, ამიტომ მისკენ შემატრიალა და თვალებში ჩამხედა. მიბრუნება ისევ ვცადე, მაგრამ სახე ხელებით დამიჭირა. ახლა იძულებული ვიყავი თვალებში შემეხედა. - რა გჭირს? ყოველთვის რატომ ღიზიანდები, როცა ლიზიზე ვლაპარაკობთ? ის მართლაც კარგი გოგოა და ამას ვერ უარყოფ. - ხოდა თუ კარგი გოგოა, იმასთან წადი. მე თავი დამანებეთ. ხელები გავაშვებინე და შევტრიალდი. უკან კი მისი სიცილის ხმა გავიგე, ამან უფრო მეტად გამაღიზიანა. - სანდრო რა გაცინებს? - მე ნრვები მეშლება, ის კი სიცილით კვდება. - პირველად დაგინახე, რომ ეჭვიანობ. - რა?? სისულელეა! - ვიუარე, მაგრამ დავფიქრდი. ნუთუ მართლა ვიეჭვიანე? მაგრამ რატომ მოსწონს სანდროს ლიზი ასე ძალიან? განსაკუთრებით ახლო ურთიერთობა არასდროს ჰქონიათ. შეიძლება ითქვას, რომ სანდრო ლიზის კარგადაც კი არ იცნობდა. საიდან დაასკვნა, რომ ის ,,ძალიან კარგი” გოგოა? ეს ყველაფერი მართლაც ჰგავს ეჭვიანობას... - სულაც არ არის სისულელე, - გამიღიმა სანდრომ და ჩემ წინ დადგა. - მიყვარხარ შენ, და მხოლოდ შენ. ნუ ბრაზდები მხოლოდ იმიტომ, რომ ლიზიზე კარგი აზრის ვარ. რა ჩემი ბრალია? - მხრები აიჩეჩა. - აბა ჩემი ბრალი ხომ არ არის? - ცალი წარბი ავწიე. - ჩემი სულელი ხარ, - ჩამიხუტა. არ მინდოდა, მაგრამ ბოლოს მაინც მოვხვიე ხელები და ჩავეხუტე. მასზე დიდხანს გაბრაზება არ შემეძლო. - ერთ რამეს დამპირდი, კარგი? - გააჩნია რა არის, - თავი დავიზღვიე. - ეცადე, რომ ლიზისთან კარგი ურთიერთობა გქონდეს, ჩემი ხათრით მაინც. გაკვირვებულმა შევხედე, მაგრამ ჩხუბი არ მინდოდა და თავი შევიკავე. - ვერაფერს შეგპირდები, - ცივად ვუპასუხე, მაგრამ ძლიერად ჩავეხუტე. უეცრად შიში დამეუფლა. შიში, რომ შეიძლებოდა სანდრო დამეკარგა. ამას ნამდვილად ვერ გადავიტანდი... მე და სანდრო ხელჩაკიდებულები მივდიოდით ჩემი სახლისკენ. უკვე საკმაოდ დაღამებული იყო და ციოდა. ჩემი თხოვნის მიუხედავად, სანდრო სახლამდე მაინც მაცილებდა. მე კი მარტო მინდოდა ჩაბნელებულ ქუჩებში სეირნობა და ცივი ჰაერის შეგრძნება, ფიქრი... საფიქრალი კი ნამდვილად არ მქონდა ცოტა. წინ გავიხედე და ლიზი და ვიღაც ბიჭი დავინახე, ჩვენკენ მოდიოდნენ. თავიდან ბიჭის სახე ვერ გავარჩიე, მაგრამ როგორც კი ნათლად დავინახე ვინ იყო, მთელ სხეულში გამაჟრჟოლა. შეშინებული სანდროს მივეკარი. გაკვირვებულმა შემომხედა, მაგრამ ხელი გადამხვია და უფრო მაგრად ჩამიკრა გულში. მისი სიახლოვე ყოველთვის მსიამოვნებდა, მითუმეტეს ახლა... - გამარჯობა ბავშვებო, - ლიზი საკმაოდ მხიარული ჩანდა. - როგორ ხარ? - ჰკითხა სანდრომ, მე კი უბრალოდ გავუღიმე. - ძალიან კარგად, - ისევ გაიღიმა. ნეტავ რამ გამოიწვია მისი ასე გახარება? - ეს ჩემი მეგობარია, - მის გვერდზე მდგომ ბიჭზე ანიშნა სანდროს. - ბაჩო, ეს სანდროა. სანდრო, ეს ბაჩოა, - როგორ ვერ ვიტან ასეთ გაცნობას. - სასიამოვნოა, - ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს. - აი თამოს კი ვიცნობ, - გამიღიმა ბაჩომ, მე კი ისევ დამიარა ტანში ჟრუანტელმა. - მართლა? საიდან? - დაინტერესდა სანდრო. - ჩვენ ძველი ნაცნობები ვართ, არა თამო? - ხო. არ მეგონა, თუ სადმე ისევ გნახავდი. - აღიარე, სასიამოვნოა სიურპრიზია არა? - კმაყოფილი იდიოტივით გაიცინა. - სიურპრიზია, - ცივად ვუპასუხე. - ამიერიდან ხშირად ვნახავთ ხოლმე ერთმანეთს, ამ უბანში გადმოვედი. სრულ ბედნიერებისთვის ესღა მაკლდა... - იმედია, დავმეგობრდებით, - უთხრა სანდროს. - რა თქმა უნდა, - ერთმანეთს ისევ ჩამოართვეს ხელი, დაემშვიდობნენ და ჩვენ ჩვენი გზა გავაგრძელეთ. - მომეჩვენა, თუ ბაჩოს დანახვა არ გესიამოვნა? - არ მოგჩვენებია. ვერ ვიტან მაგ ტიპს, აუტანელია. რამდენიმე წლის წინ გავიცანი ბათუმში და შეუძლებელია მასზე კარგი წარმოდგენა მქონდეს. - იქ რა მოხდა? - მაშინვე მიხვდა სანდრო. - არაფერი ისეთი. მაშინ 13 წლის ვიყავი და მე თვითონაც არ მქონდა ჭკუა. მას კი მგონი ახლაც არ აქვს ჭკუა. სან, ახლა ძალიან მეძინება, თან ცივა და ჯობია ავიდე, - უკვე სადარბაზოსთან ვიყავით. - კარგი, მაგრამ იცოდე, ამის შესახებ ყველაფერს მომიყვები, - თავი დავუქნიე. - ძილი ნებისა, - შუბლზე მაკოცა. სანამ კიბეები არ ავირბინე და კარების გაღების ხმა არ გაიგო სანდრომ, იქამდე არ წასულა. საწოლზე მოწყვეტით დავეშვი და ფიქრი დავიწყე. ამდენი ფიქრისგან, უკვე თავიც მტკიოდა. ყველა პრობლემასთან ერთად, ახალი პრობლემა დამემატა, სახელად ,,ბაჩო.” ჩემი ბავშვობის კოშმარი, რომელიც სულ მაწვალებდა. მაგრამ ეს არ არის ყველაფრი, მისგან ცუდის მეტი არაფერი არ მახსოვს...
| |
|
|
RoB-dOd | თარიღი: სამშაბათი, 2012-04-17, 10:02 PM | შეტყობინება # 69 |
572
Offline
| ინტრიგგანნნოოო ! მარა მაინჩ რა საკვარლები ალიან ეშენიი ეე.. საყუარლებიიი! ფუ ლიზი მძულს ! არადა ეს სახელი როგორ 'ზე' მიყვარს... ;დ
I Hate This FuCkinG Life <3
| |
|
|
|
|
|
|
|
|